Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ივანესა და თეიმურაზის საუბარი (ეპიზოდის შინაარსი

კომენტარით)
(მე-2 ნაწილის 1-ლი თავი).
ივანე და ტეიმურაზი უკვე დაზიანებულ ქვითკირის
ხვეულ კიბეს შეუდგნენ,კოშკის თავზე ავიდნენ და
იქიდან ძველ ქართლს გადმოხედეს.
საუბარი თეიმურაზმა დაიწყო.გადახედე დღევანდელ
ქართლს. უწინდელ ქართლისა მეოთხედიც აღარ
არის მას ჩამოეცალნენ სამცხე და საათაბ...ბაგო,
არტაანი, ჯავახეთი. ტაშირი. მ...მმცირე სომხეთი,
აბოცი, ბამბაკი. ბორჩალო, ყაზახი და ტფილისის
მიდამოები. ეხლა ყველანი ცალ-ცალკე სცხოვრობენ.
- ისტორიამ დაანგრია ძველი ქართლი. - ჰო, მეც
მაგას ვამბობ. ვინ არ გადმოიარა იმის ზურგზე!
საწყალი, მთელი ქვეყნისთვის შარა-გზად გადაიქცა.
როცა ქართლი ძლიერი იყო, ს...საქართველოც
ძლიერი იყო. ქართლი დაეცა და საქართველოც
დასუსტდა.
- ქართლის პატრიოტობა გალაპარაკებს, თეიმურ.
- არრრა, ღმერთმანი, არა! ყური მიგდე, ჩემო ივანე.
ყოველ ქვეყანას აქვს თავისი პრუსია და ჰყავს
პრუსიელები, რომელნიც ხალხის ცხოვრებაში
დუღაბის მაგივრობას ასრულებენ. გერ...გერმანია
პრუსიელებმა შეჰქმბეს, რუსეთი მოსკოველებმა
მოაგრო ვეს, დიდი ბრიტანეთი უელსის საჰერცოგომ
ააშენა, რომის იმპე რიის ისტორია თვითონ რომისა
და კაპუას ისტორიას უდრის,ხოლო ძველი
საბერძნეთი ათინამ და ატტიკამ ააყვავეს. ასეთივე
როლი დ...დდააკისრა ბედმა ქართლსაც. მისი
ისტორია საქართვე ლოს ისტორიის ნახევარს მაინც
უდრის. ქართლი იყო საქართვე ლოს პრუსია, ხოლო
ქართლელნი ქართველთა ტომის პრ...რუსი ელნი
იყვნენ. მე იმას ვჩივი, რომ საქართველოს პრუსია
აღარ აქვს და არც პრუსიელები ჰყავს.
- იყოლება. პრუსიელები არც სხვაგან გაჩენილან
ათიოდე წელიწადში.
- არა სჩ...ჩჩანან.
- მე ვხედავ. პრუსიელები ხალხის გულიდან ამოდიან.
ასო ბით და ათასობით მოდიან.
- შეიძლება, მაგრამ პრუსია მაინც არ მოსჩანს. ეგეც
თავის-თავად გაპოჩნდება.
- საწ...წწყალი ქართლი! - ამოიოხრა თეიმურაზმა. -
იგი მომაგონებს დაბერებულს, ქაჩალს, უკბილოს,
ბრუტიანსა და დაყ რუებულ ნაკაცარს, რომელსაც
ჭამისა და განძრევის შნოც აღარ აქვს.
-წელში გასწყდა ქართლი. - კვლავ ამოიოხრა
თეიმურაზმა.
- ნუ შეშინდი, თეიმურ! - გაამხნევა ივანემ. - მე აქა
ვსცხოვრობ და აქაურობას შენზე უკეთ ვხედავ.
ქართლიც იზრ დება და მაგრდება. აბა, მოიგონე,
უწინ რა იყო და ეხლა რა არის, ქართლი მხოლოდ
ეხლა ამოდის მიწიდან, მრავლდება, ბაღებს აშენებს,
თვალს იფშვნეტს და სკოლებს ამრავლებს. გახსოვს,
მე და შენ რომ გვინდოდა თხუთმეტი წლის წინად
ნაშინდარში სკო ლის დაარსება. მაშინ შენ
აქაურობას თავი გააშორე, მე .კი კინა ღამ ჩამაქვავეს
- სკოლის გახსნაზე ხელი აიღეთო. რაც მაშინ ვერ
მოხერხდა, წრეულს შესრულდება. ნაშინდარს
შემოდგომიდან სკო ლა ექნება.
- მართლა, თემურ, არ გინდა იმ სკოლაში
მასწავლებლაღ შეხვიდე? - ჰკითხა მარგომ. -
მართლა, მეც ეგ მინდოდა მეთქვა. - გაუხარდა ივანეს
-მაგაზე უკეთესი რაღა გინდა, თეიმურაზ? ჰა, რას
იტყვი?
- არას...სსოდეს! - მაინც, რატომ?
- მიზეზი თქვენც კარგად იცით. ოცი წელიწადი
იმისთვის კი არ ვიმუშავე, რომ ბოლოს სოფ...ფფლის
მასწავლებლობით დავასრულო ჩემი სიცოცხლე და
მ...მმოღვაწეობა. მაშ ჯაყოს ხიზნობა გირჩევნია? -
გესლით წამოიძახა მარგომ და კიბისკენ წავიდა. -
წამო, ჩამიყვანე, თორემ ბნელა.
თეიმურაზმა დასავლეთისკენ გაიხედა. დიდხანს
უცქერდა სურამის ქედს. იმ ქედის თავზე ფირუზის,
ვარდის და ალის ზოლი გაწოლილიყო.ჩრდილოე
თიდან ყინულის სუსხი მოდიოდა. იქით გაიხედე,
ივანე. - ხმის კანკალით სთქვა თეიმურაზმა დუმილის
შემდეგ და თითი დასავლეთისკენ გაიშვირა. დ
გაიხედე,რა მ...მშვენებით არის შემოსილი
დასავლეთი - მერმე ღრმად ამოიოხრა და თითქო
თავისთვის წაიბუტბუტა: - ყოველივე და სავლეთიდან
მოდის: სიმდიდრე, გ...გგანათლება, ზნეობა. თ...
თავისუფლება და მშვიდ... დდობა.

You might also like