Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მე-4 სემინარი : კაზუსი

შპს ”კ.ლ.-ს’’ საქმიანობას წარმოადგენს ერთ ერთი ცნობილი ბრენდის „სვ“-ს წარმოებული
საქონლის რეალიზაცია ქ. თბილისში, მისამართზე ჭავჭავაძის გამზირი N XX. 2019 წლის
ივნისის თვეში შპს „კ.ლ“-სა და სადაზღვევო კომპანია „ე.ი“-ს შორის დაიდო ქონების
დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა პოლისი N0000000. აღნიშნული
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. 2019 წლის 06 ივნისს
ხელშეკრულების/პოლისის ფარგლებში შპს „კ.ლ“-მ დააზღვია გარკვეული რისკებისაგან
ქონებრივი ინტერესი, კერძოდ, შენობა, ვიტრინები და მარაგები განაცხადის მიხედვით.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე,
სადაზღვევო რისკების დადგომის შემთხვევაში, ამ შემთხვევით გამოწვეული ზარალის
ანაზღაურება. დაზღვეული ქონება და მარაგები მდებარეობდა მისამართზე ქ. თბილისი,
ჭავჭავაძის გამზ. NXX, მაღაზია ”სვ”. 2020 წლის თებერვლის თვეში 05 საათზე ქ.თბილისში,
ჭავჭავაძის გამზ. NXX-ში შენობის სახურავზე გაჩნდა ხანძარი და გაჩენილი ხანძრის შედეგად
მნიშვნელოვნად დაზიანდა შპს ”კ.ლ’-ს’ მფლობელობაში არსებული მაღაზია ”სვ” მომხდარის
თაობაზე დამზღვევმა შეატყობინა სს ”ეი”-ს წარმომადგენლებს და მათი მონაწილეობით
მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი
ზიანი, კერძოდ, სასაქონლო მარაგების დიდი ნაწილი დასველდა, გაჭუჭყიანდა და აუვიდა
ნამწვის სუნი, რის შედეგადაც დაკარგა რეალიზაციისათვის ვარგისი სასაქონლო სახე.
დაზიანდა ასევე მაღაზიის რემონტი/კედლები, ჭერი, კონდეცირება-ვინტილაცია და
განათება. ვინაიდან, დამზღვევის/დაზღვეულის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი იყო
ხანძრის შედეგების აღმოფხვრა დროულად, მან თავისი ხარჯებით მოახდინა შენობის შიდა
და გარე პერიმეტრების რემონტი. 2020 წლის მარტის დასაწყისში დამზღვევმა მიმართა
მზღვეველს და მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება, როგორც სადაზღვევო
შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალისა, რომლის ოდენობაც ჯამურად განისაზღვრა
226 913,88 ლარით, საიდანაც ზიანი სასაქონლო-მატერიალური ზარალის ნაწილში დღგ-ს
ჩათვლით განისაზღვრა 195 973,98 ლარით, ხოლო ჩატარებული რემონტის ხარჯები- 29
729,40 ლარით. დამზღვევმა მზღვეველს ასევე წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი,
რომლითაც მისი განმარტებით დასტურდებოდა გაწეული სამუშაო სარემონტო სამუშაოების
ოდენობა და სახეობები და სასაქონლო მატერიალური ზარალის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია.2020 წლის წლის 20 აპრილის აუდიტორული დასკვნის მიხედვით
განსაზღვრული თანხიდან 225 703,38 ლარიდან დამზღვევმა ფრანშიზის 2% - ის= 4 514,06
ლარის გამოკლებით, მოთხოვა სადაზღვევო კომპანიას ზარალის ანაზღაურება.

მზღვეველმა უარი განაცხადა ზარალის ანაზღაურებაზე შემდეგი საფუძვლით : მხარეთა


შორის 2019 წლის ივნისის თვეში დადებული ქონების დაზღვევის შესახებ გენერალური
ხელშეკრულების 1.1. პუნქტში, რომლის მიხედვითაც, მზღვეველი, მიღებული სადაზღვევო
პრემიის სანაცვლოდ,ვალდებულებას იღებს დააზღვიოს ქონება მხოლოდ ამავე პუნქტში
მითითებული რისკებისაგან. ერთ-ერთი ასეთ რისკს წარმოადგენს ხანძარი. ხელშეკრულების
თანახმად, ხანძარი განმარტებულია როგორც „ღია ცეცხლი, რომელიც მოჰყვება წვას და
რომელიც ვრცელდება მას შემდეგ რაც გაჩნდა ცეცხლისათვის განკუთვნილი ადგილიდან
განსხვავებულ ადგილას და თვითნებურად გასცდა ამგვარ ადგილს“. შესაბამისად,
ხელშეკრულებით ზუსტად განსაზღვრულია ის რისკი, რომელმაც უნდა დააზიანოს
დაზღვეული ქონება და რომელმაც უნდა წარმოშვას მზღვეველის ვალდებულება გასცეს
სადაზღვევო ანაზღაურება. შესაბამისად , ვინაიდან დაზღვეული ქონება დაზიანდა ხანძრის
ჩაქრობის გამო წყლის შედეგად, აღნიშნული ვერ განიხილებოდა სადაზღვევო შემთხვევად.

გთხოვთ შეაფასეთ კაზუსი და განმარტეთ რამდენად სწორია სადაზღვევო კომპანიის


ქმედება.

ასევე დაასაბუთეთ როგორ გადაწყვეტდით დავას .


კაზუსი

სსკ-ის 799-ე მუხლის შესაბამისად მხარეებს შორის დაიდო დაზღვევის ხელშეკრულება,


დაზღვევის ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ქონების დაზღვევა, ხოლო დაზღვევის
ობიექტს თავად უძრავი ქონება, კერძოდ, შენობა, ვიტრინები და მარაგები. ამასთან
განსაზღვრულია ის რისკი რისგანაც ქონებაა დაზღვეული. როგორც ვხედავთ სადაზღვევო
შემთხვევა გამოიწვია ხანძარმა, რაც დაზღვეული რისკი იყო, თუმცა იმის გამო რომ ხანძრის
ჩასაქრობად გამოყენებულ იქნა წყლის ჭავლი და ამ პროცესში დაზიანდა მარაგები
სადაზღვევო კომპანია თვლის, რომ ეს რისკი არ იყო დაზღვეული, თუმცა ძირითადი ზიანის
გამომწვევი მოცემულ შეთხვევაში იყო ხანძარი, მხოლოდ ზიანის თავიდან აცილების
მიზნით იყო გამოყენებული წყლის ჭავლი, ვინაიდან თუ ამას ადგილი არ ექნებოდა
დადგებოდა იმაზე მეტი ზიანი ვიდრე დადგა. შესაბამისად მზღვეველმა უნდა აანაზრაუროს
ის ზიანი რომელიც რეალურად დადგა ხელშეკრულებით გათვალისწინებული რისკის გამო.
რაც შეეხება სადაზღევევო რისკის განმარტებას თუ რა შემთხვევაში ანაზღაურდებოდა
დამდგარი სადაზღვევო რისკი, აღსანიშნავია, რომ ეს არის თავად ხანძრის განმარტება და არა
სხვა რომელიმე სადაზღვევო რისკი, რომელიც არ იყო სადაზღვევო ხელშეკრულებით
გათვალისწინებული. ჩვეულებრივ დამზღვევმა უნდა მიიღოს ყველა ზომა რათა რაც
შეიძლება ნაკლები ზიანი დადგეს, აქედან გამომდინარე დამზღვევმა მოახდინა დროული
ჩარევა, და იმაზე მითითება, რომ იგი უნდა დალოდებოდა ზიანს უშუალოდ ხანძრისაგან,
როგორც ეს ხელსეკრულების პუნქტშია მითითებული, არ არის რელევანტური, ეს სეიძლება
გამოვიყენოთ მაშინ როდესაც, გარემოებებიდან გამომდინარე შეუძლებელია დამზღვევს
სცოდნოდა რომ ხანძარი გაჩნდა და მხოლოდ მოგვიანებიტ აღმოეჩინა იგი. შესაბამისად
ზიანის თავიდან აცილების მიზნიტ ზომების მიღება არ ათავისუფლებს მზღვეველს
დამდგარი ზიანის ანაზღაურებისაგან, ვინაიდან ძირითადი ზიანის გამომწვევი იყო ხანძარი,
ხოლო წყლის ჭავლი თანმდევი პროცესი ამ ხანძრით გამოწვეული ზიანის თავიდან
არიდებისა.

აქედან გამომდინარე სადაზღვევო კომპანიის ქმედება არის კანონისა და ხელშეკრულების


საწინააღმდეგო, მოცემული გარემოებების გათვალისწინებით, მზღვეველი სადაზღვევო
კომპანია ვალდებულია ააანაზღაუროს რეალურად დამდგარი ზიანი სადაზღვევო თანხის
ფარგლებში, ვინაიდან დამდგარია სადაზღვევო შემთხვევა იმ რისკით, რომელიც
სადაზღვევო ხელშეკრულებით იყო გათვალისწინებული
თამთა გამცემლიძე

You might also like