Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

საგანი.

შესავალი სპეციალობაში

საგამოცდო საკითხები:

1. ელექტრული აპარატების კლასიფიკაცია


2. ასინქრონული მანქანების მოკლე მიმოხილვა
3. სინქრონული მანქანების მოკლე მიმოხილვა

სახელი - გიორგი გვარი - შუბითიძე ჯგუფი - 221162 რიცხვი -


14.02.2022

ელექტრულ მანქანებს ერთ ერთი მთავარი ადგილი უკავია ელექტროტექნიკაში, რადგან


ისინი წარმოადგენენ ელექტროენერგიის ძირითად წყაროსაც და მომხმარებელსაც.
ცნობილია, რომ კაცობრიობის მიერ გამოყენებული მთელი ელექტროენერგია გამომუშავდება
ელექტრული მანქანების მიერ, კერძოდ სინქრონული გენერატორების მიერ და ამ ენერგიის
ლომის წილი ასევე მოიხმარება ელექტრული მანქანების მიერ - ძრავების მიერ, იმ მიზნით
რომ მათ გარდაქმნან ელექტრული ენერგია მექანიკურ ენერგიად. ერთიდაიგივე
ელექტრული მანქანას შეუძლია გენერატორად მუშაობა, როდესაც ის მის ლილვზე მიყვანილ
მექანიკურ (უმეტესად ბრუნვითი მოძრაობის) ელექტრულად გარდაქმნის და ასევე შეუძლია
ძრავად მუშაობაც, როდესაც ის ელექტრულ მანქანაზე მიყვანილ ელექტრულ ენერგიას
მექანიკურ ენერგიად გარდაქმნის.

არსებობს ელექტრული ენერგიის გენერაციის სხვა არამანქანური მეთოდებიც, მაგრამ


ამ მოწყობილობების სიმძლავრე ელექტრული მანქანების სიმძლავრეზე გაცილებით
ნაკლებია, ხოლო მაგნიტოჰიდროდინამიკური გენერატორები კი კონსტრუქციული
სირთულებიის და რიგი სხვა გადაუწყვეტელი პრობლემების გამო ენერგეტიკაში ფართედ
ვერ გამოიყენება.

დღესდღეობით სულ უფრო დიდი ყურადღება ეთმობა არატრადიციული და


განახლებადი ელექტრული ენერგიების წყაროების შექმნას. მაგალითად, ჰაერის
ელექტროენერგეტიული დანადგარი, ზღვის მოქცევის და გეოთერმული ელექტროსადგური,
რომელიც წარმოადგენს ელექტროსადგურის ერთ-ერთ სახეს. იგი გარდაქმნის მიწისქვეშა
წყაროების, მაგალითად გეიზერების გეოთერმულ ენერგიას ელექტრულ ენერგიად.
ჩამოთვლილი ენერგიის სახეობები შეიძლება ჯობდეს კიდეც ტრადიციული
ელექტროენერგიის წყაროებს გარემოს დაცვის მოთხოვნების (ეკოლოგია) დაცვის და
ენერგიის დაზოგვის თვალსაზრისით. ეს დანადგარები უზრუნველყოფენ მომხმარებლების
გარანტირებულ ავტონომიურ ელექტრომომარაგებას. ყველა ზემოთჩამოთვლილ
დანადგარში ელექტრული მანქანები შეუცვლელ ელემენტებს წარმოადგენენ.

1 მაკომუტირებელი ელ. აპარატები

ამ ჯგუფის აპარატების დანიშნულებაა ელ. მანქანების და წრედების ჩართვა ამორთვა


ნორმალურ და მოკლედ შერთვის რეჟიმებში. ამ აპარატებს მიეკუთვნება: ზეთიანი, საჰაერო,
ვაკუუმური და ელეგაზური ამომრთველები.

2 მაკონტროლირებელი ელ. აპარატები.

მათ დანიშნულებას ძირითადში შეადგენს ელექტრული და არაელექტრული პარამეტრების


კონტროლირება (ძაბვა, დენი, სიხშირე, ტემპერატურა და სხვა). ამ ჯგუფს მიეკუთვნება
მაგნიტოელექტრული, ინდუქციური, ძაბვის, დენის სიხშირისა და თბური რელეები.

3 მარეგულირებელი ელ. აპარატები.

ამ ჯგუფის აპარატების დანიშნულებაა, წრედის ელ. პარამეტრების გარკვეულ დონეზე


დაყენება (დენი, ძაბვა, სიხშირე) მათ მიეკუთვნება ძაბვის და სიხშირის სტაბილიზატორები.

4 დამცავი ელ. აპარატები

აღნიშნული აპარატები იცავენ ელ. მანქანებსა და ელ. წრედებს გადატვირთვისაგან, მოკლედ


შერთვისაგან და გადაძაბვისაგან. მათ მიეკუთვნება: (მცველი, მცლელი, დატვირთვის
ამომრთველები, კონტაქტორები და სხვა). საერთოდ არსებობს ორი სახის გადაძაბვა
კომუტაციური და

ატმოსფერული. კომუტაციურ გადაძაბვას შეიძლება ადგილი ჰქონდეს აპარატის მუშაობის


ნებისმიერ რეჟიმში, ვინაიდან ამომრთველის კონტაქტების ჩართვა - ამორთვისას ადგილი
აქვს გარდამავალ პროცესებს. ამ შემთხვევაში ძაბვამ კონტაქტებზე შეიძლება მიაღწიოს
ქსელის ძაბვის ორმაგ მნიშვნელობას. გარდა ამისა გამორიცხული არ არის ელ. წრედებში
გვქონდეს ე. წ. ატმოსფერული გადაძაბვა, რაც გამოიხატება ელვის ან მეხის დაცემით
აპარატზე. ასეთ შემთხვევებში გადაძაბვა: დაახლოებით მილიონჯერ აღემატება ქსელის
ნომინალურ ძაბვას.

5 დენშემზღუდი ელ. აპარატები

მათი დანიშნულებაა, მოკლედშერთულ წრედებში, დენის სიდიდის შეზღუდვა გარკვეულ


სიდიდემდე, ისე რომ მკვებავ სალტეზე ძაბვა არ დაეცეს 0,7U
ნ ქვევით. ეს აიხსნება შემდეგი გარემოებით: მრეწველობაში არსებობს ზოგიერთი ისეთი
მომხმარებელი, რომლისთვისაც თუნდაც მცირე ხნით კვების შეწყვეტა არ შეიძლება,
ვინაიდან ამ დროს ირღვევა წარმოების ტექნოლოგიური პროცესი. ავიღოთ მაგ. საფეიქრო
საამქროს კვების პროცესი. აქ საქსოვ დაზგას აბრუნებს ასინქრონული ძრავი, რომლის
მბრუნავი მომენტი პირდაპირ პროპორციულია ძაბვის კვადრატისა M=U2 აქედან
გამომდინარე თუკი ნომინალური ძაბვა შემცირდა 70%-დე, ჩართვის წინააღმდეგობის
მომენტი გადააჭარბებს ძაბვის მბრუნავ მომენტს და ეს უკანასკნელი არ დაბრუნდება. დენის
შემზღუდავ აპარატებს, ხშირად რეაქტორებს უწოდებენ, რომელიც წარმოადგენს
ინდუქტიურ წინაღობას ანუ კოჭას მაგნიტური გულარას გარეშე. ამის გამო ინდუქტიური
წინააღმდეგობის დამოკიდებულება მაგნიტური ველის დაძაბულობისაგან სწორხაზოვანი.
ხასიათისაა. ინდუქტიური კოჭის წინააღმდეგობას არჩევენ ისე, რომ მ.შ. დენის ნამრავლი ამ
კოჭის წინააღმდეგობაზე Iმ.შ.x0,7Uნომ.

6 გამზომი ელ. აპარატები

ამ ჯგუფის აპარატების დანიშნულებაა, ისეთი ელექტრული პარამეტრები, როგორიცაა დენი


და ძაბვა, დაიყვანონ ისეთ სიდიდემდე, რომლებიც მომსახურე პერსონალისათვის იქნება
უხიფათო და ადვილი განსასაზღვრელად. ამისთვის მ. ძ. წრედებში ხმარობენ დენისა და
ძაბვის ტრანსფორმატორებს, რომლებიც მიუხედავად პირველადი დენისა და ძაბვის

სიდიდეებისა, მათ დაიყვანენ შესაძლო გასაზომ სიდიდემდე. მაგ. მიუხედავად პირველადი


ძაბვის ნებისმიერი მნიშვნელობისა, ძაბვის ტრ-ის მეორადი გრაგნილის ძაბვა
სტანდარტიზირებულია და იგი უდრის 100 ვოლტს ასევე დენის ტრ - თვის, პირველადი
გრაგნილის დენის მნიშვნელობა შეიძლება იყოს ნებისმიერი, ხოლო მეორადი გრაგნილის
დენი აუცილებლად ტოლია 5 ა - ის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ვინაიდან დენის ტრ - ის
მეორად გრაგნილში ჩართულია ამპერმეტრის ან ვატმეტრის დენური გრაგნილი, ან დენური
რელე, რომელთა შინაგანი წინააღმდეგობა პრაქტიკულად 0 - ის ტოლია, დაუშვებელია
დენის ტრ - ის მეორადი გრაგნილის გახსნა, ვინაიდან ამ შემთხვევაში გაიზრდებოდა ძაბვა
გახსნილ მომჭერებზე K - ჯერ, სადაც K - ს უწოდებენ ტრანსფორმაციის კოეფიციენტს. .

W1 - დენის ტრ - ის პირველადი ხვიათა რიცხვია დი იგი ყოველთვის ერთის ტოლია.

W2 - მეორადი გრაგნილის ხვიათა რიცხვია და იგი ბევრად მეტია 1 - ზე.


ამის საწინააღმდეგოდ, ვინაიდან ძაბვის ტრ - ის მეორად წრედში ჩართული გვაქვს
ვოლტმეტრის ან ვატმეტრის ძაბვური გრაგნილი, რომლის წინააღმდეგობა პრაქტიკულად
უსასრულობის ტოლია, ამიტომ ვამბობთ, რომ ისინი მუშაობენ უქმი სვლის რეჟიმში და
ყოვლად დაუშვებელია ასეთი წრედის დამოკლება.

ასინქრონული მანქანაა არის ყველაზე უფრო გავრცელებული ელექტრული მანქანა.


ისინი გვხვდებიან კომუნალურ სფეროში, მრეწველობაში, სოფლის მეურნეობაში,
მშენებლობაში, ენერგეტიკაში და ა.შ. რთულია დასახელდეს სფერო სადაც ისინი არ
გამოიყენებიან. 90% -დე ამძრავებში გამოყენებულია სწორედ ასინქრონული ძრავები.

მიზეზი ამისა არის კონსტრუქციის ზომიერი სირთულე, შეთავსებადობა სამრეწველო


ძაბვასთან (220 და 380 ვ) და აგრეთვე ამ ბოლო წლებში ნახევარგამტარული და
მიკროპროცესორული ტექნიკის დიდი ტემპებით განვითარება, რამაც კიდევ უფრო სრულყო
ასინქრონული მანქანების მართვის სისტემები. ასინქრონული მანქანის მართვა უფრო
მოსახერხებელი და სრულყოფილი გახდა. ამ უკანასკნელმა შესაძლებელი გახადა მათი
გამოყენება იმ სფეროებში რომლებშიც ისინი აქამდე არ გამოიყენებოდნენ. მაგალითისთვის
შეიძლება დასახელდეს ელმავლების, ელექტრომატარებლების, მეტროს ვაგონების წევის
ძრავები. აგრეთვე ჰაერის ელექტროსადგურების გენერატორები. აგრეთვე შეიძლება
აღინიშნოს ჰიბრიდული ავტომობილების ელექტროძრავები, სადაც რიგ შემთხვევებში
გამოიყენება ასინქრონული, რიგ შემთხვევებში კი სინქრონული ძრავებიც. სიმძლავრის
დიაპაზონი ამ მანქანების საკმაოდ ფართეა რამდენიმე ასეული ვატიდან რამდენიმე ათასეულ
ვატამდე. თუმცა მოქმედების პრინციპი ყველასთვის ერთია.
ასინქრონული მანქანა ეწოდება ცვლადი დენის მანქანას, რომელსაც ორი გრაგნილი აქვს.
ერთი გრაგნილი (სტატორის) იკვებება ცვლადი დენის ქსელიდან, ხოლო მეორე (როტორის)
ან მოკლედ არის ჩაკეტილი, ან მიერთებულია გამშვწინაღობებთან.

ასინქრონულ მანქანებში, როტორის ბრუნვის სიჩქარე 𝑛_2 ყოველთვის განსხვავდება


მაგნიტური ველის ბრუნვის სიჩქარისგან 𝑛_1-გან. მანქანის უქმი სვლის რეჟიმშიც კი 𝑛_2≠𝑛_1,
რადგან ადგილი აქვს მცირეოდენ დამამუხრუჭებელ მომენტს, რომელიც განპირობებულია
საკისრებში და როტორის ჰაერზე ხახუნის არსებობით. აქედან გამომდინარე, ამ კლასიის
მანქანებმა მიიღეს სახელწოდება ასინქრონული, რადგან სტატორის მაგნიტური ველი და
როტორი სხვადასხვა სიჩქარით ბრუნავს.

სინქრონული მანქანები განეკუთვნებიან ცვლადი დენის მანქანებს, რომლებიც


გამოირჩევიან იმ თავისებურებით, რომ მისი ერთი გრაგნილი იკვებება ცვლადი დენით და
მას ღუზა ეწოდება, ხოლო მეორე გრაგნილი (უმეტესად როტორის გრაგნილი) კი იკვებება
მუდმივიდ დენით, რომელსაც აგზნების გრაგნილი ეწოდება.

სინქრონულ მანქანებს აქვს შემდეგი თავისებურებები:


1. მუშაობის როგორც გენერატორულ ისე ძრავულ რეჟიმებში, როტორი ბრუნავს მუდმივი
ბრუნვის სიხშირით, რომელიც ველის ბრუნვის სიხშირის ტოლია -

2. ღუზაში დაინდუქცირებული ემძ-ის ცვლილების სიხშირე როტორის ბრუნვის სიხშირის


პროპორციულია;

3. როტორის გრაგნილში ემძ არ დაინდუქცირდება, მისი დამამაგნიტებელი ძალა


განისაზღვრება მხოლოდ აგზნების დენით და არ არის გამოკიდებული მანქანის მუშაობის
რეჟიმზე.

You might also like