ლუკა გოგოლაძე ბავშვი და სასტიკი რეალობა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სასტიკი რეალობა მძიმედ აირეკლება ბავშვის სულიერ სამყაროზე.

არაცნობიერში მოთავსებულია პრიმიტული ინსტინქტური მისწრაფებები და მათი მიუღებლობის


გამო, ცნობიერიდან განდევნილი მოგონებები. ასეთი განცდების და დავიწყებული შინაარსების
მაგალითებია ბავშვობის დავიწყებული ტრამვები, რომელთაც
არ ვაცნობიერებთ. არსებობს მოსაზრება, რომლის მიხედვითაც სასტიკი და დაუნდობელი ცხოვრება
ბავშვის სულიერ სამყაროზე აირეკლება. ზოგიერთ მათგანს რთული ცხოვრება აძლიერებს. სხვებს კი
პირიქით - ასუსტებს. მოცემულ ტექსტში წარმოდგენილი პრობლემა ზედმიწევნით ასახავს იმ
განცდებს, რასაც ადამიანი განიცდის სასტიკი რეალობის წინაშე.

ამ თემის ირგვლივ მრავალი ისტორიული მოვლენა შეიძლება გავიხსენოთ. აფხაზეთის ომის


ისტორიაზე ლატვიელი - არტურ იურკევიჩის და ქართველი - მალხაზ ჯაჯანიძის ერთობლივი
რომანი - “დამარხული ვაზი” გვესაუბრება. ყველაფერი, რაც ამ ნაწარმოებში ხდება რეალურია. 16
წლის მახოს და მის მეგობრებს მართლაც მოუხდათ მშობლიური კერის მიტოვება და ხელში იარაღის
აღება. სადაც მკაფიოდ ჩანს, რომ ამ ომმა მრავალი ახალგაზრდის ცხოვრება შეცვალა. Მათ ვის
მეხსიერებაშიც მშობლიური კერა შემორჩა ან ახსოვთ დევნილობის ის მძაფრი განცდა. დღესაც
წარუშლელ კვალს ხედავენ თავიანთ ქვეცნობიერში. ეს ბავშვობის ტრამვის ერთ-ერთი კატეგორიაა,
რომელსაც “დევნილობის ტრამვის” სახელით ვიცნობთ. ამ განცდაში ერთიანდება: ტკივილი, ბრძოლა
და იმედი.

მოცემულ ტექსტში კრიტიკულ სიტუაციაში უმწეობის განცდას ვხვდებით. ტკივილს - რომელსაც 10


წლის ბავშვი იტანს და იმედს, რომელსაც ინარჩუნებს. ასეთი განცდა ცხადია ბავშვის აზროვნებაში
უკვალოდ არ გაქრება."უნდა წავიდეთ" ეს ორი სიტყვა მის ტანჯვას იტევს. ადამიანების სახეებს ის
გამოლენჩებულად აღიქვამს, რადგან ხედავს, როგორი უმწეო ხდება ყველა კრიტიკულ სიტუაციაში.
მათ გვერდით მასაც უმწეობის, უძლურობის განცდა ეუფლება, თავი ფორთოხლის ხე ჰგონია,
რომელსაც ძალით გლეჯენ. მან იცის რომ შეურაცხყოფა და დამცირება საფუძვცლიანად დაიდებს
ბინას მასში და ცხოვრების ბოლომდე გაჰყვება. მაგრამ, მეორე საკითხია ის, თუ როგორ აისახება მის
პიროვნებაზე ეს მოვლენა. ცხადია, ეს მისი არსების განუყოფელი მოგონება იქნება, მაგრამ
გააძლიერებს თუ დაასუსტებს მას - ეს მეორე საკითხია.

"მე საყვედურით ვუყურებ დედას. დედა მიღიმის და თან უაზროდ ხელს მისვამს თავზე და მეუბნება:
არაფერია, არაფერია, საცაა წავალთ.” - ბავშვი ბრაზდება დედაზე, მასზე ვინც არ არის დამნაშავე და
ცდილობს მის დაწყნარებას. ეს ამ მოვლენის ნეგატიური გაცხადების პირველი გამოვლინებაა.
მოვლენამ არა მომავალში, არამედ მალევე გამოიჩინა თავი.

ასეთი მოვლენები აყალიბებენ ადამიანებს, ბოროტებად - იშვიათ შემთხვევაში კი პირიქით, ამ


მოვლენათა საწინააღმდეგოდ მებრძოლ პიროვნებებს ვიღებთ. გავიხსენოთ 14 წლის პაკისტანელი
გოგონა მამალა იუსაფზაი, რომელმაც ღიად გაილაშქრა ძალადობრივი გარემოს წინააღმდეგ,. გოგონამ
თალიბების უმკაცრესი წესების გასაკრიტიკებლად და ქალთა განათლების უფლებების დასაცავად
ბრძოლა გადაწყვიტა. ამით მსოფლიო აღიარება მოიპოვა და საკუთარი სახელი მსოფლიოს
დაამახსოვრა. “ორი შესაძლებლობა მქონდა, ჩუმად ვყოფილიყავი და დავლოდებოდი, როდის
მომკლავდენ, ან მეთქვა სათქმელი და ისე მოვმკვდარიყავი, მე მეორე ვარიანტი ავირჩიე -
გადავწყვიტე, მელაპარაკა” მალალა იუსაფზაი 2014 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის
ყველაზე ახალგაზრდა ლაურეატი გახდა.

ჩვენს რეალობაში, როცა სამყარო სხვებს მარგალიტებს უყრის და ასეთ ადამიანებს ცივ გარემოში
უწევთ ჩამოყალიბება, ყალიბდებიან ძლიერი ადამიანები. ამ სიძლიერეს კი ყველა სხვადასხვაგვარად
იყენებს. მაგალითად გვეყოფა ცნობილი დიქტატორები, რომელთა ბიოგრაფიაში აუცილებლად
ვიპოვით სტრესული აშლილობის გამომწვევ მიზეზებს, რომლებიც სათავეს იღებენ ბავშვობიდან.

You might also like