Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 12

სამიზნე ცნება: „მოსახლეობა და მეურნეობა“

საკითხი: მიგრაციის დადებითი შედეგები გერმანიის მაგალითზე

კომპლექსური დავალების პირობა:

წარმოიდგინეთ, რომ ხართ გერმანიის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის აქტივისტი და


უნდა გამოხვიდეთ მოხსენებით, ბუნდესტაგის წინაშე, თემაზე -„მიგრანტთა როლი
გერმანიის შრომის ბაზარზე“. გაეცანით მასალას, რომელშიც აღწერილია შრომითი
მიგრაციის გამომწვევი მიზეზები „თანამედროვე მიგრაციული პროცესები“ და
მოამზადეთ მოხსენება წერილობითი სახით.
თქვენს მიერ მომზადებულ მოხსენებაში აუცილებლად უნდა ჩანდეს:
 პრობლემები, რომელთა წინაშეც აღმოჩნდა გერმანია შრომითი რესურსების
დეფიციტის თვალსაზრისით მეორე მსოფლიო ომის შემდეგ;
 სახელმწიფოს მიერ გატარებული კონკრეტული ღონისძიებები;
 შრომითი მიგრაციის შედეგად გამოწვეული დადებითი შედეგები;
 თანამედროვე გამოწვევები, რომლების წინაშეც დგას გერმანია დასაქმების
ბაზრის ათვისების თვალსაზრისით;
 რა საფრთხეები შეიძლება ახლდეს შრომით მიგრაციას;

პრაქტიკული რჩევები კომპლექსურ დავალებაზე მუშაობისთვის:

 გაეცანით მასალას „შრომითი მიგრაციები გერმანიაში“ და ყურადღება


მიაქციეთ კონკრეტულ საჭიროებებს, რომლების წინაშეც იყო გერმანია შრომით
ბაზარზე მეორე მსოფლი ომის შემდეგ.

 იმავე წყაროს ანალიზის მიხედვით გამოყავით გერმანიაში შრომითი რესურსების


იმპორტის ოთხი ეტაპი და ყურადღება გაამახვილეთ თითოეული ეტაპის
შედეგებზე ცალ-ცალკე; ასევე მოინიშნეთ, რომელ ქვეყნებთან გააფორმა
გერმანიამ შრომითი ხელშეკრულებები და რა შედეგები მიიღო სახელმწიფომ.

1
 გაეცანით მასალას „კვალიფიციური კადრების დეფიციტი გერმანიაში“,
გამოყავით ის პროფესიები, სადაც დღესდღეობით ყველაზე მეტად შეინიშნება
კადრების დეფიციტი და რა კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას
ხელისუფლების მიერ პრობლემის გადასაჭრელად? მოცემული ინფორმაცია
დაგეხმარებათ მოხსენების მომზადების დროს საკითხის აქტუალურობის
დასაბუთებაში.

 დაფიქრდით, გააანალიზეთ თქვენს მიერ წაკითხული წყაროები და დაასახელეთ


სავარაუდო საფრთხეები, რომლებიც შეიძლება ახლდეს გერმანიაში შრომითი
მიგრანტების დიდი ნაკადის შემოსვლას.

2
თანამედროვე მიგრაციული პროცესები

ბოლო პერიოდის განმავლობაში მთელ მსოფლიოში საგრძნობლად გაიზარდა მიგრაცია.


წლებთან ერთად საზღვრები ქვეყნებს შორის უფრო და უფრო უხილავი ხდება.
ადამიანებს საშუალება ეძლევათ ისწავლონ და იმუშაონ მსოფლიოს სხვადასხვა
ქვეყნებში. დასაქმების ბაზარი, ისევე როგორც განათლების ბაზარი გლობალური გახდა
და ადამიანებს აღარ უწევთ არჩევანის გაკეთება მხოლოდ საკუთარ სამშობლოში
არსებული შრომის ან განათლების ბაზრის პირობების გათვალისწინებით. სამამულო
განათლების სისტემას და დამსაქმებლებს კი უწევთ კონკურენცია გაუწიონ დანარჩენ
მსოფლიოს, თუმცა ერთი საკითხია დამსაქმებლების და დასაქმებულების ბენეფიტები და
მეორეა რამდენად სასარგებლოა მიგრაცია ქვეყნის განვითარებისთვის.

მიგრაციის ერთ-ერთ მამოძრავებელ ძალად მიჩნეულია უფრო მაღალი ანაზღაურების


მიღების სურვილი. ანაზღაურება კი არის ფასი, რომელსაც ადამიანის ცოდნასა და
უნარებში იხდიან და რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. ადამიანები კი
ამჯობინებენ წასვლას იმ ქვეყნებში, სადაც ანაზღაურება მაღალია. განვიხილოთ უნარების
ბაზრი, სადაც ფასი მოთხოვნა-მიწოდებით რეგულირდება. დავუშვათ, რომ მიგრანტთა
წარმოშობის ქვეყანაში ანაზღაურება დაბალია, რის გამოც მაღალი უნარების მქონე
პიროვნებები ისეთ ქვეყანაში წასვლას ამჯობინებენ, სადაც ანაზღაურება უფრო მაღალია.
შესაბამისად, წარმოშობის ქვეყანაში წარმოიქმნება უნარების დეფიციტი (მცირდება
მაღალი უნარების მიწოდება), რაც ფასს უფრო დაბალი უნარების მქონე
პიროვნებებისთვის მაღლა წევს.

გარდა მაღალ უნარიანი მოსახლეობის მიგრაციისა, მნიშვნელოვანია ასევე სტუდენტების


მიგრაციაც, რომლებიც სწორედ უნარების ასამაღლებლად ტოვებენ ქვეყანას. ერთის
მხრივ განვითარებადი ქვეყნისთვის დადებითი მოვლენაა ის, რომ მის მოქალაქეებს
ეძლევათ საშუალება ეზიარონ განვითარებული ქვეყნების ტექნოლოგიას, მიიღონ ცოდნა,
რის დანერგვას და გაზიარებასაც საკუთარ ქვეყანაში შეძლებენ. მაგრამ მეორეს მხრივ
არის კი ეს ყოველივე ასე? სამწუხაროდ უმეტეს შემთხვევაში პასუხი უარყოფითია.
პრაქტიკიდან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ საზღვარგარეთ
კურსდამთავრებულთა დიდი ნაწილი იშვიათად ბრუნდება განვითარებული ეკონომიკის
მქონე ქვეყნებიდან, განვითარებად ქვეყნებში, რისი მიზეზიც კვლავაც უნარების ფასთა
სხვაობა და ამ უნარების გამოყენების შესაძლებლობაა. ხშირ შემთხვევაში
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნები ნაკლებ რესურსს უთმობენ კვლევასა და
განვითარებას, რაც პირიქით, საკმაოდ პრიორიტეტულია მაღალგანვითარებულ
ქვეყნებში, რაც მაღალი უნარების მქონე პირებს საკუთარი უნარების ეფექტიანად
გამოყენების საშუალებას აძლევთ. ე.წ. “ტვინების გადინება” ქვეყნის ეკონომიკური
ზრდისთვის დადებითი მოვლენა ნამდვილად არაა. აღნიშნულის ნაწილობრივ მაინც
თავიდან ასაცილებლად ჩამოყალიბდა ინიციატივა, რომლის თანახმადაც სახელმწიფო
უზრუნველყოფს სტუდენტების საზღვარგარეთ გაგზავნას, მხოლოდ იმ პირობით რომ
ისინი უკან დაბრუნდებიან. სახელმწიფო კი თავის მხრივ ვალდებული იქნება მათ 6 თვის
განმავლობაში შესთავაზოს ოპტიმალური სამუშაო ადგილი, სადაც სულ ცოტა, 3 წლის

3
განმავლობაში იმუშავებენ. თუმცა, სტუდენტთა დიდი ნაწილის საზღვარგარეთ სწავლას
მასპინძელი ქვეყნები/უნივერსიტეტები აფინანსებენ და არა მათივე სახელმწიფო.
შესაბამისად ისინი არც ვალდებულნი არიან რომ ქვეყანაში დაბრუნდნენ. და აღნიშნული
ინიციატივაც ბოლომდე ამ პრობლემას ვერ გადაწყვეტს, მანამ სანამ ქვეყანაში არ
შეიქმნება მიმზიდველი სამუშაო გარემო, რაც თავად გაუჩენს ემიგრანტებს უკან
დაბრუნების სურვილს.
გარდა ჩამოთვლილი ფაქტორებისა, რომელსაც ქვეყნის ეკონომიკურ ზრდაზე
უარყოფითი გავლენა აქვს, მიგრაციას ქვეყნის ეკონომიკისთვის სიკეთის მოტანაც
შეუძლია, ეს სიკეთე კი საერთაშორისო ფულად გზავნილებში მდგომარეობს.
საერთაშორისო გზავნილები არც თუ ისე იშვიათად ქვეყანაში უცხოური ვალუტის
შემოდინების ერთ-ერთ მთავარ წყაროს წარმოადგენს და ხელს უწყობს ადგილობრივი
ვალუტის გამყარებას. ფულადი გზავნილები ქვეყანაში არსებული ეკონომიკური
კრიზისების დროს განსაკუთრებით ეხმარება ქვეყანის ეკონომიკას. ფულადი გზავნილები
კი სწორედ იმ მიგრანტებისგან მომდინარეობს, რომლებიც უცხო ქვეყნიდან ცდილობენ
ოჯახის წევრების დახმარებას.

შრომითი მიგრაციები გერმანიაში

გერმანია, რომელიც არის ყველაზე დიდი სახელმწიფო უცხოელი მოქალაქეების


რაოდენობის მიხედვით, ხშირად ცვლის მიგრაციული პოლიტიკის ზომებს უცხოური
სამუშაო ძალის მიმართ, რაც დამოკიდებულია ეკონომიკურ კონიუნკტურაზე და
საერთაშორისო სიტუაციის ცვლილებებზე. ოფიციალური მონაცემებით, უცხოელ
მოქალაქეთა რაოდენობამ გერმანიაში 2007 წლის მონაცემებით შეადგინა თითქმის 8
მილიონი ადამიანი, ანუ ქვეყნის მთელი მოსახლეობის 10,0%. გერმანია ყოველწლიურად
იღებს არა მხოლოდ ასი ათასობით იმიგრანტს, არამედ 400 ათასამდე დროებით მუშას,
რომლებიც ავსებენ სწრაფად დაბერებადი ერის შრომითი რესურსების ნაკლებობას.
შრომითი რესურსების იმპორტის სფეროში გერმანიის სახელმწიფო პოლიტიკის
ისტორიაში შეიძლება გამოიყოს რამდენიმე ეტაპი:

პირველი ეტაპი (1950-იანი წლების შუა პერიოდი – 1973 წელი). ეს არის უცხოელი
მუშების აქტიური და ფართომასშტაბიანი მიწვევის პერიოდი, როდესაც გერმანია ახდენდა
მუშახელის მწვავე ნაკლებობის კომპენსაციას, უპირველეს ყოვლისა მშენებლობაში და
მძიმე ხელით სამუშაოების სფეროში. სახელმწიფო პროგრამისა და მთელი რიგი
სახელმწიფოთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ხდებოდა “სტუმარი მუშების” –
გასტარბაიტერების მოზიდვა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებიდან დროებით სამუშაოდ
გერმანიის ეკონომიკაში. ხელმოწერილი იქნა ხელშეკრულებები ესპანეთთან (1960წ.),
საბერძნეთთან (1960წ), თურქეთთან (1961წ.), მაროკოსთან (1963წ), პორტუგალიასთან
(1964წ), ტუნისთან (1965წ.), იუგოსლავიასთან (1968წ.). გერმანიის დასაქმების
ფედერალურმა სამსახურმა ხმელთაშუაზღვისპირეთის ქვეყნებში დაარსა სააგენტოების
ქსელი სამუშაო ძალის დაქირავების მიზნით. ეს სააგენტოები უზრუნველყოფდნენ

4
მუშაკების შერჩევას პროფესიული, ასაკობრივი და განათლების დონის ნიშნით, აგრეთვე
ატარებდნენ პრეტენდენტთა სამედიცინო გამოკვლევას. ქვეყანაში შესული
გასტარბაიტერების რიცხოვნობა იზრდებოდა წლიდან წლამდე. 1973 წლისათვის
უცხოელი მუშების რაოდენობამ გერმანიაში გადააჭარბა 2,6 მილიონ ადამიანს.
კონტრაქტის ვადის დასრულების შემდეგ ბევრმა დროებითმა მუშამ აღარ მოისურვა
სამშობლოში დაბრუნება და, მაშინდელი გერმანიის ლიბერალური კანონმდებლობის
საფუძველზე მათ მოახერხეს მიეღოთ გერმანიის მუდმივი მცხოვრების სტატუსი.

მეორე ეტაპი (1973წ. – 1980-იანი წლების დასასრული) – ეს არის შრომითი მიგრანტების


შემოდინების მკაცრი შეზღუდვის პერიოდი, როდესაც 1973 წელს დაიწყო ენერგეტიკული
კრიზისი და რომელსაც მოჰყვა ეკონომიკური დეპრესია და უმუშევრობის მკვეთრი ზრდა.
გერმანიის მთავრობამ ცალმხრივად გააუქმა შეთანხმებები უცხოური სამუშაო ძალის
მოზიდვის შესახებ და ქვეყანაში ოფიციალურად აკრძალა უცხოელი მუშების შრომის
გამოყენება. გამონაკლისი შეეხოთ იმ პირებს, რომელთა პროფესია იყო
განსაკუთრებულად დეფიციტური და პრესტიჟული (კვალიფიციური ექიმები,
სპორტსმენები, არტისტები და ა.შ.). ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში გერმანია
მსოფლიოში გამოირჩეოდა ყველაზე მკაცრი საიმიგრაციო კანონმდებლობით, რომელიც
შრომითი მიგრაციის შეზღუდვის ადმინისტრაციული ზომების გარდა ითვალისწინებდა
მაღალ გადასახადებსა და ჯარიმებს სამუშაოს მიმწოდებლებისათვის უცხოელი მუშების
მოწვევისა და მათი არაკანონიერი შრომის გამოყენების გამო.

მესამე ეტაპი (1990-იანი წლები) დაკავშირებულია გერმანიის ეკონომიკურ ზრდასთან და


საზღვარგარეთიდან დამატებითი სამუშაო ძალის მოზიდვის განახლებასთან. 1991 წელს
გაუქმდა აკრძალვა გერმანიაში იმ ქვეყნების მოქალაქეთა დასაქმების შესახებ,
რომლებიც არ შედიოდნენ ევროკავშირში. მსოფლიო სოციალისტური სისტემის რღვევამ
შექმნა შედარებით იაფი და კვალიფიციური სამუშაო ძალის მიმწოდებელი ქვეყნები
აღმოსავლეთ ევროპაში. გერმანიის მთავრობამ გამოიყენა ეს ფაქტი თავისი შრომის
ბაზრის შესავსებად და დადო ორმხრივი სახელმწიფოთაშორისი ხელშეკრულებები
აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებთან დროებითი შრომითი მიგრანტების მოსაზიდად. ეს
ხელშეკრულებები ეხებოდა მუშათა სამ ჯგუფს:

• სტუმარ მუშებს (ხელშეკრულებები ითვალისწინებენ ყოველწლიურ რაოდენობრივ


კვოტებს იმ პირთათვის, რომლებიც შემოდიან ქვეყანაში როგორც გასტარბაიტერები
თავიანთი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გერმანიაში.

• სეზონურ მუშებს სამუშაოდ სოფლისა და სატყეო მეურნეობაში, სასტუმროების


სექტორში,ტურიზმის სფეროში, სოფლის მეურნეობის პროდუქციის დასამუშავებლად და
ხის სახერხ საწარმოებში.

• მუშებს, რომლებსაც მოიზიდავენ უცხოური ფირმებისა და კონტრაქტორების გარკვეული


პროექტების შესასრულებლად. ამჟამად ეს მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული
ფორმაა, როდესაც უცხოური ფირმა-კონტრაქტორი იყენებს თავის მუშებს სამშენებლო და

5
მომსახურების სხვა და სხვა სფეროში და იძლევა გარანტიას, რომ მათ უზრუნველყოფს
სოციალური გარანტიებით, გადაუხდის ხელფასებს, და პროექტის დასრულების შემდეგ
დააბრუნებს მათ სამშობლოში.

მეოთხე ეტაპი (2000 წლის 1 აგვისტოს შემდეგ) დაკავშირებულია გერმანიის


იმიგრაციული პოლიტიკის რეფორმირებასთან, რაც გამოწვეული იყო პროფესიონალთა
მწვავე ნაკლებობით კომპიუტერული ტექნიკისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების
სფეროში, აგრეთვე გერმანიის ეკონომიკის ზოგიერთ სხვა სფეროებში.
მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა შეიძლება მსოფლიოს ნებისმიერი
ქვეყნიდან, მათ შორის ვინც არ შედიან ევროკავშირში, და გერმანიის შრომის
სამინისტროს მიერ მათი კანდიდატურის მოწონების შემთხვევაში, შრომით მიგრანტთა
სხვა კატეგორიებთან შედარებით, მათ ეძლევათ უპირატესობა მიიღონ გერმანიაში
ხანგრძლივად ცხოვრებისა და მუშაობის უფლება. ახალი წესდება ითვალისწინებს
უცხოელ სპეციალისტებზე რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, “მწვანე ბარათების”
გაცემას, რომელიც მათ ნებას რთავს იმუშაონ ქვეყანაში ხუთი წლის განმავლობაში.
მთლიანობაში გერმანიის შრომის ბაზარზე შესვლა ევროკავშირის წევრი და არაწევრი
ქვეყნებისათვის პრინციპიალურად განსხვავებულია. ევროკავშირის ქვეყნების
მოქალაქეებს არ ჭირდებათ ნებართვა გერმანიაში სამუშაოდ, მათ მხოლოდ უნდა მიიღონ
ფორმალური ნებართვა საცხოვრებლად, რომელიც მათ ავტომატურად აძლევთ შრომითი
მოწყობისა და სწავლების უფლებას (5 წლამდე ვადით). რაც შეეხება იმ ქვეყნების
მოქალაქეებს, რომლებიც არ შედიან ევროკავშირში, მათ შეუძლიათ შევიდნენ
გერმანიაში ზემოთდასახელებული სახელმწიფოთაშორისი სამი ტიპის შეთანხმებიდან
ერთ-ერთის საფუძველზე, იმ შემთხვევაში თუ გერმანიაში არის განსაკუთრებული
მოთხოვნა მათ პროფესიაზე ან კვალიფიკაციაზე (მეცნიერ მუშაკები, მასწავლებლები,
სპეციალისტები საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროდან, ხელოვნების მოღვაწენი,
სპორტსმენები), და ამასთანავე თუ არის შრომის ფედერალური უწყების თანხმობა.

წყარო

6
კვალიფიციური კადრების დეფიციტი გერმანიაში

„კვალიფიციური კადრების დეფიციტი – ეს არის მთავარი პრობლემა, რომელიც


გერმანიაში საწარმოებს აწუხებთ და ეს პრობლემა შრომით ბაზარზე წლიდან წლამდე
უფრო მწვავედ დადგება“.
როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა განმარტა, სხვადასხვა სფეროში სპეციალისტების
დანაკლისის შევსება უკვე დასაქმებული გერმანელების კვალიფიკაციის ამაღლებით ან
ევროკავშირის წევრი სხვა სახელმწიფოებიდან ახალი კადრების მოზიდვით ვერ
მოხერხდება. საჭიროა, მიგრანტების მოზიდვა ე.წ. მესამე ქვეყნებიდან. გერმანიის
მთავრობის განმარტებით, საუბარია განათლებულ მიგრანტებზე, რომლებსაც შესაბამისი
კვალიფიკაცია აქვთ.

უფრო კონკრეტულად, დღეს გერმანიაში სამსახურის დაწყების შესაძლებელობა აქვს:


კვალიფიციურ მიგრანტებს, რომელთა პროფესიაში კადრების დეფიციატია.
მაგალითისთვის სამედიცინო პერსონალი, რომლებსაც მოხუცებზე მოვლა ევალებათ.
ახალი კანონით, ყველა შეზღუდვა გაუქმდება.

გერმანიაში დასაქმების უმთავრესი მოთხოვნა კი უცვლელია. ეს არის კვალიფიკაციის


დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელსაც გერმანია აღიარებს.

თუმცა, მთავრობა იტოვებს უფლებას, საჭიროების შემთხვევაში კონკრეტული


პროფესიების სპეციალისტების მიღებაზე უარი თქვას. ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ
გერმანიის ეკონომიკის გარკვეულ სექტორში პრობლემები გაჩნდება და დღის წესრიგში
თანამშრომლების შემცირების საკითხი დადგება.

მეორე სავალდებულო მოთხოვნა, რომელიც გერმანიის მთავრობას აქვს – გერმანული


ენის ცოდნაა. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ აუცილებელია ლიტერატურული ენის შესწავლა.
ეს არ ნიშნავს, რომ მიგრანტებს გერმანისტის განათლება უნდა ჰქონდეთ. საუბარია ენის
იმ დონეზე ცოდნაზე, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, საკუთარი პროფესიით
უპრობლემოდ იმუშაონ. შესაბამისად, მზარეულმა სხვა ტერმინები უნდა იცოდეს,
მძღოლმა – სხვა.

ჰუბერტუს ჰაილი, გერმანიის შრომის მინისტრი-გერმანიის მთავრობის ინიციატივა


ითვალისწინებს გერმანული ენის შემსწავლელი კურსების გახსნას მიგრანტების
მშობლიურ ქვეყნებში. კერძოდ, წინასწარი გეგმის მიხედვით, ასეთი კურსების გავლა
შესაძლებელი იქნება გოეთეს ინსტიტუტის სხვადასხვა ქვეყნებში მოქმედ ფილიალებში.

იდეალურ ვარიანტში გერმანიაში ჩასვლამდე მიგრანტს შრომითი ხელშეკრულება


წინასწარ ექნება გაფორმებული. ეს სასურველია და არა სავალდებულო. გერმანიაში
მოხვდებიან ის ადამიანებიც, ვინც ჯერ სამსახურის ძიების პროცესშია. ასეთ მიგრანტებს

7
დასაქმებისთვის ექვსთვიან ვადას მისცემენ. ამ ხნის განმავლობაში ასეთი პირი
სოციალურ დახმარებას ვერ მიიღებს და ხარჯების გაღება თავად მოუწევს.

კიდევ ერთი დამატებითი კრიტერიუმი, რომლითაც გერმანიაში დასაქმების მსურველებს


მიიღებენ, მიგრანტის ასაკი იქნება.

სტატისტიკური მონაცემები

2017 წელს გერმანიამ 11 ათასი შრომითი მიგრანტი მიიღო. ისინი გერმანიაში მოქმედი
პროგრამის Blue Card-ის ბენეფიციარები არიან, რომელიც მაღალკვალიფიციურ
უცხოელებს გერმანიაში საცხოვრებლად გადასვლას უადვილებს.
2017 წელს ყველაზე მეტი სპეციალისტი გერმანიაში ამ ქვეყნებიდან მიიღეს:
1. ინდოეთი – 22,8%
2. ჩინეთი – 9,3%
3. რუსეთი – 6,5%
4. უკრაინა – 4,4%
5. სირია – 3,7%

Blue Card-ის მისაღებად მსურველმა გერმანიის საკონსულოში უმაღლესი განათლების


დამადასტურებელი დიპლომი და გერმანულ კომპანიასთან გაფორმებული შრომითი
კონტრაქტი ან გარანტირებული დასაქმების წინადადება უნდა წარადგინოს. წლიური
ხელფასი, გადასახადების ჩათვლით, წელიწადში 52 000 ევროს უნდა შეადგენდეს.
გამონაკლისია ის პროფესიები, სადაც კადრების მწვავე დეფიციტია. ამ შემთხვევაში
სავალდებულო წლიური ხელფასი 40 ათასი ევროა. 2017 წელს ასეთ პროფესიებად
ითვლებოდა პროგრამისტი, IT სპეციალისტი, ექიმი, მათემატიკოსი და ინჟინერი.

ხელფასები

ინჟინრის პროფესია გერმანიაში ყველაზე მაღალანაზღაურებადია. ძირითადად


ინჟინრებს ქიმიური და ავტომწარმოებელ ქარხნებში ასაქმებენ. ქიმიურ საწარმოში
მომუშავე სპეციალისტის წლიური ანაზღაურება, გადასახადების ჩათვლით, 53 000
ევროა. ავტოინჟინრების საშუალო ხელფასი წელიწადში 51 ათას ევროს აღწევს.
ინჟინრებს ყველაზე მაღალი შემოსავლის მიღება ბადენ-ვიურტემბერგის მიწაზე
შეუძლიათ.

IT სპეციალისტებს ყველაზე მეტს ჰესენში უხდიან. საწყისი ხელფასი წელიწადში 52 ათასი


ევროა. თუმცა, ეს ანაზღაურება მხოლოდ იმ პროფესიონალებს აქვთ, ვინც საბანკო ან
საავტომობილო წარმოების სფეროში დასაქმდება. საშუალოდ კი IT სპეციალისტები
წელიწადში 44 ათას ევროს იღებენ.

8
გერმანიაში ექიმებს წელიწადში საშუალოდ 50 ათას ევროს უხდიან. თუმცა, ექიმად
მუშაობისთვის უცხოელებს სპეციალური ნებართვა სჭირდებათ.

მარკეტინგის სპეციალისტების ხელფასი გერმანიაში დამოკიდებულია მათ აკადემიურ


ხარისხზე. მაგისტრებს, ბაკალავრებთან შედარებით, 20%-ით მეტს უხდიან. მარკეტინგის
სპეციალისტებისთვის ყველაზე სარფიანი ავტოკონცერნებში დასაქმებაა. აქ მათ
წელიწადში 53 ათას ევროს უხდიან.

ქიმიკოსებსა და ფიზიკოსებს უნივერსიტეტში სწავლის დასრულების შემდეგ საშუალოდ


წელიწადში 50 ათას ევროს უხდიან. გეოგრაფებს კი 35 ათას ევროს.

პედაგოგის საწყისი ხელფასი გერმანიაში 37 ათასი ევროა. ამასთან, გერმანიაში ახლა


დაწყებითი კლასების მასწავლებელთა და ტექნიკური საგნების პედაგოგების დეფიციტია.
ამიტომ, ეს პროფესია ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი და პერსპექტიულია.

გაყიდვების სპეციალისტებს ყველაზე მაღალი ანაზღაურება გერმანიის ჩრდილოეთში


აქვთ. საუბარია ელექტროტექნიკურ კონცერნებსა და სამედიცინო აპარატურის
მწარმოებელ კომპანიებში დასაქმებულ პირებზე. მათი ხელფასი წელიწადში 52 ათასი
ევროა.

ადამიანური რესურსების სპეციალისტები გერმანიაში წელიწადში საშუალოდ 42 ათას


ევროს იღებენ. ამ შემთხვევაშიც ყველაზე მაღალი ხელფასი ენერგეტიკულ და
საავტომობილო კომპანიებშია.

ფინანსისტებს ყველაზე მეტად ფრანკფურტში წყალობენ. მაგისტრის აკადემიური


ხარისხის მქონე სპეციალისტები ამ ქალაქში წელიწადში 55 000 ევროს გამოიმუშავებენ.
აკადემიური ხარისხი გადამწყვეტია დისტრიბუტორებისა და ლოჯისტიკის
მენეჯერებისთვისაც. მაგისტრების წლიური საშუალო ანაზღაურება 48 ათასი ევროა.

ყველაზე დაბალი ხელფასები გერმანიაში სპორტის სხვადასხვა სახეობის მწვრთნელებს


და ტურისტული კომპანიების სპეციალისტებს აქვთ.

სად არის ყველაზე მაღალი ხელფასი?

გერმანიის ზოგიერთ რეგიონში კი ვაკანსიების რაოდენობა უმუშევართა რიცხვს აჭარბებს


კიდეც. ასეთია, მაგალითად, ნიდერლანდების საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქი
ნორდჰორნი. ამ დასახლებაში სულ 50 ათასი ადამიანი ცხოვრობს და 100 უმუშევარზე
111 ვაკანსია მოდის. უძრავი ქონების ქირა საშუალო ღირებულების 78%-ს შეადგენს.
ასეთივე სიტუაციაა ბადენ-ვიურტენბურგის მიწაზე, ქალაქ შვებიშ-ჰალში, სადაც
მუშახელის დეფიციტია.

9
თუმცა, როგორც კვლევის ავტორები ამბობენ, ყველაზე მაღალი ხელფასი და იაფი
უძრავი ქონება ბავარიის სხვადასხვა რაიონშია. მაგალითად, ქალაქი რეგენსბურგი,
სადაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ახალი ტექნოლოგიების სპეციალისტები. ამასთან,
ყოველ 100 უმუშევარზე 101 ვაკანსია მოდის, ხოლო ბინის დაქირავება გერმანიის სხვა
რაიონებთან შედარებით, ნახევარ ფასად შეიძლება.

როგორც მკვლევრები ამბობენ, მოსახლეობის გადაბერებისა და შობადობის შემცირების


გათვალისწინებით, სამუშაო ადგილების შესავსებად, გერმანიას 2060 წლამდე,
ყოველწიურად 400 000 კვალიფიციური უცხოელი მიგრანტის მიღება დასჭირდება.

გერმანიის კანცლერმა ახალ ინიციატივაზე ბუნდესტაგშიც ისაუბრა. მისი თქმით,


კომპანიები უცხოელ სპეციალისტებს უნდა დაეყრდნონ. მერკელის განცხადებით, მსხვილ
კორპორაციებს მუშახელის სიმცირის გამო, გერმანიის დატოვება არ უნდა უწევდეთ.

10
11
წყარო:

12

You might also like