Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობათა შეფასების მრავალგვარი მეთოდი და

მოდელი არსებობს, თუმცა არ არსებობს ისეთი უნივერსალური კლასიფიკაცია, რომელიც


ყველა,მსოფლიოში არსებულ ურთიერთობებს (გამონაკლისების ჩათვლით) მოაქცევდა
ამ მოდელების ქვეშ.

სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის თანამედროვე კლასიკურ ფორმებად


კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოქტრინა, ძირითადად, სამ მოდელს განასხვავებს :

ა. ) სახელმწიფო ეკლესია ანუ დომინანტი ეკლესია- ინსტიტუციონალური და


ფუნქციონალური ურთიერთკავშირი სახელმწიფოსა და დომინანტ რელიგიურ
გაერთიანებას

შორის. როგორც სახელმწიფო ერევა ეკლესიის საქმეების ნაწილში, აფინანსებს მას, ისე
ეკლესია მონაწილეობს სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საკითხების გადაწყვეტაში და
სარგებლობს მნიშვნელოვანი პრივილეგიებით, სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან
შედარებით.1 (მაგ., გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, დანია, საბერძნეთი)

ბ) სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების გამიჯვნის მოდელი. - გამიჯვნის


მოდელი სახეზეა, როდესაც რელიგია, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი,
განეკუთვნება მხოლოდ კერძო სექტორს და რელიგიური გაერთიანებები
კერძოსამართლებრივი იურიდიული პირების ფორმით თანაარსებობენ.

გ) ქვემდებარეობის, სუბორდინაციის მოდელი. (ერასტიანიზმი და თეოკრატია)

მიუხედავად იმისა,რომ ურთიერთგამიჯვნის მოდელში მოაზრებენ თანამშრომლობის


სისტემას, მე ვფიქრობ რომ ცალკე, მოდელის, სახით უნდა იყოს გამოყოფილი
სახელმწიფო და რელიგიური გაერთიანებების კოოპერაციის მოდელი . კოოპერაციის
მოდელი სახეზეა, როდესაც რელიგიას და რელიგიურ გაერთიანებებს რელიგიურად
ნეიტრალური სახელმწიფო პოზიტიურ კონტექსტში აღიქვამს, მათთან კოოპერირებს და
მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს.( მაგ., ესპანეთი, პორტუგალია,
ბელგია, ლუქსემბურგი, ავსტრია, იტალია, გერმანია.) კოოპერაციის ფორმები და მასშტაბი
ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავდება, ძირითადად, რელიგიური
გაერთიანებების დაფინანსების მიხედვით.

თუმცა, ჩამოთვლილი მოდელებიდან, ძნელია ქართული სამართლებრივი სქემის


რომელიმე მოდელისადმი მიკუთვნება. ქართული მოდელი ნამდვილად ცალკე,
დამოუკიდებელ მოდელს წარმოადგენს. ქართული სისტემა მართალია ეკლესიასთან
ურთიერთობის თანამშრომლობის სისტემას ამკვიდრებს, მაგრამ აღნიშნული
ურთიერთობა უმეტეს შემთხვევაში ერთი კონკრეტული რელიგიის მიმართ
ხორციელდება. მართალია,სამართლებრივად აღიარებულია რელიგიის თავისუფლება,
მიუხედავად ამისა მართმადიდებლურ რელიგიას ანიჭებს უპირატესობას და სხვა
რელიგიური გაერთიანებების მდგომარეობა, არა მარტო სამართლებრივად, არამედ
სოციალურადაც დაკნინებულია. მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა სხვა რელიგიური
გაერთიანებების რელიგიის კორპორაციული თავისუფლების რეალიზაციის
სამართლებრივი ფორმატი ქართული კანონმდებლობით მხოლოდ სამი სახის
ორგანიზაციული ფორმით (სსიპ, ა(ა)იპ, არარეგისტრირებული კავშირი) რეგისტრაციის

1
გეგენავა,დ ეკლესია-სახელმწიფოს ურთიერთობის
სამართლებრივი მოდელები და საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმება, 32
შესაძლებლობის გარდა, სამწუხაროდ, სხვას არაფერს მოიცაავს. 2 არცერთ სისტემას არ
მიეკუთვნება, ასევე, მართლმადიდებელი ეკლესიის საბიუჯეტო დაფინანსების მოქმედი
სქემა, რომელიც არ ითვალისწინებს ფინანსურ კონტროლს.

2
ერქვანია, თ , სახელმწიფოსა და რელიგიის ურთიერთმიმართების სამართლებრივი კონტექსტი –
ქართული მოდელი , 18

You might also like