Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლომისას სალოცავი - უძველესი სალოცავი, წმინდა გიორგის ეკლესია,

ქათული ხუროთმოძღვრების ძეგლი, მდებარეობს მცხეთა-მთიანეთის


მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. სწორედ ამ ეკლესიას უკავშირდება
ყველასათვის კარგად ცნობილი დღესასწაული ლომისობა. ეს უკანასკნელი
წყაროებში მოხსენიებულია როგორც ადრექრისტიანული ხანის ქართული
სატაძრო დღესასწაული. ლომისობა აღდგომის მე-7 ოთხშაბათს
იმართებოდა და დღესაც ასეა. ამ დღეს მლეთაში მლოცველები მთელი
აღმოსავლეთ საქართველოდან იკრიბებოდნენ. დეკანოზები
გამოასვენებდნენ დროშას და ,,ფერხისას’’ სიმღერით აიტანდნენ
მთაზე,სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით. როდესაც ლომისობის
განხილვას ვიწყებთ, თითქმის ყველას მაშინვე მსხვერპლშეწირვის სცენა
გვახსენდება. სწორედ ამის გამოა, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი
კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ამ დღესასწაულის რელიგიურ მხარეს.
მსხვერპლშეწირვის რიტუალი ხომ ნამდვილად არ ეხმიანება ახალი
აღთქმის პრინციპებს. ამ საკითხს ძალიან საინტერესოდ განიხილავს
მღვდელი ანდრია მიდოდაშვილი. ის ლომისობას უწოდებს საერო
რელიგიურ დღესასწაულს, რომელიც,, საეკლესიოსგან იმით
განსხვავდება, რომ საეკლესიო დღესასწაულებში მონაწილეობენ
ადამიანები, რომლებიც ქრისტიანულ მოძღვრებასთან მეტ-ნაკლებად
არიან ნაზიარები და ამდენად გასიგრძეგანებული არ აქვთ მათი
სულისთვის ამ დღესასწაულის მნიშვნელობა ჩამოყალიბებული არ აქვთ
რელიგიური განცდები. ეს კიდევ უფრო მყარ საფუძველს უქმნის
კრიტიკოსებს. მაგრამ თუ უფრო ღრმად დავუკვირდებით ლომისობის
არსს მივხვდებით, რომ ეს უკანასკნელი კომპლექსურ საკითხებს
აერთიანებს. აქ ჩნდება მთავარი კითხვა:რატომ შემორჩა ლომისობა
დღემდე ასეთი სახით და რატომ არ შეითვისა მთლიანად ახალი
აღთქმის პრინციპები? იქნებ ეს მისი საერო ხასიათით არის
განპირობებული?
ამ დღესასწაულის რთული და კომპლექსური სახის გააზრება უკეთ
შეგვიძლია ედვარდ ტაილორის ,,გადმონაშთების თეორიის’’
საშუალებით. ედვარდ ტაილორი იყო ევოლუციონიზმის ერთ-ერთი
თვალსაჩინო წარმომადგენელი. ის დაინტერესებული იყო კულტურის
კვლევით. კულტურის განვითარებას ტაილორი განიხილავდა როგორც
ადამიანის გონებისა და შრომის პროდუქტების თანდათანობით
განვითარებას მარტივიდან რთულისაკენ, მემკვიდრეობითობის
აუცილებელი შენარჩუნებით. ამ გზას გაივლის როგორც მატერიალური
კულტურის ელემენტები, ისე ყველა იდეა, დოქტრინა, კანონი,
მხატვრული ნაწარმოები თუ სულიერი კულტურის ნებისმიერი სხვა
გამოხატულება. რაც შეეხება ,,გადმონაშთების თეორიას’’ , ტაილორისთვის
გადმონაშთებია : პროცესები, ჩვეულებები, შეხედულებები და ა.შ,
რომლებიც კულტურული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ნარჩუნდება
და წარმოადგენს ძველი მახასიათებლების დამამტკიცებელ საბუთებს. ამ
ძველი ნიშნებიდან შესაძლებელია განვითარდეს ახალი ფორმები ან
უცვლელად დარჩეს და იქცეს წარსულის ცოცხალ მოწმობად ან ძეგლად.
ტაილორი მიიჩნევდა, რომ გადმონაშთებზე დაყრდნობით შესაძლებელია
ძველი კულტურების რეკონსტრუქცია. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე,
ჩვენ შეგვიძლია, რომ ლომისობის დღესასწაულში გამოვყოთ ის ე.წ.
გადმონაშთები, რომლებიც განვითარდა ან უცვლელი დარჩა და ეს
დღესასწაული ხანგრძლივი მეხსიერების ნაწილად აქცია.
როგორც უკვე ვთქვით, ლომისობა არის ადრექრისტიანული სატაძრო
დღესასწაული. ლომისა კი წინარექრისტიანული ღვთაება იყო
მთიულეთში. მისი ტაძარიც მთვარის ღვთაებისადმი იყო მიძღვნილი.
სახელწოდებას ხალხურ გადმოცემათა ტრადიცია ლომა ხარს უკავშირებს.
ლეგენდებისა და რიტუალების თანახმად, ლომისა მონადირე, მხედარი
ღვთაება იყო. მთის გაქრისტიანების შემდეგ მთვარის ტაძრის ადგილზე
წმინდა გიორგის ქრისტიანული ეკლესია აუგიათ. იგი მეომარია, ქრისტეს
მხედარი. ამავე დროს, ხარი როგორც ცნობილია, მისი სახე-სიმბოლოა.
აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მხედრის სახე და ხარის
კულტი ის გადმონაშთებია, რომლებმაც ფორმა იცვალა და ადვილად
დაუკავშირდა ქრისტიანულ მოძღვრებას. გადმონაშთად ამ დღესასწაულში
შეგვიძლია მივიჩნიოთ მსხვერპლშეწირვის რიტუალიც, რომელიც
რატომღაც არც შეცვლილა და არც გამქრალა. კასპის წმინდა გიორგის
ტაძრის წინამძღვარი ცხადად ხსნის ამის მიზეზს. მისი თქმით, ამ
ტრადიციად ქცეულ ჩვევას ასრულებენ ის ადამიანები, რომლებსაც არ
შეუძლიათ აღავლინონ უსისხლო მსხვერპლი ქრისტეს წინაშე და მიიჩნევენ,
რომ საკუთარ რწმენას ისინი ემსახურებიან ძველი აღთქმის პრინციპის
შესაბამისად, რომელიც გულისხმობს,რომ ეს არის ადამიანების მიერ
გაღებული მსხვერპლი და ღმერთი იწირავს მას. აქედან გამომდინარე, ამ
ჩვევის უცვლელი და მექანიკური აღსრულება ადამიანების მიერ
დაკავშირებულია მათ ცნობიერებასთან, რომელშიც ღრმად არის
დალექილი რწმენა იმისა, რომ, ღმრთისთვის ყველაზე ძვირფასია
თითოეული ადამიანის სული, ვიდრე მთელი დანარჩენი სამყარო.
და მაინც, რა უნდა იყოს იმის მიზეზი, რომ მიუხედავად კრიტიკისა,
დღესასწაული უცვლელი წესებით აგრძელებს არსებობას? ვფიქრობთ, რომ
ლომისობა თითოეულ მახასიათებელთან ერთად ემოციურ კავშირშია იმ
საზოგადოებასთან, რომელიც მას აღნიშნავს. ამ შემთხვევაში მხოლოდ
რელიგიური გრძნობები არ წარმართავს პროცესებს. ეს არის მათი
მეხსიერება, იდენტობის საბუთი, განსაკუთრებით ადგილობრივებისთვის.
იმ პირობებში, როდესაც მთის მოსახლეობა ნელ-ნელა იცლება, ალბათ
გასაკვირი არ არის, რომ ისინი ცდილობენ გაახანგრძლივონ ამ
დღესასწაულის არსებობა უცვლელი ჩვევებით. ბოროტებასთან მებრძოლი
წმინდა გიორგის სახე მეომარი მთიელებისთვის მარტივად აღსაქმელი იყო
და დღესაც ასეა. როგორც მამა ანდრია მიდოდაშვილი ამბობს, წმინდა
გიორგის სიყვარული განაპირობებს ლომისობის დღესასწაულზე ასეთ
ხალხმრავლობას. წმინდა გიორგის სახელზე მრავალი ეკლესიაა აშენებული
საქართველოში, თუმცა ლომისას ეკლესია გამორჩეულად მნიშვნელოვანია.
ამის გამოვლინებაა სწორედ ის ლეგენდა, რომელიც XIII საუკუნეში
საქართველოში ხვარაზმელთა შემოსევასთან არის დაკავშირებული.
ხვარაზმელების მიერ გატაცებული წმინდა გიორგის ხატი თეთრი ხარის
რქაზე დაბრძანებული 7000 ტყვე არაგველის თანხლებით სამშობლოსაკენ
დაძრულა. გზად, სადაც კი ხარს შეუსვენია, ხალხმა ყველგან ეკლესია
ააშენა. ხატი ბოლოს მლეთის მთაზე დამკვიდრებულა. სწორედ ეს ლეგენდა
უნდა იყოს საფუძველი იმ დიდი მნიშვნელობისა, რომელსაც ლომისას
ეკლესია და თავად ლომისობის დღესასწაული ატარებს. ასე რომ, როგორ
განვითარდება მოვლენები ამ დღესასწაულის გარშემო- განვითარდება ის
თუ განიცდის რეგრესს და გაქრება, დამოკიდებულია დროსა და
საზოგადოების ცნობიერებაზე. თუმცა ანთროპოლოგიისთვის ამ
დღესასწაულის მახასიათებლებისა და საზგადოების
ურთიერდამოკიდებულების გამორკვევა ყოველთვის საიტერესო საკითხად
დარჩება.

You might also like