18 თემა1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

18.

აღმასრულებელი პრივილეგია

აღმასრულებელი პრივილეგიის ცნებას ქართულ კანონმდებლობაში,პირველად ეს


კოდექსი,კერძოდ მისი მესამე თავი ამკვიდრებს.ეს ინსტიტუტი საკმაოდ ცნობილია სხვა
ქვეყნების საჯარო სამართლისათვის,განსაკუთრებით ანგლო-საქსურ სამართლის ქვეყნებში.
ამ ინსტიტუტის არსი იმაში მდგომარეობს,რომ უზრუნველყოფილ იქნეს საჯარო
მოხელეების მიერ წამყვანი სახელმწიფო თანამდებობის პირებისათვის მიცემული რჩევების
კონფიდენციალურობა,საჯარო მოხელეთა მიერ მიცემული რჩევების კონფიდენციალურობა,
ანუ საჯარო მოხელეთა მიერ მიცემული რჩევების მიმათ ინფორმაციის საჯაროობის
პრინციპი არ ვრცელდება და ეს ინფორმაცია დახურული უნდა იყოს. ამავე დროს ეს
ინფორმაცია არ წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას,რადგანაც,სახელმწიფო
საიდულმოებად ინფორმაციის ცნობას განსაზღვრული პროცედურები სჭირდება, რაც
აღმასრულებელი პრივილეგიისათვის სავალდებულო არ არის.

ზაკის 29-ე მუხლის მიხედვით:

აღმასრულებელიპრივილეგია - აღნიშნული ტერმინით აღინიშნება ადმინისტრაციული


ორგანოს უფლებამოსილება, არ გაამჟღავნოს ამ ორგანოს თანამდებობის პირის
გადაწყვეტილებათა მომზადების პროცესში მონაწილე სხვა საჯარო მოსამსახურეთა ვინაობა.

მაგალითად, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროში


მიმდინარეობდა მსჯელობა თბილისში 2015 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩატარების
თაობაზე. გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ, ეს დოკუმენტი გასაჯაროებულ იქნა.
დოკუმენტში ფიგურირებს მხოლოდ მინისტრის სახელი, ვინაიდან სხვა მონაწილეები არ
იყვნენ თანამდებობის პირები.

You might also like