Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

განვლილი თემიდან ვიცით, რომ ნებისმიერ საბიუჯეტო წრფეს გააჩნია განურჩევ-

ლობის მრუდთან შეხების წერტილი, რაც მომხმარებლის ოპტიმალურ არჩევანს აღნიშ-

ნავს. ისიც ცნობილია, რომ ფულადი შემოსავლების ზრდა იწვევს ბიუჯეტის წრფის

მარჯვნივ და ზემოთ პარალელურ გადაადგილებას. განვიხილოთ მაგალითი, რომელიც

აღწერილია ნახაზზე 52. მომხმარებლისთვის MB საბიუჯეტო შეზღუდულობის პირო-

ბებში ოპტიმალური არჩევანია K წერტილი, რომელსაც შეესაბამება 2 X და 37 პრო-

დუქტი. შემოსავლის ზრდისა და ფასების უცვლელობის პირობებში საბიუჯეტო წრფე

გადაადგილდება M,B მდგომარეობაში. აქ ოპტიმალური არჩევანია K (4X და 6Y)

წერტილში. შემოსავლის შემდგომი ზრდის შემთხვევაში საბიუჯეტო წრფე გადავა

M,B, მდგომარეობაში, როცა ოპტიმალური კალათა განთავსდება K, (6X და 9Y)

წერტილში.

ნახაზზე 5.2 „ა“ ჩანს, რომ განურჩევლობის მრუდთა ბიუჯეტის წრფეებთან შეხე-

ბის წერტილებია K.K.K,- ისინი

გვიჩვენებენ მომხმარებლის წონასწორულ მდგომარე-

ობებს მისი შემოსავლის ზრდასთან ერთად.

თუ კოორდინატთა სათავესა და K. K.K; წერტილებს შევაერთებთ, მივიღებთ

მრუდს, რომელსაც ჯ. ჰიქსმა

უნოდა მრუდი ,,შემოსავალი-მოხმარება“. ეკონომიკურ

ლიტერატურაში იგი ცხოვრების დონის მრუდის სახელითაც შეიძლება შეგვხვდეს. სა-

ზოგადოდ, მოთხოვნის ყოფელი მრუდი შემოსავლის გარკვეულ დონეს შეესაბამება, ხო-

ლო შემოსავლის ნებისმიერი კაბა ახვევს თავად მოითხოვნის შეცვლას და მისი

მრუდის გადაადგილებას.

1/

მრუდი ემოსავალი-ჭოთ მაკო ება“

ნახაზების 52 „ა“ და „ბ“ ერთ სიბრტყეზე დალაგებით ეს ნათლად ჩანს. მრუდზე

„შემოსავალი-მოხმარება" არსებული X წერტილი (ნახაზი 5.2. „ა") შეესაბამება 4 წერ-

ტილს [მოთხოვნის მრუდზე (ნახაზი 5.2 „ბ"). ანალოგიურად, K წერტილს შეესაბამე-


ბა C წერტილი - მოთხოვნის მრუდზე, ხოლო X, აისახება E წერტილში 2 მოთხოვ-

ნის მრუდზე. ამგვარად, როცა მრუდი „შემოსავალი მოხმარება“ ზრდადია, მაშინ შემო-

სავლის ზრდა იწვევს მოთხოვნის გაზრდას და მისი მრუდის მარჯვნივ გადაადგილებას.

ამის გამო, შემოსავლის მიხედვით ელასტიკურობა დადებითია (ვგულისხმობთ ნორმა-

ლურ, ხარისხიან დოვლათს).

თუ მრუდი „შემოსავალი — მოხმარება კოორდინატთა სათავიდან გამოვა 45° კუთ-

ხით, ეს იმას ნიშნავს, რომ შემოსავლის ზრდასთან ერთად მომხმარებელი ერთნაირი

პროპორციით გაზრდის X და Y დოვლათის მოხმარებას. თუ შენაძენი პროდუქტის რა-

ოდენობა გაიზრდება არაპროპორციულად, მაშინ შეიცვლება მრუდის OX ღერძთან

დახრილობის კუთხე.

ზოგიერთ შემთხვევაში მოთხოვნა მცირდება შემოსავლის ზრდასთან ერთად,

ტიკურობა უარყოფითია. მომხმარებელი ასეთ პროდუქტს შემოსავლის ზრდასთან

ერთად ნაკლები რაოდენობით იძენს.

განვიხილოთ მაგალითი: კვირის 4 დღეს ბექა, სამაგისტრო ნაშრომზე მუშაობის

გამო, ინტენსიურად დადის ეროვნულ ბიბლიოთეკაში. შესვენების დროს, თავისი მატე-

რიალური შესაძლებლობის მიხედვით, ის თავის მენიუში ითვალისწინებს კარტოფილი-

ან (1 ცალის ფასი 0,30 ლარი) ან ხორციან (ფასი 0,60 ლარი) ღვეზელს. თუ ბექას ყო-

ველკვირეულად 3.60 ლარი აქვს გათვალისწინებული შესვენებაზე კვებისათვის საჭი-

რო ხარჯებისთვის, იგი ყიდულობს 6 ცალ კარტოფილიან ღვეზელს (ნახაზი 53, 4

წერტილი). ბიუჯეტის

7,20 ლარამდე გაზრდის პირობებში შესყიდვათა პროპორცია

უცვლელი რჩება და ოპტიმალურია B წერტილში არსებული 12 ცალი კარტოფილიანი

ღვეზლის შეძენა.

10,80 ლარიანი ბიუჯეტის პირობებში ბექა ცვლის თავის შესყიდვათა სტრუქტუ-

რას. ბიუჯეტის 3-ჯერ გაზრდის გამო, იგი 18 კარტოფილიან ღვეზელს კი არ იძენს,

არამედ — 10 ცალს. დანარჩენ თანხას ის ხარჯავს ხორციანი ღვეზლის სასარგებლოდ

(C წერტილი).
ამ შემთხვევაში ხორციანი ღვეზელი ხარისხიან პროდუქტად მიიჩნევა, ხოლო კარ-

ტოფილიანი ღვეზელი — მდარედ. ამ მიზეზის გამო, შემოსავლის ზრდასთან ერთად ბე-

ქას მოთხოვნის მოცულობა

კარტოფილიან ღვეზელზე მცირდება.ასეთია დაბალხარისხიანი (მდარე) პროდუქტი. მისი,


შემოსავლის მიხედვით, ელას-

5.3 ენგელის მრუდები

XX საუკუნეში ეკონომისტმა მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ რეალური შემოსავლის

ზრდასთან ერთად პირველი რიგის აუცილებლობის დოვლათთან შედარებით მეტად

იზრდება მეორე რიგის აუცილებლობის პროდუქტის მოხმარება.

პირველი მკვლევარი, რომელიც აკვირდებოდა შემოსავლების გავლენას მომხმა-

რებელთა ხარჯების სტრუქტურაზე, იყო გერმანელი სტატისტიკოსი ერნესტ ენგელი.

მან თავისი კვლევის შედეგები ჩამოაყალიბა კანონის სახით და აღნიშნა, რომ შემოსავ-

118

ლის მიხედვით არაელასტიკური მოთხოვნის მქონე ყოველი პროდუქტისთვის

(0< E, <l), რომელიმე კონკრეტული მომხმარებლისთვის არსებობს ისეთი დოვლათი,

რომლისთვისაც მოთხოვნა ელასტიკურია (E >1). ეს დამოკიდებულება ენგელმა გა-

მოხატა გრაფიკულად. ამას ენგელის მრუდები (Engel Curve) ეწოდება.

მრუდი „შემოსავალი-მოხმარება" აღწერს დამოკიდებულებას მოხმარებული

პროდუქტის რაოდენობასა და ინდივიდუალურ შემოსავალს შორის, ამიტომ იგი შეიძ-

ლება გამოყენებულ იქნეს ენგელის მრუდების

აგების დროს.

განვიხილოთ ნახაზზე 5.4 აღწერილი მაგალითი. აქ ჩანს, რომ შემოსავლის ზრდას-

თან ერთად იზრდება შეძენილი პროდუქტის რაოდენობა. მაგალითად, თუ X პროდუქ-

ტი იქნებოდა საკვები, მაშინ ენგელის მრუდი მიიღებდა ისეთ სახეს, როგორიც მოცე-

მულია ნახაზზე 5.4-„ა. ესაა ზოგადი დამოკიდებულება შემოსავლის ზრდასა და საკ-

ვებზე დანახარჯებს შორის (იზრდება შემოსავალი და იზრდება დანახარჯები).

აღსანიშნავია, რომ ენგელის მრუდის ფორმა იცვლება მდარე პროდუქტის შემ-

თხვევაში. ამის საფუძველია ასეთ პროდუქტზე შემოსავლის მიხედვით მოთხოვნის


ელასტიკურობის უარყოფითი მნიშვნელობა (კარტოფილიანი ღვეზელი ხორციანთან

შედარებით მდარეა, იხ. ნახაზი 5.3.). ამის შედეგად, ვიღებთ ენგელის მრუდს, რომლის

ფორმაც გამოსახულია ნახაზზე 5.4 „ბ“.

ენგელის მრუდები ჰ. ტორნკვისტის ინტერპრეტაციით წარმოდგენილია ნახაზზე

5.5. აბსცისათა ღერძზე ავიღოთ მომხმარებელთა შემოსავლები I, ხოლო ორდინატათა

ღერძზე – იმ პროდუქტების რაოდენობა, რასაც ისინი იყენებენ.

შემოსავლების ზრდის შესაბამისად, უპირველეს ყოვლისა, ხდება მოთხოვნის გა-

ჯერება სასურსათო პროდუქტით, შემდეგ სტანდარტული ხარისხის სამრეწველო პრო-

დუქტით და საბოლოოდ — მაღალხარისხიანი პროდუქტითა და მომსახურებით.

შემჩნეულია საინტერესო კანონზომიერება. მაშინაც კი, როცა მიმდინარეობს გა-

დასვლა ხარისხიან პროდუქტსა და მომსახურებაზე, ხდება ახალი აფეთქება სტანდარ-

ტული ხარისხის ყოველდღიური მოხმარების სამრეწველო პროდუქტზე მოთხოვნაში.

მაგალითად, თუ მომხმარებელი სარგებლობა დარებით უცნობი ფირმის მიერ წარ-

მოებული პროდუქტები. შემოსავლებს რის კვალდაკვალ მას სურს ისარგუბ-

cambs (36mõnuno ng goods (Villeroy & Boch. Armani. GUCCI osa.d.) ammoudoono.

You might also like