3 მითითება შუშანიკი 4 თავი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

„შუშანიკის წამების“ მე-4 თავიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ ვარსქენ პიტიახშის

პიროვნულ თვისებებზე, კერძოდ:იგი თავმოყვარეა. მიუხედავად მისი შეცდომისა ის თავს


დამნაშავედ საერთოდ არ გრძნობს და სინდისის ქენჯნა საერთოდაც არ აწუხებს. ამის
ფონზე ვარსქენი იხმობს ხუცესებს, სიხარულით ეგებება მათ და თან ეუბნება : „აწ ნურას
მერიდებით მე და ნუღაცა გძაგ.“ შემდეგი მისი თვისება თვით ავტორის სიტყვებიდან ჩანს ,
როცა ეუბნება, რომ მან საკუთარი თავიც და ხუცესების წარწყმიდა, ესე იგი , პიტიახში არის
წარწყმედილი, მან უარყო საკუთარი სარწმუნოება, ქრისტეს მცნებები და მიიღო
ატროშანი. ამავე მონაკვეთიდან იკვეთება ვარსქენ პიტიახშის გარკვეულ წილად
სითავხედეც. როცა იგი თავად გამოთქვამს პრეტენზიას ოჯახის დამხობის შესახებ ,
ვარსქენი საკუთარ თავში ნაკლს ვერ პოულობს და სამაგიეროდ მის ცოლს , შუშანიკს ,
ადანაშაულებს. პიტიახში ამაყია, რადგანაც მას უკვირს და ცოფდება იმ ფაქტზე , თუ
როგორ მიატოვა საკუთარმა ცოლმა და მის დასაბრუნებლად ხუცესებს უშვებს. ვარსცენის
მხატვრული სახე ასევე კარგად იკვეთება შუშანიკის მიერ წარმოთქმულ სიტყვებში :
„ხოლო მამამან შენმა აღჰმართნა სამარტვილენი და ეკლესიანი...“ ამ სიტყვებში ჩანს
ვარსქენისა და მამამისის მოღვაწეობის შედარება. იკვეთება პიტიახშის უპატივცემულობა
მამის, ქვეყნის და ქრისტიანობის მიმართ. ბოლოს კი მისი გაუწონასწორებლობა და
სიფიცხე იკვეთება: „ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთვის.“

მე-4 თავის მთავარი სათქმელი ტექსტში ნათლად ჩანს. აქ თაობათა განსხვავებულ აზრსა
და დამოკიდებულებაზეა საუბარი და ეს ყველაფერი შუშანიკის პირითაა ნათქვამი . იგი
ადარებს ერთმანეთს არშუსას, ვარსქენის მამას, და თვით ვარსქენ პიტიახშს. არშუსა იყო
ის მმართველი, რომელიც ეკლესია-მონასტრებს და სამარტვილეებს აგებდა , გარშემო
წმინდანებს, ქრისტიანებს, იკრებდა და აღიარებდა ცისა და ქვეყნის განმგებელ ღმერთს .
ხოლო ვარსქენი იყო ის პიროვნება, რომელმაც მამის მიერ გაკეთებულ საქმეებს ლაფი
მიაცხო და შეურაცხყო, გარშემო უწმინდურები, „დევნი“, შემოიკრიბა , ჭეშმარიტი ღმერთი
უარყო და ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო.

ტექსტში მთავარი სათქმელი და ვარსქენ პიტიახშის დახასიათება გადმოცემულია


სხვადასხვა მხატვრული ხერხით, მაგალითად, მეტაფორით: „შენ ჩემი ხატი დაამხუ , და
საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ.“ ასე მიმართავს პიტიახში შუშანიკს და ამცირებს მას .
„ხოლო შენ დევნი შემოიხუენ“ ამ მეტაფორით შუშანიკი ვარსქენის უმსგავსო საქციელს
ახასიათებს. „ხოლო მან განიწყო გული და იბრდღუენდა მისთვის“ გამოიხატება
ვარსქენის სიბრაზე შუშანიკის მიმართ. მეტაფორის გარდა გვხვდება ეპითეტები :
„ჭეშმარიტი“, „კეთილნი“, „იწრო“ და ა. შ. გამოყენებულია ფაქტობრივი მასალაც: „და
შემდგომად სამისა დღისა მოვიდა ვარსქენ პიტიახში“. შედარება: „და ვითარცა შენ
შემოქმედი შენი უვარ-ჰყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხ-გყავ“ ამ შედარებით შუშანიკი თავის
თავს ამართლებს და უხსნის მეუღლეს მისი მოქმედებების მიზეზს. გამოყენებულია
კონტრასტიც, რაც შუშანიკის მიერ მამა-შვილის შედარებისთვისაა საჭირო : „მამამან შენმა
აღჰმართნა სამარტვილენი....“. იმის გათვალისწინებით, რომ „შუშანიკის წამება “
ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებია და მე-5 საუკუნეშია დაწერილი, ტექსტი თავიდან
ბოლომდე სავსეა არქაული ფორმებით მაგალითად: „ ვითარ“, „მიცნობიეს“,
„წარგუწყმიდე“, „გარდაასხ“, „დაგიტევებიეს“ და მრავალი სხვა.

You might also like