Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

"მერამდენე ღამეა ვდგები

და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენ ამბავს,


რომელიც შენზე უფრო იყო, ვიდრე ჩემზე,
და რომელიც ტუჩებსღა ახსოვთ,
როგორც ის სიტყვა -
ბავშვობაში რომ ვამბობდი და დამიშალეს.

ასეთ დროს მუდამ


შენს ცხოვრებაში მე ცარიელ ადგილებს ვამჩნევ,
რომლებიც გვანან სიტყვებს შორის დატოვებულ სიცარიელეს...

განა არის შენს ცხოვრებაში რაიმე მეტი


გამოტოვებულ ადგილებზე?
იმ ცარიელ ადგილებზე,
რომლებსაც სახლში ანაწილებ
და ინახავ: ჭიქებში, სხვენში,
ქვედა უჯრებში,
მაცივარში, საყვავილეში
და საწოლის მეორე მხარეს.
მე ვლაპარაკობ იმ ცარიელ ადგილებზე,
არავის რომ აღარ ეკუთვნის
და თვალების დახუჭვიდან გახელამდე ავსებენ მზერას.
რომლებსაც ტოვებ ნაბიჯებს შორის
და რომლებიც გაკავშირებენ
საკუთარ თავთან.

მერამდენე ღამეა ვდგები


და საკუთარ თავს ვუდასტურებ,
რომ ქუჩები დადიან ჩვენში,
რომ სახლები ჩვენში ცხოვრობენ,
რომ გვჭამს საკვები, რომ გვსვამს წყალი,
რომ მზეს ჩვენ ვათბობთ.
რომ ღმერთს ჩვენ ვაძლევთ საშუალებას
ყველაფერი შეეძლოს ჩვენთვის,
რომ ჩვენთვითონ ამოგვყავს მთვარე
ღამიდან - როგოც რძიდან ყველი,
და ვანახევრებთ, უფრო სწორად, ვინახევრებთ,
ზუსტად ისე, როგორც საკუთარ თავს ვექცევით,
როცა სხვას ვხვდებით და როცა გვიყვარს....
და ამ დროს ჩნდება,
ზუსტად შენს გვერდით,
ის კაცისხელა სიცარიელეც,
რომელსაც ჩემი სახელი ერქვა
და რომელიც თოვლმა შეავსო.

მერამდენე ღამეა უკვე


თავს ვიმძინარებ
და ჩემი თავი მადგება თავზე,
როგორც ეჭვით შეპყრობილი საყვარელი,
რომელიც ცდილობს ჩემს გამოტეხვას.

მერამდენე ღამეა ვდგები


და ვუყვები საკუთარ თავს შენზე ჩვენს ამბავს

და ვერაფრით ვეღარ ვაჯერებ."

დათო ყანჩაშვილი ♥

მე მინდა გითხრა რაიმე ისეთი,


რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე ასე მინდა !
მე არა ვარ ახლა ქუჩაში,
არა ვარ გაყინული,
არა ვარ მოტყუებული,
არა ვარ შეშინებული...
მაგრამ მე მაინც
მინდა გითხრა რამე ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს !
მე ახლა ვწევარ
მე ვწევარ
რაღაც გაურთულებელი სიმშვიდით,
რაღაც ძალიან ჩემი და
ძალიან მახლობელი სიჩუმის გარემოცვაში
და ვფიქრობ:
რა შემიძლია გითხრა ისეთი,
რაც ჩემს თავს შეგაცოდებს...
მე მინდა წარმოვიდგინო
შენი შემოსვლა ოთახში.
მე მინდა წარმოვიდგინო
ჩემი დახვედრა...
მე არ მინდა შეგაცოდო თავი ჩემი ძველი ტკივილებით,
არც ძველი სისულელეებით,
ერთ დროს საშინელ წვიმაში დგომით
ერთ დროს ტირილით...
დღეს მე ვარ კარგად
და მე მინდა შეგაცოდო თავი
ჩემი დღევანდელი კარგადყოფნით,
ჩემი დღევანდელი სიმშვიდით,
რადგან ეს სიმშვიდე და კარგად ყოფნა
კიდევ ერთხელ შემახსენებს იმას,
რომ ჩემგან გავიდა სიყვარული.
მე მინდოდა მეთქვა რამე ისეთი,
რაც ჩემსთავს შეგაცოდებდა
და გეუბნები:
"მე აღარ მიყვარხარ შენ ! -- ზვიად რატიანი

"შეგიძლია გიყვარდეს ვინმე.


გიყვარდეს 
სატელეფონო საუბრებისა და 
შეხვედრების გარეშე, 
გიყვარდეს თეატრში შენს გვერდით ჯდომის გარეშე
და კინოთეატრის სულ ბოლო რიგში კოცნის გარეშე 
და გიყვარდეს მაშინაც, 
როცა ქუჩაში უცნობი წყვილი
გაგიღიმებს და 
ეგონებათ რომ მარტო მოდიხარ, 
შენ კი იქნები ერთადერთი 
ყველაფრის გარეშე
შეყვარებული... 
ბედნიერი, 
იმით
რომ ეს მუდამ ასე იქნება!"

"კაცი,
რომელიც ღმერთივით მიყვარს.
ჩვეულებრივად,
დგას და საუბრობს.."
"დღეს შაბათია,
მერამდენე შაბათი,
მაგრამ შენ ახლაც ისევ არაფერი შეგიძლია,
როგორც ორშაბათს,
ან სამშაბათს,
პარასკევს,
კვირას...
ჰო, კვირას.
შენ კვირასაც კი არაფერი შეგიძლია.
ზიხარ,
ათენებ.
ისკიარა -
- თვითონ თენდება."

რა უცნაური სიყვარულია,
ვერსაიდან შემოვუარე,
კარი ვერაფრით შემოვუღე,
მერამდენე წელიწადია, მის გარშემო
ვტრიალებ და
არ მიკარებს, ნემსის წვერივით სული რომ
ვუჩხვლიტო და
ერთი ლექსი გამოვადინო. . .
ეს რანაირი სიყვარულია,
დგას ჩემს წინაშე უეცარი ცათამბჯენივით
და ნაფლეთებად მცვივა კანი
მისი სიმაღლის ცეცხლისაგან. . .
ყველა ახალი გათენება
მისკენ მიზიდავს,
ახლა ჩემი სიყვარულის 
სიმაღლისა ვარ,
შორიდან ალბათ ლამაზიც კია. . .
მაგრამ ვინ იცის,
რა ძნელია ეს სიყვარული,
როცა მაღლდები მასთან ერთად
მიწიდან, სადაც
შენი გული მარხია _
ხმაგაკმენდილი, ლექსებუთქმელი. . .

You might also like