თომას ჰობსი ლევიათანი (მიმოხილვა)

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

თომას ჰობსი ,,ლევიათანით” წარმოგვიდგენს სახელმწიფოს, როგროც ერთი მთლიანი

სტრუქტურის არსებობის უპირატესობებს, რისთვისაც ადამიანური ყოფის ორ


ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულ პირობებს, ბუნებითი მდგომარეობისა და
საზოგადოებრივი ხელშეკრულების პირობებს ერთმანეთს ადარებს .

ჰობსის მიერ ბუნებითი მდგომარეობის განმარტება შემდეგ წარმოდგენას ქმნის, რომ


არსებობს ადამიანთა ერთიანობა, რომელთათვისაც ზოგადი კანონებიც კი არ არსებობს,
რომელთა ქმედებებსაც არანაირი მექანიზმი არ ზღუდავს და რომელთა ნებისმიერი
ნაბიჯი თავდაცვის მიზნით არის გადადგმული და შესაბამისად გამართლებული. ეს
მდგომარეობაა, როცა ადამიენებს მუდმივი შიშის პირობებში უწევთ არსებობა, რადგან
მაგალითისთვის, არ არსებობს საკუთრების უფლება და “ყოველი ადამიანისა იქნება
მხოლოდ ის, რაც მან მოიპოვა და მხოლოდ მანამ, სანამ მისი შენარჩუნება შეეძლება.”
სწორედ ამიტომ, ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანები იაზრებენ, რომ თუნდაც
თავიანთი შრომით შექმნილი პროდუქტიც კი არ არის მათი, პირადი და ყოველთვის
შეიძლება გამოჩნდეს ვინმე, ვისაც ექნება ბუნებითი მდგომარეობით მინიჭებული
უფლება - მიისაკუთროს სხვისი, საკუთარი თავის გადარჩენის მიზნით. ამავე
მდგომარეობაში მყოფთ ესმით ისიც, რომ იქნებიან ისეთებიც, სხვისი დამორჩილება რომ
სიამოვნებას ჰგვრით და ისეთებიც, რომელთაც მათ მიმართ კეთიგანწყობა სხვების
იძულებით განუზრახავთ. ამდაგვარ პირობებში არც მოტივაცია ექმნებათ ადამიანებს,
შექმნან საკუთარი, თუ ეცოდინებათ, რომ სხვებს ნებისმიერ დროს ექნებათ უფლება
მიისაკუთრონ სხვისი და უკვე ყოფილი მფლობელის სიცოსცხლეც კი ხელჰყონ.

ამგვარად, ჰობსის მიხედვით, ბუნებითი მდგომარეობაა, როცა ადამიანებს გააჩნიათ სამი


ძირითადი მოტივი კონფლიქტის დაწყებითვის: შეჯიბრი, შიში და პატივმოყვარეობა. და
რადგან სამივე მათგანი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ბუნებითი მდგომარეობის
პირობებში დაშვებულია, რადგან სარჩულად თავდაცვა უდევს, შესაბამისად, ადამიანებს
უწევთ არსებობა მუდმივი დაპირისპირების პირობებში, "ომი ყველა კაცისა ყველა სხვა
კაცის წინააღმდეგ" და ეს ომიც, ბუნებითი მდგომარეობის პირობებში, მუდმივია, რადგან

1
გამუდმებულია შიში ხელჩართული დაპირისპირებისა, რომლსაც თვით ბუნებითი
უფლებები და კანონები წარმოშობს.

“ლევიათანის" მიხედვით, ბუნებითი მდგომარეობის პირობებში, ერთის მხრივ


ადამიანთა ძირითადი უფლებაა “გამოიყენოს საკუთარი ძალა ისე, როგორც სურს,
საკუთარი ბუნების ანუ სიცოცხლის შესანარჩუნებლად” და მეორეს მხრივ ბუნებითი
კანონი, რომლის მიხედვითაც “ადამიანს ეკრძალება გააკეთოს ისეთი რამ, რაც მის
სიცოცხლეს ხელყოფს ან ვერ შეაძლებინებს მას ამ უკანასკნელის დაცვას” ქმნის
ყველანაირ პირობას შენარჩუნდეს ბუნებითი მდგომარეობის ძირითადი მახასიათებელი,
რაც ადამიანებს შორის გამუდმებულ დაპირისპირებაში მდგომარეობს. მოცემული
უფლება და კანონი ადამიანებს ხელს აძლევს მიმართონ ნებისმიერ ქმედებას, რათა თავი
დაიცვან სხვათა მოსალოდნელი თავდასხმისგან თუ არსებული დაპირისპირებისგან.

როგორც ჩანს, ბუნებითი კანონი ყველა შესაძლო ხერხს დაშვებულად ცნობს


უსაფრთხოების მოპოვების მიზნით, რაც თავის თავში უნდა გულისხმობდეს მშვიდობის
მოპოვებას, რომ არ არსებობდეს არანაირი შიში, რომელიც სხვების მიერ იმავე ბუნებითი
უფლებების თუ ბუნებითი კანონის აღსრულებამ შეიძლება გამოიწვიო. აქედან იკვეთება
დამატებითი ბუნებითი მოთხოვნა, რაც ბედნიერების ძიების კანონში ცხადდება და მისი
სრულებით აღსრულება ადამიანისგან გარკვეულ დათმობებს, კერძოდ კი აბსოლუტური
უფლებაზე თუ თავისუფლებაზე იმავე შეზღუდვების გავრცელებას მოითხოვს, რა სახის
შეზღუდვებსაც ბუნებით მდგომარეობაში მყოფი ადამიანები შეიძლება ერთმანეთისგან
მოითხოვდნენ. ამ ტიპის შეზღუდვებს კი კანონებითა და სადამსჯელო ღონისძიებებით
თუ ვუზრუნველყოფთ, რადგან მხოლოდ სიტყვა არ არის გარანტია იმისა, რომ
კონკრეტული კანონი აღსრულდება. სწორედ ამ შემთხვევეაში იკვეთება სახელმწიფოს,
როგორც კანონის დამწესებლისა და ზედამხედველის საჭიროება, სწორედ სახელმწიფო
გვევლინება საჭირო მექანიზმად, რომ დაკმაყოფილდეს ბუნებითი კანონი, რომელიც
მშვიდობის ძიებას გულისხმობს.

მშვიდობისა და საკუთრების შენარჩუნების მიზნით ადამიანთა მიერ აბსოლუტური


თავისუფლების ნებით დათმობა და მისი სხვისთვის, კერძოდ კი სახელმწიფოსთვის

2
გადაცემა, რითიც ეს უკანასკნელი მოქალაქეთა მოთხოვნებს უზრუნველჰყოფს,
აუცილებელია ხელშეკრულების სახით გაფორმდეს, რომ შეთანხმება არ იყოს მხოლოდ
სიტყვებში გაცხადებული, რომელთა უარყოფაც ყველასთვის მარტივად შესაძლებელი
იქნება, რა პირობებშიც ადამიანთა მთვარი მოთხოვნა, თავი დააღწიონ მუდმივ ომს, ვერ
იქნება უზრუნველყოფილი. საზოგადოებრივი ხელშეკრულების პირობებში კი, როცა
მთელი ლეგიტიმაცია სახელმწიფოს გადაეცემა, რომლის სათვეშიც იქნება მართველი ან
მართველთ ჯგუფი, რომელიც ისევ ადამიანთა შეთანხმებით იქნება შერჩეული და
სახელმწიფო მმართველი იქცევა სუვერენად, რომელსაც მინიჭებული ექნება ხალხისგან
უფლება, გააკეთოს ის რაც ხალხის აღნიშნულ მთვარ მოთხოვნას უზრუნველჰყოფს,
განისაზღვრავს კონკრეტული მექანიზმებს, რის მიხედვითც ხელშეკრულების დარღვევა
დანაშაულად გამოცხადდება, დანაშაული კი შესაბამისი სადამსჯელო ღონისძიებებით
აღიკვეთება. Რაც იმას ნიშნავს, რომ ბუნებითი მდგომარეობისგან განსხვავებით, სადაც
ყველას ყველაფრის, მაათ შორის სხვისი სიცოცხლის ხელყოფის უფლებაც აქვს,
საზოგადოებრივი ხელშეკრულებისა და სახელმწიფო სუვერენის პირობებში იქმნება
კანონები, რომელთა დარღვევა დამრღვევს დამნაშავეს სახელს არქმევს და სადაც, ყოველ
მოქალაქეს აქვს გათავისებული თუ რა ქმედება და რატომ შეიძლება ჩაითვალოს
კანონდარღვევად და უსამართლობად, რომ დაიცვან საკუთარი და არ ხელჰყონ სხვათა
ყფლებები.

ამგვარად, ადამიანები ბუნებითი მდგომარეობიდან გამოსვლისთვის, რაც მათ მშვიდობას


და საკუთრების უფლებას უზრუნველჰყოფს და მუდმივი ომის პირობებიდან იხსნის,
თმობენ აფსოლუტური თავისუფლების უფლებას, რომელსაც ხელშეკრულებით
ინაწილებენ სახელმწიფოსთნ, რითიც ანიჭებენ ლეგიტიმაციას, მათ მიერ არჩეულ
სუვენერს, მართოს და აღკვეთოს დანაშაულები საყოველთო მშვიდობისა და სარგებლის
მოსაპოვებლად.

3
4

You might also like