Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

9.

მამა გრიგოლი ფიქრობდა, რომ მის


მონასტერში უნდა დაწესებულიყო ისეთი
სამონასტრო წესი, რომ თვით ნერძნებსაც ვერ
დაეწუნათ. ამიტომ, განიზრახა
კონსტანტინოპოლში-მეორე იერუსალიმში
წასვლა.იქ წმინდა ადგილები მოელოცა და
ქრისტეს საგანძური ენახა. ამ დროს გრიგოლმა
აღმოაჩინა, რომ ერთი მისი მეგობარი მიდიოდა
იერუსალიმში. მას დაავალა საბაწმიდის
მონასტრის წესის გადაწერა და ჩამოტანა. საძმოს
მზრუნველები მიუჩინა და მალე დაბრუნება
აღუთქვა. გრიგოლმა თან თავისი დედის
დისწული-საბა და კიდევ ერთი მოწაფე წაიყვანა
საბერძნეთში. კონსტანტინოპოლში თაყვანი სცეს
ცხოვრების ძელს (ჯვარს) და წმინდანთა
ნაწილებს.სიხარულით მოიარეს წმინდა
ადგილები, რადგან გრიგოლმა ბევრი ენა იცოდა.
ნეტარის გული გაივსო სიმდიდრით და
მადლით.ასე აღვსილები დაბრუნდნენ უკან. როცა
ტაოში დაბრუნდნენ, იქ მყოფებმა ამცნეს რომ
აშოტ კურაპალატი შინაგამცემლებს მოეკლათ და
მის ნაცვლად მისი შვილები მეფობდნენ. მაშინ
ცრემლებით აივსო გრიგოლი და გლოვით თქვა: -
ჰოი, ჩემო მეფეო, ძლიერო და დიდებულო,
ეკლესიათა სიმტკიცეო და ქრისტიენების
სიმაგრეო. სადღა ვიპოვო შენნაირი ადამიანი?
აღმოსავლეთში, ჩრდილოეთში, სამხრეთსა თუ
დასავლეთში? შენ მთელი ხალხის მფლობელი
იყავი. შენ ხელმწიფეებს იმორჩილებდი
ბრძოლით.საკვირველი ხელმწიფე იყავი. როცა
იშხანს მიუახლოვდნენ, გრიგოლს და საბას ხილვა
ქონდათ, რომელშიც მათ ღმერთმა აუწყა, რომ
იშხანი საბას უნდა განეახლებინა და მისთვის
ადრინდელი სახე დაებრუნებინა. იმ დროს ის
ადგილი მიუვალი იყო და ღმერთმა მათ გზაც
აჩვენა ტაძრისაკენ. იშხანში რომ მივიდნენ, საბას
ძალიან გაუხარდა ხილვა, რომ იქ იყო სულიერი
და ხორციელი საზრდოც. საბას მაშინვე მოუნდა იქ
დარჩენა. გრიგოლმა უთხრა: - ძმაო, მოდი ჯერ
ხანძთაში ჩავიდეთ ჩვენს ძმებთან და შემდეგ,
ღვთის ნებით და მათი დალოცვით კვლავ მოდი ამ
წმინდა ადგილას. დაბრუნებისას მათთან
კურაპალატის ვაჟები მივიდნენ. გრიგოლმა და
საბამ ლოცვით მიუსამძიმრეს მამის სიკვდილი.
მონასტერში დაბრუნებიდან რამოდენიმე დღის
შმდეგ გრიგოლმა საბა იშხანში გაუშვა და ორი
მოწაფეც გააყოლა.
10. მაშინ იერუსალიმიდან დაბრუნდა გრიგოლის
მეგობარი და ჩამოიტანა საბაწმიდის მონასტრის
წესდება (განჩინება), თავისი ხელით
გადათარგმნილი. და გრიგოლმა განაწესა წესი
თავისი ეკლესია-მონასტრებისთვის. ბრძნულად
შეადგინა და მეცნიერებით განასხივოსნა. მამა
გრიგოლის მოღვაწეობის დასაწყისში კანონი
მოწაფეთათვის ასეთი იყო: თითო სენაკში თითო
მცირე სარეცელი, ღარიბული ქვეშაგები და თითო
ჭურჭელი წყლისთვის. სხვა საზრდო ხორცისთვის
არაფერი ქონდათ. ტრაპეზის დროს ერთად
ჭამდნენ და ამით ცხოვრობდნენ. მრავალი
მათგანი ღვინოს საერთოდ არ სვამდა. ვინც
ღვინოს მოიხმარდა, მხოლოდ მცირედს
იგემებდნენ. სენაკებში არ ქონდათ საკვამური,
რადგან ცეცხლს არ ანთებდნენ. ღამე არც
სანთლებს ხმარობდნენ, რადგან ღამე იყო
გალობა, დღისით კი წიგნების კითხვა და ლოცვა.

You might also like