Kfxxe PV 6 F39 Et Ave D0 BB

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

თქვენ გაქვთ თავისუფალი ნება, ამიტომ თქვენი ნების მიხედვით, გინდათ მიჰყევით ამ

შაბლონს, გინდათ გვერდი აუარეთ და შექმენით თქვენი ვერსია პრეზენტაციის. მთავარია,


მოამზადოთ პრეზენტაცია და წარადგინოთ შემდეგ თემაზე:

1. რა არის ჩემი მიზანი (როგორ მივედი მიზნამდე, ანუ რატომ შევარჩიე


მაინცდამაინც ეს მიზანი და არა სხვა რამ. რა ამბავმა, ისტორიამ მიგიყვანათ ან რა
სიტუაციამ და მოვლენამ მიზნამდე)?

2. რა იქნება მიზნის შედეგად მიღებული სარგებელი და ემოცია?

3. როგორ მივდივარ მიზნის განხორცილებისკენ - დაწერეთ პირველი სამი ნაბიჯი

და გეგმა, რა უნდა გააკეთოთ მიზნის მიღწევისთვის?

4. თარიღები (როდის მინდა შევიგრძნო, დავინახო მიზნის შედეგები);

პრეზენტაცია მოამზადეთ PowerPoint Presentation ფორმატში, პრეზენტაციის ტექსტი


გააფორმეთ ვიზუალურადაც. თუ ამ ფორმატში პრეზენტაციის მომზადების შესაძლებლობა
არ გაქვთ, მოამზადეთ Word დოკუმენტში.

მთავარია, ისაუბროთ და მოყვეთ ამბავი გასაგებად, საინტერესოდ და ეფექტურად.


გამოიყენეთ ყველა ინსტრუმენტი, რაც სასწავლო მასალაშია მოცემული საჯარო გამოსვლისა
და რიტორიკის უნარებთან დაკავშირებით. თუმცა, როგორც გითხარით, თავისუფალი ხართ
და შეგიძლიათ მოყოლის თქვენი სტილი გამოიყენოთ.

პრეზენტაციის შედგენას შეხედეთ როგორც თამაშს ან თავგადასავალს, რომელიც


მოგანიჭებთ სიამოვნებას და სიხარულს (ეს მინიმუმ) და მაქსიმუმ, მოგცემთ ცოდნასა და
გამოცდილებას, როგორ დაწეროთ და წარადგინოთ ის, რაც გინდათ შექმნათ.

პრეზენტაციები წარდგენამდე გამოაგზავნეთ ლმსზე ან მაილზე iveta@zssu.edu.ge

პრეზენტაციის წარდგენის დღე დაიგეგმება და გეცნობებათ წინასწარ. პრეზენტაციები უნდა


წარადგინოთ თქვენ.

წარმატებები.

You might also like