Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

განაზრება პირველი

 დეკარტისთვის დიდი ხნის განმავლობაში ცხადი იყო, რომ მან მრავალი მცდარი
შეხედულება დასაწყისშივე ჭეშმარიტებად მიიჩნია, ამიტომ ყველაფერი, რაც მან
ამგვარ პრინციპებზე დააშენა შეუძლებელია თავადაც არ ყოფილიყო საეჭვო. მას
სურდა მცდარი შეხედულებებისგან თავის დაღწევა, მაგრამ რადგან ეს რთულ საქმედ
ეჩვენებოდა, საკმაოდ დიდი ხანი იცადა, სანამ მას ხელს მოჰკიდებდა. იმისთვის, რომ
ძველი შეხედულებები გაენადგურებინა, სულაც არ იყო საჭირო მას თითოეული
გადაესინჯა, ვინაიდან იმ პრინციპების გამცდარებაც, რომლებზეც ისინი იყო
დაშენებული, საკმარისი იქნებოდა თითოეული შეხედულების გასამცდარებლად.
 ყველაფერი, რაც დეკარტს აქამდე ჭეშმარიტად მიაჩნდა, შეგრძნებებით ან შეგრძნების
საშუალებით ჰქონდა შეცნობილი, მაგრამ მისთვის ცხადი გახდა, რომ შეგრძნებები
შეიძლება მცდარ ინფორმაციას გვაწვდიდნენ. მიუხედავად იმისა, რომ, თითქოს,
სანდო ჩანს თუნდაც ის, რომ ახლა ვზივარ და ამ კონსპექტს ვწერ(დეკარტმა ეს
ქაღალდი რომ მიჭირავსო), არ შეიძლება ეს სარწმუნოდ მივიჩნიოთ. გადარეულთა
მსგავსად, რომლებიც ფიქრობენ, რომ, დავუშვათ, მდიდრული ტანისამოსი აცვიათ,
როდესაც სინამდვილეში შიშვლები არიან, დეკარტი მრავალჯერ მოტყუებულა
სიზმარში. დეკარტი ასკვნის, რომ არ არსებობს არანაირი საშუალება, რომელიც
შესაძლებელს გახდიდა ცხადის სიზმრისგან გარჩევას. (გამოდის, რომ იმ
ინფორმაციის სანდოობის შემოწმება, რომელიც მე შეგრძნებებით მომეცემა,
შეუძლებელია, რადგან თუ ვერ ვარჩევ ცხადს სიზმრისგან, მაშინ დაზუსტებით ვერ
ვიტყვი, რომ რასაც შევიგრძნობ რეალურად ისეთია, როგორადაც მას მე შევიგრძნობ).
 დეკარტი ამბობს, რომ თუკი დავუშვებთ იმას, რომ საგნები, როგორებადაც ჩვენ მათ
ვხედავთ სრულიადაც არ არიან რეალურები, მაინც უნდა არსებობდნენ რაღაც
მარტივი, რეალური საგნები, რომელთა სხვადასხვაგვარი კომბინაციით მიღებულია
უფრო რთული არსებული ან არარსებული საგნები. აქედან ასკვნის, რომ, მაგალითად,
ასტრონომია და მედიცინა, რომლებიც რთულ საგნებს განიხილავენ, საკმაოდ
საეჭვონი არიან, მაგრამ, მაგლითად, მათემატიკა და გეომეტრია, რომლებიც მარტივ
საგანთა შესახებ მსჯელობენ, შეიცავენ რაღაც სანდოს. თავისსავე დებულებას
დეკარტი უპირისპირებს რწმენას, რომ შეიძლება არსებობდეს ღმერთი, რომელსაც
შექმნილი ვყავარ იმგვარად, რომ მე იმაშიც კი ვცდები რომ სამს პლიუს ორი ხუთს
უდრის, ანუ შესაძლოა ეს მარტივი საგნებიც არ იყვნენ ისეთები, როგორადაც
გვეჩვენებიან (სამი მედიტაციის ფარგლებში ამას დიდად აღარ უღრმავდება. მოკლედ,
არც ისე მნიშვნელოვანია).
 დეკარტი ამბობს, რომ არაფერია ისეთი რაშიც ასე თუ ისე ეჭვის შეტანა არ შეიძლება,
ამიტომ იგი ცოტა ხნით უშვებს, რომ არა ღმერთმა, რომელიც არის კეთილი არსება და
ჭეშმარიტების წყარო, არამედ ბოროტმა და მატყუარა სულმა შექმნა იგი ისეთად, რომ
სულ ტყუვდებოდეს. აქედან გამომდინარე, იგი უკუაგდებს ყველა შეხედულებას,
მიიჩნევს მათ ყალბად, იქამდე, სანამ რაიმე მართლაც ჭეშმარიტ შეხედულებას არ
ჩამოიყალიბებს. თუკი ამ გზით ჭეშმარიტ შეხედულებამდე მისვლა შეუძლებელი
გახდება, მაშინ მსჯელობის შეჩერებასაც ხელს არაფერი უშლის.
 საკუთარი განზრახვის შესრულება დეკარტს საკმაოდ მძიმე საქმედ მიაჩნია, რადგან,
მართალია, შესაძლოა, რომ მისი შეხედულებები მცდარი იყოს, ძველი ცხოვრების
სტილი მას მაინც იზიდავს, რადგან შიში იპყრობს, რომ მისი ახლანდელი
გულმოდგინება არასაკმარისი აღმოჩნდება ჭეშმარიტების წვდომის საქმეში.
(თვლემისგან გაღვიძების მეშინიაო, ასე უწერია, და, ავტორის შენიშვნით, ამ
თვლემაში გულისხმობს გულუბრყვილო შემეცნების სფეროდან გამოსვლას,
გამოღვიძებას, რომელიც არის ფილოსოფიის ამოცანა მისთვის).

განაზრება მეორე

 დეკარტის თავდაპირველი დაშვება არის, რომ ყველაფერი ყალბია და არ არსებობს


არც სხეული, არც ფორმა, არც სივრცე, არც მოძრაობა და არც ადგილი და ისინი
სინადვილეში გონების ნაყოფები არიან. ამის საპირისპიროდ დეკარტი ამბობს, რომ,
იქნებ, ღმერთი მაინც არსებობს, რომელიც ამგვარ აზრებს აჩენს გონებაში, მაგრამ ესეც
მარტივად გამცდარებადია(მეორე მედიტაციაში ამცდარებსავით, მაგრამ მესამეში
ამტკიცებს ღმერთის არსებობას), რადგან, შესაძლოა, მე თავად ვაჩენდე ამგვარ აზრებს.
მაშინ უნდა დავფიქრდეთ, რამდენად გამცდარებადია ის, რომ მე თავად ვარსებობ.
შესაძლოა არ არსებობს არც სხეული და არც გრძნობები, მაგრამ ჩემი არსებობა არც
სხეულისა და არც შეგრძნებების არსებობით არ განისაზღვრება. თუკი მე მაქვს უნარი,
რომ რაიმეს შესახებ აზრი მქონდეს, მაშინ მე აუცილებლად ვარსებობ. იმ
შემთხვევაშიც კი, თუ ვინმე მატყუებს და ჩემი აზრები მცდარია, მაინც არსებობს
ვიღაც, ვინც ტყუვდება. (სემინარზე ამას ვარჩევდით ასე: ჩემი არსებობის რეალურობა
და ჩემი წარმოდგენა ჩემს არსებობაზე ოთხი კომბინაციით შეეთავსება ერთმანეთს. ეს
კომბინაციებია: მე ვარსებობ და მგონია კიდეც, რომ ვარსებობს, მე ვარსებობ, მაგრამ
არ მგონია, რომ ვარსებობ, მე არ ვარსებობ, მაგრამ მგონია, რომ ვარსებობ, მე არ
ვარსებობ და არც მგონია რომ ვარსებობ. პირველ ორ შემთხვევაში, დამოუკიდებლად
იმისგან, მე რა მგონია, მე მაინც ვარსებობ. ამის შესახებ დეკარტი არც წერს და
მხოლოდ შემდეგ ორ შემთხვევას განიხილავს. შეუძლებელია, რომ მე მეგონოს რომ
ვარსებობ, მაგრამ სინადვილეში არ ვარსებობდე, რადგან თუკი მე რაღაც მგონია, მაშინ
აუცილებლად არსებობს ვიღაც, ვისაც გონია. აქედან არ გამომდინარეობს ის, რომ
ვისაც გონია ის აუცილებლად მე ვარ, თუმცა თუ მე მგონია, რომ ის ვიღაც, ვისაც
გონია მე ვარ, მართალია, ვტყუვდები, მაგრამ მე მაინც რაღაც მგონია, ანუ მე ვარსებობ.
ბოლო შემთხვევასაც მსგავსი მსჯელობა მიესადაგება).
 დეკარტი ამბობს, იმისთვის, რომ ცხადი იყოს, ვინ ვარ მე, საკუთარ თავზე ჩემს
წარმოდგენას უნდა მოვაშორო ყველაფერი, რაც შეიძლება საეჭვო იყოს. ადრე მას
ძალიან ცხადი ეჩვენებოდა, რომ მას ჰქონდა სხეული და სული და მარტივად შეეძლო
განმერტა, თუ რა არის სხეული და რა არის სული, მაგრამ თუკი არსებობს ვიღაც,
ვისაც შეუძლია იგი მოატყუოს და სხეულის ან სულის შესახებ აფიქრებინოს ის, რაც
სინამდვილეში სხეულს ან სულს არ ეკუთვნის, მაშინ არ არსებობს არც სხეულის და
არც სულის იმგვარი მახასიათებელი, რომელზეც დეკარტს შეუძლია თქვას, რომ ის
მართლაც არის სხეულის ან სულის მახასიათებელი. სულ სხვა არის აზროვნება.
აზროვნება არის იმგვარი ატრიბუტი, რომელიც ვერ მოშორდება მას(ანუ ვერ
მოშორდება მე-ს).
 დეკარტს უცნაურად ეჩვენება, რომ გარეგანი საგნების არსებობა ხშირად უფრო
ცხადია ჩვენთვის, ვიდრე საკუთარი არსებობა. განიხილავს ამას სანთლის
მაგალითზე. შესაძლოა, სანთელს თავდაპირველად მივაწერო რაღაც თვისებები,
მაგრამ თუ ამ სანთელს ეს თვისებები შეეცვლება, მაინც ვიფიქრებ, რომ ეს იგივე
სანთელია. გამოდის, რომ სანთლის სანთლობა შეიცნობა არა ხედვით, შეგრძნებით,
ყნოსვით და ა.შ. არამედ საკუთარი გონების გაგების უნარით. შესაძლოა, რომ
სანთელი სრულიადაც არ არსებობს ისეთად, როგორადაც მე წარმომიდგენია, მაგრამ
როდესაც მგონია, რომ ცხადად შევიცნობს სანთლის არსს, ეს მხოლოდ ცხადად
ადასტურებს იმას, რომ მე ვარსებობ. ნებისმიერი შეგრძნება, თუნდაც ის, რომ მე
ვხედავ სანთელს, შეიძლება გადაკეთდეს, როგორც მე მგონია, რომ ვხედავ სანთელს
და თუ მე რაღაც მგონია, ანუ მე ვარსებობ.

განაზრება მესამე, ანუ რა მოწიეთ მუსიე რენე? ჩვენც მოგვაწევინეთ

გთავაზობთ მესამე განაზრების ორ ვარიანტს.

მოკლე ვარიანტი ძირითადი იდეით

 დეკარტი განასხვავებეს სამი ტიპის იდეას: მოდუსები, განსაზღვრული სუბსტანციები


და განუსაზღვრელი სუბსტანციები. მოდუსებად უნდა განვიხილოთ
მახასიათებლები, მაგალითად, ფერი, განსაზღვრულ სუბსტანციებად ადამიანი,
მაგიდა, ქვა, ხოლო განუსაზღვრელ სუბსტანციად ღმერთი. მოდუსებზე მაღლა
რეალურობის ხარისხით, ანუ სრულყოფილების ხარისხით, განსაზღვრული
სუბსტანციები დგას, ხოლო განსაზღვრულ სუბსტანციებზე მაღლა-განუსაზღვრელი.
იმ შემთხვევაში, თუკი არაფერი არსებობს თავად დეკარტის გარდა, ანუ იდეები მას
მის გარეთ მყოფი საგნებისგან არ აქვს, მაშინ მას ისინი საკუთარი თავისგან უნდა
ჰქონდეს. დეკარტი ასევე ასკვნის, რომ არ შეიძლება შედეგში მოიპოვებოდეს ისეთი
რამ, რაც არ მოიპოვება მის მიზეზში. უფრო მარტივად, თუ ქვა არის შედეგი და მის
შექმნას აქვს რაიმე მიზეზი, მაშინ ყველაფერი, რაც ქვას ქვად აქცევს, უნდა იყოს იმ
მიზეზშიც, რომელმაც იგი შექმნა. თუ დეკარტი გაყვება დაშვებას, რომ შეუძლებელია
დარწმუნებული იყოს რაიმეში, თავისი არსებობის გარდა, მაშინ ნებისმიერი იდეის
მიზეზად უნდა მიიჩნიოს მხოლოდ საკუთარი თავი. თუ ის თავად არის ნებისმიერი
იდეის მიზეზი, ანუ ყველაფერი, რაც ახასიათებს იდეას, უნდა ახასიათებდეს თავად
მასაც. დეკარტს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ მან თავად შექმნა განსაზღვრული
სუბსტანციების იდეები, რადგან იგი თავადაც არის სუბსტანცია(არსება).
განსაზღვრულ სუბსტანციებს შეიძლება ახასიათებდეთ განფენილობა, მოყვანილობა,
მოძრაობა, მდებარეობა, რაოდენობა, ხანგრძლივობა. ხანგრძლივობის შესახებ იდეა
დეკარტს შეეძლო მიეღო საკუთარი თავისგან, რადგან იცის, რომ არსებობდა ადრე და
არსებობს ახლა, რაოდენობის იდეაც საკუთარი თავისგან შეიძლება ჰქონდეს, რადგან
იცის, რომ მრავალი აზრი ჰქონია და შეუძლია ისინი დაითვალოს. რაც შეეხება
განფენილობას, მოყვანილობას, მდებარეობას და მოძრაობას, ისინი სუბსტანციის
სახეცვლილებები არიან. დეკარტი, როგორც მოაზროვნება არსება, თავად არის
სუბსტანცია და სუბსტანციის სახეცვლილებებზე იდეა მასში შეიძლება
მოიპოვებოდეს. რაც შეეხება განუსაზღვრელ სუბსტანციას, მისი იდეა დეკარტს არ
შეიძლებოდა საკუთარი თავისგან ჰქონოდა, რადგან იგი თავად განსაზღვულია.
რადგან დეკარტი განუსაზღვრელობას იერარქიულად უფრო მაღლა აყენებს, ვიდრე
განსაზღვრულობას, მაშინ მას პირველ რიგში განუსაზღვრელობის იდეა უნდა
ჰქონოდა და შემდეგ განსაზღვრულობის. განუსაზღვრელობაში იგულისხმება
უსასრულობა, ყოველისმცოდნეობა, ყოვლისშემძლეობა, რაც განუსაზღვრელ
სუბსტანციას სრულ არსებად აქცევს, ხოლო განსაზღვრულს- უსრულად. თუკი
დეკარტს არ ექნებოდა განუსაზღვრელობის იდეა, მაშინ იგი ვერ მოახერხებდა იმის
აღქმას, რომ თავად უსრულია, ანუ რაღაც აკლია სისრულემდე. დეკარტი, რომ
უსრულია მარტივად გამოიხატება იმაში, რომ იგი ეჭვობს და რადგან იგი ეჭვოს, მან
რაღაც არ იცის. შეუძლებელია, რომ მას განუსაზღვრელობის იდეა საკუთარი
თავისგან ჰქონდეს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იგი პოტენციურად არსებობს მასში. თუ
მე, მაგალითად, მუდმივად ვიძენ ცოდნას და, თითქოს, შესაძლებელია იგი
უსასრულობამდე გაიზარდოს, მაგრამ ვერ გაიზრდება ყოვლისმომცველ
უსასრულობამდე, ანუ იქამდე, სადაც მას გაზრდის საშუალება აღარ ექნება. ღმერთი
კი სრულია. თანაც ღმერთის იდეა სასრულობის პოტენციურ არსებობას კი არა,
აქტუალურ არსებობას გულისხმობს(შესაძლებლობის სახით კი არ არსებობს, არამედ
სინამდვილეშია სრული).
 ღმერთს რომ არ ეარსება, ვიარსებებდი მე?
o მე რომ ღმერთის შექმნილი არ ვიყო და ვიყო საკუთარი თავისვე შექმნილი,
მაშინ მე ვიქნებოდი ღმერთი და მე თავად ვიქნებოდი სრული არსება,
შესაბამისად, მივცემდი სრულ ცოდნას საკუთარ თავს და დაეჭვბის საბაბიც არ
მექნებოდა, მაგრამ მე ვეჭვობ, ანუ არ ვარ სასრული.
o იმ შემთხვევაში კი, თუ მე დავუშვებ, რომ მე მარად ვიყავი და არ შევქმნილვარ,
ჩემი არსებობა მაინც არის დამოკიდებული სხვაზე. თუ მე დავშლი დროს
მრავალ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის, მაშინ
უნდა არსებობდეს რაღაც ძალა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მე
ყოველ წუთში ვარსებობ, ანუ იცავს ჩემს არსებობას. მე ჩემს თავში ასეთ ძალას
ვერ ვხედავ. თანაც ეს დაცვა და შექმნა, გააზრების თვალსაზრისით
განსხვავებულია, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივეა(ყოველ წუთას
უზრუნვლეყოფილია ჩემი არსებობა, ანუ ყოველ წუთას ვიქმნები, თუ მანამდე
არ მიარსებია და შემქმნეს ერთხელ, ერთი და იგივეა).
o ახლა დავუშვათ, რომ მე არც ღმერთმა შემქმნა და არც მე შევქმენი საკუთარი
თავი, არამედ მშობელმა(ნუთუ? მაოცებ პიდაპირ), ან რაიმე სხვა მიზეზმა,
რომელიც ღმერთზე ნაკლებად სრულია. ზევით ითქვა, რომ რაც არის
შედეგში, ის აუცილებლად უნდა იყოს მიზეზში. მე თუ შემქმნა რაიმე
უსრულმა არსებამ, მაშინ ამ უსრულ არსებას სასრული ღმერთის იდეა უნდა
ჰქონოდა, ანუ ის თავად კი არ იყო სასრული, არამედ ჰქონდა მხოლოდ
სასრულის იდეა, რომელიც გადმომცა მე, მაგრამ თავად მას სასრულის იდეა
ღმერთისგან უნდა ჰქონოდა(იმავე მსჯელობით, რომელიც წინა პუნქტშია).
o არც იმის დაშვება შეიძლება, რომ რაიმე ერთი მიზეზისგან მიღებული მაქვს
ერთი სისრულის იდეა, მეორისგან მეორესი, რადგან ერთობა და
განუყოფლობა არის ის მთავარი სისრულე, რომელიც, დეკარტის აზრით,
ღმერთს ახასიათებს და თუ იქნებოდა რაიმე სისრულე, რომელიც ჩამიდებდა
მე ამ სისრულეთა ერთობის აზრს, მასვე ამავდროულად უნდა ჩაედო
თითოეული ამ სისრულის არსი, რითაც ისევ ღმერთამდე მივდივართ.
 როგორ მივიღე ღმერთის იდეა?
o ღმერთის იდეა არ არის ისეთი იდეა, რომელიც გრძნობათა საშუალებით
გარედან შეიმეცნება ან გონების საშუალებით შიგნიდან იქმნება. ღმერთის
იდეა, რომ გონების საშუალებით იქმნებოდეს, მაშინ დეკარტი შეძლებდა ამ
იდეისთვის რაიმე მოკლებას ან მისთვის რაიმეს დამატებას, ამას კი ვერ
ახერხებს. ამგვარად, ღმერთის იდეა უნდა იყოს იდეა, რომელთანაც ერთად
დეკარტი გაჩნდა, რადგან ღმერთს სურდა ასე.
 ღმერთი არ შეიძლება მატყუარა იყოს, რადგან ღმერთი სასრული არსებაა, იყო
მატყუარა კი, ნაკლია.

გრძელი ვარიანტი, თუ ძალიან დაინტერესებულები ხართ, მაგრამ წვრილ-წვრილი


დეტალებია და დიდად საჭირო არ არის
 მას შემდეგ, რაც დეკარტმა თავისი არსებობა დაამტკიცა, გადაწყვიტა საკუთარი
ცოდნა უფრო გაეფართოვებინა, მაგრამ ვინაიდან მან დასაწყისში დაუშვა, რომ,
შესაძლოა, არსებობს ბოროტი სული, რომელიც მას მუდმივად ატყუებს, აუცილებელი
იყო, თავდაპირველად გამოეკვლია, არსებობს თუ არა ღმერთი და შეუძლია, თუ არა
მას, რომ მატყუარა იყოს. სხვაგვარად შეუძლებელი იქნებოდა ახალი ცოდნის შეძენა,
რადგან თუკი ბოროტი სული მას მუდიმვად ატყუებს, ვერაფერში ვერ იქნება იგი
დარწმუნებული, გარდა იმისა, რომ იგი არსებობს.
 საკუთარ ფიქრებს დეკარტი ახარისხებს რამდენიმე კატეგორიად: პირველი-იდეები,
რომლებიც წარმოადგენენ რაღაც საგნების ხატებს: ღმერთი, ქიმერა, ანგელოზი,
მეორე- იდეა იქცევა ფიქრის ობიექტად და მას მიემართება რაიმე ემოცია, სურვილი ან
მსჯელობა.
 თავისთავად იდეა აუცილებლად ჭეშმარიტი იქნება, თუკი არ ვეცდები, რომ ჩემს
იდეას მოვუძებნო რაიმე საგანი, რომელსაც იგი შეეფარდება. გლეხურად, რაიმეს
ჭეშმარიტობაში უნდა ვიგულისხმოთ, რომ იგი მართლაც არსებობს. იდეა ჭეშმარიტი
იქნება იმ მხრივ, რომ იგი მართლაც არსებობს. ანალოგიური მსჯელობა უნდა
მივუსადაგოთ ემოციებსა და სურვილებს. მაგალითად, შესაძლოა, რომ მე რაიმე ცუდი
მსურდეს, მაგრამ ეს ვერაფერს აკლებს იმ ჭეშმარიტებას, რომ მე იგი მართლაც მსურს.
სხვა შემთხვევაა მსჯელობა. მსჯელობა შეიძლება იყოს მცდარი, რადგან თუ მე
ვიფიქრებ, რომ ჩემი იდეები შეესაბამებიან ჩემს გარეთ არსებულ საგნებს, ეს შეიძლება
აუცილებლად ჭეშმარიტი არ იყოს.
 იდეებს შეიძლება სამი წყარო ჰქონდეთ: ჩემში მოიპოვებოდნენ დაბადებიდან,
გარეგანი წყაროებიდან მოდიოდნენ ან ჩემი შექმნილები იყვნენ. მე მგონია (ანუ
დეკარტს გონია), რომ საერთოდ, რას ნიშნავს საგანი ან რას ნიშნავს ჭეშმარიტება, ეს
ცოდნა მე საკუთარი თავიდან მივიღე(ანუ დაბადებიდან თან მახლდა), ამასთან, მე
ვფიქრობ, რომ თუ მესმის რაიმე ხმა ან ვგრძნობ სიცხეს, ეს შეგრძნებები გარეგანი
წყაროებიდან უნდა მოდიოდნენ და ბოლოს, როდესაც მე წარმოვიდგენ ქიმერებსა და
სირენებს, მგონია, რომ ისინი ჩემი შექმნილები არიან.
 დეკარტი ფიქრობს, რომ უმთავრესია განიხილოს ის იდეები, რომელთა წყაროც,
თითქოს, რაიმე გარეგანი საგანია. დეკარტი ორ მიზეზს წარმოადგენს, რომელთა
გამოც შესაძლოა ვიფიქროთ, რომ ზოგიერთ იდეათა წყარო გარეგანი საგანია, თუმცა
ორივეს აბათილებს. პირველი მიზეზია, რომ საკუთარმა ბუნებამ გვასწავლა ასე,
მაგრამ ის, რასაც საკუთარი ბუნება გვასწავლის ყოველთვის სარწმუნო არ არის,
რადგან როდესაც საქმე ეხებოდა კარგსა და ცუდს შორის არჩევანს დეკარტის ბუნებას
ბევრჯერ გადაუხრია იგი ცუდისკენ, ამიტომაც არასწორად მიიჩნევს იგი, ენდოს
საკუთარ ბუნებას ჭეშმარიტებასა და სიმცდარეს შორის არჩევანშიც. საკუთარ
ბუნებაში დეკარტი სარწმუნოდ მიიჩნევს მხოლოდ ისეთ რამეს, რასაც უწოდებს
ბუნებრივ სინათლეს. იგი ამბობს, რომ სწორედ ბუნებრივი სინათლის დახმარებით
მივიდა ის იმ დასკვნამდე, რომ მართლაც არსებობს(ბუნებრივ სინათლეს რას
უწოდებს, ცოტა ბუნდოვანია, მაგრამ ეს ბუნებრივი სინათლე არის მისი ბუნების
ნაწილი, რომელსაც შეიძლება ენდოს).
 დეკარტი მეორე მიზეზსაც ასახელებს. იდეები მას ხშირად წარმოუდგებოდა
საკუთარი ნებისგან დამოუკიდებლად, მაგალითად, არ უნდოდა, მაგრამ მაინც
სცხელოდა. არც ეს მიზეზი მიაჩნია მას საკმარის საბუთად იმისა, რომ ჩვენგან
დამოუკიდებელი საგნები მართლაც არსებობენ. თუკი მასში არსებობენ იდეები,
რომლებიც არ ეთანხმებიან მის სურვილებს, შეიძლება არსებობდეს ისეთი ძალაც,
რომელიც წარმოშობს ამ იდეებს რაიმე გარეგანი საგნისგან
დამოუკიდებლად(დავუშვათ, მზის არსებობის გარეშე), როგორც ეს სიზმარში ხდება.
როდესაც სიზმარში ის ხედავდა რაიმეს, ეს წარმოდგენები ჩნდებოდნენ საგნებისგან
დამოუკიდებლად, ანუ საგნების მასზე ზემოქმედების გარეშე.
 დეკარტი ამბობს, რომ თუნდაც დაეთანხმოს იმ აზრს, რომ იდეები არიან გამოწვეული
გარეგანი საგნებით, ეს მსჯელობა აუცილებლად არ გულისხმობს, რომ იდეები
ემსგავსებიან იმ საგნებს, რომლებიც იწვევენ მათ. მზის მაგალითი: დეკარტი საკუთარ
თავში პოულობდა მზის ორ განსხვავებულ იდეას. ერთი იდეა იყო, რომ მზე
უკიდურესად მცირე საგანია, ვინაიდან საკუთარი შეგრძნებები ასეთ ინფორმაციას
აწვდიდნენ მას, მეორე იდეა კი, რომ მზე გაცილებით უფრო დიდია, ვიდრე დედამიწა.
თუკი პირველი იდეა საგნიდან გამომდინარეობს, ანუ გარედანაა მოსული, მეორე
იდეით მე თავად დავიბადე, ან თავად შევქმენი ის. ორივე იდეა არ შეიძლება ერთსა
და იმავე მზეს შეესაბამებოდეს და თანაც მე ჩემი გონება მარწმუნებს, რომ ის იდეა,
რომელიც გარეგანი საგნისგან მაქვს მიღებული, საერთოდაც არ შეესაბამება მის
ნამდვილ არსს( ანუ მე მარწმუნებს ჩემი გონება, რომ მზე დიდია, მაგრამ მე ვხედავ,
რომ მზე პატარაა. თუ მზე მართლაც დიდია, გამოდის, რომ მე ჩემი შეგრძნებები
მატყუებენ და სინამდვილეში მზის იდეა გარედან საერთოდაც არ არის მოსული).
 თუკი იდეები განიხილებიან, როგორც აზროვნების ესა თუ ის ფორმები, მაშინ მათ
შორის არანაირი განსხვავება არ იქნება, მაგრამ თუკი განვიხილავთ მათ, როგორც
სახეებს, რომელთაგან ერთი წარმოადგენს ერთს, მეორე კი-მეორეს, ისინი საკმაოდ
განსხვავებულნი იქნებიან. დეკარტი განასხვავებს სამი ტიპის იდეებს: მოდუსები ან
აქციდენციები(აქ იგულისხმება მახასიათებლები, რომლებიც არ შეიძლება
არსებობდნენ საგნისგან დამოუკიდებლად, მაგალითად, ფერი), განსაზღვრული
სუბსტანციები(მაგიდა, სკამი), განუსაზღვრელი სუბსტანციები(ღმერთი). დეკარტი
განასხვავებს ამ იდეების ობიექტური რეალობის ხარისხსს, უსასრულო სუბსტანციას
უფრო ზევით აყენებს ვიდრე სასრულს და ამ უკანასკნელს უფრო ზევით, ვიდრე
მოდუსებს (მარტივად, ღმერთი უფრო რეალურია, ვიდრე ადამიანი და ადამიანი
უფრო რეალურია, ვიდრე თეთრი, თუმცა რეალური ცოტა შეუსაბამო ტერმინია,
რეალურში დეკარტი უნდა გულისხმობდეს, უფრო სრულყოფილს).
 მიზეზში უნდა იყოს იმდენი სინამდვილე მაინც, რამდენიც არის შედეგში, რადგან
შედეგი ვერსაიდან მიიღებდა თავის სინამდვილეს, რომ არ ყოფილიყო ის მიზეზში.
აქედან, არამარტო ის გამომდინარეობა, რომ არარაობა ვერაფერს შექმნის, არამედ
ისიც, რომ ნაკლებად სრული სასრულს ვერ შექმნის და ეს ცხადია არამარტო
ფორმალური/აქტუალური რეალობისთვის, არამედ ობიექტური რეალობისთვისაც.
ქვა რომ შეიქმნა რაღაც სხვა საგნის მიერ, იმ საგანში, ანუ მის მიზეზში უნდა
ყოფილიყო ყველა მახასიათებელი, რომელიც ახასიათებს ქვას. ანალოგიური
მსჯელობა ერგება ქვის იდეასაც.
 ფორმალურ რეალობაში დეკარტი გულისხმობს რეალობას, რომელშიც საგნები
არსებობენ, ხოლო ობიექტურ რეალობაში რეალობას, რომელშიც იდეები არსებობენ.
იდეის ობიექტური რეალობის ხარისხი განისაზღვრება საგნის ფორმალური
რეალობის ხარისხით, მას მართლაც რომ ეარსება. ვთქვათ, ღმერთი არ არსებობს,
მაგრამ ღმერთს, რომ ეარსება მას ექნებოდა ყველაზე მაღალი ფორმალური არსებობის
ხარისხი, რადგან ის განუსაზღვრელი სუბსტანციაა. ღმერთის იდეის ობიექტური
რეალურობის ხარისხი იქნებოდა იგივე, რაც მისი ფორმალური რეალობის ხარისხი,
მას რომ ეარსება.
 დეკარტი იწყებს იდეების გადასინჯვა და გარკვევას, თუ რამდენად შესაძლებელია
იდეებს მიზეზი ჰქონდათ თავის თავში. იმ შემთხვევაშიც კი, თუკი არ არსებობენ სხვა
ადამიანები, ცხოველები, ანგელოზები, დეკარტს შეიძლებოდა ჰქონოდა მათი იდეა იმ
იდეათა კომბინაციით, რომელიც მას აქვს სხეულის მქონე საგნებზე. რაც შეეხებათ
თავად სხეულის მქონე საგნებს, არც მათში ხედავს დეკარტი რაიმე ისეთ
განსაკუთრებულს, რომელზე იდეაც მას საკუთარი თავიდან არ შეიძლებოდა
ჰქონოდა. სხეულის მქონდე საგნებს მხოლოდ რამდენიმე ისეთი მახასიათებელი
აქვთ, რომლებიც ნათელი და გარკვეულია, მაგალითად, განფენილობა, მოყვანილობა,
მოძრაობა, მდგომარეობა, სუბსტანცია და რაოდენობა, დანარჩენი მახასიათებლები,
მაგალითად, ფერი, გემო, სუნი ძალიან ბუნდოვანია. მართალია, დეკარტმა
თავდაპირველად დაასკვნა, რომ მსჯელობები შეიცავენ ხოლმე სიცრუეს და იდეები,
როგორც ასეთი, ჭეშმარიტნი არიან, იდეაშიც შეიძლება მოიპოვებოდეს სიყალბე, იმ
შემთხვევაში, თუკი ისინი არარსებულს წარმოადგნენ, როგორც არსებულს. დეკარტს
სიცივისა და სითბოს მაგალითი მოჰყავს. იგი ამბობს, რომ შეუძლებელია
ერთმნიშვნელოვანი დაასკვნა გააკეთო იმის შესახებ, სიცივე არის სითბოს დანაკლისი,
თუ სითბო სიცივის. თუკი, მაგალითად, დავუშვებთ, რომ სიცივე არის სითბოს
დანაკლისი, მაშინ გამოდის, რომ სიცივის იდეა სინადვილეში ყალბია. თუ სიცივის
იდეა ყალბია, ანუ არაფერია, მაშინ არაფრისგან არის წარმომდგარი. ამ შემთხვევაში
მათი დეკარტში არსებობა შეიძლება აიხსნას იმით, რომ ჩემს ბუნებას აკლია რაღაც,
ანუ არ არის სრული. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იდეები ყალბი არ არის, დეკარტი
მაინც დასაშვებად მიიჩნევს მათ არსებობს მასში, რადგან თუკი ეს იდეები იმდენაც
მცირე რეალობას შეიცავენ, რომ წარმოდგენილი საგნის არარსებულისგან გარჩევა
შეუძლებელი ხდება, იგი თავად შეიძლება ყოფილიყო მათი გამჩენი(შევაჯამოთ,
სხეულის მქონე საგნების ბუნდოვანი მახასიათებლების წყარო შეიძლება დეკარტი
თავად იყოს, რადგან თუ ეს ბუნდოვანი მახასიათებლები რეალურები არიან, მაინც
იმდენად მცირე რეალობას შეიცავენ, რომ მათ წყაროდ საკუთარი თავის წარმოდგენა
დეკარტს არ უჭირს და თუკი ისინი ყალბია, ამ შემთხვევაშიც გამართლებულად
მიიჩნევს დეკარტი მათ არსებობას მასში. კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც
რეალურობაზეა საუბარი, არ იგულისხმება მათი არსებობა დეკარტისგან
დამოუკიდებლად, ანუ საგნების არსებობა თავისთავად, არამედ რეალურობის
ხარისხი მისსავე გონებაში-ობიექტური რეალობა).
 რაც შეეხება ნათელ და გარკვეულ იდეებს, დეკარტი ვერც იმაში ხედავს პრობლემას,
რომ ისინიც მას საკუთარი თავისგან ჰქონდეს. ქვას იგი სუბსტანციად წარმოიდგენს,
მაგრამ რადგან იგი თავადაც არის სუბსტანცია, ამგვარი რამ თავისუფლად შეეძლო
წარმოედგინა. მან ასევე იცის, რომ არის ამჟამად და ყოფილა ადრეც, ამიტომ
ხანგრძლივობის იდეაც საკუთარი თავისგან შეიძლება ჰქონდეს. მან ასევე იცის, რომ
სხვადასხვანაირი აზრი ჰქონია, რომელთაც რიცხვის იცის, ამიტომ შეუძლია
რაოდენობის იდეაც გადაიტანოს სხვაგან. რაც შეეხება განფენილობას, მოყვანილობას
და მოძრაობას, მართალია, ისინი ფორმალურად(რეალურად) არ არსებობენ მასში,
მაგრამ რადგან დეკარტი საკუთარ თავს განსაზღვრავს, როგორც მოაზროვნე არსებას,
ეს გულისხმობს, რომ იგი სუბსტანციაც(არსება) არის, ყველაფერი ზემოთ
ჩამოთვლილი კი სუბსტანციის სახეცვლილებებია და თავისუფლად შეიძლება
არსებობდნენ მასში.
 რჩება მხოლოდ ღმერთის იდეა. ღმერთის დეკარტისეული განმარტება: უსაზღვრო,
მარადიული, დამოუკიდებელი, ყოვლისშემძლე, ყოვლისმცოდნე სუბსტანცია,
რომლის მიერ გაჩენილი ვარ მე და ყველა სხვა საგანი. სუბსტანციის იდეა დეკარტს
საკუთარი თავიდანაც შეიძლება ჰქონოდა, რადგან იგი თავად არის სუბსტანცია,
მაგრამ განუსაზღვრელი სუბსტანციის იდეა ვერ ექნებოდა, რადგან იგი თავად
განსაზღვრული სუბსტანციაა.
 რატომ არ შეიძლებოდა უსაზღვროს იდეა მიეღო საკუთარი თავისგან?
o თუ მანამდე შეეძლო სიბნელე აეხსნა სინათლის უარყოფით, უსაზღვრობას
განსაზღვრულობის უარყოფით ვერ ხსნის, რადგან ეჩვენება, რომ უსაზღვრო
სუბსტანციაში მეტი რეალობაა, ვიდრე განსაზღვრულში, ამიტომ მას უფრო
ადრე უსაზღვროს ცნება უნდა ჰქონოდა, ვიდრე განსაზღვრულის, ანუ
ღმერთის, ვიდრე საკუთარი თავის, რადგან მაშინ საიდან უნდა ცოდნოდა, რომ
ის ეჭვობს და სურს, ანუ აკლია რაღაც სისრულემდე, თუკი არ ექნებოდა უფრო
სრული არსების იდეა (განსაზღვრული-უსრული, განუსაზღვრელი-სრული. მე
განსაზღვრული ვარ და ჩემი განსაზღვრულობით უსრული, ღმერთი
განუსაზღვრელი და თავისი განუსაზღვრელობით სრული).
o იმ შემთხვევაშიც კი თუ დავუშვებთ, რომ რაც ღმერთის ბუნებას მიეწერება,
პოტენციურად არსებობს ჩემში, მაინც ვერ მივალ შედეგამდე. მე, მაგალითად,
მუდმივად ვიძენ ცოდნას და, თითქოს, შესაძლებელია იგი უსასრულობამდე
გაიზარდოს, მაგრამ ვერ გაიზრდება ყოვლისმომცველ უსასრულობამდე, ანუ
იქამდე, სადაც მას გაზრდის საშუალება აღარ ექნება. ღმერთი კი სრულია.
თანაც ღმერთის იდეა სასრულობის პოტენციალურ არსებობას კი არა,
აქტუალურ არსებობას გულისხმობს(შესაძლებლობის სახით კი არ არსებობს
სასრული, არამედ სინამდვილეშია სრული). იდეის ობიექტური არსი არ
შეიძლება წარმოშობილი იყოს იმით, რაც შესაძლებლობაშია შესაძლებელი,
არამედ იგი წარმოიშვება იმით, რაც ნამდვილად არსებობს.
 ღმერთს რომ არ ეარსება, ვიარსებებდი მე?
o მე რომ ღმერთის შექმნილი არ ვიყო და ვიყო საკუთარი თავისვე შექმნილი,
მაშინ მე ვიქნებოდი ღმერთი და მე თავად ვიქნებოდი სრული არსება,
შესაბამისად, მივცემდი სრულ ცოდნას საკუთარ თავს და დაეჭვბის საბაბიც არ
მექნებოდა, მაგრამ მე ვეჭვობ, ანუ არ ვარ სასრული.
o იმ შემთხვევაში კი, თუ მე დავუშვებ, რომ მე მარად ვიყავი და არ შევქმნილვარ,
ჩემი არსებობა მაინც არის დამოკიდებული სხვაზე. თუ მე დავშლი დროს
მრავალ ნაწილად, რომლებიც ერთმანეთზე დამოკიდებული არ არის, მაშინ
უნდა არსებობდეს რაღაც ძალა, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ მე
ყოველ წუთში ვარსებობ, ანუ იცავს ჩემს არსებობას. მე ჩემს თავში ასეთ ძალას
ვერ ვხედავ. თანაც ეს დაცვა და შექმნა, გააზრების თვალსაზრისით
განსხვავებულია, მაგრამ სინამდვილეში ერთი და იგივეა(ყოველ წუთას
უზრუნვლეყოფილია ჩემი არსებობა, ანუ ყოველ წუთას ვიქმნები, თუ მანამდე
არ მიარსებია და შემქმნეს ერთხელ, ერთი და იგივეა).
o ახლა დავუშვათ, რომ მე არც ღმერთმა შემქმნა და არც მე შევქმენი საკუთარი
თავი, არამედ მშობელმა(ნუთუ? მაოცებ პიდაპირ), ან რაიმე სხვა მიზეზმა,
რომელიც ღმერთზე ნაკლებად სრულია. ზევით ითქვა, რომ რაც არის
შედეგში, ის აუცილებლად უნდა იყოს მიზეზში. მე თუ შემქმნა რაიმე
უსრულმა არსებამ, მაშინ ამ უსრულ არსებას სასრული ღმერთის იდეა უნდა
ჰქონოდა, ანუ ის თავად კი არ იყო სასრული, არამედ ჰქონდა მხოლოდ
სასრულის იდეა, რომელიც გადმომცა მე, მაგრამ თავას მას სასრულის იდეა
ღმერთისგან უნდა ჰქონოდა(იმავე მსჯელობით, რომელიც წინა პუნქტშია).
o არც იმის დაშვება შეიძლება, რომ რაიმე ერთი მიზეზისგან მიღებული მაქვს
ერთი სისრულის იდეა, მეორისგან მეორესი, რადგან ერთობა და
განუყოფლობა არის ის მთავარი სისრულე, რომელიც, დეკარტის აზრით,
ღმერთს ახასიათებს და თუ იქნებოდა რაიმე სისრულე, რომელიც ჩამიდებდა
მე ამ სისრულეთა ერთობის აზრს, მასვე ამავდროულად უნდა ჩაედო
თითოეული ამ სისრულის არსი, რითაც ისევ ღმერთამდე მივდივართ.
o დეკარტი ამბობს, რომ მშობლებმა მხოლოდ ხელი შუწყვეს მის დაბადებას,
განწყობილება შეიტანეს იმ მატერიაში, რომელშიც ჩაკეტილია მისი მე, ანუ
მისი გონება. მათ არ დაუბადებიათ ის სუბსტანცია, რომელსაც დეკარტი
თავის გონებას, ანუ თავის მე-ს უწოდებს.
 როგორ მივიღე ღმერთის იდეა?
o ღმერთის იდეა არ არის ისეთი იდეა, რომელიც გრძნობათა საშუალებით
გარედან შეიმეცნება ან გონების საშუალებით შიგნიდან იქმნება. ღმერთის
იდეა, რომ გონების საშუალებით იქმნებოდეს, მაშინ დეკარტი შეძლებდა ამ
იდეისთვის რაიმე მოკლებას ან მისთვის რაიმეს დამატებას, ამას კი ვერ
ახერხებს. ამგვარად, ღმერთის იდეა უნდა იყოს იდეა, რომელთანაც ერთად
დეკარტი გაჩნდა, რადგან ღმერთს სურდა ასე.
 ღმერთი არ შეიძლება მატყუარა იყოს, რადგან ღმერთი სასრული არსებაა, იყო
მატყუარა კი, ნაკლია.
 როდესაც დეკარტი აზროვნებს, მარტო ის კი არ იცის, რომ უსრულია და ვიღაცაზე
დამოკიდებული, არამედ ისიც, რომ არსებობს ვიღაც ყველა იმ სისრულის მქონე,
რომელსაც იგი ელტვის.

You might also like