Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ინცესტი ანუ სისხლით ნათესავებს შორის სექსუალური ურთიერთობა

კაცობრიობის ისტორიის ყველაზე დიდი და უძველესი ტაბუა. მეცნიერები


მივიდნენ დასკვნამდე, რომ მსგავს ქცევაზე ტაბუ გენეტიკური ფაქტორებიდან
გამომდინარე იქნა შემოღებული. ძველ დროში ადამიანებს გენეტიკის შესახებ
ნათელი წარმოდგენა არ ჰქონდათ, თუმცა დაკვირვების შედეგად იცოდნენ , რომ
ახლონათესაური კავშირების შედეგად დაბადებულ ბავშვებში თანდაყოლილი
ანომალიები ხშირი იყო.

თუმცა სხვადასხვა საზოგადოება და კულტურები სხვადასხვაგვარად უყურებენ და


აწესებენ აკრძალვას ამა თუ იმ ხარისხის ნათესაური კავშირების მიმართ , მაგრამ
ზოგადად მაინც ძალზე მკაცრია მშობლებისა და შვილების და და-ძმას შორის
ურთიერთობისადმი დამოკიდებულება. ამის მიუხედავად, პოლიტიკური
მოსაზრებით, უძველეს ცივილიზაციებში ხშირად დაშვებული და გამართლებული
იყო ასეთი ტიპის ინცესტი სამეფო დინასტიებში. რათა შენარჩუნებულიყო ამა თუ
იმ საგვარეულოს ერთმნიშვნელოვანი ძალაუფლება და “სისხლის სიწმინდე”, რაც
ამ საგვარეულოს ღვთიურ წარმომავლობაზე მეტყველებდა (სხვათა შორის, ამას
არც თუ იშვიათად, დინასტიათა გადაშენებაც მოჰყოლია). უინცესტოდ არც ჩვენი
სამეფო კარი ყოფილა.მაგალითად იბერიის მეფის ფარსმან პირველის ასული
ცოლად ყავდა ბიძამისს, ფარსმანის ძმას, სომხეთში გამეფებულ მითრიდატე
იბერიელს.

განასხვავებენ ინცესტის შემდეგ სახეებს: მამასა და ქალიშვილს შორის, დედასა და


ვაჟიშვილს შორის(ოიდიპოსის კომპლექსი), და–ძმას შორის, დეიდას, მამიდას, ბიძასა
და ძმისშვის, დიშვილს შორის და ა.შ. ინცესტის მიზეზი სხვადასხვაა დაწყეული
პედოფილიისაკენ მიდრეკილებითა და დამთავრებული მზრუნველი დედის
მცდელობით, დაიცვას შვილი “ბოროტი” ქალებისაგან.

ინცესტის თემას ხშირად უკავშირებენ “ოიდიპოსის კომპლექსს”. აღნიშნული


ტერმინი ფროიდს ეკუთვნის და გულისხმობს ბავშვის ლტოლვას საწინააღმდეგო
სქესის მშობელისადმი. ძირითადად ეს ტერმინი გამოიყენება ვაჟებთან
მიმართებაში, ხოლო გოგონებთან მიმართებაში გამოიყენება იუნგისეული
“ელექტრას კომპლექს”.

ძვ.მითოლოგია სავსეა ინცესტური სიუჟეტებით. ინცესტი იყო ღმერთების


ცხოვრების წესი. თუ გამოვალთ ბიბლიის ტექსტიდან, შეიძლება ვივარაუდოთ,
რომ პირველი ინცესტი დედამიწაზე ადამისა და ევას შვილებმა ჩაიდენეს.მათი
სისხლაღრევითი კავშირი იყო იძულებითი და ამიტომაც მიჩნეულია წმინდად და
არა დანაშაულად.ინცესტი მოხდა ასევე ღმერთის მიერ ცოდვის ქალაქის _ სოდომის
ამოჟლეტის შემდეგაც. გადარჩა ლოტი და მისის 2 ქალიშვილი, რომლებსაც
ეშინოდათ, რომ ვერ იპოვიდნენ ქმრებს ახალ გარემოცვაში, გვარის გაგრძელების
მიზნით ლოტმა დალია ღვინო და მიეცა სისხლამღვრევ კავშირს. აღსანიშნავია , რომ
ბიბლიის მიხედვით მათი შთამომავლობა გახდა წარმართნი, იუდეის მტერნი … ასე , რომ
ეს ისტორია უპირველეს ყოვლისა აძლევს უარყოფით შეფასებას ამ ერს და არ
ამართლებს ინცესტს. ინცესტი სახეზეა ფარაონებისა და ინკების ქორწინების
ტრადიციებში და ზოგიერთი ანტიკური ქვეყნის მეფეებში. ეგვიპტეში ეს იმით იყო
განპირობებული, რომ ტახტის მემკვიდრეობა გადადიოდა მხოლოდ ქალზე,
ამიტომაც ფარაონი ტუტანხამონი საკუთარ ნახევარდაზე იყო დაქორწინებული.
როგორც 2010 წელს ჩატარებულმა სამეცნიერო კვლევამ დაადგინა, თვითონ
ტუტანხამონიც ინცესტის შედეგად ჩაისახა.

მითოლოგიაში და ხელოვნებაში ინცესტის შემთხვევები საკმაოდ ხშირია. მაგ .


ოიდიპოსი დაქორწინდა საკუთარ დედაზე, მეფე არტური აცდუნა საკუთარმა
ნახევარდამ. მოლ ფლენდერსი დაქორწინდა თავის ნახევარ ძმაზე.

ექიმი ჰაუსის მესამე სეზონის ერთ-ერთ სერიაშიც შემთხვევითი ინცესტის შესახებ არის
სერიის სიუჟეტი. ცოლ-ქმარი მსგავსი სიმპტომებით მიიყვანეს კლინიკაში , მათ
აღმოაჩნდათ იშვიათი გენეტიკური პათოლოგია და ბოლოს გაირკვა, რომ ნახევარ და -
ძმა ყოფილან.

ასევე ფილმში „ძველი ბიჭი“ მთავარ გმირს აქვს სექსუალური და სასიყვარულო


ურთიერთობა თავის ქალიშვილთან, რომელსაც 15 წლის წინ დაშორდა

და მაინც რა დატვირთვა აქვს ლიტერატურაში ინცესტის ჩართვას, ემსახურება ეს


საზოგადოების დამოკიდებულების შერბილებას ამ ტაბუდადებული და აკრძალული
ურთიერთობებისადმი თუ ეს წარმოადგენს ერთგვარ გარანტიას წიგნის უდავო
პოპულარობისა, ვინაიდან ყველაფერი აკრძალული საზოგადოების დაუშრეტელ
ინტერეს იწვევს?!

შემთხვევითი ინცესტი წარმოადგენს მდგომარეობას, რომლის დროსაც


სქესობრივი კავშირი ხდება ნათესავებს შორის, მაშინ როცა მათ სისხლით
ნათესაობის შესახებ არ იციან. კავშირი შეიძლება იყოს ახლო ნათესავებს (მაგ.
და-ძმა), ასევე შორეულ ნათესავებს (მაგ. შორეული ბიძაშვილები) შორის.

მიიჩნევა, რომ ახლო ნათესავები თუ არ იზრდებიან ერთად და შემდგომში შეხვდებიან


ერთმანეთს ისე, რომ არ ეცოდინებათ ახლო ნათესაური კავშირის შესახებ , მათ აქვთ
მაღალი ალბათბა, რომ შეუყვარდეთ ერთმანეთი და ჰქონდეთ სექსი.

შემთხვევით ინცესტის მიზეზებში შეიძლება დასახელდეს ხელოვნური განაყოფიერება .


მაგ. ერთი მამაკაცის სპერმით განაყოფიერებული სხვადსხვა ქალის კვერცხუჯრედები .
რის შედეგადაც შეიძლება დაიბადონ ბავშვები საერთო ბიოლოგიური მამით , როდესაც
ისინი გაიზრდებიან შესაძლოა ჰქონდეთ კავშირი. ამ მიზეზის გამოსარიცხად მრავალ
კლინიკაში და სპერმის დონაციის ცენტრებში ერთიდაიგივე მამაკაცის სპერმით არ
ანაყოფიერებენ სხვადასხვა ქალის კვერცხუჯრედებს. სხვა მიზეზებს შეიძლება
წარმოადგენდეს ბავშვების ადრეული ასაკიდან დაშორება და სხვადასხვა ოჯახებში
გაზრდა, შვილის მიტოვება და სხვა.

შემთხვევით ინცესტის შესახებ ბევრი ფაქტები არსებობს

თანამედროვე სამყაროში ინცესტის თემა ნაწილობრივ კვლავ ტაბუირებულია.


ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ინცესტის თაობაზე საერთო საკანონმდებლო
მიდგომები არ არსებობს. ბევრ ევროპულ ქვეყანაში, მაგალითად, გერმანიაში
ახლო ნათესაური ინცესტი პატიმრობით ისჯება. გერმანელმა და–ძმამ: პატრიკ
შტუბინგმა და სუსან კაროლევსკიმ, რომლებიც წლებია ერთად ცხოვრობენ და ოთხი
შვილიც ჰყავთ, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ამ კანონის გამო სტრასბურგის
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში უჩივლეს. პატრიკ შტუბინგი
საკუთარმა ოჯახმა პატარობიდნავე გააშვილა და მან თავისი ბიოლოგიური ნათესავები
მხოლოდ 20 წლის ასაკში გაიცნო. შტუბინგს საკუთარი და შეუყვარდა, თუმცა მათი
ურთიერთობა დიდხანს არ გაგრძელებულა, იგი მსჯავრდებული იქნა ინცესტის გამო
და 3 წელი ციხეში გაატარა. სუსან კაროლევსკის ბრალი არ წაუყენეს, რადგან მას
ექსპერტიზამ პიროვნული აშლილობა დაუდგინა. მას შემდეგ, რაც შტუბინგმა
საპატიმრო დატოვა, სტრასბურგის სასამართლოს მიმართა, თუმცა საქმე წააგო.
მოსამართლემ დადგინა, რომ ქვეყანას და–ძმას შორის სექსუალური
ურთიერთობის აკრძალვის უფლება აქვს.

ინცესტი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში სისხლის სამართლის წესით ისჯება. ეს


მუხლი შეტანილი იყო საბჭოთა კავშირის დროინდელ სისხლის სამართლის
კოდექსშიც, მაგრამ ის ჯერ კიდევ საბჭოთა ხელისუფლებამ ამოიღო კოდექსიდან
იმ მოტივით, რომ ასეთი დანაშაულები საბჭოთა კავშირში არ ხდებოდა!
დამოუკიდებელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ინცესტი, თუ იგი
არ შეიცავს ძალადობის ნიშნებს, სისხლის სამართლის წესით არ ისჯება.
ძალადობის მსხვერპლისთვის კი ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ბარიერია
გადასალახი, კანონის არარსებობა უნდობლობასა და უიმედობას იწვევს. აღიარების
შემდეგ, მსხვერპლი არანაირად არ არის დაცული, ამიტომ ისევ დუმილს არჩევს.
დუმილს არჩევენ ოჯახის წევრებიც, რომლებიც შეიძლება ხვდებიან, მაგრამ საქმის
გართულება სხვადასხვა მოსაზრებით არ სურთ.

ინცესტი დეკრიმინალიზებულია ჰოლანდიაში, საფრანგეთში, ასევე- რუსეთში.


BBC-ის ცნობით, ერთადერთი ქვეყანა ევროკავშირში, სადაც და–ძმას
დაქორწინება შეუძლია, არის შვედეთი, თუმცა აქ საუბარია მხოლოდ ისეთ და–
ძმაზე, რომელთაც მხოლოდ ერთი მშობელი ჰყავთ საერთო. ამასთან, ასეთი
ქორწინების დამტკიცებისთვის მთავრობის სპეციალური ნებართვაა საჭირო.

You might also like