Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

"ჩვენ მრავალფეროვან მსოფლიოში ვცხოვრობთ"

ჩვენ კულტურულად მრავალფეროვან მსოფლიოში ვცხოვრობთ.სწორედ ეს


მრავალფეროვნება -განსხვავებები წარმოდგენებში ,შეხედულებებსა და ზოგადად
ცხოვრების წესში - აღგვიძრავს ინტერესსა და ცნობისმოყვარეობას .კულტურული
განსხვავებების ცოდნა და გაცნობიერება გვაზღვევს ქსენოფობიური და რასისტული
განწყობებისგან , რაც არაერთხელ გამხდარა მსოფლიოს ყველაზე სისხლისმღვრელი
და ტრაგიკული მოვლენების საფუძველი.თანამედროვე გლობალიზებულ
სამყაროში,როდესაც სხვადასხვა კულტურის წარმომადგენლები ყოველდღიურად
ხვდებიან ერთმანეთს სწავლის,მუშაობისა თუ დასვენების დროს,ეს ცოდნა
წარმატებული თვითდამკვიდრების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი
წინაპირობაა.კულტურული მრავალფეროვნების,როგორც ფასეულობის,აღქმა
უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებისათვის ,რადგან საქართველო
ყოველთვის იყო და არის სხვადასხვა რელიგიისა და კულტურის მქონე ადამიანების
სამშობლო. ადამიანები
ერთმანეთისგან განსხვავდებიან რასის, კანის ფერის, ენის, სქესის, რელიგიის,
სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური და სხვა შეხედულებების, ეროვნული,
ეთნიკური და სოციალური კუთვნილებისა თუ სხვა ნიშნით. აქვთ განსხვავებული
შეხედულებები, ღირებულებები, ტრადიციები, ქცევის წესები და ა.შ. გარემოს,
სადაც მთელი საზოგადოება, მათ შორის ყველა უმცირესობათა ჯგუფი
თანაბრად მონაწილეობს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი
გადაწყვეტილების მიღების პროცესში შეგვიძლია მრავალფეროვანი გარემო
ვუწოდოთ. მრავალფეროვნება ეფუძნება ფაქტს, რომ ერთმანეთისაგან
განსხვავებული ადამიანები აღიარებენ თითოეული ადამიანის უნიკალურობასა
და ინდივიდუალურობას, პატივს სცემენ და იმეცნებენ ერთმანეთს განსხვავების
მიუხედავად, რასაც შედეგად მოაქვს საზოგადოების უფრო ფართო
თანამონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში, ეს კი
დემოკრატიული სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილია.
რასობრივად და ეთნიკურად მრავალფეროვანია ქვეყანა, რომლის
ტერიტორიაზეც სხვადასხვა რასისა და ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობაა
დასახლებული, რომელთაგანაც ერთი რასა ან ეთნოსი შეიძლება
წარმოადგენდეს უმრავლესობას, თუმცა საზოგადოება აღიარებს და პატივს
სცემს სხვა ეთნიკური კუთვნილების მოსახლეობას როგორც თანასწორს.
რასობრივი და ეთნიკური მრავალფეროვნების საუკეთესო მაგალითია
ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც მსოფლიში არსებული თითქმის ყველა
რასისა და ეთნიკური კუთვნილების ადამიანები ცხოვრობენ ყოველგვარი
დისკრიმინაციის გარეშე. მრავალფეროვანი გარემოს
ცნება დაკავშირებულია ადამიანთა თანასწორობის აღიარებასთან. დღეს
თანასწორობა კაცობრიობის უმნიშვნელოვანეს მონაპოვრად მიიჩნევა, თუმცა
საუკუნეების მანძილზე განსხვავებული ადამიანების დევნა, მასობრივი
განადგურება, სისხლისმღვრელი ომების გაჩაღება ჩვეულებრივი მოვლენა
იყო. ადამიანებს დევნიდნენ, იძულებით ამუშავებდნენ და სხვადასხვა სასტიკი
მეთოდით უსწორდებოდნენ მხოლოდ იმის გამო რომ ისინი განსხვავდებოდნენ
რაიმე ნიშნით სხვებისგან.

You might also like