Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ხშირად ხალხი თავს არ იწუხებს სხვების პრობლემებით, რათა არ დაირღვეს მისი

კომფორტი. ფრანგი ესეისტისა და მორალისტის ჟან დე ლა ბრუიერის მოსაზრებით,


ადამიანებს სხვისი გასაჭირი, მწუხარება საერთოდ არ აინტერესებთ , არაფერი
ადარდებთ, საკუთარი თავის გარდა. ერთი შესაძლოა თავის განსაცდელზე ყვებოდეს,
მეორე კი იმის მაგივრად, რომ დაარიგოს, დაეხმაროს, წარმოიდგენს, მსგავს შემთხვევაში
თვითონ რას გააკეთებდა. კაცი ისეა გართული საკუთარი ფიქრებით, რომ სხვისთვის
ადგილი აღარ რჩება. ინდივიდს კი, რომელიც ცდილობს სხვის საქმეში ჩარევით დაიცვას
სხვისი უფლებები ან გამოასწოროს მწვავე ვითარება, ხალხი უარყოფითად უყურებს ,
რადგან უკვირს მისი საქციელი და ამბობს - განა რა მაგისი საქმეაო?

ოთარაანთ ქვრივის ვაჟიც არ მოსწონდა ბევრს, რადგან გიორგი ყოველთვის


ცდილობდა, აღმოეფხრა ცუდი და დაემყარებინა წესრიგი. იგი ერთგული იყო თავისი
მორალურ-ზნეობრივი პრინციპების და მიჰყვებოდა გულის ნაკარნახევს. დაინახავდა
მოუვლელ პირუტყვებს, გლეხს დატუქსავდა, შენიშვნას მისცემდა. ერთხელ მან ჩრდილში
წამოწოლილი მოჯამაგირე შენიშვნებით აავსო და დაჟინებით მოსთხოვა , საბელმიბმული
კამეჩები საძოვარზე გაეშვა. „შენ რა გეპრიანება?“ „მერე შენ რა? ვისი ტიკი-ტომარა ხარ.
შენი მოჯამაგირე ხომ არა ვარ?“ - გაკვირვებით ეუბნებოდა გლეხი. გიორგის მართლაც
არაფერი შეემატებოდა ამ საქმით, არც ომარაშვილი გადაუხდიდა მადლობას , მაგრამ
ვაჟს ამის მოლოდი არც ჰქონდა. იგი არ ელოდა საზღაურს. ის იმდენად პატიოსანი და
შრომისმოყვარე პიროვნება იყო, რომ ვერ იტანდა უსაქმოდ (upasuxismgeblo) მყოფ
ადამიანებს. მას თავად ბუნება კარნახობდა, ცუდი გამოესწორებინა. ჭაბუკსაც ფიქრადაც
არ მოსდიოდა ეტრაბახა ან ვინმესთვის სიკეთე დაეყვედრებინა . სულხან-საბას იგავშიც
ნათქვამია, რომ ადამიანმა „კარგი საქმე ასე უნდა ქმნას, ან ღმერთმან დაუმადლოს ან
კაცმან მოუწონოს.“ გიორგი სულიერების ისეთ მაღალ საფეხურზე იდგა, რომ სოფლის
მოსახლეობა ვერ სწვდებოდა მისი ქმედებების არსს. „ბიჭო-და, შენ რა დავა გქონდა?“ -
გაკვირვებული მოსამართლე შეეკითხა ოთარაანთ ქვრივის ვაჟს. არც არაფერი . მას
არანაირი კავშირი ჰქონდა მოჯამაგირესთან, არც რაიმე ემართა ომარაშვილისთვის .
გიორგი ღელავდა სოფელზე. ქვეყანა სრულიად წარიწყმიდა ნამუსახდილი კაცისაგან .
სიზარმაცემ და უპასუხისგებლობამ დაღუპა საზოგადოება . ეს კარგად ჰქონდა
გააზრებული ყმაწვილს, ამიტომაც სხვის საქმეში ჩარევით ცდილობდა, გამოესწორებინა
ვითარება. საზოგადოება კი მას კიცხავდა. სამართლის აღდგენა დამნაშავეებს
აღიზიანებდათ, ანგარებიან მოსამართლეებს ჩიხში ამწყვდევდათ , ამიტომაც არავის
„აწყობდა“ და, ამრიგად, არავის მოსწონდა გიორგის ქმედებანი, რომლებიც მიმართული
იყო წესრიგის დამყარებისკენ.

თევდორეს შვილისნაირი ადამიანები რომ მრავლად ყოფილიყვნენ ამქვეყნად ,


სახელმწიფო მართლაც აყვავდებოდა. სამწუხაროდ , ხალხის დიდი ნაწილი მაყურებლის
როლს ირგებს. ბრბო ირჩევს განერიდოს, არ გადაკვეთოს კომფორტის ზონა და შორიდან
დააკვირდეს მის თვალწინ განვითარებულ მოვლენებს. საზოგადოება თავის
უმოქმედობას კი ამართლებს იმ ადამიანის განსჯით, რომელსაც მცდელობა აქვს,
გაანეიტრალოს სიტუაცია, მიუხედავად იმისა, რომ მას არაფერი აკავშირებს მომხდარ
საქმესთან. ხალხის ეს დამოკიდებულება ნათლად გამოიკვეთა ჩატარებული სოციალური
ექსპერიმენტის დროს, როცა ქმარი ცოლს ეჩხუბებოდა და ფიზიკურად უმკლავდებოდა .
გამვლელები შორიდან თვალს აყოლებდნენ და განაგრძობდნენ გზას. ზოგი არც
შეხედავდა და გულგრილად ჩაუვლიდა, თითქოს არც იმჩნევდა, რომ მის თვალწინ
ილახებოდა ქალის უფლებები. მხოლოდ ორიოდე ადამიანმა გამოიჩინა ინიციატივა,
შეეჩერებინა კონფლიქტი და მსხვერპლი ეხსნა მჩაგვრელი მეუღლისაგან.

ყველა ელოდება, რომ სხვა მივა და დაეხმარება განსაცდელში ჩავარდნილ


ადამიანს. მარტინ ნიმიოლერიც ხმას არ იღებდა, როდესაც ნაცისტები კომუნისტებს ,
ებრაელებს კათოლიკეებს მიადგნენ, მაგრამ შემდეგ, როდესაც მასთან მივიდნენ ,
აღარავინ იყო დარჩენილი, რომ ხმა ამოეღო...

თუმცა ადამიანს ისიც უნდა ჰქონდეს გააზრებული, რომ ყოველთვის სხვის საქმეში
ჩარევა კარგ შედეგს არ მოიტანს, რამეთუ ყველაფერში ოქროს შუალედის დაცვაა
აუცილებელი. ამის ნათელი მაგალითია შაქარაშვილის საქმე. მცხეთის რაიონში , სადაც
დაბადების დღის წვეულებაზე ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო ,
კონფლიქტი გაამძაფრა უცხო ადამიანების მოსვლამ. სწორედ ამ „დამხმარე ძალების“
მობილიზებამ შეუძლებელი გახადა, მეგობრულ წრეში მშვიდად გადაწყვეტილიყო
საკითხი, რამაც იმსხვერპლა სრულიად უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე. ამრიგად ,
პიროვნება საღად უნდა აზროვნებდეს, გაანალიზოს ვითარება და მხოლოდ მაშინ
ჩაერიოს სხვის საქმეში, თუ მისი ჩართულობით გადაწყდება პრობლემა.

You might also like