Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

1)როგორ გახდა მთიდან ჩამოვარდნილი ჯაყო

ნაშინდარის ბატონ-პატრონი?-
ჯაყო თხუთმეტი წლის იყო,როდესაც მისი ბიძა ქეშელა ჯავის
ხეობიდან დაიძრა და ავთანდილ ხევისთავს შეეხიზნა.
ობოლი ჯაყოც თავის ბიძას გადმოჰყვა, ბატონს მენახირედ
დაუდგა და თავიდანვე ისეთი ძაღლური ერთგულება,
ხელმარჯვება და მუყაითობა გამოიჩინა, რომ
ქანცმილეული პეტრე მალე ხელში ჩაიგდო და მისი
მაგივრობაც დაიმკვიდრა.თანდათან ტყიდან
გამოვარდნილმა დათვმა მლიქვნელობით და ეშმაკობით
წაართვა თეიმურაზს ყველაფერი რაც გააჩნდა. ამ
უკანასკნელსაც მხოლოდ საკუთარი სახელი ადარდებდა,
ყველაფერზე თვალებს ხუჭავდა და ბრძანების ნაცვლად
ჯაყოს კვლავ დარიგებით გაბერავდა. და ასე ჯაყო ჯერ მის
მიწას დაეპატრონა, ათი წლის სამყოფი განძეულობას ისე
წააგლიჯა ვერავინ ვერაფერს მიხვდა და საბოლოოდ
ნაშინდარის ბატონ-პატრონიც გახდა.
2) რატომ ადანაშაულებს მარგო თეიმურაზს?-
მარგო თეიმურაზის უხერხემლობამ და უნიათობამ
შეიწირა,სწორედ ამიტომ ადანაშაულებს იგი მას.მარგოს
სახე სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია.ის სწორედ
ის მარგალიტია,რომელიც თეიმურაზმა თავისი ნებით ჯაყოს
აჩუქა და დაივიწყა სახარებისეული შეგონება:“ნუ დაუფენთ
მარგალიტსა თქვენსა წინაშე ღორთა,ნუუკუე დასთრგუნონ
იგი ფერხთა მათითა“.
მარგოს გულში გადატრიალება მოხდა, მას აღარ
სჭირდებოდა თეიმურაზის ფუღურო სიტყვები და ჭიანაჭამი
ცოდნა და გადაწყვიტა საკუთარ მფარველად ჯაყო
აერჩია,რომელიც მას დღევანდელზე უკეთეს მომავალს
მისცემდა.

You might also like