Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

აღმართ-აღმართ

აკაკი წერეთელი ეროვნულ გამათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი იყო.


თავისი შემოქმედებით იგი, ილიას მსგავსად, ხალხს აფხიზლებდა და მომავლის რწმენას
უნერგავდა. აკაკი ცდილობდა გაეხსენებინა ხალხისთვის, თუ როგორი საამაყო წარსული
ჰქონდათ. აკაკი სწორედ ისეთი ადამიანი იყო, როგორსაც ილია აფასებდა, ადამიანი,
რომელსაც “ძილშიაც არ ეძინა” საქართველოზე დარდით. მოცემულ ლექსშიც წარმოჩენილია
სამშობლო, როგორც სატრფო, რომელიც არის მოტყუებული და სასიკვდილოდ განწირული.

“აღმართ აღმართ ავდიოდი მე ნელა” ლექსის დასაწყისში ლირიკული გმირი აღმართზე


ადის, რაც, როგორც წესი, ღვთისაკენ სწრაფვას ნიშნავს, უფლის გზაზე სიარული რთულია,
როგორც აღმართზე ასვლა. მაღლა ასვლას ჩვენ “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც”
ვხვდებით:”ვინ აღვიდეს მთასა უფლისასა, ანუ ვინ დადგეს ადგილსა წმიდასა მისსა? არამედ
უბრალოჲ ჴელითა და წმიდაჲ გულითა.” მთაზე ასვლისას ლირიკული გმირი ერთწამს
ჩერდება და გადაჰყურებს ხედს, იგი მიწისაგან შორს, მაღლაა, რითიც ავტორი გვეუბნება,
რომ ლირიკულმა გმირმა უკვე დაძლია ხორციელი მოთხოვნილებები და მისგან ყოველივე
ყოფითი შორსაა; მეტიც ავტორი ამბობს:

“სიცოცხლე ვგრძენ, სიკვდილმა ვერ მაშინა”

რითიც ვხვდებით, რომ მისი სული ამაღლებულია, რადგან მან დაძლია ადამიანთათვის
ყველაზე დიდი შიში, სიკვდილის შიში. ამ სიმაღლეზე ავტორს მუზა ეწვია, სიმართლის ხმა
გაისმა

“ხმა სიმართლის შეუპოვრად გაისმა”

სწორედ ამ მომენტში იწყება ლექსის კულმინაცია. პოეტი უკვე სულ სხვა გარემოს გვიხატავს,
სულ სხვა განცდები აღიძრება მის სულში.

“ცის მახლობლად ფეხ ქვეშ ვიგრძენ მიწა მე”

პოეტმა უეცრად იგრძნო მიწის სიმძიმე, მას გაახსენდა თავისი სატრფო, ანუ სამშობლო. მან
უდიდესი ტკივილი იგრძნო, მიუხედავად ღმერთთან მიახლოებისა. სამწუხაროდ აკაკი
სამშობლოს ასე მარტოს ვერ მიატოვებდა.

“და ვიფიქრე ჩემი სატრფო სად არის?”

თითქოს იმ სიმაღლეზე ავტორი მიხვდა რომ სამშობლოს, თავის ქვეყანას, ამ მდგომარეობაში


ვერ დატოვებდა.

“გადვიხედე, ვნახე, რომ სხვას ჰმონებდა!

გამიკვირდა! ვთქვი: “მტერს როგორ მონებდა?”

საქართველო წააგავდა მიამიტს, ვინც “ცხვრის ტყავში გადაცმულ მგელს,” რუსეთის ფუჭ
დაპირებებს, გულუბრყვილოდ მიენდო, საბოლოოდ კი მოტყუებული დარჩა.

“მოხიბლულა, შემცდარია, ის არი!..


ალერსით მთბრალს ვერ უნახავს ისარი!”

საქართველოს სჯეროდა რუსეთის დაპირებების, როგორც მოხიბლულს და ამ მომენტში


გადაწყვიტა ავტორმა სულიერი სიმაღლე გვერდზე გადაედო და სატრფო, სამშობლო,
გაეფრთხილებინა.

“მივაძახე: ჭინჭარში ნუ ვარდები!..

ნუ გგონია იქ ია და ვარდები!”

ია და ვარდები რათქმაუდა სიმბოლოა კარგი ცხოვრების, სამოთხის, ჭინჭარი კი ათასგვარი


გაჭირვების. მტერი საწამლავს აძლევს ავტორის სატრფოს, ამას კი ის ვერ ჰხვდება, პოეტი
ცდილობს, რომ სატრფოს ხმა გააგონოს, მაგრამ მისი ძახილი ამაო აღმოჩნდა, ვერ გაუგეს
ერთმანეთს ავტორმა და სამყარომ, ამ გაუგებრობამ კი გამოიწვია ის, რომ ლირიკული გმირი
გადაწყვეტს თავის სამშობლოსთან ერთად დაიღუპოს.

“დაღმათ-დაღმართ დაუყევი, წა მალით”

“იქ ჩაბრძანდი, სად გელიან ლოდებით,

ბარით, ნიჩბით, კუბოთი და ლოდებით!”

თუ სიკვდილია, ავტორს ურჩევნია სამშობლოსთან ერთად დაიღუპოს და ბოლოს გვხვდება


მტკივნეული სტრიქონი:

“დაივიწყე, ვინც გახსოვდა მარად, ის!”

“მარად, ის” ანუ უფალი, რომლის მხოლოდ ხსოვნა უნდა შემოინახოს და შეწყვიტოს იმ
გზაზე სიარული, რადგან მისთვის, იმ დროისათვის, სამშობლოზე ფიქრი უფრო
მნიშვნელოვანი იყო.

You might also like