x.სექსუალური დისფუნქციები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 74

1

მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და


გენდერული დისფორია

X თავი
სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური
აშლილობები და გენდერული დისფორია
სარჩევი
რა არის ნორმალური სექსუალობა? .................................................... 3
გენდერული განსხვავებები ........................................................................ 7
კულტურალური განსხვავებები ................................................................ 9
სექსუალური ორიენტაციის განვითარება ............................................ 11
სექსუალური დისფუნქციების მიმოხილვა ........................................ 13
სექსუალური სურვილის აშლილობები .................................................. 15
სექსუალური აგზნების აშლილობები .................................................... 17
ორგაზმის აშლილობები ............................................................................ 20
სექსუალური ტკივილის აშლილობა ....................................................... 24
სექსუალური ქცევის შეფასება .......................................................... 25
ინტერვიუირება .......................................................................................... 26
სამედიცინო შემოწმება ............................................................................. 26
ფსიქოფიზიოლოგიური შეფასება ....................................................................................................................... 27
სექსუალური დისფუნქციის მიზეზები და მკურნალობა ............................................................................. 28
სექსუალური დისფუნქციის მიზეზები ............................................................................................................... 28
სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა ........................................................................................................ 36
პარაფილიური აშლილობები: კლინიკური აღწერა....................................................................................... 42
ფეტიშიზმი ................................................................................................................................................................ 44
ვოიერიზმი და ეგზგიბიციონიზმი........................................................................................................................ 45
ტრანსვესტური აშლილობა ................................................................................................................................... 46
სექსუალური სადიზმი და სექსუალური მაზოხიზმი ....................................................................................... 48
პედოფილია და ინცესტი ....................................................................................................................................... 50
პარაფილიური აშლილობები ქალებში ................................................................................................................ 52
პარაფილიური აშლილობების მიზეზები ............................................................................................................ 53
პარაფილიური აშლილობების შეფასება და მკურნალობა .......................................................................... 55
ფსიქოლოგიური მკურნალობა ............................................................................................................................. 57
მედიკამენტური მკურნალობა .............................................................................................................................. 60
შეჯამება ................................................................................................................................................................... 60
გენდერული დისფორია .................................................................................................................................. 61
გენდერული დისფორიის განსაზღვრება ........................................................................................................... 63
2
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

მიზეზები ................................................................................................................................................................... 65
მკურნალობა ............................................................................................................................................................ 68
შეჯამება .......................................................................................................................................................... 72
ძირითადი ტერმინები .................................................................................................................................... 74
პასუხები .......................................................................................................................................................... 74
3
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სტუდენტის სწავლის შედეგები*


• ქცევის • განასხვავებს ქცევის ახსნის ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ
ინტერპრეტირებისთვის კომპონენტებს (მაგალითად, დასკვნას, დაკვირვებას, ოპერაციულ
მეცნიერული განსაზღვრებასა და ინტერპრეტაციას) (APA SLO 1.1a) (იხ. გვ. 367–368,
მსჯელობის გამოყენება 368-373, 382, 387-389)
• ინოვაციური და • პრობლემების ემპირიულად შესასწავლად ოპერაციულად აღწერს მათ (APA
ინტეგრაციული SLO 1.3a) (იხ. გვ. 377–382, 387, 390-392)
აზროვნებისა და
პრობლემის
გადაწყვეტის უნარი
• დისციპლინის • სწორად გამოადიფერენცირებს ქცევისა და ფსიქიკური პროცესების
ფარგლებში პრობლემის წინაპირობებსა და შედეგებს (APA SLO 5.3c) (იხ. გვ. 373-376, 384-386, 390-
გადაწყვეტისთვის 391). აღწერს ფსიქოლოგიური პრინციპების ყოველდღიურ ცხოვრებაში
გამოსადები გამოყენების რელევანტურ და პრაქტიკული გამოყენების მაგალითებს APA
პრაქტიკული SLO 5.3a) (იხ. გვ. 370-372, 384-385).
გამოსავალი აღწერა
*ამ თავის ნაწილი ამერიკის ფსიქოლოგიური ასოციაციის (2012) მიერ ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამისთვის
შემოთავაზებულ სწავლის შედეგებს ფარავს. ის, თუ თავის რომელი ნაწილით იფარება აღნიშნული შედეგები, APA-ის
მიზნისა და მის მიერ შემოთავაზებული სწავლის შედეგების (Suggested Learning Outcomes – SLO) სახითაა ზემოთ
მოცემული.

რა არის ნორმალური სექსუალობა?


გაზეთებსა თუ ინტერნეტში, შესაძლოა, შეგხვედრიათ სენსაციური ინფორმაცია სექსუალური
პრაქტიკების შესახებ. ერთ-ერთი მათგანის მიხედვით, მამაკაცს დღეში 15 ან მეტი ორგაზმის განცდა
შეეძლო (რეალურად ასეთი რამ ძალიან იშვიათია), ვიღაც ქალს კი გაუპატიურების მსხვერპლად ყოფნის
ფანტაზიები ჰქონდა (ქალებს ახასიათებთ სასურველობის კონტექსტში დაქვემდებარების
იდეალიზირებული ფანტაზიები, მაგრამ ასეთი ფანტაზიები შორსაა რეალური გაუპატიურების
წარმოდგენისგან [Critelli & Bivona, 2008]). ასეთი სტატიები ორ შეცომას უშვებენ: პირველი, ისინი
ამტკიცებენ, რომ სექსუალურ ნორმებზე საუბრობენ, თუმცა რეალურად ყველაზე დამახინჯებულ
ნახევრად სიმართლეს ამბობენ და, მეორე, მათ მიერ წარმოდგენილი ფაქტების წყალობით კარგად
იყიდება გაზეთები, მაგრამ, როგორც წესი, არანაირ მეცნიერულ მეთოდოლოგიას არ ეფუძნება,
რომელიც ამ ფაქტების სანდოობას უზრუნველყოფდა.
რა არის ნორმალური სექსუალური ქცევა? როგორც ქვემოთ ნახავთ, გააჩნია რა შემთხვევაში. უფრო
სწორი იქნებოდა, გვეკითხა: როდის განსხვავდება სექსუალური ქცევა აშლილობისგან? და ისევ, გააჩნია
რა შემთხვევაში. თანამედროვე მოსაზრებები საკმაოდ ტოლერანტულია მრავალფეროვანი სექსუალური
გამოვლინებებისადმი, როგორი უჩვეულოც არ უნდა იყოს ისინი. ჩვენ მხოლოდ მაშინ ვიწყებთ
აშლილობაზე საუბარს, როდესაც ქცევა ფუნქციონირების არსებით გაუარესებასთან ასოცირდება, ან
აქტივობაში თანხმობის გარეშე ადამიანების, მაგალითად, ბავშვების ჩართვას მოიაზრებს. ამ
განსაზღვრებას ორგვარი სექსუალური ქცევა შეესაბამება. სექსუალური დისფუნქციების მქონე
ინდივიდებს უძნელდებათ სექსის დროს ადეკვატურად ფუნქციონირება. მაგალითად, ვერ იგზნებიან ან
ვერ აღწევენ ორგაზმს. პარაფილიური აშლილობების (ეს შედარებით ახალი ტერმინია სექსუალური
დევიაციების ანუ გადახრების აღსანიშნად) შემთხვევაში სექსუალური აგზნება, უპირატესად,
არასათანადო ობიექტების ან ინდივიდების კონტექსტში წარმოიქმნება. ფილია ძლიერ მიზიდულობას ან
მოწონებას ნიშნავს, პარა კი იმაზე მიგვანიშნებს, რომ მიზიდულობა პათოლოგიურია. პარაფილიური
აგზნების პატერნები ვიწრო ფოკუსით ხასიათდება და ხშირად სურვილის არსებობის პირობებშიც კი
გამორიცხავს ნებაყოფლობით ჩართულ მოზრდილ პარტნიორს. სწორედ ამიტომ პარაფილიური
აშლილობები ცალკე კატეგორიად არის წარმოდგენილი DSM5-ში. კიდევ ერთი მდგომარეობა, რომელიც
4
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გაიმიჯნა სექსუალური დისფუნქციებისგან, გენდერული დისფორიაა. გენდერული დისფორიის დროს


არაკონგრუენტულობის, ფსიქოლოგიური დისტრესისა და დაუკმაყოფილებლობის წყაროს
თანდაყოლილი ბიოლოგიური სქესი (ბიჭი ან გოგო) წარმოადგენს. ეს სექსუალური აშლილობა კი არ
არის, არამედ პიროვნების მიერ საკუთარი თავის მამრობითი ან მდედრობითი სქესის ადამიანად აღქმის
დარღვევაა. ამ მდგომარეობების აღწერამდე, საწყის კითხვას მივუბრუნდეთ: „რა არის ნორმალური
სექსუალური ქცევა?“ ამ კითხვაზე პასუხი მნიშვნელოვან წარმოდგენას შეგვიქმნის სექსუალური
დისფუნქციებისა და პარაფილიური აშლილობების შესახებ.
სექსუალური პრაქტიკების გავრცელების ზუსტად განსაზღვრა მოსახლეობიდან შემთხვევითად
შერჩეული ადამიანების გულდასმით წარმოებულ გამოკითხვებს საჭიროებს. სურათი N10.1
წარმოდგენილია 15-44 წლის 12571 ამერიკელი მამაკაცისა და ქალის მეცნიერულად გამართული
გამოკითხვის შედეგები. გამოკითხვა დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ
ჩატარებული ოჯახის ზრდის ნაციონალური გამოკითხვის ნაწილს წარმოადგენდა (Mosher, Chandra, &
Jones, 2005). კვლევის მონაწილეებთან ინტერვიუები ჩაიწერა და პასუხები დეტალურად გაანალიზდა,
რაც კითხვარების შევსებაზე უფრო სანდოა. ამ გამოკითხვის მიზანი, ნაწილობრივ, თინეიჯერებსა და
მოზრდილებში სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების, მათ შორის, შიდსის, რისკ ფაქტორების
გამოვლენა იყო. დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის მიერ დაფინანსებული
ჯანმრთელობისა და კვების შემსწავლელი ნაციონალური გამოკითხვის უახლესი შედეგები 2007 წელს
გამოქვეყნდა (Fryar et al., 2007). ამ კვლევაში 6000-ზე მეტი ქალი და მამაკაცი მონაწილეობდა.
მიუხედავად იმისა, რომ ამჯერად შერჩეული სექსუალური ქცევის სპექტრი უფრო შეზღუდული იყო,
მაინც მოხერხდა არსებული მონაცემების განახლება.
მკვლევართა ჯგუფის მიერ გამოკითხულ პრაქტიკულად ყველა მამაკაცსა და ქალს ჰქონდა
სექსუალური გამოცდილება. ამასთან, ვაგინალური აქტი, ფაქტობრივად, უნივერსალურ გამოცდილებას
წარმოადგენდა ყველასთვის, იმ ადამიანების ჩათვლით, ვინც არასოდეს ყოფილა დაქორწინებული. 15
წლის ასაკისთვისაც კი მამაკაცებისა და ქალების მეოთხედს უკვე გამოცდილი ჰქონდა ვაგინალური
აქტი. ამ გამოცდილების გავრცელების სიხშირე მყარად იზრდებოდა ინდივიდთა ასაკის მატებასთან
ერთად. მოშერისა და მისი კოლეგების კვლევის მთლიან შერჩევაში მამაკაცების 90%-სა და ქალების
88%-ს ორალური სექსის გამოცდილებაც ჰქონდა, მაგრამ მხოლოდ 40%-მა და 35%-მა აღნიშნა ანალური
სექსის გამოცდილება, რომელიც შიდსის გადადების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მაღალი რისკის
შემცველ ქცევას წარმოადგენს. ოდნავ მეტად დამაფიქრებელია ბილისა და მისი კოლეგების (Billy et al.,
1993) შედარებით ადრინდელი მონაცემები, რომლის მიხედვითაც, მამაკაცების 23.3%-ს ოც ან მეტ
პარტნიორთან ჰქონდა სექსი, რაც კიდევ ერთი დიდი რისკის შემცველი ქცევაა. ამავე კვლევაში
აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 70%-ზე მეტს მხოლოდ ერთი სექსუალური პარტნიორი ჰყავდა ბოლო ერთი
წლის განმავლობაში, ხოლო 10%-ზე მეტი მონაწილე ოთხ ან მეტ პარტნიორს ასახელებდა იმავე
ერთწლიან პერიოდში. სხვა კვლევაშიც (Fryar et al., 2007) მსგავსი შედეგები მიიღეს, კერძოდ, მამაკაცთა
29%-ს ცხოვრების განმავლობაში 15 ან მეტი პარტნიორი ჰყავდა (ქალებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 9%
იყო). ასევე, მამაკაცების მხოლოდ 17% და ქალების 10% ამბობდა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში
2 ან მეტ ადამიანთან ჰქონდა სექსუალური ურთერთობა. მოშერისა და მისი კოლეგების კვლევაში
(Mosher et. al., 2005) მამაკაცების უმრავლესობას მხოლოდ ჰეტეროსექსუალური ქცევის (სექსი
საპირისპირო სქესის ადამიანთან) გამოცდილება ჰქონდა და მოზრდილი მამაკაცების მხოლოდ 6.5%
საუბრობდა ნებისმიერი სახის ჰომოსექსუალურ ქცევაზე (სექსი იმავე სქესის ადამიანთან). ამ შერჩევაში
მამაკაცების 92%-ს მხოლოდ ქალები იზიდავდნენ, 3.9%-ს — უმეტესად ქალები, 1.0%-ს — ქალებიც და
5
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ვაგინალური მხოლოდ
ვაგინალური მხოლოდ
აქტი ორალური სექსი
აქტი ორალური სექსი
პროცენტი

პროცენტი
ასაკი წლებით
ასაკი წლებით
15-24 წლის ქალების პროცენტული წილის
15-24 წლის მამაკაცების პროცენტული წილის
ასაკობრივი განაწილება, რომლებსაც ვაგინალური
ასაკობრივი განაწილება, რომლებსაც ვაგინალური
აქტის და მხოლოდ ორალური სექსის გამოცდილება
აქტის და მხოლოდ ორალური სექსის გამოცდილება
ჰქონდათ მამაკაცებთან აშშ, 2002
ჰქონდათ ქალებთან. აშშ, 2002

ვაგინალური აქტი
ანალური სექსი საპირისპირო სქესთან
საპირისპირო სქესთან ნებისმიერი სახის სექსი
ორალური სექსი საპირისპირო სქესთან
ერთსქესიანი კონტაქტი

• სურათი N10.1. მამაკაცებისა და


ქალების სექსუალური
გამოცდილების შესახებ გამოკითხვის
პროცენტი

შედეგები: აშშ, 2002. (Mosher, W. D.,


Chandra, A., & Jones, J. [2005]. Sexual behavior
and selected health measures: men and
women 15-44 years of age, United States,
2002. Atlanta, GA: US Department of Health
and Human Services, Centers for Disease
მამაკაცები ქალები Control and Prevention, National Center for
25-44 წლის მამაკაცებისა და ქალების პროცენტული Health Statistics.)
განაწილება, რომელთაც თითოეული ტიპის
სექსუალური კონტაქტი ჰქონია. აშშ, 2002

მამაკაცებიც და 2.2%-ს — მხოლოდ მამაკაცები. მსგავსი მაჩვენებლები დაფიქსირდა ქალების


შემთხვევაშიც. ანალოგიურად, კარგად დაგეგმილ გამოკითხვაში აღმოჩნდა, რომ ქალების თითქმის 9%
და მამაკაცების 10% აღნიშნავდა გარკვეულ ჰომოსექსუალურ მიზიდულობას ან ქცევას.
მოზარდებისთვის ეს მაჩვენებელი 5% (ბიჭებთან) და 11% (გოგონებთან) იყო, თუმცა, უმეტესად,
ჰეტეროსექსუალურ ქცევასთან ერთად. ამასთან, თინეიჯერთა უმრავლესობა საკუთარ თავს
ჰეტეროსექსუალად მიიჩნევდა (Diamond, Butterworth, & Savin-Williams, 2011; Mosher, Chandra, & Jones,
2005). საინტერესოა, რომ როდესაც კითხვარში იყო პასუხის ვარიანტი „რაღაც სხვა“, მამაკაცებისა და
ქალების დაახლოებით 4% ამბობდა, რომ ისინი არც ჰეტეროსექსუალები იყვნენ, არც ჰომოსექსუალები
და არც ბისექსუალები, რაც შეიძლება იმის მანიშნებელი იყოს, რომ დღეისათვის არსებული
კატეგორიები, შესაძლოა, სრულად არ ასახავენ სექსუალური ორიენტაციის რეალურ დიაპაზონს
(Mosher, Chandra, & Jones [2005]).
ბრიტანეთსა (Johnson, Wadsworth, Wellings, Bradshaw, & Field, 1992) და საფრანგეთში (Spira et al.,
1992) ჩატარებულ თითო კვლევაში სექსუალური ქცევისა და პრაქტიკების შესახებ 20000-ზე მეტი
მამაკაცი და ქალი გამოკითხეს. შედეგები გასაოცრად ჰგავდა აშშ-ში მცხოვრები მამაკაცების
მონაცემებს. ბრიტანეთსა და საფრანგეთში ყველა ასაკობრივი ჯგუფის რესპონდენტთა 70%-ზე მეტმა
აღნიშნა, რომ ერთ სექსუალურ პარტნიორზე მეტი არ ჰყოლია ბოლო ერთი წლის განმავლობაში.
ქალებთან, მამაკაცებთან შედარებით, ოდნავ მეტად იყო მოსალოდნელი, რომ ორზე ნაკლები
პარტნიორი ეყოლებოდათ. ფრანგი მამაკაცების მხოლოდ 4.1%-მა და ბრიტანელი მამაკაცების 3.6%-მა
6
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

აღნიშნა ერთი მამაკაცი სექსუალური პარტნიორის ყოლის ფაქტი. ეს მაჩვენებელი 1.5%-მდე


მცირდებოდა ბრიტანელებში, თუ მხოლოდ ბოლო 5 წლის გამოცდილებას გავითვალისწინებდით.
თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ექსკლუზიურად ჰომოსექსუალური ქცევით
დაკავებულ მამაკაცთა პროცენტული წილი მნიშვნელოვნად ნაკლები იქნებოდა. ამ მონაცემების
კონსისტენტურობა სამ ქვეყანაში დარწმუნებით გვაფიქრებინებს, რომ შედეგები საკმაოდ ახლოს დგას
ნორმასთან, ყოველ შემთხვევაში დასავლეთის ქვეყნებში მაინც. ამას სხვა მსგავსი გამოკითხვებიც
(Mosher et al., 2005; Seidman & Rieder, 1994) ადასტურებს. ბრიტანული გამოკითხვის განახლებული
ვერსია (Johnson et al., 2001) ხუთწლიან პერიოდში პარტნიორების რაოდენობის მცირედით მატებაზე
მიგვითითებს, მაგრამ ამასთან ერთად, პრეზერვატივის გამოყენების სიხშირეც მატულობს.
ცხრილი N10.1. სექსუალური აქტივობის მიუხედავად ყველაფრისა, ყველა ასაკის მამაკაცთა
გავრცელება ასაკოვან მოზრდილებში სქესისა 53%-ზე და ქალების 62%-ზე მეტი აღნიშნავს, რომ ერთ
და ასაკის მიხედვით სექსუალურ პარტნიორზე მეტი არ ჰყოლია ბოლო 5
სქესობრივი აქტივობა პარტნიორთან წლის განმავლობაში. ამასთან, საინტერესოა, რომ
ბოლო 12 თვეში ≥2-3-ჯერ თვეშია სექსუალური პრაქტიკები და დაკმაყოფილების
ასაკი კაცები ქალები კაცები ქალები დეტერმინანტები ამჟამად უფრო მსგავსია მთელ
(%) (%) (%) (%)
მსოფლიოში, როგორც ამას ჩინეთის ქალაქებში
57-64 83.7 61.6 67.5 62.6
მცხოვრები მოზრდილების გამოკითხვა აჩვენებს (Parish
65-74 67.0 39.5 65.4 65.4
et al., 2007).
75-85 38.5 16.7 54.2 54.1
არესპონდენტებს ამ აქტივობის ან ქცევის შესახებ მონაცემთა კიდევ ერთი საინტერესო ნაკრები
მაშინ ეკითხებოდნენ, თუ ისინი ამბობდნენ, რომ ასაკოვანი ადამიანების მიერ სექსუალობის მრავაგვარ
ბოლო 12 თვის განმავლობაში ჰქონდათ სექსი. ხედვაზე მიგვითითებს. სექსუალური ქცევა საკმაოდ
წყაროდან Lindau, S. T., Schumm, L. P., Laumann, E. O.,
Levinson, W., O’Muircheartaigh, C. A., & Waite, L. J. A study ხანშიშესულ ასაკამდე შეიძლება შეგვხვდეს და ეს ასაკი
of sexuality and health among older adults in the United
States. New England Journal of Medicine, 357(8), 762–774.
ზოგიერთი ადამიანისთვის 80 წელს სცილება. ცხრილი
Copyright © 2007 Massachusetts Medical Society. იბეჭდება N10.1 წარმოდგენილია არაკლინიკური შერჩევის
ნებართვით.
ხანშიშესული ინდივიდების ასაკობრივი ჯგუფების
პროცენტული განაწილება იმის მიხედვით, თუ ვინ იყო და ჯერაც არის სექსუალურად აქტიური (Lindau
et al., 2007). აღსანიშნავია, რომ 75-85 წლის მამაკაცების 38.5% და ქალების 16.7% სექსუალურად
აქტიურები იყვნენ. სქესთა შორის ასეთი განხვავების მიზეზები უცნობია, თუმცა მამაკაცების უფრო
ადრეული სიკვდილიანობის გათვალისწინებით, ბევრ ასაკოვან ქალბატონს უბრალოდ სათანადო
პარტნიორი არ ჰყავს. ასევე, შესაძლებელია, რომ ზოგიერთი ქალი უფროსი ასაკობრივი ჯგუფის
მამაკაცზეა დაქორწინებული. გარდა ამისა, ბევრმა ხანშიშესულმა მიუთითა, რომ სექსი „არც თუ ისე
მნიშვნელოვანი“ იყო და ზოგადად ნაკლებ ინტერესს იჩენდა მისდამი,
ვიდრე იმავე ასაკის მამაკაცები. სექსუალური აქტივობის შემცირება,
უმეტესად, ზოგადი მობილობის შემცირებასა და სხვადასხვა დაავადებასა
და შედეგად დანიშნულ მედიკამენტებთან კორელირებს, რომლებიც
შეიძლება აგზნებას ამცირებდეს. გარდა ამისა, ასაკთან ერთად მცირდება
სხვადასხვა ვაზოგონტესტური რეაქციის სიჩქარე და ინტენსივობა. 40-80
წლის უფროსი მოზრდილების ფართომასშტაბიანმა კვლევამ, რომელიც
მთელ მსოფლიოში ჩატარდა, აჩვენა, რომ მამაკაცები, ზოგადად, უფრო
კმაყოფილნი იყვნენ საკუთარი სექსუალობით, ვიდრე ქალები,
განსაკუთრებით არადასავლურ ქვეყნებში, ხოლო სექსუალური კარგად
ყოფნის1 (კეთილდღეობის) საუკეთესო პრედიქტორს კარგი ფიზიკური და
სექსუალური ქცევა ხშირად
ფსიქიკური ჯანმრთელობა და, ასევე, პარტნიორთან კარგი ურთიერთობა საკმაოდ ხანშიშესულ
წარმოადგენდა (Laumann et al., 2006). ასაკამდე გრძელდება.

1 Well being.
7
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გენდერული განსხვავებები

მიუხედავად იმისა, რომ ქალებიცა და მამაკაცებიც სექსუალური ურთიერთობების მონოგამური


(ერთი პარტნორი) პატერნისკენ არიან მიდრეკილნი, ისინი მაინც განსხვავდებიან ერთმანეთისგან
სექსუალური ქცევის მიხედვით და ზოგი განსხვავება საკმაოდ დრამატულია. ბოლო პერიოდში
პეტერსენმა და ჰაიდმა (Petersen & Hyde 2010) დახვეწილი ანალიზის შემაჯამებელი შედეგები
შემოგვთავაზეს, რომელშიც სექსუალურ დამოკიდებულებებსა და ქცევებში არსებული გენდერული
განსხვავებების შესახებ ასობით კვლევა გააერთიანეს. ამ შედეგებზე ქვემოთ ვისაუბრებთ.
სექსუალობის თემებზე ჩატარებული გამოკითხვების საერთო მახასიათებელი ის იყო, რომ, ქალებთან
შედარებით, მამაკაცების უფრო დიდი წილი ამბობდა, რომ მასტურბირებდა (თვითსტიმულირებული
ორგაზმი) (Oliver & Hyde, 1993; Peplau, 2003; Petersen & Hyde, 2010). პინკერტონმა და მისმა
კოლეგებმაც (Pinkerton et. al., 2003) მსგავსი განსვლა (მამაკაცთა 98%-მა აღნიშნა, რომ ერთხელ მაინც
ჰქონია მასტურბაციის გამოცდილება, ხოლო ქალებთან ეს მაჩვენებელი 64%-ს შეადგენდა) მიიღეს 223
სტუდენტის გამოკითხვაში.
მათ შორის, ვინც მასტურბირებდა, მამაკაცები დაახლოებით 2.5-ჯერ აღემატებოდნენ ქალებს.
ადრეულმა კვლევამ აჩვენა, რომ არანაირი კავშირი არ არსებობს მასტურბაციასა და შემდგომში
სექსუალურ ფუნქციონირებას შორის. სხვა სიტყვებით, სქესობრივი აქტის განხორციელების უნარი,
აქტების სიხშირე, პარტნიორების რაოდენობა, ანდა სექსუალურ მორგებაზე მოქმედი სხვა ფაქტორები
არ იცვლებოდა იმისდა მიხედვით, მასტურბირებდნენ თუ არა ინდივიდები მოზარდობის პერიოდში
(Leitenberg, Detzer, & Srebnik, 1993).
ჯერ კიდევ გამოცანად რჩება მეცნიერებისთვის, რატომ მასტურბირებენ ქალები უფრო იშვიათად,
ვიდრე მამაკაცები, როდესაც გრძელვადიან პერსპექტივაში ისეთი გენდერული განსხვავებები
სექსუალურ ქცევაში, როგორიც ქორწინებამდელი სქესობრივი ცხოვრებაა, ფაქტობრივად, აღარ
არსებობს (Clement, 1990; Petersen & Hyde, 2010). მასტურბაციის ქცევის მიხედვით განსხვავების ერთ-
ერთი ტრადიციული ახსნა ისაა, რომ ქალებს დასწავლილი აქვთ, რომ სექსი რომანტიკასა და ემოციურ
სიახლოვესთან ასოცირდება, ხოლო მამაკაცებს ფიზიკური დაკმაყოფილება უფრო აინტერესებთ.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეს განსხვავებები მაინც ძალაშია, სექსუალობისადმი გენდერულად
სპეფიციკური დამოკიდებულებების შემცირებისდა მიუხედავად. უფრო სავარაუდო მიზეზი
ანატომიურია. მამაკაცებში ერექციული რეაქციის ბუნებიდან და ორგაზმის მისაღწევად საკმარისი
სტიმულაციის შედარებით ადვილად გამოწვევის შესაძლებლობიდან გამომდინარე, მასტურბაცია,
შესაძლოა, უბრალოდ, მამაკაცებისთვის უფრო მოსახერხებელი იყოს, ვიდრე ქალებისთვის. ამით ის
ფაქტიც შეიძლება აიხსნას, რომ მასტურბაციის თვალსაზრისით გენდერული განსხვავებები პრიმატებსა
და სხვა ცხოველებშიც თვალსაჩინოა (Ford & Beach, 1951). ნებისმიერ შემთხვევაში, სექსუალობაში
ყველაზე დიდ გენდერულ განსხვავებას მასტურბაციის მაჩვენებელი ქმნის.
ასევე, განსხვავებული სურათი გვაქვს ქალებსა და მამაკაცებში შემთხვევითი სექსის სიხშირის,
ქორწინებამდელი შემთხვევითი სექსისადმი დამოკიდებულებებისა და პორნოგრაფიის გამოყენების
მიხედვით, კერძოდ, მამაკაცები უფრო ლოიალური დამოკიდებულებებითა და ქცევებით გამოირჩევიან,
ვიდრე ქალები. ბოლო პერიოდში შემთხვევით სექსს „წამოგებას“ (“hooking up”) უწოდებენ. ტერმინი
განსაკუთრებით პოპულარულია სტუდენტებში. „წამოგების“ ფენომენის კვლევებში დაახლოებით
ისეთივე შედეგებს იღებენ, როგორსაც შემთხვევითი სექსის გამოცდილების მანამდე არსებულ
კვლევებში. უფრო კონკრეტულად, ორივე შემთხვევაში შემთხვევითი კავშირები ალკოჰოლური თრობის
ფონზე მყარდება და ქალები უფრო ნაკლებად აღიქვამენ ამას დადებით გამოცდილებად, ვიდრე
მამაკაცები. ასე მაგალითად, ოუენმა და ფინჩამმა (Owen & Fincham, 2011) აღმოაჩინეს, რომ რაც მეტად
მოიხმარენ ადამიანები ალკოჰოლს, მით მეტად აქვთ ისეთი ურთიერთობები, რომლებსაც „სარგებლიან
მეგობრობას“ (“friends with benefits”, „წამოგების“ კონკრეტული ნაირსახეობა, რომელიც არსებულ
არარომანტიულ ურთიერთობაში ხდება) უწოდებენ და ეს განსაკუთრებით მართებული იყო ქალების
შემთხვევაში. საინტერესოა, რომ მართალია, ქალები მიზანმიმართულად კავდებიან შემთხვევითი
8
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სექსით, ქალების ნაწილში დიდი რაოდენობით პარტნიორების ყოლა მეტ შფოთვასთან და


მოწყვლადობასთან ასოცირდება მაშინ, როცა მამაკაცებში სრულიად საპირისპირო ვითარებასთან
გვაქვს საქმე (Townsend & Wasserman, 2011). ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მიუხედავად „წამოგების“
ფართოდ გავრცელებულობისა (პირველკურსელი ქალებისთვის ეს მაჩვენებელი 40%-ს აღწევდა),
ახალგაზრდა ქალებში რომანტიკული ურთიერთობების კონტექსტში სექსი ორჯერ უფრო ჩვეული იყო,
ვიდრე „წამოგების“ შედეგად მიღებული სექსუალური გამოცდილება (Fielder, Carey, & Carey, 2013).
ამის საპირისპიროდ, დიდი რაოდენობით კვლევის შედეგები გვაფიქრებინებს, რომ დღეისათვის არ
არსებობს სქესთაშორისი განსხვავებები ჰომოსექსუალობისადმი (რომელიც, ზოგადად, მისაღებია)
დამოკიდებულებების, სექსუალური დაკმაყოფილების გამოცდილებისა (ორივე სქესისთვის
მნიშვნელოვანია) თუ მასტურბაციისადმი დამოკიდებულების (ზოგადად მისაღებია) მიხედვით. მცირე
ან ზომიერი სქესთაშორისი განსხვავებები გამოვლინდა სტატუსის მქონე წყვილის შემთხვევაში
ქორწინებამდე სექსისადმი (მამაკაცებისთვის უფრო მისაღებია, ვიდრე ქალებისთვის) და ქორწინების
მიღმა სექსისადმი (სექსი ქორწინების გარეთ, რომელსაც მამაკაცები უფრო მისაღებად თვლიან, ვიდრე
ქალები) დამოკიდებულების მიხედვით. ბრიტანული და ფრანგული კვლევების მსგავსად, ამერიკულ
კვლევებში სქესობრივი პარტნიორების რაოდენობა და სქესობრივი აქტის სიხშირე ოდნავ მეტი იყო
მამაკაცების შემთხვევაში, ქალებთან შედარებით. ასევე, მამაკაცები ოდნავ უფრო ადრე იწყებდნენ
სქესობრივ ცხოვრებას, ვიდრე ქალები. 1943-დან 1999 წლამდე ტენდენციის შესწავლამ გვიჩვენა, რომ
თითქმის ყველა არსებული გენდერული განსხვავება შემცირდა დროთა განმავლობაში. ეს
განსაკუთრებით მართებულია ქორწინებამდე სქესისადმი დამოკიდებულების შემთხვევაში. უფრო
კონკრეტულად, 1943 წელს ახალგაზრდა ქალების მხოლოდ 12%-სთვის იყო მისაღები ქორწინებამდე
სექსი მაშინ, როცა 1999 წელს ამ მაჩვენებელმა 73% შეადგინა. მამაკაცებისთვის იგივე მაჩვენებლები,
შესაბამისად, 40% და 79% იყო (Wells & Twenge, 2005). მოგვიანებით, 1990-იანი წლების ბოლოს და 2000
წლის შემდეგ მკვლევრებმა სქესობრივი პარტნიორების რაოდენობის კლება და მოზარდ ბიჭებში
პირველი სქესობრივი აქტის გამოცდილების გადავადების ტენდენცია შეამჩნიეს, რაც, სავარაუდოდ,
შიდსის შიშით იყო გამოწვეული. გარკვეული ცვლილებები იქნა შემჩნეული მოზარდი გოგოების
შემთხვევაშიც (Petersen & Hyde, 2010).
განსხვავების შემცირების მიუხედავად, ქალები და მამაკაცები მაინც განსხვავდებიან
ერთმანეთისგან სექსუალური ქცევისა და სექსუალობისადმი დამოკიდებულებების მიხედვით (Peplau,
2003; Petersen & Hyde, 2010). მაგალითად, განსხვავებულია სქესობრივი აგზნების პატერნები (Chivers,
Rieger, Latty, & Bailey, 2004). მამაკაცების აგზნების პატერნი უფრო სპეციფიკური და ვიწროა. ამიტომაც
ჰეტეროსექსუალი მამაკაცები მხოლოდ მდედრობითი სქესის წარმომადგენლებისგან მომდინარე
სტიმულებით იგზნებიან და არ რეაგირებენ მამაკაცებიდან მომდინარე ანალოგიურ სტიმულებზე. რაც
შეეხება გეი მამაკაცებს, მათ შემთხვევაში პირიქით ხდება. გენდერული დისფორიის (იხ. ქვემოთ) მქონე
მამაკაცები, ქალად გარდაქმნის ოპერაციის შემდეგაც ინარჩუნებენ ამ სპეციფიკურობას (მამაკაცები
იზიდავენ და არა ქალები). მეორე მხრივ, ქალები, განურჩევლად იმისა, ჰეტეროსექსუალები არიან თუ
ლესბოსელები, მამაკაცებიდან მომდინარე სტიმულებითაც იგზნებიან და ქალებიდან მომდინარე
სტიმულებითაც, რაც მათი აგზნების ფართო, უფრო ზოგად პატერნზე მიუთითებს.
შთამბეჭდავი კვლევების სერიაში ბარბარა ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა იკვლიეს, თუ რამდენად
განსხვავდებოდა ერთმანეთისაგან ქალებისა და მამაკაცების ბაზისური რწმენები საკუთარი
სექსუალობის ასპექტების შესახებ. აბ ბაზისურ რწმენებს სექსუალობის შესახებ „სექსუალური სელფ-
სქემები“ უწოდეს. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, რამდენიმე კვლევაში ანდერსენმა და მისმა
კოლეგებმა (Andersen & Cyranowski, 1994; Andersen, Cyranowski, & Espindle, 1999; Cyranowski,
Aarestad, & Andersen, 1999) აჩვენეს, რომ ქალები ვნებიან და რომანტიკულ გრძნობებს საკუთარი
სექსუალობის ისეთივე ინტეგრალურ ნაწილად მიიჩნევდნენ, როგორადაც სექსუალური
გამოცდილებისადმი ღიაობას. თუმცა, ქალების მნიშვნელოვანი ნაწილი, ასევე, ხასიათდებოდა
მორიდებული, კონსერვატიული ანდა საკუთარი თავის განმკიცხავი სქემებით, რომლებიც ზოგჯერ
9
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

წინააღმდეგობაში მოდიოდა სექსუალური დამოკიდებულების შედარებით დადებით ასპექტებთან.


მამაკაცებთან სექსუალობის მძლავ კომპონენტად დასახელდა, ერთი მხრივ, სიძლიერის,
დამოუკიდებლობისა და აგრესიულობის განცდა და, მეორე მხრივ, ვნებიანობა, გამოცდილებისადმი
ღიაობა და საკუთარი თავის, როგორც მოსიყვარულე ადამიანის, აღქმა. ამასთან, მამაკაცებთან
ზოგადად არ შეიმჩნეოდა ისეთი უარყოფითი ბაზისური რწმენები, რომლებიც საკუთარი თავის
გაკიცხვას, მორიდებულობას ან შეკავებულ ქცევას მოიაზრებდა. პეპლაუ (2003) აჯამებს ადამიანის
სექსუალობის მიმართულებით დღემდე ჩატარებულ კვლევებში გამოვლენილ გენდერულ განსხვავებებს
და ოთხ თემაზე ამახვილებს ყურადღებას: (1) მამაკაცები მეტ სექსუალურ სურვილსა და აგზნებას
ავლენენ, ვიდრე ქალები; (2) ქალები უფრო მეტ მნიშვნელობას ანიჭებენ ერთგულების პირობამიცემულ
ურთიერთობებს, როგორც სექსის კონტექსტს, ვიდრე მამაკაცები; (3) მამაკაცების სექსუალური მე-
კონცეფცია, ქალებისგან განსხვავებით, ნაწილობრივ, ძალაუფლებით, დამოუკიდებლობითა და
აგრესიულობით ხასიათდება; (4) ქალების სექსუალური რწმენები უფრო „პლასტიურია“ იმ
თვალსაზრისით, რომ მათ უფრო ადვილად აყალიბებს კულტურალური, სოციალური და სიტუაციური
ფაქტორები. მაგალითად, ქალებისგან მეტად მოსალოდნელია დროთა განმავლობაში სექსუალური
ორიენტაციის შეცვლა (Diamond, 2007; Diamond et al., 2011), ანდა შეიძლება მკვეთრად ეცვლებოდეთ
სექსის სიხშირე, უაღრესად აქტიური პერიოდებიდან საერთოდ უსექსობამდე პარტნიორის წასვლის
შემთხვევაში.
რა დაემართა სექსუალურ რევოლუციას? სად წავიდა სექსუალური თვითგამოხატვისადმი
„ყველაფერი მოსულა“ დამოკიდებულება, რომელსაც სათავე, სავარაუდოდ, 1960-1970-იან წლებში
დაედო? უდავოა, რომ გარკვეული ცვლილებები ნამდვილად მოხდა. გაქრა ორმაგი სტანდარტი —
ქალების უმრავლესობა აღარ გრძნობს თავს სექსუალური ქცევის მკაცრი და კონსერვატიული
სოციალური სტანდარტით შეზღუდულად. ორი სქესი ნამდვილად დაუახლოვდა ერთმანეთს
დამოკიდებულებებისა და ქცევის თვალსაზირისით, თუმცა გარკვეული განსხვავებები მაინც
შენარჩუნდა მათ დამოკიდებულებებში, ბაზისურ რწმენებსა და ქცევაში. მიუხედავად ყველაფრისა,
ინდივიდების უდიდესი ნაწილი ერთ პარტნიორთან ურთიერთობის კონტექსტში კავდება
ჰეტეროსექსუალური, ვაგინალური აქტით. ამ მონაცემებზე დაყრდნობით შეგვიძლია ვთქვათ, რომ
სექსუალური რევოლუცია, დიდწილად, მედიის ქმნილებაა, რომელიც უკიდურეს თუ სენსაციურ
შემთხვევებზე ფოკუსირდებოდა. ფაქტობრივად, იმას, რაც ჩვენ სექსუალურად გვიზიდავს, მძლავრი
ევოლუციური საფუძვლები აქვს და სახეობის გამრავლებას უწყობს ხელს. მაგალითად, (ქალებისთვის)
„მიმზიდველი“ სახის მქონე მამაკაცებს უკეთესი ხარისხის სპერმა აქვთ. (მამაკაცებისთვის)
„მიმზიდველი“ სხეულის მქონე ქალები უფრო ნაყოფიერები არიან. „მიმზიდველი“ ხმის მქონე მამაკაცები
და ქალები უფრო ადრე კარგავენ ქალიშვილობას (Gallup & Frederick, 2010). ამრიგად, სექსუალური
მიზიდულობა (და ქცევა) მჭიდროდ უკავშირდება ევოლუციურ მანდატს, ასახავს რა სახეობისთვის ამ
ქცევის მნიშვნელოვნებას.

კულტურალური განსხვავებები

რაც ნორმალურად ითვლება დასავლეთის ქვეყნებში, აუცილებელი არ არის ნორმალური იყოს


დანარჩენ მსოფლიოში (McGoldrick, Loonan, & Wohlsifer, 2007). ზამბიასა და პაპუა ახალ გვინეაში
სჯერათ, რომ სპერმა მნიშვნელოვანი ნივთიერებაა ტომის ახალგაზრდა ბიჭების ზრდა-
განვითარებისთვის. მათ, ასევე, სწამთ, რომ სპერმა ბუნებრივად არ გამომუშავდება ანუ ორგანიზმს არ
აქვს მისი სპონტანურად წარმოქმნის უნარი. აქედან გამომდინარე, დაახლოებით 7 წლის ასაკიდან
ტომის ყველა ბიჭი სპერმას თინეიჯერ ბიჭებთან ექსკლუზიურად ჰომოსექსუალური ორალური სექსის
შედეგად იღებს. ამ დროს მხოლოდ ორალური სექსუალური პრაქტიკაა დაშვებული, აკრძალულია
მასტურბაცია. ადრეულ მოზარდობას მიღწეული ბიჭები იცვლიან როლს და თავად ამარაგებენ სპერმით
მათზე უმცროს ბიჭებს. ჰეტეროსექსუალური ურთიერთობები და საპირისპირო სქესის
წარმომადგენლებთან უბრალოდ კონტაქტიც კი აკრძალული აქვთ ბიჭებს, ვიდრე თინეიჯერობის ასაკს
10
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

არ მიაღწევენ. მოგვიანებით მოზარდობაში ბიჭებისგან მოელიან, რომ


დაქორწინდნენ და ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალური აქტივობა დაიწყონ.
ისინი ამას ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე აკეთებენ (Herdt, 1987; Herdt &
Stoller, 1989). ამის საპირისპიროდ, ჩრდილო-აღმოსავლეთ ინდოეთის მუნდას
ტომი მოზარდებსა და ბავშვებს ერთად ცხოვრებას ავალდებულებს, თუმცა აქ
გოგოები და ბიჭები ერთსა და იმავე გარემოში ცხოვრობენ და სექსუალური
აქტივობა, რომელიც, უმეტესწილად, პეტინგსა და ურთიერთ მასტურბაციას
მოიაზრებს, სრულიად ჰეტეროსექსუალურია (Bancroft, 1989).
დასავლურ კულტურებშიც კი არსებობს გარკვეული ვარიაცია. შვარცმა
(1993) 200-მდე ამერიკელი ქალი სტუდენტი გამოკითხა ქორწინებამდე
სექსუალური გამოცდილებისადმი დამოკიდებულებების შესახებ და
მიღებული შედეგები მსგავს შვედურ შერჩევას შეადარა, სადაც ჯონ ბანკროფტი ერთ-
სექსუალობისადმი დამოკიდებულებები გაცილებით ლიბერალურია. პირველი ერთი პირველი
აქტის დროს ქალებისა და მათი პარტნიორის საშუალო ასაკი წარმოდგენილია მკვლევარი იყო, ვინც
ბიოლოგიისა და
ცხრილი N10.2. ასევე, მოცემულია ასაკი, რომელიც, მათი აზრით, ფსიქოლოგიის
სოციალურად მისაღები იქნებოდა მათ კულტურაში პირველი სქესობრივი ურთიერთქმედება
აქტისთვის. როგორც მამაკაცებისათვის, ისე ქალებისთვის მისაღები ასაკი სექსუალური ქცევის
დეტერმინანტებად
პირველი სექსისთვის მნიშვნელოვნად ნაკლები იყო შვედეთში და, აშშ-სგან
დაასახელა და აღწერა.
განსხვავებით, პრაქტიკულად მსგავსი ორივე სქესისთვის, თუმცა
დაფიქსირდა გარკვეული განსხვავებები, ერთი უცნაური გამონაკლისით: შვედი ქალების 73.7%-ს და
ამერიკელი ქალების მხოლოდ 56.7%-ს ჰქონდა დაცული სექსი პირველ ჯერზე, რაც მნიშვნელოვან
განსხვავებას წარმოადგენდა. შემდგომმა გამოკითხვებმა რამდენიმე ცვლილება გამოავლინა (Heriltz &
Forsberd, 2010; Weinberg, Lottes, & Shaver, 1995).
ცხრილი N10.2. ჯგუფთაშორისი განსხვავებები ამერიკელ და შვედ ქალ სტუდენტებს შორის
ქორწინებამდე სექსის მიხედვით
აშშ შვედეთი
ცვლადი საშუალო (SD) საშუალო (SD)
ასაკი პირველი კოიტუსისას 16.97 (1.83) 16.80 (1.92)
პირველი კოიტუსისას პირველი პარტნიორის ასაკი 18.77 (2.88) 19.10 (2.96)
სოციალურად მისაღები აღქმული ასაკი ქალებისთვის 18.76 (2.57) 15.88 (1.43)
ქორწინებამდელი კოიტუსისთვის
სოციალურად მისაღები აღქმული ასაკი მამაკაცებისთვის 16.33 (2.13) 15.58 (1.20)
ქორწინებამდელი კოიტუსისთვის
წყარო: იბეჭდება ნებართვით წყაროდან Schwartz, I. M. (1993). Affective reactions of American and Swedish
women to their first premarital coitus: A cross-cultural comparison. Journal of Sex Research, 30(1), 18–26, © 1993
Society for the Scientific Study of Sex.

მთელ მსოფლიოში 100-ზე მეტი გამოკითხული საზოგადოების დაახლოებით ნახევარში,


კულტურალურად მიღებული და წახალისებულია ქორწინებამდელი სექსი, მეორე ნახევარში კი −
მიუღებელი და არასასურველი (Bancroft, 1989; Broude & Greene, 1980). რაც შეეხება ქორწინებასა და
მის გარეშე მოწიფულ ასაკში სქესობრივ ცხოვრებას, თავად ამერიკელებს შორისაც კი განსხვავებულია
სექსუალური ქცევისადმი და მასში ჩართულობისადმი დამოკიდებულება. მაგალითად, შუა ხნის
ამერიკელი ქალების დიდი მრავალეთნიკური შერჩევის გამოკითხვამ აჩვენა, რომ ჩინელი და იაპონელი
ქალები უფრო ნაკლებად ამბობდნენ, რომ სექსი ძალიან მნიშვნელოვანი იყო მათ ცხოვრებაში, ვიდრე
თეთრკანიანი ქალები, ხოლო აფრიკელი ამერიკელი ქალებისგან ყველაზე მეტად იყო მოსალოდნელი
ასეთი პასუხის მიღება (Cain et al., 2003). გარდა ამისა, მათგან, ვისაც ბოლო ექვსი თვის მანძილზე
ჰქონდა სექსი, ესპანელი წარმოშობის ქალები ამის მიზეზად უფრო ნაკლებად ასახელებენ
11
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

„სიამოვნებას“, ვიდრე სხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლები. ამრიგად, რაც ერთი კულტურისთვის
ნორმალურ სექსუალურ ქცევად ითვლება, მეორეშიც აუცილებლად ნორმალურად არ ჩაითვლება.
მეტიც, ერთი მულტიკულტურული ქვეყნის ფარგლებშიც კი დიდი ცვალებადობა შეიძლება
აღმოვაჩინოთ. ამიტომ როდესაც სექსუალური აშლილობის დიაგნოსტირებას ვცდილობთ,
აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სექსუალური თვითგამოხატვის მთელი დიაპაზონი.

სექსუალური ორიენტაციის განვითარება

კვლევა აჩვენებს, რომ ჰომოსექსუალობა მემკვიდრეობით გადაეცემა (Bailey & Benishay, 1993) და
ჰომოსექსუალობის თანხვედრა იდენტურ ტყუპებში უფრო ხშირია, ვიდრე ჰეტეროზიგოტულ ტყუპებსა
და ჩვეულებრივ დედმამიშვილებში. ტყუპების ორ კარგად დაგეგმილ კვლევაში ჰომოსექსუალური
ორიენტაცია იდენტური ტყუპების დაახლოებით 50%-ში დაფიქსირდა მაშინ, როცა ჰეტეროზიგოტულ
წყვილებში ეს მაჩვენებელი 16%-დან 22%-მდე მერყეობდა. დაახლოებით მსგავსი ან ოდნავ დაბალი იყო
მაჩვენებელი ჩვეულებრივი დედმამიშვილების შემთხვევაში (Bailey & Pillard, 1991; Bailey, Pillard, Neale,
& Agyei, 1993; Whitnam, Diamond, & Martin, 1993). ჰომოსექსუალური ქცევის მიზეზების დახვეწილმა
კვლევებმა აჩვენა, რომ გამომწვევი მიზეზების დაახლოებით 34-39% მამაკაცებში და 18-19% ქალებში
გენებით აიხსნებოდა, დანარჩენი კი − გარემოს ზეგავლენებით (Långström, Rahman, Carlström, &
Lichtenstein, 2010). გავიხსენოთ მეორე თავიდან, რომ გარემოს გავლენები შეიძლება ისეთ უნიკალურ
ბიოლოგიურ გამოცდილებებს მოიცავდეს, როგორიცაა მუცლადყოფნის პერიოდში (დაბადებამდე)
სხვადასხვა ჰორმონის ზემოქმედება. სხვა კვლევები აჩვენებენ, რომ ჰომოსექსუალობა და, ასევე,
გენდერულად ატიპური ქცევა ბავშვობაში განსხვავებული ჰორმონების, კერძოდ, საშვილოსნოში
ანდროგენის ატიპური დონის, ზემოქმედებასთან ასოცირდება (Auyeng et al., 2009; Ehrhardt et al., 1985;
Gladue, Green, & Hellman, 1984; Hershberger & Segal, 2004). ასევე, შესაძლოა, რომ აგზნების
ჰომოსექსუალური და ჰეტეროსექსუალური პატერნების მქონე ინდივიდების თავის ტვინის გარკვეული
სტრუქტურები, გარკვეულწილად, განსხვავდებოდეს ერთმანეთისგან (Allen & Gorski, 1992; Byne et al.,
2000; LeVay, 1991).
ზოგიერთი კვლევის შედეგი განამტკიცებს საშვილოსნოში განსხვავებული ჰორმონალური გარემოს
თეორიას. ერთ-ერთი ემპირიული მტკიცებულების მიხედვით, ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე
ინდივიდებს 39%-ით მეტი შანსი აქვთ, რომ ცაციები ან ამბიდექსტები იყვნენ, ვიდრე
ჰეტეროსექსუალური ორიენტაციის მქონეთ (Lalumière, Blanchard, & Zucker, 2000). აღსანიშნავია, რომ
განმეორებით კვლევაში ვერ მოხერხდა ამ შედეგების რეპლიკაცია (Mustanski, Bailey, & Kaspar, 2002).
კიდევ ერთი კვლევის მიხედვით, გეი/ბისექსუალი მამაკაცები მნიშვნელოვნად დაბლები და მსუბუქები
არიან, ვიდრე ჰეტეროსექსუალები, თუმცა ვერანაირი განსხვავება ვერ აღმოაჩინეს ქალების
შემთხვევაში (Bogart, 2010). სხვა დამაინტრიგებელი მონაცემის მიხედვით, ჰეტეროსექსუალ
მამაკაცებსა და მასკულინურ („ყოყლოჩინა“) ლესბოსელებს არათითი უფრო გრძელი აქვთ, ვიდრე
საჩვენებელი თითი, თუმცა ჰეტეროსექსუალ ქალებსა და გეი მამაკაცებში პირიქით არის, ან თითქმის
არ ფიქსირდება განსხვავება (Brown, Finn, Cooke, & Breedlove, 2002; Hall & Love, 2003). აქვე უნდა
ითქვას, რომ ამ შედეგებზე, როგორც ჩანს, ეთნიკური ჯგუფისადმი მიკუთვნებულობა ზემოქმედებს
(Loehlin, McFadden, Medland, & Martin, 2006; McFadden et al., 2005). და ბოლოს, 1990-იან წლებში
ჩატარებულ კიდევ ერთი კვლევის ანგარიშში ნათქვამია, რომ შესაძლებელია ჰომოსექსუალობის გენის
(ან გენების) პოვნა X ქრომოსომაში (Hamer, Hu, Magnuson, Hu, & Pattatucci, 1993).
წლების განმავლობაში მედიაში გამყარდა ძირითადი მოსაზრება, რომ სექსუალურ ორიენტაციას
ბიოლოგიური მიზეზი აქვს. ამ აღმოჩენების მნიშვნელოვნების თაობაზე გაიყო ჰომოსექსუალთა
უფლებების დამცველ აქტივისტთა მოსაზრებები. ერთმა ნაწილმა სიამოვნებით მიიღო მიზეზების
ბიოლოგიური ინტერპრეტაცია, ვინაიდან ადამიანები ვეღარ იტყოდნენ (როგორც ხდებოდა
ათწლეულების განმავლობაში), რომ გეი ადამიანებმა აგზნების სავარაუდოდ „დევიანტური“ პატერნების
სასარგებლოდ „მორალურად გაუმართლებელი“ არჩევანი გააკეთეს. თუმცა, სხვები იმაზე
12
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

მიუთითებდნენ, თუ რამდენად სწრაფად გაიშვირა თითი საზოგადოების ზოგიერთმა წევრმა აგზნების


ჰომოსექსუალური პატერნის მქონე ადამიანებისკენ და თქვა, რომ მათში რაღაც ბიოლოგიურად
არასწორი იყო. ამასთან, გამოითქვა ვარაუდი, რომ ოდესმე შესაძლებელი გახდებოდა მუცლად ყოფნის
პერიოდში ამ პათოლოგიის დადგენა და აღმოფხვრა, სავარაუდოდ, გენური ინჟინერიის მეშვეობით.
გეცნობათ ეს არგუმენტები ბიოლოგიურ მიზეზებთან დაკავშირებით? გაიხსენეთ მეორე თავში
აღწერილი კვლევები, რომლებშიც რთული ქცევებისა და კონკრეტული გენების ერთმანეთთან
დაკავშირებას ცდილობდნენ. თითქმის ყველა შემთხვევაში შეუძლებელი იყო ამგვარი კვლევების
რეპლიკაცია და მკვლევრები დაუბრუნდნენ მოდელს, რომელშიც ქცევითი ნიშნებისა და
ფსიქოლოგიური აშლილობების განპირობებაში გენეტიკის წვლილი მრავალი გენის ერთობლივი
ზემოქმედებით აღიწერება და თითოეულ მათგანს თავისი მცირე წვლილი შეაქვს ინდივიდის
მოწყვლადობაში. შემდეგ ეს ზოგადი ბიოლოგიური მოწყვლადობა კომპლექსურად ზემოქმედებს
გარემოს სხვადასხვა პირობასთან, პიროვნულ ნიშნებთან და სხვა ფაქტორებთან და ასე განსაზღვრავს
ქცევით პატერნებს. ჩვენ რეციპროკულ გენი-გარემოს ურთიერთქმედებაზეც ვისაუბრეთ და ვთქვით,
რომ გარკვეული დასწავლილი გამოცდილებები და გარემოში მიმდინარე მოვლენები შეიძლება
ახდენდეს გავლენას გენეტიკურ გამოვლინებებსა და ტვინის სტრუქტურასა და ფუნქციონირებაზე.
დღეს იგივე ხდება სექსუალურ ორიენტაციასთან დაკავშირებით. ასე მაგალითად, ვერც ბეილიმ და
მისმა კოლეგებმა (1999) და ვერც რაისმა და მისმა კოლეგებმა (1999) შეძლეს მოგვიანებით იმ კვლევის
შედეგების გამეორება, რომელშიც ჰომოსექსუალობის განმსაზღვრელ კონკრეტულ გენზე იყო საუბარი
(Hamer et al., 1993). თეორიული მოდელების უმრავლესობა, რომლებიც სექსუალური ორიენტაციის
ფორმირებაში კომპლექსურ ინტერაქციებზე ამახვილებს ყურადღებას, მოიაზრებს, რომ
ჰეტეროსექსუალობის ან ჰომოსექსუალობის განვითარების ერთი კი არა, არამედ მრავალი გზა
შეიძლება არსებობდეს და ვერც ერთი კონკრეტული, ცალკე აღებული ბიოლოგიური თუ
ფსიქოლოგიური ფაქტორით ვერ ვიწინასწარმეტყველებთ ამ განვითარების შედეგს (Bancroft, 1994;
Byne & Parsons, 1993). ბეილისა და მისი კოლეგების მიერ წარმოებული ტყუპების კვლევის ერთ-ერთი
ყველაზე დამაინტრიგებელი შედეგი ისაა, რომ იდენტური გენეტიკური სტრუქტურისა და ერთი და იმავე
გარემოს (ერთ სახლში იზრდებოდნენ) მქონე იდენტური ტყუპების დაახლოებით 50%-ს არ ჰქონდა ერთი
და იგივე სექსუალური ორიენტაცია (Bailey & Pillard, 1991). ასეთივე დამაფიქრებელია 302 გეი მამაკაცის
კვლევა, რომელშიც აჩვენეს, რომ ჰომოსექსუალური ორიენტაციის განვითარების უფრო მეტი შანსი
ჰქონდა მათ, ვინც უფროს ძმებთან იზრდებოდა მაშინ, როდესაც უფროსი დების ან უმცროსი და-ძმების
ყოლა არ უკავშირდებოდა მოზრდის ასაკში სექსუალურ ორიენტაციას. ამ კვლევაში, ასევე, აჩვენეს, რომ
ყოველი დამატებითი უფროსი ძმის არსებობა ერთი-მესამედით ზრდიდა ჰომოსექსუალური
ორიენტაციის ჩამოყალიბების შანსებს. ამ შედეგს, რომლის გამეორებაც რამდენჯერმე მოხერხდა,
ცნობილი გახდა, როგორც „დედმამიშვილების დაბადების რიგის ჰიპოთეზა“ და, სავარაუდოდ, გარემოს
გავლენების მნიშვნელოვნებაზე შეიძლება მიგვითითებდეს, თუმცა ზემოქმედების მექანიზმი არავის
გამოუვლენია (Blanchard, 2008; Blanchard & Bogaert, 1996, 1998; Cantor, Blanchard, Paterson, & Bogaert,
2002).
ამასთან, შესაძლებელია, რომ ჯერ კიდევ წინ გვაქვს სხვადასხვა ტიპის ჰომოსექსუალობისა (და,
ალბათ, ჰეტეროსექსუალობის) და მისი გამომწვევი მიზეზის სხვადასხვა პატერნის აღმოჩენა (Diamond
et al., 2011; Savin-Williams, 2006). შეიძლება ისიც აღმოჩნდეს, რომ სექსუალური ორიანტაცია მოქნილი,
დამყოლი ან ცვალებადი იყოს დროთა განმავლობაში, სულ მცირე, ზოგიერთი ადამიანის შემთხვევაში
მაინც (Mock & Eibach, 2012). დოქტორმა ლიზა დაიმონდმა ქალები იკვლია (განმეორებითი კვლევის
ფარგლებში) და აღმოაჩინა, რომ ინტერპერსონალური და სიტუაციური ფაქტორები მნიშვნელოვან
ზეგავლენას ახდენენ ქალების სექსუალური ქცევის პატერნებსა და სექსუალურ იდენტობებზე.
აღნიშნული ნაკლებად მართებულია მამაკაცების შემთხვევაში (Diamond, 2007, 2012; Diamond et al.,
2011). კვლევის დასაწყისში ჰეტეროსექსუალად, ჰომოსექსუალად, ლესბოსელად, ბისექსუალად ან „არც
ერთ მათგანად“ იდენტიფიცირებული ქალების ორ-მესამედზე მეტს 10 წლის შემდეგ რამდენჯერმე
13
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

შეცვლილი ჰქონდა საკუთარი იდენტობა. იდენტობის ცვლილებისას ისინი, როგორც წესი, კი არ


ავიწროვებდნენ, არამედ აფართოვებდნენ მიზიდულობის ობიექტებისა და ურთიერთობების
პოტენციურ დიაპაზონს.
რატომ ხდება ეს ქალებში და არც ისე ხშირად − მამაკაცებში? მკვლევრებმა ზუსტად არ იციან,
მაგრამ ამ ინოვაციურმა განმეორებითმა კვლევებმა უკვე ბევრი რამ გვასწავლა სექსუალური
ორიენტაციის წყაროების შესახებ.
ნებისმიერ შემთხვევაში, მარტივი, სწორხაზოვანი მტკიცება, რომ ჰომოსექსუალობას გენები
განაპირობებენ, ან ჰეტეროსექსუალობა ადრეულ ბავშვობაში განვითარებისთვის ხელსაყრელი,
ჯანსაღი გამოცდილებების შედეგად ვითარდება, მოსახლეობის გარკვეულ ნაწილს ჯერ კიდევ
დამაჯერებლად და მისაღებად ეჩვენება. დღეისათვის არ გვაქვს არც ერთი ამხსნელი თეორია თუ
მონაცემი, რომელსაც უტყუარად და სწორად მივიჩნევდით. თითქმის დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ,
რომ ბიოლოგია გარკვეულ საზღვრებს აწესებს, რომლის ფარგლებშიც სოციალური და ფსიქოლოგიური
ფაქტორები ზემოქმედებენ განვითარებაზე. მეცნიერები, საბოლოო ჯამში, დაადგენენ ორივე −
ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური − ორიენტაციის ფორმირებაში ბიოლოგიური მოცემულობის
წვლილს; ასევე, იმის დასტურსაც მოვიპოვებთ, რომ გარემო და გამოცდილება მძლავრად ზემოქმედებს
პოტენციური სექსუალური აგზნების ამ პატერნების გავითარებაზე (Diamond, 1995; Diamond et al.,
2011; Långström et al., 2010).

სექსუალური დისფუნქციების მიმოხილვა


სექსუალური დისფუნქციების განხილვამდე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სექსუალური
ურთიერთქმედების კონტექსტში წამოჭრილმა პრობლემებმა თავი ერთნაირად შეიძლება იჩინონ
როგორც ჰეტეროსექსუალურ, ისე ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში. აგზნების ან ორგაზმის მიღწევის
უუნარობა ისეთივე გავრცელებულია ჰომოსექსუალურ ურთიერთობებში, როგორც −
ჰეტეროსექსუალურში, მაგრამ ჩვენ საკითხს ჰეტეროსექსუალური ურთიერთობების კონტექსტში
განვიხილავთ, ვინაიდან ჩვენს კლინიკაში შემოსული შემთხვევების უმრავლესობა სწორედ ასეთია.
თითოეული კონკრეტული სექსუალური დისფუნქცია სექსუალური რეაგირების რამდენიმეფაზიანი
ციკლის სამიდან ერთ-ერთ − სურვილის, აგზნებისა და ორგაზმის − სტადიასთან ასოცირდება (იხ.
სურათი N10.1). ამასთან, ქალების სექსუალურ ფუნქციონირებას ტკივილი შეიძლება ახლდეს თან, რასაც
დამატებით დისფუნქციამდე მივყავართ.

ცხრილი N10. 3 მოცემულია სექსუალური დისფუნქციების კატეგორიები DSM-5-ის მიხედვით.


ცხრილი N10. 3. მამაკაცებისა და ქალების სექსუალური დისფუნქციების კატეგორიები

სექსუალური დისფუნქცია
აშლილობა მამაკაცები ქალები
სურვილი მამაკაცის ჰიპოაქტიური ქალის სექსუალური ინტერესის/აგზნების აშლილობა
სექსუალური სურვილის (სექსის სურვილის უქონლობა ან სუსტი სურვილი)
აშლილობა (სექსის
სურვილის უქონლობა ან
სუსტი სურვილი)
აგზნება ერექციული აშლილობა ქალის სექსუალური ინტერესის/აგზნების აშლილობა
(ერექციის მიღწევის ან (სექსის სურვილის უქონლობა ან სუსტი სურვილი)
შენარჩუნების სირთულეები)
ორგაზმი გადავადებული ეაკულაცია, ქალის ორგაზმული აშლილობა
ნაადრევი ეაკულაცია
ტკივილი გენიტო-მენჯის ტკივილის/პენეტრაციის აშლილობა
(სექსუალურ აქტივობასტან დაკავშირებული ტკივილი,
შფოთვა და დაძაბულობა; ვაგინიზმი ანუ საშოს კუნთების
სპაზმი, რაც ხელს უშლის პენეტრაციას)
14
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

წყარო: American Psychiatric Association. (2013). DSM (5th ed). Washington, DC: Author.

სურვილის ფაზა
სექსუალური მანიშნებლების ან
ფანტაზიების შედეგად ჩნდება
სექსუალური სურვილი

აგზნების ფაზა
სექსუალური სიამოვნების სუბიექტური
გადაწყვეტის ფაზა შეგრძნება და სექსუალური აგზნების
ორგაზმის შემდეგ აგზნების შემცირება ფიზიოლოგიური ნიშნები: მამაკაცებში პენსის
(განსაკუთრებით მამაკაცებში). გადიდება (პენისში სისხლის ნაკადის მატება),
ქალებში სისძარღვების გაფართოვება (სისხლი
მენჯისკენ აწვება), რასაც ვაგინალური
ლუბრიკაცია და მკერდის გადიდება (კერტების
გამკვრივება) მოჰყვება.

ორგაზმის ფაზა
მამაკაცებში: ეაკულაციის გარდაუვლობის განცდა,
პლატოს ფაზა
რომელსაც ეაკულაცია მოჰყვება. ქალებში: საშოს
ხანმოკლე პერიოდი
ქვედა მესამედის კედლების შეკუმშვები.
ორგაზმამდე

• სურათი N10.2. ადამიანის სექსუალური რეაგირების ციკლი. (წყაროდან Kaplan, H. S., 1979. Disorders of
sexual desire. New York, NY: Brunner/Mazel, and Masters, W. H., & Johnson, V. E., [1966]. Human sexual response.
Boston, MA: Little, Brown.

როგორც ხედავთ, მამაკაცებსა და ქალებთან აშლილობათა უმრავლესობის პარალელური ფორმები


გვხვდება, რომლებიც ანატომიური თავისებურებებისა და გენდერით განპირობებული სხვა
მახასიათებლების შესაბამისად იღებენ კონკრეტულ ფორმას. თუმცა ცხრილში წარმოდგენილი ორი
აშლილობა მხოლოდ ერთ-ერთი სქესის წარმომადგენლებს ახასიათებთ, კერძოდ, ნაადრევი ეაკულაცია
მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება, ქალებისთვის კი გენიტო-მენჯის ტკივილი/პენეტარაციის აშლილობაა
სპეციფიკური, რომელიც სქესობრივი აქტის დროს საშოს მრავლობითი მტკივნეული შეკუმშვის ანუ
სპაზმის გამო პენეტრაციის სირთულეებს გულისხმობს. სექსუალური დისფუნქციები შეიძლება მთელი
ცხოვრების განმავლობაში ჰქონდეს ადამიანს, ან ცხოვრების რომელიმე ეტაპზე შეიძინოს. ცხოვრების
განმავლობაში ნიშნავს ქრონიკულ მდგომარეობას, რომელიც ინდივიდის მთელი სქესობრივი
ცხოვრების მანძილზე აღინიშნება. შეძენილი ეწოდება აშლილობას, რომელიც მას შემდეგ იწყება, რაც
სქესობრივი აქტივობა მეტ-ნაკლებად ნორმალურია. ამასთან, აშლილობები შეიძლება იყოს
გენერალიზებული ანუ თავს იჩენდეს ყოველ ჯერზე, რამდენჯერაც ადამიანი ცდის სექსს, ან
სიტუაციური ანუ მხოლოდ ზოგიერთ პარტნიორთან ან გარკვეული დროის პერიოდებში ვლინდებოდეს.
კონკრეტული სექსუალური დისფუნქციების გავრცელების საკითხის განიხილვამდე, უნდა ვახსენოთ
ელენ ფრანკისა და მისი კოლეგების (1978) კლასიკური კვლევა, რომლის ფარგლებშიც გულდასმით
გამოკითხეს 100 განათლებული, ბედნიერ ქორწინებაში მყოფი წყვილი, რომელსაც არასოდეს
მიუმართავს თერაპიისთვის. გამოკითხული წყვილების 80%-ზე მეტმა აღნიშნა, რომ მათი ქორწინება და
სექსუალური ურთიერთობა ბედნიერების მომნიჭებელი და დამაკმაყოფილებელი იყო. გასაკვირია,
მაგრამ მამაკაცების 40%-მა ერექციის და ეაკულაციის პერიოდულ სურთულეებზე ისაუბრა, ქალების
15
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

63%-მა კი − აგზნების ან ორგაზმის პერიოდულ დისფუქციაზე. მთავარი აღმოჩენა ამ კვლევაში ის იყო,


რომ ეს დისფუნქციები ვერაფერს აკლებდა რესპონდენტების მთლიან სექსუალურ კმაყოფილებას.
სხვა კვლევაში ორგაზმთან დაკავშირებული სირთულეების მქონე ქალების მხოლოდ 45% მიიჩნევდა
ამას პრობლემურად (Fugl-Meyer & Sjogren Fugl-Meyer, 1999). ბანკროფტმა, ლოფტუსმა და ლონგმა
(Bancroft, Loftus, & Long, 2003) 1000-მდე ამერიკელი ქალი გამოკითხეს, რომელიც, სულ მცირე, ექვსი
თვის განმავლობაში იმყოფებოდა ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობაში. მიღებული საინტერესო
შედეგების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა 44.3% ცხრილი N10.3 მოცემულიდან
ერთი რომელი აშლილობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა, ამ ინდივიდთა მხოლოდ ნახევარი (24.4%)
წუხდა ამის გამო. ბევრი ამ ქალთაგანი საერთოდ არ თვლიდა, რომ რაიმე პრობლემა ჰქონდა ამ
თვალსაზრისით. ფაქტობრივად, ამ ქალების შემთხვევაში სექსუალური დისტრესის საუკეთესო
პრედიქტორს ზოგადად ემოციური კარგად ყოფნის განცდის ან სექსუალური ურთიერთობისას
პარტნიორთან ემოციური კავშირის დეფიციტი წარმოადგენდა და არა − ლუბრიკანტის ან ორგაზმის
არქონა. ეს კვლევები გვიჩვენებს, რომ სექსუალური კმაყოფილება და პერიოდული სექსუალური
დისფუნქციები არ გამორიცხავენ ერთმანეთს (Bradford & Meston, 2011; Graham, 2010). ჯანსაღი
ურთიერთობების კონტექსტში, ადამიანები ადვილად ერგებიან და ეჩვევიან პერიოდულ ან ნაწილობრივ
სექსუალურ დისფუნქციებს, მაგრამ ეს სექსუალური დისფუნქციების დიაგნოსტირების პრობლემას
ბადებს. უნდა დიაგნოსტირდეს თუ არა სექსუალური პრობლემა, თუ დისფუნქცია სახეზე გვაქვს, მაგრამ
ინდივიდს საერთოდ არ აწუხებს (Balon, Segraves, & Clayton, 2007; Zucker, 2010)? DSM-5-ში მოცემული
სიმპტომები ინდივიდში აუცილებლად და ნათლად უნდა იწვევდნენ კლინიკურად მნიშვნელოვან
დისტრესს.

სექსუალური სურვილის აშლილობები

სექსუალური რეაგირების ციკლის სურვილის ან აგზნების ფაზაზე წამოჭრილი პრობლემები სამი


აშლილობის სახით შეიძლება გამოვლინდეს. ორი მათგანი სექსისადმი ინტერესის არარსებობით ან
მცირე ინტერესით ხასიათდება, რაც ინდივიდის მნიშვნელოვან დისტრესს იწვევს. მამაკაცებში ამ
აშლილობას მამაკაცის ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობა ეწოდება. ქალებში მცირე
სექსუალურ ინტერესს თითქმის ყოველთვის სდევს ეროტიკული მანიშნებლების ან სექსუალური
აქტივობის საპასუხოდ აგზნების შემცირებული უნარი. მაშასადამე, ინტერესის ან აგზნების უნარის
უქონლობა ქალებში ერთიანდება მდგომარეობაში, რომესაც ქალის სექსუალური ინტრესის/აგზნების
აშლილობა ეწოდება (Basson, Wierman, van Lankveld, & Brotto, 2010; Brotto, 2010a). მამაკაცის
შემთხვევაში აგზნებასთან დაკავშირებული სირთულეები აღიწერება სპეფიციკური აშლილობის სახით,
რომელიც ერექციული დისფუნქციის სახელით არის ცნობილი.

მამაკაცის ჰიპოაქტიური სექსუალური აშლილობა და ქალის სექსუალური


ინტერესის/აგზნების აშლილობა
ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობის მქონე მამაკაცებსა და სექსუალური
ინტერესის/აგზნების აშლილობის მქონე ქალებს არანაირი ან მცირე ინტერესი აქვთ ნებისმიერი ტიპის
სექსუალური აქტივობისადმი. მცირე სურვილის შეფასება ძნელია და ამას ბევრი კლინიკური მსჯელობა
სჭირდება (Leiblum, 2010; Segraves & Woodard, 2006; Wincze, Bach, & Barlow, 2008; Wincze, 2009).
შეფასების ერთ-ერთ გზას სექსუალური აქტივობის სიხშირე წარმოადგენს, ვთქვათ, თვეში ორ ჯერზე
ნაკლები ქორწინებაში მყოფი წყვილისთვის. ასევე, შეგვიძლია ვნახოთ, ინდივიდი საერთოდ ფიქრობს
თუ არა სექსის შესახებ, ან აქვს თუ არა სექსუალური ხასიათის ფანტაზიები. დავუშვათ, გვყავს
ადამიანი, რომელსაც კვირაში ორჯერ აქვს სექსი, მაგრამ სინამდვილეში სულაც არ აქვს ამის სურვილი
და მხოლოდ იმიტომ ფიქრობს სექსზე, რომ ქორწინებაში იმყოფება და ცოლის სურვილების
დააკმაყოფილოს, რომელსაც მასზე ხშირად სურს სექსი. ამ ადამიანს, შესაძლოა, სულაც არ ჰქონდეს
16
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სურვილი იმის მიუხედავად, რომ ხშირად აქვს სექსი. განვიხილოთ ჯუდისა და ირას და მისტერ და მისის
ს-ის შემთხვევები.

ჯუდი და ირა . . . სიყვარულით სავსე ქორწინება?

ჯ უდი 30 წელს მიახლოებული დაქორწინებული ქალია. მან კლინიკაში დარეკა და თანამშრომელს


უთხრა, რომ ჰგონია, მის ქმარს, ირას რომანი აქვს და ძალიან განაწყენებულია ამის გამო. რამ
აფიქრებინა ჯუდის ეს? ბოლო სამი წლის განმავლობაში მისი ქმარი საერთოდ არ დაინტერესებულა
სექსით და უკვე ცხრა თვე ხდებოდა, რაც არაფერი ჰქონიათ. ირა მზად იყო კლინიკაში მისასვლელად.
ინტერვიუს მსვლელობისას ნათელი გახდა, რომ ირას სულაც არ ჰქონდა რომანი. ფაქტობრივად,
ის არც მასტურბირებდა და თითქმის არ ფიქრობდა სექსზე. მან აღნიშნა, რომ უყვარდა ცოლი, მაგრამ
საერთოდ არ შეუწუხებია უსექსობის ამბავს, სანამ მეუღლემ არ დაიწყო ამაზე ლაპარაკი, რადგან
თავზე საყრელად ჰქონდა სხვა საფიქრალები და ეგონა, რომ რაღაც მომენტში ისევ
დაუბრუნდებოდნენ აქტიურ სექსუალურ ცხოვრებას. ახლა კი გააცნობიერა, რომ ცოლი საკმაოდ
შეფიქრიანებული იყო ამ სიტუაციით. განსაკუთრებით იმიტომ, რომ შვილის გაჩენაზე ფიქრობდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ირა დიდად გამოცდილი არ იყო სექსის საკითხებში, მას რამდენიმე
ეროტიკული ურთიერთობა ჰქონდა ქორწინებამდე და ეს ჯუდიმაც იცოდა. ცალკე ინტერვიუს
მსვლელობისას ირამ აღიარა, რომ ქორწინებამდე ურთიერთობებში საყვარელ ადამიანზე ფიქრიც კი
აღაგზნებდა და თითოეული მათგანი საკმაოდ უწესო ქალი იყო. მისი ცოლი, პირიქით, თემის
საყრდენს ბურჯს წარმოადგენდა და იმ ქალებისგან სრულიად განსხვავდებოდა, თუმცა
მიმზიდველობაც არ აკლდა. ვინაიდან იგი არ იგზნებოდა ცოლზე ფიქრისას, არც ცდილობდა სექსის
წამოწყებას. ●

მისტერ და მისის ს. დასაწყისი

მ ისის ს. 31 წლის წარმატებული ბიზნეს-ლედი იყო, რომელიც ქორწინებაში იმყოფებოდა 32 წლის


იურისტთან. მათ ორი შვილი ჰყავდათ, 2 და 5 წლის. თერაპიაზე მოსვლის მომენტისთვის რვა წლის
დაქორწინებულნი იყვნენ. პრობლემა, რომლითაც ისინი კლინიკაში მოვიდნენ, მისის ს.-ის
სექსუალური სურვილის უქონლობა იყო. პირველადი შეფასება მეუღლეებმა ცალ-ცალკე გაიარეს,
ინტერვიუირებაც ცალ-ცალკე ჩატარდა და ორივემ აღნიშნა, რომ უყვარდა და იზიდავდა თავისი
პარტნიორი. მისის ს.-მ თქვა, რომ თუ დაიწყებდა, სიამოვნებას იღებდა სექსისგან და თითქმის
ყოველთვის აღწევდა ორგაზმს. პრობლემას სექსის წარმოწყების სურვილის უქონლობა ქმნიდა. იგი
თავს არიდებდა მეუღლისგან წამოსულ სექსუალური ხასიათის ინიციატივებს და მის ემოციურობასა
და რომანტიკულობას სკეპტიკურად უყურებდა და, როგორ წესი, ბრაზითა და ცრემლებით
რეაგირებდა. მისის ს. საკმაოდ შეძლებულ ოჯახში გაიზარდა, რომელშიც ადამიანები ერთმანეთზე
ზრუნავდნენ და უყვარდათ ერთმანეთი. თუმცა 6-დან 12 წლამდე ასაკში მასზე ხუთი წლით უფროსმა
ბიჭმა ბიძაშვილმა არაერთხელ აიძულა სექსუალური აქტივობა. ამის ინიციატორი ყოველთვის
ბიძაშვილი იყო. ეს მისის ს.-ის სურვილის საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ამის შესახებ მას არაფერი
უთქვამს მშობლებისთვის, რადგან თავს დამნაშავედ გრძნობდა, ვინაიდან ბიჭი არანაირ ფიზიკურ
ძალას არ იყენებდა მის დასამორჩილებლად. როგორც ჩანდა, მეუღლის რომანტიკული ჟესტები
ბიძაშვილთან მიღებული გამოცდილების შესახებ მოგონებებს აღვიძებდა. ●

მისტერ და მისის ს.-ის მკურნალობის პროცესს მოგვიანებით განვიხილავთ.


17
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სექსუალური ინტერესის ან სურვილის პრობლემებს, როგორც წესი ქორწინების სირთულეებად


მიიჩნევდნენ და არა − სექსუალურ სიძნელეებად. თუმცა, მას შემდეგ, რაც გასული საუკუნის 80-იანი
წლების ბოლოს დაქვეითებული სექსუალური სურვილი დამოუკიდებელ აშლილობად აღიარეს, ამ
პრობლემით წყვილების მიმართვიანობამ იმატა სექს-თერაპიის კლინიკებში (Kleinplatz, Moser, & Lev,
2013; Leiblum, 2010; Pridal & LoPiccolo, 2000). ყველაზე ზუსტი შეფასებით, სექსუალობის კლინიკებში
შემოსულ პაციენტთა ნახევარზე მეტი დაქვეითებულ სექსუალურ სურვილს ან ინტერესს უჩიოდა
(Leiblum 2010; Pridal & LoPiccolo, 2000). სწორედ ამ ჩივილით მიდის ქალების უმრავლესობა ბევრ
კლინიკაში, მამაკაცები კი ყველაზე ხშირად ერექციული დისფუნქციით მიმართავენ მათ (Hawton, 1995).
აშშ-ში ჩატარებულმა გამოკითხვამ დაადასტურა, რომ ქალების 22% და მამაკაცების 5%
დაქვეითებული სექსუალური ინტერესისგან იტანჯება (ჰიპოაქტიური სექსუალური აშლილობა
მამაკაცებში), მაგრამ დიდ საერთაშორისო კვლევაში აღმოჩნდა, რომ ამ პრობლემაზე ქალების 43%
საუბრობს (Laumann et al., 2005). მამაკაცების შემთხვევაში აშლილობის გავრცელების მაჩვენებელი
ასაკთან ერთად მატულობს, ქალებში კი − იკლებს (DeLamater & Sill, 2005; Laumann, Paik, & Rosen,
1999). შრეინერ-ენგელი და შიავი (Schreiner-Engel & Schiavi, 1986) აღნიშნავენ, რომ ამ აშლილობის
მქონე პაციენტებს იშვიათად აქვთ სექსუალური ხასიათის ფანტაზიები, იშვიათად მასტურბირებენ
(ქალების 35% და მამაკაცების 52% არასოდეს მასტურბირებს, შერჩევის დარჩენილი ნაწილის
უმეტესობა, მაქსიმუმ, თვეში ერთხელ მასტურბირებდა) და თვეში ერთხელ ან უფრო იშვიათად
ცდილობენ სქესობრივი აქტის წარმოწყებას.

სექსუალური აგზნების აშლილობები

ერექციული აშლილობა აგზნების სპეციფიკური აშლილობაა. აქ სურვილი არ არის პრობლემა.


ერექციული აშლილობის მქონე ბევრ მამაკაცს ხშირად აქვს სექსუალური სწრაფვა, ფანტაზიები და
სექსის ქონის სურვილი. მათი პრობლემა ფიზიკური აგზნების მიღწევაშია: ქალებს, რომლებსაც, ასევე,
დაქვეითებული აქვთ ინტერესი, აგზნების ნაკლებობა ადეკვატური ლუბრიკაციის მიღწევასა და
შენარჩუნებაში გამოეხატებათ (Basson, 2007; Rosen, 2007; Wincze, 2009; Wincze et al., 2008).
განვიხილოთ ბილის შემთხვევა.

ბილი . . . ხანგრძლივი ქორწინება, ახალი პრობლემა

ბ ილი 58 წლის თეთრკანიანი მამაკაცია, რომელიც ჩვენს კლინიკაში უროლოგმა გადმოამისამართა.


ის პენსიაზე გასული ბუღალტერი იყო, რომელიც 29 წელიწადი იმყოფებოდა ქორწინებაში 57 წლის
ნუტრიციოლოგ პენსიონერ მეუღლესთან. წყვილს შვილები არ ჰყავდა. ბოლო რამდენიმე წლის
განმავლობაში ბილს ერექციის მიღწევა და შენარჩუნება უჭირდა. მან აღწერა საკმაოდ ხისტი რუტინა,
რომელიც მან და მისმა მეუღლემ შეიმუშავეს პრობლემასთან გასამკლავებლად. მათ სექსი კვირა
დილაობით ჰქონდათ დაგეგმილი. ბილს ჯერ უამრავი რიტუალური ქცევა უნდა შეესრულებინა, მათ
შორის ძაღლი უნდა გაეშვა ეზოში სასეირნოდ, გაერეცხა ჭურჭელი და გაეპარსა წვერი. წყვილის
მიმდინარე ქცევა ხელით ურთიერთსტიმულაციისგან შედგებოდა. ბილს პენეტრაციის „უფლება არ
ჰქონდა“ მანამ, სანამ მისი ცოლი კულმინაციას არ მიაღწევდა. ბილის მეუღლე მყარად იდგა თავის
პოზიციაზე და ხისტად იმეორებდა, რომ არ აპირებდა თავისი სექსუალური ქცევის შეცვლას და, მისი
თქმით, „ბოზად ქცევას“. აქ შედიოდა ლუბრკანტის გამოყენება, რომელიც ნამდვილად ესაჭიროებოდა
მენოპაუზის შემდგომი შემცირებული ლუბრიკაციის გამო. იგი თავიანთ ქცევას „ლესბოსურ სექსს“
უწოდებდა.
ბილი და მისი ცოლი თანხმდებოდნენ, რომ მიუხედავად პრობლემებისა, რომლებიც მათ
ქორწინებაში წლების განმავლობაში არსებობდა, მაინც ყოველთვის ინარჩუნებდნენ კარგ სექსუალურ
ურთიერთობას მანამ, ვიდრე არსებული პრობლემა არ წამოიჭრა. როგორც ამბობდნენ, წარსულში
ყველა სირთულე სექსმა გადაატანინათ. სასარგებლო ინფორმაცია მოვიპოვეთ ცალკ-ცალკე
18
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ჩატარებული ინტერვიუებით. როგორც გაირკვა, ბილი მასტურბირებდა შაბათ საღამოს, რათა მეორე
დილით შეძლებოდა საკუთარი ერექციის გაკონტროლება. მისმა ცოლმა არაფერი იცოდა ამის
შესახებ. ამასთან, მან სწრაფად და ადვილად მიაღწია სრულ ერექციას (შემფასებლის გასაკვირად),
როცა სექსუალური კლინიკის ლაბორატორიაში მარტომ უყურა ეროტიკას. ბილის ცოლმა აღიარა,
რომ გაბრაზებული იყო მეუღლეზე იმ რომანის გამო, რომელიც მას 20 წლის წინ ჰქონდა სხვა ქალთან.
ბოლო შეხვედრაზე მათ სამი კონკრეტული რეკომენდაცია მიეცათ: ბილს უნდა შეეწყვიტა სექსის
წინა საღამოობით მასტურბაცია, წყვილს უნდა დაეწყო ლუბრიკანტის გამოყენება და ჯერ სექსი უნდა
ჰქონოდათ და მერე დაეწყოთ დილის რუტინა. წყვილმა ერთი თვის თავზე დარეკა და თქვა, რომ მათი
სექსუალური აქტივობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.●

ცხრილი N10.1. მამაკაცის ჰიპოაქტიური სექსუალური აშლილობის კრიტერიუმები

A. სექსუალური ხასიათის/ეროტიკული აზრების ან ფანტაზიების და სექსუალური აქტივობის სურვილის


მდგრადი ან განმეორებადი დაქვეითება (ან არარსებობა). დაქვეითების შესახებ დაკვნა ეკუთვნის
კლინიცისტს, რომელსაც გათვალისწინებული აქვს სექსუალურ ფუნქციონირებაზე მოქმედი ისეთი
ფაქტორები, როგორებიცაა ინდივიდის ასაკი და მისი ცხოვრების ზოგადი და სოციო-კულტურული
კონტექსტები.

B. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მდგრადად ნარჩუნდება მინიმუმ დაახლოებით ექვსი თვის


განმავლობაში.

C. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესს იწვევენ ინდივიდში.

D. სექსუალური დისფუნქცია უკეთ არ აიხსნება არასექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობით,


ურთიერთობებით გამოწვეული მწვავე დისტრესით ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სტრესორით და ვერ
მიეწერება ნივთიერების/მედიკამენტის გამოყენების ეფექტს ან რაიმე სხვა სამედიცინო მდგომარეობას.
დააზუსტეთ, რომელი ტიპია:
მთელი ცხოვრების მანძილზე
შეძენილი
დაზუსტეთ, რომელი ტიპია:
გენერალიზებული
სიტუაციური

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

მამაკაცის ერექციულ აშლილობასა და ქალის ინტერესისა და აგზნების სირთულეებს ადრე


იმპოტენციასა და ფრიგიდულობას უწოდებდნენ, რაც მეტ-ნაკლებად დამამცირებელი ტერმინები იყო.
ამასთან, ეს არაზუსტი დასახელებებია, ვინაიდან არ აკონკრეტებენ, სექსუალური რეაგირების იმ
კონკრეტულ ფაზას, რომელზეც არსებობს პრობლემა. მამაკაცი, როგორც წესი, უარესად განიცდის და
გრძნობს პრობლემას, ვიდრე ქალი. ერექციის მიღწევისა და შენარჩუნების უუნარობა აძნელებს ან
შეუძლებელს ხდის სქესობრივ აქტს. მამაკაცისგან განსხვავებით, ქალს, რომელიც ვერ ახერხებს
ვაგინალური ლუბრიკაციის მიღწევას, მაინც შეუძლია ამის ხელოვნური ლუბრიკანტის გამოყენებით
დაკომპენსირება (Leiblum 2010; Wincze, 2009). ქალებში, მამაკაცების მსგავსად, აგზნება და
ლუბრიკაცია ნებისმიერ დროს შეიძლება დაქვეითდეს, თუმცა მსგავსი პრობლემები ასაკთან ერთად
ჩნდება და/ან მატულობს (Bartlik & Goldberg, 2000; Basson, 2007; DeLamater & Sill, 2005; Rosen, 2000).
გარდა ამისა, გასულ წლებში ზოგიერთი ქალი, მამაკაცებისგან განსხვავებით, იმდენად ინტენსიური
სექსუალური სიამოვნების მიღებით არ იყო დაინტერესებული, რამდენადაც აქტის დასრულებით.
დღეისათვის ეს, ზოგადად, ასე აღარ არის. მამაკაცისთვის უჩვეულოა, რომ სრულიად არ შეეძლოს
ერექციის მიღწევა. ბილის შემთხვევის მსგავსი სიტუაცია უფრო ტიპურია, როდესაც სრული ერექციის
19
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

მიღწევა შესაძლებელია მასტურბაციის დროს, ხოლო ნაწილობრივი − აქტის მცდელობისას, რაც,


თავისთავად, არასაკმარისია პენეტრაციისათვის.
ერექციული დისფუნქცია გასაოცრად ფართოდ არის გავრცელებული და ასაკთან ერთად კიდევ
მატულობს. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგები აჩვენებს, რომ 18-59
წლის ასაკის მამაკაცთა 5% სრულად აკმაყოფილებს ერექციული დისფუნქციის მკაცრ კრიტერიუმებს
(Laumann et al., 1999), ეს რიცხვი ნამდვილად ვერ აფასებს მდგომარეობის სათანადოდ გავრცელებას,
ვინაიდან ერექციული დისფუნქცია სწრაფად მატულობს 60 წლის შემდეგ. როზენმა, უინგმა, შნეიდერმა
და გენდრანომ (Rosen, Wing, Schneider, & Gendrano, 2005) შეაჯამეს და გააანალიზეს მთელი
მსოფლიოდან მიღებული ემპირიული მტკიცებულებები და აღმოაჩინეს, რომ 60 წლის ზემოთ ასაკის
მამაკაცების 60%-ს აღენიშნებოდა ერექციული დისფუნქცია. კიდევ ერთი კვლევის მონაცემების
მიხედვით (იხ. სურათი N10.3), სულ მცირე, გარკვეული გაუარესება აღინიშნება 40 წელს
გადაცილებული მამაკაცების დაახლოებით 40%-სა და 70 წელს გადაცილებულ მამაკაცთა დაახლოებით
სრული
ზომიერი
მინიმალური
არა
ასაკი

ერექციული დისფუნქციის მქონე მამაკაცები (%)


• სურათი N10.3. ერექციული აშლილობის გავრცელებისა და სიმწვავის
შეფასება 40-70 წლის ასაკის 1290 მამაკაცისგან შემდგარ შერჩევაში.
ადაპტირებულია წყაროდან Feldman et al. (1994). Impotence and its medical and
psychosocial correlates: Results of the Massachusetts male aging study. Journal of
Urology, 51, 54–61

70%-ში (Feldman, Goldstein, Hatzichristou, Krane, & McKunlay, 1994; Kim & Lipshultz, 1997; Rosen, 2007).
ახალი შემთხვევები მკვეთრად მატულობს ასაკთან ერთად − ყოველწლიურად 60 წელს გადაცილებულ
ყოველ 1000 მამაკაცზე 46 ახალი შემთხვევა (Johannes et al., 2000). ერექციული აშლილობა ნამდვილად
ყველაზე გავრცელებული პრობლემაა, რომლის გამოც მამაკაცები კლინიკებს მიმართავენ, კერძოდ,
სპეციალისტთან სექსუალური პრობლემებით მისულ მამაკაცთა ნახევარი ან ნახევარზე მეტი სწორედ
ამ პრობლემას ასახელებს (Hawton, 1995).
ქალის ინტერესისა და აგზნების აშლილობების გავრცელების შეფასება უფრო რთულია, ვინაიდან
ბევრი ქალი ჯერ კიდევ პრობლემადაც კი არ მიიჩნევს აგზნების უქონლობას, აშლილობაზე რომ
აღარაფერი ვთქვათ. აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვა აჩვენებს, რომ ქალების 14%-ს აღენიშნება
აგზნების აშლილობა (Laumann et al., 1999). ვინაიდან სურვილის, აგზნებისა და ორგაზმის აშლილობები
20
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ხშირად ფარავენ ერთმანეთს, ძნელია იმის ზუსტად შეფასება, თუ კლინიკაში მოსულიდან რამდენ ქალს
აქვს კონკრეტულად ინტერესისა და აგზნების აშლილობა (Basson, 2007; Wincze & Carey, 2001).

ორგაზმის აშლილობები

პრობლემა სექსუალური რეაგირების ციკლის ორგაზმის ფაზაზეც შეიძლება წარმოიქმნას, რის


შედეგადაც ან უდროო დროს აღწევს ადამიანი ორგაზმს, ან საერთოდ ვერ აღწევს.
ადეკვატური სექსუალური სურვილისა და აგზნებისას ორგაზმის მიღწევის უუნარობა, როგორც
წესი, ხშირად გვხვდება ქალებსა და შედარებით ნაკლებად − მამაკაცებში. მამაკაცები, რომლებიც
ორგაზმს მხოლოდ დიდი ძალისხმევის შედეგად ან საერთოდ ვერ აღწევენ, აკმაყოფილებენ
მდგომარეობის კრიტერიუმებს, რომელიც გადავადებული ეაკულაციის სახელით არის ცნობილი.
ქალებში ანალოგიურ მდგომარეობას ქალების ორგაზმული აშლილობა ეწოდება (Kleinplatz et al., 2013;
Wincze, 2009). განვიხილოთ გრეტასა და უილის შემთხვევა.

ცხრილი N10.2. ქალის სექსუალური ინტერესის/აგზნების აშლილობის კრიტერიუმები

A. სექსუალური ინტერესის/აგზნების უქონლობა ან მნიშვნელოვანი დაქვეითება, რომელიც


გამოხატულია ქვემოთ ჩამოთვლილთაგან, სულ მცირე, სამი სიმტომით:

1. სექსუალური აქტივობისადმი ინტერესის უქონლობა/დაქვეითება;

2. სექსუალური/ეროტიკული აზრების ან ფანტახიების უქონლობა/დაქვეითება;

3. სექსუალური აქტივობის წამოწყების ინიციატივის უქონლობა/დაქვეითება და, როგორც წესი, არ


რეაგირებს პარტნიორის მიერ წამოწყებულ მცდელობებზე;

4. სექსუალური აგზნების/სიამოვნების უქონლობა/დაქვეითება სექსუალური აქტივობის დროს


თითქმის ყველა ან ყველა (დაახლოებით შემთხვევათა 75%-100%) აქტის დროს (კონკრეტულ
სიტუაციურ კონტექსტში, ან, თუ გენერალიზებული ტიპისაა, ყველა კონტექსტში);

5. სექსუალური ინტერესის/აგზნების უქონლობა/დაქვეითება ნებისმიერი ტიპის შინაგან ან გარეგან


სექსუალურ/ეროტიკულ (მაგალითად, წერილობით, ვერბალურ, ვიზუალურ) მანიშნებლებზე;

6. გენიტალური ან არაგენიტალური შეგრძნებების უქონლობა/დაქვეითება სექსუალური აქტივობის


დროს თითქმის ყველა ან ყველა (დაახლოებით შემთხვევათა 75%-100%) სქესობრივი აქტის დროს
(კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტში, ან, თუ გენერალიზებული ტიპისაა, ყველა კონტექსტში).

B. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მდგრადად ნარჩუნდება მინიმუმ დაახლოებით ექვსი თვის


განმავლობაში.

C. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესს იწვევენ ინდივიდში.

D. სექსუალური დისფუნქცია უკეთ არ აიხსნება არასექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობით,


ურთიერთობებით გამოწვეული მწვავე დისტრესით ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სტრესორით და ვერ
მიეწერება ნივთიერების/მედიკამენტის გამოყენების ეფექტს ან რაიმე სხვა სამედიცინო
მდგომარეობას.
დააზუსტეთ, რომელი ტიპია:
მთელი ცხოვრების მანძილზე
შეძენილი
დაზუსტეთ, რომელი ტიპია:
გენერალიზებული
სიტუაციური

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.
21
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გრეტა და უილი . . . სიყვარულით აღსავსე დაშლა

გ რეტა, რომელიც მასწავლებლად მუშაობდა და ინჟინერი უილი მიმზიდველი წყვილი იყო. ისინი
პირველ ინტერვიუზე ერთად მოვიდნენ და აშკარად ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი ძალიან
უყვარდათ. წყვილი ხუთი წლის დაქორწინებული იყო და 30 წელს უახლოვდებოდნენ. როდესაც იმ
პრობლემების შესახებ ვკითხეთ, რამაც კლინიკაში მოიყვანა, გრეტამ მაშინვე გვიპასუხა, რომ იგი არ
ფიქრობდა, რომ არასოდეს ჰქონია ორგაზმი. „არ ფიქრობდა“ იმიტომ, რომ რეალურად არ იყო
დარწმუნებული, რომ საერთოდ იცოდა, რა იყო ორგაზმი. მას უყვარდა უილი და პერიოდულად
სექსის ინიციატივასაც იჩენდა, თუმცა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ეს უფრო და უფრო
იშვიათად ხდებოდა.
უილი ნამდვილად არ ფიქრობდა, რომ გრეტა აღწევდა ორგაზმს. ნებისმიერ შემთხვევაში, აღნიშნა
მან, სექსუალური თვალსაზრისით, ისინი „სხვადასხვა მხარეს“ მიდიოდნენ. გრეტას ინტერესი
ქვეითდებოდა. ქორწინების დასაწყისში პერიოდულად იყო სექსის ინიციატორი, პერიოდული
გამონაკლისებით, რომელიც დაახლოებით ექვს თვეში ერთხელ ხდებოდა, როდესაც კვირაში 2-3-ჯერ
ხდებოდა ინიციატორი. თუმცა, გრეტამ აღნიშნა, რომ მას ფიზიკური სიახლოვე უფრო სურდა მთელი
ამ დროის განმავლობაში, ვიდრე სექსუალური სიამოვნების მიღება. შემდგომმა კვლევა-ძიებამ
გამოავლინა, რომ იგი პერიოდულად აღიგზნებოდა სექსუალურად, მაგრამ ორგაზმი არასოდეს
ჰქონია, მასტურბაციის რამდენიმე მცდელობის დროსაც კი ქორწინებამდე გაცილებით ადრე.
გრეტამ და უილმა თქვეს, რომ სექსუალური პრობლემით იმიტომ შეწუხდნენ, რომ ყველაფერი
დანარჩენი წესრიგში ჰქონდათ.
გრეტა მკაცრ, მაგრამ მოსიყვარულე კათოლიკურ ოჯახში გაიზარდა, რომელშიც ასე თუ ისე
უყურადღებოდ იყო დატოვებული სექსუალობის საკითხი. მშობლები ყოველთვის ფრთხილად იყვნენ,
რომ გრეტას თვალწინ რაიმე ემოცია არ გამოეხატათ ერთმანეთის მიმართ და როდესაც დედამ
გრეტა გენიტალიებზე შეხების ფაქტზე გამოიჭირა, მან სასტიკი გაფრთხილება მიიღო, რომ თავი
შეეკავებინა ასეთი ქცევისგან. ●

გრეტასა და უილის მკურნალობის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.


სექსუალური პრობლემების გამო თერაპიაზე მისულ ქალებში ორგაზმის მიღწევის უუნარობა
ყველაზე გავრცელებული ჩივილია. მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვით ვერ
შეფასდა კონკრეტულად ქალის ორგაზმის აშლილობის გავრცელება, ქალების დაახლოებთ 25%
ორგაზმის მიღწევაში მნშვნელოვან სირთულეებზე საუბრობს (Heiman, 2000; Laumann et al., 1999),
თუმცა ეს ძალიან ზოგადი შეფასებაა (Graham, 2010). აღნიშნული პრობლემა თანაბრად გვხვდება
სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფში. ამასთან, დაუქორწინებელ ქალებში 1.5-ჯერ მეტად არის
მოსალოდნელი ორგაზმის აშლილობის გამოვლენა, ვიდრე დაქორწინებულებში. ამ პრობლემის
დიაგნოსტირებისას აუცილებელია იმის განსაზღვრა, ქალებს „არასდროს ან თითქმის არასდროს“
განუცდიათ თუ არა ორგაზმი (Wincze & Carey, 2001). ამის გარკვევა მნიშვნელოვანია, ვინაიდან ყველა
ქალის მხოლოდ დაახლოებით 20% ნამდვილად რეგულარულად გაიცდის ორგაზმს სქესობრივი აქტის
დროს (Graham, 2010; Lloyd, 2005). მაშასადამე, დაახლოებით 80% ვერ აღწევს ორგაზმს ყოველი აქტის
დროს, მამაკაცთა უმრავლესობისგან განსხვავებით, რომლებიც გაცილებით კონსისტენტურად
განიცდიან ორგაზმს. ამრიგად, „არასდროს ან თითქმის არასდროს“ შემთხვევის დადგენა
მნიშვნელოვანია, თუმცა ორგაზმის დისფუნქციის დიაგნოსტირებისას ისიც უნდა გაირკვეს, თუ
რამდენად არის ქალი დისტრესის მდგომარეობაში.
22
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ცხრილი N10.3. ქალის ორგაზმის აშლილობის კრიტერიუმები

A. ქვემოთ მოცემულიდან ერთ-ერთი სიმპტომის არსებობა სექსუალური აქტივობის თითქმის ყველა ან


ყველა (დაახლოებით შემთხვევათა 75%-100%) შემთხვევაში (კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტებში,
ან თუ გენერალიზებულია, ყველა კონტექსტში):

1. ორგაზმის შესამჩნევი გადავადება, შესამჩნევი იშვიათობა ან არარსებობა;

2. ორგაზმული დაკმაყოფილების შესამჩნევად დაქვეითებული ინტენსივობა.

B. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მდგრადად ნარჩუნდება მინიმუმ დაახლოებით ექვსი თვის


განმავლობაში.

C. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესს იწვევენ ინდივიდში.

D. სექსუალური დისფუნქცია უკეთ არ აიხსნება არასექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობით,


ურთიერთობებით გამოწვეული მწვავე დისტრესით ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სტრესორით და ვერ
მიეწერება ნივთიერების/მედიკამენტის გამოყენების ეფექტს ან რაიმე სხვა სამედიცინო
მდგომარეობას.
დააზუსტეთ, რომელი ტიპია:
მთელი ცხოვრების მანძილზე
შეძენილი
დაზუსტეთ, რომელი ტიპია:
გენერალიზებული
სიტუაციური
დააზუსტეთ:
არასოდეს განუცდია ორგაზმი ნებისმიერ სიტუაციაში.

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცების დაახლოებით 8% აღნიშნავდა


გადავადებულ ეაკულაციას ან მის საერთოდ უქონლობას სქესობრივი აქტის დროს (Laumann et al.,
1999). მამაკაცები იშვიათად მიმართავენ მკურნალობას ამის გამო. სრულიად შესაძლებელია, რომ ბევრ
შემთხვევაში ზოგიერთი მამაკაცი კულმინაციას სტიმულაციის ალტერნატიული ფორმებით აღწევს და
წყვილი მორგებულია ამ მდგომარეობას (Apfelbaum, 2000).
ზოგიერთ მამაკაცს, რომელიც პარტნიორთან ვერ აღწევს ეაკულაციას, მასტურბაციის დროს
შეუძლია ერექციისა და ეაკულაციის მიღწევა. მამაკაცებს პერიოდულად აღენიშნებათ რეტროგრადული
ეაკულაცია, როდესაც ეაკულაციის სითხეები შარდის ბუშტისკენ გადაისროლება და არა წინ. ამ
ფენომენს თითქმის ყოველთვის გარკვეული წამლები ან მიმდინარე სამედიცინო მდგომარეობა იწვევს
და არ უნდა აგვერიოს გადავადებულ ეაკულაციაში.
ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცის გაცილებით ხშირი ორგაზმული აშლილობაა, როდესაც ეაკულაცია
იმაზე გაცილებით ადრე ხდება, ვიდრე მამაკაცს და მის პარტნიორს სურთ (Althof, 2006; Polonsky, 2000;
Wincze, 2009). DSM5-ის მიხედვით, ნაადრევად ითვლება დაახლოებით 1 წუთი პენეტრაციის შემდეგ (იხ.
DSM ცხრილი N10.4). განვიხილოთ ჰარის სრულიად ტიპური შემთხვევა.

ჰარი . . . შეშინებული

ჰ არი, 31 წლის გაყიდვების სპეციალისტი, ცოლთან თვეში სამჯერ ან ოთხჯერ კავდებოდა


სექსუალური აქტივობით. მან შენიშნა, რომ უფრო ხშირადაც სიამოვნებით ექნებოდა სექსი, მაგრამ
მისი გადატვირთული გრაფიკის გამო კვირაში 80 საათი უწევდა მუშაობა. მისი უმთავრესი პრობლემა
ის იყო, რომ ვერ აკონტროლებდა ეაკულაციის დროს. შემთხვევათა დაახლოებით 70-80%-ში
23
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

პენეტრაციიდან რამდენიმე წამში აღწევდა ორგაზმს. ეს უკვე მდგრადი პატერნი იყო მას შემდეგ, რაც
13 წლის წინ შეხვდა თავის მეუღლეს. სხვა ქალებთან მანამდე მიღებულ საკმაოდ მწირ
გამოცდილებაში არ მოიძებნებოდა ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევები. ეაკულაციის გადავადების
მცდელობების რიცხვში შედიოდა არასექსუალურ თემებზე (ბოლო თამაშის ანგარიშზე ან
სამსახურთან დანავშირებულ საკითხებზე) ფიქრით ყურადღების გადატანა და ზოგჯერ წინა
მცდელობის შემდეგ სექსის მალევე მცდელობა, რადგან ეგონა, რომ კულმინაციას ისე სწრაფად ვერ
მიაღწევდა ასეთ შემთხვვებში. ჰარი აღნიშნავდა, რომ იშვიათად მასტურბირებდა (სულ ბევრი,
წელიწადში სამჯერ ან ოთხჯერ) და როდესაც ამას აკეთებდა, როგოც წესი, ცდილობდა, რომ
ორგაზმისათვის სწრაფად მიეღწია. ეს გარდატეხის ასაკში გამომუშავებული ჩვევა იყო, რითაც
თავიდან ირიდებდა ოჯახის რომელიმე წევრის თავზე წამოდგომას.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი საფიქრალი მისთვის ის იყო, რომ ცოლს ვერ ანიჭებდა სიამოვნებას. იგი
ვერანაირად ვერ ეუბნეოდა მას იმას, რომ მკურნალობა სჭირდებოდა. შემდგომი კვლევა-ძიებით
გაირკვა, რომ იმდენად სურდა ცოლისთვის სიამოვნების მინიჭება, რომ მეუღლის მოთხოვნით,
უცნაური ნივთები შეიძინა, რაც მათ ფინანსურ მდგომარეობაზეც კი აისახა. იგი გრძნობდა, რომ
ცოტა ხნის წინ რომ შეხვედრილიყვნენ ერთმანეთს, ცოლი ზედაც კი არ შეხედავდა და არც პაემანზე
გაჰყვებოდა, რადგან უკვე თითქმის მთლიანად გამელოტებულიყო, ცოლი კი იმაზე გამხდარი და
მიმზიდველი იყო, ვიდრე ადრე. ●

ჰარისა და მისი მეუღლის მკურნალობის შესახებ მოგვიანებით ვისაუბრებთ.


ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევები, როგორც ჩანს, საკმაოდ ხშირია. აშშ-ში ჩატარებული
გამოკითხვის მიხედვით, მამაკაცთა 21% სრულად აკმაყოფილებდა ნაადრევი ეაკულაციის
კრიტერიუმებს, რაც მას მამაკაცებში ყველაზე გავრცელებულ სექსუალურ დისფუნქციად აქცევს
(Laumann et al., 1999). ამ სირთულეზე იმ მამაკაცთა დაახლოებით 60%-ც საუბრობს, ვინც სექსუალური
დისფუნქციის გამო პროფესიონალებს მიმართავს (Polonsky, 2000). (თუმცა ამ მამაკაცთა დიდი ნაწილი
ძირითად პრობლემად ერექციულ დისფუნქციას ასახელებს.) ერთ-ერთ კლინიკაში ნაადრევი ეაკულაცია
თერაპიისთვის მოსულ მამაკაცთა 16%-ის ძირითად ჩივილს წარმოადგენდა (Hawton, 1995).

ცხრილი N10.4. ნაადრევი ეაკულაციის კრიტერიუმები

A. ეაკულაციის მდგრადი ან განმეორებითი პატერნი, რომელიც თავს იჩენს პარტნიორთან სექსუალური


აქტივობისას ვაგინალური პენეტრაციიდან დაახლოებით 1 წუთის განმავლობაში და მანამ, ვიდრე
ინდივიდს სურს. შენიშვნა: მიუხედავად იმისა, რომ ნაადრევი ეაკულაციის დიაგნოზი არავაგინალური
სექსუალური აქტივობით დაკავებულ ინდივიდებზეც ვრცელდება, ამ აქტივობებისთვის არ არის
განსაზღვრული ხანგრძლივობის კონკრეტული კრიტერიუმი.

B. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომი, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში უნდა აღინიშნებოდეს


სექსუალური აქტივობის თითქმის ყველა ან ყველა (დაახლოებით შემთხვევათა 75%-100%)
შემთხვევაში (კონკრეტულ სიტუაციურ კონტექსტებში, ან თუ გენერალიზებულია, ყველა
კონტექსტში).

C. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესს იწვევენ ინდივიდში.

D. სექსუალური დისფუნქცია უკეთ არ აიხსნება არასექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობით,


ურთიერთობებით გამოწვეული მწვავე დისტრესით ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სტრესორით და ვერ
მიეწერება ნივთიერების/მედიკამენტის გამოყენების ეფექტს ან რაიმე სხვა სამედიცინო
მდგომარეობას.
დააზუსტეთ, რომელი ტიპია:
მთელი ცხოვრების მანძილზე
შეძენილი
24
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

დაზუსტეთ, რომელი ტიპია:


გენერალიზებული
სიტუაციური
წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

მართალია, DSM5-ში ნათქვამია, რომ ხანგრძლივობა დაახლოებით ერთ წუთზე ნაკლები უნდა იყოს,
ძალიან ძნელია „ნაადრევის“ განსაზღვრა. დროის ადეკვატური ხანგრძლივობა ეაკულაციამდე
ინდივიდუალურია. პატრიკმა და მისმა კოლეგებმა (2005) აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც
ნაადრევ ეაკულაციას უჩივიან, პენეტრაციიდან 1.8 წუთის შემდეგ აქვთ ეაკულაცია. თუმცა, ორგაზმზე
კონტროლის აღქმული არქონა, შესაძლოა, ნაადრევი ეაკულაციის გაცილებით მნიშვნელოვანი
ფსიქოლოგიური დეტერმინანტი იყოს (Wincze et al., 2008). მიუხედავად იმისა, რომ პერიოდულად
ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევები სრულიად ნორმალურია, კონსისტენტური ნაადრევი ეაკულაცია,
როგორც ჩანს, უპირატესად, გამოუცდელ მამაკაცებში გვხვდება, რომელთაც სექსის შესახებ ნაკლები
ცოდნა აქვთ (Laumann et al., 1999).

სექსუალური ტკივილის აშლილობა


მხოლოდ ქალებისთვის დამახასიათებელი სექსუალური დისფუნქცია სქესობრივი აქტის დროს
პენეტრაციასთან დაკავშირებულ სირთულეებს ან აქტის დროს მნიშვნელოვან ტკივილს გულისხმობს.
მას გენიტო-მენჯის ტკივილის/პენეტრაციის აშლილობა ჰქვია. ზოგ შემთხვევაში ქალს აქვს სექსის
სურვილი, აგზნებასა და ორგაზმსაც ადვილად აღწევს, მაგრამ პენეტრაციის მცდელობისას იმდენად
ძლიერის ტკივილი ეუფლება, რომ წყვეტს სექსუალურ ქცევას. სხვა შემთხვევებში აქტის დროს შესაძლო
ტკივლის მოლოდინით გამოწვეული შფოთვა და პანიკური შეტევაც კი შეიძლება აღინიშნებოდეს.
ამ აშლილობის ყველაზე უცნაური გამოვლინება ვაგინიზმია, როდესაც პენეტრაციის მცდელობისას
საშოს გარე მესამედში მდებარე მენჯის კუნთები უნებლიედ ძლიერად იკუმშება (Binik et al., 2007;
Kleinplatz et al., 2013). ვაგინიზმის სპაზმური რეაქცია პენეტრაციის ნებისმიერი მცდელობისას
შეიძლება აღმოცენდეს, გინეკოლოგიური გასინჯვისა და ტამპონის მოთავსების დროსაც კი (Beck, 1993;
Bradford & Meston, 2011). ქალები აღწერენ „პენეტრაციის მცდელობისას ჩახევის, წვისა და რღვევის“
შეგრძნებებს (Beck, 1993, გვ. 384). განვიხილოთ ჯილის შემთხვევა.

ჯილი . . . სექსი და სპაზმები

ჯილი ჩვენს კლინიკაში სხვა თერაპევტმა გამოუშვა, რადგან ჯერ ერთი წელიც არ იყო, რაც
ქორწინებაში იმყოფებოდა. 23 წლის ჯილი მიმზიდველი და მოსიყვარულე ცოლი იყო, რომელიც
მეუღლესთან ერთად პატარა სასტუმროს მართავდა და ბუღალტრადაც მუშაობდა. მიუხედავად
სხვადასხვა პოზაში უამრავი მცდელობისა, ჯილის ძლიერი ვაგინალური სპაზმები შეუძლებელს
ხდიდა რაიმე სახის პენეტრაციას. მას ტამპონის გამოყენებაც კი არ შეეძლო. ძალიან არ უნდოდა,
მაგრამ რაღაცნაირად ახერხებდა, რომ იშვიათად გაევლო გინეკოლოგიური შემოწმება. მეუღლესთან
მისი სექსუალური ქცევა ურთიერთმასტურბაციით შემოიფარგლებოდა და ზოგჯერ იმის უფლებას
აძლვდა, რომ ქმარს ეაკულაცია მის მკერდზე ჰქონოდა. ჯილი უარს ამბობდა ორალურ სექსზე.
მშფოთვარე ახალგაზრდა ქალი ისეთ ოჯახში იყო აღზრდილი, სადაც სექსთან დაკავშირებული
საკითხები იშვიათად განიხილებოდა, მშობლებს კი მრავალი წლის წინ შეეწყვიტათ სქესობრივი
ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ პეტინგი სიამოვნებდა, ჯილის ზოგადი დამოკიდებულება
სქესობრივი აქტისადმი ზიზღის მიღმა არ მიდიოდა. გარდა ამისა, მას შესაძლო ორსულობაც აშინებდა
მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ იცავდა თავს. ასევე, ფიქრობდა, რომ ბევრს ვერაფერს იზამდა
სრული სქესობრივი აქტის დროს და ასე შეირცხვენდა თავს მეუღლესთან. ●
25
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ცხრილი N10.5. გენიტო-მენჯის ტკივილის/პენეტრაციის აშლილობის კრიტერიუმები

A. მდგრადი ან განმეორებადი სირთულეები ქვემოთ მოცემულიდან ერთ (ან მეტ) აქტივობაში:

1. ვაგინალური პენეტრაცია სქესობრივი აქტის დროს;

2. მნიშვნელოვანი ვულვოვაგინალური ან მენჯის ტკივილი ვაგინალური აქტის ან პენეტრაციის


მცდელობის დროს;

3. ვულვოვაგინალური ან მენჯის ტკივილის მნიშვნელოვანი შიში ან შფოთვა ვაგინალური


პენეტრაციის მოლოდინის, მიმდინარეობისას ან შედეგად;

4. მენჯის ძირის კუნთების მნიშვნელოვანი დაძაბულობა ან მოჭერა ვაგინალური პენეტრაციის


მცდელობისას.

B. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მდგრადად ნარჩუნდება მინიმუმ დაახლოებით ექვსი თვის


განმავლობაში.

C. A კრიტერიუმში აღწერილი სიმპტომები მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესს იწვევენ ინდივიდში.

D. სექსუალური დისფუნქცია უკეთ არ აიხსნება არასექსუალური ხასიათის ფსიქიკური აშლილობით,


ურთიერთობებით გამოწვეული მწვავე დისტრესით ან რაიმე სხვა მნიშვნელოვანი სტრესორით და ვერ
მიეწერება ნივთიერების/მედიკამენტის გამოყენების ეფექტს ან რაიმე სხვა სამედიცინო
მდგომარეობას.
დააზუსტეთ, რომელი ტიპია:
მთელი ცხოვრების მანძილზე
შეძენილი
წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

მართალია, სხვადასხვა შერჩევაში ვაგინიზმის გავრცელების შესახებ ზუსტი მონაცემები არ


მოგვეპოვება, მიახლოებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქალების 6% უჩივის ამ მდგომარეობას (Bradford &
Meston, 2011). რაიმე სახის სექსუალური დისფუნქციის მქონე ქალთა 25%-ს აღენიშნება ვაგინიზმი
(Crowley, Richardson, & Goldmeir, 2006). ვინაიდან ვაგინიზმი და აქტის დროს ტკივილის შეგრძნება
მნიშვნელოვნად ფარავს ერთმანეთს ქალების შემთხვევაში, ეს ორი მდგომარეობა გაერთიანებულია და
DSM5-ში გენიტო-მენჯის ტკივილის/პენეტრაციის აშლილობის სახით არის წარმოდგენილი (Binik, 2010;
Bradford & Meston, 2011; Payne et al., 2005). აშშ-ში ჩატარებული გამოკითხვის შედეგების მიხედვით,
ქალების დაახლოებით 7%-ს აღენიშნება სექსუალური ტკივილის აშლილობის ესა თუ ის სახე. მათი დიდი
წილი ახალგაზრდა და ნაკლებად განათლებულ ქალებზე მოდის (Laumann et al., 1999). DSM-ში
აღნიშნულია, რომ ჩრდილოეთ ამერიკელ ქალთა 15%-ზე ოდნავ მეტი აქტის დროს განმეორებითი
ტკივილის არსებობაზე მიუთითებს.

სექსუალური ქცევის შეფასება


სექსუალური ქცევის შეფასება სამ ასპექტს მოიცავს (Wiegel, Wincze, & Barlow, 2002):
1. ინტერვიუები, რომლებსაც, როგორ წესი, უამრავი კითხვარიც ახლავს თან, ვინაიდან
პაციენტებმა, შესაძლოა, წერილობით გაცილებით მეტი რამ თქვან, ვიდრე ზეპირი
ინტერვიუს დროს;
2. სრული სამედიცინო შეფასება, რათა გამოირიცხოს მთელი რიგი სამედიცინო
მდგომარეობებისა, რომლებსაც თავისი წვლილი შეიძლება შეჰქონდეთ სექსუალურ
პრობლემებში;
26
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

3. ფსიქოფიზიოლოგიური შეფასება, რათა უშუალოდ გაიზომოს სექსუალური აგზნების


ფიზიოლოგიური ასპექტები.

ინტერვიუირება
ყველა კლინიცისტს, ვინც სექსუალური პრობლემების დიაგნოსტირების მიზნით ატარებს
ინტერვიუს, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული რამდენიმე გამოსადეგი დაშვება (Wiegel et al.,
2002; Wincze, 2009). მაგალითად, საკუთარი ქცევითა და ინტერვიუირების სტილით მუდმივად უნდა
აჩვენებდეს პაციენტს, რომ მისთვის კომფორტულია ამ თემებზე საუბარი და უხერხულობა არ ექმნება.
ვინაიდან ბევრმა პაციენტმა უბრალოდ არ იცის სხვადასხვა კლინიკური ტერმინი, რომელსაც
პროფესიონალები იყენებენ სექსუალური რეაგირების ციკლისა და სექსუალური ქცევის სხვადასხვა
ასპექტის აღსაწერად. კლინიცისტი ყოველთვის მზად უნდა იყოს პაციენტის ლექსიკონის (ჩვეული
სამეტყვენო ენის) გამოსაყენებლად და თან უნდა ახსოვდეს, რომ ტერმინების გამოყენებაც
ინდივიდუალურია და იცვლება კონკრეტული ადამიანის მიხედვით.
ქვემოთ მოცემულია კითხვების მაგალითები, რომლებსაც ჩვენს სექსუალობის კლინიკაში ნახევრად
სტრუქტურირებული ინტერვიუს მსვლელობისას ვსვამთ:

• როგორ აღწერდით სექსისადმი თქვენს ამჟამინდელ ინტერესს?


• არიდებთ თავს პარტნიორთან ერთად სექსუალური ქცევის განხორციელებას?
• გაქვთ სექსუალური ხასიათის ფანტაზიები?
• რა სიხშირით გაქვთ სქესობრივი აქტი?
• რა სიხშირით ეფერებით ან ეხუტებით ერთმანეთს სქესობრივი აქტის გარეშე?
• ოდესმე ყოფილხართ სექსუალური შეურაცხყოფის ან გაპატიურების ობიექტი, ან გქონიათ
სექსთან დაკავშირებული რაიმე სახის უარყოფითი გამოცდილება?
• გაქვთ ერექციის მიღწევასთან დაკავშირებული პრობლემები? (ან) გაქვთ ვაგინალური
ლუბრიკაციის მიღწევის ან შენარჩულების პრობელემა?
• ოდესმე გქონიათ ორგაზმის მიღწევის პრობლემა?
• ოდესმე განგიცდიათ სქესობრივ აქტივობასთან დაკავშირებული ტკივილი?
კლინიცისტმა ფრთხილად და წინდახედულად უნდა დასვას ეს კითხვები ისე, რომ პაციენტს
მაქსიმალურად გაუადვილოს პასუხების გაცემა. ინტერვიუს განმავლობაში, რომელიც დაახლოებით ორ
საათს გრძელდება, კლინიცისტი ურთიერთობის არასექსუალურ და ფიზიკური ჯანმრთელობის
საკითხებსაც ფარავს. ასევე, ნებისმიერი სახის დამატებითი ფსიქოლოგიური აშლილობების
არსებობასაც ამოწმებს. როცა ეს შესაძლებელია, ინტერვიუ პარტნიორთან ერთად, ერთდროულად
მიმდინარეობს.
პაციენტებმა შეიძლება გარკვეული ინფორმაციის დაწერა ამჯობინონ, როცა მზად არ არიან მასზე
სასაუბროდ, ამიტომ მათ მთელ რიგ კითხვარებს აძლევენ, რაც სექსუალური აქტივობისა და
სექსუალობისადმი დამოკიდებულებების გამოვლენაში ეხმარება კლინიცისტს.

სამედიცინო შემოწმება
ადამიანის სექსუალობაზე მომუშავე კლინიცისტები, როგორც წესი, ბევრ კითხვას სვამენ
სამედიცინო მდგომარეობების შესახებ, რომლებმაც გავლენა შეიძლება იქონიონ სექსუალურ
ფუნქციონირებაზე. სხვადასხვა წამალი, მათ შორის, ჰიპერტენზიის, შფოთვისა და დეპრესიის
სამკურნალოდ რეცეპტით დანიშნული ჩვეული მედიკამენტები, ხშირად აფერხებენ სექსუალურ
აგზნებასა და ფუნქციონირებას. ბოლო პერიოდში გადატანილი ქირურგიული ოპერაციები ან არსებული
სამედიცინო მდგომარეობები აუცილებლად უნდა შეფასდეს იმის მიხედვით, თუ როგორ ზემოქმედებენ
სექსუალურ ფუნქციონირებაზე. ხშირად ქირურგმა ან მკურნალმა ექიმმა შეიძლება არაფერი უთხრას
პაციენტს შესაძლო გვერდით ეფექტებზე, ან პაცენტმა შეიძლება არ უთხრას ექიმს, რომ სამედიცინო
27
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

პროცედურამ ან წამალმა ზემოქმედება მოახდინა სექსუალურ ფუნქციონირებაზე. კონკრეტული


სექსუალური დისფუნქციების, მაგალითად, ერექციული აშლილობის, მქონე მამაკაცები სექსუალობის
კლინიკაში მოსვლამდე ნამყოფნი არიან ხოლმე უროლოგთან − ექიმთან, რომელიც შარდ-სასქესო
სისტემის პრობლემებზე სპეციალიზირდება, ბევრი ქალი კი გინეკოლოგთან ვიზიტის შემდეგ მიმართავს
სექსოლოგს. ამ სპეციალისტებმა შეიძლება შეამოწმონ ადეკვატური სექსუალური
ფუნქციონირებისათვის საჭირო ჰორმონები და, მამაკაცების შემთხვევაში, ერექციული
რეაგირებისთვის აუცილებელი ვაზიკულარული ფუნქციონირებაც გადაამოწმონ.

ფსიქოფიზიოლოგიური შეფასება
ბევრი კლინიცისტი აფასებს, რამდენად შეუძლია ინდივიდს სხვადასხვა პირობაში სექსუალური
აგზნების მიღწევა. ამისათვის ძილისა და ღვიძილის მდგომარეობაში ფსიქოფიზიოლოგიური
მახასიათებლების გაზომვას იყენებენ. მამაკაცებში პენისის ერექცია უშუალოდ იზომება, რისთვისაც,
მაგალითად, ჩვენს კლინიკაში ე. წ. ფალომეტრი ანუ ფლეთისმოგრაფი, სხვა სიტყებით, პენისში სისხლის
მიმოქცევის საზომი2 მოვიფიქრეთ (Barlow, Becker, Leitenberg, & Agras, 1970). ეს მოწყობილობა ასე
მუშაობს: როდესაც პენისი დიდდება, მასზე შემოკრული რგოლი აფიქსირებს ცვლილებას და
პოლიგრაფზე იწერს. ყურადღება მიაქციეთ, რომ ინდივიდებმა ხშირად არაფერი იციან საკუთარი
აგზნების ამ შედარებით ობიექტური საზომების შესახებ. სწორედ ამიტომ არის, რომ ერთმანეთს არ
თანხვდება აგზნების შესახებ მათი მონათხრობი და ობიექტური გაზომვით მიღებული სურათი. ეს
განსვლა იზრდება ან მცირდება არსებული სექსუალური პრობლემის შესაბამისად. პენისის
რიგიდულობის გაზომვა ერექციული დისფუნქციის შემთხვევაშიც მნიშვნელოვანია, ვინაიდან საკმარისი
რიგიდულობის გარეშე ძლიერი ერექცია არ მიიღწევა, ასეთ
პირობებში კი შეუძლებელია აქტის განსახორციელება
(Wiegel et al., 2002).
ქალებისთვის ანალოგიურ მოწყობილობას ვაგინალური
ფოტოპლეთისმოგრაფი ეწოდება, რომელიც ჯეიმს გიარმა
და მისმა კოლეგებმა გამოიგონეს (Geer, Morokoff, &
Greenwood, 1974; Prause & Janssen, 2006; Rosen & Beck,
1988). ის ტამპონზე პატარაა და საშოში თავსდება. მის
თავზე მოთავსებული სინათლის წყაროდან გამოსული
სინათლე საშოს კედლებზე აირეკლება. არეკლილი რეი ნოზენი (მარცხნივ) და გეილი ბეკი
სინათლის რაოდენობას მოწყობილობის გვერდებზე (მარჯვნივ) პირველები იყვნენ, ვინც
სექსუალური აგზნების ფსიქოფიზიოლოგიური
არსებული ორი მგრძნობიარე ფოტორეცეპტორი გამოვლინებები იკვლიეს.
აფიქსირებს. ვინაიდან საშოს კედლების სისხლით
მომარაგება მატულობს აგზნების დროს, აგზნების
მატებასთან ერთად მცირდება მათზე არეკლილი სინათლის
ოდენობა.
როგორც წესი, ჩვენს კლინიკაში მოსული ადამიანები
ფიზიოლოგიურ შეფასებას 2-5 წუთიანი ეროტიკული
ვიდეოჩანაწერის ყურების ან აუდიოჩანაწერის მოსმენისას
გადიან (მაგალითისთვის იხ. Bach, Brown, & Barlow, 1999;
Weisburg, Brown, Wincze, & Barlow, 2001). ამ დროის
განმავლობაში ფსიქოფიზიოლოგიურად ფასდება ჯონ უინზი (მარცხნივ) და მაიკლ კერი
(მარჯვნივ) სექსუალური დისფუნქციების
პაციენტის სექსუალური რეაგირება, რისთვისაც ზემოთ მკურნალობისადმი ახალი მიდგომების
აღწერილ ფალომეტრს ან ფოტოპლეთისმოგრაფს ავტორების არიან.
ვიყენებთ. პაციენტები სექსუალური აგზნების

2
Penile strain gauge
28
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ინტენსივობის შესახებ საკუთარ სუბიექტურ გამოცდილებასაც გვიზიარებენ. ასეთი შეფასება


კლინიცისტებს იმ პირობებზე გულდასმით დაკვირვების საშუალებას აძლევს, რომელშიც პაციენტს
შეუძლია აგზნების მიღწევა. მაგალითად, ფსიქოლოგიური მიზეზებით გამოწვეული სექსუალური
დისფუნქციების მქონე ბევრ პაციენტს შეუძლია, ლაბორატორიაში მიაღწიოს ძლიერ აგზნებას, მაგრამ
ვერაფერს ახერხებს პარტნიორთან (Bancroft, 1997; Bradford & Meston, 2011; Sakheim, Barlow,
Abrahamson, & Beck, 1987).

ცნებების შემოწმება 10.1

განსაზღვრეთ, რომელ სექსუალურ დისფუნქციასთან გვაქვს საქმე.

1. მას შემდეგ, რაც ბობის საფეხბურთო გუნდმა ჩემპიონატი მოიგო, ბობს სექსისადმი ინტერესი მკვეთრად
შეუმცირდა. ყველა მისი აზრი და ფანტაზია ფეხბურთსა და შემდეგი სეზონის მოგებას შეეხებოდა,
ცოლი კი წასვლით ემუქრებოდა. როგორც ჩანს, ბობი, სავარაუდოდ, ავლენდა (ა) მამაკაცის
ჰიპოაქტიურ სექსუალური სურვილის აშლილობას, (ბ) ვაგინიზმს, (გ) პენისის რკალს ან (დ) მამაკაცის
ორგაზმულ აშლილობას.

2. კელის სინამდვილეში სულაც არ სურდა სექსი. ის მხოლოდ იმიტომ კავდებოდა სექსით, რომ გრძნობდა,
სხვაგვარად ქმარს შეიძლებოდა მიეტოვებინა. კელის აწუხებს (ა) სექსუალური დაუცველობის განცდა,
(ბ) ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობა, (გ) მოწყენილობა ან (დ) ქალის სექსუალური
ინტერესის/აგზნების აშლილობა.

3. ალექსი ეაკულაციას ვერ აკონტროლებს. უმრავლეს შემთხვევაში პენეტრაციიდან რამდენიმე წამში


დგება ეაკულაცია. იგი იტანჯება (ა) ერექციული აშლილობით, (ბ) სტრესით, (გ) ნაადრევი ეაკულაციით
ან (დ) ორივეთი − (ა) და (ბ) − ერთად.

4. სამანტა იმიტომ მივიდა კლინიკაში, რომ ორგაზმის მიღწევას ვერ ახერხებდა. მას უყვარს მეუღლე,
მაგრამ აღარ არის სექსის ინიციატორი. სავარაუდოდ, მას აქვს (ა) ქალის ორგაზმული აშლილობა ,(ბ)
ქალის სექსუალური ინტერესის/აგზნების აშლილობა, (გ) ვაგინიზმი ან (დ) არ მოსწონს საკუთარი ქმარი.

სექსუალური დისფუნქციის მიზეზები და მკურნალობა


აშლილობების უმრავლესობის მსგავსად, სექსუალური დისფუნქციის განვითარებაში ბიოლოგიური,
ფსიქოლოგიური და სოციალური ფაქტორები მონაწილეობენ და ამ პრობლემებს ფსიქოლოგიური ან
სამედიცინო მიდგომით მკურნალობენ.

სექსუალური დისფუნქციის მიზეზები


ცალკეული სექსუალური დისფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იშვიათად გვხვდება.
როგორც წესი, პაციენტი სექსუალობის კლინიკაში სექსუალური პრობლემების ფართო სპექტრის
შესახებ ჩივილებით შემოდის, თუმცა რომელიმე ერთი მათგანი ყველაზე მეტად შეიძლება აწუხებდეს
(Rosen, 2007; Wincze, 2009). ამას წინათ 45 წლის მამაკაცი მოვიდა ჩვენთან კლინიკაში, რომელსაც
ბოლო 10 წლის განმავლობაში არაფერი აწუხებდა. ის მაშინ მოვიდა ჩვენთან, როდესაც სამსახურში
ძალიან დატვირთული იყო და კარიერის განმსაზღვრელი სერიოზული სალიცენზიო გამოცდისთვის
ემზადებოდა. მას შემთხვევათა დაახლოებით ნახევარში ერექციული დისფუნქცია დაეწყო და სწრაფად
პროგრესირდა შემთხვევათა 80%-მდე. ამასთან, მან თქვა, რომ ვერ აკონტროლებდა ეაკულაციას და
ხშირად პენეტრაციამდეც კი აღწევდა მას ნახევრად ერეგირებული პენისით. ბოლო 5 წლის
განმავლობაში სრულად დაკარგვოდა სექსისადმი ინტერესი და კლინიკაშიც მხოლოდ ცოლის
დაჟინებული თხოვნით მოვიდა. ამგვარად, ამ მამაკაცს ერთდროულად აღენიშნებოდა ერექციული
დისფუნქცია, ნაადრევი ეაკულაცია და დაქვეითებული სექსუალური სურვილი.
ვინაიდან ასეთი კომბინაცია ხშირად გვხვდება, ქვემოთ სხვადასხვა სექსუალური დისფუნქციის
შესაძლო მიზეზებზე ვისაუბრებთ და მოკლედ მიმოვიხილავთ ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და
29
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სოციალური გავლენების წვლილს. ასევე, დავაკონკრეტებთ იმ მიზეზობრივ ფაქტორებს, რომლებიც,


ითვლება, რომ მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტულ დისფუნქციას უკავშირდება.

ბიოლოგიური გავლენა
ზოგიერთ ფიზიკურ და სამედიცინო მდგომარეობებს თავისი წვლილი შეაქვთ სექსუალური
დისფუნქციის განვითარებაში (Basson, 2007; Bradford & Meston, 2011; Rosen, 2007; Wincze et al., 2008).
მიუხედავად იმისა, რომ ეს არც არის გასაკვირი, სამწუხაროდ, პაციენტთა უმრავლესობამ და
ჯანდაცვის სფეროში დასაქმებულმა ბევრმა პროფესიონალმაც კი არაფერი იცის ამ კავშირის შესახებ.
ნერვულ სისტემაზე მოქმედმა ისეთმა ნევროლოგიურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა,
როგორიცაა დიაბეტი და თირკმლის დაავადება, შესაძლოა, უშუალოდ იმოქმედოს სექსუალურ
ფუნქციონირებაზე − დააქვეითოს მგრძნობელობა გენიტალურ არეში. შესაბამისად, ეს დაავადებები
მამაკაცის ერექციული აშლილობის ყველაზე გავრცელებულ მიზეზს წარმოადგენენ (Rosen, 2007;
Wincze, 2009). ფელდმანი და მისი კოლეგები (1994) აღნიშნავენ, რომ დიაბეტის მქონე მამაკაცთა 28%-
ს სრული ერექციული მარცხი აღენიშნებათ. სექსუალური დისფუნქციის უმთავრესი გამომწვევი მიზეზი
სისხლძარღვთა დაავადებაა, ვინაიდან ერექცია მამაკაცში და ვაგინალური ლუბრიკაცია ქალებში
სათანადო ოდენობის სისხლის ნაკადზეა დამოკიდებული. მამაკაცებში სისხლის მიწოდებასთან
დაკავშირებული ორი პრობლემაა ვენური გაჟონვა (სისხლი საკმარისზე სწრაფად გამოედინება პენისის
სისხლძარღვებიდან და ამიტომ ვერ ხერხდება ერექციის შენარჩუნება) და არტერიული უკმარისობა
(არტერიების შევიწროვება), რომლის გამოც სისხლი საკმარისად ვერ მიეწოდება პენისს (Wincze &
Carey, 2001).
სექსუალურ ფუნქციონირებაზე ირიბად ქრონიკული დაავადებაც შეიძლება ზემოქმედებდეს.
მაგალითად, არც ისე იშვიათია, რომ ინდივიდები, რომლებსაც გულის შეტევა აქვთ გადატანილი,
სიფრთხილით ეკიდებოდნენ სექსუალური აქტივობისთვის საჭირო ფიზიკურ დატვირთვას. მიუხედავად
ექიმების დარწმუნებისა, რომ სექსუალური აქტივობა სრულიად უსაფრთხოა მათთვის, ისინი ხშირად
მაინც ვერ ახერხებენ აგზნების მიღწევას (Cooper, 1988). ასევე, ხშირად ერთად გვხვდება კორონარული
არტერიული დაავადება და სექსუალური დისფუქნცია. დღეისათვის რეკომენდებულია, რომ მამაკაცები,
რომლებიც ერექციულ დისფუნქციას უჩივიან, გულსისხლძარღვთა დაავადებაზეც უნდა შემოწმდნენ
(Jackson, Rosen, Kloner, & Kostis, 2006).
სექსუალური დისფუნქციის ძირითადი მიზეზი დანიშნული
მედიკამენტებია. მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ
დანიშნული წამლები, პროპრანოლოლის ჩათვლით, რომლებსაც
ანტიჰიპერტენზიურ მედიკამენტებს უწოდებენ, ბეტა-
ბლოკატორების ჯგუფს განეკუთვნებიან და თავისი წვლილი
შეაქვთ სექსუალური დისფუნქციის განვითარებაში. სეროტონინის ერექციული დისფუნქცია:
კლარკი
სელექციური უკუმიტაცების ინჰიბიტორი (SSRI) ანტიდეპრესანტი
„აგზნების მიღწევის პროცესში
და სხვა ანტიდეპრესიული და ანტიშფოთვითი წამლები, ასევე, უცბად ყველაფერი მთავრდება
შეიძლება ზემოქმედებდნენ სექსუალურ სურვილსა და აგზნებაზე და საერთოდ ვერაფერს ვიგებ.
ამ ყველაფერს დეპრესიული
ქალებსა და მამაკაცებში (Balon, 2006; Kleinplatz et al., 2013). მთელი აზრები მოჰყვება, მათ შორის
რიგი წამლებისა, განსაკუთრებით ფსიქოაქტიური მედიკამენტები, მარცხის შიში. ხოდა, ვიწყებ
შესაძლოა, აქვეითებდნენ სექსუალურ სურვილსა და აგზნებას, იმის თქმას, რომ ეს იმიტომ
მემართება, რომ მარცხის
ვინაიდან მათი მოქმედება თავის ტვინში გარკვეული სახის მეშინია და არ მინდა,
სეროტონინის დონის ცვლილებაზეა მიმართული. სექსუალური შევრცხვე. მართლა ძალიან
ძნელია ამასთან ემოციურად
დისფუნქცია, კერძოდ, დაქვეითებული სექსუალური სურვილი და გამკლავება... რაც მეტ ცუდს
აგზნების სირთულეები, ისეთი SSRI ანტიდეპრესანტების ყველაზე ვფიქრობს საკუთარ თავზე,
მით მეტად შენელებული ვარ
ფართოდ გავრცელებული გვერდითი ეფექტია, როგორიცაა
სექსუალურად და ზოგჯერ
პროზაკი (იხ. VII თავი). ამიტომ იმ ადამიანთა დაახლოებით 80%, მასკულინობის დაკარგვად
ვინც იღებს ამ მედიკამენტს, შეიძლება გარკვეული ხარისხის აღვიქვამ ამას.“
30
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სექსუალურ დისფუნქციას უჩიოდეს. თუმცა 50%-თან მიახლოებული შეფასება უფრო რეალისტურად


გამოიყურება (Balon, 2006; Montejo-Gonzalez et al., 1997). ზოგიერთმა ადამიანმა იცის, რომ ალკოჰოლი
თრგუნავს სექსუალურ აგზნებას, მაგრამ არ იციან, რომ ისეთი ნარკოტიკების უმრავლესობა,
როგორიცაა კოკაინი და ჰეროინი, ასევე, ხშირად იწვევს სექსუალურ დისფუნქციას აქტიურ
მომხმარებლებში (Cocores, Miller, Pottash, & Gold, 1988; Macdonald, Waldorf, Reinarman, & Murphy,
1988). კოკორესის გუნდის მიერ წარმოებულ კვლევაში ზოგიერთი პაციენტი ალკოჰოლსაც ბოროტად
მოიხმარდა.
არსებობს მცდარი მოსაზრება, რომ ალკოჰოლი ხელს უწყობს სექსუალურ აგზნებასა და ქცევას.
რეალურად რაც ხდება, არის ის, რომ ალკოჰოლის მცირე და ზომიერი დოზა სოციალურ თავშეკავებას
ამცირებს და ადამიანები მეტად თავისუფლად გამოთქვამენ სექსის ქონის სურვილს (და, ალბათ, უფრო
მზად არიან, რომ მოითხოვონ კიდეც) (Wiegel, Scepkowski, & Barlow, 2006). ფიზიკური თვალსაზრისით
თუ შევხედავთ, ალკოჰოლი ცენტრალური ნერვული სისტემის სუპრესანტია (შემაკავებელი,
დამთრგუნველი ზემოქმედებ აქვს). ამიტომ მამაკაცებისთვის ერექციისა და ქალებისთვის ვაგინალური
ლუბრიკაციის მიღწევა გაცილებით რთულია მაშინ, როდესაც ცენტრალური ნერვული სისტემა
დათრგუნულია (Schiavi, 1990). ალკოჰოლის დიდი რაოდენობით ქრონიკულად მოხმარებამ შეიძლება
პერმანენტური ნევროლოგიური დაზიანება გამოიწვიოს და, ფაქტობრივად, ამოშალოს სექსუალური
რეაგირების ციკლი. ასეთმა მოხმარებამ ღვიძლისა და სათესლე ჯირკვლების დაზიანებამდე შეიძლება
მიიყვანოს ადამიანი, რასაც, თავის მხრივ, ტესტოსტერონის დონის დაწევა და, აქედან გამომდინარე,
სექსუალური სურვილისა და აგზნების დაქვეითება მოსდევს თან. ალკოჰოლის ამგვარი ორმაგი ეფექტის
(სოციალური განმუხრუჭება და ფიზიკური შეკავება) შესახებ შექსპირის დროიდან არის ცნობილი:
„სურვილს ბადებს, მაგრამ აქრობს მოქმედებას“ („მაკბეტი“, II მოქმედება, III სურათი, 29).
ქრონიკულმა ალკოჰოლიზმმა შვილოსნობის პრობლემებიც შეიძლება გამოიწვიოს ქალებსა და
მამაკაცებში (Malatesta & Adams, 2001). ფაჰრნერმა (Fahrner, 1987) მამაკაც ალკოჰოლიკებში
სექსუალური დისფუნქციის გავრცელება იკვლია და აღმოაჩინა, რომ მათ 75%-ს ერექციული
დისფუნქცია, დაქვეითებული სექსუალური სურვილი და ნაადრევი ან გადავადებული ეაკულაცია
აწუხებდა.
ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ კოკაინი ან მარიხუანა აძლიერებს სექსუალურ სიამოვნებას.
მიუხედავად იმისა, რომ მცირე რამ არის ცნობილი მარიხუანას ეფექტების შესახებ მის მომხარებლებში,
ნაკლებად მოსალოდნელია, რომ ქიმიური ეფექტი აძლიერებდეს სიამოვნებას. ინდივიდებთან,
რომლებიც სექსუალური სიამოვნების გაძლიერებაზე საუბრობენ (და ბევრი არაფერს ამბობს ამაზე),
ეფექტი ფსიქოლოგიური შეიძლება იყოს, ვინაიდან მათი ყურადღება მეტად და უფრო სრულად არის
კონცენტრირებული სენსორულ სტიმულაციაზე (Buffum, 1982), რაც, თავის მხრივ, ჯანსაღი
სექსუალური ფუნქციონირების მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ წარმოსახვისა
და ყურადღების კონცენტრაცია ისეთი არამედიკამენტური პროცედურებით შეიძლება გავაძლიეროთ,
როგორიცაა მედიტაცია. ამ დრო ადამიანი, მინიმალური დისტრაქტორების პირობებში, რაღაც
კონკრეტულზე ახდენს კონცენტრაციას. და ბოლოს, მკვლევართა ჯგუფის (Mannino, Klevens, &
Flanders, 1994) ერთ-ერთ ანგარიშში, არმიის 4000 ვეტერანის შესწავლის საფუძველზე ნათქვამია, რომ
მხოლოდ სიგარეტის მოწევაც კი ასოცირდება მომატებულ ერექციულ დისფუნქციასთან ისეთი
ფაქტორების გაკონტროლების პირობებში, როგორიცაა ალკოჰოლი და სისძარღვთა დაავადება (Wincze
et al., 2008).

ფსიქოლოგიური გავლენა
სექსის მკვლევართა და თერაპევტთა უმრავლესობა წლების განმავლობაში ფიქრობდა, რომ
სექსუალური დისფუნქციების ძირითადი მიზეზი შფოთვა იყო (მაგალითისთვის იხ. Kaplan, 1979;
Masters & Johnson, 1970). შფოთვის როლისა და სექსუალური ფუნქციონირების შეფასებისას ჩვენს
ლაბორატორიაში აღმოვაჩინეთ, რომ საქმე ასე მარტივად არ არის. გარკვეულ პირობებში შფოთვა
ზრდის სექსუალურ აგზნებას (Barlow, Sakheim, & Beck, 1983). ჩვენ დავგეგმეთ ექსპერიმენტი,
31
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

რომელშიც ახალგაზრდა, სექსუალურად ფუნქციური მამაკაცების ერთი და იგივე ჯგუფი სამ


სხვადასხვა პირობაში უყურებდა ეროტიკულ ფილმს. ფილმის დაწყებამდე ყველა მონაწილეს მხარზე
უვნებელი, მაგრამ მეტ-ნაკლებად მტკივნეული ელექტროშოკი მიეწოდებოდა. ამის შემდეგ
მოქმედებასთან დაკავშირებული შფოთვის იმ ნაირსახეობების რეპლიკაციას ვცდილობდით, რომლებიც
მამაკაცებს სექსუალური ურთიერთქმედებისას შეიძლებოდა განეცადათ. პირველ პირობაში, რომელიც
საკონტროლო პირობას წარმოადგენდა, მონაწილეებს სთხოვდნენ, მოდუნებულიყვნენ და ფილმით
ესიამოვნათ, ელექტროშოკის ყოველგვარი მოლოდინის გარეშე. მეორე პირობაში კვლევის მონაწილეებს
ეუბნებოდნენ, რომ 60% იყო შანსი იმისა, რომ ეროტიკული ფილმის ყურებისას რაღაც მომენტში
ელექტროშოკს მიიღებდნენ განურჩევლად იმისა, თუ რას მოიმოქმედებდნენ (განუპირობებელი შოკის
საფრთხე). მესამე პირობაში, რომელიც ყველაზე მეტად ჰგავდა ზოგი ადამიანის მიერ განცდილ
შესრულების/მოქმედებასთან დაკავშირებულ შფოთვას, კვლევის მონაწილეთა ჯგუფს ეუბნებოდნენ,
რომ 60% იყო ელექტროშოკის მიღების შანსი იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერექციის ისეთივე საშუალო
დონეს ვერ მიაღწევდნენ, როგორც წინა მონაწილეები (პირობითი შოკის საფრთხე). მიუხედავად იმისა,
რომ მონაწილეები სრული დარწმუნებით მოელოდნენ, არც ერთ პირობაში არანაირი ელექტროშოკის არ
მიუწოდებიათ არავისთვის.
შედეგები წარმოდგენილია სურათი N10.4. როგორც ხედავთ, უპირობო შოკის საფრთხის პირობა
ზრდის სექსუალურ აგზნებას, საკონტროლო პირობასთან შედარებით. თუმცა, გაცილებით
მოულოდნელი და გასაკვირი იყო, რომ პირობითი შოკის საფრთხის პირობაში (რომელშიც მონაწილეებს
ეუბნეოდნენ, რომ შემთხვევათა 60%-ში ელექტროშოკს მიიღებდნენ, თუ ვერ მიაღწევდნენ სათანადო
აგზნებას) კიდევ მეტად მნიშვნელოვნად გაიზარდა სექსუალური რეაქცია, ვიდრე საკონტროლო
პირობაში. ანალოგიური შედეგები აჩვენა ქალების კვლევამ (Hoon, Wincze, & Hoon, 1977; Palace, 1995;
Palace & Gorzalka, 1990), რომელშიც ოდნავ განსხვავებული ექსპერიმენტული პარადიგმა ჰქონდათ და
ვაგინალურ ფოტოპლეთისმოგრაფს იყენებდნენ (Wiegel, Scepkowski, & Barlow, 2006).
ამ წინააღმდეგობრივ შედეგებს გარკვეული პარალელები ლაბორატორიის მიღმაც მოეძებნებათ.
ერთ-ერთ უჩვეულო და უცნაურ ანგარიშში
(Sarrel & Masters, 1982) აღწერილია
პენისის გარშემოწერილობის ცვლილება საწყისი დონიდან

პირობითი შოკის საფრთხე


უპირობო შოკის საფრთხე მამაკაცების უნარი, სექსუალურად
შოკის საფრთხის არარსებობა
ადეკვატურად იფუნქციონირონ ფიზიკური
ზიანის მიყენების საფრთხის პირობებში. ეს
მამაკაცები ქალების მხრიდან ჯგუფური
გაუპატიურების მსხვერპლები იყვნენ,
რომლებიც მოგვიანებით აღნიშნავდნენ, რომ
მათ შეეძლოთ ერექციის მიღწევა და
რამდენიმე სქესობრივი აქტის
განხორციელება მიუხედავად იმისა, რომ
დანებითა და სხვა იარაღებით
ემუქრებოდნენ მარცხის შემთხვევაში.
ცხადია, რომ ისინი ძალიან შფოთავდნენ,
თუმცა, როგორც თავად აღნიშნეს, ამით
(მმ)

სინათლის ჩაქრობის
დროის შუალედი
სიგნალი მათი სექსუალური ქცევა არ გაუარესებულა.
თუ შფოთვა აუცილებლობით არ
• სურათი N10.4. შესრულების შფოთვა და სექსუალური აგზნება ამცირებს სექსუალურ აგზნებასა და
მამაკაცებში. სურათზე ნაჩვენებია მამაკაცის სექსუალური
ეფექტიან ქცევას, მაშინ რა ამცირებს? ამ
აგზნების საშუალო ცვლილება (პენისის გარშემოწერილობის
ცვლილება) სამიდან თითოეულ პირობაში. დროის შუალედი 10 კითხვაზე, ნაწილობრივ, პასუხია
წამიან შუალედებს გულისხმობს (წყაროდან Barlow, D. H., Sakheim, D. ყურადღების გაფანტვა (დისტრაქცია). ერთ-
K., & Beck, J. G. [1983]. Anxiety increases sexual arousal. Journal of Abnormal
ერთ ექსპერიმენტში მონაწილეები თან
Psychology, 92, 49–54.)
32
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ეროტიკულ ფილმს უყურებდნენ და თან ყურსასმენებში ამბავს უსმენდნენ. ამასთან, იცოდნენ, რომ
მოგვიანებით მოაყოლებდნენ და შეამოწმებდნენ, რამდენად ყურადღებით უსმენდნენ ამ ამბავს.
სექსუალურად ფუნქციურ მამაკაცებს მაშინ დაუფიქსირდათ მნიშვნელოვნად ნაკლები (ფალომეტრით
გაზომილი) აგზნება, როდესაც ყურსასმენებში მოწოდებულ ამბავს უსმენდნენ, იმ სიტუაციასთან
შედარებით, როდესაც ყურადღება არ ჰქონდათ გაფანტული ყურსასმენებში მიწოდებული ნარატივით
(Abrahamson, Barlow, Sakheim, Beck, & Athanasiou, 1985). ეს არ გაუკვირდება არც ერთ მამაკაცს,
რომელსაც არასასურველი აგზნების თავიდან ასაცილებლად ერთხელ მაინც უცდია ბეისბოლის
ქულებზე ან რაიმე სხვა არასექსუალურ საკითხზე კონცენტრირება. ერექციული დისფუნქციის მქონე
მამაკაცები, რომელთა შემთხვევაშიც ფიზიკურ დაავადებასთან დაკავშირებული პროცესები
გამოირიცხა, მეტ-ნაკლებად განსხვავებულად რეაგირებდნენ, ვიდრე ფუნქციური მამაკაცები როგორც
შოკის საფრთხის, ისე − დისტრაქციის პირობაში. როგორც ჩანს, შოკის საფრთხით გამოწვეული შფოთვა
(„დენს დაგარტყამთ, თუ ვერ აღიგზნები“) დისფუნქციურ მამაკაცებში ამცირებს სექსუალურ აგზნებას.
გაიხსენეთ, რომ საპირისპიროა მართებული ნორმალურად ფუნქციონირებადი მამაკაცების
შემთხვევაში. ამის საწინააღმდეგოდ, აბრამსონისა და კოლეგების (1985) ექსპერიმენტში შექმნილი
ნეიტრალური დისტრაქციის პირობები არ აქვეითებს აგზნებას დისფუნქციურ მამაკაცებში. ეს
დამაბნეველი აღმოჩენაა.
ასევე, მნიშვნელოვანია ორ სხვადასხვა ექსპერიმენტში მიღებული შედეგები. ერთი კვლევა აჩვენებს,
რომ ერექციული დისფუნქციის მქონე პაციენტები მუდმივად ნაკლებად აფასებენ საკუთარი აგზნების
რეალურ დონეს. ეს ნიშნავს იმას, რომ (ფალომეტრით შეფასებული) აგზნების ერთსა და იმავე დონეზე
მყოფი მამაკაცებიდან ისინი, ვისაც ერექციული დისფუნქცია აქვთ, გაცილებით ნაკლებ აგზნებას
აფიქსირებენ, ვიდრე ფუნქციური მამაკაცები (Sakheim et al., 1987). ეს, როგორც ჩანს, დისფუნქციური
ქალებისთვისაც მართებულია (Meston & Gorzalka, 1995; Morokoff & Heiman, 1980; Wiegel et al., 2006).
მეორე შედეგის მიხედვით, დადებითი და უარყოფითი გუნება-განწყობილების გამოწვევა მხიარული და
სევდიანი მუსიკის გამოყენებით, ამცირებს სექსუალურ აგზნებას (Mitchell, DiBartolo, Brown, & Barlow,
1998). მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ აღწერილი ორიგინალური კვლევები, უმეტესწილად,
მამაკაცებზეა ჩატარებული, ვინაიდან ფალომეტრი უფრო ადრე შეიქმნა, შემდგომში ქალებზე
წარმოებულმა კვლევებმაც მსგავში შედეგები აჩვენა (Bradford & Meston, 2006).
როგორ უნდა გავიგოთ ექსპერიმენტებში მიღებული კომპლექსური შედეგები სექსუალური
დისფუნქციების ფსიქოლოგიური პერსპექტივიდან ახსნისათვის? ფაქტობრივად, შესრულების3
შფოთვის ცნება რამდენიმე კომპონენტად უნდა დავშალოთ. ერთი კომპონენტია აგზნება, მეორე −
კოგნიტური პროცესები, მესამე კი − ნეგატიური აფექტი (Wiegel et al., 2006; Wincze et al., 2008).
როდესაც სექსუალური ურთიერთობის შესაძლებლობის წინაშე დგებიან, დისფუნქციური
ინდივიდები უარესს მოელიან და შექმნილ სიტუაციას შედარებით უარყოფითად და უსიამოვნოდ
მიიჩნევენ (Weisburg et al., 2001). ისინი, რამდენადაც შესაძლებელია, თავს არიდებენ ნებისმიერი სახის
სექსუალური მანიშნებლების შემჩნევასა და გაცნობიერებას (და, მაშასადამე, წარმოდგენა არ აქვთ,
რამდენად აგზნებულნი არიან ფიზიკურად და, შესაბამისად, იმაზე ნაკლებად აფასებენ საკუთარ
აგზნებას, ვიდრე რეალურად არიან). მათ ყურადღება ისეთი ნეგატიური აზრებითაც ეფანტებათ,
როგორიცაა „თავის გასულელებას ვაპირებ: ვერასოდეს შევძლებ წესიერად აგზნებას; ის იფიქრებს, რომ
სულელი ვარ.“ როგორც ვიცით, აგზნების მატებასთან ერთად, ადამიანის ყურადღება უფრო
ინტენსიურად და უწყვეტად ახდენს ფოკუსირებას, მაგრამ მისთვის, ვინც უარყოფით აზრებზე
ფოკუსირდება, შეუძლებელი ხდება სექსუალური აგზნების მიღწევა.
სექსუალურად ნორმალურად ფუნქციონირებადი ადამიანები სექსუალურ სიტუაციაზე დადებითად
რეაგირებენ. ისინი ყურადღებას ეროტიკულ მანიშნებლებზე წარმართავენ და დისტრაქტორები ვერ
იქცევს მათ ყურადღებას. აგზნებასთან ერთად, კიდევ მეტად ძლიერად კონცენტრირდებიან სექსუალურ
და ეროტიკულ მანიშნებლებზე და საკუთარ თავს კიდევ მეტად აგზნების უფლებას აძლევენ. სურათი

3
Performance
33
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

N10.5 წარმოდგენილი მოდელი ფუნქციურ და დისფუნქციურ სექსუალურ აგზნებას ასახავს (Barlow,


1986, 2002). აღწერილი ექსპერიმენტები გვიჩვენებს, რომ სექსუალურ აგზნებას მნიშვნელოვნად
განაპირობებენ ფსიქოლოგიური, კერძოდ, კოგნიტური და ემოციური ფაქტორები. ეს ორი ფაქტორი
საკმარისად მძლავრია იმისათვის, რომ განსაზღვრონ, მიეწოდება თუ არა სისხლის ნაკადის საჭირო
ოდენობა სხეულის სათანადო ნაწილებს, ვთქვათ, გენიტალიებს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს
ფსიქოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორების მჭიდრო ურთიერთქმედებას ჩვენი ფუნქციონირების
უმრავლეს სფეროში.

ფუნქციურები დისფუნქციურები
(დადებითი უკუკავშირის წრე) სექსუალური შესრულების ექსპლიციტური ან (უარყოფითი უკუკავშირის წრე)
იმპლიციტური მოთხოვნები, მაგ., დამყოლი
პარტნიორი ან სხვა კონტექსტები, რომელსაც
შესრულების სოციალურ მოლოდინამდე
მივყავართ

დადებითი აფექტი განრიდე უარყოფითი აფექტი


მიახლო
და მოლოდინები, აგზნების ბა და მოლოდინები, აგზნების
ება
ზუსტი შეფასება, კონტოლის არაზუსტი და ნაკლებად
განცდა შეფასება, კონტოლის განცდის
უქონლობა

ყურადღების ფოკუსი
ყურადღების ფოკუსი სექსის ვერ ქონის სოციალურ
ეროტიკულ მანიშნებლებზე შედეგებზე ან სხვა
არაეროტიკულ საკითხებზე

მომატებული ავტონომიური მომატებული ავტონომიური


აგზნება აგზნება

მზარდად ეფექტიანი მზარდად არაეფექტიანი


ყურადღების ფოკუსი ყურადღების ფოკუსი მარცხზე
ეროტიკულ მანიშნებლებზე და ა. შ.

ფუნქციური დისფუნქციური
შესრულება შესრულება

• სურათი N10.5. ფუნქციური და დისფუნქციური სექსუალური აგზნების მოდელი. (ადაპტირებულია წყაროდან Barlow, D. H.
[1986]. Causes of sexual dysfunction: The role of anxiety and cognitive interference. Journal of Consulting and Clinical Psychology, 54, 140–148.)

ამრიგად, ნორმალურად ფუნქციონირებადი ინდივიდების სექსუალური აგზნება იმატებს


„შესრულების მთხოვნის“ პირობებში. ისინი განიცდიან დადებით აფექტს, ყურადღება არ ეფანტებათ
არასექსუალური სტიმულებით და კარგად იციან, რამდენად აგზნებულნი არიან. სექსუალური
პრობლემების, მაგალითად, მამაკაცებში ერექციული დისფუნქციების, მქონე ადამიანების აგზნება
მცირდება შესრულების მოთხოვნის პირობებში. ისინი განიცდიან უარყოფით აფექტს, არასექსუალური
სტიმულები ადვილად იპყრობენ მათ ყურადღებას და ზუსტად ვერ აფასებენ საკუთარი აგზნების დონეს.
როგორც ჩანს, ეს პროცესი მართებულია სექსუალური დისფუნქციების უმრავლესობისთვის,
რომლებიც, შეგახსენებთ, რომ ერთდროულად იჩენენ თავს, თუმცა განსაკუთრებით კარგად აღწერს
სექსუალური აგზნების აშლილობებს (Wiegel et al., 2006).
...და მაინც ძალიან ცოტა რამ ვიცით ნაადრევ ეაკულაციასთან (Althof, 2007; Bradford & Meston, 2011;
Weiner, 1996) დაკავშირებული ფსიქოლოგიური (თუ ბიოლოგიური) ფაქტორების შესახებ. ეს არის
მდგომარეობა, რომელიც ყველაზე ხშირად ახალგაზრდა მამაკაცებთან გვხვდება და რომელშიც
სიმპათიკური ნერვული სისტემის ჭარბი ფიზიოლოგიური აგზნება სწრაფ ეაკულაციას შეიძლება
34
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

იწვევდეს. აღნიშნული გვაფიქრებინებს, რომ ზოგიერთ მამაკაცს, შესაძლოა, ბუნებრივად დაბალი


ზღვარი ჰქონდეს ეაკულაციისთვის. ეს ნიშნავს იმას, რომ მათ ნაკლები სტიმულაცია და აგზნება
სჭირდებათ იმისათვის, რომ ეაკულაციას მიაღწიონ. სამწუხაროდ, შფოთვის ფსიქოლოგიური
ფაქტორიც აძლიერებს სიმპათიკურ აგზნებას. შესაბამისად, როდესაც მამაკაცი შფოთავს იმის გამო,
რომ ნაადრევი ეაკულაციის მომენტი არ დაუდგეს, ეს კიდევ უფრო ამძიმებს მის პრობლემას.
სექსუალურ დისფუნქციებში შფოთვის როლს მოგვიანებით დავუბრუნდებით.

სოციალური და კულტურული გავლენა


სურათი N10.5 წარმოდგენილი სექსუალური დისფუნქციის მოდელი გვეხმარება იმის ახსნაში, თუ
ამჟამად რატომ შეიძლება იყოს ზოგიერთი ადამიანი დისფუნქციური, მაგრამ არაფერს ამბობს იმაზე,
თუ როგორ იქცა იგი ასეთად. მართალია, ზუსტად არავინ იცის, როგორ უჩნდება ზოგიერთ ადამიანს
პრობლემები, ბევრი მათგანი საკმაოდ ადრეულ ასაკში სწავლობს, რომ სექსუალობა უარყოფითი და
მეტ-ნაკლებად შემაშინებელი შეიძლება იყოს, დასწავლილი რეაქციები კი სწორედ ამ რწმენას ასახავს.
დონ ბაირნი და მისი კოლეგები ამ ნეგატიურ კოგნიტურ ნაკლებს ეროტოფობიას უწოდებენ. მათ
აჩვენეს, რომ ეროტოფობია, სავარაუდოდ, ადრეულ ბავშვობაში ოჯახიდან, რელიგიური
ავტორიტეტებისა თუ სხვებისგან დასწავლილი მდგომარეობა, კარგად წინასწარმეტყველებს შემდგომ
ცხოვრებაში სექსუალური სირთულეების გამოჩენას (Byrne & Schulte, 1990). ამრიგად, ზოგიერთი
ინდივიდისთვის სექსუალური მანიშნებლები ადრეული პერიოდიდანვე უარყოფით აფექტთან
ასოცირდება. სხვა შემთხვევებში, როგორც ქალების, ისე − მამაკაცების ცხოვრებაში, მეტ-ნაკლებად
მოწესრიგებული სექსუალობის პერიოდის შემდეგ, შესაძლოა, კონკრეტული უარყოფითი ან ტრავმული
მოვლენა მოხდა. ეს შეიძლება იყოს რეალური სექსუალური ტრავმა, მაგალითად, გაუპატიურება ან
სექსუალური შეურაცხყოფა, ან უცაბედი მარცხი აგზნების მიღწევისას.
ლომანმა და მისმა კოლეგებმა (Laumann, et. al., 1999) აშშ-ში ჩატარებულ სექს-გამოკითხვაში
აღმოაჩინეს, რომ ადრეული ტრავმული სექსუალური მოვლენები მნიშვნელოვნად ზემოქმედებდა
შემდგომ სექსუალურ ფუნქციონირებაზე და ეს განსაკუთრებით მართებული იყო ქალების შემთხვევაში.
ასე მაგალითად, თუ ქალები გარდატეხის ასაკამდე მოზრდილი ადამიანის სექსუალური შეურაცხყოფის
ან ძალადობის მსხვერპლნი იყვნენ, ან ძალდატანებით რაიმე სახის სექსუალური კონტაქტის დამყარების
გამოცდილება ჰქონდათ, მათ შემთხვევაში დაახლოებით ორჯერ მეტი იყო ორგაზმული დისფუნქციის
განვითარების ალბათობა, ვიდრე ასეთი გამოცდილების არმქონე ქალების შემთხვევაში. რაც შეეხება
მოზრდილი-ბავშვის დიადაში მამრობითი სქესის მსხვერპლებს, ერექციული დისფუნქციის აღმოჩენის
ალბათობა სამ ჯერზე მეტი იყო მათთან, ვიდრე იმ მამაკაცებთან, რომლებსაც არ ჰქონდათ ასეთი
გამოცდილება. საინტერესოა, რომ მამაკაცებში, რომლებმაც ქალებისთვის სექსუალური
შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი აღიარეს, 3.5-ჯერ მეტად არის მოსალოდნელი ერექციული
დისფუნქციების აღმოჩენა, ვიდრე მათთან, ვისაც მსგავსი არაფერი ჩაუდენია. ამრიგად, ნებისმიერი
სახის ტრავმულ სქესობრივ აქტს ხანგრძლივი ეფექტი აქვს შემდგომ სექსუალურ ფუნქციონირებაზე
როგორც ქალების, ისე − მამაკაცების შემთხვევაში და ეს ეფექტი ზოგჯერ საწყისი მოვლენიდან
ათწლეულების მანძილზე შეიძლება ნარჩუნდებოდეს (Hall, 2007). ასეთმა სტრესულმა მოვლენებმა
შეიძლება ბიძგი მისცეს ნეგატიურ აფექტს, რომლის დროსაც ინდივიდებს საკუთარი სექსუალური
რეაგირების ციკლზე კონტროლის დაკარგვის განცდა უჩნდებათ და ისეთ დისფუნქციურ პატერნში
იკეტებიან, როგორიც წარმოდგენილია სურათი N10.5. ეს ჩვეული პატერნია იმ ადამიანებისთვის,
რომლებიც განსაკუთრებით სტრესულ პერიოდებში ვერ აღწევენ ერექციას და ამ პერიოდის გავლის
შემდეგაც ვერ ახერხებენ დისფუნქციური პატერნის შეცვლას.
სექსუალურ ურთიერთქმედებებთან დაკავშირებული ზოგადი ნეგატიური დამოკიდებულებებისა თუ
გამოცდილებების გარდა, სექსუალური დისფუნქციის განვითარებაში მთელი რიგი სხვა ფაქტორები
შეიძლება მონაწილეობდეს. მათ შორის ყველაზე ხშირია ახლო ინტერპერსონალური ურთიერთობების
მკვეთრი გაუარესება (Wincze, Bach, & Barlow, 2008). ძნელია დამაკმაყოფილებელი სექსუალური
ურთიერთობის შენარჩუნება პარტნიორთან მზარდი უთანხმოების ფონზე. რაღაც მომენტში, შესაძლოა,
35
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

პარტნიორი აღარ იყოს ფიზიკურად მიმზიდველი. ამასთან, ისიც მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი
საკუთარ თავს გრძნობდეს მიმზიდველად. მკვლევრებმა (Koch, Mansfield, Thurau, & Carey, 2005)
აღმოაჩინეს, რომ რაც უფრო ნაკლებად მიმზიდველად მიიჩნევს ქალი თავს, მით მეტია ალბათობა, რომ
სექსუალური პრობლემები შეექმნას. ავტორთა სხვა ჯგუფის (Kelly, Strassberg, & Kircher, 1990) კვლევის
მიხედვით, გარდა იმისა, რომ ანორგაზმულ ქალებს მეტად უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ
მასტრუბაციისადმი, მეტად აწუხებთ დანაშუალის განცდა სექსის გამო და მეტად სჯერათ სექსთან
დაკავშირებული მითების, მათთვის დისკომფორტის გამომწვევია პარტნიორისთვის იმის თქმა, თუ
რომელ სექსუალურ აქტივობებს, მაგალითად, უშუალოდ კლიტორულ სტიმულაციას, მიჰყავს ისინი მეტ
აგზნებამდე და ორგაზმამდე. მწირი სექსუალური უნარებიც შეიძლება გახდეს ხშირი სექსუალური
წარუმატებლობისა და, საბოლოო ჯამში, სურვილის უქონლობის, მიზეზი. მაგალითად, ერექციული
დისფუნქციის მქონე მამაკაცებს სექსუალური ქცევების გაცილებით ვიწრო დიაპაზონი აქვთ, ვიდრე
ამგვარი პრობლემებისგან თავისუფალ მამაკაცებს (Wincze et al., 2008).
ამრიგად, სოციალური და კულტურული ფაქტორები ზემოქმედებენ მოზრდილ ასაკში სექსუალურ
ფუნქციონირებაზე. ჯონ გაგნონმა შეისწავლა ეს ფენომენი და შემოგვთავაზა ახალი მნიშვნელოვანი
კონცეფცია, რომელსაც სექსუალური ფუნქციონირების სკრიპტის თეორია უწოდა. ამ მოდელის
მიხედვით, ჩვენ გარკვეული „სკრიპტების“ ანუ „სცენარების“ შესაბამისად ვმოქმედებთ. ისინი
სოციალური და კულტურული მოლოდინების ანარეკლს წარმოადგენენ და წარმართავენ ჩვენს ქცევას
(Gagnon, 1990; Laumann, Gagnon, Michael, & Michaels, 1994). როგორც ცალკეულ ინდივიდებში, ისე −
სხვადასხვა კულტურაში ამ სკრიპტების აღმოჩენით ბევრ ახალს გავიგებთ სექსუალური
ფუნქციონირების შესახებ. მაგალითად, პიროვნება, რომელიც დაისწავლის, რომ სექსუალობა
პოტენციურად საშიში, ბინძური ან აკრძალულია, მეტად მოწყვლადი იქნება სექსუალური დისფუნქციის
განვითარების მიმართ ცხოვრების შემდგომ ეტაპებზე. ეს პატერნი ყველაზე მკაფიოდ ისეთ
კულტურებში ჩანს, რომლებშიც სექსის მიმართ ამკრძალავი დამოკიდებულებები დომინირებს
(McGoldrick et al., 2007). მაგალითად, ვაგინიზმი შედარებით იშვიათია ჩრდილოეთ ამერიკაში, თუმცა
საკმაოდ გავრცელებულია ირლანდიასა და თურქეთში (Doğan, 2009; McGoldrick et al., 2007).
კულტურული სკრიპტები იმაზეც შეიძლება მოქმედებდნენ, თუ რომელ სექსუალურ დისფუნქციას
უჩივიან ადამიანები. ასე მაგალითად, ინდოეთში (Verma, Khaitan, & Singh, 1998) სექსუალობის
კლინიკაში მისულ დიდი რაოდენობით მამაკაც პაციენტთა 77% ნაადრევ ეაკულაციას უჩივის. ამასთან,
მამაკაც პაციენტთა 71% უაღრესად შეწუხებულია ღამის (ძილში) ეაკულაციით (ე. წ. „სველი
სიზმრებით“), რაც ეროტიკულ სიმზმრებს უკავშირდება. ავტორები აღნიშნავენ, რომ ეაკულაციასთან
დაკავშირებულ პრობლემებზე ფოკუსირება დიდი ალბათობით იმის შესახებ მძლავრი კულტურული
რწმენის შედეგია ინდოეთში, რომ სპერმის დაკარგვა ფიზიკური და ფსიქიკური ენერგიის გამოფიტვას
იწვევს. ასევე, საინტერესოა, რომ ამ კლინიკაში მოსული 1000 პაციენტიდან მხოლოდ 36 იყო ქალი, რაც,
სავარაუდოდ, ქალების სექსუალური გამოცდილების მნიშვნელობის დაკნინებაზე მიუთითებს
რელიგიური და სოციალური მიზეზებიდან გამომდინარე.
ამერიკულ კულტურაშიც კი, ზოგიერთი სოციალური მოლოდინი და დამოკიდებულება შეიძლება
ღრმად ფესვგამდგარი იყოს, მიუხედავად იმისა, რომ სექსისადმი შედარებით ღია და თავისუფალი
დამოკიდებულებაა. ბარბარა ანდერსენმა და მისმა კოლეგებმა (მაგალითისთვის იხ. Cyranowski et al.,
1999) აჩვენეს, რომ სექსისადმი ემოციურ და თვითცნობიერ დამოკიდებულებას (უარყოფითი
სექსუალური მე-სქემა, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ) მოგვიანებით სტრესულ სიტუაციებში
სექსუალური სირთულეები შეიძლება მოჰყვებოდეს. მამაკაცის სექსუალობის ერთ-ერთმა ყველაზე
ცნობილმა მკვლევარმა ზილბერგელდმა (Zilbergeld, 1999) აღწერა მთელი რიგი მითებისა სექსის
შესახებ, რომლებსაც უამრავი მამაკაცი ყვებოდა. ბეიკერმა და დესილვამ 1988) კი ზილბერგელდის
მამაკაცთა მითების ადრეული ვერსია კითხვარად აქციეს და სექსუალურად ფუნქციურ და
დისფუნქციურ მამაკაცებს წარუდგინეს. მათ აღმოაჩინეს, რომ დისფუნქციების მქონე მამაკაცებს
36
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გაცილებით მეტად სჯეროდათ ამ მითების, ვიდრე სექსუალურად ფუნქციურებს. ამ მითებს


მკურნალობის მეთოდების განხილვისას დავუბრუნდებით.

ფსიქოლოგიური და ფიზიკური ფაქტორების ურთიერთქმედება


სხვადასხვა მიზეზის მიმოხილვის შემდეგ, აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ნებისმიერი
სექსუალური დისფუნქცია იშვიათად თუ უკავშირდება მხოლოდ ფსიქოლოგიურ ან ფიზიოლოგიურ
ფაქტორს (Bancroft, 1997; Rosen, 2007; Wiegel et al., 2006). გაცილებით ხშირად გვხვდება ამ
ფაქტორების ნატიფი კომბინაცია. განვიხილოთ ტიპური მაგალითი: ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც
მოწყვლადია შფოთვის განვითარებისადმი და გარკვეული რაოდენობის სექსუალური მითებისაც სჯერა
(სოციალური წვლილი), შეიძლება მოულოდნელად ვერ მიაღწიოს ერექციას ნარკოტიკების ან
ალკოჰოლის მოხმარების შემდეგ, როგორც ბევრ მამაკაცს ემართება (ბიოლოგიური წვლილი). შემდეგ
სქესობრივ კონტაქტს შფოთვით დაელოდება და იმაზე იფიქრებს, კიდევ იწვნევს თუ არა მარცხს.
გამოცდილებისა და დაძაბული მოლოდინის ეს კომბინაცია სურათი N10.5 ასახულ ფსიქოლოგიურ
თანამიმდევრობას ააქტიურებს განურჩევლად იმისა, რამდენიმე ჭიქას დალევს თუ არა იგი.
რომ შევაჯამოთ, ერთი მხრივ, სექსისადმი სოციალურად გადამდები ნეგატიური
დამოკიდებულებებისა და, მეორე მხრივ, ურთიერთობებში შექმნილი სირთულეებისა და შესრულების
შფოთვის განვითარების პრედისპოზიციის ურთიერთქმედებამ, ინდივიდი, შესაძლოა, სექსუალურ
დისფუნქციამდე მიიყვანოს. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, კარგად არ არის გარკვეული, ზოგიერთ
ადამიანს რატომ უვითარდება ერთი დისფუნქცია და არა სხვა, მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე
დისფუნქცია, როგორც წესი, ერთდროულად იჩენს თავს ერთი პაციენტის შემთხვევაში. სავარაუდოდ,
ინდივიდის სპეციფიკური ბიოლოგიური პრედისპოზიციებისა და ფსიქოლოგიური ფაქტორების
ურთიერთქმედება ბადებს კონკრეტულ სექსუალურ დისფუნქციას.

სექსუალური დისფუნქციის მკურნალობა


ამ წიგნში განხილული აშლილობების უმრავლესობისგან განსხვავებით, სექსუალური
დისფუნქციების მქონე ინდივიდთა უმეტესობისთვის ეფექტურად მუშაობს ერთი კონკრეტული,
გასაოცრად მარტივი მკურნალობის მეთოდი: განათლება. სექსუალური რეაგირების ციკლისა და
სქესობრივი აქტის შესახებ ყველაზე ბაზისური ასპექტების უცოდინრობას ადამიანები ხანგრძლივ
დისფუნქციებამდე მიჰყავს (Bach, Wincze, & Barlow, 2001; Wincze et al., 2008; Wincze & Carey, 2001).
განვიხილოთ კარლის შემთხვევა, რომელიც ამას წინათ შემოვიდა ჩვენს სექსუალობის კლინიკაში.

კარლი . . . არასოდეს არის გვიანი

კ არლი, 55 წლის თეთრკანიანი მამაკაცი, ჩვენს კლინიკაში უროლოგმა ერექციის შენარჩუნებასთან


დაკავშირებული სირთულეების გამო გადმოამისამართა. მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს ყოფილა
დაქორწინებული, იმ პერიოდში 50 წლის ქალთან ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. ეს მის ცხოვრებაში
მეორე სექსუალური ურთიერთობა იყო. იგი უარს ამბობდა პარტნიორის კლინიკაში მოყვანაზე,
რადგან ერიდებოდა სექსუალურ საკითხებზე ხმამაღლა მსჯელობა. გულდასმით ჩატარებული
ინტერვიუირებით გამოვლინდა, რომ კარლს კვირაში ორჯერ ჰქონდა სექსი, მაგრამ როდესაც
კლინიცისტმა სექსუალური აქტივობის ნაბიჯ-ნაბიჯ აღწერა სთხოვა, უცნაური პატერნი აღმოაჩინა:
კარლი ტოვებდა პრელუდიას და პირდაპირ აქტზე/კოიტუსზე გადადიოდა. სამწუხაროდ, ვინაიდან ამ
დროისათვის მისი პარტნიორი არ იყო სათანადოდ აგზნებული და ლუბრიკანტიც ჯერ არასაკმარისი
იყო, კარლი ვერ ახერხებდა პენეტრაციას. მისი ამაო მცდელობები ზოგჯერ მტკივნეული
ჩალურჯებებით სრულდებოდა ორივესთვის. სექს-განათლების ორი ინტენსიური სესიის შემდეგ,
რომელიც პრელუდიის განხორციელების ნაბიჯ-ნაჯიბ ინსტრუქციასაც მოიცავდა, კარლმა
37
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ახლებურად შეხედა სექსს. მისი და პარტნიორის სასიხარულოდ, მას პირველად ჰქონდა


წარმატებული, დამაკმაყოფილებელი აქტი. ●

ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობისას წყვილში მნიშვნელოვან განსხვავებას ხშირად


მივყავართ იქამდე, რომ ერთ-ერთ პარტნიორს დაქვეითებული სურვილის მქონეს იარლიყი ეწებება.
მაგალითად, თუ ერთი პარტნიორი საკმაოდ ბედნიერია კვირაში ერთხელ სექსით, მაგრამ მეორეს სექსი
ყოველდღე უნდა, ეს უკანასკნელი შეიძლება პირველს ნაკლები სურვილის ქონაში ადანაშაულებდეს და
მეორე, სამწუხაროდ, ეთანხმებოდეს. უკეთესი პირობების შექმნით ხშირად გვარდება ეს გაუგებრობები.
საბედნიეროდ, დღეისათვის შესაძლებელია ასეთი და უფრო კომპლექსური სექსუალური
დისფუნქციების მქონე ადამიანების მკურნალობა როგორც ფსიქოსოციალური, ისე სამედიცინო
მიდგომებით. სამედიცინო მკურნალობის განვითარება, განსაკუთრებით ერექციული აშლილობისთვის,
გამორჩეულად წარმატებული გამოდგა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში. ქვემოთ ჯერ
ფსიქოსოციალურ მიდგომებს მიმოვიხილავთ, შემდეგ კი უახლეს სამედიცინო პროცედურებზე
ვისაუბრებთ.

ფსიქოსოციალური მკურნალობა
სექსუალური ქცევის შესახებ ცოდნის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი და დრამატული
მოვლენა უილიამ მასტერსისა და ვირჯინია ჯონსონის ნაშრომის „ადამიანის სექსუალური
არაადეკვატურობა“ გამოქვეყნება იყო, რომელიც 1970 წელს გამოიცა. ამ წიგნში აღწერილმა
პროცედურებმა, პირდაპირი მნიშვნელობით, რევოლუციურად შეცვალა სექს-თერაპია იმით, რომ
სექსუალური დისფუნქციების სამკურნალოდ ხანმოკლე, პირდაპირი და მნიშვნელოვნად წარმატებული
თერაპიული პროგრამა შემოგვთავაზა. კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღინიშნა რა სექსუალურ
დისფუნქციათა უმრავლესობის საერთო საფუძველი, ყველა პაციენტის მიმართ, იქნებოდა ეს ქალი თუ
მამაკაცი, მსგავსი მიდგომა გამოიყენეს, რომელიც ოდნავ მოდიფიცირდა კონკრეტული სექსუალური
პრობლემის (მაგალითად, ნაადრევი ეაკულაციის ან ორგაზმული აშლილობის) შესატყვისად. ეს
ინტენსიური პროგრამა გულისხმობს იმას, რომ მამაკაცი და ქალი თერაპევტი გამაშუალებელი რგოლის
ფუნქციას ასრულებს დისფუნქციური წყვილის კომუნიკაციაში ანუ პარტნიორებს შორის კომუნიკაციის
ფასილიტაციას ახდენს. (მასტერსი და ჯონსონი პირველი მამაკაცი და ქალი თერაპევტები იყვნენ.)
თერაპია ყოვედღიურად, ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობს.
თავად პროგრამა საკმაოდ სწორხაზოვანია. სექსუალური ფუნქციონირების შესახებ ბაზისური
ცოდნის მიწოდების, ღრმად ფესვგამდგარი მითების გაცნობიერებისა და კომუნიკაციის მატების გარდა,
კლინიცისტების უპირველეს მიზანს ფსიქოლოგიური საფუძვლის მქონე შესრულების შფოთვის
აღმოფხვრა წარმოადგენს (ისევ იხ. სურათი N10.5). ამისათვის მასტერსმა და ჯონსონმა შემოგვთავაზეს
ტექნიკები ვნების ფოკუსი4 და უბრალოდ სიამოვნების მინიჭება5. ამ სავარჯიშოს შესრულებისას
წყვილებს ეძლევათ ინსტრუქცია, თავი შეიკავონ კოიტუსისგან ან გენიტალური შეხებისგან და შეხების,
კოცნის, ჩახუტების, მასაჟისა და სხვა მსგავსი ქცევების მეშვეობით ერთმანეთის სხეულების
შესწავლასა და სიამოვნების მიღებაზე მოახდინონ ფოკუსირება. ეს პირველი, არაგენიტალური ფაზაა,
რომელზეც სრულიად გამორიცხულია მკერდსა და სასქესო ორგანოებზე შეხება. ამ ფაზის წარმატებით
დასრულების შემდეგ წყვილი შემდეგ ეტაპზე − გენიტალური სიამოვნების მიღება/მინიჭებაზე −
გადადის, თუმცა აკრძალული აქვთ ორგაზმი და კოიტუსი; ამასთან, მამაკაცს ეძლევა მკაფიო
ინსტრუქცია, რომ ერექციის მიღწევა არ არის მიზანი.
ამ ეტაპზე აგზნება უნდა აღდგეს და წყვილი მზად უნდა იყოს კოიტუსის მცდელობისთვის. ძალიან
სწრაფად რომ არ წავიდნენ წინ, ეს ეტაპიც რამდენიმე ნაბიჯად არის დაყოფილი. მაგალითად, წყვილს
შეიძლება მიეცეს ინსტრუქცია, რომ სცადოს პენეტრაციის დაწყება. ეს ნიშნავს იმას, რომ პენეტრაციის

4
Sansate focus
5
Nondemanding pleasuring
38
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სიღრმე და ხანგრძლივობა მხოლოდ თანდათანობით მატულობს და, ამასთან, გრძელდება გენიტალური


და არაგენიტალური სიამოვნების მიღება/მინიჭება. სულ ბოლოს სრული კოიტუსი და ბიძგი სრულდება.
მასტერსისა და ჯონსონის ანგარიშებში აღნიშნული იყო გამოჯანმრთელება ორკვირიანი ინტენსიური
კურსის შემდეგ 790-ზე მეტი სექსუალურად დისფუნქციური პაციენტის უმეტესობაში. ოდნავ
განსხვავებული მაჩვენებლები ჰქონდა სხვადასხვა დისფუნქციას. ნაადრევი ეაკულაციის მქონე
ინდივიდთა თითქმის 100% გამოჯანმრთელდა მაშინ, როცა ამ მაჩვენებელმა თითქმის 60% შეადგინა
ცხოვრების განმავლობაში არსებული გენერალიზებული ერექციული დისფუნქციის შედარებით რთულ
შემთხვევებში.
მასტერსისა და ჯონსონის პიონერულ შრომაზე დაფუძნებით მთელი ამერიკის მასშტაბით გაიხსნა
სექსუალობის სპეციალური კლინიკები, რომელშიც მკურნალობის ამ ახალ ტექნიკებს იყენებდნენ.
შემდგომმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ პროგრამის ბევრი სტრუქტურული ასპექტი უსარგებლო და
სრულიად არასაჭირო იყო. მაგალითად, ერთი თერაპევტი ისეთივე ეფექტური აღმოჩნდა, როგორც ორი
(LoPiccolo, Heiman, Hogan, & Roberts, 1985) და პაციენტებთან კვირაში ერთხელ შეხვედრას ისეთივე
ეფექტი ჰქონდა, როგორც მათ ყოველდღიურად ნახვას (Heiman & LoPiccolo, 1983). გარდა ამისა,
შემდგომ ათწლეულებში ნათელი გახდა, რომ მასტერსისა და ჯონსონის შედეგები უკეთესი იყო, ვიდრე
მსგავსი პროცედურებით მიღებული შედეგები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გახსნილ კლინიკებში.
ამის მიზეზი დღემდე ბოლომდე არ არის ცნობილი. ერთ-ერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ ისინი უაღრესად
მოტივირებულნი იყვნენ, ვინაიდან მასტერსა და ჯონსონთან შესახვედრად პაციენტებს ორკვირიანი
შვებულების აღება და სანტ ლუისში ჩასვლა უწევდათ.
ახალ ცოდნასა და მონაცემებზე დაყრდნობით, სექს-თერაპევტებმა წლების განმავლობაში
გააფართოვეს და განაახლეს ეს პროცედურები (მაგალითისთვის იხ. Bradford & Meston, 2011; Rosen,
2007; Wincze, 2009; Wincze et al., 2008). ერექციული დისფუნქციის სექს-თერაპიის შედეგები
გვიჩვენებს, რომ შემთხვევათა 60%-დან 70%-მდე დადებითად რეაგირებს მკურნალობაზე, სულ მცირე,
რამდენიმე წლის განმავლობაში, თუმცა შემდგომში ჩავარდები არ არის გამორიცხული (Rosen, 2007;
Segraves & Althof, 1998). კონკრეტული სექსუალური დისფუნქციების უკეთ სამკურნალოდ, სექს-
თერაპევტებმა კონკრეტული პროცედურები ზოგადი სექს-თერაპიის კონტექსტში ჩართეს. მაგალითად,
ნაადრევი ეაკულაციის სამკურნალოდ თერაპევტთა უმრავლესობა მოჭერის ტექნიკას იყენებს,
როდესაც პარტნიორი თითქმის სრულ ერექციამდე ახდენს პენისის სტიმულირებას. ამ დროს
პარტნიორი ძლიერად უჭერს ხელს იმ ადგილს, სადაც თავი უერთდება პენისის სხეულს, რაც სწრაფად
ამცირებს აგზნებას. ეს იმდენჯერ მეორდება (ჰეტეროსექსუალ პარტნიორებში), სანამ პენისი
ძალდატანების გარეშე მცირე ხნით არ შევა საშოში. თუ აგზნება ძალზე სწრაფად ხდება, პენისი უნდა
გამოიღონ და თავიდან მოუჭირონ. ამგვარად, მამაკაცს აგზნებასა და ეაკულაციაზე კონტროლის
შეგრძნება უვითარდება. ბოლო 20 წლის განმავლობაში ამ მიდგომის გამოყენებით, 60%-დან 90%-მდე
მამაკაცმა წარმატებით ისარგებლა, თუმცა შედეგი
დაახლოებით 25%-ით მცირდება პროცედურის
გამოყენებიდან სამი და მეტი წლის შემდეგ (Althof,
2007; Polonsky, 2000). ჰარის, 31 წლის გაყიდვების
წარმომადგენელს, ამ მეთოდით უმკურნალეს და მისი
მეუღლე აქტიურად იყო ჩართული ყველა
პროცედურაში. წყვილის ხანმოკლე თერაპიამაც
დაარწუნა ჰარი, რომ სრულიად უსაფუძვლო იყო მისი
შიში, რომ მეუღლისთვის აღარ იყო მიმზიდველი.
მკურნალობის კურსის დასრულების შემდეგ მან
შეამცირა სამუშაო საათები და წყვილის ოჯახური და
თერაპევტი, როგორც წესი, ერთ-ერთი პარტნიორის
სექსუალური ცხოვრება გაუმჯობესდა. დისფუნქციას წყვილში მკურნალობს.
39
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ცხოვრების განმავლობაში არსებული ქალის ორგაზმული აშლილობის მკურნალობა მასტურბაციის


პროცედურების ექსპლიციტურად სწავლებით არის შესაძლებელი (Bradford & Meston, 2011).
მაგალითად, გრეტა სექს-თერაპიის ბაზისური საფეხურების გავლის შემდეგაც კი ვერ ახერხებდა
ორგაზმის მიღწევას, როდესაც მისი მეუღლე ხელით სტიმულაციას მიმართავდა. ასეთ შემთხვევაში ამ
პრობლემაზე მორგებული, კონკრეტული სტანდარტიზებული მკურნალობის პროგრამის მეშვეობით
(მაგალითისთვის იხ., Heiman, 2000; Heiman & LoPiccolo, 1988), გრეტამ და უილმა ვიბრატორი შეიძინეს
და გრეტას ასწავლეს, როგორ დაეძლია ღრმად ფესვგამდგარი აკრძალვები − მას ხმამაღლა უნდა
ელაპარაკა იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობდა თავს სექსუალური აგზნების მდგომარეობაში და, თუ
საჭირო იყო, ხმამაღლა ეყვირა კიდეც. პირველი ორგაზმი გრეტამ გენიტალური სიამოვნების მინიჭებისა
და შეზღუდვების მოხსნის სათანადო სავარჯიშოების კონტექსტში ვიბრატორით განიცადა. პრაქტიკასა
და კარგ კომუნიკაციასთან ერთად, საბოლოოდ, წყვილმა ისწავლა, როგორ მიეღწია გრეტას
ორგაზმისათვის ვიბრატორის გამოყენების გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ორივე, უილი და გრეტა
გახარებულები იყვნენ მიღწეული შედეგით, უილი წუხდა, რომ ორგაზმის დროს გრეტას ყვირილი
მეზობლების ყურადღებას მიიპყრობდა! მთელი რიგი კვლევების შედეგების შეჯამებით დგინდება, რომ
ქალების 70%-დან 90%-დე შვებას გრძნობს მკურნალობის შედეგად და ეს შედეგი დროთა განმავლობაში
მტკიცდება და უმჯობესდება კიდეც (Heiman, 2007; Heiman & Meston, 1997; Segraves & Althof, 1998).
ვაგინიზმისა და გენიტო-მენჯის ტკივილის/პენეტრაციის აშლილობის დროს პენეტრაციასთან
დაკავშირებული ტკივილის სამკურნალოდ, ქალს და შემდგომში მის პარტნიორს თანდათანობით უფრო
და უფრო დიდი ზომის გამაფართოვებელი შეჰყავთ ქალის საშოში. მას შემდეგ, რაც ქალი (და შემდეგ
მისი პარტნიორი, ჰეტეროსექსუალურ წყვილში) ყველაზე დიდი გამაფართოვებლის შეყვანას შეძლებენ,
ეტაპობრივად პენისის შეყვანაზე გადადიან. ეს სავარჯიშო გენიტალური და არაგენიტალური
სიამოვების მინიჭების კონტექსტში სრულდება და თან ისე, რომ აგზნება შენარჩუნებულ იქნეს.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს შიშისა და შფოთვის მატებას, რომელიც პროცესს
შეიძლება სდევდეს თან და იმ ადრეული სექსუალური შეურაცხყოფის შესახებ მოგონებების ტრიგერად
იქცეს, რომლებმაც თავისი წვლილი შეიტანეს დისფუნქციის განვითარებაში. ეს პროცედურები
უაღრესად ეფექტურია. ქალების უმრავლესობა (80%-დან 100%-მდე) შედარებით მოკლე დროში ძლევს
ვაგინიზმს (Binik et al., 2007; Leiblum & Rosen, 2000; ter Kuile et al., 2007).
დაქვეითებული სექსუალური სურვილის სამკურნალოდაც შეიქმნა მთელი რიგი პროცედურებისა
(მაგალითისთვის იხ. Pridal & LoPiccolo, 2000; Wincze, 2009; Wincze & Carey, 2001). ამ მკურნალობის
ბირთვს სტანდარტული ცოდნის განახლება, განათლება და ტრადიციული სექს-თერაპიის კომუნიკაციის
ფაზები წარმოადგენს, რომელსაც, სავარაუდოდ, მასტურბაციაში ტრენინგი და ეროტიკული მასალის
ექსპოზიცია შეიძლება დაემატოს. თითოეული შემთხვევა ინდივიდუალურ სტრატეგიას შეიძლება
საჭიროებდეს. გახსოვთ მისის ს., რომელიც სექსუალური ძალადობის მსხვერპლი იყო საკუთარი
ბიძაშვილის მხრიდან? თერაპიის პროცესში წყვილს დაეხმარნენ იმის გარკვევაში, თუ რა გავლენა
ჰქონდა აწმყოზე მისის ს.-ის წარსულში განმეორებით, არასასურველ სექსუალურ გამოცდილებას.
ასევე, ასწავლეს სექსისადმი ისეთი მიდგომა, რომ მისის ს.-ს უფრო კოფორტულად ეგრძნო თავი
პრელუდიის დროს. მან ნელ-ნელა დაივიწყა, რომ მისთვის სექსის დაწყება და სიტუაციაზე კონტროლის
დაკარგვა ერთი იყო. ის და მისი მეუღლე სქესობრივი აქტის დაწყებასა და შეწყვეტაში ვარჯიშობდნენ.
იმისათვის, რომ მისის ს.-ს მეუღლის მოსიყვარულე ქცევის პოზიტიური ინტერპრეტაცია ესწავლა და
სკეპტიკურად არ შეეხედა მისთვის, კოგნიტური რესტრუქტურიზაცია გამოიყენეს. ზოგადად,
დაქვეითებული სექსუალური სურვილის მქონე ინდივიდთა 50%-დან 70%-მდე შვებას გრძნობს სექს-
თერაპიის შედეგად, სულ მცირე, გარკვეული დროის განმავლობაში მაინც (Basson, 2007; Brotto, 2006).

სამედიცინო მკურნალობა
ბოლო წლებში სექსუალური დისფუნქციების სამკურნალოდ უამრავი ფარმაკოლოგიური და
ქირურგიული პროცედურა შეიქმნა და თითქმის ყველა მათგანი მამაკაცის ერექციულ აშლილობაზეა
40
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ფოკუსირებული. ყველაზე ცნობილი მედიკამენტებია ვიაგრა, რომელიც 1998 წელს გამოჩნდა, და


შემდგომში გამოშვებული მსგავსი პრეპარატები, როგორებიცაა ლევიტრა და ციალისი.
აქ ოთხ ყველაზე პოპულარულ მიდგომასა და პროცედურას განვიხილავთ. ესენია: ორალური
მედიკამენტები, ვაზოაქტიური ნივთიერებების ინიექცია უშუალოდ პენისში, ქირურგიული ჩარევა და
ვაკუუმის აპარატით მკურნალობა. სანამ მათ აღწერაზე გადავიდოდეთ, გაითვალისწინეთ, რომ
მაქსიმალური შედეგის მისაღწევად მნიშვნელოვანია ნებისმიერი სამედიცინო მკურნალობის
ყოველმხრივ, ამომწურავ საგანმანათლებლო და სექს-თერაპიის პროგრამასთან შეწყვილება.
ერექციული დისფუნქციისთვის 1998 წელს რეკომენდებულ იქნა მედიკამენტი სილდენაფილი
(სავაჭრო დასახელებით ვიაგრა). საკვებისა და წამლების ამერიკულმა ორგანიზაციამ 1998 წლის
დასაწყისში გასცა მისი გამოყენების ბრძანება, რამდენიმე კლინიკური ცდის შედეგები კი იუწყებოდა,
რომ დიდი შერჩევისგან შემდგარი მამაკაცების 50%-დან 80%-მდე მნიშვნელოვან გაუმჯოებესებას
აღწევდა ამ პრეპარატით მკურნალობის შედეგად (Conti, Pepine, & Sweeney, 1999; Goldstein et al., 1998).
ეს ნიშნავდა იმას, რომ ეს მამაკაცები აქტისთვის საკმარის ერექციას აღწევდნენ მაშინ, როცა პლაცებოს
(საკონტროლო) ჯგუფში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 30% იყო. მსგავსი შედეგები მიიღეს ციალისისა
და ლევიტრას შემთხვევაშიც (Carrier et al., 2005). თუმცა, გვერდითი ეფექტების სახით, დიდი დოზების
გამოყენებისას მამაკაცების დაახლოებით 30%-ს, შესაძლოა, მწვავე თავის ტკივილი აღენიშნებოდეს
(Rosen, 2000, 2007; Virag, 1999) და ოპტიმალურ სექსუალურ დაკმაყოფილებას ვერ აღწევდეს. ასე
მაგალითად, ვირაგმა (Virag, 1999) შეაფასა მამაკაცთა დიდი შერჩევა, რომელიც ვიაგრათი
მკურნალობდა და აღმოაჩინა, რომ შემთხვევათა 32% წარუმატებელი იყო, თუ წარმატება
განისაზღვრებოდა, როგორც კოიტუსისთვის საკმარისი ერექციის მიღწევა, ხოლო დაკმაყოფილება,
სულ მცირე, 7 ქულით ფასდებოდა 0-დან 10 ქულამდე სკალაზე. შედეგები შემდეგ კატეგორიებში
მოექცა: დამაკმაყოფილებელი აღნიშნა 29%-მა, რომელიც ადეკვატურ ერექციაზე საუბრობდა და
დაკმაყოფილებას 4-დან 6- ქულამდე აფასებდა, ხოლო არადამაკმაყოფილებელი შეფასება მისცა 39%-
მა არაარეკვატური ერექციითა და 0-დან 3-მდე მაჩვენებლით დაკმაყოფილების სკალაზე. ამრიგად,
სქესობრივი აქტისთვის საკმარისი ერექცია აღენიშნებოდა მამაკაცთა 61%-ს, რაც სხვა კვლევებში
მიღებული შედეგების მსგავსი იყო, თუმცა მხოლოდ მათმა 32%-მა უწოდა შედეგს, სულ მცირე, კარგი
და თქვა, რომ, სავარაუდოდ, დამატებითი პრეპარატი ან ფსიქოლოგიური თერაპია ესაჭიროებოდათ. თუ
მამაკაცები განსაკუთრებით შფოთავენ სექსის თაობაზე, სათანადო შედეგს ვერ მივიღებთ
მედიკამენტების გამოყენებით (Rosen et al., 2006). გარდა ამისა, მამაკაცთა დიდმა ნაწილმა ცდის
დაწყებიდან რამდენიმე თვეში ან ერთ წელიწადში შეწყვიტა პრეპარატის მიღება და
დამაკმაყოფილებელზე ნაკლები გრძელვადიანი შედეგი დააფიქსირა (Rosen, 2007). ამ საკითხის
გადასაწყვეტად ბაცმა, ბარლოუმ და უინცმა (2004) შეაფასეს, რა შედეგს მოიტანდა ვიაგრათი
მკურნალობის კოგნიტურ-ბიჰევიორალურ თერაპიასთან (კბთ) შეწყვილება. შედეგები დამაიმედებელი
აღმოჩნდა, ვინაიდან წყვილები კომბინირებული თერაპიის (წამალი და კბთ) შემდეგ მეტ
დაკმაყოფილებასა და მომატებულ სექსუალურ აქტივობაზე საუბრობდნენ, მხოლოდ მედიკამენტის
მიღების პერიოდთან შედარებით.
სპეციალისტები იმასაც იმედოვნებდნენ, რომ ვიაგრა ქალებში მენოპაუზის შემდგომ პერიოდში
აღმოცენებული დისფუნქციის სამკურნალოდაც გამოდგებოდა, მაგრამ შედეგებმა იმედები გაუცრუვათ
(Bradford & Meston, 2011; Kaplan et al., 1999). ბერმანმა და კოლეგებმა (2003) აღნიშნეს გარკვეული
გაუმჯოებესება ვიაგრას მიღების შემდეგ მენოპაუზის შემდგომ პერიოდში ქალის სექსუალური
აგზნების აშლილობის შემთხვევაში, თუმცა მხოლოდ იმ ქალებში, რომლებსაც არ ჰქონდათ
დაქვეითებული სექსუალური სურვილი.
გარკვეული დროის განმავლობაში ერექციული დისფუნქციის სამკურნალოდ ტესტოსტერონს
იყენებდნენ (Schiavi, White, Mandeli, & Levine, 1997), მაგრამ მიუხედავად მისი უსაფრთხოებისა და
შედარებით მცირე გვერდითი ეფექტებისა, მხოლოდ უმნიშვნელო შედეგი დაფიქსირდა (Mann et al.,
1996). ზოგი უროლოგი პაციენტებს სისხლძარღვების გასაფართოვებელი ისეთი პრეპარატების
41
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ინიექციას ასწავლის, როგორიცაა პაპავერინი ან


პროსტაგლინდინი. ინიექცია პირდაპირ პენისში კეთდება და
უშუალოდ სქესობრივი აქტის წინ. ეს წამლები სისხლძარღვებს
აფართოვებენ და პენისში სისხლის ნაკადის მიწოლას
უზრუნველყოფენ, რაც 15 წუთში ერექციას ქმნის. ასე მიღწეული
ერექცია 1-4 საათის განმავლობაში შეიძლება შენარჩუნდეს
(Rosen, 2007; Segraves & Althof, 1998). ვინაიდან პროცედურა
საკმაოდ მტკივნეულია (თუმცა არც იმდენად, როგორც შეიძლება
გეგონოთ), მამაკაცთა მნიშვნელოვანი ნაწილი, ჩვეულებრივ,
50%-დან 60%მდე, მალევე წყვეტს მის გამოყენებას. ერთ-ერთ
არაადექკვატური სექსუალური
კვლევაში 100-დან 50-მა პაციენტმა სხვადასხვა მიზეზით ფუნქციონირების მქონე მამაკაცებს
შეწყვიტა პაპავერინის მიღება (Lakin, Montague, Vanderbrug გასაბერი პენისის იმპლანტების
გამოყენება შეუძლიათ.
Medendorp, Tesar, & Schover, 1990; Segraves & Althof, 1998).
პაპავერინის შემცველი რბილი კაფსულა (რომელსაც MUSE – Medical Urethral System for Erections
ეწოდება) პირდაპირ ურეთრაში შეიძლება ჩადგეს, მაგრამ ეს საკმაოდ მტკივნეული პროცედურაა,
ინიექციაზე ნაკლებ ეფექტურია და იმდენად უხერხული და ხელოვნურია, რომ ვერ ჰპოვა ფართო
გავრცელება (Delizonna, Wincze, Litz, Brown, & Barlow, 2001). პენისის პროთეზის ანუ იმპლანტის
ჩაყენება ქირურგიული მეთოდია, რომელსაც თითქმის 100 წელიწადია, რაც იყენებენ, თუმცა მხოლოდ
ბოლო პერიოდში დაიხვეწა იმდენად, რომ ნორმალურ სექსუალურ ფუნქციონირებასთან მიახლოებული
იყოს. ერთი პროცედურა ნახევრად მყარი სილიკონის ჩხირის იმპლანტის ჩაყენებას გულისხმობს,
რომელსაც მამაკაცი, პროცესის მსვლელობისას, საკუთარი საჭიროების მიხედვით ხრის და ასწორებს
და აქტისთვის მოსახერხებელ პოზიციაში აჩერებს. ყველაზე პოპულარულ პროცედურაში მამაკაცი
პატარა ტუმბოს აჭერს ხელს, რომელიც ქირურგიულად ყენდება სათესლე ჯირკვალში, რითაც სითხეს
გასაბერ ცილინდრში უშვებს და ეს წარმოქმნის ერექციას. პენისის პროსტატის ახალი მოწყობილობა
ტუმბოიანი გასაბერი ჩხირია, რაც უფრო მოსახერხებელია, ვიდრე ჩხირის გარეთ მოთავსებული ტუმბო.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ქირურგიული იმპლანტები ბევრს ვერაფერს ხდებიან ოპერაციამდელი
სექსუალური ფუნქციონირების გაუმჯობესებისა თუ დაკმაყოფილების უზრუნველყოფის
თვალსაზრისით პაციენტთა უმრავლესობაში (Gregoire, 1992; Kim & Lipshultz, 1997). დღეისათვის მათ,
როგორც წესი, მხოლოდ მაშინ იყენებენ, როდესაც ყველა სხვა მცდელობა უშედეგო აღმოჩნდება. მეორე
მხრივ, ეს პროცედურა სასარგებლო აღმოჩნდა იმ მამაკაცებისათვის, რომლებსაც სიმსივნის გამო
უწევთ პროსტატის ამოკვეთა, ვინაიდან ეს უკანასკნელი ხშირად იწვევს სექსუალურ დისფუნქციას
იმისდა მიუხედავად, რომ ახალი „ნერვის დამზოგავი“ ოპერაციები, გარკვეულწილად, ამცირებენ ამ
ეფექტს (Ramsawh, Morgentaler, Covino, Barlow, & DeWolf, 2005).
კიდევ ერთი მიდგომაა თერაპია ვაკუუმის მოწყობილობით. ამ დროს პენისზე მოთავსებულ
ცილინდრში ვაკუუმი იქმნება. ვაკუუმი პენისში სისხლის მიწოლას უზრუნველყოფს, რომელიც შემდეგ
პენისის ძირში მოთავსებული სპეციალურად შექმნილი რგოლით კავდება. მიუხედავად იმისა, რომ
ვაკუუმის მოწყობილობის გამოყენება საკმაოდ ბევრ უხერხულობას ქმნის, მომხმარებელთა 70%-დან
100%-მდე დამაკმაყოფილ ერექციაზე საუბრობს, განსაკუთრებით მაშინ, თუ ფსიქოლოგიური სექ-
თერაპია უშედეგო იყო (Segraves & Althof, 1998; Witherington, 1988). ამასთან, ეს პროცედურა ნაკლებად
ინტრუზიულია, ვიდრე ქირურგიული ჩარევა ან ინიექციები, მაგრამ უხერხული და ხელოვნურია
(Delizonna et al., 2001)

შეჯამება
როგორც ფსიქოლოგიური, ისე − სამედიცინო მკურნალობის პროგრამები იმედს აძლევს იმ
ადამიანთა დიდ ნაწილს, რომელიც სექსუალური დისფუნქციისგან იტანჯება. სამწუხაროდ, ამგვარი
პროგრამები ბევრგან არ არის ხელმისაწვდომი, ვინაიდან ჯანდაცვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის
სფეროში დასაქმებული ბევრი სპეციალისტი არ არის სათანადოდ მომზადებული. სამაგიეროდ ფართოდ
42
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

არის ხელმისაწვდომი მამაკაცის ერექციული დისფუნქციისთვის მოწოდებული მედიკამენტები.


სექსუალური აგზნების აშლილობების ფსიქოლოგიური მკურნალობა გასაუმჯოებესებელია,
დაქვეითებული სექსუალური სურვილის თერაპია კი, ძირითადად, გადაუმოწმებელი და
დაუსაბუთებელი. ყოველწლიურად რაღაც ახალს პოულობენ სამედიცინო სფეროს წარმომადენლები,
მაგრამ გადაწყვეტათა უმრავლესობა ჯერ კიდევ ინტრუზიული და მოუხერხებელია, თუმცა ისეთი
პრეპარატები, როგორებიცაა ვიაგრა და ლევიტრა, გარკვეულ შედეგს იძლევა ერექციული
დისფუნქციის შემთხვევაში. ბევრი სხვა წამალი კვლავ შექმნისა და დამუშავების პროცესშია.
სამწუხაროდ, ჯანდაცვის სფეროში მომუშავე პროფესიონალთა უმრავლესობა უყურადღებოდ
ტოვებს ასაკოვანი მოზრდილების სექსუალობას. ურთიერთობაზე, განათლებასა და მგრძნობიარე
წერტილებზე ყურადღების წარმართვაზე ხაზგასმის გარდა, ქალებში სათანადო ლუბრიკანტები და
მამაცებში ერექციული რეაგირების მაქსიმიზაციის მეთოდების განხილვა შუა ხნის წყვილების
ნებისმიერი სექსუალური კონსულტირების ნაწილი უნდა იყოს. უფრო მნიშვნელოვანია, რომ
შემცირებული ფიზიკური შესაძლებლობების პირობებშიც კი გრძელდებოდეს სექსუალური
ურთიერთობა, რომელიც სიამოვნებისა და სიხარულის მომტანია ასაკში შესული წყვილის
ურთიერთობაში და აუცილებლობით სულაც არ გულისხმობს კოიტუსს. სექსუალური დისფუნქციების
შემდგომი კვლევა და მკურნალობის მეთოდების განვითარება ყველა ამ საკითხს უნდა მოიცავდეს. და
მაინც, ყველა თანხმდება იმაზე, რომ, სადაც საჭიროა, ფსიქოლოგიური და მედიკამენტური
მკურნალობის კომბინაცია ჯერ კიდევ საუკეთესო სტრატეგიას წარმოადგენს.

ცნებების შემოწმება 10.2

განსაზღვრეთ, მართებულია თუ არა შემდეგი დებულებები სექსუალური დისფუნქციების მიზეზებისა და


მკურნალობის თვალსაზრისით.

1. ბევრ ფიზიკურ და სამედიცინო მდგომარეობასა და მათი მკურნალობის გზებს (მაგალითად,


მედიკამენტების დანიშვნა) თავისი წვლილი შეაქვთ სექსუალური დისფუნქციის განვითარებაში, თუმცა
ბევრმა ექიმმა არაფერი იცის ამ კავშირის შესახებ.

2. შფოთვა ყოველთვის ამცირებს ან სულაც აქრობს სექსუალურ აგზნებას.

3. სექსუალური დისფუნქციები პარტნიორის მზარდი არმოწონების, ტრავმული სექსუალური მოვლენების


ან სექსუალური ქცევის უარყოფითი შედეგების შესახებ ბავშვობაში ნასწავლი გაკვეთილებს შედეგი
შეიძლება იყოს.

4. ბევრი აშლილობის მარტივი, ეფექტური მკურნალობა განათლებაა.

5. ყველა სექსუალურ დისფუნქციას ერთი და იმავე ფსიქოსოციალური ტექნიკით მკურნალობენ.

6. ბოლო წლებში შემოთავაზებული ქირურგიული და ფარმაკოლოგიური მკურნალობების უმრავლესობა


ერექციულ აშლილობაზე ახდენს ფოკუსირებას.

პარაფილიური აშლილობები: კლინიკური აღწერა


თუ ადამიანთა უმრავლესობას გავხართ, მაშინ თქვენი სექსუალური ინტერესი მეორე ფიზიკურად
მომწიფებული მოზრდილებისკენ (ან გვიანი მოზარდობის ხანაში მყოფი ადამიანებისკენ) იქნება
მიმართული, რომელთაც თავისუფლად შეუძლიათ დათანხმდნენ ან არ დათანხმდნენ კონტაქტზე.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ მეორე მოზრდილი ადამიანისაგან განსხვავებული რამე ან ვინმე გიზიდავთ
სექსუალურად, მაგალითად, ცხოველები (განსაკუთრებით ცხენები და ძაღლები) (Williams & Weinberg,
2003) ან მტვერსასრუტი? (დიახ, დიახ, ესეთებიც ხდება! ☺), ანდა თუ სექსუალურ დაკმაყოფილებას
მხოლოდ სასტიკი მკვლელობის ჩადენის მეშვეობით იღებთ? სექსუალური აგზნების ასეთი და უამრავი
43
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სხვა პატერნი ძალიან ბევრ ადამიანთან გვხვდება და ტანჯვის უამრავი ამბის დასაბამი ხდება როგორც
ამ ქცევის ჩამდენისთვის, ისე მისი მსხვერპლებისთვის, თუ ქცევა სხვა ადამიანებსაც მოიცავს. როგორც
ამ თავის დასაწყისში აღვნიშნეთ, თუ სექსუალური აგზნების ამგვარი აშლილობები ინდივიდის
დისტრესს ან გაუარესებას იწვევენ, ან პირადად მას და/ან სხვა ადამიანებს ზიანის მიყენების რისკის
წინაშე აყენებენ, მათ პარაფილიურ აშლილობებს ვუწოდებთ. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ
DSM5 პარაფილიად არ აღიარებს აშლილობას, თუ ის დისტრესსა და გაუარესებასთან ერთად,
სხვებისათვის ზიანის მიყენებას ან ზიანის მიყენების რისკს არ უკავშირდება. შესაბამისად, ითვლება,
რომ სექსუალური მიზიდულობის უცნაური პატერნები არასაკმარისია აშლილობის კრიტერიუმების
დასაკმაყოფილებლად. ეს DSM5-ში შეტანილი ცვლილებაა, რომელიც დღემდე კრიტიკისა და განხილვის
საგანს წარმოადგენს (იხ. ჩანართი ამ თავის ბოლოს: კამათი DSM-ის თაობაზე).
წლების განმავლობაში პარაფილიებისა და პარაფილიური აშლილობების მქონე უამრავი ადამიანი
შევაფასეთ, მსუბუქად უცნაური და ზოგჯერ საცოდავი შემთხვევებით დაწყებული და ყველაზე საშიში
მკვლელი-მოძალადეებით დამთავრებული. როგორც უკვე აღვნიშნეთ, უამრავი უწყინარი უცნაურობა
არსებობს, როგორიცაა ზოგიერთი ფეტიშური აგზნების პატერნები (იხ. შემდეგი ქვეთავი), რომელიც
არავის ვნებს და არც დისტრესსა და ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს. შესაბამისად, არ
აკმაყოფილებს აშლილობის კრიტერიუმებს. საუბარს პარაფილიური აშლილობების ძირითადი ტიპების
მოკლე მიმოხილვით დავიწყებთ და საილუსტრაციოდ ჩვენი პრაქტიკიდან აღებულ შემთხვევებს
გამოვიყენებთ. სექსუალური დისფუნქციების მსგავსად, საკმაოდ უჩვეულოა, რომ ერთ ინდივიდს
სექსუალური აგზნების მხოლოდ ერთი პარაფილიური პატერნი ჰქონდეს (Bradford & Meston, 2011; Laws
& O’Donohue, 2008). ჩვენი ბევრი პაციენტი ორი, სამი ან მეტი პატერნით არის, თუმცა, როგორც წესი,
მათ შორის ერთი დომინირებს (Bradford & Meston, 2011; Laws & O’Donohue, 2008). გარდა ამისა, არც
თუ ისე იშვიათია, რომ პარაფილიური აშლილობის მქონე ინდივიდებს კომორბიდულად გუნება-
განწყობილების, შფოთვითი და ნივთიერებების ბოროტად მოხმარებით გამოწვეული აშლილობები
აღენიშნებოდეთ (Kafka & Hennen, 2003; Raymond, Coleman, Ohlerking, Christenson, & Miner, 1999).
მიუხედავად იმისა, რომ პარაფილიური აშლილობები ფართოდ არ არის გავრცელებული და საკმაოდ
რთულია მათი სიხშირის შეფასება, ზოგიერთი მათგანი, მაგალითად, ტრანსვესტული აშლილობა
(ქვემოთ განხილული ე. წ. Cross-dressing, საპირისპირო სქესის ადამიანის ტანისამოსის ჩაცმა)
შედარებით ხშირია (Bancroft, 1989; Mason, 1997). თუ დიდ ქალაქში ცხოვრობთ, შესაძლოა,
ფროტერიული აშლილობის მსხვერპლი
გამხდარხართ, როგორც წესი, გადაჭედილ
ავტობუსში. (აქ რეალურად ძალიან გაჭედილი
იგულისხმება, როგორც სარდინები კონსერვის
ქილაში.) ასეთ სიტუაციაში ქალები უფრო მეტს
გრძნობენ, ვიდრე ჩვეულებრივ გახახუნებასა და
უკნიდან შემთხვევით დაჯახებას. ამ დროს
შეძრწუნებული ქალი აღმოაჩენს, რომ ეს
ფროტერიული აგზნების პატერნის მქონე
მამაკაცია, რომელიც მანამდე ეხახუნება უკნიდან,
სანამ ეაკულაციას არ მიაღწევს. ვინაიდან
მსხვერპლი ადვილად ვერ დააღწევს ამ სიტუაციას
მეტროს გადაჭედილი ვაგონი ფროტერიული
თავს და გაიქცევა, პროტერიული აქტი, როგორც აქტივობის ჩეული გარემოა, რომელშიც ინდივიდი უცხო
წესი, წარმატებულია (Lussier & Piché, 2008). ადამიანებთან იძულებითი ფიზიკური კონტაქტით
ბოროტად სარგებლობს საკუთარი აგზნებისთვის.
44
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ცხრილი N10. 6. ფროტერიული აშლილობის კრიტერიუმები

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება უცნობ


ადამიანთა შეხების ან ხახუნის შედეგად, რომელიც მანიფესტირებულია ფანტაზიების, სწრაფებისა ან
ქცევების სახით.

B. ამ სექსუალ სწრაფვებს პიროვნება უცნობი ადამიანის მიმართ ახორციელებს, ან სექსუალური სწრაფვები


ან ფანტაზიები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური, სამსახურეობრივი ან სხვა
მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

ფეტიშიზმი
ფეტიშური აშლილობის დროს ინდივიდის სექსუალური მიზიდულობის ობიექტს არაცოცხალი
საგნები წარმოადგენს. ფაქტობრივად, ფეტიშის იმდენი ტიპი არსებობს, რამდენი საგანიცაა, თუმცა
ყველაზე დიდი პოპულარობით ქალების საცვლები და ფეხსაცმელები სარგებლობენ (Darcangelo, 2008;
Kafka, 2010). ფეტიშური აგზნება საგნებისა და აქტივობების ორ კლასთან ასოცირდება. ესენია (1)
უსულო საგნები ან (2) სპეციფიკური ტაქტილური სტიმულაციის წყაროები, მაგალითად, რეზინი,
განსაკუთრებით, რეზინისგან დამზადებული ტანისამოსი. ბრჭყვიალა შავი პლასტმასიც აქტიურად
გამოიყენება (Bancroft, 1989; Junginger, 1997). პიროვნების ფანტაზიების, სურვილებისა და
მისწრაფებების დიდი ნაწილი ამ კონკრეტულ საგანზე ფოკუსირდება. მიზიდულობის კიდევ ერთ წყაროს
(რასაც ზოგჯერ პარტიალიზმს უწოდებენ) სხეულის ნაწილები, მაგალითად, ფეხი, საჯდომი ან თმა,
წარმოადგენს.
ამერიკის ერთ-ერთი ქალაქის ერთ-ერთ უბანში რამდენიმე თვის განმავლობაში გასაშრობად
გაფენილი ქალის ლიფები ქრებოდა. სამეზობლოს ქალებმა მალევე გაუზიარეს ეს ფაქტი ერთმანეთს და
აღმოაჩინეს, რომ ლიფები მთელ უბანში იკარგებოდა. პოლიციამ დააკავა დამნაშავე, რომელსაც
ლიფების ფეტიში აღმოაჩნდა. ფეტიშური ქცევის კიდევ ერთი მაგალითი ტაქტილურ სტიმულაციას
უკავშირდება. საავადმყოფოების სასწრაფო დახმარების განყოფილებაში საკმაოდ ხშირად იძახებენ
უროლოგებს მამაკაცის საშარდე მილიდან ქირურგიული გზით ისეთი წვრილი და გრძელი საგნების
ამოსაღებად, როგორიცაა ფანქარი ან სათვალის ყური. მამაკაცებს, რომლებიც ასეთ ნივთებს იტენიან
შიგნით, ჰგონიათ, რომ საშარდე მილის ამ გზით ნაწილობრივ ჩაკეტვით ეაკულაციის ინტენსივობას
გაზრდიან მასტურბაციის დროს. თუმცა, თუ საგანი მთლიანად ჩაცურდა პენისში, სერიოზული
სამედიცინო დახმარების საჭიროება დგება.

ცხრილი N10.7. ფეტიშური აშლილობის კრიტერიუმები

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება უსულო საგნების
გამოყენებით ან სხეულის არაგენიტალურ ნაწილებზე უაღრესად სპეციფიკური ფოკუსირებით, რაც
მანიფესტირებულია ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების სახით.

B. ამ სექსუალურ სწრაფვებს პიროვნება უცნობი ადამიანის მიმართ ახორციელებს, ან სექსუალური


სწრაფვები ან ფანტაზიები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური, სამსახურეობრივი ან
სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.

C. ფეტიშის საგნები არ შემოიფარგლება ქროს-დრესინგისთვის (როგორც ტრანსვესტურ აშლილობაში)


გამოყენებული სამოსის ელემენტებით ან სპეციალურად ტაქტილური გენიტალური სტიმულაციისთვის
შექმნილი საგნებით (მაგალითად, ვიბრატორით).

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.
45
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ვოიერიზმი და ეგზგიბიციონიზმი
ვოიერული აშლილობა გულისხმობს სექსუალურ აგზნებას მაშინ, როდესაც ინდივიდი ჩუმად, მეორე
ინდივიდსგან მალულად უყურებს, როგორ იხდის ან შიშველია ეს მეორე ადამიანი. ეგზგიბიციური
აშლილობის დროს, პირიქით, სექსუალური აგზნება და დაკმაყოფილება უცნობი ადამიანებისთვის
საკუთარი გენიტალიების ჩვენებით მიიღწევა.

რობერტი . . . ფარდებს მიღმა

რ ობერტი 31 წლის დაქორწინებული მამაკაცია, რომელიც ოფისში მუშაობს. იგი ამბობს, რომ
ფანჯრიდან „თვალთვალი“ 14 წლის ასაკში დაიწყო. ის ღამ-ღამობით ველოსიპედით მოძრაობდა
უბანში და როცა ფანჯარაში ქალს დაინახავდა, ჩერდებოდა და მისჩერებოდა. ერთ-ერთი ასეთი
თვალთვალის დროს იგრძნო პირველი სექსუალური აგზნება. შემდგომში ყურებასთან ერთად
მასტურბაცია და, შესაბამისად, საკუთარი გენიტალიების ექსპოზიცია დაიწყო, თუმცა ეს ყველაფერი
ღამით ხდებოდა. როცა წამოიზარდა, იმდენ ხანს მოძრაობდა ხოლმე უბანში, სანამ პრეპუბერტატის
ასაკის გოგონებს არ გადააწყდებოდა. მანქანას ახლო-მახლო უჩერებდა, იხსნიდა შარვლის ელვა
საკრავს, ეძახდა მათ და არასექსუალური შინაარსის საუბრის გაბმას ცდილობდა. მოგვიანებით
ხანდახან იმასაც ახერხებდა, რომ გოგონა ურთიერთმასტურბაციასა და ფელაციაზე (პენისის
ორალურ სტიმულაციაზე) დაეყოლიებინა. ამისათვის რამდენჯერმე დააპატიმრეს კიდეც, მაგრამ
დაკავების საფრთხემ აზნება უფრო ინტენსიური გახადა (Barlow & Wincze, 1980). ●

გაიხსენეთ, რომ გარკვეულ პირობებში შფოთვა, ფაქტობრივად, ზრდის აგზნებას. ბევრი ვოიერისტი
უბრალოდ ვერ იღებს იმავე სახის დაკმაყოფილებას ადგლობრივ ბარებში სრულიად ხელმისაწვდომი
სტპრიპტიზ-შოუების ყურებით. ეგზგიბიციონური აშლილობა ხშირად განათლების დაბალ დონესთან
ასოცირდება, თუმცა არა ყოველთვის. ყურადღება მიაქციეთ, რომ ეგზგიბიციონური აშლილობის
მნიშვნელოვან ნაწილს რისკის ამღელვებელი ბუნება ქმნის.

იურისტი, რომელსაც ავტობუსი ესაჭიროებოდა . . .

რ ამდენიმე წლის წინ ცნობილმა იურისტმა აღიარა, რომ დახმარება სჭირდებოდა. ფსონზე მისი
კარიერა იდო. ინტელიგენტურმა, კარგი გარეგნობის დაუოჯახებელმა მამაკაცმა ყოველგვარი
ტრაბახის გარეშე თქვა, რომ მას შემდეგ, რაც იურიდიული პრაქტიკა დაიწყო, უამრავ ლამაზ ქალთან
შეეძლო ჰქონოდა სექსი, თუმცა აგზნების მიღწევის ერთადერთი გზა ის იყო, რომ ოფისიდან
გასულიყო, ავტობუსში ასულიყო და მანამდე ემგზავრა ქალაქში, სანამ საკმარისად მიმზიდველი ქალი
არ ამოვიდოდა, რომლის წინაშეც თავის ავლა-დიდებას ამოალაგებდა შარვლიდან შემდეგ
გაჩერებამდე და მერე თავქუდმოგლეჯილი გაიქცეოდა. ხშირად ხალხიც გამოედევნებოდა ხოლმე.
მაქსიმალური აგზნების მისაღწევად, ავტობუსი გაჭედილი ან ცარიალი კი არა ყოფილიყო, არამედ
მხოლოდ რამდენიმე ადამიანი უნდა ყოფილიყო, ქალი კი − სათანადო ასაკის. ზოგჯერ საათები
გადიოდა საჭირო პირობების შექმნის ლოდინში. იურისტი ამჩნევდა, რომ თუ ეგზგიბიციონიზმის გამო
არ დაითხოვდნენ სამსახურიდან, გაცდენილი დროის გამო მაინც დაატოვებინებდნენ ოფისს.
რამდენჯერმე თავის შეყვარებულსაც კი სთხოვა, რომ სახლში გაეთამაშებინათ ავტობუსის სცენა
როლური თამაშის დროს. მიუხედავად მის წინაშე დემონსტრირებისა, მან ვერ შეძლო სექსუალური
აგზნებისა და დაკმაყოფილების მიღწევა, ვინაიდან ეს აქტივობა უბრალოდ არ იყო აღმაგზნებელი. ●

მიუხედავად იმისა, რომ გავრცელების მაჩვენებელი უცნობია (Murphy & Page, 2008), შვედეთში
შემთხვევითად შერჩეული 2450 სტუდენტიდან 31%-მა თქვა, რომ, სულ მცირე, ერთხელ მაინც
აგზნებულა უცხო ადამიანისათვის საკუთარი გენიტალიები ჩვენებით, ხოლო 7.7%-მა აღიარა, რომ, სულ
მცირე, ერთხელ მაინც აგზნებულა სხვების სექსის ჩუმად ყურებისას (Långström & Seto, 2006).
46
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ეგზგიბიციური აშლილობის დიაგნოსტიკური კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად, ქცევა


განმეორებითი და უკონტროლო უნდა იყოს.

ტრანსვესტური აშლილობა
ტრანსვესტული აშლილობისას სექსუალური აგზნება მჭიდროდ უკავშირდება საპირისპირო სქესის
წარმომადგენელთა ტანისამოსის ჩაცმას6 (ან ფანტაზიას ამის შესახებ) (Blanchard, 2010; Wheeler,
Newring, & Draper, 2008). განვიხილოთ მისტერ მ.-ის შემთხვევა.

მისტერ მ. . . . ძლიერი მამაკაცი კაბაში

მ ისტერ მ. 31 წლის დაოჯახებული პოლიციის ოფიცერია, რომელმაც ჩვენს კლინიკას ქალის


ტანსაცმელში გამოწყობისა და საჯარო სივრცეში ასე გამოჩენის უკონტროლო მისწრაფების
სამკურნალოდ მოაკითხა. იგი ამას უკვე 16 წლის განმავლობაში აკეთებდა და საზღვაო ძალებიდანაც
კი დაითხოვეს ამის გამო. მას შემდეგ რამდენჯერმე კინაღამ გამოააშკარავეს. მისტერ მ.-ის მეუღლე
განქორწინებით ემუქრებოდა მას, თუმცა ხშირად თავადვე ყიდულობდა მისთვის ქალის სამოსს და
„თანაგრძნობით’ იმსჭვალებოდა, როცა მისტერ მ.-ს ეცვა ეს სამოსი. ●

ყურადღება მიაქციეთ, რომ მისტერ მ. პოლიციაში მუშაობის დაწყებამდე საზღვაო ძალებში


მსახურობდა. ჩვეული ამბავია, რომ ქალის ტანსაცმლის ჩაცმისკენ ძლიერ მიდრეკილებას მამაკაცები ე.
წ. „მაჩო“ ორგანიზაციებში მუშაობით აკომპენსირებენ. ზოგი მათგანი სხვადასხვა პარამილიტარულ
ორგანიზაციაში იყო დასაქმებული. თუმცა, ინდივიდთა უმრავლესობაზე ვერ ვიტყვით, რომ ამ
აშლილობას რაიმე სხვა ქცევით აკომპენსირებენ. შვედეთში ჩატარებული იგივე გამოკითხვა აჩვენებს,
რომ მამაკაცების 2.8% და ქალების 0.4% ტრანსვესტული ქცევის, სულ მცირე, ერთ ეპიზოდზე
საუბრობს (Långström & Zucker, 2005), ამასთან მამაკაცებში გავრცელების 3%-იანი მაჩვენებლით (APA,
2013).

ცხრილი N10.8. ვოიერული და ეგზგიბიციური აშლილობის კრიტერიუმები

ვოიერული აშლილობა

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება ისეთ ადამიანზე
ჩუმად დაკვირვებით მიიღწევა, რომელმაც არ იცის, რომ უყურებენ და შიშველია, იხდის ან სექსუალური
აქტივობით არის დაკავეული, რაც მანიფესტირებულია ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების სახით.

B. ამ სექსუალურ სწრაფვებს პიროვნება უცნობი ადამიანის მიმართ ახორციელებს, ან სექსუალური


სწრაფვები ან ფანტაზიები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური, სამსახურეობრივი ან
სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.

ეგზგიბიციური აშლილობა

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება უცნობი


ადამიანისთვის მოულოდნელად საკუთარი გენიტალიების ექსპოზიციით მიიღწევა, რაც
მანიფესტირებულია ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების სახით.
B. ამ სექსუალურ სწრაფვებს პიროვნება უცნობი ადამიანის მიმართ ახორციელებს, ან სექსუალური
სწრაფვები ან ფანტაზიები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური, სამსახურეობრივი ან
სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

6
Cross-dressing
47
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

საინტერესოა, რომ იმ მამაკაცების ცოლებისთვის, რომლებიც ქალის ტანსაცმლის ტარებისკენ


არიან მიდრეკილნი, მისაღებია მათი მეუღლეების ქცევა და საკმაო მხარდაჭერასაც უზრუნველყოფენ,
თუ ეს ამბავი მათ შორის რჩება. დოქტერი და პრინსი (1997) აღნიშნავენ, რომ ტრანსვესტული
აშლილობის მქონე 1000-ზე მეტი მამაკაცის 60% ქორწინებაში იმყოფებოდა გამოკითხვის
მომენტისათვის. ზოგი ადამიანი, როგორც დაოჯახებული, ისე − დაუოჯახებელი, წევრიანდება „ქროს-
დრესინგ“ კლუბებში პერიოდული შეხვედრებისთვის, ან ამ საკითხთან დაკავშირებული ახალი ამბები
აქვთ გამოწერილი. თუ სექსუალური აგზნება, უპირატესად, თავად ტანისამოსზეა ფოკუსირებული,
მაშინ საჭირო ხდება დიაგნოსტიკური კრიტერიუმების დაკონკრეტება ფორმულირებით „ფეტიშიზმით“.
კვლევა აჩვენებს, რომ ამ ტიპის ტრანსვესტიზმი მახასითებელთა უმრავლესობის მიხედვით არ
განსხვავდება სხვა ფეტიშებისგან (Freund, Seto, & Kuban, 1996). ტრანსვესტიზმის კიდევ ერთი
სპეციფიკატორი არა თავად ტანისამოსთან დაკავშირებულ სექსუალური აგზნების პატერნს აღწერს,
არამედ საკუთარი თავის ქალად წარმოდგენას ან ამის შესახებ ფიქრს. ამ სპეციფიკატორს
„ავტოგინეფილია“ ეწოდება. განვიხილოთ რონის შემთხვევა, რომელიც ცოტა ხნის წინ სტუმრობდა
ჩვენს კლინიკას.

რონი და რონდა . . . სექსუალური დაბნეულობა

რ ონი 47 წლის განქორწინებული მამაკაცი იყო. მას ექვსი წლის ვაჟიშვილი ჰყავდა, რომელიც
დედათან ცხოვრობდა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში რონი მეგობარ გოგონასთან და მის
შვიდი წლის ქალიშვილთან, დედასა და დასთან ერთად ცხოვრობდა. რონი დიდი და დაკუნთული,
მოკლედ შეჭრილ-წვერიანი მამაკაცი იყო. ის, პირველ რიგში, მწვავე სოციალურ შფოთვას უჩიოდა,
რომელიც, მისი გადმოცემით, ხელს უშლიდა მეგობრების ყოლასა და კარიერულ წინსვლაში, ვინაიდან
იგი მხოლოდ ისეთ პოზიციებს განიხილავდა, რომლებიც შეზღუდული რაოდენობის სოციალურ
ურთიერთქმედებას საჭიროებდა. რონი აღნიშნავდა, რომ უყვარდა თავისი მეგობარი გოგონა,
დაქორწინებას აპირებდა და განსაკუთრებით ზრუნავდა იმაზე, რომ კარგი მამობა გაეწია თავისი ექვსი
წლის ვაჟიშვილისათვის. იგი სოციალური შფოთვის თერაპიულ ჯგუფში გადავამისამართეთ.
პირველივე შეხედრაზე, ჩვენდა გასაოცრად, ის ჯინსის მოკლე ქვედაბოლოთი, მუხლამდე ტყავის
ჩექმებითა და ქალის მაისურით გამოცხადდა. სესიის მსვლელობისას მან აღნიშნა, რომ საკმაოდ
დაბნეული იყო საკუთარი სექსუალობის გამო. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ მასთან ინდივიდუალური
შეხვედრა უფრო მართებული იქნებოდა.
ამ მომენტიდან მან მოგვთხოვა, რომ მისთვის რონდა დაგვეძახა და საკუთარი სურვილით მოგვიყვა
ქროს-დრესინგისა და გეი ღამის კლუბებში მოხშირებული ვიზიტების შესახებ. მან აღნიშნა, რომ
პირველი ქორწინება მას შემდეგ დაასრულა, რაც ცოლმა რონის ფოტოები აღმოაჩინა, რომელზეც მას
ცოლის საქორწინო კაბა ეცვა. ინტერვიუს მომენტისთვის ყველაზე აღმაგზნებელ სექსუალურ სცენარს
მისთვის საკუთარი თავის ქალად წარმოსახვა წარმოადგენდა. იგი წარმოისახავდა, როგორ
ფუსფუსებდა სახლში საშინაო საქმეებით დაკავებული, მაგალითად, წინსაფარი ეკეთა და მამაკაც
პარტნიორს სადილს უმზადებდა. თუმცა, იგი მკაფიოდ ამბოდა, რომ მას ტანსაცმელი კი არ
აღაგზნებდა, არამედ საკუთარი თავის ქალად წარმოსახვა. როგორც გაირკვა, სარისკო სექსუალურ
ქცევებსაც ახორციელებდა, როგორებიც იყო დაუცველი სექსი, უცნობ ადამიანებთან მანქანების
პარკინზე სექსისთვის შეხვედრები, პოტენციური პარტნიორებისთვის საკუთარი შიშველი,
მაპროვოცირებელი ფოტოების გაგზავნა და ისეთ საჯარო თავშეყრის ადგილებში სექსით დაკავება,
როგორიცაა სპორტ დარბაზის საშხაპე. ეს ყველაფერი კი იმით იწყებოდა, რომ ქალის ტანისამოსს
იცვამდა და ქალის როლს ასრულებდა. ამის შესახებ არაფერი იცოდა მისმა მეგობარმა გოგონამ,
ვინაიდან ქალის ტანსაცმელს მანქანის საბარგულში ან სამსახურში კარადაში მალავდა. ამ ქცევის
მიუხედავად, თავის მეგობარ გოგონასთან ინტენსიურ და ხშირ სექსუალურ ურთიერთობას
ინარჩუნებდა და ძალიან ეშინოდა, რომ შიდსი არ აეკიდა და მისთვის არ გადაედო. მას ვერც შვილთან
48
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ახლო ურთიერთობაზე უარის თქმა წარმოედგინა. მკურნალობა რისკიანი ქცევების აღმოფხვრისა და


მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულებების გარკვევის მიმართულებით წარიმართა. მან
მეგობარი გოგონა და ვაჟიშვილი აირჩია და, მკურნალობის კურსის დასრულებისა და გადამოწმების
პერიოდული შეხვედრების შემდეგ, მშვიდად იყო მიღებული გადაწყვეტილების გამო. მან, საბოლოოდ,
უარი თქვა რისკის შემცველ მოღალატეობრივ ქცევაზე და არც ერთხელ არ დაცდენია მას შემდეგ ფეხი.

ეს სპეციფიკატორი საკმაოდ საკამათოა, ვინაიდან „სექსუალური დაბნეულობა“, რომელსაც რონი
განიცდიდა, გარკვეულწილად, ფარავს გენდერულ დისფორიას (იხ. ქვემოთ). ამიტომ ზოგიერთი
ფიქრობს, რომ ეს დაბნეულობა გენდერული დისფორიის ცნებით უკეთ აღიწერება. ფაქტობრივად,
არსებობს გარკვეული რისკი იმისა, რომ ამ პარაფილიური აშლილობის მქონე ინდივიდებს გენდერული
დისფორიაც განუვითარდეთ და სქესის ქირურგიული გზით შეცვლა მოითხოვონ (Blanchard, 2010).
თუმცა, რონი/რონდას შემთხვევაში ვნახეთ, რომ გენდერული დისფორია არ იყო მისი ძირითადი ჩივილი
და არასოდეს უფიქრია სქესის ქირურგიული გზით შეცვლაზე. მას მხოლოდ საკუთარი თავის ქალად
წარმოდგენა და ამაზე ფიქრი აღაგზნებდა.

ცხრილი N10.9. ტრანსვესტული აშლილობის კრიტერიუმები

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება საპირისპირო


სქესის ადამიანის ტანისამოსის ჩაცმით, რაც მანიფესტირებულია ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების
სახით.

B. ეს სექსუალური სწრაფვები, ფანტაზიები ან ქცევები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან


სოციალური, სამსახურეობრივი ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას
იწვევენ.ი აშლილობა.

დააკონკრეტეთ:
ფეტიშიზმით.
ავტოფინეფალიით.
წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

სექსუალური სადიზმი და სექსუალური მაზოხიზმი


სექსუალური სადიზმი და სექსუალური მაზოხიზმი ტკივილის მიყენებას ან სხვის დამცირებასთან
(სადიზმის შემთხვევაში) ან ტკივილის განცდასა ან დამცირებულის როლში ყოფნასთან (მაზოხიზმის
შემთხვევაში) ასოცირდება (Hucker, 2008; Krueger, 2010a, 2010b; Yates, Hucker, & Kingston, 2008),
სექსუალური აგზნების მიღწევა კი ამ ვითარებებში კონკრეტულად ძალადობასა და დაზიანებას
უკავშირდება (Seto, Lalumiere, Harris, & Chivers, 2012). მიუხედავად იმისა, რომ მისტერ მ. უკიდურესად
შეწუხებული იყო საწინააღმდეგო სქესის ტანსაცმლის ჩაცმისკენ სწრაფვით, მას სხვა პრობლემაც
სტანჯავდა. ცოლთან სექსის დროს სექსუალური სიამოვნების მაქსიმიზაციისთვის ცოლს საყელურისა
და საბელის გაკეთებას სთხოვდა, საწოლზე აბამდა და ხელბორკილებს ადებდა. ზოგჯერ თავს თოკებით,
ჯაჭვებით, ხელბორკილებით ანდა მავთულებით იბამდა და ამ დროს ყოველთვის ქალის ტანისამოსში
იყო გამოწყობილი. მისტერ მ. შიშობდა, რომ შეიძლებოდა თავი სერიოზულად დაეზიანებინა. როგორც
პოლიციელს, მრავლად ჰქონდა მოსმენილი და თავადაც გამოძიებული ისეთი შემთხვევები, როდესაც
თოკებითა და ხელბორკილებით გაკოჭილი ადამიანი გარდაცვლილი იპოვეს. ასეთი შემთხვევების
უმრავლესობაში რაღაც არასწორად მიდის და ადამიანი შემთხვევით იხრჩობს თავს.
49
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ეს ვითარება უნდა განვასხვავოთ მასთან მჭიდროდ დაკავშირებული


ისეთი მდგომარეობისგან, რომელსაც ჰიპოქსიფილიას უწოდებენ. ამ
დროს ადამიანი თავს იგუდავს, რათა ტვინში ჟანგბადის მიწოდება
შეამციროს და გააძლიეროს ორგაზმის განცდა. შესაძლოა,
პარადოქსულად გამოიყურებოდეს, რომ ვიღაც ტკივილის განცდით ან
სხვისთვის ტკივილის მინიჭებით აღიგზნება სექსუალურად, თუმცა ეს
არც თუ ისე ისვიათ.ა ბევრ შემთხვევაში თავად ქცევები საკმაოდ მსუბუქი
და უწყინარია (Krueger, 2010a; 2010b), მაგრამ, შესაძლოა, სახიფათოდ
იქცეს და ძვირად დაუჯდეს ადამიანს.
არ იყო უცნაური, რომ მისტერ მ.-მ დევიანტური აგზნების სამი მკვლელი ჯეფრი დამერი
სექსუალურ
სხვადასხვა პატერნი გამოავლინა. მის შემთხვევაში ეს იყო სექსუალური
დაკმაყოფილებას
სადმიზმი, სექსუალური მაზოხიზმი და ტრანსვესტიზმი. სადიზმისა და
კანიბალიზმის აქტებისგან
იღებდა. (იგი ციხეში
მოკლეს თანამესაკნეებმა)

ცხრილი N10.10. სექსუალური სადისმის აშლილობისა და სექსუალური მაზოხისმის აშლილობის


კრიტერიუმები

სექსუალური სადიზმის აშლილობა

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება მეორე


ადამიანისათვის ფსიქოლოგიური ან ფიზიკური ტანჯვის მიყენებით, რაც მანიფესტირებულია
ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების სახით.

B. პიროვნება ამ სექსუალური მისწრაფებებს მეორე ადამიანის თანხმობის გარეშე ახორციელებს, ან ეს


სექსუალური სწრაფვები, ფანტაზიები ან ქცევები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან სოციალური,
სამსახურეობრივი ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას იწვევენ.ი აშლილობა.

სექსუალური მაზოხიზმის აშლილობა

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალური აგზნება იმისგან, რომ
მეორე ადამიანი ამცირებს, სცემს, აბამს ან რაიმე სხვა სახით აყენებს ტანჯვას, რაც მანიფესტირებულია
ფანტაზიების, სწრაფვებისა ან ქცევების სახით.

B. ეს სექსუალური სწრაფვები, ფანტაზიები ან ქცევები კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან


სოციალური, სამსახურეობრივი ან სხვა მნიშვნელოვან სფეროებში ფუნქციონირების გაუარესებას
იწვევენ.ი აშლილობა.

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

სადისტური გაუპატიურება
მკვლელობის შემდეგ, გაუპატიურება ყველაზე დიდი შეურაცხყოფაა, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს
შეიძლება მიაყენოს. გაუპატიურება არ კვალიფიცირდება პარაფილიურ აშლილობად, ვინაიდან
შემთხვევათა უმრავლესობა უკეთ აღიწერება, როგორც მამაკაცის (და საკმაოდ იშვიათად ქალის) მიერ
მიყენებული შურაცხყოფა. სინამდვილეში ბევრი მოძალადე ანტისოციალური პიროვნული აშლილობის
(იხ. XII თავი) კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და სხვადასხვა ანტისოციალურ და აგრესიულ ქცევას
შეიძლება ახორციელებდეს (Bradford & Meston, 2011; McCabe & Wauchope, 2005; Quinsey, 2010). ბევრ
მათგანს ოპორტუნისტი შეგვიძლია ვუწოდოთ, ვინაიდან ისინი აგრესიული ან ანტისოციალური
ადამიანები არიან, როლებსაც აშკარად აკლიათ ემპათია და სხვებისადმი პატივისცემა, წარბშეუხრელად
შეუძლიათ სხვებისთვის ტკივილის მინიჭება (Bernat, Calhoun, & Adams, 1999) და მომენტალურად
სარგებლობენ უცნობი ქალების მოწყვლადობით. ასეთი დაუგეგმავი შეურაცხყოფა ხშირად ხდება
50
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ძარცვის ან სხვა კრიმინალური მოვლენების დროს. მოძალადეს კონკრეტული ქალის მიმართ რისხვა და
შურისძიებაც შეიძლება ამოძრავებდეს და ყველაფერს წინასწარ გეგმავდეს (Hucker, 1997; McCabe &
Wauchope, 2005; Quinsey, 2010).
წლების წინ ჩვენს სექსუალობის კლინიკაში აღმოვაჩინეთ, რომ ზოგიერთი მოძალადე პარაფილიური
აშლილობის აღწერას ერგებოდა და, სავარაუდოდ, სადისტის კატეგორიაში ხვდებოდა, რაც შემდგომში
ემპირიულადაც დადასტურდა (McCabe & Wauchope, 2005; Quinsey, 2010; Seto et al., 2012). ჩვენ ორი
აუდიო ჩანაწერი გავაკეთეთ. ერთში ორივე მხარისთვის სიამოვნების მომგვრელი სქესობრივი აქტი იყო
წარმოდგენილი, მეორეში კი − მამაკაცის მხრიდან იძულებით განხორციელებული (გაუპატიურება).
არამოძალადეებში სექსუალური აგზნება პირველი ჩანაწერის აღწერილობამ გამოიწვია და არა იმან,
რომელშიც ძალა იყო გამოყენებული. მათგან განსხვავებით, მოძალადეები ორივე ჩანაწერმა აღაგზნო
(Abel, Barlow, Blanchard, & Guild, 1977).
მოძალადეებში გამოიყო ქვეჯგუფი, რომელშიც ძალის გამოყენებამ და სისასტიკის აქტებმა
განსაკუთრებული აგზნება გამოიწვია. მათი რეაქციის უფრო სრულად შესაფასებლად, მესამე ჩანაწერი
გავაკეთეთ, რომელშიც ყოველგვარი სექსუალური შინაარსისგან დაცლილი აგრესია და შეურაცხყოფა
იყო აღწერილი. ზოგიერთ ინდივიდს მძლავრი სექსუალური აგზნება აღენიშნებოდა როგორც
არასექსუალურ აგრესიულ თემებზე, ისე − გაუპატიურებაზე და მცირე ან არანაირი აგზნება − ორივე
მხარისთვის სასიამოვნო აქტზე. ჩვენი ერთ-ერთი პაციენტი განსაკუთრებით სასტიკი მოძალადე იყო,
რომელსაც კი ოდესმე შევხვედრივართ და 100-ზე მეტი ქალი ჰყავდა გაუპატიურებული. მისმა ბოლო
მსხვერპლმა ორი კვირა საავადმყოფოში გაატარა სხვადასხვა სახის დაზიანების სამკურნალოდ. ის
მსხვერპლს მკერდზე ურტყამდა, სიგარეტით უწვავდა კანს, ქამრითა და დენის დამაგრძელებლით
სცემდა, ბოქვენზე თმებს აგლეჯდა და თან საშოში სხვადასხვა ნივთს უტენიდა. მიუხედავად იმისა, რომ
ზოგიერთი ემპირიული მტკიცებულების მიხედვით, მას, სულ მცირე, სამი მსხვერპლი ჰყავდა მოკლული,
ეს არასაკმარისი იყო მის გასასამართლებლად. თუმცა, ის უკვე გასამართლებული იყო მრავლობითი
შეურაცხყოფისა და გაუპატიურებისთვის და სასჯელის მოხდას მკაცრი რეჟიმის საპატიმროში იწყებდა.
აცნობიერებდა რა, რომ მისი ქცევა არანაირ კონტროლს არ ექვემდებარებოდა და აღარაფრის იმედი
აღარ ჰქონდა, დინებას მიყოლა ამჯობინა. მან თქვა, რომ მთელ დრო, როცა არ ეძინა, გონებაში მხოლოდ
სადისტური ფანტაზიები უტრიალებდა და ამას ვერაფერს უხერხებდა. მან იცოდა, რომ მთელი
დარჩენილი ცხოვრება ციხეში უნდა გაეტარებინა, მაგრამ იმედოვნებდა, რომ რაღაც მაინც
შეუმსუბუქებდა ამ აკვიატებას და შვებას მოგვრიდა. ნებისმიერი თვალსაზრისით, ეს მამაკაცი
სექსუალური სადიზმის აშლილობის კრიტერიუმებს აკმაყოფილებდა.

პედოფილია და ინცესტი
ალბათ, ყველაზე ტრაგიკული სექსუალური დევიაცია ბავშვებისკენ (ან 13 ან უმცროსი ასაკის
მოზარდებისკენ) სექსუალური მიზიდულობაა, რომელსაც პედოფილია ეწოდება (Blanchard, 2010; Seto,
2009). ამ პრობლემას მთელი მსოფლიო უკეთ გაეცნო, როდესაც კათოლიკური ეკლესიის წიაღში
მომხდარი ამბავი გახმაურდა და ფართომასშტაბიან სკანდალად იქცა. ეს იყო მღვდლების შემთხვევა,
რომლებიც, ყოველგვარი ეჭვის გარეშე, აკმაყოფილებდნენ პედოფილური აშლილობის კრიტერიუმებს,
მრავალგზის ძალადობდნენ ბავშვებზე და ერთადერთი სასჯელი, რაც მათ ქცევას მოჰყვებოდა, ერთი
ეკლესიიდან მეორეში გადაყვანა იყო, სადაც თავიდან იწყებდნენ იმავეს.
აგზნების ასეთი პატერნის მქონე ინდივიდებს ბიჭები, გოგონები ან ორივე სქესის წარმომადგენელი
ბავშვები იზიდავენ. ერთ-ერთ გამოკითხვაში მამაკაცთა 12% და ქალების 17%-მა აღნიშნა, რომ
ბავშვობაში ერთხელ მაინც არასათანადოდ შეხებია მოზრდილი ადამიანი. სხვა გამოკითხვაში ნახეს,
რომ ამერიკაში სექსუალური შეურაცხყოფის მსხვერპლი ბავშვების რაოდენობამ 125%-ით მოიმატა
1990-იან წლებში და იმ დროისათვის 330000-ს აღემატებოდა (Fagan, Wise, Schmidt, & Berlin, 2002).
ძალადობის მსხვერპლთა დაახლოებით 90%-ს ბიჭები შეადგენენ, დანარჩენი 10% კი გოგონები არიან
(Fagan et al., 2002; Seto, 2009). მოზრდილთა გაუპატიურების შემთხვევების მსგავსად, სექსუალური
მოძალადეების 40-50%-ს არ აღენიშნება პედოფილური აგზნების პატერნები და არ აკმაყოფილებენ
51
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

პედოფილური აშლილობის კრიტერიუმებს. მათი ქცევები სასტიკი


ანტისოციალური და აგრესიული ქმედებებია (Blanchard, 2010; Seto,
2009). ბავშვთა პორნოგრაფიის გამოძიებებმა ბევრი ახალი რამ გვამცნო:
ინდივიდები, რომლებიც ასეთ პორნოგრაფიას იწერენ ინტერნეტიდან,
ხშირად თავს იმით იმართლებენ, რომ „უბრალოდ უყურებენ“ და სულაც
არ არიან პედოფილები, მაგრამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კვლევა
გვიჩვენებს, რომ ბავშვთა პორნოგრაფიის მოხმარებისთვის
გასამართლება პედოფილური აშლილობის ერთ-ერთი საუკეთესო
დისგნოსტიკურ ინდიკატორს წარმოადგენს (Seto, Cantor, & Blanchard,
2002 წელს ამერიკის
კათოლიკური ეკლესია
2006).
იძულებული გახდა, თუ ბავშვები მოძალადე პიროვნების ნათესავები არიან, პედოფილია
ეღიარებინა პედოფილიის ინცესტის სახე იღებს. მიუხედავად იმისა, რომ პედოფილიასა და ინცესტს
არაერთი დამალული
შემთხვევა, რომელშიც ბევრი რამ აქვთ საერთო, პედოფილური აშლილობის მსხვერპლები
სასულიერო პირების პატარა ბავშვები არიან, ინცესტის მსხვერპლნი კი, უმეტესად, ფიზიკური
გარკვეული რაოდენობა
იყო ჩართული, მათ შორის, მომწიფების დასაწყისში მყოფი გოგონები (Rice & Harris, 2002).
ეკლესიიდან გაძევებული ფალომეტრის გაზომვების გამოყენებით მარშალმა (1997) აჩვენა, რომ
ყოფილი მღვდელი პოლ ინცესტისკენ მიდრეკილ მამაკაცებს, ზოგადად, მოზრდილი ქალები
შენლი (ფოტოზე).
უფრო მეტად აღაგზნებთ, ვიდრე პედოფილური აშლილობის მქონეთ,
რომლებიც მხოლოდ ბავშვებზე ფოკუსირდებიან. ამრიგად, ინცესტური ურთიერთობები ადვილად
ხელმისაწვდომობასა და ოჯახში არსებულ ინტერპერსონალურ საკითხებს უფრო უკავშირდება, ვიდრე
პედოფილიას, როგორც ეს ტონის შემთხვევაშია აღწერილი.

ტონი. . . . მეტად და ნაკლებად მამა

ტ ონი 52 წლის დაოჯახებული მამაკაცია, რომელიც ტელევიზორების შემკეთებლად მუშაობს. იგი


დეპრესიის მდგომარეობით შემოვიდა ჩვენთან კლინიკაში. მან დაახლოებით 10 წლის წინ დაიწყო
სექსუალური აქტივობა საკუთარ 12 წლის ქალიშვილთან. მსუბუქი კოცნა და მოფერება
თანდათანობით ღრმა პეტინგში და, საბოლოო ჯამში, ურთიერთ მასტურბაციაში გადაიზარდა. მისი
ქალიშვილი 16 წლის იყო, როდესაც ცოლმა აღმოაჩინა ეს ინცესტური ურთიერთობა. ის დაუყოვნებლივ
ცალკე გადავიდა საცხოვრებლად, შემდეგ გაეყარა კიდეც ქმარს და ქალიშვილიც თან წაიყვანა. ტონი
ესტუმრა ქალიშვილს, რომელიც იმ დროისთვის უკვე 22 წლის იყო და მარტო ცხოვრობდა სხვა
ქალაქში. მამა-შვილს ხუთი წელი არ ენახათ ერთმანეთი. მეორე სტუმრობისას ისევ გამეორდა
ინცესტური ქცევა. ამ მომენტისთვის ტონის ღრმა დეპრესიამ დარია ხელი და მეორე ცოლს მთელი
ამბავი მოუყვა. სწორედ ეს მეორე ცოლი დაუკავშირდა ჩვენს კლინიკას, ქალიშვილთან სრული
თანამშომლობის პირობებში, რომელიც, თავის მხრივ, თავის ქალაქში დამოუკიდებლად
მკურნალობდა.●

ტონის შემთხვევას მოგვიანებით დავუბრუნდებით, თუმცა რამდენიმე მომენტს აღვნიშნავთ.


პირველი, ტონის უყვარდა თავისი ქალიშვილი და ძალიან იმედგაცრუებული და დეპრესიული იყო
საკუთარი ქცევის გამო. ბავშვზე მოძალადეები ზოგჯერ სასტიკები და აგრესიულები არიან და ზოგჯერ
კლავენ კიდეც თავიანთ მსხვერპლს. ასეთ შემთხვევებში ხშირად სექსუალური სადიზმი და პედოფილია
ერთად გვხვდება. თუმცა, ბავშვზე თავდამსხმელთა უმრავლესობა ფიზიკურად არ ძალადობს. იშვიათად
ხდება, რომ ბავშვს ფიზიკურად აიძულებენ რაიმეს ან ზიანს აყენებენ. მოძალადის თვალთახედვით, ის
არაფერს ვნებს ბავშვს, რადგან არც ფიზიკურ ძალას იყენებს და არც მუქარას. ეს ადამიანები ხშირად
საკუთარი ქცევის რაციონალიზაციის სახით ბავშვისადმი „სიყვარულზე“ ან იმაზე საუბრობენ, რომ მას
სექსუალობის შესახებ სასარგებლო რამეს აწავლიან და არასოდეს ფიქრობენ იმ ფსიქოლოგიურ ზიანზე,
რომელსაც მსხვერპლს აყენებენ იმისდა მიუხედავად, რომ ასეთი ურთიერთქმედებები ხშირად
52
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

აკარგვინებს ბავშვს ადამიანებისადმი ნდობასა და მეორე ადამიანთან ინტიმურ ურთიერთობაში ყოფნის


უნარს. ბავშვზე მოძალადეები იშვიათად მიმართავენ ბავშვებზე ძალადობას, რომლებიც პროტესტის
გარეშე შეიძლება ერთვებოდნენ ურთიერთობაში, თუმცა შიშითა და საკუთარი სურვილის წინააღმდეგ.
ბავშვები ხშირად გრძნობენ, რომ მათზე განხორციელებულ ძალადობაზე თავად აგებენ პასუხს და
მხოლოდ მოზრდილობაში ხვდებიან, რომ არ შესწევდათ საკუთარი თავის დაცვის უნარი და ნამდვილად
არ აგებენ პასუხს იმაზე, რაც დაემართათ.

ცხრილი N10.11. პედოფილური აშლილობის კრიტერიუმები

A. სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში განმეორებითი და ინტენსიური სექსუალურად აღმგზნები ფანტაზიები,


სწრაფვები ან ქცევები, რომლებიც მოიცავენ სექსუალურ აქტივობას პრეპუბერტატის ასაკის ბავშვთან ან
ბავშვებთან (როგორც წესი, 13 წლის ან ნაკლები ასაკის).

B. პიროვნება ამ სექსუალური მისწრაფებების შესაბამისად მოქმედებს, ან ეს სექსუალური სწრაფვები ან


ფანტაზიები მნიშვნელოვან დისტრესს ან ინტერპერსონალურ სირთულეებს იწვევენ.

C. ინდივიდი, სულ მცირე, 16 წლისაა და, სულ მცირე, 5 წლის უფროსია, ვიდრე A კრიტერიუმში
დასახელებული ბავშვი ან ბავშვები.

შენიშვნა: არ ითვლებიან გვიანი მოზარდობის ასაკში მყოფი ინდივიდები, რომლებიც 12-13 წლის
მოზარდებთან იმყოფებიან სექსუალურ ურთიერთობაში.
დააკონკრეტეთ ტიპი:
ექსკლუზიური (მხოლოდ ბავშვები იზიდავენ)
არაექსკლუზიური
დააკონკრეტეთ, რომელია:
სექსუალურად იზიდავენ ბიჭები
სექსუალურად იზიდავენ გოგონები
სექსუალურად იზიდავენ ორივე
დააკონკრეტეთ:
ინცესტით შემოიფარგლება თუ არა
წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

პარაფილიური აშლილობები ქალებში


პარაფილიური აშლილობები იშვიათად გვხვდება ქალებში. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე
ფიქრობდნენ, რომ მათ უბრალოდ არ ახასიათებთ მსგავსი რამ, სადომაზოხიზმის შემთხვევის ზოგიერთი
გამონაკლისით. თუმცა ბოლო წლებში გამოჩნდა რამდენიმე სტატია, რომელშიც ცალკეული
შემთხვევები ან შემთხვევათა მცირე ნაკრებია აღწერილი (Seto, 2009). დღეისათვის ითვლება, რომ
სექსუალურ მოძალადეთა დაახლოებით 5%-დან 10%-მდე ქალები არიან (Logan, 2009; Wiegel, 2008).
მაგალითად ერთ-ერთ კვლევაში (Federoff, Fishell, & Federoff, 1999) პარაფილიური აშლილობის
დიაგნოზის მქონე 12 ქალის შემთხვევაა აღწერილი, რომელიც ავტორთა კლინიკაში დაფიქსირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ ქალს ერთზე მეტი პარაფილიური აშლილობა ჰქონდა, 12 მათგანიდან
ხუთი კლინიკაში პედოფილიით შევიდა, 4 − ეგზგიბიციონიზმითა და 3 − სადომაზოხისტური
დენდენციებით.
ერთი ჰეტეროსექსუალური ქალი იმ 9 წლის ბიჭის შეცდენისთვის გაასამართლეს, რომლის ძიძადაც
მუშაობდა. როგორც გაირკვა, ქალი ბიჭს სთხოვდა, პენისისთვის მოეკიდა ხელი და მასტურბაციით
დაკავებულიყო მის თვალწინ მაშინ, როცა თვითონ ტელევიზორში რელიგიურ გადაცემას უყურებდა.
პარაფილიური აშლილობის მქონე ინდივიდებს, როგორც წესი, კარგად ეხერხებათ საკუთარი ქცევის
რაციონალიზაცია იმით, რომ სხვა რამეს აკეთებენ ისეთს, რასაც მორალურად მართებულად ან
აღმატებულად მიიჩნევენ. სხვა ქალი თვეში დაახლოებით ხუთჯერ საკუთარი ბინის ღია ფანჯრის წინ
53
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გახდისა და მასტურბაციის „უკონტროლო“ რიტუალის გამო მოვიდა კლინიკაში სამკურნალოდ. ამის


პარალელურად, ის მანქანით დადიოდა სამეზობლოში და საკვების შეთავაზებით კატებთან და
ძაღლებთან დამეგობრებას ცდილობდა. ამის შემდეგ გენიტალიებზე თაფლსა და სხვა საკვებს ისვამდა,
რათა ცხოველებს აელოკათ. პარაფილიური აშლილობის მქონე ბევრი სხვა ადამიანის მსგავსად, ეს ქალი
შეძრწუნებული და შეშინებული იყო საკუთარი ქცევით და მის აღმოსაფრხვრელად მიმართა კლინიკას,
თუმცა ეს ყველაფერი უაღრესად სექსუალური იყო მისთვის. უიგელმა (Wiegel, 2008) 175-ზე მეტი ქალის
შემთხვევა აღწერა, რომლებმაც აღიარეს, რომ სექსუალურად ავიწროვებდნენ ბავშვებსა ან მოზარდებს.

პარაფილიური აშლილობების მიზეზები


სრულფასოვან მეცნიერულ კვლევას ვერაფერი შეცვლის, თუმცა კონკრეტული შემთხვევების
შესწავლისას ხშირად იბადება ჰიპოთეზები, რომლებიც შემდგომში გაკონტროლებული მეცნიერული
დაკვირვებით შეიძლება შემოწმდეს. მოდით, დავუბრუნდეთ რობერტისა და ტონის შემთხვევებს და
ვნახოთ, რისი თქმა შეუძლიათ ჩვენთვის.

რობერტი . . . რეპრესიებზე შურისძიება

რ ობერტი (რომელმაც ეგზგიბიციონიზმის გამო მიმართა კლინიკას) მკაცრმა ავტორიტარულმა


მამამ და პასიურმა დედამ გაზარდეს ტეხასის პატარა ქალაქში. უზომოდ მორწმუნე ოჯახში მამა
ხშირად ლაპარკობდა სექსუალური აქტის ეშმაკეულ წარმომავლობაზე. რობერტმა ბევრი ვერაფერი
ისწავლა სექსის შესახებ მამისგან, გარდა იმისა, რომ ეს ცუდი იყო. ამიტომ მან მთლიანად დათრგუნა
ყველანაირი ჰეტეროსექსუალური მისწრაფებები და ფანტაზიები და მოზარდობაში ძალიან უჭირდა
თანატოლი გოგონების გვერდით ყოფნა. მან შემთხვევით აღმოაჩინა სექსუალური დაკმაყოფილების
თავისი პირადი გზა: ფანჯრიდან მიმზიდველი უცნობი გოგონების ყურება. ამან იგი მასტურბაციის
პირველ გამოცდილებამდე მიიყვანა.
რობერტმა გაიხსენა, რომ დაპატიმრების გამოცდილება არც თუ ისე ცუდი იყო, რადგან ამით მამა
შეარცხვინა. ეს კი მისთვის სამაგიეროს გადახდის ერთადერთი საშუალება იყო. სასამართლო
უჩვეულოდ ლმობიერად მოექცა მას (რაც სულაც არ იყო გასაკვირი), მამამ კი საჯარო დამცირება
განიცადა. ამის გამო ოჯახი იძულებული გახდა, სხვაგან გადასულიყო საცხოვრებლად.●

ტონი. . . . ძალიან ადრეული ასაკიდან დაწყებული მზადება

ტ ონიმ, რომელმაც დახმარებისთვის საკუთარ ქალიშვილთან ინცესტური ურთიერთობის გამო


მოგვმართა, ადრეულ სექსუალურ გამოცდილებაზე საუბრისას რამდენიმე საინტერესო ამბავი მოყვა.
მართალია, საკმაოდ მოსიყვარულე და ნორმალურ კათოლიკურ ოჯახში აღიზარდა, მას ჰყავდა ბიძა,
რომელიც არანაირად არ ჯდებოდა ოჯახის სისტემაში და მუდამ ამოვარდნილი იყო. როცა ტონი 9 თუ
10 წლის იყო, ბიძამ პოკერის თამაშის ყურების უფლება მისცა, რომელსაც იგი მეზობლის ცოლთან
გახდაზე თამაშობდა. იმავე პერიოდში ტონი იმის მომსწრეც გახდა, როგორ ესიყვარულებოდა ბიძა
მიმტანს გზის პირა რესტორანში. ამის შემდეგ მალევე ბიძისგან მიიღო მითითებები, რომ თავისზე
უმცროს ბიძაშვილთან ტონის იგივე გაეკეთებინა. ამრიგად, ტონის ურთიერთ მოფერებისა და
მასტურბაციის მაგალითი ადრეული ასაკიდანვე ჰყავდა. ამ გზით გარკვეულ სიამოვნებასაც იღებდა
პატარა გოგოებთან ურთიერთობისას. მიუხედავად იმისა, რომ ბიძას არასოდეს დაუკარებია მისთვის
ხელი, მისი ქცევა აშკარად ძალადობრივი იყო. როცა ტონი დაახლოებით 13 წლის გახდა, ურთიერთ
მანიპულაციით იყო დაკავებული საკუთარ დასთან და მის მეგობარ გოგონასთან, რაც, ასევე,
სიამოვნების მომგვრელად ახსოვდა. მოგვიანებით, როცა უკვე 18 წლის გახდა, სიძემ მეძავთან
წაიყვანა და პირველი სექსუალური აქტის გამოცდილება მაშინ მიიღო. მას ახსოვს, რომ ამ და
54
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

შემდგომმა შეხვედრებმა მეძავებთან არ დააკმაყოფილა. მას ნაადრევი ეაკულაცია ჰქონდა, რაც


მკვეთრად განსხვავდებოდა პატარა გოგონებთან მიღებული გამოცდილებისგან. მოზრდილ ქალებთან
სხვა გამოცდილებებიც არადამაკმაყოფილებელი აღმოჩნდა მისთვის. როცა ჯარში წავიდა და
საზღვარგარეთ მოუწია სამსახური, ყოველთვის ახალგაზრდა მეძავებს ეძებდა, რომლებიც ხშირად 12
წელზე უფროსებიც კი არ იყვნენ.●

ეს შემთხვევები გვახსენებენ, რომ სექსუალური აგზნების დევიანტური პატერნები ხშირად სხვა


სექსუალური და სოციალური პრობლემების კონტექსტში წარმოიქმნებიან. აგზნების არასასურველი
ფორმები მოზრდილობაში „სასურველი“ აგზნების არასაკმარის დონესთან შეიძლება ასოცირდებოდეს.
ეს ნამდვილად ასე იყო ორივე, ტონისა და რობერტის შემთხვევაში, რომელთაც არასრული სექსუალური
ურთიერთობა ჰქონდათ მოზრდილ ადამიანებთან. ბევრ შემთხვევაში სექსუალური ურთიერთობისთვის
სათანადო ადამიანებთან ადეკვატური სოციალური ურთიერთობების დამყარების უნარის უქონლობა,
როგორც ჩანს, არასათანადო სექსუალური ქცევის განვითარებასთან ასოცირდება (Marshall, 1997).
ფაქტობრივად, პარაფილიური აშლილობების მიზეზების შესახებ არსებული ყველა ინტეგრაციული
თეორია ბავშვობასა და მოზარდობაში დარღვეულ ურთიერთობებზე საუბრობს, რასაც ინდივიდი
ჯანსაღი სექსუალური განვითარების დეფიციტამდე მიჰყავს (Marshall & Barbaree, 1990; Ward & Beech,
2008). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ სექსუალურ და სოციალურ უნარებს მოკლებულ ბევრ ადამიანს
სულაც არ უყალიბდება აგზნების დევიანტური პატერნები.
ადრეული გამოცდილება შეიძლება ახდენდეს გავლენას და ეს გავლენა, შესაძლოა, სრულიად
შემთხვევითი იყოს. ისე მოხდა, რომ ადრეული სექსუალური გამოცდილება ტონისთვის მოზრდილ
ასაკში სექსუალურად აღმაგზენებლი აღმოჩნდა. პედოფილიური აშლილობის მქონე ბევრი ინდივიდი
ყვება ბავშვობაში სექსუალური შევიწროებისა და ძალადობის გამოცდილების შესახებ, რაც ასეთ
გამოცდილებას მსხვერპლის მხრიდან მოზრდილ ასაკში სექსუალური ძალადობის ქცევის
განხორციელების კარგ პრედიქტორად აქცევს (Fagan et al., 2002). რობერტმა პირველი ეროტიკული
გამოცდილება სხვის ფანჯარაში „ჭყიტინის“ დროს მიიღო, თუმცა ბევრი ჩვენგანის ადრეული
გამოცდილება არანაირად არ ასახულა ჩვენს სექსუალურ პატერნებზე.
კიდევ ერთი ფაქტორი ინდივიდის ადრეული სექსუალური ფანტაზიები შეიძლება იყოს. მაგალითად,
რახმენმა და ჰოდგსანმა (Rachman & Hodgson, 1968; ასევე, იხ. Bancroft, 1989) აჩვენეს, რომ
სექსუალური აგზნება შეიძლება ნეიტრალურ ნივთს, მაგალითად, ფეხსაცმელს დაუკავშირდეს, თუ
აგზნების მდგომარეობაში მყოფი ინდივიდი ბევრჯერ დაინახავს ამ ფეხსაცმელს. არასასურველი
აგზნების ერთ-ერთი უმძლავრესი აღმძვრელი ადრეული სექსუალური ფანტაზიები შეიძლება იყოს,
რომლებიც მრავალჯერ იქნა განმტკიცებული მასტურბაციასთან ასოცირებული მძლავრი სექსუალური
სიამოვნებით (Bradford & Meston, 2011). პედოფილური ან სადისტური აშლილობის მქონე ინდივიდს
რეალური ქცევის განხორციელებამდე, უამრავი ფანტაზია აქვს და მასტურბაციასთან ერთად ათასჯერ
წარმოისახავს იმას, რისი გაკეთებაც სურს. კლინიკური ან ოპერანტული განპირობების მოდელის
ტერმინებით რომ ვთქვათ, ეს დასწავლის პროცესის მაგალითია, როდესაც ხდება ქცევა (კონკრეტულ
ნივთსა თუ აქტივობაზე სექსუალური აგზნება) განმეორებით განმტკიცდება სასიამოვნო შედეგთან
(ორგაზმთან) შეწყვილებით. ამ მექანიზმით შეიძლება აიხსნას ის, თუ რატომ გვხვდება პარაფილიური
აშლილობები თითქმის მხოლოდ მამაკაცებში. სხვადასხვა კულტურაში არსებული ბაზისური
განსხვავება მამაკაცებსა და ქალებს შორის მასტურბაციის სიხშირის მიხედვით, შესაძლოა,
მოქმედებდეს იმაზე, რომ ამ მგომარეობის მქონე მამაკაცები მნიშვნელოვნად სჭარბობენ ქალებს.
როგორც უკვე ვნახეთ, იშვიათად გვხვდება პარაფილიური აშლილობის მქონე ქალი (Federoff et al., 1999;
Ford & Cortoni, 2008; Hunter & Mathews, 1997; Logan, 2009) და არსებობს სექსუალურად მოძალადე 175
ქალის უაღრესად ინფორმაციული კვლევა (Wiegel, 2008).
თუ ვამბობთ, რომ ადრეული გამოცდილება მნიშვნელოვნად მოქმედებს სექსუალური აგზნების
პატერნებზე მოზრდილობაში, რას ვიტყვით სამბიას ტომის მამაკაცების შესახებ, რომლებიც ბავშვობასა
და ადრეულ მოზარდობაში მხოლოდ ჰომოსექსუალურ ქცევას ახორციელებენ და მოზრდილობაში მაინც
55
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ექსკლუზიურად ჰეტეროსექსუალები არიან? ასეთ შეჭიდულ საზოგადოებებში სექსუალური


ურთიერთქმედებების წინაშე წაყენებული სოციალური მოთხოვნები ანუ „სკრიპტები“ გაცილებით
ძლიერი და ხისტია, ვიდრე ჩვენს კულტურაში და, შესაბამისად, შეიძლება გადაწონონ ადრეული
გამოცდილების ეფექტი (Baldwin & Baldwin, 1989).

ცხრილი N10.12. სხვა სპეციფიკური პარაფილიური აშლილობის კრიტერიუმები

ამ კატეგორიაში ერთიანდება ის შემთხვევები, როდესაც მდგომარეობა ხასიათდება პარაფილიური


აშლილობისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით, რომლებიც კლინიკურად მნიშვნელოვან დისტრესს ან
გაუარესებას იწვევენ სოციალურ, პროფესიულ ან ფუნქციონირების სხვა მნიშვნელოვან სფეროებში და
ჭარბად არის წარმოდგენილი, მაგრამ სრულად არ შეესაბამება პარაფილიური აშლილობების დიაგნოსტიკურ
კლასში წარმოდგენილი სხვა ნებისმიერი აშლილობის კრიტერიუმებს. ამის მაგალითებია (არასრული
ჩამონათვალი) ტელეფონის სკატოლოგია (უხამსი სატელეფონო ზარები), ჰეკროფილია (გვამები), ზოოფილია
(ცხოველები), კორპოფილია (ფეკალიები), კლისმაფილია (ოყნები) და უროფილია (შარდი).
წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

გარდა ამისა, თერაპევტებმა და სექსის მკვლევრებმა, რომლებიც პარაფილიური აშლილობის მქონე


ინდივიდებთან მუშაობენ, უაღრესად ძლიერი სექსუალური დრაივი შეამჩნიეს ამ ადამიანებში.
ზოგიერთი მათგანისთვის სრულიად ჩვეულია დღეში სამჯერ ან ოთხჯერ მასტურბირება. ჩვენ
კლინიკაში შემოსულ ერთ-ერთ შემთხვევაში სადისტი მოძალადე მთელი დღის განმავლობაში
დაახლოებით ყოველ ნახევარ საათში ერთხელ მასტურბირებდა და ამას იმდენად ხშირად აკეთებდა,
რამდენადაც ფიზიოლოგიურად იყო ეს შესაძლებელი. უკვე ვთქვით, რომ ამგვარი ქცევა ობსესიურ-
კომპულსური აშლილობების ობსესიურ პროცესს შეიძლება უკავშირდებოდეს (Barlow, 2002). ორივე
შემთხვევაში თავად არასასურველი, ემოციურად დამუხტული აზრებისა და ფანტაზიების დათრგუნვისა
და განდევნის აქტს აქვს პარადოქსული ეფექტი − განდევნის მცდელობა ზრდის მათ სიხშირესა და
ინტენსივობას (იხ. V თავი). ასეთივე პროცესი მიმდინარეობს კვებითი აშლილობებისა და ადიქციების
მქონე ინდივიდებში, როდესაც მძლავრი ადიქციური სწრაფვების შეზღუდვას არასასურველი ქცევების
უკონტროლო მატებამდე მივყავართ.
ფსიქოპათოლოგები პარაფილიური აშლილობების დროს სუსტი შემაკავებელი კონტროლითაც
დაინტერესდნენ, რაც თავის ტვინში ბიოლოგიური საფუძვლის მქონე ქცევის შემაკავებელი სისტემის
სისუსტეზე შეიძლება მიუთითებდეს (Ward & Beech, 2008) და ეს თრგუნავდეს სეროტონინის
მოქმედებას. (გაიხსენეთ მეხუთე თავიდან, რომ ქცევის შემაკავებელი სისტემა თავის ტვინში არსებული
ნეირონული წრედია, რომელთანაც შფოთვა და შეკავება ასოცირდება.)
სურათი N10. 6 წარმოდგენილ მოდელში გათვალისწინებულია ყველა ის ფაქტორი, რომელიც
პარაფილიური აშლილობების ფორმირებაში შეიძლება მონაწილეობდეს. მიუხედავად ყველა
მსჯელობისა და სპეკულაციისა, ჩვენ მიერ განხილული ჰიპოთეზების ჩათვლით, დღეისათვის ძალიან
მწირი ემპირიული მტკიცებულება გაგვაჩნია. ასე მაგალითად, ამ მოდელში საერთოდ არ არის
წარმოდგენილი ბიოლოგიური განზომილება, თუმცა პარაფილიური აშლილობებისთვის ჩვეულ ჭარბ
აგზნებას, შესაძლოა, ბიოლოგიური საფუძველი ჰქონდეს. ამიტომ ნაჩქარევი დასკვნების გამოტანამდე
კიდევ ბევრი კვლევაა ჩასატარებელი.

პარაფილიური აშლილობების შეფასება და მკურნალობა


სექსუალური აგზნების სპეციფიკური პატერნების შესასწავლად ბოლო წლებში მკვლევრებმა
დახვეწილი მეთოდები შეიმუშავეს (Ponseti et al., 2012; Wincze, 2009). ეს მნიშვნელოვანი წინსვლაა
პარაფილიური აშლილობის მკურნალობაში, ვინაიდან ზოგჯერ პრობლემის მქონე ინდივიდიც ბოლომდე
ვერ ხვდება, რა ააგზნებს. ერთხელ ჩვენს კლინიკაში მოვიდა ადამიანი, რომელიც ქალის ფეხზე
56
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

საზაფხულო (თითებზე გახსნილი) ფეხსაცმლის დანახვისას უკონტროლო აგზნებას უჩიოდა. მან


აღნიშნა, რომ ასეთი სანდლებიანი ქალის დანახვა და უკან ადევნება ერთი იყო და შეეძლო რამდენიმე
კილომეტრი ედევნა ასე. ეს მდგომარეობა მთელი ზაფხულის განმავლობაში გრძელდებოდა.
სიღრმისეულმა შეფასებამ აჩვენა, რომ ამ ადამიანისათვის თავად სანდალს კი არ ჰქონდა ეროტიული
ღირებულება, არამედ ქალის ფეხს; უფრო კონკრეტულად, ქალის ფეხს, რომელიც გარკვეულ
მოძრაობას ასრულებდა.
პარაფილიური აშლილობების განხილული მოდელის გამოყენებით, თითოეულ პაციენტს არა
მხოლოდ პარაფილიური აგზნების თვალსაზრისით ვამოწმებთ, არამედ იმასაც ვნახულობთ, თუ
რამდენად აღიგზნებიან ისინი მოზრდილებზე, აქვთ თუ არა სოციალური უნარები და შეუძლიათ თუ არა
ურთიერთობების დამყარება. ტონის ყველაფერი წესრიგში ჰქონდა სოციალური უნარების
მიმართებულებით: ის 52 წლის იყო, საკმაოდ ბედნიერი ქორწინებაში და ზოგადად კარგად ეწყობოდა
მეორე ცოლს. მისი ძირითადი პრობლემა საკუთარ ქალიშვილთან ძლიერი ინცესტური მიზიდულობა
იყო. მიუხედავად ამისა, მას უყვარდა თავისი შვილი და ძალიან უნდოდა ნორმალური მამა-შვილური
ურთიერთობა მასთან.

ადრეული არამართებული
სექსუალური ასოციაციები ან
გამოცდილებები (ზოგი შემთხვევითი
და ზოგი ჩამნაცვლებელი)

მოზრდილებთან ურთიერთობის
მოზრდილი ადამიანის აგზნების
შესაბამისი სოციალური უნარ-
პატერნების შესაძლო
ჩვევების შესაძლო არაადეკვატური
არაადეკვატური განვითარება
განვითარება

მასტურბაციასთან განმეორებით
ასოცირებული და განმტკიცებული
არამართებული სექსუალური
ფანტაზიები

სასურველი აგზნებისა და ქცევის


შეკავების განმეორებითი
მცდელობა, რაც პარაფილიური
აზრების, ფანტაზიებისა და ქცევის
(პარადოქსულ) მატებას იწვევს

პარაფილია

• სურათი N10. 6. პარაფილიის განვითარების მოდელი


57
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ფსიქოლოგიური მკურნალობა
დღესდღეობით მკურნალობის უამრავი ტექნიკა არსებობს არასასურველი აგზნების
შესამცირებლად. მათი უმრავლესობა ქცევითი თერაპიის ტექნიკებია, რომლებიც ასოციაციებისა და
კონტექსტის აღმაგზნებელი და სასიამოვნოდან ნეიტრალურისკენ ცვლილებაზეა მიმართული. ერთ-
ერთი პროცედურა, რომელიც მთლიანად პაციენტის წარმოსახვაში მიმდინარეობს და ფარული
სენსიტიზაციის სახელით არის ცნობილი, პირველად იოსებ კოტელამ (Cautela, 1967, ასევე, იხ. Barlow,
2004) აღწერა. ამ დროს პაციენტი სექსუალურად აღმაგზნებელ ხატებს წარმოსახვაში იმ ზოგიერთ
მიზეზთან აკავშირებს, რის გამოც ეს ქცევა სახიფათო, საზიანო ან ტკივილის მომტანი შეიძლება იყოს.
ცხადია, მან მკურნალობის დაწყებამდეც კარგად იცის ეს მიზეზები, მაგრამ სექსუალური აქტივობით
მიღებული მომენტალური სიამოვნება და მძლავრი განმტკიცება სრულიად საკმარისია, რომ გადაფაროს
ნებისმიერი აზრი შესაძლო ზიანისა თუ საფრთხის შესახებ. ეს ის პროცესია, რომელიც ყველაზე ხშირად
გვხვდება ნებისმიერი არასასურველი ადიქციური ქცევის, მაგალითად, ბულიმიის შემთხვევაში −
მომენტალური, მოკლევადიანი სიამოვნება ფარავს, წონის გრძელვადიანი ზიანის მოტანის
შესაძლებლობას.
წარმოსახვაში საზიანო ან სახიფათო შედეგები საკმაოდ პირდაპირ, უშუალოდ შეიძლება
დაუკავშირდეს არასასურველ ქცევას და აგზნებას და ეს მძლავრი, მნიშვნელოვანი და აზრიანი
ემოციური კავშირი იყოს. ტონის ქცევის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი უარყოფითი ასპექტი
უკავშირდებოდა სირცხვილის განცდას იმის გამო, რომ ცოლს უნდა გაშორებოდა, არ ჰქონოდა კავშირი
ოჯახის სხვა წევრებთან, ან, რაც უმნიშვნელოვანესი იყო, ოჯახის მოძღვართანაც უნდა გაეწყვიტა
ურთიერთობა. შესაბამისად, მან წარმოსახვაში აღწერა ეს ყველაფერი.

ტონი. . . . წარმოიდგინე უარესი

ტ რეილერში მარტო ხარ შენს ქალიშვილთან ერთად. აცნობიერებ, რომ მის მკერდზე გინდა ხელის
შეხება. ამიტომ მხარზე ეხვევი, ხელს ნელა უცურებ მაისურში და მკერდის სრესვას იწყებ.
მოულოდნელად კარი იღება და შენი ცოლი და ოჯახის მოძღვარი შემოდიან. შენი ქალიშვილი
მომენტალურად წამოხტება და გარეთ გარბის. შენი ცოლი უკან მისდევს. შენ პირისპირ, მარტო რჩები
მოძღვართან. ის ისე გიყურებს, თითქოს განმარტებას ელის შენგან იმის შესახებ, რაც ახლახანს ნახა.
წამები გადის, მაგრამ თითოეული წამი საუკუნედ გეჩვენება. კარგად იცი, რას შეიძლება ფიქრობდეს
შენზე მოჩერებული მოძღვარი. სირცხვილით იწვი, რაღაც გინდა თქვა, მაგრამ ვერც ერთ საჭირო
სიტყვას ვერ პოულობ. ხვდები, რომ მოძღვარს შენდამი ყოველგვარი პატივისცემა დაეკარგა. იგი
ბოლოს ამბობს: „არ მესმის ეს, ეს არ გგაქვს შენ.“ ორივე ტირილს იწყებთ. აცნობიერებ, რომ მოძღვარის
სიყვარული და პატივისცემაც დაკარგე და ცოლისაც. მოძღვარი გეკითხება: „თუ ხვდები მაინც, რა
უქენი შენს ქალიშვილს?“ შენ ფიქრობ ამაზე და ქალიშვილის ტირილი ჩაგესმის. ის ისტერიკაშია. გინდა
გაიქცე, მაგრამ არ შეგიძლია. გეცოდება და გეზიზღება საკუთარი თავი. არ იცი, ოდესმე თუ
დაიბრუნდებ ცოლისა და მოძღვრის სიყვარულსა და პატივისცემას. ●

ექვსი ან რვა სეანსის შემდეგ თერაპევტი ამგვარ სცენებს მაქსიმალურად დრამატულად ყვება,
პაციენტს კი მონათხრობის ყოველდღიურად წარმოსახვის ინსტრუქცია ეძლევა მანამ, სანამ აგზნება არ
გაქრება. ტონის მკურნალობის შედეგები წარმოდგენილია სურათი N10.7. „ბარათების სორტირების
ქულა“ გვიჩვენებს, რამდენად სურს ტონის ქალიშვილთან სექსუალური ურთიერთქმედება მამობრივ,
არასექსუალურ ურთიერთქმედებასთან შედარებით. მისი ინცესტური აგზნება მნიშვნელოვნად
შემცირდა მესამე კვირის შემდეგ, მეოთხე კვირას, მაგრამ მკურნალობამ ვერანაირი გავლენა ვერ
მოახდინა ქალიშვილთან ჯანსაღი ურთიერთობის სურვილზე. ამ შედეგებს აგზნების რეაქციის
ფსიქოფიზიოლოგიური გაზომვის შედეგებიც ადასტურებენ. სამი თვის შემდეგ გადამოწმებისას
აგზნების გარკვეული ოდენობით დაბრუნებამ გვიბიძგა, გვეკითხა ტონისთვის, რაიმე უჩვეულო ხომ არ
58
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

მოხდა ამ პერიოდში მის ცხოვრებაში. მან აღიარა, რომ ქორწინება გაუარესდა და ცოლთან სექსუალური
ურთიერთობა უბრალოდ საერთოდ აღარ ჰქონდა. ოჯახური თერაპიის კურსის მეშვეობით აღდგა
მიღწეული თერაპიული შედეგი (იხ. სურათი N10.7). რამდენიმე წლის შემდეგ, როდესაც ტონის
ქალიშვილის თერაპევტმა გადაწყვიტა, რომ იგი მზად იყო, ქალიშვილმა და ტონიმ განაახლეს
ორივესთვის სასურველი არასექსუალური ურთიერთობა.
დევიაციური (ინცესტური) სექსუალური აგზნება და ქორწინებაში პრობლემები − ცხოვრების ის ორი
მთავარი სფერო იყო, რომელშიც ტონი მკურნალობას საჭიროებდა. აგზნების პარაფილიური პატერნის
მქონე ინდივიდთა უმრავლესობას სჭირდება, რომ სერიოზულად მიაქციოს ყურადღება ოჯახურ
ფუნქციონირებასა თუ იმ სხვა ინტერპერსონალურ სისტემებს, რომელშიც ცხოვრობენ და საქმიანობენ
(Fagan et al., 2002; Rice & Harris, 2002). გარდა ამისა, ბევრს სჭირდება დახმარება აგზნების სასურველი,
მართებული პატერნების გაძლიერებაში. ხელახალი ორგაზმული განმტკიცებისას7 პაციენტებს
ინსტრუქცია ეძლევათ, გააგრძელონ
არადევიანტური
დევიანტური მასტურბაცია მათთვის ჩვეული
ფანტაზიებით, მაგრამ მეტად
საფუძველი ფარული სენსიტიზაცია
გადამოწმება სასურველი ხატებით ჩაანაცვლონ ისინი
ბარათების სორტირების ქულა

უშუალოდ ეაკულაციის წინ. ამგვარი


განმეორებითი პრაქტიკის შემდეგად
პაციენტს უნდა შეეძლოს, რომ
მასტურბაციის ადრეულ სტადიაზევე (და
არა უშუალოდ ეაკულაციის წინ)
ჰქონდეს სასურველი ფანტაზიები და
აგზნებაც არ დაკარგოს. ეს ტექნიკა,
რომელიც პირველად ჯერალდ
დავისონმა (1968) აღწერა, სხვადასხვა
ვითარებაში გარკვეული წარმატებით
ცდის დღეები
იქნა გამოყენებული (Brownell et al., 1977;
• სურათი N10.7. ტონის ქალიშვილისადმი ინცესტური ლტოლვისა Maletzky, 2002). და ბოლოს, ყველაზე
(დევიანტური) და ნორმალური ურთიერთობის (არადევიანტური) დიდი სიამოვნების მომგვრელ, მაგრამ
სურვილის მაჩვენებლები ფარული სენსიტიზაციის მეთოდით
მკურნალობისას. (მოტანილია ნებართვით წყაროდან Harbert, T. L.,
არასასურველ ქცევებთან (ადიქციების
Barlow, D. H., Hersen, M., & Austin, J. B. [1974]. Measurement and modification of ჩათვლით) დაკავშირებით, პაციენტებს
incestuous behavior: A case study. Psychological Reports, 34, 79–86, © 1974 უნდა ვასწავლოთ, გამოვამუშავებინოთ
Psychological Reports.)
დაძლევის უნარები, რათა უკან არ
ჩაცურდნენ პროგრესის კიბეზე ანუ რეციდივი არ ჰქონდეთ. სწორედ ამას აკეთებს ადიქციების
რეციდივის პრევენციული მკურნალობა (Laws & O’Donohue, 1997). პაციენტებს ასწავლიან ცდუნების
ადრეული ნიშნების ამოცნობასა და თვითკონტროლის სხვადასხვა პროცედურას, რომლებიც მანამდე
უნდა გამოიყენონ, ვიდრე სწრაფვა ძალიან მოძლიერდება და უკონტროლო გახდება.
სექსუალური მოძალადეებისთვის განკუთვნილი ფსიქოლოგიური მკურნალობის შედეგების
მტკიცებულებები მრავალგვარი და ზოგჯერ ურთიერთგამომრიცხავია. იმათ შემთხვევებში, ვინც
სამართალდამცავ სისტემაში მოხვდა, საპატიმროში გამწესებულთა (აშკარად ყველაზე მძიმე
მდგომარეობაში მყოფი ჯგუფის) ჩათვლით, შედეგები საკმაოდ მოზომილია და, საუკეთესო
შემთხვევაში, სამომავლო შემთხვევების პრევენციაზე (ანუ რეციდივების შემცირებაზე) შეგვიძლია
ვისაუბროთ. ამ ადამიანებზე ჩატარებული ბევრი კვლევის ერთობლივად მიმოხილვა გართულებულია,
ვინაიდან რეციდივების სიხშირის შეფასების განსხვავებულ მეთოდებსა და პროცედურებს იყენებენ.
თუმცა, მაინც მოიძებნება რამდენიმე ფართომასშტაბიანი გამოკითხვა, რომლებშიც სექსუალურ
მოძალადეებს 4-5 წლის განმავლობაში აკვირდებოდნენ და რეციდივების შემცირება დააფიქსირეს.

7
Orgasmic reconditioning
59
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

კერძოდ, აღმოჩნდა, რომ იმ პაციენტებში, რომლებმაც ფსიქოლოგიური მკურნალობა გაიარეს, 11-20%-


ით მეტად შემცირდა ხელახალი შემთხვევების სიხშირე, ვიდრე მოსალოდნელი იყო ჩვეულებრივი,
ტრადიციული მკურნალობის პირობებში. ამასთან, კოგნიტურ-ბიჰევიორალური პროგრამები ყველაზე
ეფექტური აღმოჩნდა რედიცივების შემცირების თვალსაზრისით (Hanson et al., 2002; Lösel &
Schmucker, 2005). მეორე მხრივ, კალიფორნიის შტატში (აშშ) ჩატარებულმა ფართომასშტაბიანმა
კვლევამ, რომელშიც სექსუალური შეურაცხყოფისა და/ან ძალადობის გამო სასჯელმისჯილი პატიმრები
მონაწილეობდნენ, აჩვენა, რომ ნებისმიერი სახის თერაპიული ჩარევა მხოლოდ მცირედით თუ ცვლის
სექსუალური ან ძალადობრივი თავდასხმების სიხშირეს იმ რვაწლიან პერიოდში, რომელშიც ამ
ადამიანებს საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ აკვირდებოდნენ (Marques, Wiederanders, Day,
Nelson, & van Ommeren, 2005).
რაც შეეხებათ ამბულატორიულ პაციენტებს, შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმ შემთხვევებში, როდესაც
თერაპიას გამოცდილი სპეციალისტი წარმართავდა, წარმატებული გამოსავლის გარკვეული ემპირიული
მტკიცებულებები მოიპოვება. მაგალითად, ორეგონის სამედიცინო სკოლის ფსიქიატრმა ბარი მალეცკიმ
და მისმა გუნდმა 20 წლის განმავლობაში მათთან თერაპიაზე მოსული 8000-ზე მეტი სექსუალური
მოძალადის მკურნალობის პროცესისა და შედეგების შემაჯამებელი ანგარიში წარმოადგინა (Maletzky,
2002). ექსკლუზიურად ამგვარი თერაპიისთვის განკუთვნილ კლინიკაში სხვადასხვა პროცედურა
გამოიყენებოდა, რომლებიც 3-4 თვიანი პროგრამის სახით შეეთავაზებოდათ პაციენტებს. მალეცკის
ანგარშში ყურადსაღებია ის ფაქტი, რომ მან ობიექტური ფიზიოლოგიური შედეგების გაზომვით
მიღებული მონაცემები წარმოადგინა, რომლებსაც ზემოთ აღწერილი პენისზე მოსარგები ხელსაწყოს
გამოყენებით აგროვებდა პროგრამაში ჩართული თითქმის ყველა პაციენტისგან და თან ურთავდა თავად
პაციენტების გადმოცემით მიღწეული პროგრესის შესახებ ანგარიშებს. ბევრ შემთხვევაში მის
მონაცემებს ოჯახებისგან და სასჯელაღსრულების სისტემის თანამშრომლებისგან მიღებული
ინფორმაციაც ადასტურებდა.
ამ პაციენტებზე დაკვირვებისას მალეცკი (2002) მკურნალობას წარმატებულად მიიჩნევდა,
როდესაც ინდივიდი (1) ნამყოფი იყო ყველა სეანსზე, (2) ობიექტური, ფიზიოლოგიური შემოწმებისას
არც ერთხელ აღარ აღიშნებოდა დევიანტური სექსუალური აგზნება გადამოწმების ყოველწლიურ
შეხვედრებზე, (3) მკურნალობის დასრულების შემდეგ არ აღენიშნებოდა არც ერთი დევიაციური
აგზნება ან ქცევა დროის ნებისმიერ მოცემულ მომენტში და (4) არ ჰქონდა შეჯახება სამართალდამცავ
სტრუქტურებთან დევიაციური სექსუალური აქტივობის, ყველაზე უმნიშვნელოს, გამოც კი. მალეცკი
მკურნალობას წარუმატებელს უწოდებდა ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც აღნიშნული პუნქტები არ
სრულდებოდა. ნებისმიერი მოძალადე, რომელმაც ნებისმიერი მიზეზით ვერ დაასრულა მკურნალობა,
წარუმატებელ შემთხვევად ითვლებოდა მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მათგანს ნაწილობრივი ან
სრული განკურნებისთვისაც კი მიეღწია. ამ კრიტერიუმების გამოყენებით, შეურაცხმყოფელი
სექსუალური ქცევის (როგორიცაა პედოფილია, გაუპატიურება ან ვუაერიზმი) გამომდინარე,
წარმატებით დასრულებული კურნალობის პროცესის შემთხვევათა ოდენობა 75-95%-ის ფარგლებში
მერყეობდა (დევიაციური ქცევის თავისებურებებიდან გამომდინარე), თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს,
რომ მალეცკის თავისი მონაცემები მეცნიერულად გაკონტროლებული კლინიკური ცნების შედეგად არ
მიუღია.
ერთი დიაგნოზის (75%) მქონე ყველა ტიპის მოძალადეს შორის ყველაზე ნაკლებად წარმატებული
ის მამაკაცები აღმოჩნდნენ, რომელთაც გაუპატიურება ჰქონდათ ჩადენილი, ყველა ტიპის ჯგუფში კი ─
რამდენიმე პარაფილიური აშლილობის მქონე მამაკაცები. მალეცკიმ (2002) წარუმატებლობასთან
ასოცირებული ფაქტორებიც იკვლია. საუკეთესო პრედიქტორთა შორის აღმოჩნდა არასტაბილური
სოციალური ურთიერთობების გამოცდილება, არასტაბილური დასაქმების გამოცდილება, პრობლემის
არსებობის მკვეთრი უარყოფა, მსხვერპლად ყოფნის მრავლობითი გამოცდილება და ისეთი სიტუაცია,
რომელშიც მოძალადე მსხვერპლთან ერთად ცხოვრებას განაგრძობს (როგორც ეს ინცესტის ტიპურ
60
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

შემთხვევებში შეიძლება ხდებოდეს). ბევრი ამ პრობლემათაგანი, უპირატესად, ზემოთ ხსენებული


პატიმრობაში მყოფი პოპულაციისთვის არის დამახასიათებელი.
მიუხედავად ამისა, სხვა ჯგუფებში მკურნალობის მსგავსი პროცედურები გაცილებით წარმატებული
აღმოჩნდა (Abel, 1989; Becker, 1990; Fagan et al., 2002). როგორც ჩანს, თერაპევტის ცოდნა და
გამოცდილება პაციენტებში სამომავლო სექსუალური ძალადობის ინცინდენტების შემცირების
მნიშვნელოვან განმსაზღვრელ ფაქტორს წარმოადგენს.
ჯუდით ბეჯერმა ზემოთ აღწერილი პროცედურები ურბანულ დასახლებებში მოზარდი სექსუალური
მოძალადეების პროგრამის ფარგლებში გამოიყენა (მაგალითისთვის იხ. Becker, 1990; Morenz & Becker,
1995). შედეგების მიხედვით, პაციენტთა 10%-მა პროგრამის დასრულების შემდეგ კვლავ ჩაიდინა
სექსუალური დანაშაული. ეს მნიშვნელოვანი მონაცემია, ვინაიდან (ა) ბევრი მოზარდი მოძალადე შიდსის
ვირუსის მატარებელია და, ფაქტობრივად, სერიოზული საფრთხის წინაშე აყენებენ თავიანთ მსხვერპლს
და (ბ) მკურნალობის გარეშე დარჩენილი სექსუალური მოძალადეების შემთხვევაში რეციდივის
მაჩვენებელი მაღალია (მაგალითისთვის იხ. Hanson, Steffy, & Gauthier, 1993; Nagayama Hall, 1995)
ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა სასიამოვნო, მაგრამ არასასურველი ქცევის შემთხვევაში,
ნარკოტიკების მოხმარების ჩათვლით. მოგვიანებით სხვა მნიშვნელოვან კვლევაში აგრესიული,
ვიქტიმიზაციის გამომწვევი ან უაღრესად მიუღებელი სექსუალური ქცევის მქონე 5-12 წლის
ბავშვებისთვის კოგნიტურ-ბიჰევიურალური თერაპია გაცილებით ეფექტური აღმოჩნდა, ვიდრე თამაშის
თერაპია, ეფექტურობაში კი ის იგულისხმებოდა, რომ თერაპიიდან 10 წლის შემდეგ პირველ ჯგუფში
გაცილებით ნაკლებად იყვნენ (მხოლოდ 2%) სექსუალური მოძალადეები, ვიდრე მეორეში (Carpentier,
Silovsky, & Chaffin, 2006). თუ შესაძლებელი იქნება ამ შედეგების რეპლიკაცია, ეს დიდი წინ გადადგმული
ნაბიჯი იქნება მოზრდილებში სექსუალური შეურაცხყოფისა და ძალადობის პრევენციისკენ.

მედიკამენტური მკურნალობა
პარაფილიური აშლილობების მქონე ინდივიდების სამკურნალო ყველაზე პოპულარულ პრეპარატად
ანტიანდროგენი სახელად ციპროტენონის აცეტატი ითვლება (Bradford, 1997; Seto, 2009). „ქიმიური
კასტრაციის“ გამომწვევი ეს მედიკამენტი, სისხლში ტესტოსტერონის დონის მკვეთრად შემცირების
გზით, უბრალოდ აქრობს სექსუალურ სურვილსა და ფანტაზიებს, თუმცა სურვილები და ფანტაზიები
მალევე ბრუნდება, როგორც კი ინდივიდი შეწყვეტს პრეპარატის მიღებას. მეორე პრეპარატი
მედროქსიპროგესტერონია (ინექციის ფორმით წარმოებული დეპო-პროვერას სახელითაა ცნობილი). ეს
ჰორმონალური აგენტია, რომელიც ამცირებს ტესტოსტერონს (Fagan et al., 2002). ეს მედიკამენტები,
შესაძლოა, გამოსადეგი იყოს საშიში სექსუალური მოძალადეებისთვის, რომლებიც არ რეაგირებენ
ალტერნატიულ მკურნალობაზე. ასევე, მათთვის, ვისთანაც საჭიროა სექსუალური აგზნების დროებით
დათრგუნვა, მაგრამ ისიც უნდა ითქვას, რომ მათი გამოყენება ყოველთვის ვერ არის წარმატებული.
მალეცკის ერთ-ერთ ადრეულ ანგარიშში (1991), დაახლოებით 5000-დან მხოლოდ 8 პაციენტს დასჭირდა
მედიკამენტი, ვინაიდან მათთან ვერანაირმა ფსიქოლოგიურმა თერაპიამ ვერ გამოიღო შედეგი. სხვა
ავტორები (Rösler & Witztum, 1998) მწვავე ხანგრძლივი პარაფილიური აშლილობის მქონე 30 მამაკაცის
წარმატებულ „ქიმიურ კასტრაციას“ აღწერენ, რომელსაც ტრიპტორელინის გამოყენებით
გონადოტროპინის სექკეციის შეკავების გზით მიაღწიეს. როგორ ჩანს, ეს პრეპარატი უფრო ეფექტურია,
ვიდრე ზემოთ ხსენებული სხვა წამლები და უფრო ნაკლები გვერდითი ეფექტებიც აქვს, ამ ერთ
კვლევაზე დაყრდნობით. ცხადია, პრეპარატი მხოლოდ რეგულარული მიღების შემთხვევაშია
ეფექტური, თუმცა როდესაც მედიკამენტური მკურნალობა ციხეში წასვლის ერთადერთ ალტერნატივას
წარმოადგენს, ინდივიდთა უმრავლესობა უსიტყვოდ ემორჩილება ექიმის მითითებებს.

შეჯამება
სხვადასხვა გარემოში წარმოებულ დაკვირვებებსა და მონაცემებზე დაყრდნობით შეიძლება ითქვას,
რომ პარაფილიური აშლილობების ფსიქოსოციალური მკურნალობის შედეგები არაერთგვაროვანია.
უფრო მეტად წარმატებული შემთხვევები შედარებით მსუბუქი მდგომარეობის მქონე და მეტად
61
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სტაბილურ ამბულატორიულ პაციენტებთან გვხვდება, თუმცა მონაცემთა დიდი ნაწილი


გაუკონტროლებელი დაკვირვებებით არის მოპოვებული მცირე რაოდენობის კლინიკურ კვლევით
ცენტრებში. ამიტომ ასეთი მონაცემები, შესაძლოა, არც თუ ისე დამაიმედებელი იყო ს სხვა კლინიკებსა
და კვლევით ცენტრებში. ნებისმიერ შემთხვევაში, სექსუალური დისფუნქციების სამკურნალოდ
მოწოდებული მიდგომების მსგავსად, პარაფილიური აშლილობებისთვის განკუთვნილი
ფსიქოსოციალური მიდგომები მხოლოდ სპეციალიზირებულ სამკურნალო ცენტრებშია
ხელმისაწვდომი. ამასთანავე, უნდა ითქვას, რომ ამ აშლილობების მქონე ინდივიდთა
უმრავლესობისთვის ბევრი დასაიმედებელი არაფერია, ვინაიდან პარაფილიური აშლილობები
ქრონიკური ხასიათისაა და მათი პერიოდული გამეორება სრულიად ჩვეული მოვლენაა.

ცნებების შემოწმება 10.3

შეამოწმეთ, რამდენად კარგად გესმით სექსუალური პარაფილიური აშლილობები. ქვემოთ აღწერილი თითოეულ
სცენარს შეუსაბამეთ დასახელება: (ა) ეგზგიბიციური აშლილობა, (ბ) ვოუერიზმი, (გ) ფეტიშიზმი ან (დ)
სექსუალური მაზოხიზმის აშლილობა

1. მეის სიამოვნებას ანიჭებს პრელუდიის დროს ტყავის მათრახის შემორტყმა. ასეთი სტიმულაციის
გარეშე მას არ შეუძლია სექსის დროს ორგაზმის მიღწევა.

2. კაის ქალის საცვლების კოლექცია აქვს, რაც ააგზნებს მას. მას უყვარს საცვლების ყურება, შეგროვება
და ტარება.

3. სემს ააგზნებს პარკში უცხო ადამიანებთან შეხვედრა და მათთვის საკუთარი გენიტალიების ჩვენება.

4. ტომს უყვარს სუზის საძინებლის ფანჯარაში შეხედვა და შიშველი სუზისთვის თვალის დევნება. ის
უკიდურსად იგზნება, როცა სუზი ტანსაცმელს იხდის. ტომის ქცევას ____ შეგვიძლია ვუწოდოთ.

5. ტომმა არ იცის, რომ სუზიმ იცის, რომ ტომი უთვალთვალებს. სუზის აღაგზნებს, როდესაც სხვების
თანდასწრებით ნელ-ნელა იხდის ტანისამოსს. ამ დროს წარმოიდგენს, რას შეიძლება ფიქრობდნენ ისინი.
სუზის ქცევას ____ ეწოდება.

6. ტომი ნამდვილად გაოგნებული და შოკირებული იქნება, თუ აღმოაჩნეს, რომ „სუზი“ სინამდვილეში


სკოტია ─ მამაკაცი, რომელიც მხოლოდ მაშინ აღიგზნება, როცა ქალის ტანისამოსს იცვამს. სკოტის
ქცევას _____ ვუწოდებთ.

გენდერული დისფორია
რა გაფიქრებინებთ, რომ მამაკაცი ან ქალი ხართ? ცხადია, ეს უფრო მეტია, ვიდრე სექსუალური
აგზნების პატერნი ან ანატომია. ეს უფრო მეტია, ვიდრე ოჯახისა და საზოგადოების რეაქციები და
გამოცდილებები. თქვენი მამაკაცურობის ან ქალურობის არსი ღრმად გამჯდარი სუბიექტური განცდაა,
რომელსაც გენდერული იდენტობა ან რეალურად განცდილი გენდერი ეწოდება. ვამბობთ, რომ
გენდერულ დისფორიასთან გვაქვს საქმე, როდესაც ინდივიდის ფიზიკური სქესი (მამაკაცის ან ქალის
ანატომია ანუ „თანდაყოლილი“ სქესი) არ შეესაბამება იმას, რაც რეალურად ეძლევა ინდივიდს განცდაში
ან ინდივიდის მიერ განცდილ გენდერთან. გენდერული დისფორია შეიძლება კონტინუუმზე იჩენდეს
თავს (APA Task Force of Gender Identity and Gender Variance, 2008; Cohen-Kettenis & Pfäfflin, 2010),
რომლის უკიდურეს წერტილზე ის ინდივიდები არიან, ვინც სრულიად უარყოფენ თანდაყოლილ
ბიოლოგიურ სქესს და სურთ მისი შეცვლა. ამ აშლილობის მქონე ადამიანები ხშირად გრძნობენ, რომ
არასწორი სქესის კუთვნილ სხეულში არიან გამომწყვდეულნი. განვიხილოთ ჯოს შემთხვევა.
62
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ჯო . . . არასწორ სხეულში გამომწყვდეული

ჯ ო 17 წლის ბიჭი, ნაბოლარა, მეხუთე შვილი იყო ოჯახში. მიუხედავად იმისა, რომ დედას გოგონა
უნდოდა, ჯო მისი ფავორიტი გახდა. მამა ბევრს მუშაობდა და ცოტა დროს ატარებდა ბიჭთან. რაც
თავი ახსოვს, საკუთარ თავზე, როგორც გოგოზე, ისე ფიქრობდა. გოგოების კაბების ჩაცმა 5 წლამდე
ასაკში შიგნიდან მომდინარე სურვილით დაიწყო და საშუალო სკოლაშიც აგრძელებდა. იგი
მზარეულობით, ქსოვით და ქარგვით დაინტერესდა. ბევრი რამ ენციკლოპედიის კითხვით ისწავლა.
უფროსი ძმა ხშირად ანამუსებდა იმის გამო, რომ ჯოს არ აინტერესებდა ისეთი „კაცური“ საქმიანობა,
როგორიც ნადირობა იყო.
ამ პერიოდში ჯო, უმეტესწილად, გოგოებთან მეგობრობდა, თუმცა ისიც ახსოვს, რომ პირველ
კლასში ძალიან იყო მიჯაჭვული ერთ ბიჭზე. სექსუალურ ფანტაზიებში, რომლებიც დაახლოებით 12
წლის ასაკში გამოჩნდა, ჯო წარმოისახავდა, რომ ქალი იყო და მამაკაცთან ჰქონდა სექსი.
დაახლოებით 15 წლის ასაკში მისმა უაღრესად ქალურმა ქცევამ დაცინვისა და შეურაცხყოფის
ობიექტად აქცია. ჩვეულებრივ, პასიური და არაასერტიული ჯო სახლიდან გაიქცა და თავის მოკვლა
სცადა. ვინაიდან ჩვეულებრივი სკოლის დამთავრება ვერ შეძლო, მდივნის კურსებზე ჩაეწერა, სადაც
ერთადერთი ბიჭი იყო კურსზე. თერაპევტთან პირველ შეხვედრაზე მან ასეთი რამ თქვა: „მე მამაკაცის
სხეულში გამომწყვდეული ქალი ვარ და მინდა, ოპერაცია გავიკეთო და ქალად ვიქცე.“●

თუ თანდაყოლილი ბიოლოგიური სქესი მდედრობითია, მაგრამ განცდაში მოცემული გენდერი


(გენდერული იდენტობა) მყარად მამრობითია, მაშინ ინდივიდს, როგორც წესი, ტრანსსექსუალ მამაკაცს
ან „ტრანსმამაკაცს“ უწოდებენ, დაბადებისას მიღებული მამრობითი სქესის შემთხვევაში კი იქნება
„ტრანსქალი“. თუ ინდივიდმა სრულად გაიარა ტრანზიცია განცდაში მოცემული სქესისკენ, სრულად
ცხოვრობს ამ სქესის განცდით (ყოველდღიუს ცხოვრებაში ადამიანებს თანმიმდევრულად,
კონსისტენტურად თავისი სასურველი სქესის პოზიციიდან ეკონტაქტება) და ემზადება ან უკვე გაიარა
სქესის შეცვლის ქირურგიული პროცედურა, მაშინ მათ „ტრანზიციისშემდგომს“ უწოდებენ. სწორედ ეს
ვითარება არის ასახული და დაკონკრეტებული გენდერული დისფორიის დიაგნოსტიკურ
კრიტერიუმებში (იხ. DSM ცხრილი N10.13).

ცხრილი N10.13. გენდერული დისფორიის კრიტერიუმები

ბავშვებში:

A. მნიშვნელოვანი, შესამჩნევი არაკონგრუენტულობა ინდივიდის განცდილ/გამოხატულ სქესსა და


თანდაყოლილ სქესს შორის, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, მანიფესტირებული, სულ მცირე ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ექვსი მახასიათებლით (რომელთაგან ერთი A1 კრიტერიუმი უნდა იყოს):

1. სხვა სქესის ქონის ძლიერი სურვილი ან მტკიცება იმისა, რომ სხვა (იმისგან განსხვავებული, რაც
თანდაყოლილად აქვს განსაზღვრული) სქესის არის;

2. ბიჭებში (თანდაყოლილი სქესი) მძლავრი პრიორიტეტი ქროს-დრესინგს ან ქალის სამოსის


სიმულაცია; გოგონებში (თანდაყოლილი სქესი) მძლავრი პრიორიტეტი მხოლოდ ტიპური
მასკულინური სამოსის ტარებას და ძლიერი წინააღმდეგობა ტიპური ქალური სამოსის ტარებას;

3. ძლიერი პრიორიტეტი ქროს-გენდერულ როლებს, იქნება ეს დამარწმუნებელი თუ ფანტაზიის თამაშის


დროს;

4. ძლიერი პრიორიტეტი ისეთ თამაშებს, სათამაშოებსა თუ აქტივობებს, რომლებიც სტერეოტიპულად


გამოიყენება და მიეწერება საპირისპირო სქესს;

5. ძლიერი პრიორიტეტი სხვა სქესის წარმომადგენლებს თამაშის დროს;


63
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

6. ბიჭებში (თანდაყოლილი სქესი) ტიპური მასკულინური სათამაშოების, თამაშებისა და აქტივობების


მძლავრი უარყოფა და უხეში თამაშებისთვის თავის სდაბეჯითებული არიდება, ან გოგონებში
(თანდაყოლილი სქესი) ტიპური ფემინური სათამაშოე ბის, თამაშებისა და აქტივობების მძლავრი
უარყოფა;

7. საკუთარი სქესობრივი ანატომიით მძლავრი უკმაყოფილება, არმოწონება;

8. მძლავრი სურვილი იმ პირველადი და/ან მეორეული სქესობრივი ნიშნების ქონისა, რომლებიც


განცდილ სქესს შეესაბამება.

B. მდგომარეობა ასოცირდება მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესთან ან გაუარესებასთან სოციალურ,


აკადემიურ ან საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

მოზარდებსა და მოზრდილებში:

A. მნიშვნელოვანი, შესამჩნევი არაკონგრუენტულობა ინდივიდის განცდილ/გამოხატულ სქესსა და


თანდაყოლილ სქესს შორის, სულ მცირე, 6 თვის განმავლობაში, მანიფესტირებული, სულ მცირე ქვემოთ
ჩამოთვლილთაგან ორი მახასიათებლით:

1. მნიშვნელოვანი, შესამჩნევი არაკონგრუენტულობა ინდივიდის განცდილ/გამოხატულ სქესსა და


პირველად და/ან მეორეულ სქესობრივ ნიშნებს (ან ადრეულ მოზარდებში, მოსალოდნელ მეორეულ
სქეოსბრივ ნიშნებს) შორის;

2. მძლავრი სურვილი იმისა, რომ თავიდან მოიშოროს პირველადი და/ან მეორეული სასწესო ნიშნები,
განცდილ/გამოხატულ სქესთან მძლავრი არაკონგრუენტულობის გამო (ან ადრეულ მოზარდებში,
მოსალოდნელი მეორეული სასქესო ნიშნების განვითარებისთვის ხელის შეშლის სურვილი);

3. სხვა სქესისთვის დამახასიათებელი პირველადი და/ან მეორეული სასქესო ნიშნების ქონის მძლავრი
სურვილი;

4. სხვა სქესის (თანდაყოლილი სქესისგან განსხვავებული სქესის მქონე) ადამიანად ყოფნის მძლავრი
სურვილი;

5. სხვების მხრიდან სხვა სქესის (თანდაყოლილი სქესისგან განსხვავებული სქესის მქონე) ადამიანის
შესატყვისად მოპყრობის ძლიერი სურვილი;

6. მძლავრი დარწმუნებულობა იმაში, რომ სხვა სქესის (თანდაყოლილი სქესისგან განსხვავებული


სქესის მქონე) ადამიანისთვის ტიპური გრძნობებისა და რეაქციების ქონაში.
B. მდგომარეობა ასოცირდება მნიშვნელოვან კლინიკურ დისტრესთან ან გაუარესებასთან სოციალურ,
აკადემიურ ან საქმიანობის სხვა მნიშვნელოვან სფეროებში.

წყაროდან American Psychiatric Association. (2013). Diagnostic and statistical manual of mental disorders (5th ed.). Washington, DC.

გენდერული დისფორიის განსაზღვრება


გენდერული დისფორია უნდა განვასხვავოთ ტრანსვესტული ფეტიშიზმისგან, პარაფილიური
აშლილობისგან (რომელიც ზემოთ განვიხილეთ), როდესაც ინდივიდები, ჩვეულებრივ, მამაკაცები,
სექსუალურად აღიგზნებიან საპირისპირო სქესის ადამიანების სამოსისა თუ საგნების ტარებით. ამ
დროს საქმე გვაქვს ტრასვესტული პატერნის მქონე მამაკაცისთვის დამახასიათებელი
პრიორიტეტისთვის, როდესაც ქალის როლის მორგება ანუ ქროს-დრესინგი, უპირველეს ყოვლისა,
სექსუალური დაკმაყოფილების საშუალებას წარმოადგენს. გენდერული დისფორიის შემთხვევაში
საპირისპირო სქესის სამოსში გამოწყობის პირველადი მიზანი სექსუალური დაკმაყოფილება კი არ არის,
არამედ სურვილი იმისა, რომ ამ სხვა სქესისთვის შესატყვისი ცხოვრების წესით ღიად იცხოვროს
ადამიანმა.
გენდერული დისფორია ისეთ ინდივიდებთანაც გვხვდება, რომლებსაც სქესობრივი განვითარების
აშლილობის (DSD) დიაგნოზი აქვს. ამ მდგომარეობას ადრე ინტერსექსუალობა ან ჰერმაფროდიტიზმი
64
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ეწოდებოდა. ეს ტერმინი ისეთ ადამიანებს აღწერდა, რომლებიც ორაზროვანი გენიტალიებით


დაიბადნენ, რაც დადგენილ ჰორმონალურ ან სხვა ფიზიკურ პათოლოგიებთან ასოცირდებოდა.
მახასიათებელთა კონკრეტული კომბინაციის შესაბამისად, სქესობრივი განვითარების აშლილობის
მქონე ინდივიდებს დაბადებისას, როგორც წესი, სპეციფიკურ სქესს „მიაკუთვნებენ“. საკუთარი
სქესობრივი ანატომიის შესაცვლელად მათ ზოგჯერ ქირურგიული ჩარევისთვის უწევთ მიმართვა,
ზოგჯერ კი ჰორმონალური მკურნალობისთვის. თუ გენდერული დისფორია სქესობრივი განვითარების
აშლილობის კონტექსტში იჩენს თავს, ეს უნდა დაკონკრეტდეს დიაგნოსტირებისას. თუმცა გენდერული
დისფორმიის მქონე ადამიანთა უმრავლესობას არანაირი ხილული ფიზიკური პათოლოგია არ
აღენიშნება. (ამ საკითხს მოგვიანებით ისევ მივუბრუნდებით)
და ბოლოს, გენდერული დისფორია უნდა განვასხვავოთ ჰომოსექსუალი მამაკაცის აგზნების
პატერნისგან, რომელიც ზოგჯერ ფემინურად იქცევა. ასევე, უნდა განვასხვავოთ ჰომოსექსუალური
აგზნების პატერნისა და მასკულინური მანერების მქონე ქალისგან. ასეთი ინდივიდი არ გრძნობს თავს
ისე, თითქოს მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ქალი იყოს. არც ის სურს, რომ ქალი იყოს, ან მამაკაცი
(ქალის შემთხვევაში). ასევე, ყურადღება მიაქციეთ, რომ DSM5-ის კრიტერიუმის მიხედვით, გენდერული
იდენტობა დამოუკიდებელია სექსუალური აგზნების პატერნებისგან (Savin-Williams, 2006). მაგალითად,
ტრანსქალს (ბიოლოგიურად მამაკაცს, რომელიც მძლავრად განიცდის ფემინურ გენდერულ
იდენტობას), შესაძლოა, ძლიერად იზიდავდეს ქალები. ანალოგიურად ელი კოულმენი და მისი კოლეგები
(Coleman, Bockting, & Gooren, 1993) აღწერენ ცხრა ტრანსმამაკაცს, რომელთაც მამაკაცები იზიდავდა
სექსუალურად. ამგვარად, ქირურგიულ ჩარევამდე ჰეტეროსექსუალური ქალები ოპერაციის შემდეგ გეი
მამაკაცებად იქცეოდნენ. ჩივერსმა და ბეილიმ (Chivers & Bailey, 2000) ტრანსმამაკაცთა ჯგუფი,
რომლებსაც მამაკაცები იზიდავდნენ (იშვიათი შემთხვევა), შეადარეს იმ ტრანსმამაკაცთა ჯგუფს,
რომლებსაც ქალები იზიდავდნენ (ჩვეული პატერნი) ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ. მათ
აღმოაჩინეს, რომ ეს ორი ჯგუფი არ განსხვავდებოდა ერთმანეთისგან გენდერული იდენტობის
(როგორც მამაკაცის) სიძლიერით, თუმცა მეორე ჯგუფი უფრო ასერტიული იყო სექსუალურად და, რაც
სრულიად გასაგებია, მეტად იყო დაინტერესებული ხელოვნური პენისის ქირურგიული გზით შექმნის
პროცედურებით.
ლოურენსმა (Lawence, 2005) 232 ტრანსქალი შეისწავლა ოპერაციამდე და ოპერაციის შემდეგ და
აღმოაჩინა, რომ მათი უმრავლესობა (54%), უპირატესად, ჰეტეროსექსუალი (ქალები იზიდავდნენ) იყო
ოპერაციამდე. ოპერაციის შემდეგ ეს ვითარება შეიცვალა ოდნავ შეიცვალა ზოგიერთისთვის და
ტრამატულად რამდენიმე მათგანისთვის. უფრო კონკრეტულად, კვლევაში მონაწილეთა მხოლოდ 25%-
ს შეუნარჩუნდა ქალებისადმი მიზიდულობა (ანუ ის ინტერესი, რაც ოპერაციამდე ჰქონდათ), რამაც
ისინი ტექნიკურად გეიებად აქცია. ეს ბოლო ჯგუფი, შესაძლოა, ტრანსქალების ცალკე ქვეჯგუფს
წარმოადგენს, რომლებსაც განვითარების განსხვავებული პატერნი ახასიათებთ, რომელიც
აუტოგინეფილიის სახელით არის ცნობილი. ამ დროს გენდერული დისფორია საკუთარ თავზე (აუტო),
როგორც ქალზე (გინე) ფანტაზიისადმი მძლავრი და სპეფიციკური სექსუალური მიზიდულობით იწყება.
ეს ფანტაზია თანდათანობით საკუთარი გენდერის, როგორც მდედრობითის, უფრო ფართო,
ყოვლისმომცველ გამოცდილებაში გადაიზრდება. ბიოლოგიური მამაკაცების ამ ქვეჯგუფში
გაერთიანებული ინდივიდებისთვის არ არის დამახასიათებელი ქალური მანერები და ქცევა ბავშვობაში,
თუმცა სექსუალურ აგზნებას აღწევდნენ ქროს-დრესინგისა და საკუთარი თავის, როგორც ქალის
შესახებ ფანტაზიების მეშვეობით. დროთა განმავლობაში ეს ფანტაზიები ქალად გახდომაში
გადაიზრდება (Bailey, 2003; Carroll, 2007). სხვა სიტყვებით, მამაკაცი უბრალოდ კი აღარ წარმოისახავს,
რომ ქალია, არამედ რეალურად იქცევა/გარდაიქმნება ქალად. ეს განსხვავება წინააღმდეგობრივია,
თუმცა ემპირიულად გამყარებული (Carroll, 2007). გენდერულ დისფორიას შეადრებით იშვიათად სდევს
თანდაყოლილი სქესის უარყოფა. ამ მდგომარეობის გავრცელების მაჩვენებელი ბიოლოგიურად
მამაკაცად დაბადებულთა შორის 1.5-5-ია ყოველ ასი ათას ინდივიდზე, ხოლო ბიოლოგიურად ქალად
დაბადებულთა შორის ─ ყოველ ას ათასზე 2-დან 3-მდე მერყეობს (American Psychiatric Association,
65
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

2013). ამასთან, ბიოლოგიურ მამაკაცებში სამჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე ბიოლოგიურ
ქალებში (American Psychological Association, 2008; Sohn & Bosinski, 2007). დღესდღეობით ბევრ
ქვეყანაში სქესის შესაცვლელად მთელი რიგი იურიდიული საფეხურების გავლას მოითხოვენ.
მაგალითად, 1990-იან წლებში გერმანიაში ყოველ 100000 მოსახლეზე 2.1-დან 2.4-მდე ადამიანმა, სულ
მცირე, პირველი იურიდიული ეტაპი გაიარა, რაც სახელის შეცვლად გულისხმობს. ამ ქვეყანაში
გენდერული დისფორიის მქონე მამაკაცთა და ქალთა თანაფარდობა 2.3/1-ს შეადგენს (Weitze & Osburg,
1996). 2006 წლიდან მოყოლებული, ნიუ კიორკში ადამიანებს ქირურგიული ჩარევის შემდეგ, თავიანთ
დაბადების მოწმობაში ბიოლოგიური სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის უფლება აქვთ.
ზოგიერთ ქვეყანაში განსხვავებული გენდერული გამოცდილების მქონე ინდივიდებს ხშირად
„შამანის“ ან „ნათელმხილველის“ სტატუსს ანიჭებენ და ისე ექცევიან, როგორც ბრძენს. შამანი თითქმის
ყოველთვის ქალის როლში წარმოდგენილი მამაკაცია (მაგალითისთვის იხ. Coleman, Colgan, & Gooren,
1992). სტროლერი (Strollet, 1976) ორ თანამედროვე ფემინიზებულ ადგილობრივ ამერიკელ მამაკაცზე
წერდა, რომლებიც არა მარტო მიიღო თემმა, არამედ დიდი პატივისცემითაც ეპყრობოდა
განმაკურნებელი რიტუალებისა და სხვა სამეციდინო ცოდნის გამო. ზოგიერთი ასეთი კულტურისგან
განსხვავებით, დასავლური კულტურები მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან სოციალური ტოლერანტობის
თვალსაზრისით. თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ეს ვითარება ნელ-ნელა იცვლება ისეთი ინდივიდების
წყალობით, როგორიც ჩეზ ბოლოა, რომელიც გაბედულად და ღიად საუბრობს გენდერული დისფორიის
შესახებ.

მიზეზები
ჯერ კიდევ ბევრი არაფერია ცნობილი გენდერული დისფორიისა თუ ალტერნატიული გენდერული
გამოცდილების კონკრეტული ბიოლოგიური საფუძვლების შესახებ, თუმცა, როგორც ჩანს, უკვე
შეგვიძლია გარკვეულ ბიოლოგიურ პრედისპოზიციაზე საუბარი. ქულიჯის, თედესა და იანგის (Coolidge,
Thede, & Young, 2002) შეფასებით, ტყუპების შერჩევაში გენდერული დისფორიის განცდისადმი
მოწყვლადობის დაახლოებით 62%-ს გენეტიკა განაპირობებს. ამასთან, 38% არასაზიარო (უნიკალურ)
გარემოზე და მასში მიმდინარე მოვლენებზე მოდის. ნიდერლანდებში ჩატარებულმა ტყუპების
რეგისტრის კვლევამ აჩვენა, რომ კროს-გენდერული (ინდივიდის ბიოლოგიური სქესის საპირისპირო
სქესისთვის დამახასიათებელი) ქცევისადმი მოწყვლადობის 70% გენეტიკური წარმომავლობის იყო და
მხოლოდ დარჩენილი 30% მოდიოდა გარემოზე, თუმცა ეს ქცევა არ არის იგივე, რაც გენდერული
იდენტობა. ეს უკანასკნელი არ გაუზომიათ ამ კვლევაში (van Beijsterveldt, Hudziak, & Boomsma,2006).
გომეს-გილისა და მისი კოლეგების (Gomez-Gil et al., 2010) მონაცემებით, გენდერული დისფორიის
გავრცელების მაჩვენებელი ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე შემთხვევით იქნებოდა მოსალოდნელი
გენდერული დისფორიის მქონე ინდივიდთა ჩვეულებრივი დედმამიშვილების დიდ შერჩევაში (995).
მეორე მხრივ, სეგალმა (Segal, 2006) აღმოაჩინა ორი წყვილი მონოზიგოტური (იდენტური) მდედრობითი
სქესის ტყუპი, რომელთაგან ერთ ტყუპისცალს ჰქონდა გენდერული დისფორია და მეორეს არა. ამ
განსხვავებას ვერანაირი ცხოვრებისეული გამოცდილების ან სამედიცინო ამხსნელი ფაქტორი ვერ
მოეძებნა. და მაინც, სრულიად ნათელია, რომ ამ საკითხში გენეტიკას თავისი წვლილი ნამდვილად
შეაქცს.
ადრეული კვლევა გვაფიქრებინებს, რომ სექსუალური ორიენტაციის შემთხვევების მსგავსად,
განვითარების გარკვეულ კრიტიკულ პერიოდებში ტესტოსტერონის ან ესტროგენის ოდნავ მაღალმა
დონემ, შესაძლოა, მდედრობითი ფეტუსის მასკულინიზაცია ან მამრობითის ფემინიზაცია შეიძლება
გამოიწვიოს (მაგალითისთვის იხ. Keefe, 2002). ჰორმონების დონის ცვლილება ბუნებრივად ან ორსული
დედის მიერ მიღებულ მედიკამენტებს შეიძლება მოჰყვეს. მეცნიერებმა შეისწავლეს 5-დან 12-წლამდე
გოგონები, რომელთა ინტერსქესობრივი მდგომარეობა კონგენიტალური ადრენალური ჰიპერფლასიის
(CAH) სახელით არის ცნობილი. ამ დროს ქრომოსომების დონეზე მდედრობითი ინდივიდების ტვინი
გაჟღენთილია მამაკაცის ჰორმონებით (ანდროგენებით), რაც, სხვა შედეგებთან ერთად, უპირატესად,
მასკულინური გარეგანი გენიტალიების განვითარებას განაპირობებს, იმისდა მიუხედავად, რომ
66
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

შინაგანი ორგანოები (საკვერცხეები და ა. შ.) მდედრობითი სქესისაა. მეიერ-ბალბერგმა და მისმა


კოლეგებმა (Meyer-Bahlburg et. al. 2004) იკვლიეს ამ დიაგნოზის მქონე 15 გოგონა, რომლებიც
დაბადებისას სწორად დააიდენტიფიცირეს, როგორც მდედრობითი სქესის მქონე და გოგონებად
გაზარდეს. მკვლევრებმა მათ განვითარებას გაადევნეს თვალი. აღნიშნული დიაგნოზის არმქონე
გოგონებისა და ბიჭების ჯგუფთან მათმა შედარებამ აჩვენა, რომ კონგენიტალური ადრენალური
ჰიპერფლასიის მქონე გოგონები მასკულინური ქცევით ხასიათდებოდნენ, მაგრამ საკონტროლო
ჯგუფისგან არ განსხვავდებოდნენ გენდერული იდენტობის თვალსაზრისით. ამრიგად, მეცნიერებს ჯერ
კიდევ დასადგენი აქვთ პრენატალურ ჰორმონალურ გავლენებსა და მოგვიანებით განვითარებულ
გენდერულ იდენტობას შორის კავშირები, რომლებიც, სავარაუდოდ, ნამდვილად არსებობს. გარდა
ამისა, მამაკაციდან ქალისკენ გენდერული დისფორიის მქონე ინდივიდებს სტრუქტურული
განსხვავებები აღენიშნებათ ტვინის იმ უბანზე, რომელიც მამაკაცის სქესობრივ ჰორმონებს
აკონტროლებს (Zhou, Hofman, Gooren, & Swaab, 1995), კერძოდ, მათი ტვინი შედარებით უფრო
ფემინურია, თუმცა მაინც გაუგებარია, ეს მიზეზია თუ შედეგი.
სულ მცირე, ზოგიერთი ემპირიული მტკიცებულების მიხედვით, გენდერული იდენტობა 1.5-3 წლის
ასაკის პერიოდში ყალიბდება (Ehrhardt & Meyer-Bahlburg, 1981; Money & Ehrhardt, 1972) და შედარებით
მყარად არის დაფიქსირებული ამის შემდეგ. თუმცა შედარებით ახალი კვლევების მიხედვით,
შესაძლებელია მანამდე (ამ ასაკამდე) უკვე არსებობდეს ისეთი ბიოლოგიური ფაქტორები, რომელთა
გავლენაც უკვე სახეზე გვქონდეს ამ მაფორმირებელი ასაკის დაწყებამდე. ამ ფენომენის
საილუსტრაციო საინტერესო შემთხვევის შესახებ ანგარიში გრინსა და მონის (Green & Money, 1969)
ეკუთვნის, რომლებიც აღწერენ ბრუსის/ბრენდას ცხოვრებაში მომხდარი მოვლენების თანმიმდევრობას.
აღსანიშნავია, რომ შესაბამის ლიტერატურაში მოიძებნება სხვა ბავშვების შემთხვევებიც, რომელთაც
შეიცვალეს დაბადებისას მინიჭებული სქესი და წარმატებით ადაპტირდნენ (მაგალითისთვის იხ.
Gearhart, 1989). ცხადია, რომ ბრუსის შემთხვევაში ბიოლოგიამ სერიოზოლად გამოიჩინა თავი.

ბრუსი/ბრენდა . . . გენდერი და ბიოლოგია

ი დენტური ტყუპების წყვილი ყველანაირად უზრუნველყოფილ ოჯახში დაიბადა. რამდენიმე თვის


შემდეგ უბედური შემთხვევა მოხდა. წინადაცვეთის პროცედურა ერთ-ერთი ტყუპისცალისთვის
ჩვეულებრივი რუტინის მიხედვით ჩატარდა, მეორეს დროს კი ექიმს რაღაცნაირად დაუცდა ხელი და
ბიჭს დენმა პენისი დაუწვა. მას შემდეგ, რაც ექიმისადმი ჩივილის პროცედურები დაასრულეს და
რისხვაც დაიოკეს, მშობლებმა კონსულტაციისთვის ბავშვთა ინტერსექსუალური პრობლემების
სპეციალისტებს მიმართეს. ისინი არჩევანის წინაშე დადგნენ. სპეციალისტებმა მიუთითეს მათ, რომ
ყველაზე მარტივი გამოსავალი ვაჟიშვილი ბრუსის გოგონად გადაქცევა იყო, რაზეც მშობლებმა
თანხმობა განაცხადეს. რამდენიმე თვის ბრუსი „ბრენდად“ გადაიქცა. მშობლებმა ახალი ტანსაცმელი
შეიძინეს მისთვის და ბავშვს გოგონასავით ექცეოდნენ. ამ ტყუპებს მთელი ბავშვობა აკვირდებოდნენ
და გარდატეხის ასაკის დასაწყისში გოგონას ჰორმონალური ჩანაცვლებითი თერაპია დააწყებინეს.
ექვსი წლის შემდეგ ექიმებმა დაკარგეს მისი კვალი, მაგრამ დაუშვეს, რომ ბავშვი უკვე კარგად იყო
ადაპტირებული. თუმცა, რეალურად ბრენდას თითქმის გაუსაძლისი ვნებათაღელვა და ქაოსი ჰქონდა
გონებასა და ცხოვრებაში. ეს ვიცით, ვინაიდან ორმა მეცნიერმა-კლინიცისტმა იპოვა ეს ადამიანი და
მასზე მრავალწლიანი დაკვირვების პროცესის ანგარიშიც წარმოადგინა (Diamond & Sigmundson,
1997). ბრენდა არასოდეს შეგუებია მინიჭებულ გენდერს. ბავშვობაში აქტიური, უხეში თამაშები
იზიდავდა და უარს ამბობდა გოგოების სამოსის ჩაცმაზე. ხშირად მოითხოვდა, რომ საზოგადოებრივ
ტუალეტში დამდგარს მოეშარდა, რაც, როგორც წესი, დიდ არეულობას იწვევდა. ადრეულ
მოზარდობაში ბრენდა სრულიად დარწმუნებული იყო, რომ ბიჭი იყო, მაგრამ ექიმები უფრო
ფემინურად მოქცევას აიძულებდნენ. 14 წლის რომ გახდა, პირდაპირ გამოუცხადა მშობლებს, რომ
იმდენად უბედურად გრძნობდა თავს, მზად იყო, თავი მოეკლა. ამ დროს გაანდეს მშობლებმა
67
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

რეალური ისტორია, რამაც ნელ-ნელა დაუწმინდა მას გონება. სიმართლის გაგებიდან მალევე ბრენდამ
ქირურგიული გზით დაიბრუნდა წართმეული სქესი და კვლავ ბრუსად იქცა. მოგვიანებით
დაქორწინდა და სამი ბავშვი იშვილა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადრეული წლების ქარიშხალი
ბოლომდე ვერ ჩაცხრა. მან 2004 წელს, 38 წლის ასაკში მოიკლა თავი, ალბათ, სწორედ ამ დაუძლეველი
გამოცდილების, ტყუპისცალის გარდაცვალების, სამსახურის დაკარგვისა და განქორწინების, ანდა ამ
ყველაფრის კომბინაციის გამო. ●

ამ სფეროს კვლევის პიონერმა რიჩარდ გრინმა იკვლია და ხანგრძლივად აკვირდებოდა ფემინური


ქცევის ბიჭებსა და მასკულინური ქცევის გოგონებს. მას ასეთი ქცევების გამომწვევი მიზეზები
აინტერესებდა (Green, 1987). ქცევებისა და დამოკიდებულებების ამ ნაკრებს გენდერული
არაკომფორმულობის სახელით მოიხსენიებენ (მაგ., იხ. Skidmore, Linsenmeier, & Bailey, 2006). გრინმა
აღმოაჩინა, რომ როდესაც პატარა ბიჭების უმრავლესობა სპონტანურად ავლენს „ფემინურ“
ინტერესებსა და ქცევებს, როგორც წესი, მათ არავინ უშლის ამას და ზოგჯერ წაახალისებენ კიდეც.
სხვა ისეთ ფაქტორებსაც შეიძლება თავისი წვლილი შეჰქონდეს, როგორიცაა დედის მხრიდან
ზედმეტი ყურადღება და ფიზიკური კონტაქტი, ან მამრობითი სქესის თანატოლების დეფიციტი
სოციალიზაციის ადრეულ წლებში. ეს მხოლოდ ზოგიერთი ფაქტორია, რომელიც გრინმა გამოავლინა,
როგორც გენდერულად არაკონფორმული ბიჭების მახასიათებელი. გავიხსენოთ, რომ არსებობს ჯერ
კიდევ უცნობი ბიოლოგიური ფაქტორები, რომლებსაც თავისი წვლილი შეიძლება შეჰქონდეთ კროს-
გენდერული ქცევებისა და ინტერესების ფორმირებაში. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში აღმოაჩინეს,
რომ მუცლად ყოფნის პერიოდში დიდი რაოდენობით ტესტოსტერონის ექსპოზიცია ბავშვობაში უფრო
მასკულინური თამაშებისკენ მიდრეკილებასთან ასოცირდებოდა ბიჭებთანაც და გოგონებთანაც
(Auyeng et al., 2009). თუმცა, მოგვიანებით განმეორებითმა დაკვირვებებმა აჩვენა, რომ ბიჭების ძალიან
მცირე ნაწილს თუ განუვითარდა გენდერული არაკონგრუენტულობა. ყველაზე მოსალოდნელი შედეგი
ჰომოსექსუალური პრიორიტეტების განვითარება იყო, თუმცა სექსუალური აგზნების ეს კონკრეტული
პატერნიც კი გენდერულად არაკონფორმული ბიჭების მხოლოდ დაახლოებით 40%-ში აღინიშნებოდა.
კვლევაში მონაწილეთა სხვა 32% ბისექსუალობისკენ (მიზიდულობა საკუთარი და საპირისპირო სქესის
წარმომადგენლებისადმი) იხრებოდა. თუ ამ მონაცემებს სხვა კუთხით შევხედავთ, დავინახავთ, რომ
შერჩევის, ფაქტობრივად, 60% ჰეტეროსექსუალურად ფუნქციონირებდა. ასეთივე შედეგები მიიღეს
ბიჭების პროსპექტულ კვლევაში (Zucker, 2005). გენდერულად არაკონფორმული ქცევის მქონე
გოგონებს უფრო იშვიათად იკვლევენ, რადგან მათი ქცევა ნაკლებად იქცევს ყურადღებას დასავლურ
საზოგადოებებში. ერთ კვლევაში პროსპექტულად
შეისწავლეს 25 გოგონა. მათი ქცევა საკმარისად
ექსტრემალური იყო იმისათვის, რომ გენდერული
დისფორიის კლინიკისთვის მიეკითხათ. მათ
დაახლოებით 9 წლის ასაკიდან აკვირდებოდნენ.
დიდი ნაწილი სრულად აკმაყოფილებდა ან ძალიან
უახლოვდებოდა ბავშვობის გენდერული დისფორიის
იდენტობის აშლილობის კრიტერიუმებს. როდესაც
კვლევის მონაწილეები უკვე საშუალოდ 25 წლის
გახდნენ, მხოლოდ სამი მათგანი აკმაყოფილებდა
გენდერული დისფორიის კრიტერიუმებს, ექვსი
ბიჰესქუალურ/ჰომოსექსუალურ ქცევას ავლენდა, ჩვილობაში გენდერის გამოცვლისა და გოგონად
რვას ჰომოსექსუალური ფანტაზიები ჰქონდა, მაგრამ გაზრდის შემდეგ დევიდ რეიმერმა თინეიჯერობის
არა ქცევა. დანარჩენი რვა ქალი ჰეტეროსექსუალი ასაკში უკან დაიბრუნა თავისი მამაკაცის
გენდერული იდენტობა და მთელი დანარჩენი
იყო (Drummond, Bradley, Peterson-Badali, & Zucker,
ცხოვრება მამაკაცად იცხოვრა. იგი 2004 წელს
2008). სიკვდილამდე ღიად აფიქსირებდა თავის პოზიციას
ჩვილების გენდერის ცვლილების წინააღმდეგ.
68
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

გენდერულად არაკონფორმულ ქცევასა და შემდგომ სექსუალურ განვითარებას შორის ასეთი ძალზე


ფართო კავშირი, რაც ამ კვლევამ აჩვენა, მხოლოდ ამერიკულ კულტურას არ ახასიათებს. მაგალითად,
მსგავსი მიმართებაა ნანახი ადრეულ გენდერულად არაკონფორმულ ქცევასა და შემდგომ განვითარებას
შორის ჰომოსექსუალური ორიენტაციის მქონე მამაკაცთა ჯგუფში (სახელად Fa’afafine), რომელიც
სამოას წყნარი ოკეანის კუნძილებზე ბინადრობს (Bartlett & Vasey, 2006). მკაცრ მუსულმანურ
საზოგადოებებშიც კი, სადაც გენდერულად არაკონფორმულ ქცევაზე მცირედი მითითებაც კი მკაცრად
დასჯადია, შესაძლებელია განვითარდეს როგორც გენდერულად არაკონფორმული ქევა, ისე
გენდერული დისფორია (Doğan & Doğan, 2006). მშვიდად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გენდერის
არაკონგრუენული განცდის განვითარების მიზეზები ჯერ კიდევ საიდუმლოთია მოცული.

მკურნალობა
გენდერული დისფორიის მკურნალობა სპეციალიზირებულ კლინიკებშია შესაძლებელი მთელი
მსოფლიოს მასშტაბით, თუმცა ბევრი წინააღმდეგობრივი მოსაზრება არსებობს მკურნალობის
მეთოდებთან დაკავშირებით (Carroll, 2007). ამერიკის ფსიქიატრიულმა ასოციაციამ რამდენიმე წლის წინ
გამოაქვეყნა მკურნალობის გზამკვლევი იმ მოზრდილებისთვის, რომლებიც სქესის შეცვლის სრული
პროცესის გავლას მოითხოვენ (Byne et al., 2012). ამ გზამკვლევში მოცემული რეკომენდაციების
ჩამონათვალი ყველაზე ნაკლებად ინტრუზიული ეტაპით იწყება. ესაა სრული ფსიქოლოგიური შეფასება
და განათლებაა შემდგომი, ნაწილობრივ შეუქცევადი ნაბიჯების გადადგმამდე, როგორიცაა გონადური
ჰორმონების მიღება, რასაც სასურველი მეორეული სასქესო ნიშნების გამოკვეთამდე მივყავართ.
საბოლოო შეუქცევადი ნაბიჯი სქესის შეცვლის ქირურგიული ოპერაციით ანატომიის ფიზიკური
ცვლილებაა, რათა ინდივიდი სრულად შეესაბამებოდეს საკუთარ გენდერულ იდენტობას.

სქესის შეცვლა ქირურგიული გზით


კარგი რეპუტაციის კლინიკაში რომ ოპერაციისთვის შესაბამისობის ყველა კრიტერიუმი
დააკმაყოფილოს, ინდივიდმა სასურველი გენდერით 1-2 წელი უნდა იცხოვროს, რათა სრულიად
დარწმუნებული იყოს, რომ ნამდვილად სურს სქესის შეცვლა. ასევე, ის ფსიქოლოგიურად, ფინანსურად
და სოციალურად სტაბილური უნდა იყოს. ტრანსქალებს ჰორმონები გინეკომასტიის (მკერდის ზრდის)
ხელშესაწყობად და სხვა მეორეული სასქესო ნიშნების განსავითარებლად ეძლევათ. წვერს, როგორც
წესი, ელექტროლიზით იცილებენ. თუ ინდივიდს აკმაყოფილებს საცდელ პერიოდში მიმდინარე
მოვლენები, ხდება გენიტალიების მოცილება და ვაგინის კონსტრუირება.
ტრანსმამაკაცებს, როგორც წესი, პლასტიკური ქირურგიის მეშვეობით უწყობენ ხელოვნურ პენისს.
ამისათვის მათივე სხეულის სხვა ნაწილიდან (ხშირად თეძოდან) აღებულ კანსა და კუნთს იყენებენ.
მკერდს ქირურგიული გზით აშორებენ. გენიტალური
ქირურგია გაცილებით რთული და კომპლექსურია
ბიოლოგიური ქალების შემთხვევაში. ოპერაციით
კმაყოფილების კვლევა აჩვენებს, რომ იმ ადამიანების
უმეტესობა, ვისთან დაკავშირებაც შესაძლებელი
გახდა ოპერაციის შემდეგ, უმეტესწილად,
წარმატებით ადაპტირდება (75%-დან 100%-მდე
ზოგადად კმაყოფილია). ამასთან, ტრანსმამაკაცები
უკეთ ერგებიან ახალ როლს, ვიდრე ტრანსქალები
(Blanchard & Steiner, 1992; Bodlund & Kullgren, 1996;
Byne et al., 2012; Carroll, 2007; Johansson, Sundbom, ჩეზ ბონო, შერი და სონი ბონოების ვაჟიშვილი,
Höjerback, & Bodlund, 2010). აქვე უნდა ითქვას, რომ ქალიდან მამაკაცად ქცეული ტრანსგენდერი
(ტრანსმამაკაცი) მწერალი, მუსიკოსი, მსახიობი და
ოპერაციის შემდეგ შეუძლებელია ყველას პოვნა და
აქტივისტია, რომელიც პირველად გამოჩნდა,
შეფასება. სქესის შეცვლის ოპერაციაგავლილ და როგორც ლესბოსელი (მარცხნივ) და მოგვიანებით
მოძებნილ ინდივიდთა 1%-დან 7%-მდე მოგვიანებით ქირურგიული გზით შეიცვალა სქესი (მარჯვნივ)
69
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

მეტ-ნაკლებად ნანობს, რომ ოპერაცია გაიკეთა (Bancroft, 1989; Byne et al., 2012; Johansson et al., 2010;
Lundstrom, Pauly, & Walinder, 1984). ეს სამწუხაროა, რადგან ქირურგიული ჩარევის შედეგები
შეუქცევადია. გარდა ამისა, ოპერაციის შემდეგ ინდივიდთა დაახლოებით 2% თვითმკვლელობას
ცდილობს, რაც ზოგადი პოპულაციის მაჩვენებელზე გაცილებით მაღალია. ერთ-ერთ პრობლემას
არასწორი დიაგნოზი და შეფასება შეიძლება წარმოადგენდეს. მაგალითად, ერთ-ერთ კვლევაში, 186
დანიელი ფსიქიატრის თქმით, გენდერული დისფორიით მისული 584 პაციენტის შემთხვევაში, ძალიან
მცირე კონსენსუსს თუ მიაღწიეს სადიაგნოსტიკო კრიტერიუმების ან იმ მინიმალური ასაკის თაობაზე,
როდესაც სქესის შეცვლის ოპერაცია უსაფრთხოა. ამ საკითხების თაობაზე გადაწყვეტილებები,
როგორც ჩანს, უპირატესად, ფსიქიატრის პირად პრიორიტეტებს ეფუძნებოდა (Campo, Nijman,
Merckelbach, & Evers, 2003). ამგვარი შეფასება ძალზე კომპლექსურია და ყოველთვის გენდერის
უაღრესად პროფესიონალურ კლინიკაში უნდა განხორციელდეს. მცდარი დიაგნოზის გარდა, ოპერაციის
შემდგომი სინანულის პრედიქტორთა რიცხვში შედის ისეთი კომორბიდული დიაგნოზის არსებობა,
როგორიცაა ალკოჰოლის გამოყენება, ფსიქოზი და მწირი მხარდაჭერა ოჯახიდან (Byne et al., 2012).
მიუხედავად ყოველივე ზემოთ თქმულისა, ოპერაციამ ბევრ ისეთ ადამიანს მისცა ღირებული ცხოვრების
გავლის შესაძლებლობა, რომლებიც არასწორ სხეულში იყოფნის განცდით იტანჯებოდნენ. მათი
კმაყოფილების საშუალო მაჩვენებელი დაახლოებით 90%-ს შეადგენს (Johansson et al., 2010).

გენდერული არაკომფორმიზმის მკურნალობა ბავშვებში


კიდევ უფრო წინააღმდეგობრივია გენდერული არაკონფორმულობის მკურნალობა ბავშვებში. ერთი
მხრივ, საზოგადოების გარკვეული ნაწილი, განსაკუთრებით ტრადიციულად მეტად ტოლერანტულ
რეგიონებში, მაგალითად სან ფრანცისკოსა და ნიუ იორკში, გაცილებით ღიაა გენდერული
ვარიაციებისადმი როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ზოგ სკოლაში ბავშვებს ნებას რთავენ და
წაახალისებენ კიდეც, რომ გენდერულად არაკომფორმულად ჩაიცვან იმ დაშვებით, რომ ეს მათ
თავიანთი „რეალური თავის“ გამოვლენის საშუალებას აძლევს (Brown, 2006). მეორე მხრივ, გვაქვს
სკიდმორისა და მისი კოლეგების (Skidmore et al., 2006) კვლევის შედეგები, რომელშიც დაინტერესდნენ,
რამდენად უკავშირდებოდა გენდერული არაკონფორმულობა ფსიქოლოგიურ დისტრესს გეი
მამაკაცებისა და ლესბოსელი ქალების შერჩევაში. გენდერული არაკონფორმულობა ბავშვობაში
გენდერული არაკონფორმულობის თვითანგარიშის კითხვარითა და მიმდინარე ქცევის რეიტინგებით
იზომებოდა. მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ გენდერული არაკონფორმულობა ასოცირდებოდა
ფსიქოლოგიურ დისტრესსთან (დეპრესიასა და შფოთვასთან), მაგრამ მხოლოდ გეი მამაკაცებთან,
მაგრამ არა ლესბოსელებთან.
მიუხედავად იმისა, რომ გეი მამაკაცების მხოლოდ მცირე ნაწილმა დააფიქსირა გენდერული
არაკონფორმულობა ბავშვობაში, კვლევა აჩვენებს, რომ ამ გენდერულად არაკონფორმული ბიჭების
ნაწილი დეფემინიზირდა მოზრდილობაში. ამის სავარაუდო მიზეზი, როგორც ჩანს, მუდმივი
სოციალური ზეწოლა იყო ოჯახისა და თანატოლების მხრიდან. ასევე, არსებობს ინტერვენციები,
რომლებიც ბავშვების გენდერულად არაკონფორმული ქცევის შეცვლისთვისაა მოწოდებული, რათა ამ
ბავშვებს თავიდან აარიდონ დაცინვა და ზიზღი სკოლის გარემოში (მაგალითისთვის იხ., Rekers, Kilgus,
& Rosen, 1990).
ამრიგად, საზოგადოება დილემის წინაშე დგას, რომელიც მეტ კვლევას საჭიროებს. უნდა
წავახალისოთ თუ არა გენდერული არაკონფორმულობის თავისუფლად გამოხატვა მაშინ, როცა ვიცით,
რომ მსოფლიოს დიდ ნაწილში გენდერული არაკონფორმულობა გაურთულებს ადამიანებს სოციალურ
ადაპტაციას, რაც, თავის მხრივ, ხანგრძლივი მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური დისტრესის წყაროდ
იქცევა; მით უმეტეს, რომ გენდერული არაკონფორმულობა, დიდი ალბათობით, არ შენარჩუნდება
გარდამავალ ასაკსა და მოზრდილობაში? თუ ფსიქოლოგიური ადაპტაცია მეტად პოზიტიური იქნება,
როდესაც გენდერული არაკონფორმულობა ნებადართული და ხელშეწყობილი იქნება? თუ კვლევა
აჩვენებს, რომ ადაპტაცია გაცილებით პოზიტიურია მაშინ, როდესაც ინდივიდები პოულობენ საკუთარ
თავს გენდერულ კონტინუუმზე, მაშინ სოციალური ნორმების შეცვლაზე მიმართული
70
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ფართომასშტაბიანი კამპანია უნდა დაიწყოს ისევე, როგორც ეს ბოლო რამდენიმე ათწლეულის


მანძილზე გეი უფლებებთან დაკავშირებით მოხდა მას შემდეგ, რაც 1970-იან წლებში მიღწეულ იქნა
კონსენსუსი იმის თაობაზე, რომ ჰომოსექუალობა არ იყო აშლილობა. კვლავ გრძელდება ამ
მნიშვნელოვანი და საინტერესო საკითხის კვლევა.
მოზარდებში გენდერული არაკონფორმულობის მკურნალობის გზამკვლევი, რომელიც ამერიკის
ფსიქიატრიულმა ასოციაციამ შეიმუშავა, მხოლოდ არსებული ვარიანტების ჩამონათვალია (Byne et al.,
2012). პირველი ვარიანტი ბავშვთან და მას მეურვესთან მუშაობაა, გენდერული დისფორიის და კროს-
გენდერული ქცევებისა და იდენტიფიკაციის შემდირების მიზნით. ეს პროცესი ემყარება დაშვებას, რომ
ამგვარი ქცევები, დიდი ალბათობით, მაინც გაქრება და სჯობს, ბავშვს თავიდან ავარიდოთ სოციალური
უარყოფის ნეგატიური შედეგები და, მოგვიანებით, ინტრუზიული ქირურგიაც. მეორე მიდგომა
შეიძლება აღიწეროს, როგორც „ყურადღებიანი მოლოდინი“. ამ დროს ბავშვს საშუალებას აძლევენ,
შეუფერხებლად, ბუნებრივად გამოხატოს და განავითაროს საკუთარი გენდერი. ეს ვარიანტი
მეურვეებისა და თემის მხრიდან დიდ მხარდაჭერას საჭიროებს, პოტენციური სოციალური და
ინტერპერსონალური რისკებიდან და თანატოლებთან ინტეგრაციის დეფიციტიდან გამომდინარე.
მესამე ვარიანტი კროს-გენდერული იდენტიფიკაციის აქტიურ მხარდაჭერასა და წახალისებას ემხრობა,
მაგრამ კრიტიკოსები მიუთებენ, რომ გენდერული არაკონფორმულობა, ჩვეულებრივ, არ ნარჩუნდება
ასაკთან ერთად და ამგვარი მიდგომა გაზრდის მისი შენარჩუნების ალბათობას. ძალიან მწირი სანდო,
მეცნიერულად დასაბუთებული ინფორმაცია არსებობს იმის შესახებ, თუ რომელი ვარიანტი შეიძლება
აღმოჩნდეს საუკეთესო კონკრეტული ბავშვისთვის.

სქესობრივი განვითარების (ინტერსექსუალობის) აშლილობების მკურნალობა


როგორც უკვე აღინიშნა, ქირურგიული ჩარევა და ჰორმონალური ჩანაცვლების თერაპია
სტანდარტული მკურნალობაა სქესობრივი განვითარების აშლილობის მქონე ბევრი ადამიანისთვის,
რომელიც ორივე სქესის ფიზიკური მახასიათებლებით დაიბადა. ამ გზით მათი სქესობრივი ანატომია
მაქსიმალურად უახლოვდება მინიჭებულ გენდერს. აღნიშნული პროცედურები, როგორც წესი,
დაბადებიდან მალევე ტარდება, თუმცა შემდგომში გენდერული დისფორია მაინც შეიძლება
განვითარდეს და ეს თუ ასე ხდება, ინდივიდებს მკურნალობის ისეთივე ეტაპების გავლა უწევთ, რაც
ზემოთ იქნა აღწერილი: ისინიც უკვე თქვენთვის ნაცნობი
მინიმალურად ინტრუზიული ნაბიჯით იწყებენ (Byne et
al., 2012). ცხადია, გენდერული დისფორიის ნებისმიერი
მკურნალობის შესახებ არსებობს წინააღმდეგობრივი
მოსაზრებები, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც
სქესობრივი განვითარების აშლილობასთან გვაქვს საქმე.
მაგალითად, ერთ-ერთი ალტერნატიული მოსაზრება ენ
ფაუსტო-სტერლინგს ეკუთვნის. იგი თვლის, რომ,
ფაქტობრივად, ხუთი განსხვავებული სქესი არსებობს: (1)
მამრობითი, (2) მდედრობითი, (3) „ჰერმი“, იგივე
ჭეშმარიტი ჰერმაფროდიტები ანუ ადამიანები,
რომლებიც ორივე სქესის ნიშნებით (საკვერცხეებითა და
სათესლეებით) დაიბადნენ, (4) „მერმი“ ანუ ისინი, ვინც
ანატომიურად მამაკაცები უფრო არიან, ვიდრე ქალები,
მაგრამ მდედრობითი სქესის გენიტალიების ზოგიერთი
ასპექტიც აქვთ და (5) „ფერმი“ ანუ ისინი, ვისაც აქვთ
საკვერცხეები, მაგრამ მამაკაცის გენიტალიების ექიმი რენე რიჩარდსი 1970-იანი წლების ბოლოს
ზოგიერთი ასპექტითაც ხასიათდებიან (Fausto-Sterling, სქესის შეცვლის ოპერაციამდე პროფესიულ
2000a, 2000b). მისი შეფასებით, რომელიც ხელთ ჩოგბურთს თამაშობდა, როცა მამაკაცი, რიჩარდ
არსებულ საუკეთესო ემპირიულ მტკიცებულებებს რასკინი იყო.
71
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

ეყრდნობა, ყოველ 1000 ახალშობილში 17 ანუ 1.7% შეიძლება ხასიათდებოდეს სქესობრივი


განვითარების აშლილობის გარკვეული ფორმით. რასაც ფაუსტო-სტერლინგი (2000b) და სხვები
აღნიშნავენ, ისაა, რომ ამ ჯგუფში შემავალი ინდივიდები ხშირად უკმაყოფილონი არიან ოპერაციით
ისევე, როგორც ბრუსი ზემოთ აღწერილ მაგალითში. არის შემთხვევები, როდესაც ექიმები, ხედავენ რა
დაბადებისას ანატომიურ სქესობრივ ორაზროვნებას, ამას გადაუდებელ საქმედ თვლიან და ადგილზევე
ატარებენ ოპერაციას.
ფაუსტო-სტერლინგი ამბობს, რომ პედიატრი ენდოკრინოლოგების, უროლოგებისა და
ფსიქოლოგების სულ უფრო და უფრო მზარდი რაოდენობაა კონცენტრირებული იმაზე, რომ
მაქსიმალურად კარგად შეაფასოს, რამდენად ჭკვიანური გადაწყვეტილებაა ადრეულ ასაკში
გენიტალიებზე ოპერაცია, რასაც სქესის შეცვლის შეუქცევად შედეგამდე მივყავართ. ის ფიქრობს, რომ
ჯანმრთელობის დაცვის სფეროს სპეციალისტები სქესობრვი განვითარების აშლილობის ბუნებას უფრო
გულდასმით უნდა იკვლევდნენ და ქირურგიულ ჩარევას უკანასკნელ ზომად უნდა მიიჩნევდნენ. ეს კი
მხოლოდ მაშინ უნდა ხდებოდეს, როცა ისინი სრულიად დარწმუნებულნი არიან, რომ კონკრეტული
მოცემული მდგომარეობა ინდივიდს სპეციფიკურ ფსიქოლოგიურ გენდერულ იდენტობამდე მიიყვანს.
სხვა დანარჩენ შემთხვევაში ფსიქოლოგიური მკურნალობა დაეხმარება ინდივიდებს თავიანთ
კონკრეტულ სქესობრივ ანატომიასთან ადაპტირებაში, ან იმაში, რომ მათი განვითარებადი გენდერული
გამოცდილება მეტად შესატყვისი გახდეს.

ცნებების შემოწმება 10.4

უპასუხეთ ქვემოთ მოცემულ კითხვებს ნორმალური სექსუალობისა და გენდერული დისფორიის შესახებ.

1. დაასახელეთ სექსუალურ დამოკიდებულებებსა და სექსუალურ ქცევას შორის არსებული ზოგიერთი


განსხვავება.

2. რომელი სექსუალური პრეფერენცია/პრეფერენციებია ნორმალური და როგორ ვითარდება ისინი?

3. ჩარლი ყოველთვის უადგილოდ და ზედმეტად გრძნობდა თავს ბიჭებთან ერთად. ადრეული ასაკიდანვე
გოგოებთან თამაში ერჩივნა და მოითხოვდა, რომ მშობლებს მისთვის „ჩარლინი“ დაეძახათ. მოგვიანებით
ის ამბობდა, რომ თავს ისე გრძნობდა, როგორც მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ქალი.
სადარაუდოდ, რომელი აშლილობა შეიძლება ჰქონდეს ჩარლის?

4. რა შეიძლება იწვევდეს ჩარლის აშლილობას?

5. რა მკურნალობა შეიძლება დაენიშნათ ჩარლისთვის?

კამათი DSM-ის თაობაზე: პარაფილია თუ პარაფილიური აშლილობა?


DSM-IV-ში პარაფილიის დიაგნოსტირება ინტენსიური და მდგრადი სექსუალური ინტერესის
არსებობაზე დაყრდნობით ხდებოდა, რომელიც განისაზღვრებოდა, როგორც მძლავრი სექსუალური
ფანტაზიების, სურვილებისა თუ ქცევების არსებობა, ზოგადად, არაადამიანური ობიექტების მიმართ, საკუთარი
თავისადმი, პარტნიორისადმი, ბავშვებისა ან სხვა ადამიანებისადმი, რომლებსაც თანხმობა არ განუცხადებიათ,
ტანჯვის მიყენება ან შეურაცხყოფა/დამცირება. ასევე, აღნიშნული იყო, რომ ამ ფანტაზიებს, ლტოლვებსა თუ
ქცევებს კლინიკურად მნიშვნელოვანი დისტრესი ან გაუარესება უნდა გამოეწვიათ. DSM5-ში ცხადად არის
ერთმანეთისგან გამიჯნული, ერთი მხრივ, პარაფილიური აშლილობა და, მეორე მხრივ, პარაფილია, რომელიც
აღიწერება, როგორც ნებისმიერი ინტენსიური და მდგრადი სექსუალური ინტერესი და ქცევა ფენოტიპურად
ნორმალური, ფიზიკურად მომწიფებული, თანხმობა განცხადებული ადამიანების ჩართულობით.
პარაფილიური აშლილობა არის პარაფილია, რომელიც დისტრესს ან გაუარესებას იწვევს ინდივიდში, ან
თავად ინდივიდს ან სხვებს ზიანის მიყენების საფრთხეს უქმნის. ამრიგად, ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს მძლავდი
და მდგრადი სექსუალური ინტერესი და აგზნების პატერნი პატარა ბავშვების მიმართ, მაგრამ არ ავლენდეს ამას
ქცევაში და არ იწვევდეს პიროვნულ დისტრესს. ამგვარი მდგომარეობა არ კვალიფიცირდება აშლილობად,
თუმცა ცდება ნორმის ფარგლებს ისევე, როგორც ძალიან მაღალი ან დაბალი ადამიანი არ ითვლება
72
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

პათოლოგიურად. ეს განსხვავება იმისათვის შემოტანეს, რომ საკლასიფიკაციო სისტემისთვის მოერგოთ


საკმაოდ გავრცელებული „პარაფილიური“ ტიპის ფანტაზიები, რომლებიც შეიძლება პერიოდულად
აღენიშნებოდეთ ფსიქიკური აშლილობების არმქონე ადამიანებს (Ahlers et al., 2011). ამის მაგალითი იქნება
სამოსის რომელიმე ელემენტის უწყინარი ფეტიში, რომელიც სასურველ პარტნიორთან სექსუალურ აქტივობაშია
ჩართული. ამ შემთხვევაში ინდივიდს შეიძლება ჰქონდეს პარაფილია, მაგრამ არა პარაფილიური აშლილობა.
მაგრამ რა ხდება მაშინ, როდესაც პარაფილია ფოკუსირდება პატარა ბავშვებთან სექსზე ფოკუსირდება ან
მნიშვენლოვნად აზიანებს სხვა ადამიანებს? საკლასიფიკაციო სისტემაში ამ ცვლილების მომხრენი იტყვიან, რომ
თუ ეს ფანტაზიები რაიმე სახით არ არის ქცევაში გამოვლენილი და არავინ დაზარალებულა, მაშინ საქმე არ
გვაქვს აშლილობასთან. მეტიც, ამ დროს ამგვარი ძალზე პირადი ქცევის პათოლოგიზირება გაცილებით მეტ
ზიანს აყეებს ადამიანს, ვიდრე მისთვის ფსიქიკური აშლილობის სახელის დარქმევა. კრიტიკოსები იმაზე
მიუთითებენ, რომ უკიდურესად ნაკლებად ალბათურია, რომ სექსუალური აგზნების ამგვარი ძლიერი და
მდგრადი პატერნის მქონე ინდივიდი, სულ მცირე, ხანდახან მაინც არ შეხედავს ინტერნეტში ვიდეოებს, თუკი
ხელი მიუწვდება მათზე. ეს კი უკვე ზიანის მიყენებაა. ეს მაგალითი კიდევ ერთი გვაბრუნებს ფუნდამენტურ
კითხვამდე, რომელიც პირველ თავში დავსვით: რა განსაზღვრავს ფსიქიკურ აშლილობას,

შეჯამება

რა არის ნორმალური სექსუალობა?

• სექსუალური ქცევის ჰეტეროსექსუალური და ჰომოსექსუალური პატერნები მნიშვნელოვნად იცვლება


ქცევისა და რისკების თვალსაზრისით მთელ მსოფლიოში. გამოკითხულ ინდივიდთა დაახლოებით 20%-ს ბევრ
პარტნიორთან სექსის გამოცდილება ჰქონდა, რაც მათ სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების,
როგორიცაა შიდსი, რისკის ქვეშ აყენებს. ბოლოდროინდელი გამოკითხვა აჩვენებს, რომ აშშ-ის კოლეჯის
სტუდენტ ქალთა 60%-ს დაუცველი სექსი აქვს (არ იყენებს პრეზერვატივს).

• სექსუალურ ფუნქციონირებას ორი ტიპის აშლილობა უკავშირდება: სექსუალური დისფუნქციები და


პარაფილიური აშლილობები. გენდერული დისფორია არ არის ზუსტად სექსუალური აშლილობა, მაგრამ
მნიშვნელოვანი არაკონგრუენტულობის მდგომარეობაა ინდივიდის თანდაყოლილ (ბიოლოგიურ) სქესსა და
განცდილ გენდერსა თუ იდენტობას შორის.

სექსუალური აშლილობების მიმოხილვა

• სექსუალური ფისფუნქცია მოიცავს სხვადასხვა აშლილობას, რომელთა დროსაც ადამიანებს უჭირთ


სქესობრივ ურთიერთობებში ადეკვატურად ფუნქციონირება.

• სპეციფიკური სექსუალური დისფუნქციების რიცხვში შედის სექსუალური სურვილის აშლილობა


(ჰიპოაქტიური სექსუალური სურვილის აშლილობა მამაკაცებში და ქალის სექსუალური ინტერესის/აგზნების
აშლილობა), რომლის დროსაც სექსუალური ურთიერთობებისადმი ინტერესი უკიდურესად დაქვეითებულია
ან საერთოდ არ არსებობს; სექსუალური აგზნების აშლილობები (ერექციული აშლილობა და ქალის
სექსუალური ინტერესის/აგზნების აშლილობა), როდესაც პრობლემურია პენისის ადეკვატური ერექციის
მიღწევა ან შენარჩუნება ანდა სექსუალური აგზნების მიღწევა და ვაგინალური ლუბრიკაცია; ორგაზმული
აშლილობები (ქალის ორგაზმული აშლილობა და გადავადებული ან ნაადრევი ეაკულაცია მამაკაცებში),
როდესაც ორგაზმი ძალიან სწრაფად არ საერთოდ არ მიიღწევა. ამ კატეგორიაში ყველაზე გავრცელებული
აშლილობა ნაადრევი ეაკულაციაა, რომელიც, ცხადია, მხოლოდ მამაკაცებში გვხვდება, ქალებთან კი
ყველაზე ხშირი შეკავებული ორგაზმია.

• სექსუალური ტკივილის აშლილობა, კერძოდ, გენიტო-პელვური ტკივილი/პენეტრაციის აშლილობა ქალებში,


რომლის დროსაც აუტანელი ტკივილი სქესობრივ ურთიერთობასთან ასოცირდება. აქ შედის ვაგინიზმიც,
როდესაც ვაგინის გარე მესამედში განლაგებული კუნთების უნებლიე სპაზმი ხდება (იკუმშება კუნთები)
კოიტუსის მცდელობისას.
73
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

სექსუალური ქცევის შეფასება

• შეფასების სამი კომპონენტია ინტერვიუირება, სრული სამედიცინო გამოკვლევა და ფსიქოფიზიოლოგიური


შეფასება.

სექსუალური დისფუნქციების მიზეზები და მკურნალობა

• სექსუალური დისფუნქცია სექსის შესახებ სოციალურად გავრცელებადი უარყოფით დამოკიდებულებებთან,


მიმდინარე ურთიერთობებში არსებულ სირთულეებსა და სექსუალურ აქტივობაზე ფოკუსირებულ
შფოთვასთან ასოცირდება.

• სექსუალური დისფუნქციების ფსიქოსოციალური მკურნალობა, ზოგადად, წარმატებულია, მაგრამ არც თუ


ისე ხელმისაწვდომი. ბოლო წლებში სხვადასხვა სამედიცინო მიდგომა უფრო ხელმისაწვდომი გახდა, მათ
შორის მედიკამენტი ვიაგრა და სხვა მსგავსი პრეპარატები. მკურნალობის ეს ფორმები, უპირატესად,
ერექციულ დისფუნქციაზე ფოკუსირდებიან და პაციენტთა დაახლოებით მესამედთან ეფექტურია (და,
შესაბამისად, ამდენივე პაციენტია კმაყოფილი).

პარაფილიური აშლილობები: კლინიკური აღწერა

• პარაფილია არის სექსუალური მიზიდულობა არასათანადო ადამიანებისადმი, მაგალითად ბავშვებისადმი, ან


ობიექტებისადმი, მაგალითად ტანსაცმლის ატრიბუტებისადმი. პარაფილია გადაიზრდება პარაფილიურ
აშლილობაში მაშინ, როდესაც ეს სექსუალური მიზიდულობა მნიშვნელოვან დისტრესს ან გაუარესებას
იწვევს ინდივიდში, ან სხვებისთვის ზიანის მიყენების საფრთხეს მოიცავს.

• პარაფილიური აშლილობების რიცხვში შედის ფეტიშური აშლილობა, როდესაც სექსუალური აგზნება


თითქმის ექსკლუზიურად არამართებული ობიექტებისა და ინდივიდების კონტექსტში წარმოიქმნება;
ეგზგიბიციონისტური აშლილობა, როდესაც სექსუალური დაკმაყოფილება საკუთარი გენიტალიების
უცნობებისთვის მოულოდნელად ჩვენებით მიიღწევა; ვოიარული აშლილობა, რომლის დროსაც სექსუალური
აგზნების წყაროს წარმოადგენს მალულად დაკვირვება იმისა, თუ როგორ იცდის ადამიანი ტანისამოსს ან
როგორ მოძრაობს შიშველი; ტრანსვესტული აშლილობა, როდესაც ინდივიდებს სქესობრივად ააგზნებთ
საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა ტანისამოსის ტარება; სექსუალური სადიზმის აშლილობა, რომლის
დროსაც სქესობრივი აგზნება ტკივილი მიყენებასთან და დამცირებასთან ასოცირდება; სექსუალური
მაზოხიზმის აშლილობა, როდესაც სექსუალური აგზნება ტკივილის ან დამცირების განცდას უკავშირდება;
პედოფილური აშლილობა, რომლის დროსაც სახეზეა ძლიერი სექსუალური მიზიდულობა ბავშვებისადმი.
ინცესტი პედოფილიის ნაირსახეობაა, როდესაც მსხვერპლი ნათესაურ კავშირშია ინდივიდთან, ხშირად ეს
ვაჟიშვილი ან ქალიშვილია.

• პარაფილიური აშლილობების განვითარება უკავშირდება გაცნობიერებულ, თანხმობამიცემული მოზრდილის


სექსუალური აგზნებისა და სოციალური უნარების დეფიციტს; დევიაციურ სექსუალურ ფანტაზიებს,
რომლებიც გარდატეხის ასაკამდე ან ამ პერიოდში შეიძლება განვითარდეს; ინდივიდის მიერ აგზნების ასეთ
პატერნებთან დაკავშირებული აზრების განდევნის მცდელობას.

პარაფილიური აშლილობების შეფასება და მკურნალობა

• ამ აშლილობების ფსიქოლოგიური მკურნალობა, საუკეთესო შემთხვევებში, მხოლოდ ზომიერად არის


ეფექტური დაპატიმრებულ ინდივიდებთან, თუმცა ოდნავ მეტად წარმატებულია ნაკლებად მძიმე
მდგომარეობების შემთხვევებში.

გენდერული დისფორია

• გენდერული დისფორია არის საკუთარი თანდაყოლილი (ბიოლოგიური) სქესით უკმაყოფილება და განცდა


იმისა, რომ რეალურად საპირისპირო სქესისაა (მაგალითად, მამაკაცის სხეულში გამომწყვდეული ქალი).
ადამიანს გენდერის შეგრძნება ან გენდერულ იდენტობა 1.5-3 წლის ასაკის პერიოდში უვითარდება. როგორც
ჩანს, როგორც კონგრუენტულ, ისე არაკონგრუენტულ გენდერულ იდენტობას ბიოლოგიური საფუძვლები
აქვს, რომლებზეც დასწავლა ზემოქმედებს.
74
მთარგმნელი: ლილი ხეჩუაშვილი X თავი. სექსუალური დისფუნქციები, პარაფილიური აშლილობები და
გენდერული დისფორია

• მნიშვნელოვანი გენდერული არაკონგრუენტულობის (ტრანსსექსუალიზმის) მქონე ინდივიდების


მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ფსიქოლოგიურ მიდგომებთან ინტეგრირებულ სქესის შეცვლის
ქირურგიულ ოპერაციას.

ძირითადი ტერმინები
გადავადებული ეაკულაცია პედოფილია
გენდერული არაკონფორმულობა სექსუალური დისფუნქცია
გენდერული დისფორია სექსუალური მაზოხიზმი
ეგზგიბიციონისტული აშლილობა სექსუალური სადიზმი
ერეციული აშლილობა სქესის შეცვლის ოპერაცია
ვაგინიზმი ტრანსვესტული აშლილობა
ვოუერიზმის აშლილობა ფარული სენზიტიზაცია
ინცესტი ფეტიშიზმის აშლილობა
მამაკაცის ჰიპოაქტიური სექსუალური ფროტეურული აშლილობა
სურვილის აშლილობა ქალის ორგაზმული აშლილობა
ორგაზმული ხელახალი განპირობება ჰეტეროსექსუალური ქცევა
პარაფილიური აშლილობები ჰომოსექსუალური ქცევა

პასუხები
10.1. 1) ა; 2) დ; 3) გ; 4) ა.
10.2. 1) სწორია; 2) მცდარია (ზოგჯერ ზრდის აგზნებას); 3) სწორია; 4) სწორია; 5) მცდარია.
10.3. 1) დ; 2) გ; 3) ა; 4) ბ; 5) ა; 6) გ.
10.4. 1) მეტი მამაკაცი მასტურბირებს და ამას უფრო ხშირად აკეთებს; მამაკაცები უფრო მეტად
უშვებენ შემთხვევით სექსს; ქალებს მეტი ინტიმურობა სურთ სექსისგან და ა. შ.
2) ორივე ნორმალურია: ჰეტეროსექსუალობაც და ჰომოსექსუალობაც. როგორც ჩანს, გენეტიკა
გარკვეულ როლს ასრულებს სექსუალური პრიორიტეტების განვითარებაში.
3) გენდერული დისფორია.
4) განვითარების პროცესში ჰორმონის პათოლოგიური დონე; სოციალური ან მშობლების
გავლენები.
5) სქესის შეცვლის ოპერაცია; ფსიქოსოციალური მკურნალობა გამოხატულ ან სასურველ
გენდერთან ადაპტაციის მიზნით.

You might also like