ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 223

ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე

ჩემი თავგადასავალი
და ზოგიერთნი მოგონებანი

აკრძალული
მეხსიერება
ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე

ჩემი თავგადასავალი
და ზოგიერთი მოგონებანი

SOVLAB RED_PANTONE 185 C_C0/M100/Y80/K0 SOVLAB B/W_70%BLACK

თბილისი 2019
ქრისტინე (ბადუ) თოდუა - წულუკიძე, ჩემი თავგადასავალი და
ზოგიერთი მოგონებანი

იდეის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელი: ანა მარგველაშვილი

სტილი (შესავალი და პირთა საძიებელი): ანა ჭაბაშვილი

კორექტურა: ქეთევან გოგობერიშვილი

დიზიანი და დაკაბადონება: მაგდა ცოცხალაშვილი

გამოცემაზე მუშაობდნენ: ირაკლი ხვადაგიანი, თეკლე სულხანიშვილი,


გიორგი კაკაბაძე, მარიამ გოგავა, თამუნა მაჭარაშვილი.

პუბლიკაცია გამოიცა მოქალაქეების შემოწირულობებითა და საბჭოთა


წარსულის კვლევის ლაბორატორიის დაფინანსებით. შემომწირველთა
სია წიგნს თან ერთვის.

ფოტო ყდაზე: ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე, 1910-იან წლებში.


საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
კახი თოდუას კოლექცია.

@საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, 2019

ISBN: 978-9941-8-0112-9
ქრისტინე (ბადუ) თოდუა-წულუკიძე
1898-1981
წინათქმა

საქართველოს უახლესი ისტორიისა და მისი ნაწილის, ქართული


პოლიტიკური ემიგრაციის საკითხის კვლევისას შედარებით იშვიათად
ვხვდებით ქალთა სახელებს. სად არიან ისინი, ქალები, რომლებიც
ემიგრაციაში თან გაჰყვნენ ქმრებს, მამებს, ძმებს და, სამშობლოს
იძულებით მოწყვეტილებმა, მათთან ერთად ზიდეს ემიგრაციის
სიმძიმეები? განა ყველამ გაუძლო სახლიდან შორს ყოფნას, ხიზნების
მძიმე ცხოვრებას, გაჭირვებას, შიმშილს და დამცირებასაც კი?

ეს უჩინარი ქალები გვერდით ედგნენ თავიანთ პოლიტიკურად აქ­


ტიურ ოჯახის წევრებს, ზურგს უმაგრებდნენ მათ და, როგორც ირკ­
ვე­ვა, ხშირად არჩენდნენ კიდეც თავისიანებს ხელსაქმით ან სხვა­­
გვა­რად. მაგრამ უფრო ხშირად მათ შესახებ არაფერი ვიცით. არ
ვი­­­­ცით, რას საქმიანობდნენ, როგორ უმკლავდებოდნენ უამრავ სიძ­
ნე­­­ლეს, უცხოეთში გადახვეწილთა ყოფას რომ ახლავს, რა მონაწი­
ლეო­ბას იღებდნენ თუნდაც ქართული სათვისტომოს ცხოვრებაში,
რით ირჩენდნენ თავს და, საერთოდ, რა ბედი ეწიათ... კვლევის პრო­­
ცესში მათი იდენტიფიცირებაც კი ურთულესი პრობლემაა და ხში­
რად დადგენა ვერ ხერხდება – თით­ქოს მათ არაფერზე მოხდომიათ
უარის თქმა, თითქოს არაფერი ჰქო­ნიათ მოსაყოლი და სხვებისთვის
გასაზიარებელი, თითქოს არც არსებულან... იშვიათად ვხვდებით
სწორედ ქალის თვალთახედვით დანახულ, თითქოსდა ერთი
შეხედვით ნაცნობ ისტორიებსაც.

ცოდნა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აქვს 1921 წლის საბჭოთა


ოკუპაციის შედეგად საქართველოდან ემიგრირების თაობაზე, ძირი­
თადად ემიგრაციის პოლიტიკური ცენტრის - საფრანგეთის ქართული
სათვისტომოს ისტორიით შემოიფარგლება. გაცილებით ნაკლებადაა
ცნობილი სხვა ქვეყნებში მოხვედრილი ქართველი ემი­გრანტების
ცხოვრება, რომელთაც ხშირად უფრო მძიმე წინააღმდეგობათა გა­
და­ლახვა უწევდათ უცხო საზოგადოებასთან შეგუებისა და თვით­
დამკვიდრების პროცესში. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
ადგილი უჭირავს გერმანიას, სადაც ემიგრაციის პოლიტიკურ ცენტრს
1921-1945 წლებში წარმოადგენდა ბერლინი, მოგვიანებით კი მიუნხენი.
5
1921 წლიდან გერმანია თავშესაფრად აირჩიეს ძირითადად იმათ,
ვისაც მანამდე, ჯერ კიდევ 1910-იან წლებში, სწორედ ამ ქვეყნის
სხვადასხვა უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული, ან
სხვაგვარად იყო დაკავშირებული მასთან. ზოგადად, ქართულ-
გერმანული ურთიერთობები კი, მათ შორის დიპლომატიური, უფრო
შორიდან იღებს სათავეს. ბერლინში 1921 წლიდან ცხოვრობდნენ
არა მარტო პოლიტიკური ემიგრანტები, არამედ ის სტუდენტებიც,
რომლებიც საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის სამთავ­
რობო სტიპენდიით ან მის გარეშე ეუფლებოდნენ განათლებას სხვა­
დასხვა უმაღლეს სასწავლებელში და, ასევე, 1920-იანი წლების და­
საწყისში საქართველოდან იძულებით გასახლებული პირები. 1940
წლიდან ბერლინის ქართველთა სათვისტომოს ის ქართველი სამ­
ხედ­რო ტყვეებიც უერთდებოდნენ, რომლებმაც სწორედ ქართველი
ემიგრანტების მეშვეობით დააღწიეს თავი ტყვეობას. ყოველივე
ამას თუ გავითვალისწინებთ, ბერლინის სათვისტომო საკმაოდ
წარ­­მომადგენლობითი უნდა ყოფილიყო და, მიუხედავად ამისა,
ის დღემდე ნაკლებად არის გამოკვლეული და შესწავლილი. საკ­
მაო სირთულეს წარმოადგენს სწორედ აქ მცხოვრებ იმ პირთა
იდენტიფიკაცია, რომელთა სახელებიც სხვადასხვა საარქივო და
ისტორიულ დოკუმენტში გვხვდება, აქაც - განსაკუთრებით ქალების.

˟˟˟

ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების ოჯახი სწორედ – ბერლინის


პოლიტიკურ ემიგრაციას მიეკუთვნებოდა. ქრისტინე (ბადუ) თოდუა
წულუკიძეც, სხვა მრავალი ქალის მსგავსად, პოლიტიკურ და საზო­
გადოებრივ ცხოვრებაში ჩართულ ქმარს გაჰყვა ემიგრაციაში.
სწორედ მის მოგონებებს და ჩანაწერებს წარმოადგენს წინამდებარე
წიგნი, რო­მე­ლიც გამოიცემა „სოვლაბის“ საგამომცემლო სერიით
„აკრძა­ლუ­ლი მეხსიერება“.

წიგნი ორნაწილიანია და ორი სხვადასხვა ტექსტისგან შედგება.


პირ­­ველი ნაწილი უშუალოდ ქრისტინე თოდუა-წულუკიძის მოგო­
ნებები და დღიურებია. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც
ემიგრაციაში ქალის მიერ ჩანაწერები შეიქმნა, ჩვენამდე მოაღწია

6
და დღის სინათლეც იხილა, თუნდაც ნახევარი ან მეტი საუკუნის
დაგვიანე­ბით. ემიგრანტული ყოფის და სხვა მოგონებების ჩაწერა-
დოკუმენტი­რე­ბა ქრისტინემ 1950-იანი წლებიდან დაიწყო და,
როგორც შეძლო, თავი მოუყარა ოჯახის ისტორიას. წიგნს თან
დავურთეთ საოჯახო არქივ­ში დაცული რამდენიმე მნიშვნელოვანი
წერილი და ფოტომასალა, თხრობის სტილი სრულად არის დაცული.

თხრობა, რომელიც მოიცავს პერიოდს 1921 წლიდან დაახლოებით


60-იანი წლების ბოლომდე, თავიდან მწყობრი და მეტ-ნაკლებად
თანმიმდევრულია; თუმცა მოგვიანებით, 1940-იანი წლების შემდეგ,
მოგონებები და დღიურები ისე ცვლის ერთმანეთს, ხშირად ქრონო­
ლოგიისთვის თვალის მიდევნება ძნელდება, თუმცა ჩვენ ვეცადეთ
მასალა შეძლებისდაგვარად დაგველაგებინა. რამდენიმე ადგილას
ვხვდებით, რომ ავტორს აქ ამა თუ იმ წერილის, ფოტოს, დოკუმენტის
ან საგაზეთო ამონარიდის ჩართვა ჰქონდა გაზრახული; მათი ნაწი­
ლის შევსება შევძელით, თუმცა ავტორისათვის სასურველმა მასა­
ლამ ჩვენამდე მთლიანად ვერ მოაღწია. ასევე, ძნელი აღმოჩნდა
ტექსტში ნახსენებ პირთა ვინაობის სრულად დადგენა და მითუმეტეს
მათი ბიოგრაფიების აღდგენა.

ის, რომ ჩანაწერები, სათაურით „ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი


მოგონებანი“ მკითხველისთვის იყო გათვალისწინებული, ნათლად
ჩანს. „თავგადასავალი“ მოგვითხრობს თოდუა-წულუკიძეების ოჯა­­
ხის ისტორიას, ქრისტინეს პირადი განვითარების, წინსვლის ამ­
ბავს, მის თავდაუზოგავ ბრძოლას პროფესიული სრულყოფის მი­
საღ­წევად, უკიდურესი გაჭირვების დასაძლევად და ძლიერი,
უზრუნველყოფილი ოჯახის შესაქმენლად; ბრძოლას ერთადერთი
შვილის, გოგი წულუკიძის, უკეთესი მომავლისათვის. და მოგ­
ვითხრობს მუდამ თანმხლები სევდის: სახლის, მშობლების, ახლობ­
ლების უზომო მონატრებისა და მარტოობის ამბავს.

ტექსტის მეორე ნაწილი კი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თო­


დუას დღიურია. დღიური 1921 წლის 8 მარტიდან 28 აპრილამდე
იწერებოდა და ზედმიწევნით ასახავს ამ ორთვიან პერიოდს და
ამბავს, თუ როგორ ტოვებდა საქართველოს იონა თოდუა თავის
დასთან, ქრისტინე თოდუასა და სიძესთან - მიხეილ წულუკიძესთან
ერთად. ტექსტი მხოლოდ ამ ერთი ოჯახის გაქცევის ქრონიკას კი
7
არა, სხვა მსგავსი ბედისწერის ადამიანების ისტორიასაც მოგ­
ვითხრობს და დეტალურად აღწერს საქართველოდან ოსმალეთში
გაქცევასთან დაკავშირებულ გაორებულ გრძნობებს, არეულ ემო­
ციებსა და ფიქრებს, სასოწარკვეთასა და დარდს ოჯახსა და ქვე­
ყანაზე, ასევე, - შიმშილისა და გაჭირვების ამბებს. დღიური ერთ­
გვარად ქრისტინე თოდუას ემიგრაციის ამბის დასაწყისია და ამიტომ
ის წიგნს თან დავურთეთ, როგორც საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის
უნიკალური დოკუმენტი, ამსახველი ერთი ჩვეულებრივი ადამიანის
გამოცდილების და განცდებისა დიდი ქარტეხილების დროს და,
აგრეთვე, როგორც ზოგადად იმჟამინდელი გარემოს და მისი კონ­
ტექსტის უკეთ წარმომჩენი მასალა.

დოკუმენტების ორიგინალები - ორივე ტექსტი, დღემდე ბერლინში,


მიხეილ და ქრისტინე წულუკიძეების საოჯახო არქივში, მათ
შვილიშვილთან - თენგიზ წულუკიძესთან ინახება. ჩვენ ქრისტინე
თოდუას მოგონებების ხელნაწერებზე მუშაობა 2015 წელს დავიწყეთ
და ძალზე მადლიერი ვართ ბატონი თენგიზისა ამ განსაკუთრებული
თანამშრომლობის და ნდობისათვის. მან მარტო გადმოგვცა საო­
ჯახო არქივში შემონახული მასალა და მათი გამოქვეყნების ნება
კი არ დაგვრთო, რათა დაინტერესებული მკითხველისათვის ხელ­
მისაწვდომი გაგვეხადა პიროვნულად გამორჩეული ქალის ჩანა­
წე­რები და სხვა მასალები, არამედ თავადაც გვეხმარებოდა სამუ­
შაო პროცესის დროს ინფორმაციის დაზუსტებაში, მასალების
გა­­­­მოვლენასა და დიგიტალიზაციაში; მასალებისა, რომლებიც, თა­ვის
მხრივ, შეავსებს საქართველოს უახლეს ისტორიას და ბედის უკუღ­
მართობით გამქრალი წყაროებით გამოწვეულ სიცარიელეს.

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ თავისი საგამომ­


ცემლო სერიით „აკრძალული მეხსიერება“ ცდილობს, ისტორიას
დაუბრუნოს და საზოგადოებამდე მიიტანოს დაფანტული, ტაბუ­
და­დებული, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიიდან საბჭოთა ტო­
ტალიტარული სისტემის ძალისხმევით უკვალოდ გამქრალი ადა­
მიანების ბედისწერა, მათი ამბები, ხმები... ამ სერიის სლოგანია „ერთი
ადამიანი, ერთი ბედისწერა, საერთო ისტორია“. ქრისტინე წულუ­
კიძის მოგონებებიც სწორედ ამ ეპოქას ეკუთვნის და, მიუ­ხე­და­ვად
იმისა, რომ ავტორი მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ,

8
ბერლინში, საბჭოთა გავლენის ნაწილში მშვიდობიანად ცხოვრობდა,
იმ წლებში ჩანაწერების გასაჯაროება მაინც არ იყო შესაძლებელი.

თხრობა საკმაოდ თავშეკავებული და მოზომილია, ავტორი


გვერდს უვლის იმ დროის მძიმე პოლიტიკურ გარემოს, ქართული
ემიგრაციის ყოფას ამ გარემოში და, ასევე, ქართული ემიგრაციის,
შესაძლოა, მისთვის ცნობილ შიდა ურთიერთობებს, კონფლიქტებს
და სხვა ამბებს; მიუხედავად ამისა, წარმოდგენილი ტექსტი მაინც
წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება გერმანიაში ქართული ემიგრაციის
ისტორიის კვლევის საქმეში და თავის წვლილს შეიტანს ერთანი
სურათის აღდგენაში.

ამ წიგნთან დაკავშირებით კიდევ ის მომენტია განსაკუთრებული,


რომ მისი გამოცემისთვის საჭირო სასტამბო ხარჯები საქართველოს
მოქალაქეების შემოწირულობებით შეგროვდა. ესენი არიან
ადამიანები, რომლებიც მხარს უჭერენ „საბჭოთა წარსულის კვლე­
ვის ლაბორატორიის“ საქმიანობას, გააზრებული აქვთ უახლესი
ისტორიის შესწავლის, საკუთრივ მემუარებისა და, განსაკუთრებით,
ქალების ჩანაწერების წინ წამოწევის მნიშვნელობა. შემომწირველ­
თა სია წიგნს თან ერთვის. ორგანიზაციის სახელით მადლობას ვუხ­
დით ყოველ მათგანს ნდობისათვის. უიმათოდ ეს წიგნი არ იქნებოდა.

აქვე უნდა აღინიშნოს ბატონი მაგალი თოდუას (მაგალი თოდუას


ბაბუა გოგი და დავით თოდუა ბიძაშვილები იყვნენ), მისი
შვილიშვილის თამარ ლეკვეიშვილისა და ქრისტინე თოდუას ძმის,
იონას შვილიშვილის, ბატონი კახი თოდუას მხარდაჭერა წიგნის
რამდენიმეწლიანი მომზადების პროცესში. მათი ინტერვიუებისა და
გვერდით დგომის გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა, ქრის­
ტინეს მამის – დავით თოდუას ოჯახური პორტრეტის აღდგენა.
ბატონი მაგალი ამ კვლევის დასრულებას მოუთმენლად ელოდა,
მაგ­რამ იგი რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა და, სამწუხაროდ,
ვერ მოესწრო იმ დღეს, როცა ნაშრომმა დღის სინათლე იხილა.

ამ წიგნს ვუძღვნით 1921 წლის პოლიტიკურ ემიგრაციაში წასულ ქა­


ლებს, რომელთა სახელებიც ისტორიამ ან საერთოდ ვერ შემოგვინახა,
ან ისე მწირად, რომ მათ შესახებ ფაქტობრივად არაფერი ვიცით.
თითქოს არც კი ყოფილან... არც კი უარსებიათ...

9
˟˟˟

ქრისტინე თოდუა (07.12.1898 - 02.05.1981) დაიბადა მღვდლის, დავით


თოდუასა და ნატალია გეგეჭკორის ოჯახში. მას ჰყავდა ორი ძმა -
ღენტორი და იონა და ორი და - მარიამი და ელისაბედი. დავით
თოდუა სოფელ სალხინოში დადიანების კარის ეკლესიის მღვდელი
გახლდათ და იქ მსახურობდა; განათლება მას გრიგოლ დადიანის
ხელშეწყობით მიუღია რუსეთში1; თოდუების ოჯახს სახლი სოფელ
დოშაყეშიც ჰქონია. შესაბამისად, ბადუს (ასე ეძახდნენ ქრისტინეს
შინაურები) მოგონებები ორივე სოფელს, დოშაყესა და სალხინოს
შეეხება. ქრისტინემ განათლება ქუთაისში მიიღო. როგორც ბატონი
მაგალი თოდუა ოჯახში გაგონილ ამბებს იხსენებდა, კვირაობით
ქრისტინე სახლში ბრუნდებოდა, რადგან სალხინოში, პრინცი
მიურატის ეზოში ჯარობა (დროის ტარება და სათამაშო შეჯიბრებანი)
იმართებოდა და იქ ბატონი მაგალის მამას, არე თოდუას ეჯიბრებოდა
ხოლმე.

საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში ქრისტინე სოხუმში


მუშაობდა მასწავლებლად ქალთა ეპარქიულ გიმნაზიაში. 1920 წელს
სწორედ აქ გაიცნო მან მომავალი მეუღლე, სოციალ-დემოკრატი,
ლიტერატორი მიხეილ წულუკიძე2, რომელიც აფხაზეთის ეროვნული
საბჭოს წევრი იყო. მიხეილს იმხანად გერმანელი მეუღლე ჰყავდა,
თუმცა მასთან გართულებული ურთიერთობები ჰქონდა და 1920
წლის ივნისში განქორწინდა კიდეც. ამ ქორწინებიდან მას ერთი
ქალიშვილი, მარიამ (მარი, მერი) დარჩა. მანამდე ქრისტინესა და
მიხეილის ურთიერთობამ არაერთ გამოცდას გაუძლო. სოხუმში
მარტო წასულ ახალგაზრდა ქალს, რომელმაც მშობლების ნებარ­
თვის გარეშე გააკეთა თავისი არჩევანი, მრავალი დაბრკოლების
გადალახვა მოუხდა. ცოლიანი (მიუხედავად განქორწინების პრო­
ცესში ყოფნისა) კაცის სიყვარული განსჯისა და ქილიკის საგანი
გამხდარა ნაცნობთა წრეში. მშობლების წინაშე ქრისტინე თავს
დამნაშავედ გრძნობდა.

1 მაგალი თოდუას მოგონება ჩაწერილია 11.06.2015, ინტერვიუერი: ანა მარგვე­


ლაშვილი.
2 წინამდებარე ტექსტებში ნახსენები პირების შესახებ მცირე ბიოგრაფიული ცნო­­
ბები იხილეთ პირთა საძიებელში, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სამწუხაროდ ნახსენები
პიროვნების იდენტიფიცირება მხოლოდ ნაწილობრივ მოხერხდა.

10
მიხეილ წულუკიძის წერილი ქრისტინე თოდუას, 1920 წლის 21 მაისი, ფოთი. საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის
კოლექცია.
1920 წლის 20 მაისს ის სოხუმიდან სწერდა მიშას:
„აი, ამ წუთს, საშინელი ტირილით გამომეღვიძა. სიზმარი ვნახე: ჩემ
ტანჯულ მამის წინ მუხლმოყრილი, პატიებას ვთხოვდი, რომ ასეთი
ძნელი საკითხი, ან სიცოცხლე ან სიკვდილი, მათდა დაუკითხავად
გადავწყვიტე. არ ვიცი, მაპატია თუ არა, მხოლოდ მისი ცხელი
ცრემლებით თმა სულ დასველებული მქონდა.“

მიხეილის განქორწინების შემდეგ ქრისტინემ და მიხეილმა დაქორ­


წინება შეძლეს. წყვილს ერთმანეთთან უსაზღვრო სიყვარული
აკავშირებდა. მაგრამ მათი მშვიდი ცხოვრება გამორჩეულად საყ­
ვა­რელ და ძვირფას სოხუმში, ქალაქში, რომელმაც ისინი ერთი­
მე­ო­რესთან დააკავშირა, დიდხანს არ გაგრძელებულა. 1921 წლის
თებერვალში, საბჭოთა ოკუპაციისა და იმხანად მიხეილის პოლი­
ტიკურ-საზოგადოებრივი საქმიანობის გამო წყვილმა საქართველოს
დატოვება გადაწყვიტა. ქრისტინე წულუკიძის მოგონებებს მუდმი­
ვად გასდევს თან სოხუმისა და სალხინოს პერიოდების განსაკუთრე­
ბული მონატრება.

წასვლამდე ისინი მცირე ხნით სამტრედიაში ჩავიდნენ ქრისტინეს


ოჯახთან შესახვედრად და დასამშვიდობებლად. აქ გაიცნეს ერთ­
მანეთი მიხეილ წულუკიძემ და ქრისტინეს მამამ - დავით თო­დუამ.
სამტრედიაში წყვილს ქრისტინეს ძმა, იონა თოდუა, შეუ­ერთდა და
სამივენი ჯერ ბათუმში გაემგზავრნენ და შემდეგ კი სტამბოლში.
ამ გაქცევის თუ გამგზავრების ამბავი, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ,
იონა თოდუას დღიურმა შემოგვინახა. იონა თოდუა სავარაუდოდ
მაისში სამშობლოში დაბრუნდა სხვა დევნილებთან ერთად.
ჩანაწერებიანი ბლოკნოტი მას ან სიჩქარეში დარჩა, ან თვითონ
შეგნებულად დაუტოვა დას. იონა თოდუა სხვა უკან დაბრუნებულ
პირებთან ერთად კონსტანტინოპოლიდან ბათუმში ჩამოსვლისთა­
ნავე დააკავეს და რამდენიმე დღით ჰყავდათ დაპატიმრებული; 1922
წელს ის სამტრედიაში კვლავ დააკავეს. შესაძლოა, იმიტომ, რომ
იმხანად 11 თებერვალს, საბჭოთა რუსეთის საქართველოზე თავ­
დასხმის წლისთავთან დაკავშირებით გამართული საპროტესტო
გამოსვლების გამო პრევენციული წმენდები ტარდებოდა. ოციან
წლებში ის სამტრედიაში ცხოვრობდა და სავარუდოდ რკინიგზის
სისტემაში მუშაობდა. შემდეგ კი, იონა ოჯახთან ერთად ძირითადად

12
თბილისში ცხოვრობდა და პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
სამწუხაროდ, მეტად ვერ მოხერხდა იონა თოდუას ბიოგრაფიის
აღდგენა.

მოგვიანებით ქრისტინე თოდუა-წულუკიძე მოგონებებში წერდა:


„არ ვიცოდი, საით ან რატომ მივდიოდი, რამდენი ხნით ან რა მომავ­
ლით. მხოლოდ ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი ქმარი საზღვარგარეთ
მიდიოდა და მე, როგორც მისი მეუღლე, ძალაუნებურად თან უნდა
გავყოლოდი.“

სწორედ ეს გაურკვეველი მომავალია ასახული ქრისტინე თოდუას


მოგონებებსა და დღიურებში.

მიხეილ და ქრისტინე წულუკიძეებმა, სხვა ქართველ ემიგრანტებთან


ერთად დაახლოებით 1922 წლისთვის გერმანიაში, ბერლინში ჩააღ­
წიეს. და სწორედ აქედან იწყება ოჯახის ცხოვრების ახალი, გრძელი
და სირთულეებით აღსავსე ეტაპი. უკიდურესი გაჭირვების გამო
წულუკიძეები ბერლინთან ახლოს ადლერსჰოფში, წითელი ჯვრის
ლტოლვილთა ბანაკებში დასახლდნენ და იქ წლების მანძილზე
ცხოვრობდნენ. 1922 წლის 9 სექტემბერს მათ ვაჟი, გოგი წულუკიძე
შეეძინათ.

მრავალწლიანი იმედისა და მოლოდინის შემდეგ, ოციანი წლების


ბოლოს, ქრისტინე წულუკიძემ გააცნობიერა, რომ ისინი სამშობ­ლო­
ში დაბრუნებას ვეღარ შეძლებდნენ. სწორედ ეს მომენტი აღმოჩნ­და
მისთვის გარდამტეხი. რეალობის მიღებამ მას მოქმედებისკენ უბიძგა.
ქრისტინემ გადაწყვიტა, სამედიცინო ფაკულტეტზე ჩაებარებინა
უნივერსიტეტში და მიაღწია კიდეც ამას. როგორც უცხოელს,
სწავლის პროცესში განსაკუთრებით დიდი ჯაფა დაადგა, თუმცა
შეუპოვარი, მიზანსწრაფული ხასიათის წყალობით 1935 წლისთვის
წარმატებით დაასრულა ძირითადი კურსი და დოქტორანტურაში
განაგრძო სწავლა. წლების მანძილზე სწავლისა და მუშაობის შედეგად
ქრისტინემ მოახერხა, ფეხზე დაეყენებინა ოჯახი, 1930-1940 წლებში
შეძლო, თავი დაეღწია უკიდურესი გაჭირვებისთვის, რაც ქართველი
ემიგრანტების უმეტესი ნაწილის ხვედრი იყო. ჩანაწერებში, რომლის
გაცნობის საშუალებაც ახლა ეძლევა მკითხველს, ჩანს, რომ ქრისტინე
ამაყობდა თავისი განვლილი ცხოვრებითა და მიღწევებით.
13
ომის წლებში ბერლინი ხშირად იბომბებოდა. ოჯახის ამ პერიოდის
და, განსაკუთრებით, 1943-1944 წლების ისტორია საოჯახო არქივში
დაცულმა მიხეილ წულუკიძის წერილებმა შემოგვინახა, რომლებსაც
ის სხვადასხვა ადგილიდან სხვადასხვა ადგილზე სწერდა ცოლ-
შვილს. ამ მიმოწერიდან ირკვევა, რომ ოჯახი ბერლინის დატოვების
ალბათობასაც განიხილავს. ომის ბოლო წლებში ბერლინი მართლაც
არაერთმა ემიგრანტმა დატოვა, რადგან აქ ცხოვრება საშიში იყო
თითქმის უწყვეტი დაბომბვების გამო. ასევე, სავარაუდო იყო, რომ
გერმანიის დამარცხების შემთხვევაში საბჭოთა ხელისუფლება მკაცრად
გაუსწორდებოდა იმ ემიგრანტებს, ვინც საბჭოთა კავშირში, მათ შორის
საბჭოთა საქართველოში, ცხოვრება სწორედ იდეოლოგიური და
პოლიტიკური მოსაზრებების გამო არ მოინდომა და ემიგრაციაშიც
ანტისაბჭოთა, პროქართული, ეროვნული ხასიათის საქმიანობით
გამოირჩეოდა. ამ შიშისთვის სრული საფუძველი არსებობდა, მაგრამ
წულუკიძეებმა ბერლინის დატოვება ვერ მოახერხეს. იმ დროს ქრისტინე
უკვე წარმატებული ექიმი იყო და თან სამეცნიერო ნაშრომსაც წერდა.

ამავე დროს გოგი წულუკიძე სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა


და დამთავრებამდე კიდევ 4-5 სემესტრი ჰქონდა დარჩენილი.
ქრისტინესთვის, რომელსაც სულ თხუთმეტიოდე წლით ადრე ჰქონ­
და ნულიდან დაწყებული ცხოვრება, განსაკუთრებით ძნელი უნდა
ყოფილიყო ბერლინისა და, შესაბამისად, ამ წლების მანძილზე
მიღწეული მდგომარეობის დატოვება - ისევ გაქცევა, ცხოვრების
ისევ ხელახლა დაწყება უცხო ადგილას. ვფიქრობთ, სწორედ ეს
გახდა მოგვიანებით, ომის დასრულების შემდეგაც, იმის მიზეზი, რომ
ქრისტინე და გოგი წულუკიძეები დარჩნენ აღმოსავლეთ ბერლინში,
ანუ სექტორში, რომელსაც საბჭოთა კავშირი აკონტროლებდა.

გახშირებული „ალარმის“, ანუ საჰაერო განგაშის გამო ოჯახს ხში­


რად უწევდა ბუნკერში დამალვა. ერთ-ერთი ასეთი დაბომბვის
დროს, 1943 წლის ნოემბერში, მათი ბინა დაიწვა. ხანძრის ამბავს
თავად ქრისიტინე წულუკიძე აღწერს მოგონებებში. სწორედ ამ
დღეს გაცივდა მიხეილ წულიკიძე და ავად გახდა. მას ავადმყოფობა
გაურთულდა და 1944 წლის დასაწყისში ოპერაცია დასჭირდა.
უბინაოდ დარჩენილი ქრისტინე წულუკიძის ოჯახი მისმა კოლეგამ
და სამეცნიერო ნაშრომის თანაავტორმა, პროფესორმა შულცმა

14
შეიფარა. სამწუხაროდ, დოქტორი შულცის შესახებ, რომელმაც
დიდი როლი შეასრულა ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების
ცხოვრებაში, ვერანაირი დამატებითი მასალა ვერ მოვიძიეთ.

მიხეილ წულუკიძე ჭრილობის მოსაშუშებლად და სარეაბილიტა­­


ციოდ 1944 წლის მარტიდან გაემგზავრა ზანდორფში, მეგობარ
ბარონებ­­­თან, რომლებსაც თავიანთ სასახლეში ამ დროისათვის
პანსიონი ჰქონ­დათ ორგანიზებული. ქრისტინე და გოგი ბერლინში
დარჩნენ - ერთი - სამსახურის და მეორე - სწავლის გამო.
მიხეილ წულუკიძე 1944 წლის მარტიდან აგვისტოს დასაწყისამდე
იმყოფებოდა ზანდორფში. ავადმყოფობით და მარტოობით
დაღლილი, იგი ხშირად სწერდა წერილებს ოჯახს. ის ხან მადლობას
უხდიდა მათ გაგზავნილი პროდუქტებისათვის, ხანაც მეუღლეს
საყვედურობდა, ამდენი ხნით მარტო რად დამტოვეო, თუმცა
თავადაც კარგად იცოდა ომის გამო გართულებული მიმოსვლისა
და მგზავრობის საფრთხეების შესახებ. ოჯახმა მისი მონახულება
ივნისში შესძლო.

მიხეილი პერიოდულად თავის შვილს, გოგის ქართულს უსწორებდა


და შეცდომებზე მიუთითებდა. ჩანს, მშობლები დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ, რომ ბერლინში დაბადებულ მათ ვაჟს ქართული ენა
შეესწავლა. 1944 წლის 20 აპრილით დათარიღებულ წერილში
მიხეილი გოგის სწერდა: „5-6 სემესტრი კიდევ და უკვე ექიმი იქნები.
მალე გათავებისთვის ყველაფერი გიწყობს ხელს: ნიჭი, მეცნიერება,
ცოდნა, მუყაითობა, ჯანმრთელობა, სურვილი წინ წასვლის. ისწავლე,
იმეცადინე! არ მიატოვო ენების სწავლა: ფრანგულის, ინგლისურის!
- მუსიკა! და იმას გთხოვ ყველაზე უფრო - არ დაივიწყო სამშობლო
ენა.“

ბოლოს და ბოლოს მიხეილ წულუკიძემ ბერლინში დაბრუნება


გადაწყვიტა. თავს ცუდად არ გრძნობდა, მაგრამ ივლისში ქრისტინეს
სწერდა, ჭრილობა კიდევ მაწუხებსო. ბერლინისკენ მიმავალი
მიხეილ წულუკიძე გზაში ცუდად გახდა, საავადმყოფოში მოხვდა
და მალე გარდაიცვალა, ისე, რომ ოჯახის ნახვა ვეღარ მოასწრო.

ამ პერიოდისთვის ის თითქმის ჩამოშორებული იყო ქართული


სათვისტომოს პოლიტიკურ ცხოვრებას და უფრო მეტ დროს

15
მხატვრული ლიტერატურისა თუ ლიტერატურული კრიტიკის წერას
უთმობდა. ჩვენამდე მოაღწია მიხეილ წულუკიძის დასრულებულმა
და დაუსრულებელმა მოთხრობებმა, ესეებმა, ალექსანდრე ყაზბეგის
„ელისოს“ მისეულმა თარგმანმა გერმანულ ენაზე, საქმიანმა წერი­
ლებმა და ლიტერატურულმა კრიტიკამ. ამ ნაწერების დიდ ნაწილს
დღის სინათლე ჯერ არ უხილავს.

ომის პერიოდში ქრისტინე წულუკიძე ექიმად მუშაობდა ერთ-ერთ


ბუნკერში. მოგვიანებით, 1968 წელს, ის თავის ძმას, იონა თოდუას ამ
ფაქტის შესახებ სწერდა: „მე ვიყავი მაშინ, ომის დროს, ბუნკერში
ექიმათ, გოგი იყო ჩემი ასისტენტი . . . მაშინ ბევრი საქმე მქონდა. ჩემს
მისაღებ ოთახში შემოდიოდნენ ქართველები, პარიზიდან ჩამოსული
ახალგაზრდები, ტყვეებიც3 იყო მათში. მიწერდნენ ალბუმში ქართულ,
რუსულ, ფრანგულად ლექსებს.“4

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1945 წელს, მეორე მსოფლიო ომის


დასრულების შემდეგ, გამარჯვეული ძალების მიერ გავლენის
სფეროებად დაყოფილ ბერლინში ქრისტინე წულუკიძის ბინა და
სამედიცინო პრაქტიკა საბჭოთა სექტორში მოექცა. წულუკიძეები
აღარსად წავიდნენ და ქრისტინე შვილთან, გოგი წულუკიძესთან
ერთად ბოლომდე აქ დარჩა. ის თავისი დროის საკმაოდ წარმატებული
ექიმი იყო. რუსული ენის მცოდნე ექიმები საბჭოთა ხელისუფლებას
სჭირდებოდა და, რამდენადაც წულუკიძეების ოჯახი ანტისაბჭოთა
პოლიტიკური მუშაობით ამ პერიოდისთვის არ გამოირჩეოდა, მათ
შეეძლოთ, მეტ-ნაკლებად მშვიდად გაეგრძელებინათ ცხოვრება
ბერლინის აღმოსავლეთ ნაწილში.
3 წულუკიძეების მიმოწერაში ფიგურირებს ვინმე თენგიზი, რომელიც მიხეილს და
ქრისტინეს ეხმარება, სისტემატურად ჩადის ზანდორფში მიშას მოსანახულებლად,
ჩააქვს გზავნილები და სხვ. მისი იდენტიფიცირების მიზნით ჩვენ კითხვით
მივმართეთ ქრისტინეს შვილიშვილს, ამჟამად ბერლინში მცხოვრებ ექიმს, ბატონ
თენგიზ წულუკიძეს, რაიმე ხომ არ იცოდა მისი ვინაობის შესახებ. ბ-ნი თენგიზის
ცნობით, მამამისი, გოგი წულუკიძე ხშირად ამბობდა, რომ მისი საუკეთესო
მეგობარი იყო თენგიზ კარტოზია. ის ყოფილი სამხედრო ტყვე უნდა ყოფილიყო,
რომელმაც, როგორც ჩანს, ქართველი ემიგრანტების დახმარებით დააღწია თავი
ტყვეთა ბანაკს და წულუკიძეების ოჯახთან იყო დაკავშირებულ-დამეგობრებული.
იმხანად არაერთ ემიგრანტს მიჰყავდა თავისთან სახლში ქართველი სამხედრო
ტყვეები. სამწუხაროდ, თენგიზ კარტოზიას შესახებ ამ ეტაპზე მეტი ინფორმაცია არ
მოგვეპოვება.
4 წერილი ბერლინიდან ძმას, იონა თოდუას 20.07.1968

16
ქრისტინე წულუკიძეს თითქმის უწყვეტი მიმოწერა ჰქონდა უმც­
როს დასთან, ელი თოდუასთან. 1956-1957 წლებში იგი ცდილობდა,
ელი დაეკავშირებინა თავის ერთ-ერთ პაციენტთან, ქართველოლოგ
ჰერტრუდ პეჩთან, რათა მას ელისაბედი ბერლინის უნივერსიტეტში
ქართული ენის დოცენტად მიეწვია. ინიციატივა თავად ჰერტრუდ
პეჩისგან მოდიოდა (გარდა იმისა, რომ ელის ჰქონდა პედაგოგიური
გამოცდილება, მას გერმანული ენის უმაღლესი კურსიც ჰქონდა
გავლილი). ჰერტრუდ პეჩიც ცდილობდა მის ერთი წლის ვადით
გერმანიაში მიწვევას, 1956 წელს იგი ელის სწერდა:

„თქვენმა დამ მიამბო თქვენ შესახებ. ამ ადამიანს უდიდეს პატივს


ვცემ და ბედნიერი ვარ, რომ მასთან მეგობრული ურთიერთობა
მაკავშირებს. ისიც მახარებს, რომ გოგიც აპირებს ჩვენს ინსტი­
ტუტთან თანამშრომლობას დოქტორანტურის გასრულების შემდეგ.
მას ძალიან აინტერესებს მშობლიური ენა და კარგად ესმის ენის
ისტორიის პრობლემატიკა. თქვენი დისგან ვიცი, რომ გაქვთ
ქართული ენისა და ლიტერატურის სწავლების მრავალწლიანი გა­
მოც­დილება. ხომ არ გექნებოდათ სურვილი ქართული ენის დო­
ცენტად ჩამოსულიყავით ბერლინში გარკვეული დროით? თქვენც
გაიუმჯობესებდით გერმანულის ცოდნას... “

ქართულის ენის კათედრას ესაჭიროებოდა თანამედროვე, „ცოც­


ხალი“ ქართულის მცოდნე პირი, რომელიც იმის სწავლებას შეძ­
ლებდა, რაც წიგნებიდან არ ისწავლებოდა. ქრისტინე თოდუა,
დარ­წმუნებული, რომ მისი ჩანაფიქრი გამოვიდოდა, თავის მხრივ,
ელის სთხოვდა, დედ-მამის საფლავიდან ერთი მუჭა მიწა ბერლინში
ჩამომიტანეო. იგი წერდა: „იმედი მაქვს, თენგიზი5 რომ წამოიზრდება,
ყველანი ჩამოვალთ საყვარელ სამშობლოში. ამ იმედით ვცოცხლობ
და ვებრძვი დაბერებას და მის შედეგებს“. როგორც ჩანს, დიდი
ძალისხმევის მუხედავად (ჰერტრუდ პეჩმა შუამდგომლობა ელი
თოდუას ბერლინში მიწვევასთან დაკავშირებით 1957 წელს აღძრა),
ელიმ საქართველოში გამგზავრების ნებართვა ვერ მიიღო.

5 გოგი წულუკიძე 50-იანი წლების შუაში დაქორწინდა რენატე წულუკიძეზე.


მათი შვილები, თენგიზ და სანდრო წულუკიძეები, ექიმები არიან და დღემდე
წარმატებული სამედიცინო პრაქტიკა აქვთ ბერლინში.

17
ჰერტრუდ პეჩის წერილი ქრისტინე თოდუა-წულუკიძეს, ელი თოდუას დასაქმებასთან
დაკავშირებით, 1956 წელი. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია
ამასობაში, დაახლოებით 1958-1959 წელს ქრისტინე წულუკიძეს
ინსულტი დაემართა. მან დაკარგა მეტყველების უნარი, უჭირდა
სიარული და რეაბილიტაციას არაერთი წელი დასჭირდა. როგორც
თვითონ იხსენებს, ლაპარაკი ფაქტობრივად ხელახლა ისწავ­
ლა. ავადმყოფობის რამდენიმეწლიან პერიოდში ქრისტინე ჩამო­
შორებული იყო სამედიცინო პრაქტიკას და მის საქმეს გოგი ასრუ­
ლებდა. იგი უვლიდა დედასაც.

1960-იან წლებში ქრისტინეს და-ძმებმა ეტაპობრივად მოახერხეს


მისი მონახულება ბერლინში.6 ამ პერიოდში მას ინტენსიური მიმო­
წერა აქვს ძმასთან - იონასთან, რომელთანაც განსაკუთრებული
ურთიერთობა და შინაგანი სიახლოვე აკავშირებდა. შესაძლოა, ეს
სიახლოვე ზემოთ ნახსენები ორთვიანი (საქართველო­დან გაქცევისა
და სტამბოლში ცხოვრების) ერთობლივი გამოც­დილებისა და
განსაცდელის გამოძახილიც იყო. იონა დედა-შვილს ქართული
ლექსიკონებით, სახელმძღვანელოებით, ლიტერატურითა და
ფირფიტებით ამარაგებდა და, როგორც შეეძლო, ამხნევებდა კიდეც:

„საყვარელო დაიკო ბადუ! როგორ ხარ, გენაცვალე? შენი ბოლონ­


დელი წერილი არ მომწონს: „თუ შევძელი, 1 აგვისტოს ზღვაზე წა­
ვალთ დასასვენებლად“ როგორ თუ, თუ შეძელი“? უნდა წახვიდე
აუცილებლად, ჰაერს გამოიცვლი და უკეთ შეიქნები, შენი ჭირიმე!
შენი ოქრო გოგია შეგიწყობს ხელს და კარგადმყოფი დაბრუნდები
იქიდან, გენაცვალე! ჩემი გოგია როგორ არის? უძლებს დიდ მუშაობას,
ვენაცვალე ოქროს ბიჭს? სასიამოვნო სიზმრად გვეჩვე­ნე­ბა იქ ყოფნა,
აუწერელი სიამოვნება განვიცადეთ!! ჩემი წერილებით თავი ხომ არ
მოგაბეზრეთ? დღეს ვიშოვე მე-II ტომი „ქართველი ერის ისტორიისა“
(დანარჩენი ტომები: I, III, IV ხომ მიღებული გაქვთ, გენაცვალეთ?)“

ქრისტინე და გოგი წულუკიძეებთან საბჭოთა პერიოდში არაერთი


ქართველი მკურნალობდა და იღებდა სამედიცინო რჩევებს. ზოგადად
მათი სახლის კარი ღია იყო იმ ქართველებისთვის, რომლებიც 60-

6 1960 წელს პირველად ელი ჩავიდა დასთან; 1962 წელს გარდაიცვალა იონა თოდუას
მეუღლე ნინა და ამის გამო იონას შვილიშვილმა კახიმ ქრისტინე ბერლინში 1964
წელს მოინახულა. იონამ და ამ ოჯახის სხვა წევრებმა მხოლოდ მომდევნო წლებში
შეძლეს ქრისტინეს მონახულება. კახი თოდუას მოგონებების მიხედვით, ქრისტინეს
იმხანად ჯერ კიდევ უჭირდა მეტყველება და თითქმის პარალიზებული იყო.

19
70-იან წლებში აღმოსავლეთ ბერლინს ესტუმრებოდნენ ხოლმე.
დედა-შვილი თანამემამულეებს მონატრებული სამშობლოდან
გულისხმიერად იღებდა და, როგორც შეეძლო, ეხმარებოდა. მაგ.,
დაახლოებით 1967-1968 წლებში ქრისტინემ გაიცნო ბერლინში
მყოფი კონტანტინე გამსახურდია და მისი მეუღლე მირანდა.
ამ ნაცნობობით და შეხვედრებით ქრისტინე აღფრთოვანებული
იყო და ემოციებს იონასაც უზიარებდა წერილებში. 1967 წლის 21
ოქტომბერს ის ძმას წერდა: „საქართველოდან ჩამობრძანდნენ ბ-ნ
კონსტანტინე მისი მეუღლით ქ-ნი მირანდათი. დიდი სიამოვნება
განვიცადეთ მე და გოგიმ და მთელმა ოჯახმა. შენი გამოგზავნილი
შვიდტომიანი კ. გამსახურდიას ნაწარმოები სულ წავიკითხე. გოგიც
კითხულობს თუ ცოტა დრო აქვს. ორივე მოხიბლული ვართ,
განსაკუთრებით დავით აღმაშენებელზე. მოსკოვიდან ჩამოვიდა ქ-ნი
ელისო ვირსალაძე. ჩვენთან იყო სადი­ლად, მერე დაუკრა როიალზე
შუმანის კომპოზიცია და ბევრი რამეც. საყვარელი ქალია. იმ საღამოს
ვიყავით ერთად კონცერტზე. ბ-ნ კონსტანტინე, ქ-ნი მირანდა, გოგი
და მე. გაგვაცვიფრა პირდაპირ.“

ქრიტინე წულუკიძე 1981 წელს გარდაიცვალა, ისე, რომ საქარ­თვე­


ლოში ვეღარ ჩამოვიდა. დაკრძალულია ბერლინში.

საქართველოში არც ექიმი გოგი წულუკიძე იყო ნამყოფი; თუმცა


ის მშობლების დამსახურებით ქართულს საკმაოდ გამართულად
ფლობდა. მე ბატონი გოგი 1990-იანი წლების დასაწყისში უკვე ასა­
კოვანი გავიცანი და მომხიბლა მისმა ძველმა - მეოცე საუკუნის
დასაწყისის ქართულმა. გოგი წულუკიძემ უპატრონა დედ-მამის
მემკვიდრეობას და შეინახა წერილები, ჩანაწერები, მოგონებები
და თავის შვილებს დაუტოვა. იგი 1997 წლის 4 ოქტომბერს გარ­
დაიცვალა. მისმა მეუღლემ, რენატე წულუკიძემ კი თავისი
ინიციატივით 2015 წელს პირველად გადმომცა გასაცნობად ოჯახის
არქივის ნაწილი. სწორედ მაშინ დაწყებული თანამშრომლობის
შედეგია წარმოდგენილი წიგნი, რომელსაც ახლა, რამდენიმეწლიანი
მზადების შემდეგ იხილავს საზოგადოება.

ანა მარგველაშვილი
თბილისი, 2019

20
გოგი წულუკიძის წერილი ქრისტინე ელი თოდუას, 1956 წელი. საბჭოთა წარსულის
კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით იმ მოქალაქეებს, რომელთა
შემოწირულობებით შესაძლებელი გახდა ამ წიგნის გამოცემა.

ავალიშვილი აკაკი გოგავა მარიამ


ალხაზიშვილი ნატო გოგოლაძე ნინო
ამაშუკელი ლევან გოჩიტაიშვილი თამთა
ამაშუკელი ნანა გურჩიანი თამარ
ანთელავა ნუგზარ გურჩიანი ქეთევენ
აფხაზავა ნათია გუჯაბიძე შოთა
ახალაშვილი ნათია გუჯეჯიანი როზეტა
ახალაძე გიორგი დალაქიშვილი ციცინო
ბაგალიშვილი ნანა დანელია ნინო
ბექაური ბაჩანა ვასაძე ნინო
ბექიშვილი ნინო ვაჩაძე გიორგი
ბიძინაშვილი მაია ზვიადაძე სოფიკო
ბლუაშვილი ნესტან თათარაშვილი თამთა
ბოჭორიშვილი რევაზ თათარაშვილი ნესტან
გალდავა თეა თოდუა არჩილ
გელავა სოფიკო იაკობაშვილი ირაკლი
გელაშვილი ნატო იორდანიშვილი ნატა
გვახარია გოგი კობახიძე თეა
გოგავა ივეტა ლეჟავა ნინო

22
ლეჟავა სალომე ქინქლაძე ვახტანგ
ლეშკაშელი თეა ღვინიანიძე ლინა
ლომოური ნატა ყაჭაშვილი ნანა
მარგველაშვილი ანა შავგულიძე ქეთევან
მაძღარაშვილი ლალი შევარდნაძე თორნიკე
ნიბლაძე ნუნუ ჩხეიძე ანა
პატარაია ბაია ჩხეტია ლალი
სანადირაძე ნინო ცხადაძე თამარ
სეხნიაშვილი მარიამ წერეთელი ეკა
სვანაძე სალომე ჭეიშვილი ანა
ტეფნაძე ირმა ჭუმბურიძე ლელა
ფრანგიშვილი თამარ ხვედელიანი ანა
ქევანიშვილი ეკატერინე

ასევე მადლობა ვუხდით იმ შემომწირველებს, რომელთა ვინაობის


დადგენაც ვერ მოხერხდა (თანხის შემოტანა სწრაფი ჩარიცხვის
აპა­­რა­ტებით მეშვეობით).

23
ჩემი თავგადასავალი
და ზოგიერთნი მოგონებანი
ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი
ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ახლაც მახრჩობს ცრემლები...
სინანული - რათ მარგუნა ბედმა გადმოხვეწილება
უცხო მხარეში და მომაკლო
მშობლიური ალერსი − სითბო − სიყვარული...

მამაჩემს, ღენტორი და იონას შემდეგ, პირველი ქალიშვილი შეე­


ძი­ნა. იმდენად გახარებული იყო ჩემზე, ვინც კი მივიდოდა ავად­
მყო­ფი, უფასოდ აძლევდა აფთეაქიდან წამლებს, მასთან გაუ­მას­პინ­
ძლდებოდა...

მამაჩემი იყო დავით თოდუა, შვილისშვილი გ. თოდუასი და ანატირა


ნანაძესი სოფელ სალხინოდან. მათი ცხოვრების დროს, სალხინოში1
და მთელ სამეგრელოში, ბატონობდა ლევან დადიანი. ლევან დადი­
ანი ყოფილა დიდი მამაცი, მეომარი და მონადირე. გოჯო თოდუას
ოჯახი მას ძლიერ ყვარებია. ლევან დადიანს დაცდილი ჰქონია
ანნას ხელი ბედნიერად. ის ყოველ ნადირობაზე გამგზავრების წინ,
მიადგებოდა ანას ეზოს კარებს ცხენით და დაუძახებდა: ანა ნანაძე!
შენ ბედნიერი ხელი გაქვს და დამლოცეო. ანა სწრაფად დაიჭერდა
წიწილას და შემწვარ წიწილას ცხლად მიართმევდა ცხენზე მჯდომარე
ბატონ ლევან დადიანს. ამ სიყვარულის და ნდობის ნიშნად ლევან
დადიანმა ანა ამოირჩია ძიძად და მას გააზრდევინა თავისი შვილი
გრიგოლ დადიანი (გენერალი). ამის შემდეგ, განსაკუთრებით დიდ
პატივს სცემდენ ანას სასახლეში.

გიამბობთ ერთ ეპიზოდს: ერთხელ ლევან დადიანს, ერთი გლეხის­


თვის დაუვალებია თევზების დაჭერა ჩვენს მშობლიურ მდინარე
ჭაჩხულაში.2 გლეხს დაეჭირა თევზები და მიერთმია ბატონისათვის.
ბატონს გაესინჯა თევზები და ამ თევზებში წვერა თევზებიც აღმოეჩინა.
ამაზე თურმე ბატონი ძლიერ გაწყრა: „როგორ გაბედე წვერა

1 სოფელი სამეგრელოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.


2 იგულისხმება წაჩხურა - მდინარე დასავლეთ საქართველოში, მარტვილის
მუნიციპალიტეტში. ერთვის მდინარე ტეხურს.

27
დავით თოდუა, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
კახი თოდუას კოლექცია.
თევზების დაჭერაო, ამისათვის უნდა დაგსაჯო! წვერი და ულვაში
უნდა მოგაგლიჯო“ და სტაცა ხელი ულვაშში. გლეხმა სიმწარისგან
დაიყვირა. შემთხვევით იქ გაჩნდა ანა. შეეკითხა ბატონს: რას
ერჩი, რა დაგიშავა რომ ულვაშს აგლეჯო?.. ამას ულვაშიანი წვერა
დაუჭერია და ამაზე ახიაო, მიუგო ბატონმა. ანა იმდენად გამბედავი
ყოფილა, რომ ეცა ბატონს ხელში და გააშვებინა, წყრომით მიმართა
ბატონს: „რა უსინდისობას ჩადიხარ! რა უნდა ექნა საწყალს, ბადეს
რომელი თევზებიც მოყვა, ის დაიჭირა, ბადიდან ულვაშიან თევზებს
ხომ ვერ ამოარჩევდა.“ ანას გონიერ სიტყვებზე ბატონი დაფიქრდა
და უდანაშაულო გლეხი გაათავისუფლა. ბატონმა კი ანას უფრო
მეტი პატივისცემის აღსანიშნავად დაიბარა გოჯო და უთხრა, მიწები
უნდა გაჩუქოო და ბევრი მიწები აჩუქა. სიხარულით აღტაცებულმა
გოჯომ ანაც გაახარა. ანამ დაარიგა ქმარი, ბატონ ლევანს ნაწერი
საბუთი გამოართვი მიწის საქმეზეო. გოჯო კი ეუბნებოდა: რას
ამბობ, ვინ გამიბედავს წართმევას, როცა ბატონმა ლევანმა მაჩუქაო!
მაგრამ ანას ჭკუამ აჯობა. როცა ბატონი ლევანი გარდაიცვალა, მისმა
შვილმა დავით დადიანმა გოჯოს ეს მიწები ჩამოართვა.

მამა ჩემი, დავით თოდუა, მაშინდელ დროს დიდად განათლებული


იყო. იგი ცხრა წლიდან ცხრამეტ წლამდე სწავლობდა გელა­
თის მონასტერში. ამას გარდა, იყო მღვდელ-მკურნალი და ღირს­
შესანიშნავი შინაური აფთეაქის მქონე. ამისთვის მას მედი­ცი­ნა­
ში სწავლა-განათლება, თუმცა დაუმთავრებელი ჰქონდა, მაგ­­რამ
გაშენებული ჰქონდა მრავალი სამკურნალო მცენარეები, შესა­
ნიშნავი ხეხილი და ვენახი, სადაც მთელ ოჯახს გვამუშავებდა.

მე უკვე ექვსი წლიდან მქონდა მონდობილი სამკურნალო


მცენარეების დამუშავება, აფთეაქის დაწმენდა-დალაგება, რაშიდაც
ნიჭი და ინტერესი გამოვიჩინე. მახსოვს ათი წლისამ მამასთან ბაღში
მუშაო­ბის დროს ერთი ლეღვის ხე დავრგი, რომელიც ისე დიდი
გაიზარდა ჩემი იქ ყოფნის დროს, რომ შემეძლო ზედ ასვლა და
გემრიელი ნაყოფის შექცევა. ახლაც მახსოვს, როგორ ფრთხილად...
რომ ხეს არ სტკენოდა... ზედ დავაწერე ჩემი საშინაო სახელის,3
პირველი ანბანი „ბ“. ჩემიანები დატანჯული და გულმოკლულნი
ჩემი იქ არყოფნის გამო, ხშირად მწერდენ: „ბადუ, შენი ლეღვის

3 ქრისტინე თოდუას ოჯახში ბადუს ეძახდნენ

29
ხე იმხელა გაიზარდა, რომ იმის ჩრდილქვეშ შევექცევით სადილს
და მის ტკბილ ნაყოფს. − შენი ხელით დანაწერი „ბ“ კიდევ კარგად
აჩნიაო“ და სხვა...

საყვარელი ჩემი დედა ნატალია, მღვდელი გიორგი გეგეჭკორის


დისშვილი და მის ოჯახში შვილივით აღზრდილი, იყო დიდათ
პატიოსანი, ქმარ-შვილის მოსიყვარულე, ყოველ გაჭირვებულთა
დამხმარე და შრომის მოყვარული მანდილოსანი.

მე ჯერ კიდევ ჯან-ღონით სავსე, ახალგაზრდა ლამაზი დედა


დავტოვე... ჩემი დედა, ადიდებულ მდინარე ტეხურში4 ცხენს რომ
ჩააგდებდა და სანამდე დანარჩენები მის მაგალითს მივბაძავდით,
დედა უკვე გაღმა ნაპირზე იყო და ხელს გვიქნევდა. საცოდავი დედა,
ჩემზე ჯავრით, უდროვოდ გარდაიცვალა. (ვთხოვ, პატივცემულ
მკითხველს, მაპატიოს ასეთი გაგრძელება ჩემი მშობლების ვინაობისა,
მაგრამ მაგათი ასე ხანგრძლივად მოშორებით ისე გულდადაგული
ვარ, რომ ვერ შევძელი მარტო სახელისა და გვარის ხსენებით
დავკმაყოფილებულიყავი).

ჩემი უფროსი ძმები, ღენტორი და იონა, სწავლობდენ თბილისში.


ღენტორი კონსერვატორიაში, იონა სასულიერო სემინარიაში,
რომელმაც შემდეგ დაამთავრა უმაღლესი კომერციული ინსტიტუტი
ქ. კიევში ჩემი საქართველოში ყოფნის დროს და ახლაც ორივენი
მასწავლებლები არიან: ღენტორი სოფ. სალხინოში და იონა −
თბილისში.

ჩემი უმცროსი დები: მარიამი და ელისაბედი. მარიამი საშუალო


და ელისაბედი უმაღლესი განათლებით მასწავლებლები არიან.
მარიამი გაგრაში და ელისაბედი თბილისში. ელისაბედი, ჯერ
კიდევ პატარა ელიჩკა დავტოვე. უკანასკნელად, რომ ვხედავდი
ჩემს ძვირფას მამასთან ერთად, ახლაც თვალწინ მიდგას ელიჩქა
სანათით ხელში, ცრემლები ღაპა-ღუპით ღაწვებზე რომ ეფრქვეოდა!
საყვარელი მამა კი თავს იმაგრებდა და დარიგებას მაძლევდა, რომ
არ გავციებულიყავი. შემდეგში, როგორც გავიგე, ელიჩქამ ფრიადით
დაამთავრა კლასიკური გიმნაზია, შემდეგ საქართველოს უმაღლეს

4 ტეხური - მდინარე დასავლეთ საქართველოში, მარტვილისა და სენაკის მუნიცი­


პალიტეტებში.

30
ნატალია გეგეჭკორი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი
არქივი, კახი თოდუას კოლექცია.
პედაგოგიური ინსტიტუტი. მან დააარსა ჩვენ სოფელ დოშაყეში5
შვიდწლედი სკოლა და ამ სკოლას ნიჭიერად განაგებდა. თან
მშობლებთან იყო!... ჩემს უჩემობით დატანჯულ დედა და მამასთან,
ცრემლებს უშრობდა, უვლიდა თავგანწირვით, ჩემს მაგივრობას
უწევდა.

მე ათი წლიდან ჩემი და მარიამთან ერთად ვსწავლობდი ქ. ქუთაისში,


ეპარქიალურ სასწავლებელში, რომელიც სიმწიფის მოწმობით და­
ვამ­თავრე. ოქტომბრის 1919 წლიდან მარტის 21 წლამდე ვიყავი ქარ­
თული ენის მასწავლებლად ქ. სოხუმის ქალთა გიმნაზიაში. ამ დროს
გავიცანი აწ განსვენებული ჩემი მეუღლე, მიხეილი ალექსანდრეს ძე
წულუკიძე. საქართველოში ცნობილი მწერალი-კრიტიკოსი, დიდათ
განათლებული, უაღრესად სამშობლოს მოყ­ვა­რული, ნამდვილი სო­
ციალისტი − კაცთმოყვარე ადამიანი.

მიხეილ წულუკიძე ახალგაზრდობაში სწავლობდა ქ. ქუთაისის


კლასიკურ გიმნაზიაში. სოციალისტური მოძრაობაში მონაწილეობის
გა­მო მერვე კლასის მოწაფე იქნა გამორიცხული გიმნაზიიდან და
ამიტომ არ ქონდა ნებართვა მეფის რუსეთში უმაღლესი სწავ­
ლის გაგრძელების. საქართველოში მაშინ არ იყო უმაღლესი სას­
წავლებელი. ცხრამეტი წლის მიხეილ წულუკიძე გაემგზავრა უც­
ხოეთში უმაღლეს სწავლა-განათლების მისაღებათ. ქ. ლეიბციგში6
(გერმანია) მან დაამთავრა ფილოსოფიური დარგი.

1914 წლის დასაწყისში მიხეილი დაბრუნდა საქართველოში... ჯერ


კიდევ აკაკი წერეთლის სიცოცხლის დროს, მოღვაწეობდა ქარ­
თულ მწერლობაში. მაშინდელ ახალგაზრდა მწერლებთან, რო­
გორიც იყვნენ: გალაქტიონ ტაბიძე, ტიციან ტაბიძე, გრიგოლ
რო­ბა­ქიძე, იოსებ გრიშაშვილი, საშა ლორთქიფანიძე და სხვა. სა­
ქარ­თველოში სოციალისტურ პარტიათა განხეთქილების7 შემდეგ,
მი­ხეილ წულუკიძე სწორედ ამ შინაურ არეულობის დროს მოხვთა

5 დოშაყე - სოფელი დასავლეთ საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში.


6 ლაიფციგი - ქალაქი გერმანიაში, საქსონიის ფედერალურ მიწაზე.
7 განხეთქილება რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის კავკა­
სიის ორგანიზაციებში 1905 წელს, როდესაც ჩამოყალიბდა „მენშევიკური“ და
„ბოლშევიკური“ ფრაქციები. საქართველოში პარტიის ორგანი­ზაციათა უმრავ­
ლესობა „მენშევიკებს“ მიემხრნენ.

32
მიხეილ წულუკიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი
არქივი, კახი თოდუას კოლექცია.
მიხეილ წულუკიძის ცნობა ლაიპციგის უნივერსიტეტში სწავლის შესახებ, საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
სუხუმში, სადაც იყო არჩეული აფხაზეთის დამფუძნებელი კრების8
წევრად, რომელშიდაც ყველა მოაზროვნეების წარმომადგენლები
მონაწილეობას ღებულობდენ.

1921 წელს, როცა საქართველოში ბოლშევიკური წეს-წყობილება9


დამყარდა და ნოე ჟორდანია თავისი მთავრობით საზღვარგარეთ
გაემგზავრა, აფხაზეთის დამფუძნებელი კრების წევრებიც თან
გაყვნენ.

ჩემი მშობლები, ძმები და დები დარჩნენ სამშობლოში. თავიანთ ად­


გი­ლებზე, თავიანთ სახლ-კარში. მე კი მოვწყდი მათ და ბრმად გავ­
ყევი საბედისწერო გზას... არ ვიცოდი საით, ან რატომ მივდიოდი,
რამდენი ხნით ან რა მომავლით. მხოლოდ ეს კი ვიცოდი, რომ ჩემი
ქმარი საზღვარგარეთ მიდიოდა და მე, როგორც მისი მეუღლე,
ძალაუნებურად, თან უნდა გავყოლოდი.

აი, პატივცემულო მკითხველო, ასე მოვხვდი ეგრედ წოდებულ


ემიგრაციაში.

ერთი წელიწადი ვცხოვრობდით კონსტანტინეპოლში,10 უცხო ხალ­


ხში, ჩემთვის უცნობ წრეში, უსაქმოდ, უმუშევროდ. ეს მდგომარეობა
აუტანელი იყო ჩემთვის. სულიერად ავად გავხთი − დავნაღვლიანდი.
ვეძებდი საშვალებას სამშობლოში დაბრუნებისას, მაგრამ ვერ
ვახერხებდი. პირიქით, საბედისწერო გზა კიდევ მეტად გაგრძელდა,
კიდევ მეტად დავშორდი საყვარელ სამშობლოს... იანვარს, 1922
წელს, უფულობის გამო დიდი გაჭირვებულ მოგზაურობის შემდეგ,
ჩამოვედით ქ. ბერლინში.

ბერლინში იყო საქართველოს ყოფილი მთავრობის მიერ გამოგ­


ზავ­ნილი ელჩი, განსვენებული ვლადიმერ ახმეტელი. გერმანიის
მაშინდელი მთავრობა, მგონი ბერნსტეინის11 და შემდეგ ებერტის
მეთაურობით, კიდევ ცნობდა საქართველოს ყოფილ მთავრობის

8 იგულისხმება 1919 წელს არჩეული აფხაზეთის ეროვნული საბჭო.


9 1921 წლის საბჭოთა (ბოლშევიკური) ოკუპაცია.
10 სტამბოლი, თურქეთის ყველა დიდი ქალაქი.
11 ედუარდ ბერნშტეინი (1850-1932) - გერმანელი პოლიტიკოსი, მარქსიზმის თეო­
რეტიკოსი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
1920-1928 წლებში იყო რაიხსტაგის დეპუტატი.

35
საელჩოს. პირველი მსოფლიო ომის წაგებით დაზარალებული
გერმანია და მისი მთავრობა ვერავითარ დახმარებას ვერ უწევდა
საქართველოს ყოფილ მთავრობის საელჩოს, რომელსაც სამი წლის
კარგი ცხოვრების შემდეგ, არავითარი თანხა უკვე აღარ გააჩნდა, რომ
დახმარება გაეწია ახალ ჩამოსულ ქართველ ლტოლვილებისთვის.
პირველად ჩვენც მივედით საელჩოში. აქ ტიროდენ შეწუხებული
ხალხი, ბევრის სახეზე წაიკითხავდი აღელვებას, უიმედობას.

სურათია: ყოფილი მთავრობის სტიპენდიანტები, რომელთან სწავლის


გაგრძელება უფულობის გამო არ შეეძლოთ. ლტოლვილები, ჯერ
კიდევ მოუწყობელ-უბინაო. მასთან შეხვდებოდი ორიოდე ქართველს,
მდიდრულად გამოწყობილს, თამამად საელჩოში შემოდიოდა
და დროს დაუკითხავად ელჩის ოთახში შედიოდა. ასეთი პირები
საერთო ყურადღებას იწვევდნენ: განსვენებულ აკაკი ხოშტარია
მეუღლით, რაჟდენ დათეშიძე, გიორგი კერესელიძე და სხვები. ამ
უკანასკნელის ელეგანტურ ჩაცმულობაზე იყო შენიშვნები: „Как
дан­ди лондонский одет“12 და სხვა. მათი გარშემო იყვნენ ქართველი
სტუ­დენტები, რომლებიც უთუოდ მოელოდენ მათგან სტიპენდიების
დანიშვნას, მაგრამ ეტყობოდა მათ შორის დიდი მეტოქეობა იყო, ვინ
მიიღებდა და ვინ არა.

ჩვენ როგორც იყო დავბინავდით. დავრწმუნდით, რომ ასეთ ყველა­


სათვის გაჭირვებულ დროს, შესამჩნევი დახმარება არსაიდან არ
იქნებოდა. მიშამ დაიწყო ქარხანაში მუშაობა უბრალო მუშად, ე. ი.
უსწავლელ მუშად. უჩვეულო მუშაობამ და ნახევრად შიმშილობამ
მალე წელში გასტეხა და ავად გახთა კუჭის ავადმყოფობით. მიშა
მეტად მორიდებული ადამიანი იყო, სხვაზე ძალიან გულშემა­ტკივარი,
მაგრამ სხვისი შეწუხების, დახმარების თხოვნას, როდესაც თითქმის
ყველა თხოულობდენ, შიმშილით სიკვდილი ერჩია. მე ჩემს გოგიაზე
ორსულად ვიყავი... უკანასკნელ თვეებში გარეთ ვერ ვჩნდებოდი და
არც შემეძლო რამე მძიმე სამუშაოს შესრულება. ენით გამოუთქმელ
გაჭირვებაში ჩავარდით...

12 ლონდონელი დენდივით აცვია (რუს.) - დენდი - დახვეწილად, მოდაზე ჩაცმული


მამაკაცი.

36
***

1923 წელი, 7 თებერვალი, ქალაქი ბერლინი,

ჩემო საყვარელო დაო ნინა!13

მე ღმერთს შევსთხოვ, შენს კარგად ყოფნას შენი საყვარელი ქმარ-


შვილებით და ნათესავებით. ჩვენს წერილს უთუოდ ბევრი ხანია
მიიღებდით და პასუხი კი ძლიერ დააგვიანეთ. ნეტავი რაშია საქმე???
ოხ, ათასნაირი შავი ფიქრები გამირბენს თავში. მაგრამ მაინც იმედი
მაქვს, რომ ყველანი კარგად ხართ და იქნებით!

მალე, მომავალში, ყველას გნახავთ...

ოხ! ნუთუ მოვესწრები მაგ ბედნიერებას!! თქვენი ჭირიმე! ვერ


წარმოიდგენთ, როგორ მენატრება თქვენი ნახვა და სამშობლოში
დაბრუნება! სუყოველთვის, რაც შორს ვართ თქვენგან, მაგრამ
განსაკუთრებით ამ უკანასკნელად...

ჩემო კეთილო დაო ნინა!

ძალიან მეძნელება ამის მოწერა, მაგრამ რა გაეწყობა, უნდა გაგი­


ზიარო ჩემი ახლანდელი, მძიმე მდგომარეობა. შენ შეგიძლია გა­
იგო, როგორც საყვარელი ბავშვების დედას თუ როგორი მძიმე მო­
ვალეობა დამედო თავზე...

დეკემბრიდან რაღაც არანორმალურ მდგომარეობაში ჩავვარდი.


ამიტყდა პირის ღებინება და ყოველმხრივ საშინელი მიზეზობა...
რასაკვირველია, ექიმს მივმართე, რომელმაც მაუწყა ის, რასაც არ
მოველოდი...

მოშორება შეუძლებელი შეიქნა, რადგანაც პირველი შემთხვევა


არის და ჯანმრთელობისათვის აუცილებელი. მითხრა ექიმმა ქლმა
და გამომიწერა ჯერჯერობით ეს წამლები: რკინის წვეთები - გულის
წუხილის და კუჭის ამოწვის. როგორც თუ მივიღე, პირველ ხანებში
უარესად დამიწყო პირიდან ღებინება, მაგრამ ამ უკანასკნელი ორი
დღეა ცოტა გვარიანად ვარ, შედარებით წასულ დღეებთან.

13 იონა თოდუას მეუღლე ნინა წულეისკირი.

37
ღამე ძილი აღარ მაქვს, ყველაფერის სუნი მცემს. საწყალი მიშა,
გაწვალებულია ამ ზამთარში პაპიროზს შინ ვერ მოწევს, ყოველ
ნახევარ საათში ფანჯარა უნდა გავაღო, ასე მგონია, ოთახში გლახა
სუნია და ჰაერი არ მყოფნის სასუნთქავი. ძარღვები იმ ზომამდე მაქვს
აშლილი, რომ მგონია, თავს მოვიკლავ, მაგრამ უცებ გამახსენდება...
ჩემი საყვარელი მშობლები და ნათესავები ვერ მნახავენ მეტად
და ჩემს საყვარელ სამშობლოს მიწას ვერ მივებარები-მეთქი და
პირჯვარის წერით შევჩერდები...

ახლა კიდევ ყველაფერი ამას ემატება ის ჯავრი, თქვენგან ამდენი


ხანია წერილი არ მიმიღია და როგორ ხართ, არ ვიცი! მე მგონია და,
მხოლოდ ამის იმედი მაქვს, რომ მიზეზი ეს იქნება, თქვენი წერილის
დაგვიანების, რომ ამ დროებით აქ ჩამოდის ლუბა, ჩაჩიბაიას ქალი
და უთუოდ თქვენ მას ატანთ წერილებს. თუ ეს ასეა, ძალიან კარგი
იქნება. ის ცხოვრობს თბილისში, ფილუ თოდუას სახლში. ქმარი მისი,
შალვა აბდუშელი აქ არის, ლუბას ძმა შალიკო აქ არის და ამ მარტში
თუ აპრილის პირველ რიცხვებში მოელიან ლუბას. მე ამ დროებით
მის მისამართს გავიგებ და მასაც მივწერ წერილს, რომ უსათუოდ
გამოგიაროს. ის უთუოდ ჩვენს სოფელშიდაც გამოეთხოვება მის ძიძას
და მარდუს, და დედა და მამას ნახავს. კიწიაში მარისაც ნახავს. ასე
რომ, ამ უკანასკნელად ყველასაგან მივიღებ სასიხარულო წერილებს,
რომელიც ძლიერ კარგად იმოქმედებს ჩემს ჯანმრთელობაზე...

ნინას ვენაცვალე, მასთან შეეცადეთ, რომ ყველა თქვენგანმა თქვენ-


თქვენი სურათები გამომიგზავნოთ ან ერთად გადაიღეთ და ან ძველი
სურათები გამომიგზავნეთ. როგორც მახსოვს, რამოდენიმე სურათები
წამოსვლის დროს ელის მივაბარე. მათში მიშას დედ-მამის და
ბავშვობის სურათებიც არის. რომელიც უნდა, აქ გაადიდებიოს და
ამიტომ ისენიც გამომიგზავნეთ. მეც მინდა დედას და მამას სურათი
გავადიდებიო.

12 თებერვალი, 1923 წელი, ბერლინი.

ოთხი დღის წინად, როგორც გწერდი გვარიანად ვიყავი, მაგრამ


ამ უკანასკნელი ოთხი დღე ისევ ნამეტანი ცუდათ შევიქენი. ჩემს
აუწერელი მიზეზიანობას ზედ დაემატა, რაღაცნაირად გაცივება

38
და უნდა გითხრა მართალი, გადარჩენის იმედი არ მქონდა. ბევრი
ვიბათქვე... ბევრი ვიტირე - ყველას შორიდან გამოგეთხოვეთ. ისე
მძიმე ავად ვიყავი, განსაკუთრებით წუხელ საღმოს, მიშამაც ბევრი
ცრემლები ღვარა... დღეს გვარიანად ვარ, მაგრამ ხვალ როგორ
ვიქნები არ ვიცი. საშინლად მენატრება ჩვენებური საჭმელები.
სულ მესიზმრება: ვითომ სახლში ვარ, დედა და მამასთან, მარნიდან
მომაქვს დაძმარებული მხალი ან პრასა ქუხნაში. „ტაბაკზე“ სქელი
ლობიო, დედას გაკეთებული, დგას, და ჭადი და ღომი აწყვია. ოხ!
ვეცემი, ხარბად ვჭამ, ვჭამ, ბედნიერი ვარ სრულებით, მაგრამ უცებ
გამომეღვიძება და ყველაფერი სიამოვნება ქრება... ასე მესიზმრება
ჩვენებური, ყოველგვარი საჭმელები. ხანდისხან ვიყიდი დაძმარებულ
კიტრს ან ვაშლს და იმდენს ვჭამ, რომ ვიწამლები ­– სიმჟავით და
მთელი ერთი კვირა მჟავე სუნის ატანა არ შემიძლია. ოხ! ერთი
ცხელი ჭადი და ლობიო მაჭამა, მგონი, არასოდეს არ მოვკვდე!!!

დღეს უკვე 18 თებერვალია. აქამდის ავად ვიყავი. არც წერა


შემეძლო და არც ნორმალურად აზროვნება. სამის ნახევარია. ავდექი
და მინდა განვაგრძო ჩემი წერილი. მიშა დღეს თავისუფალია. სხვა
დღეებში კი სამსახურში დადის, მაგრამ როდესაც მძიმე ავად ვარ,
რჩება საცოდავი სახლში და მივლის. მაგრამ ვინ გაუძლებს ჩემს
ძარღვებს!! ეს არის ჩემი უპირველესი ტრაგედია, როგორც ჭირი,
ისე შემძულდა გერმანელი დიასახლისები. ეს ჩვენი უკანასკნელი
დიასახლისიც საზიზღარი ხასიათის გამოდგა. ქურდები, მატყუარები
და ყოველგვარ ადამიანობას მოკლებული... საშინლად დაწვრილდა
და გაიყრვნა გერმანია! ოხ, ყველაფერი აქაური, როგორც საჭმელ-
სასმელი, ისე ადმაიანებიც, ხელოვნურად არიან შექმნილი. მათ
საერთო დახასიათებას რომ მოვყვეთ, შორს წავალთ, მხოლოდ
მინდა გაგიზიარო, თუ რამდენად მძაგს მაგათთან ცხოვრება...

წუხელ, მაგალითად, მიშა არ იყო სახლში. საღამოს შემაცივა და


ძლიერ ავად გავხთი. მარტო ვიყავი ოთახში, რომ მოვკვდე, ვინ
მომხედავს?! ჩემი კვნესა და ტირილი იუდას დაუთუთქავდა გულს,
მაგრამ ვითომდა არ ესმოდათ, ისე აიტეხენ სიცილ-კისკისი, კივილი
და ყველაფერი უბედურება მის თავს. ყურებში თითს ვიკვეხავდი,
ვცთილობდი არ მიმექცია ყურადღება, მაგრამ ამაოდ! (ოხ, მაგათი
დანახვა და მაგათი ხმის გაგონება თავზე მეხს მტეხავს.)

39
ოხ, რა ჯობია ჩვენებურ ხალხს, ჩვენებურ ქალებს, რომელ წრესაც
ისინი არ ეკუთნოდენ. მაგალითად, ივლიტესთან ან ლიზასთან
ლაპარაკი უმშვენიერესს მუსიკათ მოვისმენდი, ამ ძროხებთან შედა­
რებით.

ნინა, გენაცვალე, შენ იცი, შენ იცი, ყველა ჩვენები, ყველას სიცოც­
ხლეს შენ გაბარებ! მომწერე ვრცელი, ვრცელი წერილი და ყველა
თითეულად, დაწვრილებითი ცნობები მომაწოდე − მომარჩინე...
იონას ენაცვალოს ჩემი თავი, შენთან ერთად. იმიტომ არ გწერ, რომ
არ მინდა მაგენმა იცოდეს ჩემი ასეთი გაჭირვება!..

მომიკითხე, დამიკოცნე იონა, თეზიკო, ეთერი14 და ელიჩქა. აგრეთვე


ჩემი საყვარელი დედა და მამა, ღენტორი და მარო. ჩემო ნინა,
განსაკუთრებული სალამი პატივისცემით შენს დედ-მამას და ყველა
შენიანებს. ოხ, რა ბენდიერები ხართ, რომ თქვენს სამშობლოში ხათ.
ერთმანეთს ხშირად ხედავთ. ჩვენებურ სასმელ-საჭმელს ჭამთ...

ეს წერილი მარტო შენ წაიკითხე და მის შინაარსიდან განსაკუთრე­


ბით, ჩემს ასეთ ყოფაზე ნურავის ნურაფერს ნუ ეტყვი... შენ იცი,
ნინა, ჩემო საყვარელო დაო, თუ როგორ მალე მომწერ წერილს. თუ
მართლა ლუბას ატანთ წერილებს, უსათუოდ ერთი ჩვენებური ბია
და ერთი მჟავე ბროწეული უსათუოდ გამომიგზავნე. სურათები არ
დაივიწყოთ.

გკოცნით, გკოცნით ყველას


მუდამ შენი მოყვარული და ბადუ.

14 თეზიკო და ეთერ თოდუები, იონა თოდუას შვილები.

40
***

მთელი დღე მშიერი ვიყავი. უცდიდი მიშას, რაიმე საჭმელი მოეტანა.


მიშა მოაბიტის15 ხიდთან შემხთა. არავითარი საჭმელი არ ქონდა.
მიშამ მითხრა: „ერთი წუთი აქ დამიცადე“ − მე გადავწყვიტე ხიდი­
დან გადავარდნა, ავიწიე... მაშინათვე ვიგრძენი ბავში გაინძრა მუცე­
ლში... ვიდექი, გაქვავებული... პატარა ტირგარტენში16 შევედი და
სკამზე დავჯექი. მიშამ ბევრი მეძია, მნახა მთლად გაფითრებული...
ამოიღო ჯიბიდან ორი იტალიური ლირა და რამოდენიმე ფენიგები
და მითხრა: ეს მომცა სანდრო კორძაიამ. სანოვაგე, ყველაფერი
დაკეტილი იყო. მე, შიმშილზე აღარ ვფიქრობდი... მიშას გაუნაწილე
ჩემი სასოწარკვეთილება... ბევრი ვიტირეთ... წავედით სახლში...

მეორე დილას, მუცელი მეტკინა, სწორედ 9 თვე სრულდებოდა ჩემი


ორსულობის. წამყვა მიშა სადგურამდე, ოცი ფენიგი აღმოაჩნდა
მიშას, ვიყიდეთ ჩემი კარტა.17 არავინ არ დაახურდავა ეს ორი ლირა.
მე წავედი მარტო. მუცელი დროგამოშვებით მტკივოდა. რაღაცა
ბედად, ერთ ქალმა ხელი მომკიდა და წამიყვანა საავადმყოფოში
შარლოტენბურგში,18 ქალაქის საავადმყოფოში, 4 სექტემბერს,
1923 წელს, დაიბადა ჩემი გოგია. მიშამ მაშინათვე მნახა, ვარდები
მომიტანა. გაუწყრა სტაციონარის ექიმებს . . .

ქართველ მანდილოსნებმა: პელაგია გეგელაშვილისმა და თამარ


პაპავასმა მნახენ საავადმყოფოში. მომილოცენ და მომიტანენ ბავ­
შვისთვის საჭირო თეთრეული და ჩასაცმელი, რომელიც მე დამ­ზა­
დებული არ მქონდა. დამპირდენ ცოტაოდენ დახმარებას და საკერავი
სამუშაოს შოვნას. ათი დღის შემდეგ გამოვეწერე საავადმყოფოდან
და მალე დავიწყე კერვა და ქარგვით ფულის შოვნა. მიშაც მუშაობდა
ხანდისხან, მაგრამ ცხოვრება მაინც ძნელი იყო ქალაქში.

ბავშვი გოგია უკვე ერთი წლისა გახდა, სიარული დაიწყო და


გასაქანი არსად ქონდა. მეც ძალიან მიჭირდა უგულო დიასახლისთან

15 Moabit - უბანი ბერლინში.


16 Tiergarten- პარკი, ამავე სახელის მქონე უბანში ბერლინში.
17 იგულისხმება Fahrkarte (გერმ.) - საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამგზავრო
ბილეთი.
18 Charlottenburg - უბანი ბერლინში.

41
ცივ-მობნელო ოთახში მუშაობა. ხელოვნური განათების ხმარება
მხოლოდ ათ საათამდე შემეძლო. მე კი ხშირად შუაღამემდი უნდა
მემუშავა, რომ დაზღვეულ დროს სამუშაო ჩამებარებინა.

ჩემ თავგადასავალში თუმცა ბევრი გაჭირვების მოგონებანი მერე­


ვიან თავში, მაგრამ ერთი თუ ორი ფსიქოლოგიურად აღსანიშნავი
მაგალითი მინდა მოვიყვანო: ერთი წლის გოგია ავად გამიხთა მწვავე
ბრონხიტით. ბავშვს დიდი სიცხე ქონდა. გაძნელებული ჩქარი სუნთ­
ქვა ხრიალით ამოდიოდა. გამახსენდა ჩემი მამა: ამ შემთხვევაში რო­
გორ მკურნალობდა ბავშვებს. გახურებული ბავშვი სოველ ტილოში
გავხვიე და თბილად დავახურე. როგორც ოფლმა დენა დაუწო
სიცხემაც დაიწია და დაიწყო მსუბუქად სუნთქვა. ამასობაში უკვე
საღამოს ათი საათი შესრულდა და ჩემმა უმოწყალო დიასახლისმა
მაგიდის ელექტრონის სანათი თან წაიღო. მე კი უსათუოდ დილით
ადრე ჩემი სამუშაო უნდა ჩამებარებინა პატრონისთვის, მაგრამ ჯერ
გათავებული არ მქონდა. სხვა ძალა აღარ იყო, ხერხისთვის უნდა
მიმემართა: ჩემს ოთახში ერთ ჭერზე ჩამოკიდებული სინათლის მეტი
არაფერი სხვა სინათლე აღარ იყო. ზედ დავჯექი მაღალ მაგიდაზე
სინათლის ქვეშ და თავგანწირული სიჩქარით დავიწყე ქარგვა.
თან გახარებული ვიყავი, რომ გოგია წყნარად სუნთქავდა. თან
ვოცნებობდი: „ხვალ დილას ფულს რომ ავიღებ, ჩემს გოგიას ბევრ
ხილს და ნამცხვარს უყიდი-თქო.“ შუაღამეს უკვე გადასცილდა. მიშა
სადღაც დროებით მუშაობდა და ყოველ წუთს უნდა მოსულიყო,
მაგრამ ჯერ არ სჩანდა. ძალიან დაღლილობას ვგრძნობდი, მაგრამ
ჩემი სამუშაო კიდევ არ იყო გათავებული. ჩამეძინა საკერავზე.
მესიზმრა: ვითომ ჩემი საქარგავი პერანგი იზდება-იზდება, იმას
კიდევ სხვა პერანგები ემატება... ჩემს გარშემო თოვს მოუთავებელი
პერანგებით... მე კი ყველა უნდა მოვქარგო, წასაღებად მოვამზადო.
თან ვგრძნობ, მეტი არ შემიძლია და უცებ, არაადამიანური ხმით
დავიყვირე: „მეტი არ შემიძლია!“ და თან შიშით გამომეღვიძა!
აბრეშუმის ძაფიანი ნემსი ხელში მეჭირა. სულ გაციებული ვიყავი
და მჩხვლეტავი ტკივილი ვიგრძენი გვერდებში. გოგია ჩემი
კივილით გამოღვიძებული, შეშინებული, უსიტყვოდ მომჩერებოდა
მისი დიდი თვალებით. ჩავეხვიე ავადმყოფ ბავშვს და ღრმად
ჩამეძინა. ისე ჩამეძინა, რომ მიშას კინაღამ კარები დაემტვრია
რახუნით და მე ვერაფერი ვერ გავიგე, სანამდე გამწარებული

42
დიასახლისი არ შემოვარდა ჩემს ოთახში და საშინლად მიყვირა.
საუბედუროდ სინათლის დაქრობაც დამვიწყებოდა. მიშა შემოვიდა
მთლად აღელვებული, რა დაგემართაო, მკითხა და ამით იშოვა
საბაბი ჩემმა დიასახლისმა, რომ ამ თვის ბოლოს ოთახი უნდა
დაგვეცალა. გათენებისას განვაგრძე ჩემი სამუშაო და დილას ადრე,
დაპირებისადმე წავიღე ჩასაბარებლად. ორიოდე მკერავი ქალები
უკვე ჩემზე ადრე მოსულიყვნენ და უცდიდენ ფირმის გამგე ქალის
გამოჩენას.

მე როგორც ავადმყოფი ბავშვის დედას, პირველი რიგი დამითმეს.


გაიღო ფანჯარა და გამოყო თავი სასიამოვნო შესახედავმა ხანშესულ
მანდილოსანმა. მე გულის კანკალით, თითქოს უბედურობას
ვგრძნობდი, გადავეცი ჩემი მოქარგული და შეკერილი სამი ქალის
პერანგი, რომელზედაც მთელი კვირის განმავლობაში განუწყვეტლივ
ვმუშაობდი... ხელფასად უნდა მიმეღო ოცდაათი მარკა. ნამუშევარს
გახედა, არც მომიწონა და არც დამიწუნა. მიიღო და მითხრა: ამ
დროებით არც სამუშევარი გვაქვს და არც ფულიო. მე თავზარი
დამეცა და ამივარდა გულამოსკვნილი ტირილი. უთუოდ შევეცოდე
− ერთი პერანგი უკან მომცა ხელფასად და მითხრა; „გაყიდეთ და
მეტს ფულს მიიღებთ, ვიდრე თქვენ გერგებათო“. გულმოკლული
წამოვედი სახლში. გზაზე გოგიას მაინც უყიდე ხილი და ნამცხვარი
ჩემი უკანასკნელი ფულით. მიუხედავად დიასახლისთან უკმა­
ყოფილობისა, მიშას უკვე მოემზადებია თბილი საუზმე. ჩემი პატარა
გოგიაც უკეთ იყო. მაშინათვე დაეწაფა ჩეს მოტანილ ხილს და
უთუოდ ვიტამინი „C“-ს გავლენა დაეტყო, რომ უკვე ადგომას
ითხოვდა. მიუხედავად ყველაფრისა, ბედნიერი წუთები ვიგრძენი...
ოჯახური სითბო, ბავშვის გამოუმჯობესობა, მეუღლესთან რჩევა, თუ
როგორ უდნა გვეშველა ჩვენი მდგომარეობისათვის. მეორე დღეს
გზის ფულიც არ მქონდა ვინმესთან წასასვლელად.

ოქტომბრის პირველი დღეები იყო, ცოტა ცივი, მაგრამ მზიანი.


დილით ადრე ჩავიცვი თეთრი კაბა, სხვა გამოსაჩენი თბილი კაბა
არ მქონდა. გოგია მიშას დაუტოვე და გადავსწყვიტე ფეხით
გამგზავრება ალექსანდრე ქორქიას მეუღლესთან (მოაბიტიდან
- შარლოტტენბურგში), რომელიც თვითონაც კერავდა და თან
მსახურებდა ერთ ფირმაში. პირადათ არ მიცნობდა. გაეხარდა ჩემი

43
გაცნობა და ქება შემასხა, რომ ოქტომბერში თეთრი კაბით სულ
სოხუმი მომაგონეთო. სამუშაო არც იმას ქონდა და დამპირდა,
თუ იშოვიდა, გამინაწილებდა. მომცა საშა მკურნალის მისამართი:
ვილმერსდორფში19... განსვენებულმა, იმდენი თავისი გაჭირვება
მომიყვა, მე ჩემი ვერაფერი უთხარი, მხოლოდ ვთხოვე სამუშაოს
განაწილება, რაზედაც უარი მითხრა და შემდეგისთვის დამპირდა.
მას ვთხოვე მისამართი ჩემი ყოფილი მასწავლებელის ოლია
იოსელიანის.20 გზაზე გადავწყვიტე ყველაფერი მეთქვა მისთვის
და იმედი მქონდა, რომ გამიგებდა, იგიც კერავდა ფირმისათვის.
საუბედუროდ, ისეთ დროს მივედი, რომ ჩემს მდგომარეობაზე იმასაც
ვერაფერი ვერ უთხარი. ბავშვი ყავდა ავად: საეჭვო დიფტერიით და
ექიმს საავადმყოფოში უნდა გაეგზავნა. დედა არ ანებებდა და ასეთ
ჭიდილში არ ქონდა ჩემთვის დრო. თვითონ რამდენჯერმე გული
შეუწუხდა და მე მოვაბრუნე.

მზე ჩადიოდა − საღამოს მოახლოვების შემეშინდა. პრაგერ პლა­


ცი­დან21 მოაბიტში სიმენს-სტრასემდი22 ფეხით უნდა მევლო. გაჩ­
ქარებით მივდივარ გზაზე... მთელი დღე უჭმელი, კუჭი მეწვის, გული
მესერება, გოგიას სახლში საჭმელი არა აქვს! მეც ვერაფერს მიუტან...
თავბრუ მეხვევა... უკვე შებინდდა... გზის შესამოკლებლად შევედი
დიდ ტირგარტენში, რომელსაც კარგად არ ვიცნობდი. დავიბენი...
ნამდვილ გზას ვერ გამოვაგენი. ისევე თავბრუ დამეხვია და ერთ
სკამზედ ჩამოვჯექი. სიცივემ ამიტანა. ფერწასული, გაშეშებული
ვიჯექი, არ ვიცოდი, რა მექნა. ახალგაზრდა გოგონების ჟრიამულმა
გამომარკვია. შეწყდა ხმაური, რომ დამინახენ, შეჩერდენ. უთუოდ
გაუკვირდათ ასეთი უცნაური სანახაობა. ერთი მათგანი ჩემსკენ
გამოიქცა. ქერა გოგონა, სულ ჩემს ელიჩქას გავდა. გული გამინათლდა
ისეთ უმანკოებას ვხედავდი ჩემს წინაშე. მის შეკითხვაზე, თუ რითი
უნდა დამეხმაროს, მე დაუფიქრებლად უპასუხე: თუ შეგიძლია, ცოტა
ფული მასესხო, რომ ბავშვისთვის შაქარი და სუხარი უნდა ვიყიდო
მეთქი. გოგონა გაპრწყინებული თვალებით დამეთანხმა. საჩქაროდ

19 Wilmersdorf - უბანი ბერლინში.


20 სავარაუდოდ - ოლია (ოლღა) ანტონის ასული იოსელიანი - 1912 წელს დაფუძ­
ნებული ქუთაისის ქალთა საზოგადოების გამგეობის წევრი, ალ. ჯაფარიძის მეუღლე.
21 Prager platz - პრაღის მოედანი, ბერლინი.
22 Siemensstraße - სიმენსის ქუჩა, ბერლინი.

44
ტყიდან გამომიყვანა, რადგანაც მაღაზიები უკვე იკეტებოდენ. ის
ჩემზე წინ გაიქცა და მიყიდა რამოდენიმე ცალი სუხარი და ერთი
გირვანქა შაქარი. რაც ხურდა ფული ეჭირა იგიც, ძალდატანებით,
მომცა ხელში. მითხრა, რომ ის აქ ახლოს ცხოვრობს და თავისი
შკოლის ამხანაგები გააცილა ტირგარტენით. მე დიდი მადლობა
გადაუხადე და მივეცი ჩემი მისამართი, რომ ჩემთან მოსულიყო
ფულის უკან მისაღებად. უკვე დაბნელდა. ნაცნობ გზას, სამუშაოს
რომ დავატარებდი, დავადექი და გავიქეცი ბინისაკენ. ჩემს თეთრ
კაბას უკვე არავინ არ აკვირდებოდა. დამავიწყდა სიცივეც და
შიმშილიც. ოხ, როგორ მიხაროდა, რომ გოგიასთვის შაქარი და
სუხარი მიმქონდა.

შეიძლება ითქვას: რატომ არ მივმართეთ შეძლებულ ქართველებს


ან საელჩოს. ვინმე ხომ უთუოდ დაგვეხმარებოდა. მართალიც
არის. ყოფილი საელჩო, პირველ ხანებში ყველას ცოტ-ცოტას
გვეხმარებოდა, მაგრამ ეს დახმარება ადამიანის სულ პრიმიტიულ
მოთხოვნილებისათვისაც, იყო ზღვაში წვეთი წყალი. ბოლოს თვი­
თონაც, როგორც ზევით ვსთქვი, აღარაფერი გააჩნდა. რაც შეე­
ხება შეძლებულ ქართველებს, იმათ კარებზე პროვანსელი ტრუ­
ბადურთა23 მიბაძვით ბევრნი ტკბილს ჰანგებს მღეროდენ, რათა
მიეღოთ, ზოგს სტიპენდია − სწავლის გასაგრძელებლად, ზოგს
შოფერობის შესასწავლად, ზოგს რესტორანის გასახსნელად და ზოგს
სავაჭრო ფული. ვინ მიხედავდა ჩვენისთანა უმნიშვნელო ხალხს.
ან ვინ დაიჯერებდა ასეთ საზღაპრო გაჭირვებას, როდესაც ყველა
ერთნაირად თხოულობდა დახმარებას და ბევრად თუ ნაკლებათ
უჭირდა.

ჩემი თხოვნა-ვედრება იყო ჩემი მეუღლესადმი სამშობლოში დაბ­


რუნების. მით უმეტეს, ჩემი მშობლები კარგ წერილებს იწერებოდენ,24

23 პროვანსელი ტრუბადურები (Troubadour) - შუა საუკუნეების პროვანსში


(სამხრეთ საფრანგეთში) მოხეტიალე პოეტ-მომღერლები. პროვანსელმა პოეტებმა
ტრუბადურებმა გამოიყენეს ხალხური საგუნდო სიმღერებისა და გოლიარდების
პოეზიის ელემენტები, აითვისეს არაბების სასიყვარულო და მუსიკალური მოტივები
და შექმნეს ახალი პოეტური ფორმები.
24 ომის დროს, დაბომბვისას წულუკიძეების ბინაში ხანძარი გაჩნდა და დიდი
ალბათობით მთელი მანამდელი დოკუმენტაცია და მიმოწერაც ამ დროს დაიწვა,
რადგან მათი მოძიება ვერ მოხერხდა.

45
რომ ყველანი, ახლო და შორი ნათესავები კარგად არიან და
გვთხოვდნენ, რომ მალე ჩამოვსულიყავით. მიშაც თანახმა იყო
სამშობლოში დაბრუნების, მაგრამ ამისათვის საჭირო სამგზავრო
ფულის შოვნა შეუძლებელი შეიქნა.

იანვრის 22 წელს ბერლინში ჩამოსვლის შემდეგ მე „საელჩოში“


არ ვყოფილვარ და არც ვიცი, რა ხთებოდა იქ. მხოლოდ მიშა
იყო ხანდისხან ფულის სასესხებლად და თითქმის ყოველთვის
შეწუხებული ბრუნდებოდა შინ. ჩემს საყვედურზე, რომ
სამშობლოში წასასვლელად არაფერი კეთდებოდა, მეუბნებოდა,
რომ საშინელ მდგომარეობაშია ქართული ემიგრაცია და ჩვენისთანა
გაჭირვებულები მათში ბევრნი არიანო. ჩემს სასოწარკვეთილებას
საზღვარი არ ქონდა. რა უნდა მექნა და სად უნდა წავსულიყავი
ბავშვით ხელში?!

46
1924 წ. 27 აპრილი, დილის 6 საათი, ქ. ბერლინი.
ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა, ქრისტე აღსდგა! შემომესმა მამას
წმინდა და ტკბილი ხმა, მილოცვა ხალხისადმი და მათი პასუხი, სოსოს
ჩვეულებრივი ფრაზით დამთავრებული: „ჭეშმარიტად! დიხვამუ
მუში სახელქ ჟურიიი“.25 სიხარულის ჟრუანატელმა ტანში დამიარა...
მეც იქ ვიყავი, ბედნიერი - წინანდელი, უდარდელი, ახალგაზრდა,
ჩემს საყვარელ, კოხტად გამოწყობილ დედას გვერდით... თვალწინ
მედგა მამა - განხორციელებული წმინდა ბერი, ტრაპეზის წინ ჯვარით
ხელში, ზეცად აპყრობილ თვალებით... მისი თვალები, მხურვალე
ლოცვით იყო აპყრობილი, უზენაესისაკენ, ითხოვდა მის შორს მყოფ
შვილს და ოჯახის ნახვას მოსწრებოდა და მოსწრებოდენ ყველა...

უცებ გამომეღვიძა.

ჩემს გვერდით პატარა გოგიას ეძინა ტკბილად, მიშაც ღრმა


ძილში იყო გახვეული. ოთახში სრული მყუდროება იყო. მხოლოდ
ახალ გათენებულზე ჩვენ წინ, პატარა ბაღში ჩიტების ჟრიამული
მყუდროებას არღვევდა.

დიახ! ჩვენი ოთახის წინ, რაღაც პატარა ბაღივით არის, ორი ობლად
მოწყვეტილი ხე, რომელიც გაზაფხულზე ფოთლებით და ყვავილებით
შემოსვას აპირებს, აქცევს მას ბაღის მსგავსად. მხიარულ ჩიტებმა
გაზაფხულის ეშხით გაბრულებულმა, არ დაწყვიტა გული ამ ორ
ობოლ ხეს, ტყესავით გამომყურებელს, ორ დიდ ვებერთელა
კედელში მომწყვდეულს (აქეთ ჩვენი სახლი და იქეთ ქარხნის
თვალუწვდენელი ყრუ კედელი) გამოაღვიძა და გაამხიარულა
აქაურობა. ამ ორმა ობლად გამომყურე ხემ (თუმცა ჯიშით რამდე­
ნად ეტყობა, იასამანი უნდა იყოს) განსაკუთრებით მიიქცია ჩემი
ყურადღება იმიტომ, რომ ჩვენ მათი მსგავსი ვართ, საყვარელ
სამშობლოს და მშობლ ერს მოწყვეტილი, ობლად მომწყვდეული
ვართ საზღვარგარეთ, ევროპის ვეებერთელა ქალაქებში... ჩვენი
ყოველივე სიხარულის გრძნობის გამოხატვა – დღესასწაულის
შეხვედრა თუ სხვა რამე, ერთი წუთიდან მეორე წუთში მწარე
ნაღველში ილესება და ოხვრად იქცევა... და ჩვენი დღესასწაული
ემსგავსება ამ ჩვენ ღარიბ ბაღის დღესასწაულს, რომელსაც მხოლოდ

25 დიხვამ მუშ სახელქ - მეგრულად დაილოცოს მისი სახელი.

47
ორი პატარა ხე ამშვენებს და ორიოდე ჩიტების ჭყიპინი, მაგრამ
ხედავთ, ამ უხეიროდ ჭყიპინა ჩიტუნიებსაც მოწყენიათ ობოლი ბაღი
და შორს გაფრენილან...

ბაღი ისევ სევდაში გაეხვია, მოეწყინა, გული დაწყდა, რომ იმ ჭყიპინა


სტუმრებსაც არ მოეწონა. ჯიშით მშვენიერი სურნელი იასამანი აბა
იყოს თავის ადგილას, თავის მშობელ ტყეში, მაშინ თვით ბულბულიც,
თავისი საამური გალობით მოულოცავდა გაზაფხულს და ლამაზ
ჰანგებით შეამკობდა...

48
***

1924 წელს, ნოემბრის პირველს, როგორც მოსალოდნელი იყო,


დავრჩით უბინაოთ. „საელჩომ“ მიგვითითა ბერლინი-ადლერსჰოფში
26
წითელი ჯვრის ბარაკებზე. სადაც რამოდენიმე ჩვენისთანა გაჭირ­
ვებული, ქართველი ოჯახები უკვე მოთავსებული იყვნენ. ჩემი ყო­
ფი­ლი მასწავლებელი ოლია იოსელიანი (ალექსანდრე ჯაფარიძის
მეუ­ღლე) ქმარ-შვილით იქ დაგვხვდა. საჩქაროდ მოსათავებელი სა­
ქარგავი, თეთრი აბრეშუმის პერანგით და ნემსით ხელში შეგვხთა და
ალერსიანად მიგვიღო. მე და მიშა შეუდექით ჩვენი ოთახის რეცხვას
და წმენდას და როგორც იყო, საღამომდი მოვთავსდით.

იმედი მომეცა, რომ აქ ყოფნით სიცოცხლის გაგრძელება შეი­ძ­ლე­­


ბოდა. საქარგავ სამუშაოს ახლა ქართველი ქალები გვი­ნა­წი­ლებ­
დენ, რომლებიც ასეთ ფირმაში, ჯამაგირებზე, მუშაობდენ. ჰაერი შე­
დარებით ბერლინთან ბევრად უკეთესი იყო... გახსნილი მინდვრები,
ახლო-მახლო ტყეებით. და აქ თუმცა ზამთრის დასაწყისი იყო, მაგრამ
ხანდისხან მზეც ანათებდა. მეორე დღეს, როგორც დილამ თუ ინათა,
მე, მიშა და გოგია წავედით სასეირნოთ. გზაზე ვიყიდეთ საუზმისთვის
ფუნთუშა ბროტჰენები,27 ძეხვი და ყველი. მე ყავა გავაკეთე და
საამურად ვისაუზმეთ. თანდათან გვემატებოდა უბინაო გაჭირვებული
ოჯახები, რომლებიც ჩვენი არ იყოს, სულს ითქვამდენ აქაური ჰაერით.

ჩვენ, ქალები, განუწყვეტლივ ვმუშაობდით, მამაკაცები ბავშვებს


უვლიდენ, საჭმელს ხარშავდენ და ჩვენი სამუშაო და ნამუშევარი
მოქონდათ და მიქონდათ ბერლინში.

ერთხელ მე ავად გავხთი ჭიაყელანაწლავის28 ანთებით. ექიმმა


საჩქაროდ საავადმყოფოში გამწერა საოპერაციოთ. მიშას ისე
შეშინდა და თავი დაებნა, რომ ჩემი მთელი თვის ნამუშევარი −
აბრეშუმის პერანგები გზაში დაკარგა. ნათქვამია: გაჭირვებულს
ქვა აღმართში მიეწევაო. ასეთი იყო ჩვენი ხვედრი. ოპერაცია გამი­
კეთეს. მართლა გამოდგა მწვავე ანთების შედეგები. ორ კვირაში
საავადმყოფოს თავი დავახწიე და ხელახლად შეუდექი მუშაობას.

26 Adlershof - ბერლინის გარეუბანი.


27 Brötchen (გერმ). - ფუნთუშის ზომის და ფორმის პური.
28 სავარაუდოდ ბრმა ნაწლავი.

49
მაგრამ დაბლა მუცლის კუნთები ისე მტკივოდა, რომ დიდხანს არ
შემეძლო მოკუნძულად ჯდომა და მუშაობა. მიშამ ისევე სცადა
ქარხანაში მუშაობა. მძიმე ტომრები იქით-აქეთ უნდა გადმოეზიდა.
სამი თვის მუშაობის შემდეგ ისევ ავად გახთა. ამ ხანებში მე ისევ
მოვიკეთე და განვაგრძე მუშაობა.

საავადმყოფოში გაცნობილი მოწყალების და (ლინა ლისკე) ხში­


რად მოდიოდა ჩემს სანახავად და ყველაფერში ცოტ-ცოტად
ხელს მიწყობდა. განსაკუთრებული დამხარება იყო: მე გამოსაჩენი
ჩასაც­მელი არაფერი არ მქონდა და ამ კეთილმა ქალმა, ორი თეთ­
რი ხალათი მაჩუქა, რაც სუფთად გამოიყურებოდა და კაბის მაგივ­
რობასაც წევდა. ჩემი თხოვნით, ერთი სიცხის საზომი მომცა და
შინაური აფთეაქი გამომიწყო. თუ ვინმე ავად გახთებოდა, პირველ
დახმარებას, ექიმის მოსვლამდი, მე უწევდი.

ჩვენს მოსახლეობას შემოემატა ერთი საყურადღებო წევრი, ბ-ნი


გრიგოლ დიასამიძე თავისი ქალიშვილი ელენეთი.29 საქართველოში
ცნობილი ლიტერატორი-პუბლიცისტი, პირადი მეგობარი აკაკი
წერეთლისა. დიასამიძეებს დიდი გაჭირვება გამოეცადათ ბერლინში.
ბ-ნი გიგო ვაჭრობდა, რაღაც კონფეტებით, რომელსაც არაფერი
სარგებლობა არ მოქონდა. მხოლოდ იყო დღეები, როცა სხვა საჭმელი
არაფერი გააჩნდათ და დღეებით მარტო კონფეტებით იკვებებოდენ
მამა-შვილი. პირიქით, ვალებიც დაედოთ ასეთი ვაჭრობისაგან. ად­
ლერ­სჰოფში ეს ოჯახიც მალე მოსულიერდა. ელენემ, როგორც სხვა
ქალებმა, დაიწყო ქარგვა და კერვა. ბ-ნ გიგოს (როგორც მას ყველა
უწოდებდენ) სხვა მამაკაცებივით, არ შეეძლო სახლში ჯდომა, რომ
მომუშავე ქალი ლოლასთვის30 ხელი შეეწყო და დაიწყო ისევე
ვაჭრობა. ახლა კი თეთრი ყველით. ეს დიდათ მარგებელი საკვები
ძალიან ძვირი იყო და მხოლოდ მდიდარ ოჯახებში შეეძლოთ ეყიდათ.

მალე კიდევ მოგვემატა კოლია ნაკაშიძე თავის დიდად ჭკუიანი და


სიმპატიური მეუღლით ვანდა კოკოჩაშვილის ასულით. ამ გვარმა
გამახსენა ჩემი მამის აფთეაქი. მამა ყოველ სამ თვეში გაემგზავ­
რე­ბოდა ქუთაისში და სწორედ კოკოჩაშვილის დიდ აფთეაქში
29 ელენე გრიგოლის ასული დიასამიძე - გრიგოლ დიასამიძის ქალიშვილი. მამასთან
ერთად 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში. 1952 წელს დასახლდა ნიუ-იორკში.
30 ელენე დიასამიძის მეტსახელი.

50
მიხეილ წულუკიძის ჩანაწერი, 1923 წელი, ბერლინი. საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
ყი­დულობდა მის შინაურ აფთეაქისთვის საჭირო წამლებს და ამ
პროვიზორთანაც კოკოჩაშვილთან დამეგობრებული იყო.31

კოლია ნაკაშიძეს ხშირად ახლდა ერთი დაბალი მამაკაცი (რომლის


გვარი არ მახსოვს), გაშეშებული მაჩვენებელი თითით და ყველა
დაბალი ძიას და პატარა გოგია კი დამპალი ძიას ეძახდა და ეშინოდა
მისი. თურმე ვიღაც მსახიობი ქალმა ერთი თეთრი ძაღლი აჩუქა. ამ
ძაღლს ერქვა ლეიდა, რომლის გაყიდვა ძალიან უნდოდა, მაგრამ
მისდა საუბედუროდ, ძაღლს აუტომობილმა გადაუარა და მოკლა.
თურმე ძალიან შეწუხებული იყო დაბალი ძია და მის გარშემო ბევრი
ანეგდოტები იყო გავრცელებული.

კიდევ აქ ცხოვრობდენ დავით საღირაშვილი, ცოლ-შვილით;


უცოლშვილოდ ბ-ნ ზაქარია ჩიჩუა, უცნაური კაცი და საშინელი ენის
მქონე. მის კარებზე გვარის და სახელის მაგივრად ეწერა: „ჭლექიანი
განკიცხული“. გელა გელაზანია ქართველი მგოსანი. ახლაც ცხოვრობს
კოპენიკში,32 როგორც თარჯიმანი, ადგილობრივ, კომენდატურაში
მსახურობს; გიორგი საჯაია და სხვა უმნიშვნელო პირები. გ.
საჯაია იყო, როგორც თვითონ ამბობდა, სრულებით შემთხვევით
გადმოსახლებული კაცი, რომელმაც ცოლ-შვილი იქ დატოვა და
მუდამ შეწუხებული იყო მათი მოშორებით. თავიდანვე მსახურობდა
რესტორან „მედვედში“ და დიდხანს ცხოვრობდა ადლერსჰოფში.

ადლერსჰოფში დაარსდა ეგრედ წოდებული ქართული კოლონია,


რომლის თავმჯდომარეთ, მგონი ხუმრობით, დ. საღირაშვილი
აირჩიეს, რომელმაც მართლა მიიღო თავის თავზე ასეთი მოვალეობა
და ლიტერატურულ მოხსენებებზე დაიწყებდა პოლიტიკოსობას,
რაც სულ არ შედიოდა განძრახულ გეგმაში. ასეთ შემთხვევაში
დიდი სენსაცია იყო ზაქარია ჩიჩუას „ჭლექიანი განკიცხულის“
თავდასხმები: „ღენერალ დავით საღირიანცზე“, როგორც ის მას
უწოდებდა.

ამნაირად, ადლერსჰოფში იკრიბებოდა თითქმის მთელი ქართ­ვე­


ლობა, ბერლინში მცხოვრებნი. ზოგიერთი შეძლებული ოჯახები
ცდი­ლობდენ, ჩვენი მდგომარეობა ცოტა გაეადვილებიათ, მაგრამ

31 იგულისხმება ქუთაისელი აფთიაქარი პეტრე კოკოჩაშვილის ოჯახი.


32 Köpenick - უბანი ქალაქ ბერლინში.

52
გოგი წულუკიძე, 1920-იანი წლები. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
ამ დროებით უკვე არავინ არ იყო კარგ მდგომარეობაში. ჩვენთან
ხშირი სტუმარი იყო ყოფილი ელჩი და ამჟამად განსვენებული ლადო
ახმეტელი. ეცნობოდა, აკვირდებოდა ჩვენს ცხოვრებას და თვითეულ
ჩვენგანს. ასე რომ, დაახლოვებით წარმოდგენა ჰქონდა ჩვენზე.

ერთ დღეს, ჩემი პატარა გოგია მოზდილ ბავშვებთან, გარეთ


თამაშობდა. ბავშვები თურმე ქვებს ესროდენ, ერთ ხეზე გამოსულ
სოკოს. თურმე გოგიამაც აიღო ერთი დიდი ქვა და ზევით ისროლა,
რომელიც თავზე მოხვდა და გასისხლიანებული, მტირალი ბავშვი
ლოლა დიასამიძემ შემომიყვანა ოთახში. ლადო ახმეტელი იყო
ჩვენთან. თავზარი დამეცა, მაგრამ ღონე მოვიკრიფე, ბავშვი
დავაწყნარე, ჩემი აფთეაქიდან უმიკრობებო შესახვევი, დაბამბული
კომპრესით სისხლის დენა შევაჩერე. ბავშვი მშვიდათ დავაწვინე და
ამასობაში ლოლამ ექიმიც მოიყვანა. შიშით და სისხლის დაკარგვით
დასუსტებულ ბავშვს იმ წამსვე ჩაეძინა. ექიმმა მომიწონა ჩემი
პირველი დახმარების გაწევა. აუწერე დაჟეჟილი ჭრილობის
სიფართე და რადგანაც სისხლისდენა შეჩერებული იყო და ბავშვსაც
ეძინა, ჭრილობის შეხვევა არ გახსნა. მე ლინას ნაჩუქარ თეთრ
ხალათში გამოწყობილი, ექიმს გამოცდილი მოწყალების და ვეგონე,
მომცა დარიგება და მითხრა, ხვალ დილას დამეძახა მისთვის. ბ-ნ.
ლადო და მიშა გაკვირვებით მიყურებდენ და მახსოვს, ლადომ
მითხრა: „ქ-ნო ბადუ, თქვენ რომ მედიცინას ისწავლიდეთ, კარგი
ექიმი გამოხვალთო“. მე ეს სიტყვები გულში ჩამწვდა... ჟრუანტელმა
ტანში გამიარა... მაგრამ მაშინ ამაზე ფიქრი ზედმეტი იყო.

მეორე დღეს ბავშვს დიდი სიცხე მისცა. ექიმმა ჭრილობა


დაათვალიერა, ბავშვი გასინჯა და დასვა დიაგნოზი: „ტრავმატიული
ტვინის ანთება“. თურმე გარეთ რომ გავიდა, ისეთი უიმედობა
გამოსთქვა, რომ საავადმყოფოში ბავშვის გადაყვანა საჭიროდ
არ მიიჩინა. ყველა ქართველები საშინლად შეწუხებული იყვნენ.
ლოლას სულ ნატირალი თვალები ქონდა. მაგრამ მე, დედის
ინსტიქტით ვგრძნობდი, რომ ასეთი საშიში მდგომარეობაც არ იყო.
არ ვშორდებოდი ავადმყოფს, ხშირად ვხვევდი სოველ ტილოში
და უვლიდი თავგანწირვით. მესამე დღეს ბავშვს გამოაჩნდა
სკარლატინა.33 ტიპიური გამოყრილობა − სკარლატინის ენა და

33 Scarlattina - ქუნთრუშა.

54
სხვა წინასწარი ნიშანი ავადმყოფობისა, ამტკიცებდა სკარლატინას
ძალიან ძნელ ფორმაში. დიფტერიის დაავადმყოფობიდან დამცველი
შრატი ექიმმა შეუშხაპუნა კუნთებში, რაზედაც ჩემმა პატარა გოგიამ,
ბევრი ხანი იტირა და მეც დამემდურა, რომ მაგრად დავაკავე.
შარდის ანალიზმა გვაჩვენა სკარლატინის გართულება თირკმლების
დაავადებით. საჭირო იყო მკაცრი დიეტის დაცვა. ორი კვირის
შემდეგ, ბავშვს თანდათან დაეტყო უკეთესობა. თავზედ ჭრილობაც
მალე მორჩა. მაგრამ მაშინდელი დაზიანებული თირკმლები
ხანდისხან ახლაც გაუხსენებს; რაც რამოდენიმე დღე დიეტის დაცვას
და სითბოს თხოულობს და ისევე გამოკეთდება.

ადლერსჰოფში ცხოვრება ისევ ისე ძველებურად მიდიოდა.


დღესასწაულებში განსაკუთრებით იკრიბებოდენ ქართველები.
ხში­­რად დ. საღირაშვილი გამართავდა კრებას, რაც არავის არ აინ­
ტერესებდა და ასეთი კრება უცებ იშლებოდა. მუშაობიდან დაღლილ
ქართველებს აინტერესებდა ერთმანეთის შეხვედრა, ერთმანეთის
კარგის და ავის გაგება. რასაკვირველია, ამასთან ბევრი ოჯახების
ჭორებს და მითქმა-მოთქმას გაიგონებდი, რომელზედაც ან ბევრს
იცინებდი და ან ძალიან დაღონდებოდი. საშიში იყო ვინმესთან
გამოლაპარაკება, რომ მაშინვე რამე ჭორი არ გამოეგონებიათ. ერთ­
ხელ მოვიდა ერთი, კარგად ჩაცმული კაცი, კითხულობდა: თავადებს,
ემიგრანტებს. ბ-ნ. გიგომ მიიწვია თავის ოთახში. ცოტა ხნის შემდეგ
დაუძახა მიშას და კოლია ნაკაშიძეს. ის კაცი ამბობდა; ერთი
მილიონერია ამერიკაშიო, იმათ ყავს ბავშვი, ერთ თქვენთაგანმა
იშვილეთ ეს ბავშვი, ფულს მოგართმევთ ხუთი ათას მანეთს (5000
მან.). მიშა და კოლიამ გაიცინა, არ იცინოდა მხოლოდ ბ. გიგო. ის
კაცი სახტად დარჩა. რას აპირებთო, თქვენ გგონიათ, 5000 მანეთი არ
არის კარგი ფულიო. მიშამ სთქვა: „მე ერთი ბავშვი მყავს. ვინც უნდა
იყოს, იმას ვერ გაუნაწილებ ჩემს თავადობასო. კოლია ნაკაშიძე
აღარაფელს ამბობდა. ასე დამთავრდა ეს მილიონერი ამერიკაში.

ახლა კოლონიის გამგეთ ირჩევდენ, მოკლე ხნით და ყველასათვის


საპატივცემო პიროვნებებს. უნდა გენახათ ამ არჩევნების დროს
რა ჩხუბი და დავიდარობა იყო. ხალხი სამშობლოს მოწყვეტილი
და გაჭირვებაში მცხოვრები ისე დაწვრილმანდა, რომ არ იცოდა,
რას აკეთებდა. ზაქარია ჩიჩუამ გაარტყა სილა სანდრო კორძაიას,

55
მაგრამ არაფერი უპასუხა სანდრომ. მიშა ძალიან გაუწყრა ზაქარიას
და ამიტომ მესინაში34 უნდა წავიდეო, − ამბობდა. ზაქარია ჩიჩუა
მესინაში კი არა, პარიზში გაემგზავრა...

ადლერსჰოფში ცხოვრება ბევრისათვის აუტანელი შეიქნა. ზამთარი


ძალიან სიცივე იყო, ზაფხულშიც ხშირად სახურავიდან წვიმა ჩამო­
დიოდა. წითელი ჯვარმა ოთახების ქირაც მოგვთხოვა. ყველა ცდი­
ლობდა, აქედან ისევე ქალაქში გადასვლას.

ბოლოს და ბოლოს აქ დავრჩით ჩემი ოჯახი, გიორგი საჯაია, პოეტი


გელა გელაზანია და ვიქტორ ნოზაძე, ჩემი სიყრმის მეგობარი
ქუთაისიდან. აქაური მცხოვრებლებიდან საფრანგეთში წავიდენ:
ოლია იოსელიანი ქმარ-შვილით. ჩემს მასწავლებელ ოლიას,
რომელიც მე ბავშვობიდან მიცნობდა, ძალიან გული წყდებოდა ჩემი
აქ დატოვების. აქ ის ავად გახთა მუდმივი მძიმე მუშაობით. საჭირო
იყო ადგილის და მდგომარეობის გამოცვლა. ბ. ზაქარია ჩიჩუა
გაემგზავრა პარიზში და ერთი სტუდენტი ვლასა იმნაძე, რომელიც
ცოტა ხნით აქ ცხოვრობდა. გიგო დიასამიძე, კოლია ნაკაშიძე და დ.
საღირაშვილი ისევ ბერლინში გადავიდენ.

ჩემი და ჩემი ოჯახის მდგომარეობა ისევ ძველებურად დარჩა. ვმუ­


შაობდი განუწყვეტლივ. მაგრამ ამ ფულით გოგიას ფეხსაც­მე­ლ­
საც ვერ ვყიდულობდი. ბავშვი დახეული ფეხსაცმელით მუდამ
ცივდებოდა. ხშირად გოგია დაყავდათ სასეირნოდ, ხან ერთ, ხან
მეორეს მამულიშვილებს. ერთხელ გოგია მხარზე შეიჯინა ვიქტორ
ნოზაძემ და წავიდენ სასეირნოდ. ამ კეთილმა ადამიანმა ფეხსაცმელი
უყიდა გოგიას. შეიძლება თავის უკანასკნელი ფულით. გოგია
სულ მაჩვენებდა თავის ახალი ფეხსაცმელს. უსიტყვოდ მადლობა
გადავუხადე ვიქტორს და ჩუმად ვიტირე ...

ისევ ვევედრები ჩემს მეუღლეს, რომ ზომები მიეღო სამშობლოში


დაბრუნების. ჩემს თხოვნაზე მაშინათვე თანახმა იყო, მაგრამ
ვხედავდი, რომ ვერაფერს ვერ ახერხებდა. მე როგორც სულიერად,
ისე ფიზიკურად ავად გავხვდი. ვხედავდი, რომ არაფერი მომავალი
როგორც მე, ისე ჩემს შვილს, არ ქონდა. რა უნდა გამოსულიყო ჩემი

34 მესინა - საზღვაო ქალაქი იტალიაში, კუნძულ სიცილიის ჩრდილო-აღმოსავლეთ


სანაპიროზე. 

56
გოგიასაგან. ხშირად იყო ჩემდა ჩემ მეუღლეს შორის უკმაყოფილება...

ერთხელ ერთ გერმანელის ოჯახში ბავშვიანად გავიხიზნე და


სამი დღე არ მოვსულვარ სახლში. მიშა ამ შემთხვევით ძა­
ლიან დაშინებუ­ლი­ყო და რომ დავბრუნდით სამივემ ბევრი ვი­
ტირეთ. თვითონაც იტირა და მითხრა; „ბადუ, შენ არ გესმის ემი­
გრაციის მდგომარეობა. ჩვენსავით რამდენს უნდა დაბრუნება,
მაგრამ ვერ ბედავენ და მეც ვერ ვბედავ, რადგანაც ცხადია, რომ
ემიგრანტობას არ გვაპატიებენო“. მახსოვს გული კინაღამ გამისკდა,
სასოწარკვეთილებით წამოვიყვირე: „მითხარი, რა მომავალი აქვს
ჩემს შვილს?!“ უპასუხოდ, ორივე გაფითრებული, ერთმანეთს
მივჩერებოდით, თითქოს გამოსავალს ვეძებდით, მაგრამ გამოსავალი
არსად იყო. ჯანმრთელობაც რომ არ შეგვწევდა! ნათლად ვხედავდი,
რომ სამივეს დაღუპვა მოგველოდა. დავფიქრდი, გამოვერკვიე და ამ
საღამოსვე გადავწყვიტე, მედიკურ ფაკულტეტზე სწავლის დაწყება.
როგორ ყოველმხრივ სიძნელეს ეს გამოიწვევდა, ამაზე სრული
წარმოდგენა არ მქონდა და არც ბევრი მიფიქრია და შეიძლება
იმიტომაც გავბედე ამ დიდი ნაბიჯის გადადგმა.

მეორე დღეს მიშას გაუნაწილე ჩემი გადაწყვეტილება. ავადმყოფი,


დაღლილი სახე გაუპრწყინდა და გახარებულმა მითხრა: „ბადუ,
შენ შეძლებ ამ საქმეს. და მე რითაც შემეძლება, ხელს შეგიწყობო“.
ახლა კი ბევრად უფრო გავთამამდი. ჩემი ელიჩქასთან მქონდა
მიწერ-მოწერა. იმას ვთხოვე, ჩემი სიმწიფის მოწმობა გამოეტანა
სოხუმის ქალთა გიმნაზიიდან და გამოეგზავნა ჩემთვის. ელიჩქას
შეხვდა ჩემი ყოფილი დირეკტორი ქალთა გიმნაზიიდან – იულია
ლეონარდოვნა. უამბო ელიჩქამ, დიდი მოკითხვა და კეთილი სურ­
ვილები შემომითვალა და გადასცა ელიჩქას ჩემი ატესტატი. გარდა
ჩემი სიმწიფის მოწმობისა, საჭირო იყო ჩემს პიროვნებაზე მოწმობა
ჩვენი ყოფილი ელჩისაგან, რომელმაც პიროვნების მოწმობაში
ჩაწერა წოდება: „თავადი“, რაც პასპორტში არ გვეწერა და არც ჩემს
და არც მიშას ხასიათს არ შეეფერებოდა.

როგორც იყო, უნივერსიტეტში მისაღები ფული ოცდაათი მარკა


მოხერხდა გაჭირვებით. ოქტომბერს 1927 წელს, ჩემი სიმწიფის
მოწმობით მიმიღეს ბერლინის უნივერსიტეტში მედიკურ ფაკულ­
ტეტზე იმ პირობით, რომ ოთხი სემესტრის შემდეგ უცხოელისთვის
57
დამატებითი გამოცდები შვიდ საგანში უნდა ჩამებარებინა და მხო­
ლოდ მაშინ შემეძლო ფიზიკუმიას ეგზამენის ჩაბარება. მე იმდენად
გახარებული ვიყავი, რომ არავითარი სიძნელის არ მეშინოდა.

ჩემი პირველი შთაბეჭდილება ანატომიურ ინსტიტუტში:


უკვე დილის შვიდ საათზე შემოასვენეს ადამიანის მთლიანი ცხედა­
რი, თეთრი ზეწარი გადაფარებული. ლექციის ასისტენტმა, პატარა
მაგიდაზე მოამზადა რამოდენიმე პროფესორისთვის საჭირო ინსტ­
რუმენტი. ადრე მოსულებმა დავიჭირეთ პირველი რიგი ცხედარის
წინ. ყოველ წუთში პროფესორის მოლოდინით გულმა ჩქარა
დამიწყო ცემა. ძალიან მაინტერესებდა შემდეგი. 7½ საათზე შემოვიდა
ჭაღარათმიანი პროფესორი, დაახლოვებით სამოცი წლის იქნებოდა.
მისალმების შემდეგ საქმიანი და მკაცრი გამომეტყველებით დაიწ­
ყო ლექციის კითხვა. კითხულობდა ადამიანის გარეგნულ ტანის
ფორმაზე და თვით ცხედარზე გვაჩვენებდა და ამით პირველი ანატო­
მიის ლექცია, თუმცა გერმანული ცუდათ ვიცოდი, მაგრამ ჩემთვისაც
გასაგები შეიქნა.

10 საათზე, ლექციის შემდეგ, უნდა თავი მოგვეყარა ანატომიის


ზალაში გვამების საჭრელად. ახალი მიღებული სტუდენტები ძალიან
გაიჩქაროდენ ზალისაკენ, რომ როგორც მერე გავიგე, მჭლე გვამი
მიეღოთ. მე დაუჩქარებლად მივედი და კარებთან შევჩერდი. უცებ
ვიღაცამ გამოაღო კარი და ისეთი ოხშივარი გამოვარდა ზალი­
დან, კინაღამ თავი დამიბრუა... შიგ შევედი. მაშინდელი ჩემი წარ­
მოდგენით, საშინელი სურათი გადამეშალა თვალწინ: დანაწი­ლე­­
ბული-დასახიჩრებული ადამიანის გვამები, რომელზედაც მეორე
კურსის სტუდენტები უკვე ერთი თვე მუშაობდენ. ახალი შემოტანილი
მთლიანი გვამები, რომლებსაც ასისტენტები პირველი კურსისთვის
ანაწილებდნენ და მეც ერთი ნაწილი უნდა მიმეღო.

ვიდექი ერთ ადგილას და უცდიდი ჩემი გვარის გამოძახებას. ამ


დროს ერთმა სტუდენტმა ქალმა ხელი მომკიდა და საჩქაროდ წყალი
მოითხოვა... მომაწოდა და მითხრა: „თქვენ, კოლეგავ, სრულებით
ფერწასული ხართ, უთუოდ ცუდათ გრძნობთ თავსო.“ მართლაც
თავი ცუდათ ვიგრძენი. აქაური ჰაერის სუნთქვა გამიძნელდა...
მაგრამ ასეთ თანაგრძნობამ ისე კარგად იმოქმედა ჩემზე, რომ ისევე

58
ბერლინი, სავარაუდოდ ლექცია, 1920-იანი წლები, საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
გავმაგრდი. მადლობა გადაუხადე ჩემს კოლეგას და გადაწყვეტილი
ნაბიჯით, ვებერთელა ზალაში გავსწიე ჩემი გვამისაკენ, საიდანაც
მეძახდენ. შემთხვევით მე და ჩემი თანამგრძნობ კოლეგას, გერდა
ირკე იყო მისი სახელი და გვარი, ერთ გვამზე მოგვიხდა მუშაობა.
დროგამოშვებით, საღამოს 5 საათამდე გაგრძელდა მუშაობა... ამ
დროის განმავლობაში ისე შევეჩვიე აქაურ ჰაერს და მდგომარეობას,
რომ უკვე გული მწყდებოდა, ზალაში შემოსვლისას რად ვიგრძენი
ისეთი სისუსტე, რომ სხვების ყურადღება მივიქციე.

მე და ჩემ კოლეგა გერდას სადგური ფრიდრიხშტრასემდე35 ერთად


გვქონდა გზა. გზაზედ ერთმანეთს უფრო ახლო გავეცანით. − მე
ჯერ საჭირო წიგნები ნაყიდი არ მქონდა. მან დამპირდა, რომ ჩვენ
ერთად ვისწავლიდით ანატომიას დასვენების დროს, რადგანაც
იმას სასწავლებლად სახლში დრო არ ქონდა. მისი დედა ახალი
გარდაცვალებული იყო და მას მთელი ოჯახისათვის: მამა და პატარა
ძმისთვის უნდა მოევლო.

პირველი დღისთვის კარგი შთაბეჭდილებით დავბრუნდი სახლში.


შორიდან მომავალი ვხედავდი, რომ ჩვენ ბარაკში ყველა ოთა­
ხები განათებული იყო და ჩვენი ოთახის ფანჯრიდან მიშა ხში­რად
გამოყოფდა თავს ჩემს მოლოდინში. მე გოგიას ძახილით მოუ­ახ­
ლოვდი სახლს. დიდი აღტაცებით შემომხვდენ მიშა და გოგია!.. მიშას
შეძლებისდაგვარად მოემზადებია სადილი-ვახშამი. ორივეს ძალიან
შიოდათ, მაგრამ მე მიცდიდენ. გოგიას მთელი დღით ჩემი მოშორება
არ მოეწონა და სიცილ-ტირილით მეუბნებოდა, რომ ხვალ დილას
არ წავსულიყავი „ნუვერსტეტში“, როგორც გოგია მაშინ ეძახდა
უნივერსიტეტს. მე დაახლოვებით მოუყევი მიშას ჩემი პირველი დღის
განცდა... და განსაკუთრებით რომ ერთი ძალიან სიმპატიური კოლეგა
გავიცანი. მეორე დღეს გოგიას კიდევ ეძინა, რომ დილით ადრე,
ფეხაკრებით ოთახიდან გამოვედი და ბერლინისაკენ გავემგზავრე.
გზაზე თვალწინ მეჩვენებოდა, გუშინდელი ნახული და განცდილი...

ანატომიის ლექცია ისევ 7½ დაიწყო. მე ისევ პირველ რიგზე მომიხ­­ვ­და


დაჯდომა და დაკვირვებით და მონდომებით ყურს უსმენდი. ყო­­ველი
მის მოძრაობას თვალყურს ვადევნებდი. უცებ პინცეტი ხე­ლიდან

35 Friedrichstraße - ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩა ბერლინში.

60
გადაუვარდა და რადგანაც ცოტა სმენა აკლდა და ხმამაღლა ლაპა­
რაკობდა, ვერ შეამჩნია და დანიშნულ ადგილას დაუწყო ძებნა. მე იმ
წამსვე ძირს დავარდნილი პინცეტი ავიღე, მაგიდის კიდეზე დავდევი.
პროფესორმა თავაზიანად შემომხედა და ამავე პინცეტით განაგრძო
გვამზე ჩვენება. ამ შემთხვევის შემდეგ პროფესორი განსაკუთრებულ
ყურადღებას მაქცევდა პრაქტიკულ მუშაობაში და ნაწილ ეგზამენის
ჩაბარების დროს. ლექციის შემდეგ ჩემი გუშინდელი გაცნობილი
კოლეგა გერდა სიცილით მომესალმა და ერთად შევედით ანატო­
მიურ ზალაში და შეუდექით ჩვენთვის მიჩენილ გვამის ჭრას ზე­
და­მხედველი ასისტენტის დახმარებით. გერდამ მოიტანა საჭირო
წიგ­ნები და დასვენების დროს თეორეტიულად ვმეცადინეობდით.
გარ­და ანატომიისა, ჰისტოლოგიას და ზოოლოგიას მოვაწერე ხელი
და ვისმენდი.

ასე მიდიოდა დღეები და თვეები თავდავიწყებაში, ოღონდ რო­


გორმე ჩემი დასახული მიზნისთვის მიმეღწია. უსათუოდ საჭირო
იყო სიბეჯითის ეგზამენის ჩაბარება ანატომიაში, რომ მიმეღო
ალექ­სანდრე ჰუმბოლდტის სტიპენდია, რომელიც ინიშნებოდა
ნიჭიერი უცხოელებისათვის. ანატომიურ ინსტიტუტის დირექტორი
− პროფესორი რუდოლფ ფიკი ცნობილი იყო როგორც მკაცრი
ეგზამინატორი, მაგრამ სამართლიანი და სიბეჯითის მოყვარული. 1927
წელი. ჩემი პირველი ზამთრის სემესტრი დავამთავრე. პროფესორი
ფიკთან ანატომიაში სიბეჯითის გამოცთა ფრიადით ჩავაბარე და
ამ მოწმობით მივიღე ალექსანდრე ფონ ჰუმბოლდტის სტიპენდია,
თვეში ორმოცდაათი მარკა. ჩემს და ჩემი ოჯახის სიხარულს საზღვარი
არ ქონდა! აწი შემეძლო დაწყნარებით სწავლის გაგრძელება. გარდა
მედიცინის სწავლისა, როგორც ზემოთ ვსთქვი, ოთხი სემესტრის
განმავლობაში, უნდა ჩამებარებინა სიმწიფის ეგზამენი. ახლა ამაზე­
დაც დავიწყე მეცადინეობა. მიშაც ძალიან ხელს მიწყობდა, მაგრამ
მაინც ძნელი იყო ადლერსჰოფში ცხოვრება და მეცადინეობა, თუმცა
ჯანმრთელობისათვის და განსაკუთრებით ბავშვისათვის კიდევ აქ
სჯობდა დარჩენა.

გელა გელაზანია და გიორგი საჯაია კიდევ აქ ცხოვრობდნენ.


წინანდელ აქ მცხოვრებლებს თითქოს სულ დაავიწყდათ აქაურობა.
მე ისეთ გაწამაწიაში ვიყავი, რომ არავისთვის და არაფლისთვის

61
არ მცალოდა და ვერავის ქართველებს ვერ ვხედავდი, ვინც აქ
არ მოვიდოდა და არც მაშინ მცალოდა ვინმესთან სალაპარაკოდ.
გიორგისგან თუ გელასგან გავიგე, რომ ყველანი გვარიანად მოწ­
ყობილნი იყვნენ ბერლინში. კოლია ნაკაშიძეს ესწავლა შოფრობა.
დავით საღირაშვილს ექირავა დიდი ბინა და ოთახებს აქირავებდა.
ბ. გიგო დიასამიძე ვაჭრობას ეწეოდა და მისი ქალი ლოლა კი
ისევ კერავდა და ქარგავდა. რადგანაც ჩემი საქმე გვარიანად
გამოსწორდა, ძალიან მინდოდა ლოლასაც ჩემსავით ესწავლა,
მაგრამ ჩემს შეკითხვაზე არც გამომეხმაურა... ერთხელ მატარებელში
შემხვდა და რიგიანად არც მომესალმა. მე გული დამწყდა, მაგრამ
რადგანაც სრულებით დრო არ მქონდა და ყველას დავანებე თავი.

შემდეგ კიდევ წინაკლინიკურ სემესტრში უსმენდი და გავიცანი


ტოპოგრაფიული ანატომი პროფესორი კოფში, (ახლაც ცოცხალია,
81 წლის და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ანატომიაზე
კითხულობს ლექციას), ფიზიოლოგი პროფ. ტრენდელენბურგი,
ქიმიკოსი პროფესორი შლენკი, ფიზიკოსი პროფ. ნერნსტი, ბოტა­
ნიკოსი პროფ. დილსი, ჰისტოლოგი პროფ. კრაუზე, ჰისტოლოგი
და ემბრიოლოგი პროფ. კაიბელი, ზოოოლოგი პროფ. ჰესე. ყველა
ეს პროფესორები უკვე გარდაცვლილნი არიან. ჩემ წინაკლინიკურ
პროფესორებში ჩემი, განსაკუთრებული ყურადღება და პატივისცემა
დაიმსხურა: პროფესორ რუდოლფ ფიკმა, პროფ. ფრიდრიხ კოფშმა
და პროფ. ვილგელმ ტრენდელენბურგმა, როგორც მსოფლიოში
გამოჩენილ მეცნიერებმა და უაღრესად პატიოსან ადამიანებმა,
რომელთა ოჯახებსაც გავეცანი. ყველას უკვირდა ჩემი ასეთი
თავგანწირული მუშაობა. მაგრამ რომ გაიგებდენ დაახლოვებით
ჩემი ოჯახურ მდგომარეობას, პატივისცემით ხელს მიწყობდენ,
რითაც შეეძლოთ.

1928 წელს ზაფხულის სემესტრში, ბოტანიკის ლექციაზე გავიცანი


ერთი კოლეგა ილზე ჰირშფელდი − ქალიშვილი გამოჩენილი
პროფესორი ჰემატოლოგიის ჰანს ჰირშფელდისა. შევატყვე კოლეგა
ილზეს ძალიან აინტერესებდა ჩემი ახლო გაცნობა და ლექციების
შემდეგ ხშირად ვკამათობდით უფრო ლექციების შინაარსზე. ილზეს
ახალი დამთავრებული ჰქონდა ჰუმანისტური გიმნაზია და ჯერ კიდევ
კარგად იცოდა სკოლის საგნები. დავიწყეთ ერთად მეცადინეობა,

62
ბერლინი, სავარაუდოდ ლექცია, 1920-იანი წლები, საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.

63
როგორც მედიცინაში, ისე ლათინურში, ისტორიაში და გერმანულ
ლიტერატურაში. ილზეს აინტერესებდა ჩემი ოჯახის გაცნობა და
მეც დავპატიჟე ადლერსჰოფში. − პირველად გაუკვირდა, ასეთ
სიღარიბეში რომ სწავლაც შეიძლებოდა. მაგრამ რომ გაიგო სწორედ
იმიტომ ვსწავლობდი, რომ ასეთ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი,
ძალიან მოიწონა ჩემი გადაწყვეტილება და სიამოვნებით განაგრძო
ჩემთან მეცადინეობა. სხვა დანარჩენ საგნებში როგორც: ქიმია,
ფიზიკა, მათემატიკა და გეოგრაფია, ვმეცადინეობდი ჩემ პირველად
გაცნობილ კოლეგა გერდასთან.

ბევრი საჭირო წიგნების უქონლობის გამო იძულებული ვიყავი


უნივერსიტეტის ან სახელმწიფო ბიბლიოთეკაში გვემეცადინა. ილ­
ზეს გერდაზე უფრო ბევრი დრო ქონდა და თითქმის მთელი დღე
არ მშორდებოდა. სადილს სტუდენტების სასადილოში ვჭამდით.
ხშირად ილზე თავის სახლშიდაც მპატიჯებდა სადილად. პროფ. ჰირ­
შფელდი ილზეს მამა და დედა სიმპატიურად მიმიღებდენ სახლში
და ილზესაც უხაროდა, რომ მშობლებს მოსწონდათ მისი ჩემთან
ამხანაგობა. როდესაც ჩვენ იქ ვსადილობდით, როგორც ამბობდა
ილზე, განსაკუთრებული კარგი სადილი იყო გაკეთებული. მეც
სიამოვნებით შევექცეოდი კარგად მომზადებულ საჭმელებს, მაგრამ
გოგია და მიშა თვალწინ მედგა ... ხშირად ნახევრად მშიერი! ... ეს
მიკლავდა გულს და მერჩია „მენზაში“36 მესადილა, როგორც ღარიბი
სტუდენტები.

სახელმწიფო ბიბლიოთეკაში რამოდენჯერმე შევხვდებოდი პრო­


ფესორ მიხეილ წერეთელს, რომელიც მორიდებით პირველათვე
თავს დამიკრავდა. მე მიკვირდა პროფ. წერეთელის ასეთი პატი­
ვისცემა, რადგანაც გაგონილი მქონდა, რომ მას ქალები ეზარებოდა
და თითქმის ყველა ქალებზე გლახა წარმოდგენის იყო. პროფესორი
წერეთელი 1929 წელს ჯერ კიდევ ახალგაზრდათ გამოიყურებოდა,
დაახლოვებით ორმოცდაათი წლის იქნებოდა. ბერლინის უნი­ვერ­
სიტეტში კითხულობდა ლექციას ენათა მეცნიერებაზე, განსა­კუთ­
რებით ქართულ ენაზე. ძალიან მინდოდა მის ლექციას დავსწრებო­
დი, მაგრამ სრულებით დროის უქონლობის გამო ერთხელაც ვერ
დავესწარი. ამნაირად ჩემი უნივერსიტეტში სწავლის დროს მე და

36 Mensa - სტუდენტური სასადილო უნივერსიტეტებში.

64
პროფ. მ. წერეთელი დავრჩით შორეული ნაცნობები.

მე უკვე მეოთხე სემესტრზე ვიყავი. მოახლოვდა ეგზამენების დრო.


უსათუოდ მინდოდა დანიშნულ დროს ყველა ეგზამენები ჩამებარებია.
ძალიან საშიში იყო სიმწიფის ეგზამენების ჩაბარება. ჩემმა მეგობარმა
ილზე ჰირშფელდმა სთხოვა თავის ყოფილ გიმნაზიის დირექტორ
ქალს პროფესორ ჰერმანს ჩემთვის გამოცთები გაეკეთებია, ვიყავი
გვარიანად მომზადებული თუ არა. დიდათ სიმპატიურ ოჯახმა
ახლო მონაწილეობა მიიღო ჩემს მდგომარეობაში. ლათინურში
და გერმანულ ლიტერატურაში გამოცთის შემდეგ, ერთი თვის
განმავლობაში პროფესორმა თვითონ მომცა გაკვეთილები და
ასე მისი ფიქრით არ უნდა ჩავჭრილიყავი გამოცთებზე. ამ ხნის
განმავლობაში ჩემს გოგიას მოაკლდა დედის მზრუნველობა. ბავშვი
ძალიან ცელქი იყო და საშიში იყო სადმე არ გადაჩეხილიყო. ჩემი
მეგობრების რჩევით, მხოლოდ ჩემი ეგზამენების დროისთვის მივეცი
ბავშვი საბავშვო ბაღში. საბავშვო ბაღის პატრონი იყო ფონ-ზემი-
პილზახი,37 მისი მეუღლე გრეფინ შლიფფენი38. იმათ ყავდათ ორი
ვაჟი და ერთი ქალი. გოგიას ხნის იყვნენ ისინი. მიმიღეს მათი სასახლე
− ზანდოვში39 დიდის პატივისცემით, მე და გოგია უფროსი დის
ჰერტას თანხლებით. ჩემი ვინაობა რომ გიგეს, ძალიან გაეხარდათ40,
გოგია მოეწონათ. ყავა დავლიეთ. ბარონს გაახსენდა ტყვეთ ყოფნა
რუსეთში. მომიყვა, როგორ დაახწია თავი ტყვეობას. მერე მეეტლეს
დაუძახა, თვითონ მოისურვა ეტლის მართვა. დამათვალიერებია
დიდი მამული. გოგია ჩემს გვერდით იჯდა, თვალებს ათამაშებდა.
მთლად არ იყო დარწმუნებული, თუ აქ დავტოვებდი?! ბარონს
უთხარი: „ბავშვს ვტოვებ აქ, 3-4 თვის განმავლობაში, მანამდი,
სანამდი ეგზამენს გავაკეთებ!“. დამლოცა ბარონესსამ და ბარონმა.

37 ზენფ ფონ პილზახი (Senfft von Pilsach) - თავადური წარმოშობის გვარის ოჯახი,
რომლებიც დამეგობრდნენ მიხეილ წულუკიძესთან და მნიშვნელოვანი მხარდაჭერა
აღმოუჩინეს წულუკიძეების ოჯახს ომის მძიმე წლებშიც და მანამდეც.
38 შლიფფენი (Schlieffen / Schliefen) - ცნობილი თავადური გვარი პომერანიაში.
39 ადრე Sandow (გერმ.), ამჟამად Sądów (პოლ.), სოფელი პოლონეთში, დასავლეთ
პომერანია რომელიც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პოლონეთის შემადგენლობაში
შევიდა. აქ იყო პილზახების სასახლე, სადაც იმხანად საბავშვო ბაღი და შემდეგ
სანატორიუმი ჰქონდათ განთავსებული.
40 იმხანად გერმანელი დიდგვაროვანი ოჯახები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ
თავადურ წარმოშობას და ამიტომაც წულუკიძეები ამ ოჯახში მიღებულები იყვნენ.

65
უფროს დას ჩააბარეს გოგია. მე მთხოვეს, თქვენ აქ სასახლეში
დაისვენეთო. მადლობა გადაუხადე, გამოვემშვიდობე და უთხარი:
„მე ერთი ღამე მაქვს დასასვენებლად, მირჩევნია გოგიასთან წავიდე.
10 წუთი იყო იმ ვილლამდე, სადაც ობლები და უპატრონო ბავშვები,
ოციოდე ცხოვრობდა, ამას არ მოველოდი. მე გული მესერებოდა.
რამდენიმე მოწყალების და გავიცანი. გოგია ჩემთან დაწვა. მე
ჩუმად ვტიროდი. მეორე დილას სურათი გადავიღეთ მე და გოგიამ.
სულ არ მშორდებოდა, არ უნდოდა იქ დარჩენა. გამოვეთხოვე
იქაურობას, გულდამწვარი ვაკოცე გოგიას და ჩუმათ გამოვიპარე.
ბარონესსა მიდიოდა ბერლინში და მეც, ძალაუნებურად, გავყევი
თან. ბევრი ვიტირე, ისე ჩავედი ბერლინში. ბარონესსა მამშვიდებდა:
„ყოველდღე ვნახავ თქვენს ბავშვსო“. მიშას უთხარი: „გავიცანი
საბავშვო ბაღის პატრონი“ და სხვა...

ერთი თვის შემდეგ მე და მიშა ბარონებმა დაგვპატიჟეს სასახლეში.


მაშინათვე წავედით. მიგვიღეს როგორც ნათესავი. გოგია ავად
გამხდარიყო. მკვახე მსხალი ეჭამა და მუცელი გაებერა. ქონდა,
საშინელი ფაღარათი. მაშინათვე გადმოვიყვანეთ სასახლეში და
კარგი მოვლით ერთ კვირაში მოიკეთა ჩემმა გოგიამ. მთხოვეს ბარო­
ნებმა: „ერთი კვირა უნდა დარჩეთ კიდევ“. მე მეტი დრო არ მქონდა,
მაგრამ დავეთანხმე. გოგიას დატოვება არ მინდოდა საბავშო ბაღში,
მაგრამ შეეჩვია, ბავშვებთან თამაშს. კიდევ დავტოვე ორი თვე. გა­
მო­ვეთხოვე ჩვენს მასპინძელს, დიდი მადლობა გადაუხადეთ. მე და
მიშა წავედით ბერლინში.

მალე შევატყვე, რომ პატარა გოგიას გერმანელ ბავშვებში


ქართული ავიწყდებოდა და ბავშვიცა და მეც დავსევდიანდით
ერთმანეთის მოშორებით. ეს მდგომარეობა უფრო მტანჯავდა და
ხელს მიშლიდა სწავლაში. სამი თვის შემდეგ გოგია ისევ მოვიყვანე
სახლში და როგორც იყო დავწყნარდი, რომ საღამოს მაინც
ვხედავდი ბავშვს. ჩემს მოსვლამდი საღამოს არ იძინებდა. დედა,
რა მომიტანე „ნუვერსტეტიდან“ შეკითხვით ყელზე შემომეხვეოდა.
ხილს ან ნამცხვარს ყოველთვის მივუტანდი. შეჭამდა და იმ წუთზე
ჩაიძინებდა. ამ დროს მიშაც გვარიანად იყო ჯანმრთელობით. მაგრამ
როგორც თვითონ ამბობდა, პირდაპირ დაბმული იყო ადლერსჰოფში,
რომ გოგია ცელქი თვალიდან არ მოეშორებია და თან დააწყებინა

66
ქართული წერა-კითხვის სწავლა. მე კი არაფრისთვის არ მცალოდა,
გარდა ჩემი მეცადინეობისა.

1930 წელს გაზაფხულზე ჩავაბარე გამოცთები „სიმწიფის მოწმობის“.


ამავე წლის შემოდგომაზე ჩავაბარე წინაკლინიკური გამოცთები ე.ი.
ფიზიკური მედიკური ფაკულტეტის. როგორც მე, ისე მიშა და ჩემი
ახლო მეგობრები ძალიან გახარებული ვიყავით.

ეს ამბავი გახმაურდა ქართულ კოლონიაში. მოდიოდა მილოცვის


წერილები სიხარულის და გაკვირვების შინაარსით, თითქოს სას­
წა­ული მომეხდინა. ასეთ ჩემ წინსვლა და გამარჯვებაში პირველი
ღვაწლი მიუძღოდა მიშას ერთგულ დახმარებას და ჩემს მეგობრებს
− გერდა და ილზეს. თან ჩემს პროფესორებს, რომლებიც
სამართლიანად აფასებდენ ჩემს შრომას. პატივისცემა და კეთილი
სურვილი ქონდათ ჩემდამი, რაც მე მამხნევებდა და შრომის უნარს
მიმატებდა.

ადლერსჰოფ-სადგურის წინ ოდესღაც ვილლა იყო საცხოვრებელი.


ბავშვები თამაშობდენ იქ. გავეცანი აღმზდელებს. მომეწონა იქაუ­რობა.
დამპირდენ, რომ კარგად მოუვლიან ჩემს ცელქ გოგიას და გოგია
საბავშვო ბაღში მივაბარეთ ადლერსჰოფში. აქ ჩემთვის აღსანიშნავ
წელს 1930, გაზაფხულს გოგია შევიყვანეთ პირველდაწყებით,
სახალხო შკოლაში, ადლერსჰოფში. ექვსნახევარი წლის გოგიამ
ქართული წერა-კითხვა, ლექსები და სიმღერები უკვე იცოდა.
სკოლაში სწავლა ეადვილებოდა, მაგრამ გერმანულ დისციპლინას
ვერ ეჩვეოდა. ბევრ კარგ და კეთილ მასწავლებლებს და მოწაფეებს
უყვარდათ გოგიას ცელქობა, მაგრამ ზოგიერთს ათვალისწუნებული
ყავდათ როგორც უცხოელი. ჩვენთვისაც მიუღებელი იყო მაშინდელ
გერმანელების გავლენის ქვეშ ბავშვის აღზრდა. უსათუოდ საჭირო
იყო სკოლის გამოცვლა.

ჩემი ფიზიოლოგიის მასწავლებელი პროფესორი ვილგელმ ტრენ­


დელენბურგი და მის ოჯახობას ვიცნობდი, როგორც დიდ მეცნიერს
და ინტერნაციონალურ პიროვნებას, რომლის ოჯახში რამოდენჯერმე
ვიყავი. პროფესორს ცხრა შვილი ყავდა და ორი უმცროსი, სწორედ
გოგიას ხნის იყვნენ. პროფესორის თხოვნით ერთხელ გოგიაც თან
წავიყვანე. პროფესორს და მის მეუღლეს ძალიან მოეწონათ ჩემი

67
პროფესორი რობერტ როსსლე, ექიმი პათანატომი, 1920-იანი წლები, საბჭოთა
წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის
კოლექცია.
ბიჭი და ბავშვებსაც შეუყვარდათ. მთხოვეს, როდესაც მოვიდოდი,
გოგიაც უნდა მომეყვანა.

როგორც უფროსი, ისე უნცროსი ბავშვები ძალიან ზრდილნი იყვ­


ნენ. მთელი ოჯახი მუსიკალური იყო და უკრავდენ სხვადასხვა
მუსიკალურ ინსტრუმენტზე. გოგიასაც გამოაჩნდა მუსიკალური
ნიჭი და დიდი სურვილი გამოთქვა, რომ იმასაც უნდოდა მუსიკა
ესწავლა. ამის სურვილი მეც ძალიან მქონდა, მაგრამ პირველად
საჭირო იყო გოგია მის შესაფერ შკოლაში მიმეცა და მერე ყველა­
ფერი კარგად იქნებოდა. პროფესორის მეუღლე ბავშვებიანად გვეს­
ტუმრა ადლერსჰოფში. მან მომცა რჩევა, რომ გოგია ფრანგულ
გიმნაზიაში მიმეცა. საშვალო სასწავლებელი − ფრანგული გიმნაზია,
ბერლინში ჰუგენოტების მიერ დაარსებული, განსაკუთრებით კარგ
გიმნაზიათ ითვლებოდა. მოწაფეები შედგებოდენ: ჰუგენოტებისაგან,
უცხოელებისაგან, ებრაელებისაგან და ცოტა პროცენტი გერმა­
ნელებისაგან. მასწავლებლების შემადგენლობაც კარგი იყო და
საერთოდ სკოლაში ინტერნაციონალური სული ტრიალებდა. თან­
დათან მეც ახლო გავეცანი ამ შკოლას, და 1934 წელს, გაზაფ­ხულ­
ზე გოგია შევიყვანეთ. პირველ დღეს მიშამ წაიყვანა სკოლაში,
ფრანგულ გიმნაზიაში.

არავითარი ნაცნობები არ ყავდა გოგიას. დიდი დასვენების დროს


გოგია ათვალიერებდა ... ერთი რუსის ბავშვი მოეწონა და დაეჭი­
დავა. მერმე საუკეთესო მეგობრები დარჩენ. დიმიტრი ტიმოფეევი
ერქვა ამ ყმაწვილს, მგონია. რუსული ნაციონალისტი იყო და ამიტომ
გესტაპომ დაიჭირა. ამნაირად დაშორდა გოგია თავის საუკეთესო
მეგობარს.

პროფესორი ფ. ტრენდელენბურგი ომის დროს სამხრეთ გერმანიაში,


საავადმყოფოში გარდაიცვალა და მისი მრავალრიცხოვანი ოჯახი
ისე გაიფანტა, საუბედუროდ, არც ვიცი, სად არიან.

1930 წელს დამეწყო პირველი კლინიკური ზამთრის სემესტრი,


ბერლინის მთავარ საავადმყოფოში „ჩარიტე“-ში41. ალექსანდრე ფონ

41 Charite - ბერლინის ჰუმბოლტის (ადრე: კაიზერ ვილჰელმის) უნივერსიტეტის


საუნივერ­სიტეტო კლინიკა, რომელიც დღემდე მოქმედებს და ევროპაში ერთ-ერთი
უმსხვილესი კლინიკაა.

69
ჰუმბოლდტის სტიპენდია გამიგრძელეს სწავლის დამთავრებამდე.
კლინიკური სემესტრი ბევრად უფრო საინტერესო იყო, ვიდრე
წინაკლინიკური, სადაც თეორეტიული საგნები უფრო სჭარბობდენ.
უსმენდი და ვმუშაობდი მეორე შინაგან მედიცინის კლინიკაში
პროფ. ბერგმანთან. პროფესორი ბერგმანი ცნობილი იყო როგორც
საუკეთესო მჭევრმეტყველი მოლაპარაკე, მთელი გერმანიის
თანამედროვე აკადემიკოსებში. მისი ლექცია შინაგან მედიცინაზე,
ძალიან საინტერესოდ ითვლებოდა მოსასმენად, მაგრამ შინაარსით
არაფლით არ განსხვავდებოდა სხვა პროფესორების ლექციისაგან.
1945 წელს, ყველასთვის მოულოდნელად, მან დასტოვა ბერლინის
უნივერსიტეტი კათედრა და გაემგზავრა დასავლეთ გერმანიაში. იქ
იქნა მიწვეული მიუნხენის მედიკურ ფაკულტეტზე, სადაც ახლაც
იმყოფება ორდინარიუსად.

პათოლოგიურ ანატომიას ვსწავლობდი პროფ. რობერტ როსს­


ლე­ს­თან, რომელიც ღირსშესანიშნავი მეცნიერი და საუკეთესო
მასწავლებელი იყო. მის შესანიშნავ ლექციებს და მრავალ კურსებს
დიდი ინტერესით ვესწრებოდი და გულმოდგინეთ ვსწავლობდი და
ორი წელიწადი ფამულატურას42 ვაკეთებდი.

პედიატრიას, ე. ი. ბავშვების ავადმყოფობას, ვსწავლობდი პროფ.


ჩერნისთან. მსოფლიოში ცნობილი მეცნიერი და შესანიშნავი მას­
წავლებელი კლინიკოსი. მის ლექციებს აღტაცებით უსმენდი და
კლინიკაში ფამულატურასაც ვაკეთებდი. გოგია ხშირად ცივდე­
ბოდა, თან ახველებდა. ერთხელ გადავწყვიტე პროფ. ჩერნის ენახა.
ვთხოვდი, გაესინჯა. გასინჯვის შემდეგ მითხრა: „არაფერი არა
აქვს თქვენს ბიჭუნასო“. თვითონ გააშუქა რენდგენის სხივებით,
დამარწმუნა, რომ ჯანმრთელი ბიჭუნააო, მხოლოდ გაცივებას მოფ­
რთხილდითო. მადლობა გადაუხადე ჩემს მასწავლებელს და გამო­
ვემშვიდობე. გახარებული წამოვედი სახლში, მიშას მოვუყევი
ყველაფერი.

ხირურგიას ვისმენდი და ვსწავლობდი პროფ. ზაუერბრუხთან და


ორტოპედიას პროფ. გაზთან.

42 ფამულატურა (ლათ. Famulus - დამხმარე, მომსახურე) - გერმანიაში ოთხთვიანი


(სამედიცინო) და რვა კვირიანი (ფარმაცია) პრაქტიკა ექიმობის და აფთიაქარობის
მსურველთათვის.

70
პროფესორი ზაუერბრუხი, როგორც მსოფლიოში გამოჩენილი მეც­
ნიერი და გენიალური ხირურგი, ისე დიდი ადამიანი და კაცთმოყვარე
ინტერნაციონალური პიროვნება იყო. მის კლინიკაში იყო დამ­ყა­
რებული სანიმუშო წესრიგი. პროფ. ზაუებრუხი იყო მოწაფე მისი
დიდი მასწავლებლის ხირურგიისა ფონ მიკულიც-რადეცკის ქ.
ბრესლაუში. ოთხი წელიწადი იქ დაჰყო, როგორც ხირურგიის
პრივატდოცენტმა. უაღრესად პატივს სცემდა მისი უდიდესი მას­წა­
ვლებელს, პროფ. ფონ მიკულისც-რადეცკის. პროფესორმა ზაურ­
ბრუხმა გამოიგონა Druckdifferenzkammer,43 გულმკერდის ოპერაცია
და სხვა.

ოფტალმოლოგიას ვსწავლობდი და თან ფამულატურას ვაკეთებ­


დი პროფ. ლოლაინთან. ნერვოლოგიას და ფსიხიატრიას ვისმენდი
პროფ. ბონჰოფერთან. ჰიგიენას და ბაკტერიოლოგიას პროფ. ჰან­
თან ვუსმენდი. იურიდიულ მედიცინას პროფ. მულლერ-ჰესთან
ვუსმენდი. ყელის, ცხვირისა და ყურის ავადმყოფობას ვსწავლობდი
და თან ფამულატურას ვაკეთებდი პროფ. ფონ აიკენთან.

ჯერ კიდევ ადლერსჰოფში ვცხოვრობდით. მუდამ დატვირთული


ვიყავი ლექციებით. ერთხელ ავად გავხდი კუჭის ავადმყოფობით.
მეორე მედიცინის კლინიკაში დამაწვინეს. პროფესორმა კაუფმანმა
გამსინჯა: მწვავე კუჭის ანთება აღმოაჩინა. დამინიშნა დიეტა, მაგრამ
ამ დიეტის დაცვა შეუძლებელი იყო ჩემთვის. მოწმობა დამიწერა.
სტუდენტების სასადილოში უნდა მიმეღო ეს დიეტა. პროფ.
კაუფმანის მოწმობა წარუდგინე, სტუდენტენვერკის44 თავმჯდომარეს
დოქ. დონატს. იმან სიამოვნებით დათანხმდა, მოეცა ჩემთვის დიეტა
სტუდენტების სასადილოში. მე უკვე გამოვკეთდი. ასე მიდიოდა
დღეები, თვეები და წლებიც. ერთი სტუდენტი ქალი დამიმეგობრდა,
მართა კონზეციუს იყო იმის სახელი და გვარი. ლექციების შემდეგ
ხშირად დავდიოდით ტირგარტენში სამეცადინოდ, გზაზე ფრანგულ
გიმნაზიისაკენ. გაკვეთილების დროს ყურს უგდებდი ჩემს ბიჭუნას,
როგორ ფრანგულად ასწავლიდნენ. ეს არის ჩემი ტაძარი (Mein
Tempel) უთხარი მართას. ჩქარა ცემდა დედის გული, მაგრამ არ

43 იგულისხმება ბაროკამერა, ან მისი მსგავსი დანადგარი.


44 Studentenwerk – სტუდენტურ საკითხთა და სტუდენტების დამხმარე დაწე­სე­ბუ­
ლებები გერმანიაში.

71
გოგი წულუკიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი
არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
მინდოდა ხელი შემეშალა. გაკვეთილის დროს გავიარეთ ერთ
სკამზე ჩამოვჯექით, განვიმეორეთ შინაგანი მედიცინა. უკან რომ
დავბრუნდით, ჩავეხვიე ჩემს ბიჭუნას. მართას გამოვეთხოვე.
წავედით სახლში.

დადგა ზაფხული. ბარონებმა დაგპატიჟეს ზანდოვში. მე, მიშა და


გოგი დილას ადრე წავედით მატარებლით. ბარონესსა და მისი ვაჟი
− ფრიც-ვიკტორი დამხვდენ ეტლით. გადავკოცნეთ ერთმანეთი.
ფრიც-ვიკტორი და გოგი დამეგობრდენ. მოუყვენ ერთმანეთს
სკოლის ამბავი. სასახლეში დაგვხთა ბარონი, ლიზა და ჰაინერლე.
ეტლიდან მოწიწებით ჩამომიყვანა ბარონმა, ხელზედ მაკოცა,
მიშას გადაეხვია: „საყვარელნო თავადნო, მობრძანდით ჩემს სახ­
ლში. როგორ ბრძანდებით? მოგზაურობამ დაგღალათ?“ − არა
გვიშ­ვას, მიუგე მე. მოსამსახურე გოგომ წაიღო ჩვენი ჩამოდანი.
ჩვენც გავწიეთ ოთახებისაკენ. ბარონებმა ჩვენ მიგვიღეს როგორც
დიდი ხნის უნახავი ოჯახის მეგობრები. ნამეტანი დაღლილად
გამოვიყურებოდი. ეს მიაწერეს ჩემს თავგანწირულ სწავლას. მიშას
უწოდებდა ბარონები: საყვარელო თავადო.

მე მიხაროდა, გოგი ამხანაგებში ერთობოდა. მალე ბიძია ხრისტოფი


და დეიდა როზელოტტეს ეძახოდა გოგი ბარონებს. გარდა ჩვენისა,
სხვებიც იყვნენ სტუმრები. ხან ცხენებით, ხან ეტლით ვსეირნობდით,
ვნადირობდით... ასე გაიარა ორმა თვემ. დადგა სეკტემბერი. მე და
გოგის უკვე სწავლა გვეწყებოდა - უნივერსიტეტში ლექციები და
გოგის ფრანგულ გიმნაზიაში სკოლა. მიშას ცელქი გოგიასთვის
უნდა მოეარა. გამოვეთხოვეთ გულუხვ მასპინძელს, გავწიეთ
ბერლინისაკენ. ყველამ გაგვაცილა სადგურამდე. ხელმეორედ
გადავეჭდეთ ერთმანეთს.

მე და გოგი დილას ადრე ვდგებოდით, მოგვესწრო მატარებლისთვის;


ადლერსჰოფიდან რვის ნახევარზე მიდიოდა მატარებელი. მიშა
მწერლობდა. მის ნაწერებს „კავკასიონში“ ბეჭდავდენ პარიზში, მაგა­
ლითად: ილია და აკაკი (პროფილი), ახალი გერმანული ლირიკა,
მდგომარეობა გერმანიაში, გოეთეს წელიწადი, ქართველები გერ­
მანიაში და სხვა... ესკიზები თანამედროვე ქართულ ლიტერა­ტური­
დან; გალაქტიონ ტაბიძე, იოსებ გრიშაშვილი, მივიწყებული საფლავი
და სხვა . . .
73
მიშას ბევრი ხანი უნდოდა პარიზში წასვლა, მაგრამ ხელს უშლიდა
გოგის მოვლა, გოგიას გაკვეთილები ხანდახან უნდა შეესწორებინა.
ერთ დღეს სთქვა: „მომბეზრდა ასეთი სიცოცხლე! ერთი ოთხი თვით
პარიზში უნდა წავიდეო“. გრძნობდა, ეს ძალიან გაგვიჭირდებოდა
მე და გოგის. მაგრამ გადაწყვიტა და გაემგზავრა პარიზში. იქიდან
იწერებოდა კარგ წერილებს. ნახა ნათესავები, მეგობრები, როგორ
ცხოვრობდა მოზარდი თაობა. გოგის, ფრანგულ-გიმნაზიის დამთავ­
რების შემდეგ, მინდოდა პარიზში უმაღლეს სასწავლებელში ეს­
წავ­ლა. მიშამ გაიკითხა როგორ შეიძლებოდა გოგიას მოწყობა პა­
რიზში. საფრანგეთში უნდა დაბადებულიყო გოგია და თავისთავად
მოეწყობოდა. მაგრამ ეს ასე არ იყო. გოგია დაიბადა ბერლინში
− შარლოტენბურგში. ორ თვეში მიშაც ჩამოვიდა, მოიტანა ახალ-
ახალი ამბები.

აწი ჩემს სახელმწიფო გამოცთებზე უნდა მეფიქრა. ბარონები ხში­


რად დადიოდენ ჩვენთან. ბარონებთან დაგპატიჟეს მე და ჩემი
ამხანაგი მართა კონზენციუსი. იქ დავრჩით 3 თვე. მართლა კარგად
მოვემზადეთ. მთხოვეს, მიშა და გოგია ჩამოსულიყვნენ საეგზამენოთ.
გამოვეთხოვეთ მასპინძლებს. გოგია და მიშა დაობლებული დავტოვე
3 თვის განმავლობაში. ახლა იწყებოდა საზაფხულო კანიკულები45.
ბარონი ჩამოვიდა. მიშა და გოგი დაპატიჟა. მიშას გაეხარდა ძალიან.
მე ვერ ვცილდებოდი გოგიას, მაგრამ გადავწყვიტე, უჩემოდ გამეშვა
მიშა და გოგია.

1934 წ. სეკტემბერში პირველი გამოცთა ჩავაბარე ტოპოგრაფიულ


ანატომიაში, მივიღე „საუკეთესო“ ნიშანი. გამოვედით მე და მარ­
თა გახარებული. მაშინათვე მივწერე ზანდორფში მიშას და გო­
გიას. უკანასკნელი გამოცთა მქონდა ბაქტერიოლოგიაში, იქაც
მივიღე „საუკეთესო“ ნიშანი. როცა ბაქტერიოლოგიის გამოცთაზე
მივდიოდი, ვინახულე დირექტორი რ. მან მითხრა: უსათუოდ გამო­
მიარეთო. ისეთ სიხარულს განვიცდიდი, რომ ერთი დავაკაკუნე,
სანამდი პასუხს მივიღებდი, ნებადაურთველად შევედი დირექტორ
როტიშის ოთახში. იმას გაეხარდა ძალიან, მითხრა: „ჩემი მოწაფე
ქალიშვილების ექიმი უნდა გახთე”. ნახა ჩემი ნიშნები. გაკვირვებით
მომიწონა. ჩემი მოწაფე გოგი რას შვება? სოფელშია-მეთქი და

45 რუს. არდადეგები.

74
მოუყევი ბარონებთან ასეთი, მეგობრული დამოკიდებული ვართ-
მეთქი. გამოვეთხოვე პატივცემულ დირექტორს.

მოვრჩი სახელმწიფო ეგზამენებს. მიშა და გოგია ძალიან მე­


ნატრებოდა. მივწერე წერილი, რომ ჩამოსულიყვნენ. ჩამოვიდნენ,
გადავკოცნეთ ერთმანეთი. გოგიამ მომიყვა რა ეშმაკობა ჩაიდინეს
ფრიც-ვიკტორმა და ჰაინერლემ. მიშა იცინოდა და მითხრა: „ქემაინც
წერა შემეძლო იქ.“ მე მოუყევი ჩემ სახელმწიფო ეგზამენზე. ერთი
კვირა დავისვენეთ. გოგიას ფრანგულ-გიმნაზიაში მეცადინეობა
დაეწყო. მე უაღრესად ბედნიერი ვიყავი, დირეკტორთან საუკეთესო
დამოკიდებულება მქონდა. გოგიას აწი არ გაუჭირდებოდა. მე უფასო
სადილი მქონდა სტუდენტების სასადილოში. ვინახულე დოკტ.
დონატი. იმან მომილოცა საუკეთესოდ დამთავრება, სახელმწიფო
ეგზამენების და მომცა 200 მარკა. მე ამას არ მოველოდი. დიდი
მადლობა გადაუხადე, დავემშვიდობე. მე წავედი გოგიას მოსაყვანად.
დირეკტორს და სხვა მასწავლებელს გამარჯობა უთხარი და გოგია
წავიყვანე სტუდენტების სასადილოში, იქ ვჭამეთ კარგი სადილი.
ყველა მილოცავდა. გამარჯვებული მეგონა ჩემი თავი.

გოგიას უყიდე პალტო და რაც არა ქონდა. მე ვიყიდე კარგი ყავა,


ჩაი, ძეხვი, კარაქი, ყველი და პური. და გავწიეთ სახლში. მიშას
გაეხარდა ძალიან, რომ დოქტ. დონატმა ასე კრაგად მიმიღო. კარგი
ვახშამი ვჭამეთ.

ილზე, გერდა ჩამომშორდა. ილზე ჰირშფელდი ემიგრაციაში იყო


წასული. იწერებოდა წერილს შვეიცარიიდან. გოგიასაც მოწერა
ღია ბარათი. გერდა ირკე ერთი სემესტრით უკან იყო ჩემზე. შემდეგ
გააკეთა სახელმწიფო ეგზამენი. ილზეზე გული დამწყდა. ვინახულე
მისი მშობლები. გულდამწვარი იყვნენ ილზეზე. ისინიც მიდიოდნენ
ემიგრაციაში.46

საქართველოდან კარგი წერილები მომდიოდა. მწერდა საყვარელი


მამა, იონა, მარი და ელი. მთხოვდნენ, რომ ჩამოსულიყავით (ღენტო­
რი არ იწერებოდა) 50 მარკა სახლში გავაგზავნე;

46 ჰანს ჰირშფელდი 1944 წლის 26 აგვისტროს ტერეზიენშტატის საკონცენტრაციო


ბანაკში გარდაიცვალა, სამწუხაროდ მან ვერ მოასწრო ემიგრაციაში წასვლა.

75
როგორც მედიცინის პრაქტიკანტი დამნიშნეს პროფ. როესსლესთან
Charite-ში Experimentelle Zellfoschfung47 -ში უნდა გამეკეთებია გასიჯვა:
Wechselbeziehungen von gut- und bösartigem Gewebe in vitro.48 დამინიშნეს
400 მარკა. მხოლოდ, 8 საათიდან ხირურგიულ პოლიკლინიკაში
პროფ. ზაუერბრუხთან უნდა მემუშავნა. ნასადი­ლებს კი პროფ.
როესსლესთან. ასე რომ, მთელი დღე დაკავებული ვიყავი! უნდა
მომეძებნა ბინა, რომ ჩემთვის და გოგიასთვის ახლო ყოფილიყო.
ერთი წლის განმავლობაში ვეძებდი... მოვნახე სამოთახიანი ბინა,
Schiffbauerdamm 14.49

როგორც იყო, გადავედით ადლერსჰოფიდან. გოგიას ძალიან გაე­


ხარდა ასე ახლოს რომ იყო ფრანგული-გიმნაზია. მიშაც იმუშა­
ვებ­და სახელმწიფო ბიბლიოთეკაში. პროფ. როესსლემ დამპატიჟა
საღამოს. მისი მეუღლე დანიელი ქალი იყო, დიდათ სიმპატიური.
მკითხა: როგორია თქვენი ახალი ბინაო? ჯერ მოწყობილი არ არის,
გვარიანია, - უთხარი მე. პროფ. როესსლემ მითხრა: „ძალიან კარ­
გად მუშაობო“. ბევრი ვილაპარაკეთ... შემდეგ გამაცილეს პროფ.
როესსლემ და მისმა მეუღლემ სადგურამდე.

რადგანაც ასე შემაქო პროფ. როესსლემ ადრე მივდიოდი და


ბეჯითად ვასრულებდი ჩემს სამსახურს. ერთხელ გოგიამ მარცხენა
ფეხზე წვივის კანი გაიკაწრა და რამოდენიმე დღე არ შეეზარდა,
გაუმიზეზდა. ბავშვს სიცხე მისცა. წავიყვანე პოლიკლინიკაში.
გასინჯა პროფ. გოჰრბანდტმა და მითხრა: „რამოდენიმე ადგილას
უნდა გაეჭრათ ქსოვილი. ჯერ უნდა გაკეთდეს სისხლის და შარ­
დის ანალიზი. გოგიას გამოუღეს სისხლი... დააწვინეს ბავშვების
კლინიკაში. სიცხე თანდათან მატულობდა. დაუწყო ჟროლა სიცი­
ვისაგან. გოგიამ იტირა მწარე ტირილით. მე მთელი ღამე არ მეძინა,
სულ ჩუმათ ვტიროდი. მეორე დილას, როგორც თუ მოვიდა პროფ.
ზაუერბრუხი, მივვარდი სეკრეტარიატში, მაშინათვე შემიშვეს.
ნატირალი ხმით პროფ. ზაუერბრუხს უთხარი: „ბავშვი გამიხთა
ავად. . . პროფ. გოჰრბანდტმა გასინჯა... ოპერაცია უნდა გაკეთდეს

47 უჯრედების ექპერიმენტალური კვლევა (გერმ.)


48 კეთილ და ავთვისებიანი ქსოვილების ურთიერთმიმართება სინჯარაში.
49 ქუჩა ბერლინში, მეტროს სადგურ ფრიდრიხშტრასესათან. აღნიშნულ ქუჩაზე
მოგვიანებით კერძო სამედიცინო პრაქტიკა ჰქონდა გოგი წულუკიძეს და მის
მეუღლე რენატეს.

76
პროფესორი ზაუერბრუხი, ქირურგი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.

77
დღეს“. ვერ შევიკავე ტირილი. „გთხოვთ, რომ გასინჯოთ... ბავშ­
ვი უკვე გამზადებულია ოპერაციის ზალაში“. მომისმინა მე. მაში­
ნათვე გავიდა ოპერაციის ზალაში. გოგია გასინჯა. დაათვალირა
მარცხენა წვივზე წყლული. ფეხი ოდნავ გასიებული აქვს... პროფ.
გოჰრბანდტს უთხრა: „არ არის ოპერაცია საჭირო! ამას თვითონ
გადაიტანს, მხოლოდ გაუკეთეთ სობელი ტილო რივანოლით“.50
მე ცოტა მოშორებით ვიდექი, ყველაფერი გავიგონე. გამობრუნდა
პროფ. ზაუერბრუხი. მე დამამშვიდა. ჩემს სიხარულს საზღვარი არ
ჰქონდა, რადგანაც ოპერაცია არ იყო საჭირო! მიშა მოვიდა. უთხარი
ყველაფერი. გოგიას სობილ ტილოს უკეთებდენ რივანოლით. ნახა
გოგია, მოეფერა. მოიტანა ლიმონი და ფორთოხალი, ვაშლი. გოგია
წყალს ითხოვდა. მე გაუკეთე ფორთოხლის წვენი. წყლიან ლიმონის
წვენს ვასმევდი. საღამოს ცოტა დაიკლო სიცხემ. მე ვატყობდი, რომ
უკეთ იყო, ჩემი გოგუნია.

ყოველ კვირას იყო პროფ. ზაუერბრუხის ვიზიტი. პოლიკლინიკის


ექიმებიც უნდა დასწრებოდენ. მეც მივყობოდი ვიზიტს. ბავშვების
კლინიკაში რომ მივახწიეთ, პროფ. ზაუერბრუხმა გამიცინა. ნახა
წყლული, ფეხი სულ არ ჰქონდა გასივებული. სიცხე ნორმალური
იყო. „ერთ კვირაში მთლად მოიკეთებსო“, - მითხრა პროფ. ზაუერ­
ბრუხმა. ორი კვირის შემდეგ გოგია წავიყვანეთ მე და მიშამ სახლში...
წყლული შეეზარდა.

უკვე ზაფხულის ფერიენები51 იწყებოდა. გოგიას ავადმყოფობა გაი­


გეს ბარონებმა. დამპატიჟეს მიშა, გოგია და მე. მე არ მცალოდა.
აუცილებელი სამუშაო მქონდა. მიშა და გოგია წავიდნენ მატარებლით
ზანდოფში. სადგურზე ეტლით დაუხდა ბარონი, მთელი ბავშვებით.
ატყდა ჟრიამული ბავშვების. ნაავადმყოფარ გოგიას უხაროდა,
ახლა კარგად იყო. მე მომწერეს კარგი წერილი მიშამ, გოგიამ და
ბარონებმა. დამშვიდებული შეუდექი ჩემს სამუშაოს. როგორც
ზემოთ ვთქვი, 8 საათიდან ზაუერბრუხის პოლიკლინკაში ნასადი­
ლებს პროფ. როესსლესთან ვმუშაობდი. ასე მიდიოდა დღეები და
თვეები.

50 იგულსხმება სველი ტილო რივანოლით. რივანოლის ხსნარი - ანტისეპტიკური


საშუალება.
51 არდადაგები. (გერმ.)

78
საქართველოდან იონასაგან მივიღეთ წერილი: „გკოცნით წარმოდ­
გენით მხურვალე სიყვარულით. როგორ ხართ? მივიღეთ თქვენი
გამოგზავნილები ყველაფერი და უზომოდ გავიხარეთ!.. მისწრება
იყო ჩვენთვის ყველაფერი თქვენი გამოგზავნილი. „ყვავს რა ქონდა,
ბუს გაქონდა“-ს გავს თქვენგან ასეთი გზავნილები, მდგომარეობა
გვაიძულებს − მივიღოთ... თქვენმა გამოგზავნილმა ეთერი52 გააკე­
თა, ჩვენც, მაგრამ ეთერი უფრო. დიდი მადლობელი ვართ ამ
სიკეთისათვის, ოღონდ გვაწუხებს ზემოდ მოხსენებული ყვავის და
ბუს ანდაზა...“ იონას წერილმა გამამხნევა...

ვფიქრობდი, დისერტაციას პროფ. ზაუერბრუხთან გავაკეთებ-მეთ­ქი.


მივმართე უფროს ექიმს კ. მიდდელდორფს, დისსერტაციის შრო­მის
მისაღებათ. იმან მითხრა; „რაზე მუშაობთ თქვენ პროფ. როესსლესთან
Zellenforschung-ში?“53 მე უთხარი, კიბოზე-მეთქი. „ძალიან კარგი. მე
პროფ. ზაუერბრუხს მოუთხრობ და ხვალ მოდიო“. კარგად მიმიღო.
მომცა „Über das branchiogene Carcinom.“54 წამიყვანა იქაურ ბიბ­
ლიოთეკაში. გამომიძებნა წიგნები და მითხრა: „პოლიკლინიკიდან
განთავისუფლებთ ჯერჯერობით, მხოლოდ მოდით, რა წაიკითხეთ
მაცნობეთ“. მე დიდი მადლობა გადაუხადე.

ამასობაში მოახწია სეკტემბერმა. გოგიას 4 სეკტემბერს ჰქონდა


დაბადების დღე. მინდოდა ერთად გამეტარებია. მივწერე მიშას და
გოგიას, რომ ჩამოსულიყვნენ. ცალკე მივწერე ბარონებს, ასეთი
პატივი გვცა, ნაავადმყოფარი გოგია მთლად გამოაკეთეს. დიდი
მადლობა შეუთვალე. ჩამოვიდნენ მიშა და გოგია... გავიხარეთ...
ნამცხვარი გამოვაცხვე. წავედით მე, მიშა და გოგია საყიდლებისთვის,
რაც ისურვა, ის უყიდეთ... დადგა 4 სეკტემბერი. მე და მიშამ
მიულოცეთ სულის ჩამდგმელი გოგიას და უსურვეთ ყოველივე
კარგი. ნასადილებს მოვიდა მთელი ქართველობა. ულოცავდენ
გოგიას, ფრანგულ-გიმნაზიის მოწაფეს. მოვიდა მისი ამხანაგები:
ფოლკერი და დიმიტრი. მე მოვყევი: „დისსერტაციას პროფ.
ზაუერბრუხთან ვაკეთებ, უფროსმა ექიმმა მომცა, „ყელის კიბოზე“
უნდა ვიმუშაო... ერთ წელიწადში უნდა ჩავაბარო, დისსერტაციის

52 ეთერ თოდუა, იონა თოდუას ქალიშვილი


53 გერმ. უჯრედების კვლევა
54 გერმ. ბრანქიოგენური კარცინომა

79
შრომა“. გოგიამ მოყვა, როგორ გადაარჩინა პროფ. ზაუერბრუხმა
ოპერაციას. როგორ გაატარა ბავშვებთან ზაფხულის ფერიენები
ზანდორფში. სასიამოვნოდ გავატარეთ გოგიას დაბადების დღე...

მიშა დადიოდა სახელმწიფო ბიბლიოთეკაში, მუშაობდა. გოგიას


უნდა დაეწყო სწავლა ფრანგულ-გიმნაზიაში. დადგა შობა-ახალი
წელი. გოგიამ კარგი ნიშნები მოიტანა სახლში. მიშა საქართველოს
ისტორიას წერდა და ფრიად საინტერესოდ ...

საუბედუროდ, დოქტ. მიდდელდორფი ზაუერბრუხმა გაგზავნა ციუ­


რიხში, მაგრამ დამპირდა, რომ „რაც საჭიროებას მოითხოვს, იქიდან
მოგწერო“.

გოგიას ძალიან აინტერესებდა მუსიკა. დავიქირავთ ერთი მუზიკის


რუსი მასწავლებელი, ბ-ნი ვ. ნოსოვი. ორჯერ კვირაში მოდიოდა და
ასწავლიდა პიანინოს.

ერთხელ გვესტუმრა დოქტ. ვალმ იავორსკი თავად, იმას ახლდა თა­


ვისი და ნატა და ძმა. და ჩამოსულიყო ქ. ბერლინის დასათვალიერებ­
ლად ერთი კვირით. გადმომცა უცნობ დედასგან მოკითხვა. „მე დავ­
ტოვე დედა, მხოლოდ ერთი კვირით“. მე შეუთვალე ქ-ნ იავორსკის
ჩემი დიდი მადლობა და თანაც მოკითხვა. მიშას უხაროდა, სტუმრები
რომ იყო ჩვენთან. გოგიამ დაუკრა პიანინოზე. ბევრი ხვეწნების
შემდეგ კიდევ დაუკრა ვალმის ძმამ. ასე გავატარეთ დრო თორმეტ
საათამდე... გამოვეთხოვეთ ურთიერთს. ვუსურვეთ ყოველი სიკეთე.

საქართველოში იონას სახელზე გავაგზავნე კიდევ ორმოცდაათი


მარკა. მივწერე იონას, რომ საექიმო დისსერტაციის შრომას
ვამზადებ, დანიშნულ დროზე უნდა ჩავაბარო. ჩემს საყვარელ მამას
უნდა უძღვნა ჩემი საექიმო დისსერტაცია დოქტორის ხარისხით.
იონამ მომწერა წერილი და მამხნევებს: „ახლა შენ ალბად დიდი
გაწამაწიაში ხარ, რადგანაც საექიმო სამუშაოსთვის ემზადები,
როგორც შენი წერილიდან ჩანს, მაგრამ არა უშავს, ხომ იცი? 1)
„ჯერ მწარე ჭამე, კვლავ ტკბილი, თუ ეძებ გემოვნებასა!“ 2) „ვარდი
უეკლოდ არავის მოუკრებიან!“ ჩვენი შოთას ნათქვამი გახსოვს?
შენ ახლა გაგიჭირდება, მართალია, მაგრამ ბოლოს ტკბილ ნაყოფს
მოიმკი... გოგიას წერილმა და ყველა სიკეთემ განსაკუთრებით

80
გაგვახარა და უფრო გაახარებს მოხუცებულთ, მისი ბებია-ბაბუას:
ჯერ არ გადაგვიცია არც წერილი და არც ფული. ვცდილობ, მალე
მივაწოდოთ.“

გაზაფხული დადგა. მშვენიერი დარი გამოვიდა. მე სამუშაო


გავათავე, მხოლოდ უნდა დამეცვა დისსერტაცია. გოგიამ კარგი
ნიშნები მოიტანა. მიშა საქართველოზედ წერდა და წერდა...

დადგა აღდგომა. რუსულ ეკლესიაში წავედით მე, მიშა და გოგია...


სულ მამა მომაგონდა „ქრისტე აღსდგა!“ რომ იტყოდა. „ჭეშმარიტად,
ჭეშმარიტად!“ გაიმეორებდა ყოველი მხრიდან. და ყველაზე წინ
დგებოდა სალომე დადიანი-მიურატისა; ხელზედ ემთხვეოდა
მამაჩემს. მერე მისი ქალიშვილი − ბებე და მისი ვაჟიშვილი ლუსეან.
მე საყვარელ დედასთან ვიდექი... ვუმზერდი მამას ... „ქრისტე
აღსდგა, ბადუ!“ „ჭეშმარიტად“, − ოდნავ გასაგონად წამოვიძახე
მე და თვალნი ცრემლებით ამევსო... წინაგრძნობა: შორს, შორს
გადავიკარგებოდი და ჩემ დედ-მამას არასოდეს არ შევხდებოდი...

ეკლესიაში ვადიმი შეგვხთა. ის მუხლმოყრილი ევედრებოდა


ღმერთს... მერე სანთლები აანთო... და ჩვენ დაგვინახა. მიშა და გოგიას
აკოცა ჩვეულებრივად, მე ხელზედ მეამბორა. ვადიმი მარტო იდგა.
დავპატიჟეთ მეორე დღეს, აღდგომის. იმან გვითხრა: „ხვალ დილით
უნდა წავიდე დედასთან. იგი შეუძლოთ არისო“. ყველა მოწყენილი
ვიყავით, ამ უცხოეთში... ჩვენ, სამივემ კარგად გავატარეთ აღდგომის
დღესასწაული. გოგიამ ზეპირად სთქვა: „ქრისტე აღსდგა“.

მე და გოგიას ათი დღე ჰქონდა შვებულება. ბევრი ვიმეცადინე ზეპი­


რი გამოცდებისთვის... პროფ. ზაუერბრუხს მისდღემში არ ჰქონდა
დრო... მე უცდიდი... მესამე დღეს, დიდი მოწიწებით მიმიღო. ორიოდე
სიტყვა მკითხა, მე მიუგე... სულ სხვაზედ გადაიტანა ლაპარაკი.
სხვათა შორის, მითხრა: „რა კარგია გაზაფხული!“ მე არ ვიცოდი, რა
მექნა... გულში ვუპასუხე: „რა ნაზია, ლამაზია!“.

„Sie haben „Gut“ bestanden“55 ადგა და მომილოცა და ხელზე მაკო­ცა... ასე


გამოვეთხოვე პროფ. ზაუერბრუხს... გულზედ მომეშვა... წავედი სახლში...
მიშა და გოგიას მოუყევი, როგორ მომეპყრო პროფ. ზაუერბრუხი.

55 გერმ. თქვენ კარგად ჩააბარეთ

81
გოგიას გაახსენდა, საავადმყოფოში რომ იწვა, როგორ გადაარჩინა
ოპერაციას და მის შედეგებს... მიშამ სთქვა: „პროფ. ზაუერბრუხი არის
კაცთმოყვარე და ნამდვილი ინტერნაციონალური ტიპი“.

მომივიდა ღია ბარათი:


Mediz. Fakultät
F.-W. Universität
Teile Ihnen ergebenst mit, dass Ihre Dr. Arbeit mit der Zensur “Gut”
angenommen ist. Wollen Sie sich in Dekanat melden und abholen.56

ამასობაში ჩამოვიდა დრ. მიდდელდორპფი შვეიცარიიდან, იმან


მომწერა:
Chirurgische Klinik der Charite
Sehr verehrte Frau Kollegin!
Bitte teilen Sie mir mit, ob Ihre Dr. Arbeit schon gedrückt ist. Für 3 oder 4
Sonderabdrücke wäre ich dankbar.
Sie werden von der Klinik benötigt.
Ihr Middeldorpf57

დეკანატს მივაკითხე. სეკრეტერინმა მისამართი მთხოვა. გამო­


მიგზავნა 100 ცალი ჩემი სადოქტორო შრომა. მომტანს დიდი
მადლობა გადაუხადე. მაშინათვე გაუგზავნე დოქ. მიდდელდორპფს
4 ცალი:
„Über das branchiogene Carcinom“, 1936 წელი. ჩემს სამეცნიერო
შრომას დოქტორის ხარისხით უძღვნი „ჩემს საყვარელ მამას“.
საქართველოში გავაგზავნე ორი ცალი. მივწერე წერილი ჩემს
საყვარელ დედ-მამას, ძმებს და დებს.

56 ფრიდრიჰ-ვილჰელმ უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი. სიამოვნებით


გაცნობებთ, რომ თქვენი სადოქტორო ნაშრომი შეფასდა ნიშნით „კარგი“.
შეგიძლიათ მოაკითხოთ დეკანატში. (გერმ.)
57 შარიტეს ქირურგიული კლინიკა. ღრმად პატივცემულო ქალბატონო კოლეგავ!
გთხოვთ შემატყობინოთ დაიბეჭდა თუ არა უკვე თქვენი სადოქტორო ნაშრომი
და 3-4 ეგზემპლიარისთვის დიდად მადლობელი ვიქნებოდი. თქვენ სჭირდებით
კლინიკას. თქვენი მიდდელორპფი.

82
პროფ. W. Jaensch-მა მომცა წინადადება, რომ მემუშავა მის
პოლიკლინიკაში: Ambulatorium für Konstitutionsmedizin an der Charite
Berlin.58 პროფ. W. Jaensch-მა საუცხოვოდ მიმიღო. ჩემი ვინაობა
დაიწერა. მისი უფროსი ექიმი დრ. შულცი59 გამაცნო. იმასთან უნდა
მემუშავნა: Fettsucht und Konstitution,60 ამისათვის ფულს მივიღებდი
„გერმანიის სამეცნიერო, ჰუმბოლდტის, დაწესებულებისგან“.
დავიწყე მუშაობა. ჩემი „ბიუჯეტი“ გადიდდა. ახლა შემეძლო, რაც
მინდოდა, ის მეყიდნა. საქართველოში იონას სახელზე გავაგზავნე
50 მარკა.

პროფ. ტრენდელენბურგმა დაგვპატიჟა მთელი ოჯახი: მიშა, გოგია


და მე. მისი შვილები მუსიკალური იყვნენ, თავად უკრავდა ჩელოს.
გოგიამ დაუკრა შოპენის პრელუდია და ვალსი. მერე მის მეუღლემ
და გოგიას ხნის ბავშვებმა გავისეირნეთ. პროფ. ტრენდელენბურგი
ძალიან კარგ ხასიათზე იყო. მან დაგპატიჟა „ტრაუბე“-ში. მოითხოვა:
ფილე და ღვინო. მიშამ მოყვა, რაც გადახთა სტუდენტობის დროს ...
საუცხოვოდ გავატარეთ ის დრო... დავემშვიდობეთ ურთიერთს.

თოთხმეტს იანვარს გვქონდა წმინდა ნინოს დღესასწაული. დავპა­


ტიჟე პროფ. ტრენდელენბურგი თავის მეუღლით, პროფ. როესსლეს
ქალიშვილი და დოქ. მიდდელდორპფი. იმან მითხრა: „რომ
შემეძლოს, წამოვიდოდი მართლა“. ბევრი ვეხვეწე, მაგრამ არ შე­
მი­ძლ
­ იაო. გამაცილა შარიტეს ეზომდის. ვამჩნევდი, რომ გული
დამძიმებული ჰქონდა...

წმინდა ნინოს დღესასწაულზედ იყვნენ მთელი ქართველობა. იყო


ცეკვა: ლეკური, ვალსი. პროფ. ტრენდელენბურგთან ვიცეკვე ვალსი
რამოდენიმეჯერ. თამარის და პელოს61 ქალიშვილებმა იცეკვენ ვიღაც
გერმანელ სტუდენტებთან. სანდრო კორძაია დიდათ პატივსმცემდა
მე...

58 გერმ. კონსტიტუციური მედიცინის ამბულატორია ბერლინის შარიტეში.


59 შულცი - პროფესორი შულცის შესახებ ინფორმაციის მოპოვება ვერ შევძელით,
თუმცა ის იყო ქრისტინე თოდუას კოლეგა, წიგნის თანაავტორი და კრიტიკულ ჟამს,
როდესაც ოჯახს ბინა დაეწვა, სწორედ მან შეიფარა წულუკიძეების ოჯახი.
60 გერმ. გაცხიმოვნება და კონსტიტუცია.
61 სავარაუდოდ თამარ პაპავა და პელაგია გეგელაშვილი

83
პროფ. ტრენდელენბურგის ოჯახი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
მესამე დღეს მოვიკითხე დოქ. მიდდელდორპფი. საშინელება ამბავი
გავიგე: არტერია გადაეჭრა, ასე მოუკლავს თავი... დავღონდი...
გულსაკლავი... ეგებ ვეღარ გაართვა თავი! ყველგან ბრძოლაა ამ
ქვეყნად. პროფ. ზაუერბრუხს ზედმიწევნით უყვარდა... საუკუნოდ
იყოს ხსენება შენი, ძვირფასო მეგობარო!

პარიზიდგან გამომიგზავნა ვიკტორ ნოზაძემ გაზეთებიდან ამონაჭერი.


შემდეგი სტრიქონები: - ქალბატონ ქრისტინე წულუკიძისამ წარ­
მატებით დაასრულა ბერლინის უნივერსიტეტის მედიკური ფა­
კულ­ტეტი დოქტორის ხარისხით; მან დასწერა შრომა: „Über
das branchiogene Carcinom.“ ქალბატონი წულუკიძისა დასტოვეს
სამუშაოდ ბერლინის მთავარ საავადმყოფოში.

ამასთანავე ბევრი მოლოცვები მომივიდა. ორიოდე მოვათავსე აქ.62

62 სამწუხაროდ, ჩვენს ხელთ არსებულ მასალას აკლია მოლოცვის ტექსტები,


რომელთა შეტანაც თავის მოგონებებში ქრისტინე თოდუას უნდოდა.

85
***

„ჩემს ბიჭუკია გოგიას!


ენაცვალა მისი დედა! როგორ ხარ, ჩემო ბიჭო!? დედა ხომ არ
დაგავიწყდა? მომწერე წერილი. ფრთხილად იყავი, არაფერი არ
მოიტეხო. მომიკითხე Tante Roselotte და Onkel Christoff და ბავშები.
ვიკომ არ წაგართვას რამე.
ბევრს გაკოცებს შენი დედა.“

„ჩემო კარგო დედა!


მე ვარ კარგათ. შენ კარგად ხარ?
ეკზამენი დაიჭირე? მამაც კარგად არის.
შენი გოგი.“

„ჩემო ბიჭო გოგია!


მოგილოცავ ცამეტი წლის შესრულებას, თან გისურვებ
ჯანმრთელობას. დიდ ბიჭად გაზდას და დავაჟკაცებას, კარგ სწავლას.
მამას აკოცე. ბვრს გაკოცებს
შენი დედა.“

„ჩემო კარგო, კარგო დედა!


მე და მამა ვართ კარგად. და ჩემი ცხვირი არ არის გატეხილი. შენ არ
იცი, როგორ გამახარა მე შენმა წერილმა. მე ქართულს ვსწავლობ.
კარგად იყავი, ჩემო დედა. კიკოები ტყეში არ არიან!
შენი გოგია.“

„ჩემო კარგო, საყვარელო დედა!

მე და მამა კარგად ვართ. მე სიცხე არა მაქვს. შნუფენი63 ცოტა მაქვს.


შაფათ საღამოს მქონდა 36,7º და კვირა დილას 36,5º. ჩვენ ახლა
მივდივართ ვერასთან. გუშინ მე და მამამ კარგი დრო გავატარეთ.
შპერი მიყიდა და გადავაგდე 35 მეტერი. შენ კარგად იყავი ჩვენო

63 სურდო

86
გოგი წულუკიძე, 1940-იანი წლები, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია,
საზოგადოებრივი არქივი, კახი თოდუას კოლექცია.
დედა. ჩვენც კარგად ვიქნებით. და მე კარგად ვისწავლი.
შენი გოგია.“

„ჩემო ბადუ! ჩვენ კარგად ვართ. იყავი კარგად და თავს მოუარე.


შენი მიშა.“

„ჩემო დედა!

ვზივარ ჩამოდანზე და ვფიქრობ შენზე. უშენოთ ჩემი არსება უაზროა


და შეუძლებელი არის. ეს ყოველ შენ ქნაში ქონდეს თვალწინ.
Grainau – über München.
ჩემო მამა! მარჯვედ იყავით და მოდით უსათუოდ. შენ იცი, როგორ
უნდა მოიქცე. დედას კაცურად მიეხმარე და იფიქრე შენ შვილზე.
გკოცნით თქვენი გოგია.“

***

ფრანგული გიმნაზიიდან დირექტორმა შარიტეში გამომიგზავნა ოცი


მოწაფე-ქალიშვილი, ესენი ყოველთვიურად უნდა გამესიჯა. გოგია
კარ­გად სწავლობდა. მიხაროდა. როცა გოგიას მივაკითხავდი, დირექ­
ტორი და მასწავლებლები დიდი პატივისცემით მეპყრობოდენ.

მიშას უთხარი: შენ საქართველოზე რომ წერ, მეც მომეცი საშვალება,


რომ შოთა რუსთაველზე დავწერო. მიშას გაეხარდა და ერთად
დავიწყეთ წერა...

Der georgische Dichter Rustaveli – von Christine und Michael Tsouloukidse.


„Geist der Zeit“-ში დაბეჭდეს.

***

ზაფხულში მე, მიშა და გოგია 4 კვირით გავემგზავრეთ მარიენ-


ბადში.64 იქ ძალიან კარგი დრო გავატარეთ. შეგვხთა თამარი, რამდენი

64 გერმ. ყოფილი მარიენბადი, ამჟამად მარიანსკე-ლაზნე კურორტი ჩეხეთის


რესპუბლიკაში.

88
ხანი არ გვინახავს ერთმანეთი! მეორე დილას, სასტუმროში 12
წითელი ვარდი გამომიგზავნა - „თამარისგან“. ხშირად დავდიოდით
სასეირნოდ მიშა, თამარი, მე და გოგია და ვმუსაიფობდით...

ჩვენ შეგვხთა გერჰარტ კამერერი და მისი დედა. ავტომობილით


გავისეირნეთ. გიმნაზიელი 17 წლის იქნებოდა, ისე მიყავდა ავტო­
მობილი, აღმართ-დაღმართზე, მე გამიკვირდა. დედამისმა გვითხრა;
„ავტომობილის წაყვანაში გერჰარტი გამოცდილი არისო“. გერჰარტს
ჩვენ ვიცნობდით, ერთხელ გოგიას ამანათი მოუტანა დედამისიდან
გამოგზავნილი. როდის შეიძლება ჩემი გოგია, ასე როგორც გერ­
ჰარტი, ავტომობილს წაიყვანდეს?

***

წინეთ, ზაფხულში რამოდენმეჯერ ვიყავით ბალტიის ზღვაზე. ერთი


მათგანი არ დამავიწყდება ჩემ სიცოცხლეში...

ბალტიის ზღვა - ბრუნჰაუპტენი.65


ერთი შესანიშნავი პანსიონის პატრონი გვყავდა; ფონ რონფელდი. მე,
მიშა და გოგია ვიყავით ერთად. ძალიან კარგად გვივლიდა, ამასთანავე
ბალი ჰქონდა მას. ამ დიდი ბალის ხეზე ავდიოდით მე, მიშა და გოგია;
იმდენს ბალს ვჭამდით, რამდენიც შეგვეძლო; ამას სიამოვნებით
უყურებდა დიასახლისი... იმას ჰქონდა წარმოდგენილი, რომ
ბერლინში ნაყიდი ბალი არ შეედრებოდა აქაურს ხელით მოკრეფილს
ბალს. ზღვაში ბანაობის შემდეგ ვახშამს მოგვართმევდა, როგორც
გვინდოდა. მერე გავისეირნებდით. საღამოს მიშა გვიკითხავდა
„ვეფხისტყაოსანს“. ასე სასიამოვნოდ გავატარეთ მთელი თვე...

65 ბრუნჰაუპტენი (Brunshaupten) ერქვა 1938 წლამდე. ამჟამად ქულუნგსბორნი


(Kühlungsborn) მდებარეობს გერმანიაში, მეკლენბურგ-ფორპომერნის მხარეში,
ქალაქ როსტოკის სიახლოვეს ბალტიის ზღვაზე.

89
***

დადგა სექტემბერი. გოგიას დაბადების დღე ვიდღესასწაულეთ...


გოგიას დაეწყო სწავლა. მეც დამეწყო პოლიკლინიკაში მეცადინეობა
„Fettsucht und Konstitution“, უნდა დამეწერა ერთი წლის განმავლობაში.

მოდიოდა უმეტესს ბავშვები, გავსინჯავდი, უნიშნავდი დიეტას.


მაგრამ როდესაც მოშივდებოდენ, იპარავდენ 5 ფენ. ნამცხვრებს და
არ აკლდებოდა სიმსუქნე... მოზდილებს კი დაეტყო დიეტას რომ
უნახავდენ.

***

ჰიტლერმა დაიკავა ავსტრია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი. გერმა­


ნიას ომი გამოუცხადენ საფრანგეთმა და ინგლისმა. მუსოლინთან
დამეგობრება დაიწყო... გაუგზავნა ჰიტლერმა სტალინს წარმო­
მადგენელი: „ამ ომში არ მივიღოთ მონაწილეობა“-ო. სტალინი
დათანხმდა, მაგრამ 22 წელს66 დაიწყო ომი ჰიტლერმა საბჭოთა
რუსეთზე. იაპონია დაეცა პაციფიურ67 ოკიანეში, ჰავაის კუნძულები −
პერლ ჰარბერ.68 ამერიკელების მთავარი გემის ზღვის ნავთსადგურ­
ზე. მაშინ ჩაება ამერიკა ომში.

***

მე და დოქტორ შულცმა მივეცით დასაბეჭდათ: Hippokrates Verlag


-ში69 „Fettsucht und Konstitution“. დოქტორი შულცი გაიძახეს, ნასა­
დილებს სხვაგან უნდა ემუშავნა. მე მთხოვა …. ნასადილებს დავიწყე
დოქ. შულცთან ინტერნისტის პრაქტიკა. დილას პროფ. როესსლესთან

66 სავარაუდოდ უნდა ეწეროს 1941 წლის 22 ივნისი


67 წყნარი ოკეანე
68 პერლ-ჰარბორი (Pearl Harbor) - ამერიკის შეერთებული შტატების საზღვაო
ბაზა წყნარ ოკეანეში, ჰავაის კუნძულებზე. 1941 წლის 7 დეკემბერს, იაპონიის
იმპერიის საჰაერო და საზღვაო ძალებმა გაუფრთხილებლად მიიტანეს იერიში და
გაანადგურეს პერლ-ჰარბორის ბაზა, რის შემდეგაც აშშ ოფიციალურად ჩაერთო
მეორე მსოფლიო ომში.
69 გამომცემლობა ჰიპოკრატე.

90
მუშაობდი. ბარონებთან ხშირად ვიყავით. ერთი ცინდალი მომეწონა,
ციბუ დავარქვი და წამოვიყვანეთ ჩემთან. ციბუ-კატა გაიზარდა.
სადაც მე წავიდოდი, იქ მომყვებოდა. იცინოდნენ ჩვენი ნაცნობები.
ერთხელ პროფ. როესსლესდან წიწილები მოვიყვანე, ციბუმ არაფერი
არ უქნა. კიდევ ერთხელ, თეთრი თაგვი მოვიყვანე. იმ თაგვს ერქვა
„მიკო“. დაუყნოსვა ციბუმ, არაფერი არ უქნა, პირიქით გალიაში
მივიდოდა - ეთამაშებოდა.

***

გაიწვიეს ომში ერიკ-ვიქტორი, ბარონების ვაჟიშვილი. ცნობა


მიეღოთ: „მძიმედ დაიჭრა და მოკვდა“. ვანუგეშეთ საწყალი დედ-
მამა. მეორე შვილიც − ჰაინერლე გაიწვიეს ომში. მისი შიშით დღე და
ღამე არ ეძინათ... იმათი ერთადერთი ქალიშვილი ლიზა მოწყალების
დის შკოლაში შევიდა.

***

დაიწყო ნამდვილი ომი...

მცხოვრებლები, როცა შემოფრიდებოდენ ინგლისელები ან ამერი­


კე­ლები, სარდაფში უნდა ჩავსულიყავით. სახლი დაბნელე­ბული
გვქონდა. რამოდენიმეჯერ შემოფრინდნენ ამერიკელები და ინგლი­
სელები; ზოგიერთი სახლი დაბომბეს... სწორედ ამ დღეს დაიწვა
ჩვენი ბინა...70 დიდი თავდასხმა იყო ბერლინზე ინგლისელების მიერ.
თავდასხმა უკვე საღამოს 8 საათზე მოხდა. საშინელება იყო ჩვენი
მდგომარეობა!! პირველად ყოვლისა, გოგიამ ციბუ გადაარჩინა და
სარდაფში მჯდომ მიშას მისცა ხელში. მიშა იძულებული იყო კატით
ხელში სარდაფში დარჩენილიყო!.. იწვოდა ყველაფერი! გოგიას ეგონა
გაძლიერებულს ცეცხლს კიდევ ჩააქრობდა. აქრობდა, რაც ძალი და
ღონე შესწევდა! რამოდენიმე მის ამხანაგებთან. იმედი რომ დაჰკარგა,
შეუდგა ვადიმის დახმარებით რამე გამოეტანა ცეცხლმოკიდებული
ბინიდან. რამოდენიმე წიგნები და სკელეტი, საბნები და სამოვარი

70 1943 წლის ნოემბერი. [რედ.]

91
გადაარჩინეს დაწვას. მე კი ძირს ვიდექი, უყურებდი, როგორ იწვოდა
და ცეცხლის ალს ჩემი ოთხის ფანჯრებიდან!

დოქტ. შულცმა ერთი დაჭრილი ავადმყოფი წაიყვანა ბუნკერში.


საუბედუროდ, მოხდა ხელმეორედ განგაში. გავეშურეთ ბუნკერში.
ვადიმი ამ საღამოს ძალიან მოგვეხმარა. მეორედ თავდასხმის შემ­
დეგ, დოქტორი და ვადიმი კიდევ წავიდნენ რაიმეს გამოსატანად,
მაგრამ უკვე გვიან იყო. თუმცა კიდევ გამოათრიეს რაღაც დამწვარი
ნივთები. ასე დავრჩით უბინაოთ. დროებით დოქტ. შულცმა მიგვიღო
თავის ბინაზე. ამ უბედურობაში მიშა გაცივდა, მოუვიდა ფილტვების
ანთება. ამის შემდეგ ემსხვერპლა ჩვენი ერთგული მიშა და გოგიას
მამა . . . დავრჩით მარტო, ამ საშინელ დროს. დღეს მთელი დღე
გლახა გუნებაზე ვარ. საშინელ მარტოობას განვიცდი...

***

. . . პროფ. როესსლეს ინსტიტუტი და სახლიც დაბომბეს. ხირურგიული


კლინიკა და მეორე მედიცინის კლინიკაც დაბომბეს.

***

მიშა გადავიყვანეთ საავადმყოფოში. გამოჩენილი ინტერნისტი,


ფონ-კრესი, თავგადადებით ექიმობდა. ფილტვების ანთება
გართულდა. თანდაყოლილი პლევრიტი დაჩირქდა. ნეკნების ამოჭ­
რა შეიქნა საჭირო. სამი თვის განმავლობაში ჩვენი ძვირფასი მიშა
საავადმყოფოში იწვა. ყოველდღე ვნახულობდით მე და გოგია.
ვადიმი უკითხავდა ქვეყნის გარემოებას... მართლა შეიძლება
ითქვას, რომ შეუწყალებელ სიკვდილს ხელიდან გამოვგლიჯეთ.
მიშა იმდენად გამოკეთდა, რომ შეიძლებოდა უკვე დასასვენებლად
სოფელში გამგზავრება. მარტიდან მიშა ცხოვრობდა ჩვენი დიდი
ხნის მეგობარი, ბარონის სასახლეში, საუკეთესო პირობებში, დიდათ
გულუხვ და სტუმართმოყვარე მასპინძლებთან.

იქ მიშამ მალე მოიკეთა და თან შეუდგა გონებრივ მუშაობას.


ივნისში მე, გოგია და დოქტ. შულცი ვიყავით მასთან 12 დღე. ციბუც
წავიყვანეთ თან. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, ისე კარგად
92
იყო მიშა. ჩვენთან დადიოდა, დიდ მანძილზე სასეირნოთ, ოხუნჯობდა,
გვიკითხავდა თავის ახალ დაწყებულ მოთხრობას „მომღერალი
ქალაქი“, რომელიც მას დაუმთავრებელი დარჩა!71 − გულისხმობს,
მის საყვარელ ქუთაისს, რომელსაც ის მის უკანასკნელ სუნთქვას
აწვდის!... თითქოს გრძნობდა უკანასკნელი დღეების მოახლოებას.
თავს გვევლებოდა, გვეფერებოდა. წამოსვლის დროს ცრემლებით
გამოვეთხოვეთ ერთმანეთს. იწერებოდა წერილებში, რომ კარგად
ვარო, მხოლოდ აწუხებდა, ჩვენ რომ ბერლინში ჯოჯოხეთურ
პირობებში ვცხოვრობდით. ყოველდღე და ღამე დიდი თავდასხმა
იყო.

შაფათს, 5 აგვისტოს გამოემგზავრა ბერლინისაკენ, რომ 6 აგვის­


ტოს, ჩემი დაბადების დღეს, კვირა-დღე ჩვენთან გაეტარებინა.
საბედისწეროდ, გზაზე ავად გახდა. ჩვენმა მეგობარმა ბარონინმა,
რომელმაც მას ფრანკფურტამდე ეტლით გააცილა, დააწვინა საა­
ვადმყოფოში. საღამოსვე ტელეფონით გვაცნობა, რომ მიშა ცოტა
უქეიფოდ შეიქნა და ახლა კარგად არისო. მე ძალიან შემეშინდა,
რადგანაც მიშას უჩემოთ უბრალო ავადმყოფობისაც ეშინოდა.
მაგ­რამ მერე დავწყნარდი, თვითონ მიშა მოვიდა ტელეფონზე და
გველაპარაკა კარგი ხმით მე და გოგიას. ლაპარაკში ეტყობოდა,
კიდევ უნდოდა მეორე დღეს გზის გაგრძელება. ჩვენ უთხარით, რომ
იქ დაეცადა და ჩვენ მასთან ჩამოვიდოდით. ბოლოს გული აუჩვილდა
და მიპასუხა: „აბა ჰე, კარგი, შენ იცი“. ეს იყო მისი უკანასკნელი
სიტყვები ჩემამდი რომ მოახწია!.. სწორედ მეორე დღეს, 6 აგვისტოს,
დიდი თავდასხმა მოხდა ბერლინზე. სამშაფათ დილამდე შეწყდა
მატარებლების მიმოსვლა. ტელეფონითაც ვერ მივაწვდინე ჩემი
ხმა... თუმცა მიშა მარტო არ იყო და მეგობრები მიამბობენ, რომ
მიშა კვირას და ორშაფათსაც ბევრად უფრო კარგად იყო, ვიდრე
შაფათსო. ორშაფათს, 7 აგვისტოს 5 საათზე სტუმრებთან ერთად ყავა
დალია, უხაროდა, რომ ჩვენ სამშაფათს ჩამოვიდოდით. სულ კარგ
გუნებაზე იყო, გვიამბო ჩვენმა მეგობარმა ბარონინმა, რომელიც მას
ყოველდღე ნახულობდა საავადმყოფოში.

71 მიხეილ წულუკიძის საოჯახო არქივში შემონახულია დაუმთავრებელი მოთხრობა


„მომღერალი ქალაქი“ (სიუჟეტი ქუთაისში ვითარდება) და სხვა ლიტერატურული,
კრიტიკული და პუბლიცისტური წერილები.

93
7 საათზე მოწყალების და რომ შემოვიდა, ჩემი მიშა მშვიდათ
მიძინებული დახვთა! - უცბათ შეწყდა სისხლის მიმოქცევა, სასი­
ცოცხლო ცენტრში Apoplexia – Cerebri.72 ეს საშინელი ამბავი ორშა­
ფათსავე საღამოს 9 საათზე შეგვატყობინეს. როგორც მაშინ, დღესაც
არ მჯერა, რომ მიშა ცოცხალი არ არის, ისე უყვარდა მას სიცოცხლე.
მაგრამ ის ცოცხალია ჩვენს და ყველა მის მეგობრების ხსოვნაში. მი­შას
ძვირფასი ფერფლი ვერ მივაბარეთ მის საყვარელ სამშობლო მი­წას,
მაგრამ მისი სამშობლოს შვილებმა ბევრჯერ უხვად დააფრქვიეს მას
ცრემლი... მისი ფერფლი დროებით დავკრძალეთ იმ სასაფლა­ოზე,
სადაც ჩვენი ძვირფასი მეგობარი ლადოს ფერფლია დაკრძალული.
ომის შემდეგ გადმოვასვენეთ აქ, ჩვენს ახლოს...73 ის არის ჩემი
მოსასვენებელი ადგილი...

ვფიქრობ მიშაზე: უკანასკნელად... მისი გასოცარ ლამაზად მოღიმარი


სახით... რომელიც მას სიკვდილის შემდეგ კიდევ შერჩენოდა. ამ
მშვენიერი ღიმილით სამუდამოთ გამოგვეთხოვა... ჩვენი მიშა, ჩემი
ახალგაზრდობის მეგობარი, ჩემი მასწავლებელი, ჩვენი ოჯახის
მეთაური, ჩვენი ერთგული − მოსიყვარულე. დაგვტოვა დაობლებული
მარტოდ ამ უცხოეთში... და თან წაიღო ჩემი ახალგაზრდობა,
ჩემი სულიერი სიმშვიდე. ჩვენს მწუხარებას საზღვარი არა აქვს!
მას შემდეგ, გოგია ვერ მეცადინეობს, ცხადში და სიზმარში სულ
მამას ხედავს: ხშირად ღამე გამოიღვიძებს და სიზმარს მიყვება:
„ვნახე მამა, ჩვენს კარებთან ახლო მომავალი, დასუსტებული...
გოგია, მომეშველე, მარტო კიბეზე ვერ ამოვალო. მივეშველე
მამას გახარებულმა და უცებ გამომეღვიძა“. ეს დაესიზმრა გოგიას
სწორედ მაშინ, როდესაც მიშა, ჯერ კიდევ კარგადმყოფი ჩვენსკენ
მოისწრაფოდა და გზაზე ავად გახთა... ჩვენ ვგრძნობთ, ის მუდამ
ჩვენთან არის, ის მუდამ სიყვარულით თავს დაგვყურებს...

72 ლათ. ინსულტი
73 მიხეილ და ქრისტინე, გოგი და რენატე წულუკიძეები დაკრძალულები არიან
ბერლინში, Dorotheenstädtischer Friedhof-ზე (სასაფლაო დოროთეენშტრასეზე).

94
მიხეილ წულუკიძე, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი
არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია.
მ. წულუკიძის ხსოვნას74

შორიდან, ბოდენის ტბიდან, მსურს მოგაწვდინო გამოსათხოვარი


სიტყვა. საფლავთან ყოველი სიტყვა გულის უკანასკნელი სიღმიდან
იშვის, ხოლო იგი უმწეოა მაინც. ჩემი სიტყვაც ასეთია. ძვირფასო
მიშა! გულმართალი იყავ შენ და ნათელგონიერი, მშვიდი და წყნარი,
თავაზიანი და მორიდებული, ხელგაშლილი და სტუმართმოყვარე.
უხვად გქონდა შენ ქართული ხასიათის თვისება მომადლებული.
სხვისი გახარება. შეხვედრისას ვინმესთან, შენ თვით ხალისი იყავ.
ორმოცი წლის მანძილზე ჩვენი მეგობრული ურთიერთობისა,
ლაიფციგში სტუდენტობის დროს, თბილისში სალიტერატურო
სარბიელზე, განსაკუთრებით ჩვენი საყვარელი უფროსი მეგობარის
გიგო დიასამიძის ოჯახში, ბერლინში გადმოხვეწილობის ხანაში
- ყოველთვის და ყველგან შეხვედრა შენთან იყო ჩემთვის
გადამახალისებელი და გამამხნევებელი. გიყვარდა შენი მშვენი­
ერი ოჯახი, გიყვარდა შენი ერთგული მეგობრები - ხოლო ეს
სიყვარული საზრდოს იმ სიყვარულისაგან იღებდა, რომელითაც
შენ საქართველოსადმი იყავ ანთებული. აუტანელია ხვედრი გად­
მოხვეწილისა; თუ სიცოცხლე ძნელია უსამშობლოდ, სიკვდილი
სამშობლოს გარეშე მწარეა მეტად. ვინც მოგვავლინა ამ სოფელს,
მანვე უნდა გადაგვასვენოს მარადისობაში სათუთი სიყვარულით.
უკუღმართი ბედი ამ ბუნებრივ აქტსაც სულის განტევებისა არ
იმეტებს გადმოხვეწილისათვის. შენ, ჩემო მიშა, თითქო წინასწარ
გრძნობდი ამ სიმწარეს. გასული წლის დეკემბრის ოცდაერთს
მწერდი „ჰე, ჩემო გრიგოლ! ასე განახევრებული ვართ ყველა! და
განსაკუთრებული სიმწვავით განვიცდი სწორედ ეხლა ჩვენს შორს
სამშობლოს; ხშირად მაგონდება პოეტის სიტყვები: შავი ზღვიდან
წამოსულო, იმერეთის ქარო, თუ მაისის ქუთაისმა გკითხოს: ვისი
ხარო-ო, უპასუხე, რომ სუნთქვა ხარ, არ კი უთხრა ვისი - თვით
მიხვდება ქუთაისი, ჩემი ქუთაისი. ამ სიტყვას მაინც მივაწვდიდეთ
საქართველოს!“. აბოლოვებდი დანაღვლიანებული ლექსის სევდით
ავსილ სტრიქონებს. ძვირფასო მიშა! უკანასკნელი სუნთქვა შენ

74 ქრისტინე თოდუა- წულუკიძეს ამ ადგილას სავარაუდოდ უნდოდა ნეკროლოგის


ჩამატება, თუმცა ზუსტად არ ვიცით რომლის. იმ დროინდელ პერიოდიკაში ჩვენ
მოვიძიეთ ორი ნეკროლოგი გრიგოლ რობაქიძისა და მიხეილ წერეთლის და
შევიტანეთ ტექსტში.

96
საქართველოსადმი აღმოგხდა უთუოდ და მრწამს: იგი მისწვდება
შენს მშობელ მიწას. იმ საიდუმლო უსაზღვროებაში საცა შენ ეხლა
იმყოფები, არა იკარგება-რა. ღმერთმა მოგცეს, ძვირფასო მეგობარო,
ნათელი განსვენება მარადისობაში. მშვიდობით!

გრიგოლ რობაქიძე
75
Überlingen am See იუბერლინგენ ამ ზეე
14.8.1944

75 იუბერლინგენი (Überlingen) ქალაქი გერმანიაში, ბოდენზეეზე.

97
მიხეილ წულუკიძე

კიდე ერთმა საზარელმა ამბავმა შეაურვა ჩემი სული, - დაკარგვამ


ძვირფასი მეგობრისა, ჩემთვის უღრმესად საყვარელი ადამიანისა,
მიშა წულუკიძისა.

მიშას საქართველოშიც ვიცნობდი, ხოლო აქ, ემიგრაციაში და­


ვუ­ახლოვდი მას და გავიცანი მასთან ხანგრძლივი დამოკი­დე­
ბულებით მისი მშვიდი და დიდი ბუნება, მისი მომხიბლავი პი­
როვნება. ჩემთვის, დაღლილისათვის და ათასი მწარე ფიქრით და
ეჭვით შეპყრობილისათვის განსასვენებელი ადგილი იყო მიშას
სახლი, სადაც მეფობდა სითბო და სიყვარული ურთიერთისადმი
მისი სახლობის წევრთა, გულუხვობა მასპინძლისა სტუმრისადმი,
და ბუდობდა სული იმ ძველი ქართული კულტურისა, რომელიც
საუკუნოებით მამა-პაპათგან მოაქვნდა, როგორც დიდ-გვარიანს
წარმომადგენელს ძველი ქართველი არისტოკრატიისა, მიხეილ
წულუკიძეს, - მეუღლე მიშასი, ქალბატონი ბადუ, ეს განსაცვიფრე­
ბელი ენერგიისა და გონების მქონე ადამიანი, ახალგაზრდობით­
განვე მებრძოლი დიდ დაბრკოლებათა წინააღმდეგ, რომ თვისი
სახლისათვის, ღირსეული ცხოვრება მოეპოვებინა, დამხმარე და
გულ-შემატკივარი ყოველი ქართველისათვის, ვინც კი მიმართავდა
საშველად მის მეცნიერებას ან მის დიდი სიკეთით აღსავსე გულს,
ბურჯი იყო და დამამშვენებელი მიშას სახლისა, და შვილი მიშასი,
გოგია, გერმანულ-ფრანგული განათლებით აღჭურვილი, აქ, უცხო­
ეთში დაბადებული და აღზრდილი, ხოლო შინ მშობელთაგან სულ­
ჩადგმული და ქართველ მამულიშვილად მოწიფული, - გოგია,
რომელიც თვისი სპეციალობის საგანთაგან უაღრესად დატვირთული
დროსაც კი პოულობდა ჩემი ხელმძღვანელობით ძველი ქართული
შეესწავლა მეცნიერულად და ამას თავის-თავად საგულისხმო და
საჭირო საქმედ სთვლიდა, - იმედი იყო ამ მშვენიერი სახლისა,
განმგრძობი მისი სახსენებელისა და მამის ღირსეული გვარისა,
მიშას ხშირი ავადმყოფობის დროს ქ-ნი ბადუ ისეთივე ენერგიით
იბრძოდა ძვირფასი მეუღლის გადასარჩენად, როგორც ეს წესი იყო
მისი მთელ მის ცხოვრებაში, და მას ჩემთვის უთქვამს ხოლმე: „არ
დავზოგავ არაფერს, რომ ჩემ სახლს მისი უფროსი შევუნახოო.“
და მართლაც სამჯერ იხსნა ქ-ნმა ბადუმ მიშა სიკვდილისაგან.

98
ხოლო უკანასკნელად ჩვენ ჩვენდა სატირლად გამარჯვება მაინც
უწყალო სიკვდილს დარჩა. და მე მესმოდა აზრი მიშას მეუღლის
იმ თავგანწირული - ბრძოლისა და ახლაც ყველა გაიგებს მას,
ვისაც ოდესმე უგრძნია სითბო, გამომავალი მიშას კერისგან და მის
ირგვლივ განუცდია სიამოვნება, სიმშვიდე და მოსვენება სულისა,
ახსოვს საუბარნი, მსჯელობანი ბევრ საკითხზედ ჩვენი ცხოვრებისა
მიშასთან და მისი სახლის წევრებთან ერთად და სხვა ბევრი
ბევრი რამ კეთილი. დღეს ამ კერის ერთი მხარე დაინგრა და მე
ამას გულით ვსტირი და, ვიცი, სტირს ყველი ქართველი, ვისაც ეს
კერა უყვარდა. მაგრამ მიშას დაკარგვა არამარტო ჩვენთვის, მის
მეგობართათვის და ჩვენი ემიგრაციისათვის არის დიდი დანაკლისი,
არამედ მთელი ქართველი ერისათვის. საქართველომ დაჰაკრგა
რწმენის კაცი, განსაზღვრული მსოფლიოს - ხედვის ერთი გულ-
რწფელი აღმსარებელთაგანი, რომელთა მოღვაწეობა მთელი ეპოქა
იყო საქართველოს ცხოვრებისა. ხოლო მიშა იყო მათ შორის ერთი
უპატიოსნესთაგანი, უგონიერესთაგანი და უმტკიცესად ქართულ
ნიადაგზედ, ქართველ მამულიშვილობაზე მდგომი. ეს მან დაამტკიცა
თვისი საქმით - სიტყვით და კალმით. ამისთვის მას განათლებაც
შესწევდა, ენერგიაც და სულისა და გონების კულტურაც. იგი არ იყო
ხნით დამშვრალი და კიდე შეძლებდა თვისი ღვაწლის ნაყოფიერად
განგრძობას, და უდროოდ წარტაცება მისი დაუნდობელი სიკვდილის
მიერ ატკენს გულს მიშას თანამოაზრეთა და მთელ ქართველ ერსაც:
პირველთ დაჰკარგეს ერთი საუკეთესო ამხანაგთაგანი მათი, ხოლო
უკანასკნელმა ერთი საუკეთესო შვილთაგანი, მხურვალედ მოყვარე
თვისი და მისთვის მუდმივი მოღვაწე. ამიტომ მივუძღვნათ ძვირ­
ფასი მიშას სახლობას ჩვენი დიდი სამძიმარი და ვანუგეშოთ იგი,
გავამხნევოთ, რათა არ ჩაქრეს მიშას ბრწყინვალე კერა; ვუსურვეთ
მიშას თანამოაზრეთ, რომ ყოველი მათგანისათვის, მიშა ყოფილიყოს
მისაბაძი მაგალითი კეთილშობილებისა და ქართველობისა; და
პატივი ვსცეთ მიშას ხსოვნას აქ, უცხოეთში, როგორც ერთმა ნაკ­
ვეთმა ქართველი ერისა.

საუკუნო იყოს ხსენება შენი, ძვირფასო მეგობარო!

მ. წერეთელი
შვარცენფელდი, 18.08.1944

99
მიხეილ და ქრისტინე წულუკიძეების საფლავი ბერლინში, დოროთეენშტადტის
სასაფლაო (Dorotheenstädtischer Friedhof). ფოტო: ანა მარგველაშვილი, 2019 წელი
მიშას საფლავი ...76

***

ტყვეები საქართველოდან საშინელ პირობებში იყვნენ ბანაკში ...


დოქტ. ტიტე მარგველაშვილმა მიიღო თავის თავზე მოვალეობა
და გამოაშვებინა ტყვეები. ვინც საექიმო იყო, ჩემთან მოვიდა. რაც
შეიძლებოდა, უექიმე.

ყოველდღე და ღამე თავდასხმა იყო ბერლინზე. გოგიას კიდევ


ჰქონდა ფიზიკურში გამოცთა. როდესაც ბუნკერში ვიჯექით, მაშინ
სწავლობდა. სახლში ვერ სწავლობდა, რადგანაც მყუდროება არ იყო.
დოქტ. ვადიმი გვეხმარებოდა, ალარმის77 დროს. ჩემთან მოვიდნენ
ექთანები - ქალიშვილები, იმათ უნდოდათ სადმე საავადმყოფოში
მოწყობა. შარიტეში და სხვა საავადმყოფოში მოვაწყვე ისინი თავის
სპეციალობაზე.

76 ავტორს აქ უნდოდა საფლავის ფოტოს ჩართვა, თუმცა ფოტო დოკუმენტაციაში


არ აღმოჩნდა.
77 განგაში

101
ექიმების მონაწერი

პარიზი, 10.02.1942

დიდათ პატივცემულო კოლლეგა, ქალბატონო ბადუ!

ბოდიშს ვიხდი, რომ პირადად უცნობს, წერილით გაწუხებთ, მაგრამ


ბ-ნმა კალემ იმდენად კარგად გამაცნო თქვენი თავი, და იმდენი
რამ არის საერთო ყოველთვის ჩვენ ექიმთა შორის ურთიერთშორის
დამაახლოვებელი, რომ ყველაფერი ეს ჩვენ ქართველობასთან,
განუყრელ კავშირს სდებს ძალიან მკვიდრსა და საიმედოს.

ნება მიბოძეთ მოგილოცოთ, ისეთ დიდ კულტურულ ცენტრში,


როგორც ბერლინია, მაგისთანა თვალსაჩინო ასპარეზზე ნაყოფიერი
მუშაობის წარმოება ქართველების სასახელოთ. თუ გაინტერესებთ
რომელიმე საექიმო საკითხი საფრანგეთის საექიმო ლიტერატური­
დამ – მაცნობეთ და დიდი სიამოვნებით გამოგიგზავნით. ან ბიბ­
ლიოგრაფიას მოგაწვდით. ამასთანავე მეც შეგაწუხებთ ხანდახან
ზოგიერთის კითხვებით და, თუ თქვენთვის საძნელო არ იქნება, ეგებ
საჭირო განმარტება მომაწოდოთ. სამწუხაროდ, გერმანული არ ვიცი,
მაგრამ მეგობრებს გადავათარგმნიებ. ამჟამად ერთი შეკითხვით
შეგაწუხებთ. რომელ წამალს აძლევენ გერმანელი ექიმები
უპირატესობას ქრონიკული მალარიის წამლობისათვის, გარდა
Plasmochine-ისა? გაახლებთ აქაური ერთ-ერთი ფირმის (speua-ს
ეძახიან) პრეპარატის პროსპექტს. ამას ეძახიან აქ Quinacrine-ს უდრის
ვითომ გერმანულ Plasmochine-ს და მათთან შეთანხმებით აკეთებენ აქ.
გთხოვთ, გადაათვალიეროთ და შეადაროთ მაქაურს, შეიძლება თუ
არა მაქაური პრეპარატის comprime’-სა და ამპულების აქ გამოგზავნა
ვისიმე ხელით? ამბობენ ფოსტით არ შეიძლებაო და გზად მიმავალმა
უთუოდ „რეცეპტი“ ან vidodance - უნდა იქონიოს გერმანელი ექიმის,
რომ იყიდოს აფთიაქშიო. აქ, ჩვენს ემიგრაციაში ბევრს გაუხსენებს
ხოლმე ძველი მალარია. სისხლის გამოკვლევით ვერაფერი ირკვევა.
აქ რომ არ ვიცით რა სახის მალარია არის, ამიტომ საერთო წამლობაა
საჭირო. აქაური ქინაქინი შესაშხაპუნებელი არ ვარგა, ამიტომაც
მინდა მაქაური პრეპარატები ვიხმარო. ხანდახან სალვარსანს
ვხმარობდი, ეხლა ესეც არ იშოვება. ძალიან დამავალებთ, თუ
მაცნობებთ გერმანელ მეცნიერთა უკანასკნელ აზრს და წამლობის

102
წესს, გამოიცვალა თუ ისევ იგივეა, რაც წინად იყო? გარდა ამისა,
რომელ პრეპარატს აძლევენ უპირატესობას, arsenicum-ის დარგისას
ქრონიკული მალარიით გამოწვეული სისხლნაკლებობის დროს?
არის თუ არა რაიმე პრეპარატი „ქლოროფილიდან“ მომზადებული
ღონის მოსამატებლად?

ბოდიშს ვიხდი, რომ ამდენი კითხვებით გაწუხებთ, მაგრამ იმედია


მაპატივებთ. წინასწარ მადლობას გწირავთ და დავშთები თქვენი
პატივისმცემელი.

ექიმი ვახტანგ ღამბაშიძე

პ.ს. ჩემს curriculum vitae-ს მოკლედ მერე გაცნობებთ, გავათავე საე­


ქიმო ფაკულტეტი 1896 წელს, ასე რომ წარსული საუკუნის ექიმი
გახლავართ. მალე ნახევარი საუკუნე შემისრულდება ექიმობის
და ბევრი კითხვებიც ჯერ საკმაოდ გამორკვეული არ არის ჩვენს
მეცნიერებაში. ამიტომაც ვართ მუდმივ ძიებაში.

ვ.ღ.

***

ღრმად პატივცემულო ქალბატონო ქრისტინე!

მე თქვენთან გამოსაჩენი პირი აღარ მაქვს... რამოდენიმეჯერ მოვინ­


დომე თქვენთან შეხვედრა, დაგირეკეთ კიდეც ტელეფონით, შეგა­
წუხეთ, მაგრამ ჩემს საუბედუროთ ჯერ ვერ მოვახერხე თქვენთან
შეხვედრა. ყველაფერი ეს მიეწერება ჯერ კიდევ იმ დაულაგებელ
და ყალიბიდან ამოვარდნილ ჩემს ცხოვრებას, რომელსაც მე ვეწევი
ომის დაწყების დღითგან. აი, აქ, ამ ჩემი პირადი უბედურების დროს
მჭირდება თქვენი მზრუნველობა და დახმარება. ჯერ როგორც
თქვენს უნცროს კოლეგას და შემდეგ ქართველს... თქვენთან
მოსვლას მაბედვინებს ისევ თქვენი ბრწყინვალე სახელი... ქართველ
მამულიშვილთა შორის განფენილი. პატარა ბარათით როგორ
მოგიყვეთ ყველაფერს?! გთხოვთ, ბ-ნ დ. კავსაძესთან დატოვოთ
ბარათი ან სიტყვიერად დააბაროთ დათას, სად გნახოთ, რომ ბოლოს
და ბოლოს გნახოთ.
103
ლაპტიევის (შანშიევის) აგარაკი სოხუმში, 1910-იანი წლები.
ქ-ნო ქრისტინე, მაპატიეთ შეწუხებისათვის, და თუ არ დავიკარგე,
ეგება ამაგი ყველაზედ უკეთ გადაგიხადოთ.

იყავით მარად კარგად და ჯანმრთელად.


თქვენი პატივისმცემელი
ექ. გივი კობახიძე
1943 წ. ოქტომბერი 24.

***

ბევრი ექიმები მოდიოდა ჩემთან, სადმე საავადმყოფოში მოსაწ­


ყობად. ერთი ახალგაზრდა ექიმის ბიძამ, წერილი გამომიგზავნა ქ.
დრეზდენიდან.

ფრიად პატივცემულო ქალბატონო!

ამ წერილს გწერთ თქვენ ერთი ქართველი, გვარად ბეგიშვილი,


რომელიც 1904 წლიდან გერმანიაში - დრეზდენში ცხოვრობს.
თქვენი მისამართი მომწერა ჩემმა ძმისწულმა თორნიკე ბეგიშვილმა,
რომელიც, როგორც სამხედრო ექიმი, მაისში 1945 წ. ბერლინში
მოვიდა, რამდენიმე თვის შემდეგ შვებულება აიღო და სახლში
წავიდა და იქ მძიმე ავადმყოფობა თეთრსისხლიანობა „ლეიკემია“
„mielozies chronica“ გამოაჩნდა. ამ თავის ავადმყოფობის ისტორიას
თვითონ ჩემი ძმისწული გწერთ. მას ბევრი სხვადასხვა წამლობა
უქნია და არავითარი გაუმჯობესება არ შეუმჩნევია. აქ გერმანიაში
სხვადასხვა მკურნალობის გარდა, რომელიც რუსეთშიც არსებობს,
ყოფილა ერთი პრეპარატი „ტორი X“, რომლის დამზადება საჭიროა
ადგილზე, ხოლო დამზადების წესი ჩვენში უცნობი ყოფილა.
პატივცემულო ქალბატონო, ახლა გთხოვთ მე თქვენ გულითადად,
უშველოთ ჩემ ძმისწულს, ახალგაზდა ექიმს, და გადუგზავნოთ
„ტორი X“-ის დამზადების წესი ფოჩტით. ან, თუ თქვენ ვინმე
მგზავრი იცოდეთ, ამ მგზავრის ხელით რომ უფრო მალე და უფრო
დანამდვილებით მიიღოს მან თქვენი წერილი; აგრეთვე, გთხოვთ,
მეც გამომიგზავნეთ „ტორი X“-ის დამზადების წესი, რომ ვინიცობაა,
თუ თქვენი გაგზავნილი წერილი დაიკარგა, იქნება მაინც, ჩემი
წერილი მიიღოს.

105
ამასთან გიგზავნით: 1) სისხლის ანალიზს, 2) ავადმყოფობის ისტორიას,
3) ერთ გერმანულ ექიმის წერილს ჩემ ძმისწულთან. ეს სამი საბუთი
შემინახეთ.

დიდი მადლობა და გულითადი მოკითხვა

თქვენი ვანო ბეგიშვილი

ჩემი მისამართი: Dresden, Leibnizstr. 2


კიდევ ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან - იქნება იცოდეთ მიხაკო
კიუხ­ჩიშვილის ახლანდელი მისამართი და მომწეროთ.
ჩემი ძმისწულის მისამართი
თბილისი, ბარნოვის ქ. 2
02.09.1944 წ.“

ჩემი პასუხი78 ...

78 ქრისტინე თოდუას არქივში აღნიშნული პასუხი შემონახული არ არის.

106
***

გაზაფხული, 1919 წელი, გახსენებული ომის დროს.

„შანშიევის დაჩა“79 სანატორიუმი

პატარა მზიანი ოთახი. ავად ვარ, სიცხე მაქვს... ჩემი მეზობელი,


მხატვარი ქალი (გარუსებული გერმანელი) თავზე მევლება, მივლის...

ექიმი (შარლატანი) მეორეჯერ არ უნდა მოვიდეს, არაფერი არ იცის.


თვითონ ეს ქალი, დიდი ომის დროს მოწყალების და იყო, - გამოც­
დილია. ტკბილ საჭმელებს მიკეთებს, მე არაფლის მადა არა მაქვს,
ძალიან გამხთარი ვარ. მოდიან მნახველები. ჩემი „დიასახლისი“
არავის არ ღებულობს.

გრიპპი აქვს და გადაგედებათო!..


ამ დროს გრიპპი ძალიან საშიში ავადმყოფობა იყო, „ისპანკას“ რომ
ეძახდენ. სხვა მნახველებს შორის, ჩემი წინანდელი დიასახლისის,
ქალი - ვასილისა, ორჯერ გააბრუნა სახლში მოსაკითხით. ნუ
მოიტანთ, ავადმყოფს არაფრის მადა არ აქვს, თქვენ, მეგრელები,
გასაოცარი ხალხი ხართ, ავათმყოფის შეწუხების მეტი არაფერი არ
იცით. ღამის თევა, ხაჭაპური, განა შეიძლება ავადმყოფს მოუხთეს
ან ყვავილები... განა მთელი სახლი ყვავილებში არ არის ჩასმული?!
ხშირად მესმოდა ჩემი დიასახლისის ასეთი კაპასობა...

79 შანშიევის დაჩა - მოსკოველმა შეძლებულმა დ.პ. ლაპტევმა, მე-19 საუკუნის


ბოლოს, სოხუმში რამდენიმე სანიტარული დანიშნულების ნაკვეთი შეისყიდა და
ერთ-ერთზე 1898 წელს საცხოვრებელი სახლი აიშენა (ამჟამინდელი დაღესტანის ქ.
№ 4), სადაც მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. მალევე, 1902 წელს, ამავე ქუჩაზე
№ 2-ში მან ააშენა ორსართულიანი აგარაკი, რომელსაც 22 ოთახი ჰქონდა. იქვე
გააშენა დიდი ბაღი (დღეს კურჩენკოს სახელობის პარკი). 1904 წელს დ.პ. ლაპტევი
გარდაიცვალა. მისი მეუღლე, ანა სერგეის ასული ლაპტევი (მეორე ქორწინებაში
შანშიევი) აირჩიეს წითელი ჯვრის სოხუმის განყოფილების თავმჯდომარედ. მან
აგარაკზე სანატორიუმი გახსნა დაჭრილი ოფიცრებისთვის, რუსეთ-იაპონიის ომის
პერიოდში (1904-1905), ხოლო ომის დასრულების შემდეგ კი პანსიონი „მონ-რე-
პო“. 1921 წელს, საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ, მოხდა ქონების მუნიციპალიზაცია.
მეპატრონეს მხოლოდ რამდენიმე ოთახი დაუტოვეს ძველ შენობაში, ანუ
ამჟამინდელი დაღესტნის ქუჩის № 4-ში. აქ დიდხანს იყო განთავსებული საბავშვო
ბაღი, ახლა კი, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლია და ის არქიტექტურული
მეკვიდრეობის ძეგლს წარმოადგენს.

107
მე ვწუხდი, მაგრამ სიცხე იმდენად მაწუხებდა, წინააღმდეგობას ვერ
უწევდი...

უკვე მეექვსე დღეა სიცხე არა მაქვს, მაგრამ ძალიან გამხთარი და


სუსტად ვარ...

ჩემი ოთახის ფანჯარა ბაღში გადიოდა. რაღაც ხმაურობა მომესმა,


გადავიხედე და დავინახე, ვასილისას უშველებელი ფიგურა გაუბე­
დავად, ერთგულებით სავსე თვალები, ჩემს ოთახში იყურებოდა
და რაღაც დიდ ქაღალდებში გამოხვეული, ორივე ხელში ეჭირა,
თითქოს ფანჯარაზედ უნდოდა ჩამოედვა და წასულიყო...

მე მისდღემში არ მეგონა, თუ ვასილისას ერთგულება, მეგობრობა,


სიყვარული შეეძლო. (თუმცა ვასილისა, თავის დიდი ფიგურათი და
ღონისთვის ბავშვებს ძალიან უყვარდათ, ხშირად შეიჯენდა ზურგზე
სამ მოზრდილ ბავშვებს და ოთხ ფეხზე გაჭენდებოდა, როგორც
ცხენი. ერთხელ მეც შემიჯინა ზურგზე და მთელი დიდი ზალა
რამოდენჯერმე შემომაჭიანა.) საშინლად გამიხარდა, მოვინდომე
ფანჯრიდან გადახთომა, მაგრამ მისმა ძლიერმა ხელებმა ზედ
შემაჩერეს. საჩქაროდ ჩამოდვა ფანჯარაზე ქაღალდში გახვეული
კასრულები80 და გაექანა, შემოსავალ კარებისკენ. ჩემი მეზობელი
ქალი არ იყო სახლში და სხვების შეკითხვაზე უყურადღებოდ შე­
მო­ვიდა ოთახში. სიყვარულით მომესალმა და საჩქაროდ პატარა
მაგიდაზე სუფრა გაშალა: ბროწეულის და ნიგვზიდან შეზავებული
საწებელი, პატარა შემწვარი თევზები და სულ ცხელი ღომი
(განსაკუთრებით გამოეხვია, რომ ცხელი დარჩენილიყო) და წითელი
ღვინო. უსიტყვოდ დავეწაფე და ისეთი მადით შევექციე, რომ ბევ­რი
არაფერი არ დარჩენილა ამ შვენიერ საუზმიდან. ვასილისა იჯდა და
სიყვარულით და ერთგულების თვალებით მომჩერებოდა და უხა­
როდა, რომ ეს „პროცედურა“ ასე ჩატარდა.

ჯერ იმას სადილიც არ ეჭამა, რომ ჩემთვის საჭმელი, თუ როგორმე


გადმოცემას მოახერხებდა, ცხლად მოეწოდებინა. ჩემი მეგობარი
ვასილისა ერთი შეძლებულ, ნამდვილ-მეგრულ ოჯახის ქალიშვილია,
გასათხოვარი... თეატრში - ლოჟაში ან პირველ რიგზე მოთავსებული

80 რუს. ქვაბები

108
ღრმად ამოჭრილ აბრეშუმის კაბაში ყელმოღერილი აქეთ-იქით,
ამაყად გაიხედავდა, აბა, თუ მიყურებენო... ბაღში სასეირნოდ თუ
გამოვიდოდა, მთელი ქალაქის ახალგაზრდობა, ქალი თუ ვაჟი, გარს
ეხვეოდა მას. ზოგი დაცინის, ამიტომ ასეთი უზარმაზარი ვინმე... უცხო
თუ გამოჩნდებოდა სოხუმში, ვასილისა დიდ ყურადღებას იპყრობდა...
თუ ვასილისას ვინმე მოეწონა, თვალებს რაღაც სხვანაირად
გადაატრიალებდა... თუ ვინმემ შეურაცხყოფა მიაყენა ან თვითონ
ხეთქავდა ყურებში და ან დაემუქრებოდა: „თქვენ იცნობთ ვალოდია
მიმინოშვილს?“ მეორე დღეს ის კაცი ან სოხუმიდან უნდა წასულიყო
და ან საშინლად მიბრეგავდა ვალოდია. ვასილისას ძმა, ისეთივე
დევი და უშველებელია! წლების შემდეგ ავადმყოფობის დროს,
სხვა ბევრი მოგონებასთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება
მიიპყრო ვასილისას მეგობრულმა და ერთგულმა მოპყრობამ.

ბერლინი, გაზაფხული, მარტი, 1941 წელი.

ანგინა, სურდო, 38º სიცხე მაქვს...


გოგია პიანინოზე უკრავს - ვარჯიშობს... მაწუხებს... სამსახურში ვერ
მივდივარ, ან როგორ უნდა ვუექიმო ავადმყოფს, ავადმყოფმა? არ
შემიძლია არც კითხვა, არც წერა. გული ჩქარად სცემს, თვალები
მეცრემლება, ფიზიკური მოძრაობა შეჩერდა...

აზვირთდა მოგონება - ზღვა-სოხუმი. ზღვა მოალერსე, თბილი, საგ­რ­


ძნობი სურნელობით გაჟღენთილი, აყვავებული, კეკლუცი, ხმე­ლეთს
ეალერსება ეპატიჟება... მოგონება მოგონებას სცვლის...

26.X.44 წელი. ბერლინი.

დედა! დღეს უკვე ხუთშაბათია... ორშაბათი იყო შავი დღე ჩემთვის,


რომ შენი სიკვდილი გავიგე! დედა, ჩემო ლამაზო დედა, ჩემო
კეკლუცო დედა! ჩემო ნაზო დედა. ნუთუ შენ მკვდარი ხარ?! შენ
რომ ჯერ ახალგაზრდა დაგტოვე? რა მოგივიდა ჩემო დედიკო,
რი­თი გახდი ავად? მე რომ ექიმი ვარ, რატომ არ დამიძახე? ეგებ
მომერჩინე ავადმყოფობისაგან... თუ მეძახოდი, დედა, და იმიტომ
მესიზმრებოდი ხშირად, ძალიან ხშირად: „ხან სულ ახალგაზრდა,

109
თეთრ კაბაში, ჩვეულებრივად ხელს მიქნევდი... უკვე ეზოსთან
მოახლოვებულს ძლივს ვასწრებდი შენს გულში ჩახუტებას და ამ
ბედნიერობაში გამომეღვიძებოდა!!“

19.XI.44 წელი, ბერლინი.

ხშირად დამსიზმრებია: „თითქოს სახლს უახლოვდები, უკვე


სახლში ვარ... მამა მუდამ მეგებებოდა, მუდამ შინ იყო, მხოლოდ
დედა არ სჩანდა... დედას მუდამ ვეძებდი... ამ ღამეს გათენებისას
დამესიზმრა: თითქოს დიდ მგზავრობის შემდეგ სახლში ვარ. გზაზე
მუდამ ვიმეორებდი, დედა უნდა ვნახო უსათუოდ... ამ სიჩქარეში
გამომეღვიძა.“

20.XII.44 წელი, ბერლინი.

დედა რომ არ არის ცოცხალი, ისე არ მიხარია სახლში მისვლა.


დამესიზმრა: „ვწუხვარ, ვიტანჯები... სახლში ვარ უკვე. იონა ზის.
ახალგაზრდა, როგორც მოწაფეობის დროს მინახავს. მიკვირს, რად
არ მეგებება მამა, მამიკო, ვეკითხები იონას: - ატირებული მეუბნება
იონა, „მამა არ არის ცოცხალი?“ ვაი, ჩემს უბედურ თავს! მამაც არ
არის! აკი, ელიჩქა მწერდა: მამა თუმცა ღრმად მოხუცდა, მაგრამ
ჯერ კიდევ კარგად არისო. მუდამ შენ და გოგიას მოგელისო.“

არ მინდა სიზმარს ავყვე, მაგრამ მაინც დავწერე ეს სტრიქონები...

გული მტკივა, თითქოს დაჭრილი იყოს! სევდა მაწუხებს, ცრემლები


მახრჩობს... არ ვიცი, რა ვქნა? ვის მივმართო, ვინ გაიგებს ჩემ მარ­
ტოობას?.. რამდენი ადამიანი ტრიალებს ჩემს გარშემო, ვის გონია,
რომ მე მარტოობას განვიცდი...

ჩემ პატარა გოგიას რა უნდა უთხრა, ის რას გაიგებს, ჩემს ტკივილებს...


პირიქით, მინდა თავი მოწყენით არ ვაჩვენო, რომ მისი ნორჩი გული
არ დასევდიანდეს.

მე ხომ არა თუ ახლა, მუდამ მარტოობას ვგრძნობდი...

110
დავით თოდუა, სავარაუდოდ 1940-იანი წლები, საბჭოთა წარსულის კვლევის
ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი, კახი თოდუას კოლექცია.
***

როგორც იყო, გათავდა ომი... ჩვენ ცოცხლები გადავრჩით...

ბევრი ქართველი თუ რუსი მოდიოდა ჩემთან, რომელიც მსუბუქად


იყო დაჭრილი. პირველ დახმარებას მე და გოგია ვუკეთებდით.

1945 წელს გადავედით მე და გოგია ახალ ბინაში.81 მე მინდოდა


„შინაგანი ავადმყოფობის“ პრაქტიკა გამეხსნა. პროფ. შტაგის
მეუღლე აქირავებდა ხუთოთახიან ბინას. ყველაფერი, ავეჯიც იაფ
ფასად მომყიდა. თვითონ გათხოვილ ქალიშვილთან აპირებდა
გადასვლას.

პროფ. ზაუერბრუხი, იმ დროებით, საექიმო დაწესებულების თავმ­


ჯდომარედ იყო. მან მომცა თანამდებობა Fachertztin für innere
Krankheiten.82

ჩვენი დიდი ხნის მეგობარი ელისაბედ ბლანკი ავიყვანე თანაშემწეთ


და გავხსენი შინაგანი ავადმყოფობის პრაქტიკა. მთელი დღე მუშაობის
შემდეგ ღამის თორმეტ საათზე ჩემს გოგიას, რომელიც ჯერ კიდევ
საწერ მაგიდასთან იჯდა და მუშაობდა, უსურვე ღამე მშვიდობისა
და დავწევი. სამამდე ჩამეძინებოდა, როგორც ყოველთვის ოცნებაში
ვესტუმრე ჩემს საყვარელ სამშობლოს კუთხეს, სადა დავიბადე
და ბედნიერი ბავშობა გამიტარებია, ჩემ საყვარელ მშობლებთან,
ძმებთან და დებთან და ნათესავებ-მეგობრებთან... გული დამიღონდა,
რომ დედა და მამა ცოცხალი არ მეგულვება!!

ამ ღამეს მესიზმრა ტკბილი სიზმარი. არ ვიცი, როგორ მოხდა ეს:


„ჩემი საყვარელი დაიკო ელიჩქა ჩვენთან არის, აქ ჩვენს ბინაზე.
საოცარი ბედნიერება ვიგრძენი! მასში მე დავინახე დედა, მამა და
მთელი ჩემი სამშობლო! ელიჩქა მე ათი წლის ქერა გოგონა დავტოვე
საქართველოში. ისე გამოიყურებოდა, როგორც წარმოდგენილი
მყავს ახლა... ბევრი ვილაპარაკეთ, გოგიამაც, გაიხარა! სანამდე
დე­დას და მამას ამბავს მომიყვებოდა, წავედით მიშას საფლავზე,
რომელიც ვერ ვიპოვეთ.“ ამ დროს გამომეღვიძა...

81 იგულისხმება ბინა Schiffbauerdamm-ზე, სადაც პრაქტიკაც იყო განთავსებული.


82 გერმ. შინაგან სნეულებათა ექიმი

112
წუხანდელი სიზმარი სულ თვალწინ მელანდება. ღმერთო ჩემო! რას
ნიშნავს ეს? ხომ არაფერი არ უჭირს ჩემს საყვარელ შვილის მზგავს
ელის?! მისი წერილი თვალწინ მიდევს ორჯერ-სამჯერ გადავიკითხე.
მწერს: ჩვენი საყვარელი მამიკო „დავითი“ აღარ არის ცოცხალი!
გასული წლის 2 ნოემბერს, სამუდამოდ გამოგვეთხოვა... ელი, მარი,
ღენტო წინ უდექით სალხინოს საავადმყოფოში. თვალები დარჩა
ჩვენზე! არ ეღირსა თქვენი სანატრელი ნახვა, ვაი!“ და სხვა.83

აჰ, როდის ვეღირსები სინამდვილეში თქვენ ნახვას, ჩემო საყვარელო


ძმებო და დებო!

***

მივიღე ცნობა „ინტურისტის“ დირეკტორიდან: ყოველთვიურად


უნდა გამესინჯა სასტუმრო „ადრიას“ და „კრაუზენოფის“ გერმანელი
პერსონალი. მე თანხმობა განუცხადე დირექტორს.

ერთი მოწყალების და-მემასაჟე უნდა ამეყვანა. გადიდდა ჩემი


პრაკტიკა. თუ იყო, ვინმე საოპერაციო პროფ. ზაუერბრუხს წა­
რუდგენდი, სიამოვნებით ასრულებდა ჩემს თხოვნას. თუ რუსი იყო
ან ქართველი, უნდა მეთარგმნა ოპერაციის მსვლელობა. თითქმის
ყველას უნდოდა, რომ პროფ. ზაუერბრუხს ოპერაცია გაე­კეთებინა...

ერთმა რუსმა პატივსაცემად ბანკეტი გაუმართა პროფ. ზაუერბრუხს


ოპერაციის წინ. დაპატიჟებული ვიყავით მე და გოგია და მთელი
„ინტურისტის“ წარმომადგენლები. პროფ. ზაუერბრუხი ჩვენთან
ხშირად იყო და მომიწონა პრაქტიკა.

8 მარტი, 1947, ბერლინი.

საყვარელო მამა! სასოებით დაგიკოცნი შენს ხელებს, რომელიც


თურმე დრო­გამო­შვებით გტკივა... მამავ, ძვირფასო, თუ კიდევ
გექნეს ტკივილები, ეს დალანტინის წვეთები მიიღე ორჯელ დღეში
20 წვეთი, რომელიც დაგიყუჩებს ტკივილებს. მამიკო, შემოგევლე,

83 სავარაუდოდ 1951 წლის ჩანაწერი.

113
შენ მარტო ხარ. დედა, ჩემი ლამაზი დედა აღარა გვყავს?! ვაი, ჩემს
დღეს, ავადმყოფობის დროს დედას ვერ მოუარე! ვერ მოვრთე
ლამაზად მის თეთრ კაბაში, ვერ გაუსწორე მისი მშვენიერი თმები,
ვერ დავაპკურე მწარე ცრემლები მის საყვარელ სახეზე, ვერ
დაუკოცნე ხელები!!

მამა საყვარელო! რითი იყო დედიკო ავად, ხომ არ გაწვალებულა,


როდის მოხდა ეს უბედური ამბავი?! სად არის მისი საფლავი, რომ
სიზმარში მაინც ვესტუმრო და ყვავილებით მოვრთო და ცრემლებით
დავნამო...
მაპატიე მამავ, თუ შეგაწუხე ჩემი მოთქმით...
უზენაეს ვთხოვ შენს ხანგრძლივ სიცოცხლეს!
მარად შენი ბუდუ და გოგია.

114
***

მოგონებანი

სხვათა შორის, ბ-ნი მ. წერეთელი იყო ჩემი პაციენტი. როდესაც იგი


მიუნხენში გადავიდა, მიწერ-მოწერა გვქონდა.

26.IX.50. ბერლინი.

ჩემო ძვირფასო ბატონო მიხეილ!

მივიღე თქვენი წერილი, რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.


ვერ წარმოიდგენთ, როგორ გამიხარდა, როდესაც სხვა მოსაწყენ
წერილებში თქვენი წერილი, თქვენი ძვირფასი ხელნაწერი
გამოჩნდება! რაც უნდა მეჩქარებოდეს ან გლახა გუნებაზე ვიყო, მისი
წაკითხვა გადამახალისებს, როგორიც უნდა იყოს მისი შინაარსი.
მიხარია, თუმცა არა სანატრელ მდგომარეობაში, მაგრამ ცოცხალი,
მაღალი სულით, გიგულვებთ. ჩემო ძვირფასო ბატონო, ვიცი, რომ
საშინლად იტანჯებით, სრულებით მესმის და ვინაწილებ თქვენს
გულის ტკივილს, მაგრამ, მერწმუნეთ, ჩემთვის და სხვა თქვენი
ახლობლებისთვის თქვენ დიდი მაგალითი და ნუგეში ბრძანდებით,
თქვენი გოლუაფირო.84

ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, ჩემო ბატონო, გვარიანად გახლავართ,


მხოლოდ სულ მოსვენება არა მაქვს. ჩემ კერძო პრაქტიკასთან
ერთად, ისევე დავიწყე შარიტეში დღეში რამოდენიმე საათი მუშაობა.
თუმცა ძალიან ვიღლები, მაგრამ შეიძლება ახლო მომავალში
ამბულატორიაში მუშაობა საჭირო იქნეს. გოგია დიდ მადლობას
მოგახსნებთ მოკითხვისათვის, მორიდებით და სიყვარულით
მოგიკითხავთ, გაკოცებთ. მუყაითად ემზადება სახელმწიფო
გამოცდებისათვის.

დღეს ბ-ნი გიორგი საჯაია იყო ჩვენთან. საწყალი მართლა ავად


არის ძალიან დასუსტებულია. ვეცთები, რომ მალე გამაირკვეს მისი
ავადმყოფობა, რომ როგორმე უშველო. ჩვენთან ყოფნის დროს
საოცრად გამოკეთდა, მითხრა, გამოვცოცხლდიო. რომ მოვიდა,

84 გოლუაფირო (მეგრ.) - შემოგევლე

115
სწორედ თქვენს წერილს ვწერდი. მთხოვა, დიდი პატივისცემით
მოკითხვა გადამეცა თქვენთვის. მეც მოგიკითხავთ სულით და
გულით. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს. ნუ
დამივიწყებთ, ჩემო ბატონო!

მუდამ თქვენი პატივისმცემელი და მოყვარული


ბადუ წულუკიძისა

ბერლინი, 8.X.50.

ჩვენო ძვირფასო და საყვარელო ბატონო მიხეილ!

მე და ჩემი გოგია ტკბილად მოგიგონებთ და მოგიკითხავთ სულით,


გულით. იმედი გვაქვს, რომ ახლა ცოტა უკეთ ბრძანდებით.
აგვისტოში მე და გოგია ზღვაზე ვიყავით დასასვენებლად. შინ
რომ დავბრუნდით, დაგვხთა თქვენი წერილი, რომელმაც ძალიან
გაგვახარა, რომ თქვენი ამბავი გავიგეთ. თუმცა სხვა სამწუხარო
მოვლენებმა, რომლებზედაც თქვენ იწერებით, უზომოდ დაგვაღონა...
თქვენს უხალისობა-დასევდიანების გარდა თქვენი ფიზიკური
სისუსტისა, სხვა მიზეზიც აქვს, ჩემო ბატონო! ჯერ თქვენი პირადი
უბედურება და მერე საერთო საშინელი მდგომარეობა. თქვენს დიდ
დანაკლის, თქვენი საყვარელი შვილის დაკაგვით85 ვერავინ ვერ
შეავსებს, ვერავინ განუგეშებთ. ეს არის თქვენი უდროოდ წელში
გატეხის მიზეზი. მაგრამ თუ გვიგულვებთ თქვენ ახლო მეგობრებს,
მარტოდ და უმწეოდ მაინც არ ბრძანდებით. თუმცა მანძილით
ერთმანეთს დაშორებული ვართ, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ეს
დროებითი მოვლენაა და მერწმუნეთ, რომ ჩვენს გულში და ჩვენს
ოჯახში ყოველთვის გექნებათ ბინა, როგორც ჩვენს საუკეთესო,
საყვარელ მეგობარს.

ომის მოლოდინის შიში მართლა სასოწარკვეთილებამდე მიიყვანს


ადამიანს. უთუოდ ამას მიეწერება, რომ უბუდრებას თავი დაახწიონ
ქართველობაც თანდათან მიდის ამერიკაში და ასე უფრო და უფრო
შორდება საყვარელ სამშობლოს. როგორც თქვენ, ჩემო ძვირფასო

85 იგულისხმება მიხეილ წერთლის შვილი ოთარ წერეთელი, რომელიც მსახურობდა


გერმანულ არმიაში და დაიღუპა 1944 წელს დასავლეთის ფრონტზე.

116
ბატონო, მეც მტკივა მაგაზე გული. თქვენც მოგეხსენებათ, მე
პოლიტიკის ბევრი არაფერი მესმის, მაგრამ ჩემი ბუნებრივი საღი
გონება მიკარნახებს, რომ ომი არ უნდა იყოს და არც იქნება...
აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპის ერები ამ უკანასკნელი ორი
ომით იმდენად დაღლილია და ახალი გამანადგურებელი ომის
იმდენად ეშინიათ, რომ არ იომებენ. ახლა კორეას86 მაგალითი:
ადამიანთა უმოწყალოდ გაჟლეტა, მთელი თავისი სისასტიკით
თვალწინ უდგას ყველას... მე სრული იმედი მაქვს, დიდ ერთა
წარმომადგენლების გამჭვრეტელობის და პასუხისმგებლობის მთელ
მსოფლიოს წინაშე, რომ საშინელ ომიანობას თავიდან აიცილებენ
და ბოლოს და ბოლოს მოხთება ერთმანეთის გაგება და დამყარდება
ერთა შორის მშვიდობიანობა.

ჩემო ძვირფასო, ბ-ნო მიხეილ, ჩემი გულისხმობა კადნიერებათ


არ ჩამომართვათ და არ გამიჯავრდეთ. ახლა ჩემო ბ-ნო, ვითხოვ
თქვენგან პატიებს, რომ თქვენ წერილზე მაშინათვე არ გიპასუხეთ.
იმ დროებით, იმდენ უბედურებამ გადაიარა ჩემს თავზე, არ მინდოდა
შემეწუხებინეთ.

გოგიას გულის ტკივილი და სახსრების რევმატიზმი ისევე დასჩემდა.


ხელმეორედ დასჭირდა გლანდების ოპერაცია, რომელმაც ახლა
კარგად ჩაიარა. მე ისეთი ნერვიულობა დამეტყო, რომ კინაღამ
ნერვებით ავადმყოფი გავხთი, რომ ზღვაზე არ წავსულიყავი,
რომელიც ძალიან მიყვარს და მამშვიდებს. გოგია ოპერაციის შემდეგ
გვარიანად გამოსწორდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ იყო კარგად და თან
წავიყვანე.

მშვენიერი მზიანი დღეები დადგა. მთელი დღეები ზღვის ნაპირას


ვატარებდი. მაგონდებოდა ბათუმი, სოხუმი, სადაც ჩემი ბავშვობა
და ახალგაზრდობა გამიტარებია... ნერვები დამიწყნარდა, კარ­
გად დავისვენე. გოგიაც კარგად იყო, მაგრამ უკანასკნელ დღე­
ებში, ჩვენს წამოსვლისას რაღაც საუბედუროდ მარჯვენა ფეხი
გაიტეხა. ჩამიმწარდა ყოველი სიამოვნება. ჩამოვედით ბერლინში.
გოგიას უშველებელი გიპსის ჩექმა გაუკეთეთ და ჯოხით ოთახში

86კორეის ომი - ომი კორეის ტერიტორიაზე 1950-1953 წლებში, კომუნისტურ ძალებს


(რომელთაც მხარს უჭერდნენ ჩინეთი და სსრკ) და რესპუბლიკურ მთავრობას
(აშშ-ს მხარდაჭერით) შორის.

117
ძლივს დადიოდა. საცოდავმა ასეთ მდგომარეობაში განაგრძო
ეგზამენებისთვის მეცადინეობა. როგორც თუ სიარული შეიძლო,
პათოლოგიურ ანატომიაში: საეგზამენო გვამის განკვეთა, ჰისტო­
ლოგიური პრეპარატები და ზეპირი გამოცთები ფრიადათ ჩააბარა.
ეს იყო პირველი და უძნელესი საგანი.

სახელმწიფო ეგზამენის ჩასაბარებლად კიდევ თორმეტი საგანი


დარ­ჩა. მერე ერთი წელი კლინიკაში უნდა იმუშაოს და ამ ხნის გან­
მავლობაში სადოქტორო შრომას დასწერს და დაიცავს. შემდეგში
უნდა აირჩიოს სპეციალობა მედიცინაში. როგორც მოგეხსენებათ,
ჩემო ბატონო, მედიცინის შესწავლას დიდი ხანი და მოთმინება
სჭირდება. თუ თავს არ მოგაბეზრებთ, კიდევ ბევრჯერ დამჭირდება
თქვენთვის მოხსენება ეგზამენებზე.

გოგია დიდ მადლობას მოგახსენებთ მოკითხვისათვის და თან მო­


გიკითხავთ მორიდებით და სიყვარულით. აგრეთვე ბ-ნი გ. საჯაია
მოგიკითხავთ დიდის პატივისცემით და მადლობას მოგახსენებთ
მოკითხვისათვის. ჩემი ექიმობით გიორგი მართლა გამოკეთდა. ხში­
რად მოდის ჩვენთან და ამბებს გვიყობა.

ქალ-ნ ბაბის და ბ-ნ გრიშას გადაეცით დიდი მოკითხვა და კეთილი


სურვილები ჩვენგან. მათი ძვირფასი ძმის კოკის საფლავი უკვე
რიგიანად არის მოწყობილი. გაზაფხულზე ისევ დავრგავ ცოცხალ
ყვავილებს, რომელიც მთელ ზაფხულ-შემოდგომაზე ყვავის.

ძვირფასო მიხეილ! გთხოვთ, გადასცეთ ბ-ნ მაღალაშვილს და მის


მეუღლეს ჩემგან და გოგიასგან უღრმესი თანაგრძნობა, თავიანთ
საყვარელი პატარა ვაჟის გარდაცვალების გამო. მოგეხსენებათ, ამ
სამწუხარო ამბავმა მეტად გული დაგვწვა.

აწი, ჩემო ძვირფასო ბატონო, რაც შეიძლება მალე მომწეროთ


წერილი, რომ გავიგო ჯანმრთელად და უვნებლად ბრძანდებით.

მარად თქვენი პატივისმცემელი და მოყვარული

ბადუ წულუკიძისა

118
ბერლინი. 21. XI. 51.

ჩემო ძვირფასო და საყვარელო ბატონო მიხეილ!

დიდი ხანია ერთმანეთისგან არაფერი გვსმენია. გადმომცეს, რომ


თქვენ პარიზში გაემგზავრეთ. მიუნხენში არ ბრძანდებოდით. პარიზში
უთუოდ ნახავდით ბევრ ნაცნობ-მეგობრებს და ცოტათი მაინც
გამხიარულდებოდით. შეიძლება უკვე დაბრუნდით უკან და იმედი
მაქვს, სულიერად და ჯანმრთელობით ბევრად უკეთ ბრძანდებით.

დღეს განსაკუთრებული მყუდროება სუფევს ჩემს ბინაზე. დი­ლი­


დან­ვე არ ისმის ზარის წკარუნი, რაც ხშირად სხვადასხვა მოუ­
ლოდნელო­ბას მოასწავებს. დაწყნარებით ვისაუზმეთ მე და გოგიამ
და მოვიგო­ნეთ ბევრი ჩვენი მეგობრები და ნაცნობები. გოგიას
უთხარი, რომ დღეს ბ-ნ მიხეილს უნდა მივწერო წერილი-მეთქი.
დიდი პატივისცემით და სიყვარულით გადმომცა თქვენთვის მო­
კით­ხვა და თქვენი კარგად ყოფნა. მიიღეთ ჩემგანაც, ძვირფასო
ბატონო, ყოველივე კეთილი სურვილები, რომ კიდევ ვნახოთ ერთ­
მანეთი და გავიხაროთ. მომიკითხეთ, ვისაც ვახსოვდე.

მარად თქვენი ერთგული და მოყვარული ბადუ წულუკიძისა.

ბერლინი, 5.05.50

ძვირფასო და საყვარელი ქ-ნო ბაბი!87

გიგზავნი ტეგელის ეკლესიის გამგეს, ჩემდამი მონაწერ ანგარიშს


თქვენი ძვირფასი კოკის საფლავის მოსაწყობად. მერწმუნეთ, ჩე­
მო ძვირფასო ბაბი, საშუალება რომ მქონდეს ამ ანგარიშს თქვენ
არ გამოგიგზავნიდით, მაგრამ საუბედუროდ აღმოსავლეთის და
დ­ასავლეთის ფულის კურსი, როგორც თქვენც მოგეხსენებათ, ეხ­ლა
1.78 დგას, რაც ძალიან საგრძნობია ჩვენთვის. საფლავის მოწ­ყობა
მალე იქნება სისრულეში მოყვანილი.

87 აგატა ბარბარე (ბაბი) კიზირია - გრიგოლ (გრიშა) ალშიბაიას მეუღლე.

119
ეკლესიის გამგე ბ-ნი ტუკინი - პატიოსან და საქმიან მოხელის
შთაბეჭდილებას ახდენს. თქვენ შეგიძლიათ მის მიერ აღნიშნული
თანხა მასვე გადმოუგზავნოთ ტეგელში. ამ თვის დამლევს და
შემდეგშიც - კვლავ ვინახულებ ძვირფასი კოკის საფლავს და
მოგახსენებთ შექმნილ მდგომარეობაზე.

იმედი მაქვს, ძვირფასო ბაბი, რომ ყველანი კარგად ბრძანდებით.


ბ-ნი გრიშა ხომ უკეთ ბრძანდება ახლა? გულითადი მოკითხვა
ჩემგან და ჩემი ვაჟი გოგიასგან თქვენ, ბ-ნ გრიშას და საყვარელ
ქალიშვილებს თავიანთ ქმარ-შვილით. განსაკუთრებული მოკითხვა
ჩვენგან საყვარელ თინას.

ჩვენს ამბავს თუ იკითხავთ, გვარიანად გახლავართ. გოგი სახელ­


მწიფო გამოცდებისთვის ემზადება. მე მოუსვენრად პრაქტკას ვეწე­
ვი და თან ვცდილობ მეცნიერების წინსვლას არ ჩამოვრჩე.

ამ დროებით მიზანი მაქვს ჩემი განსვენებული მეუღლე მიშას ნეშტი


აქ, ჩვენთან ახლო სასაფლაოზე გადმოვასვენო, რადგანაც ჩვენგან
შორს არის და საფლავიც ჯერ-ჯერობით მოუწყობელია. იმავე
სასაფლაოზე (Berlin, Lichtenfelde West)88 ასაფლავია განსვენებული
ლადო ახმეტელი, რომლის საფლავს ამ ხუთი წლის განმავლობაში,
ისე როგორც მიშას საფლავს, ვუვლიდი. ჩვენი ძვირფასი ლადოს
საფლავზე ახლაც კარგად ხარობს ჩემი ხელით გვირგვინად დარგული
ცოცხალი ყვავილები. მაგრამ, უმთავრესია საფლავზე ქვა დაიდგას.
ახლა საქველმოქმედო საზოგადოებიდან უცნაური ხის დაფა არის
დადგმული, რომელზედაც გვარიც შეცდომით აწერია.

ძვირფასო ბაბი, თუ ნახოთ განსვენებული ლადოს ძმის შვილი ბ-ნი


მიშა ახმეტელი, გთხოვთ გადასცეთ თუ შეუძლია იკისროს საშუალო
თანხის გაღება საფლავის ქვის საყიდლად, მაშინ ტექნიკურად მე
მოვაგვარებ ამ კეთილ საქმეს.

მიიღეთ ჩემგან გულითადი მოკითხვა და საუკეთესო სურვილები


მუდამ თქვენი მოყვარული ბადუ წულუკიძისა.

88 ამჟამად Friedhof Lichtenfelde.

120
2.XI.51, ბერლინი.

დილა ნისლიანი, ჰაერი ნოტიო! მზე უკვე აღარ ანათებს. უთუოდ


ყველგან ასე უსიამოვნოა ეს ორი ნოემბერი...

ერთი წლის წინად, ჩემი საყვარელი მამა დავითი გარდაიცვალა!!


დღეს ერთი წლის თავია მამას გარდაცვალების. ცოცხლად მყავს
წარმოდგენილი: ელო, მარი და ღენტო როგორ წინ ედგათ მომაკვდავ
მამას! თვალები მათკენ დარჩა, უკანასკნელი სულის ამოთქმისას!!

ერთი წელიწადი დამჭირდა, სანამდე ამ ამბავმა ჩემამდე მოაღწია.


ნათლად მყავს წარმოდგენილი, სალხინოს საავადმყოფოში ავად­
მყოფი მამა და ჩემი დები და ძმები და ნათესავები...

მამა დედასთან დაასაფლავეს! ოხ, ღმერთო, რატომ არავინ


მწერს, როდის გარდაიცვალა დედა, ჩემი საყვარელი და ლამაზი,
ცხენოსანი დედიკო!!. გული ბოღმით მევსება, ცრემლები ღაპაღუპით
ჩამომდის. ეს ნოემბერი საშინელი თვეა, მთელ წელიწადში. 1943
წლის 22 ნოემბერი, საშინელი ომის დროს დავიბომბეთ და თითქმის
ყველაფერი დაგვეწვა. მიშა გაცივდა. მე საშინელი დეპრესია
მომივიდა მაშინ. ამ ნოემბერში, ამ ნესტიან დღეებში.

***

ვზივარ ჩემ საწერ მაგიდასთან და ვიგონებ ჩემს ბედნიერ ბავშობას,


საყვარელ სამშობლოში. თვალწინ მიდგას მამა, როგორ შეხვდებოდა
მზის ამოსვლას, როგორ განიცდიდა ბუნების გამოღვიძებას, როგორც
მისი ნამდვილი შვილი. ბულბულის ტკბილი გალობით და სხვადასხვა
ჩიტების ჟრიამულით სტკბებოდა დილას! დილას ხშირად გამიგონია
მამის სიმღერა: „დილა იყო მშვენიერი. შაშვმა აჯობა კაკაბსა, შაშვი
მგალობელია“ და სხვა.

უყვარდა მამას მზიანი დღეები, განუწყვეტელი მუშაობა, თავის


შრომით ყველას გახარება. უნდოდა, ყველა ბედნიერი ყოფილიყო
მის გარშემო. ძილისგუდა და ზარმაცი არ უყვარდა. ხშირად ამბობდა:
ადამიანი დიდხანს არ ცოცხლობს, თუმცა ადამიანმა ასი წელიწადი
იცოცხლოს, მაგრამ მაინც ეს დრო მოკლე არის, ყველაფერი
121
დავით თოდუა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი არქივი,
კახი თოდუას კოლექცია

122
მოასწრო, რაც უნდა გააკეთო და განიცადო“. დილას ძილს მხოლოდ
დედას აპატიებდა და სხვა ბავშვებთან შედარებით მეც.

როდესაც ქუთაისში გიმნაზიაში ვსწავლობდი, მამა რომ ჩამოვიდოდა,


ყველა ჩემს ამხანაგებს უხაროდა. დაპატიჟებდა ყველას და უხვად
დახარჯავდა ფულს. რაც ფული ჰქონდა, ყველას მე დამიტოვებდა,
თვითონ მხოლოდ გზის ფულს დაიტოვებდა...

ზაფხულში, სახლში რომ ჩამოვიდოდით, გაპრწყინებული დედა და


მამა და მაშინ პატარა ელიჩქა, ჩვენ ოთხივეს შემოგვხვდებოდენ. მამა
ჩემსკენ გამოექანებოდა, რომ ცხენიდან ჩამოვეყვანე და მეტყოდა,
აღტაცებით რუსულად: „Моя смуглая баришня“.89 მახსოვს მაშინ
ცამეტი წლის ვიყავი.

ბერლინი, ორი ნოემბერი, 1952 წელი.

დღეს ჩემი საყვარელი მამას სიკვდილის დღეა! გული დამძიმებული


მაქვს. გოგია სახელმწიფო ეგზამენებს აბარებს, საშინალდ
ნერვიულობს... ჯერჯერობით ყველაფერი ფრიადათ ჩააბარა, მაგრამ
დამტანჯა... ვიგონებ საყვარელ მამას და დედას, საყვარელ დებს და
ძმებს მათი ოჯახობით.

ორი ნოემბერი, 1953 წელი, ბერლინი.


დღეს ცივი და ქარიანი დღეა. მზე ანათებს. მთელი ჩემი არსებით
ვიგონებ ჩემს საყვარელ მამას, რომელიც დღეს გარდაიცვალა!...
ღენტორი, მარი და ელის თანდასწრებით. უთუოდ სიშორის გამო,
იონა ვერ დაესწრო ამ დღეს. მე, მე ხომ სულ შორს ვიყავი, ვერ
ვეღირსე, ვერც ავადმყოფი მამის და ვერც მკვდარის ნახვას!!

როდის გარდაიცვალა ჩემი დედა? მინდა ის დღე და წელი მაინც


ვიცოდე. ორივენი სალხინოში არიან დასაფლავებული. ჩემი საყ­
ვარელი ძმა ღენტორი ბედნიერია, რომ ძვირფას საფლავებს ინა­
ხულებს და მოუვლის.

დაღონებული ვზივარ ჩემს საწერ მაგიდასთან და ვწერ ამ ნაღვლიან


სტრიქონებს.

89 ჩემო შავტუხა ქალბატონო

123
იას სურნელოვანი თაიგული წინ მიდგას. მსურს, მამას და დედას
საფლავზე დავდგა. ოცნებაში ვასრულებ ამ სურვილს...

***

გოგია უკვე ექიმი გახთა. მუშაობს ხირურგიულ კლინიკაში.


იცოცხლეთ, ჩემო საყვარელნო ძმებო და დებო...

ორი ნოემბერი, 1954 წელი.

მამა, ძვირფასო მამავ, დღეს შენი გარდაცვალების დღეა! წუხელ


ავად ვიყავი, კინაღამ მოვკვდი... დღეს უკეთ ვარ, თუმცა ძალიან
სისუსტეს ვგრძნობ - ვფიქრობ შენზე, საყვარელ დედაზე - თქვენ არ
ხართ ამ ქვეყნად, მაგრამ ჩემს გულში ორივენი ცოცხლობთ. ყოველ
გაჭირვებაში ვგრძნობ თქვენს სიახლოვეს. თუნდ ერთხელ მეღირსოს
სამშობლო კუთხის ნახვა, უთქვენოდ ვერ გავიხარებ...

განისვენეთ მშვიდათ, ჩემო საყვარელო დედა და მამა - და მაპატიეთ,


მე უბედურს, რომ მთელი სიცოცხლე გაგიმწარეთ, თქვენგან
მოშორებით...

ოცდათერთმეტი დეკემბერი, 1954, ბერლინი.

უკვე მეოთხე თვეა, რაც კარგად ვერ ვგრძნობ თავს. გუშინ გვარიანად
ვიყავი, თითქოს ვიგრძენი, რომ საშიშ ავადმყოფობას ვსძლიე და
კარგ გუნებაზე დავიძინე.

ამ ჩემთვის ბედნიერ ღამეს, მეტად საამური სიზმარი ვნახე: ბედნიერი


ახალგაზრდა ჩემ მშობლების სახლში ვარ, საიდანაც ახლჩამოსული
ვკოცნი და ვეხვევი ჩემს ძმებს და დებს, დედას და მამას ვხედავ,
როგორც ლანდებს... ორივე მეღიმებიან, ვხედავ, უხარიათ ჩემი
ნახვა, მაგრამ მე, მე უბედური, ვერ ვბედავ მიუახლოვდე, რადგანაც
თვით სიზმარში ვიცი, რომ ეს სიზმარია და მინდა, ეს სანეტარო

124
მდგომარეობა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს... დავტაცე
კალათს ხელი და გავეშურე ხეხილების დასაკრეფად, ხან მსხალზე
ავედი, ხან ლეღვზე, ხან ატმის ხეზე, ხან ყურძენზე. თუმცა ეს ხეხილე­
ბი სხვადასხვა დროს მწიფდებიან. მაგრამ ამ დროს ყველა ხილით
დახუნძლული და დამწიფებულიყო. დავკრიფე ფოთლებიანად თით­
ქმის ყოველგვარი ხილი. ბოლოს ერთი ბიაც მოვკრიფე და კალა­
თიანად შევედი სახლში. ყველას უხაროდა ჩემი იქ ყოფნა. ახლა ვერ
მოვითმინე, შევიჭერი დედის ოთახში და ვერ ვნახე ვერც დედა და
ვერც მამა... სასოწარკვეთილებით დაუწყე ძახილი: დედა, დედა,
ჩემო დედა... და ამ დროს გამომეღვიძა. გულამოსკვნით დავიწყე
ტირილი, მაგრამ მაინც ბედნიერი ვიყავი, რომ სიზმარში მაინც
ვესტუმრე ჩემს საყვარელ მხარეს.

***

ამ დილას ავადმყოფების მიღება კარგად დავამთავრე. პირველ საათზე


წავედი უნივერსიტეტის ჰიდროთერაპიულ ინსტიტუტში, სადაც
თითქმის ყოველნაირი ავადმყოფობას წყლით და მასაჟით არჩენენ...
ერთი ჩემი ძველი ნაცნობი კიდევ ჩემი სტუდენტობის დროიდან
მიკეთებდა მასაჟს. იქავე მეორე ლოგინზე იწვა ზეწარში და საბნებში
გახვეული ქალი, რომელსაც ჩემი მასაჟისტკა განსაკუთრებული
ყურადღებით და სიყვარულით არიგებდა, რომ ჯერ დაესვენა, არ
ამდგარიყო და მასაჟს თვითონ გაუკეთებდა. მე მითხრა, რომ ეს
ქალი მისი უმცროსი და არის, რომელიც შვილივით უყვარს და
სისუსტის გამო მასაჟი ვერ შეისწავლა და აქავე მწმენდავად არის
და უცებ იღლებაო...

გამახსენდა ჩემი საყვარელი ძმები და დები და თვალწინ წარმომიდგა


ჩემი, მაშინ პატარა, დაიკო ელიჩქა! გული ნაღველით ამევსო! ნუთუ
დადგება ის ბედნიერი დღე, რომ საყვარელ ძმებს და დებს ვნახავ
და მათთან ერთად ვიცხოვრებ. ჩემი ელიჩქა ხომ მუდამ დედასთან
და მამასთან ახლო იყო... ხომ მუდამ მიამბობდა მათ ამბავს, ეს ხომ
ჩემთვის უდიდესი განცთა იქნება ჩემს ცხოვრებაში... ხომ მთელ
სიცოცხლეში დავტანჯე ჩემი მშობლები და მეც დავიტანჯე, რომ ვერ
მეღირსა მათი ნახვა...

125
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი გოგია და მისი მეუღლე რენატე
სადილს შეექცეოდენ. ბედნიერი ვარ, რომ გოგია მარტო არ არის
და უყვარს მისი მეუღლე, რომელთანაც დაქორწინდა, მეც მათთან
ერთად ბედნიერი ვარ, სულით და გულით მსურს, ერთგული დედობა
გაუწიო...

***

გოგია საღამოს პრაქტიკას აკეთებს ჩემს მაგივრად. სურს, ცოტა


დამასვენოს... უცებ ელიჩქას წერილი გადმომცა ვიღაც გერმანელმა,
რომელიც თბილისში იყო მოგზაურად და შემთხვევით გერმანულ
წიგნების გამოფენაში გაეცნო მას ჩემი ელიჩქა და სთხოვა ჩემთვის
პატარა წერილი გადმოეცა. იწერება: „ყველანი ცოცხლები და
კარგად ვართო“. სიხარულის ცრემლები!.. ამ კეთილ ადამიანს დიდი
მადლობა გადაუხადეთ, მინდოდა პატივისცემა, მაგრამ მას ისე
ეჩქარებოდა, რომ არ დაიცადა. მისი გვარია ელცჰოლცი.

25 სეკტემბერი, 1955, ბერლინი.

ჩემს გოგიას უნდა, მუდამ ახალგაზრდათ გამოვიყურებოდე.


ცდილობს, რაც შეიძლება გამიადვილოს ცხოვრება - ყოველნაირ
სპორტს მაკეთებინებს - მასწავლის, უხარია თუ კარგად ვისვრი
ისარს და სხვა... მიყვარს თვით ხეზე ხილის მოკრეფა და ჭამა.
აქ ხომ ასეთი შემთხვევა იშვიათია. მაგონდება სამშობლო, ჩემი
საყვარელი კუთხე... სწორედ ამ თვეში ჩვენი ხეხილის ბაღი სავსეა
შესანიშნავი ხილით: შავი ყურძენი ხეზეა მომწიფებული, საყვარელ
მამას ხელებით მოვლილი. ყვითელი ატამი, რომ ერთის მეტს ვერ
შევჭამდი, ისეთი დიდი და გემრიელი იყო. და ლეღვი! ბავშვობისას
ჩემი ხელით დარგული... უკანასკნელად ჩემი იქ ყოფნის დროს,
ბევრჯერ შევექცეოდი მის გემრიელ ნაყოფს. ჩემი საყვარელი ძმა
იონა ხშირად მწერდა; ბადუ, შენი დაწერილი „ბ“ კიდევ კარგად
აჩნია შენს ლეღვის ხეს, ხშირად ვზივართ მის ძირას და საუზმობთ და
გიგონებთო... გუშინ გოგიას ვუთხარი: „გოგია, ერთი ჩემი ლეღვის
ნაყოფი შემაჭამა, ათი წლით ახალგაზრდა გავხთები“. გოგიამ
ნაღვლიანი თვალებით შემომხედა...
126
***

მიყვარს სეკტემბრის მზიანი დღეები...

გოგიაც ხომ 4 სექტებერს დაიბადა...

მაგონდება ბავშვობა... სწორედ ამ მშვენიერ თვის დასაწყისში


უნდა გამგზავრებულ ვიყავი ქუთაისში - სასწავლებელში... დილას
გათენებისას, მამლის ყივილზე გამოგვეღვიძებოდა ბავშვებს. დიდი
მამლები რომ დაიწყებდენ ყივილს, იმათ მიყვებოდენ, პატარა
მამლაყინწები ხრინწიანი ხმით. მე კი ნაღველით მევსებოდა გუ­
ლი... საჩქაროდ უნდა გვესაუზმა - ცხენები უკვე შეკაზმული, გამ­
ზადებული იყო სამგზავროდ. მხოლოდ მამა უნაგირის მოსაჭერს
კიდევ სინჯავდა...

არ ვიცი, დანამდვილებით თუ ჩემი ძმები და დები ასეთ ნაღვლიანო­


ბას განიცთიდენ სახლ-კარის მოშორებისას? მე კი ყოველთვის
ცრემლები მახრჩობდა, როდესაც დედას და მამას და ჩემს კარ-მი­
დამოს ვეთხოვებოდი. უთუოდ წინაგრძნობა მქონდა!!!

***

ღამე მესიზმრა: თითქოს სახლში ვიყავი. თან ვფიქრობდი, როგორ


მალე შემისრულდა ნატვრა. კალათით ხელში მინდოდა ლეღვი
მომეკრიფა. დედას დაუძახე - მომესმა დედას ხმა, მაგრამ თვითონ
ვერ ვხედავდი. გავიქეცი, საიდანაც დედის ხმა მესმოდა... უცებ
დაბნელდა... ვერაფერს ვერ ვხედავდი. მესმოდა ადიდებულ მდი­
ნარის შხუილი, რომელიც შავი ტალღებით ღელავდა...

2 ნოემბერი, 1955, ბერლინი.

ამ დღეს, 1950 წელს ჩემი საყვარელი მამას გარდაცვალების დღეა!


ღმერთო! უკვე ხუთი წელი გავიდა, რაც ჩემი საყვარელი მამა-
დავითი არ არის ამ ქვეყნად... გასაკვირი ის არის, რომ ამ დღეს და
მთელი ამ კვირის განმავლობაში მუდამ ავად ვარ. ვფიქრობ ულ­
მობელ სიკვდილზე. მინდა დიდხანს ვიცოცხლო, რომ სამშობლოს
127
ნახვას მოვესწრო! ვნახო ჩემი საყვარელი ძმები და დები. მინდა
ჩემმა გოგიამ სამშობლო იხილოს90 და თავის ნათესავების ნამდვილი
სიყვარული იგრძნოს...

***

რენატე ფეხმძიმედ იყო. ატკივდა მუცელი. სწორედ 9 თვე სრულ­


დებოდა, რაც ორსულად იყო. გოგიამ წაიყვანა საავადმყოფო
ფრიდრიხჰაინში. 22 აპრილს, 1956 წელს დაიბადა ჩვენი თენგიზი91
- ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ქონდა! მე და გოგია წავედით
სანახავად. ჩემი რენატე გახარებული იყო. ჩვენც მოულოცეთ,
საყ­ვარელ რენატეს ვაჟის დაბადება, ვაკოცეთ და შემოვეხვიეთ
ურთიერთს. თენგიზი ვნახეთ!!

ათი დღე დაჰყო საავადმყოფოში. ყოველდღე ნახულობდა თენგიზს


და რენატეს. მეათე დღეს წავედით მოსაყვანად. თენგიზი ბალიშში
გამოხვეული მომცეს მე ხელში... ასე გავხდი ბებია!

წამოიზარდა თენგიზი. ერთ ჩემი პაციენტი მართა ერხარტი დაუ­ნიშნეთ


გამზდელად... ყოველდღე მოდიოდა ფრაუ ერხარტი, უვ­ლიდა და
ართობდა ბავშვს. დედა-რენატე და გოგია იყვნენ შა­რიტეში, სამსახურში.
მე ავად გავხდი მუცლის ავადმყოფობით. ბევრი ყოყმანის შემდეგ
გამიკეთეს ოპერაცია. კარგად გადავიტანე. მეათე დღეზე მომივიდა
„წვეთი სისხლის ავარდნა ტვინში“.92 გოგიას უნდოდა შეშხაპუნება
ოიფელინის, მაგრამ არ ურჩია უფროსმა ექიმმა. მე გვარიანად ვიყავი,
კიდევაც ვლაპარაკობდი, მაგრამ უცნაურად. მეძინებოდა... მეორე
დილას სულ ვერ შევძელი ლაპარაკი! არც კითხვა, არც წერა შემეძლო!!
ასე მოხვდა ჩვენი ტრაგედია!!! მქონდა ნიჭი ქართული, რუსული,
გერმანული და ფრანგული მეტყველების - ყველაფერი ერთად
დამავიწყდა!! - ჩემს სასოწარკვეთილებას არ ჰქონდა საზღვარი. ჩემს
გოგიას უდიდესი დანაკლისი იყო ასეთი ჩემი ყოფა...

90 გოგი წულუკიძე გარდაიცვალა 1997 წელს, ისე რომ საქართველოში არ ყოფილა,


თუმცა ქართულად თავისუფლად ლაპარაკობდა.
91 თენგიზ წულუკიძე - ქრისტინეს შვილიშვილი, პროფესიით ექიმი, ამჟამად
ცხოვრობს ბერლინში.
92 წვეთი სისხლის ავარდნა ტვინში - ტვინში სისხლის ჩაქცევა

128
მარცხნიდან სანდრო, რენატე, თენგიზ და გოგი წულუკიძეები, ყვავილებით ხელში
ქრისტინე-თოდუა წულუკიძე, 1960-იანი წლები, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბო­
რატორია, საზოგადოებრივი არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია

129
გოგია მუნჯურად მელაპარაკებოდა. ვინმე მოვიდოდა ჩემთან საა­
ვადმყოფოში გულდაწყვეტილი, ტირილით შევხთებოდი... მინ­
დო­­და სახლში წასვლა. მომენატრა ჩემი კარ-მიდამო! იქ, ქემაინც
მყუდროება იყო. ჩავიკეტებოდი ჩემს ოთახში, რომ ანგარიში გამე­
წია. რა მომივიდა ეს?! მრავალს მოსვლია სისხლის ჩაქცევა ტვინში,
მაგრამ 90 % კვდებიან. მე ცოცხალი ვარ, გონებრივადაც გვარიანად
ვარ. რა ეშველება ჩემს ავადმყოფებს? როგორ უნდა ვიცხოვრო?..

ერთი წლით ავიღე შვებულება - ნასადილებს აკეთებდა გოგია პრაქ­


ტიკას, ერთხელ კვირაში რენატე. გოგია მუდამ მაიმედებდა, ივარ­
ჯი­შე და დაგიბრუნდება მეტყველება... უნდა რაც შეიძლება მევარ­
ჯიშა?! გოგიამ დასწერა პროგრამა: დილას, ნასადილებს და საღამოს
ხმამაღლა უნდა წამეკითხა: ქართული, გერმანული, რუსული და
ფრანგული. მე დავეწაფე ქართულს და გერმანულს, რადგანაც ერთი
წელიწადი მქონდა შვებულება. მერე ისევე დამეწყო ჩემი პრაქტიკა.

ყოველ დილას მოდიოდა ფრაუ ერხარტი, წავიყვანდით თენგიზს


ტირგარდენში, ვათამაშებდით. წიგნები თან მიმქონდა და ხმამაღლა
ვკითხულობდი. ასე გვარიანად გამისწორდა ენა და დავიწყე პრაქ­
ტიკაში მუშაობა. ხანდისხან გოგია მეხმარებოდა.

არ მოხერხდა ბავშის მოვლა. რენატე საღამომდე შარიტეში იყო.


გადავწყვიტეთ თენგიზი კინდერგარტენში93 მიგვეცა. ფრაუ ერხარტი
ისევე მოდიოდან ჩვენთან, მოჰქონდა რძე.

***

სანდრო94 დაიბადა 8 თვის, 62 წლის 13 აპრილს. ოთხი კვირა


იწვა შარიტეში, ბავშვების კლინიკაში. ყოველდღე ნახულობდა
გოგი. რენატე იწვა საავადმყოფოში. მე, გოგიამ და თენგიზმა ერ­
თად ვნახეთ ჩვენი სანდრო: დაკეტილ ფანჯარასთან გვაჩვენა
მოწყალების დამ. როდესაც რენატე მშვიდობით გადარჩა, გამო­
ეწერა საავადმყოფოდან, ოთხი კვირის შემდეგ წავიყვანეთ ჩვენი

93 საბავშვო ბაღი
94 სანდრო წულუკიძე ქრისტინეს და მიხეილის შვილიშვილი, პროფესიით ექიმი,
ამჟამად ცხოვრობს ბერლინში.

130
ცენტრში ზის: ქრისტინე თოდუა-წულიკიძე, მისგან მარცხნივ სავარაუდოდ მარი თოდუა,
მეორე რიგში მარცხნიდან: ელი თოდუა, თენგიზ, გოგი და რენატე წულუკიძეები, 1970-
იანი წლების ბოლო, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია, საზოგადოებრივი
არქივი, თენგიზ წულუკიძის კოლექცია
სანდრო სახლში. განსაკუთრებულ პირობებში, საუკეთესო მოვლაში
იზრდებოდა ჩვენი საყვარელი სანდრო. თენგიზი უკვე წამოიზარდა,
სკოლაში დადის. გაკვეთილებს და მუსიკას ფრიადათ სწავლობს.
გოგი ავარჯიშებს ყოველნაირი სპორტს. სანამდე შკოლაში სიარულს
დაიწყებდა, მე დაუწყე თენგიზს „ანბანი“. ანბანი რომ გავათავეთ,
მერე დაუწყე დედაენა, პირველი ნაწილი. თუმცა თენგიზს აინ­ტე­
რესებდა ქართული, მაგრამ ხელს უშლიდა შკოლა და შინაური
მდგო­მარეობა!.. მაგრამ წერა-კითხვა მაინც ვასწავლე.

***

გოგია დაიღალა. 8 საათიდგან 2 საათამდე სამგზავრო-პოლიკლი­


ნიკაში მუშაობდა, ნასადილებს ჩემთან პრაქტიკას აკეთებდა. მე­რე
საღამოს პაციენტები უნდა ენახა. ვიტანჯები, რომ გოგიას თავი­სუფ­
ლება არა აქვს...

ხშირად ვფიქრობ, რომ გოგიას არ უნდა ესწავლა მედიცინა, მაგრამ


მედიცინა სხვადასხვა ცოდნის საძირკველია. გოგის პაციენტებიდან
გამიგონია: უაღრესად კარგი ცოდნა, თან გულშემატკივარია. როგორ
გაიხარებენ, როცა ნასადილებს ჩემი შვილი აკეთებს პრაკტიკას -
დიდი სიხარულით მოვლენ; მერე ვისაც არ შეუძლია მოსვლა,
სახლში ინახულებს. „მე ნახევრად მორჩენილი ვარ, თქვენ რომ
მოდით“, - იყო პაციენტების აღტაცება.

***

ჩვენს სამშობლოდან პირველად ელი ჩამოვიდა ჩვენთან ორი თვით.


ელი აღფრთოვანებული იყო გოგის პიროვნებით! მერე ნუნუ და
კახი95 ჩამოვიდნენ ერთი თვით. მაგათ განუსაზღვრელად შეიყვარეს
ჩემი გოგია. იონას უყვებოდა მის სიკარგეს. აი, წერილი იონასი და
თვით ნუნუსი.

95 იგულისხმება ნინო წულეისკირი, იონა თოდუას მეუღლე, რომელიც 1962 წელს


გარდაიცვალა და იონას შვილიშვილი კახი თოდუა.

132
***

გოგის ნასადილებს უნდა ემუშავა კლინიკაში, მაგრამ საღამოს უნდა


ენახა ჩემი პაციენტები. დადგა განშორების დღე!! რენატემ დაანება
შარიტეს კლინიკას თავი, ჩემი პრაქტიკა უნდა მიეღო ... გოგის
უნდა მიეღო ჩემი პრაქტიკა... მაგრამ უნდა ემუშავნა სამეცნიეროდ
სამგზავრო მედიცინის კლინიკაში. მე არ ვიყავი თანახმა... დიდი, ვაი-
ვაგლახით და გოგიას თხოვნით დავწერე თხოვნა ჯანმრთელობის
დაწესებულებაში. აი, ეს თხოვნა:96

***

მე დამინიშნეს პანსიონი 600 მარკა. გოგიას უნდა ენახა საღამოს


პაციენტები. ავტომობილი კარგად მიყავს, მაგრამ მე მეშინია, სადმე
არ გადაეჩეხოს ამ სიბნელეში-მეთქი... სანამდი გოგი არ მოვა სახლში,
მე არ დამეძინება... სანდრო შევიყვანეთ საბავშვო ბაღში. ყოველ
დილას მიყავს გოგიას. თენგიზი ძალიან კარგად სწავლობს. კვირაში
ერთხელ მე ვაძლევ ქართულ ენას. გოგია ყველას გვაკეთებინებს
სპორტს. განსაკუთრებით თენგიზს და სანდროს. რენატემ მიიღო
ჩემი პრაქტიკა. დიდ გაწამაწიაში აკეთებს. გოგია ეხმარება, რამე
გასაჭირი თუ არის... ჯანმრთელობის დაწესებულება მილოცავს 65
დაბადების დღეს. აი, ეს წერილი:97 . . .

მე დავიწყე ჩემი თავგადასავალის წერა.

96 როგორც ჩანს აქ უნდოდა ჩაედო ტექსტის ამონარიდი (პენსიანში გასვლის


შესახებ), თუმცა ჩვენამდე მოღწეულ მასალაში აღნიშნული ტექსტი არ მოიძებნა.
97 წერილი მოგონებებს თან არ ახლავს.

133
იონა თოდუა
გაქცევის დღიური
8 მარტი

ბელაგორთ1 მიდის ბრძოლა? მაშასადამე, სურამის უღელტეხილი


გადმოლახეს.2 იმედები აღარ არის. სამტრედიას მოკლე ხანში საფრ­
თხე მოელის. მიშასაც გადაუწყვეტია ბათომისკენ წასვლა. ბადუც თან
უნდა წაიყვანოს. მარი ქუთაისშია. ჩარჩება უეჭველია თუ დღეს ვერ
მივაწვდინეთ წერილი ან სამგზავრო. ჩემი საქმე ვერ გადამიწყვეტია.
დავრჩე თუ მეც წავიდე ბათომში. ნინას3 გადაწყვეტილი აქვს ჩემი
წასვლა და მისი დარჩენა, მაგრამ მე ძლიერ მეძნელება ამის გადაწყვეტა.
სულიერად დაცემული ვარ, მაგრამ თავს ძალას ვატან და ვმაგრდები.
მიშაც გვირჩევს წასვლას, თვითონ ბადულით უკვე ემზადება.

ორი თუ სამი დღის წინ მიცემულ დეპეშამ ნაყოფი გამოიღო. მამა4


ჩამოსულა სადგურზე. გავიქეცით მე, თეზიკო,5 ნინა, ბადული და
ელი6 შესახვედრად. აღარ სჩანს. შეგვხვთა ჩიტო და გვითხრა,
დავინახე (მამა) ქუთაისში მიმავალ კაცს ეძებდაო. ყველა დავარ­
ჩინე და მე მარტო წავედი მისაშველებლათ. წავიძღვანიე ორი დღით
ადრე დამზადებული წერილი და ფული. მამა გზაში შემხვდა. ქუ­
თა­ისში წამსვლელი კაცი ვერ ენახა. გამიხარდა მამას ნახვა და
მისალმების შემდეგ უკან დავბრუნდით სადგურზე. ქუთაისში მიმა­
ვალ მატარებელში შევნიშნე ნინა ასათიანი, რომელმაც სიტყვა
მომცა ქუთაისში მიმავალ კაცს გავატან წერილს, რომელიც უსა­
თუოდ გადასცემსო. გადავეცი და მესამე ზარიც მისცეს. მაროს
ვწერდით, თუ მატარებლით ვერ წამოხვიდე ფეხით წადი ხონისკენო.
დავმშვიდდით და წავედით სახლისკენ.

მამა და მიშა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს და ორივე დიდათ


ნასიამოვნები დარჩენ. ეს იყო კარგი და ოჯახურათ რომ ვთქვათ
დიდი შეხვედრა, რომელიც კარგ დროს „შესაფერისად“ უნდა
აღნიშნულიყო, მაგრამ საერთო მდგომარეობა და მით ჩვენიც კერძოთ
ძალიან ცუდი იყო. ყველანი იყვნენ ერთი მიზნით განმსჭვალულნი,

1 ბელაგორი − ამჟამინდელი ხარაგაული.


2 იგულისხმება მე-11 წითელი არმიის მიერ, საქართველოს ოკუპაცია 1921 წელს.
3 ნინა წულეისკირი - იონა თოდუას მეუღლე.
4 დავით თოდუა - იონა თოდუას მამა, მღვდელი დადიანების კარის ეკლესიაში,
სალხინოში.
5 თეზიკო თოდუა - იონა თოდუაას ვაჟი.
6 ელი (ელიჩქა) თოდუა - იონა თოდუას უმცროსი და.

137
ვის როგორ შეეძლო სიცოცხლის შენარჩუნება. ნინა მეტისმეტ
ნერვიულობით და მძიმე სულიერი მდგომარეობით ტუფლებს ძირს
აკერებდა. ბავშვებიც გრძნობდნენ რაღაც არასასიამოვნოს და არ
მეშვებიან. ეთერი7 ტირის. საერთო რჩევის შემდეგ გადავწყვიტეთ
მე, მიშა და ბადული წავსულიყავით ბათომში და ნინა, ელი, თეზიკო,
სონა და ეთერა მამას წაეყვანა სოფელში.

მე წავედი რაიონულ გამგეობაში რომ გამეგო თუ რას აპირებნდენ


(რკინიგზელები). იოსები მიქაია დამხვდა და საიდუმლოდ მეუბნება
ფოთი დაკავებულია . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . მატარებლით
იქნე­ბა თუ ფეხით უნდა უშველო თავსო.

ნინასაც სახელო კალათაში ცოტა ხიბაკი8 დაუმზადებია და დამახ­ვედრა.


გამომშვიდობება მეძნელებოდა. წავედით მიშა, მე და ბადული და
გამოგვყვა მამა თან. მამა ძალიან გვამხნევებდა, თუმცა თვითონ ძლიერ
ჩაფიქრებული და შეწუხებული უნდა ყოფილიყო. ბადული ჩვენთან
ერთად მარდათ გაძვრა ვაგონ ქვეშ, რადგანაც გაჭირვებამ გააყოჩაღა.
ამხანაგ − რკინიგზელები ვნახე. ისინი ამბობენ შეიძლება დღეს არ
მოგვიხდეს წასვლაო. ფოთი უკვე ლაპარაკობს და ცოტა იმედები
არისო. მე, მიშა და ბადული ავედით მატარებელზე. ვფიქრობ რაკი
ამათთან მიხდება წასვლა, ბარემ ცოტაოდენ ხიბაკასაც წავიძღვანიებ
თქვა. ჩამოვწერე სია და მამას გავატანე სახლში მიეწვდინა სიჩქარით.
მამამ და ელიმ მალე მომიტანეს ვაგონში ჩამოთვლილი ხიბაკები.
დიდხანს იჯდნენ ჩვენთან და შემდეგ გამოგვემშვიდობნენ და
წავიდნენ. გული მეჭეჭ­ყებოდა, სული მიწუხდა. ვერ მოვითმინე და
კიდევ სანახავათ გა­ვეშურე სახლისკენ. თეზიკოს და ეთერის ეძინათ,
ნინა წამომჯდარი იყო ლოგინზე. შევვარდი, დავკოცნე ბავშვები,
ნინელი, სონა (მამას უკვე ეძინა). ბოღმა ყელზე მადგა, მაგრამ თავს
ვიმაგრებდი. ერთი ხმამაღლა ტირილი მილიონს მერჩია, მაგრამ ვეცადე
არ შეემჩნიათ. სონას ტირილი წასკდა, ელიც აყვა. მე ვამშვიდებდი,
მაგრამ ისინი განაგრძობდნენ. შევაგროვებიე თუ რამე ჰქონდა ნინას
ძვირფასი ნივთები (გარდა ბრასლეტისა) გადარჩენის მიზნით, ჩავყარე
შავ შარვალში და გავეშურე ვაგონში. შუაღამე გადასული იყო როცა
გავემგზავრეთ ბათომისაკენ.

7 ეთერ თოდუა - იონა თოდუას შვილი.


8 ხიბაკი, ხიბაკა − ბარგი

138
ბათუმი, სასტუმრო „ნეაპოლი“ (ყოფილი „Центральная гостиница“, დღევანდელი გო­
გებაშვილის ქუჩაზე). ფოტო: დიმიტრი ერმაკოვი.
9 მარტი

გზიდან ორი წერილი გავუგზავნე ნინას. ერთი მარი კიკაბიძის და


მეორე გედ. თევზაძის9 ხელით. ნაშუადღევს ჩავედით ბათომში.
მატარებელი საქონლის სადგურზე გაჩერდა. იძულებული
შევიქმენით იქიდან ფეხით წავსულიყავით ქალაქში. მიშას უქირავნია
მუშა ხიბაკის წამოსაღებლათ − 2000 მან. სიძვირე საშინელი. ხიბაკი
მივიტანეთ სასტუმრო „ნეაპოლში“ და შევეხვეწეთ ოთახის შოვნას.
წავედით სასადილოთ. განსაცვიფრებელი სიძვირე, მაგრამ რას იზამ
შიმშილით თავს ვერ მოიკლავ, სანამ რაიმე საშვალება გვაქვს. სამმა
ვისადილეთ 6330 მან. დავბრუნდით სასტუმროში და მოვეწყვეთ.
ოთახის ქირა 4000 მან. კიდევ სიძვირე.

10 მარტი

წვიმა და თოვლი. პური 500 მან. ჭადი 120 მან. სამოვარი მოვითხოვეთ
და ჩაი დავლიეთ სასტუმროში. წავედით ქალაქის გამგეობაში.
საერთო მდგომარეობა უარესდება, შეიძლება უცხოეთში წასვლამ
მოგვიწიოს. გული მიღონდება და ვერ გადამიწყვეტია წასვლა.
ვნახოთ ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს.

11 მარტი

ნასადილევს - მე წავედი პამფილთან10 პირველი უბნის კანტორაში


(სადგურზე). შესასვლელი დაკეტილი იყო. ხმა მესმოდა და მოუხმე
მეორე კარებიდან. პამფილი, თედორე ჭანტურია, ვალოდია, არტემი,
ნიკო, მარო, პელო, შაქრო და სხვ. დამჯარიყვნენ ღუმელთან და
მღეროდნენ. ყველას დანაღვლიანებული გული ჰქონდათ, მაგრამ
ღვინო დაელიათ და შემხიარებულიყვნენ. დასველებული ვიყავი.
პალტო გავიხადე და გასაშრობად გადავკიდე ღუმელთან. ფეხებში
წყალი მედგა, ჩექმა გარღვეულიყო. გავთბი. ხასიათი გამომეცვალა.
ზოგი რას ჩიოდა, ზოგი რას. სხვათა შორის ერთი თავზარდამცემი

9 გედეონ პავლეს ძე თევზაძე − დეტალები უცნობია


10 პამფილე − მამაკაცის სახელი.

140
ამბავი მითხრეს (მგონი არტემ). ნინა და ლასა შეკრული ხაბაკებით
სადგურიდან დაბრუნდნენ ბავშვებით და სოფელში ვეღარ
წავიდნენო. რა მექნა არ ვიცოდი. ჩემი წამოსვლის დროს ივლიტას
რომ დაუძახე, ნინა უეჭველად გაუშვი სოფელში, არ დაუჯერო
მეთქი − ეს ვერ ასრულდა როგორც მინდოდა და საჭირო იყო. შიში
დაგვებადა, ვაითუ სამტრედია ბრძოლის ასპარეზად გადაიქცესო.
რას ვიზამდით, ერთმანეთს შევტიროდით და თან ერთმანეთს
ვაიმედებდით უიმედოები. გაზეთებმა ცოტა დაგვამშვიდა. წავედი
ქალაქში გახარებულათ. მე სასტუმროსკენ გავწიე. ცივია ოთახი.
ნუგეშის მომცემი არავინ და არაფერი.

12 მარტი - შაბათი

გამოდარებას დაადგა. აბანოში წავედი. ვიბანავე. გუნება ისევ ცუდი.


გუშინ გაგებული ამბავი ოჯახის სამტრედიაში დარჩენისა სულს
მიხუთავს. მინდა წავიდე სამტრედიაში, რაც უნდა დამემართოს.
ქუთაისში უკვე შემოსულა მტრის 60 ცხენოსანი და რადგანაც ძალა
. . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . არ დახვედრია, ქალაქი დაუ­
კავებია. რა მდგომარეობაში იქნებიან ჩვენები ქუთაისში, ან ნინა.
მათზე ვფიქრობ! გავეშურე სადგურისაკენ, გადაწყვეტილებით
რომ სამტრედიაში დავბრუნდე. მატარებლის მიმოსვლა იქითკენ
დაკეტილია. ვაიმე! დავრჩი! ვეღარ მივდივარ. გულში ვემშვიდობები
ნინას და ბავშვებს და ვგრძნობ მოწყვეტას. გავბრუნდი სასტუმროში
დაღონებული. მიშა და ბადუ სამოვარს უსხდენ და მხიარულად შე­
მეგებენ. ჩვენ ვთქვით, ნამდვილად გაიპარა სამტრედიაშიო. მანუ­
გეშებენ რომ იმგენს არაფერი დაუშავდებოდათო. ნინას იმედი მეც
მაქვს, მაგრამ განშორება, არ ვიცი რამდენი ხნით გულს მიკლავს.
მიშა და ბადუ მარწმუნებს დაანებე თავი იმათზე ფიქრს, ნუ ჯავრობ,
მათ არაფერი უშავთო უშენოთ და შენზე კი ცუდად მოქმედობსო ეს
ფიქრი. მე ვერ დამიჯერებია, რომ სამტრედიაში ვეღარ ვბრუნდები
და არ ვიცი რამდენი ხნით ვერ ვნახავ ნინას და ბავშვებს.

141
13 მარტი

ამინდი ისევ გაფუჭდა. საშინელი თოვლჭყაპია. წავედი პურზე, რიგი


იყო. პური 600 მ. ჭადი 150 მ. დიდი ხნის შემდეგ მომიწია რიგმა.
სამხედრო მდგომარეობა რამოდენიმედ შეიცვალა. ქემალისა და
ჩვენს მთავრობას შორის მოლაპარაკებით, ქემალი ახდენს ბათუმის
და მისი ოლქის სამხედრო ოკუპაციას. სამოქალაქო მართვა-
გამგეობა და ადმინისტრაცია რჩება ჩვენ ხელში. ესეც ცუდია, მაგრამ
უარესს ეს არჩია ჩვენმა მთავრობამ. უმრავლესობა ინტელიგენციის
დაღონებულია, ფიქრობენ ქემალი მთლად წაიღებს ბათუმსო
და მერე სულ ვერ ვეღირსებით მის დაბრუნებას და სამუდამოდ
დაკარგულად უნდა ჩავთვალოთო. ამჯობინებენ ისევ ბოლშევიკებს
წაეღოთ, რადგანაც მაშინ საქართველოს ტერიტორია მაინც
მთლიანი დარჩებოდა და როდესაც აღსდგება ისევ საქართველო,
იგი მთლიანად აღსდგებაო. მეც ამ აზრს ვიზიარებდი.

წავედი სადგურისკენ. მინდა ისევ სამტრედიაში. არაფერი გადის


სამტრედიაში. ადგილობრივ დარჩენილ სალდათებს ძალათ აუღიათ
ხელში მართვა-გამგეობა. ჩვენები (რკინიგზის ორგანიზაციები)
რამდენიმე ამხანაგებით ჩამოსულან, წავედი მაგათ ვაგონში და ვნახე
იოსები, კიმო, სილივანი, ამბაკო, ოქროც, ვახო, პორფირე, პავლე
და სხვ. იოსებმა გადმომცა კალა­თი, რომელიც ნინას გამოუგზავნია
ჩემთვის. გავხსენი სახლში და აღმოჩნდა ჭვიშტარი, კვერცხები და
მთელი გოჭი. გოჭს სუნი უდი­ოდა. გავრეცხე და მოსახარშავად
წავიღე. თავის გარეშე, ნახევარში მომიხარჩა ვიღაც კუზიანმა
მიკიტანმა სონიას ბინის ეზოში (შეპელ.11 21-ის ქვეშ სარდაფში).
წავიღე სასტუმროში და გარედ გავდგი ფანჯარაზე. შუაღამე რაღაც
ბრახუნმა გამამაღვიძა. გავაღე ფანჯარა და თავი აღარ იყო. ასე რომ
გოჭი თითქმის გვეზარალა.

14 მარტი

ცუდი ამინდია. პური 700 მან. ჭადი 250. კარგი დიდია. ქალაქში
ფრიალებს ქემალისტების დროშა, რაც გულს მიღონებს. მიშა წავი­

11 შეპელიოვის ქუჩა − დღევანდელი ვაჟა-ფშაველას ქუჩა ქალაქ ბათუმში.

142
და და ვიზები უნდა დავამზადოთ ყოველ შემთხვევაში. დამიდგა
ისევ ტანჯვის დრო. ვიზა, უცხოეთში წასვლა! არავითარი სურვილი
ამისა; პირიქით, უაღრესი ლტოლვა სამტრედიისაკენ. მაგრამ თუ
სიცოცხლის გადარჩენაზეა საქმე, რას შობი? წავედი და გზაში
მელანდება ნინა, ეთერი, თეზიკო, სონა. ავიღე პასპორტი. წავედი
ვაგონში რკ. გზელების: ქალის ფეხსაცმელებს არიგებდენ. მეც
ჩამიტანეს სიაში. ვისთვის უნდა გამოვიტანო? ნინასთვის? როგორ
გადავცე მერე? შეუნახავ და თუ მშვიდობით დავბრუნდები მიუტან.
სამახსოვროთ მქონდეს თან. პორფირემ ორი ბოთლი ღვინო ამოიღო
ყუთიდან. ერთი გზაში დავლიეთ და ერთი თან წავიღე. ქალაქის
გამგეობაში შევედი, დამფუძნებელი კრების სხდომა არ შედგა
და მეორე დღისთვის გადადეს. მიშა და ბადუ წასული დამხვდნენ
სასტუმროში.

15 მარტი

ცუდი ამინდია. პური აღარ ცხვება. ჭადი 300 მან. დავდექი რიგში.
სანამ მომიწევდა - გათავდა. მეორე ალაგას, აქაც ისე. შემდეგ ძლივს
ვიშოვნე 350 მან. ანგარიშში 2 - ½ გირ.12 სიძვირე ფანტასტიურათ
იზრდება. ჩაის შემდეგ წავედი საგარეო საქმეთა სამინისტროში. გზაში
შემხვდა ვანიჩქა წერეთელი, რომელიც ბოლშევიკების შემოსევას
გადმოუგდია ჭიათურიდან; სადილზე დამპატიჟა, მაგრამ დრო არ
მქონდა. წამომყვა ისიც და დამიცადა. ტატიშვილს (დირექტორს)
შევამოწმებიე ვიზა. წავედი გამგეობისკენ. ეთერი მელანდება და
გული მიკვნესის. რა ვქნა? ნუთუ უცხოეთში მომიწევს წასვლა და
გაურკვეველი ხნით მომიხდება მათთან განშორებული ცხოვრება ან
რა მდგომარეობაში არიან სამტრედიაში? ოხ ღმერთო! სიცოცხლე
მიმწარდება, დავდივარ დაბნეული. ჩუმად ასე ჩავფიქრდები, რომ
ვერავის ვეღარ ვუსმენ.

დამფუძნებელი კრება არ შესდგა და თათბირი გაიხსნა. ხალხი


(გარეშე) აუარებელია. გაიხსნა თათბირი. ყველა ფრაქციები უსაყვე­
დურებდნენ ჩვენს ფრაქციას, რომელსაც თითქოს განზრახ არ ნდო­
მოდეს რომ დამფ. კრება შემდგარიყო. თავმჯდომარე აცხადებს,

12 გირვანქა − წონის ერთეული: 0,49 კგ. რუსეთის იმპერიის საზომით.

143
სხდომა უნდა გადაიდვას 8 საათისთვისო. ფრაქციები მოითხოვდნენ,
რომ ამ დაპირებულ დროს მაინც უსათუოდ შემდგარიყო კრება.
კრება გაიხსნა 8 ½ საათზე საღამოს კ. ჩხეიძის თავმჯდომარეობით.
მთავარი მოხსენება გააკეთა ნ. რამიშვილმა, რომელსაც თვითონ
საჭიროთ მიაჩნდა მთავრობის არჩევა. საჭირო იყო თავდაცვისა და
მთავრობის ნდობა. უნდა . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . დამოუკ.
სოც. დემოკრატების, ნაც. დემოკრატების, ფედერალისტების,
ნაციონალისტების, უფრაქციო პავ. საყვარელიძე უსაყვედურებდნენ
მთავრობას საერთოდ და კერძოდ, უკმაყოფილებას გამოსთქვამდნენ
სამხედრო სამინისტროზე პარმენ ჭიჭინაძის მეთაურობით. მეტი
არადამაჯერებლობა არის, მაგრამ იმედს გამარჯვების მაინც
პოულობდნენ თითქოს და მოითხოვდნენ [მთავრობის] გადადგომას
და ფრაქციას უნდობლობას უცხადებდნენ . . . [ხელნაწერი არ
იკითხება] . . . და მოითხოვდნენ მის რეორგანიზებას. მიიღეს რეზო­
ლუცია, რომელიც ნდობას უცხადებდა მთავრობას და თავდაცვის
საჭი­როებას აღნიშნავდა. 42 ხმით 22-ის წინააღმდეგ დამატებით
რე­ზო­ლუცია საქართველოს დაცვის შესახებ, ქონების, რომელიც
მიე­მართება საზღვარგარეთ, გაზიდულობის, რომ ბოლშევიკებს არ
ჩაუგდონ ხელში მიღებულ იქნა ერთხმათ. კრება დაიხურა ღამის 1
საათზე დაახლოებით. მე და მიშა წავედით სახლში.

16 მარტი - ოთხშაფათი

ამინდმა გამოიდარა. დღეს მზეა. იქნებ გამათბოს, მაგრამ რას


გაათბობს დაჩაგრულ გულს! სევდა და გამოურკვეველი მდგო­მა­
რეობა. სიძვირე დღითიდღე იზრდება. დღესაც პური არის. ჭადი
თუკი იშოვნე - 350 მან. გირვანქა. სადილი 750 -დან 1500-მდე გაზ­
დილა. ნასადილევს ოთახში წავედი. მიშამ სთქვა უთუოდ ხვალ
მოგვიხდება წასვლა ბათუმიდანო. მას გადაწყვეტილი აქვს წასვლა.
მე ისევ რყევაში ვარ, მიუხედავად ვიზის აღებისა. ასე მგონია
ყველაფერს ვკარგავ. მოვიკრიფე გონება და მისი ახსნა-განმარ­ტე­
ბის ან უკანასკნელი რჩევის შემდეგ − დავთანხმდი, მაგრამ გულ­ში
ვერ დავრწმუნებულიყავ რომ საქართველო უნდა დამეტოვებინა.
საღამოს დაწოლის წინ დავწერე წერილი ნინასთან, რომელშიც
ვწერდი უცხოეთში წასვლის შესახებ შესაძლებლობაზე. წერილის

144
იონა თოდუას ოჯახი, 1930-იანი წლების დასაწყისი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბო­
რატორია, საზოგადოებრივი არქივი, კახი თოდუას კოლექცია.
ყოველი სიტყვა იყო ამოხეთქილი სევდა, ნაღველი და ყელზე ბოღმა
მადგა წერის დროს. მაგონდებოდა ეთერი, ნინა, თეზიკო, სონა, ელი,
დედა, მამა, მარი.

17 მარტი, 1921 წ. ბათომი

მზიანი დღეა, მაგრამ გულში წვიმს. ვცდილობ გამაგრებას. ხმებია


მთავრობამ არჩია ისევ ბოლშევიკებმა დაიპყროს სჯობს ბათომის
ოლქი, ვინემ ის ქემალის შერჩეს. რადგანაც ასე ტერიტორია მთლიანი
დარჩება და როცა აღსდგება საქართველო − მთლიანი აღსდგებაო.
გამოსწორდა ამით ცოტა არ იყოს პერსპექტივები და მთლიანი
საქართველოს ოდესმე აღდგენის იმედი კვლავ დაიბადა ჩემს
გულშიც. მაშასადამე, მთავრობა და ზოგიერთი მოღვაწეები წავლენ
საზღვარგარეთ. წერილის გადასაცემათ წავედი სადგურისკენ. ვნახე
ოლია ლეკვეიშვილი (ს.რკ.გზ.უმ. დაწყ. სასწ. მასწავლებელი),13
რომელიც აპირებდა სამტრედიისკენ როგორმე წასვლას. რადგანაც
ქალი იყო, მით უფრო შეეძლო მას სამტრედიაში მომხდარიყო
და ამ იმედით და მისივე შეპირებით გადავეცი წერილი. მითხრა
თუ ცოცხალი ჩავედი უეჭველად გადავცემო. წამოვედი სახლში
დაღონებული (ამის წერის დროსაც გემ „მინგრელიაზე“ საღამოს
7 საათზე 25/3-ს კონსტანტინოპოლის ნაპირზე გაჩერებულს გული
მეწვის და ეთერი სულ მელანდება. მისი ჭირიმე. ნეტავი ვნახო).

ოთახში რომ მოვედი ხიბაკიც ჩემი შეკრული დამხვდა. შეკრული


იყო აგრეთვე მიშას და ბადუს ხიბაკები. გული მომიკვდა, ნუთუ
მივდივართ, საქართველოს საყვარელს ვტოვებთ თქვა. მიშაც
მოვიდა და 150 000 მან. უნდა გვეყიდა საგზლათ რასაც მოვახერხებდი.
დავიარე მთელი ქალაქი, მაგრამ საჭმელი (ვიჩინა, ყველი, კუპატი)
ვერაფერი ვიშოვე. ზოგან დაკეტილი იყო და ზოგან გაეყიდათ,
ზოგან დაემალათ ყველაფერი. ვიყიდე ჭადი 5 გირ. 500 მან. გირვ.
ვაშლი, თხილი, საპონები, კონიაკი და რაღაც-რაღაცეები 30 000
მან. მეტი ვერაფერი ვიშოვე. მაშ დღეს წავალთ. მიშამ მოიტანა
ნებართვა მგზავრობისა ან „მარია“ ან „ვესტა“ ზე (გემების სახელია).

13 ს.რკ.გზ.უმ. დაწყ. სასწ. - სავარაუდოდ საქართველოს რკინიგზის უმაღლესი


დაწყებითი სასაწავლებელი.

146
ავკიდეთ ხიბაკები მუშას და გავსწიეთ ნავსადგურისკენ. „მარია“
უკვე დაძრულიყო, დაგვაგვიანდა. ვრჩებით. სთქვეს მარია რეიდზე
გაჩერდება და „შლუპკებზე“ შეიძლება მისვლაო. უცებ გემის ერთი
ნაწილი კვლავ მოადგა ნაპირს. გავიქეცით იქითკენ, შევყარეთ
ხიბაკი და ავტოტყდით ძლივს გემზე. მოვასწარით მადლობა ღმერთს.
საკმარისი სურსათის უქონლობა გვაწუხებს, მაგრამ სხვებს ექნებაო
და ამის იმედით ვართ. სხვებსაც ნაკლებათ აღმოაჩნდა. ზოგი ამბობს
გზაში ვიქნებით ხუთი დღეო, ზოგი ამბობს ერთი კვირა ან მეტიცო.
რა ვქნათ? უკვე შიმშილის აჩრდილია ზღვაში. იმ ღამეს რეიდზე
ვიყავით გაჩერებული, 8-9 საათიდან ქალაქში უკვე ატყდა სროლა.
ეს ალბათ ადგილობრივი ქურდ-ბაცაცები და ყაჩაღები არიან, რომ
უფრო ადვილათ გააკეთონ თავისი ბნელი საქმეები. ბოლშევიკები
ჯერ არ არიან შემოსულნი. მთელი ღამე ისმოდა სროლა.

ღამე ბადულის უშოვეთ დასაწოლი ადგილი და მე და მიშას დამ­


ჯდარი გვეძინა გაწვალებულათ. ადგილები კაიუტებში აღარ იყო.

18 მარტი − პარასკევი

იალონზე14 სროლა გაძლიერდა და ტყვიის მფრქვეველით დაიწყო


მუშაობა. გამოირკვა ქემალისტებს და ჩვენებს შორის სწარმოებს
ბრძოლა. ბოლშევიკებიც ქემალისტებს მოცხებენ, როცა მოაწევენ.
ზარბაზნების ხმაც ხშირად ისმის. ვდგევართ და ვუყურებთ ამ სურათს
ზღვიდან, მოშორებით. ჯერჯერობით დავახწიეთ თავი.

შიმშილის მოლოდინი მაინც გვაწუხებს. ჩაი დავლიეთ ჭადით და


კონსერვი. ამხანაგებმა მოგვცა (ჭადში გავუცვალეთ). ჯერ კიდევ
აქ ვდგევართ. სთქვეს კონსერვებს დაგვირიგებენო და პურსაც,
შაქარსაც და ჩაისაცო. იმედი მოგვეცა. მაშასადამე, შიმშილით არ
დავიხოცებით გზაშიო. დაგვირიგეს. ნაშუადღევს, უკვე დაიძრა
გემი. მშვიდობით ბათუმო! მშვიდობით საქართველო! მშვიდობით
ნინა, ეთერი, თეზიკო, დედა, მამა. მშვიდობით ყველა. გტოვებთ
დარწმუნებული, რომ მალე ისევ გნახავთ ყველას. ოხ, არ ვიცი მაინც
რამდენი ხნით მივდივარ ან როგორ დაგვხვდებით. გამაგრდი გულო!

14 იალონი - ალიონი.

147
გაუძელ ჭირს! გემი ძლიერ ნელა მიდიოდა, რადგანაც სამი მიყავდა
ბუქსირზე.

19 მარტი, შაბათი

ამინდი საუცხოვოა. არაფერი სჯობს პალუბაზე15 ყოფნას ვისაც გული


დამშვიდებული აქვს. მზეა, მაგრამ გულში ისევ წვიმს. ყველაფერი
დაგვირიგეს, მაგრამ პური ძალიან ცოტა. არ გვყოფნის! რას იზამ,
შიმშილით მაინც არ მოვკვდებით. ბადული რომ მოვათავსეთ იმ
კაიუტაში იყო გენერალი ზაქარიაძე ცოლშვილით. მათ შემოგვთავაზეს
ხიბაკებს სხვა ადგილი მოუძებნეთ და თქვენც მოთავსდით
დასაძინებლათ, თორემ დაიხოცებითო. მოვთავსდით გაჭირვებულათ.
გენერლის ცოლი Юлия Людвиговна სიმპატიური ადამიანი გამოდგა.
ჩემს საწოლზე (ფანჯარასთან) წყალი გადმოსულიყო და ცოტათი
შეესველებია ლეიბი. ფანჯარა დაკეტილი იყო და სიცხე იდგა ღამე
კაიუტაში.

20 მარტი, კვირა

გემი ნელა მიდის. შიმშილით არ ვკვდებით, სულს ვიმაგრებთ,


დარიგებული პურით. კაპიტანი (გემის) მიქელაძე და სხვა მეზ­
ღვაურები დღეში სამჯერ მიირთმევენ ცხელ საჭმელებს, ჩვენ კი პუ­
რიც არა გვაქვს საკმარისი. რას იზამ! ბატონები არიან ზღვაში. ღამე
კაიუტის გარეთ კუშეტკაზე მოვეწყვე, მაგრამ პრეტენდენტები ამ
ადგილზე ბევრი იყო და ეს მაწუხებდა. გავილურსე და ჩამძინებოდა.
ერთმა მგზავრმა ჩამილაპარაკა, რიგრიგობით დავიძინოთო. ხმა არ
გამიცია, მითომ არ გამეგონოს. დილის 5 საათი იქნებოდა, გამეღვიძა.
პრეტენდენტი ჩემ თავთან იჯდა და ნახევრად ეძინა. შემეცოდა და
დავუთმე. მე კი დამჯდარი განვაგრძე ძილი, მაგრამ გავწვალდი კი.

15 გემბანი.

148
21 მარტი, ორშაბათი

დღე მიზანია. ქვეშაგები ავიტანე პალუბაზე და გავამზეურე. ნელა


სიარული ძარღვებს მიშლის. ბადულის ფეხი ტკივა. ესეც მაღონებს.
ვცდილობ ავათ არ გავხდეთ, რადგანაც ეს მთლად უბედურება იქნება.
უწყობთ ერთმანეთს ხელს, რაც შეიძლება. მადა ჭამის კარგი გვაქვს,
ოღონდ საჭმელი გვაკლია. ისე კარგათ ვართ. ბადულიც უკეთესად
არის ჩირქის გამოდენის შემდეგ. ღამე ისევ კაიუტაში დავიძინე,
იმავე ფანჯარასთან. მხოლოდ ცოტათი ღიათ დავტოვე და წყალი
არ ჩამოსულა. წინა ღამის კაიუტის გარეთ კუშეტკაზე პრეტენდენტი
ალ. დევდარიანი (კოოპერატორი) გამოდგა, რომელთანაც ბევრი
ვილაპარაკე სამტრედიის კ. კ. გ. და ჩ.16 საკითხის შესახებ. იგი ჩემი და
სარ. საბჭოს17 პოლიტიკას იზიარებდა ამ საკითხში. ღამე სამსუნდში18
უნდა შევიდეთ.

22 მარტი

დილა მოღრუბლულია. სამსუნდი გაგვივლია გაუჩერებლივ.


სინოპში19 გავჩერდით. ჩაცმის დროს ალმასისთვლიანი ბეჭედი
გადმომივარდა, იატაკზე რომ დავარდა ხმა გავიგონე, ჩავიცვამ და
მერე ავიღებ მეთქი. ვერ ვნახე. ყველაფერი ავყარე და ქოროღლიც
(გენერალ ზაქარიაძის მხლებელი) მოვიდა, მომეხმარა ძებნაში. ვერ
ვიპოვე, დამეკარგა. შევწუხდით. ამის დაკარგვამ ძალიან გლახათ
იმოქმედა. ნაჩუქარი იყო. მაშ რაღაცა დამაკლდა. გამახსენდა
სამტრედია, გამომშვიდობება და ყელზე ტირილი მომადგა. ეთერი
და თეზიკო რას შობიან ახლა? „გგგგ ამიკანე, ამიკანე, ამიკანე“
მისი ჭირიმე ერთი მანახა, ერთი ხელი მომაკიდებინა. ოხ რა ძნელი
ყოფილა ოჯახის მოშორება! ბეჭდის დაკარგვამ სევდა მომიტანა.

16 აბრევიატურა გაურკვეველია.
17 სარ. საბჭოს - სარკინიგზო საბჭო.
18 სამსუნი − ქალაქი ჩრდილოეთ თურქეთში, შავი ზღვის პირას.
19 სინოპი - ქალაქი თურქეთში, შავი ზღვის პირას.
149
23 მარტი, ოთხშაბათი

ისევ სინოპში ვართ გაჩერებული. არ ვიცით რას ვუცდით. საღამოზე


კაპიტანი მიქელაძე იუწყება, რომ უნდა გადავსხდეთ საფრანგეთის
გემი „მინგრელია“-ზე. ეს იყო სრულიად მოულოდნელად და ყველა
ლტოლვილებში გაკვირვებას იწვევდა. გემი „მინგრელია“ ჯერ
კიდევ არ მოსულიყო და ჩვენ ხიბაკებიც შეგვაკვრევინეს. ბეჭედი
ქვეშაგებში ვიპოვნე, რაც ძლიერ გამიხარდა. დაკარგულის პოვნამ
რაღაც იმედი მომგვარა. გაისმა მგზავრებში „მოვიდა, მოვიდაო“;
„მარია“-დან უნდა გადავსხდეთ „დონეც“-ზე და იქიდან „მინგრელია“-
ზე. დასამახსოვრებელია ეს გადასხდომა. ჩავეყარენით ხიბაკებით
საოცრად. ხიბაკი კაცზე, კაცი ხიბაკზე, კაცი-კაცზე იყო დაყრილი,
რადგან ვერ ვეტეოდით დონეცზე. ხიბაკის გადმოყრის დროს მიშას
ჯოხი გადავარდა ზღვაში. ჩამოვყევი თოკს და ამოვიღე. მიშა და
ბადული სადღაც სხვა ადგილას მოხვდენ და არ ვიცოდით, ვინ − სად
ვიყავით. ბოლოს ასე დატვირთულათ მივადექით „მინგრელიას“. იქ
ავთრაქეთ ხიბაკები და ჩაგვყარეს ყველა გაურჩევლად ტრიუმში.20
ცივი ჟესტი ქვეშ − ამაზე უნდა დავწვეთ. დავიხოცებით. ვაი ჩემო
რბილო და თბილო საწოლო! როგორც იყო გავატარეთ ღამე და
ავდექით ნახევრად გაცივებული.

24 მარტი, ხუთშაბათი

საუცხოვო კარგი ამინდი. მზიანი დღე. ეს გემი უკვე არ გავს ჩვენს გემს.
მიჰქრის სამაგალითოდ! „მარია“ კარგი იყო იმით, რომ ნელ-ნელა
გვაშორებდა საქართველოს, ახლო მდებარე კუთხეებს და გლახა
იყო იმით, რომ ნელი სიარული ნერვებს გიშლიდა. „მინგრელია“
პირიქით, მიეჩქარება და თუმცა ჩქარა გაშორებს მშობელ მხარეს,
მაგრამ კარგია მით, რომ გასაშვები სისხლს მალე გამოუშვებს.

როდესაც „მარია“-თი ხუთი დღე მოუნდებოდით, „მინგრელია“


დღენახევარში მიგვიყვანს კონსტანტინოპოლში. მერე რა? რა
ნუგეშია უცხო ქვეყნაში? გამოურკვეველი პერსპექტივები გაშინებს
კაცს. იქნებ შიმშილი მოგელის, მაგრამ ერთი გუნება გეუბნება,

20 ტრიუმი − გემის საბარგო ნაწილი.

150
რომ ცოცხალი კაცი შიმშილით არ მოკვდები. შავ მუშათ რომ
დადგე მაინც. ორიოდე სიტყვა ამ გემზე წესრიგისა: დილას ყველას
დაგვიძახეს და რიგრიგობით ათ-ათი დაგვთვალეს. ერთს ჩააბარეს
(ათში) ნომერი და რაღაც ჭურჭლები. საჭმელს მოგვცემენო.
რა კარგია! დილას ჩაისნაირი ყავა მოგვცეს. სადილი (ზაკუსკას
უძახოდენ) 12 საათზე მოგვცეს ორი კერძი პურით და ვახშამი (ისინი
სადილს უძახდენ). 6-7 საათზე კიდევ ორი კერძით. ლტოლვილების
პირობაზე კარგი სადილი იყო. ყოველ შემთხვევაში მაძღარი იყა­
ვი (ბევრს იძლეოდენ). დასაწოლი არ გვქონდა კარგი, თორემ
საჭმლის მხრივ უზრუნველყოფილი ვიყავით „მარია“-ზე. შიმშილით
დაგვხოცა კაპიტანმა მიქელაძემ და თურმე ჩვენს მთავრობას ჩვენი
გამოსაკვებათ საკმარისი სურსათი ქონოდა გადაცემული, მაგრამ ბ.
მიქელაძე თავისთვის ინახავდა ჩვენს კერძს თურმე, როგორც მერე
გამოირკვა. ყველა ლტოვლილი უკმაყოფილო იყო მიქელაძეზე.
რადგანაც მისი განკარგულებით მოხდა ჩვენი გადაჯდომა ამ გემზე.
სისუფთავის მხრივ ნაკლებ ყურადღებას გვაქცევდნენ ფრანგებიც.
ჩვენ თვითონ ვცდილობთ სისუფთავე დავიცვათ, მაგრამ „ტრიუმში“
ეს ვერ ხერხდება. მოქცევით, როგორც ნამდვილ ლტოლვილებს
ისე უდიერად გვექცეოდნენ ფრანგები, რაც დიდ უკმაყოფილებას
იწვევდა ჩვენში, მაგრამ რას იზამდი ზღვაში. ერთი რამე კი მომე­
წონა: გენერლები ან პოლკოვნიკები (ჩვენები) დიდ საქმეში იყვნენ
ფრანგ მეზღვაურებთან კაიუტების მორთმევის მოლოდინში, მაგრამ
ყველა რომ განურჩევლად ჩაგვყარეს გემში კარგი იყო. როგორც
იყო გავატარეთ ეს ღამეც.

25 მარტი - პარასკევი

იალონზე გამომეღვიძა. ბოსფორში21 შევსულვართ უკვე. საჩ­ქა­


როთ ჩავიცვი და ავედი პალუბაზე. მშვენიერ სანახაობას წარ­
მოადგენს ბოსფორი. იქით-აქით მთაგორები (ნაპირები), შუაში
ზღვა. ნაპირებზე სახლებია, როგორც საშვალო ჩვენს ქალაქებს
შეეფერება. გაჩირაღდნებულია ორივე ნაპირები. „მინგრელიაც“
მიჰქრის თითქოს უკეთესისკენ მიიჩქარის. რა უნდა იყოს ამაზე
უკეთესი? ბოსფორი კაი მანძილია. კარგათ გათენდა, მზეც ამოვიდა.
21 ბოსფორის სრუტე − ჰყოფს თურქეთის ევროპულ და აზიურ ნაწილებს.

151
ჯერ კიდევ ბოსფორში მივდივართ. გავიარეთ ეს ვიწრო ყელი
შავი ზღვისა და შევედით მარმარილოს ზღვის კუნჭულში, სადაც
გაშენებულია ქვეყნიერობის სავაჭრო ქალაქი, ქვეყნებთა შორის
აღებმიცემობის კარი. აქ ორი ნაწილი მსოფლიოსი თავს იყრის:
აზია და ევროპა. თვით ქალაქი კონსტანტინოპოლიც ორ ნაწილათ:
კონსტანტინოპოლი, რომელიც წარმოადგენს ევროპულ ნაწილს და
სტამბოლი − აზიურ ნაწილს. ვეებერთელა სახლები. აუარებელი
მეჩეთები (თათართ22 სალოცავი ადგილი). თვალუწვდენელ სივრ­
ცეზეა გაშენებული ეს ქალაქი. წარმტაცია ეს ქალაქი ზღვიდან.
ადგილმდებარეობა მართლაც ღირსშესანიშნავია. უთვალავი ვეე­
ბერთელა გემებით გავსებულია მთელი მარმარილოს ზღვა. აგერ
მიქრის საშუალო, მეტად ლამაზი გემი. სავსეა მგზავრებით, ყურა­
დღებას იქცევს. ამისთანა ბევრია. ეს არის გემები, ქალაქიდან
ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში სამგზავრო. სხვადასხვა გემებზე
ფრიალებს სხვადასხვა სახელმწფოების ბაირაღები. საფრანგეთის,
ამე­რიკის, გოლანდიის, საბერძნეთის, გერმანიის, რუმინეთის, იტა­
ლიის. ყურადღებას იპყრობს თვით თათრების „აქაური ხაზეი­ნების“
ბაირაღების ნაკლებობა. აქ შეხვდებით აგრეთვე გემებს დენი­კინ-
ვრანგელის23 ბაირაღებით. გემები ჩანჯღრეული, ძველი რუსეთის
ფორმის იუნკერებით და ოფიცრებით. მათი ლტოლვილთა რიცხვი
აქ ყოფილა 170 ათასამდე.

საათის 10-11-ზე მოვიდა ჩვენ გემზე ანტანტის24 წარმომადგენელი


და ვიზებში დაგვისვა კონსტანტინოპოლში შესავლელი ნებართვა.
კარანტინი უბრალო ჩამოხედვით გავიარეთ და ჩვენ კი დაგვაშინეს
22 თათრებად მოიხსენიებდნენ იმ პერიოდში თურქებს და ზოგადად მუსულმანებს.
23 იგულისხმებიან: ანტონ ივანეს ძე დენიკინი (1872-1947 წწ.) − რუსი
მხედართმთავარი, გენერალი, რუსეთ-იაპონიის ომის გმირი და პირველი მსოფლიო
ომის გმირი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს „თეთრი მოძრაობის“ (1918-1920)
ლიდერი. პეტრე ნიკოლოზის ძე ვრანგელი (1878-1928) − რუსი მხედართმთავარი,
გენერალი. რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრგვარდიელთა მოძრაობის ერთ-
ერთი ლიდერი. რუსული არმიის მთავარსარდალი ყირიმსა და პოლონეთში (1920),
გენერალური შტაბის ლეიტენანტი (1918), წმინდა გიორგის ორდენის კავალერი.
24 ანტანტა − (ფანგ. entente  − თანხმობა), იგივე „სამთა თანხმობა“ − ინგლისის,
საფრანგეთისა და რუსეთის იმპერიების სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, რომელიც
ჩამოყალიბდა 1904-1907 წლებში, „ცენტრის სახელმწიფოების“ − გერმანიისა და
ავსტრია-უნგრეთის იმპერიების ბლოკის წინააღმდეგ. პირველი მსოფლიო ომის
პერიოდში „ცენტრის სახელმწიფოების“ წინააღმდეგ ანტანტამ გააერთიანა 30-მდე
სახელმწიფო.

152
− შეიძლება ოცი დღე გაგვაჩერონ კარანტინზეო. ამ დღეს გემზე
ვიყავით. გაჩერებისას მოასკდენ გემს მენავეები (თათრები და
ბერძნები) პურით და სხვადასხვა სურთათით − ხილეულობით.
ჩვენი ლტოლვილები, მიუხედავათ იმისა, რომ პური საკმარისად
გვეძლეოდა, დაეტაკენ და ზოგი ყიდულობდა ფულით, ზოგი
კონსერვში უცვლიდა. ერთ პურში ორ კონსერვს ვაძლევდით. თურმე
ქალაქში ორ იმისთანა პურსაც მოგცემდენ ერთ კონსერვში, მაგრამ
ჩვენ, როგორც პურზე დამშეული ხალხი, საზოგადოთ არ ვიყავით
გასამტყუანნი თუ ასე დავეტაკეთ პურს. მერე პური როგორი თეთრი
ბამბასავით, ფუნთუშივით, საუცხოვო. ნეტავი ეს პურები ეთერის და
თეზიკოს მისცამეთქი, რამდენჯერ ვინატრე. ვჭამდი, მაგრამ მათზე
ჯავრი გემოს ართმევდა საჭმელს. ვაითუ იმათ შიათ, ან ვინ იცის
რა მდგომარეობაში არიან. ჩემო გვრიტებო, თქვენ გენაცვალეთ.
როგორმე მალე გნახავთ, რაც უნდა დამემართოს. არ შემიძლია
უთქვენობა!

ზღვაშიც სდუღდა სიცოცხლე. ნავები, ბარჟები, გემები, სხვადა­


სხვანაირი, ზედ სხვადასხვა ხალხი, ნავებზე თათრების ჟრიამული,
ვაჭრობა ჩვენ გემთან. საღამოს 6. ½ გაისმა ზარბაზნების სროლა.
ეს რუმინიის დედოფალს25 (კარალევა) აცილებენ, როგორც ადრე
გაგვაფრთხილეს. ახმაურდა ზღვაში მდგარი ყველა გემები და ისეთი
გრგვინვა და ზარბაზნების ჭექა-ქუხილი გაჩაღდა, რომ დაგვაყრუა.
საინტერესო იყო ეს სალიუტი რუმინიის დედოფლისა. ღამე ისევ
გემზე მოგვიხდა დაწოლა და ჩვენ გვერდში (ახლოს, მეზობლათ)
მწოლიარე ბაგრატიონის ქალი დამცინოდა რა სადღესასწაულო და
საქორწინო საბანი დაგიხურავს ამ ტრიუმშიო . . . [ხელნაწერი არ
იკითხება] . . . господин знает жить26 ... - მიძახდა ოხუნჯობით.

25 სავარაუდოდ იგულისხმება რუმინეთის მეფის ფერდინანდ პირველის მეუღლე,


დედოფალი მარია ალექსანდრა ვიქტორია ედინბურგელი.
26 господин знает жить (რუს.) - ესმის ვაჟბატონს ცხოვრება

153
26 მარტი - შაბათი

დღეს უნდა გადაგვსვან ნაპირზე. ვნახავთ, დავათვალიერებთ,


გავიცნობთ კონსტანტინოპოლს. ზოგიერთები უკვე გადავიდნენ. ჩვენ
გვინდა - ბოლოს, აუჩქარებლივ. დავიქირავეთ ერთი ბერძნის ნავი
და გავსწიეთ ნაპირისაკენ. ვართ სულ რვა კაცი: ჩვენ სამი, კირილე
სვანიძე, პავლე ჩაჩა, სენია თურქია ცოლით (ჟენია) და იულონ
ჯანჯღავა. მივადექით ნაპირს, მენავე გავისტუმრეთ და გადმოვედით.
იქვე ტამოჟნია ხიბაკები აათვალიერ-ჩაათვალიერეს, გახსნით არ
გაუხსნიათ. დააწებენ გასინჯვის ნიშანი და გაგვანთავისუფლეს.
ვიზებიც იქვე შევამოწმებიეთ ადგილობრივ პოლიციას. ხიბაკი იქვე
დავაწყვეთ და სენია და პავლე წავიდნენ ოთახების საძებრად. რო
დაბრუნდნენ, ავიკიდეთ ჩვენ ჩვენი ხიბაკები და გაუდექით გზას
სასტუმროსაკენ. ტამოჟნის კარში გამოსვლის დროს პასპორტები
მოგვთხოვეს − უჩვენეთ... საცოდავი იყო მიშა ხიბაკით... დიდის
ტანჯვით მივთრაქეთ და მოვისვენეთ. სასტუმრო „акрополисс“
ოთახებში. თითო კრავატში27 გაგორებული ვართ. 65 პიასტრათ28
დღეში (სუტკა)29 არ უნდა იყოს ძვირი. ბერძნები არიან. არა უშავთ,
სიმპატიურათ მოგვეპყრენ. ჩვენც გვირევია ერთი ბერძენი (ჩაჩა)
მეტად ზრდილობიანი და უბრალო ადამიანი. ცოტა წავისაუზმეთ
და გავიარ-გამოვიარეთ. წავედით საკონსულოში. იქ გვითხრეს
ამერიკამ აიღო თავის თავზე ჩვენი დახმარებაო.30 ეს კარგია, მაგრამ
ჩვენებს ვერ მოუბამთ ამ დახმარებისთვის თავი და ვერ მოუწყვიათ
ამისათვის საჭირო ორგანიზაცია. თანდათან მოეწყობა, არაუშავს.

ქალაქი კონსტანტინოპოლი ვერ ყოფილა ისეთი, რა შთაბეჭ­დილებას


იგი ახდენდა ზღვიდან. ქალაქი აშენებულია აზიურ გემო­ვნებაზე.
ქუჩები მეტად ვიწრო. ტრამვაი მიდის და მეტი თითქმის არ არის
ქუჩაზე ადგილი. მაგონდება რიზე31 და მისი ვიწრო ქუჩები. სახლები
მაღალია, დიდი, 6-7 სართულამდი, მაგრამ სიმაგრე ნაკ­ლები ეტყობა.

27 кровать (რუს.) - ლოგინი.


28 პიასტრა - ოსმალეთის იმპერიის ფულის ერთეულის − ყურუშის პარალელური
სახელ­წოდება.
29 сутки (რუს.) - დღეღამე.
30 იგულისხმება ამერიკული წითელი ჯვრის საზოგადოების დახმარება.
31 ქალაქია სათათრეთში ბათუმსა და ტრაბზონს შუა [ავტორის შენიშვნა].

154
გალატა32 ეწოდება ჩვენს ქუჩას. ქალაქი არეულია, ყოველი ჯურის
და ყოველი ქვეყნიდან ხალხს შეხვდებით აქ. სიმდიდრე ყოფილა.
მოგაგონდება მშვიდობიანობის დრო. რა გინდა რომ არ იყოს! პური,
თეთრი ბამბასავით − რამდენიც გინდა. სულ ფურნეებია, ყოველ
საჟენზე33 და სავსეა გამომცხვარი პურებით. საჭმელ-სასმელი,
მანუფაქტურა, ტყავეულობა, რკინეულობა, ძვირფასი ნივთები
ყოველივე რაც ყურს გაუგონია, სავსეა რითაც გინდათ. თუ ლირები
გაქვს მეფე ხარ. საწყალო საქართველო, მაინც დაღარიბებული
იყავი და რა იქნები... აქ კი ზღვაა სიმდიდრის. ეს ცოტაოდენათ
იმედს გიმატებს. მაგრამ რა, თუ შენი არა გაქვს არავინ მოგხედავს.
ყველა გამამაძაღლებულია. ყველა ცდილობს ერთმანეთი მოატყუოს
და ამაზეა დამყარებული აქაური ცხოვრება და მომავალი.

ყველაფერი დამოკიდებულია ლირებზე. არავითარი თანაგრძნობა


გაჭირვებულისადმი. ქალაქი ცხოვრობს ათასგვარ საზიზღრობასა და
გარყვნილებაში. ყოველ ფეხის ნაბიჯზე სავაჭრო სახლები, ქალებით.
ჩვენს სასტუმროსთან ახლოს, ქუჩებზე (переулки)34 გაჭედილი მოვაჭრე
ქალებით და საზიზღარი გამომეტყველებით. შემთხვევით გავიარე
ეზოთი ამ ქუჩით და შევნიშნე ეს საზიზღრობა მთელ ქუჩაზე. აშკარათ,
ღიათ არიან, გეძახიან, ჩემთან მოდი, ჩემთან მოდი. (Ахь Русский иди
ко мне35) ნახევრად გახდილნი... თითქმის სულ რუსობაა. ესეც [სიტყვა
ამოშლილია ავტორის მიერ] რუსეთიდან გადმოხვეწილნი, მდიდარი
ქალები, რაც ქონდათ გაუყიდიათ და ახლა უკვე ტანს ყიდიან,
რადგანაც სხვა არაფერი შერჩენიათ. საცოდავები, საბრალოები, რა
ქნან სული მწარეა. შიმშილით სიკვდილს ალბათ ეს ხელობა არჩიეს.
საზოგადოთ, ძალიან ბევრია − რუსობა. გაზეთს ყიდიან, ფეხსაცმელს
წმინდავენ, შოკოლადებს და თხილებს ყიდიან, ყველაფერს შობიან,
რომ შიმშილით არ მოკვდენ... მათში უკვე მოწყობილებიც, (ამა
თუ იმ ადგილზე) არიან: ზოგს სავაჭრო გაუხსნია, ზოგი ბანკებში
მოკალათებულა, ზოგს რაღაც ორგანიზაციები მოუწყვიათ, ზოგი

32 გალათა (Galata) - უბანი სტამბოლში, ამჟამინდელი − ყარაქოი, ბეიოღლუს


რაიონი.
33 საჟენი − ძვ. რუსული სიგრძის საზომი ერთეული. XI-XVII საუკუნეებში უდრიდა
დაახლოებით 152 და 176 სმ-ს.
34 переулки (რუს.) - შესახვევი.
35 Ахь Русский иди ко мне (რუს.) - ოჰ, რუსო, მოდი ჩემთან.

155
თეატრებში (არტისტები) მოწყობილან და სხვა უმეტესობა კი უსაქ­
მოდ არიან და ცუდ მდგომარეობას განიცდიან.

27 მარტი - კვირა

ამინდი რაც ბათუმიდან გადმოვედით და დღესაც − საუცხოვოა.


გამოზაფხულდა. სულ მზიანი დღეები უჭირავს. გათბა. დილით
მოსულა ექიმი ფაშალიდი, (მიშას თანამოღვაწე სოხუმში) და
მიშასთან ერთად უნდა წავიდნენ საკონსულოში. წავყევით ჩვენც.
ბენიას (ჩხიკვ.) ნახვა უნდათ, რომ გამოარკვიონ მდგომარეობა... ბენია
არ იყო საკონსულოში. სხვებს კითხეს, მაგრამ გამოკვეთილს ვერავინ
ვერაფერს გვეუბნებოდა. წავედით „პერა“36-თი და ერთ მოედანს
მივადექით. დიდი ამბავი იყო მოედანზე. ფრანგების პარადი. დღეს
მათი აღდგომა ყოფილა. დიდი დღესასწაულია აღდგომა... ისინიც ისე
გატაცეებით და სასოებით დღესასწაულობენ აღდგომას, როგორც
ჩვენ... ვეებერთელა მოედანი გაჭედილია სადღესასწაულოთ
გამოწყობილი მათი ჯარებით. ავტომობილები, მოტოციკლეტები,
ველოსიპედები, ცხენოსნები სამაგალითო-თავმორთულობით. აგერ
ნაპოლეონის ტიპის ჯარი. ლამაზათ არიან გამოწყობილნი. იქიდან
დავბრუნდით და საკონსულოში გავიგეთ ბენ. ჩხიკვ. მისამართი
(Пера, Гост. „Пиу де Вюаль“). მიშამ დაუტოვა წერილი საღამოს 6
საათზე მოვალთ და თუ დრო გექნებათ დაგვხვდითო. ჩვენ სამმა
ვისადილეთ ცხელი სადილით როგორც სასადილოში, დაგვიჯდა 2
ლირა და 40 პიასტრი. ბევრი დაგვიჯდა. ბათუმიდან რო წამოვედით,
მაშინდელი კურსის (ჩვენ ფულს შევადაროთ უდრის 65 ათას მანეთს...
ლუდიც დავლიეთ ორი ბოთლი. კარგი იყო... საღამოს მიშა წაყვა
სხვა ამხანაგებს ბენიასთან. მე ჩამოვედი გასაგებათ. მინდა ქართული
ცენტრ. ბანკის აქაური განყოფილება მოვძებნო. მისმართი არ ვიცი
კარგათ. წავედი ტამოჟნაში37 გარკვეულ მისამართის გასაგებათ.
იქ რუსულად ლაპარაკობს ერთი პოლიციელი თამირა. ტამოჟნის
შესავალში ერთ თათარ მუშას ვკითხე დამტვრეულ თათრულზე,
მაგრამ პასუხი ვერ გავიგე. ეტყობოდა აკოპიან-ჰან (ბანკის ადგილი)

36 მთავარი ქუჩა კონსტანტინოპოლის. [ავტორის განმარტება]. Pera - ბეიოღლუს


რაიონის ძველი სახელწოდება [რედ.].
37 таможня (რუს.) - საბაჟო.

156
იცოდა სად იყო, მაგრამ ვერ მიმახვედრა. შევიყვანე იქვე ტამოჟნაში
და იმ რუსულად მოლაპარაკე პოლიციელის საშვალებით მინდა
გავიგო მისი პასუხი. ამ დროს ვიღაცა „შტატსკში“ გამოწყობილი
კაციც შემოგვეჩხირა და დამიწყო კითხვა, სად მოეწყვეთო დამტვრ.
რუსულით. მე უპასუხე. მერე სთქვა, მე ვიცი სად არის ქართული
ბანკიო და გიჩვენებო. ტამოჟნიიდან რო გამოვედით, მუშა თათარი
მოგვსდევს, რა უნდა ამ ოხერსმეთქი ვეკითხები „შტატსკის“ რა ვიცი
მეთქი. ფული თუ უნდოდა ალბათ. მე მადლობა გადავუხადე სამჯერ,
მაგრამ მუშა მაინც არ მცილდებოდა. „შტატსკი“ კიდევაც გაუჯავრდა
მუშას. ჩამოგვცილდა. მივდივართ და თან ვეუბნები ჩემ „შტატსკის“.
თქვენ ნუ სწუხდებით, ისე მითხარით საით წავიდე და მე თვითონ
მივაგნებთქვა. მან მითხრა, მე კომისიონერი ვარ და ამას იმიტომ
გიშობი, რომ ფული მომცეო. გამიკვირდა... მისამართის ჩვენებისთვის
− სასყიდელი. სახტად დავრჩი. თან შემეზიზღა „შტატსკი“ და
უთხარი მე ფული არა მაქვს (არც მქონდა) და ბანკს იმიტომ ვეძებ,
რომ იქ ჩემი ნაცნობი მოვნახო და მოვეწყომეთქი. მე ბევრი არ
მინდა, სულ ნახევარ ლირას გამოგართმევო. მარა ცოტაა ნახევარი
ლირა?... ორჯერ ისადილებ... მადლობა გადაუხადე ჩემ „შტატსკი −
კომისიონერს“, ბოდიშიც მოუხადე და გაკვირვებული გავშორდი.
საწყალი ქართველი ხალხი! რა გულშემატკივარი ყოფილხარ, რა
კაცთმოყვარე და რა ფაქიზი გრძნობის. დასაფასებელი ხარ საქარ­
თველო, საწყალო, პატარა! აქ კაცი უფულოდ ხმას არ გაგცემს
თურმე... არ ვიცი ეს კულტურას უნდა მიეწეროს თუ გარყვნილებას.
ეს ამბავი მიშას და ბადულის უამბე და მათაც გაუკვირდათ. მიშამ
მოიტანა „მონასტრიდან“38 ოთხი კარობკა სქელი რძე და სამი დიდი
პური. ამას ამერიკელები ურიგებენ ჩვენს ლტოლვილებს. კარგია!
იმედია! ააშენოთ ღმერთმა. ეს ერთი დღე დიდებულათ გვეყოფა.
ასე თუ გვაძლიეს ჩვენს ბედს ძაღლი არ დაყეფს. კარგ გუნებაზე
დავდექით. ჩაი დავლიეთ რძით, კარაქით, ხალვათი, სარდინკით,
დიდებულათ გამოვიბრინჯეთ, ჩაი შაქრიანი საკვირველია.

38 იგულისხმება − სტამბოლის ქართული კათოლიკური მონასტერი (უმანკო ჩასახების


სახელობის მამათა მონასტერი Notre Dame de Lourdes / Gürcü Katolik Kilisesi),
რომელმაც 1921 წელს ქართველ ლტოლვილთა დიდი ნაკადი მიიღო, პატრონობდა
მათ და დიდ დახმარებას უწევდა ემიგრაციაში წასულ საქართველოს მთავრობას.

157
მომაგონდა ეთერი, ტკბილეულობა რომ უყვარს. ნეტა ეს რძის
კარობკები გადაუგდო ეთერის და თეზიკოს. რა შავქვათ მინდა აქ
მე რომ ტკბილად და გემრიელად დავლიო ჩაი. ვინ იცის ნინა და
ბავშვები რა მდგომარეობაში არიან, რა გაჭირვებას განიცდიან. ოხ
ღმერთო! მომეც საშვალება მალე დავუბრუნდე ჩემს საყვარელ
ოჯახს, საყვარელ კუთხეს.

28 მარტი - ორშაბათი

მე და სენია წავედით სურსათის მისაღებათ. ავედით პერაზე და


მე-10 ტრამვაით ბომონდში39 მოვედით. იქიდან ფეხით წავედით
მონასტერში, სადაც იყო მოთავსებული ლტოლვილების ნაწილი. აქ
იძლევიან სურსათს. ვნახეთ ლორია (დამფძ. კრ. წევრი), რომელ­
საც ქონია დავალებული ამის გაცემა. მოგვცა რვა კაცის ულუფა
(ჩვენებისთვის) 4 კარობკა რძე, 4 პური, 4 საპონი და 8 კრუშკა
შაქარი. ულუფა უკვე შეუმცირებიათ. ლორიამ სთქვა ხვალ
შეიძლება სულ არ იქნესო, ამერიკელები მოითხოვენ, ყველა
ლტოლვილებს ერთ ალაგას მოუყარეთ თავი და იქ გაგიწევთ
ყოველგვარ დახმარებასო. გადაუწყვეტიათ კუნძულ „კავაკა“-ზე40
გააგზავნონ ყველა ჩვენი ლტოლვილები. იქ იქნება ამერიკელებისგან
ყოველგვარი უზრუნველყოფა... ესეც კარგია! ვისაც სურს შეუძლიათ
ბათუმში დაბრუნებაო, მხოლოდ მთავრობა ვერ კისრულობს
პასუხისმგებლობას, რომ ისინი უვნებლათ მოეწყობიან უკვე
საბჭოთა საქართველოში. ჰა, მაშ საფრთხეა, თორემ იფიქრებდა
კაცი დაბრუნებას. მე მაგალითად ყველაფერს მირჩევნია ჩემს
ოჯახ­ში დაბრუნება, მაგრამ თუ სიცოცხლეს საფრთხე მოელის? ეს
უბედურება იქნება თვით ჩემი ოჯახისთვის და ეს მაჩერებს!

ახალი ამბავი: ადგილობრივ რუსულ გაზეთში სწერენ ინგლისს de


facto უცვნია საბჭოთა რუსეთი. საკვირველია ინგლისის პოლიტიკა.
გასაგებარია მხოლოდ ერთი რამ, რომ ინგლისი თავის საქმეს აკეთებს.
ეკონომიური საკითხისთვის ეს სჭირდება ინგლისს და ალბათ ამის­

39 Bomonti − ყოფილი სამრეწველო რაიონი სტამბოლში, თანამედროვე შიშლის


რაიონი.
40 ამჟამინდელი ანადოლუკავაღი (Anadolu kavağı).

158
თვის ქნა. მდგომარეობა საერთაშორისო ბოლშევიზმის ახლა სულ
სხვა სახეს მიიღებს. ლენინი ძლიერ გადიხარა მარჯვნივ, ის ახლა
უკვე ამბობს რუსეთში სოციალიზმის დამყარება, ახლა, საკვირვე­ლი,
უტოპია არისო. ამდენი ექსპერიმენტების შემდეგ... ასეთი სიტყ­ვები
და აზრები. ვნახოთ ხვალინდელი დღე რას მოგვიტანს. ჯერ მაინც
დაბრუნება საქართველოში ყოვლად შეუძლებელია... მაინც მაწუხებს
ფიქრი დაბრუნების თუ არდაბრუნებისა. საშვალებას იძლევა ჩვენი
მთავრობა, მხოლოდ პასუხისმგებლობას ვერ კისრულობს და არც
გაიძულებს დაბრუნებას. ასე თუ ისე აქ გაწყობს ამერიკელების
შემწეობით.

შუაღამეზე მიშამ და ბადულიმ გამომაღვიძეს. ავტირებულიყავი ხმა­


მაღლა „დედა“ და „მამას“ ყვირილით. ცუდი სიზმარი მქონია მართ­
ლა, მოკვდა დედა, მამამ იტირა − ისიც მოკვდა, ვინც იტირებდა
ყველა კვდებოდა... ძლიერ ვიტანჯებოდი თურმე...

29 მარტი - სამშაბათი

დილას მიშა წავიდა ამხანაგებთან ერთად ბენია ჩხიკვიშვილთან,


კიდევ ლტოლვილების მდგომარეობის გამოსარკვევათ. მე წავედი
ქართული ცენტრ. ბანკის საძებრად. მივაგენი და ვნახე ბანკის
დირექტორი. გავეცანი და ვუთხარი ჩემი მიზანი. საქმის წარმოება
და ბუღალტერია ფრანგულ ენაზე ქონიათ, ასე რომ ჩემთვის იქ
ადგილის შოვნა მოუხერხებელი შეიქნა. დირექტორმა ალიბეკოვმა
სიმპატიურად მიმიღო. ჯერჯერობით არადა და შემდეგში შეიძლება
დაგვჭირდეს ბუჰღალტერიო. შევედი იქვე „Югоцентральний Банк“41-
ში იმავე მიზნით, მაგრამ ადგილი არ აღმოჩნდა არავითარი. მინდა
მოვნახო გრიგორი ბერიძე, ალიბეკოვმა მიმითითა ადგილზე, სადაც
შემეძლო მენახა, მაგრამ ვერ მოვძებნე. ძნელია ენის უცოდინარობა.
ამ ძებნის დროს გადავეყარე ერთ კაცს, რომელსაც შევეკითხე
რუსულათ „ივანოვის კანტორას“. ამ დროს მოვიდა ჩვენთან მესამე
პირი, რომელიც აგრეთვე დამტვრეული რუსულით ლაპარაკობდა.
პირველმა გაიხმო ის და კოლოფში უჩვენა ბრილიანტები. მოწეულმა
მითხრა მე: ეს კაცი გამიჩერე აქ. ამ ბრილიანტებს ყიდის 1000 ლირათ

41 Югоцентральний Банк (რუს.) - სამხრეთის ცენტრალური ბანკი.

159
და ღირს კი 3000 ლირაო. მოაცდევინე ჩემ მოსვლამდი, ფულს
მოვიტან და თქვენ საკომისიოს მოგართმევთო. მე დავთანხმდი და
საითკენაც მე მივდიოდი იქითკენ გავიყოლიე ის კაციც. მოგვეწია
მყიდველი, მაგრამ ფული არ მოუტანია და ეხვეწებოდა ბრილიანტის
პატრონს, წამომყევი და დაგითვლი 1000 ლირას ჩემს კანტორაშიო. ის
არ წაყვა და მე მითხრა, მეშინია „დოკუმენტი“ არ მაქვსო და თქვენ
იყიდეთო. მე ფული სულ არ მქონდა. მყიდველი ჩამოგვცილდა, ჩვენ
განვაგრძობთ გზას. შეგვხვდა ერთი კაცი, ამან იმასაც უჩვენა და
სთხოვა დახმარებოდა გაყიდვაში. მან ჩამილაპარაკა ბრილიანტები
3000 ლირა ღირს და ნუ დააკარგვინებო. წაიღოს და ბანკს დაუგირავოს
სადმეო. რო გაგვშორდა ჩემმა „ბრილიანტჩიკმა“ მითხრა: ძალიან
მესაჭიროება ფული და თუ გინდათ თქვენ დაგითმობთ ერთ ქვას
ცოტა ფულშიო. მე არ მაქვსმეთქი, თან არ დავატარებ ფულსთქვა და
თუ გინდა ბანკებში წაგიყვან და იქ გაგაყიდვინებმეთქი. მე თვითონ
მოვძებნი ბანკსო. მხოლოთ თუ გინდათ თქვენ დაგითმობთ 1 ქვას და
რამდენი გექნება ფულიო? მე ფული არ მქონდა და გავშორდი და
წავედი ჩემთვის. შემდეგ დავფიქრდი: ნამდვილათ მორიგი აფიორა
იყო ამ ქალაქისა, და ან იმ კაცს მოპარული ქონდა ის ბრილიანტები.

30 მარტი - ოთხშაფათი

სარეცხი დაგვიგროვდა. გასარეცხათ რო მივცეთ მეტათ ძვირი


ჯდება, ბადული ირწმუნება, მე შემიძლია გავრეცხოვო, მხოლოდ
ხელი მომიწყვეთო. ყველაფერი მოხერხდა გარდა ლახანკისა. გვაქვს
პატარა ტაშტი მაგრამ ამაზე შეუძლებელია. მაინც გადავწყვიტეთ შინ
გავრეცხოთ. ავედით სასტუმროს ტერასაზე და იქ უნდა შეუდგეთ.
ამ დროს ბადულიმ შენიშნა მეორე სახლის სახურავზე ქალი. ისიც
რეცხავდა. დაუძახა „მადამ“ და ვანიშნეთ რაც გვინდოდა. ენა
არ ვიცით. გვათხოვა კაი მოზრდილი ლახანკა. საქმე გაიჩარხა.
გავაღვივე ცეცხლი ქურაზე და შეუდექით . . . [მომდევნო ფრაზები
დაშიფრულია ავტორის მიერ].

160
31 მარტი

გრძელდება სარეცხის ამბავი. მოვიფიქრეთ ცხელი საჭმელი ვჭა­


მოთ. ვიყიდეთ 50 პიასტრათ ½ ხორცი და ტაფაზე შევწვით
მწვადის პირობაზე, მაგრამ არაფერი შვილი გამოვიდა. პურია
რო გვაცოცხლებს, ისეთი თეთრია, ბამბასავით, რომ მისაჭმელი
ნაკლებათ გაგახსენდება . . . [მომდევნო ფრაზები დაშიფრულია
ავტორის მიერ].

1 აპრილი − პარასკევი

სარეცხის ამბავი გრძელდება. გავსინჯეთ. საპნის სუნით აყრო­ლე­


ბულია, სამჯერ ამოვრეცხეთ ახალ სუფთა წყალში და გავკიდეთ
მზეზე. ამინდი კარგი შეგვხვდა, მადლობა ღმერთს. თორემ ჩვენი
საცოდაობა ალლახსაც აატირებდა. ლახანკის პატრონს მადლობა
მოვახსენეთ და 20 პიასტრა ვაჩუქეთ. უთოც შეგვპირდა... ძირს
რესტორან-სასადილოში ცხელი, მშვენიერი სადილი ვჭამეთ და
შედარებით − იაფათ. სამეულს დაგვიჯდა 145 პიასტრა. . . . [ხელნაწერი
არ იკითხება]. . . საღამოზე აბანოში წავედი. გაუთოებული საცვალი
წავიღე. აბანო თათრულ გემოზე იყო მოწყობილი. გახდა გეზარება.
სიბინძურეს გერიდება, ყველაფერი ჭუჭყიანი გგონია. წყალი ხომ
სუფთა იქნება − ეს იმედია. მეტად ცხელი იყო აბანო. საბანავო
ადგილებზე ვეებერთლა ტარაკნები დარბიან. წყალი რო ჩამოვუშვი -
მიიმალენ. ერთი თათარი ძალიან მემსახურებოდა საწყალი. საბანაო
ხელთათმანის „პადლოგით“ ორი წყვილი ნასკი42 გავრეცხე. მსახურ
თათარს რო ვკითხე რამდენი გინდამეთქი, 5 პიასტრა მითხრა. მივეცი,
აბანოს 25 პ. სულ 30 პ. დამიჯდა. იაფია.

2 აპრილი - შაბათი

დილას ჩაიზე გაგვახსენდა ეთერი ყვითელ შაქარს რომ ჭამდა


ჩაშკიდან და სიამოვნებისგან თვალები დაეხუჭა. ვნატრობდით ეს
სქელი რძე და თეთრი პური ეთერის და თეზიკოს დაუდგა ახლაო.

42 носки (რუს.) - წინდა.

161
ყოველ მოგონებაზე მინდა, ძლიერ მინდა, მათი ხილვა, მათთან
ყოფნა, ამბის გაგება. ვცხოვრობ იმედით, რომ ოდესმე ვნახავ.

3 აპრილი - კვირა

დღეს უნდა დავათვალიეროთ კონსტანტინოპოლის ღირშე­სანიშნავი


ადგილები. ქალაქი იყოფა ორ ნაწილად: ევროპული ნაწილი
და აზიური ნაწილი. პირველი იწოდება კონსტანტინოპოლად
(სადაც ჩვენ ვცხოვრობთ), მეორე − სტამბულად. ორივე ნაწილს
აერთიანებს ხიდი ბოსფორზე. წავედით სტამბოლში ე. ი. ევროპიდან
აზიაში. აქეთ უმეტესი ნაწილი კი არა, თითქმის სულ თათრობაა,
თავის წითელ ფესკებით.43 თუ ბევრი ხალხია ქუჩაში ასე გეგონება
ყაყაჩო აყვავებულაო. ხიდს რო გახვალ იქვე ახლოს არის მეჩეთი.
შევედით. შორიდან შიდ მყოფმა თათარმა დაგვინახა და ხელით
გვანიშნა ნუ შემოდიხართო და გამოიქცა ჩვენსკენ. თურმე სხვა
რამეში ყოფილა საქმე: ფეხის ჩასადგმელი ჩუსტები მოგვიტანა.
მათ თავიანთი სიწმინდე ისე სწამთ, რომ ჩვენ არ „გვასვრევინებდა“.
იქაურ სიწმინდეს და მათ ჩუსტებში რომ გავივლიდით „სიწმინდე არ
შეილახებოდა“ (მათი ჭკუით). მეჩეთებში ხატები არ იციან. რაღაც
წარწერები აქვთ მხოლოდ-აქა იქ კედლებზე. მოლას სალოცავ-
საწირავი ადგილი ამაღლებულია, იატაკი დაგებულია ვეებერთელა
ნოხებით. აქაიქ სხედან თათრები (კაცები) და ლოცულობენ.
უკანა ნაწილში ქალების სალოცავია (როგორც ჩვენი ძველებური
საყდარი). ფანატიკოსები არიან თავის რწმენაში... ზოგს ქუდზე
თეთრი მატერია აქვს შემოხვეული. ეს იმის ნიშანია, რომ მეკკაში44
ყოფილა. 3 პიასტრი ვაჩუქეთ ჩვენს „პროვოჟაკს“45 და წავედით.
უნდა ვნახოთ აია სოფია. ეს არის ბიზანტიის იმპერიის დროს
გაკეთებული საყდარი, ძველი ბერძნების მიერ 538 წ. ქრისტეს

43 ფესკა − თურქული ცილინდრული ტიპის ქუდი.


44 ქალაქი მექა საუდის არაბეთში, სადაც განთავსებულია ისლამური რელიგიის
მთავარი სალოცავი ნაგებობა, ყააბა (ქააბა). ლოცვის დროს მუსლიმი დედამიწის
რა ადგილასაც არ უნდა იმყოფებოდეს სახით ქააბასკენ ბრუნდება და ლოცვას ისე
აღავლენს. მექაში მოსალოცად ყოფნა კი ყველა მორწმუნე მუსლიმისთვის ძალიან
მნიშვნელოვანი რიტუალია, რომლის შესრულების შემდეგ მორწმუნეს − ჰაჯის
ტიტული ენიჭება.
45 სავარაუდოდ გამცილებელი რუსული სიტყვიდან провожать (გაცილება).

162
დაბადებამდე,46 როდესაც ქალაქიც ბერძნების იყო და საბერძნეთი
პირველ როლს თამაშობდა მთელ ქვეყნიერებაში. მაშასადამე, 2500
წლის არის ეს შენობა დაახლოვებით. აი, რა კულტურა ქონიათ მაშინ
ბერძნებს. წავედით ფეხით, რომ გზაში გვეთვალიერებია ქალაქის
აზიური ნაწილი. მივედით. რომ შევედით ერთმა თათარმა მიგვიწვია
საჩვენებლად. გვაჩვენა ადგილი, სადაც სულთნის დინასტია მარხია.
კუბოს მსგავსი მწვანე მაუდით გადაფარებული ვეებერთელა
ყუთები არი. მოზრდილებიც არის და პატარებიც (ახალგაზრდების
და ბავშვების). ხუთი პიასტრი აქაც აიღეს. შევედით თვით აიასოფიას
საყდარში. ეს მართლა ღირს ნახვად. ვეებერთელა, უზარმაზარი
ზალა ძლიერ მაღალი. ჩვენებურ დიდ საბორში რომ არის დიდი
სასანთლე ჩამოკიდული იმისთანა რამდენიმე ათეული და ერთი
შუაში. ზოგიერთი ჩვენების საყდრის ხელა იქნება, მთელი სამი-ოთხი
ქცევის47 ოდენა. ზალა მოფარულია უშველებელი ნოხებით. აქა იქ
სალოცავებში თათრები (მოლები და სხვ) სხედან თავისებურად
დაჩოქილები და ლოცულობენ. აქაც თავიანთ ჩუსტებში შემოგვიშვეს.
ხატები არ იციან, მხოლოდ წარწერებია. ყოფილი ბიზანტიური
(ბერძნული) თათრულ გემოზეა გადაკეთებული სიმაღლით იქნება 40
საჟენამდე შიგნიდან, გარედან 150 საჟენამდე. შენობა ძველია (2500
წლის) მაგრამ გარედან შეღებილია. აქაც ხუთი პიასტრი ვაჩუქეთ
და წავედით. ამინდი წამხდარიყო ჩვენს იქ ყოფნაში. შევჯექით მე-
12 ნომერ კონკაში,48 რომელმაც წაგვიყვანა ხიდით, გალატით და
პერით ბომონდამდი. იმავე კონკით უკან დავბრუნდით, ჩამოვხტით
გალატაში და სახლში წავედით.

4 აპრილი

სარეცხი უნდა დავაუთოოთ. ნახშირზე მივდივარ. ბადული მეუბნება,


უთოს ნახშირი ამოარჩიეო, კარგი იყოსო, მარცვალ-მარცვალო
. . . [მომდევნო ფრაზები დაშიფრულია ავტორის მიერ]. მივიტანე,
უთოზე წავედი ჩვენი სასტუმროს ზევით ტერასაზე იმედით, ლახანკა
რო გვათხოვა იმ ქალს გამოვართმევ მეთქი. გადავედი სახურავით,

46 ავტორის შეცდომა: უნდა იყოს ჩვენი წელთაღრიცხვით.


47 ქცევა - მიწის საზომი ერთეული დასავლეთ საქართველოში, უდრიდა 3600 კვ.მ-ს.
48 კონკა - ცხენშებმული ტრამვაი.

163
მაგრამ ვერ მივაგენი. ქუჩის მეორე მხრიდან შემხედეს სახურავზე
რომ ვიყავი და სიცილი დაიწყეს. მეც გავიცინე, რა მენაღვლებოდა.
მათ ალბათ უკვირდათ ჩემი საქციელი, მაგრამ მე ფეხებზე მეკიდა.
ჩამოვედი ძირს და ქუჩიდან მოვძებნე ის ოჯახი. მათხოვეს უთო,
ააშენათ ღმერთმა . . . [მომდევნო ფრაზები დაშიფრულია ავტორის
მიერ]. მიშა საკონსულოში წავიდა. შვადღეზე დაბრუნდა. მერე ისევ
წავიდა, ბადუმ მითხრა ფული არა აქვს მიშასო და ვერცხლის ნივთები
გავყიდოთო. მე დავთანხმდი რა თქმა უნდა, მაგრამ მიშას მაინც უნდა
მოუცადოთ სადილზე. დაღამდა და მიშაც მოვიდა. მოიტანა პური,
კარაქი, გოლლანდი. ყველი49, სარდინკა და ხაჭაპურიც. დავჯექით და
ჩაიზე ლამაზათ გავძეხით... ჩაჩასთან ჩავედით მე და მიშა. ბერძნული
არაყი დაგვალევიეს, კარგი იყო.

5 აპრილი - სამშაბათი

ამინდი ცუდია. წვიმს. ჩაი დავლიეთ. ბადუმ მაუწყა მიშას მეტი


ფული არ აქვსო. ჯერ არაფერი გაგვიყიდია ისეთი. უნდა გავყიდო
ვერცხლეულობა, მაგრამ მენანება... მაქვს ვერცხლის ფულები
7-35 x და ამერიკის დოლარი ვერცხლის ერთი. წავიღე ეგენი და
გავყიდე. რუსული მანეთი 16 პიასტრათ. დოლარი 1 დ. 10 პიასტრათ.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის ფული ქაღალდის (დოლარი) სამი
პროცენტით მეტი ღირებულიყო ვერცხლის დოლარზე. იმდენი
უზრუნველყოფა აქვთ მათ ფულებს. საპონი (ბათუმში ნაყიდი)
გვაქვს ოთხი ნაჭერი. არ გამოდგა. წავიღე გასაყიდათ. აქ გეტყვით
აქაურების უარზე. ისეთი საზიზღარი მანევრი აქვთ ვარის თქმისა:
თავს დაგიქნევენ „წადი მოშორდი“-ს მნიშვნელობით. გაბრაზდები
საშინლად. განსაკუთრებით, თუ მიყიდო გინდა რამე ისეთი უარყოფით
დაგიქნევს თავს, რეტიანი ცხენივით, რომ ვლეწავო იტყვი... წავედი
„ტოლკუჩკაზე“50 და ვიძახე თათრულად ჯერ ირმიყურუშ,51 მერე
ონბეშუყურუშ,52 მერე ონიქიბუჩუქყურუშ53... ერთმა რუსმა მაძლია

49 იგულისხმება ჰოლანდიური ყველი.


50 толкучка (რუს.) - ძველმანების ბაზრობა.
51 ირმიყურუშ − 20 კაპიკი.
52 ონბეშუყურუშ − 15 კაპიკი.
53 ონიქიბუჩუქყურუშ − ონი ბუჩუქ ყურუშ − 12,5 კაპიკი.

164
35 პ. ოთხივე ნაჭერში. არ მივეცი. ვიძახე ონყურუშ, ონყურუშ,
მაგრამ არავინ იყიდა 40 ყურუშად54 და შემდეგ იმ რუსს მივყიდე
35 პ-ათ. მოვედი სახლში და დამიგროვდა სულ 2 ლირა 75 პ. კაი
ფულია ორი დღეს მაინც გვეყოფა საჭმელისთვის. ცხელი სადილი
(მეორე კერძი − ბარაშკა) ამოვიტანე, პური ხომ ბამბასავითაა და
შედარებით ყველაფერზე უფრო იაფი. ლამაზათ ვისადილეთ სახლში.
მიშას და ბადუს უამბე საპნის გაყიდვაში ჩემი თავგადასავალი და
ბევრი ვიცინეთ. საღამოს შეუდექი ამის წერას. დაღამდა და წერაც
გავათავე. ეთერი, თეზიკო, ნინა, სონა და ყველა სულ მახსოვს და
გული მიღონდება. ნეტავ რა მდგომარეობაში არიან. როგორ არიან?
ერთი ამბავი გამაგებია რა ბედნიერება იქნება?! გავიგეთ ახალი
პარტია ლტოლვილების ჩამოსულა ბათუმიდანო. 150 კაცია. იქნებ
რამე იციან. ეთერი შენი ჭირიმე „ამიკანე, ამიკანე“-ს ვის ეუბნები
მოგიკვდა მამაშენი... ოხ, ბედო წყეულო!

6 აპრილი - ოთხშაბათი

დღეს უნდა წავიდეთ კავაკას დასათვალიერებლათ. წავედით, მე,


პავლე ჩაჩა, იულონ ჯანჯღავა და ს. თურქია. სტამბოლის ნაპირიდან
(ხიდზე) ოქროს რქა55 კავაკამდი საშვალოდ ორი 2 ს. გზა − 25
ვერსტია.56 შავი ზღვიდან ბოსფორის შემოსავალზეა. გზაზე 10-12-ოდე
ნავსადგურზე მიადგა ჩვენი გემი . . . [ხელნაწერი არ იკითხება]. ძალიან
სწრაფად ხდებოდა ყველა ნავთსადგურიდან გასვლა. მიადგებოდა,
გადმოსხდებოდნენ მგზავრები და იმწამსვე დაიძვრებოდა. კავაკა
არის უკანასკნელი ნავთსადგური ბოსფორის − სტამბულიდან.

ჩვენი ლტოლვილების გასაჩერებელი და საცხოვრებელი ადგილი,


ნავთსადგურიდან პატარა ქალაქივით არის და ჩვენი ლაგერი57 4
ვერსტის მანძილზეა აქიდან მოშორებული, ეს ფეხით უნდა გავია­
როთ. დავადექით. იქვე იწყება ბოსფორის სიმაგრეები. ღირსშესანიშ­

54 ყურუში (ქურუში) (თურქ.) − ხურდა ფულის აღმნიშვნელი სიტყვა.


55 ოქროს რქა − ზღვის წვრილი ყურე  სტამბოლში, თურქეთში. ის წარმოადგენს
ქალაქის მნიშვნელოვან სანაოსნო გზას და მთავარ შესასვლელს ბოსფორის
სრუტეში.
56 ვერსტი − გზის საზომი რუსული ერთეული − 1066,8 მეტრი.
57 ბანაკი (რუს.).

165
ნავი სანახავია ეს სიმაგრეები თავისი თხრილებით, სარდაფებით
და მავთულების ხლართით. ბუნებრივად სამაგალთო სიმაგრეს
დაუმატეთ ხელოვნური და ისიც გერმანელების ხელის (დიდი ომი
1914 წლიდან). ამის სხვა დათვალიერება კარგია, მაგრამ ჩვენი ბედი
არ არის სახარბიელო. აქედან 4 ვერს. მანძილზე, სადღაც უცნობ
ადგილებში უნდა ჩავეყარნეთ. ამერიკელებმა უნდა გვასაზრდოონ,
მაგრამ სანამდი? სულ ხომ არ გვაჭმევს? ასეთი გამოურკვეველი
მდგომარეობაა და არ ვიცით რა მოგველის, შიმშილით დავიხოცებით
თუ რაიმე ბედნიერი გამოსავალი ექნება ჩვენს მდგომარეობას.

მაშასადამე, პერსპეკტივების გაურკვევლობა ერთი ათად აღრმავებს


ჩვენს სასოწარკვეთილებას. ან ცოლი ან შვილები?! ეჰ, რას იზამ?
სანამ სული გვიდგას უნდა გაკაჟდე. მოვედით ლაგერში. ვნახე სერგო
ნინუა, სიმონ ნიკურაძე და ... (სამტ. გვ. შტ. 58 წევრები) გამიხარდა
„ვესტაზე“ იყვნენ ბათუმიდან წამოსულნი და გემიდან პირდაპირ აქ
მოუყვანიათ ყველანი. მათ ჯერ ქალაქი არ უნახავთ. ან რით არის
საინტერესო კონსტანტინოპოლის ნახვა. სისაძაგლე, საზიზღრობა,
გარყვნილობა, უნამუსობის მეტი არაფერი ყრია... ტკბილათ
შეგხვდენ სამტრედიელები. მიმიპატიჟეს, იქაური სადილი ვჭამეთ.
საჭმელს ქე აძლევდენ ამერიკელები გვარიანათ. სამახსოვროა
აგრეთვე მარტიანის59 (მიშას მეგობარი) შეხვედრა. თავისი კერძი
დაგვითმო. გამოვეცხადეთ პალკ. ჩხეიძეს, მაგრამ ადგილები აღარ
არისო და მართლაც არ იყო. მოგვცა წერილი ჩვენს მთავარი
კომიტეტში (ლტოლვილების). წამოვედით ნავთსადგურისკენ
იმედით, რომ გემი იქნებოდა. პავლე და იულონი გზიდან გაბრუნდენ
შორეულ კაზარმებსაც დავათვალიერებთო. მე და სენია მივედით
ნ. სადგურზე (კავაკა) გემი აღარ იქნებაო. ნაშუადღევს შლუპკები60
წაგვიყვანდნენ, მაგრამ 3-5 ლირა ითხოვეს რაც ჩვენს ჯიბეებს
არ შეესაბამებოდა. სასტუმრო ყოფილა, მაგრამ თითო კრავატი
თითო ლირა დაგვიფასეს. გადავწყვიტეთ უკან ლაგერში წასვლა,
თუმცა იქაც დასაბიჯებელი ადგილი არ იყო. ცოტა გავიარეთ და
დავბრუნდით ისევ. მოვიგონეთ კომბინაცია: შევედით ყავახანაში
და უნდა გავათენოთ ღამე აქ. თათრებმა მეტად ტკბილად მიგვიღეს.

58 სამტ. გვ. შტ. − სავარაუდოდ სამტრედიის გვარდიის შტაბი.


59 მარტიანი − მამაკაცის სახელი.
60 шлюпка (რუს.) - პატარა სამგზავრო ნავი.

166
სენიამ ცოტა იცოდა თათრული. გამოგვადგა. ჩაი დავლიეთ. ღამის
2 საათამდი ვლაზღანდარობდით. პოლიციელ თათრებმა რომ გაიგეს
ჩვენი ამბავი ხელიც მოგვიწყვეს პირიქით. უთხრეს კაფეს პატრონს.
ღამე სკამებზე გავათენეთ.

7 აპრილი - ხუთშაფათი

რვაზე ოც წუთ ნაკლებ ჩავსხედით სახალხო გემში, წამოვედით. ათის


ნახევარზე სტამბულში ჩამოვედით. ქსენია სულ . . . [ხელნაწერი
არ იკითხება]. მე მოვეწყვე, ვიყიდე რაც საჭირო იყო და სადილი
სახლში გააკეთა ბადუმ − სუფი, წვადი და ქაში. ჯერ არ გვისადილია
ასე კარგათ და მაძღრათ. მიშა და ამხ. წავიდნენ ლტოლვილთა
კომიტეტში. ამბობდენ ცოლიანებს შეიძლება აქ, ქალაქში მოუწყონ
ბინაო. დაბრუნდნენ იულონი და პავლე ჩაჩა კავაკადან. გლახა ამბავი
მოიტანეს. შეუძლებელი ყოფილა იქ ცხოვრება სიცივის და უბინაობის
გამო. საჭმელიც არ ყოფილა კარგი. მიშაც მობრუნდა კომიტეტიდან,
მაგრამ არაფერი კარგი ამბავი. სუ ყველა უნდა წავიდეთ კავაკაშიო.
ამის გადაწყვეტა ძნელი შეიქნა. სხვა გამოსავალიც არ არის.
გადავწყვიტეთ დილით მიშა წავიდეს ბენიასთან მარტო და კიდევ
იქნებ რამე გააწყოს.

8 აპრილი - პარასკევი

გლახა გუნებაზე ვართ ყველანი. მიშა ადრე ადგა და წავიდა კო­


მიტეტში უკანასკნელ ამბის გასაგებათ და მდგომარეობის გამო­
სარკვევათ. მოიტანა ამბავი, უნდა წავიდეთო. ფიცხლავ შევკარით
ხიბაკები და წავედით ტამოჟნაში. 11-12-მდი უცადეთ კემულარიას
(რწმუნებული ჩვენი გადასახლებისა კავაკაში) და ძლივს ვეღირსეთ
მის მოსვლას. დავსხედით გემზე. მივადექით გემი „მარიას“, რო­­მელ­
ზედაც ჩვენ გამოვემგზავრეთ ბათუმიდან და იქაური შემადგენლობა
მეზღვაურებისა გადმოსხდნენ ჩვენს გემზე. ასევე გემი „ვესტას“
შემადგენლობა. ესენიც უნდა წაიყვანონ ჩვენთან ერთად კავაკაში,
რადგანაც გემები საფრანგეთმა წაგვართვა და შემადგენლობა
უსაქმოდ დარჩა. მივედით, ოთხი საათი ვიტრიალეთ ნაპირთან.

167
დროზე ვერ გავემგზავრეთ ადგილზე, რაც ჩვენს ერთ მორიგ
უთავობას უნდა მიეწეროს. ზღვაც აღელდა და ბადულისაც გული
უწუხს − ერევა. შევწუხდით. შიმშილიც გვაწუხებდა, რადგანაც
დილის აქეთ არაფერი გვიჭამია. 6 საათზე წავედით. სიარულში ზღვა
იმდენს არ ღელავდა და ბადუც უკეთ შეიქნა. მზე ჩადიოდა, როცა
კავაკას (ჩვენს ლაგერს) მივადექით. გადმოვჯექით, შეგვყარეს ერთ
მწვანე პალატკაში 100-მდე კაცი და ქალი. ნესტიანი, ბალახიანი
მიწა. ნუთუ ამაღამ აქ უნდა გავითენოთ? რას იზამ, თავს ვერ
მოიკლავ! ანდაც მოიკლა ამით ვერაფერს უშველი ვერც თავს და
ვერც ცოლშვილს ან სხვას. ისევ უნდა შეურიგდე მდგომარეობას,
სანამ შეგიძლია. დაგვირიგეს ორ-ორი საბანი შალის (თბილი არ
იყო ის ოხრები) თითო სტოლის კოვზი და ფინჯანი. ვახშამი სუფი
დაემზადებინათ ჩვენთვის. მშიერ გულზე საუცხოვო კარგი იყო ის
სუფი. ხორციც კარგი იყო. გამოვძეხით მადიანათ. ღამე მოგველის
არასახარბიელო. რას იზამ?! ჩვენ სამს გვერგო ექვსი საბანი, ოთხი
ძირს დავაგეთ პირდაპირ მიწაზე ზედ ჩვენი ლეიბები და ზევით
ჩვენი საბნები. არ უნდა შეგვცივდეს კანონით. სიცივე მართლაც
არ გვიგრძვნია და გვეძინა როგორც მკვდრებს. ჩემ გვერდში ჩაჩა
დავაწვინე, რადგანაც ადგილი არ ქონდა საძინებელი, როგორც
„სელიოტკები“61 ისე ვიყავით დაწყობილი მიწაზე და ისიც არ იყო
საკმარისი. ბადუს ტირილში (გვერდის ტკივილის გამო) ჩაეძინა.

9 აპრილი - შაბათი

მზიანი დარია. სოფელი მოგვაგონდა მთაგორიანი, ქვიანი ადგილები.


აქა-იქ მოსჩანს თათრების მიწური და ფიცრული სახლები. აქა-იქ
ხნავენ, ბარავენ თათრები. უმეტესად აქაური ჭირნახული არის პური.
ხილეულობა ძალიან ნაკლებათ არის, როგორც ბუნებით ღარიბი
ადგილი. ლეღვი ყველაფერზე უფრო ბევრი ცოდნია, ინჯის ეძახიან
თათრები. მზიანი დღე მართლა სიამოვნებით მოსაგონებელია, მაგრამ
ღამის მოლოდინი გვაწუხებს. სადილათ ლობიო გვქონდა, მლაშე
პური, ახალი რძე, შაქარი, მარილი, ჩაი და საპონი დაგვირიგეს.
საღამოზე ბრინჯის ქაში იყო ვახშმათ. კარგი იყო და ჩვენც რძით
ვჭამეთ და კიდევ უკეთესი შეიქნა. ღამე იმავე პალატკაში გავათენეთ
61 селедка (რუს.) - ქაშაყი.

168
მიწაზე, ვცდილობდით არ მიგვექცია ამ მდგომარეობისთვის ყურად­
ღება და არხეინად ვყოფილიყავით, მაგრამ, სინამდვილეში მართლა
საცოდაობა იყო. სადილათ ლობიო გვქონდა მოუხარშავი და შეუ­
კმაზავი.

10 აპრილი - კვირა

დილას მიშა წავიდა მოსალაპარაკებლათ ვალიკო ჯუღელთან,


რომელიც მაშინ ლაგერში იყო. მეც მოვესწარი. ვალიკომ მოინდომა
რაც შეეძლო და მარტიანის დახმარებით უმთავრესად მოგვიწყვეს
საქმე შენობაში (კაზარმები) გადმოსვლისა. ნასადილევს (ლობიო)
შევკარით ჩვენი ბარგი და გადმოვედით შენობაში. სიბინძურე
(მტვერი და სხვ.) აქაც არის მაგრამ ქე მაინც არ დაგაწვიმს და არ
შეგცივდება. ბადუს და მიშას მარტიანემ დაუთმო კრაოტი და მე
მომათავსეს „коверъ-сомолет“-ზე.62 მიშამ მოიტანა ამბავი ჩხეიძესთან
(ლაგერის კომენდანტ-პოლკოვნიკი) ვიყავით და ზევითა სახლიდან
გადადიან სამი კაციო და მათი ადგილები დაიკავეთო. სიხარულით
ავფრინდით მე, მიშა და ბადუ ერთი ვერსტის მანძილზე -აღმართზე.
ორჯონიკიძემ გვითხრა ხვალ აპირებენ კავაკაში წასვლას, არა
დღესო. დავბრუნდით სადილათ ნარეცხივით სამარხვო ბორში
გვქონდა. საღამოს ჩაი დავლიეთ საერთო ქვაბიდან. დასაძინებლათ
დავწექი გვიან, რომ ნაკლები მტვერი ჩამეყლაპა.

11 აპრილი- ორშაბათი

დილის ნახევარი იყო მტვერი გამოვირეცხე ცხვირიდან. ძნელია


საზოგადოთ სისუფთავის დაჭერა 58 კაცში ერთ სადგომში. სირბი­
ლაძემ გვითხრა ზევითა სახლიდან უკვე გადავიდნენ და დაიჭირეთო.
ბადუმ, მე და მიშამ წავიძღვანიეთ კარობკა63 და ბალიში და წავედით
დასაკავებლათ. ავედით. ოთახი უკვე გაცლილი იყო. მოგვეწონა.
გაგვიხარდა; იქნებ გვეღირსოს მყუდრო და სუფთა (უმთავრესი)
ცხოვრება. მიშა წავიდა ძირს. ვინც გადადიოდა . . . [ხელნაწერი

62 коверъ-сомолет (რუს.) - მფრინავი ხალიჩა.


63 коробка (რუს.) -კოლოფი.

169
არ იკითხება] . . . მე და ბადუმ იატაკი გავრეცხეთ იმედით, რომ
საღამომდი გაშრებოდა და ჩვენც წავედით ძირს. ვისადილეთ ისევ
ნარეცხივით სამარხო ბორშჩით თუ სუფით ვერ გაარჩევდი. ავიკიდე
ქვეშაგები და გავსწიე ზევით. ძალიან გამიჭირდა იმის ატანა, მაგრამ
რას იზამდი, აკიდებულ ტვირთს ვერ დააგდებ. ჩამობრუნებისას ერთი
კაზაკი დავიქირავეთ და ხიბარკებით წავედით ზევით. იატაკი სობელი
დაგვივხვდა. წვიმა დაიწყო. არ გვესიამოვნა წვიმის მოსვლა, მით
უმეტეს სახურავი ცოტა აფრაკათ ყოფილიყო და ჩამოვიდა ოთახში
წვიმა. ორ ადგილას წვიმდა სწორედ სადაც ჩვენი სარეცელები
იყო. მივსწიე-მოვსწიეთ ლოგინები. ჩაი ავადუღეთ, დავლიეთ და
დავწექით ცოტა არ იყოს ნესტიან ოთახში. მაშ დღეიდან ვართ ზედა
ლაგერში.

12 აპრილი - სამშაბათი

წვიმიანი დღეა, რაც გულს გვისერავს, მაგრამ სისუფთავეს რომ


დავიჭერთ (რადგანაც მარტო ჩვენ სამი ვართ ოთახში) ეს გვიკეთებს
გულს. რომ გამოიდარებს ბედნიერება იქნება. სახურავზე მინდა
ავიდე შევაკეთო რომ წვიმა არ ჩამოდიოდეს, მაგრამ კიბე არ იყო
და ისე ვერ იქნა მოსახერხებელი. ვკითხეთ მეზობლებს, მაგრამ
იმათ გვითხრეს ჩვენთანაც ჩამოდის და ვერაფერი გავაწყვეთო.
ჩვენც შეურიგდით ამ მდგომარეობას. სადილათ ბადუმ გააკეთა
ქაში ყველასთვის, კარტოფილი მოვხარშეთ და ვისადილეთ. ახლა
ვგრძნობთ ნამდვილ მარტოობას. ირგვლივ არ ჭაჭანებს არაფერი.
გვაგონდება ჩვენები. ეთერის მოგონება გულს მისერავს. თეზიკოს
მორიდებული გამოხედვა. მოუკვდა მას მამამისი, რომ შეშინებული
მყავდა. ნინა ჯავრით აღარ იქნება. ღმერთო შემინახე ისინი ჩემს
ჩაბრუნებამდი.

13 აპრილი - ოთხშაბათი

მზიანი დარია, ყველაფერი შრება, მაგრამ ქარია და სიცივეა.


მეზობლები (ჩვენ სახლში მყოფი სხვა ლტოლვილები) კავაკაში
წავიდნენ და სადილი გავაკეთეთ (ბადუმ) სამარხო ბორშჩი. ხორცი

170
სანატრელად გაგვიხდა. სულ სამარხო პროვიზიას იძლევიან ამე­
რიკელები. კარტოფილი, ბრინჯი, წითელი მხალი, ლობიო, კრუპა,
პური, შაქარი, სქელი რძე, სტაფილო და ჩაი. ამდენ ქარში და მზეში
სარეცხი მშვენივრად გაშრა და კარგათ გვეძინა.

14 აპრილი - ხუთშაბათი

მაგიდა გავაკეთე. კარგი გამოდგა. სკამი კოჭლი გამოდგა და დაბა­


ლი. დაჯდა მიშა თუ არა, შუაზე გატყდა ზედა ფიცარი. ვიცინეთ
ჩემ ხელობაზე. ნიკა აბაშიძემ სადილად გააკეთა სუფი სამარხო და
მშივრებმა გემრიელად გიახელით. ქარი თითქმის ჩადგა და მზიანი
დღე სასიამოვნო იყო.

15 აპრილი - პარასკევი

დილაადრიანად (5 საათზე), მიშა წავიდა კავაკაში 7 საათის გემზე


რომ მოესწრო კონსტანტინოპოლში წასასვლელად. სადილი ბადუს
ხელობით (ბურაკი) კარგი იყო, მაგრამ თითო საინი გამოვიდა
და არ გვეყო. დღესაც სამარხო ბორშჩია. სრული კვირა გავიდა
რომ ხორცი არ მოუციათ. ძალიან ღვთისნიერი ხალხი უნდა იყონ
ამერიკელები. იმათ ალბათ იციან ჩვენი დიდმარხვა რომ არის
ახლა და გვამარხულებენ... ახ როდის უნდა მოეღოს ბოლო ასეთ
საძაგელ მდგომარეობას!? ნასადილევს დავიწყე დღიურის წერა
10 აპრილიდან. ბადუმ მოყვითლო პიჯაკი შემიკერა და წავედით
გასასეირნებლად. მოვბრუნდით და მოვიგონეთ სახლი, ჩვენები
ყველა, სამშობლო. ჩემი ნატვრა იყო თვეში ერთი დღე მაინც მამყოფა
სახლში მეთქი, რომ ეთერის და თეზიკოს არ დავავიწყდეთქვა. ერთი
რამე ყველაფერზე უფრო მკლავს: იმდენი ხანი რო მომიხდეს ასე
გარედ ყოფნა და თეზიკომ და ეთერიმ (განსაკუთრებით ეთერიმ,
როგორც უფრო პატარა) ვერ მიცნონ როცა მათი ნახვა მეღირსება
- რა მიწა გავითხარო მაშინ? რა ვქნა მაშინ? ოხ! თუ რამე ძალა
არსებობ, მაღირსე მე სამშობლოში დაბრუნება და ჩემი ცოლშვილის
და დედმამის ნახვა მშვიდობიანათ და ცოცხალი რომ იყონ ისე...

171
16, 17, 18, 19 აპრილი

ამ დღეებში საყურადღებო თითქმის არაფერია. მხოლოდ როცა


გავიგე სამშაფათს − 19/IV-ს გემი მიდის ბათუმშიო კვლავ დამენთო
გულში ცეცხლი. ეს ცეცხლია წასვლის თუ არ წასვლის გადაწყვეტა.
ვერც ერთი ვერც მეორეს ვერ ვსწყვეტდი. [მომდევნო ფრაზები
დაშიფრულია ავტორის მიერ] . . . ხანდისხან გადავწყვეტ წასვლას,
რომ ბოლო მოეღოს ამ ჩემ ბუნებასთან შეუგუებელ ცხოვრებას
და რაც დამემართება დამემართოს, მხოლოდ ვნახო ეთერი,
თეზიკო, ნინა და სხვ. გაიარს დრო და ისევ ყოყმანი მიპყრობს.
საერთოდ ასეთი სულიერი მდგომარეობა წითელი ზოლივით არის
გაყოლებული მთელი განშორების ხნის განმავლობაში. ერთი
მხრით, გამოურკვეველი დროით . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . .
და მეორე მხრით . . . [მომდევნო ფრაზები დაშიფრულია ავტორის
მიერ] . . . არის სულის ტრაღიკული მდგომარეობის მთავარი
მომენტები. მეორე მომენტი − რატომ არ დავუფიქრდები ჩემს
მდგომარეობას, რადგანაც ასე რო იზამდენ უფრო მოსვენებული
ვიქნები სულიერად. ამ ყოყმანში ქე მიდის დრო და გემიც გავიდოდა
დღეს... ნეტავი ამცნოს ვინმე წამსვლელმა ნინას, რომ მე ცოცხალი
ვარ და კარგად ვარ, რომ მისი ტანჯვა ცოტათი შენელდეს. თეზიკოს
ჭირიმე! მაგი ალბათ თითქმის სავსებით გრძნობს და შეგნებული აქვს
მდგომარეობა?! ოხ!.. არა, უნდა წავიდე! მეორეთ რო გავა გემი უნდა
გავყვე. არ შემიძლია მეტი მოთმენა ასეთი მდგომარეობისა!.

20 აპრილი - ოთხშაბათი

სარეცხი გავრეცხეთ და ვედრა და ტაშტი ჟენიას (სენია თურქიას ცო­


ლი) დავუბრუნე მეორე დღეს, თუმცა შეპირებული ვიყავი გუშინ საღა­
მოს დამებრუნებია. სარეცხი ვერ მოესწრო ჩვენ რო გვინდოდა ისე...

21 აპრილი - ხუთშაბათი

დილას წავედი უთოზე. ნისლიანი დღე იყო. გემები სულ დაღმუოდენ


ერთმანეთს არ დავეტაკოთო. უთო მთელ ლაგერში ერთ ოჯახს ქონდა.
მივმართე, მაგრამ ვერ ვიშოვნე სხვებს აქვთო. მივაგენი. მითხრეს
172
შეიძლება ნასადილევს განთავისუფლდესო. სადილის გაკეთება
ბადუმ და მიშამ იდვეს თავზე და მე ამის წერას შევუდექი. ხახვი
აღარ გვქონდა და მიშა წასულიყო ძირს. მოიტანა ხახვიც და უთოც,
მაგრამ თვითონ გლახათ გამხდარიყო, რადგანაც ნაავადმყოფარი
იყო. დაეწყო გულის რევა და თავის ბრუალი. დაწვა. სადილათ მას
თხელი ქაში გაუკეთეთ. საღამოზე უკეთ იყო... პოლკ. საგინოვი?
გარდაცვლილიყო კავაკაში და ვიღაც რევიშვილი მოვიდა უთოზე.
საჩქაროდ საჭიროაო. დილას მოგიტანთო.

22 აპრილი - პარასკევი

პროდუქტების ამოსატანათ გავყევი Н.Н.Будаков-ს ძირს. ლაგერის


კომენდანტთან, ჩხეიძესთან შევედი და ბათუმში გამსვლელი გემის
ამბავი ვკითხე. უნდა წავსულიყავი გადაწყვეტილი მქონდა. ხვალ
მიდისო, მაგრამ აწი ვერ მოასწრებო. სახლში რო დავბრუნდი და
ვთქვი ჩემი გადაწყვეტილება მიშამ და ბადუმ არ მირჩიეს სხვადასხვა
მოსაზრებების გამო. ისევ ყოყმანში ჩავვარდი. ვახ, ერთი მაჩვენა
იგენი და მეტი არაფერი მინდა, მაგრამ რომ წავიდე და ვერ მივაწიო
მათ სანახავად?!.. არა აჯობებს როდისმე, მაგრამ ცოცხალი ჩავიდე.
ღმერთო, კარგათ დამახვედრე ჩემი ეთერი და თეზიკო და ნინას
შეუმცირე ჯავრი ჩემზე და საზოგადოთ.

23 აპრილი - შაბათი

კბილი ამტკივდა. ჩავედი ძირს ექიმთან (კობერიძე), მაგრამ მას


არც წამალი ქონდა ტკივილისა და არც ამომღები. ფესვებია მარტო
ჩარჩენილი. სამტრედიაში გაიოზს ჩაემტვრა ამოღების დროს, რად­
განაც ნაპლომბარი იყო და სრულიად გამოხრული.

24 აპრილი - კვირა

დღეის სწორს აღდგომაა. მე სად უნდა გამითენდეს იგი და ჩემს ოჯახს


სად? ვახ, დრო! აღდგომა კი არ იქნება ის, მწარე ნაღველი იქნება,

173
რადგანაც არ მეცოდინება ეთერი, ნინა, თეზიკო რა მდგომარეობაში
იქნებიან. ძირს ჩავედი. გავიგე რომ ორშაბათს მიდის გემი ბათუმში.
იმ დღეს არ წასულა როგორც სჩანს. ისევ მინდა წავიდე, მაგრამ
აწი ვერ მოუსწრებ. ლამის არის ავად გავხდე ამდენი ფიქრით და
ყოყმანით. მომავალს პესიმისტურათ უყურებ... ეს მიორკეცებს
წასვლის სურვილს... მიშა და ბადული არ მირჩევენ წასვლას.
სულიერი მდგომარეობა, ყოყმანი, ტანჯვა და უიმედობა... წავედი
იქვე მინდორზე და დავსწერე. . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . .
ამის წერის დროს გუგულები არ მასვენებდნენ, სულ გუგუს იძახდნენ
ახლოს. [ხელნაწერი არ იკითხება] . . . გუგულის მდგომარეობას
და . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . შეიძლება წააგავს, მაგრამ
[ხელნაწერი არ იკითხება]

25 აპრილი - ორშაბათი

მარტიანემ დაგვიძახა და გვითხრა, უნდა გადაგვეყვანა ქართველი


ლტოლვილები ბოსფორის ნაპირას (ევროპის ნაწილზე). ეს ხდება
მთავრობის დადგენილებით. მას დაუქირავებია სპეციალურად
სახლები და ამბობენ იქ უკეთესად იქნება მოწყობილი ბინაო.
ჩავედი ძირს ამის გამოსარკვევად. ცეიხგაუზი64 უკვე გადაჰქონდათ.
ხალხს გადაიყვანდნენ თუ არა დღეს − არ იციან. ალბათ დღეს
ვერ მოესწრებაო, ამბობენ. დათიკო ღოღობერიძეს (სუხუმის
გარეუბნიდან) დაუბარე როცა იქნეს გადასვლა შეგვატყობინეთქვა.
შემპირდა. ისე კი უეჭველია თუ დღეს არა, ხვალ მაინც გადავალთ.
ავედი ზევით. ბადუმ თავი დაიბანა. კბილი მტკივა. მიხარიან როცა
მიჭირს რაიმე, იმიტომ რომ არ ვიცი ნინა და ბავშვები როგორ არიან,
იქნებ იმათ რაიმე უჭირთ, ამისთვის როცა ვიტანჯები − მიხარიან.

26 აპრილი - სამშაბათი

პროდუქტების მისაღებათ წასვლის დროს წავიძღვანიე ხიბაკების


ნაწილი. გიორგი პაპაშვილი მოგვეხმარა. მემედი (ახალგაზდა ბიჭი
ხათრიანი) დამეწია და მე რო მიმქონდა ჩამადანი გამომართვა და

64 სამხედრო ტერმინი - საწყობი

174
თვითონ წამოიღო. ჩავედით ძირს, ბარგი შეეკრათ ყველას და რაც
იყო უნდა გადასულიყვნენ. გავიქეცი უკან და ამოვძახე ბადუს, რომ
ხიბაკი შეეკრათ. მიშა ადრე წამოსულიყო, რომ პირველ პარტიას
მოხვედროდა წასასვლელად, რომ ოთახი შესაფერი გვეშოვნა. მიშამ
დაიგვიანა. ამასობაში მეც დავბრუნდი. შევკარით ხიბაკები ყველა.
ბევრია. ვერ ვწიკავ. მოგვეხმარა ისევ მემედი. ლობიო გადავუყარე
მემედს მოხმარებისთვის, ბადუმ პატარა კალათით აიღო ჩვენი
ქვეშაგებლები და წავედით. [ხელნაწერი არ იკითხება] . . . რას იზამ
მეტი ვერ მიგვაქვს და ამას, როგორმე მოვბრუნდებით ვინმე და
წამოვიღებთ მერე. ახლა კი სიჩქარეა საჭირო, რომ არ ჩამოვრჩეთ.
ზორბათ ვთრაქე ხაბაკები. მიშაც და ბადუც მეხმარებოდნენ რაც
შეეძლოთ. მემედს კიდევ მივეცი ერთი დღის კერძი ლობიო, კრუპა,
კარტოფილი და ერთი პური. მადლობელი დარჩა, გამოგვემშვიდობა
მემედი და წავიდა. ამასობაში კატერიც მოვიდა და წავედით. გავე­
დით ევროპულ ნაპირზე (აზიიდან ევროპაში) 10 წუთში. გადმოვტვირ­
თეთ ხაბაკები (შვიდი ნივთი იყო) და დავჯექი ზედ. მიშა და ბადუ
ადრე წავიდნენ ოთახის მოსაკავებლად. მობრუნდა ბადუ და მიამბო
გლახა ბინა გვრგებია. წავედით. დერეფანი გადაეტიხრათ და იქ
მიუჩენიათ ჩვენთვის ბინა. უკეთესს ველოდი, არ მოგვეწონა. მიშა
წავიდა მოშორებით-სახლში, რომელშიდაც ლაგერის კომენდანტი
ჩხეიძე დამდგარა ოთახის საშოვნელად. მე შეუდექი ხიბაკების
გადმოზიდვას. გადმოვზიდე, მაგრამ ძლიერ გამიჭირდა. დავიღალე.
ასე ზორბათ ჯერ არ დავღლილვარ და არც გამჭირვებია. მიშაც
მობრუნდა. ოთახი უშოვნია, მოწონებია. მე განძრევა არ შემიძლია.
ხიბაკი უნდა გადავიტანოთ ახლა აქედან იქამდი. მე ვისვენებ. მიშა
და ბადუ წავიდნენ ფაკტურის გასაკეთებლად. წაიღეს ფაქტურა,
კალათი . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . და კარობკა. მიშა მობრუნდა,
გაუყარეთ ჯოხი ხიბაკებს და წავიღეთ. რამკებში65 (ფანჯრების) ნარმა
მივაჭედეთ და მე დავბრუნდი საერთო ბინაზე, სადაც დანარჩენი
ხიბაკები იყო. ღამე იქ უნდა გავათენო. მარტიანეს და სიმონიკა
გოცაძის შუაში მოვეწყვე ჩემი ქვეშაგებით. გვარდიელებს კრება
ქონდათ ვ. ჯუღელის თავმჯდომარეობით. გამოიმუშავეს შინაური
წესრიგი. მეძინა კარგათ, ოღონდ კბილის ტკივილი მაწუხებდა.

65 оконные рамы (რუს.) - ფანჯრის ჩარჩო.

175
27 აპრილი - ოთხშაბათი

დილას საკმარისად დასვენებულმა ავიღე ჩემი კარობკა და წავედი


მიშა და ბადუს ოთახში. მიშა წყალს ადუღებდა ჩაისთვის. ჩაი
დავლიეთ და მე და მიშა წავედით ჯოხით ჩამადნის წამოსაღებათ.
პროდუქტებიც მივიღეთ . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . .
და მოვბრუნდით. სადილათ კარტოფილი მოვხარშეთ, გლახა
გამოგვადგა ნაწილი. პურიც ჭიებიანი იყო და კომენდანტს უჩვენეთ.
ვახშმათ ლობიო მოვხარშეთ და ძმარში და ნიგოზში კარგი გამოვიდა.
მხოლოდ პური არ გვქონდა. ღამე ისევ მაწუხებდა კბილის ტკივილი,
თორემ ისე კარგათ მეძინა. ჭიები ვნახეთ რაღაცნაირი სახლში და
დავხოცეთ მიშას „ავტოდაფე“-თი66 და ბადუს თეთრი ტუფლების
ქუსლებით.

28 აპრილი - ხუთშაბათი

კბილის ტკივილისგან ყბა უკვე ზორბათ გამსივებია. წავედით მე


და მიშა პროდუქტების მისაღებათ. კაპ. ჯაფარიძე და სანთელის
ნამწვი . . . [ხელნაწერი არ იკითხება] . . . ყბა შემიხვია ექიმმა ქალმა
კარგარეთე­ლმა. პური დღესაც გლახაა და ჩხეიძემ უკან დააბრუნა.
დღეს უპუ­როდ ვზივართ. ლობიო მოვხარშეთ და სუხართან ვჭამეთ.
სახლთან კუ ვნახეთ . . . [ხელნაწერი არ იკითხება].

66 auto-da-fé (პორტუგალურად) − ინკვიზიციის მიერ ერეტიკოსთა და მათი


თხზუ­ლებების საჯაროდ დასჯის გადაწყვეტილება. აქ: მიშას გადაწყვეტილებით,
განკარგულებით.

176
ფრაგმენტები იონა თოდუას სისხლის სამართლის საქმიდან (1922 წელი). საქართველოს
შსს აკადემიის არქივი, 1-ლი განყოფილება (ყოფილის საქართველოს სსრ სახელმწიფო
უშიშროების არქივი), ფონდი #6, საქმე #2248.
პირთა საძიებელი
აბდუშელი (აბდუშელიშვილი) შალვა ზინობის ძე (1889-1966) - დაი­
ბა­და შორაპნის მაზრის სოფელ ბჟინევში. სწავლობდა ქუთაისის
სასულიერო სემინარიაში, საიდანაც გარიცხეს სოციალისტურ
მოძრაობაში მონაწილეობისათვის. შემდეგ სწავლობდა ქართულ
გიმნაზიაში. აქტიურად მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციაში.
რეაქციის ხანაში არალეგალურად ცხოვრობდა პეტერბურგში,
სწავლობდა ფსიქონევროლოგიურ ინსტიტუტში, საიდანაც გარიცხეს,
რადგან საპროტესტო აქციაში მონაწილეობდა და დააპატიმრეს.
გადასახლებული იყო არხანგელსკის გუბერნიაში, შემდგომ კი
ასტრახანში, სადაც მოუსწრო 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1918 წლიდან, იყო პროფკავშირების
ცენტრალური ბიუროს მდივანი, ჟურნალ „მუშათა ცხოვრების“
რედაქტორი. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც
საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომიტეტმა (ჩეკამ) დააპატიმრა და
1922 წლის ოქტომბერში სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გააძევა
საზღვარგარეთ. ცხოვრობდა საფრანგეთში; ხელმძღვანელობდა
ქართველთა სათვისტომოს. (გვ. 38)

ალშიბაია გრიგოლ კონსტანტინეს ძე (1881-1957) – საქართველოს


დემოკრატიული რესპუბლიკის დიპლომატიური წარმომადგენელი
აზერბაიჯანში 1918-1919 წლებში; ექიმი. 1921 წლიდან ცხოვრობდა
ემიგრაციაში, პოლონეთში. 1939 წლიდან, პოლონეთის ნაცისტური
გერმანიის მიერ ოკუპირების შემდეგ ხელმძღვანელობდა კავკასიის
კომიტეტს, რომელიც სამოკავშირეო შტაბის ნაწილი გახდა. მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ გადასახლდა ამერიკის
შეერთებულ შტატებში. (გვ. 118)

ახმეტელი (ახმეტელაშვილი) ვლადიმერ გიორგის ძე (1875-1942) -


დაიბადა სიღნაღის მაზრის სოფელ ანაგაში. დაამთავრა ტფილისის
სასულიერო სემინარია. უმაღლესი განათლება მიიღო ლაიფციგისა
და ჰალეს უნივერსიტეტებში; იყო სოციალ-დემოკრატიული მუშა­
თა პარტიის (მენშევიკების) წევრი, რედაქტორობდა პარტიულ გა­
მო­ცემებს. რამდენჯერმე დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლი­
ტიკური მიზეზით. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების წევრი. 1920 წლიდან ასრულებდა საქარ­
თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის წარმომადგენლის მოვა­
180
ლე­ო­ბას გერმანიაში. ბოლშევიკურ რუსეთსა და გერმანიას შო­რის
1922 წელს გაფორმებული „რაპალოს ხელშეკრულების“ შემ­დეგ
შეუწყდა დიპლომატიური სტატუსი, თუმცა აქტიურად აგრძე­
ლებდა საქმიანობას საქართველოს დამოუკიდებლობის საკით­
ხის პოპულარიზაციისათვის. ლადო ახმეტელმა 1932 წელს, ნოე
ჟორ­დანიასთან კონფლიქტის შემდეგ, დატოვა საქართველოს
სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტია და დამოუკიდებლად
განაგრძო საქმიანობა გერმანიაში; მალევე დაუკავშირდა ეროვ­
ნულ-დემოკრატიული მიმართულების ჯგუფებს და მათთან ერთად
აქტიურად მუშაობდა გერმანიის ნაციონალისტურ პოლი­ტიკურ
ჯგუ­ფებთან საქართველოს დამოუკიდებლობის საკითხში მხარ­
და­ჭე­რის მოსაპოვებლად. მონაწილეობდა ბერლინის ქართველთა
სათვისტომოს მუშაობაში; 1938 წელს იყო „კავკასიის სამმართველოს“
ხელმძღვანელი. 1942 წელს მონაწილეობდა ბერლინში ქართული
ნაციონალური კომიტეტის ფორმირებაში. ლადო ახმეტელი მოუ­
ლოდნელად გარდაიცვალა 1942 წლის 9 აგვისტოს ბერლინში,
ერთ-ერთ ბაღში. დაკრძალულია ბერლინში, ლიხტერფელდეს სა­
საფლაოზე (Friedhof Lichterfelde). (გვ. 35, 54, 120)

ბერგმანი გუსტავ / Gustav von Bergmann / (1878-1955) - ცნობილი


გერ­მანელი ექიმი (თერაპევტი). სწავლობდა ბერლინში, მიუნხენში,
ბონსა და სტრასბურგში, სადაც 1903 წელს მიიღო მეცნიერებათა
კანდიდატის ხარისხი, ხოლო 1912 წელს ბერლინის მე-2 კლინიკაში
დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1906-1927 წლებში მუშაობდა
გერმანიის სხვადასხვა ქალაქში, 1927 წლიდან იყო ბერლინის
საუნივერსიტეტო კლინიკის - შარიტეს (Charité) შინაგანი მედიცინის
პროფესორი. როგორც ბერლინის შარიტეს პროდეკანმა, 1933 წელს
ფაკულტეტიდან გაათავისუფლა ყველა ებრაელი კოლეგა. 1932
წელს აირჩიეს ლეოპოლდინას (გერმანიის საბუნებისმეტყველო
(ნატურალისტთა) ეროვნული სამეცნიერო აკადემია) წევრად.
1942 წელს ადოლფ ჰიტლერმა დანიშნა არმიის სანიტარიული
სამსახურის სამეცნიერო სენატის წევრად. 1944 წელს გახდა კარლ
ბრანდტის (SS-ის გრუპენფიურერი, ჰიტლერის პირადი ექიმი, სამე­
დიცინო კვლევების კორდინატორი და ჯანდაცვის კომისარი, სამ­
ხედრო დამნაშავე, რომელსაც ომის შემდგომ ნიურნბერგის პრო­
ცესზე სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს) მრჩეველი. 1946-1953 წლებში

181
ასწავლიდა ბერლინში და მუშაობდა მე-2 საუნივერსიტეტო კლი­
ნიკის დირექტორად. (გვ. 70)

ბერნშტაინი ედუარდ (1850-1932) - გერმანელი პოლიტიკოსი, მარქ­


სიზმის თეორეტიკოსი, გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის
ერთ-ერთი ლიდერი. 1920-1928 წლებში იყო რაიხსტაგის დეპუტატი.
(გვ. 35)

ბონჰოფერი კარლ ლუდვიგ / Karl Ludwig Bonhoeffer / (1868-1948)


- გერმანელი ფსიქიატრი და ნევროლოგი, მედიცინის საიდუმლო
მრჩეველი, ბერლინის კაიზერ ვილჰელმის უნივერსიტეტის ფსიქია­
ტრიისა და ნევროლოგიის ფაკულტეტის დეკანი და შარიტეს
კლი­ნიკის ფსიქიკური და ნერვული დაავადებების ინსტიტუტის
დირექ­ტორი. სამედიცინო განათლება მიიღო 1887-1892 წლებში
ტიუბინგენის, ბერლინისა და მიუნხენის უნივერსიტეტებში. 1892 წელს
დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. წლების მანძილზე მუშაობდა
ბრესლაუს (დღევანდელი ვორცლავი, პოლონეთი) უნივერსიტეტში.
1912 წლიდან დაიწყო მუშაობა ბერლინში, შარიტეში, ფსიქიატრიისა
და ნევროლოგიის კათედრაზე. იკვლევდა მორფინსა და კოკაინზე
დამოკიდებულების საკითხებს, ასევე, დამოკიდებულებასთან დაკავ­
შირებულ სხვა დარღვევებსა და დაავადებებს. 1936 წელს გახდა
სწავლულთა აკადემიის, ლეოპოლდინას წევრი. 1934 წელს გერმანია­
ში მიიღეს კანონი ისეთ დაავადებულთა იძულებითი სტერილიზციის
შესახებ, ვისაც დაავადება მემკვიდრეობით გადაეცემა. ის ნაცის­
ტური გერმანიის „რასობრივი ჰიგიენის“ დაცვასაც ისახავდა მიზნად.
ბონჰოფერი მონაწილეობდა ნაციონალ-სოციალისტების იძულებითი
სტერილიზაციის და ევთანაზიის პროგრამებში. კერძოდ, ის გასცემდა
დასკვნებს, რომ ამა თუ იმ პაციენტს ფსიქიკური დაავადება მემ­
კვიდრეობით ჰქონდა მიღებული და ამ დასკვნათა დიდი ნაწილი
ავადმყოფის იძულებით სტერილიზაციას უჭერდა მხარს. ყოველივე
ამის გამო მას აკრიტიკებდნენ და დამოკიდებულება მისი სამეცნიერო
მუშაობის, კვლევებისა და მიღწევების მიმართაც არაერთგვარო­
ვანია. აღსანიშნავია, რომ მისი შვილები, თეოლოგი დიტრიხ ბონჰო­
ფერი (1906-1945) და იურისტი კლაუს ბონჰოფერი (1901-1945) და,
ასევე, მისი ორი სიძე ნაცისტურ რეჟიმს ემსხვერპლნენ ანტიფაშის­
ტური განწყობების გამო. (გვ. 71)

182
ბუდაკოვი ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე (1887-1969) - რუსი სამხედრო;
1908 წელს დაამთავრა ელიზავეტგრადის საკავალერიო სასწავლე­
ბელი, 1914 წელს კი სევასტოპოლის საავიაციო სკოლა. იყო ჰუსართა
მე-10 პოლკის პოლკოვნიკი, მე-8 ავიადივიზიონის უფროსის თა­
ნაშემწე. მონაწილეობდა რუსეთის სამოქალაქო ომში, თეთრი არ­
მიის ნაწილებში. ყირიმიდან თეთრების ევაკუაციამდე მსახურობ­და
სატანკო ნაწილში. ემიგრაციაში ცხოვრობდა პრაღაში. (გვ. 38)

გეგეჭკორი გიორგი (1861-1930) - სასულიერო პირი, ქართველთა


შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ნამდვილი
წევრი. მარტვილის ოლქის მთავარუხუცესი, დიაკონი. დაკრძალუ­
ლია მარტვილის საკათედრო ტაძრის ეზოში. (გვ. 30)

გელაზანია ბარნაბა (გელა) კიმოთეს ძე - პედაგოგი, პოეტი. მუშაობდა


ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების
ბათუმის სკოლის მასწავლებლად. (გვ. 52, 56, 61)

გორბანდტი ერვინ /Erwin Gohrbandt/ (1890 – 1965) - 1910-1914 წლებში


სწავლობდა მედიცინას კაიზერ ვილჰელმის სახელობის სამხედრო-
სამედიცინო განათლების აკადემიაში, ბერლინში. პირველი მსოფლიო
ომის დროს იყო სამხედრო ქირურგი. 1917 წელს მიიღო საექიმო
ლიცენზია. 1920-1928 წლებში მუშაობდა შარიტეს ქირურგიულ
ჰოსპიტალში, 1924 წელს - მთავარ ექიმად და ბავშვთა ქირურგიის
განყოფილების გამგედ. 1924 წელს მიიღო ხარისხი და დაიწყო
პედაგოგიური საქმიანობა. 1928 წლის 6 ივნისს დაინიშნა ბერლინის
ფრიდრიხ ვილჰელმის უნივერსიტეტში ქირურგიის პროფესორად.
იმავე წელს გადავიდა საქალაქო საავადმყოფოში ქირურგიული
განყოფილების მთავარ ექიმად. 1931 წელს გორბანდტმა და ლუდ­
ვიგ ლევი ლენცმა ერთ-ერთმა პირველებმა ჩაატარეს სქესის შეც­
ვლის ოპერაცია - რაც ექსპერიმენტულ-ნოვატორული მიღწევა
იყო იმ დროისათვის. 1939 წლის აგვისტოდან გორბანდტი იყო სხვა­
დასხვა სამხედრო უწყების ქირურგი კონსულტანტი. 1940 წლის
1-ლი ოქტომბრიდან გადავიდა რობერტ კოხის საავადმყოფოში
ქირურგიული განყოფილების უფროსად. 1944 წლიდან იყო სანი­
ტარიული სამსახურისა და ჯანდაცვის გენერალური კომისრის
კარლ ბრანდტის სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრი. ომის
შემდგომ იყო ბერლინში ჯანდაცვის საქალაქო საბჭოს უფროსის

183
მოადგილე, გერმანიაში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციისა
და ბერლინის მუნიციპალიტეტის მიერ მინიჭებული ჰქონდა სანი­
ტარიული მომარაგებისა და ჰიგიენური ინსტრუქციების დაცვის
უფლებამოსილება. ხელმძღვანელობდა მოაბიტის დანგრეული
ჰოსპიტლის აღდგენას და 1958 წლამდე ხელმძღვანელობდა მას,
აგრეთვე, კითხულობდა ლექციებს ბერლინის თავისუფალ უნივერ­
სიტეტში. (გვ. 76, 78)

გოცაძე სიმონ ნარიმანის ძე (1890-???) - დაიბადა შორაპნის მაზრის


სოფელ ცხრაკარაში, გლეხის ოჯახში. დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია.
1910 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევ­
რი. მუშაობდა მასწავლებლად თავის მშობლიურ სკოლაში 1917
წლამდე. 1917 წლიდან იყო შორაპნის მაზრის მუშათა და გლეხთა
დეპუტატების საბჭოს წევრი. 1919 წლიდან იყო სახალხო გვარდიის
შორაპნის სამაზრო შტაბის წევრი. შემდგომ პერიოდში მუშაობდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს აპარატში. 1921 წელს ბოლშევიკების
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში.
ცხოვრობდა სტამბოლში. 1921 წლის 14 მაისს სხვა ლტოლვილებთან
ერთად სამშობლოში დაბრუნდა. 17 მაისს დააპატიმრა ბათუმის
საოლქო საგანგებო კომიტეტმა (ჩეკამ). 1921 წლის 5 ივლისს
საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომიტეტის (ჩეკას) კოლეგიამ სიმონ
გოცაძეს 3 თვით „შრომა-გასწორების კოლონიაში“ პატიმრობა
მიუსაჯა. შემდგომი ბედი უცნობია. (გვ. 175)

გრიშაშვილი (მამულაშვილი) იოსებ გრიგოლის ძე (1889-1965) -


დაიბადა ტფილისში, კალატოზის ოჯახში. ადრეული ასაკიდანვე
იყო სცენისმოყვარე - მუშაობდა სუფლიორად, თამაშობდა სამო­
ყვარულო სპექტაკლებში. 1900-იანი წლებიდან ქვეყნდებოდა მისი
პიესები და ლირიკული ნაწარმოებები. აქტუალური გახადა ძველი
თბილისის კულტურისა და ყოფა-ცხოვრების კვლევა და ლიტე­
რატურული დამუშავება. (გვ. 73)

დადიანი გრიგოლ ლევანის ძე (1814-1902) - სამეგრელოს მთავრის,


ლევან V-ის ვაჟი. ქართველი პოეტი და საზოგადო მოღვაწე. თანამ­
შრომლობდა იმჟამინდელ ჟურნალ-გაზეთებთან ფსევდონიმ „კოლ­
ხიდელით“. იყო რუსეთის არმიის გენერალი. გრიგოლ დადიანმა
თავისი ქონება და ბიბლიოთეკა დაუტოვა ქართველთა შორის წერა-

184
კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. დაკრძალულია მარ­
ტვილის მონასტერში. (გვ. 10, 27)

დადიანი დავით ლევანის ძე (1812-1853) - სამეგრელოს მთავარი 1846-


1853  წლებში. რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი. მამამ,
ლევან დადიანმა თავის სიცოცხლეშივე (1840  წლიდან) ჩააბარა
სამთავროს გამგებლობა. მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-
განათლება. სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა
მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას; ამ მიზნით სამთავრო
რვა მაზრად (ოლქად) დაყო და თითოეულ ერთეულს სათავეში
ჩაუყენა მდივანბეგი. მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით
გადაცემის ნაცვლად შემოიღო მათი დანიშვნა. თავადაზნაურობის
ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება. ზრუნავდა
ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე. მეაბრეშუმეობის
გან­სავითარებლად  1848 წელს სამეგრელოში მიიწვია ფრან­
გი მეაბრეშუმე როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამარ­
თა  აბრეშუმის  საწარმო. მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი
ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში. დავით დადიანი მწიგნობრობის
დიდი მოყვარული იყო. მან შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა
მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა,  ნიკო და­
დიანმა  ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელ საზო­
გადოებას გადასცა. (გვ. 29)

დადიანი ლევან V (1791-1846) - სამეგრელოს მთავარი. მამა რომ


გარდაეცვალა, იგი მცირეწლოვანი იყო, ამიტომ ოდიშის სამთავროს
განაგებდა დედამისი, დედოფალი ნინო (1805-1810), ოთხი წევრი­
საგან შემდგარი საბჭოს დახმარებით. 1811 წლიდან ლევან V დადიანი
უშუალოდ შეუდგა სამთავროს მართვა-გამგეობას. იყო დასავლეთ
საქართველში რუსეთის ხელისუფლების მიერ მოწყობილი სამხედ­
რო ექსპედიციების აქტიური მონაწილე. მის დროს,  1830 წელს,
ოდიშის სამთავროში დაარსდა პირველი - მარტვილის სასულიერო
სასწავლებელი. 1840 წელს  უარი თქვა სამთავრო ტახტზე თავისი
შვილის  დავითის  სასარგებლოდ, თუმცა მთავრის ტიტულს სიკვ­
დილამდე ინარჩუნებდა. (გვ. 27)

185
დადიანი-მიურატი სალომე დავითის ასული (1848-1913) - დაიბადა
ზუგდიდში, მთავრის ოჯახში. 1868 წელს ცოლად გაჰყვა პრინც -
აშილ მიურატს. 1873 წლიდან ოჯახი სამეგრელოში ცხოვრობდა და
სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტურის განვითარებით იყო
დაკავებული. აშილ მიურატის გარდაცვალების შემდეგ, 1895 წლი­
დან, სალომე დადიანი ცხოვრობდა პარიზში. (გვ. 81)

დათეშიძე რაჟდენ ყარამანის ძე (18??-1926) - მეწარმე და


ქველმოქმედი. უმაღლესი განათლება მიიღო გერმანიაში. იყო ქუ­
თაისის საურთიერთო ბანკის დირექტორი, ამიერკავკასიის ბანკის
დირექტორი. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში. 1926 წელს
გარდაიცვალა ბერლინში ავტოკატასტროფის შედეგად. (გვ. 36)

დევდარიანი ალექსანდრე სარდიონის ძე (1887-1938) - დაიბადა


შორაპნის მაზრის სოფელ წითელხევში. პროფესიით იყო ინჟინე­
რი, ქიმიკოსი. კოოპერატორი. 1904 წლიდან იყო სოციალ-დემოკ­
რატიული მუშათა პარტიის (მენშევიკების ფრაქცია) წევრი. პარტიის
ერთ-ერთი ლიდერის − სეით დევდარიანის ძმა. 1930-იან წლებში
მუშაობდა ქიმკომბინატის ტექნიკურ მუშაკად. 1937-1938 წლის დიდი
საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს „გერმანიისა და საფრანგეთის
ჯაშუშობის“ ბრალდებით. საქართველოს სსრ შინსახკომის განსა­
კუთრებული სამეულის (ე .წ. ტროიკა) გადაწყვეტილებით დახვრიტეს
1938 წლის 30 მარტს. (გვ. 149)

დიასამიძე გრიგოლ ნიკოლოზის ძე (1870-1960) - დაიბადა გორის


მაზრის სოფელ საქაშეთში. დაამთავრა ტფილისის ვაჟთა პირველი
გიმნაზია, უმაღლესი განათლება მიიღო ნოვოროსიის (ოდესა)
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1890-იანი წლებიდან
აქტიურად იყო ჩაბმული მრავალ საზოგადოებრივ-საგანმანათლებლო
ინიციატივაში: აარსებდა სამეურნეო ამხანაგობებს, სახალხო ბიბ­
ლი­ოთეკებს, ასწავლიდა სკოლებში, თანამშრომლობდა პრესას­
თან. 1906–1912 წლებში იყო სათავადაზნაურო ბანკის საკონტროლო
კომიტეტისა და სახელმწიფო ბანკის ამიერკავკასიის განყოფილების
წევრი. გრიგოლი იყო 1912 წლის ზაფხულში რაჭა-ლეჩხუმში აკა­
კი წერეთლის განთქმული მოგზაურობის ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. გრიგოლ დიასამიძე 1911–1915 გამოსცემდა ყოველ­
კვირეულ გაზეთ „თემს“, მანვე ჩამოაყალიბა „ბეჭდვითი საქმის კავ­

186
კასიური ამხანაგობა“. 1917–1918 წლებში იგი ალექსანდრე ჯაყელთან
ერთად რედაქტორობდა ყოველდღიურ რუსულ გაზეთს „Республика“.
1920 წელს შეუდგა ყოველთვიური კულტურულ–პოლიტიკური
ჟურნალის, „Братство“-ს გამოცემას, რომელიც „კავკასიისა და ახლო
აღმოსავლეთის მცირე ერების უფლებათა დაცვის ლიგის“ ორგანო
იყო. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ბერ­
ლინში, სადაც დააარსა საგამომცემლო საზოგადოება „ნოიე ოსტენ“
(„ახალი აღმოსავლეთი“). ბეჭდავდა წიგნებს, ბროშურებსა და
განმარტებით ცნობარებს საქართველოსა და კავკასიის შესახებ.
გერმანელ ქართველოლოგ რიჰარდ მეკელაინთან ერთად 1922
წელს რედაქტორობდა გერმანულენოვან ყოველთვიურ ჟურ­
ნალს „Morgenland“ („აღმოსავლეთი“). 1922 წლიდან იყო ბერ­ლი­ნის
ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე. ვლადიმერ ახმეტელთან და
ტიტე მარგველაშვილთან ერთად ბერლინში დააარსა წითელი ჯვრის
ქართული განყოფილება. 1936 წელს ბერლინის უნივერსიტეტმა
გრიგოლ დიასამიძე აირჩია მუდმივ (ნამდვილ) წევრად აღმო­
სავლეთ ევროპის ისტორიის შემსწავლელი ინსტიტუტისა და ამ
ინსტიტუტის ჟურნალ „აღმოსავლეთ ევროპის“ სარედაქციო კო­
ლეგიის წევრ-თანამშრომლად. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,
1945 წელს, გრიგოლი ბერლინიდან საცხოვრებლად გადავიდა და­
სავ­ლეთ გერმანიის ქალაქ ვანგენში, ხოლო 1952 წლის მარტში ქა­
ლიშვილთან ერთად დასახლდა ნიუ-იორკში; იყო ჟურნალ „ჩვენი
გზის“ სარედაქციო კოლეგიის წევრი, ამასთან ერთად, ნიუ-იორკის
ქართული სათვისტომოს საპატიო თავმჯდომარე და „საქართვე­ლოს
დამოუკიდებლობის აღდგენის ამერიკული საბჭოს“ უხუცესი და
გამგეობის წევრი. (გვ. 50, 56, 62)

ებერტი ფრიდრიხ (1871-1925) - გერმანელი პოლიტიკოსი, გერმანიის


სოციალ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი, გერმანიის
რევოლუციის შემდეგ პირველი რაიხსკანცლერი და ვაიმარის
რესპუბლიკის (1919-1925) პირველი პრეზიდენტი. (გვ. 35)

ზაუერბრუხი ერნსტ ფერდინანდ / Ernst Ferdinand Sauerbruch / (1875


- 1951) - გერმანელი ქირურგი, გულ-მკერდის ქირურგიის ერთ-ერთი
ფუძემდებელი. სამედიცინო განათლება მიიღო მარბურგის და იენის
უნივერსიტეტებში, დისერტაცია დაიცვა ლაიფციგში. 1903 წელს
187
დაიწყო მუშაობა იოჰან მიკულიჩის კლინიკაში ბრესლაუში. 1910-
1918 წლებში იყო ციურიხის (შვეიცარია) ქირურგიული კლინიკის
დირექტორი, 1918 წლიდან ქირურგიის კათედრის გამგე მიუნხენში,
შემდგომ კი შარიტეში (კლინიკა ბერლინში). ძირითადი შრომები
მიუძღვნა გულ-მკერდის ქირურგიას, ძირითადად ფილტვების
ოპერირების დროს შექმნილი პრობლემების აღმოფხვრას. მან
ავადმყოფის სპეციალურ ჰერმეტულ კამერაში მოთავსების
საშუალებით შეამცირა საოპერაციო გართულებები. ზაუერბრუხი,
ერთი მხრივ, მესამე რაიხის მხარდამჭერი იყო და იქ გარკვეულ
თანამდებობებს იკავებდა, მეორე მხრივ, 1933 წლის შემდეგ
ცდილობდა, ებრაელი მეგობრები დაეცვა და ამის გამო რეჟიმის
მხრიდან რიგ უკმაყოფილებებთან უწევდა შეგუება. 1937 წელს გახდა
რაიხის კვლევითი საბჭოს რეცენზენტი. 1937 წელს ზაუერბრუხმა
გამოთქვა აზრი, რომ ჰიტლერი, რომელსაც 1920 წლიდან იცნობდა,
შესაძლოა, მსოფლიოში ყველაზე შეშლილი დამნაშავე გახდესო.
თუმცა იმავე წლის სექტემბერში მან ჰიტლერისაგან მიიღო გერმანიის
ნაციონალური პრემია ხელოვნებისა და მეცნიერების დარგში.
ზაუერბრუხმა გამოთქვა პროტესტი ნაციონალ-სოციალისტური
პროგ­რამის, „ევთანაზიის“ წინააღმდეგ და ეხმარებოდა რეჟიმის
მოწი­ნააღმდეგეებს. ამის გამო იგი მრავალჯერ დაკითხეს, თუმცა
დაპა­ტიმრებას გადაურჩა. ნაცისტური გერმანიის კაპიტულაციის
შემ­დგომ, 1945 წელს საავადმყოფო შარიტეში იგი კვლავ გახდა
ქირურგიული განყოფილების ხელმძღვანელი, ჯერ მოკავშირეების
მიერ ოკუპირებულ ბერლინში, მოგვიანებით უკვე - გერმანიის
დემოკრატიულ რესპუბლიკაში. (გვ. 70, 76, 77, 78, 81, 82, 112, 113)

ზაქარიაძე ალექსანდრე ყარამანის ძე (1884-1957) − დაიბადა


ქუთაისის მაზრის სოფელ ქვედა სიმონეთში; 1900 წელს დაამთავრა
ქუთაისის რეალური სასწავლებელი; 1901-1903 წლებში სწავლობდა
თბილისის ოფიცერთა სკოლაში. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის
ომში; მიღებული ჰქონდა სხვადასხვა წოდებები და დაჯილდოებული
იყო მრავალი ორდენით. 1914 წლიდან იყო კავკასიაში კაზაკთა მე-3
დივიზიის შტაბის უფროსი. 1915 წელს მიიღო პოლკოვნიკის წოდება;
იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. 1917 წელს საქართველოში დაბ­
რუნდა. 1918 წელს იყო ქართული კორპუსის შტაბის უფროსი. 1919
წელს დაინიშნა საქართველოს გენერალური შტაბის უფროსად

188
და მიე­ნიჭა ქართული არმიის გენერლის წოდება. 1921 წელს ბოლ­
შევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ ემიგრაციაში
წავიდა. 1922 წლიდან მსახურობდა პოლონეთის არმიაში, სადაც 1927
წელს დივიზიის გენერლობა მიანიჭეს. მეორე მსოფლიო ომის შემ­
დეგ იმყოფებოდა გერმანიაში, ინგლისელების საოკუპაციო ზონაში.
სა­ბოლოოდ დასახლდა საფრანგეთში, ლევილის ქართველთა მა­
მულში. დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. (გვ. 148)

თოდუა ელისაბედი (ელი, ელიჩქა) დავითის ასული - ქრისტინე


თოდუას უმ­ცროსი და. დაამთავრა ქუთაისის კლასიკური გიმნაზია,
შემდეგ პედაგოგიური ინსტიტუტი (უცნობია - სად) და მუშაობდა
სო­ფელ დოშაყეში, 7-კლასიან სკოლაში. მოგვიანებით მუშაობდა
აფ­ხაზეთში პედაგოგად. 1950-იანი წლების ბოლოს ქრისტინე თოდუა
ცდილობდა მის წაყვანას გერმანიაში, თავის პაციენტთან და ცნობილ
კავკასიოლოგთან, ჰერტრუდ პეჩთან სამუშაოდ. (გვ. 10, 30, 40, 44, 57,
110, 112, 122, 124, 125, 137)

იენში ვალტერ რუდოლფ / Walther Rudolf Jänsch / (1889 – 1950)


- გერმანელი ანთროპოლოგი და ექიმი სპორტული მედიცინის
განხრით. პირველი მსოფლიო ომის დროს სამხედრო ექიმი
ფრონტზე. მუშაობდა ფსიქოლოგიის ინსტიტუტში, რომელსაც
მისი ძმა ხელმძღვანელობდა და სახელი გაითქვა ექსპერიმენტულ
ფსიქოლოგიაში. იყო როკფელერის ფონდის სტიპენდიატი გენური
ინჟინერიის დარგში. 1927 წელს იენ­ში გადავიდა სამუშაოდ შარიტეში,
სადაც ხელმძღვანელობდა ფსიქოლოგიის ლაბორატორიას.
მომდევნო წლებში საქმიანობდა სხვადასხვა სამე­დიცინო
დაწესებულებებსა და უმაღლეს სასწავლებლებში. 1933 წლის 1-ლ
თებერვალს შევიდა მასწავლებელთა ნაციონალ-სოციალისტურ
ასოციაციაში, ორი თვის შემდეგ კი ნაციონალ-სოციალისტურ
გერმანულ მუშათა პარტიაში. 1933 წელს ხელი მოაწერა გერმანიის
უნივერსიტეტებისა და კოლეჯების ადოლფ ჰიტლერის მხარდამჭერ
პროფესორთა განცხადებას. აქტიურად თანამშრომლობდა
ნაციონალ-სოციალისტურ რეჟიმთან და სხვადასხვა წამყვანი
სამხედრო-სამედიცინო თანამდებობები ეკავა. ომის შემდეგ
გერმანიაში საბჭოთა სამხედრო ადმინისტრაციამ დააპატიმრა და
იმყოფებოდა სხვადასხვა სპეციალურ ბანაკებში, გარდაიცვალა 1950
წელს, განთავისუფლებიდან შვიდ კვირაში. (გვ. 82)
189
იმნაძე ვლასა - მსახურობდა რუსეთის იმპერიის არმიაში. 1918
წელს მეთაურობდა ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის
საგანგებო რაზმს. შემდგომ მსახურობდა საქართველოს რესპუბლი­
კის არმიაში. 1921 წლიდან ცხოვრობდა ემიგრაციაში. (გვ. 56)

კავსაძე დავით (დათაშკა) ალექსანდრეს (სანდროს) ძე (1907-


1952) 1932 წელს დაამთავრა თბილისის სამუსიკო სასწავლებელი.
1937 წლიდან იყო ფოლკლორული გუნდების ლოტბარი. 1941
წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში წითელი არმიის რიგებში.
1942 წლის 18 მაისს ტყვედ ჩავარდა. ტყვეებისგან ჩამოაყალიბა
მომღერალთა გუნდი. 1944 წელს ანსამბლის წევრები ჩაირიცხნენ
გერმანიის არმიის „SS“-ის, ქართულ საკავალერიო პოლკში. 1945
წელს ჩაბარდა ინგლისის ჯარის ნაწილებს. 1946 წლის 10 იანვარს
დააპატიმრეს ქალაქ სოჭში. მიესაჯა 10 წლით გადასახლება შრომა-
გასწორების კოლონიაში. გარდაიცვალა 1952 წელს გადასახლებაში.
(გვ. 103)

კაიბელი ფრანც იულიუს /Franz Julius Keibel/ (1861-1929) - გერმანელი


ზოოლოგი, ანატომი და ბიოლოგი. სამედიცინო განათლება
მიიღო ბერლინში, სტრასბურგსა და ფრაიბურგში. 1920 წლიდან
მუშაობდა ბერლინის უნივერსიტეტში ზოოლოგიის კათედრაზე.
კაიბელის შრომები აღიარებულია, როგორც ნაციონალურ ასევე
საერთაშორისო დონეზე. 1923 წელს აირჩიეს პრუსიის მეცნიერებათა
აკადემიის მოქმედ წევრად, 1926 წელს კი ლეოპოლდინას წევრად.
ის გახლდათ ჰარვარდის, სენტ-ენდრიუსა და ბირმინგემის
უნივერსიტეტების საპატიო წევრი. (გვ. 62)

კემულარია იოსებ გრიგოლის ძე (1879-1957) - დაიბადა მდიდარი


ვაჭრის ოჯახში. განათლება მიიღო ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში.
1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ
ოჯახთან ერთად წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა პარიზში. იყო
ბანკის მეპატრონე ბორდოში. (გვ. 167)

კერესელიძე გიორგი მათეს ძე (1885-1960) - პუბლიცისტი,


პოლიტიკური მოღვაწე; ძმასთან, ლეო კერესელიძესთან ერთად
მონაწილეობდა დუშეთის ხაზინის ექსპროპრიაციაში 1906 წელს, რის
გამოც არალეგალურად გაემგზავრა საზღვარგარეთ. ცხოვრობდა

190
ჟენევაში. 1910-იან წლებში იყო „საქართველოს დამოუკიდებლობის
კომიტეტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; იყო ბერლინში გამომა­ვა­
ლი გაზეთის - „თავისუფალი საქართველოს“ რედაქტორი. შემდგომ
წლებში ცხოვრობდა გერმანიასა და საფრანგეთში. (გვ. 36)

კიზირია კონსტანტინე (კოკი) - ბარბარე (ბაბი) კიზირიას ძმა, გრიგოლ


ალშიბაიას ცოლისძმა. მსახურობდა სპარსეთის ჯარში და იბრძოდა
ბოლშევიკების წინააღმდეგ. დაწინაურდა გენერლის წოდებამდე.
დაახლოებული იყო შაჰ რეზა ფეჰლევის (1878-1944) მშობლებთან.
ბერლინში ემიგრაციის შემდეგ ინარჩუნებდა ამ კავშირებს და შეძლო
სპარსული ხალიჩების ექსკლუზიური ბიზნესის დაწყება ბერლინში.
ჰყავდა ებრაელი მეუღლე ირმა, რომელიც 40-იან წლებში ვენაში
ცხოვრობდა. სწორედ მასთან მიდიოდა, როდესაც ავიაკატასროფაში
მოჰყვა და დაიღუპა. დაკრძალულია ბერლინში. (გვ. 120)

კობახიძე გივი (1919-1991) - დაიბადა ქალაქ თბილისში. დაამთავრა


სამედიცინო ინსტიტუტი. 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო
ომში, სადაც ტყვედ ჩავარდა. ტყვეობაში ექიმად მუშაობდა. ომის
დასრულების შემდეგ დარჩა გერმანიაში. ცხოვრობდა მიუნხენში.
აქტიურად იყო ჩაბმული ემიგრაციის საზოგადოებრივ და პოლიტი­
კურ ცხოვრებაში; თანამშრომლობდა პრესასთან, იყო ჟურნალ „ბედი
ქართლისას“ ერთ-ერთი გამომცემელი. 1949 წლიდან გადასახლდა
ამერიკის შეერთებულ შტატებში. აგრძელებდა საზოგადოებრივ და
ჟურნალისტურ საქმიანობას. იყო „ამერიკის ხმის“ ქართული რე­
დაქციის რედაქტორი. (გვ. 103)

კოკოჩაშვილი პეტრე ივანეს ძე (1832-?) - აფთიაქარი. მან გახსნა


პირველი აფთიაქი ქალაქ ქუთაისში. იგი წამლებს და სხვადასხვა
სამედიცინო მოწყობილობებს იძენდა რუსეთიდან, სტამბოლიდან,
ბერლინიდან და ვენიდან. მისი შვილები - ლევანი, ივანე და ზაქარიაც
პროვიზორები იყვნენ, რომლებმაც 1890 წელს ქუთაისში გახსნეს
საუკეთესო აფთიაქები. მათი სახლი და აფთიაქი მდებარეობს
ქუთაისში ამჟამინდელ ლერმონტოვის ქუჩაზე. (გვ. 50, 152)

კოპში ფრიდრიხ ვილჰელმ /Friedrich-Wilhem Kopsch/ (1868-1955) -


დაიბადა ზაარბრიუკენში, იყო გამოჩენილი გერმანელი ანატომი.
1888 წლიდან სწავლობდა ბერლინის ფრიდრიხ-ვილჰელმის

191
უნივერსიტეტის სამედიცინო ფაუკულტეტზე. 1892 წელს დაიცვა
დისერტაცია. 1892-1895 წლებში მუშაობდა ბერლინში ანატომიის
ინსტიტუტში. ანატომიაში სადოქტორო დისერტაცია დაიცვა 1898
წელს. 1925-დან გახდა ლეოპოლდინას წევრი. 1935 წლიდან იყო
ჰისტოლოგიის პროფესორი. 1897 წლიდან გამოსცემდა ყველთვიურ
საერთშორისო ჟურნალს ანატომიისა და ფიზიოლოგიისთვის:
„Internationale Monatsschrift für Anatomie und Physiologie". (გვ. 62)

კორძაია ალექსანდრე (1888-1959) - დაიბადა 1888 წლის 29 მარტს


ქუთაისის მაზრის სოფელ საჭილაოში. დაამთავრა ქუთაისის კლა­
სისკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო ხარკოვის უნი­
ვერსიტეტში. მოსწავლეობის დროიდან აქტიურად იყო ჩაბმული
რევოლუციურ მოძრაობაში. იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის წევრი. 1919 წლიდან აირჩიეს ფოთის ქალაქის თავად. 1921
წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ
წავიდა ემიგრაციაში. იყო ქართველთა სათვისტომოს თავმჯდო­
მარე ბერლინში 1945-1953 წლებში. მეორე მსოფლიო ომის
შემდეგ აქტიურად მუშაობდა გერმანიის ქართულ სათვისტომოში
ანტიკომუნისტური ეროვნული ფრონტის ჩამოყალიბებისათვის.
ჩაბმული იყო რადიო „თავისუფლების“ ქართული სექციის ფორ­
მირებაში. მუშაოდა რადიო „თავისუფლების“ დიქტორად. გარ­
და­იცვალა 1959 წლის 8 ივლისს. დაკრძალულია მიუნხენში, ვალ­
დფრიდჰოფის სასაფლაოზე. (გვ. 41, 55, 84)

ლიოლაინ ვალტერ /Walther Löhlein/ (1882 - 1954) – გერმანელი


ოფთალმოლოგი. დაიბადა ბერლინში. 1900-1904 წლებში სწავლობდა
მედიცინას, პირველი მსოფლიო ომის დროს მუშაობდა მოხალისედ
სხვადასხვა ჰოსპიტლებში. 1914-1918 წლებში მუშაობდა ექიმად
დასავლეთის ფრონტზე. 1924 წლიდან იყო იენის საუნივერსიტეტო
თვალის კლინიკის დირექტორი. 1931-32 წლებისთვის აირჩიეს
იენის უნივერსიტეტის რექტორად. 1933 წელს დაიკავა სამედიცინო
ფაკულტეტის დეკანის თანამდებობა, რადგან ებრაელ ზიგფრიდ
თანჰაუზერს ამ თანადებობაზე ყოფნის უფლება ჩამოერთვა.
1934 წლიდან გადაიყვანეს ფრიდრიხ ვილჰელმის ბერლინის
უნივერსიტეტის ოფთალმოლოგიის კათედრაზე. იმავე წელს
გახდა გერმანიის ოფთალმოლოგიის საზოგადოების თავმჯდომარე.
ლიოლაინი ითვლებოდა ნაცისტური ეპოქის ყველაზე გავლენიან
192
ოფ­თალმოლოგად, იყო ჰიტლერის პირადი ექიმი. 1944 წელს გახ­და
ჯანდაცვის კომისრის, კარლ ბრანდტის სამეცნიერო-საკონსულტაციო
საბჭოს წევრი; შუცშტაფელის (Schutzstafel) ფინანსური მხარდამ­
ჭერი, თუმცა მის აქტიურ საქმიანობაში მონაწილეობას არ იღებდა.
ნაციონალ-სოციალისტურ გერმანული მუშათა პარტიაში შევიდა
1940 წელს. (გვ. 71)

ლორია ფილიპე გლახუნას ძე (1878-1962) - დაიბადა ქუთაისის მაზ­


რის სოფელ ნოღაში. დაამთავრა სოფელ ნოღის სამრევლო სკოლა.
1903 წელს მუშაობა დაიწყო ქალაქ ტფილისის თვითმმართველობაში,
სადაც იმსახურა რამდენიმე წლის განმავლობაში და გაეცნო
ტფილისის ტრამვაის მუშა-მოსამსახურეთა ყოფას და პრობლემებს;
აქვე ჩაერთო მუშათა მოძრაობაში. 1903 წლიდან იყო რუსეთის
სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა
მენშევიკების ფრაქციაში. 1905 წელს აქტიურად იყო ჩაბმული
რევოლუციურ გამოსვლებში სოფლად. რამდენჯერმე დააპატიმრეს
პოლიტიკური მიზეზით. 1914 წელს გადაასახლეს ქალაქ ცარიცინში,
საიდანაც 1915 წლის მაისში გაათავისუფლეს რუსეთის სახელმწიფო
სათათბიროს წევრის, კარლო ჩხეიძის შუამდგომლობით.
გადასახლებიდან თბილისში დაბრუნდა და კვლავ ტრამვაის
სამმართველოში განაგრძო მუშაობა. 1917 წლის თებერვლის
რევოლუციის შემდეგ აირჩიეს ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა
საბჭოს აღმასკომის წევრად, ტრამვაის სამმართველოს გამგეობის
წევრად, პროფკავშირების გამგეობის წევრად. 1918 წელს მუშაობ­და
ტფილისის ტრამვაის სადგურის უფროსის თანაშემწედ. 1919 წლი­დან
იყო საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი,
თბილისის ქალაქის საბჭოს ხმოსანი. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ
დატოვა სამშობლო და ცხოვრობდა ჩეხეთში, პრაღაში. (გვ. 158)

მარგველაშვილი ტიტე თადეოზის ძე (1890-1946) - დაიბადა ქუ­


თაისში. დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი. 1908-1914
წლებში, სწავლობდა გერმანიაში, ლაიფციგის უნივერსიტეტის
ფილოსოფიის ფაკულტეტზე. იყო ლაიფციგში ქართველი სტუ­
დენტების სათვისტომოს ხელმძღვანელი. 1914 წელს დაბრუნდა
სა­ქართველოში; 1914-1917 წლებში მუშაობდა უცხო ენების პედა­
გოგად ქუთაისის კლასიკურ გიმნაზიაში. ამავდროულად წერდა
193
ისტორიული, ეკონომიკური და პოლიტიკური შინაარსის სტატიებს
ქუთაისისა და თბილისის გაზეთებისათვის. აქტიურად იყო ჩაბ­
მული ქუთაისის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო
არაერთი საზოგადოებრივი ორგანიზაციის შექმნის ინიციატორი.
1917 წელს იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის
ერთ-ერთი დამფუძნებელი; აირჩიეს მთავარი კომიტეტის წევრად.
1918 წელს იყო საერობო (თვითმმართველობის) რეფორმის
მთავარი ინსტრუქტორი; შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებით
შემოიღო საერობო მმართველობა და ორგანიზება გაუწია პირველი
არჩევნების ჩატარებას. თანამშრომლობდა პარტიულ პრესასა და
ეკონომიკური პროფილის გამოცემებთან. 1921 წელს ბოლშევიკების
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა.
1921 წლიდან ცხოვრობდა ბერლინში. მუშაობდა სხვადასხვა
დაწესებულებებში. აქტიურად მონაწილეობდა ქართული
სათვისტომოს საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში, იყო
ბერლინის პოლიტიკური კომისიის წევრი, ემიგრაციაში მოქმედი
ქართული „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ ბერლინის განყოფილების
წევრი. გერმანულ ენაზე წერდა სამეცნიერო, ისტორიულ-
ეთნოგრაფიულ ნაშრომებს კავკასიისა და საქართველოს შესახებ.
მეორე მსოფლიო ომის დროს თანამშრომლობდა ბერლინში
მოქმედ „ქართულ სამოკავშირეო შტაბთან“. 1946 წელს საბჭოთა
დაზვერვამ მოახერხა ტიტე მარგველაშვილის - შვილთან, გივი
მარგველაშვილთან ერთად - გადაყვანა ბერლინის აღმოსავლეთ
სექტორში და მისი დაპატიმრება. ტიტე მარგველაშვილის სისხლის
სამართლის პროცესი მოსკოვში დაიწყო და შემდეგ 1946 წლის
ოქტომბერში თბილისში დასრულდა. მას სასჯელის უმაღლესი ზომა
− დახვრეტა მიუსაჯეს. (გვ. 100)

მაღალაშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (1904-1969) - დაიბადა


თბილისში. დაამთავრა თბილისის რეალური სასწავლებელი
და თბილისის გერმანული გიმნაზია. 1922 წლიდან საწავლობდა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ სწავლა განაგრძო
გერმანიაში - ტიუბინგენის, შემდეგ კი მიუნხენის უნივერსიტეტებში.
მუშაობდა ექიმად. დაქორწინდა გავლენიანი მრეწველის
ქალიშვილზე, მონიკა უითზე. 1930-იანი წლებიდან აქტიურად იყო
ჩაბმული გერმანიაში ქართული ნაციონალისტური ჯგუფების

194
საქმიანობაში. მეორე მსოფლიო ომის დროს იყო გერმანიაში
ქართული ნაციონალური კომიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი;
მუშაობდა ნაცისტურ ხელისუფლებასთან, კავკასიის სამოკავშირეო
შტაბში. შეძლო არაერთი ქართველი ტყვის გათავისუფლება. ომის
დასრულების შემდეგ ცხოვრობდა ბავარიაში, თავის მამულში.
1953-1958 წლებში იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის
ქართველთა სათვისტომოს თავმჯდომარე, ხელმძღვანელობდა
„ქართულ პოლიტიკურ-კულტურულ კავშირს“ მიუნხენში. (გვ. 117)

მიკულიჩ-რადეცკი იოჰან / Johannes (bzw. Jan) Mikulicz-Radecki /


(1850-1905) - პოლონელ-ავსტრიელი ქირურგი. დაიბადა 1850 წელს
ქალაქ ჩერნოვიციში, 1867 წელს შევიდა ვენის უნივერსიტეტის
სამედიცინო ფაკულტეტზე. 1875-1882 წლებში მუშაობდა ასისტენტად
თეოდორ ბილროტის კლინიკაში, 1882 წელს მიიღო პროფესორის
წოდება და დაინიშნა კრაკოვის უნივერსიტეტის ქირურგიული კლი­
ნიკის დირექტორად. 1887 წელს მიიწვიეს კენიგსბერგის უნივერ­
სიტეტში. 1890-1905 წლებში მუშაობდა ბრესლაუში. გარდაიცვალა
1905 წლის 4 ივნისს ბრესლაუში. (გვ. 71)

მიულერ-ჰესი ვიქტორ / Victor Müller-Heß / (1883 –1960) -


გერმანელი ექიმი, პათანატომი. მედიცინას სწავლობდა ბონში, კილში,
ლაიფციგსა და გრაცში. 1917 წელს მიულერ-ჰესსმა მიიღო დოქტორის
ხარისხი კენიგსბერგში, სადაც ის 1918-1922 წლებში მუშაობდა
ასისტენტად სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ინსტიტუტში.
1922 წლიდან გახდა ბონის უნივერსიტეტის პროფესორი, ხოლო
1930-დან ბერლინის უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინისა და
კრიმინალისტიკის ინსტიტუტის პროფესორი და დირექტორი. 1944
წლის დასაწყისში მიულერ-ჰესმა დაიკავა სამხედრო-სამედიცინო
აკადემიის სამ­ხედ­რო სასამართლოს მედიცინის ინსტიტუტის
დირექტორის თანამდებობა; იგი არ იყო ნაციონალ-სოციალისტური
გერმანული მუშათა პარტიის წევრი. 1945 წლის შემდეგ დარჩა
ბერლინის ინსტიტუტის დირექტორის თანამდებობაზე. მის
მიერ სასამართლოსთვის გაცემული საექსპერტო დასკვნების
საფუძველზე ატარებდნენ იძულებით სტერილიზაციას. 1949 წელს
მიულერ-ჰესსი გახდა ბერლინის თავისუფალი უნივერსიტეტის
სასამართლო და სოციალური მედიცინის ინსტიტუტის დირექტორი
და ამ თანამდებობას 1954 წლამდე იკავებდა. (გვ. 71)
195
მიურატი ანტუანეტ კატრინ (ბებე) (1879-1954) - 1918-1921 წლებში
ცხოვრობდა ზუგდიდში. ბოლშევიკების მიერ საქართველოს
ოკუპირების შემდეგ წავიდა ემიგრაციაში და ნიცაში დასახლდა,
სადაც 1954 წელს გარდაიცვალა. (გვ. 81)

მიურატი ლუსიენ შარლ დავიდ (1870-1933) - დაიბადა ქალაქ


მუსტაფაში (ალჟირი). სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში,
სასოფლო-სამეურნეო მიმართულებით, რამაც შესაძლებლობა მის­
ცა, მამის კვალს გაჰყოლოდა და მეღვინე გამხდარიყო. 1906 წლი­
დან ცხოვრობდა სამეგრელოში. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ სა­
ქარ­თველოს ოკუპირების შემდეგ ლუსიენი დააპატიმრეს და ორი
წელი გაატარა ციხეში. გათავისუფლების შემდეგ იგი საფრანგეთში
დაბრუნდა და მოგვიანებით მაროკოში დასახლდა, სადაც 1933 წელს
გარდაიცვალა. (გვ. 81)

ნაკაშიძე ნიკოლოზ (ნიკო, კოლია) (1899-1966) - დაამთავრა ქუ­


თაი­სის კლასიკური გიმნაზია. მოსწავლეობის პერიოდიდან ხელ­
მძღვანელობდა ნაციონალისტური მიმართულების წრეებს. 1918-1921
წლებში მსახურობდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
არმიაში. ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ ჩაბმული იყო წინააღმდეგობის მოძრაობაში, რისთვისაც
საქართველოს სსრ-ს საგანგებო კომიტეტმა (ჩეკამ) დააპატიმრა და
1922 წლის ოქტომბერში სხვა პოლიტპატიმრებთან ერთად გააძევა
საზღვარგარეთ. ამ დროიდან ცხოვრობდა გერმანიაში; აქტიურად
აგრძელებდა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ საქმიანობას.
ხელმძღვანელობდა ქართული ენის კათედრას ბერლინის უნივერ­
სიტეტში. თანამშრომლობდა რადიო „თავისუფლების“ ქართულ
რედაქციასთან. 1962-1967 წლებში იყო გერმანიის ქართული სათ­
ვისტომოს თავმჯდომარე. (გვ. 50, 52, 55, 56, 62)

ნერნსტი ვალტერ / Walter Nernst / (1864-1941) - გერმანელი ფიზიკოსი


და ქიმიკოსი. გიოტინგენის უნივერსიტეტის პრივატ-დოცენტი 1890
წლიდან , 891-დან - პროფესორი; 1896 წელს უნივერსიტეტთან დააარსა
ფიზიკა-ქიმიის ინსტიტუტი. 1902-1933 წლებში მუშაობდა ბერლინის
უნივერსიტეტში: 1905-1922 წლებში იყო ქიმიის ინსტიტუტის, 1924-
1933 წლებში კი ფიზიკის ინსტიტუტის დირექტორი. მისი ძირითადი
შრომები ეხება თერმოდინამიკას, ელექტროქიმიასა და ფიზიკურ

196
ქიმიას, მის ერთ-ერთ აღმოჩენას ალბერტ ფონ ეტინგსჰაუზენთან
ერთად ეწოდება   „ნერნსტ-ეტინგსჰაუზენის“ ეფექტი. 1890 წელს
აღმოაჩინა „ნერნსტის განაწილების კანონი“. მისი სახელი ჰქვია
თეორემასაც - „ნერნსტის თეორემა“. წონასწორული რეაქციის
შესწავლის საფუძველზე შეიმუშავა ატმოსფერული აზოტისაგან
აზოტმჟავას საწარმოო მიღების ფიზიკურ-ქიმიური საფუძვლები,
ხოლო 1905-1907 სინთეზურად მიიღო ამიაკი. 1918 წელს ახსნა ქლორისა
და წყალბადის ურთიერთქმედების რეაქცია ჯაჭვური მექანიზმით.
1920 წელს მიენიჭა ნობელის პრემია ქიმიის დარგში. (გვ. 62)

ნინუა სერგო გაბრიელის ძე (1892-19??) − დაიბადა სენაკის მაზრის


სოფელ მარანში, გლეხის ოჯახში. მიიღო საშუალო ტექნიკური
განათლება. 1913 წლიდან იყო სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის (მენშევიკების ფრაქცია) წევრი. 1914 წლიდან მობილიზებული
იყო არმიაში. 1917 წელს აირჩიეს სამტრედიის ქალაქის საბჭოს
დეპუტატად. იყო სამტრედიის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების
საბჭოს მდივანი, ქუთაისის სამაზრო აღმასკომის წევრი. 1918 წლიდან
იყო სახალხო გვარდიის სამტრედიის შტაბის თავმჯდომარე. 1921
წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირებისას იბრძოდა
წითელი არმიის წინააღმდეგ. 1921 წლის მარტში წავიდა ემიგრაცია­
ში. ცხოვრობდა სტამბოლში. საქართველოში დაბრუნდა 1921 წლის
მაისში. მცირე ხნით იყო დაპატიმრებული. გათავისუფლების შემ­
დეგ ცხოვრობდა თბილისში და მუშაობდა რკინიგზის მთავარ საა­
ვადმყოფოში „კანტორშჩიკად“. ჩეკამ მეორედ დააპატიმრა 1922
წლის სექტემბერში. 1922 წლის ოქტომბერში სხვა პოლიტპატიმრებთან
ერთად გააძევეს საზღვარგარეთ. ცხოვრობდა გერმანიაში. შემდეგ
დანიაში − კოპენჰაგენში, სადაც სწავლობდა უნივერსიტეტში, აგრა­
რულ ფაკუტეტზე. 1925 წლიდან იყო საბჭოთა სტიპენდიატი. 1926
წელს დაბრუნდა სამშობლოში. ცხოვრობდა და მუშაობდა ზუგდიდში;
იყო ზუგდიდის მანქანა-ტრაქტორთა სადგურის აგრონომი. 1937-
1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს სერგო ნინუა კვლავ
დააპატიმრეს 1937 წლის 13 ივლისს, ანტისაბჭოთა აგიტაცია-პრო­
პაგანდის და ანტისაკოლმეურნეო საბოტაჟის ბრალდებით. საქარ­
თველოს სსრ შინსახკომის განსაკუთრებულმა სამეულმა (ე.წ.
„ტროიკა“) 1937 წლის 14 დეკემბერს 10 წლით გადასახლება მიუსაჯა
შრომა-გასწორების კოლონიაში. შემდგომი ბედი უცნობია. (გვ. 116)

197
ნოზაძე ვიქტორ ივანეს ძე (1893-1975) - დაიბადა შორაპნის მაზრის
სოფელ წირქვალში. დაამთავარა ქუთაისის ქართული გიმნაზია.
მოსწავლეობის პერიოდიდან ჩაბმული იყო სოციალ-დემოკრატიულ
მოძრაობაში. 1913 წლიდან სწავლობდა მოსკოვის უნივერსიტეტში.
1917 წელს დაბრუნდა საქართველოში. რედაქტორობდა საქარ­
თველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაზეთ „ერ­
თო­ბას“. 1920 წელს სხვა სტუდენტებთან ერთად რესპუბლიკის
მთავრობამ სტიპენდიით გაგზავნა სასწავლებლად ევროპაში. ცხოვ­
რობდა ლონდონსა და ბერლინში. 1927 წლიდან გადასახლდა პარიზ­
ში. აქტიურად თანამრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან; იყო
სხვა­დასხვა გამოცემების რედაქტორი. 1920-იანი წლების ბოლოდან
ჩამო­შორდა სოციალ-დემოკრატიულ პარტიას. მეორე მსოფლიო
ომის დასრულების შემდეგ გადასახლდა არგენტინაში. მუშაობდა
„ვეფხის­ტყაოსნის“ ფუნდამენტურ კვლევებზე. (გვ. 56, 86)

პაპავა (გოგოლაშვილი) თამარ სიმონის ასული (1888-1976) –


პოლიტიკური მოღვაწე, პუბლიცისტი; დაიბადა ქუთაისში. ადრეული
ასაკიდან იყო ჩაბმული სოციალისტური მოძრაობაში. აქტიურად
თანამშრომლობდა პრესასთან, აქვეყნებდა პუბლიცისტურ სტა­
ტიებს და მხატვრულ ნაწარმოებებს. იყო ქალთა ემანსიპაციის
პროპაგანდისტი. 1923 წელს თბილისი დატოვა და გერმანიაში გადა­
ვიდა საცხოვრებლად. იქ განაგრძობდა ლიტერატურულ მოღ­
ვაწეობას, მისი ისტორიული ნარკვევები იბეჭდებოდა პარიზში,
ჟურნალ „კავკასიონში“. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, 1949 წელს,
ოჯახი სამხრეთ ამერიკაში, არგენტინაში გადასახლდა; 1956 წელს
ბუენოს-აირესში გამოიცა თამარ და აკაკი პაპავების ერთობლივი
წიგნი: „მარიამ, უკანასკნელი დედოფალი საქართველოსი“; 1950-
იან წლებში თამარ და აკაკი პაპავების წერილები იბეჭდებოდა ნიუ-
იორკში გამომავალ ქართულ გაზეთ „ქართული აზრში“. (გვ. 41, 61)

პაპაშვილი გიორგი (ჯორჯ) (1898-1978) - დაიბადა დუშეთის მაზრის


სოფელ კობიაანთკარში, გლეხის ოჯახში. მსახურობდა რუსეთის
იმპერიის არმიაში; იბრძოდა პირველ მსოფლიო ომში. სამსახური
გააგრძელა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის არმიაში.
1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა სტამბოლში, საიდანაც
მოახერხა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრება. შტატებში
198
დაქორწინდა მწერალ ჰელენ უაიტზე. წყვილმა ერთად დაწერა
რომანი − „ყველაფერი შეიძლება მოხდეს“, რომელიც აშშ-ში
ბესტსელერად იქცა. შემდგომ ხანებში გიორგი პაპაშვილი მუშაობდა
ქანდაკებებზე, როგორც თვითნასწავლი მოქანდაკე. (გვ. 174)

პეჩი გერტრუდ (1920-1994) - ცნობილი გერმანელი ქართველოლოგი.


1937 წელს დაიცვა დისერტაცია ძველი ქართული ზმნის შესახებ
(Das Verbum Finitum in der altgeorgischen Übersetzung des Markus
Evangeliums). იკვლევდა ძველი ქართული ზმნის სტრუქტურას,
ქართულ ლიტერატურას და, კერძოდ, რუსთველოლოგიის სა­კით­
ხებს. თარგმნიდა ქართულიდან გერმანულად, მათ შორის კონ­
სტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენა“ და სხვ. 1946
წელს იყო გერმანიის კომუნისტური პარტიის წევრი და 1948 წლიდან
აღმოსავლეთ გერმანიაში, ანუ საბჭოთა სექტორში გადავიდა
საცხოვრებლად. მის სახელს უკავშირდება ჯერ ბერლინში (50-
იანი წლების დასაწყისში) ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში ზოგადი
ენათმეცნიერებისა და კავკასიოლოგიის ინსტიტუტის განვითარება;
ხოლო 1961 წელს იენაში, ფრიდრიხ შილერის უნივერისტეტში
კავკასიოლოგიის ფაკულტეტის დაფუძნება, რომელსაც პენსიაში
გასვლამდე, 1970 წლამდე ხელმძღვანელობდა. გამოსცემდა
რეგულარულ სამეცნიერო-ლიტერატურულ ჟურნალს „ბედი
ქართლისა.“ მას დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოსა და
გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის კულტურული
თანამშრომლობის გაღრმავებაში. სწორედ მისი მონდომებით
დაიწყო საუნივერსიტეტო პარტნიორობა იენის უნივერსიტეტის
კავკასიოლოგიის ფაკულტეტსა და თბილისის სახელმწიფო უნი­
ვერსიტეტს შორის. იენასთან ახლოს მას ჰქონდა სახლი-რეზიდენ­
ცია, რომლის კიბის საფეხურები ქართული ანბანით იყო გაფორმე­
ბუ­ლი; სახლი-პანსიონი იღებდა სტუმრებს შემოქმედებითი
მუშაობისათვის. მაგალითად აქ დაახლოებით 1960-1970-იან
წლებში სტუმრობდა და მუშაობდა კონსტანტინე გამსახურდიაც.
არსებობს ვარაუდი, რომ გერტრუდ პეჩი რამდენიმე წელს შტაზთან
(სახელმწიფო უშიშროების სამსახური გერმანიის დემოკრატიულ
რესპუბლიკაში) თანამშრომლობდა. (გვ. 17)

199
ჟორდანია ნოე ნიკოლოზის ძე (1868-1953) − დაიბადა ოზურგეთის
მაზრის სოფელ ლანჩხუთში. საშუალო განათლება მიიღო თბილისის
სასულიერო სემინარიაში. სწავლობდა ვარშავის ვეტერინარიის
ინსტიტუტში. სემინარიაში სწავლის დროიდან დაიწყო
პოლიტიკური მეცნიერებების გაცნობა და პოლიტიკური მუშაობა.
იყო საქართველოში სოციალ-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერი
მე-19 საუკუნის 90-იანი წლებიდან; საქართველოს პირველი
სოციალ-დემოკრატიული ორგანიზაციის „მესამე დასის“ წევრი.
რუსეთის მეფის რეჟიმის მიერ მრავალჯერ იყო დაპატიმრებული
პოლიტიკური მიზეზით. სწავლობდა ევროპის უნივერსიტეტებში
თავისუფალ მსმენელად. რსდმპ მეორე ყრილობის შემდეგ გახდა
მენშევიკთა ერთ-ერთი ლიდერი. 1905 წლისთვის საქართველოში
ხელმძღვანელობდა რევოლუციურ მოძრაობას. 1906 წელს აირჩიეს
რუსეთის პირველი სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატად. პირველი
მსოფლიო ომის დროს იყო საქართველოში და მონაწილეობდა
პარტიის ტაქტიკის განსაზღვრაში ომის მოსალოდნელი შედეგების
გასათვალისწინებლად. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ
იყო თბილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს
თავმჯდომარე. აირჩიეს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატად.
1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს
აღმასკომის თავმჯდომარედ. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის
დეპუტატი, 1918 წლიდან კი დამოუკიდებელი მთავრობის მეორე
თავმჯდომარე. 1921 წლის თებერვალ-მარტში, ბოლშევიკების მიერ
საქართველოს საქართველოს ოკუპირების შემდეგ - საქართველოს
ემიგრანტული მთავრობის მეთაური. გარდაიცვალა 1953 წელს
პარიზში. (გვ. 35)

რამიშვილი ნოე ბესარიონის ძე (1881-1930) - დაიბადა ოზურგეთის


მაზრის სოფელ დიდ ვანში. სწავლობდა ქუთაისის სასულიერო
სემინარიაში, სადაც ჩაება მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული
წრეების მუშაობაში. 1900 წელს ჩაირიცხა იურიევის (ტარტუს)
უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1901 წლიდან იყო
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. 1908-
1910 წლებში ცხოვრობდა გერმანიაში, ლაიფციგში. 1917 წლის
თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაინიშნა ტფილისის მაზრის
კომისრად. იყო ტფილისის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების

200
საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, საქართველოს ერო­
ვნული საბჭოს წევრი. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის
წევრი; ამიერკავკასიის ფედერაციული რესპუბლიკის შინაგან
საქმეთა მინისტრი. 1918 წლის 26 მაისიდან იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე;
შემდეგ დაინიშნა შინაგან საქმეთა, განათლების და სამხედრო
მინისტრად. იყო პარლამენტის წევრი, 1919 წლიდან საქართველოს
რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. მთავრობაში ეკავა
შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა. 1921 წელს, ბოლშევიკე­ბის
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, დამფუძნებელი კრე­ბის
დადგენილებით, დატოვა სამშობლო და საფრანგეთში გადასახლდა,
სადაც ემიგრაციაში ცხოვრობდა. 1930 წლის 7 დეკემბერს პარიზში,
პარტიულ კრებაზე მიმავალ ნოე რამიშვილს ემიგრანტმა, ყოფილმა
გვარდიელმა და წინააღმდეგობის მოძრაობის მონაწილემ, პარმენ
ჭანუყვაძემ ესროლა. ნოე რამიშვილი ადგილზევე გარდაიცვალა.
არსებობს საფუძვლანი ეჭვი, რომ მკვლელობა საბჭოთა
სპეცსამსახურების მიერ იყო ორგანიზებული. (გვ. 143)

რობაქიძე გრიგოლ ტიტეს ძე (1882-1962) - დაამთავრა ქუთაისის


სასულიერო სემინარია. უმაღლესი განათლება მიიღო ტარტუსა
და ლაიფციგის უნივერსიტეტებში. 1908 წლიდან მოყოლებული,
მართავდა საჯარო ლექციებს და აქვეყნებდა, როგორც მხატვრულ
ნაწარმოებებს, ასევე კრიტიკულ სტატიებსაც. 1917 წელს იყო
საქართველოს მწერალთა კავშირის ერთ-ერთი დამფუძნებელი.
1918 წლიდან მუშაობდა ტფილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
1931 წელს გერმანიაში გაემგზავრა და იქიდან აღარ დაბრუნებულა.
ცხოვრობდა და მუშაობდა ბერლინში. მისი მხატვრული ნაწარ­
მოებები გერმანულ ენაზე იბეჭდებოდა. 1946 წლიდან ცხოვრობდა
შვეიცარიაში. (გვ. 32, 75)

როსსლე რობერტ / Robert Rössle / (1876-1956) - გერმანელი


სწავლუ­ლი და ექიმი პათანატომი. მედიცინას სწავლობდა
მიუნხენში, კილსა და სტრაბურგში. 1900 წელს დაიცვა დისერტაცია
და ჩააბარა სახელმწიფო სამედიცინო გამოცდა. 1904 წელს,
ზოგად პათოლოგიაში სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ,
1910 წლამდე მუშაობდა მიუნხენის პათოლოგიის ინსტიტუტში
პროფესორ ოტო ფონ ბიოლინგთან პროზექტორად. 1922-29 წლებში
201
ბაზელში გაიარა ორდინატურა და 1929 წლიდან ბერლინში, შარიტეს
კლინიკაში პათანატომიის კათედრაზე დაიწყო მუშაობა, სადაც
1948 წლამდე მუშაობდა. ნაციონალ-სოციალისტების მმართვეობის
პერიოდში იყო ადამიანის გენეტიკისა და კონსტიტუციის
სწავლების შესახებ გამომავალი ჟურნალის თანაგამომცემელი.
1942 წელს ადოლფ ჰიტლერმა ის ჯარის სანიტარიული საკითხების
სამეცნიერო სენატში შეიყვანა. 1944 წელს დაინიშნა სანიტარიული
და ჯანდაცვის საკითხების გენერალური კომისრის, კარლ ბრანდტის
სამეცნიერო მრჩევლად. რამდენადაც ის ნაციონალ-სოციალისტური
გერმანული მუშათა პარტიის წევრი არ იყო, მეორე მსოფლიო
ომის შემდეგ საშუალება მიეცა, გაეგრძელებინა სწავლება
ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში. 1953 წელს პენსიაში
გასვლამდე მუშაობდა პროზექტორად ბერლინში და ძირითადად
ექსპერიმენტული კვლევებით იყო დაკავებული ქსოვილის კვლევის
ინსტიტუტში. (გვ. 70)

საღირაშვილი დავით ალექსის ძე (1887-1952) - დაიბადა თბილისში.


ადრეული ასაკიდან ჩაება მუშათა რევოლუციურ საქმიანობაში.
1908-1909 წლებში მონაწილეობდა სპარსეთის რევოლუციაში.
რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული და გადასახლებული
პოლიტიკური მიზეზით. ვლ. ახმეტელთან და ლ. დარჩიაშვილთან
ერთად დააარსა სოციალ–დემოკრატიული მიმართულების გაზეთი
„ფიქრი“ (1913–1914). 1917 წლის თებერვლის რევოლუციამ მოუსწრო
გადასახლებაში - ხარკოვში, სადაც მუშათა და ჯარისკაცთა
დეპუტატების საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. 1918 წელს დაბრუნდა
საქართველოში. იყო სახალხო გვარდიის მთავარი შტაბის წევრი. 1921
წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, ჩაება
წინააღმდეგობის მოძრაობაში, რისთვისაც საქართველოს სსრ-ს ჩეკამ
დააპატიმრა და 1922 წლის ოქტომბერში სხვა პოლიტპატიმრებთან
ერთად საზღვარგარეთ გააძევა. ცხოვრობდა გერმანიაში. 1927 წელს
დატოვა საქართველოს სოციალ-დემოკრატიული პარტიის რიგები;
აქტიურად თანამშრომლობდა ემიგრანტულ პრესასთან. მეორე
მსოფლიო ომის დასასრულს, 1945 წელს გერმანიიდან ოჯახთან
ერთად გადავიდა ჯერ ავსტრიაში, შემდეგ იტალიასა და ესპანეთში.
1958 წელს დაბრუნდა გერმანიაში. ცხოვრობდა მიუნხენში, სადაც
1957-1958 წლებში არჩილ მეტრეველთან ერთად გამოსცემდა გაზეთს

202
„სამშობლოს განთავისუფლებისათვის“. სიცოცხლის ბოლო წლები
ამერიკის შეერთებულ შტატებში გაატარა. (გვ. 52, 55, 56)

საყვარელიძე პავლე დავითის ძე (1882-1937) - დაიბადა ქუთაისის


შორაპნის მაზრის სოფელ საქარაში. დაწყებითი და საშუალო
განათლება მიიღო ქალაქ ქუთაისში, უმაღლესი განათლება
კი რუსეთისა და შვეიცარიის უნივერსიტეტებში. პროფესიით
იურისტი. იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის მენშევიკების ფრაქციის წევრი. ცნობილი იყო პარტიული
ფსევდონიმით „დიდი პავლე“; აქტიურად მონაწილეობდა 1905
წლის რევოლუციურ გამოსვლებში იმერეთში. 1906 წლიდან
მუშაობდა ბაქოში; გარკვეული პერიოდის განმავლობაში შედიოდა
„ბოლშევიკების“ ფრაქციაში. მეფის რეჟიმის დროს პოლიტიკური
მიზეზით დააპატიმრეს და გადაასახლეს. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს
საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის განმავლობაში
იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის
წევრი. 1919 წლის 27 აპრილამდე იყო გაზეთ „საქართველოს რეს­
პუბლიკის“ რედაქტორი. 1919 წლიდან იყო საქართველოს რეს­
პუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წლის იანვარში
საქართველოს სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის სხვა 11
წევრთან ერთად ჩამოაყალიბა ოპოზიციური ჯგუფი „სხივი“. 1921 წელს
ბოლშევიკების მიერ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის
ოკუპირების შემდეგ დარჩა საქართველოში და ჩამოშორდა
პოლიტიკურ საქმიანობას. გარდაიცვალა 1937 წლის 10 აგვისტოს.
არსებობს ვერსია, რომ მკურნალობისას მოწამლეს. (გვ. 144)

საჯაია გიორგი - ქართველი ემიგრანტი. გარდაიცვალა 1963 წელს


აღმოსავლეთ გერმანიაში. (გვ. 52, 56, 61, 115, 117)

სვანიძე კირილე აბესალომის ძე (1885-1937) − დაიბადა სენაკის მაზრის


სოფელ მაიდანში. პოლიტიკური მიზეზით იყო დაპატიმრებული 1923
და 1927 წლებში; გადასახლებული იყო რუსეთში. 1937-1938 წლების
დიდი საბჭოთა ტერორის დროს, სსრკ უმაღლესი სასამართლოს
სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესიის გადაწყვეტილებით
დახვრიტეს 1937 წლის 17 სექტემბერს. (გვ. 153)

203
სირბილაძე ერმალოზ ივანეს ძე (1875-1937) - დაიბადა ქალაქ თე­
ლავში. დაამთავარა ტფილისის სასულიერო სემინარია. ამ დროიდან
ჩაება სოციალისტურ მოძრაობაში. მუშაობდა მასწავლებლად
სხვადასხვა მხარეებში. რამდენჯერმე იყო დაპატიმრებული
პოლიტიკური მიზეზით. 1902-1903 წლებში ცხოვრობდა ემიგრაციაში
- პარიზში. 1909 წლიდან 1917 წლამდე ცხოვრობდა გადასახლებაში,
ციმბირში. აქ ის მუშაობდა კოოპერაციის განვითარებაზე. 1917
წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში.
არჩეული იყო სიღნაღის ქალაქისთავად. იყო სახალხო გვარდიის
მთავარი შტაბის წევრი. 1919 წელს აირჩიეს საქართველოს
დამფუძნებელი კრების დეპუტატად. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ
მთავრობას გაჰყვა სტამბოლში, მაგრამ 3-4 თვის შემდეგ დაბრუნდა.
ბათუმში ორი-სამი დღით დააპატიმრეს, შემდეგ კი თბილისში - ერთი
დღით. დაბრუნების შემდეგ ჩაება წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის
გამოც 1923 წელს დააპატიმრეს და გადაასახლეს შუა აზიაში. 1925
წელს გათავისუფლდა ამნისტიით. მუშაობდა ცეკავშირის სისტემაში.
1937-1938 წლების დიდი საბჭოთა ტერორის დროს დააპატიმრეს
და საქართველოს სსრ შინსახკომის საგანგებო სამეულის (ე. წ.
„ტროიკა“) გადაწყვეტილებით დახვრიტეს 1937 წლის 27 დეკემბერს.
(გვ. 169)

ტაბიძე ტიციან (ტიტე) იუსტინეს ძე (1895-1937) - პოეტი; დაამთავრა


ქუთაისის კლასიკური გიმნაზია. უმაღლესი განათლება მიიღო
მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო პოეტური ორდენის,
„ცისფერი ყანწების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი. 1937-1938 წლების
დიდი საბჭოთა ტერორის დროს საქართველოს სსრ შინსახკომის
საგანგებო სამეულის (ე.წ. „ტროიკა“) გადაწყვეტილებით, ტიციან
ტაბიძე დახვრიტეს 1937 წლის 16 დეკემბერს. (გვ. 32)

ტიმოფეევი დიმიტრი ნიკოლოზის ძე (1923-1945) - ცნობილი


რუსი ბიოლოგის, ნიკოლოზ ტომოფეევ-რესოვსკის (1900-1981)
ვაჟი. მეცნიერი ტიმოფეევ-რესოვსკი 1925 წლიდან მოსკოვის
უნივერსიტეტიდან წარგზავნეს ბერლინის კაიზერ ვილჰელმის
უნივერსიტეტში, სადაც ის გენეტიკური კვლევებს ატარებდა და
მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან მკვლევრად ითვლებოდა. 1937
წელს საბჭოთა კავშირში აიკრძალა გენეტიკის კვლევა, რო­
204
გორც ბურჟუაზიული ფსევდომეცნიერებისა და ტიმოფეევის
მას­­­წავლებელი, იმ დროის წამყვანი გენეტიკოსი ვავილოვი გა­
და­ასახლეს, სადაც ის 1943 წელს გარდაიცვალა. თავად ტიმოფეევ-
რესოვსკი კი უკან, საბჭოთა კავშირში გაიწვიეს, მაგრამ მან იცოდა
თავისი პედაგოგის დევნისა და შევიწროების ამბავი და დაბრუნებაზე
უარი განაცხადა, გერმანიაში დარჩა და მუშაობა განაგრძო, რის
გამოც ომის შემდეგ ის გაასამართლეს, როგორც სამშობლოს
მოღალატე და გადასახლება მიუსაჯეს. მისი ვაჟი, დიმიტრი, იყო
გოგი წულუკიძის ახლო მეგობარი და თანაკლასელი ბერლინის
ფრანგულ გიმნაზიაში. 1943 წელს იგი შეუერთდა ბუშმანოვის
ანტინაცისტური წინააღმდეგობის ჯგუფს „საკავშირო კომუნისტური
პარტიის (ბოლშევიკური) ბერლინის კომიტეტი“, რომელიც იარაღის
ქარხნებში აწყობდა საბოტაჟებს. დიმიტრი გესტაპომ დააპატიმრა
და ის მაუთჰაუზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. მძიმე
ბედი ერგო მისმა ოჯახსაც, ოღონდ არა ნაცისტური გერმანიის,
არამედ საბჭოთა უშიშროების სამსახურების მხრიდან. ისინი წლობით
იყვნენ გადასახლებაში. ნიკოლოზ ტიმოფეევს ერთხანს გულაგში
ალექსანდრ სოლჟენიცინთან ერთად მოუწია ყოფნა. სოლჟენიცინი
თავის „არქიპელაგ გულაგში“ მას პატივისცემით მოიხსენიებს.
სტალინის სიკვდილის და ვავილოვის რეაბილიტაციის შემდეგ
ტიმოფეევ-რესოვსკი გადასახლებიდან დაბრუნდა. მას უფლება
მისცეს, მცირე ინსტიტუტში ემუშავა. მისი მეუღლისა და უმცროსი
შვილის, ანდრეის შემდგომი ბედი გაურკვეველი დარჩა. (გვ. 69, 79)

ტრენდელენბურგი ერნსტ ვილჰელმ თეოდორ / Ernst Wilhelm Theodor


Trendelenburg / (1877-1946) - გერმანელი ფიზიოლოგი. ცნობილი
გერმანელი ქირურგის, ფრიდრიხ ტრენდელენბურგის ვაჟი. 1909-
1922 წლებში იყო ფრაიბურგის, ინსბრუკის, გისენის, ტიუბინგენისა და
ბერლინის უნივერსიტეტების პროფესორი. არის ავტორი მრავალი
სამეცნიერო ნაშრომისა ნეიროფიზიოლოგიასა და ფიზიოლოგიაში
(განსაკუთრებით ფერების აღქმის შესახებ). 1938 წლიდან გახდა
ბავარიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. (გვ. 62,
67, 69, 83, 84)

ფაშალიდისი იოანის გიორგის ძე (1885-1968) - დაიბადა ოსმალეთში,


სოფელ სანტა-პონტოსში (თანამედროვე დუმანლი). ეროვნებით
ბერძენი. 1896 წლიდან სწავლობდა ტფილისის რუსულ გიმნაზიაში.
205
1903 წლიდან გახდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა
პარტიის წევრი. სწავლობდა ოდესის უნივერსიტეტის სამედიცინო
ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუდენტთა სოციალ-
დემოკრატიული ორგანიზაციის წევრობის გამო. 1910 წელს შეძლო
მოსკოვის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტის დამთავრება
ქირურგის სპეციალობით. 1910-იანი წლებიდან ოჯახთან ერთად
გადასახლდა სოხუმში, სადაც მუშაობდა ადგილობრივ სოციალ-
დემოკრატიულ ორგანიზაციაში და ეწეოდა სამედიცინო პრაქტიკას;
როგორც ექიმი, დიდი პოპულარობით სარგებლობდა მთელ
დასავლეთ საქართველოში. 1917 წლიდან იყო საქართველოს სოციალ-
დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი. არჩეული იყო აფხაზეთის
ეროვნულ საბჭოში. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების შემდეგ
დატოვა საქართველო და ემიგრაციაში წავიდა სტამბოლში.
1923 წელს გადავიდა თესალონიკში, სადაც მუშაობდა „რუსულ
ჰოსპიტალში“, რომელიც მალე „მაკედონიის კლინიკად“ გადაკეთდა
და, გარდა ადგილობრივი მოსახლეობისა, მრავალრიცხოვან
ლტოლვილებსაც ემსახურებოდა. მალე პროფესიონალიზმისა და
ავადმყოფებისათვის უანგარო დახმარების გამო სახელი გაითქვა
იმ მხარეში და „ღარიბების ექიმი“ შეარქვეს. 1931 წელს იოანის
ფაშალიდისი საბერძნეთის სოციალისტური პარტიების ლიდერებთან
ერთად „საბერძნეთის სოციალისტური პარტიის“ დამფუძნებელი
გახდა. მეორე მსოფლიო ომის დროს, ნაცისტური გერმანიის მიერ
საბერძნეთის ოკუპირების შემდეგ, დააპატიმრეს და ეპტაპურგიონის
(იედიყულეს) ციხეში ჩასვეს. გათავისუფლების შემდეგ იყო
ოკუპაციის მოწინააღმდეგე პოლიტიკური პარტიების კოალიციის
ცენტრალური კომიტეტის წევრი. 1951 წელს, როგორც „საბერძნეთის
სოციალისტური პარტიის“ წარმომადგენელი, „გაერთიანებული
მემარცხენე დემოკრატების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და
თავმჯდომარე გახდა. 1952 წლიდან 1964 წლამდე ამავე პარტიის
სიით იყო საბერძნეთის პარლამენტის რიგი მოწვევების წევრი.
1967 წლის 21 აპრილს საბერძნეთში სამხედრო გადატრიალებისა
და „შავი პოლკოვნიკების“ შვიდწლიანი დიქტატურის დამყარების
შემდეგ იოანის ფაშალიდისი გარდაცვალებამდე თესალონიკში
შინაპატიმრობაში ცხოვრობდა. (გვ. 155)

206
ფიკი რუდოლფ / Rudolf Fick / (1866- 1939) - დაიბადა ციურიხში.
სამეცნიერო კარიერა ვიურცბურგის უნივერსიტეტის პროზექტურაში
მუშაობით დაიწყო. 1892 წელს სადოქტორო დისერტაციის დაცვის
შემდეგ მუშაობდა ლაიფციგის უნივერსიტეტში პროზექტორად
და ასოცირებულ პროფესორად. მე-20 საუკუნის დასაწყისში იგი
ჩართული იყო ანატომიის სწავლების რეფორმაში. იყო ლეო­პოლ­
დინას წევრი. (გვ. 61, 62)

ფონ აიკენი კარლ ოტო / Carl Otto von Eicken / (1873-1960) –


გერმანელი ექიმი. სწავლობდა მედიცინას კილის, ჟენევის, მიუნხენის,
ბერლინისა და ჰაიდელბერგის უნივერსიტეტებში. 1899 წელს მიიღო
დოქტორის ხარისხი. ოტოლოგიით იყო დაკავებული. 1910 წელს
გინესის უნივერსიტეტში დოცენტად დაინიშნა ყელ-ყურ-ცხვირის
განხრით. პირველი მსოფლიო ომის დროს იყო სამხედრო ექიმი
რეზერვში. 1926 წელს შარიტეს პირველი და მეორე კლინიკების
გაერთიანების დირექტორი გახდა. 1936 წელს აირჩიეს გერმანიის
მეცნიერებათა აკადემიის ლეოპოლდინას ნამდვილ წევრად.
1942 წლის 18 აგვისტოს ადოლფ ჰიტლერმა დანიშნა სამხედრო-
სამედიცინო სამსახურის სამეცნიერო სენატის ნამდვილ წევრად. 1944
წელს გახდა სანიტარიული სამსახურისა და ჯანდაცვის გენერალური
კომისრის, კარლ ბრანდტის მრჩეველი. ომის შემდგომ პერიოდში
იყო აღმოსავლეთ ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის
კათედრის გამგე. გუსტავ კილიანთან ერთად მუშაობდა ყელისა
და ხახის კვლევის მეთოდების განვითარებაზე, შეიმუშავა ხახის
ოპერაციის საკუთარი მეთოდი, არის 120-ზე მეტი სამეცნიერო
ნაშრომის ავტორი, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია
ოტორინოლარინგოლოგიის ფერადი ატლასი. (გვ. 71)

ქემალ ფაშა − მუსტაფა ქემალ ათათურქი (1881-1938) - ოსმალეთის


იმპერიის არმიის ოფიცერი, თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელი
და მისი პირველი პრეზიდენტი 1923-1938 წლებში. თურქეთის
მოდერნიზაციის და ევროპეიზაციის იდეოლოგი. (გვ. 142, 146, 147)

ქორქია ალექსანდრე (საშა) (?-1969) - ჩაბმული იყო საქართველოს


ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის კამპანიაში. 1917 წელს
რუსეთში ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ დააარსა
ქართული კომიტეტი, რომელიც იცავდა ქართულ სათვისტომოს

207
და ეხმარებოდა მათ სამშობლოში დაბრუნებაში. ემიგრაციაში
ცხოვრობდა გერმანიაში. მეორე მსოფლიო ომის დროს ნაცისტურმა
რეჟიმმა დანიშნა კავკასიის შტაბის (?) ხელმძღვანელად, სადაც
მუშაობისას მან ბევრი ქართველის ხსნა შეძლო განსაცდელისაგან.
გარდაიცვალა 1969 წლის 21 დეკემბერს. (გვ. 43)

ღამბაშიძე ვახტანგ დავითის ძე (1872-1951) − დაიბადა შორაპნის


მაზრის დაბა ზესტაფონში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ
გიმნაზიაში, საიდანაც გარიცხეს მოსწავლეთა არალეგალურ
ჟურნალში მონაწილეობის გამო. სწავლა განაგრძო თბილისის
გიმნაზიაში. უმაღლესი განათლება მიიღო მოსკოვის უნივერსიტეტის
სამედიცინო ფაკულტეტზე, სადაც ასევე ჩაბმული იყო სტუდენტთა
„ინტერნაციონალური წრის“ მუშაობაში. იყო „საქართველოს
თავისუფლების ლიგის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, რის გამოც
რუსეთის იმპერიის საიდუმლო პოლიცია დევნიდა. რამდენიმე
წელს სწავლობდა პარიზში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ
ეწეოდა საექიმო პრაქტიკას შორაპნის მაზრაში, პარალელურად
თანამშრომლობდა პრესაში და პროპაგანდას უწევდა სახალხო
ჯანმრთელობის საკითხებს. გარდა ამისა ჩაბმული იყო მრავალ
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ საქმიანობაში. სოფელ ცემში
დააარსა კურორტი, სადაც მოაწყო ევროპული ტიპის სანატორიუმი.
1918 წელს იყო ამიერკავკასიისა და საქართველოს დელეგაციების
წევრი ოსმალეთთან საზავო მოლაპარაკებებში. 1918 წლიდან იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰიგიენის კათედრის
გამგე. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების
შემდეგ ოჯახთან ერთად გაემგზავრა ემიგრაციაში. თავდაპირველად
ცხოვრობდა სტამბოლში და მუშაობდა „წითელი ჯვრის“ ხაზით,
ეხმარებოდა პოლიტიკურ დევნილებს. 1924 წლიდან კი ცხოვრობდა
საფრანგეთში, სადაც აქტიურად იყო ჩაბმული ქართული ემიგრაციის
საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში. იყო პარიზის ქართული
სათვისტომოს ხელმძღვანელი. 1925 წლიდან იყო ემიგრაციაში
მოქმედი ქართული „პოლიტიკური წითელი ჯვრის“ თავმჯდომარე.
მეორე მსოფლიო ომის დროს ჩამოაყალიბა ტყვეთა დამხმარე
„ქართული ეროვნული კომიტეტი“. იყო ქართული ბიბლიოთეკისა
და სასწავლებლის − „კერის“ დამაარსებელი. (გვ. 103)

208
შლენკი ვილჰელმ / Wilhelm Schlenk / (1879-1943) - გერმანელი ქიმი­
კოსი. სწავლობდა მიუნხენის უნივერსიტეტში ქიმიის ფაკულ­ტეტზე;
მცირე ხანს იმუშავა ქიმიის ინდუსტრიაში და შემდეგ ისევ მიუნხენში
დაბრუნდა, სადაც 1909 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია. 1913-
1921 წლებში მუშაობდა იენის, ვენისა და ბერლინის უნივერსიტეტებში.
ხელისუფლების სათავეში ნაციონალ-სოციალისტების მოსვლის
შემდეგ შლენკი თავისი დემოკრატიული შეხედულებების ერთგული
დარჩა და რეჟიმთან დისტანციას ინარჩუნებდა. ამის გამო 1935
წელს ტიუბინგენის კათედრაზე გადაიყვანეს. 1925 წლიდან იყო
ბავა­რიის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი. 1922
წლიდან - პრუსიის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი, ხოლო 1935
წლიდან - გარე წევრი. 1942 წელს იგი ქიმიკოსთა საზოგადოებიდან
გარიცხეს რეჟიმისადმი არასაკმარისი ლოიალობის გამო. იგი იყო
მეტალოორგანული ქიმიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. დღემდე
არსებობს ტერმინები „შლენკის ბალანსი“ და რიგი ქიმიური
ოპერაციების დროს - „შლენკის ტექნიკა“. (გვ. 62)

ჩაჩიბაია შალვა კონდრატეს ძე (1899-1937) - დაიბადა სენაკის


მაზრის სოფელ კიწიაში. 1926-1932 წლებში ცხოვრობდა გერმა­
ნიაში. დაბრუნების შემდეგ მუშაობდა თსუ-ს გამომცემლობის
დირექტორის მოადგილედ. 1937-1938 წლების დიდი საბჭოთა
ტერორის დროს დააპატიმრეს „გერმანიის ჯაშუშობის“ ბრალდებით.
საქართველოს სსრ შინსახკომის საგანგებო სამეულის (ე.წ. „ტოიკის“)
გადაწყვეტილებით დახვრიტეს 1937 წლის 12 დეკემბერს. (გვ. 38)

ჩერნი ადალბერტ / Adalbert Marianus Czerny / (1863-1941) - ავსტრიე­


ლი პედიატრი. განათლებას მიიღო პრაღაში. დისერტაციის დაცვის
შემდეგ მუშაობდა ალოის ეპშტაინის ასისტენტად. პრაღაში
სადოქტორო დისერტაციის დაცვის შემდეგ მუშაობა გააგრძელა
ბრესლაუში. აქ იგი სათავეში ედგა ბავშვთა კლინიკის მშენებლობას.
1913 წლიდან პენსიაში გასვლამდე (1932) მუშაობდა ბერლინში,
შარიტეში. აქ მან დააარსა პედიატრიის საერთაშორისო სკოლა.
ითვლება თანამედროვე პედიატრიის ერთ-ერთ დამფუძნებელად.
(გვ. 70)

ჩიჩუა ზაქარია გიორგის ძე (1873-1952) - დაიბადა გურიაში. დაამთავრა


ოზურგეთის სასულიერო სასწავლებელი. ადრეული ასაკიდან

209
ჩაბმული იყო რევოლუციურ მოძრაობაში. პროფესიით - ფარმაცევტი.
იყო ტფილისის ნოქართა და ხელზე მოსამსახურეთა პროფკავშირების
აქტიური ორგანიზატორი და ლიდერი. მონაწილეობდა 1905 წლის
რევოლუციაში; ხელმძღვანელობდა საგაფიცვო მოძრაობას.
ცნობილი იყო მეტსახელით - „ხაშნიკი“. რამდენჯერმე იყო
დაპატიმრებული და გადასახლებული პოლიტიკური მიზეზით. 1921
წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ
წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა გერმანიასა და საფრანგეთში.
მუშაობდა საქართველოში რევოლუციური მოძრაობის ისტორიის
ამსახველი საარქივო მასალების მობილიზებაზე, საქართველოში
ბოლშევიკთა დანაშაულებების დოკუმენტირებასა და ემიგრანტული
მთავრობის არქივის მოწესრიგებაზე.

ჩხეიძე ალექსანდრე დავითის ძე (1873-194?) − დაიბადა ქუთაისის


მაზრის სოფელ ქვიტირში. სწავლობდა ტფილისის კადეტთა კორ­
პუს­ში, შემდეგ - მოსკოვის ალექსანდრეს მესამე სამხედრო
სასწავლებელში. 1893 წლიდან მსახურობდა გრენადერთა მე-
16 სამეგრელოს პოლკში; 1894 წლიდან იყო პოლკის დაზვერვის
მეთაური. პირველი მსოფლიო ომის დროს მსახურობდა ჩრდილო-
დასავლეთის ფრონტზე გრენადერთა მე-15 ტფილისის პოლკში,
საიდანაც მიავლინეს ტფილისის სამხედრო სასწავლებელში. 1918
წლისათვის მონაწილეობდა ქართული კორპუსის ჩამოყალიბებაში.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ იყო სამ­
ხედრო სკოლის უფროსის მოადგილე; მონაწილეობდა რესპუბ­
ლიკის თავდაცვით ომებში. 1921 წელს, ბოლშევიკური რუსეთის მე-
11 წითელი არმიის თავდასხმისას მეთაურობდა სამხედრო სკოლის
ნაწილს ტაბახმელის სექტორში. ოკუპირების შემდეგ წავიდა
ემიგრაციაში. 1921-1922 წლებში ცხოვრობდა სტამბოლში. 1922 წლიდან
მსახურობდა პოლონეთის არმიაში. 1931 წელს დატოვა სამხედრო
სამსახური და ცხოვრობდა ქალაქ ლვოვში. 1939 წელს, პოლონეთის
საბჭოთა ოკუპაციის დროს დააპატიმრეს და გადაგზავნეს მოსკოვში,
სადაც მისი კვალი იკარგება. (გვ. 166, 169, 173, 175, 176)

ჩხეიძე ნიკოლოზ (კარლო) სიმონის ძე (1864-1926). დაიბადა


შორაპნის მაზრის სოფელ ფუთში. სწავლობდა ქუთაისში, ოდესის
უნივერსიტეტსა და ხარკოვის ვეტერინარიულ ინსტიტუტში.
1892 წელს იყო ზესტაფონში სოციალ-დემოკრატიული პარტიის
210
დამფუძნებელი კონფერენციის მონაწილე. 1905 წლიდან მუშაობდა
რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის მენშევიკების
ფრაქციაში. 1907 წელს აირჩიეს მესამე სახელმწიფო სათათბიროს
დეპუტატად. 1912 წელს ხელმეორედ აირჩიეს მეოთხე სახელმწიფო
სათათბიროს დეპუტატად; 1917 წლის ბოლშევიკური სამხედრო
გადატრიალების შემდეგ მან მალევე დატოვა პეტერბურგი და
თბილისში დაბრუნდა. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის
თავმჯდომარე. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარე.
1919 წლის დასაწყისში იგი ხელმძღვანელობდა საქართველოს
დემოკრატიული რესპუბლიკის დელეგაციას პარიზის საზავო
კონფერენციაზე. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების თავმჯდომარე. 1921 წელს ბოლშევიკების
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ დატოვა საქართველო
და ემიგრაციაში წავიდა საფრანგეთში. 1926 წლის 7 ივნისს სცადა
თვითმკვლელობა და რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. დაკრძალეს
15 ივნისს, პარიზში, პერ-ლაშეზის სასაფლაოზე. (გვ. 143)

ჩხიკვიშვილი ბენიამინ გრიგოლის ძე (1879-1924) − დაიბადა ოზურგე­


თის მაზრის სოფელ ციხეში (საყვავისტყე). სწავლობდა ქუთაისში,
სადაც დაუახლოვდა ქუთაისში მყოფ „მესამედასელებს“ და დაიწყო
მარქსიზმის შესწავლა. ბოლო კლასიდან გარიცხეს. მუშაობა დაიწყო
ბათუმის ერთ-ერთ ქარხანაში ყუთების დამამზადებელი საამქროს
მუშად. 1901 წელს შევიდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული
მუშათა პარტიის ბათუმის ჯგუფში. მუშაობდა პედაგოგად დასავ­
ლეთ საქართველოში, შემდგომ ჭიათურასა და ბათუმში −
მუშად. ბათუმში გახდა ადგილობრივი სოციალ-დემოკრატიული
ორგანიზაციების ერთ-ერთი ლიდერი. ასევე იყო რსდმპ გურიის
კომიტეტის წევრი და გლეხთა მოძრაობის ერთ-ერთი მთავარი
ორგანიზატორი. მრავალჯერ იყო დაპატიმრებული პოლიტიკური
მიზეზით. 1905 წელს იყო რევოლუციური მოძრაობის ლიდერი
გურიაში − ცნობილი იყო „გურიის რესპუბლიკის პრეზიდენტის“
სახელით. ტფილისის სასამართლო პალატამ „გურიის რესპუბლიკის
საქმეზე“ გაასამართლა და მიუსაჯა ოთხწლიანი კატორღა
ციმბირში და სამუდამო გადასახლება ციმბირშივე − ირკუტსკში.
საქართველოში დაბრუნდა 1917 წელს, თებერვლის რევოლუციის

211
შემდეგ. 1917 წელს იყო სოხუმის ქალაქისთავი. 1919 წლიდან იყო
საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრი, ქალაქ
თბილისის მოურავი. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს
ოკუპირებისას, ემიგრაციაში წავიდა სტამბოლში, საიდანაც
მცირე ხნის შემდეგ გადავიდა საფრანგეთში. 1924 წლის მაისში
ბენია ჩხიკვიშვილი არალეგალურად დაბრუნდა საქართველოში.
საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ იმავე წლის 25 ივლისს
დააკავა და რუსეთის პოლიტიზოლატორში გადააგზავნა. 1924 წლის
28 აგვისტოს ანტისაბჭოთა შეიარაღებული აჯანყების დაწყების
შემდეგ, დახვრიტეს სუზდალის პოლიტიზოლატორიდან ეტაპით
გადაყვანისას, გაურკვეველ სადგურზე; დასაფლავების ადგილი
უცნობია. (გვ. 155, 156, 159, 167)

წერეთელი მიხეილ (მიხაკო) გიორგის ძე (1878-1965) - დაიბადა


შორაპნის მაზრის სოფელ ცხრუკვეთში. დაამთავრა ქუთაისის
კლასიკური გიმნაზია. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტში, საიდანაც
1899 წელს გარიცხეს სტუდენტურ საპროტესტო მოძრაობაში
მონაწილეობისთვის. 1900 წლიდან ცხოვრობდა საზღვარგარეთ,
სადაც დაუახლოვდა საერთაშორისო ანარქისტული მოძრაობის
ლიდერებს. პარალელურად სწავლობდა ჟენევისა და სორბონის
უნივერსიტეტებში. აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ
პრესასთან. მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში
საქართველოში − ჩაბმული იყო ანარქისტული ორგანიზაციების
მოწყობაში. 1900-იანი წლების ბოლოს დაუახლოვდა სოციალისტ-
ფედერალისტთა პარტიას. ამავე დროს იყო ისტორიისა და ეთნო­
ლოგიის მკვლევარი; 1914 წელს გახდა ჰაიდელბერგის უნი­
ვერსიტეტის დოქტორი. მეფის რეჟიმის დროს დაპატიმრებული
იყო პოლიტიკური მიზეზით. 1914 წლიდან მონაწილეობდა გერმანიის
მიერ მხარდაჭერილი „საქართველოს დამოუკიდებლობის კომი­
ტეტის“ მუშაობასა და „ქართული ლეგიონის“ დაკომპლექტებაში
ოსმალეთში. 1918 წლიდან იყო საქართველოს დიპლომატიური
წარმომადგენელი გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. იყო
თბილისის სახელმწიფო უნივერისტეტის პროფესორი. 1921 წელს
ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, დატოვა
საქართველო და ცხოვრობდა ემიგრაციაში. იყო ბრიუსელისა
და ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტების პროფესორი.

212
აქტიურად იყო ჩაბმული საზღვარგარეთ ქართული პოლიტიკური
პარტიებისა და ორგანიზაციების მუშაობაში. თანამშრომლობდა
ემიგრანტულ პრესასთან. 1914-1945 წლებში იყო გერმანიაში
მოქმედი „სამოკავშირეო შტაბის“ წევრი. გამოქვეყნებული აქვს
რიგი ფუნდამენტური სამეცნიერო ნაშრომებისა. (გვ. 64, 100, 114)

წულუკიძე გოგი მიხეილის ძე (1923-1997) - ექიმი, მიხეილ და


ქრისტინე წულუკიძეების შვილი. დაიბადა ბერლინში 1923 წლის
4 სექტემბერს. სწავლობდა ჯერ ფრანგულ გიმნაზიაში, შემდეგ
ბერლინის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე. მეორე
მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ცხოვრობდა და მუშაობდა
აღმოსავლეთ ბერლინში თავისი დედის, ქრისტინე წულუკიძის
სამედიცინო პრაქტიკაში. იყო საქართველოსა და ქართველების
დიდი გულშემატკივარი. არასოდეს ყოფილა საქართველოში, თუმცა
დედის დამსახურებით გამართულად ლაპარაკობდა ქართულად.
გარდაიცვალა 1997 წლის 7 ოქტომბერს ბერლინში.

წულუკიძე მიხეილ (11.11.1887-07.08.1944) - საწულუკიძეოდან (ხონი)


იყო. მამა - ალექსანდრე წულუკიძე, დედა - ნატალია ნიჟარაძე.
ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, პოლიტიკოსი. განათლება
გერმანიაში, იენაში მიიღო, სადაც ქიმიის ფაკულტეტი დაამთავრა.
სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ცისფერყანწელებთან იყო
დაახლოებული და ლიტერატურულ პერიოდიკასთან თანამშრომ­
ლობდა. საქართველოს დამოუკიდებლობის წლებში სოხუმში
ცხოვრობდა და სოციალდემოკრატიული პარტიის სიით აფხაზეთის
ეროვნული საბჭოს წევრი იყო. 1921 წელს მეუღლესთან ერთად წავიდა
ემიგრაციაში ბერლინში. აქ ის საზოგადოებრივ და პოლიტიკურ
მუშაობას ეწეოდა და პუბლიცისტიც იყო. გარდაიცვალა 1944 წელს,
ავადმყოფობის შედეგად. დაკრძალულია ბერლინში.

ჭიჭინაძე პარმენ (ნიკოლოზ) გაბრიელის ძე (1881-1921) − დაიბადა


ქუთაისის გუბერნიის სოფელ გოდოგანში. სწავლობდა სამედიცინო
ფაკულტეტზე. სტუდენტობის დროიდან ჩაბმული იყო სოციალ-
დემოკრატიული ორგანიზაციების მუშაობაში. აქტიურად
მონაწილეობდა 1905 წლის რევოლუციურ მოძრაობაში. რუსეთის
მეფის რეჟიმის დროს დააპატიმრეს და გადაასახლეს პოლიტიკური
მიზეზით. 1920 წელს იყო საქართველოს დემოკრატიული

213
რესპუბლიკის სამხედრო მინისტრი. 1921 წელს ბოლშევიკების
მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ, დააპატიმრეს. მეტეხის
ციხეში პატიმრობისას მენინგიტით გარდაიცვალა. მისი დაკრძალვა
ანტისაბჭოთა დემონსტრაციად იქცა. დაკრძალეს დიდუბის
საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში. (გვ. 144)

ხოშტარია აკაკი მეთოდეს ძე (1887-1932) - კომერსანტი და მეცენატი;


ფლობდა მსხვილ კაპიტალდაბანდებებს საბანკო და სარკინიგზო
სფეროში, ამიერკავკასიის და მცირე აზიის სახელმწიფოებში. 1921
წელს ბოლშევიკების მიერ საქართველოს ოკუპირების შემდეგ
წავიდა ემიგრაციაში. ცხოვრობდა ირანსა და საფრანგეთში.
გარდაიცვალა საფრანგეთში. (გვ. 36)

ჯუღელი ვალერიან ანთიმოსის ძე (1887-1924) − დაიბადა შორაპნის


მაზრის სოფელ სვირში. სწავლობდა ქუთაისის კლასიკურ
გიმნაზიაში, სადაც ჩაება სოციალ-დემოკრატიული წრეების
მუშაობაში და მონაწილეობდა 1904-1905 წლებში მოსწავლეების
მიერ ქუთაისში მოწყობილ საპროტესტო დემონსტრაციებში, რის
გამოც გიმნაზიიდან გარიცხეს. 1905 წელს ცხოვრობდა მოსკოვში
და აქტიურად მონაწილეობდა რევოლუციურ შეიარაღებულ
გამოსვლებში; რევოლუციის დამარცხების შემდეგ დაბრუნდა
სამშობლოში; 1912 წელს დაასრულა სოხუმის გიმნაზია და სწავლა
განაგრძო პეტერბურგის უნივერსიტეტში. სტუდენტობის დროიდან
მუშაობდა რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის
„ბოლშევიკების ფრაქციაში“. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის
შემდეგ თბილისში მიემხრო მენშევიკების ფრაქციას. 1917 წელს
იყო საქართველოს სახალხო გვარდიის ერთ-ერთი დამაარსებელი
და ორგანიზატორი, არჩეული იყო სახალხო გვარდიის მთავარი
შტაბის წევრად. 1919 წლიდან იყო საქართველოს რესპუბლიკის
დამფუძნებელი კრების წევრი. 1921 წელს ბოლშევიკების მიერ სა­
ქარ­თველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპირების დროს,
ხელ­მძღვანელობდა სახალხო გვარდიის შენაერთებს წითე­
ლი არმიის წინააღმდეგ ბრძოლებში; ბრძოლაში დაიჭრა და 1921
წლის 16 მარტს მთავრობასა და დამფუძნებელი კრების პრეზი­
დიუმთან ერთად დატოვა საქართველო და ემიგრაციაში გაე­
მგზავრა. 1921 წლის მარტიდან ცხოვრობდა სტამბოლში. 1923-
1924 წლებში სწავლობდა საფრანგეთის სამხედრო აკადემიაში.
214
1924 წლის მაისში ვალიკო ჯუღელი არალეგალურად დაბრუნდა
საქართველოში; ხელმძღვანელობდა საყოველთაო შეიარაღებული
აჯანყების სამზადისს. 1924 წლის 6 აგვისტოს საქართველოს
სსრ-ს საგანგებო კომისიამ (ჩეკამ) ვალიკო ჯუღელი დააპატიმრა.
თვითმკვლელობის წარუმატებელი მცდელობის შემდეგ მოითხოვა,
რომ მიეცათ საშუალება, დაკავშირებოდა ამხანაგებს თხოვნით −
აჯანყება გაეუქმებინათ. ვალიკო ჯუღელმა გაზეთ „კომუნისტის“
ფუცლებიდანაც მიმართა თანამებრძოლებს იმავე თხოვნით. 1924
წლის 28 აგვისტოს ანტისაბჭოთა აჯანყების დაწყებისთანავე, ჩეკამ
ვალიკო ჯუღელი სხვა პოლიტპატიმრებთან და მოქალაქეებთან
ერთად დახვრიტა თბილისში, სავარაუდოდ, 30 აგვისტოს ღამით.
(გვ. 175)

ჰანი მარტინ / Martin Hahn / (1865-1934) გერმანელი მიკრობიოლოგი


და ჰიგიენის სპეციალისტი. განათლებას იღებდა 1884 წლიდან
ბერლინში, ფრაიბურგში, ჰაიდელბერგსა და მიუნხენში. 1889 წელს
დაიწყო მუშაობა რობერტ კოხთან ბერლინის ჰიგიენის ინსტიტუტში.
1922-1933 წლებში ხელმძღვანელობდა ამავე ინსტიტუტს. 1933 წლის
7 აპრილს ნაციონალ-სოციალისტურმა მთავრობამ მიიღო კანონი,
რომელიც ხელისუფლებას საშუალებას აძლევდა, სამსახურიდან
გაეთავისუფლებინა ებრაელები და, ასევე, პოლიტიკურად
არასაიმედო პირები. სწორედ ამ კანონის მიღების შემდეგ და
თანამშრომლის (გვარად ჰაიდე) ცილისწამების საფუძველზე, ჰანი
სამსახურიდან გაათავისუფლეს და 1933 წელს ვადაზე ადრე პენსიაზე
გაუშვეს. მარტინ ჰანს ოჯახი არ ჰყავდა. 1984 წლიდან მისი საფლავი
ვანზეეს სასაფლაოზე ბერლინის საპატიო საფლავის სტატუსს
ატარებს. (გვ. 71)

ჰესსე რიჩარდ / Richard Hesse / (1868-1944) - გერმანელი ზოოლოგი.


სწავლობდა ბუნებისმეტყველებას ტიუბინგენსა და ბერლინში.
1909-1914 წლებში, თავად ასწავლიდა ბერლინში; 1914-1926 წლებში
მუშაობდა ბონში. შემდეგ ისევ ბერლინში დაბრუნდა, სადაც პრუსიის
სამეფო მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილ წევრად მიიღეს. 1927
წლიდან იყო გერმანიის ზოოლოგიური საზოგადოების პრეზიდენტი,
1933 წლიდან კი ლეოპოლდინას წევრად აირჩიეს. (გვ. 62)

215
ჰირშფელდი ჰანს / Hans Hirschfeld / (1873-1944) - გერმანელი ჰემა­
ტო­ლო­გი. საშუალო და უმაღლესი განათლება მიიღო ბერლინში.
1910 წლიდან ბერლინშივე, შარიტეს საავადმყოფოში გადაიბარა
ონკოლოგიურ პაციენტებთან მუშაობის პრაქტიკა და 1922 წელს
დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ანემიის თემაზე. იყო „ზოგადი
ჰემატოლოგიის სახელმძღვანელოს“ პირველი გამოცემის თანაგა­
მომცემელი ლუდვიგ ჰაილმაიერთან და ვიქტორ შილინგთან ერთად.
1933 წლის გაზაფხულზე, როგორც ებრაელი, გაათავისუფლეს სამ­
სახურიდან. დაკარგა სწავლების უფლება და 1938 წელს კი - ექიმის
წოდება. 1942 წლის 30 ოქტომბერს, ნაციონალისტ-სოციალისტებმა
ცოლ-ქმარი ჰირშფელდები ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო
ბანაკში გაგზავნეს. მისმა ორივე ქალიშვილმა დროზე უშველა თავს
ემიგრაციაში წასვლით. ჰანს ჰირშფელდი 1944 წლის 26 აგვისტოს
ტერეზიენშტადტის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა. მისი
და პროფ. ჰილმაიერის მიერ გამცემული „ზოგადი ჰემატოლოგიის
სახელმძღვანელო“ 1970 წლამდე შეუცვლელი გერმანულენოვანი
ნაშრომი იყო. თუმცა ჰირშფელდის სახელი ნელ-ნელა დავიწყებას
მიეცა, თანავტორებმა კი მისი ინტელექტუალური საკუთრების
მითვისება შეძლეს და ამ გზით კარიერულ წინსვლას მიაღწიეს.
მხოლოდ 2011 წელს გახდა შესაძლებელი ჰირშფელდის სახელის
კვლავ დაფასება: ბერლინში, შარლოტენბურგში დადგეს მისი
მემორიალური ე.წ. „საბორძიკო ქვა“. (გვ. 62, 64, 75)
სარჩევი

5წინათქმა
22 შემომწორველთა სია
27 ქრისტინე თოდუა - ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთნი მოგონებანი
137 იონა თოდუა გაქცევის დღიური
180 პირთა საძიებელი
5 C_C0/M100/Y80/K0 SOVLAB B/W_70%BLACK

საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის მიზანია, ხელი შეუწ-ყოს


საბჭოთა ტოტალიტარული წარსულის შესწავლას, საბჭოთა მემკვიდრეობის
პოლიტიკური, სამართლებრივი და მორალური პასუხისმგებლობის
გააზრებას. ორგანიზაციას სურს, შექმნას თავი-სუფალი სააზროვნო და
სადისკუსიო სივრცე დემოკრატიული განვითარების ხელშესაწყობად.

info@sovlab.ge
www.sovlab.ge

© 2019, ყველა უფლება დაცულია


„დრო დაუბრუნებლათ მიდის, ჩვენც თან მივყვებით. უკან სხვები მოდიან,
ჩენს ამბავს დაეძებენ, იკვლევენ და მომავალ თაობას მოუთხრობენ.
მომავალი მკვლევარნი და მომთხრობნი ჩვენს დროს, ამბავს, ნაკლს,
ღირსებას სხვა და სხვა ადლით გაზომენ და უეჭველია, მსჯავრს დასდებენ“

ზაქარია ჩიჩუა

„საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორია“ წარმოგიდგენთ 1921 წლი­


დან ბერლინში პოლიტიკურ ემიგრაციაში მცხოვრები ქალის, ქრისტინე
(ბადუ) თოდუა-წულუკიძის მოგონებებს. იგი თავის სოციალ-დემოკრატ
მეუღლეს, მიხეილ წულუკიძეს გაჰყვა ემიგრაციაში და დასახლდა ბერ­
ლინში, სადაც ქრისტინემ უმაღლესი სამედიცინო განათლების მიღება
და წარმატებული საექიმო პრაქტიკის მოწყობა შეძლო. მოგონებებში ის
სწორედ თავისი ურთულესი ცხოვრებისეული გზის შესახებ მოგვითხ­
რობს. ეს იმ იშვიათ შემთხვევათაგანია, როდესაც პოლიტიკური ემიგრაცია
ქალის თვალთახედვით არის გადმოცემული.

აქვეა წარმოდგენილი ქრისტინე წულუკიძის ძმის, იონა თოდუას ე.წ.


„გაქცევის დღიური.“ ლამის ყოველდღიური ჩანაწერები, რომლებიც
1921 წლის 6 მარტიდან 28 აპრილამდე იწერებოდა. ისინი ზედმიწევნითი
სიზუსტით ასახავს ქრისტინე და მიხეილ წულუკიძეების საქართველოდან
გადახვეწის ამბავს. იონა თოდუა ამ პერიოდში მათ თან ახლდა. ეს დღიური
ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც ჩანაწერების გაკეთება მოგვიანებით
კი არა, პროცესების კვალდაკვალ ხდებოდა.

წინამდებარე წიგნი გამოდის საგანმანათლებლო სერიით „აკრძალული


მეხსიერება“, რომლის მიზანია, ისტორიის თეთრი ლაქები შეავსოს ამ
პერიოდის თანამედროვეთა მოგონებებით, მონათხრობითა და განცდი­
ლით. სლოგანით „ერთი ადამიანი, ერთი ბედისწერა, საერთო ისტორია“
– „სოვლაბი“ არაერთ საინტერესო და უსამართლოდ დავიწ­ყებულ
მოგონებას შემოგთავაზებთ.

9 789941 801129

You might also like