Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ბულდოზერები

ბულდოზერი წარმოადგენს მუხლუხა ან თვლიანი სავალი ნაწილის


მქონე ტრაქტორზე მრუდწირული პროფილის მქონე საკიდ მოწყობილობას,
რომელიც ტრაქტორთან დაკიდებულია ჩარჩოს ან მბიძგავი ძელის
საშუალებით.

სამშენებლო სამუშაოთა მიწასათხრელი მანქანების პარკის საფუძველს


წარმოადგენენ ბულდოზერები, მათი დანიშნულებაა პირველი, მეორე,
მესამე და ნაწილობრივ მეოთხე კატეგორიის გრუნტების ფენობრივი
დამუშავება წინასწარი გაფხვიერების გარეშე, ხოლო მეხუთე და მეექვსე
კატეგორიის გრუნტების დამუშავება ხდება წინასწარი გაფხვიერების
შემდეგ. ფენობრივი დამუშავების გარდა ბულდოზერები ახდენენ გრუნტის
და სხვა სამშენებლო მასალის შეგროვებას, აგრეთვე მოსწორება
მოშანდაკებას და გადაადგილებას 60-150 მეტრის მანძილზე გზების,
არხების, ჯებირების, წყალსაცავების, ქვაბულების მშენებლობისა და
რემონტის დროს. ბულდოზერის მიერ შესრულებული ტექნოლოგიური
პროცესი შედგება ოთხი ეტაპისაგან: პირველი გრუნტის ჭრა გარკვეულ
სიღრმეზე და მისი გადაადგილება 5-10 მეტრის მანძილზე, მეორე მოჭრილი
გრუნტის გადაადგილება 50-100 მეტრის მანძიზე, მესამე მესამე დაცლა 6-10
მეტრის მანძილზე და მეოთხე უკუ სვლა საწყის მდგომარეობამდე.

არჩევენ საერთო და სპეციალური დანიშნულების ბულდოზერებს


საბრუნი და არასაბრუნი ფრთით. საბრუნი ფრთის შემთხვევაში
შესაძლებელია ფრთის დაყენება მოძრაობის მიმართულებასთან დახრილი
45-600-იანი კუთხით, ამ დროს მოჭრილი მასა გადაადგილდება როგორ
მოძრაობის გრძივი ასევე განივი მიმართულებით მარჯვნივ ან მარცხნივ.
რაც შეეხება არასაბრუნ ფრას მათი საშუალებით მოჭრილი მასა
გადაადგილდება მხოლოდ აგრეგატის მოძრაობის მიმართულებით.

მართვის მექანიზმების მიხედვით ბულდოზერები იყოფა


ჰიდრავლიკური და ბაგირულ-ბლოკური სისტემით მომუშავე.
ფრთის ტიპის მიხედვით არჩევენ ბულდოზერებს: პირდაპირი,
სფერული, ნახევრადსფერული და სპეციალური ფრთებით.

You might also like