Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

დასკვნითი გამოცდა

ზოგად ელექტრომომარაგებაში

სტუდენტი:
კურსი III
ჯგუფი #

1. რეაქტიული ენერგიის შესამცირებლად საჭიროა:

ა. წინაღობის ჩართვა;

ბ. პირველადი გრაგნილის ძაბვის გაზრდა;

გ. პირველადი გრაგნილის ძაბვის შემცირება.

2. რა არის ელექტრული სადგურის დანიშნულება?

ა. ელექტრული და თბური ენერგიის გამომუშავება;

ბ. ელექტროენერგიის მიწოდება მომხმარებლებამდე;

გ. ენერგოსისტემის საიმედო მომარაგემა ელექტროენერგიით.

3. რეაქტიული ენერგიის მომხმარებლებია:

ა. ელექტრული ღუმელები;

ბ. მუდმივი დენის ძრავები;

გ. ტრანსფორმატორები.

4. რა არის დენისა და ძაბვის ტრანსფორმატორების დანიშნულება?

ა. აღრიცხვისა და რელეური დაცვის წრედების კვება;

ბ. მომხმარებლების საიმედო კვების უზრუნველყოფა;

გ. დენისა და ძაბვის მნიშვნელობების გაზრდა.

5. მოკლედ შერთვის შემთხვევაში

ა. იზრდება დენი და ძაბვა; .


ბ. იზრდება დენი და მცირდება ძაბვა;

გ. ორივე პასუხი სწორია.


6. რა პირობაა საჭირო ორი ტრანსფორმატორის პარალელურად ჩართვისას?

ა ტრანსფორმატორების წინაღობები უნდა იყოს ტოლი;

ბ. ტრანსფორმატორების დატვირთვები უნდა იყოს ტოლი;

გ.. ტრანსფორმატორების გრაგნილების შეერთების ჯგუფები უნდა იყოს


ერთნაირი.

7. შორ მანძილზე ელექტროენერგიის გადასაცემად რომელი მეთოდია უფრო


ეკონომიური?

ა. დენით;

ბ. ძაბვით;

გ. სიხშირით.

8. რა შემთხვევაშია სიმძლავრის კოეფიციენტი მაღალი?

ა. როცა დენი ჩამორჩება ძაბვას;

ბ. როცა დენი უსწრებს ძაბვას;

გ. როცა დენისა და ძაბვის ვექტორები ემთხვევე ერთმანეთს.

9. რა მოთხოვნები წაეყენება საკუთარი მოხმარების ტრანსფორმატორს ?

ა. ავარიის შემთხვევაში ძაბვის მიწოდების შეწყვეტა;

ბ. მომხმარებლებზე ხარისხიანი ძაბვის მიწოდება;

გ. მისი მექანიზმების საიმედო და ეკონომიური მუშაობის უზნუნველყოფა.

10. რომელი პარამეტრის მიხედვით ხდება კაბელების კვეთის შერჩევა ?

ა. დენის;

ბ. ძაბვის;

გ. სიხშირის.

11. რა უპირატესობა აქვს ავტოტრანსფორმატორს ტრანსფორმატორთან შედარებით ?

ა. ნეიტრალის ყრუდ ჩამიწების აუცილებლობა:

ბ. რელეური დაცვის სქემის სიმარტივე;

გ. სიმძლავრის ნაკლები დანაკარგები და მაღალი მარგი ქმედების


კოეფიციენტი.
12. რა არის რეაქტორის დანიშნულება?

ა. ძაბვის სიდიდის შეზღუდვა;

ბ. სიხშირის შეზღუდვა;

გ. მოკლედ შერთვის დენების შეზღუდვა.


13. რას გულისხმობს ელექტროენერგეტიკული სისტემის საიმედოობა?

ა. ელექტროენერგიის გამომუშავებას;

ბ. მომხმარებლების მოთხოვნილი ელექტრომომარაგების უზრუნველყოფას;

გ. მომხმარებლების გამართულ მუშაობას.

14. რომელ ძაბვაზეა შესაძლებელი უფრო ნაკლები კვეთის გადამცემი ხა6ზის


გამოყენება?
ა. 35-110 კვ;

ბ. 220 კვ;

გ. 500 კვ.

15. რა არის ელექტრული ქვესადგურის დანიშნულება?

ა. ელექტროენერგიის გამომუშავება;

ბ. ერთი ძაბვის ელექტროენერგიის გარდაქმნა მეორე ძაბვის


ელექტროენერგიად;

გ. ელექტროენერგიის გადაცემა მომხმარებლამდე.


16. რა შემთხვევაში აქვს ადგილი არანორმალურ რეჟიმებს?

ა. როცა ძაბვისა და სიხშირის მნიშვნელობები გაზრდილი ან შემცირებულია:

ბ. როცა ადგილი აქვს მოკლედ შერთვის რეჟიმს;

გ. ორივე შემთხვევაში.

17. რამდენი პროცენტია დასაშვები ძაბვის გადახრა ნომინალური


მნიშვნელობიდან ასინქრონული ძრავებისათვის

ა. 5 %;
ბ. 10 %;

გ. 15 %.

18. რომელი პარამეტრით ხდება ძაბვის დონის რეგულაცია?

ა. დენის;
ბ. ძაბვის;

გ. სიმძლავრის.
19. რას ასახავს დატვირთვის დიაგრამის გრაფიკები?

ა. გვიჩვენებს დანაკარგებს ქსელში;

ბ. გვიჩვენებს დატვირთვის ცვლილებას ქსელში;

გ. გვიჩვენებს ძაბვის სიდიდის ცვლილებას.

20. რა არის რელეური დაცვის დანიშნულება?

ა. დაზიანებული უბნის განმხოლოება დანარჩენი ქსელისგან;

ბ. დაზიანებული უბნის ამორთვა ქსელიდან;

გ. კვების წყაროს გათიშვა.

დავალება გასცა: ასოცირებული პროფესორი დავით ტურძელაძე

You might also like