Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ჩემი სიტყვები

მოდით კიდევ ერთხელ გამოვყოთ ძირითადი ცნებები. პიროვნება ეს არის ადამიანის ის


მახასიათებლები, რომლებიც ქცევის შეთანხმებულ გამოვლინებებზეა პასუხისმგებელი.
სტრუქტურა-პიროვნების თეორიის ცნება, რომელიც პიროვნების ყველაზე მყარ და უცვლელ
ასპექტებს მოიცავს. პროცესი-პიროვნების თეორიის ცნება, რომელიც პიროვნების მოტივაციურ
ასპექტებს მოიცავს. ზოგადად, პიროვნების თეორია ახდენს დაგროვილი ცოდნის
სისტემატიზირებას და გვთავაზობს პასუხებს იმაზე, რაც ჩვენთვის ჯერჯერობით უცნობია.
პიროვნება იმდენად რთული ორგანიზაციაა, რომ მისი ახსნისა და გაგებისთვის თეორია
აუცილებელია. ზოგადად ფსიქოლოგი რიგითი ადამიანისგან იმით განსხვავდება, რომ აწარმოებს
სისტემურ დაკვირვებებს, მკაფიოდ აყალიბებს თავის თეორიას და კონკრეტული ვარაუდების
შემოწმების მკაცრ მეთოდებს ქმნის. ამ მხრივ საინტერესოა თუ რა სახის მონაცემებია საინტერესო
ფსიქოლოგისთვის, რომელიც პიროვნებას შეისწავლის,თუ რა ტიპის ინფორმაცია გვჭირდება, რომ
ადამიანის სისტემური კვლევა ვაწარმოოთ. შეგვიძლია გამოვიყენოთ ცხოვრების ჩანაწერები,
დაკვირვების მონაცემები, ტესტირების მონაცემები,თვითანგარიშები. თავის მხრივ ცხოვრების
ჩანაწერები ინფორმაციას გვაძლევს პიროვნების მონაცემების შესახებ, რომლებიც სხვადასხვა
დოკუმენტში და საბუთშია დაფიქსირებული. მაგალითად თუ გვინდა გავიგოთ ინტელექტსა და
სასკოლო წარმატებას შორის კავშირი შეგვიძლია საკლასო ჟურნალებში ჩაწერილი ნიშნები
გამოვიყენოთ. დაკვირვების მონაცემები-დაკვირვება ბუნებრივად შექმნილ სოციალურ
სიტუაციებში ცოცხალი მონაცემების შეგროვების შესაძლებლობაა. მკვლევარს შეუძლია,
უშუალოდ ადევნოს თვალი ადგილზე მიმდინარე მოვლენას და არ დაეყრდნოს მეორად (სხვისგან
მოწოდებულ) ანგარიშებს.ტესტირების მონაცემები- ინფორმაცია, რომელიც ექსპერიმენტული
პროცედურებით ან სტანდარტიზირებული ტესტების მეშვეობით მიღება. ფსიქოლოგიური ტესტის
მთავარ ამოცანას წარმოადგენს ადამიანთა შორის სხვაობის და ერთი ადამიანის სხვადასხვა
პირობებში რეაქციის გაზომვა. თვითანგარიშები-ინდივიდუალური განსხვავებების კვლევისთვის,
პიროვნების ფსიქოლოგიაში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალებაა. თვითანგარიში
ინფორმაციის მიღების მეთოდია, რომელსაც სუბიექტი უშუალოდ გვატყობინებს საკუთარი თავის
შესახებ კითხვებზე პასუხის გაცემით. ამ ტიპის კვლევებში კვლევის მონაწილეებს სთავაზობენ,
რომ ბლანკზე წერილობით უპასუხონ შეკითხვებს, რომლებიც მათი ხასიათის თავისებურებებს,
განწყობებს გრძნობებს, ინტერესებსა და უნარებს შეიძლება ეხებოდეს. თვითანგარიშების
კითხვარებით შესაძლებელია პიროვნების შესახებ უფრო სრული და სისტემატიზირებული
ინფორმაციის მიღება.

You might also like