Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფიზიკის წერა 2

1. რით აიხსნება სხვადასხვა აგრეგატული მდგომარეობის


არსებობა არებში სითხეებში და მყარ სხეულებში?
2. ნივთიერების როგორი მდგომარეობაა პლაზმა?
3. როგორი ძალებია ახლოქმედი ძალები>?
4. რძე ნაღებს ცივ შენობაში უფრო მალე მოიყენებს . რატომ?
5. შესაძლებელია თუ არა წინასწარ განვსაზღვროთ ბროუნის
ნაწილაკის მდებარეობა დროის ნებისმიერ მომენტში? პასუხი
დაასაბუთე.
6. დაასახელე ხელსაწყოები, რომელთა საშუალებითაც
შესაძლებელია არა მარტო მოლეკულებზე დაკვირვება,
არამედ ცალკეულ ატომებზე.
7. როგორი ძალებია ბირთვული ძალები და რა არის
დამახასიათებელი ამ ძალებისათვის.?
8. +900 ტემპერატურის მქონე ფოლადის ორი ნაჭერი
შედუღდება, თუ მათ მჭედელი გრდემლზე ერთმანეთზე
დაადებს და უროს დაარტყავს.რატომ?
9. ალფა ნაწილაკის სიჩქარე 15 ჯერ ნაკლებია ბეტა ნაწილაკების
სიჩქარეზე. რატომ გადაიხრება ალფა ნაწილაკი უფრო
სუსტად მაგნიტურ ველში?

პასუხები:
1.განსხვავებულია სხეულის შემადგენელი მოლეკულების
შემადგენლობა, და მათი განლაგება (მანძილი მოლეკულებს
შორის)
2.პლაზმა არის აირი, რომელიც მთლიანად ან ნაწილობრივ
იონიზირებულია.ისი იგი შედგება იონებისაგან და
თავისუფალი ელექტრონებისაგან
3. ახლოქმედი ისეთი ძალებია რომლებიც დიდ მანძილზე
ისპობა.ახლოქმედი ძალები მოქმედებს მოლეკულის ზომის
(10-10 მ )მანძილზე.
4.სითბური წონასწორობის დამყარებისას ცივი ჰაერი მეტ
სითბოს ,,ართმევს,, რძეს და უფრო მალე ცივდება და
იკეთებს ნაღებს

5. არ შეგვიძლია რადგან ბროუნის მოძრაობის მიხედვით


ნაწილაკები განუწყვეტლივ ქაოოსურად მოძრაობენ
ეჯახებიან ერთმანეთს და შეუძლებელია წინასწარ მათი
მდებარეობის განსაზღვრა.
6. ელექტრონული და გვირაბული მიკროსკოპი
7.ბირთვულ ნაწილაკებს შორის მოქმედ ძალებს ბირთვული
ძალები ეწოდება. ბირთვულ ძალებს 3 თვისება გააჩნიათ:
1.ახლოქმედება 2. ბირთვული ძალების მუხტზე
დამოუკიდებლობა 3. ნაჯერობის თვისება
8.გაცხელებით სხეულის შინაგანი ენერგია იზრდება, 900
გრადუსამდე გაცხელებული ფოლადის შინაგანი ენერგია
გაცილებით მომატებულია ვიდრე ოთახის ტემპერატურის
ფოლადის, უროს დარტყმით კიდევ უფრო ვზრდით შინაგან
ენერგიას , იმდენად რომ საკმარისი გახდეს
მოლეკულების ,,შესადუღებლად,, ანუ მოლეკულების ისე
დაახლოება რომ ფოლადი გახდეს ერთიანი სხეული
9.ალფა ნაწილაკის მასა გაცილებით მეტია( დაახლოებით 200
ჯერ) ბეტა ნაწილაკის მასაზე(ელექტრონებზე)

You might also like