Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

ნორიკო თავბერიძე

17.12.2021

როგორია ბრალის საკითხი დაზღვევის ხელშეკრულებაში?

ბრალი, როგროც პასუხისმგებლობის გამომომრიცხავი გარემოება;

სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით რა მიიჩნევა უხეშ ბრალად?

ბრალის საკითხს აწესრიგებს სსკ 829 მუხლი- მზღვეველი თავისუფლდება თავისი


მოვალეობის შესრულებისაგან, თუ დამზღვევმა დაზღვევით გათვალისწინებული შემთხვევა
გამოიწვია განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით.

სსკ-ის 829-ე მუხლის დანაწესი შეესაბამება საერთო სამოქალაქო-სამართლებრივ


კრიტერიუმებს. განზრახვისთვის აუცილებელია პირის მიერ, კონკრეტული გარემოებების
ცოდნის გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევის გამოწვევის სურვილი. ე.ი პირის ნება
კონკრეტულ ვითარებაში გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა. ამასთან, იმისათვის, რომ
პირის ქმედება შეფასდეს განზრახვად იგი უნდა მოიცავდეს ვალდებულების დარღვევას.
შესაბამისად, თუ პირი (დამზღვევი/დაზღვეული) ცდება ზრუნვის სტანდარტში ან
გამამართლებელ საფუძველში, პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება.
გასათვალისწინებელია, რომ იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევი იმედოვნებს, რომ სადაზღვევო
შემთხვევა არ დადგება, სახეზეა თვითიმედოვნება. (ნ.მოწონელიძე)

უხეში გაუფრთხილებლობის ნორმატიულ დეფინიციას საქართველოს სამოქალაქო


კოდექსი არ იცნობს. შესაბამისად, მოსამართლე ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში,
გაუფრთხილებლობის დასადგენად, ინდივიდუალურად აფასებს გარემოებებს და შეფასების
საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას.

სააპელაციო სასამართლოს განმარტების თანახმად, ,,უხეში გაუფრთხილებლობა მოიცავს


იმ მითითებების დარღვევას ან უგულვებელყოფას, რომელიც სავალდებულოდ უნდა
იცოდეს მსგავსი შინაარსის ოპერაციის განმახორციელებელმა ნებისმიერმა პირმა”. ასევე,
უხეში გაუფრთხილებლობა არის მეტისმეტი დაუდევრობა. უხეში გაუფრთხილებლობით
მოქმედებს ის, ვინც თავისი მოქმედებით აუცილებელ ყურადღებას არ იჩენს უჩვეულოდ
მაღალი ხარისხით. საქართველოს უზენაესი სასამართლო კი თავის გადაწყვეტილებაში უხეშ
გაუფრთხილებლობას მარტივი გაუფრთხილებლობისგან მიჯნავს და მიუთითებს, რომ
მარტივ გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს
აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, ასევე, როდესაც
პირის ფსიქიკური დამოკიდებულება ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედების მიმართ არ
წარმოადგენს იმ ხარისხის ბრალეულობას, რაც მის უხეშ გაუფრთხილებლობად მიჩნევის
საფუძველს ქმნის. ქართველი კანონმდებელი, მსგავსად გერმანელი და შვეიცარიელი
კანონმდებლისა, მარტივ გაუფრთხილებლობას არ მიიჩნევს 829-ე მუხლის გამოყენების ე.ი
მზღვეველის სადაზღვევო ანაზღაურებისაგან განთავისუფლების საფუძვლად.

საქმეზე N ას-1306-1226-2015 უზენაესი სასამართლო განმარტავს : სსკ-ი 829- ე მუხლის


შინაარსიდან გამომდინარე, მზღვეველის პასუხისმგებლობა მხოლოდ მარტივი
გაუფრთხილებლობით დამდგარი ზიანისათვის დგება. გამორიცხვის მეთოდით, მარტივ
გაუფრთხილებლობად შეფასდება ყველა ის მოქმედება, რომელიც არ წარმოადგენს
აუცილებელი წინდახედულების ნორმის განსაკუთრებით მძიმე დარღვევას, როგორიცაა:
დაშვებული სიჩქარის 80-100%-ით გადაჭარბება, უმიზეზოდ საპირისპირო მოძრაობის
ზოლში გადასვლა, ქარაფშუტულად, სათანადო გათვლების გარეშე, დაკავებული ზოლიდან
გამოსვლით იმავე ზოლში თანმხვედრი მიმართულებით წინ მოძრავი ერთი ან რამდენიმე
სატრანსპორტო საშუალების გადასწრება, საზოგადოებრივი ტრანსპორტის, ასევე სახანძრო
და სხვა სპეციალური ტრანსპორტისათვის გზის არ დათმობა, ავტომანქანის სამართავად
გადაცემა მართვის უფლების არმქონე, ან არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მესამე
პირისათვის და ა.შ.
ერთ-ერთ გადაწყვეტილებაში სასამართლო განმარტავს, რომ „დამზღვევის ყოველი ქმედების
უხეშ გაუფრთხილებლობად შეფასება, მზღვეველს ანიჭებს ანაზღაურებაზე უარის
შესაძლებლობას, რაც ეწინააღმდეგება დაზღვევის, როგორც სამართლებრივ, ისე ეკონომიკურ
არსს“. ამავე გადაწყვეტილებაში სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან ავტოსაგზაო
შემთხვევის დროს, დამზღვევი იყო ფხიზელი და ამასთან, მოძრაობდა დასაშვები
სიჩქარით, გზაზე წარმოქმნილი სავარაუდო საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, მან
იმოქმედა გაუფრთხილებლად. სწორედ იმის გამო, რომ სსკ-ის 829-ე მუხლი არ იძლევა
უხეში გაუფრთხილებლობის გრადაციის და ამის შესაბამისად ანაზღაურების კვოტირების
შესაძლებლობას, სასამართლო მოცემულ გარემოებებზე დაყრდნობით, დამზღვევის ბრალს
აფასებს, როგორც მარტივ გაუფრთხილებლობას და ამით დამზღვევს უტოვებს სადაზღვევო
დაცვით სარგებლობის შესაძლებლობას.

სსკ 829 მიუთითებს განზრახვასა და უხეშ გაუფრთხილებლობაზე. კონკრეტული საქმის


ფაქტობრივი გარემოებების ანალიზისას შესაძლოა საკამათო გახდეს გაუფრთხილებლობის
ხარისხის განსაზღვრა. მაგალითად, საქართველოს უზენაესი სასამართლო მის ერთ-ერთ
განჩინებაში გერმანიის ფედერალური უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე
მითითებით განმარტავს, რომ: უხეში გაუფრთხილებლობა სახეზეა, როდესაც გარკვეულ
ვითარებებში და გარემოებებში პირისაგან მოსალოდნელია გამოიჩინოს
კეთილსინდისიერება, რაც ყველასათვის ნათელია და ასეთ შემთხვევაში პირი არ იჩენს
კეთილსინდისიერებას - უჩვეულოდ დიდი მასშტაბით, არ ითვალისწინებს და არღვევს მას.
ჩვეულებრივი გაუფრთხილებლებისაგან განსხვავებით, უხეში გაუფრთხილებლობა
წარმოადგენს უპატიებელ შეცდომას სუბიექტური თვალსაზრისითაც კი. ( საქართველოს
უზენაესი სასამართლოს 2010 წლის 14 ივნისის N ას-237-223-2010 განჩინება)

You might also like