12 თემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

12.

ადმინისტრაციული საჩივარი და სარჩელი

საჯარო დაწესებულების მიერ საჯარო ინფორმაციის არგაცემის შემთხვევაში მისი მიღების


ერთადერთ ფორმას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გასაჩივრების
უფლება წარმოადგენს. გასაჩივრების უფლებას კანონმდებლობა ორ ნაწილად ჰყოფს:
ადმინისტრაციული საჩივრისა და სარჩელის შეტანის შესაძლებლობის სახით.

ადმინისტრაციული საჩივარი - ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი


ნაწილის ,,ი’’ პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული საჩივარი წარმოადგენს
დაინტერესებული მხარის(ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი,
ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე
პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან
ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.) მიერ უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოში
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით წარდგენილ
წერილობით მოთხოვნას, დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით, იმავე ან ქვემდგომი
ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად
გამოცხადების, შეცვლის ან ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი
მოქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ, რომელიც არ გულისხმობს
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას;

ადმინისტრაციული საჩივარი შედგენილი უნდა იყოს წერილობით და პასუხობდეს ზოგადი


ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს. საჩივარში აღნიშნული უნდა იყოს:

ა) ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომელშიც შეიტანება ადმინისტრაციული


საჩივარი;

ბ) ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენი პირის ვინაობა და მისამართი;

გ) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელება, რომლის ადმინისტრაციულ-


სამართლებრივი აქტი ან მოქმედება საჩივრდება;

დ) გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასახელება;

ე) მოთხოვნა;

ვ) გარემოებანი, რომელთაც ეფუძნება მოთხოვნა;

ზ) ადმინისტრაციულ საჩივარზე დართული საბუთების ნუსხა, თუ საჩივარს რაიმე


დოკუმენტი დაერთვის. თუ ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს გადაეცა
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ადმინისტრაციულ საჩივარს დაერთვება მისი
ასლი.

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის


დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან
სტრუქტურული ქვედანაყოფის არსებობს ზემდგომი თანამდებობის პირი.
ადმინისტრაციული ორგანოს ხელმძღვანელი თანამდებობის პირის მიერ გამოცემული
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის თაობაზე წარდგენილ საჩივარს განიხილავს და
გადაწყვეტს ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო. პირს შეუძლია თავის უფლებათა და
თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს საქართველოს ადმინისტრაციული
საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით.

ადმინისტრაციული ორგანო არ განიხილავს ადმინისტრაციულ საჩივარს, თუ:

ა) არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება ან განჩინება იმავე დავის საგანზე მოსარჩელის


მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობის, ან მხარეთა მორიგების
დამტკიცების შესახებ;

ბ) სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე
საფუძვლით;

გ) არსებობს ამ ორგანოს ან ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება იმავე


საკითხზე;

დ) ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება


იმავე ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით;

ე) საჩივარი შეიტანა ქმედუუნარო პირმა;

ვ) ადმინისტრაციული საჩივარი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

ზ) გასულია ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა.

ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ


ადმინისტრაციულ წარმოებას, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესის შესაბამისად იწყებს მხოლოდ ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენის
შემთხვევაში.

ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს უფლება აქვს ადმინისტრაციული ორგანოს


მიერ გადაწყვეტილების გამოტანამდე უარი განაცხადოს ადმინისტრაციულ საჩივარზე. უარი
ადმინისტრაციულ საჩივარზე გაცხადებული უნდა იქნეს წერილობით. ზეპირი მოსმენის
დროს დაინტერესებული მხარე უფლებამოსილია ადმინისტრაციულ საჩივარზე უარი
განაცხადოს აგრეთვე ზეპირადაც.

თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე აქტით სხვა რამ არ არის


დადგენილი, უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია
ადმინისტრაციული საჩივარი განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს ერთი
თვის ვადაში. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქმისათვის
არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია
ადმინისტრაციული საჩივრის განსახილველად კანონმდებლობით დადგენილ ვადაზე მეტი,
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიტანოს დასაბუთებული
გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ვადის გაგრძელების შესახებ.
ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებიდან არა უგვიანეს 7 დღისა და ამის შესახებ
დაუყოვნებლივ აცნობოს ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს. ადმინისტრაციული
საჩივრის განხილვის ვადა შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს ერთი თვით, თუ კანონით ან
მის საფუძველზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული.

ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის თაობაზე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


მიღებული გადაწყვეტილება წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-
სამართლებრივ აქტს და იგი უნდა აკმაყოფილებდეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტისთვის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ


გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. კანონმდებელი ასევე
ითვალისწინებს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის
შემთხვევაში დაინტერესებული მხარის უფლების დაცვის გარანტიებს. კერძოდ,
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება საქართველოს
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით. ადმინისტრაციული ორგანოს
ქმედება, რომელიც არ არის დაკავშირებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამოცემასთან, გასაჩივრდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით
დადგენილი წესით.

სასამართლო საკუთარი ინიციატივით ვერ დაიწყებს ამა თუ იმ პირის უფლების დაცვას.


სასამართლოში საქმისწარმოებას იწყებს არა მოსამართლე, არამედ დაინტერესებული პირი,
სარჩელის შეტანის გზით.

სარჩელი სასამართლოში - სასამართლოში სარჩელის შესატანად საჭიროა პირმა


სრულყოფილად ჩამოაყალიბოს საკუთარი მოთხოვნები. უნდა გაწეროს ის ფაქტობრივი
გარემოებები და სამართლებრივი საფუძვლები, რაზე დაყრდნობითაც თვლის, რომ მისი
უფლებები შეილახა.

მოსარჩელე არის პირი, რომელიც მიმართავს სასამართლოს, მხოლოდ საკუთარი


დარღვეული ან სადავოდ გამხდარი უფლების დაცვის მოთხოვნით. თუ პირი სასამართლოს
მიმართავს სხვა პირის დარღვეული უფლების დასაცავად, იგი მოსარჩელედ ვერ ჩაითვლება,
იგი შეიძლება მიჩნეულ იქნეს წარმომადგენლად, თუ სათანადო წესის დაცვით აქვს
მინიჭებული მოსარჩელისაგან წარმომადგენლობის უფლებამოსილება.

You might also like