Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გვანცა ყრუაშვილი

ოთხშაბათი, 15:00

ისტორიული კვლევის მეთოდები

1. ისტორიის რაობის შესახებ არაერთი შეხედულებაა გამოთქმული. მათ


შორის უძველესად შეიძლება მივიჩნიოთ ისტორიის დაკავშირება
სიტყვაკაზმულ ლიტერატურასთან.ეს სათავეს იღებს ჯერ კიდევ
ანტიკური აზროვნებიდან, რომლის ისტორიული აზროვნების
ბირთვსაც წარმოადგენდა მოსაზრება, რომ ისტორია იწერება
თხრობისთვის. პირველ რიგში, უნდა ავღნიშნოთ ძველი ბერძენინ
ისტორიკოსი არისტოტელე, რომელიც ისტორიას მიიჩნევდა იმად, რაც
უკვე მოხდა, ხოლო პოეზიას იმად, რაც შეიძ₾ებოდა მომხდარიყო.
ამავდროულად, სახასიათო ის არის, რომ მისთვის პოეზია ბევრად
უფრო ახლოს იყო ფილოსოფიასთან, ვიდრე ისტორია. მსგავსი
მოსაზრებები გვხვდება მეჩვიდმეტე საუკუნეშიც. ამ შემთხვევაშიც
მოაზროვნეებისათვის პოეზია ბევრად ღიებული იყო, ვიდრე ისტორია.
მეოცე საუკუნეშიც არ გამქრალა ისტორიისა და სიტყვაკაზმული
ლიტერატურის ურთიერთმიმართების განხილვა. ამ შემთხვევაში ჩვენ
შეგვიძლია ვისაუბროთ მათზე, ვინც ეთანხმებოდა წინამორბედი
მოაზროვნეების შეხედულებას და, ასევე მათზე ვინც მიიჩნევდა, რომ
ისტორია ნამდვილა ფილოსოფიური მეცნიერება იყო და მას არ
აკნინებდნენ. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ჰეგელი.

2. ანალების სკოლას მიუხედავად ბევრი კრიტიკოსისა, ჰყავდა


დამცველებიც, რომლებიც სათანადოდ აფასებდნენ მათ მიღწევებს.
პირველ რიგში, ისინი აფასებდნენ იმას, რომ ,,ანალების სკოლის’’
წარმომადგენლებმა პოზიტივისტურ მიდგომებს შეურყიეს საფუძველი.
ამ პოზიტივისტურ მიდგომებს ისტორიის კვლევის საგანი და ობიექი
შეიძლებოდა სრულიად ამოეწურა. ამიტომაც სტრუქტურების
ისტორიაზე გადანაცვლებამ ისტორია, როგორც მეცნიერება, გადაარჩინა
გაქრობას. ეს კი მათი საპირისპირო არგუმენტია, ვინც მიიჩნევდა, რომ
ანალების სკოლამ ისტორია კრიზისში შეიყვანა.

3. შუა საუკუნეების ისტორიულ აზროვნებას ბევრი საინტერესო


მახასიათებლები გააჩნია. პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ამ
ტენდენციების ჩამოყალიბება უპირველესად უკავშირდება ნეტარ
ავგუსტინეს. შუა საუკუნეებში ისტორია დაუკავშირდა თეოლოგიას.
შესაბამისად, ნეტარი ავგუსტინედან მოყოლებული პრიორიტეტული
გახდა რწმენა, ვიდრე გონება და სახარება, ვიდრე ისტორიული
მოვლენა. ამ ეპოქა ახასიათებს ისტორიული პროცესების
პროვიდენციალურ ჭრილში გააზრება. ეს გულისხმობს იმას, რომ
რსებობდა წინასწარგანსაზღვრული(ღვთის მიერ) დასასრული და ამ
დასასრულამდე ადამიანები ღვთის ნებით მიდიოდნენ. ამიტომაც
ისტორიკოსების მთავარი მისია გახდა ხალხისათვის ამ ღვთაებრივი
ნების განმარტება. ასევე შუა საუკუნეების ისტორიკოსებმა
დაამკვიდრეს მსოფლიო ისტორიის დაყოფა ოთხი დიდი მონარქიის
პრინციპით. ისინი ისტორიას მსოფლიო კონტექსტში განიხილავდნენ
და უარყოფდნენ რომელიმე ერის უპირატესობას ამ პროცესებში.
თუმცა ამ ეპოქას აქვს ერთი დიდი უარყოფითი მხარე- განსხვავებული
აზრის შეუწყნარებლობა. რაც შეეხება ქრონოლოგიურ ჩარჩოებს, ეს
ეპოქა იწყება V საუკუნეში ნეტარი ავგუსტინედან და მთავრდება XV
საუკუნის დასასრულსა და XVI საუკუნის დასაწყისამდე გრძელდება.

You might also like