Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი

მიღებული შეფასება:

გამსწორებლის
ხელმოწერა

ფაკულტეტი: ბიზნესისა და ინჟინერიის ფაკულტეტი

განათლების საფეხური: მასწავლებლის მომზადების პროგრამა

სტუდენტის გვარი, სახელი: კვირკველია ვერა

სტუდენტის პირ. ნომერი: 48001027450

გამოცდის თარიღი: 6/23/2021

საგანი: განათლების სამართალი

პედაგოგი: ეკა ლუაშვილი

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 სთ.

გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა

კომპონენტები:

დასაშვები მასალა: ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონი.


განათლების სამართალი
დასკვნითი გამოცდის საკითხები

ვარიანტი N3 – C ჯგუფისთვის

ლექტორი: ეკა ლუაშვილი


ქულათა ჯამი: 30

ქულათა გადანაწილების ინსტრუქცია: სტუდენტს ეძლევა 3 დავალება:

1. წერითი სადისკუსიო დავალება - 0-10 ქულა;


2. ერთი კაზუსი - 0-10 ქულა ;
3. 10 ტესტი - ერთი ტესტი - 1 ქულა;
შეფასების სიტემა მოცემულია სასწავლო კურსის სილაბუსში.

სტუდენტი უფლებამოსილია გამოიყენოს კაზუსის ამოხსნის მიზნით ზოგადი განათლების შესახებ


საქართველოს კანონი.

დავალება N1: ბოლონიის პროცესი და საქართველოს განათლების სისტემა, მისი გავლენა საქართველოს
საკანონმდებლო ბაზის ფორმირებაზე (მაქსიმალური შეფასება 10 ქულა)

ა) განმარტეთ ბოლონიის პროცესის არსი; მიმოიხილეთ მოკლედ მისი წარმოშობის ისტორია,.

ბ) იმსჯელეთ ბოლონიის პროცესის დაწყების მიზეზებზე და იმ დოკუმენეტებზე, როემლსაც დაემყარა


ბოლონიის პროცესის პრინციპები;

გ) დაასახელეთ ბოლონიის პროცესის ძირითადი პრინციპები;

დ) მიუთითეთ როდის შეუერთდა საქართველო ბოლონიის პროცესს.

ე) აღწერეთ რა შეიცვლა საქართველოს ბოლონიის პროცესზე მიერთებით ჩვენი ქვეყნის


საგანმანათლებლო სისტემაში.

ვ) ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვა ბოლონიის პროცესის სუსტ და ძლიერ მხარეებზე საქართველოს


განათლების სისტემასთან მიმართებით.
ევროპის 29 ქვეყნის უმაღლეს განათლებაზე პასუხისმგებელმა მინისტრმა 1999 წლის 19 ივნისს
იტალიის ერთ-ერთ უძველეს საუნივერსიტეტო ქალაქში ხელი მოაწერა ბოლონიის დეკლარაციას,
რითაც გამოხატეს საერთო მზადყოფნა მონაწილეობა მიეღოთ უმაღლესი განათლების ერთიანი
ევროპული სივრცის ჩამოყალიბებაში. ბოლონიის დეკლარაციაზე ხელმოწერას წინ უსწრებდა ისეთი
დოკუმენტების მიღება, როგორებიცაა: უნივერსიტეტების დიდი ქარტია (1998) , ლისაბონის კონვენცია
(1997), სორბონის დეკლარაცია (1998). საქართველო ბოლონიის პროცესს შეუერთდა 2005 წელს,
ბერგენის სამიტზე.

ძირითადი პრინციპები:

 უნივერსიტეტი ავტონომიური დაწესებულებაა, რომელსაც ჭეშმარიტად აქვს უფლება კვლევა და


სწავლება დამოუკიდებლად აწარმოოს ნებისმიერი პოლიტიკური და ეკონომიკური
ძალაუფლებისაგან;
 უნივერსიტეტში სწავლება და კვლევა ერთმანეთისგან განუყოფელი უნდა იყოს, რათა სასწავლო
პროცესი არ ჩამორჩეს საზოგადოების ცვალებად მოთხოვნებსა და სამეცნიერო ცოდნის
მიღწევებს;
 კვლევისა და სწავლების თავისუფლება საუნივერსიტეტო ცხოვრების ფუნდამენტური
პრინციპია. ამიტომ, მთავრობებმა და უნივერსიტეტებმა თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში
უნდა უზრუნველყონ ამ ფუნდამენტური მოთხოვნის პატივისცემა. უნივერსიტეტი გმობს
შეუწყნარებლობას და ღიაა დიალოგისათვის; ის იდეალური ასპარეზია ისეთი
მასწავლებლებისათვის, რომლებიც მზად არიან სხვას გაუზიარონ თავისი ცოდნა, განავითარონ
იგი კვლევისა და ინოვაციების საშუალებით და გადასცენ სტუდენტებს, რომლებსაც აქვთ ამ
ცოდნასთან ზიარების უფლება, სურვილი და უნარი;
 უნივერსიტეტი არის ევროპული ჰუმანისტური ტრადიციების მეურვე. იგი მუდმივად
მიისწრაფვის უნივერსალური ცოდნისაკენ. მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას
უნივერსიტეტი სცილდება გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს და ადასტურებს
სხვადასხვა კულტურათა ურთიერთშეცნობისა და ურთიერთგავლენის სასიცოცხლო
აუცილებლობას;
საქართველოს ბოლონიის პროცესზე მიერთებით ჩვენი ქვეყნის საგანმანათლებლო სისტემაში ,
რასაკვირველია, შევიდა ცვლილებები. ცალსახად დაუახლოვდა ევროპულ სტანდარტებს. მაგალითად,
გადავედით სწავლების სამსაფეხურიან სისტემაზე, რომელმაც გაამარტივა საქართველოს განათლების
სისტემის აღქმა სხვა ქვეყნების მიერ, რადგან ეს სისტემა მოქმედებს ევროპაშიც. ცვლილებები შეეხო
ხარისხის უზრუნველყოფის სტანდარტებს, რა თქმა უნდა გაუმჯობესდა, რადგან გაუთანაბრდა
ევროპულ დონეს. გარდა ამისა, ქართული დიპლომი გახდა აღიარებადი , რამაც ხელი შეუწყო ქართველ
პროფესიონალთა ევროპაში ინტეგრაციას. ხორციელდება სხვადასხვა პროგრამები, რომლის
ფარგლებშიც ხდება სტუდენტთა თუ პედაგოგთა მობილობა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში.
მობილობა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისითაც რომ სწავლა ხელმისაწვდომია ყველასათვის და
სოციალური თუ ეკონომიკური პრობლემები არ უშლის ხელს სტუდენტს მიიღოს ხარისხიანი
განათლება.

შეუძლებელია, ამ ყველაფერს არ ჰქონდეს უარყოთი მხარეც. მაგალითად, ჩვენი ქვეყნის ბაკალავრიატის


დიპლომი სერიოზულ პრობლემებს უქმნის ახალგაზრდებს შრომის ბაზრზე, რადგანაც ეს არ არის
საკმარისი და გათანაბრებული დიპლომი ევროპის ქვეყნებთან, ჩვენ გვჭირდება დამატებით 2 წელი
სწავლა, რათა გავუთანაბრდეთ მათ. ეს ფაქტი კი უფრო დიდ პრობლემებს იწვევს იმ კუთხით, რომ
პროფესიონალ კადრთა გადინება ხდება ქვეყნიდან და შეიძლება ითქვას, რომ „იჩაგრებიან“ კიდეც
ქართული დიპლომის მქონე კვალიფიციური კადრები.

დავალება N2. კაზუსი (მაქსიმალური შეფასება 10 ქულა)

15 წლის (მე-9 კლასელ) ნინის საკლასო ოთახში დარჩა ტელეფონი. მასწავლებელმა გაიგონა
ტელეფონის ზარის ხმა და გადაწყვიტა ეპასუხა, შემოსულ ზარს ეწერა „my boy (ჩემი ბიჭი)”.
მასწავლებელმა შემოსულ ზარზე პასუხი გადაიფიქრა. თუმცა ცნობისმოყვარეობის გამო წაიკითხა
ნინის და ამ პირის სასიყვარულო მიმოწერის შესახებ. მასწავლებელმა ეს ყველაფერი მის კოლეგა
მასწავლებლებს უამბო, რომელიც ნინის მშობლების მეზობელია.

შეაფასეთ მასწავლებლის ქმედება სამართლებრივ ჭრილში. პასუხი დაასაბუთეთ ზოგადი განათლების


შესახებ საქართველოს კანონის შესაბამის ნომრებზე დაფუძნებით.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის II თავით განსაზღვრულია მოსწავლის, მშობლის


და მასწავლებლის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, რომელთა დაცვის უზრუნველყოფაც
ერთ-ერთი არსებითი ფაქტორია განათლების უფლების რეალიზებაში.

მითითებული კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსწავლის, მშობლის და


მასწავლებლის პირადი ცხოვრება ხელშეუხებელია.მათ არ შეიძლება მოეთხოვოთ, გაამჟღავნონ
ინფორმაცია თავიანთ პირად ცხოვრებაზე. ამავე მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულია, რომ
დაუშვებელია მოსწავლის და მასწავლებლის პირადი ცხოვრების, კერძო კომუნიკაციის, აგრეთვე
მოსწავლის და მასწავლებლის პირად სარგებლობაში გადაცემული, სკოლის საკუთრებაში არსებული
ქონების ხელშეუხებლობის უფლების თვითნებური შეზღუდვა.
ყოველივე ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, მასწავლებლის ქმედება სამართლებრივ ჭრილში
ყოვლად გაუმართლებელია. ის ამ ორი ქმედებით : ჯერ მიმოწერების წაკითხვითა და შემდეგ ამ
ყველაფრის გამჟღავნებით უხეშად ჩაერია მოსწავლის პირად ცხოვრებაში და შესაბამისად დაარღვია
კანონი.

დავალება N3. ტესტი (მაქსიმალური შეფასება 10 ქულა, თითო ტესტი-1 ქულა)

ტესტი N1.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

პროფესიულ სტუდენტს/მსმენელს უფლება აქვს:

ა)საგანმანათლებლო დაწესებულების/იურიდიული პირის სამართლებრივი აქტებით დადგენილი


წესით ისარგებლოს მისი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით, საინფორმაციო საშუალებებით,
ბიბლიოთეკითა და სხვა სასწავლო რესურსებით;

ბ)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისარგებლოს პროფესიული სტუდენტის


მობილობის უფლებით.

გ) საკუთარი ინტერესების შესაბამისად თავისუფლად დააფუძნოს პროფესიული და სხვა სტუდენტური


ორგანიზაციები ან/და გაერთიანდეს მათში;

დ) პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის და მოდულის/მოდულების შემუშავების,


განვითარებისა და დამტკიცების წესის შესაბამისად პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის
გაუქმების ან პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტიდან ერთ-ერთი კვალიფიკაციის ამოღების
შემთხვევაში, აგრეთვე პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამის შეცვლის შემთხვევაში დაასრულოს სწავლა იმ პროფესიულ საგანმანათლებლო
პროგრამაზე/მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელზედაც სწავლობს, ან ისარგებლოს
პროფესიული სტუდენტის მობილობის უფლებით.

ტესტი N2.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

ბ) პროფესიული მომზადების პროგრამაზე ან პროფესიული გადამზადების პროგრამაზე დაიშვება პირი,


რომელსაც აქვს სულ მცირე საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ა) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) საბაზო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს სულ მცირე
საბაზო ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ)უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე დაიშვება პირი, რომელსაც აქვს არანაკლებ


სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

ტესტი N3.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

კოლეჯი ვალდებულია:

ა)საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილებების


დაინტერესებულ პირთათვის ხელმისაწვდომობა.

ბ)შექმნას ინკლუზიური პროფესიული განათლების განხორციელების პირობები და სპეციალური


საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პროფესიული სტუდენტისა და მსმენელისათვის შეიმუშაოს
ინდივიდუალური სასწავლო გეგმა, რომლის შესაბამისადაც განხორციელდება პროფესიული
სტუდენტისა და მსმენელის სწავლება, სოციალური ადაპტაცია და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
ინტეგრაცია;

გ)უზრუნველყოს პროფესიულ სტუდენტთა და მსმენელთა მიერ უფლებებით თანასწორად


სარგებლობა;

დ)უზრუნველყოს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში პროფესიულ სტუდენტთა, მსმენელთა,


პროფესიული განათლების მასწავლებელთა და სოციალური პარტნიორების მონაწილეობა;

ტესტი N4.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

პროფესიული განათლების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად სახელმწიფო


უზრუნველყოფს:

ა) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და


კარიერული წინსვლის სისტემის განვითარებას;

ბ) პროფესიული განათლების მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის


განვითარების მხარდაჭერას;

გ) პროფესიული განათლების მასწავლებლის მომზადების, პროფესიული განვითარებისა და


კარიერული წინსვლის სისტემის ჩამოყალიბებას;

დ) არც ერთი პასუხი არ შეესაბამება პროფესიული განათლების შესახებ საქართველოს კანონს.


ტესტი N 5.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნების მისაღწევად სახელმწიფო


უზრუნველყოფს:

ა)განათლების ხელმისაწვდომობასა და ღიაობას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ


ფარგლებში;

ბ)უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვისა და ამ დაწესებულებაში კონკურსების


საჯაროობასა და გამჭვირვალობას;

გ) სწავლის, სწავლებისა და პროფესიული განვითარების მეშვეობით ემსახურება მეცნიერების


განვითარებას თავისუფალ, დემოკრატიულ და სოციალური სამართლიანობის გარემოში;

დ) არც ერთი პასუხი არ შეესაბამება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს.

ტესტი N 6.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

აკადემიური თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

ა) სწავლების თავისუფლებისათვის – ლექციების ცხრილისა და სასწავლო კურსის პროგრამების


დამტკიცების საკითხებში;

ბ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების


გამოქვეყნება შეზღუდულია საქართველოს კანონმდებლობით;

გ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების


გამოქვეყნება შეზღუდულია მხოლო იმ შემთხვევაში, თუ ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას.

დ) იმ შემთხვევაში, როდესაც სამეცნიერო კვლევის განხორციელება და ამ კვლევის შედეგების


გამოქვეყნება შეზღუდულია შრომითი ხელშეკრულებით ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო
საიდუმლოებას.

ტესტი N 7.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

ა) სასწავლო უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-


კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის
არარსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს
ხელშეკრულება.
ბ) სასწავლო უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-
კვლევითი საქმიანობის განხორციელებისათვის სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან
გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის
განხორციელების შესახებ.

გ)უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში საქმიანობის


განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის შემთხვევაში
სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება ერთობლივი
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.

დ)უნივერსიტეტს მაგისტრატურისა და დოქტორანტურის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი


საქმიანობის განხორციელებისათვის უნდა ჰქონდეს სათანადო ბაზა, ხოლო ასეთი ბაზის არარსებობის
შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გაფორმებული უნდა ჰქონდეს ხელშეკრულება
ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ.

ტესტი N 8.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

ა) კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად


განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულს შორის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას.

ბ) კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება თავად


განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულს შორის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის
მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება.
კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.

გ)კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა


სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა თავად
განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულს შორის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის
მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება.
კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელი არ არის, თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში
მხოლოდ ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.
დ) კერძო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, (გარდა
სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა) თავად
განსაზღვრავს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და ძირითად საგანმანათლებლო
ერთეულს შორის უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ
კომპეტენციათა გამიჯვნას. კომპეტენციათა გამიჯვნის დასაშვებობა არ ვრცელდება კვალიფიკაციის
მინიჭებაზე, რაც უშუალოდ ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის კომპეტენციას განეკუთვნება.
კომპეტენციათა გამიჯვნა აუცილებელია თუ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მხოლოდ
ერთი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულია.

ტესტი N 9.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

ა) სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს


საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს. საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს
ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა
და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით.

ბ) სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს


საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების (გარდა ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო, საზღვაო,
სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა)
სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“
საქართველოს კანონითა და უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი
წესებით, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირების − სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-
შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო
კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.

გ) სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით აფუძნებს


საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციულ)
იურიდიულ პირს. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირების − სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.

დ) სახელმწიფო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების მიზნით


აფუძნებს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს. საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა ქუთაისის
საერთაშორისო უნივერსიტეტისა, აგრეთვე სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და
სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა) სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს
სამინისტრო „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი
განათლების შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესებით, ხოლო საჯარო სამართლის
იურიდიული პირების − სამხედრო, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებენ შესაბამისი ორგანოები.

ტესტი N 10.

მწვანედ მონიშნეთ ქვემოთ მოცემული სავარაუდო პასუხებიდან ერთ - ერთი.

ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი


თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე
კანონის საფუძველზე სასამართლომ შეუზღუდა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის
უფლება.

ბ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი


თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე
კანონის საფუძველზე სასამართლომ დროებით ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში
საქმიანობის უფლება.

გ) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი


თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის
წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი.

დ) არც ერთი პასუხი არ შეესაბამება უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონს.

You might also like