Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ირანულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მშობლებს რომლებსაც ჰყავთ სპეციალური საჭიროების

მქონე მოსწავლეები აქვთ მაღალი სტრესი და ოჯახური კმაყოფილების, მენტალური


ჯანმრთელობის დაბალი დონე. ამ მხრივ სტრესის მაღალი დონე სსსმ ბავშვების დედებში
აიძულებს მათ გამოიყენონ აგრესიული აღზრდის სტრატეგიები და ნაკლებად ისარგებლონ
ამ ბავშვებისთვის განკუთვნილი ეფექტური მკურნალობის პროგრამებითა და სერვისებით.
ამგვარი მიდგომა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის განვითარებაზე და იწვევს უფრო
დესტრუქციულ ქცევას. რაც შეეხება პრობლემებს, რომლებსაც სსსმ ბავშვების მშობლები
ირანის სკოლებში აწყდებიან არის ემოციური და სოციალური პრობლემები, სსსმ ბავშვები
გარიყულები არიან დანარჩენ მოსწავლეებისგან. „მას საერთოდ არ ყავს მეგობრები“ ამბობს
ერთ-ერთი მშობელი. ასევე მშობლები ამბობენ, რომ სკოლის დირექციისგან სსსმ
მოსწავლეებისთვის მხარდაჭერას ვერ გრძნობენ და კლასში ძალიან ბევრი მოსწავლეა, ამ
მხრივ მასწავლებელი საკმარის დროს არ უთმობს სსსმ მოსწავლეებს. ასევე უჩივიან
ინფრომაციის ნაკლებობას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იურთიერთონ და ასწავლონ
თავიან შვილებს. ერთ-ერთი პრობლემაა განათლების სამინისტროს მხრიდან სერვისებისა და
სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა.

You might also like