Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტი
ლექტორი: პროფესორი გიორგი ხუბუა
ნაშრომის ავტორი: მე-2 კურსის სტუდენტი - ნატალი ეგნატაშვილი

როგორ გავანაწილოთ ფლეიტა?


ერთი შეხედვით, თითქოს არც ისე რთული და ბანალური შეკითხვა - "თუ ვის უნდა
მივცეთ ფლეიტა?" იურისტებისათვის უდიდეს თავსატეხად იქცა. იმდენად დიდ
თავსატეხად, რომ , ვფიქრობ, ისეთი დიდი იურისტებიც კი, როგორებიც იყვნენ
რადბრუხი ან კელზენი, ბოლომდე ვერ შეთანმხდებოდნენ ამ საკითხზე. ამოსავალი
წერტილი ამ შეკითხვის სირთულისა არის სამართლიანობის საკითხი.
რა არის სამართლიანობა? არისტოტელეს თქმით, სამართლიანები ვართ, როცა
სამართლიანად ვიქცევით. სამართლის უმთავრეს მიზანსაც სწორად
სამართლიანობის განხორციელება წარმოადგენს. მართალია, სხვადასხვა
ადამიანებისათვის სამართალს განსხვავებული დანიშნულება აქვს, მაგალითად,
ფსიქოლოგს, კულტურის მუშაკს, სოციოლოგსა თუ პოლიტიკოსს. თუმცა ყველა
მათგანი შეთანხმდება, რომ სიმძიმის ღერძი სამართლისა - არის სამართლიანობის
განხორციელება. რაღა თქმა უნდა, არ არსებობს სამართლიანობის
ერთმნიშვნელოვანი, უნივერსალური ცნება, ის შეფასებითი კატეგორიაა და
თითოეული ინდივიდი განსხვავებულად აღიქვამს მას. მაშასადამე, ძალიან ხშირად
ერთადერთი , სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება არ არსებობს. სწორედ ეს
არის იურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა - მოახერხონ, რომ
აარჩიონ რამდენიმე სამართლიან გადაწყვეტილებას შორის ის ერთი, რომელიც
ყველაზე უფრო გონივრული და სამართლიანი იქნება, გონივრული, რამეთუ
გონივრულობა არ გამორიცხავს უსამართლობას. ჩვენი, იურისტების, მიზანია
ვიპოვოთ ამ საკითხის იმგვარი გადაწყვეტა, რომლის სამართლიანობა და
გონივრულობა აღიარებული იქნება ყოველი მოდავე მხარის მიერ, მაშასადამე,
საჭიროა მოვირგოთ მოსამართლის მანტია და როგორც ნეიტრალულმა მსაჯულებმა,
თვალახვეული თემიდას მიმდევრებმა მივიღოთ სწორი, ობიექტური
გადაწყვეტილება.
ბავშვი, რომელმაც ფლეიტა გააკეთა, მიიჩნევს რომ ფლეიტის მესაკუთრე ის უნდა
იყოს, რადგან ის მის მიერ არის შექმნილი. მეორე ბავშვი მიიჩნევს, რომ ფლეიტა მის
საკუთრებასა და მფლობელობაში უნდა გადავიდეს, რადგან მას სათამაშო არასდროს
ჰქონია, ხოლო მესამე მოდავე მხარე თვლის, რომ ფლეიტაზე საკუთრების უფლება
მას ეკუთვნის, რადგან მხოლოდ მან იცის მასზე დაკვრა. მსგავსი რთული შემთხვევის
მომწესრიგებელ ნორმას კანონმდებლობაში არ ვხვდებით, ამიტომ გადაწყვეტილება
შეგვიძლია სხვადასხვა მაგალითების, არგუმენტებისა და თეორიების დახმარებით
მივიღოთ. აქვე, აუცილებლად ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ გადაწყვეტილება არ
შეიძლება იქნას მიღებული ყველა შემთხვევაში მხოლოდ ერთი თეორიის
საფუძველზე. ყველა შემტხვევის სამართლიანობა თუ უსამართლობა ყოველ
კონკრეტულ სიტუაციაში ინდივიდუალურად უნდა განისაზვროს. ამიტომ არ
შეიძლება ბრმად ვამტკიცოთ, რომ რომელიმე თეორია ყველა შემთხვევას თანაბრად
სამართლიანად გადაწყვეტს, საჭიროა ყოველ ჯერზე იქნას მხედველობაში მიღებული
თითოეული გარემოება და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყდეს, თუ რომელი თეორია
იქნება ამა თუ იმ საკითხის გადასაწყვეტად ყველაზე მიზანშეწონილი, გონივრული
და რაც მთავარია ყველაზე სამართლიანი.
ჯერ კიდევ 20 წლის ასაკში, პირველი ქართველი პროკურორი - იაგორ ჭილაშვილი
თავის ნაშრომში აღნიშნავდა, რომ თითოეული ადამიანი ისწრაფვის ბედნიერებისკენ,
ინდივიდის მიზანია იყოს ბედნიერი და თავიდან აიცილოს უბედურება. (ჭლაშვილი
არ ყოფილა უტალიტარისტი). რას ქადაგებენ უტილიტარისტები?
უტილიტარისტების სლოგანია "მაქსიმალურად დიდი კეთილდრეობა
მაქსიმალურად ბევრი ადამიანისათვის". უტილიტარისტებიც მიზნად - ადამიანის
ბედნიერებასა და კეთილდღეობას ასახელებენ, იმ განსხვავებით, რომ
უტილიტალიზმს აინტერესებს არა თითოეული ინდივიდის, არამედ ბედნიერება
საზოგადოებისა. უტილიტარისტებისა და ამ მიმდინარეობის დამფუძნებლის,
იერემია ბენდამისათვის, სამართლიანი ის, რასაც მაქსიმალურად მეტი ბედნიერება
მოაქვს მაქსიმალურად ბევრი ადამიანისათვის. ამ თეორიას აქვს როგორც დადებითი,
ისე უარყოფითი მხარეები. დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ ის ფაქტი, რომ
უტილიტარიზმი არის შედეგზე ორიენტირებული. ერთი შეხედვით, სამართლიანი
იქნება ფლეიტა საკუთრებაში იმ ბავშვისათვის დაგვეტოვებინა, რომელმაც იცის
მასზე დაკვრა, რადგან მისი დაკვრის შედეგი იქნება მელოდიურიობით ბედნიერი და
ნასიამოვნები უმრავლესობა. თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არ არის. განა
შეუძლია ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს ობიექტურად განსაზღვროს, თუ რა
შეიძლება ანიჭებდეს ბედნიერებას სოციუმს? საკითხი უმრავლესობის სიამოვნებისა,
მეტად სადავოა. ჩვენ არ ვიცით, რამდენად ბედნიერები იქნებიან იმ ფლეიტაზე
დამკვრელი მოდავე ბავშვის მეზობლები, რომლებიც გამუდმებით მოისმენენ
ფლეიტის ჟღერადობას. ჩვენ არც ის ვიცით, რამდენს უყვარს სოციუმს და მის
უმრავლესობას მუსიკა, რამდენად მისაღებია მათთვის ის კომპოზიციები, რომელსაც
დაუკრავს ფლეიტის პოტენციური მესაკუთრე. იქნებ, იმ კონკრეტული საზოგადობის
80%-ს სულაც არ იზიდავს მუსიკა და დაინტერესებულია კიტხვითა ან მეცნიერული
საქმიანობით. ამ შემტხვევაში, ფლეიტა, არა თუ ბედნიერების მომნიჭებელი, არამედ
ხელისშემშლელი, გამაღიზიანებელი ფაქტორიც კი შეიძლება გახდეს
უმრავლესობისათვის. ან დავუშვათ შემტხვევა, რომ ფლეიტაზე დაკვრის ხმა უდიდეს
ტკივილს აყენებს იმ ადამიანებს, რომელთაც ყურის ორგანოს დაავადება აქვთ და
ხმამაღალი ხმები მათ განუზომელ ტკივილს აყენებთ ყურის არეში. რამდენად
სამართლიანი იქნება ბედნიერებათა ჯამის პრინციპის საფუძველზე
უმრავლესობისთვის სიამოვნების მინიჭება სხვა ადამიანების ფიზიკური ტანჯვის
ხარჯზე?! არ არის გამორიცხული ისიც, რომ რეალურად ფლეიტის გაჭირვებული
ბავშისთვის გადაცემა ბევრად უფრო მეტ ადამიანს მოუტანდეს სიამოვნებას, ვიდრე
ეს მოხდებოდა დამკვრელი ბავშვის შემტხვევაში. განა არ არის შესაძლებელი, რომ
მსგავსმა ქმედებამ მთლიანად სოციალურად დაბალი ფენის ბედნიერება გამოიწვიოს?
მსგავსი ნაბიჯი აგრძნობიბეს სოციალურად დაბალ ფენას, რომ სახელმწიფოს ისინი
არ მიაჩნია მეორეხარისხოვან სოციუმად, რომელიც ნაკლებად რელევანტურია.
ბედნიერება, რომელიც გამოწვეულია დახმარების ხელის მოწოდებით, შესაძლოა,
ბევრად უფრო ინტენსიური იყოს, ვიდრე სიამოვნება მონიჭებული მუსიკით. უნდა
აღინიშნოს ისიც, რომ მცდელობა, სახელმწიფომ გადაწყვიტოს თუ რა არის
ბედნიერებისა და სიამვნების მომნიჭებელი საზოგადოებისათვის, მეტად სახიფათო
შეიძლება აღმოჩნდეს. ნებისმიერ დემოკრატიულ სახელმწიფოში, ისევე როგორც
საქართველოში, კონსტიტუციით უმთავრეს ღირებულებად არის აღიარებული
ადამიანი და მისი კეთილდღეობა, კეთილდრეობა თითოეული ინდივიდისა და არა
კოლექტიური ბედნიერება სოციუმისა სხვათა ხარჯზე. დიახ, დემოკრატიაც
უმრავლესობით არსებობს, დემოკრატია ვერ იარსებებს უმრავლესობის გარეშე,
თუმცა, "უმრავლესობის ბედნიერება" ძალიან მარტივად შეიძლება გადაიქცეს
"უმრავლესობის დიქტატურად".
განვიხილოთ მეორე შემტხვევა, რამდენად სამართლიანი იქნება ფლეიტაზე
საკუთრების უფლება გადავცეთ მის შემქმნელ ბავშვს. ამ კონკრეტული შემთხვევის
საფუძველზე არ იქნება ურიგო მოვიშველიოთ, თუ როგორ ვლინდება პრაკტიკაში
კიდევ ერთი თეორია სამართლიანობისა - ლიბერტარიანიზმი. ამ თეორიის
საფუძველზე ფლეიტის მესაკუთრე მისივე შემქნელი უნდა იყოს, ვინაიდან
ლიბერტარიანიზმი აგებულია ადამიანის უფლებებზე, ლიბერტარიანული
თეორიისათვის მნიშვნელოვანია ადამიანის შრომისა და საკუთრების უფლება.
ამიტომ, სავსებით სამართლიანი შეიძლება იყოს, რომ ინდივიდის საკუთრებაში იყოს
ის, რაც თვითონ დაამზადა. რთულია შევეწინააღმდეგოთ იმ ფაქტს, რომ
თავდაპირველი საკუთრების უფლება ფლეიტის შემქმნელ ბავშვს ეკუთვნოდა. დიდი
ალბათობით, ზუსტად მას ეკუთვნოდა შესაბამისი მასალა, რომლისგანაც მან
დაამზადა ფლეიტა, ამას ემატება ისიც, რომ მასვე ეკუთვნოდა ინიციატივა საკრავის
დამზადებისა და რომ არა მისი ინიციატივა და შედეგი, საკითხი თუ ვის უნდა
დარჩეს ფლეიტა არც წარმოიშობოდა, ვინაიდან სახეზე ფლეიტა საერთოდ აღარ
გვექნებოდა, შესაბამისად, ეს გარემოება მის სასარგებლოდ მოქმედებს. არ არის
გამორიცხული, რომ ამ ბავშვისთვის ფლეიტაზე საკუთრების უფლების უარყოფის
შემტხვევაში, მან კვლავაც დაამზადოს სხვა ფლეიტა, მაგრამ დიდი ალბაობით ისევ
გამოჩნდებიან სხვა მოდავეები, რომლებიაც ასევე განაცხადებენ პრეტენზიას
ფლეიტის საკუთრებასა და მფლობელობაზე სათამაშოს არ ქონის ან დაკვრის
შესაძლებლობის გამო. ასეთ შემტხვევაში, ამ ბავშვის შრომა და ინიციატივა,
რომელიც მის გონებაში თავის სასარგებლოდ იყო მიმართული, ფუჭი აღმოჩნდება,
რადგან ყოველი ფლეიტის დამზადებაზე, პრიორიტეტი იქნება არა თვითონ ის,
არამედ სხვა ინდივიდი, რომელსაც არასდროს ჰქონია სათამაშო ან რომელმაც იცის
დაკვრა ფლეიტაზე. აქედან გამომდინარე, მსგავსი გადაწყვეტა საერთოდ დაუკარგავს
ფლეიტის შემქნელ ბავშვს იმის შესაძლებლობას, რომ საკუთრების უფლება გაუჩნდეს
მის მიერ დამზადებულ ნივთზე და მისი შრომა მხოლოდ სხვებისათვის იქნება
სასარგებლო. ფლეიტის წართმევა მისი შემქმნელისათვის და გადაცემა იმ
ბავშვისათვის, რომელსაც არ ჰქონია სათამაშო, გარკვეულწილად, შეიძლება
დაკვალიფიცირდეს, როგორც ეკონომიკური თანასწორობის დამყარების მცდელობა.
რჩება შთაბეჭდილება, რომ თითქოს სახელმწიფო შედის რობინ ჰუდის ამპლუაში,
რომელიც ართმევს მდიდრებს და აძლევს ღარიბებს. რაც შეეხება ფლეიტაზე დაკვრის
საკითხს. რატომ დაამზადა ბავშვმა მაინცდამაინც ფლეიტა და არა რაიმე სხვა
სათამაშო, რომლესაც უფრო სარფიანად გამოიყენებდა? აქედან გამომდინარე, ჩნდება
ლოგიკური ვარაუდი იმისა, რომ ფლეიტის შემქმნელს ბავშვს შეიძლებოდა ჰქონოდა
მიზნად ამ ფლეიტაზე დაკვრის შესწავლა და ზუსტად ამ მიზნით დაამზადა იგი. ჩვენ
ვერ დავიწყებთ იმის არგუმენტირებას, რომ ფლეიტის შემქნელ ბავშვს არასდროს
ჰქონია სათამაშო, რადგან ეს არ შეესაბამება სიმართლეს, თუმცა ვერ უარვყოფთ იმას,
რომ ბავშვმა, რომელმაც დაამზადა ფლეიტა შეუძლია და შესაძლოა აქვს კიდეც
სურვილი ისწავლოს მისი შესაბამისად, მიზნობრივად გამოყენება. ვფიქრობ, ეს
მოცემულობა, არ არის უტოპიური და სავსებით შეიძლება შეესაბამებოდეს
რეალობას, რადგან ფლეიტასზე დაკვრის შესწავლა არ არის არარეალური და ის
ნამდვილად განხორციელებადია. თუმცა, არსებობს ერთი დიდი მაგრამ. როგორც
სხვა თეორიებს, ისევე ლიბერტარიანიზმაც გააჩნია თავისი უარყოფითი მხარეები.
იმის მტკიცება, რომ ყველაფერი რაც ჩვენი შექმნილია ჩვენ გვეკუთვნის ძალიან
რთული და რიგ შემტხვევებში - არამიზანშეწონილია. იმის გათვალისწინეით, რომ
რეალურად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი საკუთარი სხეულიც კი არ გვეკუთვნის
ჩვენ ბოლომდე, უფროსწორად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი სხეულის
მესაკუთრენიც და მფლობელებიც ჩვენ გახლავართ, ჩვენ ვერ განვკარგავთ ჩვენს
სხეულს ბოლომდე ისე, როგორც მოგვესურვება. გარკვეული შინაგანი
მოთხოვნილებები გვაიძულებენ ჩავიდნოთ კონკრეტული ქმედებები. ამასთანავე,
საკითხავი და სადავოა, აქვს თუ არა ადამიანს უფლება თვითმკვლელობისა,
საკუთარი თავისათვის ზიანის მიყენებისა. შესაბამისად, თუ კი ჩვენ ჩვენს საკუთარ
სხეულსაც კი ვერ განვკარგავთ ბოლომდე ჩვენი სურვილისამებრ, მაშინ ვერანარიად
ვერ ვიტყვით გადაჭრით იმას, რომ საკუთრების უფლება ადამიანისათვის
უნივერსალურია, მიუხედავად იმისა, რომ ნივთი მან დაამზადა.
ახლა კი უფრო განვიხილოთ ტელეოლოგიური თეორიის გამოყენება პრაკტიკაში ამ
კონკრეტულ მაგალითზე. ტელეოლოგიური სამართლიანობა არისტოტელესეული
თეორიაა. მისი ამოსავალი წერტილი გახლავთ მიზანი, ე.წ. ტელოსი.
ტელეოლოგიური თეორიის საფუძველზე, ფლეიტის მესაკუთრე უნდა გახდეს
ბავშვი, რომელმაც იცის ამ საკრავზე დაკვრა. შესაბამისი არგუმენტების საფუძველზე,
მიმაჩნია, რომ ამგვარი გადაწყვეტა საკიტხისა მოცემულ ვერსიებს შორის ყველაზე
სამართლიანი და გონივრული იქნება, ვინაიდან ფლეიტის, როგორც საგნის მიზანი,
ფუნქცია და დანიშნულება არის არა თამაში ან მისი ყურებით ტკბობა, არმედ მასზე
დაკვრა და ესთეტიური სიამოვნების მიღება. ამიტომ, საკითხის გადაწყვეტისას უნდა
ამოვიდეთ სადავო ნივთის მიზნიდან. ფლეიტა არ არის სათამაშო, შესაბამისად მისი
იმ ბავშვისათვის გადაცემა, რომელსაც სათამაშო არ ჰქონია, ნაკლებად გონივრულია,
ვინაიდან ფლეიტის მიღებით ის სათამაშოვს არ შეიძენს. რასაკვირველია, არ არის
გამორიცხული, რომ მან ამ ფლეიტის მეშვეობით ისწავლოს დაკვრა, თუმცა ეს ვერ
გამოდგება როგორც ძლიერი არგუმენტი ამ კონკრეტულ შემტხვევაში, ვინაიდან
მთავარი მიზეზი ფლეიტის მისთვის საკუთრებაში გადაცემისა (სათამაშოს არ ქონა)
მეორეხარისხოვანი ხდება.
აღსანიშნავია, რომ საგნის მიზანიც შეიძლება გახდეს სადავო. არ არის გამორიცხული,
რომ წლების შემდეგ სწორად ამავე ფლეიტამ იმდენად დიდი მნიშვნელობა შეიძინოს,
რომ ის მსოფლიოს რომელიმე ელიტური მუზეუმის თაროებზე ვიხილოთ. ასეთ
დროს გაჩნდება იგივე კითხვა, რა კითხვაც ჩნება სტრადივარიუსის ვიოლინოსთან
დაკავშირებით. სად უნდა იყოს ის, პროფესიონალი მუსიკოსის ხელში თუ მუზეუმში,
რათა საზოგადოებას ჰქონდეს საშუალება იხილოს მსგავსი მნიშვნელობის მქონე
ნივთი. თუმცა, ტელეოლოგირიო თეორიის საფუძველზე, ვინაიდან საკრავის, მისი
შექმნის თავდაპირველი ფუქნცია და ტელოსი სწორედ დაკვრაა, ის მაინც
დამკვრელის საკუთრებაში უნდა დარჩეს. აღსანიშნავია, რომ ტელეოლოგირური და
უტილიტარული თეორიების საფუძვეკზე გადაწყვეტილების მირებისას ფლეიტა
ერთი პირის, დამკვრელი ბავშის ხელში აღმოჩნდება. პირველრიგში იმიტომ, რომ
ფლეიტის ტელოსი დაკვრაა და ასევე იმიტომ, ის სიამოვნებას ანიჭებს მის
მსმენელს.მართალია, უტილიტარული თეორიის განხილვისას აღვნიშნეთ, რომ
შეუძლებელია დაზუსტებით იმის თქმა თუ რა ანიჭებს საზოგადოებას სიამოვნებასა
და ბედნიერებას, თუმცა თვითონ ფლეიტის მიზანი სწორად ეს არის, რომ მასე
დაკვრით მსმელენელმა მიიღოს ესთეტიური სიამოვნება. საბოლოო ჯამში, ყველა
თეორიის განხილვის საფუძველზე, ამ კონკრეტულ შემტხვევაში ყველაზე გონივრულ
და სამართლიან გადაწყვეტილებად მიმაჩნია, გადავცეთ საკუთრების უფლება ბავშვს,
რომელსაც შეუძლია ფლეიტაზე პროფესიანულად დაკვრა.
თუმცა, სხვა შემტხვევაში, საეჭვოა უტილიტარულ და ტელეოლოგირ თეორიებს ერთ
შედეგამდე მივეყვანეთ. მაგალითად: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ეზოში ცენტარულმა ადმინისტრაციამ გადაწყვიტა აეშენებინა სტადიონი, რათა ხელი
შეეწყო სტუდენტების სპორტული ცხოვრების და აქტივობების განვითარებისათვის.
თუმცა ერთ დღეს, სტუდენტების მსგავსად, საკუთარი სპორტული ცხოვრების
გაუმჯობესება თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორებმაც ისურვეს. მოდავე
მხარეები ვერ თანმხდებიან, ვინ დაიკავოს სტადიონი. ამ შემტხვევაში,
ტელეოლოგუირი თეორია მიგვიყვანს იქადმდე, რომ სტადიონი სტუდენტებს უნდა
დავუთმოთ, რადგან მისი აშენების თავდაპირველ მიზანს სწორედ რომ სტუდენტები
წარმოადგენდნენ. თუმცა, უტილიტარული თეორიის საფუძველზე, რომლის
ამოსავალ წერტილსაც მაქსიმალური სიამოვნება მაქსინალურად ბევრი
ადამიანისთვის წარმოადგენს, სტადიონი, დიდი ალბათობით თსუ-ს იურიდიული
ფაკულტეტის პროფესორებს დარჩებოდათ, ვინაიდან, თამამად შეიძლება ითქვას,
რომ მაყურებელს ბევრად უფრო სახალისოდ მოეჩვენება იმის ნახვა, თუ როგორ
თამაშობენ ფეხბურთს იურიდიული ფაკულტეტის პროფესორები. ეს მაგალითი კი იმ
მიზნით მოვიყვანე, რომ კიდევ ერთხელ დავრწმუნდეტ იმაში, რომ არ არსებობს
უნივერსალური თეორია, რომელიც მოერგება ყველა შესაძლო შემტხვევას. როგორც
არაერთხელ ვახსენე, თითოეული შემთხვევა აუცილებლად უნდა გადაწყდეს
ინდივიდუალურად, გარემოებების, მხარეთა ინტერესების გათვალისწინებით.

You might also like