Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

პოემა "ვეფხისტყაოსნის" ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი - ნესტან-დარეჯანი

ტარიელისთვის ქაჯეთის ციხიდან მოწერილი წერილის ეპიზოდში, კიდევ ერთხელ


ამტკიცებს თავის უნიკალურ თვისებებს: ერთგულებისა და სიყვარულის გამორჩეულ
ნიჭს, გონიერებას, სიბრძნეს, სიმამაცესა და ღირსეულობას. ნესტანში
გაერთიანებულია როგორც სხეულებრივი, ასევე შინაგანი სილამაზე. უტარიელობამ
სულში სინათლე დაუბნელა, სიხარული და სევდა ერთდროულად განაცდევინა,
მიუხედავად იმისა რომ ეს ორი გრძნობა ერთმანეთს გამორიცხავს. ის ბედნიერია რომ
ტარიელი ცოცხალია, თუმცა დამწუხრებულია რომ მას ვეღარასდროს შეხვდება.
უდიდეს გასაჭირშია და მიუხედავად გადატანილი უბედურებისა, მაინც ახერხებს
შეინარჩუნოს სიმტკიცე: მას გამძლეობის განსაკუთრებული უნარი გააჩნია.

ავტორს, ნესტანისთვის დამახასიათებელი თვისებები მრავალმხრივ აქვს


წარმოჩენილი. ძალიან მგრძნობიარე, ერთგული, ამაყი ბუნება აქვს - მზადაა თავი
მოიკლას, ოღონთ სხვას არ მისთხოვდეს:
"არამ სიცოცხლე უშენოდ! ვარ აქამდისცა ნანითა;
ან თავსა კლდეთა ჩავიქცევ, ანუ მოვიკლავ დანითა. “

ნესტანი იცნობს ტარიელის მგრძნობიარე მხარეს და ზრუნავს მიჯნურზე, ამიტომაც


თავს არ ახვევს იმ ყველაფერს რაც გადახდა - ეს ტარიელს გულს გაუტეხს და უფრო
დაამწუხრებს:
„სხვად, ჩემო, ჩემი ამბავი ჩემგან არ მოგეწერების:
ენა დაშვრების, მოსმენით არვისგან დაიჯერების." 

ის ცდილობს მიჯნური დაამშვიდოს, დაიცვას დანაშაულის გრძნობისგან და მომხდარ


უბედურებას ბედს აბრალებს:
“ბედმან გვიყო ყველაკაი, ჩემო, რაცა დაგვემართა! “

ამავდროულად, ამაყად სთხოვს ტარიელს, რომ არ დაივიწყოს, მუდმივად მოიგონოს:


„მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად."

ნესტანი ფილანთროპი - კაცთმოყვარე და მოწყალე, პატრიოტი, შორსმჭვრეტელი და


გონიერი გმირია. ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, საღად აზროვნებს და მიჯნურს
ავალებს, უმიზნო ცრემლების ღვრისა და მისი გამოხსნის ამაო მცდელობის ნაცვლად,
ინდოეთში წავიდეს და სამეფოს მტერთან გამკლავებაში დაეხმაროს. ამით მან
პირდაპირი მნიშვნელობით საკუთარი სიცოცხლე დათმო:
"ნუცა მე მომკლავ ჭირითა, ამათგან უარესითა,
შენ მკვდარსა გნახავ ვითა აბელი კვნესითა". 
ნესტანი ალტრუისტია: ყველას და ყველაფერს საკუთარ ინტერესებსა და გრძნობებზე
მაღლა აყენებს, რისი ძალაც ცხადია, ცოტა ადამიანს თუ შესწევს.

ჩემთვის საინტერესოა პერსონაჟის დამოკიდებულება ცხოვრებისადმი: მისთვის


ნაცნობია წუთისოფლის ორპირი ბუნება, ამიტომაც მისგან ბევრსაც არ მოელის რომ
იმედგაცრუება თავიდან აირიდოს. საკუთარი თავი არ ენანება სიკვდილისთვის,
რადგან ღრმად მოწრმუნე ადამიანია და ერთადერთი რაც მის სულს აცოცხლებს, ეს
იმედია რომ დაძლევს "სოფლისა შრომას", წუთიერი ცხოვრების სიმძიმეს და
ამაღლდება ზეცაში:

"ღმერთსა შემვედრე, ნუთუ კვლა დამხსნას სოფლისა შრომასა,


ცეცხლსა, წყალსა და მიწასა, ჰაერთა თანა ძრომასა;
მომცნეს ფრთენი და აღვფრინდე, მივჰხვდე მას ჩემსა ნდომასა,
დღისით და ღამით ვჰხედვიდე მზისა ელვათა კრთომასა."

შეიძლება ითქვას, რომ ნესტან-დარეჯანი იდეალიზმის სიმბოლოდ გვეხატება:


მისთვის სულიერება ითვლება პირველ ამომავალ ცნებად, ხოლო ყველაფერი
დანარჩენი, მატერიალური ბუნება, ამქვეყნიური, ფიზიკური სამყარო და მათი
შემეცნება მეორეხარისხოვნად. შესაბამისად, მისი მთავარ მიზანიც ღთაებრივ,
სულიერი ჭეშმარიტებისკენ სწრაფვა და ღმერთთან, მომავალში კი
მიჯნურთან ერთიანობის მიღწევაა.

ამგვარად, ნესტან-დარეჯანი "ვეფხისტყაოსნის" განუმეორებელი, დადებითი,


გონიერი, ამაყი, ყველაზე ამბივალენტური პერსონაჟია, რომელსაც შეუძლია
მოგვევლინოს ერთდროულად თავშეკავებულ, მორიდებულ, და როგორც ავტორი
გვიხასიათებს, "კლდის ნაპრალში გამძვინვარებულ ვეფხვადაც" რომლის მსგავსსაც
მკითხველი იშვიათად თუ შეხვდება: „სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი
აჰყო. “

You might also like