Professional Documents
Culture Documents
Soket Slot
Soket Slot
Slot
Socket
Soket-ის ბუდე უზრუნველყოფს დედაპლატისა და თავად პროცესორის კავშირს. დღეს
პროცესორების უმრავლესობაში გამოიყენება არქიტექტურა PGA (Pin Grid
Array) და LGA (land grid array), რაც საშუალებას იძლევა პროცესორის ქვედა მხარეს
არსებული კონტაქტები (Pin) ჩაისვას პროცესორის ბუდეში.
PGA
LGA
პროცესორები ერთმანეთისაგან განსხვავდებიან შემდეგი მახასიათებლებით: ტიპი
(მოდელი) და ტაქტური სიხშირე.
ტაქტური სიხშირე განსაზღვრავს რამდენი ელემენტალური ოპერაცია სრულდება ერთ
წამში. რაც უფრო მაღალი მოდელისაა პროცესორი, მით უფრო ნაკლებ ტაქტურ იმპულსს
საჭიროებს ერთი ოპერაციის შესასრულებლად. ტაქტურ სიხშირეს ხშირად პროცესორის და
შესაბამისად კომპიუტერის სიჩქარესაც უწოდებენ. მაგალიტად, კომპიუტერი ,რომლის
ტაქტური სიხშირეა 2700 მგც (მეგაჰერცი) წამში ასრულებს 2700 მილიონ ოპერაციას, 3000
მგც-იანი - 3000 მლნ ოპერაციას და ა.შ. ტაქტური სიხშირე ორი სახისაა: შიდა და გარე. შიდა
ტაქტური სიხშირე ის სიხშირეა, რომლითაც მიმდინარეობს მუშაობა პროცესორიდან
შიგნით, ხოლო გარე ტაქტური სიხშირით ხდება მონაცემთა გაცვლა პროცესორსა და
კომპიუტერის ოპერატიულ მეხსიერებას შორის.
პროცესორის მაასიათებლები
FSB სიხშირე სხვადასხვა პროცესორისთვის შეიძლება იყოს 66, 100, 133, 266, 333,
400, 533, 800 MHz და მეტი. თუ პროცესორს მწარმოებლისგან განსაზღვრული აქვს
მამრავლი 4,5. მაშინ 100 MHz სალტის მქონე პროცესორი იმუშავებს 450 MHzტაქტურ
სიხშირეზე, ხოლო 800 Mhz სალტეზე ტაქტური სიხშირე იქნება 800*4,5=3600 MHz ანუ 3,6
GHz.
ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლებელია პროცესორის ტაქტური სიხშირე ხელოვნურად
გავზარდოთ, მას აჩქარებას, აქსელერაციას უწოდებენ (Overclocking,Разгон). არსებობს
აქსელერაციის ორი გზა. ფორმულიდან გამომდინარე შეიძლება ბიოსიდან გავზარდოთ
სალტის სიხშირე და მამრავლი, ან სალტის სიხშირე გავზარდოთ დედაპლატაზე არსებული
გადამრთველების მეშვეობით, რომელიც დედაპლატის პასპორტში ან დედაპლატაზე იქნება
მითითებული.
ქეშმეხსიერება
CPU ასრულებს პროგრამას, რომელიც წარმოადგენს ბრძანებათა თანამიმდევრობას.
პროცესორის ყოველ მოდელს შესასრულებელი აქვს ბრძანებების ნაკრები. პროგრამაში
მუშაობის დროს CPU მონაცემების ყველა ელემენტს ამუშავებს ბრძანებათა ნაკრების
შესაბამისად. სანამ CPU ასრულებს პროგრამის ერთ ნაბიჯს, დანარჩენი ბრძანებები და
მონაცემები ინახება გვერდით სპეციალურ მეხსიერებაში, რომელსაც CACHE (ქეშ მეხსიერება)
ეწოდება.
პროცესორის ინსტრუქციები
BOX
OEM
დამყარდა მსოფლიო რეკორდი, მაქსიმალური ტაქტური სიხშირის განვითა-
რებაზე. ტაქტური სიხშირის გაზრდა ცენტრალური პროცესორის გაყინვით
შეიძლება, რისთვისაც იყენებენ აზოტის ქვეჟანგს.