17 თემა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

17.

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე და პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი


პირი

საჯარო ინფორმაციის გაცემაზე უფლებამოსილი სუბიექტები:

-საჯარო დაწესებულება.(საჯარო დაწესებულება არის სახელმწიფო ან თვითმმართველობის


ორგანო ან დაწესებულება, აგრეთვე პირი, რომელიც კანონმდებლობის ან ხელშეკრულების
საფუძველზე საჯარო დაწესებულების სახელით ასრულებს კანონით განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს;)(საჯარო დაწესებულება – ადმინისტრაციული ორგანო, სახელმწიფო ან
ადგილობრივი ბიუჯეტის სახსრებიდან დაფინანსებული კერძო სამართლის იურიდიული
პირი ასეთი დაფინანსების ფარგლებში;)

-ადმ. ორგანო - ნებისმერი პირი, რომელიც ახორციელებს საჯარო სამართლებრივ


უფლებამოსილებას

-კერძო სამართლის იურიდიული პირი - სახელმწიფო ან ადგ. ბიუჯეტის სახსრებიდან


დაფინანსების ფარგლებში

სზაკ-ის 36-ე მუხლის მიხედვით, საჯარო დაწესებულება ვალდებულია ჰყავდეს საჯარო


ინფორმაციის გაცემის უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი საჯარო მოსამსახურე,
რომლის პასუხისმგებლობაც უნდა იყოს საჯარო ინფორმაციასთან დაკავშირებული
საკითხების მოგვარება. ამასთან, მისი საკონტაქტო ინფორმაცია ღია და ხელმისაწვდომი
უნდა იყოს. შესაძლებელია ამ თანამდებობის შეთავსება სხვა თანამდებობასთან, რასაც
თავად საჯარო დაწესებულება წყვეტს. 2013 წლის 1 სექტემბრიდან, ასევე სავალდებულო
გახდა ინფორმაციის პროაქტიულ გამოქვეყნებაზე პასუხისმგებელი საჯარო
მოსამსახურის დადგენა.

ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, უზრუნველყოს საჯარო ინფორმაციის


პროაქტიულად გამოქვეყნება საკუთარ (შესაბამის)  ელექტრონულ რესურსზე.
აღნიშნული ინფორმაცია ღიაა და თანაბრად ხელმისაწვდომია ნებისმიერი პირისთვის.

პროაქტიული გამოქვეყნება − შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით


დადგენილი წესით საჯარო დაწესებულების მიერ საზოგადოებრივი ინტერესის
მატარებელი საჯარო ინფორმაციის ელექტრონულ რესურსებზე განთავსება.

ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია საქმისწარმოებისა და ინფორმაციის


ხელმისაწვდომობის მიზნით გამოიყენოს პროგრამული უზრუნველყოფა და მართვის
ერთიანი ავტომატური საშუალებები; ნებისმიერი ინფორმაცია ან/და დოკუმენტი
მიიღოს, გამოსცეს ან გასცეს მართვის ერთიანი ავტომატური საშუალებების
გამოყენებით, თუ დაინტერესებული პირის მიერ არჩეული არ არის ინფორმაციის
თავისუფლების თავით (ზაკი)განსაზღვრული ინფორმაციის მიღების სხვა ფორმა.
ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია ელექტრონული ასლის სახით შეინახოს
და გასცეს თავის მიერ შექმნილი ან თავისთან დაცული ნებისმიერი დოკუმენტი.
ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ან გაცემულ დოკუმენტში მონაცემები
შეიძლება შეტანილ იქნეს მექანიკური ან/და ელექტრონული საშუალებებით.

მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, ელექტრონულად გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია.


აღნიშნული მომსახურებით სარგებლობა შესაძლებელია მოქალაქის
პორტალიდან MY.GOV.GE.

პორტალზე მოქმედებს რეგისტრაციის 2 მეთოდი:

1. რეგისტრაცია მომხმარებლის სახელითა და პაროლით, რომლის მიღება შესაძლებელია


იუსტიციის სახლის ნებისმიერ ფილიალში;
2. ონლაინ რეჟიმში ახალი პირადობის მოწმობის გამოყენებით.

You might also like