სასწ გეგმა 14

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

როგორ არის სტრუქტურირებული განათლება ჩინეთში?

ჩინელები თავიანთ განათლების სისტემას აღწერენ როგორც ოთხკომპონენტიანს. ეს


კომპონენტებია: საბაზო განათლება, პროფესიული განათლება, უმაღლესი განათლება
და ზრდასრულთა განათლება (ინგლ. adult education).

საბაზო განათლება მოიცავს სკოლამდელ განათლებას, პირველადი სასკოლო


განათლების ექვს წელს, მეორეული სასკოლო განათლების ქვედა საფეხურის სამ
წელს და მეორეული სასკოლო განათლების ზედა საფეხურის სამ წელს.

რიცხვები, რომელიც განათლების სისტემას აღწერს, უზარმაზარია: 192 მილიონი


ბავშვი 400 000 პირველად და მეორეულ სკოლაში და 10 მილიონზე მეტი
მასწავლებელი.

პირველი და მეორე საფეხურის სასკოლო განათლება

ბოლო სამოცი წლის განმავლობაში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი


საფეხურის სასკოლო განათლების ორგანიზება დღევანდელი სახით შეიძლება
ქვეყნის უდიდეს მიღწევად ჩაითვალოს.

1949 წელს ჩინეთში სკოლაში მოსიარულე ბავშვების წილი მხოლოდ 20%-ს


შეადგენდა, დღეს კი სკოლაში დადის სასკოლო ასაკის ბავშვების 98%!

ნებისმიერი ბავშვი, რომელიც ექვსი წლის შესრულდება, ვალდებულია, პირველადი


საფეხურის სკოლაში შევიდეს. სკოლაში ჩარიცხვა შეიძლება შვიდი წლის ასაკშიც
მოხდეს, თუ წინა წელს საკმარისი ადგილი არ იყო.

პირველი საფეხურის სკოლის დამთავრების შემდეგ ბავშვი ავტომატურად გადადის


მეორე საფეხურის რომელიმე ახლომდებარე სკოლაში.

ბოლო ოცი წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა მეორე (დაბალი)


საფეხურის სკოლაში ჩარიცხულ ბავშვთა რაოდენობა და წილი. 2006 წელს პირველი
სასკოლო საფეხურიდან მეორე (ქვედა) სასკოლო საფეხურზე გადასულთა
რაოდენობამ (პროფესიულ-ტექნიკური სკოლების ჩათვლით) ბავშვების 96%
შეადგინა.
მეორე ქვედა სასკოლო საფეხურის წარმატებით დამთავრების შემდეგ მეორე ზედა
საფეხურის სკოლაში სწავლის გასაგრძელებლად მოსწავლეებს ევალებათ
სავალდებულო გამოცდების ჩაბარება.

მოსწავლეებს, რომლებსაც სურდათ მეორე ზედა საფეხურის სკოლაში გადასვლა,


მაგრამ გადასასვლელი გამოცდები ვერ ჩააბარეს, შესაძლებლობა ეძლევათ, სწავლა
პროფესიულ-ტექნიკურ სასწავლებელში გააგრძელონ.

ჩინეთის სკოლები წელიწადში ორსემესტრიანი გრაფიკით მუშაობს. სწავლა


ცხრათვე–ნახევარი გრძელდება. პირველი სემესტრი პირველ სექტემბერს იწყება,
ხოლო მეორე – გაზაფხულის სადღესასწაულო არდადეგების შემდეგ, პირველ მარტს.
მომდევნო არდადეგები ჩინეთის სკოლებში ზაფხულში, ივლისსა და აგვისტოშია.

პირველი საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამა მოიცავს ისეთ დისციპლინებს,


როგორებიცაა ჩინური ენა, მათემატიკა, ფიზიკური განვითარება, მუსიკა,
მეცნიერებათა საბაზო კურსი, ისტორია და გეოგრაფია. ეს საგნები კომბინირებულია
პრაქტიკული, სამუშაო გამოცდილების კურსებთან. პირველადი საფეხურის ყველა
სკოლას მოეთხოვება სასწავლო პროგრამაში ეთიკის, მორალისა და ინგლისურის
კურსების ჩართვა. ამ დისციპლინების სწავლება, წესისამებრ, პირველი საფეხურის
სკოლებში სწავლების მეოთხე წელს იწყება.

სასწავლო პროგრამის შინაარსი და შემადგენლობა დაკავშირებულია სკოლის


ყოველდღიურ ცხოვრებასთან, სოციალურ განვითარებასა და ტექნოლოგიურ
სიახლეებთან. პროგრამა ეფუძნება სწავლების ოთხ მთავარ პრინციპს: „სწავლა – რომ
ვიცოდეთ, სწავლა – რომ ვაკეთოთ, სწავლა – რომ შეგვეძლოს თანაცხოვრება და
სწავლა – რომ შეგვეძლოს ცხოვრება“.

სკოლის მეორე საფეხურზე სასწავლო პროგრამა მოიცავს ჩინურ ენას, მათემატიკას,


ფიზიკას, ქიმიას, ბიოლოგიას, გეოლოგიას, ინგლისურს, ისტორიას, გეოგრაფიას,
პოლიტიკას, მუსიკას, ხელოვნებას და ფიზიკურ განვითარებას. მეორე საფეხურის
ზოგიერთი სკოლა მოსწავლეებს ასევე სთავაზობს რამდენიმე პროფესიულ-ტექნიკურ
კურსს.

მეორე ქვედა საფეხურის სკოლების სასწავლო პროგრამის მესამედზე მეტი ჩინურ


ენასა და მათემატიკას ეთმობა, მეორე ზედა საფეხურის სკოლებში კი პროგრამის
ნახევარზე მეტი უკვე მათემატიკასა და მეცნიერებებზეა აგებული.
საყოველთაო სავალდებულო განათლების პოლიტიკის თანახმად, მოსწავლეებს
მოეთხოვებათ გამოცდების (ან შემოწმების) ჩაბარება ყოველი სემესტრის ბოლოს,
სასწავლო წლისა და სკოლის დამთავრებისას.

პირველი საფეხურის სკოლებში კურსის წარმატებით დასახურად სავალდებულოა


ჩინური ენისა და მათემატიკის გამოცდების ჩაბარება. სხვა საგნებში ეს არ
მოითხოვება, თუმცა ცოდნის შემოწმების პროცედურა აქაც სავალდებულოა – ამ
დროს სწავლობენ და აკვირდებიან თითოეული მოსწავლის პროგრესს მოცემულ
დისციპლინაში, თუმცა წლის დასამთავრებლად გამოცდების წარმატებით ჩაბარება
აუცილებელი არ არის. მეორე საფეხურის სკოლებში იმ საგნების ჩამონათვალს,
რომლებიც აუცილებელია სასწავლო წლის დასახურად, ადგილზე ადგენენ და არა
ცენტრალიზებულად.

მეორე ზედა საფეხურის დამთავრებისას მოსწავლეებს, რომლებსაც სწავლის


უნივერსიტეტში გაგრძელება სურთ, საერთოეროვნული გამოცდების ჩაბარება
ევალებათ.

ეს გამოცდები, ჩვეულებრივ, ივნისში ტარდება. სამი დღის განმავლობაში


სკოლადამთავრებულებს ინტენსიური და მძიმე გამოცდის, გაოკაოს ჩაბარება უწევთ.

საერთო ეროვნული გამოცდების დღეებში ყოველწლიურად რვა მილიონზე მეტი


ჩინელი ახალგაზრდა ეჯიბრება ერთმანეთს პრესტიჟული საუნივერსიტეტო
ადგილებისთვის, რომელთა რაოდენობა გამოცდებზე გასულთა მხოლოდ 40%-სთვის
არის საკმარისი. შესაბამისად, წარმოუდგენლად დიდია სტრესი, რომელსაც
გამოცდებზე გასული ახალგაზრდები და მათი მშობლები განიცდიან.

სწავლა და სწავლება

ჩინეთის სკოლებში სწავლება უმთავრესად მასალის მოსმენას, ჩანაწერების


გაკეთებასა და სახელმძღვანელოების ათვისებას ემყარება.

ისეთ აქტივობებს, როგორებიცაა პრობლემის გადაწყვეტა, კრიტიკული ანალიზი,


მტკიცებულებების შეგროვება და ექსპერიმენტირება, ნაკლებად მიმართავენ და
სკოლების უმეტესობაში არც შესწავლის უნარებზე ამახვილებენ ყურადღებას.

მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ბოლო დროს მთავრობა მეტ ყურადღებას უთმობს
განათლებისადმი ახალ მიდგომებს, რომლებიც მოსწავლეს საკლასო ოთახში
საქმიანობის მთავარ პერსონაჟად აქცევს, მასწავლებელსა და მოსწავლეებს შორის მეტ
ურთიერთქმედებას უზრუნველყოფს და უფრო ფართო ასპარეზს მისცემს ახალი
ტექნოლოგიების გამოყენებას.

ოციოდე წლის წინ ჩინეთში მასწავლებლების უმწვავესი ნაკლებობა იყო. დღეს


მასწავლებელთა უმრავლესობას კარგი განათლება აქვს და მათი უდიდესი ნაწილი 45
წელზე ნაკლები ასაკისაა.

მასწავლებლებისა და მოსწავლეების რაოდენობრივი თანაფარდობა


დამაკმაყოფილებელია: 19:1 – პირველი საფეხურის სკოლებში, 17:1 – ქვედა მეორე
საფეხურზე და 18:1 – ზედა მეორე საფეხურის სასწავლო დაწესებულებებში.

ქალაქებსა და ქალაქის ტიპის დასახლებებში კარგ სკოლებში, რომლებსაც ძირითად


სკოლებს უწოდებენ, მიღებულია მოსწავლეთა მიზიდვა სხვა რაიონებიდან
განსაზღვრულ ფასად, ეს კი სკოლებს დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას
აძლევს.

ძირითად სკოლებს აქვთ საშუალება, მიიზიდონ მაღალი აკადემიური მოსწრების


მქონე მოსწავლეები და კარგი მასწავლებლები (რომლებსაც დამატებით ბონუსებს
სთავაზობენ). შესაბამისად, ურბანულ რეგიონებში სკოლის მასწავლებლებს ზოგჯერ
სოფლად მომუშავე კოლეგებზე  სამჯერ მეტი ხელფასი აქვთ, ეს უთანასწორობა კი,
თავის მხრივ, კომპეტენტური მასწავლებლების სოფლიდან ქალაქში მასობრივ
მიგრაციას იწვევს.

საზოგადოდ, დღევანდელი ჩინეთის განათლების სისტემის ერთ-ერთი მთავარი


გამოწვევა სოფლის სკოლების სტანდარტის გაუმჯობესებაა. ამისთვის ჩინეთის
მთავრობამ შეიმუშავა ინოვაციური სქემები, რომლებიც მასწავლებლების
წახალისებასა და მოსწავლეთა დასწრების გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

გარდა სოფელსა და ქალაქს შორის არსებული უთანაბრობისა, ჩინეთის განათლების


სისტემა მთავარ პრობლემად აღიქვამს ახალგაზრდებში ინოვაციური,
მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ტალანტების მნიშვნელოვან ნაკლებობას.

მიუხედავად PISA–ს სისტემით მიღებული უმაღლესი მაჩვენებლებისა, ჩინეთის


განათლების სისტემის ექსპერტებს, მათ შორის – ორეგონის უნივერსიტეტის
პროფესორს, ბესტსელერის „ვის ეშინია დიდი ბოროტი დრაკონის?“ ავტორს იონგ
ჟაოს (Yong Zhao), მიაჩნიათ: „ჩინეთის განათლების სისტემა იმით გამორჩევა, რომ
შეუძლია, ეფექტურად გადასცეს მოსწავლეებს იმ უნარების გარკვეული
ჩამონათვალი, რომლებიც ახალგაზრდისთვის აუცილებელია, თუმცა სისტემა
გამოცდების ჩაბარებაზე უფროა გათვლილი“, ეს კი თავისუფლებასა და
შემოქმედებითობას ახშობს. ამ უნარების დასახვეწად უამრავი დრო იხარჯება –
ჩინელ მოსწავლეს საშინაო დავალებების შესასრულებლად კვირაში საშუალოდ 14
საათზე მეტი სჭირდება, რაც, PISA-ს სისტემის მონაცემებით, ყველა სხვა ქვეყნის
მაჩვენებელზე მეტია. მაგალითად, აშშ–ში საშინაო დავალებების მოსამზადებლად
საჭირო დრო კვირაში 6 საათს შეადგენს. „თუმცა ეს მძიმე შრომა, როგორც ჩანს, არ
არის ეფექტური სიახლეების შექმნის კუთხით“, – ამბობს პროფესორი ჟაო, ჩინური
წარმოშობის ამერიკელი მეცნიერი ორეგონის უნივერსიტეტიდან.

უმაღლესის გამოცდები მოიცავს სავალდებულო ნაშრომებს ჩინურ ენაში,


მათემატიკასა და უცხო ენაში (უმეტესად – ინგლისურში). აბიტურიენტებს
საშუალება ეძლევათ, თავად შეარჩიონ მეოთხე საგამოცდო საგანი ექვსი
დისციპლინიდან (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, ისტორია, გეოგრაფია და პოლიტიკური
ეკონომია).

ამ გამოცდებზე დიდ სტრესს განიცდიან მასწავლებლებიც. მათი რეპუტაცია,


რბილად რომ ვთქვათ, მოსწავლეების მიერ მიღებულ ნიშნებზეა დამოკიდებული;
შესაბამისად, მთელი მათი ენერგია გამოცდებისთვის მოსწავლეთა მომზადებისკენაა
მიმართული.

დღეს ჩინეთში უკვე ფიქრობენ, შეცვალონ საგამოცდო შეკითხვების სტილი ან


შედეგების შეფასებისას და უნივერსიტეტისთვის სტუდენტების შერჩევისას
გაითვალისწინონ მოსწავლის სასკოლო მოსწრებაც, თუმცა განათლების სისტემის
მასშტაბი ართულებს ცვლილებათა შედეგების პროგნოზირებას.

You might also like