Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

14.

საჯარო ინფორმაციის ცნება

საჯარო ინფორმაცია – ოფიციალური დოკუმენტი (მათ შორის, ნახაზი, მაკეტი, გეგმა, სქემა,
ფოტოსურათი,ელექტრონული ინფორმაცია, ვიდეო და აუდიოჩანაწერები), ანუ საჯარო
დაწესებულებაში დაცული, აგრეთვე საჯარო დაწესებულების ან მოსამსახურის მიერ
სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით მიღებული, დამუშავებული, შექმნილი ან
გაგზავნილი ინფორმაცია, ასევე საჯარო დაწესებულების მიერ პროაქტიულად
გამოქვეყნებული ინფორმაცია.

ყველას აქვს უფლება, გაეცნოს ადმინისტრაციულ ორგანოში არსებულ საჯარო ინფორმაციას,


აგრეთვე მიიღოს მისი ასლები, თუ ისინი არ შეიცავენ სახელმწიფო, პროფესიულ ან
კომერციულ საიდუმლოებას ან პერსონალურ მონაცემებს. ასევე დახურულია და არ გაიცემა
აღმასრულებელი პრივილეგიით დაცული ინფორმაცია.

1.საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ ფიზიკურ პირს 18 წლიდან. არ აქვს


მნიშვნელობა პირის მოქალაქეობას, რელიგიას, სქესს, კანის ფერს, წარმომადგენლობას თუ
შეხედულებებს. მას შეუძლია საჯარო ინფორმაციის მოთხოვნით მიმართოს ნებისმიერ
ადმინისტრაციულ ორგანოს, მათ შორის საქართველოს მთავრობას.

2.იურიდიული პირები(საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია ნებისმიერ იურიდიულ


პირს, რომელიც წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) პირს. მათ შემთხვევაში
მნიშვნელობა არ ენიჭება მათი სამართლებრივი მოწყობის ფორმას, წარმოადგენენ ისინი
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებას, სააქციო იურიდიულ პირს, არასამეწარმეო
იურიდიულ პირს და ა.შ.)

3.წარმომადგენლები მინდობილობის საფუძველზე (მინდობილობა გაცემული უნდა იყოს


ნოტარიუსის, სასწავლებლის, დაწესებულების, საპატიმროს, სამხედრო ნაწილის ან
სამკურნალო დაწესებულების მიერ)

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნა შეუძლია საჯარო დაწესებულებასაც.(საჯარო


დაწესებულება არის სახელმწიფო ან თვითმმართველობის ორგანო ან დაწესებულება,
აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების საფუძველზე საჯარო
დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს;

იმისათვის, რომ მოვიპოვოთ საჯარო ინფორმაცია, უნდა მივმართოდ შესაბამის საჯარო


დაწესებულებას წერილობითი განცხადებით.

განცხადება უნდა შეიცავდეს:

ა) იმ ადმინისტრაციული ორგანოს დასახელებას, რომელსაც მიმართავს განმცხადებელი

ბ) განმცხადებლის ვინაობასა და მისამართს

გ) მოთხოვნას

დ) განცხადების წარდგენის თარიღსა და განმცხადებლის ხელმოწერას


ე) განცხადებაზე დართული საბუთების ნუსხას, მათი არსებობის შემთხვევაში

განცხადებაში აუცილებელი არ არის მიეთითოს საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის მოტივი


ან მიზანი.

აჯარო დაწესებულება ვალდებულია გასცეს საჯარო ინფორმაცია, მათ შორის,


ელექტრონული ფორმით მოთხოვნილი საჯარო ინფორმაცია, დაუყოვნებლივ ან არა
უგვიანეს 10 დღისა.

საჯარო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის


ხელმისაწვდომობა უფასოდ. დაუშვებელია დაწესდეს რაიმე სახის საფასური საჯარო
ინფორმაციის გაცემისათვის, გარდა ასლის გადაღებისათვის აუცილებელი თანხის
ანაზღაურებისა. ასეთ შემთხვევაში გადახდილი თანხა უნდა ემთხვეოდეს ასლის გადაღების
თვითღირებულებას. საჯარო ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული ფიზიკური პირი არ
არის ვალდებული გადაიხადოს ასლის გადაღების საფასური საჯარო დაწესებულებაში მასზე
არსებული პერსონალური მონაცემების ასლის გადაღებისას; კომპაქტურ დისკზე
ინფორმაციის ჩაწერისას ან ინფორმაციის ელექტრონულად გადაგზავნისას.

საჯარო დაწესებულების უარი საჯარო ინფორმაციის გაცემაზე განმცხადებელს უნდა


ეცნობოს დაუყოვნებლივ. საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შემთხვევაში საჯარო
დაწესებულება ვალდებულია გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში პირს
წერილობით განუმარტოს მისი უფლებები და გასაჩივრების წესი, ასევე მიუთითოს ის
სტრუქტურული ქვედანაყოფი ან საჯარო დაწესებულება, რომელთანაც წარმოებდა
კონსულტაცია ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის გადაწყვეტილების მიღებისას.

საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის


შესახებ დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების
ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში. დაინტერესებული პირის ადმინისტრაციულ საჩივარს
განიხილავს და გადაწყვეტს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამომცემი
ადმინისტრაციული ორგანო, თუ იქ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი
თანამდებობის პირი.

ადმინისტრაციული ორგანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული საჩივარის


დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამარლოში.

1.პირს აქვს უფლება, საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო


მოსამსახურის გადაწყვეტილების გაუქმების ან შეცვლის მოთხოვნით მიმართოს
სასამართლოს, აგრეთვე მოითხოვოს ქონებრივი და არაქონებრივი ზიანის ანაზღაურება:

ა) საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმისას, კოლეგიური საჯარო დაწესებულების


სხდომის სრულად ან ნაწილობრივ დახურვისას, საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოებისას;

ბ) არასწორი საჯარო ინფორმაციის შექმნისას და დამუშავებისას;

გ) საჯარო დაწესებულების, სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის მიერ ამ


თავის სხვა მოთხოვნათა დარღვევისას.
2. მტკიცების ტვირთი ეკისრება მოპასუხე საჯარო დაწესებულებას, სახელმწიფო
მოსამსახურეს ან საჯარო მოსამსახურეს.

სასამართლოს უფლება აქვს გამოითხოვოს და განიხილოს გასაიდუმლოებული საჯარო


ინფორმაცია მისი მთლიანი ან ნაწილობრივი გასაიდუმლოების კანონიერების შესწავლის
მიზნით.

სასამართლოს მხარის შუამდგომლობით უფლება აქვს ეს განხილვა აწარმოოს დახურულ


სხდომაზე

საჯარო დაწესებულების გადაწყვეტილება  საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის


შესახებ დაინტერესებული პირის მიერ შეიძლება პირდაპირ გასაჩივრდეს სასამართლოში იმ
შემთხვევაში, თუ საჯარო დაწესებულებაში არ არსებობს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის გამომცემი თანამდებობის პირის ან სტრუქტურული ქვედანაყოფის ზემდგომი
თანამდებობის პირი.  

საჯარო დაწესებულება ვალდებულია ყოველი წლის 10 დეკემბრამდე საქართველოს


პარლამენტს, საქართველოს პრეზიდნეტსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრს
წარუდგინოს ანგარიში, ასევე სავალდებულოა ,,საკანონმდებლო მაცნეში“ დაბეჭდვაც

საჯარო დაწესებულებისათვის პერსონალური მონაცემებისა და კომერციულ საიდუმლოებას


მიკუთვნებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა

საჯარო დაწესებულება ვალდებულია სათანადო წერილობითი თხოვნის საფუძველზე სხვა


საჯარო დაწესებულებაზე ცნობის სახით გასცეს მასთან დაცული პერსონალური მონაცემები
ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია
საჯარო დაწესებულებისათვის საკითხის გადასაწყვეტად, თუ იგი წარუდგენს იმ პირის
წერილობით თანხმობას, რომლის პერსონალურ მონაცემებს ან კომერციულ საიდუმლოებას
წარმოადგენს შესაბამისი ინფორმაცია.

ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული წერილობითი თანხმობა გაცემულად ითვლება, თუ


პირი განცხადებაში ან სხვა რაიმე წერილობით დოკუმენტში გამოხატავს თანხმობას, რომ
საჯარო დაწესებულებამ, რომლისგანაც იგი ითხოვს საკითხის გადაწყვეტას, თავად
გამოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემები ან კომერციულ საიდუმლოებას
მიკუთვნებული ინფორმაცია შესაბამისი საჯარო დაწესებულებისაგან.

სხვისი პერსონალური მონაცემების ან კომერციულ საიდუმლოებას მიკუთვნებული


ინფორმაციის გამცემი და მომთხოვნი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან აღნიშნული
მონაცემების ან ინფორმაციის საიდუმლოება.

You might also like