Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

შპს „ერთობა“-ს პარტნიორთა საერთო კრების ოქმი

ქ.თბილისი
___.__.2021

შპს „ერთობა“-ს (ს/კ 412757191) 25% წილის მფლობელმა- ქეთევან ხეცურიანმა (პ/ნ
62005016644), 50% წილის მფლობელმა- გიორგი ყიზილაშვილმა (პ/ნ 08001003106) და 35%
წილის მფლობელმა- გივი გრიგორაშვილმა (პ/ნ 65007000543) მივიღეთ შემდეგი
გადაწყვეტილება:

1) გაფორმდეს გენერალური ხელშეკრულება #___ და #___ ქვეხელშეკრულება შპს


„ერთობა“-ს და სს „ბანკი ქართუ“ (ს/კ 204891652)-ს შორის, 500,000 აშშ დოლარის
ფარგლებში;
2) გენერალური ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით დაიტვირთოს შპს
„ერთობა“-ს საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქარელის
რაიონ, სოფელ რუისში (ს/კ 68.15.54.000.215);
3) შპს „ერთობას“ დაევალოს სს „ბანკი ქართუში“, საკუთარ ანგარიშზე, განათავსოს
პროექტ ____ მიღებული თანხა 150,000 ლარი, რომლის შემდგომი ინვესტირება
მოხდეს ქარელის რაიონ, სოფელ რუისში- N68.15.54.000.215 მიწის ნაკვეთზე
სამაცივრე მეურნეობის მშენებლობისთვის/ მოწყობილობა-დანადგარებით
აღჭურვისთვის;
4) ქვეხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის/თანხის ნაწილის მიღების შემდეგ, შპს
„ერთობამ“ სს „ბანკ ქართუს“ წარუდგინოს დოკუმენტი 500,000 ლარის ოდენობით
სახელმწიფო გრანტის დამტკიცების შესახებ, აღნიშნული თანხის შემდგომი
ინვესტირება, მოხდეს ქარელის რაიონ, სოფელ რუისში- N68.15.54.000.215 მიწის
ნაკვეთზე სამაცივრე მეურნეობის პროექტში;
5) შპს „ერთობასა“ და სს „ბანკ ქართუს“ შორის გაფორმებული
ხელშეკრულების/ხელშეკრულებების ფარგლებში მიღებული სესხით შეძენილი
სამაცივრე მოწყობილობა-დანადგარები დაგირავდეს სს „ბანკი ქართუს“
სასარგებლოდ შპს „ერთობასა“ და სს „ბანკ ქართუს“ შორის დადებული გენრალური
ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად, შეძენილი მოწყობილობა-დანადგარების
განბაჟებიდან 2 თვის ვადაში მაგრამ არაუგვიანეს 24.09.2021 წლისა.
6) სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს 30.03.2022 წლისა, შპს „ერთობამ“ დააზღვიოს სამაცივრე მეურნეობა სს
„ქართუ ბანკისთვის“ მისაღებ კომპანიაში;
7) შპს „ერთობამ“ უზრუნველყოს არანაკლებ 190,000 ლარის ოდენობის დღგ-ს
ზედმეტობით დასაბრუნებელი თნხის ჩარიცხვა საკუთარ ანგარიშზე სს „ბანკ
ქართუში“ და ჩარიცხვისთანავე თანხის უზრუნველყოფის ანგარიშზე გადატანა
არაუგვიანეს 31.01.2022 წლისა.

2021 წლის ___ _____ კრების ოქმის 1-7 პუნქტების შესაბამისად, შპს „ერთობის“
დირექტორებს გივი გრიგორაშვილს (პ/ნ 65007000543) და დურმიშხან ბერუაშვილს (პ/ნ
59001012176), სს „ბანკ ქართუსთან“ გასაფორმებელი გენრალური ხელშეკრულების და
ქვეხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების ჯეროვანი შესრულების
უზრუნველყოფის მიზნით, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, თითოეულს მიენიჭოს
შემდეგი უფლებამოსილებები:

1) გახსნას/დახუროს შპს „ერთობის“ საბანკო ანგარიშები, მათ შორის სესხის


ხელშეკრულების უზრუნველყოფის ანგარიშები;
გადაიტანონ/გადარიცხონ/დააკონვერტირონ თანხა; დაარეგისტრირონ ავტომატური
გადარიცხვები; მოითხოვონ სარგებლის დარიცხვა მიმდინარე ანგარიშებზე;
2) წარმოადგინოს შპს „ერთობა“ სს „ქართუ ბანკთან“, გენერალური ხელშეკრულებისა და
ქვეხელშეკრულებების გაფორმებისას.
3) სს „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთოს „ერთობა“-ს საკუთრებაში
არსებული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ქარელის რაიონ, სოფელ რუისში (ს/კ
68.15.54.000.215);
4) სს „ქართუ ბანკის“ სასარგებლოდ გირავნობის უფლებით დატვირთოს შპს „ერთობასა“
და სს „ბანკ ქართუს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების/ხელშეკრულებების
ფარგლებში მიღებული სესხით შეძენილი სამაცივრე მოწყობილობა-დანადგარები,
შეძენილი მოწყობილობა-დანადგარების განბაჟებიდან 2 თვის ვადაში მაგრამ
არაუგვიანეს 24.09.2021 წლისა.
5) სამაცივრე მეურნეობის მშენებლობის დასრულებიდან 2 თვის ვადაში, მაგრამ
არაუგვიანეს 30.03.2022 წლისა, დააზღვიონ სამაცივრე მეურნეობა სს „ქართუ
ბანკისთვის“ მისაღებ კომპანიაში.

ქეთევან ხეცურიანი
___________________________

გიორგი ყიზილაშვილი
___________________________
გივი გრიგორაშვილი
___________________________

You might also like