ნუ იქნები ,,იდიოტი - -გზავნილი ძველი ბერძნებისგან

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

Ნუიქნები “იდიოტი” -გზავნილი ძველი ბერძნებისგან

Ნველ საბერძნეთში, ჩვენამდე საუკუნეებით ადრე, თავყრილობებისას საჭირბოროტო


საკითხებზე მობაასე ახლადშემდგარმა მოქალაქეებმა შეამჩნიეს ნაწილი ადამიანებისა,
რომელთა ინტერესს სულაც არ წარმოადგენდა ამა თუ იმ საკითხის განხილვაში
მონაწილეობა და სწორეედ ამ დროს დაიბადა სიტყვა, რომელმაც ცალკე მდგომის
მნიშვნელობა შეიძინა. “იდიოტის” თავდაპირველი მნიშვნელობა ათენის მოქალაქეთა
აქტიურ ნაწილს ეკუთვნის, რომლებმაც ასე უწოდეს მათ, ვინც საჯარო თავყრილობებში,
პოლიტიკურ და სოციალურ საკითხების განხილვაში არ მონაწილეობდნენ, მათ, ვინც არ
გამოირჩეოდნენ მაღლი სოციალური პასუხისმგებლობებით, რაც დემოკრატიული
სახელმწიფოს სრულფასოვანი მკვიდრისთვის იყო და არის უმთავრესი მახასიათებელი
ნიშანი.
დემოკრატიაც ძველი ბერძნული პროდუქტია, რომელიც კაცობრიობის განვიტარების
კვალდაკვალ იხვეწება. დ ა რადგან მსოფლიო საზოგადოების დიდი ნაწილის არჩევანი
მმართველობის ხსენებულ ფორმაზე კეთდება, მოქალაქის როლი სახელმწიფო მართვაში
უფრო და უფრო იზრდება. დეკლარირებული უფლების განხორციელებას კი ქმედებები
სჭირდება. Ნქტიური მოქალაქე სწორედ რომ მოქმედ ერთეულადს გვევლინება.

,,მოძრაობა და მარტო მოძრაობა არის, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემი”


(ი.ჭავჭავაძე) მეცხრამეტე საუკუნის გამოჩენილმა საზოგადო მოღვაწემ ამ სიტყვებით
ყველა საუკუნის მკითხველს გაუღვივა რწმენა, რომ მხოლოდ ქმედებებით შეიძლება
განვითარება, რომ აქტიური მოქალაქეები ქმნიან ღონიერ და ძლიერ სახელმწიფოს.
დ ა თუ გსურს იცხოვრო ტოლერანტულ, უსაფრთხო, წარმატებულ სახელმწიფოში,
უნდა შეითვისო მოქალაქის უფლება-მოვალეობები და სხვებსაც მოუწოდო იყვნენ
აქტიური მოქალაქეები.

იმისთვის რომ იყო აქტიური მოქალაქე , აუცილებელია იაზრებდე შენს როლს


საზოგადოებაში, იაზრებდე იმას, რომ მიმდინარე სოციალური, ეკონომიკური თუ
პოლიტიკური პროცესები შენზეც ისეთივე ზეგავლენას ახდენს, როგორც დანარჩენ
საზოგადოებაზე , რომ უფლებამოსილი ხარ დაინტერესდე საკითხებით, რომელიც
გაწუხებს და გაინტერესებს. მოვალე ხარ იზრუნო საკუთარ უფლებებზე და ასე საერთო
კეთილდღეობას შეუწყო ხელი, რადგან შენი უფლებებისთვის ბრძოლა სხვების
უფლებებისთვის ბრძოლას მოიაზრებს. დემოკრატიის პრინციპები ასე მუშაობს: ,,ყველა
ერთისთვის და ერთი ყველასათვის”
დემოკრატია არ აღიარებს პრივილეგირებულ ჯგუფებს, არამედ უპირატესობას
ანიჭებს ინდივიდებს, როგორც საზოგადოების განუყოფელ ნაწილს, რომლებიც
არსებულის უკეთესობისკენ შეცვლით არიან დაინტერესებული. Ნენ გაქვს არჩევანის
უფლება, დამოუკიდებელი სასამართლოს ქონის უფლება , პირადი ცხოვრების და
პირადი ქონების ხელშეუხებლობის უფლება, გაქვს უფლება მონაწილეობა მიიღო
არჩევნებშ, რეფერენდუმში , პლებისციტში, აკონტროლო ხელისუფლება სხვადასხვა
არასამთავრობო ორგანიზაციებში გაწევრიანებით თუ დამოუკიდებელი დაკვირვებით,
გაქვს უფლება მიმართო პროტესტს თუ ირღვევა შენი უფლებები და თავისუფლებები,
რადგან Ნოქალაქის უფლებები იგივე რაც ადამიანის უფლებები,
მოქალაქე ვალდებულია იყოს ტოლერანტული და პატივი სცეს სხვის უფლებებს.
მაღალისოციალური პასუხისმგებლობით გამორჩეული ადამიანები ქმნიან სამოქალაქო
საზოგადოებას და ერთობლივი ძალებით ცვლიან არსებულს უკეთესობისკენ, რაც
საერთო კეთილდღეობის საწინდარია და რაც უფრო დიდია სამოქალაქო საზოგადოება
მით მაღალია დემოკრატიის ხარისხი.

რადგან დემოკრატია ხალხის მმაღთველობას გულისხმობს, მნიშვნელოვანია მოქალაქემ


იცოდეს თავისი უფლებები სახელმწიფო მართვაში, რათა აკონტროლოს ხელისუფალი
და მიიღოს მონაწილეობა ერთობლივი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
.ადგილობრივი თვითმმაღტველობის კოდექსის მიხედვით, მოქალაქეს უფლება აქვს
გამოიყენოს საზოგადოებრივი ჩართულობის სხვადასხვა ფორმა:
• დასახლების საერთო კრება
• პეტიცია
• სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო
• მუნიციპალიტეტის საკრებულოს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის
სხდომებში მონაწილეობა
• მუნიციპალიტეტის გამგებლის/მერის და მუნიციპალიტეტის საკრებულოს
წევრის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშების მოსმენა.
როცა დემოკრატია სამოქალაქო საზოგადოების ძალისხმევით ძლიერდება, როცა
აქტიური მოქალაქეები სოციალურ და არამარტო საკითხებში მაქსიმალური
ჩართულობით და პასუხისმგებლობის გრძნობით გამოირჩევიან, როცა ხელისუფალი
ხალხისგან მიღებულ ძალაუფლებას, ისევ ხალხისვე მეთვალყურეობით და ნებისამებრ
განკარგავს, შეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიული სახელმწიფო შედგა, რომ ,,ხალხის
მმართველობა” განხორციელდა. თუმცა ეს არ არის ერთჯერადი მოვლენა, დემოკრატიის
შენარჩუნება მუდმივი პროცესია, რომელიც მოქალაქეებისგან მთელ რიგ ღონისძიებებს
მოითხოვს. დემოკრატია აქტიური მოქალაქეობისა და სამოქალაქო საზოგადოების
კულტურის მუდმივობას საჭიროებს.
Ნეიძლება ითქვას, რომ დემოკრატიის წარმატებულობა რწმენას ეფუძვნება, რომ
მოქალაქე უფლებამოსილია შეცვალოს, აირჩიოს, მართოს, ინებოს და მოვალეა
ემსახუროს, პატივი სცეს, იბრძოლოს. Ნემოკრატიის წარმატებულობა მოქალაქეები
განსაზღვრავენ. ისინი ირჩევენ იქნებიან თუ არა პასუხისმგებლიანი მოქალაქეებბი,
გათავისებული უფლება-მოვალეობებით.
დემოკრატიის სიძლიერეს Ნაშიშროება ემუქრება თუ ინდივიდი რწმენას კარგავს.
Ნიჰილიზმი აზიანებს და დაბლა სწევს დემოკრატიის წარმატებულობის ხარისსხს.
მნიშვნელოვანია ვირწმუნოთ, რომ ისევე როგორც, მარტინ ლუთერ კინგმა თეთრ
კანიანებსა და ფერად კანიანებს შორის გადო ხიდი, ისევე როგორც, მაჰათმა განდიმ
არაძალადობრივი აქტივიზმით მთელს მსოფლიოს სიკეთის ძალა დაანახა და ინდოეთს
დამოუკიდებლობა მოუტანა, ისევე როგორც, ბარბარე ჯორჯაძემ ხმა ქალთა აამაღლა,
მეც და შენც შეგვიძლია... ჩვენ შეგვიძლია უკეთესობისკენ შევცვალოთ დღევანდელობა
და დემოკრატიის ძალით ჩვენვე შევქმნათ პირობები, ჩვენვე გამოვსჭედოთ ბედი.
,

You might also like