Professional Documents
Culture Documents
სასწ გეგმა 12
სასწ გეგმა 12
კლასი : მე-11
თემა : უჯრედის მიტოზური გაყოფა
მისაღწევი შედეგები სასწავლო გეგმის მიხედვით
ბიოლ.XI.5. მოსწავლეს შეუძლია დაახასიათოს ორგანიზმთა გამრავლების და
ინდივიდური განვითარების ფორმები.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
იყენებს/ადგენს სქემატურ მოდელს და მსჯელობს მიტოზის როლზე შემდგომ
თაობაში კარიოტიპის მუდმივობის შენარჩუნებაში; სინათლის მიკროსკოპით (ან
ელექტრონულ ფორმატში) აკვირდება უჯრედებს გაყოფის პროცესში და ამოიცნობს
მიტოზის თითოეულ ფაზას;
სავარაუდო კითხვები:
1. აღწერეთ უჯრედის სასიცოცხლო ციკლი.
2. გაიხსენეთ ვინ აღმოაჩინა უჯრედის გაყოფა?
3. რა არის მიტოზი?
4. დაასახელე ციფრებით აღნიშნული სტრუქტურები.
5. ჩამოთვალეთ მიტოზის ფაზები და დაახასიათეთ.
შედეგი – გაიხსენებენ და გაიაზრებენ ნასწავლს.
აქტივობა #5 – დისკუსია
მასწავლებელი-იმსჯელეთ წყვილებში და წარმოადგინეთ თქვენი მოსაზრება
ქვემოთ მოცემულ კითხვებზე:
1. დღეს გენეტიკური ანალიზი საშუალებას იძლევა ორსულობის ადრეულ
პერიოდში დადგინდეს, არსებობს თუ არა რაიმე დარღვევა ნაყოფში. რა
მნიშვნელობა აქვს ამ ფაქტს?
2. ჩერნობილის აფეთქების შედეგად დასხივებულ ფეხმძიმეებს ხელოვნურად
შეუწყვიტეს ორსულობა, რატომ წავიდნენ ექიმები ასეთ რადიკალურ ნაბიჯზე?
შედეგი – ისწავლიან სიტუაციის ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტილების
მიღებას.
შეფასება
ა) კითხვარებით;
ბ) რუბრიკის მიხედვით
ელექტრონული რესურსები გაკვეთილს ხდის საინტერესოს, წარმოაჩენს
მასწავლებლის კომპეტენციას, მოსწავლეებს აქტიურად ჩართავს პროცესში, იძლევა
ინტერაქტივის საშუალებას.
აუდიო თუ ვიდეო მასალების გამოყენება მოსწავლეს პოზიტიურად განაწყობს,
უადვილებს სწავლებას და ამასთანავე უძლიერებს შინაარსისადმი ინტერესს,
ამდიდრებს სასწავლო პროცესს.
თუ მასწავლებელი ხშირად მიმართავს ისტ-ის ტექნოლოგიების გამოყენებას,
მოსწავლეებიც ეჩვევიან ისტ-ის გამოყენებით სასწავლო რესურსების შექმნას. გარდა
იმისა, რომ ისტ-ის გამოყენება მოსწავლეებს ეხმარება სხვადასხვა სასწავლო საგნით
გათვალისწინებული შედეგების მიღწევაში, იგი ხელს უწყობს ციფრული
წიგნიერების უნარების განვითარებას.
სასწავლო რესურსის შექმნის დროს მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
შემდეგი:
1. დაადგინოს ლოგიკური კავშირი გაკვეთილის სასწავლო მიზნებს, აქტივობებს,
საგანმანათლებლო რესურსებსა და შეფასების კრიტერიუმებს შორის;
2. განსაზღვროს რამდენად უწყობს ხელს რესურსი სწავლის უნარის განვითარებას
და ინტეგრირებას, მასალის სიღრმისეულ წვდომას;
3. განსაზღვროს, რა არის რესურსში ისეთი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსწავლეთა
მოტივაციას;
4. რესურსი უნდა იყოს მოსწავლეთა ასაკობრივი ჯგუფისათვის შესაბამისი
(გასაგები), სანდო წყაროებიდან მოპოვებული, გარკვეულ სქემას მორგებული და
თანმიმდევრული, მოქნილი და ადვილად გასაგები ინსტრუქციით აღჭურვილი.