სამართლის პროექტი, თამთა გამცემლიძე

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

თამთა გამცემლიძე

,,მემკვიდრეობის საკითხები საერთაშორისო კერძო


სამართალში“

წარმოდგენილია სამაგისტრო კვლევის პროექტი

აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი,


თბილისი, 0178, საქართველო
2022 წელი

საავტორო უფლება © 2022 წელი, [ თამთა გამცემლიძე ]


აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტი
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ვადასტურებ, რომ გავეცანი თამთა გამცემლიძის მიერ შესრულებულ


სამაგისტრო ნაშრომის კვლევის პროექტს და პროექტი მზად არის
დასამტკიცებლად.

ხელმძღვანელი: _______გია ლილუაშვილი__________

თარიღი 18.03.2022

შესავალი (ზოგადი დახასიათება, სიახლე, აქტუალობა, მიზნები, კვლევის


მეთოდები);
საქართველოს საკანონმდებლო ისტორიაში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სამემკვიდრეო სამართლის
განვითარებას. ეს ის სფეროა, რომელიც თითოეული მოქალაქის
ყოველდღიურობასა თუ მომავალს განსაზღვრავს. განსაკუთრებით იმ
მოცემულობაში, როდესაც ადამიანთა გადაადგილების საზღვრები
დღითიდღე იზრდება, სამკვიდრო მასა, მამკვიდრებელი და მემკვიდრეები
ერთ ადგილს შესაძლოა არ განეკუთვნებოდნენ, მოცემულ ნაშრომში
განვიხილულ იქნება მემკვიდრეობის საკითხები საერთაშორისო კერძო
სამართალში, საკანონმდებლო მოწესრიგება, როგორც ეროვნულ ისე
საერთაშორისო დონეზე, მემკვიდრეობის მიღება-მიუღებლობის
პრობლემატური საკითხები და მათი მოგვარების მექანიზმები. მიუხედავად
იმისა რომ აღნიშნული საკითხი სხვადასხვა სამართალმცოდნე ავტორების
მიერ მრავალჯერაა დამუშავებული და შეიძლება ითქვას, რომ ახალი
საკვლევი საკითხი არ არის, თუმცა რამდენადაც შესწავლილი ჩანს სფერო,
იმდენად ბევრი ნიუანსია შეფასების მიღმა დარჩენილი, გამომდინარე
იქედან რომ სამყარო ვითარდება, რა თქმა უნდა, დანერგილი სისტემა
შესაძლოა ფეხს ვერ უწყობდეს ახალ გამოწვევებს, მითუმეტეს, რომ
მემკვიდრეობის უფლება, განსაკუთრებით საერთაშორისო კერძო
სამართლის ჭრილში სხვა სამოქალაქო უფლებებთან მჭიდროდაა კავშირში
აქტუალობას არასდროს დაკარგავს.
სწორედ ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ამ ნაშრომის მთავარი მიზანი
და ამოცანაა ისაა, რომ გამოიკვეთოს რა პრობლემატური საკითხები დგას
დღესდღეობით მემკვიდრეობის მიღების კუთხით როგორც შიდა ისე
საერთაშორისო და ამ მხრივ რა ახალი გამოწვევების წინაშე დგას
სახელმწიფო ინსტიტუტები, რამდენად გამართულად მიდის პროცესი
შესაბამის ორგანოებში და შეიძლება თუ არა უფრო ხელსაყრელი გახდეს
მემკვიდრისათვის ამ პროცესის დასრულება.
ამის გამოსაკვეთად მოცემულ ნაშრომში მიმოიხილული იქნება სხვადასხვა
ავტორების ნაშრომები, როგორც ქართული ისე უცხოური წყაროების
შედარებითი სამართლებრივი ანალიზის საფუზველზე გაკეთდება
დასკვნები დასმულ საკითხთან დაკავშირებით. ამასთან სასამართლო
პრაქტიკის განხილვით გამოიკვეთება ის პრობლემები რაც დღეს
მემკვირეობის მიღების, სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლების კუთხით
დგას უცხოური ელემენტის მონაწილეობით და ისტორიულ ჭრილში
შედარებული იქნება როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი შორეულ თუ
უახლოეს წარსულში. აქედან გამომდინარე ერთიანად გამოჩნდება ის
სურათი რაც დღეს არსებობს სამკვიდროს გახსნიდან სამკვიდრო მოწმობის
გაცემამდე, როგორც ეროვნული ისე საერთაშორისო კუთხით, როგორც
საკანონმდებლო ისე პრაქტიკულ დონეზე. ამით კი დადგება ის შედეგი, რომ
გამოიკვეთება თუ რომელი მხრიდან არის საჭირო უფრო მეტად
საზოგადოების თუ სახელმწიფო უწყებებების მოქმედება, რათა ეს პროცესი
იყოს მოქნლი და ემსახურებოდეს თითოეული ინდივიდის ინტერესებს.
ნათლად გამოიკვეთება ის მექანიზმები და პრობლემის გადაჭრის გზები რაც
სამაგალითო და სახელმძღვანელო იქნება ყველა დაინტერესებული
პირისთვის.

ძირითადი საკვლევი საკითხები და ნაშრომის სავარაუდო სტრუქტურა:

1.შესავალი
2. მემკვიდრეობის ცალკეული საკითხები საერთაშორისო კერძო
სამართალში
2.1 სამემკვიდრეო სამართლის საკანონმდებლო მოწესრიგება
2.2.მემკვიდრეობის მიღების კანონისმიერი საფუძვლები და
უფლებამოსილი ორგანოები
2.3. მიმაგრების ფორმულა, როგორც სამკვიდროს მიღების განმსაზღვრელი
ელემენტი
2.4. ვადების მნიშვნელობა სამკვიდროს მიღებისა და მიღებაზე უარის
თქმასთან დაკავშირებით და სამკვიდროს ფაქტობრივად დაუფლების
ფაქტი.
3. საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების როლი
მემკვიდრეობის საკითხების მოწესრიგებისას
3.1. კოლიზიური საბამის გამოყენება და წინააღმდეგობა საერთაშორისო
ხელშეკრულება/შეთანხმებასთან.
4. სასამართლო პრაქტიკა
5. შედარებითი ანალიზი
6.დასკვნა

ბიბლიოგრაფია

ქართული
რ. და ე. შენგელიები, მემკვიდრეობითი სამართალი თბილისი, 2011;

თ. ჩიქვანაია, საერთაშორისო კერძო სამართალი : განსაკუთრებული ნაწილი


: დამხმარე სახელმძღვანელო, თბილისი, 2002;
ზ. გაბისონია, ქართული საერთაშორისო კერძო სამართალი, თბილისი, 2016;
https://digitallibrary.tsu.ge/book/2020/march/books/gabisonia-kartuli-
saertashoriso.pdf

დ. სუხიტაშვილი, სანოტარო სამართალი, თბილისი, 2012;

უცხოური
Rules on the conflict of laws in the matter of succession in Romanian private
international law, Volume 4, Issue 2, December 2014;

DAN ANDREI POPESCU, Guide on international private law in successions


matters, 2014;

International Conventions as Inheritance by Contract Legal Source, 2013. gada 21. un


22. Martā.

Nicole Sweeney, Public Attitudes to Inheritance in Scotland, June 2017;

ROYAUME-UNI, EU study on the international law of succession,

Philip D Bremner, Bridging the Gap Between Civil and Common Law: An Analysis
of the Proposed EU Succession Regulation, 2010;

Adam F. Streisand, Lena G. Streisand, Conflicts of International Inheritance Laws in


the Age of Multinational Lives;

RICHARD O'SULLIVAN, THE INHERITANCE OF THE COMMON LAW,


LONDON, 1950;

Конвенция от 13 януари 2000 г. относно международната защита на


пълнолетни лица, Хагска конференция по международно частно право, 2017;
ГАЛИНА СТОИЛОВА ИВАНОВА, НАСЛЕДЯВАНЕТО ПО ЗАВЕЩАНИЕ
С МЕЖДУНАРОДЕН ЕЛЕМЕНТ, ВАРНА, 2015;

Kadzharov R., INHERITANCE RELATIONS IN PRIVATE INTERNATIONAL


LAW;

Алешина А.В, Международно-правовое регулирование наследственных


отношений;

Samiira Duale, A COMPARATIVE STUDY ON INHERITANCE LAW IN


FINLAND AND ENGLAND, Tallinn, 2018;
სტატია
გ. ოყრეშიძე, საერთაშორისო კერძო სამართლის განვითარების ისტორია,
შედარებითი სამართლის ქართულ- გერმანული ჟურნალი, 1/21;

კანონმდებლობა

ქართული
საქართველოს კონსტიტუცია, 1995;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ კანონი
ნოტარიატის შესახებ კანონი

ვებ - გვერდის მისამართები


http://www.supremecourt.ge

You might also like