Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 14

ედგარ პო – ულალუმი

ცა იყო მკრთალი და ნაცრისფერი,

ფოთლები იყო წითელი, მჭკნარი,

ფოთლები იყო ხმელი და მჭკნარი,

მეფობდა ღამე და ოქტომბერი,

გულზე ახლაც მაქვს იმ დროის კვალი,

მახსოვს შავბნელი მთის ტბა ობერი

და ნისლიანი მხარე ვეარი,

ეს იყო სწორედ მთის ტბა ობერი,

და ავსულების ბუდე ვეარი.

იმ დღეს დიდ გზაზე კვიპაროსების

გამომყვა ფსიქე, თვით ჩემი სული,

ვიყავით მე და თვით ჩემი სული,

გულში ვულკანი დუღდა ოცნების,

როგორც ცეცხლოვან ნაკადთა გული,

როგორც ლავათა მბორგავი გული,

რომ კლდეთა კიდეს გასაოცრები

სწყდებიან, პოლუსს აჩენს უფსკრული,

კლდეებზე კვნესენ გასაოცრები,

ჩრდილო პოლუსის ელით უფსკრული.

ჩვენი ბაასი ყოფილა წრფელი,

მაგრამ ფიქრები – მშფოთვარე, მკრთალი,

მოგონებები – მყიფე და მკრთალი,

ვეღარ შევნიშნეთ თვე ოქტომბერი,

აღარ გვახსოვდა ის ღამე წყნარი,

ღამეთა ღამე იმ წლისა წყნარი,

ვერ შევამჩნიეთ მთის ტბა ობერი,


თუმცა დავლახეთ აქ უწინ ზღვარი,

დაგვიწყებოდა შავი ობერი

და ავსულების ბუდე ვეარი.

და როცა ღამემ დატოვა არე

და ვარსკვლავებმა გვახარეს დილა,

როცა მთიებმა გვაუწყა დილა,

ჩვენი გზის ბოლოს რაღაც მწუხარე

შუქი ნისლიდან გამოკრთა ფრთხილად

და ოქროსფერი ნახევარმთვარე

წყვილი რქის მსგავსი, მისგან შობილა,

ასტარტეს დიდი ნახევარმთვარე

წვრილალმასებით მისგან შობილა.

ვთქვი: “უფრო თბილი ვიდრე დიანა

ის დაჰქრის მსუბუქ ეთერში გრძნობის –

იგი განკარგავს სამეფოს გრძბობის,

უშრობმა ცრემლმა აკვალიანა,

ღაწვებზე, სადაც სულ კვდომა მოდის,

ლომის სარტყელზე გადაიარა,

რომ მოგვცეს ნიჭი ჩვენ გზათა ცნობის,

ცის სამშვიდობო ადგილთა ცნობის,

ლომის სარტყელზე იცისკრიანა,

მზერა მოგვაპყრო აღსავსე ტრფობით,

ლომის ჯინაზე იცისკრიანა,

რომ მოგვანათოს თვალები ტრფობით.

მაგრამ აქ ფსიქემ აწევით თითის

თქვა: “მე მაქვს იგი ცუდად დაცდილი,


მისი ნიშნება ავად დაცდილი,

ვიჩქაროთ, თორემ დრო აღარ იცდის,

გავიქცეთ! მწარე შეგხვდა ჩვენ წილი!”

შიშით უბნობდა და ფრთები მისი

მტვრიან მიწამდე იყო დახრილი,

მწარედ მოსთქვამდა და ფრთები მისი

მტვრიან მიწამდე იყო დახრილი,

ძირს საბრალობლად იყო დახრილი.

მე ვუპასუხე: “ეს სიზმარია,

მოდი ვეშუროთ ამ მთრთოლავ ნათელს!

მოდი შევერთოთ ამ წმინდა ნათელს!

მისი სინათლე საოცარია,

თვით სილამაზეს და იმედს აფრქვევს,

ნახე! მთელ ზეცას ის შუქით ავსებს!

მივენდოთ, ის ხომ სულ მართალია,

და სიცრუის გზას არასდროს ამხელს,

მოდი მივენდოთ, ის მართალია,

ის ჩვენთვის მხოლოდ კეთილ გზას ამხელს,

რადგან მთელ ზეცას ის შუქით ავსებს.”

ასე ვამშვიდე იგი და მალე

დავაგდებინე ფერებით სევდა,

განვდევნე მისი ეჭვი და სევდა,

და რომ გავედით მეორე მხარეს,

გზის ბოლოს გაჩნდა კარი აკლდამის,

ლეგენდარული კარი აკლდამის,

მე შევეკითხე: “თქვი, ტკბილო დაო,

რა სახელია კარზე აკლდამის?”


თქვა: “ვინც აქ არის, ულალუმია,

აქ დაკარგული ულალუმია!”

აქ დამინაცრდა წამს გული მთელი

ფოთლები იყო წითელი, მჭკნარი,

ფოთლები იყო ხმელი და მჭკნარი,

ვიყვირე: “მახსოვს ის ოქტომბერი,

სწორედ ამაღამ არის წლისთავი

და ის ადგილი სწორედ აქ არი,

სად მოვიტანე ტვირთი საზარი,

ღამეთა ღამეს მომქონდა მკვდარი,

ო რა დემონმა მასწავლა კვალი?

ახლა კი მახსოვს მთის ტბა ობერი

და ნისლიანი მხარე ვეარი,

ახლა კი ვიცან მთის ტბა ობერი

და ავსულების ბუდე ვეარი.”

ანაბელ ლი”

Virginia Poe by Sully

ედგარ ალან პო – Edgar Allan Poe (1809 – 1849)

“ანაბელ ლი”

თარგმანი ინგლისურიდან – მერაბ მეტრეველი

ეს იყო ბევრი ო, ბევრი წლის წინ


სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქალწული ცხოვრობდა, იცნობდით ვინც

მშვენიერ ანაბელ ლის; _

რომ ყვარებოდა, მას სურდა მხოლოდ

და მყვარებოდა მეც მხოლოდ ის.

ის იყო ბავშვი, მეც ბავშვი ვიყავ,

როცა სამეფოში ზღვის

სიყვარულით, სიყვარულზე მეტით

გვიყვარდა მე და ანაბელ ლის _

ვით ფრთები ცაში სერაფიმების

იყო სიყვარული ის

შეშურდათ ჩვენი დიდი ხნის წინ

სამეფოში, ნაპირად ზღვის

ქარმა დაბერა, შეყარა ღრუბლები

სული გაუთოშა ანაბელ ლის

ნათესავებმა კეტილშობილთა

მაშინ წამგავრეს ის

და გამოკეტეს ძველ აკლდამაში

სამეფოში, ნაპირად ზღვის.

ანგელოზებსაც შეშურდათ ჩვენი;

ჩემი და ანაბელ ლის

სწორედ ამიტომ ( ეს ყველამ იცის

სამეფოში, ნაპირად ზღვის)

ქარმა დაბერა შეყარა ღრუბლები

ბოლო მოუღო ანაბელ ლის


და სიყვარულით ასე ძლიერით

ჩვენზე უფროსს უყვარდა ვის?

ან ჩვენზე ჭკვიანს, ნეტავი ვის?

ო, არც ანგელოზთ და არც დემონებს

რომ ბინადრობენ ფსკერზე ამ ზღვის

არ შეუძლიათ, რომ დააშორონ

სულები ჩემი და ანბელ ლის.

მთავრე ამოვა, და ჩემთან მოვა

სიზმარში ანაბელ ლი

ვარსკვლავი ბრწყინავს, თვალები მხიბლავს

მშვენიერ ანაბელ ლის…

სწორედ ამიტომ ყოველ ღამით მოვდივარ შენთან

ჩემო სიცოცხლევ, ჩემო ყველავ და ჩემო ერთავ

და იმ სამარხში, ნაპირად ზღვის

შენს გვერდით ვწვები, ნაპირად ზღვის

ედგარ პო – იზრაფელი

მთარგმნელი სტანისლავ ციბულსკი

ამ ცაზე, ანგელოზთა შორის,

სამოთხეში ბინადრობს ის.

და სიმღერა გრძნობათა თრთოლვის,

რომ სავსეა გრძნობათა გრძნობის,

ის სიმღერა ვარსკვლავთა შორის

სულ ზეციდან ეცემა ძირს.


იზრაფელის სიმღერა ტკბილი

კვლავ გაისმის. სიმღერა ცის,

და მღელვარე ცრემლები სღვის,

მას მიეცა ყოვლისა წილი!

კვლავ გვიმღერის ცის იზრაფელი,

ვარსკვლავები უსმენენ მას,

შეჰყურებენ იდუმალ ცას

იქ გაისმის პსალმუნი ბნელი!

მას აქებენ ღმერთები მხოლოდ

და ამბობენ: სიმღერა ის,

რომ გაისმის სიმღერა ცის,

იზრაფელის სიმღერა ბოლო

ვიოლინოს ცოცხალი სიმის

არ შობილი გრძნობათა მძივის

და ეთრფიან მცხოვრებნი ცის.

იმ ცაზე არს თრფობა და ქარი,

ანგელოზთა სამრეკლოს ზარი,

იქ პოეზიის აკვანი არის,,

და ეთრფიან იქ იზრაფელს!

ნეტარება ზეციური ისმის,

ამ სიმღერის სიტყვათა ნოტში,

ამ სტროფების ზეციურ აკორდში,

რომ შექმნილა სამოთხის ნისლში,

რომ ეთრფოდა შავ იალქნებს.

ო, იზრაფელ დაცინვა შენი,


რომ დასცინი მშრალ ლექსთა სტროფებს

და პოეზიის მიწიერ ობლებს,

ჩვენ არ ვართ ამ ლექსების მსმელნი!

მოკლებულნი მხურვალე ვნებას

და მაღალთა ქებათა ქებას,

მოკლებულნი წამებას, თრთოლვას,

და ტანჯული სულების ოხვრას,

ვერ შესვამენ შენი ხმის ნეკტარს,

ვერ შეძლებენ შენს ლექსთა ქებას!

შენ მეფე ხარ, მეფეთა შორის,

და ატარე გვირგვინი ის,

ბატონიხარ მდუღარე ცის,

და მღელვარე წამების ზღვის,

განიცადე სიმწარე გრძნობის!

და მიიღე ეს ქება ბოლო,

ვერ ვიხილავთ შენს შუქთა სხივს,

ეს სინათლე ამაყი ცის,

ჩვენ მიწაზე გვაბრმავებს მხოლოდ.

ო, მე იზრაფელად, რომ ვიქცე,

რომ იქცეს იზრაფელი მედ,

ვერ ვიგდებდი სტრიკონებს ტყვეთ,

ვერ შევძლებდი ცად გადავიქცე.

და ამაზე ძლიერი ხმები,

შეაქებდნენ იმ ამაყ ცას,

და კვლავ ააღელვებდნენ მას,

მიწიერთა ზეციური ვნებით.


ედგარ პო – მიძინების კარავი

თარგმანი სტანისლავ ციბულსკის

მე მახსოვს,უცნაური მთვარე,

ივნისის იყო შუა ღამე.

იმ გზაზე მაძინებდა ქარი,

და ისმოდა იმ ციდან ზარი,

ვით მუსიკა უსიტყვო ლექსის

ვით ნაწყვეტი ოქროსფერ პიესის.

კვლავ ეძინა იქ როზმარინს,

კვლავ ქარი სევდიანი ქრის,

ჩემს ლილიას სძინავს. სძინავს ტბასაც,

აძინებენ იმ ქროლვით მასაც,

კი, სძინავს, სძინავს როზმარინს!

ჩემს ფერიას, სძინავს! გული ქრთის!

და ფანჯარა, რომ არის ღია,

არ შესცივდება ჩემს ნაზ ლილიას?

რით დავეხმარო? რის მაქვს ძალა?

ო, ცხოვრებამ, რომ ამაცალა,

ის სიყვარული, ჯადო, ვნება,

ის გული ახლა ძილით ტყდება.

მის აკლდამაში სძინავთ ლანდებს,

არ ითვლიან იქ მკვდრები წამებს.

და ჩრდილი ლამაზ ფარდას ეთრფის,

იქ ქარიშხალი ბავშვურ ცრემლით,


კვლავ ატირდა, კვლავ ვნებიანი,

იქ ისმის ხმები სევდიანი!

ო, როზმარინ! სად გაქრა ვნება?

იმ სიზმარში ვინ გევლინება?

შენ ნამყოფიხარ ბევრგან ადრე,

მაგრამ, რომ დადგა შუაღამე,

შენ დაიძინე ბავშვურ ძილით,

შენ დაიფარე ღამის ნისლით!

უცნაურ თრთოლვით გეწვის სახე,

შენს თვალებში მე სევდა ვნახე

მათ უცნაური ადევთ ფერი,

შენს ნაწნავს რა ეწია ბედი?

კვლავ იდგა ირგვლივ შუაღამე,

კვლავ ელავდა იმ ცაზე მთვარე.

ღრმა ძილით ქალცულს ეძინება,

და შორეულთა შორის ქრება.

ნუ მიატოვებ, ღმერთო მარტოს,

არ გაეღვიძოს ბნელში სათრფოს!

სულ ეძინოს ჩემს როზმარინს,

არ შეაწუხოს გლოვა ცის!

და ამასობაში შავ ლანდებს

რომ ფარავენ მის ჩამქრალ სანთლებს,

იქ გუნდი მიჰყვება. და მხოლოდ,

უცნაურ მთვარის ისმის გლოვა.

ო, ძვირფასო, ო, მშვენიერო,

ქალცულო, ძილით ბედნიერო!


არ გაახილო, არა, თვალი,

არ შეგეხოს ამქვეყნის ალი.

აქ მიიძინე.აკლდამაში,

კვლავ წევხარ. გახსოვს? შენ ამ კარში,

რომ ისროდი ცელქიან ხელით,

ქვებს ისროდი და სადღაც ბნელი,

ირხეოდა და თრთოდა ღამე,

და აღვიძებდა მკვდრებსა მთვარე.

ედგარ პო – ელდორადო

თარგმნა სტანისლავ ციბულსკი

ერთი რაინდი ბნელში, სულ დადიოდა წრეში.

არ აშინებდა მას არცა შიმშილი,

და არც წყურვილის ტანჯვა, ახალგაზრდობა ახლავს,

მოეკარება მას განა ტკივილი?

მღერის დღეა თუ ღამე, განა აშინებს რამე?

მაგრამ დარჩება რაინდი მარტო,

კვლავ დასეირნობს გზებზე, დადის დაწყევლილ წრეზე,

და სულ დაეძებს ის ელდორადოს.

ახალგაზრდობა გაქრა, გლოვის დღეები დადგა,

ტკბილი ღვინო ჩვენს რაინდს ვერ ათრობს,

ვერ უმკლავდება ნაღველს, ეძებს, მაგრამ ვერ აგნებს,

დამალულია კვლავ ელდორადო!

და დაიღალა, როცა, როცა შეწყვიტა ლოცვა,

მას მოევლინა იმ ღამეს ჩრდილი,


ხედავს რაინდი ლანდებს, ჩრდილი აქრობდა სანთლებს,

ეფინებოდა ამ ადგილს ნისლი.

და რაც ჰქონდა მას ძალა, თავი აწია მაღლა

და შეეკითხა რაინდი სტუმარს:

შენ ხომ გინახავს ბევრი, უხილავთა ხარ წევრი,

შენ ხომ იცი ვის სძულს და ვის უყვარს?

ვისი ხვედრია შური, იწვის ნაღველში სული,

მოჩვენებებთან ცხოვრობ შენ ახლოს!

ახლა მე დამეხმარე, როგორ მივაგნო მალე?

მალე მივაგნო ჩემს ელდორადოს?

და მას მიუგო ჩრდილმა, უცხო სამყაროს გმირმა:

გასწი რაინდო, გასწიე სწრაფად!

მთვარის ჯადოსნურ მთებში, სადაც ტირიან ბნელში,

სადაც ბორბალი ვერ გაქცევს ქარად,

სადაც სულების ოხვრა, სადაც ეშმაკის მოდგმა,

სადაც დემონებს ცრემლები ართობს,

აი, სად ნახავ გმირო, გასულ დღეების ჩრდილო,

აი სად ნახავ შენს ელდორადოს!

ედგარ პო – ნაბათი

მთარგმნელი სტანისლავ ციბულსკი

გესმის უჩვეულო ზარი?

ირგვლივ ქროდა ცხელი ქარი

ზართა ხმები, თითქოს მკვდრები… ქროდა, ქროდა სულთა ქარი!

ზარი მკვდართა ზღაპარს ყვება

იმედი კი ქრება, ქრება


თითქოს ზარი ადის ცამდის და ავ ზღაპარს გვეუბნება!

ო ეს ხმები უგავს რას?

თითქოს სტკივა ცისფერ ცას

და ეს შიში სუნთქვას გვიშლის…

ვეძებოდ ამ კვამლში რას?

ირგვლივ ცეცხლი როგორც ვერცხლი

თითო გული, თითო ზღვა

ზართა ხმებში იწვის, იწვის

ზღვა ამოდის მკვდართა ნისლის

და იხრჭობა ნისლში ცა!

ცეცხლის პირველი ეს მზერა

არა, არა მე არ მჯერა

მომაშორე, დამავიწყე ნუღარ მაქცევ სისხლის ზღვად!

ხმა ამოდის საოცრად

ცაზე მაღლა, მაღლა, მაღლა

კვლავ წაიღოს ცეცხლი ქარმან,

მაგრამ ზარი ყველგან არის

და საშველი არსად ჩანს!

ხმათა გუნდი ახლავს მას

ზარი ავად იკლაგნება,

იგრიხება და არ ქრება!

„ავალ მაღლა სადაც მთვარე

უერთდება ნათელ ღამეს

და არ იქნება აქ შვება

მხოლოდ ცეცხლი და წამება.“

გული ცასთან ერთად წუხს

ზართა ხმებით ისევ დუღს

გაწამებულ, გაქვავებულ უჩვეოლო რაღაც გრძნობით

და სისხლიან ბგერთა თრთოლვით


მხოლოდ ავად, ავად სძულს;

ედგარ პო – ელენას

მთარგმნელი სტანისლავ ციბულსკი

ო, ელენ! შენი მშვენება ჩემთვის

არს ვით ნიკეის პატარა ნავი,

დაღლილ იალქნებს არ ვიშვებ, რადგან წინ მელის

შენი სინაზით აღსავსე ტანი

წარსულ დღეების ნეტარი წამი!

ვხეტიალობდი შავ ზღვებში ამყოლი გლოვის,

მაგრამ ვხედავდი ამ სახის კლასიკურ იერს,

კვლავ მიზიდავდი, მიყვარდი ძლიერ

თითქოს იყო ჩვენს შორის ძაფი იმ გრძნობის,

რომლის სახელი არის ელადა,

მას უმღეროდა ცა სერენადას,

მასში იყო დიდება რომის!

კი მე გხედავ, მე გხედავ შორეულ ცაზე,

ხარ ვით ქალღმერთი გავლილი ჟამის,

ხელში გიჭირავს სანთელი, დგახარ ცის კარზე

ვით მოჩვენება დაცურავ ვნებათა ალზე;

შენ ხარ მშობელი მაცდური ქარის!

You might also like