Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური

დავალების პირობა:
წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის შუაგულში, დიდი
ბრიტანეთის სამეფოს შემადგენლობაში შემავალი
კუნძული ჰენდერსონი მდებარეობს. იგი, ერთი
შეხედვით, ბუნებრივი, ხელუხლებელი მარჯნის
კუნძულია. სრულიად დაუსახლებელი კუნძული
ჰენდერსონი პლანეტის ყველაზე დაბინძურებულ
ადგილად არის მიჩნეული. იქ, სადაც ადამიანი
საერთოდ არ ცხოვრობს, ყველაზე მეტმა
საყოფაცხოვრებო ნარჩენებმა მოიყარა თავი.
გამოიკვლიე მომხდარი ფაქტი და შექმენი საგაზეთო
სტატია, რომლითაც ადამიანებს გააცნობ, თუ
როგორია წყნარი ოკეანის დაბინძურების
თანამედროვე მდგომარეობა და რა გავლენას ახდენს
აღნიშნული მსოფლიო ოკეანის ეკოსისტემაზე.
თქვენ მიერ დაწერილ სტატიაში ხაზგასმით
წარმოაჩინეთ (სწორედ ამ ორი კრიტერიუმის
მიხედვით შეფასდება კომპლექსური დავალება):
• წყნარი ოკეანის ლოკალურ დაბინძურებას რა
გავლენა შეიძლება ქონდეს მსოფლიო ოკეანის
ეკოსისტემაზე
• როგორ შეიძლება შეირჩეს ღონისძიებები,
რომლებიც დაგვეხმარება ოკეანის დაბინძურების
თავიდან აცილებაში.

როგორ უნდა დაიწეროს საგაზეთო სტატია?

საგაზეთო სტატია სხვადასხვა კომპონენტისაგან შედგება:

სათაური: უნდა იყოს ლაკონური და გასაგები;

შესავალი: მკითხველისათვის თემის გაცნობა, სულ


რამდენიმე ძალიან მოკლე წინადადებით;

ავტორები: ვინ არის სტატიის ავტორი?

სტატიის ტექსტი: თავად სტატია;

ქვესათაურები: გამოყოფს „თავებს“, მკითხველისათვის უკეთ


აღსაქმელად;

სურათი: სურათი, რომელიც შეესაბამება სტატიის ტექსტს და


რომელსაც დართული აქვს მცირე განმარტება.

You might also like