Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 2

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი

იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


იურიდიული დეპარტამენტი

შუალედური გამოცდა

საგამოცდო ბილეთი

ვარიანტი 4

სასწავლო კურსი: დემოკრატია და მოქალაქეობა


სპეციალობა/კურსი: ეკონომიკა კურსი პირველი
საგნის პედაგოგი: გიგა ფარტენაძე
სტუდენტის სახელი/გვარი --- გიორგი მჟავანაძე

საგამოცდო ბილეთი შედგება 2 თეორიული (თითოეული ფასდება 5 ქ.) და 5 ღია (თითო ფასდება 2ქ) კითხვისგან
თეორიული საკითხები

1.ისაუბრეთ საარჩევნო სისტემებზე; რა განასხვავებს მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას პროპორციული


საარჩევნო სისტემისგან;
2. რა გახდა, გაეროს, ევროპის საბჭოსა და ევროპული სასამართლოს შექმნის მიზეზი;

ღია კითხვები
1. როგორ შეუძლია საზოგადოებამ თავი დაიცვას ტირანიისა და არაჰუმანური მმართველობის ფორმების
ჩამოყალიბებისაგან? (2 ქ.)
2. რითი განსხვავდებიან ძველი დემოკრატები თანამედროვე დემოკრატებისგან? (2ქ.)
3. რატომ შეიძლება არსებობდეს კონსტიტუციები ავტორიტარულ რეჟიმებში? (2ქ.)
4. რატომ იქმნებიან უნიტარული სახელმწიფოები და რა ძირითადი ნიშან -თვისებები გააჩნიათ მათ? (2ქ.)
5. რატომ გაჩდნენ პოლიტიკური პარტიები და რა დანიშნულება აქვთ მათ თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებში?
(2ქ.)

თითოეული თეორიული საკითხის შეფასების საინდიკატორო ქულებია:

5 ქულა: საკითხი სრულადაა მოცემული, ზუსტია და ამომწურავი, ტერმინოლოგია დაცულია. ღრმად და საფუძვლიანად აქვს ათვისებული როგორც ძირითადი, ისე დამხმარე ლიტერატურა;
ნათლად ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი. სრულად ფლობს ფაქტობრივ მასალას, საკითხი გადმოცემული თანმიმდევრობით - შესავალი-ძირითადი
შინაარსი და დასკვნა. აკადემიური მხარე სანიმუშოა.

4 ქულა: მოცემულია ყველა საკითხი, თუმცა შეკვეცილია; ტერმინოლოგიურად გამართულია; არსებითი შეცდომა არ არის; კარგად ფლობს მასალას; ათვისებული აქვს ძირითადი
ლიტერატურა. ავლენს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარს. ფლობს ფაქტობრივ გარემოებებს, საკითხი გადმოცემული მეტნაკლებად თანმიმდევრობით -
შესავალი-ძირითადი შინაარსი და დასკვნა. აკადემიური მხარე კარგია.

3 ქულა: საკითხი არ არის სრულად მოცემული; საკითხი დამაკმაყოფილებლად არის გადმოცემული; ტერმინოლოგია ნაკლოვანია; სტუდენტი ფლობს საკითხის გარშემო მასალას, მაგრამ
აღინიშნება მცირეოდენი შეცდომები. ნაკლებად არის მცდელობა ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარის. ფაქტობრივი გარემოებების ფლობა
დამაკმაყოფილებელია, საკითხი გადმოცემული არა თანმიმდევრობით - შესავალი-ძირითადი შინაარსი და დასკვნა. აკადემიური მხარე დადებითია.

2 ქულა: საკითხი არ არის სრულად ამოწურული; ტერმინოლოგია მცდარია; საკითხის შესაბამისი მასალა გადმოცემულია ნაწილობრივ; სტუდენტს არასაკმარისად აქვს ათვისებული
ძირითადი ლიტერატურა; აღინიშნება რამდენიმე არსებითი შეცდომა. არ ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი. საკითხი არ არის გადმოცემული
თანმიმდევრობით - შესავალი-ძირითადი შინაარსი და დასკვნა. აკადემიური მხარე ცუდია.

1 ქულა: მოცემული საკითხი ნაკლოვანია; ტერმინოლოგია არ არის გამოყენებული, ან არ არის შესაბამისი; პასუხი არსებითად მცდარია. გადმოცემულია საკითხის შესაბამისი მასალის
მხოლოდ ცალკეული ფრაგმენტები. არ ჩანს ლოგიკური აზროვნების, არგუმენტირებული მსჯელობის და დასკვნის უნარი. საკითხი არ არის გადმოცემული თანმიმდევრობით - შესავალი-ძირითადი
შინაარსი და დასკვნა. აკადემიური მხარე ცუდია.

დამტკიცებულია: 22.11.2021
სხდომის ოქმი #3 დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ასოც. პროფ. ო. ფარტენაძე
1. მსოფლიოში არჩევნების ყველაზე გავრცელებული სახეა მაჟორიტარული და პროპორციული.
მაჟორიტარული არჩევნების დროს იმარჯვებს ის კონკრეტული კანდიდატი, რომელმაც დააგროვა
უფრო მეტი ხმა. ხოლო პროპორციული არჩევნების დროს ხალხი ხმას აძლევს სხვადასხვა
პარტიას და ეს პარტიები პარლამენტში ადგილს ინაწილებენ იმის მიხედვით, თუ რამდენი
პროცენტი მიიღეს მათ არჩევნებში.

2. გაეროს შექმნის ძირითადი მიზეზი იყო, ის რომ მომავალი თაობებისთვის აეცილებინათ ომის
შედეგები და ყოფილიყო თანასწორობა, დიდსა და პატარას შორის, ქალსა და კაცს შორის. ევროპის
საბჭოს შექმნის ძირითადი მიზიზე, იყო ადამიანის უფლებების დაცვა, დემოკრატიის და კანონის
უზენაესობა. ევროპული სასამართლოს შექმნის მიზეზი ის იყო, რომ ყველა ადამინის საჩივარი
უნდა განხილულიყო ინდივიდუალურად, რადგან მათ ჰქონდათ იმის უფლება, რომ ეპოვნათ
სამართალი.

ღია კითხვები
1. ტირანიისა და არაჰუმანური მმართველობის მაგალითად შეიძლება ცაითვალოს
ტოტალიტარული სახელმწიფო, რადგან ხელისუფლება სრულად აკონტროლებს ხალხის
უფლებებს. ასეთი მმართველობისგან თავის დაცვა ჩემი აზრით, შესაძლებელი ხალხის
ერთიანობით, მასიური გამოსვლებით და თავისუფლებისთვის ბროძოლით, რომელიც ჩვენმა
ქვეყანამ შეძლო, მაშინ როცა საბჭოთა კავშირს გამოვეყავით და მოვიპოვეთ თავისუფლება,
მართალია მსხვეპლის სანაცვლოდ, მგრამ ეს მაინც შევძელით.

2. ძველი დემოკრატიებისგან თანამედრო ძალიან განსხვავდება. ძველში ხალხი უშუალო


მონაწილეობას იღებდა პოლიტიკურ პროცესებში, ახლა კი ხალხს ეს აღარ შეუძლიათ, რადგან
თანამედრო სახელმწიფო უფრო დიდია ტერიტორიულად ვიდრე ძველი. ამავდროულად
ძველ დემოკრატიაში ვერ შევხვდებოდით პოლიტიკურ პარტიებს.

3. ავტორიტარულ რეჟიმში კონსტიტუციები და ხელისუფლების დანაწილება ფორმალურად


არსებობს და მთელი ძალა უფლება ერთი პოლიტიკური პირის ხელშია ტავმოყრილი. ასევე
შეიძლება არსებობდეს სამოქალაქო თავისუფლება მაგრამ მხოლოდ იმ შემთხევაში თუ
ხელისიფლებას პრობლემა არ შეექმნება.

4. უნიტარული სახელმწიფო მარტივი მოწყობისაა, რომელში დიდი როლი აქვს ცენტრალურ


ხელისუფლებას. მათი ძირითადი ნიშან-თვისებებია: ერთიანობა ერთსულოვნებაში, ანუ
ყოველი ტერიტორიული ერთეული სახელმწიფოსთვის განუყოფელი ნაწილია, ერთიანი
ცენტრალიზებული სასამართლო და საგადასახადო სისტემები და სუვერენიტეტი, ანუ
ძალაუფლება ხალხის ხელშია.

5. პოლიტიკური პარტია არის ერთგვარი ადამიანთა გაერთიანება, რომელთაც აერთიანებთ


საერთო იდეოლოგია. მათი წარმოშობის ძირითადი მიზეზი იყო ის, რომ ხალხი აღარ
მონაწილეუბდა პირდაპირ პოლიტიკურ პროცესებში და პარტიების დახმარებით მათ
შეუძლიათ გამოხატონ საკუთარი ინტრესების და გაიმარტივონ ყოველდღიური ურთიერთობა
ხელისუფლებასთან.

You might also like