Professional Documents
Culture Documents
კაზუსი 5 სემინარი თამთა გამცემლიძე
კაზუსი 5 სემინარი თამთა გამცემლიძე
კაზუსი 5 სემინარი თამთა გამცემლიძე
შპს ”კ.ლ.-ს’’ საქმიანობას წარმოადგენს ერთ ერთი ცნობილი ბრენდის „სვ“-ს წარმოებული
საქონლის რეალიზაცია ქ. თბილისში, მისამართზე ჭავჭავაძის გამზირი N XX. 2019 წლის
ივნისის თვეში შპს „კ.ლ“-სა და სადაზღვევო კომპანია „ე.ი“-ს შორის დაიდო ქონების
დაზღვევის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გაიცა პოლისი N0000000. აღნიშნული
ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით. 2019 წლის 06 ივნისს
ხელშეკრულების/პოლისის ფარგლებში შპს „კ.ლ“-მ დააზღვია გარკვეული რისკებისაგან
ქონებრივი ინტერესი, კერძოდ, შენობა, ვიტრინები და მარაგები განაცხადის მიხედვით.
ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა, სადაზღვევო პრემიის გადახდის საფუძველზე,
სადაზღვევო რისკების დადგომის შემთხვევაში, ამ შემთხვევით გამოწვეული ზარალის
ანაზღაურება. დაზღვეული ქონება და მარაგები მდებარეობდა მისამართზე ქ. თბილისი,
ჭავჭავაძის გამზ. NXX, მაღაზია ”სვ”. 2020 წლის თებერვლის თვეში 05 საათზე ქ.თბილისში,
ჭავჭავაძის გამზ. NXX-ში შენობის სახურავზე გაჩნდა ხანძარი და გაჩენილი ხანძრის შედეგად
მნიშვნელოვნად დაზიანდა შპს ”კ.ლ’-ს’ მფლობელობაში არსებული მაღაზია ”სვ” მომხდარის
თაობაზე დამზღვევმა შეატყობინა სს ”ეი”-ს წარმომადგენლებს და მათი მონაწილეობით
მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც გამოვლინდა მნიშვნელოვანი
ზიანი, კერძოდ, სასაქონლო მარაგების დიდი ნაწილი დასველდა, გაჭუჭყიანდა და აუვიდა
ნამწვის სუნი, რის შედეგადაც დაკარგა რეალიზაციისათვის ვარგისი სასაქონლო სახე.
დაზიანდა ასევე მაღაზიის რემონტი/კედლები, ჭერი, კონდეცირება-ვინტილაცია და
განათება. ვინაიდან, დამზღვევის/დაზღვეულის საქმიანობისათვის მნიშვნელოვანი იყო
ხანძრის შედეგების აღმოფხვრა დროულად, მან თავისი ხარჯებით მოახდინა შენობის შიდა
და გარე პერიმეტრების რემონტი. 2020 წლის მარტის დასაწყისში დამზღვევმა მიმართა
მზღვეველს და მოითხოვა მიყენებული ზარალის ანაზღაურება, როგორც სადაზღვევო
შემთხვევის დადგომით გამოწვეული ზარალისა, რომლის ოდენობაც ჯამურად განისაზღვრა
226 913,88 ლარით, საიდანაც ზიანი სასაქონლო-მატერიალური ზარალის ნაწილში დღგ-ს
ჩათვლით განისაზღვრა 195 973,98 ლარით, ხოლო ჩატარებული რემონტის ხარჯები- 29
729,40 ლარით. დამზღვევმა მზღვეველს ასევე წარუდგინა შესრულებული სამუშაოების აქტი,
რომლითაც მისი განმარტებით დასტურდებოდა გაწეული სამუშაო სარემონტო სამუშაოების
ოდენობა და სახეობები და სასაქონლო მატერიალური ზარალის დამადასტურებელი
დოკუმენტაცია.2020 წლის წლის 20 აპრილის აუდიტორული დასკვნის მიხედვით
განსაზღვრული თანხიდან 225 703,38 ლარიდან დამზღვევმა ფრანშიზის 2% - ის= 4 514,06
ლარის გამოკლებით, მოთხოვა სადაზღვევო კომპანიას ზარალის ანაზღაურება.