Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ბიზნესის, სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი


ეკონომიკის დეპარტამენტი

ვიქტორინა „მომავალი ეკონომისტი“


დევიზი: ცოდნა, კვლევა, განვითარება.
სკოლის
მე-10-12 კლასის მოსწავლეებისთვის

20 მარტს
ქუთაისი, საქართველო
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი
2020 წელი
ვიქტორინა „მომავალი ეკონომისტი“

ვიქტორინის მიზანია, ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის პოპულარიზაცია,


პოტენციურ აბიტურიენტებს შორის ინტელექტუალური და ნიჭიერი ახალგაზრდების
გამოვლენა და მოზიდვა, საუნივერსიტეტო ცხოვრების საინტერესო კუთხით ჩვენება, უცხო
გარემოსადმი შეგუების პროცესის გაადვილებაში და მომავალი პროფესიის სწორად
განსაზღვრაში დახმარება.
ვიქტორინაში „მომავალი ეკონომისტი“ მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია
თითოეული სკოლიდან გუნდის დასაკომპლექტებლად შეირჩეს 4 მოსწავლე. რეგისტრაციის
დროს უნდა დაკონკრეტდეს, გუნდის წევრების სტატუსები (მონაწილეა თუ კაპიტანი).
კაპიტნები გუნდთან ერთად მონაწილეობას ღებულობენ დავალებების შესრულებაში და
ხელმძღვანელობენ გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ერთ-ერთ დავალებაში გუნდის
კაპიტნები გუნდის სახელით მონაწილეობენ ინდივიდუალურად და შედეგი აისახება გუნდის
ქულობრივ მაჩვენებელზე. თითოეულ გუნდს ვიქტორინაში მონაწილეობისას დახმარებას
გაუწევს აწსუ-ს ეკონომიკის საგანმანათლებლო პროგრამის ბაკალავრიატის „მეგობარი
სტუდენტი“.
ვიქტორინა მოიცავს ეკონომიკური, მათემატიკური და სახალისო ხასიათის დავალებების 9
ბლოკს, თითოეულში 5-5 კითხვით.
ვიქტორინაზე რეგისტრაცია შესაძლებელი იქნება 20 იანვრიდან 20 თებერვლის
ჩათვლით ჩათვლით.
ვიქტორინით გათვალისწინებული სავალდებულო დავალებების შესრულების შემდეგ
თანაბარი ქულების მქონე გუნდების გამოვლენის შემთხვევაში მათ დაენიშნებათ დამატებით
დავალებები (გამარჯვებულის გამოვლენამდე).
ვიქტორინაში გამარჯვებული I-III ადგილზე გასული გუნდები დაჯილდოვდება:
 I ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან „მეტრომარტი“- ს 50-50
ლარიანი სასაჩუქრე ვაუჩერებით, სკოლას გადაეცემა სამახსოვრო ჯილდო;
 II ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო
წიგნებით და სასაჩუქრე ნაკრებით (მაისურები, კეპები და მეხსიერების
ბარათები);
 I I I ადგილზე გასული გუნდის წევრები დაჯილდოვდებიან სამახსოვრო
წიგნებით;
 გარდა ამისა I–III ადგილზე გასული გუნდების წევრები დაჯილდოვდებიან
წარმატებულის სიგელით (გუნდის მიერ მოპოვებული ადგილის მითითებით).
მათ სკოლებს დაეგზავნებათ მადლობის წერილები.

ვიქტორინის ყველა მონაწილე მიიღებს მონაწილის სერთიფიკატს.

მისამართი: საქართველო, ქუთაისი, თამარ მეფის № 59


ვებ-გვერდი: http://www.atsu.edu.ge
Siuec@atsu.edu.ge
საკონტაქტო პირები:
მედეა ლომინაშვილი-ფრუიძე
ტელ: 595097782
ელ.ფოსტა: medea.Lominashvili-pruidze@atsu.edu.ge
მარიამ კინწურაშვილი
ტელ.: 598159704
ელ-ფოსტა - Mariam.kintsurashvili@atsu.edu.ge
ვიქტორინაზე რეგისტრაციისთვის გადადით ლინკზე:
https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLSerEvU8kryY9AADx_9N7JsjUcodOH8E8ZgqsFpkyF-
w1Nkcxw/viewform

You might also like