ბრაიან თრეისი - მიზნები

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 343

ბრაიან თრეისი

მიზნები

შემოწმებულია www.spellchecker.ge -ზე

1 მკითხველთა ლიგა
სარჩევი
წინასიტყვაობა...........................................................................17
მიძღვნა..........................................................................................18
შესავალი - მიზნები წარმატებაა..........................................19
გარდატეხის წერტილი........................................................20
მიჰყევი ლიდერებს და არა მიმდევრებს......................21
1. ვიწყებთ:გამოამჟღავნე შენი შესაძლებლობები.......23
მთავარი ის კი არ არის, საიდან დაიწყებ,
არამედ ის, როგორ დაამთავრებ.....................................23
დღე, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა..................24
ცხოვრება ხან წინ მიდის, ხანაც – უკან.........................25
ამის გაკეთება ყველას შეუძლია.....................................26
შექმენი საკუთარი სამყარო.............................................26
შენი მიზნის მაძიებელი ავტომატური ფუნქცია........28
რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს....................29
ისინი ფიქრობენ, რომ მიზნები მნიშვნელოვანი
არ არის.....................................................................................29
მათ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ..............................30
ეშინიათ დამარცხების........................................................30
მათ უარყოფის ეშინიათ.....................................................31
შეუერთდი საუკეთესო 3 პროცენტს..............................31
ბედნიერებისთვის აუცილებელია, მიზნები
გქონდეს....................................................................................32
გასაღები შენს ხელშია.......................................................33
ვიწყებთ:....................................................................................34
2. მართე შენი ცხოვრება.........................................................36
დიდი აღმოჩენა.....................................................................36
შენი მოსისხლე მტრები......................................................37
შეწყვიტე თავის მართლება..............................................38
უარი თქვი რაციონალიზაციასა და
მომიზეზებაზე.........................................................................39

2 მკითხველთა ლიგა
სხვა ადამიანების აზრზე მაღლა დადექი....................39
გაიაზრე, რომ სხვა არავინაა პასუხისმგებელი........40
ანტიდოტი პასუხისმგებლობის აღებაა.......................41
შეწყვიტე სხვების დადანაშაულება...............................42
აკონტროლე ემოციები.......................................................42
წარმოიდგინე, რომ თვითდასაქმებული ხარ.............43
არჩევანს შენ აკეთებ და გადაწყვეტილებასაც
თავად იღებ.............................................................................43
განავითარე საკუთარი სტრატეგია................................44
გააკეთე ახალი არჩევანი, მიიღე ახლებური..............45
გადაწყვეტილებები..............................................................45
ისეთ „აქციად“ გადაიქეცი,რომლის ფასიც
მუდმივად იზრდება..............................................................45
დაადგინე, როგორია შენი ლოკუს კონტროლი.........46
ოქროს სამკუთხედი.............................................................47
ყველაფერი შენს ხელშია...................................................47
მართე შენი ცხოვრება.........................................................48
3. კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები..........................50
პიროვნების ინდივიდუალურობის ხუთი
საფეხური.................................................................................50
როგორიც შიგნით, ისეთივე გარეთ................................52
იცოდე, რა გინდა სინამდვილეში....................................53
ენდე ინტუიციას.....................................................................54
დააკვირდი შენს ქცევას.....................................................54
გააანალიზე, როგორ იქცეოდი წარსულში..................55
განსაზღვრე გულის წადილი............................................55
შენი წარსული შენი მომავალი არ არის......................56
რამდენად მოგწონს საკუთარი თავი.............................57
გააკეთე ყველაფერი, რაც შესაძლებელია.................57
იცოდე, რისი გჯერა..............................................................58
მხოლოდ იმაზე იფიქრე, რა გინდა.................................59
საკუთარ თავთან მართალი იყავი..................................59
იცხოვრე ისე, რომ საკუთარ თავთანაც მართალი
იყო და - სხვებთანაც............................................................60
კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები.........................60

3 მკითხველთა ლიგა
4. გააანალიზე შენი რწმენა-წარმოდგენები....................62
შეიცვალე აზროვნება, შეცვალე ცხოვრება................63
შენი წარმატების გენერალური პროგრამა.................63
ნაგავი შედის და ნაგავი გამოდის...................................64
ნუ მოუსმენ ექსპერტებს....................................................64
ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე გგონია............................66
იქნებ გენიოსი ხარ?..............................................................66
შენი რწმენა-წარმოდგენები თანდაყოლილი
კი არა, შეძენილია................................................................67
საკუთარ თავს სხვანაირად შეხედე..............................68
აირჩიე სასურველი რწმენა-წარმოდგენები...............69
ეძებე კარგი.............................................................................69
თავის მოტყუება....................................................................70
გაყიდვების მენეჯერის საიდუმლო...............................71
შექმენი გონებრივი ეკვივალენტი..................................72
მოიქეცი ახალი იმიჯის შესაბამისად............................73
მიიღე გადაწყვეტილება.....................................................73
შენი სიტყვები და მოქმედებები ერთმანეთს
უნდა შეესაბამებოდეს........................................................74
გააანალიზე რწმენა-წარმოდგენები..............................75
5. შექმენი საკუთარი მომავალი...........................................76
იფიქრე მომავალზე!............................................................76
შექმენი ხუთწლიანი ფანტაზია........................................77
წარმოიდგინე, რომ საზღვრები არ არსებობს...........77
იფიქრე ნათელ მომავალზე..............................................78
უარი თქვი შენი ოცნებების დათმობაზე......................78
საზღვრებს გარეშე ფიქრი.................................................79
წარმოიდგინე იდეალური ოჯახური ცხოვრება.........80
წარმოიდგინე სასურველი ფიზიკური და
ჯანმრთელობის მდგომარეობა.......................................81
წარმოიდგინე, როგორი იქნება შენი
სოციალური ცხოვრება და საზოგადოებრივ
ცხოვრებაში ჩართულობა..................................................81
უბრალოდ, გააკეთე!............................................................82
შექმენი სრულყოფილი კალენდარი.............................83

4 მკითხველთა ლიგა
შექმენი იდეალური მომავალი........................................83
შექმენი მომავალი................................................................84
6. განსაზღვრე შენი ჭეშმარიტი მიზნები...........................86
მიზნის დასახვის 7 გასაღები............................................86
ნებისმიერი მიზნის დასახვისა და
მიღწევისთვის საჭირო 12 ნაბიჯი...................................89
1. გქონდეს სურვილი:
სინამდვილეში რა გინდა?.............................................90
2. ირწმუნე, მიზნის მიღწევა შესაძლებელია!.......90
3. დაწერე შენი მიზანი ფურცელზე...........................91
4. განსაზღვრე ამოსავალი წერტილი......................92
5. განსაზღვრე, რატომ გინდა ამის მიღწევა.........92
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები................93
7. განსაზღვრე, გზად რა წინააღმდეგობები
შეგხვდება............................................................................94
8. განსაზღვრე, რა დამატებითი უნარ-ჩვევები
და ცოდნა გჭირდება........................................................95
9. შეარჩიე ის ადამიანები, ვისი დახმარებაც
დაგჭირდება.......................................................................95
10. გეგმა შეადგინე: ყველაფერს ერთად
მოუყარე თავი....................................................................96
11. მუდმივად ნათლად წარმოიდგინე
შენი მიზანი.........................................................................97
12. არასოდეს დანებდე..................................................97
დღესვე იმოქმედე.................................................................98
გამოიყენე თორმეტნაბიჯიანი პროცესი......................98
საკუთარ თავს გააკვირვებ................................................99
განსაზღვრე შენი ჭეშმარიტი მიზნები..........................99
7. გადაწყვიტე, რა იქნება შენი უმთავრესი მიზანი.....101
აამუშავე გონება!................................................................102
წითელი სპორტული მანქანა..........................................102
მიაღწიე ფინანსურ დამოუკიდებლობას...................103
შენი უმთავრესი მიზანი....................................................104
მიწაზე მყარად იდექი........................................................105
საკუთარ თავს ძირს ნუ გამოუთხრი...........................106

5 მკითხველთა ლიგა
მთავარი შეკითხვა..............................................................106
ნობელის პრემიის ლაურეატი........................................107
საფასურის გადასახდელად მზად უნდა იყო............107
ათმიზნიანი სავარჯიშო....................................................107
იფიქრე შენს მიზანზე.........................................................108
გადაწყვიტე, რა არის შენი უმთავრესი მიზანი........108
8. თავიდან დაიწყე...................................................................110
მიმართე რეალობის პრინციპს......................................110
იქიდან დაიწყე, სადაც ხარ..............................................111
განსაზღვრე შენი საათობრივი ანაზღაურება.........111
შეზღუდული დრო ან ფინანსური მაჩვენებლები
შრომის ინტენსიურობას აუმჯობესებს......................112
შენი თვითღირებულება...................................................113
გრძელვადიან ფინანსურ გეგმებზე იმუშავე............113
იფიქრე ნულიდან დაწყებაზე.........................................114
შეაფასე შენი ცხოვრების ყველა მხარე.....................114
მზად იყავი საჭირო ცვლილებების
განსახორციელებლად......................................................115
გარემოებები მუდმივად იცვლება................................116
რა გაკავებს?..........................................................................116
განსაზღვრე შენი უნარ-ჩვევებისა და
შესაძლებლობების დონე................................................117
განსაზღვრე შენი ყველაზე სუსტი მხარეები............118
წარმოიდგინე, რომ თავიდან იწყებ..............................118
საკუთარი თავის შეცვლისთვის მოემზადე..............119
ყველაზე ღირებული აქტივი...........................................119
რესურსების ნაკრები........................................................120
კარგიდან უკეთესისკენ....................................................120
საკუთარი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავე..............122
თავიდან დაიწყე..................................................................122
9. დაისახე ფინანსური მიზნები და
ყველას მიაღწიე.......................................................................124
თავს ნუ მოიტყუებ..............................................................124
მართე შენი ფული...............................................................125
1. გქონდეს სურვილი.........................................................126

6 მკითხველთა ლიგა
2. გჯეროდეს: უნდა ირწმუნო, რომ შეგიძლია.........127
3. ფურცელზე დაწერე........................................................128
4. გააანალიზე შენი ამოსავალი წერტილი................129
5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამ მიზნის
მიღწევა: ამით რას მოიგებ?............................................130
6. საკუთარ თავს საბოლოო ზღვრული ვადა
დაუწესე: დასამიზნებლად ჯერ
სამიზნე გჭირდება..............................................................130
7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებებთან
მოგიწევს გამკლავება.......................................................131
8. განსაზღვრე ის უნარ-ჩვევები და ცოდნა,
რაც დაგჭირდება.................................................................132
9. ის ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და
ორგანიზაციები განსაზღვრე, ვისი
დახმარებაც დაგჭირდება................................................133
10. დაგეგმე: სარბენად, უპირველესად,
ბილიკი გჭირდება...............................................................134
11. წარმოიდგინე: გონებაში შენი მიზნის
ნათელი სურათი შექმენი, თითქოს მას
უკვე მიაღწიე........................................................................135
12. ყველაფერს, რასაც აკეთებ, ურყევი
დაჟინებით გაუმაგრე ზურგი: წინასწარ
გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები...................136
დაისახე ფინანსური მიზნები და ყველას
მიაღწიე...................................................................................137
10. გახდი ექსპერტი შენს საქმიანობაში.........................139
დავუბრუნდეთ 80/20-ზე წესს...........................................140
დიდი აღმოჩენა...................................................................140
თვითგანვითარების რკინის კანონი............................141
არის თუ არა განათლება
საჭირო წარმატებისთვის?...............................................142
როგორი აქტივი ხარ,მზარდი თუ
გაუფასურებადი?.................................................................142
განსაზღვრე, რა სახის ცოდნა დაგჭირდება.............143
გადადგი კარიერული ნაბიჯი.........................................143

7 მკითხველთა ლიგა
შენი საქმიანობისთვის გადამწყვეტი
მიმართულებები განსაზღვრე........................................144
მოკლე გზით მოჭერი.........................................................145
შესანიშნავი აღმასრულებელი დირექტორი...........146
ჩაატარე 360-გრადუსიანი ანალიზი..............................147
მიზნად დაისახე პირადი განვითარება.......................148
საკუთარი თავი ისეთი მიიღე, როგორიც ხარ..........148
განავითარე ნიჭი.................................................................149
განსაზღვრე, რომელია შენი
განსაკუთრებული ნიჭი.....................................................150
დაბადებული ხარ იმისთვის,რომ
იყო გამორჩეული................................................................151
ერთი უნარ-ჩვევით ნაკლები..........................................152
არ გაება უმწეობის მახეში..............................................152
სრულყოფილება თავგადასავალია.............................152
ჯადოსნური ჯოხი გამოიყენე.........................................153
სამს პლუს ერთი ფორმულა...........................................153
პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა.....................................154
პირადი სრულყოფილების მიღწევის
თორმეტნაბიჯიანი - პროგრამა.....................................155
გახდი ექსპერტი შენს საქმიანობაში...........................157
11. გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება და
ურთიერთობები........................................................................158
რაც უფრო მეტად იცვლება ყველაფერი....................159
შეიქმენი იდეალური ოჯახური ცხოვრება და
ურთიერთობები...................................................................159
1. გქონდეს სურვილი:
რა გინდა სინამდვილეში?...........................................160
მეტი სიცხადე........................................................................160
შეცვალე შენი ცხოვრება..................................................162
2. ირწმუნე: მაშინ დაინახავ, როდესაც
დაიჯერებ...........................................................................162
უძველესი პრინციპები......................................................163
დაეჭვდი შენს რწმენა-წარმოდგენებში......................164
3. ჩამოწერე მიზნები ფურცელზე,

8 მკითხველთა ლიგა
დააკონკრეტე...................................................................164
4. გააანალიზე ამოსავალი წერტილი:
სად ხარ ახლა?.................................................................165
5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამ მიზნის
მიღწევა: აქედან რა სარგებელს მიიღებ?.............166
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები:
როდისთვის გინდა, რომ მიზანს მიაღწიო?..........167
7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებების
გადალახვა მოგიწევს იმისთვის, რომ
იდეალური ოჯახური ცხოვრება გქონდეს............169
8. განსაზღვრე, რისი ცოდნა ან უნარ-ჩვევები
დაგჭირდება იდეალური ოჯახური
ცხოვრების შესაქმნელად...........................................170
9. განსაზღვრე, რა დამატებითი
ინტერპერსონალური თვისებების ან
უნარ-ჩვევების განვითარება გჭირდება
იმისთვის, რომ სრულად მოახერხო
შესაძლებლობების რეალიზება
როგორც მეუღლემ, პარტნიორმა
ან მშობელმა....................................................................171
10. გეგმა შეადგინე და მის შექმნაში
ოჯახის წევრები და ყველა ის ადამიანი
ჩართე, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს..................172
11. წარმოიდგინე, რომ შენი ოჯახური
ცხოვრება იდეალურია.................................................173
12. არასოდეს დანებდე: ოჯახური
ცხოვრების შესანიშნავი სტილის
შესაქმნელად მთავარია დაიწყო
და არ გაჩერდე................................................................173
გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება
და ურთიერთობები............................................................174
12. გაიუმჯობესე ჯანმრთელობადა
ჩადექი ფორმაში......................................................................175
მოხვდი ზონაში....................................................................175
პასუხისმგებლობა თავად გაკისრია...........................176

9 მკითხველთა ლიგა
თორმეტნაბიჯიანი პროგრამა.......................................177
1. გსურდეს: რამდენად ძლიერად გინდა?............177
2. გჯეროდეს: ბოლომდე უნდა ირწმუნო,
რომ ჩინებული ჯანმრთელობის მიღწევა
შესაძლებელია................................................................178
მოტივაცია თუ შესაძლებლობა?...................................178
სწორი სტიმული..................................................................179
3. დაწერე: ჩააპროგრამე ქვეცნობიერში..............180
4. გააანალიზე შენი საწყისი მდგომარეობა........180
5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამის მიღწევა:
ყველა ის სარგებელი განსაზღვრე, რითაც
კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის
შემთხვევაში ისიამოვნებ............................................181
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები:
შეარჩიე კონკრეტული დრო, როდისთვის
მიაღწევ ჯანმრთელობასა და ფორმაში
ჩადგომასთან დაკავშირებულ მიზნებს.................182
7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებების
გადალახვა მოგიწევს იმისთვის, რომ
შესანიშნავ ფორმაში ჩადგე და საოცრად
ენერგიული გახდე..........................................................183
8. განსაზღვრე, რა უნდა იცოდე დამატებით
და კიდევ რა უნარ-ჩვევები დაგჭირდება
იმისთვის, რომ მთელი დარჩენილი
ცხოვრება შესანიშნავი ფიზიკური
ფორმითა და ჯანმრთელობით ისიამოვნო..........183
9. განსაზღვრე, ვისი დახმარება და
ვისთან თანამშრომლობა დაგჭირდება
იმისთვის, რომ შესანიშნავ ფიზიკურ
ფორმაში ჩადგე და ჯანმრთელობის
მდგომარეობა მნიშვნელოვნად
გაიუმჯობესო...................................................................184
10. ჩამოაყალიბე მოქმედების გეგმა......................184
11. წარმოიდგინე: საკუთარ თავს როგორ
ადამიანადაც წარმოიდგენ, ისეთად იქცევი........185

10 მკითხველთა ლიგა
12. არასოდეს დანებდე: გადაწყვიტე, რომ
ყველაფერს გაუძლებ, სანამ ჯანმრთელობასა
და ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით
ყველა მიზანს არ მიაღწევ...........................................186
გაიუმჯობესე ჯანმრთელობა და
ჩადექი ფორმაში.................................................................186
13. გაზომე შენი პროგრესი...................................................188
საკუთარი თავი მიზნების გამოყენებით
დააპროგრამე.......................................................................188
კარგად მუშაობის სამი გასაღები.................................189
ვალდებულება......................................................................189
დასრულება...........................................................................190
ბუნების საოცარი ნარკოტიკი........................................190
თავი გამარჯვებულად წარმოიდგინე.........................191
მედღეხვალიეობის ტკივილი.........................................191
შედეგების დაბალანსებული ცხრილი........................192
მარყუჟის გამოკვრა...........................................................193
ძირითადი უნარი.................................................................193
როგორ შევჭამოთ სპილო...............................................194
დაადგინე, შენ მიერ შესრულებული რომელი
დავალებაა - ყველაზე ღირებული................................195
მუდმივი გაუმჯობესება....................................................196
დააგროვე ხურდა და დოლარი თავისით
მოგროვდება.........................................................................196
გახდი განათლებული ადამიანი....................................197
გაზარდე შენი შემოსავალი.............................................197
თუ გაზომავ, ესე იგი მართავ კიდეც.............................197
გაზომე შენი პროგრესი....................................................198
14. მოიცილე პრობლემები....................................................200
დროებითი უიღბლობა ყოველთვის წინ უძღვის
წარმატებას............................................................................200
იმაზე იფიქრე, როგორ შეიძლება პრობლემის
გადაჭრა..................................................................................201
პრობლემების გადაჭრა უნარ-ჩვევაა..........................202
შეზღუდვების თეორია......................................................202

11 მკითხველთა ლიგა
გარეგანი და შინაგანი შეზღუდვების
დაპირისპირება...................................................................203
საკუთარ თავში ჩაიხედე..................................................204
წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მდგარი ორი
უმთავრესი - დაბრკოლება..............................................204
ნეგატიური ემოციების დავიწყება
შესაძლებელია.....................................................................205
სიმამაცისა და თავდაჯერებულობის გასაღები.....205
ძლიერისა და უძლურის დაპირისპირება..................206
უძლურების დავიწყება.....................................................207
კომფორტის ზონად წოდებული ხაფანგი..................207
დიდი, გამომწვევი მიზნები დაისახე............................208
შენ წინაშე მდგარი დაბრკოლებები
პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე.........................208
გაყიდვების ანალიზი.........................................................209
უფრო ღრმად ჩაეძიე.........................................................210
სწორად განსაზღვრულ პრობლემას შესაფერისი
გადაწყვეტილება უნდა მოარგო...................................210
შენი შემოსავლის გაზრდა...............................................211
დაბრკოლება მიზნად აქციე............................................212
ეცადე, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად
განსაზღვრო..........................................................................213
თითქმის ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა
შესაძლებელია.....................................................................213
გადალახე დაბრკოლებები..............................................214
15. გქონდეს ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან....215
მარტო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს.......................215
შენი ძირითადი ბიზნესურთიერთობები....................216
განსაზღვრე, ვინ არის შენი მომხმარებელი............216
მომხმარებლის მომსახურების შენეული
სტრატეგია.............................................................................217
დაწინაურებისთვის აუცილებელი ორი
უმნიშვნელოვანესი - თვისება.......................................217
თავდაუზოგავი მუშაობა არასწორ
დავალებაზე?.........................................................................218

12 მკითხველთა ლიგა
შენი სხვა ძირითადი მომხმარებლები.......................218
იყავი გუნდური მოთამაშე...............................................219
ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი სანდოობაა..........220
ურთიერთობების აშენებაში ინვესტიცია
უნდა ჩადო.............................................................................220
ურთიერთობა პროფესიულად.......................................221
იფიქრე და დაგეგმე გრძელვადიანი პერიოდის
გათვალისწინებით..............................................................222
გაეცი........................................................................................222
საჭირო ადამიანებს შორის იტრიალე........................223
გქონდეს ურთიერთობა გამარჯვებულებთან..........223
მოსახვევები..........................................................................224
ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები..............225
წინასწარგანზრახული უკიდურესობები...................225
გახდი ურთიერთობების ექსპერტი..............................226
ურთიერთობა გქონდეს საჭირო ადამიანებთან.....226
16. შეადგინე მოქმედების გეგმა.........................................228
გეგმის დაწყობა...................................................................229
დაგეგმვის პროცესი უმნიშვნელოვანესია...............230
დაგეგმვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს............231
ნებისმიერი დიდი მიღწევის საფუძველი..................232
დაგეგმვა დროს დაგიზოგავდა ხარჯებს
აგაცილებს.............................................................................232
წარმატების ფორმულა.....................................................233
აქედან იქ ვერ წახვალ......................................................234
მნიშვნელოვანი დისციპლინა........................................234
ჩამოწერე თითოეული ამოცანა და მისი
შესაბამისი აქტივობა........................................................235
განსაზღვრე პრიორიტეტები და
თანამიმდევრობა................................................................235
განსაზღვრე შემზღუდველი ფაქტორი.......................235
დასაწყისში დამარცხებას უნდა ელოდო..................236
გადაწყვეტილებაზე კონცენტრირდი..........................236
იფიქრე ფურცელზე............................................................237
პროექტის დაგეგმვის მოდელი.....................................238

13 მკითხველთა ლიგა
შეკრიბე გუნდი.....................................................................238
განსაზღვრე შესაძლო წინააღმდეგობები................239
განსაზღვრე, რა იქნება შენთვის ყველაზე
მნიშვნელოვანი შედეგი...................................................240
დაგეგმვა წარმატების მიღწევის გასაღებია............241
შექმენი მოქმედების გეგმა.............................................241
17. დრო გონივრულად გამოიყენე.....................................243
არჩევანი და გადაწყვეტილებები..................................243
სწორად მოქცევა.................................................................244
ინტელექტის როლი............................................................245
განსაზღვრე გრძელვადიანი მიზნები.........................246
სიით დაიწყე..........................................................................246
გამოიყენე წინასწარ დაგეგმვის მეთოდი..................247
განაცალკევე გადაუდებელი და
მნიშვნელოვანი საქმეები................................................247
გაითვალისწინე შედეგები...............................................248
გამოიყენე 80/20-ზე წესი....................................................249
შემოქმედებითად მედღეხვალიობა............................249
მიმართე ABCDE მეთოდს.................................................250
გამორიცხული ალტერნატივის კანონი......................251
შეარჩიე ყველაზე ღირებული დავალება...................252
ისწავლე თითოეულ ამოცანაზე პერსონალურად
მუშაობა...................................................................................252
შექმენი დროის ინტერვალები.......................................253
გზიდან არ გადაუხვიო.......................................................253
კონცენტრირდი მეტად ფასეულ,სასარგებლო
აქტივობებზე.........................................................................254
განსაზღვრე შენი საქმიანობის მნიშვნელოვანი
სფეროები...............................................................................254
რაღაც შეცვალე უკეთესობისკენ!................................255
ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა............................256
გახდი შედეგებზე ორიენტირებული............................256
განივითარე დროის მართვის ჩვევები........................257
დრო ჭკვიანურად გამოიყენე.........................................258
18. შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე...............259

14 მკითხველთა ლიგა
გააორმაგე მიზნების მიღწევის სიჩქარე...................259
ოპტიმისტური აზროვნება მყარი ცოდნის
წინააღმდეგ...........................................................................260
დააპროგრამე შენი ქვეცნობიერი................................260
მიზნის სისტემატური ან შემთხვევითი დასახვა.....261
შენი მიზნები ყოველდღიურად ჩამოწერე................261
შენი ცხოვრების აღმაფრენა..........................................262
მეთოდის ამუშავება...........................................................263
გაააქტიურე ქვეცნობიერი...............................................264
მიზნებისთვის საბოლოო ზღვრული ვადები
დააწესე...................................................................................265
რამდენად ძლიერად გინდა ამის მიღწევა?..............265
ენდე პროცესს......................................................................266
შენი გონებრივი კომპიუტერი ოცდაოთხსაათიან
რეჟიმში მუშაობს................................................................266
სამყაროში არსებული ყველა ძალა გაააქტიურე...267
უბრალოდ, იმოქმედე!.......................................................268
გაზარდე შენი შედეგები...................................................268
გამოიყენე 3/5-ზე ინდექსბარათები..............................269
გონების დაპროგრამებისთვის საუკეთესო
პერიოდი.................................................................................270
შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე................271
19. მუდამ თვალწინ გედგას შენი მიზნები......................272
შენი ყველაზე ძლიერი უნარი........................................272
ხედვის მნიშვნელობა........................................................273
წარმოიდგინე ის წარმატება,რომლისკენაც ასე
მიილტვი.................................................................................274
ეცადე, მუდმივად რაღაც ამაღელვებელი და
საინტერესო - წარმოიდგინო..........................................274
აკონტროლე წარმოდგენები..........................................275
შეუცვლელი ადამიანი.......................................................276
გამოიწრთე ხასიათი..........................................................276
ის ხარ, ვინც შეგიძლია, რომ იყო..................................277
შეცვალე წარმოდგენილი სურათები..........................278
შეასრულე სრულყოფილად............................................278

15 მკითხველთა ლიგა
ღრმად ჩაისუნთქე, მოეშვი და სასურველი
შედეგი წარმოიდგინე........................................................279
ვიზუალიზაციის ოთხი ნაწილი......................................279
რამდენად ხშირად?............................................................279
რამდენი ხნის განმავლობაში?.......................................280
რამდენად ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს
წარმოდგენილი სურათი?................................................280
რამდენად ინტენსიურად უნდა დაინახო?.................281
ბუნება ნეიტრალურადაა განწყობილი.......................281
შექმენი ოცნების სახლი...................................................282
მთავარია, მოთმინება ისწავლო...................................283
იფიქრე, თითქოს უკვე გამხდარი ხარ........................283
იპოვე გულის სწორი..........................................................284
როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად..................285
ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო...................................285
ნებისმიერი წინსვლის დასაწყისი................................285
შენი მიზანი მუდამ თვალწინ უნდა გედგას..............286
20. გაააქტიურე ზეცნობიერი................................................288
საუკუნეების განმავლობაში დაფარული
საიდუმლო.............................................................................289
ერთ გონებაში გაერთიანებული სამეული................289
ნებისმიერი აღმოჩენისა თუ გარღვევის წყარო.....290
ყველა დროის უდიდესი გამომგონებელი.................291
დიადი კანონი.......................................................................292
შესაფერისი სამუშაო პირობები...................................292
შენი ზეცნობიერის გააქტიურება..................................293
არაპროგნოზირებადი მიღწევები და
სინქრონულობა...................................................................293
ეძებე კარგი...........................................................................294
მნიშვნელობით დაკავშირებული მოვლენები.........294
შენი ზეცნობიერის სტიმულირების ორი გზა...........295
ზუსტად საჭირო პასუხი....................................................297
სამი განსაკუთრებული თავისებურება......................297
მთავარია ნდობა.................................................................298
გაააქტიურე ზეცნობიერი.................................................298

16 მკითხველთა ლიგა
21. ნუ დანებდები......................................................................300
შიშის დამორჩილება და დაძლევა...............................300
რაც გჭირდება, ყველაფრის სწავლა შეგიძლია......301
შიშის გამომწვევი მიზეზები და მისი დაძლევის
მეთოდები..............................................................................301
შიში და უმეცრება ხელჩაკიდებულები დადიან......302
დაღლილობა ყველას მშიშარებად გვაქცევს..........303
ყველას რაღაცის ეშინია..................................................303
გააანალიზე შიში.................................................................304
შენს შიშებს პრიორიტეტები მიანიჭე..........................304
პრაქტიკა განამტკიცებს...................................................306
მოქმედებისთვის საჭირო გამბედაობა......................307
ვინც რისკავს, მომავალი მისია.....................................307
ისწავლე ოსტატებისგან...................................................308
მოქმედება ყველაფერია..................................................308
თვითდისციპლინა უმნიშვნელოვანესი
თვისებაა.................................................................................309
შეუპოვრობა ამოქმედებული
თვითდისციპლინაა............................................................310
წარმატების მიღწევისთვის საჭირო საერთო
თვისება...................................................................................311
შენი წარმატების გარანტია.............................................312
შეუპოვრობა – ეს წარმატების ნიშანია.......................312
ორი ძირითადი თვისება...................................................314
შეუპოვრობა შენი საუკეთესო აქტივია......................315
დიდი პარადოქსი................................................................316
გაჭირვება გამოგვცდის....................................................317
აჯობე იმედგაცრუებას......................................................318
წარმატებას ერთი ნაბიჯიღა გაშორებს.....................318
ნუ დანებდები!......................................................................320
ნუ დანებდები, სანამ მიზანს არ მიაღწევ..................321
დასკვნა...................................................................................322
დღესვე იმოქმედე...............................................................322

17 მკითხველთა ლიგა
წინასიტყვაობა
„მიზნები!“ ჩემი უსაყვარლესი წიგნია ბრაიან თრეისის შემოქმე-
დებიდან. ეს არის წიგნი, რომელმაც სრულიად შემიცვალა აზროვნე-
ბა და გახდა ჩემი კარიერის განვითარების საფუძველი.
საზოგადოდ, ადამიანებს ყველაზე ხშირად აქვთ იმის პრობლემა,
რომ არ იციან, რა უნდათ სინამდვილეში. მათ უჭირთ გარკვევა, სად
მიდიან, როგორ მართონ საკუთარი ცხოვრება და რას უნდა მიაღწი-
ონ მომავალში. ეს წიგნი კი სწორედ იმ ადამიანებისთვისაა, რომ-
ლებსაც ჯერ კიდევ არ უპოვიათ საკუთარი თავი.
წიგნის ავტორი მკითხველს შთააგონებს, დაისახოს მიზნები და მი-
აღწიოს მათ. წიგნში მოცემულია მიზნის მიღწევის სხვადასხვა გზა;
მოიცავს 21 ძირითად იდეას, რომელიც პრაქტიკაში უნდა განახორ-
ციელო. საკუთარ თავზე გამოვცადე ამ რჩევების ძალა და შემიძლია
დაგარწმუნოთ, რომ ამ ყველაფრის განხორციელება შესაძლებელია.
„მიზნები“ ძალიან პოპულარული წიგნია მსოფლიოში, რაზეც მი-
ლიონობით გაყიდული ეგზემპლარიც მეტყველებს. მიხარია, რომ უკ-
ვე ქართველ მკითხველსაც შეუძლია მისი მშობლიურ ენაზე წაკით-
ხვა.
გირჩევთ, წაიკითხოთ ეს წიგნი. დამერწმუნეთ, აუცილებლად მიხ-
ვდებით, რომ ის, რაც აქამდე შეუძლებელი გეგონათ, შესაძლებელია!
დავით კენჭაძე
დავით კენჭაძის საკონსულტაციო ჯგუფის
გენერალური დირექტორი ბიზნესკონსულტანტი

18 მკითხველთა ლიგა
მიძღვნა
ეს წიგნი ეძღვნება ჩემს ძვირფას მეგობარსა და ბიზნესპარტნი-
ორს,
ჯო ტრეინას – გულითად მეგობარს, მრჩეველს, დამრიგებელსა და
ერთ-ერთ ყველაზე მიზანდასახულ ადამიანს,
ვისი გაცნობის პატივიც ოდესმე მქონია.
ბრაიან თრეისი

19 მკითხველთა ლიგა
შესავალი - მიზნები წარმატებაა
სიამოვნებით წარმოგიდგენთ „მიზნების“ მეორე გამოცემას! ამ
წიგნის პირველად (2003 წელი) გამოქვეყნების შემდეგ, მისი ათასო-
ბით ეგზემპლარი გაიყიდა და 20-ზე მეტ ენაზე ითარგმნა. ის იქცა
წიგნად, რომელიც მიზნების მიღწევის თემაზე დაწერილ ნაშრომთა
შორის ყველაზე მეტად იყიდება.
მიზნების ხელახლა „გადაწერა“, მისი გაუმჯობესება და მოდერნი-
ზება გადავწყვიტეთ, რათა მისით ესარგებლა ყველას, ვინც არამ-
დგრადი ეკონომიკის პირობებში ცხოვრობს. წიგნს თავიდან ბოლომ-
დე სამმა არაჩვეულებრივმა პროფესიონალმა მწერალმა და კრიტი-
კოსმა გადახედა და შესანიშნავი იდეებიც შემოგვთავაზა იმასთან
დაკავშირებით, თუ როგორ უნდა გვექცია იგი ბევრად მეტი ადამია-
ნისთვის სახელმძღვანელოდ. მინდა მადლობა გადავუხადო კეტრინ
არმსტრონგს, სარა ჯეინ ჰოუფსა და ჯენის რუთლეჯს მათი რჩევა-
დარიგებებისა და რეკომენდაციებისთვის, რომლის შედეგად ეს ახა-
ლი გამოცემა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარსა და კოლეგას,
კორდ კუპერს იმისთვის, რომ ხელნაწერს გადახედა და მასში კორექ-
ტივები შეიტანა, გადაწერა, ახალი მასალაც კი დაამატა და საერ-
თოდ, ბევრად ადვილი და სასიამოვნო საკითხავი გახადა.
ეს წიგნი ამბიციური ადამიანებისთვისაა, მათთვის, ვისაც სწრა-
ფად სურს წარმატების მიღწევა და წინსვლა. თუ თვლი, რომ ასეთი
ხარ და მსგავსი სურვილიც გაქვს, მაშინ ჩათვალე, რომ ეს წიგნი შენ-
თვის დაიწერა. ამ ფურცლებზე გადმოცემული იდეები ყველაზე
მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება და წლების გან-
მავლობაში მძიმე შრომას აგარიდებს.
ორმოცდათოთხმეტ ქვეყანაში უამრავი აუდიტორიის წინაშე, რო-

20 მკითხველთა ლიგა
მელიც, ზოგ შემთხვევაში, ოცდახუთი ათასამდე ადამიანს მოიცავ-
და, სიტყვით ხუთი ათასზე მეტჯერ წარვმდგარვარ. ჩემი სემინარე-
ბისა და გამოსვლების ხანგრძლივობა ხუთი წუთიდან ხუთ დღემდე
პერიოდში მერყეობს. ნებისმიერ შემთხვევაში, აუდიტორიისთვის
ყოველთვის ყველაზე ღირებული იდეების გაზიარებაზე ვიყავი კონ-
ცენტრირებული.
სხვადასხვა თემაზე უამრავი საჯარო გამოსვლის შემდეგ, შენთან
სალაპარაკოდ მხოლოდ ხუთი წუთი რომ მოეცათ, რათა იმაში დაგ-
ხმარებოდი, რომ უფრო წარმატებული გამხდარიყავი, აი, რას გეტ-
ყოდი: „შენი მიზნები ჩამოწერე, მათი მიღწევის გეგმა შეადგინე და
ამ გეგმების განსახორციელებლად ყოველდღიურად იმუშავე“.
ეს რჩევა უფრო მეტად დაგეხმარებოდა ცხოვრებაში, ვიდრე ნე-
ბისმიერი სხვა რამ, რაც კი ოდესმე შეიძლება გესწავლა. სხვადასხვა
უნივერსიტეტის უამრავ კურსდამთავრებულს უთქვამს ჩემთვის,
რომ მათ ოთხწლიანი განათლების მიღებაზე მეტად ეს მარტივი კონ-
ცეფცია დაეხმარათ. ამ იდეამ ჩემი და მილიონობით სხვა ადამიანის
ცხოვრება შეცვალა. შენსასაც შეცვლის.

გარდატეხის წერტილი

ცოტა ხნის წინ საკუთარ ცხოვრებისეულ გამოცდილებაზე სასაუბ-


როდ ჩიკაგოში წარმატებული ადამიანების ჯგუფი შეიკრიბა. მათგან
ყველა მილიონერი ან მულტიმილიონერი იყო. თითოეულმა წლების
წინ ნულიდან დაიწყო. როგორც წარმატებული ადამიანების უმრავ-
ლესობა, თავმდაბალნი და საკუთარი მიღწევებისა და ცხოვრებისგან
ბოძებული საჩუქრებისთვის მადლობელი იყვნენ.
წარმატების მიზეზებისა და იმის განხილვისას, თუ როგორ მიაღ-
წიეს ცხოვრებაში ამდენს, მათ შორის ყველაზე ბრძენი წამოდგა და
თქვა, რომ მისი აზრით, „მიზნების ქონა, ეს უკვე წარმატებაა, სხვა

21 მკითხველთა ლიგა
დანარჩენი კი, უბრალო დაკვირვება“. მცირე ხნის დუმილის შემდეგ
ყველამ კვერი დაუკრა და დაეთანხმა.
შენი ცხოვრება და დრო უძვირფასესია. ამ ორი ღირებულების
უაზროდ გაფლანგვა ნიშნავს, რომ წლები დახარჯო იმაზე, რისი
მიღწევაც რამდენიმე თვეში შეგეძლო. მიზნის დასახვისა და მიღწე-
ვის მრავალგზის გამოცდილ პროცესს თუ მიჰყვები, ბევრად მოკლე
დროში იმაზე მეტის მიღწევას შეძლებ, ვიდრე ოდესმე წარმოგედგი-
ნა. შენი წინსვლის ტემპი შენც და შენ გარშემო მყოფ ადამიანებსაც
გააოცებთ.

მიჰყევი ლიდერებს და არა მიმდევრებს

ამ წიგნში მოცემულ მარტივ და ადვილად გამოსაყენებელ მეთო-


დებსა და ტექნოლოგიებს თუ მიჰყვები, შეძლებ სიღარიბეს თავი და-
აღწიო და მდიდარ, შეძლებულ ადამიანად გადაიქცე არა რამდენიმე
წელში, არამედ რამდენიმე თვეში. გაჭირვებისა და უიმედობის გან-
ცდა დაგტოვებს და ის სიმდიდრისა და კმაყოფილების გრძნობით შე-
იცვლება. უბრალოდ, შეძლებ, სხვებზე ბევრად მეტს მიაღწიო.
კიდევ და კიდევ ვამტკიცებ, რომ საშუალო ინტელექტის მქონე
ადამიანს, რომელსაც მკაფიოდ განსაზღვრული მიზნები აქვს, თავი-
სუფლად შეუძლია ისეთი გენიოსის უკან ჩამოტოვება, რომელიც
დარწმუნებული არ არის, თუ რა უნდა სინამდვილეში.
ჩემი პირადი მისია წლებია, არ შეცვლილა და ის ასეთია: „დავეხ-
მარო ადამიანებს, იმაზე სწრაფად მიაღწიონ მიზნებს, ვიდრე ამას
ჩემი დახმარების გარეშე შეძლებდნენ“.
ეს წიგნი იმ ყველაფრის მოკლე შინაარსს შეიცავს, რაც კი წარმა-
ტების, გამარჯვებისა და მიზნების მიღწევის თვალსაზრისით მის-
წავლია. ამ წიგნის ფურცლებზე ახსნილ ნაბიჯებსა და რეკომენდა-
ციებს თუ მიჰყვებით, ცხოვრებაში დაწინაურებას შეძლებთ.

22 მკითხველთა ლიგა
ჩემს შვილებს მინდა ვუთხრა: თქვენთვის ეს წიგნი რუკაა, მეგზუ-
რი, რომელიც იქიდან, სადაც ახლა ხართ, გამოგიძღვებათ და თქვენ-
თვის სასურველ ადგილას მიგიყვანთ. ჩემს მეგობრებსა და ამ წიგნის
მკითხველებს ვეტყვი: ამ წიგნის დაწერის მიზანია, გამოცდილი და
დამტკიცებული სისტემა გაგაცნოთ, რომელიც საკუთარი ცხოვრების
აქტიურ ეტაპზე გადასასვლელად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
კეთილი იყოს შენი მობრძანება! ერთად დიდ და ახალ თავგადასა-
ვალს ვიწყებთ.

23 მკითხველთა ლიგა
1. ვიწყებთ:გამოამჟღავნე შენი შესაძლებლობები
რა კარგია, რომ ამ სამყაროში ის უფრო მნიშვნელოვანია, რა მი-
მართულებით მივდივართ, ვიდრე ის, თუ სად ვდგავართ ახლა.
ოლივერ უენდელ ჰოლმსი
საოცარ დროში ვცხოვრობთ. დღეს შემოქმედებით და მიზან დასა-
ხულ ადამიანებს იმისთვის, რომ უფრო მეტს მიაღწიონ, თითქმის
შეუზღუდავი შესაძლებლობები აქვთ, ბევრად მეტი, ვიდრე ოდესმე.
ეკონომიკასა და შენს ცხოვრებაში ხანმოკლე აღმაფრენებისა და და-
ცემების მიუხედავად, აქამდე არსებულ ნებისმიერ ეპოქაზე აღმატე-
ბული სიმშვიდისა და კეთილდღეობის ერაში შევდივართ.

მთავარი ის კი არ არის, საიდან დაიწყებ, არამედ ის, რო-


გორ დაამთავრებ

ცათამბჯენების მშენებლობაზეც მიმუშავია და ატლანტის ოკეანე-


ში, ნორვეგიულ სატვირთო გემზე რიგითი მეზღვაურიც ვყოფილვარ.
ხშირად საკუთარ მანქანაში ან იაფფასიან დაქირავებულ ოთახებში
მეძინა. ოცდასამი წლისა მოხეტიალე მუშა ვიყავი. მოსავლის აღების
პერიოდში ფერმაში ვმუშაობდი, ფერმერის თავლაში თივაზე მეძინა
და მის ოჯახთან ერთად ვჭამდი. გაუნათლებელი და არაკვალიფიცი-
ური, გამოუცდელი ვიყავი და მოსავლის აღების შემდეგ კვლავ უმუ-
შევარი ვრჩებოდი.
როდესაც ისეთ სამსახურს ვეღარ ვშოულობდი, სადაც ფიზიკუ-
რად შრომა მომეთხოვებოდა, გაყიდვების აგენტად დავიწყე მუშა-
ობა. დავდიოდი კარდაკარ, ოფის-ოფის ან პოტენციურ კლიენტთან
წინასწარ შეთანხმების გარეშე, პირდაპირ მივდიოდი. ხშირად ერთი
გაყიდვის დასრულებისთვის მთელი დღე ვმუშაობდი, რათა ოთახის
ქირა გადამეხადა და ღამის გასათევი ადგილი მქონოდა. ეს ნამდვი-

24 მკითხველთა ლიგა
ლად არ ყოფილა ცხოვრების იდეალური დასაწყისი.

დღე, როდესაც ჩემი ცხოვრება შეიცვალა

ერთ მშვენიერ დღესაც ქაღალდის ნაგლეჯი ავიღე და მასზე ჩემ-


თვის წარმოუდგენელი მიზანი დავწერე: კარდაკარ და ოფის-ოფის
სიარულის შედეგად გაყიდვებით 1000 დოლარის გამომუშავება. ეს
ნაგლეჯი დავკეცე, გვერდზე გადავდე და მერე ვეღარც ვიპოვე.
ოცდაათი დღის შემდეგ, მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. იმ პე-
რიოდში გაყიდვის პროცესის დასრულების ახალი ტექნიკა აღმოვა-
ჩინე, რამაც პირველივე დღიდან ჩემი შემოსავალი გაასამმაგა. ამა-
სობაში კომპანია, სადაც ვმუშაობდი, მფლობელმა ერთ მეწარმეს
მიჰყიდა, რომელიც ქალაქში ახალი გადმოსული იყო. ფურცელზე
ჩემი მიზნის დაწერიდან ზუსტად 30 დღის შემდეგ ახალმა მფლო-
ბელმა დამიბარა და თვეში ათასი დოლარის ანაზღაურება შემომთა-
ვაზა იმ პირობით, რომ გაყიდვების პერსონალს სათავეში ჩავდგომო-
დი და მესწავლებინა, თუ რას ვაკეთებდი ისეთს, რაც სხვებზე ბევ-
რად მეტის გაყიდვის შესაძლებლობას მაძლევდა. შემოთავაზებას
დავთანხმდი და იმ დღიდან ჩემი ცხოვრება ისეთი აღარასოდეს ყო-
ფილა, როგორიც ადრე იყო.
თვრამეტ თვეში იმ სამსახურიდან სხვაგან გადავედი, შემდეგ კი-
დევ სხვაგან და პირდაპირი გაყიდვების აგენტის პოზიციიდან გაყიდ-
ვების მენეჯერის თანამდებობაზე აღმოვჩნდი – თანამდებობაზე, სა-
დაც ხალხი უკვე ჩემთვის ყიდდა. ახალ კომპანიაში ოთხმოცდათ-
ხუთმეტი ადამიანისგან შემდგარი გაყიდვების გუნდი შემოვიკრიბე.
გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, გუშინ საჭმლის საყიდელ
ფულზე ფიქრითა და დარდით დამძიმებული, დღეს ოცდოლარიანე-
ბით სავსე ჯიბით მოსიარულედ გადავიქეცი.
ჩემს გაყიდვების აგენტებს ვასწავლე, როგორ უნდა გაეწერათ

25 მკითხველთა ლიგა
ფურცლებზე მიზნები და ასევე ისიც, როგორ გაეყიდათ ბევრად
ეფექტურად და... უმოკლეს დროში შემოსავლების გაათმაგება შეძ-
ლეს. დღეს კი მათი უმრავლესობა მილიონერი ან მულტიმილიონე-
რია.

ცხოვრება ხან წინ მიდის, ხანაც – უკან

უნდა ვაღიარო, რომ იმ ოციანი წლების შუა პერიოდის შემდეგ ჩე-


მი ცხოვრება ნამდვილად არ ყოფილა წინ გადადგმული ნაბიჯების
შეუფერხებელი წყება. ბევრი აღმასვლა და დაღმასვლა გამოვცადე,
პერიოდულად წარმატებასაც ვაღწევდი და შიგადაშიგ დროებითი
ჩავარდნებიც მქონია. მიმოგზაურია, მიცხოვრია და ოთხმოცდაათზე
მეტ ქვეყანაში მიმუშავია. გზადაგზა ვისწავლე ფრანგული და გერ-
მანული ენები და ოცდაორ სხვადასხვა სფეროში ვიმოღვაწევე.
გამოუცდელობისა და ზოგჯერ აშკარა სისულელისა თუ უგუნუ-
რების გამო რამდენჯერმე, რაც კი მიშოვია, გამიფლანგავს ან დამი-
კარგავს და... თავიდან მომიწია ყველაფრის დაწყებამ. როდესაც რა-
იმე მსგავსი ხდებოდა, ქაღალდის ნაგლეჯს ვიღებდი და საკუთარი
თავისთვის ახალი მიზნების ჩამოწერას შევუდგებოდი ხოლმე იმ მე-
თოდების გამოყენებით, რომლებსაც მომდევნო გვერდებზე ავხსნი.
წლების განმავლობაში, მიზნების დასახვისა და მათი ხან მიღწე-
ვის, ხანაც მიუღწევლობის შემდეგ, როგორც იქნა, გადავწყვიტე, ყვე-
ლაფერი, რაც კი ვიცოდი, ერთ სისტემაში გამეერთიანებინა. ამ
იდეებისა და სტრატეგიების თავმოყრით მიზნის დასახვის მეთოდო-
ლოგია და ისეთი პროცესი შევქმენი, რომელსაც დასაწყისიც ჰქონდა,
შუა ნაწილიც, დასასრულიც და ყოველდღიურად მივყვებოდი მას.
ერთი წლის განმავლობაში ჩემი ცხოვრება კიდევ ერთხელ შეიცვა-
ლა. წლის დასაწყისში (იანვარში) ავეჯით მოწყობილ დაქირავებულ
ბინაში ვცხოვრობდი, ვალი 3500 დოლარი მქონდა და ძველი მანქა-

26 მკითხველთა ლიგა
ნით დავდიოდი, რომლის საფასური ჯერ კიდევ არ მქონდა დაფარუ-
ლი და... დეკემბრისთვის 100 000 დოლარის ღირებულების ჩემს სა-
კუთარ, კერძო ბინაში გადავედი, ახალი მერსედესი მყავდა, ყველა
ვალი გასტუმრებული მქონდა და საბანკო ანგარიშზეც 50 000 დო-
ლარი ერიცხებოდა.
სწორედ ამ ყველაფრის შემდეგ, წარმატების ცნებას განსაკუთრე-
ბული სერიოზულობით მოვეკიდე. გავაცნობიერე, რომ მიზნის და-
სახვას გასაოცარი ძალა ჰქონდა. მიზნის დასახვასა და მის მიღწე-
ვასთან დაკავშირებული ლიტერატურის კითხვასა და შესწავლას
ათასობით დოლარი და ასობით საათი შევალიე, ჩემ მიერ აღმოჩენი-
ლი საუკეთესო იდეები ერთ მთლიან, სრულყოფილ პროცესად ჩამო-
ვაყალიბე, რომელიც წარმოუდგენლად ეფექტურად მუშაობდა.

ამის გაკეთება ყველას შეუძლია

რამდენიმე წლის შემდეგ ჩემი ვორქშოპებისა და სემინარების


აუდიო და ვიდეომასალად ჩაწერა დავიწყე, რათა მათით სარგებლო-
ბა სხვებსაც შესძლებოდათ. დღემდე ამ პრინციპებით მსოფლიოოს
მასშტაბით (მრავალ ენაზე) ათასობით ადამიანი გვყავს გამოწ-
ვრთნილი.
აღმოვაჩინე, რომ ეს იდეები ყველგან და ყველასთვის, თითქმის
ნებისმიერ ქვეყანაში მუშაობს და მნიშვნელობა არა აქვს, რა განათ-
ლება, გამოცდილება ან კვალიფიკაცია გაქვს დაწყებისას.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ იდეებმა მე და ათასობით სხვა
ადამიანს ჩვენს ცხოვრებაზე სრული კონტროლის მოპოვების საშუა-
ლება მოგვცა. მიზნის დასახვის რეგულარულმა და სისტემატურმა
პრაქტიკამ სიღარიბიდან სიმდიდრემდე, იმედგაცრუებიდან საკუთა-
რი თავით კმაყოფილებამდე და წარუმატებლობიდან წარმატებებამ-
დე მიგვიყვანა. ეს სისტემა შენთვისაც შეძლებს იმავეს გაკეთებას.

27 მკითხველთა ლიგა
შექმენი საკუთარი სამყარო

ყველაფერი, რასაც კაცობრიობის ხელით შექმნილ სამყაროში ხე-


დავ, სანამ რეალობად იქცეოდა, ვიღაც ერთი ადამიანის გონებაში
ჯერ აზრად ან იდეად ჩამოყალიბდა. შენს ცხოვრებაშიც ყველაფერი
შენივე ან სხვა ადამიანის ნაფიქრალით, სურვილით, ოცნებით, რა-
ღაცის იმედით ან რაღაცაზე ოცნებით დაიწყო. ფიქრებს ქმნილების
ძალა აქვს. შენი აზრები შენ გარშემო სამყაროსა და ყოველივე იმას
აყალიბებს, რაც შენ ირგვლივ ხდება.
ყველა რელიგიის, ფილოსოფიის, ფსიქოლოგიისა და ასევე თვი-
თონ წარმატების ფართო, ზოგადი შეჯამება ასეთია: იმად იქცევი,
რაზე ფიქრშიც დროის უმეტეს ნაწილს ატარებ; შენი გარე სამყარო
საბოლოოდ შენი შინაგანი სამყაროს ანარეკლი გახდება; გარე სამყა-
როსთან დაკავშირებული შენი გამოცდილება იმას ირეკლავს და
უკანვე გიბრუნებს, რაზეც ყველაზე ხშირად ფიქრობ; ის, რასაც მუდ-
მივად წარმოიდგენ, შენს რეალობაშიც გამოჩნდება.
ხშირად ეკითხებიან წარმატებულ ადამიანებს, რაზე ფიქრობენ
მეტწილად. ყველაზე გავრცელებული პასუხი ასეთია: დროის უმეტეს
ნაწილს იმაზე ფიქრში ატარებენ, რა უნდათ და როგორ შეიძლება
მოიპოვონ სასურველი.
წარუმატებელი, უბედური ადამიანები დროის უმეტესობას იმაზე
ფიქრსა და ლაპარაკში ხარჯავენ, რა არ სურთ, რომ ჰქონდეთ. ისინი
უფრო ხშირად თავიანთ პრობლემებსა და სადარდებელზე ლაპარა-
კობენ და ასევე იმაზე, თუ ვინაა ამ ყველაფერში დამნაშავე, მაშინ,
როცა წარმატებული ადამიანები თავიანთ აზრებსა და საუბრებს
მათთვის ყველაზე სასურველი მიზნებისკენ მიმართავენ.
კარგად განსაზღვრული მიზნების გარეშე ცხოვრება სქელ ნისლში
ავტომობილის მართვას ჰგავს. რაც უნდა მძლავრი და კარგად დაპ-

28 მკითხველთა ლიგა
როექტებული მანქანა გყავდეს, მაინც ნელა და გაუბედავად, ყოყმა-
ნით მიდიხარ და იდეალურად სწორ გზაზეც კი ძლივძლივობით მი-
იწევ. მიზნების ჩამოყალიბება ამ გაურკვევლობას მაშინვე აქრობს
და საშუალებას გაძლევს, შენი ენერგია და შესაძლებლობები იქით
მიმართო, რაც ნამდვილად გინდა, რომ მიიღო. მკაფიო მიზნები გეხ-
მარება შენი ცხოვრების აქსელერატორს მიაჭირო ფეხი და უფრო
ჩქარა წახვიდე სასურველი მიმართულებით.

შენი მიზნის მაძიებელი ავტომატური ფუნქცია

ასეთი სავარჯიშო წარმოიდგინე: ქანდარიდან საფოსტო მტრედს


იყვან და გალიაში სვამ, ამ უკანასკნელს კი ნაჭერს აფარებ, შემდეგ
ყუთში დებ და სატვირთო მანქანის დახურულ კაბინაში ათავსებ,
ამის შემდეგ შეგიძლია ათასი მილი ნებისმიერი მიმართულებით გაი-
არო. თუ შემდეგ სატვირთო მანქანის კაბინას გახსნი, გალიას ნაჭერს
მოაცილებ და საფოსტო მტრედს გამოუშვებ, ის ცაში აიჭრება, სამ
წრეს მოხაზავს და ათასი მილით დაშორებული მშობლიური ქანდა-
რისკენ გასაოცარი სიზუსტით გაფრინდება. დედამიწაზე არც ერთ
სხვა არსებას არა აქვს მიზნის კიბერნეტიკულად ძიების მსგავსი სა-
ოცარი ფუნქცია... შენ გარდა.
შენც საფოსტო მტრედისმაგვარი მიზნის მიღწევის შესაძლებლო-
ბები გაქვს, მხოლოდ ერთი არაჩვეულებრივი დანამატით — კიბერნე-
ტიკული ძიების ფუნქციით. როდესაც მიზანი მკაფიოდ გაქვს გან-
საზღვრული, საჭირო არც არის იმის ცოდნა, როგორ უნდა მიაღწიო
მას. კონკრეტულად რა გსურს, იმის განსაზღვრაც კი საკმარისია
იმისთვის, რომ შენი მიზნისკენ პირდაპირ, შეუმცდარად გზით და
იწყო სვლა და ისიც ზუსტად შენკენ წამოიყვანო. შესაბამის დროსა
და ადგილას შენ და შენი მიზანი ერთმანეთს შეხვდებით.
შენს გონებაში მოთავსებული ამ საოცარი კიბერნეტიკული მექა-

29 მკითხველთა ლიგა
ნიზმის წყალობით, როგორი მიზნებიც უნდა გქონდეს, მათ თითქმის
ყოველთვის აღწევ. თუ შენი მიზანი ღამე სახლში მისვლა და ტელე-
ვიზორის ყურებაა, თითქმის ეჭვგარეშეა, რომ ამას მიაღწევ. ხოლო
თუ მიზანი ჯანმრთელობით, ბედნიერებითა და კეთილ დღეობით
სავსე ლამაზი ცხოვრების შექმნაა, ამის მიღწევასაც შეძლებ. კომ-
პიუტერის მსგავსად, შენი მიზნის მაძიებელ მექანიზმს განსჯის უნა-
რი არა აქვს. ის ავტომატურად მუშაობს და მუდმივად მოაქვს შენ-
თვის ის, რაც გსურს, და მნიშვნელობა არა აქვს, მასში რას ჩააპროგ-
რამებ.
ბუნებას შენი მიზნების მასშტაბი ნამდვილად არ ადარდებს. თუ
მცირედ მიზნებს დაისახავ, შენი მიზნის მაძიებელი ავტომატური მე-
ქანიზმი მცირედი მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მოგცემს. თუ
დიადი მიზნები გექნება, ეს ბუნებრივი უნარი დიადი მიზნების მიღ-
წევის შესაძლებლობას მოგცემს. იმ მიზნების ზომა, მას შტაბი და
დეტალები, რომლებზე ფიქრსაც არჩევ, მთლიანად შენზეა დამოკი-
დებული.

რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს

მოდი, ერთ საინტერესო კითხვას დაგისვამ: თუ მიზნების მიღწევა


ავტომატური პროცესია, რატომ ხდება, რომ ასე ცოტა ადამიანს აქვს
მკაფიოდ განსაზღვრული, წერილობით ჩამოყალიბებული, გაზომვა-
დი, დროში გაწერილი მიზნები, რომლებზეც ყოველდღე იმუშავებ-
დნენ? ეს ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი საიდუმლოა. მჯერა, რომ
არსებობს ოთხი მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ადამიანები მიზ-
ნებს არ ისახავენ.

30 მკითხველთა ლიგა
ისინი ფიქრობენ, რომ მიზნები მნიშვნელოვანი არ არის

უპირველესად, ადამიანთა უმრავლესობა ვერ აცნობიერებს მიზ-


ნების მნიშვნელობას. თუ ისეთ ოჯახში გაიზარდე, სადაც მიზანი
არავის ჰქონდა და ისეთ საზოგადოებაში მოხვდი, სადაც მიზნებს
არავინ განიხილავს და აფასებს, ადვილი შესაძლებელია, მოზარდო-
ბის ასაკს მიაღწიო და არ იცოდე, რომ შენს ცხოვრებაზე მიზნების
დასახვისა და მათი მიღწევის უნარი უფრო მოახდენს გავლენას,
ვიდრე სხვა რამ. მიმოიხედე. შენი ოჯახის წევრებისგან და მეგობრე-
ბიდან რამდენს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული მიზნები და რამდე-
ნია მათი ერთგული?

მათ არ იციან, ეს როგორ გააკეთონ

მეორე მიზეზი, თუ რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს, ისაა,


რომ მათ, უბრალოდ, არ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ. უარესიც,
მათი უმრავლესობა ფიქრობს, რომ მიზნები უკვე დასახული აქვთ.
აფსუს! რეალურად მათ მხოლოდ მთელი რიგი სურვილები და ოცნე-
ბები აქვთ. მაგალითად, „ვიყო ბედნიერი“, „ვიშოვო ბევრი ფული“ ან
„მქონდეს საამური, შეხმატკბილებული ოჯახური ცხოვრება“.
მაგრამ ეს საერთოდაც არ არის მიზნები. ჩვეულებრივი ფანტაზი-
ებია, რომლებიც ყველას აქვს. მიზანი სურვილისგან აშკარად გან-
სხვავდება. ის კონკრეტული და ნათელია, წერილობით მოცემული
და მკაფიოდ განსაზღვრული. მისი გაზომვაც შეგიძლია და ზუსტად
იცი, როდის მიაღწიე ან როდის ვერა.
წამყვან უნივერსიტეტში უმაღლესი განათლების დამადასტურე-
ბელი დიპლომის მიღება მიზნების დასახვასთან დაკავშირებით ერ-
თსაათიანი ინსტრუქტაჟის გავლის გარეშეც შეიძლება. თითქოს და
ადამიანები, რომლებიც ჩვენი სკოლებისა და უნივერსიტეტებისთვის

31 მკითხველთა ლიგა
საგანმანათლებლო მასალას ადგენენ, დაბრმავებულები არიან და
მოგვიანებით ცხოვრებაში წარმატების მიღწევისთვის მიზნების და-
სახვის საჭიროებასა და მნიშვნელობას საერთოდ ვერ აცნობიერებენ.
და, რა თქმა უნდა, თუ მიზნების დასახვაზე მანამ ვერაფერი გაიგე,
სანამ არ გაიზრდები, ანუ როგორც ეს მე დამემართა, წარმოდგენაც
არ გექნება იმის შესახებ, თუ რა მნიშვნელოვანია მიზნები ყოველივე
იმისთვის, რასაც აკეთებ.

ეშინიათ დამარცხების

მესამე მიზეზი, თუ რატომ არ ისახავენ ადამიანები მიზნებს, ისაა,


რომ მათ მარცხის განცდის ეშინიათ. დამარცხება მტკივნეულია.
ემოციურად და ხშირად ფინანსურადაც — აუტანელი და დამთრგუნ-
ველი. პერიოდულად მარცხი თითოეულ ჩვენგანს გამოუცდია. ყო-
ველ ჯერზე გადავწყვეტთ, რომ მომავალში მარცხის თავიდან ასაცი-
ლებლად უფრო ფრთხილად ვიქნებით. თუმცა ამის შემდეგაც კი ბევ-
რი ადამიანი უშვებს შეცდომას და საკუთარ თავს შეუგნებლად უწ-
ყობს საბოტაჟს იმით, რომ ისეთ მიზნებს საერთოდ აღარ ისახავს,
რომელთა მიღწევის მცდელობისას შესაძლებელია, დამარცხდეს.
ცხოვრებაში ბევრად ნაკლებით კმაყოფილდებიან, ვიდრე სინამდვი-
ლეში შეუძლიათ მიიღონ.

მათ უარყოფის ეშინიათ

მეოთხე მიზეზი, რის გამოც ადამიანები მიზნებს არ ისახავენ,


უარყოფის შიშია. ეშინიათ, რომ თუ მიზანს დაისახავენ და წარმა-
ტებას ვერ მიაღწევენ, საზოგადოება მათ გარიყავს და დასცინებს. ეს
ერთ-ერთი მიზეზია იმისა, თუ რატომ უნდა შეინახო შენი მიზნები
საიდუმლოდ და არ გაამჟღავნო, როდესაც მათ დასახვას დაიწყებ.

32 მკითხველთა ლიგა
არავის არაფერი უთხრა. აჩვენე სხვებს, რას მიაღწიე, მაგრამ ნუ ეტ-
ყვი მათ წინასწარ მის შესახებ. ის, რაც მათ არ იციან, შენ ვერ დაგა-
ზარალებს.

შეუერთდი საუკეთესო 3 პროცენტს

მარკ მაკორმაკი თავის წიგნში „ის, რასაც ჰარვარდის ბიზნესის


სკოლაში არ გასწავლიან“ 1979-სა და 1989 წლებს შორის პერიოდში
ჰარვარდის უნივერსიტეტის მიერ ჩატარებულ კვლევაზე გვიყვება.
ჰარვარდის უნივერსიტეტის მაგისტრატურის კურსდამთავრებუ-
ლებს ჰკითხეს:„დასახული გაქვთ თუ არა მკაფიო მიზნები თქვენი
მომავლისთვის წერილობით და მათი მიღწევის გზები თუ გაქვთ ჩა-
მოყალიბებული?“
აღმოჩნდა, რომ კურსდამთავრებულების მხოლოდ 3 პროცენტს
ჰქონდა ჩამოწერილი მიზნები და გეგმები. ცამეტ პროცენტს ისინი
ჰქონდა, მაგრამ არა წერილობითი ფორმით. საერთო ჯამში კი, 84
პროცენტს გარკვეული მიზნები საერთოდ არ გააჩნდა, თუ არ ჩავ-
თვლით სწავლის დამთავრებასა და ზაფხულში დასვენებას.
ათი წლის შემდეგ, 1989 წელს, მკვლევრებმა აღმოაჩინეს, რომ ის
13 პროცენტი, რომელსაც მიზნები ჰქონდა, ოღონდ არა წერილობით
ჩამოყალიბებული, იმათზე ორჯერ მეტს გამოიმუშავებდნენ, ვიდრე
იმ სტუდენტების 84 პროცენტი, ვისაც საერთოდ არა ნაირი მიზანი
არ გააჩნდა. მაგრამ, რაც ყველაზე გასაოცარია, კურსდამთავრებულ-
თა სამი პროცენტი, რომელსაც ჰარვარდის დამთავრებისას მკაფიოდ
განსაზღვრული და ჩამოწერილი მიზნები ჰქონდა, 10-ჯერ უფრო
მეტს გამოიმუშავებდა, ვიდრე მთლიანობაში კურსდამთავრებულთა
97 პროცენტი. ჯგუფებს შორის ერთადერთი განსხვავება უმაღლესი
სასწავლებლის დამთავრებისას საკუთარი თავისთვის დასახული
მიზნების სიცხადე იყო.

33 მკითხველთა ლიგა
ბედნიერებისთვის აუცილებელია, მიზნები გქონდეს

ერთხელ ერლ ნაითინგეილმა დაწერა: „ბედნიერება ღირსეული


იდეალისთვის ან მიზნისთვის ხორცის თანდათანობით შესხმაა“.
ჭეშმარიტ ბედნიერებას მაშინ გრძნობ, როდესაც რაღაც შენთვის
მნიშვნელოვნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ სვლისას პროგრესს განიცდი.
ლოგოთერაპიის შემქმნელმა ვიქტორ ფრანკლმა დაწერა, რომ
ადამიანებს ყველაზე მეტად ცხოვრებაში საკუთარი დანიშნულებისა
და მნიშვნელობის შეგრძნება სჭირდებათ, ასევე მიზანიც, რომლის
მისაღწევადაც იმუშავებენ.
მიზნები საკუთარ მნიშვნელობას გაგრძნობინებს, დაგანახვებს, ამ
ცხოვრებაში რა დანიშნულება გაქვს და მკაფიოდ განსაზღვრულ მი-
მართულებას გაძლევს. მიზნისკენ სვლისას თავს უფრო ენერგიულად
და ქმედუნარიანად გრძნობ. თავს ბევრად კომპეტენტურად მიიჩნევ
და შენში და შენს შესაძლებლობებში მეტად დარწმუნებული ხარ.
თითოეული ნაბიჯი, რომელსაც საკუთარი მიზნისკენ გადადგამ, შენს
რწმენას ზრდის და გჯერა, რომ მომავალში უფრო დიდი მიზნების
მიღწევასაც შეძლებ.
დღეს უფრო მეტ ადამიანს ეშინია ცვლილების და დარდობს მომა-
ვალზე, ვიდრე ჩვენი არსებობის მთელი ისტორიის მანძილზე. მიზნე-
ბის დასახვის ერთ-ერთი უდიდესი სარგებელი ისაა, რომ საშუალე-
ბას გაძლევს, შენს ცხოვრებაში ცვლილების მიმართულება აკონ-
ტროლო. მიზნები გეხმარება დარწმუნდე, რომ განხორციელებულ
ცვლილებებს მეტწილად თავად განსაზღვრავ და მართავ. მიზნები
საშუალებას გაძლევს, ყველაფერს, რასაც აკეთებ, აზრი და მნიშვნე-
ლობა ჩააქსოვო.
ბერძენი ფილოსოფოსის, არისტოტელეს ერთ-ერთი მნიშვნელოვა-
ნი სწავლების არსი ასეთია: ადამიანი თელეოლოგიური არსებაა!

34 მკითხველთა ლიგა
ბერძნული სიტყვა თელეოს „მიზნებს“ ან „დანიშნულებას“ ნიშნავს.
არისტოტელემ დაასკვნა, რომ ადამიანის ნებისმიერ მოქმედებას რა-
ღაც დანიშნულება მაინც აქვს. შენ მხოლოდ მაშინ ხარ ბედნიერი,
როდესაც ისეთ რამეს აკეთებ, რასაც მისკენ მიჰყავხარ, რაც ნამდვი-
ლად გინდა. იბადება მნიშვნელოვანი კითხვა: რა არის შენი მიზნები?
რისკენ მიილტვი? სად გინდა, რომ დღის ბოლოს აღმოჩნდე?

გასაღები შენს ხელშია

მიზნების დასახვა, ყოველდღიურად მათ მისაღწევად მუშაობა და,


საბოლოოდ, მათი მიღწევა ცხოვრებისეული ბედნიერების გასაღებია.
მიზნების დასახვას იმხელა ძალა აქვს, რომ, სანამ მისკენ პირველ
ნაბიჯს გადადგამ, მასზე, უბრალოდ, ფიქრიც კი გაბედნიერებს.
შენი შესაძლებლობების სრულად გახსნისა და გამოთავისუფლე-
ბისთვის მიზნების ყოველდღიურად დასახვა და მიღწევა დარჩენილი
ცხოვრების ჩვევად უნდა აქციო. იმისთვის, რომ, ნაცვლად იმისა,
რაც არ გინდა, ყოველთვის იმაზე იფიქრო და ილაპარაკო, რაც გინ-
და, განსაკუთრებული კონცენტრაციაა საჭირო. ამ მომენტი დან
დაწყებული, უნდა გადაწყვიტო, რომ მომართულ ყუმბარასავით
ან/და საფოსტო მტრედივით მიზნის მაძიებელ ორგანიზმად იქცევი
და იმ მიზნისკენ, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია, შეუპოვრად
დაიწყებ სვლას.
დღეგრძელ, ბედნიერ, ჯანმრთელ და ბარაქიან ცხოვრებაზე უკე-
თესი გარანტია რა უნდა იყოს, როდესაც მუდმივად მუშაობ იმის მი-
საღწევად, რაც ყველაზე მეტად გსურს, იმაზე, რომ გქონდეს და მი-
აღწიო სულ უფრო მეტს. მკაფიო და კონკრეტული მიზნები საშუა-
ლებას გაძლევს, პროფესიული და პირადი წარმატების კუთხით შენი
შესაძლებლობები ბოლომდე გამოამჟღავნო. მიზნები ნებისმიერი
დაბრკოლების გადალახვაში დაგეხმარება და საშუალებას მოგცემს,

35 მკითხველთა ლიგა
მომავალში ბევრს მიაღწიო.

ვიწყებთ:

გამოამჟღავნე შესაძლებლობები!
1. წარმოიდგინე, რომ ნებისმიერი დასახული მიზნის მიღწევის
თანდაყოლილი ნიჭი გაქვს. ვინ გინდა, რომ სინამდვილეში იყო? რა
გინდა, რომ სინამდვილეში გქონდეს? ან გააკეთო?
2. ის აქტივობები განსაზღვრე, რომლებიც შენთვის ცხოვრებას
უდიდეს მნიშვნელობასა და აზრს ანიჭებს. როგორ შეგიძლია, რომ
რაღაც მსგავსი უფრო ხშირად გააკეთო?
3. კარგად დააკვირდი დღევანდელი მდგომარეობით შენს პირად
ცხოვრებასა და კარიერას და განსაზღვრე, როგორ შექმნა შენმა აზ-
როვნებამ შენი სამყარო. რა უნდა შეცვალო ან რისი შეცვლა შეიძ-
ლება?
4. დღესვე გადაწყვიტე, რომ მხოლოდ იმაზე იფიქრო და ილაპარა-
კო, რაც გინდა და არა იმაზე, რაც არ გინდა.
5. განსაზღვრე, რა საფასურის გადახდა მოგიწევს შენთვის ყველა-
ზე მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, დღესვე გადაწყვიტე, რომ
ეს საფასური აუცილებლად უნდა გაიღო.
6. წარმოიდგინე, რომ შენი მიზნების მიღწევის აბსოლუტური გა-
რანტია გაქვს და არაფრის გეშინია. რა მიზნებს დაუსახავდი საკუ-
თარ თავს?
7. ზემოთ მოცემულ კითხვებზე შენი პასუხებიდან გამომდინარე,
რომელია ის ერთი მოქმედება, რომელიც სასწრაფოდ უნდა განა-
ხორციელო?

36 მკითხველთა ლიგა
2. მართე შენი ცხოვრება
ადამიანის წარმატებაში თანდაყოლილი ნიჭი დიდ როლს არ თა-
მაშობს. ადამიანი საკუთარ ცხოვრებას შრომით ქმნის.
ალექსანდერ გრეიამ ბელი

ოცდაორი წლისა ღარიბ-ღატაკი ვიყავი, სუსხიან ზამთარში პატა-


რა ერთოთახიან ბინაში ვცხოვრობდი და დღისით მშენებლობაზე
ვმუშაობდი. საღამოს, როგორც წესი, თავს სახლიდან გასვლის უფ-
ლებას ვერ ვაძლევდი, საშუალება არ მქონდა, ოთახში თბილოდა მა-
ინც, ჰოდა, ფიქრისთვის ბევრი დრო მრჩებოდა.
ერთ ღამეს, როდესაც სამზარეულოს მაგიდასთან ვიჯექი, გონება
გამინათდა. ამან ჩემი ცხოვრება შეცვალა. უეცრად მივხვდი, რომ
ყველაფერი, რაც კი მომავალში ჩემს ცხოვრებაში მოხდებოდა, ჩემზე
იყო დამოკიდებული. არავინ დამეხმარებოდა. არავინ მოვიდოდა
ჩემს გადასარჩენად.
მშობლიური სახლიდან ათასობით მილის დაშორებით ვიყავი და
დაბრუნებას, კარგა ხნის განმავლობაში არც ვაპირებდი. იმ მომენ-
ტში ნათლად ვხედავდი, რომ ჩემს ცხოვრებაში რაიმე თუ შეიცვლე-
ბოდა, ინიციატივა ჩემგან უნდა წამოსულიყო. მე თუ არ შევიცვლე-
ბოდი, სხვაც არაფერი შეიცვლებოდა. ყველაფერზე თავად ვიყავი
პასუხისმგებელი.

დიდი აღმოჩენა

ის მომენტი ახლაც მახსოვს. პარაშუტით პირველად გადმოხტომას


ჰგავდა – ერთდროულად საშიშიც იყო და ამაღელვებელიც. კრიტი-
კულ მდგომარეობაში ვიყავი და “გადმოხტომა“ გადავწყვიტე. იმ მო-
მენტიდან ვაღიარე, რომ ჩემს ცხოვრებას თავად ვაკონტროლებდი.

37 მკითხველთა ლიგა
ვიცოდი, რომ თუ განსხვავებულ სიტუაციაში ყოფნა მსურდა, უპირ-
ველესად მე უნდა შევცვლილიყავი, ყველაფერი ჩემზე იყო დამოკი-
დებული.
მოგვიანებით ვისწავლე, რომ, როდესაც საკუთარ ცხოვრებაზე
სრულად აიღებ პასუხისმგებლობას, ბავშვობიდან მოზარდობაში
დიდ და მნიშვნელოვან ნაბიჯს გადადგამ. სამწუხაროა, რომ ადამია-
ნების უმრავლესობა ასე არ იქცევა. ორმოცი-ორმოცდაათი წლის
უამრავ მამაკაცსა და ქალს შევხვედრივარ, რომლებიც დღემდე ბუზ-
ღუნებენ და წუწუნებენ წარსულის არასასიამოვნო შემთხვევების
გამო და თავიანთ პრობლემებს სხვებს ან/და გარემოებებს აბრალე-
ბენ. უამრავი ადამიანი ჯერ კიდევ რაღაცაზეა გაბრაზებული, რაც
მათმა ერთ-ერთმა მშობელმა ოცდაათი ან სულაც ორმოცი წლის
წინ მათთვის გააკეთა ან არ გააკეთა. ისინი წარსულმა დაატყვევა და
ამ ტყვეობიდან ჯერაც ვერ დაუღწევიათ თავი.

შენი მოსისხლე მტრები

წარმატებისა და ბედნიერების უდიდესი მტერი ნებისმიერი სახის


ნეგატიური ემოციაა. უარყოფითი ემოციები გაბრკოლებს, გღლის და
ცხოვრების მთელ სიხარულს გართმევს. ცნობილია, რომ ნეგატიურ
ემოციებს ოდითგანვე უფრო მეტი ზიანი მოაქვს ადამიანებისა და
საზოგადოებებისთვის, ვიდრე ნებისმიერ ჭირსა თუ ეპიდემიას.
თუ ნამდვილად გსურს ბედნიერი და წარმატებული იყო, შენი
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიზანი ნეგატიური ემოციებისგან გა-
თავისუფლება უნდა გახდეს. ხოლო თუკი ისწავლი როგორ, ამის
მიღწევას მართლაც შეძლებ.
უარყოფითი ემოციები, როგორიცაა შიში, საკუთარი თავის სიბრა-
ლული, შური, ეჭვიანობა, არასრულფასოვნების შეგრძნება, და სა-
ბოლოოდ, ბრაზი, ძირითადად, იმ ოთხი ფაქტორითაა გამოწვეული,

38 მკითხველთა ლიგა
რომლებზეც დაწვრილებით ქვემოთ ვისაუბრებთ. თუ ამ ოთხ ფაქ-
ტორს განსაზღვრავ და შენი გონებიდან ამოშლი, ნეგატიური ემო-
ციებიც ავტომატურად აღმოიფხვრება. როდესაც უარყოფითი ემო-
ციები აღარ გექნება, მათ პოზიტიური ემოციები: სიყვარული, სიმ-
შვიდე, სიხარული და ენთუზიაზმი ჩაანაცვლებს. შედეგად, მთელი
შენი ცხოვრება წუთებში, ხანდახან წამებშიც კი უკეთესობისკენ შე-
იცვლება.

შეწყვიტე თავის მართლება

ნეგატიური ემოციების გამომწვევი ოთხი ძირითადი მიზეზისგან


პირველი თავის მართლებაა. უარყოფითი ემოციებით მხოლოდ მა-
ნამდე იქნები დატვირთული, სანამ საკუთარ თავთან და სხვებთანაც
იმის მტკიცება შეგიძლია, რომ, რაღაც მიზეზის გამო, უფლება გაქვს,
გაბრაზებული ან ნაწყენი იყო. სწორედ ამიტომაა, რომ გაბრაზებუ-
ლი ადამიანები მუდმივად ხსნიან და განმარტავენ საკუთარი ნეგა-
ტიური ემოციების გამომწვევ მიზეზებს. თუმცა, თუ შენს უარყოფით
ემოციებს გამართლებას ვერ მოუძებნი, გაბრაზებულიც ვერ იქნები.
მაგალითად, ადამიანი ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებისა
და კომპანიაში შემცირებული გაყიდვების გამო სამსახურიდან გა-
ათავისუფლეს. ეს თითქმის ყოველთვის ხდება და ადრე თუ გვიან
ყველას ემართება. თუმცა ეს გათავისუფლებული პიროვნება უფ-
როსზე ბრაზდება და უამრავ მიზეზს ჩამოთვლის, თუ რატომაა მისი
შემცირება არასამართლიანი. შეიძლება იმდენად გაღიზიანდეს, რომ
სასამართლოში იჩივლოს ან სამაგიეროს გადახდას შეეცადოს. სანამ
ეს თანამშრომელი საკუთარი უარყოფითი ემოციების გამართლებას
ეცდება, ეს უკანასკნელი მას გააკონტროლებს და მისი ცხოვრებისა
და ფიქრების უდიდეს ნაწილს დაიკავებს.
მაგრამ, როგორც კი ეს ადამიანი იტყვის: „გამათავისუფლეს, მაგ-

39 მკითხველთა ლიგა
რამ არა უშავს, ასეთი რაღაცებიც ხდება. აქ პირადული არაფერია.
ხალხს სამსახურიდან ხშირად უშვებენ. ჯობს ახალი სამუშაოს ძებ-
ნით დავკავდე“, მისი ნეგატიური ემოციებიც გაქრება. ის მშვიდდება,
გონება უნათდება, კონცენტრირდება იმაზე, თუ როგორ დაიბრუნოს
დასაქმებულის სტატუსი. როგორც კი ეს პიროვნება თავის მართლე-
ბას შეწყვეტს, უფრო პოზიტიურ და ეფექტურ ადამიანად გადაიქცე-
ვა.

უარი თქვი რაციონალიზაციასა და მომიზეზებაზე

ნეგატიური ემოციების გამომწვევი მეორე მიზეზი რაციონალიზა-


ციაა. როდესაც რაღაცის რაციონალიზებას ახდენ, „შენ ცდილობ
სხვაგვარად სოციალურად მიუღებელ ქმედებას სოციალურად მისა-
ღები ახსნა მოუძებნო“.
რაციონალიზაციას იმიტომ მიმართავ, რომ გსურს, რაც ჩაიდინე
და რისთვისაც ახლა თავს ცუდად ან უბედურად გრძნობ, გაამარ-
თლო ან მოვლენები შენთვის სასურველი კუთხით წარმოაჩინო. შენს
საქციელს ისეთი ახსნის მოძებნით ამართლებ, რაც მართებულად
ჟღერს, იმის მიუხედავად, რომ იცი, რაც მოხდა, სავარაუდოდ, მეტ-
წილად შენი ბრალია (და მოვლენების აქტიური მონაწილეც იყავი).
ხშირად თავის გამართლებისთვის ჩახლართულ გზებს ეძებ და ცდი-
ლობ ახსნა, რომ გარემოებებიდან გამომდინარე და ყველაფრის გათ-
ვალისწინებით ის, რაც გააკეთე, ნამდვილად მისაღები იყო. მსგავსი
რაციონალიზაცია შენს ნეგატიურ ემოციებს ასაზრდოებს.
რაციონალიზაცია და თავის მართლება ყოველთვის მოითხოვს,
რომ შენი პრობლემის მიზეზად ვინმე ან რაიმე სხვა დაასახელო.
მსხვერპლის როლს ირგებ და სხვა ადამიანს ან ორგანიზაციას მჩაგ-
ვრელად ან „ცუდ ტიპად“ წარმოაჩენ.

40 მკითხველთა ლიგა
სხვა ადამიანების აზრზე მაღლა დადექი

ნეგატიური ემოციების გამომწვევი მესამე მიზეზი ზედმეტი


შფოთვა და იმის მეტისმეტად ემოციურად განცდაა, თუ როგორ გეპ-
ყრობიან სხვები. ზოგიერთისთვის რეპუტაცია მთლიანად იმით განი-
საზღვრება, როგორ ესაუბრებიან მათ სხვა ადამიანები, რას ამბობენ
მასზე, ან უბრალოდ, როგორ უყურებენ. აქვთ დაბალი თვითშეფასე-
ბა, რაც, ძირითადად, ისევ სხვა ადამიანების აზრებიდან გამომდინა-
რეობს და თუ რაიმე მიზეზის გამო ეს წარმოდგენები, იმის მიუხედა-
ვად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, უარყოფითია, „მსხვერპლი“
მაშინვე სიბრაზეს, სირცხვილსა და დაბნეულობას გრძნობს. ამ
დროს არასრულფასოვნების განცდაც იპყრობს, შესაძლებელია, დეპ-
რესიაც კი დაემართოს, საკუთარი თავი შეებრალოს და სასოწარკვე-
თას მიეცეს. ამით აიხსნება ფსიქოლოგების მოსაზრება, რომ თით-
ქმის ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ, მიმართულია სხვა ადამიანების
პატივისცემის მოპოვებისკენ ან მისი არდაკარგვისკენ მაინც. ამ
პრობლემასთან, ანუ იმაზე ფიქრთან გამკლავების გასაღები, თუ რას
ფიქრობენ სხვა ადამიანები შენზე, იმის გაცნობიერებაა, რომ, სინამ-
დვილეში, ისინი შენზე სულაც არ ფიქრობენ. ადამიანთა უმრავლე-
სობა იმდენადაა საკუთარი თავითა და მათ ცხოვრებაში მიმდინარე
წვრილმანი მოვლენებით დაკავებული, რომ სხვებზე ფიქრისთვის
ბევრი დრო არ რჩება. ნათქვამია: „რომ იცოდე, რამდენად იშვიათად
ფიქრობენ სხვა ადამიანები შენზე, შეურაცხყოფილიც კი დარჩებო-
დი“.

გაიაზრე, რომ სხვა არავინაა პასუხისმგებელი

ნეგატიური ემოციების გამომწვევი მეოთხე და მათ შორის ყველა-


ზე უარესი მიზეზი სხვისი დადანაშაულებაა. როდესაც ჩემს სემინა-

41 მკითხველთა ლიგა
რებზე „უარყოფითი ემოციების ხეს“ ვხატავ, მის ტანს ჩვენს პრობ-
ლემებში სხვა ადამიანების დადანაშაულებისადმი მიდრეკილებად
წარმოვაჩენ ხოლმე. როდესაც ხეს ძირში მოჭრი, მისი მთელი ნაყო-
ფი — ყველა სხვა უარყოფითი ემოცია — მაშინვე კვდება, ზუსტად
ისევე, როგორც საახალწლო ნათურები ქრება ჩამრთველიდან შესა-
ერთებლის გამოძრობისას.

ანტიდოტი პასუხისმგებლობის აღებაა

ნებისმიერი ნეგატიური ემოციის განცდის საწინააღმდეგო საშუა-


ლება შენს მდგომარეობაზე პასუხისმგებლობის სრულად აღებაა. შე-
უძლებელია, წარმოთქვა სიტყვები: „ამაზე მე ვარ პასუხისმგებელი!“
და მაინც გაბრაზებული იყო. თვით პასუხისმგებლობის აღების ფაქ-
ტიც კი, რასაც უნდა განიცდიდე, ნებისმიერ უარყოფით ემოციას გა-
ანეიტრალებს და აგარიდებს თავიდან.
„ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ!“ — ამ მარტივი, მაგრამ ძლიერი
განაცხადისა და მისი ნეგატიური ემოციების განადგურების შესაძ-
ლებლობის აღმოჩენა ჩემსა და ჩემი ასობით და ათასობით სტუდენ-
ტის ცხოვრებაში გარდამტეხ მომენტად იქცა.
უბრალოდ, წარმოიდგინე: როგორც კი გრძნობ, რომ რაიმე მიზე-
ზით ბრაზდები ან რაღაც გწყინს, შეგიძლია, უარყოფითი ემოციე-
ბისგან ბოლომდე გათავისუფლდე და საკუთარ ცხოვრებაზე კონ-
ტროლი მხოლოდ – „ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ!“ – წარმოთქმით
დაიბრუნო.
როდესაც საკუთარ თავზე სრულ პასუხისმგებლობას აიღებ და შე-
დეგად ყველანაირი ნეგატიური ემოციისგან ბოლომდე დაიცლები,
მხოლოდ მაშინ შეძლებ შენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში მიზნე-
ბის დასახვასა და მათ მიღწევას. მხოლოდ მაშინ მოახერხებ შენი
ენერგიისა და ენთუზიაზმის სწორხაზოვნად მიმართვას, როდესაც

42 მკითხველთა ლიგა
გონებრივად და ემოციურად თავისუფალი იქნები. პირადი პასუხის-
მგებლობის სრულად აღებამდე, პროგრესი შეუძლებელია. მეორე
მხრივ, როდესაც შენს ცხოვრებაზე მთლიანად აიღებ პასუხისმგებ-
ლობას იმის განსაზღვრაზე, თუ რა არის შენთვის შესაძლებელი და
რა არა, რა შეიძლება გააკეთო და რა არა, ან რა შეიძლება გქონდეს
და რა არა, საზღვრები უკვე აღარ იარსებებს.

შეწყვიტე სხვების დადანაშაულება

ამიერიდან წარსულის, აწმყოსა თუ მომავლის გამო სხვების და-


დანაშაულება უნდა შეწყვიტო. ელეანორ რუზველტს თუ დავესესხე-
ბით, „შენი თანხმობის გარეშე თავს არასრულფასოვნად ვერავინ
გაგრძნობინებს“. კომედიანტმა ბადი ჰაკეტმა ერთხელ ასე თქვა:
„წყენას გულში არასოდეს ვიტოვებ; სანამ შენ ცხვირჩამოშვებული
ზიხარ, სხვები საცეკვაო მოედანზე ერთობიან!“
ამ მომენტიდან, უარი თქვი შენი ქცევის გამართლებაზე ან რაღა-
ცების მომიზეზებაზე. თუ შეცდომას დაუშვებ, თქვი „ვწუხვარ“, და
სიტუაციის გამოსწორებას შეეცადე. ყოველთვის, როცა სხვას და-
ადანაშაულებ, ძალას დაკარგავ. შინაგანად თავს ცუდად, სუსტად
და დამცირებულად იგრძნობ. ბრაზდები. უარი თქვი ამაზე!

აკონტროლე ემოციები

იმისთვის, რომ პოზიტიური აზროვნება შეინარჩუნო, რაც უნდა


მოხდეს, სხვა ადამიანების კრიტიკაზე, მათ საქციელზე წუწუნსა და
მათ განსჯაზე უარი თქვი. ყოველთვის, როდესაც ვიღაცას აკრიტი-
კებ, წუწუნებ, რომ რაღაც არ მოგეწონა ან განსჯი სხვას იმის გამო,
რაც მან გააკეთა, ამით შენში უარყოფით ემოციებს აღძრავ და რე-
ალურად ამით თავადვე იტანჯები.

43 მკითხველთა ლიგა
შენს ნეგატიურ განწყობას სხვა ადამიანი საერთოდ ვერ გრძნობს.
როცა ვიღაცაზე გაბრაზებული ხარ, ამით მას უფლებას აძლევ, შენი
ემოციები და, ხშირად, მთლიანად შენი ცხოვრება აკონტროლოს. ეს
ხომ უბრალოდ სისულელეა.
გერი ზუკავი თავის წიგნში „სულის ნავსაყუდელი“ ამბობს: „პო-
ზიტიური ემოციები ძალაუფლებას განიჭებს, ნეგატიური ემოციები
კი მას გართმევს!“ ბედნიერება, მღელვარება, სიყვარული და ენთუ-
ზიაზმი — ეს დადებითი ემოციები უფრო ძლიერსა და თავდაჯერე-
ბულს გხდის, ხოლო ბრაზი, წყენა ან სხვათა დადანაშაულება გასუს-
ტებს და მტრულად განწყობილ, გაღიზიანებულ და არასასურველ
კომპანიონად გაქცევს.
როდესაც გადაწყვეტ, რომ საკუთარ თავზე, საკუთარ მდგომარეო-
ბასა და იმაზე, რაც შენ გარშემო ხდება, სრულად იღებ პასუხისმგებ-
ლობას, შეგიძლია საქმესა და ცხოვრებას უფრო თავდაჯერებულად
მიუბრუნდე, „შენი ბედის მჭედელი და შენი სულის კაპიტანი ხდები“.

წარმოიდგინე, რომ თვითდასაქმებული ხარ

ამ მომენტიდან თავი პერსონალურად შენი მომსახურებისთვის


შექმნილი კომპანიის პრეზიდენტად უნდა აღიქვა. წარმოიდგინე,
რომ თვითდასაქმებული ხარ და შენი ცხოვრებისა და კარიერის თი-
თოეულ ასპექტს დამოუკიდებლად აკონტროლებ. თავს შეახსენე,
რომ იქ, სადაც ხარ, და ის, ვინც ხარ, იმის გამოა, რაც გააკეთე ან ვერ
გააკეთე. თავად ხარ შენი ბედის არქიტექტორი.

არჩევანს შენ აკეთებ და გადაწყვეტილებასაც თავად იღებ

გლობალურად რომ ვიმსჯელოთ, შენ დღეს იმდენს გამოიმუშავებ,


რამდენიც გადაწყვიტე, რომ გამოიმუშავებდი, არც მეტი და არც ნაკ-

44 მკითხველთა ლიგა
ლები. თუ შენი ახლანდელი შემოსავლით კმაყოფილი არა ხარ, გა-
დაწყვიტე, რომ უფრო მეტს გამოიმუშავებ. მიზანი დაისახე, გეგმა
ჩამოაყალიბე და სასურველი ანაზღაურების მისაღებად მუშაობა
დაიწყე.
როგორც საკუთარი კარიერისა და ცხოვრების პრეზიდენტი, რო-
გორც საკუთარი ბედის არქიტექტორი, გადაწყვეტილებების მიღება-
ში თავისუფალი ხარ. შენ ხარ უფროსი. სიტუაციას შენ აკონტრო-
ლებ.

განავითარე საკუთარი სტრატეგია

როგორც კორპორაციის პრეზიდენტია ჩვეულებრივ თავისი კომპა-


ნიის სტრატეგიასა და აქტივობებთან დაკავშირებით ანგარიშვალ-
დებული, ასევე შენ შენი ცხოვრებისა და კარიერის პირად სტრატე-
გიულ დაგეგმვაზე ხარ პასუხისმგებელი. საკუთარ თავზე უნდა აიღო
მართვის ზოგადი სტრატეგია – მიზნები დაისახო, გეგმა შეადგინო,
საზომი სტანდარტები ჩამოაყალიბო და შედეგების მისაღწევად
იმოქმედო.
გარკვეული პროდუქციის წარმოებაზეც გეკისრება პასუხისმგებ-
ლობა, ანუ იმ სამუშაოს ხარისხსა და რაოდენობაზე, რასაც გასწევ
და შედეგებზე, რომლის მიღებასაც ელოდები.
როგორც პრეზიდენტის, შენი მარკეტინგული სტრატეგიაც შენივე
პასუხისმგებლობაა – საკუთარი თავის რეკლამირებასა (პოპულარი-
ზაცია) და პროგრესზე უნდა იმუშაო, იმიჯი შეიქმნა და თავი ისე შე-
ფუთო, რომ კონკურენტულ ბაზარზე სხვებზე ძვირად გაიყიდო.
შენი ფინანსური სტრატეგიაც შენი პასუხისმგებლობაა. გადაწყვი-
ტე: რამდენად გინდა გაიყიდოს შენი მომსახურება? რამდენად სწრა-
ფად გინდა, რომ შენი ყოველწლიური შემოსავალი წლიდან წლამდე
გაიზარდოს? თანხის რა ნაწილის დაზოგვა და რა ნაწილის ინვესტი-

45 მკითხველთა ლიგა
რება გსურს? პენსიაზე გასვლისას, რამდენი გინდა, რომ „ღირდე“? –
ეს ციფრები მთლიანად შენზეა დამოკიდებული.
ადამიანებთან ურთიერთობის სტრატეგიაზეც ხარ პასუხისმგებე-
ლი – იქნება ეს სამსახურსა თუ სახლში. ჩემს სტუდენტებს ერთ რა-
მეს ვურჩევ ხოლმე: „უფროსი ფრთხილად აირჩიეთ“. როგორი იქნება
შენი უფროსი, განსაზღვრავს, რამდენს გამოიმუშავებ, რამდენად
სწრაფად დაწინაურდები და რამდენად კმაყოფილი იქნები სამსახუ-
რით. ეს არჩევანიც შენი პასუხისმგებლობაა. ეს შენ მაგივრად არა-
ვინ არ უნდა გააკეთოს.

გააკეთე ახალი არჩევანი, მიიღე ახლებური

გადაწყვეტილებები

იმავე ლოგიკას თუ მივყვებით, მეგობრებისა და მეორე ნახევრის


არჩევას ბევრად დიდი გავლენა ექნება შენს წარმატებასა და ბედ-
ნიერებაზე, ვიდრე შენს ნებისმიერ სხვა გადაწყვეტილებას. თუ რო-
მელიმე მიღებული გადაწყვეტილებით უკმაყოფილო ხარ, შენზეა
დამოკიდებული, ამის შესაცვლელად რას მოიმოქმედებ – დაიწყებ
ნაბიჯების გადადგმას თუ ახალ არჩევანს გააკეთებ.
დაბოლოს, როგორც პრეზიდენტი, ინდივიდუალური კვლევებისა
და განვითარების, წვრთნისა და უწყვეტი სწავლების სამმართვე-
ლოების ხელმძღვანელიც შენ ხარ. შენზეა დამოკიდებული იმ ნიჭის,
უნარ-ჩვევების, შესაძლებლობებისა და ძირითადი კომპეტენციების
განსაზღვრა, რომლებიც იმ ანაზღაურების მიღებისთვის დაგჭირდე-
ბა, რომელსაც გინდა, რომ შემდეგი თვეებისა და წლების განმავლო-
ბაში გამოიმუშავებდე. და მაშინ, შენი პასუხისმგებლობა იქნება ინ-
ვესტიციის ჩადება და დროის გამოყოფა იმისთვის, რომ ეს უნარ-

46 მკითხველთა ლიგა
ჩვევები შეისწავლო და განავითარო. ამას შენ მაგივრად არავინ გა-
აკეთებს. მწარე სიმართლე ისაა, რომ შენზე მეტად ეს არავის ადარ-
დებს.

ისეთ „აქციად“ გადაიქეცი,რომლის ფასიც მუდმივად იზ-


რდება

ეს ანალოგია რომ განვავრცოთ, თავი ისეთ კომპანიად წარმოიდ-


გინე, რომელიც საფონდო ბირჟაზე აქციებით ვაჭრობს. შეუძლიათ
თუ არა ადამიანებს შენი კომპანიის აქციებში ჩადონ ფული და დარ-
წმუნებულნი იყვნენ, რომ შემდეგი თვეებისა და წლების განმავლო-
ბაში მათი ღირებულება ზრდას განაგრძობს და მოგება მოიმატებს?
ხარ თუ არა ისეთი „აქცია“, რომლის ფასიც მუდმივად იზრდება, თუ
ბაზარზე შენმა ღირებულებამ უკვე დაიკლო?
თუ გადაწყვიტე, რომ „მზარდი აქცია“ უნდა გახდე, როგორი იქნე-
ბა წლიდან წლამდე შენი შემოსავლის 25 პროცენტიდან 30 პროცენ-
ტამდე გაზრდის სტრატეგია? როგორც შენი ცხოვრების პრეზიდენტი
და შენს ოჯახში მეორე ნახევარი ან მშობელი, შენთვის მნიშვნელო-
ვანი ადამიანების წინაშე ვალდებული ხარ, მუდმივად გაიზარდო და
წლების გასვლასთან ერთად შენი ღირებულება, შემოსავალი და
მომგებიანობაც გაზარდო.

დაადგინე, როგორია შენი ლოკუს კონტროლი

ფსიქოლოგიური ლიტერატურის დიდი ნაწილი ლოკუს კონტრო-


ლის თეორიის გარშემო ტრიალებს. ორმოცდაათზე მეტწლიანი
კვლევის შემდეგ ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლოკუს კონტროლი
შენს ცხოვრებაში ბედნიერებას ან უბედურებას განაპირობებს. აი,
რატომ.

47 მკითხველთა ლიგა
შინაგანი ლოკუს კონტროლის მქონე ადამიანები თვლიან, რომ
ისინი თავად მართავენ და აკონტროლებენ საკუთარ ცხოვრებას.
ისინი თავს ძლიერ, თავდაჯერებულ და გავლენიან ადამიანებად მი-
იჩნევენ. როგორც წესი, ოპტიმისტები და პოზიტიურები არიან. სა-
კუთარ თავთან შესანიშნავი დამოკიდებულება აქვთ და თავიანთი
ბედის ბატონ-პატრონებიც თავად არიან.
რაც შეეხებათ გარეგანი ლოკუს კონტროლის მქონე ადამიანებს,
მათ გარე ფაქტორები აკონტროლებენ, მაგალითად, უფროსი, გადა-
სახადები, ქორწინება, ბავშვობის პრობლემები და არსებული მდგო-
მარეობა. ისინი ფიქრობენ, რომ სიტუაციას ვერ აკონტროლებენ და
შედეგად თავს სუსტად გრძნობენ, გაბრაზებულები და შეშინებულე-
ბი, უარყოფითი ემოციებით დატვირთულნი, მტრულად განწყობი-
ლები და დაუძლურებულები არიან.
კარგი ამბავი ისაა, რომ შენ მიერ აღებულ პასუხისმგებლობასა და
კონტროლის გრძნობას შორის პირდაპირპროპორციული კავშირია.
რაც უფრო მეტჯერ იტყვი „ამაზე პასუხისმგებელი მე ვარ!“ მით მე-
ტად განივითარებ შინაგან ლოკუს კონტროლს და თავს მეტად თავ-
დაჯერებულად და ძლიერად იგრძნობ.

ოქროს სამკუთხედი

პასუხისმგებლობა და ბედნიერება პირდაპირ კავშირშია ერთმა-


ნეთთან. რაც უფრო ხშირად იღებ პასუხისმგებლობას საკუთარ თავ-
ზე, მით მეტად ბედნიერი ხდები. როგორც ჩანს, სამივე – პასუხის-
მგებლობა, ბედნიერება და კონტროლი – ხელიხელჩაკიდებული და-
დიან.
რაც უფრო ხშირად იღებ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობას, მით
მეტად გრძნობ, რომ სიტუაციას აკონტროლებ. რაც მეტად გრძნობ,
რომ სიტუაციას აკონტროლებ, მით უფრო ბედნიერი და თავდაჯე-

48 მკითხველთა ლიგა
რებული ხდები.
როდესაც თავს კარგად გრძნობ და ხვდები, რომ შენს ცხოვრებას
თავად აკონტროლებ, უფრო დიდ და გამომწვევ მიზნებს ეჭიდები.
მათ მისაღწევად საჭირო შინაგანი იმპულსი, სწრაფვა და გამბედაო-
ბაც გექნება, თითქოს შენი ცხოვრების სადავეები ხელში გიჭირავს
და მას საითაც გსურს, იქით მიმართავ.

ყველაფერი შენს ხელშია

მიზნის დასახვის საწყისი ეტაპი იმის გაცნობიერებაა, რომ ცხოვ-


რებაში, ფაქტობრივად, შეუზღუდავი შესაძლებლობები გაქვს – იყო,
გქონდეს და აკეთო ყველაფერი, რაც მართლა გინდა და თუკი საამი-
სოდ შენი სურვილი საკმარისად ძლიერია და მზად ხარ ამ ყველაფ-
რის მისაღწევად დიდხანს და თავდაუზოგავად იმუშაო.
მიზნის დასახვის მეორე ნაწილი პასუხისმგებლობის სრულად
აღებაა იმ ყველაფრისთვის, რაც შენს ცხოვრებაში, შენს თავს ხდება,
ოღონდ ისე, რომ ამისთვის არავინ დაადანაშაულო და თავის მარ-
თლებას არ მოჰყვე.
თუ ამ ორ კონცეფციას გონებაში ღრმად და მკაფიოდ ჩაიბეჭდავ –
იმას, რომ შეუზღუდავი შესაძლებლობები გაქვს და იმასაც, რომ პა-
სუხისმგებლობა მთლიანად შენ გეკისრება – მზად ხარ, შემდეგ ეტაპ-
ზე გადახვიდე, რაც შენი ფინანსური მომავლის გარკვევას გულის-
ხმობს.

მართე შენი ცხოვრება

1. განსაზღვრე შენი უდიდესი პრობლემა ან შენს ცხოვრებაში ნე-


გატივის შემომტანი წყარო. რითი ხარ ამ სიტუაციაზე პასუხისმგებე-
ლი?

49 მკითხველთა ლიგა
2. შენი თავი კომპანიის პრეზიდენტად წარმოიდგინე. რას გააკე-
თებდი განსხვავებულს, თუ იმ კომპანიის აქციების 100%, რომლის-
თვისაც ახლა მუშაობ, შენს მფლობელობაში იქნებოდა.
3. დღესვე გადაწყვიტე, რომ შეწყვიტო სხვა ადამიანების დადანა-
შაულება და ნაცვლად ამისა, შენი ცხოვრების ყველა ასპექტზე სრუ-
ლი პასუხისმგებლობა აიღო.
4. გეყო თავის მართლება და განვითარება დაიწყე! წარმოიდგინე,
რომ შენს საყვარელ მიზეზს, რომლითაც თავს იმართლებ ხოლმე,
საფუძველი საერთოდ არ გააჩნია და შესაბამისად იმოქმედე.
5. საკუთარი თავი შენსავე ცხოვრებაში წამყვან შემოქმედებით
ძალად აღიქვი. სწორედ შენი არჩევანისა და გადაწყვეტილებების
გამო ხარ ახლა იქ, სადაც ხარ და ის ხარ, ვინც ახლა ხარ. რა უნდა
შეცვალო?
6. დღესვე გადაწყვიტე, რომ აპატიო იმათ, ვინც ოდესმე რაღაც
გაწყენინა. მოეშვი. დაივიწყე და უარი თქვი ამ თემის ხელახლა გან-
ხილვაზე. ნაცვლად ამისა, რაიმე მნიშვნელოვანზე დაიწყე მუშაობა,
რაშიც ისე ჩაეფლობი, რომ იმ საკითხზე ფიქრის დროც არ გექნება.
7. განსაზღვრე ის ერთი რაღაც, რაც ახლავე უნდა გააკეთო იმის-
თვის, რომ შენი ცხოვრების ყველა ასპექტის სრულად გაკონტროლე-
ბა დაიწყო.

50 მკითხველთა ლიგა
3. კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები
სამყაროში ერთი ღმერთი და ყოფიერების ერთი პრინციპი ბატო-
ნობს, და ყოველი მოაზროვნე არსება ერთ კანონს, ერთ მიზეზსა და
ერთ სიმართლეს ემორჩილება.
მარკუს ავრელიუსი

ლიდერებისა და წარმატებული ადამიანების ერთ-ერთი მნიშვნე-


ლოვანი დამახასიათებელი თვისება ის გახლავთ, რომ იციან, ვინ
არიან, რას წარმოადგენენ, რისი სწამთ და რას უჭერენ მხარს, რის-
თვის იბრძვიან. ადამიანთა უმრავლესობას ვერ გაურკვევია, ცხოვ-
რებაში რა მიზნები, რა ღირებულებები აქვს და რა იდეალებს ემსა-
ხურება, შედეგად კი, აქეთ-იქით უაზროდ აწყდება და მხოლოდ მცი-
რედს აღწევს. მეორე მხრივ, იმავე, ან უფრო ნაკლები შესაძლებლო-
ბებისა და უნარების მქონე მამაკაცებსა და ქალებს, რომლებიც ლი-
დერები ხდებიან, რაც უნდა შესცოდონ, ყველაფერი შესანიშნავად
გამოსდით.
საკუთარ თავთან ჰარმონიაში უნდა იცხოვრო (Life is lived from
the inside Out). პიროვნების საფუძველი მისივე ღირებულებებია.
სწორედ ისინი გაქცევენ იმ ადამიანად, ვინც ხარ. ყველაფერს, რასაც
სხვათა დასანახად აკეთებ, შენი ღირებულებები განსაზღვრავს და
მათ მკაფიოობასა თუ გაურკვევლობას მნიშვნელობა აღარ აქვს. რაც
უფრო კარგად ხარ გარკვეული ღირებულებებში, მით ზუსტი და
ეფექტური იქნება შენი მოქმედება.

პიროვნების ინდივიდუალურობის ხუთი საფეხური

თავი საერთო ცენტრის მქონე წრეებიან სამიზნედ შეგიძლია წარ-


მოიდგინო: ის ხუთი რგოლისგან (ე. წ. შრისგან) შედგება, შუაში კი

51 მკითხველთა ლიგა
შენი ღირებულებებია მოქცეული და ნელ-ნელა შემდეგი წრისკენ,
შენი რწმენა-წარმოდგენებისკენ ფართოვდება.
ღირებულებები შენს თავსა და შენ გარშემო სამყაროზე რწმენა-
წარმოდგენებს განგისაზღვრავს. თუ პოზიტიური ღირებულებები
გაქვს, როგორიცაა სიყვარული, თანაგრძნობა, სულგრძელობა, მაშინ
დაიჯერებ, რომ სამყაროში სხვა ადამიანებიც სწორედ ამას იმსახუ-
რებენ და მათ შესაბამისადაც მოექცევი.
თავის მხრივ, შენი რწმენა-წარმოდგენები შენი პიროვნების მესამე
შემადგენელ რგოლს – მოლოდინებს განსაზღვრავს. თუ დადებითი
ღირებულებები გაქვს, იმაშიც დარწმუნებული იქნები, რომ კარგი
ადამიანი ხარ. თუ იმას დაიჯერებ, რომ კარგი ადამიანი ხარ, იმისი
მოლოდინიც გექნება, რომ შენს თავს რაღაც კარგი უნდა მოხდეს. თუ
რაღაც კარგის მოხდენის მოლოდინი გექნება, პოზიტიური, მხიარუ-
ლი და მომავალზე ორიენტირებული პიროვნება იქნები; სხვა ადა-
მიანებსა და სხვადასხვა სიტუაციაში დადებითისა და კარგის ძებნას
დაიწყებ.
შენი პიროვნულობის მეოთხე დონე, რომელსაც შენი მოლოდინები
განსაზღვრავს, შენი ქცევა და დამოკიდებულებაა, რაც ღირებულე-
ბების, რწმენა-წარმოდგენებისა და მოლოდინების გარეგანი გამოხა-
ტულება იქნება. მაგალითისთვის: თუ შენთვის ღირებულია ის იდეა,
რომ სიკეთით სავსე სამყაროში ვცხოვრობთ და გჯერა, რომ ცხოვრე-
ბაში უაღრესად წარმატებული ადამიანი იქნები, იმის მოლოდინიც
გექნება, რომ ყველაფერი, რაც კი შენს თავს ხდება, რაღაცით გეხმა-
რება. შედეგად კი, სხვა ადამიანებისადმი პოზიტიურად იქნები გან-
წყობილი და ისინიც ასევე გიპასუხებენ. ბევრად მხიარულ და ოპტი-
მისტ ადამიანად იქცევი. ისეთი პიროვნება გახდები, ვისთან ერთა-
დაც და ვისთვისაც სხვა ადამიანებს მუშაობა ენდომებათ, ვისგანაც
ყიდვა და ვისთვისაც მიყიდვა, და საზოგადოდ, წარმატების მიღწე-

52 მკითხველთა ლიგა
ვაში ვისი დახმარებაც მათთვის სასურველი იქნება. სწორედ ამიტომ
ხდება, რომ ნებისმიერი სტატუსისა და პროფესიის ადამიანის ცხოვ-
რებაში პოზიტიური განწყობა და დიდი წარმატება გვერდიგვერდ
მოდის.
შენი პიროვნების მეხუთე რგოლი, ანუ მეხუთე დონე შენივე მოქ-
მედებებია. შენი ქმედებები საბოლოო ჯამში შენივე ფარული ღირე-
ბულებების, რწმენა-წარმოდგენებისა და მოლოდინების გამოხატუ-
ლება იქნება. სწორედ ამიტომაა, რომ ის, რასაც ცხოვრებასა თუ კა-
რიერაში მიაღწევ, უფრო შენი შინაგანი სამყაროთი განისაზღვრება,
ვიდრე სხვა რომელიმე ფაქტორით.

როგორიც შიგნით, ისეთივე გარეთ

იმის მიხედვით, თუ რა პირობებში ცხოვრობენ ადამიანები, უმე-


ტეს შემთხვევებში შეგვიძლია მივხვდეთ, როგორ აზროვნებენ ან რა-
ზე ფიქრობენ ისინი. როგორც წესი, შინაგანად პოზიტიური, ოპტი-
მისტი, მიზანდასახული და მომავალზე ორიენტირებული პიროვნება
გარეგნულად ბედნიერი, წარმატებული და შეძლებული ცხოვრებით
ცხოვრობს.
არისტოტელემ თქვა, რომ ცხოვრებაში ადამიანის უმთავრესი მი-
ზანი ან/და დანიშნულება ბედნიერების მიღწევაა. ყველაზე ბედნიე-
რი მაშინ ხარ, თუ შენი გარეგანი ქმედებები და შინაგანი ღირებულე-
ბები ერთმანეთთან სრულ თანხვედრაშია. თუ თავიდან ბოლომდე
ჰარმონიაში ხარ ყოველივე იმასთან, რასაც თვლი, რომ კარგი, სწო-
რი და მართალია, ავტომატურად საკუთარი თავითა და სამყარო-
თიც ბედნიერი და კმაყოფილი იქნები.
შენი მიზნები შენს ღირებულებებს, შენი ღირებულებები შენს მიზ-
ნებს უნდა შეესაბამებოდეს. სწორედ ამიტომაა, რომ ღირებულებე-
ბის განსაზღვრა და ჩამოყალიბება ხშირად წარმატების მიღწევისა

53 მკითხველთა ლიგა
და მაღალპროდუქტიულების საწყისია. ღირებულებების ჩამოყალი-
ბება იმაზე მოითხოვს კარგად დაფიქრებას, თუ რა არის შენთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი, რის შემდეგაც მთელ შენს ცხოვრებას ამ
ღირებულებების გარშემო ააწყობ.
ნებისმიერი მცდელობა, გარეგნულად ისე იცხოვრო, რომ შენს ში-
ნაგან ღირებულებებთან თანხვედრაში არ იყო, შესაძლოა სტრესის,
ნეგატიური ემოციების, უბედურების, პესიმიზმის, ბრაზისა და სასო-
წარკვეთის გამომწვევი მიზეზიც კი გახდეს. ამიტომაც, სასურველი
ცხოვრების შექმნისას საკუთარი თავის წინაშე შენი მთავარი პასუ-
ხისმგებლობა ისაა, რომ ყველაფერი, რასაც აკეთებ, შენი ღირებუ-
ლებების მკაფიოდ განსაზღვრაა.

იცოდე, რა გინდა სინამდვილეში

ერთხელ მწერალმა სტივენ კოვიმ თქვა: „წარმატების კიბეზე ცოც-


ვის დაწყებამდე დარწმუნდი, რომ ნამდვილად საჭირო შენობის კე-
დელთანაა მიყუდებული“. ბევრი ადამიანი თავდაუზოგავად შრო-
მობს რაღაც მიზნის მისაღწევად და ჰგონია, რომ სწორედ ის არის,
რაც მას სჭირდება. თუმცა, მიაღწევენ ამ მიზანს და აღმოაჩენენ,
რომ მისგან ვერც კმაყოფილებას იღებენ და ვერც სიამოვნებას. და
იკითხავენ: „კი მაგრამ, სულ ეს არის?“ ეს მაშინ ხდება, როდესაც მა-
თი მიღწევები მათსავე ღირებულებებს არ ეთანხმება და არ ემთხვე-
ვა. არ დაუშვა, რომ შენც ასე დაგემართოს.
სოკრატემ თქვა: „შეუსწავლელი ცხოვრება ცხოვრებად საერთოდ
არც ღირს“. ეს შენს ღირებულებებს იმდენად ეხება, რამდენადაც შე-
ნი ცხოვრების ყველა სხვა ასპექტს. ღირებულებების განსაზღვრა
რაღაც ისეთია, რაც სამომავლოდ რეგულარულად უნდა გააკეთო.
დრო მუდმივად უნდა შეაჩერო, წუთშესვენება აიღო, როგორც ეს
ფეხბურთის მატჩის მსვლელობისას ხდება ხოლმე და საკუთარ თავს

54 მკითხველთა ლიგა
ჰკითხო: „ამ საკითხთან დაკავშირებით, რა არის ჩემთვის მნიშვნე-
ლოვანი?“
მათეს სახარებაში (16:26) ნათქვამია: „რას გამორჩება კაცი, თუ
მოიგებს მთელ ქვეყანას და სულს კი წააგებს?“ დღეისთვის მსოფ-
ლიოში ყველაზე ბედნიერი ადამიანები ისინი არიან, ვინც საკუთარ
თავთან, ფარულ რწმენა-წარმოდგენებსა და ღირებულებებთან ჰარ-
მონიაში ცხოვრობენ, ხოლო ყველაზე უბედურები – ისინი, ვინც
ცხოვრებას საკუთარ ღირებულებებსა და რწმენა-წარმოდგენებთან
კონფლიქტში ცდილობენ.

ენდე ინტუიციას

საკუთარი თავის რწმენა სიდიადეს უყრის საფუძველს. ის შენი ინ-


ტუიციის, შინაგანი „ჩუმი, დაბალი ხმის“ მოსმენის შედეგად მოდის.
ადამიანები წარმატებულები მაშინ ხდებოდნენ, როდესაც ამ ხმის-
თვის ყურის დაგდებას იწყებდნენ და აბსოლუტურად სჯეროდათ,
რომ მათ ყველა ნაბიჯს უმაღლესი ძალა მართავდა.
შენს ჭეშმარიტ ღირებულებებთან თანხვედრაში ცხოვრება თავდა-
ჯერებულობის, საკუთარი თავის პატივისცემისა და საკუთარი თა-
ვით სიამაყისკენ მიმავალი სამეფო გზაა. სინამდვილეში, ღირებუ-
ლებებთან დაბრუნებით ნებისმიერი ადამიანური პრობლემის გადაჭ-
რა შეიძლება. როდესაც რაიმე სახის სტრესს განიცდი, საკუთარ თავ-
ში ჩაიხედე და ჰკითხე მას: „როგორ ვწირავ ამ სიტუაციას ჩემს ფა-
რულ ღირებულებებს?“

დააკვირდი შენს ქცევას

როგორ უნდა მიხვდე სინამდვილეში, რა ღირებულებები გაქვს?


პასუხი მარტივია. შენი ჭეშმარიტი ღირებულებები ყოველთვის

55 მკითხველთა ლიგა
ჩნდება შენივე მოქმედებებში, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი
გარკვეული ზემოქმედების შედეგად ხორციელდება. როგორც კი ერთ
ან მეორე მოქმედებას შორის გიწევს არჩევანის გაკეთება, ყოველ-
თვის იმისკენ გადაიხრები, რაც იმ მომენტში შენთვის ღირებული და
მნიშვნელოვანია.
სინამდვილეში ღირებულებები იერარქიულადაა მოწყობილი. შენ
სხვადასხვა ღირებულება გაქვს, რომელთაგან ზოგიერთი ძლიერი და
მნიშვნელოვანი, ხოლო ზოგიც შედარებით სუსტი და უმნიშვნელოა.
ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სავარჯიშო, რომლის გაკეთებაც შე-
გიძლია იმის დასადგენად, სინამდვილეში ვინ ხარ და რა გინდა, შენი
ღირებულებების პრიორიტეტების მიხედვით დალაგებაა. როდესაც
ღირებულებების შედარებითი მნიშვნელობა გარკვეული გაქვს,
ცხოვრების მათთან თანხვედრაში აწყობაც შეგიძლია.

გააანალიზე, როგორ იქცეოდი წარსულში

არსებობს რამდენიმე ჭკვიანური გზა, რომელიც ჭეშმარიტი ღირე-


ბულებების განსაზღვრაში დაგეხმარება. პირველ რიგში, შეხედე შენს
წარსულს. როდესაც საქმე დროს ან ფულს ეხებოდა და გაიძულეს,
არჩევანი გაგეკეთებინა, რომელი აირჩიე? პასუხი იმ პერიოდისთვის
შენში გაბატონებულ ღირებულებებზე მიგანიშნებს.
დეილ კარნეგიმ ერთხელ დაწერა: „მითხარი, რა ანიჭებს ადამიანს
ყველაზე მეტად იმის შეგრძნებას, რომ მნიშვნელოვანია და მთელი
მისი ცხოვრების ფილოსოფიას მოგიყვები“.
რა გაგრძნობინებს თავს მნიშვნელოვნად? რა უწყობს ხელს შენი
თვითშეფასების ამაღლებას? რა ზრდის შენში საკუთარი თავისადმი
პატივისცემას და საკუთარი თავით სიამაყის შეგრძნებას? წარსუ-
ლის რომელი მიღწევები აღძრავს შენში სიამაყისა და კმაყოფილე-
ბის უდიდეს გრძნობას? ეს პასუხები შენს ჭეშმარიტ ღირებულებებზე

56 მკითხველთა ლიგა
მიგითითებს.

განსაზღვრე გულის წადილი

სულიერმა მოძღვარმა, ემეტ ფოქსმა „გულის წადილის“ გაგების


მნიშვნელობაზე დაწერა. რა არის შენი გულის წადილი? რა არის ის,
რაც გულის სიღრმეში ყველაზე მეტად გინდა, რომ გქონდეს, აკეთებ-
დე ან ვინც გინდა, რომ იყო? ანუ, როგორც ჩემი ერთი მეგობარი
იკითხავს ხოლმე: „რითი გინდა, რომ გიცნობდნენ?“
რა სიტყვებით გინდა, რომ დაგახასიათონ ადამიანებმა მაშინ, რო-
ცა მათთან არ ხარ? რა გინდა, რომ თქვან შენზე შენს დაკრძალვაზე?
რითი გინდა, რომ შენს ოჯახს, მეგობრებსა და შვილებს დაამახსოვ-
რო თავი? როგორ გინდა, მათ შენზე ელაპარაკონ?
როგორი რეპუტაცია გაქვს დღეს? როგორი რეპუტაცია გინდა
გქონდეს მომავალში? რისი გაკეთება უნდა დაიწყო დღეს, რომ სა-
სურველი რეპუტაცია შეიქმნა?

შენი წარსული შენი მომავალი არ არის

ბევრი ადამიანი რთულ პირობებში გაიზარდა და უამრავი სირთუ-


ლე გამოიარა. ათასი გაჭირვება ნახა და ცხოვრება ისეთ ხალხს და-
უკავშირა, ვინც არასწორი გზა აირჩია. უკანონოდ და საზოგადოებ-
რივად მიუღებლად იქცეოდნენ. ზოგიერთი მათგანი დაიჭირეს და
დანაშაულისთვის ციხეშიც კი აღმოჩნდნენ, მაგრამ ცხოვრების გარ-
კვეულ ეტაპზე მათ შეცვლა გადაწყვიტეს. სერიოზულად დაფიქ-
რდნენ იმაზე, როგორ პიროვნებებად უნდოდათ, რომ ხალხს ისინი
გაეცნო, რა სურდათ, რომ მომავალში მათზე ეფიქრათ. მათ ცხოვრე-
ბის შეცვლა იმ ღირებულებების შეცვლით გადაწყვიტეს, რომელთა
მიხედვითაც ადრე ცხოვრობდნენ. მათ თავიანთი ცხოვრება სწორედ

57 მკითხველთა ლიგა
ამ გადაწყვეტილების მიღებითა და შესრულებით შეცვალეს. რისი
გაკეთებაც სხვებმა შეძლეს, შენც მოახერხებ.
დაიმახსოვრე: მნიშვნელობა არა აქვს, საიდან მოდიხარ, მთავა-
რია, საით მიდიხარ!
უკვე ყოველმხრივ გამორჩეული ადამიანი რომ იყო, სხვებს როგორ
მოექცეოდი? რა შთაბეჭდილებას დატოვებდი სხვებზე მათთან შეხ-
ვედრისა და გასაუბრების შემდეგ? წარმოიდგინე, რომ აბსოლუტუ-
რად იდეალური ადამიანი ხარ. რითი იქნებოდი დღევანდელი მესგან
განსხვავებული?

რამდენად მოგწონს საკუთარი თავი

ფსიქოლოგიაში შენი თვითშეფასება შენი ბედნიერების დონეს გა-


ნაპირობებს. თვითშეფასება შემდეგნაირად განიმარტება: „რამდენად
მოგწონს შენი თავი“. თავის მხრივ, შენი თვითშეფასება, შენი მხრი-
დან საკუთარი თავის აღქმით განისაზღვრება, ანუ როგორ ხედავ მას
და რას ფიქრობ მასზე სხვა ადამიანებთან ყოველდღიური ურთიერ-
თობისას. საკუთარი თავის აღქმა შენივე თავის იდეალიდან გამომ-
დინარე გიყალიბდება, რომელიც შენი ღირსებებისგან, ღირებულებე-
ბისგან, მიზნებისგან, იმედებისგან, ოცნებებისა და მისწრაფებების-
გან შედგება.
აი, რა აღმოაჩინეს ფსიქოლოგებმა: კონკრეტულ მომენტში, რაც
უფრო თავსებადია შენი ქცევა შენს იდეალურ ქცევასთან, მით მე-
ტად მოგწონს და პატივს სცემ საკუთარ თავს, შედეგად, უფრო ბედ-
ნიერი ხარ.
მეორე მხრივ, როდესაც იდეალურად არ იქცევი ან ისე, როგორც
საუკეთესო შემთხვევაში მოიქცეოდი, საკუთარ თავს ნეგატიური
კუთხით აღიქვამ. გრძნობ, რომ ბოლომდე არ ეცადე, ყველაფერი არ
გააკეთე, რაც შესაძლებელი იყო და რისი გაკეთებაც გსურდა. შედე-

58 მკითხველთა ლიგა
გად, შენი თვითშეფასება და შენი ბედნიერების დონე იკლებს.

გააკეთე ყველაფერი, რაც შესაძლებელია

იმ მომენტიდან, როდესაც უმაღლესი იდეალების შესაბამისად და-


იწყებ სიარულს, ლაპარაკსა და მოქცევას, საკუთარ თვალში იმიჯს
გაიუმჯობესებ, შენი თვითშეფასება გაიზრდება და უფრო ბედნიერი
გახდები, შენ გარშემო სამყაროსაც მეტად დადებითად აღიქვამ.
მაგალითად, როდესაც სხვა ადამიანი გაქებს, ან კომპლიმენტს გე-
უბნება, ან რაღაც მიღწევისთვის გაჯილდოებს, შენი თვითშეფასება
იზრდება, ზოგჯერ მკვეთრადაც. საკუთარი თავით ამაყობ და ბედ-
ნიერი ხარ. გრძნობ, რომ მთელი შენი ცხოვრება ჰარმონიულია და
უმაღლეს იდეალებთან თანხვედრაში ცხოვრობ. გრძნობ, რომ მნიშ-
ვნელოვანი და ღირებული ხარ.
შენი მიზანი ისეთი გარემოებების მიზანმიმართულად და სისტე-
მატურად შექმნა უნდა იყოს, რომლებიც ყველაფერში, რასაც აკე-
თებ, შენს თვითშეფასებას აამაღლებს. ისე უნდა იცხოვრო, თითქოს
უკვე ხარ ის შესანიშნავი ადამიანი, როგორიც გინდა, რომ მომავალ-
ში გახდე.

იცოდე, რისი გჯერა

რა ღირებულებები გაქვს სამსახურსა და კარიერასთან დაკავში-


რებით? გჯერა თუ არა პატიოსნების, თავდაუზოგავი შრომის, საიმე-
დოობის, შემოქმედებითობის, თანამშრომლობის, ინიციატივის, ამ-
ბიციისა და სხვა ადამიანებთან კარგი ურთიერთობის მნიშვნელო-
ბის? ადამიანები, რომლებიც სამსახურში ამ ღირებულებების მიხედ-
ვით მოქმედებენ, ბევრად წარმატებულნი და დაფასებულები არიან,
ვიდრე ისინი, რომლებიც ასე არ იქცევიან.

59 მკითხველთა ლიგა
რა ღირებულებები გაქვს ოჯახური ცხოვრების კუთხით? გჯერა
თუ არა უპირობო სიყვარულის, მუდმივად გამხნევებისა და მხარდა-
ჭერის, მოთმინების, პატიების, სულგრძელობის, სითბოსა და ყურად-
ღების მნიშვნელობის? ისინი, ვინც მათთვის მნიშვნელოვან ადამია-
ნებს ამ ღირებულებების მიხედვით ექცევიან, უფრო ბედნიერები
არიან, ვიდრე ისინი, ვინც ამას არ აკეთებს.
რა ღირებულებები გაქვს ფულსა და ფინანსურ წარმატებასთან
დაკავშირებით? გჯერა პატიოსნების, ინდუსტრიის, მომჭირნეობის,
განათლების, შესანიშნავად მუშაობის, ხარისხისა და სიჯიუტის
მნიშვნელობის? ადამიანები, რომლებიც ამ ღირებულებების მიხედ-
ვით ცხოვრობენ, ფინანსურად უფრო წარმატებულები არიან და ფი-
ნანსურ მიზნებსაც ბევრად სწრაფად აღწევენ, ვიდრე ისინი, ვინც ასე
არ ცხოვრობენ.
და ჯანმრთელობა? გჯერა საკუთარი თავის წვრთნის, კონტროლი-
სა და ნებისყოფის მნიშვნელობის, როდესაც საქმე დიეტას, ვარჯიშ-
სა და დასვენებას ეხება? დასახული გაქვს მაღალი სტანდარტები
ჯანმრთელობისა და ფიტნესის კუთხით და მუშაობ ყოველდღე იმის-
თვის, რომ ამ სტანდარტების მიხედვით იცხოვრო? ადამიანები, რომ-
ლებიც ამ ღირებულებების მიხედვით მოქმედებენ, უფრო დიდხანს
და ჯანმრთელად ცხოვრობენ, ვიდრე ისინი, რომლებიც ამას არ აკე-
თებენ.

მხოლოდ იმაზე იფიქრე, რა გინდა

დაიმახსოვრე, ისეთი გახდები, როგორზეც ყველაზე მეტხანს ფიქ-


რობ. წარმატებული, ბედნიერი ხალხი საკუთარ ღირებულებებსა და
იმაზე ფიქრობს, ამ ღირებულებების მიხედვით როგორ იცხოვროს.
ჯილდო ისაა, რომ თუ შენს ღირებულებებთან თანხვედრაში ცხოვ-
რობ, მით მეტად ხარ ბედნიერი, ჯანმრთელი, პოზიტიური და ენერ-

60 მკითხველთა ლიგა
გიული.

საკუთარ თავთან მართალი იყავი

შესაძლოა, პატიოსნება არსებული ღირებულებებიდან ყველაზე


მნიშვნელოვანი იყოს. ერთხელ ერთმა მილიარდერმა მითხრა: „პა-
ტიოსნება თავისთავად იმდენად ღირებული არ არის, რამდენადაც
ფაქტი, რომ ის ყველა სხვა ღირებულების გარანტია“.
ჩემი აზრით, ეს შესანიშნავი დაკვირვება იყო! როდესაც დააპირებ,
რომ საკუთარ ღირებულებებთან თანხვედრაში იცხოვრო, შენი პა-
ტიოსნება განსაზღვრავს, შეასრულებ თუ არა შენივე დანაპირებს.
რაც მეტად წვრთნი თავს საიმისოდ, რომ შეძლებისდაგვარად კარ-
გად იცხოვრო, მით უფრო იმატებს შენი პატიოსნების დონე. რაც
უფრო მაღალია შენი პატიოსნების დონე, მით მეტად ბედნიერი ხარ
და რასაც უნდა აკეთებდე, საკუთარი თავი ბევრად ძლიერი და გავ-
ლენიანი გგონია.
ჭეშმარიტად დიადი ადამიანები ყოველთვის უაღრესად პატიოსნე-
ბი არიან. ისინი მაშინაც კი, როცა მათ არავინ აკვირდება, ყოველ-
თვის საკუთარი უმაღლესი ღირებულებების მიხედვით ცხოვრობენ.
საშუალო დონის ადამიანები კი, ყოველთვის შედარებით მარტივ
გზას ირჩევდნენ და ხშირად ამას საკუთარ პატიოსნებას სწირავდნენ
მსხვერპლად, განსაკუთრებით მაშინ, როცა მათ არავინ აკვირდებო-
და.

იცხოვრე ისე, რომ საკუთარ თავთანაც მართალი იყო და -


სხვებთანაც

დღესვე გადაწყვიტე, რომ სიტყვის პატრონი (სიტყვის ქალი/კაცი?)


გახდები. დაიფიცე, რომ მხოლოდ სიმართლეს ილაპარაკებ და საკუ-

61 მკითხველთა ლიგა
თარ თავთანაც და სხვებთანაც მართალი იქნები. ცხოვრებაში საკუ-
თარი ღირებულებები ყველა თვალსაზრისით უნდა გაფილტრო. ჩა-
მოწერე. იმაზე იფიქრე, ამ ღირებულებების მიხედვით რომ ცხოვ-
რობდე, როგორ მოიქცეოდი და ამ გზიდან გადახვევაზე, ნებისმიერი
მიზეზის მიუხედავად, უარი თქვი.
როდესაც შენს ცხოვრებასა და ყველაფერზე, რაც შენს თავს ხდე-
ბა, სრულად აიღებ პასუხისმგებლობას, შენთვის იდეალური ცხოვ-
რების სრულყოფილ სურათს შექმნი და ღირებულებებს გაფილტრავ,
უკვე მზად იქნები, ცხოვრებაში ნებისმიერი მიმართულებით ნათე-
ლი, კონკრეტული მიზნები დაისახო. ჩათვალე, რომ ახლა სტარტზე
დგახარ და კიბეზე დასაშვებად ემზადები.

კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები

1. შენს ცხოვრებაში დღეს არსებული 3-5 ყველაზე მნიშვნელოვანი


ღირებულების სია ჩამოწერე. რისი გჯერა და რას ემხრობი, რეალუ-
რად რისთვის იბრძვი?
2. რა თვისებებითა და ღირებულებებით უფრო გიცნობს ხალხი
დღეს?
3. როგორ ფიქრობ, როგორია ადამიანებთან ურთიერთობის გან-
მსაზღვრელი შენთვის მნიშვნელოვანი ღირებულებები?
4. რას აფასებ, როდესაც საქმე ფულსა და ფინანსურ წარმატებას
ეხება? იყენებ თუ არა ამ ღირებულებებს პრაქტიკაში ყოველ დღი-
ურად?
5. აღწერე იდეალური ადამიანი შენეული გაგებით. როგორი იქნე-
ბოდი ან გინდა, რომ იყო იმ შემთხვევაში, თუ არაფერში იქნებოდი
შეზღუდული?
6. დაწერე საკუთარი ნეკროლოგი, რომელსაც შენს დაკრძალვაზე
შენს მეგობრებსა და ოჯახის წევრებს წაუკითხავენ. როგორ ადამია-

62 მკითხველთა ლიგა
ნად გინდა, მათ დაამახსოვრდე?
7. რას შეცვლიდი დღეს შენს ქცევაში ისეთს, რაც მომავალში შენს
ღირებულებებთან უფრო ჰარმონიულად თანაცხოვრებაში დაგეხმა-
რებოდა?

63 მკითხველთა ლიგა
4. გააანალიზე შენი რწმენა-წარმოდგენები
ადამიანსა და მის სურვილებს შორის ცხოვრებაში ხშირად მხო-
ლოდ ერთი რამ დგას: სურვილი და რწმენა, რომ ეს შესაძლებელია!
რიჩარდ მ. დევოსი
შესაძლოა, გონებრივი განვითარების კანონებიდან ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი თვითრწმენის, იგივე თავდაჯერებულობის კანონია, რო-
მელიც ამტკიცებს, რომ, ის, რისიც მყარად გწამს, რეალობად იქცევა.
უეინ დეიერი ამბობს, რომ „იმის კი არ გჯერა, რასაც ხედავ, არამედ
იმას ხედავ, რისიც უკვე გჯერა“. ცხოვრებას სინამდვილეში შენი
რწმენა-წარმოდგენების, ქცევების, ცრურწმენებისა და წინასწარ აკ-
ვიატებული შეხედულებების ჭრილიდან უყურებ. ის კი არ ხარ, რა-
საც ფიქრობ, არამედ ის, რასაც ფიქრობ (You are not what you
think you are, but what you think, you are.)1
ძველი აღთქმის 23:7 იგავი ამბობს, ადამიანი ისაა, რასაც გულის
სიღრმეში ფიქრობსო. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი გარეგანი ქცევა ყო-
ველთვის შენს თავზევე შექმნილ შინაგან, ფარულ რწმენა-წარმოდ-
გენებსა და შეხედულებებს ეყრდნობა.
მათეს სახარებაში (9:29) იესო იტყვის „თქვენი რწმენისამებრ მო-
გეგოთ თქვენ!“. ეს კიდევ ერთი მეთოდია იმის სათქმელად, რომ შენი
უძლიერესი რწმენა-წარმოდგენები შენს რეალობად იქცევა. ისინი
განსაზღვრავენ, თუ რა მოხდება შენს თავს.
1905 წელს ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორმა უილიამ ჯე-
იმსმა თქვა, რწმენა რეალურ ფაქტს ქმნისო და დაამატა: „ჩემი თა-
ობის უდიდესი რევოლუციური აღმოჩენა ის იყო, რომ ადამიანებს
საკუთარი შინაგანი ცნობიერი ქცევების შეცვლით ცხოვრების გა-

1 შენ ის არ ხარ, რასაც ფიქრობ საკუთარ თავზე, არამედ, რასაც


ფიქრობ, ის ხარ. (თარგ. გიგი თევზაძე) https://bit.ly/3witk8Q

64 მკითხველთა ლიგა
რეგნული ასპექტების შეცვლა შეუძლიათ“.

შეიცვალე აზროვნება, შეცვალე ცხოვრება

ნებისმიერი წინსვლა შენსა და შენს შესაძლებლობებზე შენივე


რწმენა-წარმოდგენების შეცვლით იწყება. პერსონალური ზრდა შენ-
ში საკუთარ შესაძლებლობებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდ-
გენების ცვლილებიდან იწყება. შემოსავლის გაორმაგება გსურს? რა
თქმა უნდა, გინდა! ერთ რამეს გკითხავ: გჯერა, რომ ეს შესაძლებე-
ლია? შემოსავლის გასამმაგება გსურს? ამის შესაძლებლობისაც გჯე-
რა?
რაოდენ სკეპტიკურადაც უნდა იყო განწყობილი და როგორი ეჭვი-
თაც უნდა უყურებდე ამ ყველაფერს, მინდა, გკითხო: მას შემდეგ,
რაც პირველი სამსახური დაიწყე, შემოსავალი არ გააორმაგე ან გა-
ასამმაგე? იმაზე ბევრად მეტს არ გამოიმუშავებ, ვიდრე კარიერის
დასაწყისში? არ დაუმტკიცე თავს, რომ შემოსავლის გაორმაგება და
გასამმაგება შესაძლებელია? რაც ადრე გააკეთე, სავარაუდოდ, შე-
გიძლია კიდევ და კიდევ გაიმეორო, თუ უბრალოდ, ისწავლი, როგორ
უნდა გააკეთო ეს. ნაპოლეონ ჰილმა თქვა: „რისი ჩაფიქრებაც და და-
ჯერებაც შეუძლია ადამიანს, მიაღწევს კიდეც მას“.

შენი წარმატების გენერალური პროგრამა

მეოცე საუკუნეში ადამიანური შესაძლებლობების სფეროში შე-


საძლოა ყველაზე მნიშვნელოვანი გარღვევა საკუთარი პიროვნების
კონცეფციის აღმოჩენა იყო. ყველაფერი, რასაც აკეთებ ან ცხოვრება-
ში რასაც მიაღწევ, შენივე კონცეფციიდან გამომდინარე კონტროლ-
დება და განისაზღვრება. რასაც უნდა აკეთებდე, შენი პიროვნების
კონცეფცია შენი შრომის ინტენსიურობისა და ეფექტურობის დონეს

65 მკითხველთა ლიგა
ნებისმიერ შემთხვევაში წინ უძღვის და შესაბამისად განსაზღვრავს.
შენი პიროვნების კონცეფცია შენი გონებრივი კომპიუტერის გენერა-
ლური პროგრამაა. იგი ძირითადი ოპერაციული სისტემაა და ყველა-
ფერი, რასაც მიაღწევ, სწორედ შენი პიროვნების კონცეფციის დამსა-
ხურებაა.

ნაგავი შედის და ნაგავი გამოდის

პიროვნების კონცეფციის შესახებ საინტერესო აღმოჩენას გაგაც-


ნობ. შესაძლოა, პიროვნების კონცეფცია შენი და შენი სამყაროს შე-
სახებ მცდარი წარმოდგენებითაც იყოს ჩამოყალიბებული, თუ გჯე-
რა, რომ ეს ყოველივე ფაქტი და ჭეშმარიტებაა, შესაბამისად იფიქ-
რებ, იგრძნობ და იმოქმედებ.
როგორც უმეტესად ხდება ხოლმე, საკუთარ თავზე რწმენა-წარ-
მოდგენები სუბიექტურია და ხშირად, საერთოდაც არ ეფუძნება
ფაქტებს. ის იმ ინფორმაციის შედეგია, რაც სიცოცხლის განმავლო-
ბაში მიიღე და ასევე იმის, თუ როგორ გადაამუშავე ეს ინფორმაცია.
შენი რწმენა-წარმოდგენები ბავშვობის ადრეულმა წლებმა, შენმა
მეგობრებმა და ნაცნობებმა, წაკითხულმა ლიტერატურამ და განათ-
ლების სისტემამ, შენმა დადებითმა და უარყოფითმა გამოცდილებამ
და ათასობით სხვა ფაქტორმა ჩამოგიყალიბა.
რწმენა-წარმოდგენებს შორის ყველაზე უარესი ისაა, რომელიც
პიროვნებას ზღუდავს. თუ დაიჯერებ, რომ რაღაც გზღუდავს, თუნ-
დაც ის „რაღაც“ სინამდვილეში არც არსებობს, შენთვის ის რეალო-
ბად იქცევა. თუ მის არსებობას დაიჯერებ, ისე მოიქცევი, თითქოს იმ
კონკრეტულ სფეროში მართლაც არ გაგაჩნია ნიჭი ან შესაბამისი
უნარ-ჩვევები.
პიროვნების შეზღუდვისკენ მიმართულ რწმენა-წარმოდგენებსა
და საკუთარი თავისთვის დაწესებულ შეზღუდვებთან გამკლავება

66 მკითხველთა ლიგა
ხშირად შენსა და შესაძლებლობების სრულად გამოყენებას შორის
მდგარი უდიდესი დაბრკოლებაა.

ნუ მოუსმენ ექსპერტებს

ალბერტ აინშტაინი გონებაშეზღუდულობის გამო სკოლიდან გა-


რიცხეს, მის მშობლებს კი უთხრეს, რომ ის განათლების მიღებას ვერ
შეძლებდა. მშობლები ამ დასკვნას არ დაეთანხმნენ და მაინც მო-
ახერხეს შვილისთვის შესანიშნავი განათლების მიცემა.
დოქტორ ალბერტ შვეიცერს ყმაწვილობაში ზუსტად იგივე პრობ-
ლემა ჰქონდა სკოლაში. მის მშობლებს ურჩევდნენ, ბავშვი შეგირ-
დად მიებარებინათ მეწაღისთვის, რათა მომავალში უსაფრთხო, გა-
რანტირებული სამსახური ჰქონოდა. ორივემ, აინშტაინმაც და შვე-
იცერმაც, ოცი წლის ასაკამდე მოიპოვა დოქტორის ხარისხი და ის-
ტორიაში საკუთარი კვალიც დატოვა.
ჟურნალმა Fortune-მ გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც 500-მდე
კორპორაციის მოქმედ პრეზიდენტთა და უფროს აღმასრულებელ
დირექტორთა შესახებ დაწერა, რომელთაც სკოლაში განსაკუთრე-
ბულად გონებამახვილ ან ნიჭიერ ბავშვებად არ იცნობდნენ, მაგრამ
თავდაუზოგავი შრომის წყალობით შესაბამის დარგებში არნახულ
წარმატებას მიაღწიეს.
შვიდი წლის ტომას ედისონი სკოლიდან გარიცხეს, მშობლებს კი
უთხრეს, რომ შვილის განათლებაზე ფულის დახარჯვა, ამ უკანას-
კნელის წყალში გადაყრა იქნებოდა, რადგან ტომასი არც განსაკუთ-
რებულად ჭკვიანი იყო და, საერთოდ, მისთვის რაიმეს შესწავლა შე-
უძლებელი იქნებოდა. მაგრამ ედისონი თანამედროვე ეპოქის ერთ-
ერთი უდიდესი გამომგონებელი გახდა. მსგავსი შემთხვევა და მაგა-
ლითი ათასობით არსებობს.
პიროვნების შემზღუდავი რწმენა-წარმოდგენები ზოგჯერ მხო-

67 მკითხველთა ლიგა
ლოდ ერთი კონკრეტული შემთხვევიდან ან უბრალო შენიშვნიდან
მოდის და მერე წლობით შეუძლია დააბრკოლოს ადამიანის წინ-
სვლა. ადამიანთა უმრავლესობის ცხოვრებაში არსებობს გამოცდი-
ლება, როდესაც ისეთ სფეროში მოსინჯეს ძალები რომელშიც ეგო-
ნათ, რომ სავსებით უნიჭოები იყვნენ და შესაბამისად, საკუთარი თა-
ვით გაოცებულან. შესაძლოა, მსგავსი შენც გამოგიცდია და მიმ-
ხვდარხარ, რომ, რომელიმე მიმართულებით საკუთარ თავთან და-
კავშირებული შემზღუდავი იდეები სულაც არ ყოფილა ფაქტზე და-
ფუძნებული.

ბევრად უკეთესი ხარ, ვიდრე გგონია

მწერალი ლუიზა ჰეი ამბობს, რომ ცხოვრებაში პრობლემების უმე-


ტესობის საფუძველი ჩატეულია ერთ განცდაში: „საკმარისად კარგი
არ ვარ“. დოქტორმა ალფრედ ადლერმა თქვა, რომ არასრულფასოვ-
ნების შეგრძნება, რომელიც ბავშვობიდან იწყება და ხშირად ზრდას-
რულ ასაკშიც გადმოდის, დასავლელი მკვიდრი მამაკაცების ბუნებ-
რივი მემკვიდრეობაა.
ნეგატიური რწმენა-წარმოდგენების გამო, რომელთა უმეტესობაც
მცდარია, ბევრი ადამიანი სულ ტყუილად თვლის, რომ ინტელექტს,
ნიჭს, შესაძლებლობებს, შემოქმედებითობას ან რაიმე უნარებს მოკ-
ლებულია. თითქმის ყველა შემთხვევაში ეს ასე არ არის.
ფაქტია, რომ იმაზე ბევრად მეტი შესაძლებლობა გაქვს, ვიდრე
მთელი შენი სიცოცხლის განმავლობაში შეძლებ გამოყენებას. უბრა-
ლოდ, ადამიანები სხვადასხვა დროს სხვადასხვა სფეროში არიან
უკეთესები ან უფრო ჭკვიანები.

68 მკითხველთა ლიგა
იქნებ გენიოსი ხარ?

მრავლობითი (რთული) ინტელექტის კონცეფციის შემქმნელის,


ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორის, ჰოვარდ გარნერის თქმით,
სულ მცირე, 10 სახის ინტელექტს ფლობ, რომელთაგან ნებისმიერ
ერთში შესაძლოა გენიოსი იყო.
სამწუხაროდ, სკოლა და უმაღლესი სასწავლებელი ორი სახის ინ-
ტელექტს ზომავს და მხოლოდ მათთან დაკავშირებულ ანგარიშებს
წარმოადგენს: ვერბალურსა და მათემატიკურს. მაგრამ შესაძლოა
ვიზუალურ-სივრცული ინტელექტის მიმართულებით მოიაზრები გე-
ნიოსად (ხელოვნება/დიზაინი), იქნებ სამეწარმეო სფეროა (ბიზნეს-
წამოწყებები) შენი? შეიძლება ფიზიკური ან კინეტიკური ინტელექ-
ტის (სპორტის განხრით, მუსიკალური ინტელექტის თვალსაზრისით
(მუსიკალურ ინსტრუმენტებზე დაკვრა, მუსიკის შექმნა), ინტერპერ-
სონალური ინტელექტის (სხვებთან კარგი ურთიერთობის დამყარე-
ბა), ინტრაპერსონალური ინტელექტის (შენი თავის კარგად გაგება),
ინტუიციური ინტელექტის (გრძნობ, როგორ მოიქცე სწორად, ან რო-
გორ უნდა თქვა რაღაც კორექტული), ხელოვნური/არტისტული ინ-
ტელექტის (ხელოვნების ნიმუშების შექმნა) ან აბსტრაქციული ინ-
ტელექტის (ფიზიკა, მეცნიერება) კუთხით ხარ გამორჩეული?
ერთ-ერთი სკოლის შიდა ბანერზე ვკითხულობთ: „ღმერთი ნაგავს
არ ქმნის“. თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, გარკვეულ სრულყოფილე-
ბას რომელიმე სფეროში მაინც მიაღწიოს. სწორედაც რომ, ეს ყველა-
ფერი შენშია ჩადებული, შენშია ის უნარი, რომლითაც შეგიძლია,
სულ მცირე, ერთ ან შესაძლოა, რამდენიმე სფეროში გენიოსის ან,
უბრალოდ, განსაკუთრებული ადამიანის დონემდე მიაღწიო.
საკუთარი თავისადმი პასუხისმგებლობაა, რომ შემბოჭველი რწმე-
ნა-წარმოდგენები მოიცილო და აღიარო ფაქტი: არაჩვეულებრივად

69 მკითხველთა ლიგა
ნიჭიერი და უსაზღვრო შესაძლებლობების მქონე ადამიანი ხარ; რომ
დიდებისა და წარმატებისთვის ხარ შექმნილი; ის უნარები და შესაძ-
ლებლობები გაქვს, რომლებიც აქამდე ხელუხლებელი იყო. ახლა შე-
გიძლია ნებისმიერ მიზანს მიაღწიო, რომელსაც დაისახავ, ოღონდ იმ
შემთხვევაში, თუ მზად ხარ, ამისთვის დიდხანს და თავდაუზოგავად
იშრომო.

შენი რწმენა-წარმოდგენები თანდაყოლილი კი არა, შეძე-


ნილია.

რწმენა-წარმოდგენებთან დაკავშირებული კარგი ამბავი ისაა, რომ


ნებისმიერი მათგანი ისწავლება. შესაბამისად, მათი როგორც სწავ-
ლა, ასევე დავიწყებაც შეიძლება, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ისინი
გამოუსადეგარია. როდესაც ამ სამყაროს მოევლინე, რწმენა-წარ-
მოდგენები საერთოდ არ გქონდა, არც საკუთარ თავთან, არც რელი-
გიასა თუ პოლიტიკასთან, არც სხვა ადამიანებთან თუ, საზოგადოდ,
სამყაროსთან დაკავშირებით. დღეს ბევრი რამ „იცი“, მაგრამ, რო-
გორც კომედიანტმა ჯოშ ბილინგსმა ერთხელ დაწერა, ადამიანს ის
კი არ ვნებს, რაც იცის, არამედ ის, რაც მან იცის, და რაც სიმართლე
არაა.
ბევრი რამ, რაც საკუთარ თავზე იცი, უბრალოდ, სიმართლეს არ
შეესაბამება. და ეს ბევრი რამ, როგორც წესი, ის რწმენა-წარმოდგე-
ნებია, რომლებიც გზღუდავს. შენი შესაძლებლობების გახსნის საწ-
ყისი წერტილი ამ რწმენა-წარმოდგენების განსაზღვრაა, რომლის
შემდეგაც საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: „რა იქნებოდა, ისინი სიმარ-
თლეს რომ არ შეესაბამებოდეს?“
რა იქნებოდა, რომ იმ სფეროში, რომელშიც ფიქრობდი, რომ ვერ
ივარგებდი, უცებ განსაკუთრებული შესაძლებლობები აღმოგაჩნდეს?
როგორიცაა მაგალითად, გაყიდვები, მეწარმეობა, საჯარო გამოს-

70 მკითხველთა ლიგა
ვლები ან ფულის გამომუშავება?

საკუთარ თავს სხვანაირად შეხედე

ეს პრინციპები მთელი მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამია-


ნისთვის მისწავლებია. უჯრები სავსე მაქვს იმ ადამიანების წერილე-
ბით, ვისაც შემბოჭველი რწმენა-წარმოდგენების შესახებ გაგონილიც
არ ჰქონდა. მაგრამ როდესაც გაეცნენ, საკუთარი თავისადმი დამო-
კიდებულება რადიკალურად შეცვალეს. თავი ბევრად კომპეტენტურ
და ნიჭიერ ადამიანებად აღიქვეს, ვიდრე მანამდე წარმოედგინათ.
და სულ მცირე დროში, მათ ცხოვრების გარდაქმნა და საკუთარი
შედეგების შეცვლა დაიწყეს. მათი შემოსავლები გაორმაგდა, გასამ-
მაგდა და გაოთხმაგდა. ბევრი მილიონერი და მულტიმილიონერი
გახდა. ზოგიერთი კომპანიების ქვედა ფენიდან მის სათავეში მოექცა;
ცუდი შედეგები გააუმჯობესეს და საუკეთესო რეზულტატს მიაღწი-
ეს. ზოგიერთი ბიზნესში ყველაზე მაღალშემოსავლიან ადამიანადაც
იქცა.
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავსა და შესაძლებლობებზე წარმოდ-
გენა შეიცვალეს, ახალი უნარ-ჩვევები შეიძინეს და ახალი გამოწვე-
ვების წინაშე დადგნენ. თავს ბევრად დიდი მიზნები დაუსახეს და
მათ მიღწევაში სული და გული ჩადეს. საკუთარი რწმენა-წარმოდგე-
ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებითა და იმის ბრმად მიღებაზე
უარის თქმით, რომ რაღაცაში შეზღუდულები იყვნენ, მათ საკუთარ
ცხოვრებასა და კარიერაზე ბოლომდე აიღეს პასუხისმგებლობა და
ახალი რეალობა შეიქმნეს. ის, რაც სხვებმა გააკეთეს, შენც შეგიძლია
გაიმეორო!

71 მკითხველთა ლიგა
აირჩიე სასურველი რწმენა-წარმოდგენები

წარმოიდგინე, რომ „რწმენა-წარმოდგენების“ მაღაზია არსებობს,


ზუსტად ისეთი, როგორიც, მაგალითად კომპიუტერული პროგრამე-
ბის მაღაზიაა, სადაც შენი ქვეცნობიერის დასაპროგრამებლად რწმე-
ნა-წარმოდგენის ყიდვა შეგიძლია. თუ ნებისმიერი რწმენა-წარმოდ-
გენის არჩევის შესაძლებლობა გექნება, რომელი იქნება შენთვის ყვე-
ლაზე გამოსადეგი?
ჩემი რჩევა იქნება, — „ცხოვრებაში უდიდეს წარმატებას მივაღ-
წევ“ — აირჩიო.
თუკი უეჭველად გჯერა, რომ დიდი წარმატებისთვის ხარ დაბადე-
ბული, სათანადოდ ივლი, შესაბამისად ილაპარაკებ და ისე მოიქცე-
ვი, თითქოს ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებაში ხდება, იმ დიდი გეგ-
მის ნაწილია, რომელიც მიზნის მიღწევაში უნდა დაგეხმაროს.

ეძებე კარგი

წარმატებული ადამიანები ნებისმიერ სიტუაციაში დადებითს ეძე-


ბენ. მათ იციან, რომ ის ყოველთვის არსებობს. იმის მიუხედავად,
რამდენი ცვლილება, დაბრკოლება და წინააღმდეგობა გამოს ცადეს,
მუდამ ცდილობენ იმ ყველაფრისგან, რაც გადახდებათ, რაღაც კარგი
დარჩეთ. მათ სჯერათ, რომ ნებისმიერი უკუსვლა იმ დიდი გეგმის შე-
მადგენელი ნაწილია, რომელსაც მტკიცედ მიჰყავს იმ დიდი და გარ-
დაუვალი წარმატებისკენ, რომელიც მათთვისაა განკუთვნილი.
თუ შენი რწმენა-წარმოდგენები საკმარისად დადებითია, ნებისმი-
ერ უკანდახევაში ან სირთულეში დადებითის ძებნას დაიწყებ, დარ-
წმუნებული იქნები იმაში, რომ შენი ბრწყინვალე წარმატების მიღ-
წევისა და შენარჩუნების გზაზე კიდევ ბევრი რამ უნდა ის წავლო.
სწორედ ამიტომ ყველა პრობლემას ისე შეხედავ, როგორც სასწავლო

72 მკითხველთა ლიგა
გამოცდილებას. ნაპოლეონ ჰილმა დაწერა, ყოველ სირთულესა თუ
დაბრკოლებაში მასზე მეტი ან მისივე ტოლი უპირატესობის ან სარ-
გებლის მარცვალი დევსო.
მსგავსი დამოკიდებულებით შენი მიზნებისკენ სვლისას, რაც უნდა
გადაგხდეს, იქნება ეს დადებითი თუ უარყოფითი, მაინც მოიგებ.

თავის მოტყუება

ფსიქოლოგიასა და მეტაფიზიკაში შექცევადობის კანონი ამ ბობს:


„ის უფრო შესაძლებელია, საკუთარი თავი მოატყუო, რომ რამის კე-
თება გინდა, ვიდრე თავს იმის გაკეთება აიძულო, რაც არ გინდა“.
ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა დასაწყისში ის სასურველი დიდი წარ-
მატება, რომლის მიღწევაც გინდოდა, ვერ მიიღო. თავდაჯერებულო-
ბა, რომელიც მიღწეულ წარმატებებს მოჰყვება, არ გექნება. ხშირად
შეგეპარება ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში და მარცხის განცდის
შეგეშინდება. იგრძნობ, რომ საკმარისად კარგი არ ხარ, ყოველ შემ-
თხვევაში, ჯერ არ ხარ.
მაგრამ თუ ისე მოიქცევი, რომ თითქოს უკვე ის ხარ, ვინც გინდა,
რომ იყო, იმ თვისებებითა და იმ ნიჭით დაჯილდოებული, რომელიც
გინდა, რომ გქონდეს, შენი მოქმედებები შესაბამის გრძნობებს გამო-
იწვევს. შექცევადობის კანონის მიხედვით თავს მოიტყუებ და ისე იგ-
რძნობ, როგორც გინდა, რომ გრძნობდე.
თუ გინდა, რომ შენს საქმეში ერთ-ერთი საუკეთესო იყო, ისე ჩა-
იცვი, როგორც ამ საქმეში მომუშავე წარმატებული ადამიანები იც-
ვამენ. მათნაირი ვარცხნილობა გაიკეთე, მათი მსგავსი ჩვევები გა-
მოიმუშავე. ამ სფეროში ყველაზე წარმატებული ხალხი ამოირჩიე
და მათ მიჰბაძე. თუ შესაძლებელია, პირდაპირ მათთან მიდი და
რჩევა ჰკითხე, ამ ინდუსტრიაში უფრო სწრაფად როგორ უნდა წა-
იწიო წინ. რაც უნდა გირჩიონ, მაშინვე გაითავისე. იმოქმედე.

73 მკითხველთა ლიგა
როდესაც საუკეთესო სპეციალისტების მსგავსად დაიწყებ სია-
რულს, ლაპარაკს, ჩაცმასა და მოქმედებას, მალე თავსაც ასეთად იგ-
რძნობ. იმ შედეგებს მიაღწევ, რასაც ისინი აღწევენ და უმოკლეს
დროში შენც მათნაირ ადამიანად იქცევი. შესაძლოა ფრაზა – „თავი
მანამდე მოაჩვენე (მოიკატუნე), სანამ ტყუილი რეალობად არ იქცე-
ვა“ – მოძველდა, მაგრამ მასში დიდი სიმართლე დევს.

გაყიდვების მენეჯერის საიდუმლო

ჩემი ერთი მეგობარი გაყიდვების უაღრესად წარმატებული მენე-


ჯერია. მას შემდეგ, რაც გაყიდვების რამდენიმე აგენტს დიდი სიფ-
რთხილით დაგეგმილი გასაუბრებების შემდეგ შეარჩევდა, ისინი კა-
დილაკის სადილეროებში მიჰყავდა და დაჟინებით მოითხოვდა, რომ
თავიანთი ძველი მანქანა ახალ კადილაკში გაეცვალათ. გაყიდვების
აგენტი, როგორც წესი, ამ იდეას ეწინააღმდეგებოდა. მას მანქანის
ფასი და ყოველთვიური (უშველებელი) გადასახადი აშინებდა, მაგ-
რამ გაყიდვების მენეჯერი დაჟინებით მოითხოვდა, რომ დასაქმების
სანაცვლოდ მათ ეს მანქანა უნდა ეყიდათ.
როგორ ფიქრობთ, რა ხდებოდა შემდეგ? პირველ რიგში, გაყიდვე-
ბის აგენტს მანქანა შინ მიჰყავდა. როდესაც მეუღლე დაინახავდა,
რომ მისმა ქმარმა ახალი კადილაკი იყიდა, თითქმის გულის შეტევა
დაემართებოდა, მაგრამ, როდესაც დამშვიდდებოდა, მეუღლე მას სა-
მეზობლოში ახალი მანქანით გაასეირნებდა. გზად მეზობლებს ხელს
დაუქნევდა და ისინიც დაინახავდნენ, რომ ეს კაცი ახალი კადილაკის
საჭესთან იჯდა. იგი ახალ კადილაკს სახლის წინ გააჩერებდა. ხალხი
მოვიდოდა და მანქანის ყურებით დატკბებოდა, ნელ-ნელა კი ამ
ადამიანის საკუთარი თავისადმი დამოკიდებულება შეიცვლებოდა
და შესაბამისად, შეიცვლებოდა ფულის გამომუშავების მისი უნა-
რიც.

74 მკითხველთა ლიგა
რამდენიმე დღეში ის თავის იმ ადამიანად აღქმას დაიწყება და,
ვინც ახალი კადილაკის საჭესთან ზის. ის თავს საკუთარ სფეროში
დიდი ფულის გამომუშავების უნარის მქონე ადამიანად წარმოიდ-
გენდა. და ასე, დროთა განმავლობაში, ამ ორგანიზაციის გაყიდვების
აგენტები გაყიდვების სუპერვარსკვლავებად იქცნენ. მათმა მუშაო-
ბის დონემ უცაბედად აიწია და იმაზე მეტს გამოიმუშავებდნენ, ვიდ-
რე ოდესმე. მალე ახალი კადილაკის საფასურის გადასახადი აღარ
ადარდებდათ, რადგან ბევრად მეტს გამოიმუშავებდნენ.

შექმენი გონებრივი ეკვივალენტი

ერთხელ ემეტ ფოქსმა თქვა: „შენი ძირითადი საქმე შენში იმის


გონებრივი ეკვივალენტის შექმნაა, ცხოვრებაში რისი მიღწევაც და
რითი სიამოვნებაც გინდა“.
შენი ყურადღება იმ რწმენა-წარმოდგენების შექმნას უნდა დაეთ-
მოს, რომლებიც იმ დიდ წარმატებასთანაა მუდმივ თანხვედრაში,
რისი მიღწევაც გსურს. ამის გაკეთება შემბოჭველი რწმენა-წარმოდ-
გენების გამოწვევით, მათი უარყოფითა და შემდეგ ისეთი განწყობით
შეიძლება, თითქოსდა მათ არც არასოდეს უარსებიათ.
შენი საქმიანობის სფეროში ცოდნისა და უნარ-ჩვევების გაზრდით
ახალი, ცხოვრების გამაუმჯობესებელი რწმენა-წარმოდგენების გან-
მტკიცებაზე იზრუნე, სანამ თავს ნებისმიერი მოთხოვნის ან გამოწ-
ვევის თანასწორად არ იგრძნობ. ყველა სფეროში უფრო დიდი და
ამაღელვებელი მიზნების დასახვით ახალი, დადებითი რწმენა-წარ-
მოდგენების განვითარებას აჩქარებ. და საბოლოოდ, მუდმივად ისე
იქცევი, თითქოს ყოველთვის ის ადამიანი იყავი, ვინც გსურდა ყოფი-
ლიყავი.
შენი მიზანია, ყველაფერზე, რასაც ამბობ და აკეთებ, გონებრივი
ეკვივალენტის შექმნით, გონების ქვეცნობიერი გადააპროგრამო და

75 მკითხველთა ლიგა
წარმატებისკენ მომართო.

მოიქეცი ახალი იმიჯის შესაბამისად

ისე მოიქეცი, თითქოს უკვე მართლა გაქვს სასურველი ცოდნა და


შესაძლებლობები. ნებისმიერთან დამოკიდებულებაში ისე იქცევი,
როგორც პოზიტიური, ოპტიმისტი და მხიარული ადამიანი. ისე,
თითქოს წარმატება უკვე განაღდებული გაქვს. ისე, თითქოს წარმა-
ტების საიდუმლო გარანტიას ფლობ და ეს შენ გარდა არავინ იცის.
აცნობიერებ, რომ ვითარდები, ყალიბდები და შენი ხასიათისა და
პიროვნების ევოლუციას ყოველივე იმით, რასაც ყოველდღე ამბობ
და აკეთებ, აკონტროლებ.
იქიდან გამომდინარე, რომ, რაზეც ფიქრობ, იმად იქცევი, მხოლოდ
ის უნდა ილაპარაკო და აკეთო, რაც შენთვის სასურველ, სრულყო-
ფილ ადამიანს შეეფერება — ადამიანს, როგორიც ყველაზე მეტად
გსურს, რომ იყო. მხოლოდ იმ თვისებებსა და ქცევებზე უნდა ილაპა-
რაკო, რომლებსაც იმ პიროვნებამდე მიჰყავხარ, ვინც გსურს, რომ
იყო და იმ მიზნებამდე, რომელთა მიღწევაც გინდა.

მიიღე გადაწყვეტილება

დღესვე გადაწყვიტე, გამოიწვიო და უარყო ნებისმიერი შემბოჭვე-


ლი რწმენა-წარმოდგენა, რომელიც შესაძლოა გაფერხებდა. საკუ-
თარ თავში ჩაიხედე და ცხოვრების ის ასპექტები, რომლებიც შენს
ნიჭსა და შესაძლებლობებთან დაკავშირებით ეჭვებით გავსებდა,
კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენე. შესაძლოა, შენი ოჯახის წევრებს ან
მეგობრებს ჰკითხო, თუ ფიქრობენ, რა ნეგატიური რწმენა-წარმოდ-
გენები შეიძლება გქონდეს. ხშირად ისინი შენში ისეთ შემზღუდავ
რწმენა-წარმოდგენას ამჩნევენ, რომლის არსებობის შესახებ არც კი

76 მკითხველთა ლიგა
იცოდი. ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც კი ამ ნეგატიურ რწმენა-
წარმოდგენებს აღმოაჩენ, საკუთარ თავს ჰკითხე: რა იქნებოდა, სი-
ნამდვილეში ყველაფერი საპირისპიროდ რომ იყოს?
რა იქნებოდა, ყველა იმ სფეროში, სადაც საკუთარ თავში ეჭვი გე-
პარება, შეგეძლოს არაჩვეულებრივად წარმატებული გახდე? რა იქ-
ნებოდა, რომელიმე სფეროში გენიალური შესაძლებლობებით დაბა-
დებულიყავი? მაგალითად, რა იქნებოდა, შენში იმდენი ფულის გა-
მომუშავებისა და შენახვის შესაძლებლობა იმალებოდეს, რამდენიც
გინდა? რა იქნებოდა, ფულის შოვნისა თუ ყველა წამოწყების წარმა-
ტების საქმეში „ოქროს ხელი“ რომ გქონდეს?
და მართლაც, ამ ყველაფრის რომ გჯეროდეს, რას გააკეთებდი
განსხვავებით იმისგან, რასაც დღეს აკეთებ?

შენი სიტყვები და მოქმედებები ერთმანეთს უნდა შეესაბა-


მებოდეს

რწმენა-წარმოდგენები მუდმივად გამოიხატება სიტყვებსა და


მოქმედებებში. დარწმუნდი, რომ დღეიდან, რასაც იტყვი და გააკე-
თებ, იმ რწმენა-წარმოდგენებთანაა თანხვედრაში, რომლებიც
გსურს, რომ გქონდეს. დროთა განმავლობაში შენი შემბოჭველი შეზ-
ღუდვებისგან ნელ-ნელა გათავისუფლდები და მათ წინსვლაში დამ-
ხმარე რწმენა-წარმოდგენებით ჩაანაცვლებ. დროთა განმავლობაში
საკუთარ თავს მთლიანად გადააპროგრამებ წარმატებისკენ. როდე-
საც ეს მოხდება, შენი გარეგანი ტრანსფორმაცია შენ გარშემო ყვე-
ლას გააოცებს.

გააანალიზე რწმენა-წარმოდგენები

1. ისე მოიქეცი, თითქოს შენს სფეროში ერთ-ერთი ყველაზე კომ-

77 მკითხველთა ლიგა
პეტენტური და უაღრესად პატივსაცემი ადამიანი ხარ. იფიქრებდი
და იმოქმედებდი თუ არა დღევანდლისგან განსხვავებულად? რო-
გორ?
2. წარმოიდგინე, რომ ე.წ. ოქროს ხელი გაქვს. ნებისმიერი წამოწ-
ყება, რასაც ხელს მოჰკიდებ, ნებისმიერ შემთხვევაში, შენთვის წარ-
მატებით დასრულდება და ბევრ ფულს იშოვი. კომპეტენტური ფი-
ნანსური მენეჯერი რომ ყოფილიყავი, როგორ განკარგავდი შენს ფი-
ნანსებს?
3. განსაზღვრე შენი შემბოჭველი რწმენა-წარმოდგენები, რომლე-
ბიც შესაძლოა უკან დახევას გაიძულებს. როგორ მოიქცეოდი, ისინი
რომ არ არსებობდნენ?
4. აირჩიე რწმენა-წარმოდგენა, რომელიც ყველაზე მეტად გინდა,
რომ გქონდეს. ისე მოიქეცი, ვითომ შენში მისი არსებობის უკვე გჯე-
რა.
5. შეხედე ყველაზე რთულ სიტუაციას, რასთან გამკლავებაც დღეს
გიწევს. რა ღირებულ გაკვეთილებს გაძლევს ის, რაც შეიძლება მომა-
ვალში გამოგადგეს?
6. თუ დაიჯერებდი, რომ ცხოვრებაში დიდი წარმატება გელოდე-
ბა, რას გააკეთებდი განსხვავებულად?
7. ვინ არიან ისინი, ვისზეც შენი ნათქვამი, რომ კარგები არიან და
მომავალში წარმატებულები იქნებიან, გავლენას მოახდენს?

78 მკითხველთა ლიგა
5. შექმენი საკუთარი მომავალი
შენი მაკონტროლებელი წადილივით მცირე ან/და შენში გაბატო-
ნებულ მისწრაფებასავით დიადი გახდები.
ჯეიმს ალენი
წლების განმავლობაში ხელმძღვანელებზე ჩატარებულმა სამას
ოცდაათზე მეტმა კვლევამ გამოავლინა, რომ არსებობს ერთი გამორ-
ჩეული ნიშან-თვისება, რომელიც ყველა დიდ წინამძღოლს ახასია-
თებდა და ახასიათებს. ეს გახლავთ ხედვის უნარი, რომელიც მხო-
ლოდ ლიდერებს აქვთ.
წინა თავებში დავწერე, ადამიანთა მოდგმის ისტორიაში შესაძ-
ლოა ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა სწორედ ეს იყოს: დროის
უმეტეს ნაწილს რაზეც ფიქრობ, იმად იქცევი კიდეც. მაშ, რაზე
ფიქრს უთმობენ ლიდერები დროის უმეტეს ნაწილს? პასუხი ასეთია:
ისინი მომავალზე ფიქრობენ, იმაზე, თუ საით მიდიან და იქ მოსახ-
ვედრად რისი გაკეთება შეუძლიათ.
ხოლო ისინი, ვინც ლიდერები არ არიან, აწმყოში სიამოვნების მი-
ღებასა და მოცემულ მომენტში არსებულ პრობლემებზე ფიქრობენ.
ფიქრობენ წარსულზე, იმაზე, რაც უკვე მოხდა და რისი შეცვლაც შე-
უძლებელია.

იფიქრე მომავალზე!

ლიდერთა ამ თვისებას „მომავალზე ორიენტირების უნარს“ ვუწო-


დებთ. ისინი მომავალზე ფიქრობენ, იმაზე, თუ რისი მიღწევა სურთ
და ამ გზაზე სვლით სად უნდათ, რომ მივიდნენ. ლიდერები იმაზე
ფიქრობენ, რა სჭირდებათ და რა უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ სა-
წადელი აისრულონ. კარგი ამბავი ისაა, რომ, როდესაც მომავალზე
ფიქრს დაიწყებ, შენც ლიდერივით იაზროვნებ და მალე ისეთივე შე-

79 მკითხველთა ლიგა
დეგებს მიიღებ, როგორიც მათ აქვთ.
ორმოცდაათწლიანი კვლევის შემდეგ ჰარვარდის უნივერსიტეტის
პროფესორმა, ედვარდ ბენფილდმა დაასკვნა, რომ ცხოვრებაში ფი-
ნანსური და პირადი წარმატების მიღწევისთვის „გრძელვადიანი
პერსპექტივა“ უმნიშვნელოვანესი ფაქტორი იყო. ბენფილდმა
„გრძელვადიანი პერსპექტივა“ შემდეგნაირად განსაზღვრა: „უნარი,
იფიქრო რამდენიმეწლიან მომავალზე და მიიღო გადაწყვეტილებები
აწმყოში“.
ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. უბრალოდ,
დაფიქრდი! რაც უფრო შორ მომავალზე ფიქრობ, მით უკეთეს გა-
დაწყვეტილებებს მიიღებ აწმყოში, რათა ეს მომავალი რეალობად
აქციო.

შექმენი ხუთწლიანი ფანტაზია

პირადი სტრატეგიის დაგეგმვის პროცესი ცხოვრების გრძელ ვა-


დიანი ხედვით უნდა დაიწყო. ყველაფერში, რასაც უნდა აკეთებდე,
სრულყოფილებისკენ უნდა ისწრაფოდე. სრულყოფილებისკენ
სწრაფვის პროცესში საკუთარი თავისთვის ხუთწლიან ფანტაზიას
ქმნი და იმის წარმოდგენას იწყებ, როგორი იქნება შენი ყოველ
მხრივ იდეალური ცხოვრება ხუთ წელიწადში.

წარმოიდგინე, რომ საზღვრები არ არსებობს

სრულყოფილებისკენ სწრაფვისა და მომავალზე ორიენტირებუ-


ლობის გაერთიანებით თვითბოჭვის პროცესს ანეიტრალებ. მოცე-
მულ მომენტში წარმოიდგენ, რომ საზღვრები არ არსებობს, რომ შენ
მიერ დასახული მიზნების მისაღწევად საჭირო დროც გაქვს, ნიჭიც
და შესაძლებლობებიც. ცხოვრების რა ეტაპზეც უნდა იყო, წარმო-

80 მკითხველთა ლიგა
იდგენ, რომ ყველა კარის გასაღებად და ყოველივე სასურველის მი-
საღწევად მეგობრებიც გყავს, საჭირო ურთიერთობები და კონტაქტე-
ბიც გაქვს. წარმოიდგენ, რომ საკუთარი მიზნისკენ სწრაფვისას, იმა-
ში, თუ ვინ შეიძლება იყო, რა შეგიძლია გააკეთო და რა შეიძლება
გქონდეს, საერთოდ არ ხარ შეზღუდული.

იფიქრე ნათელ მომავალზე

ჩარლზ გარფილდმა „საუკეთესო შემსრულებლების“ შესწავლისას


საინტერესო რამ აღმოაჩინა. მან ის ქალები და მამაკაცები გამოიკ-
ვლია, ვინც სამსახურში წლების განმავლობაში საშუალო შედეგებს
აღწევდნენ, მოგვიანებით კი უცბად „აფეთქდნენ“ და არნახულ წარ-
მატებებს მიაღწიეს. მან აღმოაჩინა, რომ ყველა მათგანი „აფრენის
მომენტში“ ე. წ. ნათელ მომავალზე ფიქრობდა.
ნათელ მომავალზე ფიქრისას წარმოიდგენ, რომ შენთვის ყველა-
ფერი შესაძლებელია. შენს ცხოვრებას რამდენიმე წლით წინ გეგმავ
და ფიქრობ, რომ ის ყოველმხრივ იდეალური იქნება. შემდეგ შენს
დღევანდელ მდგომარეობას გადახედავ და იკითხავ: „რა უნდა მომ-
ხდარიყო იმისთვის, რომ ჩემი იდეალური მომავალი შემექმნა?“
შემდეგ საკუთარ თავს აწმყოში უბრუნდები და ეკითხები: „ამ მო-
მენტიდან როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ მომავალში
ჩემს ყველა მიზანს მივაღწიო?“

უარი თქვი შენი ოცნებების დათმობაზე

როდესაც მომავალზე ხარ ორიენტირებული, შენთვის და შენი მო-


მავლისთვის საკუთარ ხედვაზე უარს არ იტყვი და არც ოცნებებს
დათმობ, უფრო მცირე მიზნების ან წარმატების ნახევრად მიღწევა-
ზე არ დათანხმდები. სანაცვლოდ დიად მიზნებს ისახავ და წინ ისე

81 მკითხველთა ლიგა
მიიწევ, თითქოსდა სამყაროში ერთ-ერთი უძლიერესი ადამიანი იყო.
შენს სრულყოფილ მომავალს ქმნი. სანამ აწმყოში დაბრუნდები, გა-
დაწყვეტ, სინამდვილეში, რა გინდა და მერე შეძლებ რეალობაში არ-
სებულ პრობლემებთან გამკლავებას.
კარიერითა და ბიზნესით დაიწყე. წარმოიდგინე, რომ ხუთი წლის
შემდეგ სამსახურში ყველაფერი იდეალურად გაქვს. შემდეგ კით-
ხვებს უპასუხე:
1. როგორი მდგომარეობა მექნებოდა სამსახურში?
2. რას გავაკეთებდი?
3. სად გავაკეთებდი?
4. ვისთან ერთად ვიმუშავებდი? რამდენად დიდი პასუხისმგებლო-
ბა მექნებოდა დაკისრებული?
5. როგორი უნარ-ჩვევები მექნებოდა?
6. როგორი მიზნების მიღწევაზე ვიმუშავებდი?
7. ჩემს სფეროში რა თანამდებობა და სტატუსი მექნებოდა?

საზღვრებს გარეშე ფიქრი

როდესაც ამ კითხვებს პასუხობ, წარმოიდგინე, რომ შეზღუდული


არაფერში ხარ. წარმოიდგინე, რომ შენთვის ყველაფერი შესაძლებე-
ლია. პიტერ დრუკერს უთქვამს: „გადაჭარბებულად ვაფასებთ იმას,
რისი მიღწევაც ერთ წელიწადში შეგვიძლია, მაგრამ სათანადოდ ვერ
ვაფასებთ იმას, რისი მიღწევაც შეგვიძლია ხუთ წელიწადში“. არ და-
უშვა, რომ ეს შენც დაგემართოს. ნუ დააკნინებ შენს შესაძლებლო-
ბებს.
ახლა წარმოიდგინე შენთვის სასურველი სრულყოფილი ფინანსუ-
რი მდგომარეობა ხუთი წლის შემდეგ. როგორი იქნებოდა ეს იდეა-
ლური ფინანსური მდგომარეობა? როგორი იქნებოდა შენი პასუხები
შემდეგ კითხვებზე:

82 მკითხველთა ლიგა
1. რამდენს გამოვიმუშავებდი?
2. ცხოვრების როგორი სტილი მექნებოდა?
3. როგორ სახლში ვიცხოვრებდი?
4. როგორი მანქანა მეყოლებოდა?
5. რა სახის მატერიალური სიმდიდრით შემეძლებოდა ჩემი და ჩე-
მი ოჯახის უზრუნველყოფა?
6. რამდენი მექნებოდა ბანკში ანგარიშზე?
7. რა თანხის შენახვასა და ინვესტირებას შევძლებდი ყოველ თვე?
ყოველ წელს?
8. რა ქონება მექნებოდა დაგროვებული იმ დროისთვის, საპენსიო
ასაკს რომ მივაღწევ?
წარმოიდგინე, რომ გრიფელის ჯადოსნური დაფა გაქვს და შეგიძ-
ლია მასზე ყველაფრის დაწერა, რაც გსურს და ნებისმიერის წაშლა,
რაც წარსულში მომხდარა. შეგიძლია მომავლის სასურველი სურა-
თი შექმნა, დაფა ნებისმიერ დროს გაასუფთაო და ყველაფერი თავი-
დან დაიწყო, შეზღუდული არაფერში ხარ.

წარმოიდგინე იდეალური ოჯახური ცხოვრება

წარმოიდგინე, როგორი იქნება შენი იდეალური ოჯახური ცხოვ-


რება და ურთიერთობები მომავალში – ხუთი წლის შემდეგ და შემ-
დეგ კითხვებს უპასუხე:
1. როგორი იქნებოდა შენი ოჯახური ცხოვრება?
2. ვისთან გექნებოდა ურთიერთობა? ვისთან აღარ გექნებოდა ურ-
თიერთობა?
3. სად და როგორ იცხოვრებდი?
4. როგორ სახლში იცხოვრებდი?
5. ხუთი წლის შემდეგ, თუ ყველაფერი იდეალურად გექნებოდა
აწყობილი, როგორი ურთიერთობა გექნებოდა შენთვის მნიშვნელო-

83 მკითხველთა ლიგა
ვან ადამიანებთან?
როდესაც ოცნებობ და შენთვის იდეალურ მომავალს წარმოიდგენ,
მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დასვა: „როგორ?“. ეს ყველაზე ძლიერი
შეკითხვაა არსებულ კითხვათა შორის. კითხვა „როგორ“-ის დასმა
შენს შემოქმედებითობას აძლევს სტიმულს და იმ იდეების წარმოქ-
მნის პროვოცირებას ახდენს, რომლებიც შენი მიზნების მიღწევაში
დაგეხმარება. წარუმატებელი ადამიანები ყოველთვის იმაზე ფიქრო-
ბენ, ამა თუ იმ მიზნის მიღწევა შესაძლებელია თუ არა. მიზანდასა-
ხული ადამიანები კი, მხოლოდ ერთ კითხვას სვამენ „როგორ?“, მას-
ზე პასუხის გაცემის შემდეგაც კი პოულობენ საკუთარი ხედვისა და
მიზნების რეალობად ქცევის შესაძლებლობას.

წარმოიდგინე სასურველი ფიზიკური და ჯანმრთელობის


მდგომარეობა

შენს ფიზიკურ და ჯანმრთელობის მდგომარეობას საფუძვლიანად


გადახედე. ხუთი წლის შემდეგ იდეალურ ფორმაში რომ იყო, როგო-
რი იქნებოდა შენი პასუხები მოცემულ კითხვებზე:
1. როგორ იგრძნობდი თავს და როგორი იქნებოდი?
2. იდეალურ შემთხვევაში, რამდენს აიწონიდი?
3. კვირაში რამდენჯერ ივარჯიშებდი?
4. როგორი იქნებოდა შენი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარე-
ობა?
5. რა ცვლილებებს შეიტანდი დღეს ვარჯიშისა და კვების რეჟიმში,
ასევე ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ მიდრეკილებებსა და ჩვე-
ვებში, რომ მომავალში იდეალური მდგომარეობა გქონოდა?

84 მკითხველთა ლიგა
წარმოიდგინე, როგორი იქნება შენი სოციალური ცხოვრე-
ბა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა

წარმოიდგინე, რომ ხუთ წელიწადში იმ საზოგადოებაში, რომელ-


შიც დღეს ტრიალებ, პატივცემული და გავლენიანი ადამიანი ხარ,
ანგარიშგასაწევ „მოთამაშედ“ იქეცი. შენ გარშემო არსებული სამყა-
როს განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვს. ცვლი სხვათა
და საკუთარ ცხოვრებასაც. სოციალური და საზოგადოებრივი სტა-
ტუსი, ასევე საზოგადოების ცხოვრებაში შენი ჩართულობა იდეალუ-
რი რომ იყოს, ამ კითხვებს როგორ უპასუხებდი?
1. რას გააკეთებდი?
2. რომელი ორგანიზაციებისთვის იმუშავებდი ან რომელი ორგა-
ნიზაციების საქმიანობაში შეიტანდი წვლილს?
3. რა იქნებოდა ის საერთო საქმეები, რომელთაც მხარს დაუჭერდი
და რისი ძლიერი და მტკიცე რწმენა გექნებოდა, რას დაუჭერდი
მხარს და როგორ წარმოგიდგენია არჩეულ საქმიანობაში აქტიურად
ჩართვა?

უბრალოდ, გააკეთე!

ადამიანთა ორ კატეგორიას შორის – ვინც ცხოვრებაში ბევრს მი-


აღწია და ვინც ცოტას – ერთადერთი განსხვავება მიზანდასახულო-
ბაა. ისინი, ვინც ცხოვრებაში უდიდეს წარმატებას აღწევენ შინაგა-
ნად მიზანდასახულები არიან. ისინი ყოველთვის რაღაცას აკეთებენ.
გამუდმებით მოძრაობენ. რაიმე იდეა თუ გაუჩნდათ, დაუყოვნებლივ
მოქმედებენ.
ადამიანებს, რომლებიც ცხოვრებაში ცოტას ან ბევრს ვერაფერს
აღწევენ. კეთილი განზრახვა კი ამოძრავებთ, მაგრამ მუდამ აქვთ მი-
ზეზი, რომლის გამოც იმავე დღეს არ იწყებენ მოქმედებას. ნამდვი-

85 მკითხველთა ლიგა
ლად კარგადაა ნათქვამი, რომ „გზა ჯოჯოხეთისკენ კეთილი სურვი-
ლებითაა გაყვანილი“.
საკუთარ თავში ჩაიხედე და განსაზღვრე, ხუთი წლის შემდეგ
უნარ-ჩვევების, ცოდნის, ნიჭის, განათლებისა და შესაძლებლობების
რა დონის რესურსი გექნება. თუ განვითარების უმაღლეს, შესაძლე-
ბელ დონეს მიაღწევ (და არაფრით იქნები შეზღუდული), უპასუხე
შემდეგ კითხვებს:
1. რა დამატებითი ცოდნა და უნარ-ჩვევები გექნება შეძენილი?
2. რომელ სფეროებში იქნები ცნობილი, როგორც პიროვნება, რო-
მელიც საქმეში, რომელსაც აკეთებს, საუკეთესოა?
3. რას გააკეთებდი ყოველდღე იმისთვის, რომ შენს საქმიანობაში
ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებლის სტატუსის მოსაპოვებლად
საჭირო ცოდნა და უნარ-ჩვევები გამოემუშავებინა?
როდესაც ამ შეკითხვებს უპასუხებ, შემდეგი კითხვა, რომელიც უნ-
და დასვა, არის: ეს როგორ უნდა გავაკეთო? როგორ უნდა შევიძინო
საჭირო უნარ-ჩვევები და ჩემს საქმეში როგორ გავხდე ექსპერტი,
რაც მომავალ წლებში საქმეში ლიდერობისთვის დამჭირდება?

შექმენი სრულყოფილი კალენდარი

გადაწყვიტე, შენს იდეალურ ცხოვრებას ყოველდღიურად როგორ


გაატარებ. 1-ლი იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით, შენი სრულყო-
ფილი კალენდარი შექმენი:
1. რისი გაკეთება გინდა შაბათ-კვირასა და შვებულების დროს?
2. რა დრო დაგჭირდება შვებულებისთვის ყოველ კვირას, ყოველ-
თვე, ყოველ წელს?
3. სად გინდა, რომ წახვიდე ხოლმე?
4. როგორ დაალაგებდი წელიწადს, დროში რომ არ იყო შეზღუ-
დული და მას მთლიანად აკონტროლებდე?

86 მკითხველთა ლიგა
29:18 იგავი ამბობს, „როცა ხილვა არ არის, თავს გადის ხალხი; ნე-
ტარია რჯულის დამცველი“. ეს ნიშნავს: თუ შენს ცხოვრებასა და
მომავალს ამაღელვებლად, ნათელ ფერებში ვერ ხედავ, შენი საქმია-
ნობისადმი მოტივაციასა და ენთუზიაზმს დაკარგავ და მალე შიგნი-
დან გამოიფიტები. ამის საპირისპირო ფაქტი ისაა, რომ ნათელი მო-
მავლის წარმოდგენით მუდმივად მოტივირებული იქნები, ყოველ-
დღიურად გექნება იმის სტიმული, რომ ყველაფერი გააკეთო იდეების
განსახორციელებლად.

შექმენი იდეალური მომავალი

დაიმახსოვრე, რომ „ბედნიერება ღირსეული იდეალის თანდათა-


ნობით განხორციელებაა“. როდესაც ნათელი, ამაღელვებელი მიზნე-
ბი და იდეალები გექნება, თავს უფრო ბედნიერად იგრძნობ და ცხოვ-
რებასაც შესაბამისად შეხედავ. უფრო პოზიტიური და ოპტიმისტუ-
რად განწყობილი იქნები. გაგიჩნდება მოტივაცია, რომ ყოველდღე
ადგე და იმოქმედო, იმიტომ, რომ თითოეული ნაბიჯი რაღაც მნიშ-
ვნელოვნისკენ იქნება გადადგმული.
გადაწყვიტე, რომ დროის უმეტეს ნაწილს შენს იდეალურ მომა-
ვალზე ფიქრში გაატარებ. დაიმახსოვრე, რომ ცხოვრების საუკეთესო
დღეები ჯერ კიდევ წინ გელოდება. ყველაზე ბედნიერი მომენტები
მომავალში გელის. ანაზღაურება, რაც კი ოდესმე გქონია, თვეებისა
და წლების შემდეგ ყველაზე მაღალ ანაზღაურებად მატერიალიზდე-
ბა. მომავალი იმაზე ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ყველაფერი ერ-
თად, რაც აქამდე გადაგხდომია. საზღვრები არ არსებობს.
რაც უფრო ნათლად წარმოიდგენ გრძელვადიან მომავალს, მით
მეტად მოიზიდავ იმ ადამიანებსა და გარემოებებს შენს ცხოვრებაში,
რომლებიც ამ მომავლის რეალობად გადაქცევაში დაგეხმარებიან.
რაც უფრო ნათელი წარმოდგენა გაქვს საკუთარ ვინაობასა და იმა-

87 მკითხველთა ლიგა
ზე, თუ რა გინდა, მით მეტად ბევრსა და სწრაფად მიაღწევ ყველა-
ფერს ცხოვრების ყველა ასპექტში.

შექმენი მომავალი

1. წარმოიდგინე, რომ ყველა პრობლემას მოეძებნება მოგვარების


შესაძლებლობა, რომ არსებობს საშუალება, რომლითაც ყველა დაბ-
რკოლება გადაილახება და რომ შენ მიერ შენივე თავისთვის დასახუ-
ლი მიზნების მიღწევისას არანაირად არ ხარ შეზღუდული. რას გა-
აკეთებდი განსხვავებულად?
2. იფიქრე ისე, როგორც „მომავლიდან უკან დაბრუნებულმა ადა-
მიანმა“. დაგეგმე 5-წლიანი მომავალი და ისევ აწმყოს დაუბრუნდი.
როგორ უნდა განვითარებულიყო მოვლენები, რომ შენი ცხოვრება
იდეალური გამხდარიყო?
3. წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება ფინანსური კუთხითაც ყო-
ველმხრივ იდეალურადაა მოწყობილი. რამდენს გამოიმუშავებდი?
რა იქნებოდა შენი „ღირებულება“? დღეიდან, რა ნაბიჯების გადად-
გმა შეგიძლია იმისთვის, რომ ეს მიზნები რეალობად აქციო?
4. წარმოიდგინე, რომ იდეალური ოჯახური და პირადი ცხოვრება
გაქვს. როგორია ის? წარმოდგენა რეალობად რომ იქცეს, დღეიდან
რა მიმართულებით უნდა იმუშაო უფრო ინტენსიურად და რაზე –
შედარებით ნაკლებად?
5. შეადგინე წლის კალენდარი. იანვრიდან დეკემბრამდე წელი ისე
დაგეგმე, თითქოს მის სრულყოფილად შესრულებაში ხელს არაფერი
გიშლის. დღეიდან დაწყებული, რას შეცვლიდი?
6. წარმოიდგინე, რომ შენი ჯანმრთელობა და ფიზიკური მდგომა-
რეობა ყოველმხრივ იდეალურია. დღეიდან რა შეგიძლია გააკეთო
იმისთვის, რომ ეს წარმოდგენა რეალობად აქციო?
7. ამ კითხვებზე გაცემული პასუხებიდან გამომდინარე, რა არის ის

88 მკითხველთა ლიგა
ერთი რამ, რაც დაუყოვნებლივ უნდა გააკეთო?

89 მკითხველთა ლიგა
6. განსაზღვრე შენი ჭეშმარიტი მიზნები
გააცნობიერე, რა გინდა სინამდვილეში. ეს პეპლების დევნას შე-
გაწყვეტინებს და ოქროს ამოთხრაზე მუშაობით დაგაკავებს.
უილიამ მულტონ მარსდენი

ცხოვრებაში ალბათ არ არსებობს ისეთი სფერო, სადაც თვითდის-


ციპლინა იმაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მიზნების დასახვი-
სას და მათი მიღწევისკენ ყოველდღიურად მუშაობისას.
საუკუნოვანი გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანის ნებისმიერი
ქმედება წინასწარგანზრახული და მიზნობრივია. ისინი მიზნებს ავ-
ტომატურად აღწევენ, უბრალოდ, მთავარია, დაისახონ. როგორც კი
მკაფიოდ წარმოიდგენ, რა გინდა და მიეჩვევი იმის გაკეთებას, რაც ამ
მიზნის მიმართულებით წაგიყვანს, შენი წარმატება თითქმის გარ-
დაუვალი იქნება.
ერთ რამეს გკითხავ: თუ მიზნის მიღწევა ავტომატიზებულია და
ამის უნარი შენშია ჩადებული, რატომაა, რომ ასე ცოტა ადამიანს
აქვს მიზნები? როგორც პირველ თავში ვახსენე, ერთ-ერთი მთავარი
მიზეზი, რის გამოც ადამიანები მიზნებს არ ისახავენ, ისაა, რომ მათ
უბრალოდ არ იციან, ეს როგორ უნდა გააკეთონ. ქვემოთ სწორედ
ამას განვიხილავთ.

მიზნის დასახვის 7 გასაღები

მიზნის დასახვის შვიდი გასაღები არსებობს. ეს ზოგადი პრინციპე-


ბია, რომლებიც თითქმის ნებისმიერ მიზანს შეიძლება მოერგოს. რო-
დესაც ადამიანი მიზნებს ვერ აღწევს, ამის მიზეზი ამ შვიდი ძირი-
თადი გასაღებიდან რომელიმეში ხარვეზის არსებობაა.
პირველი გასაღები: უნდა გქონდეს ნათელი, გარკვეული, დეტალუ-

90 მკითხველთა ლიგა
რი და წერილობით ჩამოყალიბებული მიზნები. მიზანი ბუნდოვანი
ან ზოგადი ვერ იქნება, როგორიცაა, მაგალითად, იყო ბედნიერი ან
იშოვო მეტი ფული. მიზანი განსაზღვრული, კონკრეტული და ხელ-
შესახები უნდა იყოს, რაღაც ისეთი, რისი წარმოდგენა და ვიზუალი-
ზაციაც შეგიძლია.
მიზნების დასახვის მეორე გასაღები: ეს მიზნების გაზომვაა — უნ-
და შეგეძლოს იმის თქმა, რა შემთხვევაში მიაღწიე მას და როდის –
ვერა, ანუ სიტუაცია უნდა შეაფასო. შედეგი რეალური უნდა იყოს.
მესამე პირს მათი გაანალიზება და შეფასება უნდა შეეძლოს. „ბევრი
ფულის შოვნა“ მიზანი არ არის. ეს, უბრალოდ, სურვილია ან ფან-
ტაზია, რომელიც თითქმის ყველას აქვს. სამაგიეროდ, დროის გან-
საზღვრულ პერიოდში კონკრეტული თანხის გამომუშავება, უკვე
ნამდვილი მიზანია.
მესამე გასაღები მიზნების დროში გაწერაა: განრიგით, შესრულე-
ბის საბოლოო ზღვრული ვადებითა და ქვევადებით. სინამდვილეში,
არარეალური მიზნები არ არსებობს, არსებობს მხოლოდ არა რე-
ალური ვადები. როდესაც შენი მიზნისთვის კონკრეტული განრიგი
და შესრულების საბოლოო ზღვრული ვადები მკაფიოდ გაქვს გან-
საზღვრული, უკვე იმისთვის იშრომებ, რომ მოცემული დროისთვის
ამ მიზანს მიაღწიო. თუკი დროის ამ პერიოდში მიზნის მიღწევას ვერ
შეძლებ, თავს ახალ ვადებს დაუწესებ და თუ საჭირო გახდება, კიდევ
ახალს და მანამდე იმუშავებ, სანამ გამარჯვებას არ იზეიმებ.
ყოველწლიურად, მსოფლიოს გარშემო მოგზაურობისას, საჰაერო
სივრცით მილიონობით ადამიანი სარგებლობს. დედამიწას ყოველ-
დღიურად ასობითა და ათასობით ადამიანით სავსე ათასობით
თვითმფრინავი კვეთს და მგზავრები თითქმის ყველა კუთხე-კუნჭუ-
ლამდე, დიდ თუ პატარა ქალაქამდე გადაჰყავს. საჰაერო მგზავრობა
ტრილიონობით დოლარის ღირებულების ინდუსტრიაა, რომელიც

91 მკითხველთა ლიგა
ყველა ჩვენგანზე ახდენს გავლენას.
საჰაერო გზით მგზავრობის ინდუსტრიის წარმატებისა და თითოე-
ული მგზავრის დანიშნულების ადგილზე მშვიდობით ჩასვლის მიზე-
ზი თავიდან ბოლომდე მიზნის სისტემური, კომპიუტერიზებული და
ავტომატიზებული დასახვაა. როდესაც სამოგზაუროდ მიდიხარ, ერ-
თი კონკრეტული ქალაქი ან მიზანი გაქვს წარმოდგენილი, თავად
განსაზღვრავ, როდის გინდა გაფრენა და შესაბამისად, რა დრო დას-
ჭირდება მგზავრობას. შენვე განსაზღვრავ აეროპორტამდე მანძილს
და იმას, თუ რა დროს წაიღებს ბარგის ჩალაგება. შენვე გამოთვლი,
რა დრო დაგჭირდება დანიშნულების ადგილამდე ჩასაფრენად და
თვითმფრინავიდან გადმოსვლის შემდეგ იქამდე მისასვლელად, სა-
დაც მიემართები. შენი მოგზაურობის თითოეულ ნაწილს კონკრე-
ტულ გრაფიკს უწესებ.
ამას ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი აკეთებს. ისინი გა-
საოცარი სიზუსტითა და პუნქტუალურობით წარმატებულად ახერ-
ხებენ მათი ადგილმდებარეობიდან დანიშნულების ადგილამდე მოგ-
ზაურობას. ეს მიზნების მასობრივ დონეზე დასახვის მაგალითია და
იგივე პროცესი შენთვის ინდივიდუალურადაც იმუშავებს.
მიზნებმა შენი გამოწვევა უნდა შეძლოს, ეს მათი დასახვის მეოთ-
ხე გასაღებია. მიზანმა ხელის განძრევა უნდა გაიძულოს. წარსულში
მიღწეულზე ბევრად დიდი და მასშტაბური მიზნები უნდა დაისახო.
მიზნის მიღწევისა და შენი წარმატების ალბათობა დაახლოებით
50%-ს უნდა შეადგენდეს. ეს მიზნამდე სვლის პროცესს ცოტათი
სტრესულს გახდის, მაგრამ ამასთან, გაიძულებს, ძალ-ღონე მოიკრი-
ბო და შენში ბევრი შესანიშნავი თვისება აღმოაჩინო.
მეხუთე გასაღები: შენი მიზნები შენს ღირებულებებთან თანხმო-
ბასა და ჰარმონიაში უნდა იყოს. ისეთი მიზნები ვერ გექნება, რომ-
ლებიც ერთმანეთს გამორიცხავს და შეეწინააღმდეგება. შევხვედრი-

92 მკითხველთა ლიგა
ვარ ადამიანებს, რომელთაც სურთ, ბიზნესში წარმატებას მიაღწიონ
და, ამავდროულად, ყოველ საღამოს გოლფის თამაშიც უნდათ. ნა-
თელია, რომ ორივე მიზანს ერთდროულად ვერ მიაღწევენ.
მეექვსე გასაღები: მიზნებისა და კარიერის (ან ბიზნესის), ფინან-
სური მდგომარეობის, ოჯახისა და ჯანმრთელობის, სულიერი ცხოვ-
რებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის დაბალანსებაა. როგორც
საბურავი უნდა იყოს გაწონასწორებული და პროპორციული იმის-
თვის, რომ შეუფერხებლად იმოძრაოს, ასევე აუცილებელია, შენი
ცხოვრების წესი შენს მიზნებთან იყოს თანხვედრაში, რათა თავი
ბედნიერად და რეალიზებულად იგრძნო.
მეშვიდე გასაღები: ცხოვრებაში უმთავრესი მიზანი უნდა გქონდეს.
ერთი ისეთი მიზანი უნდა გქონდეს, რომელიც, მიღწევის შემთხვევა-
ში, შენს ცხოვრებას სხვა რომელიმე მიზნის მიღწევასთან შედარე-
ბით მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
შენი ცხოვრება მხოლოდ მაშინ გახდება მშვენიერი, როდესაც უმ-
თავრეს მიზანთან დაკავშირებით ჩამოყალიბდები და მთელ ენერგი-
ას ამ ერთი მიზნის მიღწევისკენ ან სასურველის მიღებისკენ მიმარ-
თავ. გასაკვირია, მაგრამ, როდესაც უმთავრესი მიზნის მიღწევისკენ
დაიწყებს სვლას, აღმოაჩენ, რომ გზადაგზა ბევრ სხვა, პატარ-პატა-
რა მიზნებსაც მიაღწევ. მოკლედ რომ ვთქვათ, ცხოვრებაში ერთი
უმთავრესი მიზანი უნდა გქონდეს. მიზნის მიღწევისთვის საჭირო
ნებისმიერი შვიდი გასაღების გარდა, მიზნის დასახვისა და მისი მიღ-
წევის მეთოდიც უნდა გქონდეს ჩამოყალიბებული, რომელსაც მთე-
ლი ცხოვრების განმავლობაში ნებისმიერ მიზანს მიუსადაგებ.

ნებისმიერი მიზნის დასახვისა და მიღწევისთვის საჭირო


12 ნაბიჯი

ამ ნაწილში მიზნის დასახვის თორმეტნაბიჯიან მეთოდს გაგაც-

93 მკითხველთა ლიგა
ნობ, რომელიც მილიონზე მეტი ადამიანისთვის მისწავლებია. სამ-
ზარეულოში საჭმლის მომზადების რეცეპტივითაა. თორმეტი ინგრე-
დიენტისგან შედგება. სიტუაციიდან და კონკრეტული საჭიროებიდან
გამომდინარე, ამ ინგრედიენტების სხვადასხვაგვარად არევა შეგიძ-
ლია, რათა იმგვარი მიზნები დაისახო და ისეთი ცხოვრება შეიქმნა,
როგორიც თავად გსურს. ბედნიერი და წარმატებული პიროვნებები
ამ პრინციპებს მუდმივად იყენებენ, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი
ამას აცნობიერებენ თუ არა. მაგრამ არსებობენ ადამიანები, რომლე-
ბიც დასახულ მიზნებს ვერ აღწევენ, ეს იმიტომ ხდება, რომ მათ
ერთ-ერთი ინგრედიენტი აკლიათ ან ისინი არასაკმარისად აქვთ.
1. გქონდეს სურვილი: სინამდვილეში რა გინდა?
მიზნის დასახვისას პირველი ნაბიჯი მონდომებაა. კონკრეტულად
განსაზღვრული მიზნისადმი ძლიერი, მწველი სურვილი უნდა გა-
მოძრავებდეს და იგი შენგან უნდა მოდიოდეს, რაღაც ისეთი უნდა
იყოს, რაც მხოლოდ შენთვის გინდა. მიზნებს სხვისთვის ვერასოდეს
მოინდომებ, ვერც ის მიზანი გამოიწვევს შენში მღელვარებას, რომ-
ლის მიღწევაც სხვას უნდა.
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც საკუთარ თავს ოდესღაც
მაინც უნდა დაუსვა და რასაც უნდა უპასუხო, ასეთია: „რა მსურს
სინამდვილეში, რა მინდა, ცხოვრებაში გავაკეთო?“ გულის სიღრმე-
ში, რა გსურს საკუთარი თავისთვის? რისი მიღწევის შემდეგ იქნები
ყველაზე მეტად აღტაცებული და აღფრთოვანებული, ენთუზიაზმით
რა აგავსებს? მსოფლიოში ერთადერთი მიზნის გარანტირებულად
წარმატებით მიღწევის საშუალება რომ გქონდეს, რა იქნებოდა ის
ერთი მიზანი? შენი პირადი სურვილის სიძლიერე განსაზღვრავს
იმას, თუ როგორი ენერგიითა და მიზანდასახულობით გაუმაგრებ
ზურგს ნებისმიერ დასახულ მიზანს. რა გინდა სინამდვილეში და
რამდენად ძლიერად?

94 მკითხველთა ლიგა
2. ირწმუნე, მიზნის მიღწევა შესაძლებელია!
მიზნის დასახვის მეორე ნაბიჯი რწმენაა. გულის სიღრმეში უნდა
დაიჯერო, რომ ამ მიზნის მიღწევას იმსახურებ და რომ ეს შეგიძლია.
თავდაჯერებულობა ის კატალიზატორია, რომელიც შენს ყველა ფი-
ზიკურ და გონებრივ ძალას ააქტიურებს. ეკლესიური ტერმინოლო-
გიის მიხედვით, ამას რწმენა ჰქვია. ადამიანებს, რომლებიც არნახულ
წარმატებას აღწევენ სხვადასხვა სფეროში, საკუთარი თავის ღრმად
სწამთ და წარმოუდგენლად თავდაჯერებულები არიან. მათ მთელი
არსებით სჯერათ საკუთარი შესაძლებლობის, რომ ნებისმიერ დასა-
ხულ მიზანს მიაღწევენ.
საოცარია, მაგრამ როდესაც საკუთარ თავს ნათელ, კონკრეტულ
მიზანს დაუსახავს იმას, რაც ძალიან, ძალიან გინდა და მის მისაღ-
წევად მუშაობას დაიწყებ, ყოველდღიურად შენს სურვილს ამძაფ-
რებ და რწმენას უფრო და უფრო იმყარებ. წინ გადადგმული თითოე-
ული ნაბიჯი შენს თავდაჯერებულობას ზრდის და იმის რწმენას
გიღრმავებს, რომ ეს შეგიძლია. სწორედ ეს არის ამ გამონათქვამის
აზრი: „მოგზაურობა ათასობით მილზე წინ გადადგმული ერთი ნაბი-
ჯით იწყება“.
თავდაჯერებულობის დონე, რომ საბოლოოდ წარმატებას მიაღ-
წევ, შენი შეუპოვრობისა და სიმტკიცის განმსაზღვრელი ძირითადი
ფაქტორია. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რეალური მიზნები და-
ისახო, განსაკუთრებით თავიდან.
მაგალითად, არ შეიძლება შენი მიზანი ერთი წლის განმავლობაში
სიღარიბიდან თავის დაღწევა და ფინანსური დამოუკიდებლობის
მიღწევა იყოს. მსგავსი მიზანი წარუმატებლობისთვის არის განწი-
რული, რადგან ეს შენს ძალებს მეტისმეტად აღემატება. ისეთი მიზა-
ნი უნდა დაისახო, რომლის მიღწევასაც შეძლებ, შემდეგ კიდევ ერთი
და შემდეგ კიდევ ერთი. თითოეულ ჯერზე ერთი მცირე მიზნის მიღ-

95 მკითხველთა ლიგა
წევით შენი თავდაჯერებულობა გაიზრდება. საბოლოოდ კი იქამდე
მიხვალ, დაიჯერებ, რომ, თუ მკაფიოდ გაქვს ჩამოყალიბებული მი-
ზანი და მასზე საკმარისად დიდხანს და გულმოდგინედ იმუშავებ,
შენთვის მიუღწეველი არ იარსებებს. მოკლედ, მიზნების დასახვისას,
სირბილის დაწყებამდე ჯერ სიარული უნდა ისწავლო.
3. დაწერე შენი მიზანი ფურცელზე
მიზნის მიღწევისას მესამე ეტაპი მისი ფურცელზე დაწერაა. მიზა-
ნი, რომელიც წერილობით არ არის განსაზღვრული, მიზანი საერ-
თოდაც არაა. ყველა, ვინც დიდ წარმატებას აღწევს, მეტწილად ნა-
თელი, კონკრეტული, ფურცელზე დეტალურად გაწერილი მიზნები-
დან და გეგმებიდან გამომდინარე მოქმედებს, რომლებსაც რეგულა-
რულად, ხშირად ყოველდღეც კი გადახედავენ ხოლმე. პირადად გირ-
ჩევ, რომ შენი მიზნები ფურცელზე გადაიტანო და ყოველდღე, კვი-
რებისა და თვეების მანძილზე გადაწერო. მსგავსი ქმედება მიზნებს
ღრმად ბეჭდავს ქვეცნობიერში, სადაც ისინი შენგან დამოუკიდებ-
ლად ძალას იკრებს და ახალ სიცოცხლეს იწყებს.
გამუდმებით ჰკითხე თავს: „როგორ განვსაზღვრავ, ამ მიზანს წარ-
მატებულად მივაღწიე თუ ვერა? როგორ სტანდარტებს შევქმნი? ჩე-
მი პროგრესის გასაზომად, როგორი ნიშნულების შერჩევა ან აღრიც-
ხვის როგორი სისტემის შექმნა შემიძლია?"
4. განსაზღვრე ამოსავალი წერტილი
მნიშვნელოვანი მიზნის ან მიზნების მიღწევის პროცესში შენთვის
მეოთხე ნაბიჯი საწყისი, ანუ ამოსავალი წერტილის განსაზღვრა იქ-
ნება. სად ხარ ახლა? თუ წონაში დაკლება გინდა, შენი საბაზისო მო-
ნაცემების, ანუ საწყისი წონის განსაზღვრისთვის, უპირველესად,
უნდა აიწონო.
თუ გინდა, რაღაც კონკრეტულ ფინანსურ მდგომარეობას მიაღ-
წიო, შექმენი პირადი ფინანსური ანგარიში და განსაზღვრე, დღეს რა

96 მკითხველთა ლიგა
ღირხარ.
როდესაც შენს მდგომარეობას ამოსავალი წერტილიდან აანალი-
ზებ, იძულებული ხარ, საკუთარ თავთან გულწრფელი იყო. ეს, თავის
მხრივ, მიუწვდომელი და მარცხისთვის განწირული მიზნების ნაც-
ვლად დამაჯერებელი და ადვილად მისაღწევი მიზნების დასახვის
საშუალებას გაძლევს.
5. განსაზღვრე, რატომ გინდა ამის მიღწევა
მეხუთე ნაბიჯი იმის განსაზღვრაა, საერთოდ რატომ გინდა ამ
კონკრეტული მიზნის მიღწევა. ჩამოწერე, მისი მიღწევით რას მო-
იგებ. რაც უფრო მეტი მიზეზი გაქვს იმისთვის, რატომაც გინდა ამ
მიზნის მიღწევა, მით უფრო ძლიერი იქნება შენი სურვილი. მიღწე-
ვების ღუმელში საწვავი მიზეზებია.
თუ მიზნის მიღწევისთვის ერთი ან ორი მიზეზი გექნება, დიდად
მოტივირებულად არ ჩაითვლები. მაგრამ თუ კონკრეტული მიზნის
მიღწევის მიზეზი ორმოცი ან ორმოცდაათია, იმდენად მოტივირებუ-
ლი და გამბედაობით აღსავსე გახდები, რომ წინ ვერავინ და ვერაფე-
რი დაგიდგება.
მყოლია მეგობრები, რომელთაც გადაწყვიტეს, რომ ბევრი ფულის
გამომუშავება და ფინანსური დამოუკიდებლობის მოპოვება სურ-
დათ. ისინი იმ ასობით და ათასობით საგნისა თუ აქტივობის სიას
წერდნენ, რასაც იმ თანხით იყიდდნენ ან გააკეთებდნენ, რომლის გა-
მომუშავებასა და დაგროვებასაც აპირებდნენ. ეს ადამიანები, თავი-
ანთი საქმიანობის სფეროში, საოცრად წარმატებულები გახდნენ და
ეს იმაზე ბევრად სწრაფად მოხდა, ვიდრე მათ წარმოედგინათ. ეს კი,
სწორედ იმიტომ მოხდა, რომ მათ მიზნების მისაღწევად ამდენი მი-
ზეზი ჰქონდათ. რაც მეტ მიზეზს მოიფიქრებ, მით უფრო ძლიერი იქ-
ნება შენი სურვილი და მით მეტად ღრმა იქნება შენი თავდაჯერებუ-
ლობა და რწმენა, რომ შენი მიზნის მიღწევა შესაძლებელია.

97 მკითხველთა ლიგა
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები
მიზნის მისაღწევად მეექვსე ნაბიჯი საბოლოო ზღვრული ვადების
დაწესებაა. საბოლოო ვადა „საუკეთესო ვარაუდია“, თუ როდის შეძ-
ლებ ამ მიზნის მიღწევას. ნიშანში დამიზნებას ჰგავს. შეიძლება წი-
თელში მოარტყა ან ცოტა ააცილო. დასახული მიზნების ნახევარს,
სავარაუდოდ, ვადის გასვლამდე მიაღწევ, მეორე ნახევარს კი ალბათ
ამ ვადის გასვლის შემდეგ, მაგრამ მისი დაწესება აუცილებელია. ის
ისევე გჭირდება, როგორც თვითმფრინავს გაფრენისთვის გრაფიკით
განსაზღვრული დრო, რომელიც სამგზავრო ბარათზეა დაწერილი
და მნიშვნელობა არა აქვს, დატოვებს თუ არა იგი ანგარს მოცემულ
დროს.
თუ შენი მიზანი ამისთვის საკმარისად დიდია, შეგიძლია საბო-
ლოო ზღვრული ვადები ჩაშალო და ქვევადებად დაყო. ეს დაგეხმა-
რება. ცოტა ხნის წინ ისეთ კომპანიასთან ვმუშაობდი, რომელმაც
ბიზნესადმინისტრირების ფაკულტეტის ახალი კურსდამთავრებული
დაიქირავა. ეს ახალგაზრდა ფინანსური ანალიზისა და დაგეგმარე-
ბის კურსებს გადიოდა. ის გაყიდვების ყოველდღიურ, ყოველკვირე-
ულ, ყოველთვიურ და ყოველწლიურ მიზნებს ფურცელზე წერდა და
რეალურ შედეგებს ყოველდღე, ხანდახან დღეში ორჯერაც კი ადა-
რებდა. სამსახურის დაწყებიდან ექვს თვეში კომპანიაში ყველაზე
წარმატებულ გაყიდვების აგენტად იქცა. მისი გაყიდვები თვიდან
თვემდე სტაბილურად და გეგმურად იზრდებოდა.
როდესაც შენს მიზნებს საათობრივ და ყოველდღიურ აქტივობე-
ბად დაშლი, გაგიკვირდება, რამდენად მეტის გაკეთებას შეძლებ.
7. განსაზღვრე, გზად რა წინააღმდეგობები შეგხვდება
მიზნის მიღწევის პროცესში მეშვიდე ნაბიჯი იმ დაბრკოლებების
გამოვლენაა, რომლებიც შენსა და შენს მიზანს შორის დგას. რატომ
არ ხარ უკვე შენს მიზანთან? რა გაბრკოლებს? რა გიშლის ხელს? იმ

98 მკითხველთა ლიგა
ყველაფრისგან, რაც უკან გხევს და მიზნის მიღწევის გზა ზე გაბრკო-
ლებს, რომელია ერთი ყველაზე დიდი წინააღმდეგობა?
იმ დაბრკოლებებსა და სირთულეებს, რომლებიც მიზნისკენ სვლი-
სას გაფერხებს, შეგიძლია 80/20-ზე წესი მოარგო. ეს წესი ამბობს:
80 პროცენტი იმ მიზეზებისა, რომლის გამოც მიზნებს ვერ აღწევ,
შინაგანია. ისინი შენში უფროა, ვიდრე შენ გარშემო სამყარო ში. გა-
რეგან სიტუაციებსა და სხვა ადამიანებს დაბრკოლებების მხოლოდ
20 პროცენტს თუ მივაწერთ.
ხელმოცარული ადამიანები საკუთარ წარუმატებლობას მათ გარ-
შემო მყოფ ადამიანებსა და გარემოებებს მიაწერენ ხოლმე. მაგრამ
განსაკუთრებული ადამიანები ყოველთვის ჩაიხედავენ საკუთარ თა-
ვებში და იკითხავენ: „რა ფაქტორი მაბრკოლებს და არ მაძლევს
წინსვლის საშუალებას?“
8. განსაზღვრე, რა დამატებითი უნარ-ჩვევები და ცოდნა გჭირდება
მერვე ნაბიჯი იმის გარკვევაა, რა დამატებითი ცოდნა, ინფორმა-
ცია ან უნარ-ჩვევები დაგჭირდება მიზნის მისაღწევად. დაიმახსოვ-
რე, ინფორმაციის ეპოქაში ცოდნა წარმატების მისაღწევად აუცილე-
ბელია. იმისთვის, რომ რაღაც ისეთს მიაღწიო, რაც ადრე არ გქონია,
რაღაც ისეთიც უნდა გააკეთო, რაც ადრე არ გაგიკეთებია. ვიღაც
ისეთი უნდა გახდე, როგორიც ადრე არ ყოფილხარ. შენს მიღწევებს
რომ გასცდე, ამისთვის ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეიძი-
ნო, რაც აქამდე არ გქონია.
თითოეული მისწრაფება რაღაცის სწავლასთან დაკავშირებულ
მიზანთან უნდა იყოს გაერთიანებული. როგორიც უნდა იყოს შენი
მიზანი, უნდა გადაწყვიტო, რისი სწავლა დაგჭირდება და უნდა ეცა-
დო, სრულყოფილად დაეუფლო შესაბამის ცოდნას. ჰკითხე საკუთარ
თავს: „რა არის ის ერთი უნარი, რომლის სრულყოფილებამდე განვი-
თარებაც ჩემი მიზნის მიღწევაში ყველაზე მეტად დამეხმარება?“

99 მკითხველთა ლიგა
როგორიც უნდა იყოს შენი პასუხი, ის უნდა ჩაიწერო, გეგმა შეადგი-
ნო და ამ უნარის განვითარებაზე ყოველდღე იმუშაო — იქამდე, სა-
ნამ საბოლოოდ არ დაეუფლები. მარტო ამ გადაწყვეტილების მიღე-
ბასაც კი შეუძლია შენი ცხოვრების შეცვლა.
9. შეარჩიე ის ადამიანები, ვისი დახმარებაც დაგჭირდება
მეცხრე ნაბიჯი იმ ადამიანების შერჩევაა, ვისთან თანამშრომლო-
ბაც და ვისგან ხელშეწყობაც დაგჭირდება მიზნის მისაღწევად. და-
იწყე ოჯახიდან, უფროსიდან და თანამშრომლებიდან. გაიხსენე მომ-
ხმარებლები, მომწოდებლები და ბანკირიც კი. ვისი დახმარება დაგ-
ჭირდება და ამ დახმარების მისაღებად რა უნდა გააკეთო? რის სა-
ნაცვლოდ შეგიძლია მათგან თანამშრომლობა მიიღო?
ურთიერთობები ყველაფერია. იმისთვის, რომ რაიმე მნიშვნელო-
ვანს და არსებითს მიაღწიო, ბევრი ადამიანის დახმარება დაგჭირდე-
ბა. რაც მეტ და უკეთესი ურთიერთობის აწყობას შეძლებ, მით მალე
მიაღწევ შენს მიზნებს და ცხოვრებას ყოველმხრივ გაიუმჯობესებ.
ვინ არიან შენს პირად და შრომით ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი ადამიანები? ან ვინ იქნებიან? რა უნდა გააკეთო იმისთვის,
რომ მათი დახმარება დაიმსახურო და შენთან თანამშრომლობაზე
დაითანხმო?
10. გეგმა შეადგინე: ყველაფერს ერთად მოუყარე თავი
მეათე ნაბიჯი აუცილებელი გეგმის შედგენაა. გეგმა იმ ამოცანების
ორგანიზებული ერთობლიობაა, რომელთა შესრულებაც მოგიწევს,
რათა იქიდან, სადაც ახლა იმყოფები, იქამდე მიხვიდე, სადაც საბო-
ლოოდ გინდა, რომ აღმოჩნდე. იმ გეგმას ჰგავს, დასასვენებლად ან
სამოგზაუროდ წასვლამდე რომ უნდა შეადგინო — იმ ნივთების სიას
წერ, რაც უნდა წაიღო, ასევე, იმ აქტივობებს ჩამოწერ, გამგზავრე-
ბამდე და დანიშნულების ადგილზე ჩასვლის შემდეგ რომ უნდა გა-
აკეთო.

100 მკითხველთა ლიგა


მიზნის მიღწევამდე იღებ გადაწყვეტილებას, თუ რა გინდა კონ-
კრეტულად და შენი სურვილი შესაბამისად ქაღალდზე გადაგაქვს.
შენს საწყის პოზიციას აანალიზებ და იმ მიზეზებს განსაზღვრავ, თუ
რატომ, რის გამო გინდა ამ მიზნის მიღწევა. შენს თავს საბოლოო
ზღვრულ ვადებსა და ქვევადებს უწესებ. იმ დაბრკოლებებს ჩამოთ-
ვლი, რომელთა გადალახვაც მოგიწევს და იმ პრობლემებს ჩამოწერ,
რომლებიც უნდა გადაჭრა. განსაზღვრავ იმ საჭირო უნარ-ჩვევებს,
ცოდნასა და ინფორმაციას, რისი სწავლაც ან შეძენაც დაგჭირდება
მიზნის მისაღწევად. იმ ადამიანებს შეარჩევ, ვისი დახმარებაც დაგ-
ჭირდება და განსაზღვრავ, რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ მათი
დახმარება და მხარდაჭერა მიიღო (დაიმსახურო).
გეგმა დროის, თანამიმდევრობისა და მნიშვნელობის მიხედვით
დაწყობილი აქტივობების სიაა. რა უნდა გააკეთო პირველ რიგში და
რა მეორედ? რა უფრო მნიშვნელოვანია და რა ნაკლებმნიშვნელოვა-
ნი? რომელია პირველ რიგში გასაკეთებელი? იმ ყველაფრისგან, რაც
უნდა გააკეთო, რომელია ის აქტივობები, რომლებიც მიზნის მიღწე-
ვისას სხვებზე მნიშვნელოვანია?
11. მუდმივად ნათლად წარმოიდგინე შენი მიზანი
მიზნის დასახვის მეთერთმეტე ეტაპი შენი მიზნის ყოველ დღი-
ურად თვალსაჩინოდ წარმოდგენაა, ისე, თითქოს მას უკვე მიაღწიე.
შენი მიზანი გონების თვალით ცხადად უნდა დაინახო. წარმოიდგი-
ნო, რა იქნება, ეს მიზანი უკვე მიღწეული რომ გქონდეს; წარმოიდგი-
ნე, რას იგრძნობდი, უკვე დანიშნულების ადგილას რომ იყო; წარმო-
იდგინე ის სიამაყე, კმაყოფილება და ბედნიერების გრძნობა, რომელ-
საც მაშინ განიცდი, როდესაც ის ადამიანი გახდები, ვინც გინდა, რომ
იყო და რომელმაც სასურველ მიზანს მიაღწია.
ეს კადრები გონებაში თანმხლებ გრძნობებთან ერთად კიდევ და
კიდევ, ყოველდღე გაიმეორე. ყოველ ჯერზე შენი მიზნის ვიზუალუ-

101 მკითხველთა ლიგა


რად და ემოციურად წარმოდგენისას, მას გონებასა და ქვეცნობიერ-
ში აპროგრამებ. საბოლოოდ, შენი მიზანი მძლავრ გაუცნობიერებელ
ძალად გადაიქცევა, რომელიც დღედაღამ შთაგაგონებს და მოტივა-
ციას შეგმატებს.
12. არასოდეს დანებდე
მიზნის დასახვის ბოლო, მეთორმეტე ეტაპი ყველაფერი იმისთვის,
რასაც გააკეთებ, სიჯიუტითა და შეუპოვრობით ზურგის გამაგრებაა.
წინასწარ გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები. ეს გადაწყვეტი-
ლება იქამდე ბევრად ადრე უნდა მიიღო, სანამ გზად რაიმე დაბრკო-
ლებას ან სირთულეს შეხვდები. დაიფიცე, რომ მნიშვნელობა არა
აქვს, რა მოხდება, მაინც შეუპოვრად ეცდები, შენსას მიაღწიო.
გონებრივი მომზადების ეს ფორმა – წინასწარ იმის გადაწყვეტა,
რომ არ დანებდები – შესაძლოა, უფრო მეტად დაგეხმაროს, ვიდრე
სხვა რომელიმე ფაქტორი. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ბევრ დაბრკო-
ლებას შეხვდები და უამრავ იმედგაცრუებას ნახავ. ეს გარდაუვალი
და აუცილებელიც კია. წინასწარ უნდა გადაწყვიტო, რომ ვერაფერი
შეგაჩერებს. და მაშინ, როდესაც გარდაუვალი დაბრკოლებებისა და
სირთულეების პირისპირ აღმოჩნდები, ფსიქოლოგიურად უკვე მზად
იქნები. შესაძლოა, უკან დაიხიო, მაგრამ არ გატყდები.

დღესვე იმოქმედე

აი, მძლავრი სავარჯიშო, რომელიც ამ თავში ნასწავლ ყველა სა-


კითხს ერთ მარტივ პროცესად გააერთიანებს. აიღე სუფთა ქაღალდი
და ფურცლის თავზე სათაურად სიტყვა „მიზნები“ და დღევანდელი
თარიღი დაწერე.
ამის შემდეგ შექმენი, სულ მცირე, ათი მიზნისგან შემდგარი სია,
რომელთა მიღწევაც შემდეგი ათი თვის განმავლობაში გინდა. ეს

102 მკითხველთა ლიგა


მიზნები აწმყოში დაწერე, თითქოსდა წლებმა განვლო და შენ ამ
მიზნებს უკვე მიაღწიე. მაგალითისთვის, თუ გსურს, რომ კონკრე-
ტულ კილოგრამს იწონიდე, დაწერე: „ვიწონი X კილოგრამს“. თუ
გსურს, გარკვეული რაოდენობის ფული გამოიმუშაო, დაწერ: „წლის
განმავლობაში X დოლარს გამოვიმუშავებ“ და ა. შ.
მას შემდეგ, რაც ამ ათ მიზანს დაწერ, სიას გადახედე და გააანა-
ლიზე, საკუთარ თავს ჰკითხე: „ამ სიიდან რომელი მიზნის მიღწევას
ექნებოდა ჩემს ცხოვრებაზე უდიდესი გავლენა?“
შენ მიერ ჩამოწერილ მიზნებს თვალი გადაავლე და ისეთი მოძებ-
ნე, რომელიც ამ კითხვას უპასუხებს. შემდგომში ეს მიზანი შენი
პროგნოზირებადი მომავლის ძირითად განმსაზღვრელ მიზნად იქცე-
ვა. ეს მიზანი შენი ძირითადი მაორგანიზებელი პრინციპი გახდება.
ის მიზანი გახდება, რომელსაც ზემოთ აღწერილი მიზნის დასახვის
თორმეტნაბიჯიანი პროცესის გამოყენებით გაწერ.

გამოიყენე თორმეტნაბიჯიანი პროცესი

მას შემდეგ, რაც მიზანს აირჩევ და განსაზღვრავ, ნამდვილად რა


გინდა და როცა დაიჯერებ, რომ ყველაფერი გამოგივა, შენი მიზანი
ცალკე ფურცელზე დაწერე და ზღვრული ვადები დაუწესე.
შენი საწყისი პოზიცია გააანალიზე და ის მიზეზები ჩამოწერე,
რომლის გამოც ამ მიზნის მიღწევა გინდა.
განსაზღვრე, რა და რა დაბრკოლებები დგას შენსა და შენი მიზნის
მიღწევას შორის? განსაზღვრე, რა უნარ-ჩვევები და ცოდნა გჭირდე-
ბა ამ მიზნის მისაღწევად? იპოვე ის ადამიანები, რომელთა დახმა-
რებაც და ვისთან თანამშრომლობაც დაგჭირდება.
გეგმა შექმენი და ამ გეგმის მიხედვით იმოქმედე. ყოველდღე რა-
ღაც ისეთი გააკეთე, რაც მიზნისკენ წაგწევს.
შენი მიზანი მუდმივად თვალნათლივ წარმოიდგინე, თითქოს მას

103 მკითხველთა ლიგა


უკვე მიაღწიე და გადაწყვიტე, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე
არ დანებდები.

საკუთარ თავს გააკვირვებ

როდესაც ამ პრინციპების ცხოვრებაში გამოყენებას დაიწყებ, გა-


ოცდები, რამდენად იოლად შეიძლება რაღაცის მიღწევა. უფრო და-
დებით, ძლიერ და ეფექტურად მოქმედ ადამიანად იქცევი. შენი
თვითშეფასება და თავდაჯერებულობა ბევრად გაიზრდება. თავს
ყოველდღე და საათობრივად გამარჯვებულად იგრძნობ. მოგეცემა
საშუალება, პირადი ცხოვრება დიდწილად თავადვე გააკონტროლო.
ბევრად მეტი ენერგია გექნება და ენთუზიაზმითაც იქნები სავსე,
რამდენიმე კვირასა და თვეში ბევრს მიაღწევ.
როდესაც სწავლისა და პრაქტიკის მეშვეობით „მიზანდასახულ“
ადამიანად გადაიქცევი და შენს ქვეცნობიერში წარმატების მიღწე-
ვის უნარს ჩაბეჭდავ, ჩვენი საზოგადოების გასაოცრად, წარმატებუ-
ლი ადამიანების რიგს შეუერთდები და ერთ-ერთი ყველაზე ბედნიე-
რი და წარმატებული პიროვნება გახდები.

განსაზღვრე შენი ჭეშმარიტი მიზნები

1. გადაწყვიტე, სინამდვილეში, რა გინდა. რა არის ის, რაც სხვას


აქვს და გსურს, რომ შენც გქონდეს?
2. რომელი ერთი რწმენა-წარმოდგენა (თუ გექნებოდა) დაგეხმა-
რებოდა შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მიზნების მიღწევაში?
3. რა იქნებოდა ის ერთი მიზანი, რომელიც, მიღწევის შემთხვევა-
ში, შენს ცხოვრებაზე უდიდეს დადებით გავლენას მოახდენდა?
4. რომელი უნარ-ჩვევა დაგეხმარებოდა ყველაზე მეტად შენთვის
უმნიშვნელოვანესი მიზნის მიღწევაში, თუკი ეს უნარი სრულ ყოფი-

104 მკითხველთა ლიგა


ლად გექნებოდა განვითარებული?
5. ვინ არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი, რომლის დახ-
მარებაც შენთვის უმნიშვნელოვანესი მიზნის მისაღწევად გჭირდება.
6. რა არის ყველაზე დიდი დაბრკოლება, რომელიც შენსა და შენს
მიზანს შორის დგას?
7. ახლავე ჩამოწერე ათი მიზნისგან შემდგარი სია, რომელთა მიღ-
წევაც შემდეგი ერთი წლის განმავლობაში გინდა. მათგან ყველაზე
მნიშვნელოვანი აარჩიე და ყოველდღე იმუშავე მის მისაღწევად.

105 მკითხველთა ლიგა


7. გადაწყვიტე, რა იქნება შენი უმთავრესი მიზანი
იმისთვის, რომ ადამიანმა გაიმარჯვოს, ერთი თვისება აუცილებ-
ლად უნდა ჰქონდეს და ეს მიზნის სიმტკიცეა, ცოდნა იმისა, თუ რა
უნდა და მისი მიღწევის დაუოკებელი სურვილი.
ნაპოლეონ ჰილი

ვინაიდან ის ხდები, რაზე ფიქრშიც დროის უმეტეს ნაწილს ატა-


რებ, შენი უმთავრესი მიზანი მუდმივად გაიძულებს, ყურადღება მო-
იკრიბო. როგორც პიტერ დრაკერმა თქვა, „როდესაც აღმოაჩენ, რომ
რაღაც საქმე კეთდება, იქვე მისიაზე კონცენტრირებულ მონო მანი-
აკსაც მიაგნებ“.
რაც უფრო ბევრს ფიქრობ შენს უმთავრეს მიზანსა და იმაზე, თუ
როგორ მიაღწიო მას, მით მეტად ააქტიურებ მიზიდულობის კანონს
შენს ცხოვრებაში. ისეთი ადამიანების, შესაძლებლობების, რესურსე-
ბისა და იდეების მოზიდვას იწყებ, რომლებიც შენი მიზნისკენ უფრო
სწრაფად სვლაში დაგეხმარებიან და მასაც შემხვედრი მიმართულე-
ბით უფრო სწრაფად წამოიყვანენ.
შესაბამისობის კანონის მიხედვით, შენი ცხოვრება შენს მიზნებ-
თან იქნება ჰარმონიასა და შესაბამისობაში. როდესაც ისეთი უმთავ-
რესი მიზანი გაქვს, რომელზეც გამუდმებით ფიქრობ, ლაპარაკობ და
მუშაობ, შენ გარშემო არსებული ამას სარკესავით აირეკლავს.
უმთავრესი მიზანი შენს ქვეცნობიერსაც ავტომატურად ააქტი-
ურებს, შენი ქვეცნობიერი (და როგორც ამას მოგვიანებით განვიხი-
ლავთ, შენი ზეცნობიერიც) ნებისმიერი ფიქრის, გეგმის ან მიზნის,
რომლის გონებაში ნათლად ჩამოყალიბებაც შეგიძლია, რეალიზება-
ზე მაშინვე იწყებს მუშაობას.

106 მკითხველთა ლიგა


აამუშავე გონება!

ადამიანის ტვინს ე. წ. რეტიკულური ფორმაცია აქვს. თავის ტვი-


ნის ეს პატარა, თითის ფორმის ნაწილი დიდი საოფისე შენობის სა-
ტელეფონო ქსელის კომუტატორის, ანუ გამანაწილებელი დაფის
პრინციპით მუშაობს. როგორც ცენტრალურ კომუტატორზე შემო-
დის სატელეფონო ზარი და შემდეგ გადადის შესაბამის აბონენტთან,
ზუსტად ასევე, შენი გრძნობის ორგანოებამდე მიმავალი მთელი ინ-
ფორმაცია ტვინის ან ცნობიერების შესაბამის ნაწილებამდე სწორედ
რეტიკულური ფორმაციის გავლით გადაიცემა.
შენი რეტიკულური ფორმაცია რეტიკულარული მააქტიურებელი
სისტემის მატარებელია. როდესაც მიზნის შესახებ ბადისებრ ქერქში
ინფორმაციას გზავნი, ეს განსაკუთრებით მგრძნობიარეს გხდის იმ
ადამიანებისა და შესაძლებლობებისადმი, რაც ამ მიზნის მიღწევაში
უნდა დაგეხმაროს.

წითელი სპორტული მანქანა

მაგალითისთვის, წარმოიდგინე, რომ გინდა, წითელი სპორტული


მანქანა გყავდეს. ეს სურვილი ფურცელზე გადაგაქვს. იწყებ წითელ
სპორტულ მანქანაზე ფიქრსა და მის წარმოდგენას. ეს პროცესი შენს
რეტიკულურ ფორმაციაში შეტყობინებას გზავნის, რომ წითელი
სპორტული მანქანა შენთვის ახლა მნიშვნელოვანია და მისი გამო-
სახულება მაშინვე ჩნდება შენს გონებრივი რადარის ეკრანზე.
ამ მომენტიდან ნებისმიერ ადგილას, სადაც უნდა წახვიდე, წითელ
სპორტულ მანქანებს შეამჩნევ. მათ მაშინაც კი დაინახავ, თუ რამ-
დენიმე კვარტალის იქით მოძრაობენ. თვალს მოჰკრავ შენობებთან
მისასვლელ გზებზე, საგამოფენო/სადემონსტრაციო დარბაზებში.
ყველგან, სადაც უნდა წახვიდე, შენი სამყარო თითქოს სავსე იქნება

107 მკითხველთა ლიგა


წითელი სპორტული მანქანებით.
თუ მოტოციკლის ყიდვას გადაწყვეტ, ყველგან მათ დაინახავ. თუ
ჰავაიზე გამგზავრებას მოინდომებ, პოსტერების, რეკლამების, ბრო-
შურებისა და ჰავაიზე დასვენების შესახებ ინფორმაციის მომწოდე-
ბელი სატელევიზიო პროგრამების შემჩნევას დაიწყებ. შენი რეტიკუ-
ლური ფორმაციისთვის ნებისმიერ მიზანზე შეტყობინების გაგზავნა
მის მააქტიურებელ სისტემას აიძულებს, ფხიზლად იყოს და ყურად-
ღება დაგაძაბვინოს, რათა მიზნის რეალიზებისთვის ყველა შესაძლო
გზა შეამჩნიო.

მიაღწიე ფინანსურ დამოუკიდებლობას

თუ გადაწყვეტ, ფინანსურად დამოუკიდებელი გახდე, უეცრად შენ


გარშემო უამრავი შესაძლებლობისა და ვარიანტის შემჩნევას დაიწ-
ყებ, რომლებიც ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას უკავშირ-
დება. სადაც უნდა წახვიდე, ჟურნალ-გაზეთებში განთავსებულ სტა-
ტიებს დაინახავ და ამ თემატიკაზე დაწერილი წიგნები ჩაგივარდება
ხელში. ელექტრონულ ფოსტაზე ინფორმაციასა და შემოთავაზებებს
მიიღებ. შეამჩნევ, რომ ისეთ საუბრებში ერთვები, რომელიც ფულის
გამომუშავებასა და ინვესტირებას ეხება. მოგეჩვენება, რომ იმ ინ-
ფორმაციითა და იდეებით ხარ გარშემორტყმული, რომელიც ფინან-
სური მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.
მეორე მხრივ, თუ შენს რეტიკულურ ფორმაციასა და ქვეცნობიერს
ნათელ ინსტრუქციებს არ გაუგზავნი, ცხოვრებას ბურანში გაატა-
რებ. მეტწილად შენ გარშემო არსებულ შესაძლებლობებსა და ხელ-
საყრელ ვარიანტებს ვერც კი შეამჩნევ. მათ იშვიათად თუ დაინახავ
და მიაქცევ ყურადღებას.
ნათქვამია, ყურადღება ცხოვრების გასაღებიაო. საითკენაც მიმარ-
თავ ყურადღებას, იქითკენ წავა შენი ცხოვრებაც. როდესაც გადაწ-

108 მკითხველთა ლიგა


ყვეტ, რა არის შენი უმთავრესი მიზანი, ყურადღებას კიდევ უფრო
დაძაბავ და შენ გარშემო ნებისმიერი რამის მიმართ, რასაც შეუძლია
ამ მიზნის უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმაროს, განსა კუთრებით
მგრძნობიარე გახდები.

შენი უმთავრესი მიზანი

შენი უმთავრესი მიზანი შეიძლება შემდეგნაირად განიმარტოს:


ერთი მიზანი, რომელიც მოცემულ მომენტში შენთვის ყველაზე
მნიშვნელოვანია. როგორც წესი, ეს მიზანი უფრო დაგეხმარება შენი
დანარჩენი მიზნების მიღწევაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა. მას შემდე-
გი დამახასიათებელი ნიშნები უნდა ჰქონდეს:
1. რაღაც ისეთი, რაც ძალიან გინდა. შენში ამ მიზნის მიღწევის
სურვილი იმდენად მძლავრი უნდა იყოს, რომ უმთავრესი მიზნის
მიღწევის უბრალო იდეამ, წარმოდგენამაც კი აგაღელვოს და გაგა-
ბედნიეროს.
2. იგი ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს. მისი სიტყვიერად ჩა-
მოყალიბება უნდა შეგეძლოს. იმდენად გასაგებად დაწერე, ბავშვმა
რომ წაიკითხოს, ისიც კი მიხვდეს, ზუსტად რა გინდა და შეძლოს
დანახვა, უკვე მიაღწიე თუ არა სასურველს.
3. მისი გაზომვა და რაოდენობრივი გამოსახვა უნდა შეიძლებო-
დეს. ნაცვლად იმისა, რომ თქვა, „მინდა ბევრი ფული ვიშოვო“, ჯობს
თქვა, „ყოველ წელს (კონკრეტული თარიღისთვის) 100 000 დოლარს
გამოვიმუშავებ“.
4. დამაჯერებელი და მისაღწევი უნდა იყოს. შენი უმთავრესი მი-
ზანი ვერ იქნება რაღაც იმდენად უზარმაზარი ან არასერიოზული,
რომ მისი მიღწევა სრულიად შეუძლებელი გახდეს.
5. შენს უმთავრეს მიზანს წარმატების გონივრული ალბათობა უნ-
და ჰქონდეს. დასაწყისისთვის 50/50-ზეც საკმარისია. თუ აქამდე

109 მკითხველთა ლიგა


რაიმე მნიშვნელოვნისთვის არ მიგიღწევია, ისეთი მიზანი დაისახე,
რომლის წარმატებაც 80 ან 90 პროცენტით მაინცაა მოსალოდნელი.
თავიდანვე თავს ძალიანაც ნუ გადაიტვირთავ. მოგვიანებით ისეთი
უზარმაზარი მიზნებიც შეიძლება დაისახო, რომელთაც წარმატების
ძალიან მცირე შანსი ექნებათ, მაგრამ მათ მისაღწევად ნაბიჯების
გადასადგმელად მაინც მოტივირებული იქნები. დასაწყისისთვის და-
მაჯერებელი, მისაღწევი და ისეთი მიზნები დაისახე, რომელთაც
წარმატების დიდი შანსი აქვთ, რათა თავიდანვე დარწმუნდე, რომ
გამარჯვება შეგიძლია.
6. შენი უმთავრესი მიზანი შენს სხვა მიზნებსა და ღირებულებებ-
თან ჰარმონიაში უნდა იყოს.

მიწაზე მყარად იდექი

ერთ-ერთ სემინარზე ქალბატონი მომიახლოვდა და მითხრა, გა-


დავწყვიტე, რა იქნება ჩემი უმთავრესი მიზანიო. ვკითხე, თუ რა იყო
ეს და მიპასუხა: „ერთ წელიწადში მილიონერი ვიქნები!“
დაინტერესებულმა, ვკითხე, რა იყო მისი თვითღირებულება მოცე-
მულ მომენტში. ღატაკი აღმოჩნდა. ვკითხე, სად იყო დასაქმებული
და რა სახის სამუშაოს ასრულებდა. მითხრა, რომ ახლახან სამსახუ-
რიდან არაკომპეტენტურობის გამო დაითხოვეს. ვკითხე, არსებული
მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი მიზანი რატომ დაისახა.
ქალბატონმა მიპასუხა, რომ სემინარზე მითქვამს, რომ ნებისმიე-
რი მიზნის დასახვა შეიძლება, თუკი ეს მიზანი ნათელი და კონკრე-
ტული იქნებაო. ახლა ის დარწმუნებული გახლდათ, რომ წარმატე-
ბისთვის მხოლოდ ეს იყო საჭირო. იძულებული გავხდი ამეხსნა, რომ
მისი მიზანი, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, იმდენად
არარეალური და მიუღწეველი იყო, რომ, როდესაც მიხვდებოდა, რე-
ალურად რამდენად შორს იყო თავისი მიზნისგან, მოტივაციას და-

110 მკითხველთა ლიგა


კარგავდა; რომ ასეთი მიზანი მოტივირებაზე მეტად — იმისთვის,
რომ სამომავლო ფინანსური წარმატებისათვის საჭირო ნაბიჯები გა-
დაედგა – მის დემოტივირებაზე იმუშავებდა.

საკუთარ თავს ძირს ნუ გამოუთხრი

მსგავსი შეცდომა ახალგაზრდობაში მეც დავუშვი. როდესაც მიზ-


ნების დასახვა დავიწყე, საკუთარ თავს ისეთი შემოსავლის მიღება
დავუსახე, რაც იმაზე ათჯერ მეტი იყო, ვიდრე ცხოვრებაში ოდესმე
გამომიმუშავებია. თვეების განმავლობაში არანაირი პროგრესი! და
მივხვდი, რომ ჩემი მიზანი საერთოდ არ მეხმარებოდა სწორედ იმი-
ტომ, რომ იმაზე ბევრად დიდი იყო, რისთვისაც კი ოდესმე მიმიღწე-
ვია, ამდენად, არანაირი მასტიმულირებელი ძალა არ გააჩნდა. გუ-
ლის სიღრმეში, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მინდოდა, არ მჯე-
როდა, რომ მისი მიღება შესაძლებელი იყო და რადგანაც არ მჯერო-
და, ჩემმა ქვეცნობიერმა ის უარყო და რეტიკულურმა ფორმაციამ,
უბრალოდ, ვერ იმოქმედა. არ დაუშვა, რომ ეს შენც დაგემართოს!

მთავარი შეკითხვა

აი, ძირითადი შეკითხვა შენი უმთავრესი მიზნის გამოსავლენად:


რა არის ის ერთი რამ, რომელზე ოცნებასაც გაბედავდი იმ შემთხვე-
ვაში, თუ გეცოდინებოდა, რომ შენი დამარცხება შეუძლებელია, ყვე-
ლაზე წარმოუდგენელს რას გაბედავდი და ისურვებდი?
თუ ყველანაირად გარანტირებული გექნებოდა, რომ ნებისმიერ
მიზანს წარმატებით მიაღწევდი, იქნებოდა ეს დიდი თუ პატარა,
გრძელვადიანი თუ მოკლევადიანი, რა იქნებოდა ეს ერთი მიზანი?
რაც უნდა იყოს ამ კითხვაზე შენი პასუხი, თუკი მისი წერილობით
ჩამოყალიბება შეგიძლია, სავარაუდოდ მიღწევასაც მოახერხებ. ყო-

111 მკითხველთა ლიგა


ველივე ამის შემდეგ, მხოლოდ ერთი კითხვა უნდა დასვა: „როგორ?“.
ერთადერთი რეალური ფაქტორი, რაც გაკავებს ისაა, რამდენად
ძლიერად გინდა ამ მიზნის მიღწევა და მის მისაღწევად, რამდენად
ხარ მზად, დიდხანს იმუშაო.

ნობელის პრემიის ლაურეატი

ჩემი სემინარის ერთ-ერთი მონაწილე ერთ-ერთი წამყვანი უნი-


ვერსიტეტის პროფესორი იყო, რომელმაც ორი წლის წინ, ორ სხვა
მეცნიერთან პარტნიორობით, ნობელის პრემია მიიღო ქიმიის დარ-
გში. მან მითხრა, რომ ოციან წლებში, როდესაც უნივერსიტეტში იწ-
ყებდა კარიერას, გადაწყვიტა, ქიმიის სფეროში მნიშვნელოვანი
წვლილი შეეტანა. ეს მისი უმთავრესი მიზანი იყო და მის მიღწევაზე
ოცდახუთზე მეტი წელი იყო კონცენტრირებული. საბოლოოდ მან
წარმატებას მიაღწია.
მან მითხრა: „თავიდანვე ყველაფერი ნათელი იყო. ეჭვიც არ მეპა-
რებოდა, რომ საბოლოოდ ქიმიის სფეროში ასეთ მნიშვნელოვან
წვლილს შევიტანდი და ნობელის პრემიას მივიღებდი. როდესაც ეს
მოხდა, გამიხარდა, მაგრამ არ გამკვირვებია“.

საფასურის გადასახდელად მზად უნდა იყო

მილიონერობა და მულტიმილიონერობა ყველას უნდა, მაგრამ სა-


კითხავია, მზად ხარ, ამ ფინანსური მიზნის მისაღწევად ყველაფერი
გააკეთო, რაც საჭიროა და ამისთვის წლების განმავლობაში იშრო-
მო. თუ მზად ხარ, პრაქტიკულად ვერაფერი შეგაჩერებს.

ათმიზნიანი სავარჯიშო

ეს სავარჯიშო წინა თავიდანაც გახსოვს. ფურცელი აიღე და მასზე

112 მკითხველთა ლიგა


იმ ათი მიზნის სია ჩამოწერე, რომელთა მიღწევაც უახლოეს მომა-
ვალში გინდა. ისინი აწმყო დროში უნდა დაწერო, თითქოსდა უკვე
მიაღწიე. მაგალითად, „ვიწონი X კილოგრამს“ ან „ყოველ წლიურად
X დოლარს გამოვიმუშავებ“.
ათმიზნიანი სიის შედგენის შემდეგ ჩამონათვალს გადახედე და
შენს თავს ჰკითხე: „ამ სიიდან, რომელიმე მიზნის დაუყოვნებლივ
მიღწევა რომ შემეძლოს, რომელს ექნებოდა ჩემს ცხოვრებაზე დადე-
ბითი კუთხით უდიდესი გავლენა?“
თითქმის ყველა შემთხვევაში ის შენი უმთავრესი მიზანი აღმოჩ-
ნდება. ეს ის ერთი მიზანია, რომელიც შენს ცხოვრებასა და ამავ-
დროულად სხვა მიზნების მიღწევაზე უდიდეს გავლენას მოახდენს.
რომელი მიზანიც უნდა შეარჩიო, ის ცალკე ფურცელზე გადმოი-
ტანე და დაწერე ყველაფერი, რასაც ამ მიზნის მისაღწევად გააკე-
თებდი და მათგან ერთი რომელიმე მიმართულებით მაინც იმოქმედე.
ეს მიზანი პატარა ბარათზე დაიტანე, ყველგან თან ატარე და რეგუ-
ლარულად გადახედე. მასზე დილას, შუადღესა და საღამოს იფიქრე.
მუდმივად ეძებე მისი მისაღწევი გზები. თავს მხოლოდ ერთი კითხვა
დაუსვი: „როგორ?“

იფიქრე შენს მიზანზე

უმთავრესი მიზნის არჩევა, გადაწყვეტილება, მტკიცედ კონცენ-


ტრირდე მხოლოდ ამ მიზანზე, ყველა დაბრკოლება და სირთულე გა-
დალახო, სანამ მას არ მიაღწევ, ბევრად მეტს შეცვლის შენს ცხოვ-
რებაში უკეთესობისკენ, ვიდრე შენი ნებისმიერი სხვა გადაწყვეტი-
ლება. რაც უნდა იყოს შენი უმთავრესი მიზანი, დაწერე და დღესვე
დაიწყე მასზე მუშაობა.

113 მკითხველთა ლიგა


გადაწყვიტე, რა არის შენი უმთავრესი მიზანი

1. რა არის ის ერთი რამ, რაზე ოცნებასაც გაბედავდი იმ შემთხვე-


ვაში, თუკი გეცოდინებოდა, რომ შენი დამარცხება შეუძლებელია.
2. აწმყო დროში დაწერე ის ათი მიზანი, რომელთა მიღწევაც შემ-
დეგ თვეებსა და წლებში გინდა. ამ სიიდან ის ერთი მიზანი ამოარ-
ჩიე, რომლის მიღწევასაც შენს ცხოვრებაზე უდიდესი დადებითი გავ-
ლენა ექნება.
3. განსაზღვრე და დაწერე, ამ მიზნის მიღწევისას პროგრესსა და
წარმატებას როგორ გაზომავ.
4. ჩამოწერე იმ ყველაფრის სია, რისი გაკეთებაც შეგიძლია და რაც
ამ მიზნისკენ წაგწევს. აქედან რომელიმე ერთი მიმართულებით მა-
ინც იმოქმედე.
5. განსაზღვრე, მუშაობის, დროისა და ვალდებულებების აღების
კუთხით დამატებით რა საფასურის გადახდა მოგიწევს და დაიწყე.
6. ყოველდღე ერთი ისეთი რაღაც გააკეთე, რაც შენთვის ყველაზე
მნიშვნელოვან მიზანთან ერთი ნაბიჯით მაინც მიგაახლოებს.
7. დაიფიცე, რომ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე არ დანებდები.

114 მკითხველთა ლიგა


8. თავიდან დაიწყე
შენი ამოცანაა, მანძილი იმ ადგილს, სადაც ახლა ხარ და შენს
მიზნებს შორის, რომელთა მიღწევაც გაქვს ჩაფიქრებული, შეამცი-
რო.
ერლ ნაითინგეილი
წარმოიდგინე, დედამიწის გარშემო ხანგრძლივ მოგზაურობას გეგ-
მავ. პირველი ნაბიჯი დანიშნულების პუნქტის შერჩევა და შემდეგ
იქამდე ყველაზე ოპტიმალური გზით მისასვლელად რუკის მომარ-
ჯვება იქნებოდა. სანამ გზას გაუდგებოდი, ყოველდღე რუკაზე შენს
თავს იმ ადგილას მონიშნავდი, სადაც ჩახვიდოდი და მომდევნო სა-
ათებში საითკენაც გაემართებოდი. ცხოვრებაც დაახლოებით ასეა
მოწყობილი.
როდესაც უკვე გადაწყვიტე, რა ღირებულებები გაქვს, როგორია
შენი ხედვა, რა არის შენი მისია, დანიშნულება და მიზნები, შემდეგი
ნაბიჯი უკვე საწყისი პოზიციის ანალიზია. სად ხარ დღეს და მოცე-
მულ მომენტში, რა პრიორიტეტები გაქვს? განსაკუთრებით ისაა
მნიშვნელოვანი, როგორ უკავშირდება ეს ყოველივე შენს მიზნებს.

მიმართე რეალობის პრინციპს

ჯეკ უელჩმა, რომელიც წლების განმავლობაში General Electric-


ის აღმასრულებელი დირექტორი იყო, ერთხელ თქვა, რომ ლიდე-
რისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება „რეალობის პრინციპის“
ქონააო. მისი განმარტებით, ეს არის უნარი, აღიქვა სამყარო ისე-
თად, როგორიც სინამდვილეშია და არა ისეთად, როგორიც გინდა,
რომ იყოს. იგი ყველა გამოსვლას, იქნებოდა ეს მიზნისა თუ პრობ-
ლემის განსახილველად, ამ შეკითხვით იწყებდა: „რა არის ჩვენი რე-
ალობა?“ პიტერ დრაკერმა ამ თვისებას „ინტელექტუალური გულ-

115 მკითხველთა ლიგა


წრფელობა“ უწოდა, ანუ ეს პრობლემის გადაჭრამდე და გადაწ-
ყვეტილების მიღებამდე ფაქტების ისე განხილვაა, როგორც სინამ-
დვილეშია. აბრაამ მასლოუმ ერთხელ დაწერა, რომ რეალიზებულ
ადამიანს აქვს უნარი, საკუთარ თავთან ბოლომდე გულწრფელი და
ობიექტური იყოს. შენთვისაც ასეა.
თუ გსურს, საუკეთესო იყო და ყოველივე იმას მიაღწიო, რაც შენ-
თვის რეალურად არის შესაძლებელი, თავიდანვე (საწყისი წერტი-
ლიდანვე) საკუთარ თავთან გულწრფელი უნდა იყო. საჭიროა, რომ
დაჯდე და საკუთარი მდგომარეობა გააანალიზო, რომელ სფეროში
რა ვითარება და მოცემულობა გაქვს.

იქიდან დაიწყე, სადაც ხარ

მაგალითისთვის, თუ გადაწყვიტე, რომ წონაში დაკლება გინდა,


პირველი ნაბიჯი აწონა იქნება. შემდეგ უკვე ამ წონას მუდმივად გა-
მოიყენებ, როგორც ნიშნულს იმის გასაზომად, პროგრესი გაქვს თუ
არა მიზნისკენ მიმავალ გზაზე.
თუ პირადი სავარჯიშო პროგრამის შედგენაა შენი მიზანი, პირვე-
ლი ნაბიჯი იმის განსაზღვრა იქნება, დღეს რამდენს ვარჯიშობ. დღი-
სა და კვირის განმავლობაში რამდენ წუთს და რამდენად ინტენსი-
ურად? როგორ ვარჯიშებს აკეთებ? მნიშვნელოვანია, რომ შენი პა-
სუხი, რაც შეიძლება უტყუარი და ზუსტი იყოს. ეს პასუხები შეგიძ-
ლია ათვლის წერტილად გამოიყენო და სამომავლო სავარჯიშო გეგ-
მებიც მათზე დაყრდნობით შექმნა.

განსაზღვრე შენი საათობრივი ანაზღაურება

თუ მეტი ფულის შოვნა გინდა, უნდა დაჯდე და გაარკვიო, მოცე-

116 მკითხველთა ლიგა


მულ მომენტში რამდენს გამოიმუშავებ, რამდენს იღებდი წინა წელს,
იმის წინ და წელს? რამდენს გამოიმუშავებ ყოველთვიურად? ამ შემ-
თხვევაში საუკეთესო საზომი დროის მოცემულ მომენტში შენი სა-
ათობრივი ანაზღაურებაა.
საათობრივი გამომუშავების დადგენა ასე შეგიძლია: შენი წლი-
ური შემოსავალი 2080-ზე გაყავი, რაც იმ საათების მიახლოებითი
რაოდენობაა, რაც აგინაზღაურდება. უკეთესი ვარიანტიც არსებობს,
შენი თვიური შემოსავალი 173-ზე გაყო, ანუ იმ საათების რაოდენო-
ბაზე, თვეში საშუალოდ რამდენსაც მუშაობ.
ჩემი ბევრი კლიენტი, რომელსაც ვწვრთნი, საათობრივ შემოსა-
ვალს ყოველ კვირას ითვლის და წინა კვირ(ებ)ის შედეგებს ადარებს,
რის შემდეგაც ისინი მიზნად ისახავენ თავიანთი საათობრივი შრო-
მის ღირებულება კიდევ უფრო გაზარდონ, რათა შესაბამისად, მეტიც
გამოიმუშაონ.

შეზღუდული დრო ან ფინანსური მაჩვენებლები შრომის


ინტენსიურობას აუმჯობესებს

რაც უფრო აკურატული და ზუსტია შენი გამოთვლები, რომელიც


შენს შემოსავალსა თუ სხვა რომელიმე საკითხს უკავშირდება, მით
მალე და უკეთ შეძლებ მდგომარეობის გაუმჯობესებას. მაგალითად,
ადამიანების უმრავლესობა წლიურ და ყოველთვიურ ხელფასს აანა-
ლიზებს და მის გაზრდაზე აქედან გამომდინარე ფიქრობს. მაღალ-
პროდუქტიული ადამიანი კი საათობრივ ანაზღაურებაზე დაყრდნო-
ბით მსჯელობს და მისი ანალიზიც წუთობრივ გაუმჯობესებას ექვემ-
დებარება.
ვინაიდან საკუთარი მომსახურებისთვის შექმნილი კომპანიის
პრეზიდენტი ხარ, საკუთარ თავს ისე უნდა შეხედო, თითქოს შრო-
მისთვის შენს თავს შენვე უნაზღაურებ. წარმოიდგინე, რომ ხელფასს

117 მკითხველთა ლიგა


საათობრივად შენთვის შენვე იხდი. საკუთარი თავის მიმართ ისეთი-
ვე მომთხოვნი უნდა იყო, როგორიც ნებისმიერი ხელქვეითის მიმართ
იქნებოდი, ვინც შენთვის იმუშავებდა. უარი თქვი ყოველივე იმის გა-
კეთებაზე, რასაც შენთვის სასურველი საათობრივი ანაზღაურება არ
მოაქვს.

შენი თვითღირებულება

თუკი გრძელვადიანი ფინანსური მიზანი დაისახე, შემდეგი ნაბიჯი


იმის ზუსტად განსაზღვრაა, ფინანსური ტერმინით რომ ვთქვათ,
დღეს რა ღირხარ? თუ შენი მიზანი მილიონერობაა, უნდა გამოთვა-
ლო, დღემდე ზუსტად რამდენი დააგროვე.
ადამიანთა უმრავლესობას მსგავსი გამოთვლები აბნევს ან აიძუ-
ლებს, ტყუილი თქვას. შენი რეალური ღირებულება ის იქნება, რო-
მელიც მას შემდეგ დაგრჩება, როცა შენს მფლობელობაში არსებულ
ყველა ნივთს საბაზრო ფასად გაყიდი და ყველა გადასახადს გადაიხ-
დი.
ბევრი ადამიანი ნივთებს, რომელსაც ფლობს, გადამეტებულად
აფასებს. ისინი ფიქრობენ, რომ მათი ტანსაცმელი, მანქანები, ავეჯი
და ელექტრომოწყობილობები ძვირია. მაგრამ, სინამდვილეში, ამ
ნივთების რეალური ღირებულება იმ თანხის მაქსიმუმ 10 ან 20 პრო-
ცენტია, რაც მათში თავდაპირველად გადაიხადეს.

გრძელვადიან ფინანსურ გეგმებზე იმუშავე

სწორი და დეტალური ფინანსური დაგეგმარებისთვის, შენი დღე-


ვანდელი თვითღირებულება გამოთვალე და შენს გრძელვადიან ფი-
ნანსურ მიზანს ეს თანხა გამოაკელი. შედეგი იმდენ წელზე გაყავი,
რამდენის დახარჯვასაც ამ ფინანსური მიზნის მიღწევაზე მუშაობი-

118 მკითხველთა ლიგა


სას გეგმავ. ამგვარად, გეცოდინება, რამდენი უნდა გადადო, რა თან-
ხის ინვესტირება უნდა მოახდინო და რამდენი უნდა დააგროვო ყო-
ველწლიურად იმისთვის, რომ ფინანსურად დამოუკიდებელი გახდე.
იმის გათვალისწინებით, დღეს რა ეტაპზე ხარ და დროის რა მო-
ნაკვეთი გაქვს გამოყოფილი იმისთვის, რომ სასურველს მიაღწიო,
არის თუ არა შენი მიზანი რეალური? თუ შენი მიზანი არარეალუ-
რია, თავი აიძულე, ბოლომდე გულწრფელი იყო და შენს გამოთ-
ვლებსა და პროგნოზებსაც გადახედე.

იფიქრე ნულიდან დაწყებაზე

როდესაც გრძელვადიანი მომავლის დაგეგმვას დაიწყებ, ყველაზე


ღირებული, რაშიც შეიძლება ივარჯიშო, თავიდან დაწყებაზე ფიქ-
რია. როდესაც თავიდან დაწყებაზე ფიქრობ, შენს თავს ეკითხები:
„ყველაფრის თავიდან დაწყების შესაძლებლობა რომ მქონდეს, ის
ყველაფერი, რაც ახლა ვიცი, ადრევე რომ მცოდნოდა, იქიდან, რასაც
დღეს ვაკეთებ, რას აღარ გავიმეორებდი?“
ვინც უნდა იყო ან რასაც უნდა აკეთებდე, შენს ცხოვრებაში არსე-
ბობს ისეთი აქტივობები და ურთიერთობები, რომელსაც, ის რომ
გცოდნოდა, რაც დღეს იცი, აღარ გააკეთებდი და აღარ დაიწყებდი.
თუ თავს უფლებას მისცემ, წარსულის შეცდომებმა უკან დაგხიოს,
წინსვლა რთული, ხშირად შეუძლებელიც კი ხდება. თუკი შენს
ცხოვრებაში რაღაც ისეთი არსებობს, რასაც დღეს აღარ გაიმეორებ-
დი, შემდეგი კითხვა ასეთია: „როგორ და რამდენად სწრაფად შემიძ-
ლია აქედან თავის დაღწევა?“

შეაფასე შენი ცხოვრების ყველა მხარე

თავიდან დაწყების პრინციპი უნდა მოარგო იმ ადამიანებს, რომ-

119 მკითხველთა ლიგა


ლებიც როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაშიც შენ ირგვლივ
არიან. არსებობს თუ არა ვინმე, ვისთანაც მუშაობას ან ურთიერთო-
ბას იმ ცოდნითა და ინფორმაციით, რაც დღეს გაქვს, ხელახლა აღარ
დაიწყებდი? ამ კითხვებზე პასუხის გაცემისას საკუთარ თავთან ბო-
ლომდე გულწრფელი უნდა იყო.
შენი სამსახურებრივი ცხოვრებისა და კარიერის ყველა ასპექტი
უნდა გამოიკვლიო. არის თუ არა ისეთი დავალება, რომლის შესრუ-
ლებაზეც უარს იტყოდი, ის რომ გცოდნოდა, რაც დღეს იცი? არსე-
ბობს თუ არა შენს ბიზნესსა ან სამსახურში რაღაც ისეთი, რასაც
თავიდან აღარ დაიწყებდი? არსებობს თუ არა რაიმე სახის აქტივო-
ბა, პროდუქტი, პროცესი, მომსახურება ან ხარჯი შენს ბიზნესში, რა-
საც ხელს აღარ მოჰკიდებდი იმ შემთხვევაში, ყველაფრის თავიდან
დაწყება რომ შეგეძლოს და ის იცოდე, რაც დღეს იცი?
მას შემდეგ, რაც შენს ცხოვრებაში მყოფ ადამიანებსა და სამსა-
ხურს გადახედავ, შენს ინვესტიციებს შეხედე. იყო თუ არა რაიმე სა-
ხის დროითი, ფულადი ან ემოციური ხასიათის ინვესტიცია, რომელ-
საც დღეს აღარ განახორციელებდი? თუ პასუხი დადებითია, როგორ
და რამდენად სწრაფად შეგიძლია ამ სიტუაციიდან თავის დაღწევა?

მზად იყავი საჭირო ცვლილებების განსახორციელებლად

ერთი კარგი მეგობარი მყავს, რომელიც სკოლასა და შემდეგ უნი-


ვერსიტეტშიც გოლფს თამაშობდა. როგორც მარტოხელა კაცი, გოლ-
ფის სათამაშოდ კვირაში რამდენჯერმე დადიოდა. მთელი მისი
ცხოვრება ამ თამაშის გარშემო ტრიალებდა. ზამთარში სამხრეთის
გოლფის მოედნებზეც კი მიდიოდა იმიტომ, რომ იქ თოვლი არ იყო.
დროთა განმავლობაში ბიზნესი დაიწყო, ცოლი მოიყვანა, ბავშვე-
ბიც ეყოლათ. მაგრამ მაინც იმაზე იყო კონცენტრირებული, რომ კვი-
რაში რამდენჯერმე გოლფი ეთამაშა. საბოლოოდ, გოლფის სათამა-

120 მკითხველთა ლიგა


შოდ საჭირო უზარმაზარმა დროითმა ვალდებულებამ მის ბიზნესზე,
ქორწინებასა და ბავშვებთან ურთიერთობაზეც კი მოახდინა გავლე-
ნა.
როდესაც, სიტუაციიდან გამომდინარე, სტრესი უკვე აუტანელი
გახდა, დაჯდა და თავისი მოქმედებების „განულება“ დაიწყო. მიხ-
ვდა, რომ არსებულ მდგომარეობაში, იმის მიხედვით, რაც მოცემულ
მომენტში იცოდა, გოლფი ბევრად უფრო ნაკლებად უნდა ეთამაშა,
თუ, რა თქმა უნდა, სურდა, რომ ცხოვრებაში იმ სხვა მიზნებისთვი-
საც მიეღწია, რაც ახლა მისთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო. გოლ-
ფის თამაშს მოუკლო და ცხოვრება დაიბრუნა — სულ რამდენიმე
კვირაში მისი ცხოვრება დაბალანსდა. როგორ შეიძლება ეს პრინცი-
პები მოგერგოს შენ? რომელი აქტივობები უნდა შეამცირო ან შეწ-
ყვიტო, რაც დროს უბრალოდ გაფლანგვინებს?

გარემოებები მუდმივად იცვლება

დროთა განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ბევრი მცდარი გადაწ-


ყვეტილება მიგიღია. იმ მომენტში, ვითარებიდან გამომდინარე, რო-
დესაც გადაწყვეტილება მიიღე ან შენს თავზე ვალდებულება აიღე,
ეს ალბათ კარგი იდეა იყო. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა და დროა,
თავიდან დაიწყო.
- როგორც წესი, ყოველთვის ხვდები, როდის ღირს თავიდან დაწ-
ყებაზე ფიქრი. მაგალითად, როდესაც აღმოჩნდები სტრესულ მდგო-
მარეობაში, რაღაცის გავლენის ქვეშ, რომელიც იმდენად ძლიერია,
რომ გაიძულებს, ყველაფრის თავიდან დაწყებაზე დაფიქრდე.
ზოგჯერ ადამიანები უდიდეს დროს ხარჯავენ იმისთვის, რომ მათი
პირადი ან სამსახურებრივი ურთიერთობები წარმატებით განვი-
თარდეს. მაგრამ თუ ამ ურთიერთობებსაც განულების და თავიდან
დაწყების კუთხით შევხედავთ, ხშირად საუკეთესო გადაწყვეტილება

121 მკითხველთა ლიგა


მათი საერთოდ შეწყვეტაა. ჩნდება კითხვა: ხარ თუ არა იმდენად მა-
მაცი, რომ შეცდომები აღიარო და სიტუაციის გამოსწორებაზე იზ-
რუნო?

რა გაკავებს?

თუ რაღაც კონკრეტული თანხის გამომუშავება გინდა, ჰკითხე სა-


კუთარ თავს: „რატომ არ ვშოულობ ამ რაოდენობის თანხას დღეს?“
რა გაკავებს? რა არის ძირითადი მიზეზი იმისა, რომ იმდენს არ
იღებ, რამდენიც გინდა? რა თქმა უნდა, აქაც შენს თავთან ბოლომდე
გულწრფელი უნდა იყო.
მიმოიხედე და იმ ადამიანებს დააკვირდი, ვინც იმდენს გამოიმუ-
შავებს, რამდენის მიღებაც შენ გინდა. რას აკეთებენ შენგან განსხვა-
ვებულად? რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები და შესაძლებლობები
აქვთ განვითარებული, რაც შენ ჯერ არ განგივითარებია? რა შესაძ-
ლებლობები უნდა გქონდეს და რა უნარ-ჩვევები უნდა შეიძინო
იმისთვის, რომ იმდენი ფული გამოიმუშაო, რამდენსაც ისინი შო-
ულობენ?
თუ დარწმუნებული არ ხარ პასუხის სისწორეში, მიდი და ჰკითხე.
რამენაირად გაარკვიე. ეს მეტისმეტად მნიშვნელოვანია იმისთვის,
რომ ვარაუდის საფუძველზე ან შემთხვევითობაზე დაყრდნობით არ
იმოქმედო.

განსაზღვრე შენი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების


დონე

შენს უნარ-ჩვევებს ინვენტარიზაცია მოუწყვე. უპირველესად, შე-


ნი საქმიანობისთვის გადამწყვეტი სფეროები გამოავლინე, ისინი,
რომელშიც შედეგი მნიშვნელოვანია. ეს ის დავალებებია, რომლებიც

122 მკითხველთა ლიგა


აუცილებლად სრულყოფილად უნდა შეასრულო იმისთვის, რომ შე-
ნი საქმე კარგად გაკეთდეს. როგორია ეს დავალებები?
ყველა საქმეს შედეგის მისაღებად 5-დან 7-მდე გასაღები (დავალე-
ბა) აქვს, იშვიათად უფრო მეტი. აქედან ყველა კრიტიკული დავალე-
ბაა. ისინი სრულყოფილად უნდა შეასრულო იმისთვის, რომ შენი
საქმე, რისთვისაც ფულს გიხდიან, კარგად გააკეთო. თითოეული და-
ვალების შესრულება იდეალურად უნდა შეგეძლოს, რათა ის თანხა
გამოიმუშაო, რისი მიღებაც გინდა.
მნიშვნელოვან აღმოჩენას გაგანდობ. შენი ძირითადი უნარებიდან
სხვა უნარების გამოყენების დონეს და, შესაბამისად, შენს სფეროში
შენს შემოსავალს ყველაზე სუსტი განსაზღვრავს. შესაძლოა ერთი
უნარ-ჩვევის გარდა ყველა იდეალურად გქონდეს დამუშავებული და
ეს ერთი უნარი მთელი ცხოვრების განმავლობაში და გაბრკოლებს.
რომელი უნარ-ჩვევა გაქვს საუკეთესოდ განვითარებული? რომე-
ლი კონკრეტული უნარ-ჩვევა ან უნარ-ჩვევების კომბინაციაა დღემ-
დე შენს კარიერაში წარმატებაზე პასუხისმგებელი? რა არის ის, რა-
საც სხვებივით კარგად ან მათზე უკეთესად აკეთებ?

განსაზღვრე შენი ყველაზე სუსტი მხარეები

მას შემდეგ, რაც ამ კითხვებს უპასუხებ, შენს თავს სარკეში შეხე-


დე და ჰკითხე: „რა არის ჩემი უნარ-ჩვევების) ყველაზე სუსტი მხარე-
ები?“ რა არის ის, რასაც არასაკმარისად კარგად აკეთებ, რაც სხვა
უნარ-ჩვევების გამოყენებაში გიშლის ხელს? სხვები რას აკეთებენ
შენზე უკეთესად? განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის, თუ რა ძირი-
თადი უნარ-ჩვევები გაკლია წარმატების მისაღწევად? რაც უნდა
იყოს, ისინი ზუსტად და პატიოსნად უნდა განსაზღვრო და შემდგომ
თითოეული მიმართულების გაუმჯობესებისთვის უნდა დაიწყო მუ-
შაობა (ამაზე შემდეგ თავში უფრო დეტალურად ვისაუბრებთ).

123 მკითხველთა ლიგა


წარმოიდგინე, რომ თავიდან იწყებ

როდესაც ახალი დიდი მიზნის მიღწევას დაიწყებ, უნდა წარმოიდ-


გინო, რომ ნებისმიერ მომენტში კარიერის თავიდან დაწყება შეგიძ-
ლია. არასოდეს მისცე თავს უფლება, წარსულის რომელიმე გადაწ-
ყვეტილებამ შეგაფერხოს ან დაგაბრკოლოს. მომავალზე კონცენ-
ტრაცია განაგრძე.
დღეს ბევრი ადამიანი უარს ამბობს საკუთარ განათლებაზე, ბიზ-
ნესზე, ინდუსტრიაზე, წლების განმავლობაში დაგროვებულ გამოც-
დილებაზე და რაღაც სრულიად ახალსა და განსხვავებულს იწყებს.
ისინი საკმარისად გულწრფელები არიან საკუთარ თავთან და აღია-
რებენ, რომ მათი საქმიანობის პერსპექტივა შეზღუდულია და გა-
დაწყვეტილი აქვთ, ძალები იქ მოსინჯონ, სადაც ბევრად მეტი შე-
საძლებლობაა. შენც იგივე უნდა გააკეთო.
საკუთარი თავისა და ცხოვრების საბაზისო შეფასებისას თვალი
უნდა გაუსწორო ფაქტებს, როგორიც უნდა იყოს ის. როგორც ITT-ის
პრეზიდენტმა, ჰაროლს ჯენენმა ერთხელ თქვა, ფაქტები არ ტყუიან.
აშკარა, ნათელი, უდავო, დამაიმედებელი ან სასურველი კი არა, რე-
ალური ფაქტები უნდა მოძებნო. სწორი გადაწყვეტილებების მისა-
ღებად სწორედ ისინი გჭირდება.

საკუთარი თავის შეცვლისთვის მოემზადე

კარგად დააკვირდი შენს ინდუსტრიას, კომპანიასა და სამსახურში


არსებულ სიტუაციას. კარგად დააკვირდი შენს ბაზარს და შეადარე
კონკურენტებისას. საკუთარი თავის ცვლილების პროცესში, უკან
დაიხიე და იმ ინფორმაციითა და ცოდნით, რაც დღეს გაქვს, კარიე-
რის თავიდან დაწყებაზე დაფიქრდი.
წარმოიდგინე, რომ შენი სამსახური და შენი ინდუსტრია ერთ ღა-

124 მკითხველთა ლიგა


მეში გაქრა. წარმოიდგინე, რომ კარიერული არჩევანი თავიდან უნდა
გააკეთო. დღეს ყველაფერს თავიდან რომ იწყებდე, შენი უნარ-ჩვე-
ვებისა და ნიჭის განსაკუთრებული კომბინაციის გათვალისწინებით,
რას მოიმოქმედებდი, რაც განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც ახ-
ლა აკეთებ?

ყველაზე ღირებული აქტივი

შენი ყველაზე ღირებული ფინანსური აქტივი გამომუშავების უნა-


რია – უნარი საკუთარი ნიჭი და უნარ-ჩვევები ბაზარს მოარგო.
ცხოვრებაში შეიძლება სახლიც დაკარგო და მანქანაც, ავეჯიც კი და
საბანკო ანგარიშებიც, სრულიად გაკოტრდე და ერთი ხელი ტანსაც-
მლის მეტი არაფერი დაგრჩეს, მაგრამ, ვიდრე გამომუშავების უნარი
გაქვს, შეიძლება უბრალოდ ქუჩა გადაჭრა და თითქმის მაშინვე და-
იწყო ახალი და უკეთესი ცხოვრების შექმნა.
შენი გამომუშავების უნარი შენთვის უძვირფასესია. გამომუშავე-
ბის უნარი შესაძლოა მზარდი ან კლებადი, ანუ გაუფასურებული აქ-
ტივი იყოს. თუ მის ინვესტირებასა და განვითარებას განაგრძობ, რა
თქმა უნდა, გაიზრდება, მაგრამ თუ ჩათვლი, რომ გამომუშავების
უნარი უნდა გქონდეს და იმაზე დაყრდნობით, რაც წარსულში გაგი-
კეთებია, უბრალოდ დინებას მიჰყვები, გამომუშავების უნარის, რო-
გორც აქტივის ღირებულებამ, შესაძლოა, დაიკლოს.

რესურსების ნაკრები

საკუთარ თავს ისე შეხედე, როგორც „რესურსების ნაკრებს“ — ნაკ-


რებს, რომელსაც ყველაფრის გაკეთება შეუძლია. შენ უნარჩვევების,
შესაძლებლობების, ცოდნის, ნიჭის, განათლებისა და გამოცდილების
ფართო ასორტიმენტი გაქვს, რაც ათასგვარ საქმიანობაში შეგიძლია

125 მკითხველთა ლიგა


გამოიყენო და უამრავი დავალება ბრწყინვალედ შეასრულო ან მათი
კარგად შესრულება მაინც ისწავლო. არასოდეს მისცე თავს უფლება,
მოვლენების გარკვეული გზით მიმდინარეობამ დაგატყვევოს და შემ-
დეგ ერთ ადგილას ჩაიკეტო. განსაკუთრებით მაშინ, თუ არ მოგწონს
შენი კარიერის განვითარების დღევანდელი დონე.
თუ შენს წარმოდგენაში ყველაფერს თავიდან დაიწყებ, ისე, თით-
ქოს კარიერის სტარტზე ახლა დგახარ, ბარემ საკუთარ თავშიც
ღრმად ჩაიხედე. გაქვს კარგი ჩვევები, რომლებიც წინსვლასა და მიზ-
ნის მიღწევაში გეხმარება? რომელი ცუდი ჩვევა დაგაბრკოლებდა?
როგორია შენი ხასიათისა და პიროვნების საუკეთესო თვისებები? რა
ახალი ჩვევები და თვისებები უნდა შეიძინო იმისთვის, რომ საკუთა-
რი თავის „საუკეთესო ვერსიად“ იქცე და საამისოდ რას გეგმავ? რო-
მელი ცუდი ჩვევები უნდა მოიცილო და კარგით ჩაანაცვლო?

კარგიდან უკეთესისკენ

ჯიმ კოლინზი თავის ყველაზე პოპულარულ წიგნში „კარგიდან


უკეთესისკენ“ ამბობს, რომ საკუთარი თავი მკაცრად უნდა განიკით-
ხო და ბიზნესთან დაკავშირებით ყველაზე პირდაპირი კითხვები უნ-
და დაუსვა, თუ, რა თქმა უნდა, იმ დაბრკოლებების აღმოჩენა და მო-
ცილება გინდა, რომლებიც წინსვლაში გიშლიან ხელს. რა არის ყვე-
ლაზე არასასიამოვნო კითხვები, რომლებიც წინ, შენი მიზნისკენ
გაჭრამდე უნდა ჰკითხო საკუთარ თავს?
როდესაც კომპანიის სტრატეგიულ დაგეგმარებაზე ვმუშაობ, თათ-
ბირს, როგორც წესი, ასეთი კითხვით ვიწყებ: „სად ვართ მოცემულ
მომენტში?“. ვაგროვებთ ინფორმაციას კომპანიის ყველა კუთხე-კუნ-
ჭულიდან, რათა ჩვენი საწყისი პოზიციის სრულიად ნათელი და აშ-
კარა სურათი გვქონდეს, ეს განსაკუთრებით გაყიდვებს, კომპანიის
მიერ ბაზარზე დაკავებულ პოზიციასა და მომგებიანობას ეხება.

126 მკითხველთა ლიგა


შემდეგ, აუცილებლად ვკითხულობთ: „იდეალურ შემთხვევაში,
სად გვინდა, რომ მომავალში ვიყოთ?“ და ასე მომავალზე კონცენ-
ტრირების პრაქტიკა სრულყოფამდე დაგვყავს. წარმოვიდგენთ, რომ
მომავალ წლებში კომპანიას, როგორადაც გვინდა, ისეთად გადავაქ-
ცევთ და შევქმნით კომპანიის იდეალურ ხატს იმ შემთხვევისთვის,
თუ წარმატებას მივაღწიეთ.
მესამე კითხვა ასეთია: „რა გზებით მოვედით დღემდე?“ რა გავაკე-
თეთ სწორად? რა არასწორად? რას გავაკეთებდით განსხვავებუ-
ლად? რა იყო აქამდე ჩვენი ყველაზე დიდი წარმატება და როგორ
მივაღწიეთ მას? რაში დავმარცხდით და ამ მარცხისგან რა ვისწავ-
ლეთ? როგორც ჯორჯ სანტაიანამ დაწერა: „ისინი, ვისაც წარსული
არ ახსოვს, მისი განმეორებისთვის არიან განწირულები“.
მეოთხე კითხვა, რომელზე პასუხსაც ველოდებით, ასეთია: „ახლა
რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ იქიდან, სადაც ვართ, იქ მივი-
დეთ, სადაც გვინდა, რომ ვიყოთ?“ ჩვენს გამოცდილებაზე დაყრდნო-
ბით, რა უნდა გავაკეთოთ უფრო მეტად ან ნაკლებად? რისი გაკეთე-
ბა უნდა შევწყვიტოთ საერთოდ?

საკუთარი სტრატეგიული გეგმა შეიმუშავე

კარგი ამბავი ისაა, რომ, თუ პირველ სამ კითხვას ზუსტად ვუპა-


სუხეთ, სტრატეგიული გეგმა ან მისი უხეში მონახაზი ბევრად ადვი-
ლად ჩამოყალიბდება, ვიდრე მაშინ, როდესაც გარკვეულიც კი არ
გვექნებოდა, თუ საიდან მოვდივართ და საით მივემართებით.
არსებობს ძველი გამოთქმა: „კარგად დაწყებული საქმე ნახევრად
გაკეთებულია“. ექიმები ამბობენ, რომ სწორი დიაგნოზი მკურნალო-
ბის მნიშვნელოვანი ნაწილია. შენი მდგომარეობის გულწრფელ ანა-
ლიზზე დახარჯული დრო მანამ, სანამ მიზნისკენ სვლას დაიწყებ,
თვეებსა და შესაძლოა, წლებსაც კი დაგიზოგავს. უმეტეს შემთხვევა-

127 მკითხველთა ლიგა


ში იმასაც კი გაიძულებს, შენს მიზნებს უფრო მეტი ცოდნისა და ანა-
ლიზის ფონზე გადახედო და გადააფასო. როდესაც დაიწყებ, ეს ყვე-
ლაფერი შენი მიზნების მიღწევის ტემპს ბევრად გააუმჯობესებს.

თავიდან დაიწყე

1. შენი დღევანდელი მდგომარეობა შენს უმთავრეს მიზანთან მი-


მართებაში შეაფასე. სად ხარ ახლა და კიდევ რა მანძილი დაგრჩა
გასავლელი?
2. „განულების“ პრინციპი შენი ცხოვრების ყველა სფეროს მიუსა-
დაგე. დღეს ისეთს რას აკეთებ, რასაც, თავიდან დაწყების შემთხვე-
ვაში, აღარ გააკეთებდი, ის რომ იცოდე, რაც დღეს იცი?
3. შენი ცხოვრების სრული ფინანსური ანალიზი ჩაატარე. რამ-
დენს გამოიმუშავებ დღეს და რა არის შენი თვითღირებულება? რა
არის ამ კუთხით შენი მიზანი?
4. შენი უნარ-ჩვევებისა და სამსახურის სრული ანალიზი გააკეთე.
რომელია შენი ძლიერი მხარე? რა კუთხით უნდა გამოსწორდე?
5. განსაზღვრე, რამდენს გამოიმუშავებ ერთ საათში და ამისთვის
როგორი სამუშაოს შესრულება გიწევს. რა უნდა გააკეთო იმისთვის,
რომ მომავალ თვეებში შენი საათობრივი ანაზღაურება გაზარდო?
6. განსაზღვრე შენთვის უმნიშვნელოვანესი მიზანი და თავს ჰკით-
ხე: „ამ მიზანს რატომ არ მივაღწიე?“ რა არის ჩემში ისეთი, რაც წინ-
სვლაში ხელს მიშლის?
7. შენი დღევანდელი მდგომარეობა და სამსახური რომ გაქრეს,
რის გაკეთებას შეძლებდი? სად და ვისთვის იმუშავებდი?

128 მკითხველთა ლიგა


9. დაისახე ფინანსური მიზნები და ყველას მიაღწიე
შესაძლოა, ფული ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი რამ არ
იყოს, მაგრამ მაინც ჰაერივით საჭიროა.
ზიგ ზიგლერი

ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პასუხისმგებლობა საკუთარი


ფულის მართვა, ფინანსების გაკონტროლება და შრომითი ცხოვრე-
ბის განმავლობაში ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევაა, რისი
გაკეთებაც შენ და მხოლოდ შენ შეგიძლია!
ასეთ მნიშვნელოვან ამოცანას შემთხვევითობას ვერ მიანდობ.
ფულის შოვნასა და განაწილებას სპეციალური გარდაუვალი და უც-
ვლელი წესები, პრინციპები, კანონები და ფაქტორები არეგულირებს.
მედიცინის, მექანიკის ან იურისპრუდენციის შესწავლა რომ მოგენ-
დომებინა და იმისთვის, რომ ამ სფეროში დახელოვნებულიყავი, სა-
ვარაუდოდ შესაბამისი საგნები დიდი ხნის განმავლობაში ღრმად და
საფუძვლიანად უნდა შეგესწავლა. ასევე ფულსა და ფინანსებზეც
სერიოზულად უნდა დაფიქრდე, თუ არადა, ამ სფეროში მთელი
ცხოვრების განმავლობაში რაღაც დანაკლისი და პრობლემები გექნე-
ბა.

თავს ნუ მოიტყუებ

ეცადე, თავი არ მოიტყუო. ბევრი ადამიანი, ვინც სცადა ფინანსუ-


რი მიზნების მიღწევა და მარცხი განიცადა, გონებრივ მახეში გაება
და საკუთარი წარუმატებლობისა და სასოწარკვეთილების გამარ-
თლება შემდეგნაირად სცადა: „ფული დიდად მაინც არ მაღელვებს,
მე ამაზე ბევრად მაღლა ვდგავარ და ისეთი ადამიანი ვარ, ვისაც
უფრო მაღალი ღირებულებები აქვს“.

129 მკითხველთა ლიგა


ჩემს მეგობარს, ჰარვ ეკერს, რომელიც „მილიონერის გონების“ სა-
ხელით ცნობილი სემინარებით გახდა პოპულარული, მსგავსი ფრა-
ზები ხშირად ესმის. როდესაც ადამიანები ეუბნებიან, რომ ფული
დიდად არ ანაღვლებთ, ის ეკითხება: „ღარიბი ხართ, არა?“
აღმოჩნდება, რომ იმ ადამიანების უმეტესობა, რომელთაც ფული
თითქოსდა „არ აღელვებთ“, გაღატაკებულია და მათი მთელი ყუ-
რადღება ფულზე ფიქრს იმდენად დაუპყრია, რომ სხვას ვეღარა-
ფერს ამჩნევენ. ტრაგედია ისაა, რომ ამ ადამიანებმა თითქოს ხე ლი
აიღეს საკუთარ თავსა და ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევის
შესაძლებლობაზე.

მართე შენი ფული

ფინანსური ცხოვრების სადავეების ხელში აღების პირველი ნაბი-


ჯები მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი ფინანსური მიზ-
ნების დასახვაა. მათი მიღწევის გეგმები შეიმუშავე და მიეჩვიე, რომ
ამ გეგმებს მისდიო. მნიშვნელობა არა აქვს, როგორი რთული ან შო-
რეულია შენი მიზანი.
დღეიდან შეგიძლია ფინანსური მიზნების დასახვისა და მიღწევის-
თვის ის თორმეტნაბიჯიანი გეგმა გამოიყენო, მე-6 თავში რომ აღ-
ვწერე. ეს სქემა წარმატების მიღწევის თემაზე ჩემი ჩატარებული
რამდენიმედღიანი სემინარების დასრულების შემდეგ უკვე მილიონ-
ზე მეტმა კურსდამთავრებულმა გამოცადა. სწორედ ამ ნაბიჯების
მიყოლის კუმულაციური შედეგი ისაა, რომ საკუთარ თავთან, ფულ-
სა და ფინანსურ მომავალთან დაკავშირებით ახლებურ დამოკიდე-
ბულებას განივითარებ, რის შემდეგაც, შენს ფინანსურ ცხოვრებაში,
მომავალი რამდენიმე წლის განმავლობაში იმაზე ბევრად მეტს მი-
აღწევ, რასაც ადამიანთა უმრავლესობა მთელი შრომითი ცხოვრე-
ბის მანძილზეც კი ვერ აღწევს. მოდი, დავიწყოთ.

130 მკითხველთა ლიგა


1. გქონდეს სურვილი

ნებისმიერ სფეროში, ფინანსურის ჩათვლით, მიზნის მიღწევის


საწყისი წერტილი სურვილია. აი, ორი ყველაზე მნიშვნელოვანი
კითხვა, რაც საკუთარ თავს უნდა დაუსვა და რასაც პასუხი უნდა
გასცე:
1. რა გინდა ნამდვილად?
2. რამდენად ძლიერად გინდა ეს?
გერმანელმა ფილოსოფოსმა ფრიდრიხ ნიცშემ დაწერა: „პიროვნე-
ბა, რომელმაც ცხოვრების მიზანი იპოვა, მისკენ მიმავალ გზაზე ნე-
ბისმიერი დაბრკოლების გადალახვას შეძლებს“.
იდეალიზაციის მეთოდს მიმართე. იმის წარმოდგენაში, სამომავ-
ლოდ ვინ შეიძლება იყო, რა შეიძლება გქონდეს და ფინანსური კუთ-
ხით, რა უნდა გააკეთო, შეზღუდული არ ხარ. წარმოიდგინე, რომ
დროც გაქვს და საკმარისი ნიჭიც, გამოცდილებაც და განათლებაც,
გყავს მეგობრები და გაქვს კონტაქტები, მოკლედ ყველაფერი, რაც კი
ოდესმე შეიძლება დაგჭირდეს. მსგავს სიტუაციაში რომ აღმოჩენი-
ლიყავი, საკუთარ თავს რა ფინანსურ მიზნებს დაუსახავდი?
ადამიანთა უმრავლესობა სრულებით ჩაფლულია მიმდინარე ფი-
ნანსურ სიტუაციაში, როგორც წესი, ეს ვალით, მიმდინარე გადასა-
ხადებითა და ხარჯებით, და ისეთი შემოსავლით ხასიათდება, რომე-
ლიც არასაკმარისია იმისთვის, რომ აწმყოს გასცდე და მომავალზე
იფიქრო. როდესაც ვალი გაქვს, ძნელია საკუთარ თავს ამაღელვებე-
ლი სამომავლო ფინანსური მიზნები დაუსახო.
მსგავსი შეზღუდვებისგან თავის გასათავისუფლებლად წარმოიდ-
გინე, რომ მომავალში შეგეძლება ჯადოსნური ჯოხი დაიქნიო და
ყველა ფინანსურ მიზანს მიაღწიო. როგორი იქნებოდა ისინი?
მოკლევადიან ფინანსურ მიზნად დაისახე დანახარჯების კონტრო-

131 მკითხველთა ლიგა


ლი და ვალიდან ნელ-ნელა ამოსვლა; საშუალოვადიან ფინანსურ
მიზნად – შემოსავლის ათი თუ ოცი პროცენტის დაზოგვა და ამ თან-
ხის ინვესტირება, სახლის ყიდვა, ბავშვების განათლებისთვის გან-
კუთვნილი ნდობის ფონდის გახსნა და ფინანსურ ცხოვრებაზე სრუ-
ლი კონტროლის მოპოვება; გრძელვადიან ფინანსურ მიზნად ქონე-
ბის დაგროვება და საბოლოოდ ფინანსური დამოუკიდებლობის მიღ-
წევა დაისახე. შენი საბოლოო მიზანი კი იქამდე მისვლა უნდა იყოს,
როდესაც ფულზე უკვე საერთოდ აღარ იდარდებ.

2. გჯეროდეს: უნდა ირწმუნო, რომ შეგიძლია

შენი რწმენა-წარმოდგენები შენსავე რეალობად იქცევა. დარწმუ-


ნებული უნდა იყო, რომ შენი ფინანსური მიზნები დამაჯერებელი,
შესაძლებელი, რეალური და, რაც მთავარია, საკუთარ ჭეშმარიტ ღი-
რებულებებთან თანხვედრაშია.
შენი ფინანსური მიზნები იმ მხრივ უნდა იყოს დამაჯერებელი,
რომ შენს ცხოვრებასთან ჰარმონიაშია. ისეთი ფინანსური მიზნები
უნდა დაისახო, რომლებიც კომფორტის ზონიდან გამოსვლას გაიძუ-
ლებს, მაგრამ, ამავდროულად, ისეთიც, რომლის წარმოდგენასაც გო-
ნებით გასწვდები. მაგალითად, ერთ წელიწადში შემოსავლის გაორ-
მაგების გადაწყვეტილების ნაცვლად, სცადე, შემდეგი 12 თვის მან-
ძილზე ის ოცი ან ოცდაათი პროცენტით მაინც გაზარდო. ეს იმიტომ,
რომ დამაჯერებელიცაა და კეთილგონივრულიც, რაც მოტივაციას
შეგძენს და ასევე, შესაძლებლობასაც, შენს საქმიანობაზე კონცენ-
ტრირდე.
მიზნებს რომ მიაღწიო, საჭიროა იცოდე, რომ გაქვს მათ მისაღწე-
ვად აუცილებელი ნიჭი, შესაძლებლობა და დისციპლინა. მაგალი-
თად, შესაძლებელია ფინანსურად წარმატებული ბიზნესის დაწყე-
ბით გახდე, მაგრამ, სანამ მიხვდები, რა ჯილდოები გელოდება წინ,

132 მკითხველთა ლიგა


ამ პროცესს ხუთიდან შვიდ წლამდე მუშაობა და გამოცდილება მა-
ინც დასჭირდება.
შენი მიზნები რეალისტური და შენს არსებულ მდგომარეობასთან,
შენი უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მოცემულ დონესა და
სამყაროში მიმდინარე მოვლენებთან უნდა იყოს თანხვედრაში.
დაბოლოს, დარწმუნდი, რომ შენი მიზნები შენს ჭეშმარიტ ღირე-
ბულებებთანაც თანხმობაშია. შინაგანად ბედნიერი მხოლოდ მაშინ
იქნები, როდესაც გარეგნულად რაღაც ისეთზე იმუშავებ, რაც შენს
პრიორიტეტებთან ჰარმონიაში იქნება.

3. ფურცელზე დაწერე

წერა ფსიქონერვომოტორული აქტივობაა, რაც იმას ნიშნავს, რომ,


როდესაც ნებისმიერი სახის მიზანს ფურცელზე დაწერ, ამით შენს
ემოციებს, ინტელექტსა და სხეულს ააქტიურებ. კალმის აღება და
მიზნის ფურცელზე გადატანა შენს ვიზუალურ, სმენით და კინესთე-
ტიკურ შეგრძნებებს ააქტიურებს. მიზნის ფურცელზე დაწერა მას
შენს ქვეცნობიერში ღრმად ბეჭდავს, ცხოვრებას იქ აგრძელებს და
დღეში ოცდაოთხი საათის განმავლობაში მუშავდება.
დააკონკრეტე, ზუსტად რა თანხა გინდა, რომ წელს და მომავალ
ხუთ წელიწადში წლიდან წლამდე გამოიმუშაო. მაგალითად, მიზ-
ნად დაისახე, რომ უახლოეს მომავალში შენს შემოსავალს ყოველ-
წლიურად 25 პროცენტით გაზრდი.
განსაზღვრე შენი გრძელვადიანი ფინანსური მიზანი, რა თანხა
გინდა, რომ შრომითი ცხოვრების განმავლობაში დააგროვო. შენს
გრძელვადიან ფინანსურ მიზანს შენი „რიცხვი“ ეწოდება. ამ ნიშნუ-
ლის მიღწევის შემდეგ შეგიძლია პენსიაზე გულდამშვიდებით გახვი-
დე.
შენი რიცხვის განსასაზღვრად საუკეთესო საშუალება იმ თანხის

133 მკითხველთა ლიგა


გამოთვლაა, რაც ერთი თვე კომფორტულად ცხოვრებისთვის დაგ-
ჭირდებოდა, საერთოდ არანაირი შემოსავალი რომ არ გქონდეს. ეს
რაოდენობა ახლა თორმეტზე გაამრავლე, რათა განსაზღვრო, რა
თანხა დაგჭირდება მთელ წელიწადს, თუ არ იმუშავებ და არანაირი
შემოსავალი არ გექნება. დაბოლოს, მიღებული რიცხვი ოცზე გაამ-
რავლე, ანუ წლების იმ რაოდენობაზე, სავარაუდოდ, რამდენ ხანსაც
იცოცხლებ პენსიაზე გასვლის შემდეგ.
მაგალითად, თუ კომფორტულად ცხოვრებისთვის შემოსავლის გა-
რეშე 5 000 დოლარი გჭირდება, ამას თორმეტზე გაამრავლებ და 60
000 დოლარს მიიღებ. შემდეგ ის 20-ზე გაამრავლე – 1.2 მილიონ
დოლარს მიიღებ. ეს რიცხვი შენი გრძელვადიანი ფინანსური მიზანი
იქნება. შენს ფინანსურ სიტუაციას ყოველთვე, ყოველდღე გადახედე,
გააანალიზე, რამდენად ახლოს ან შორს ხარ შენი გრძელვადიანი
მიზნისგან.

4. გააანალიზე შენი ამოსავალი წერტილი

იმისთვის, რომ შენი მიზნები დამაჯერებელი, რეალური და შესაძ-


ლებელი გახდეს, მნიშვნელოვანია შენი და შენი დღევანდელი ყოფის
სრული ფინანსური ანალიზი. როგორია ამჟამად შენი ფინანსური
მდგომარეობა?
წარმოიდგინე, რომ საკუთრებაში არსებული ყველა ნივთის გაყიდ-
ვასა და ყოველივეს, რასაც ფლობ, ნაღდ ფულად გადაქცევასა და
სხვა ქვეყანაში გადასახლებას აპირებ. რამდენი გექნებოდა ნაღდი
ფული, ყველაფერი დღესვე რომ გაგეყიდა?
შექმენი პირადი ფინანსური ანგარიში, ეს მარტივია. შენი აქ ტივე-
ბის სრული სია მათი დღევანდელი ფულადი ღირებულების მითითე-
ბით შეადგინე და შემდეგ ყველა ფულადი ვალდებულება, ვალი და
გადასახადიც ისე ჩამოწერე, თითქოს დღესვე უნდა დაფარო. საკუ-

134 მკითხველთა ლიგა


თარი თავის თვითღირებულების მისაღებად შენს აქტივებს ვალდე-
ბულებები გამოაკელი.
რაც უნდა იყოს შენი თვითღირებულება დღეს და ბევრი ადამია-
ნისთვის ეს მაჩვენებელი უარყოფითი იქნება), ის ამოსავალ წერტი-
ლად გადაგექცევა. როდესაც შენს ფინანსურ მდგომარეობას ნათლად
ხედავ და საკუთარ თავთან გულწრფელი ნარ, წინსვლა და სი-
ტუაციის შეცვლა ბევრად ადვილი ხდება.

5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამ მიზნის მიღწევა: ამით


რას მოიგებ?

მიღწევების ღუმელში მიზნები საწვავია. რაც უფრო მეტი მიზეზი


გაქვს შენი ფინანსური მიზნის მისაღწევად, მით მეტი მოტივაცია
გექნება დასაწყებად და გასაგრძელებლად. რაც უფრო მეტი მიზეზი
გაქვს, მით მტკიცე და შეუპოვარი იქნები. რაც უფრო მეტი მიზეზი
გაქვს, მით მეტად გენდომება კომფორტის ზონიდან გამოხვიდე და
გარისკო, წინ უფრო აგრესიულად წაიწიო. ადამიანები არნახულ
წარმატებას იმიტომ აღწევენ, რომ ამისთვის დიდი, ამაღელვებელი
მიზეზები აქვთ, რაც მათ წინ უბიძგებს.
ყოველივე იმის სია ჩამოწერე, რასაც შენთვის და შენი ოჯახის-
თვის გააკეთებდი იმ შემთხვევაში, ბევრ ფულს რომ გამოიმუშავებ-
დე, ვალი აღარ გქონდეს და ფინანსურად დამოუკიდებელი იყო. გან-
საკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორი ემოცია დაგეუფლებოდა,
როდესაც შენს ფინანსურ მიზნებს მიაღწევდი. იქნებოდი ბედნიერი,
თავდაჯერებული, ამაყი, მშვიდი, აღელვებული თუ გახარებული?
როდესაც ფინანსური მიზნის მიღწევის იდეას მიზნის მიღწევით
გამოწვეულ ემოციასთან გააერთიანებ, მიზნის მასტიმულირებელ
ძალას გააორმაგებ და გაასამმაგებ, რაც სამომავლოდ წინსვლის
ენერგიას მოგცემს და გაგამხნევებს გაჭირვებისა თუ იმედგაცრუების

135 მკითხველთა ლიგა


ჟამს.

6. საკუთარ თავს საბოლოო ზღვრული ვადა დაუწესე: და-


სამიზნებლად ჯერ სამიზნე გჭირდება

არსებულ ფინანსურ ანალიზზე დაყრდნობით, თითოეული ფინან-


სური მიზნისა და საბოლოო მიზნის – ფინანსური დამოუკიდებლო-
ბის ჩათვლით – მისაღწევად უკვე რეალური, ხანგრძლივი ვადების
დაწესება შეგიძლია.
შეარჩიე კონკრეტული თარიღი, როდისთვის გინდა, რომ ვალების-
გან საბოლოოდ გათავისუფლდე; დააწესე ვადები, როდისთვის დაიწ-
ყებ შენი შემოსავლის 5, 10-სა და 20 პროცენტის შენახვას; დაადგინე
მოკლევადიანი, საშუალო და გრძელვადიანი მიზნების მიღწევის თა-
რიღები. საბოლოო ზღვრული ვადების გარეშე მიღებული ნებისმიე-
რი გადაწყვეტილება ძირითადად დროის ტყუილად დაკარგვაა.

7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებებთან მოგიწევს გამკლავე-


ბა

რა არის ის ძირითადი წინააღმდეგობები და სირთულეები, რაც


გზად გხვდება და ფინანსური მიზნის მიღწევაში ხელს გიშლის? ყვე-
ლა იმ დაბრკოლებისგან, რომელია უდიდესი ან ყველაზე მნიშვნე-
ლოვანი?
რომელია ის ძირითადი ხელის შემშლელი ფაქტორები ან შეზ-
ღუდვები, რომლებიც განაპირობებს, რამდენს გამოიმუშავებ, შეინა-
ხავ, რა ინვესტიციას გააკეთებ და რა თანხას დააგროვებ? დაბრკო-
ლება ისეთი რამეა, რაც ფინანსური მიზნების მიღწევის სიჩქარეს
განსაზღვრავს. ეს ის ფაქტორია, რომელიც ყველა დანარჩენზე მე-
ტად გხევს უკან.

136 მკითხველთა ლიგა


80/20-ზე წესი შეზღუდვებს განსაკუთრებულად მიესადაგება. რო-
გორც ჩანს, იმ მიზეზების 80 პროცენტი, რატომაც ვერ აღწევ ფინან-
სურ მიზნებს, ისევ შენშივე იმალება. მიზნების მიღწევაში ხელს უმე-
ტესად უნარ-ჩვევების, დისციპლინის ნაკლებობა ან გარკვეული სა-
ხის ხასიათის სისუსტე გიშლის. შენს შემთხვევაში რა ხდება?
დასვი შემდეგი კითხვა: „აქამდე რატომ ვერ მივაღწიე ჩემს ფინან-
სურ მიზნებს?“ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რა არგუმენტებით
იმართლებ ხოლმე თავს, რა სახის რაციონალიზაციას მიმართავ, და
მაშინ, როდესაც იმდენს ვერ გამოიმუშავებ, რამდენიც გინდა, ვალე-
ბი გაქვს ან/და ფინანსურად დამოუკიდებელი არ ხარ, თავს როგორ
იმართლებ ხოლმე? ამ კითხვაზე შენი პასუხი ნათელს მოჰფენს იმას,
თუ სად ხარ ახლა და რა უნდა გააკეთო სასურველი მომავლის შე-
საქმნელად.

8. განსაზღვრე ის უნარ-ჩვევები და ცოდნა,რაც დაგჭირ-


დება

იმისთვის, რომ ისეთ ფინანსურ მდგომარეობას მიაღწიო, როგო-


რიც აქამდე არ გქონია, ისეთი ცოდნა და უნარ-ჩვევები უნდა შეიძი-
ნო, როგორსაც აქამდე არ იცნობდი.
რა უნდა ისწავლო დამატებით იმისთვის, რომ შენს ფინანსურ
მიზნებს მიაღწიო? რა დამატებითი უნარ-ჩვევები უნდა განივითა-
რო? იმ ცოდნიდან და უნარ-ჩვევებიდან, რაც მომავალში დაგჭირდე-
ბა, რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი? რა გეგმა გაქვს ამ ცოდნის
მისაღებად ან/და ამ უნარ-ჩვევების განსავითარებლად?
გამომუშავების უნარი, ანუ შესაძლებლობა, მიაღწიო ისეთ შედე-
გებს, რისთვისაც იმდენ ფულს გადაგიხდიან, რამდენიც გინდა, რომ
გამოიმუშაო, შენი ფინანსური მიზნების მიღწევისთვის უმთავრესია.
ირგვლივ მიმოიხედე, ვინ გამოიმუშავებს იმდენს, რამდენსაც გინ-

137 მკითხველთა ლიგა


და, რომ გამოიმუშავებდე? რას აკეთებენ ისინი შენგან განსხვავებუ-
ლად? რა განსაკუთრებული უნარ-ჩვევები ან შესაძლებლობები აქვთ
ისეთი, რაც შენ ამჟამად არ გაგაჩნია? თუ პასუხების სისწორეში
დარწმუნებული არ ხარ, მიდი ამ ადამიანებთან და ჰკითხე. უმეტეს
შემთხვევაში, ისინი სიამოვნებით დაგეხმარებიან.
იმ უნარ-ჩვევებისა და შესაბამისი ცოდნის სია გააკეთე, რაც აუცი-
ლებლად გექნებოდა, შენს სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო და მაღა-
ლანაზღაურებადი სპეციალისტი რომ ყოფილიყავი. სია პრიორიტე-
ტების მიხედვით, ყველაზე მნიშვნელოვნიდან ნაკლებ მნიშვნელოვ-
ნისკენ დაალაგე. ახლავე იმოქმედე, დღესვე დაიწყე იმის სწავლა,
რაც უნდა იცოდე იმისთვის, რომ დასახულ ფინანსურ მიზნებს მიაღ-
წიო.

9. ის ადამიანები, ადამიანთა ჯგუფები და ორგანიზაციები


განსაზღვრე, ვისი დახმარებაც დაგჭირდება

შენს საქმიანობაში ისეთი ადამიანები უნდა იპოვო, ვინც და გეხ-


მარება და ვის დახმარებასაც თავად შეძლებ. შენი უფროსის, თანამ-
შრომლებისა და კოლეგების სია ჩამოწერე. დაწერე შენი მომხმარებ-
ლები, მომწოდებლები და შენს ცხოვრებაში ფულის შემომტანი წყა-
როები.
რაიმე ღირებულს რომ მიაღწიო, ბევრი ადამიანის დახმარება და
მხარდაჭერა დაგჭირდება. იმისთვის, რომ მათი მხარდაჭერა მოიპო-
ვო, ყურადღებიანი, კეთილი და დიდსულოვანი უნდა გახდე. მანამ,
სანამ ვინმეს დახმარებას სთხოვ, ეცადე, ჯერ შენ დაეხმარო. ამით
მათ მხარდაჭერასა და კეთილგანწყობას დაიმსახურებ.
ადამიანების უმრავლესობა „რაციონალურობის პრინციპის“ მი-
ხედვით მოქმედებს, ანუ ცდილობენ, დაუყოვნებლივ მიიღონ სასურ-
ველი, ხოლო მის მისაღწევად ყველაზე სწრაფ და იოლ გზებს ეძებენ

138 მკითხველთა ლიგა


ისე, რომ საკუთარი ქმედებების გრძელვადიან შედეგებზე აღარ ფიქ-
რობენ.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, ადამიანები თითქმის ყველა სიტუაცია-
ში იმის მიხედვით მოქმედებენ, თავად აქედან რა სარგებელს ნახავენ
და ყველაფერზე წინ საკუთარ ინტერესებს აყენებენ. იმაზე იფიქრე,
თუ მიზნის მიღწევაში ვინმე დაგეხმარება, ეს მას რაში წაადგება, რა
სარგებელს ნახავს.
ოჯახის წევრებისგანაც დაგჭირდება თანადგომა, მხარდაჭერა,
დახმარება და თანამშრომლობისთვის მზადყოფნა. თუ ფინანსური
მიზნების მისაღწევად დიდხანს და ხანგრძლივად უნდა იმუშაო, აუ-
ცილებელია შენი ოჯახის წევრები ინფორმირებული გყავდეს. აუხსე-
ნი, რას მოიგებენ ისინი ამ შემთხვევაში. ცხოვრებაში მიღწეული
მნიშვნელოვანი ფინანსური წარმატებების კვალდაკვალ ჯილდოები,
საჩუქრები და მოგზაურობები დაგეგმე. დარწმუნდი, რომ შენ გარშე-
მო ყველა იზიარებს და ეთანხმება შენს ფინანსური მიზნების მიღწე-
ვის გეგმას.
იმისთვის, რომ სხვა ადამიანებისგან თანამშრომლობის სურვილი,
დახმარება და მხარდაჭერა დაიმსახურო, მათ საყვარელ რადიოსად-
გურ WI-FM-ს (what's in it for me „ამით მე რას მოვიგებ“) უნდა მო-
უსმინო.

10. დაგეგმე: სარბენად, უპირველესად,ბილიკი გჭირდება

უკვე განსაზღვრული გაქვს, რა გინდა, სად ხარ, ანუ საიდან იწყებ


და როდის უნდა მიაღწიო თითოეულ მიზანს. განსაზღვრული გაქვს
ის დაბრკოლებებიც, რომლებიც უნდა გადალახო, ის დამატებითი
ცოდნაც, რაც უნდა მიიღო და უნარ-ჩვევები, რომლებიც უნდა შე-
იძინო; ამასთანავე შეაჩერე ადამიანთა ჯგუფებიც, რომელთა დახმა-
რებაცა და მხარდაჭერაც დაგჭირდება. სამოქმედო გეგმის შესადგე-

139 მკითხველთა ლიგა


ნად მზად ხარ!
ზემოთ მოცემულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყველა ის ნაბიჯი
ჩამოწერე, რომლის გადადგმაც მოგიწევს ფინანსური მიზნის მისაღ-
წევად. რიგითობა ასე განსაზღვრე: სათავეში ის დაწერე, რაც უპირ-
ველესად უნდა გააკეთო, ანუ იმ თანამიმდევრობით, რომლის მიხედ-
ვითაც უნდა იმოქმედო.
შენი სია პრიორიტეტების მიხედვითაც არის დასალაგებელი.
80/20-ზე წესის გამოყენებით განსაზღვრე, რა არის ყველაზე მნიშ-
ვნელოვანი და რა ნაკლებმნიშვნელოვანი. მიეჩვიე, რომ ჯერ ყველა-
ზე მნიშვნელოვან აქტივობებზე დაიწყოს მუშაობა და დანარჩენი
სხვა დროისთვის გადადოს.
ახლა მიზანიც გაქვს და გეგმაც. ზემოთ მოცემული ინფორმაციის
შეგროვებით, ამ კითხვების პასუხებზე დაფიქრებითა და მათი ფურ-
ცელზე გადატანით შენი ფინანსური მიზნის მიღწევის ალბათობას
ათჯერ მაინც ზრდი, დაახლოებით ათასი პროცენტით. ახლა გასავ-
ლელი გზის რუკაც გაქვს და დროის განრიგიც, რომლის მიხედვითაც
უნდა იმოძრაო და რომლის საშუალებითაც აქტივობებისა და პროგ-
რესის შედარებასაც შეძლებ.
როდესაც ფინანსური დამოუკიდებლობის მიღწევას გადაწყვეტ,
თავიდან შესაძლოა დაუძლეველ ამოცანადაც მოგეჩვენოს. მაგრამ,
როდესაც დიდ, გრძელვადიან მიზანს ნაწილებად დაშლი, ამოცანა
ბევრად რეალური, დამაჯერებელი და მისაღწევად შესაძლებელი
ხდება.
შესაძლებელია, მიზანს პირველივე ცდაზე მთლიანად ვერ მიაღ-
წიო, მაგრამ მისკენ ერთი ნაბიჯით დაწინაურებაც თუ შეძელი, სწო-
რედ ეს ერთი ნაბიჯი და შენი მზადყოფნა იქნება ის მთავარი, რაც
ყველაფერს შესაძლებელს გახდის.

140 მკითხველთა ლიგა


11. წარმოიდგინე: გონებაში შენი მიზნის ნათელი სურათი
შექმენი, თითქოს მას უკვე მიაღწიე

სანამ მიაღწევდე, ჯერ უნდა დაინახო. რაც უფრო ნათლად შეგიძ-


ლია წარმოიდგინო, როგორი იქნება შენი ცხოვრება მას შემდეგ, რაც
ფინანსურ მიზანს მიაღწევ, მით სწრაფად წაიწევ ამ მიზნისკენ და
მით უფრო სწრაფად წამოვა ისიც შენთან შესახვედრად.
ენერგიის, ძალის გასაძლიერებლად ერთ-ერთი რამ, რაც შეიძლება
გააკეთო, ეს „ფინანსური თავისუფლების პოსტერის“ შექმნაა. იმ
სხვადასხვა ნივთის ფოტო გამოჭერი, რაც ცხოვრებაში გექნებოდა,
ფინანსურად უკვე დამოუკიდებელი რომ იყო და ისინი უბრალო
თეთრ დაფაზე დააკარი, რომელსაც ყოველდღე შეხედავ.
გამოჭერი სახლების, მანქანების, იახტებისა და დასასვენებელი
ადგილების, ტანსაცმლის, სამკაულის, ავეჯისა და ყოველივე იმის
ფოტო, რის ქონასაც ისურვებდი, თუკი ფინანსურად არაფერში იქ-
ნები შეზღუდული. პოსტერის შუაში შენი ან ოჯახთან ერთად გადა-
ღებული ფოტო ჩასვი, ყველა დანარჩენი სურათი კი მის გარშემო
დააკარი. ამ პოსტერს რეგულარულად უყურე ხოლმე. წარმოიდგინე,
რომ ყველაფერი, რაც ამ პოსტერზეა და რასაც მასზე დააკრავ, შენ-
თვის ხელმისაწვდომია.
შენს ცხოვრებაში ამ ყველაფრის შექმნა ან მოზიდვა, უბრალოდ,
დროის საკითხია. წარმოიდგინე, რას იგრძნობდი, კონკრეტულად იმ
სახლში რომ გეცხოვრა ან ფოტოზე მოცემულ ადგილას წასულიყავი
დასასვენებლად. როდესაც ფოტოებს თვალს გადაავლებ, მშვიდი და
დადებითი მოლოდინის გრძნობა შეიქმენი და ირწმუნე, რომ თავის
დროზე ყველაფერი გექნება.

141 მკითხველთა ლიგა


12. ყველაფერს, რასაც აკეთებ, ურყევი დაჟინებით გაუმაგ-
რე ზურგი: წინასწარ გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებ-
დები

როდესაც ფინანსურ მიზნებს ჩამოაყალიბებ, გადაწყვიტე, რომ მა-


ნამ იბრძოლებ, სანამ წარმატებას არ მიაღწევ. გადაწყვიტე, რომ, სა-
ნამ არ გაიმარჯვებ და ფინანსურ მიზნებს არ მიაღწევ, ყველა პრობ-
ლემას, ნებისმიერ მარცხს, სირთულესა და გაჭირვებას გაუმკლავდე-
ბი.
დაიმახსოვრე, როდესაც დიდ მიზანს ან მიზნებს დაისახავ, საკუ-
თარ თავს იმედგაცრუების, წარუმატებლობისა და რეგრესის, სირ-
თულეებისა და დროებითი მარცხისკენაც კი უბიძგებ. ამ მარცხისა
და ყველა დანარჩენის განცდის გარეშე შეუძლებელია წარმატების
მიღწევა.
თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ თითოეულ დაბრკოლებასა ან უკან
დახევაში მათი თანაბარი ან ბევრად დიდი უპირატესობისა თუ შე-
საძლებლობის მარცვალი დევს. თითოეული პრობლემა ან სირთულე,
რასაც განიცდი, ისეთ გაკვეთილს მოიცავს, რომელსაც ერთხელ თუ
ისწავლი, მომავალში მიზნების უფრო თავდაჯერებულად მიღწევაში
დაგეხმარება. შენი საქმე ისაა, რომ ამ გაკვეთილზე კონცენტრირდე
და მისგან ისწავლო და არა ის, თუ რაღაც პრობლემა როგორ გაბ-
რკოლებს და უკან გწევს.
არ არსებობს შეზღუდვა იმასთან დაკავშირებით, თუ რისი მიღწე-
ვა შეგიძლია გარდა იმ შეზღუდვებისა, რასაც თავადვე უწესებ საკუ-
თარ გონებას. დაბრკოლება იმიტომ კი არ ჩნდება, რომ შეგაფერხოს,
არამედ იმიტომ, რომ გზა, ახალი შესაძლებლობა გიჩვენოს. როდე-
საც გადაწყვეტ, ნებისმიერი გამოცდილება გაკვეთილად აქციო და
მისგან ისწავლო, შენი ფინანსური წარმატება გარდაუვალი გახდება.

142 მკითხველთა ლიგა


დაისახე ფინანსური მიზნები და ყველას მიაღწიე

1. მკაფიოდ განსაზღვრე შენი დღევანდელი თვითღირებულება,


რათა იცოდე, საიდან იწყებ.
2. გადაწყვიტე, მომდევნო ერთი, ორი, სამი, ოთხი და ხუთი წლის
განმავლობაში ზუსტად რა თანხის გამომუშავება გინდა საათობრი-
ვად, ყოველთვიურად და ყოველწლიურად.
3. შეადგინე ვალის გასტუმრების გეგმა, რომლის მიხედვითაც, იმა-
ზე ნაკლები უნდა დახარჯო, რასაც დღეს ხარჯავ. რა დანახარჯების
შემცირება შეგიძლია?
4. განსაზღვრე, ზუსტად რა რაოდენობის თანხა დაგჭირდებოდა
იმისთვის, რომ ყოველთვიურად კომფორტულად გეცხოვრა იმ შემ-
თხვევაში, არანაირი შემოსავალი რომ არ გქონდეს. ეს რიცხვი შენი
ფინანსური დაგეგმარების ამოსავალ წერტილად აქციე.
5. ფული შეისწავლე. ისწავლე, როგორ უნდა გამოიმუშაო უფრო
მეტი და როგორ შეგიძლია გაზარდო მისი რაოდენობა.
6. ჰკითხე რჩევა წარმატებულ ადამიანებს. განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც რაიმე ბიზნესში ან უძრავ ქონებაში აპირებ ფულის ჩადე-
ბას.
7. მთელი შრომითი ცხოვრების განმავლობაში შენი შემოსავლის
10 ან/და 20 პროცენტის დაზოგვა დაისახე მიზნად. ფინანსური და-
მოუკიდებლობა საკუთარ პრიორიტეტად აქციე.

143 მკითხველთა ლიგა


10. გახდი ექსპერტი შენს საქმიანობაში
წარმატებული ადამიანი, უბრალოდ, ერთი ჩვეულებრივი ადამი-
ანია, რომელიც წარმატების მიღწევაზე ფიქრობს და ოცნებობს ხელ-
საყრელ დარგსა თუ სფეროში.
მელვინ პაუერსი

შენი ერთ-ერთი მიზანი, როგორც ეს ჯარში გაწვევის პოსტერზე


წერია, ეს უნდა გახდეს: „იყავი საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია“.
ბაზარი საუკეთესო ჯილდოებს მხოლოდ საუცხოოდ მუშაობისთვის
იძლევა. საშუალო დონის ჯილდოები გაიცემა ჩვეულებრივი, არაფ-
რით გამორჩეული შრომის შესრულებისთვის, ხოლო საშუალოზე
დაბალი დონის შედეგებისთვის ადამიანები საშუალოზე დაბალ
ჯილდოებს, წარუმატებლობას, მარცხსა და იმედგაცრუებას იღებენ.
ჩვენს ეკონომიკურ სისტემაში შენს შემოსავალს სამი ფაქტორი
განსაზღვრავს:
1. რას აკეთებ
2. რამდენად კარგად აკეთებ
3. რამდენად რთულია შენი შეცვლა
ყველაზე წარმატებული ადამიანების ერთი საერთო თვისება ისაა,
რომ კარიერის რაღაც ეტაპზე გადაწყვიტეს, „სრულყოფილებისთვის
თავგანწირვით ებრძოლათ“. მათ მოინდომეს, რომ არჩეულ მიმარ-
თულებაში საუკეთესოები გამხდარიყვნენ და რა დროც უნდა დაჭირ-
ვებოდათ, ამისთვის ნებისმიერი მსხვერპლი გაეღოთ, ნებისმიერი ფა-
სი გადაეხადათ. ამ გადაწყვეტილების შედეგად ისინი საშუალო დო-
ნის შემსრულებლებს გამოეყვნენ და იმ საშემოსავლო კატეგორიაში
გადავიდნენ, სადაც ახლა სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და ათჯერ მეტს
გამოიმუშავებენ, ვიდრე მათი კოლეგები, რომელთაც მსგავსი გადაწ-

144 მკითხველთა ლიგა


ყვეტილება არ მიუღიათ.

დავუბრუნდეთ 80/20-ზე წესს

მრავალი წლის წინ, როდესაც გაყიდვებში დავიწყე კარიერა, ერ-


თმა ადამიანმა ამიხსნა, როგორ ერგებოდა 80/20-ზე წესი ამ სფე-
როს. მან მითხრა, რომ ბიზნესში მბრუნავი თანხის 80 პროცენტს გა-
ყიდვების აგენტების 20 პროცენტი შოულობდა. ეს თავის მხრივ იმას
ნიშნავს, რომ გაყიდვების აგენტების 80 პროცენტი ფულის 20 პრო-
ცენტს შოულობს და მათ ეს 20 პროცენტი ერთმანეთში უნდა გაინა-
წილონ. მრავალი წლის წინ, როდესაც ამ სფეროში დავიწყე მუშა-
ობა, მერჩია ზედა 20 პროცენტში ვყოფილიყავი, ვიდრე ქვედა 80-
ში. ამ გადაწყვეტილებამ ჩემი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა.
რადგანაც რთული ბავშვობა მქონდა და სკოლაში საშუალოზე
დაბალ ქულებს ვიღებდი, საკუთარ თავზე ცუდი წარმოდგენით გავი-
ზარდე და დაბალი თვითშეფასება მქონდა. არასოდეს მიფიქრია,
რომ რაღაცის კარგად გაკეთებას შევძლებდი. როდესაც რამეს ვცდი-
დი და კარგად გამომდიოდა, ყოველთვის შემთხვევითობას ან იღ-
ბალს მივაწერდი ხოლმე. წლების განმავლობაში, სადაც უნდა მემუ-
შავა და რაც უნდა გამეკეთებინა, საკუთარ თავს საშუალო ან საშუა-
ლოზე დაბალი დონის თანამშრომლად ვთვლიდი.

დიდი აღმოჩენა

ერთ დღესაც უეცრად გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ყველამ,


ვინც საკუთარი საქმიანობის ზედა ათ პროცენტში იყო, ოდესღაც
ქვედა ათიდან დაიწყო. ყველა, ვინც დღეს წარმატებულია, ოდესღაც
ხელმოცარული იყო. ყველა, ვინც სასადილოს რიგში პირველია,
ოდესღაც ბოლოში იდგა. და რაც მთავარია, გავითავისე, რომ რისი

145 მკითხველთა ლიგა


გაკეთებაც სხვებმა შეძლეს, იგივე მეც შემეძლო. და როგორც აღმოჩ-
ნდა, ეს ყველასთვის ასეა.
არავინაა შენზე უკეთესი და შენზე ჭკვიანი. უბრალოდ, სხვადას-
ხვა ადამიანი სხვადასხვა სფეროშია სხვაზე ბევრად უკეთესი და ნი-
ჭიერი. დამატებით კი ნებისმიერი ბიზნეს უნარ-ჩვევის სწავლა შეიძ-
ლება. ბიზნესის რომელიმე კონკრეტულ სფეროში უფრო წარმატე-
ბულებმა ძირითადი უნარ-ჩვევები, სხვა უნარ-ჩვევებთან ერთად
კომბინაციაში, შენზე ადრე შეიძინეს. თუ იმავეს ვერ აღწევ, რასაც
სხვებმა მიაღწიეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ის, რაც მათ ისწავლეს, ჯერ
არ გისწავლია.

თვითგანვითარების რკინის კანონი

აი, კიდევ ერთი უეცარი აღმოჩენა: ნებისმიერი მიზნის მისაღწე-


ვად, რომლის დასახვის შესაძლებლობაც გაქვს, ყველაფრის სწავლა
შეგიძლია. თუ გადაწყვიტე, რომ შენს საქმიანობაში სრულყოფილი
გახდე და საუკეთესო 10%-ს შეუერთდე, შენი შეჩერება დედამიწაზე
შენ გარდა არავის შეუძლია.
ადვილი იქნება? რა თქმა უნდა, არა! არ გპირდები, რომ ამ წიგნში
რაიმე მარტივად გასაკეთებელი წერია. ყოველივე იმას რომ მიაღ-
წიო, რაც ღირებულია, დიდი დრო და ბევრი შრომა სჭირდება, მაგ-
რამ შესაძლებელია, თუ საკმარისად ძლიერად გინდა და მზად ხარ
ამისთვის საკმარისად დიდხანს იმუშაო. და როდესაც მიზანს მიაღ-
წევ, მიხვდები, რომ ეს ძალისხმევად ნამდვილად ღირდა.
გერმანელმა მწერალმა და მოაზროვნე იოჰან ვოლფგანგ გოეთემ
თქვა: „იმისთვის, რომ მეტი გქონდეს, უპირველესად თავად უნდა
გახდე მეტი“.
როდესაც გადაწყვეტ, რომ შენს საქმიანობაში ერთ-ერთი საუკე-
თესო უნდა გახდე, საკუთარ თავს ერთადერთი კითხვა დაუსვი: „რო-

146 მკითხველთა ლიგა


გორ უნდა მივაღწიო ამას?“ ის ფაქტიც კი, რომ ასიათასობით, მი-
ლიონობით ადამიანმა მიაღწია მწვერვალებს და დაბალი საფეხური-
დან მაღლა გადაინაცვლა, საკმარისი მტკიცებულებაა, რომ ეს შენც
შეგიძლია. მათ უმრავლესობას, თუ ყველას არა, შესაძლოა არც კი
აქვს ის ბუნებრივი ნიჭი და შესაძლებლობები, რაც შენ. ადამიანი
სრულყოფილებისა და წარმატებისკენ ბუნებრივად ბოძებული ნიჭი-
სა და შესაძლებლობების ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში, თავდაუ-
ზოგავ შრომასა და თავდადებას მიჰყავს.

არის თუ არა განათლება საჭირო წარმატებისთვის?

Forbes 400-ის (Forbes-ის გამოცემა, რომელიც იკვლევს აშშ-ში


სიმდიდრის დონეს და აქვეყნებს 400 უმდიდრესი ადამიანის სიას)
უმდიდრესი ადამიანის რეიტინგული სიის მონაცემების ანალიზმა,
რომელიც რამდენიმე წლის წინ ჩატარდა, აჩვენა, რომ სიაში მოხ-
ვედრილთაგან ისინი, რომლებმაც სწავლა მიატოვეს, საშუალოდ 333
მილიონი დოლარით მეტი საბაზრო ღირებულების სიმდიდრეს
ფლობენ, ვიდრე ისინი, ვინც კოლეჯი ან უნივერსიტეტი დაამთავრა.
ეს მაგალითი რატომ მოვიყვანე? ისინი, ვინც სკოლაში კარგ ნიშ-
ნებს ვერ იღებდნენ, ფიქრობენ, რომ ცხოვრებაში რაიმე წარმატების
მიღწევა არ შეუძლიათ. არადა, სიმართლისგან ამაზე შორს ალბათ
არაფერი შეიძლება იყოს. ამერიკასა და ასევე მთელ მსოფლიოში
უმდიდრესი ადამიანების უმეტესობას სკოლაში დაბალი შედეგები
ჰქონდა.
გახსოვს შეკითხვა „როგორ ვჭამთ სპილოს?“ მისი პასუხია „ლუკ-
მა-ლუკმა“. ასევე აღწევ სრულყოფილებას იმ საქმეში, რასაც აკე-
თებ. კიბეზე ნელ-ნელა, თითი-თითო საფეხურით მიიწევ წინ.

147 მკითხველთა ლიგა


როგორი აქტივი ხარ,მზარდი თუ გაუფასურებადი?

ფაქტია, რომ შენი ცოდნა და უნარ-ჩვევები დღეს უფრო გამოუსა-


დეგარია, ვიდრე ოდესმე. ადრე ვახსენე, რომ შენი გამომუშავების
უნარი შესაძლოა მზარდი ან გაუფასურებადი აქტივი იყოს, რაც
იმაზეა დამოკიდებული, მის გაუმჯობესებაზე მუშაობ თუ არაფერს
აკეთებ და უშვებ იმის შესაძლებლობას, რომ გამოუსადეგარი გახ-
დეს. ეს ის არჩევანია, რომელსაც ყოველდღე საკუთარი თავის სა-
სარგებლოდ ან მის საზიანოდ აკეთებ.
კარგი ამბავი ისაა, რომ როდესაც შენს საქმეში ერთ-ერთ საუკე-
თესო სპეციალისტად ჩამოყალიბების გზას ადგახარ და შენი ცოდნი-
სა და უნარ-ჩვევების გაუმჯობესებაზე დაჟინებით იწყებ მუშაობას,
ისეთი გრძნობა გაგიჩნდება, თითქოს რბოლის მონაწილე ხარ და რე-
ალურად მხოლოდ შენ გარბიხარ. მალევე ჯგუფის სათავეში მოექცე-
ვი და ლიდერის პოზიციას დაიკავებ. ამასობაში შენი კონკურენტები,
უბრალოდ, მოსეირნობენ და მხოლოდ იმდენს აკეთებენ, რაც სამსა-
ხურს შეუნარჩუნებთ. მათ სრულყოფილებისთვის თავდადება აზრა-
დაც კი არ მოსვლიათ.

განსაზღვრე, რა სახის ცოდნა დაგჭირდება

სრულყოფილებისადმი სწრაფვა შემდეგი კითხვით იწყება: „დამა-


ტებით რა ცოდნა, უნარ-ჩვევები და ინფორმაცია დამჭირდება იმის-
თვის, რომ მომდევნო თვეებსა და წლებში ჩემს საქმიანობაში ლიდე-
რის პოზიცია დავიკავო?“
საკუთარი თავი სამი, ხუთი წლის შემდეგ წარმოიდგინე და იმაზე
იფიქრე, რომ ინდუსტრიაში ერთ-ერთი საუკეთესო და მაღალანაზ-
ღაურებადი პროფესიონალი ხარ. საამისოდ რა უნდა მომხდარიყო?
რა უნდა გესწავლა, გაგეკეთებინა ან რისთვის უნდა მიგეღწია, რომ

148 მკითხველთა ლიგა


აქამდე მოსულიყავი? რა უნარ-ჩვევები უნდა დაგეხვეწა იმისთვის,
რომ შენს საქმიანობაში ლიდერი გამხდარიყავი?

გადადგი კარიერული ნაბიჯი

ოდესღაც ერთი კარგი მეგობარი მყავდა, რომელიც პატარა იური-


დიულ ფირმაში ადვოკატად მუშაობდა. მამამისიც იურისტი იყო,
ამიტომ ჩემმა მეგობარმაც უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტ-
ზე ჩააბარა. როდესაც სკოლა დაამთავრა, ოციან წლებში, მეგობრებ-
სა და პარტნიორებთან ერთად იურიდიული საქმიანობა დაიწყო,
მაგრამ მალევე გადაწყვიტა, რომ იურისპრუდენცია მისი საქმე არ
იყო და მოინდომა ბედი ბიზნესში ეცადა.
ამ დროისთვის ის უკვე ოცდაექვსი წლის იყო. მნიშვნელოვანი წი-
ნააღმდეგობის მიუხედავად, მთელი თავისი რესურსები მოაგროვა
და მტკიცედ გადაწყვიტა, ჰარვარდის უნივერსიტეტში გამოცდების
ჩაბარებაზე კონცენტრირებულიყო, შედეგად კი ბიზნეს ადმინის-
ტრირებაში მაგისტრის ხარისხი მოეპოვებინა. მომზადების პროცესს
ორი წელიწადი დასჭირდა და, როგორც იქნა, ჩემი მეგობარი უნი-
ვერსიტეტში მიიღეს. მაგისტრატურის დამთავრებას კიდევ ორი წე-
ლი მოანდომა და ბოლოს ასე სასურველი დიპლომიც აიღო.
ამის შემდეგ დედაქალაქში დაბრუნდა და სამსახურის ძებნას შე-
უდგა. გასაუბრებიდან გასაუბრებაზე დადიოდა და ბოლოს სწრაფად
მზარდ ავიახაზებში მენეჯერის საწყის პოზიციაზე აიყვანეს. აღმოჩ-
ნდა, რომ ეს სწორი კარიერული სვლა იყო. ათ წელიწადში იგი ავია-
ხაზების პრეზიდენტი გახდა და იმაზე ათჯერ მეტს გამოიმუშავებდა,
ვიდრე ის ადვოკატები, რომლებმაც უნივერსიტეტი მასთან ერთად
დაამთავრეს. ჩემი მეგობარი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა და
პატივსაცემი ხელმძღვანელი გახდა, რომელიც ქვეყანაში ერთ-ერთ
უდიდეს კომპანიას ხელმძღვანელობდა.

149 მკითხველთა ლიგა


კარიერაში ზრდასა და განვითარებასთან ერთად ცვლილებები
თითქმის გარდაუვალია. მუდმივად უნდა ფიქრობდე, რა უნარ ჩვე-
ვები და ცოდნა დაგჭირდება იმისთვის, რომ მომავალ წლებში იმდე-
ნი გამოიმუშაო, რამდენიც გინდა.

შენი საქმიანობისთვის გადამწყვეტი მიმართულებები გან-


საზღვრე

როგორც უკვე აღვნიშნე, ნებისმიერ სამსახურს საქმიანობაში გა-


დამწყვეტი ხუთიდან შვიდამდე მიმართულება აქვს. მაგალითად, გა-
ყიდვებში ეს შვიდი გადამწყვეტი მიმართულება მოიცავს: პირველი
— პოტენციური კლიენტების ძებნას (ანუ სადაზვერვო სამუშაოებს);
მეორე — მათთან კონტაქტის დამყარებას; მესამე – მათი საჭიროებე-
ბის განსაზღვრას; მეოთხე — მათთვის პრობლემის მოსაგვარებლად
ვარიანტების შეთავაზებას; მეხუთე — მათი პრეტენზიების განეიტ-
რალებას; მეექვსე – გაყიდვის დასრულებასა და მეშვიდე — ხელახა-
ლი შეკვეთისა და კმაყოფილი მომხმარებლისგან რეკომენდაციით
გამოგზავნილი სხვა კლიენტის მიღებას.
თუ გაყიდვებში მუშაობ, საკუთარი თავი ყველა ამ მიმართულე-
ბით ათქულიანი სისტემით უნდა შეაფასო. იმისთვის, რომ შენი საქ-
მიანობის ზედა ფენაში, ანუ იმ ოც პროცენტში მოექცე, საჭიროა,
ყველა მიმართულებაში საშუალოდ შვიდ ქულაზე მაღალი შედეგი
მაინც გქონდეს.
მას შემდეგ, რაც საკუთარ თავს შეაფასებ, ფურცელი უფროსთან
ან კიდევ უკეთესი, მომხმარებელთან უნდა წაიღო, რათა მათაც შე-
გაფასონ. შედეგებმა, შესაძლოა, თვალი ბევრ რამეზე აგიხილოს.
ხშირად ხდება, რომ თავს სხვებისგან განსხვავებულად ან ბევრად
უკეთ ვაფასებთ ხოლმე.
როგორიც უნდა იყოს საბოლოო შედეგი, უნდა განსაზღვრო შენი

150 მკითხველთა ლიგა


ყველაზე სუსტი ძირითადი უნარ-ჩვევა და იქამდე დაამუშაო, სანამ
სხვა დანარჩენს არ გაუტოლდება, ან არ გადაამეტებს. ყველაზე სუს-
ტი ძირითადი უნარ-ჩვევა შენი შემოსავლის დონესა და იმას გან-
საზღვრავს, კარიერული თვალსაზრისით, რამდენად სწრაფად გაიზ-
რდები.

მოკლე გზით მოჭერი

უმნიშვნელოვანეს შეკითხვას დაგისვამ: კარიერული განვითარე-


ბისა და სრულყოფის შემთხვევაში, შენს ცხოვრებაზე ყველაზე დიდ
დადებით გავლენას რომელი უნარ-ჩვევა მოახდენდა? ეს შენი პირა-
დი და პროფესიული განვითარების ამოსავალ წერტილად უნდა გა-
დაიქცეს.
თუ ამ კითხვაზე პასუხის სისწორეში დარწმუნებული არ ხარ, უფ-
როსს დაეკითხე, ჰკითხე შენს თანამშრომლებს, შენს ხელქვეითებს,
მეუღლესა და მეგობრებს, ამ კითხვაზე პასუხის პოვნა ძალიან მნიშ-
ვნელოვანია, რათა შემდეგ მთელი ძალები ამ კონკრეტული კუთხით
საქმის შესრულების გაუმჯობესებისკენ მიმართო.
ეს ძალისხმევა, პირადი და პროფესიული განვითარების თვალსაზ-
რისით, შენს უმთავრეს მიზნად იქცევა. დაწერე, საბოლოო ზღვრუ-
ლი ვადები დაადგინე, გეგმა ჩამოაყალიბე და მის მიხედვით იმოქმე-
დე, ყოველდღე ამ უნარ-ჩვევის გასაუმჯობესებლად რაღაც მაინც გა-
აკეთე.
როდესაც საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი სფეროებიდან ყველა-
ზე სუსტში სრულყოფილებას მიაღწევ, შენს თავს ჰკითხე:
„რომელი უნარ-ჩვევა დამეხმარება ყველაზე მეტად?“ როგორიც
უნდა იყოს ამ კითხვაზე პასუხი, ახლა მასზე იმუშავე, სანამ აქაც არ
მიაღწევ სრულყოფილებას.
მაღალანაზღაურებადი ადამიანები მათი საქმიანობის ძირითად

151 მკითხველთა ლიგა


სფეროებში შეფასების დაფაზე რვა ან ცხრა ქულას მაინც აგროვე-
ბენ. შენი მიზანიც ეს უნდა იყოს.

შესანიშნავი აღმასრულებელი დირექტორი

თუ საქმეში მმართველი პოზიცია გიკავია, წარმატებას ან მარცხს


შემდეგი შვიდი მიმართულება განაპირობებს: (1) დაგეგმარება, (2)
ორგანიზება, (3) შტატების დაკომპლექტება, (4) უფლებამოსილების
გადაცემა, ანუ დელეგირება, (5) კონტროლი, (6) გაზომვა და (7) ან-
გარიშგება.
ყველა წარმატებულ მმართველს თითოეული მიმართულებით შე-
სანიშნავი შედეგები აქვს, ხოლო წარუმატებელი ერთ-ერთში მაინც
მოიკოჭლებს. საქმიანობის გადამწყვეტი მიმართულებებიდან ერთ-
ერთში მაინც თუ სერიოზული სისუსტე არსებობს, ეს შესაძლოა სამ-
სახურში შენი წარმატებისთვის საბედისწერო აღმოჩნდეს.
მაგალითად, თუ მართვის სფეროში სრულყოფილებას მიაღწიე
ყველაფერში, გარდა დელეგირებისა, ეს ამბავი თითქმის ყოველდღი-
ურად შეგიქმნის პრობლემას მთელი შენი კარიერის განმავლობაში.
ისეთ მმართველებთან მიმუშავია, რომელთაც უფლებამოსილების
სხვისთვის გადაცემა არ შეეძლოთ და შესაბამისად, საქმეს საერთოდ
ვერ აკეთებდნენ. საბოლოოდ კი, კომპანიების ხელმძღვანელები იძუ-
ლებულნი იყვნენ, მიღებული ზარალის გამო, ისინი სამსახურიდან
დაეთხოვათ.
მნიშვნელოვანი საქმიანობის შესრულებისთვის საკუთარ თავს
ქულები დაუწერე და სხვებსაც სთხოვე, შეგაფასონ. იყავი გულ-
წრფელი. თავაზიანი თანამშრომლისგან დიპლომატიური პასუხის
ნაცვლად, სიმართლის მოსმენას ეძიე.

152 მკითხველთა ლიგა


ჩაატარე 360-გრადუსიანი ანალიზი

360-გრადუსიანი ანალიზი ერთ-ერთია მართვის იმ პოპულარული


ინსტრუმენტებიდან, რომელიც დღეს გამოიყენება. მსგავსი ტიპის
ანალიზისას თანამშრომლებს, რომლებიც კონკრეტულ მენეჯერს ექ-
ვემდებარებიან, ასევე მის კოლეგებსა და ხელმძღვანელს კითხვარი
გადაეცემათ, რომელიც ანონიმურად ივსება და თითოეული მათგანი
პასუხების შეჯამებისა და დასკვნების გამოსატანად მოწვეულ კონ-
სულტანტს გადაეცემა. შემდეგ დასკვნა მმართველს უბრუნდება, რა-
თა ნახოს, როგორ აღიქვამენ მას სხვები. ხშირად მათთვის პასუხები
შოკის მომგვრელი აღმოჩენილა.
მაგალითად, მენეჯერი იტყვის, „სწორ და გონივრულ გადაწყვეტი-
ლებებს ვიღებ“, მაგრამ ამაზე თანამშრომლების პასუხი იქნება: „ის
სუსტია, მერყევი და გადაწყვეტილებების მიღება უჭირს“.
ადამიანებს საკუთარი თავის გადაჭარბებულად შეფასების ბუნებ-
რივი მიდრეკილება გვაქვს, მნიშვნელობა არა აქვს, ხასიათის რა თა-
ვისებურებას ან დამახასიათებელ თვისებას ეხება საქმე. სწორედ
ამიტომ არის სასარგებლო, როდესაც ადამიანს რეგულარულად აფა-
სებენ კოლეგები.

მიზნად დაისახე პირადი განვითარება

როდესაც საქმიანობაში იმ გადამწყვეტ მიმართულებებს განსაზ-


ღვრავ, სადაც ყველაზე მეტად გინდა, სრულყოფას მიაღწიო, ეს გა-
უმჯობესება მიზნად დაისახე, გეგმა ჩამოაყალიბე, სტანდარტი გან-
საზღვრე და საბოლოო ზღვრული ვადები დააწესე. შემდეგ კი ყო-
ველდღე იმუშავე, ერთ კვირაში, თვეში ან წელიწადში ამ კუთხით
აბსოლუტურად განვითარებული იქნები, ექსპერტი გახდები.

153 მკითხველთა ლიგა


საკუთარი თავი ისეთი მიიღე, როგორიც ხარ

„აღმოაჩინე შენი ძლიერი მხარეები ახლა!“ — ეს ბოლო წლებში


ბიზნესის თემაზე დაწერილი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული
წიგნია, რომელიც წინა ბესტსელერს — „ჯერ ყველა წესი დაარღვიე!“
– მოჰყვება. ორივე წიგნში დასკვნა ერთია: ადამიანები არ იცვლები-
ან.
შენ გარკვეული თანდაყოლილი უნარ-ჩვევებით, შესაძლებლობე-
ბით, მიდრეკილებებით, ძლიერი და სუსტი მხარეებითა და ნიჭით
დაიბადე. როგორც წესი, ეს ყველაფერი ადრეულ ასაკშივე ვლინდე-
ბა, მოზარდობის ასაკში კი ყალიბდება და გარკვეულ ფორმას იძენს.
დარჩენილი ცხოვრების განმავლობაშიც დიდად არ იცვლები.
ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც კი კარიე-
რაში ოდესმე გადადგამ, იმის პოვნაა, რაც კარგად გამოგდის ან რაც
შეიძლება, რომ კარგად გამოგივიდეს და მერე ამ საქმეში გული და
სული უნდა ჩადო, რათა სრულყოფილებას მიაღწიო.
1920-იან წლებში მერი პარკერ ფოლეტმა, მართვის სფეროს კონ-
სულტანტმა, დაწერა: „ცხენის წაყვანა იმ მიმართულებით ჯობია,
თავად რომელ გეზსაც აიღებს“. ყველაზე უკეთ ბუნებრივი ნიჭისა და
ინტერესების მიმართულებით განვითარდები. ავტორმა და სპიკერმა
ჯიმ კასკარტმა თქვა: „შენი ბუნება ასაზრდოვე“. ეს რჩევა უმნიშვნე-
ლოვანესია და მას მთელი შენი კარიერის განმავლობაში უნდა მიჰ-
ყვე.
დედამიწას განსაკუთრებული ნიჭითა და უნარ-ჩვევებით, შესაძ-
ლებლობებით მოევლინე, რომლებიც ყველა სხვა ადამიანისგან, ვი-
საც კი ოდესმე უცხოვრია, გამოგარჩევს და განსაკუთრებულს გადის.
შენი ცხოვრების განმავლობაში ხშირად დაკვირვებიხარ, რომ რომე-
ლიმე კონკრეტული სფეროსკენ მიილტვი, სადაც შენი განსაკუთრე-

154 მკითხველთა ლიგა


ბული ნიჭი და შესაძლებლობები იმაზე მეტის მიღწევისა და უფრო
დიდი სიამოვნების მიღების საშუალებას გაძლევს, ვიდრე ნებისმიე-
რი სხვა საქმე. შენი ცხოვრების ერთ-ერთი უდიდესი მიზანია ერთი
ან ორი ისეთი უნარ-ჩვევა შეარჩიო, რაც სხვა ყველაფერ ზე უკეთ
გამოგდის, რისი კეთებაც უფრო გსიამოვნებს და შემდეგ ამ სფეროებ-
ში სრულყოფილების მიღწევაზე კონცენტრირდე.

განავითარე ნიჭი

ლეგენდარულმა კალათბურთელმა მაიკლ ჯორდანმა თქვა: „ნიჭი


ყველას აქვს, მაგრამ უნარების შეძენას თავდაუზოგავი შრომა სჭირ-
დება“. პოეტმა ლონგფელოუმ ერთხელ დაწერა: „ჩვეულებრივი ადა-
მიანის უდიდესი ტრაგედია ისაა, რომ საფლავში მაშინ ჩადის, რო-
დესაც მასში ჯერ კიდევ არის მუსიკა“.
შეიძლება წლების განმავლობაში იტანჯო სამსახურში, რომელიც
არ შეგეფერება და შემდეგ უეცრად შენთვის იდეალურად თავსებად
სფეროში აღმოჩნდე და რამდენიმე წელიწადში იმდენად წაიწიო
წინ, რამდენადაც ეს წინა ოც წელიწადში ვერ მოახერხე.
ნაპოლეონ ჰილი ფიქრობდა, რომ ამერიკაში წარმატების მიღწე-
ვის საიდუმლო იმის პოვნაა, რისი კეთებაც გიყვარს, რათა შემდეგ
ამით კარგი ფული იშოვო.
მილიონერების უმეტესობა ამბობს: „ცხოვრებაში ერთი დღეც არ
მიმუშავია“, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ, რაღაც ისეთს მიაგნეს, რისი
კეთებაც მოსწონდათ, სიამოვნებდათ, უყვარდათ და ამ რაღაცას
სულ უფრო და უფრო ხშირად აკეთებდნენ.

განსაზღვრე, რომელია შენი განსაკუთრებული ნიჭი

საკუთარი განსაკუთრებული ნიჭის განსაზღვრის, ანუ იმის, რისი

155 მკითხველთა ლიგა


გაკეთებაც მხოლოდ შენ შეგიძლია, რვა გზა არსებობს.
პირველი: როდესაც იმას აკეთებ, რაც გიყვარს, ბედნიერი და კმა-
ყოფილი ხარ. რომ შეგეძლოს, ამას ანაზღაურების გარეშეც კი გააკე-
თებდი. ამ დროს საუკეთესო თვისებებს ავლენ და კმაყოფილებასა
და სიამოვნებას განიცდი.
მეორე: რაღაც კარგად გამოგდის. ჩანს, რომ ამ სფეროში მუშაობის
ბუნებრივი, თანდაყოლილი ნიჭი გაქვს.
მესამე: აქამდე შენს ცხოვრებაში ბედნიერებისა და წარმატების
უდიდეს ნაწილზე სწორედ ეს ნიჭია პასუხისმგებელი. ადრეული ასა-
კიდანვე, ეს ისაა, რისი კეთებაც გსიამოვნებდა და სხვა ადამიანების-
გან შექებასა და კომპლიმენტებს სწორედ ამის გამო იმსახურებდი.
მეოთხე: ისაა, რაც ადვილად ისწავლე და რისი კეთებაც მარტივად
გამოგდის. მართლაც, იმდენად ადვილად ისწავლე, რომ დაგავიწყდა
კიდეც ეს როდის და როგორ მოხდა. უბრალოდ, ერთ დღესაც აღმოა-
ჩინე, რომ ამას იოლად და კარგად აკეთებდი.
მეხუთე: ეს შენს ყურადღებას იმსახურებს, გშთანთქავს და აღგაფ-
რთოვანებს, გაჯადოებს, გატყვევებს. მასზე ფიქრი, კითხვა, ლაპარა-
კი და მეტის გაგება გსიამოვნებს, შენ ეს მოგწონს. ისე გიზიდავს, რო-
გორც შუქი ღამის პეპელას.
მეექვსე: მთელი ცხოვრების განმავლობაში ამის შესახებ უფრო
მეტს სწავლობ და სულ უფრო უკეთ გამოგდის. ღრმა შინაგანი სურ-
ვილი გაქვს იმისა, რომ ამ სფეროში აბსოლუტურ სრულყოფილებას
მიაღწიო.
მეშვიდე: როდესაც ამ საქმით ხარ დაკავებული, დრო ჩერდება. იმ
სფეროში, სადაც შენი განსაკუთრებული ნიჭის გამოყენება გჭირდე-
ბა, ხშირად შეგიძლია დიდხანს ჭამის ან ძილის გარეშეც კი იმუშაო,
საათობით, შესვენების გარეშე.
და მერვე: იმ სფეროში წარმატებულ ადამიანებს, რომელიც შენ

156 მკითხველთა ლიგა


ყველაზე მეტად გიყვარს და შეგეფერება, დიდ პატივს სცემ და გინ-
და, მათნაირი იყო, მათ გარშემო იტრიალო და ყველაფერში გაეჯიბ-
რო.
თუ ზემოთ ნათქვამი იმას შეესაბამება, რითაც ახლა ხარ დაკავე-
ბული ან რაიმე იმას, რაც წარსულში გაგიკეთებია, შესაძლოა ყოვე-
ლივემ იმისკენ გიბიძგოს, რის გასაკეთებლადაც ხარ დაბადებული,
სხვაგვარად რომ ვთქვათ, გიბიძგოს შენი გულისწადილისკენ.

დაბადებული ხარ იმისთვის,რომ იყო გამორჩეული

შენი ბუნებრივი ნიჭი თანდაყოლილია და შესაბამისად, მისი გან-


ვითარებაც ადვილია. ის შენს ქვეცნობიერშია ჩადებული და დაპ-
როგრამებული. ეს ისაა, რისთვისაც მოევლინე დედამიწას. შენი მი-
სიაა შენში ბუნებრივი ნიჭი და შესაძლებლობების სფერო აღმოაჩი-
ნო და მუდმივად მათ განვითარებაზე იმუშაო.
სხვადასხვა უნარ-ჩვევა ერთმანეთს ავსებს. ისინი ერთმანეთ ზეა
დამოკიდებული, რაც იმას ნიშნავს, რომ რაღაც უნარი გარკვეულ
დონეზე მაინც უნდა გქონდეს განვითარებული, რათა მეორე (სხვა)
გამოიყენო. ხანდახან იმ უნარ-ჩვევების განვითარებაზე გიწევს მუ-
შაობა, რაც არ გიყვარს და არ გსიამოვნებს. მაგრამ ეს ის ფასია, რა-
საც შენ მიერ არჩეულ საქმიანობაში სრულყოფილების მიღწევის-
თვის იხდი.

ერთი უნარ-ჩვევით ნაკლები

წესი ასეთია: შესაძლოა, შენი პროდუქტიულობის, შრომისუნა-


რიანობისა და შემოსავლის გაორმაგებამდე ერთი უნარ-ჩვევის გან-
ვითარებაღა გაკლია. შესაძლოა, იმისთვის, რომ ყველა სხვა უნარ-
ჩვევა უფრო აქტიურად და მაღალ დონეზე გამოიყენო, ერთი უნარ

157 მკითხველთა ლიგა


ჩვევის სრულყოფაღა გჭირდება.
დაიმახსოვრე, რომ ნებისმიერი ბიზნესუნარ-ჩვევის სწავლა შეიძ-
ლება. ბიზნესუნარ-ჩვევები გენეტიკური მოცემულობა არ არის. თუ
შესაძლებლობების სრულად გამოყენებისთვის რომელიმე ბიზნესუ-
ნარ-ჩვევის შეძენა გჭირდება, ეს ვარჯიშით მიიღწევა.

არ გაება უმწეობის მახეში

ხშირად ხდება, რომ, როდესაც რაღაც უნარ-ჩვევა კარგად არ


გაქვს განვითარებული, ამ მიმართულებით მოქმედებას ერიდები.
„შეძენილი პირობითი უმწეობის“ მახეში ებმები. იტყვი: „ამ სფერო-
ში კომპეტენტური არ ვარ“, „ეს საქმე კარგად არ გამომდის“ ან „ამ
საქმეში სრულიად უნიჭო ვარ“.
მაგრამ ეს მხოლოდ რაციონალიზაცია და თავის მართლებაა. თუ
ეს უნარ-ჩვევა, ეს საქმე შენთვის მნიშვნელოვანია, ისწავლი. შენს
ცხოვრებაში ყველაზე უარესი გადაწყვეტილება ის იქნება, რომ ერ-
თი მარტივი უნარ-ჩვევის გამო, რომლის სწავლაც შეუპოვრობითა
და თავდადებით შეიძლება, თავი თვეობითა და წლობით უკან და-
ხიო.

სრულყოფილება თავგადასავალია

არსებობს ძველი გამოთქმა: „ყველაფერი, რისი სრულყოფილად


გაკეთებაც ღირს, ჯობია თავიდან ცუდად გამოგივიდეს. სრულყოფი-
ლება პრაქტიკაში კი არ მიიღწევა, არამედ არასრულყოფილი პრაქ-
ტიკის საბოლოო შედეგია“.
როდესაც რაღაც ახლის კეთებას დაიწყებ, ბუნებრივია მოლოდინი,
რომ კარგად არ გამოგივა. თავიდან თავს უხერხულად და მოუქნე-
ლად, არაადეკვატურად და უმნიშვნელოდ, სულელურად იგრძნობ

158 მკითხველთა ლიგა


და ხშირად შეგრცხვება კიდეც. მაგრამ ეს ის ფასია, რასაც შენს საქ-
მიანობაში სრულყოფილების მისაღწევად იხდი. წარმატებისთვის
გარკვეული საფასურის გაღება ყოველთვის მოგიწევს და ეს ფასი
ხშირად რთული უნარ-ჩვევის დაუფლებისთვის თავდაუზოგავი
შრომაა, რამაც კარიერულ წინსვლაში გზა უნდა გაგიკაფოს.

ჯადოსნური ჯოხი გამოიყენე

ჯადოსნური ჯოხის ტექნიკას მიმართე. წარმოიდგინე, რომ შეგიძ-


ლია ჯადოსნური ჯოხი დაიქნიო და ნებისმიერი ერთი უნარ-ჩვევა
სრულყო. რომელი იქნებოდა ის? შენი ნიჭისა და შესაძლებლობების
გათვალისწინებით, ჯოხის დაქნევა და ერთი რომელიმე სურვილის
ასრულება რომ შეგეძლოს, რომელს აირჩევდი?
ამ კითხვებზე პასუხი ხშირად იმას მიუთითებს, შენი ნიჭის, უნარ-
ჩვევებისა და შესაძლებლობების გათვალისწინებით, რომელი ახალი
მიზნები უნდა დაისახო და როგორ უნდა განვითარდე, რომ იმ საქმე-
ში, რასაც აკეთებ, საუკეთესო იყო.
მთელი ცხოვრების განმავლობაში დასამუშავებელ „თვითნაკეთ“
პროექტად უნდა იქცე. მზად იყავი, რომ ყველაზე მნიშვნელოვან
სფეროში სრულყოფილების მისაღწევად ერთი, ორი და სამი წლის
შრომის ჩადებაც კი მოგიწევს. მზად იყავი, ნებისმიერი ფასი გადაი-
ხადო და ნებისმიერი მსხვერპლი გაიღო, რათა იმ საქმეში, რასაც
აკეთებ, საუკეთესო გახდე.

სამს პლუს ერთი ფორმულა

ნებისმიერი უნარ-ჩვევის სრულყოფილად დაუფლების სამს პლუს


ერთი ფორმულა უმარტივესია და ყოველთვის მოქმედებს. პირველი:
ამ უნარ-ჩვევასთან დაკავშირებული ლიტერატურა იკითხე, თუნდაც

159 მკითხველთა ლიგა


დღეში თხუთმეტი-ოცი წუთის განმავლობაში. ასე ცოდნას დააგრო-
ვებ. რაც მეტს კითხულობ და სწავლობ, მით უფრო რწმუნდები, რომ
ამ საქმის შესრულება შენც იდეალურად შეგიძლია.
მეორე: მანქანის მართვისას საკითხთან დაკავშირებულ საგანმა-
ნათლებლო აუდიოპროგრამებს მოუსმინე. რიგითი მძღოლი წლის
განმავლობაში ყოველდღიურად აქეთ-იქით სიარულისას ხუთასი-
დან ათას საათამდე ხარჯავს. მანქანის მართვისთვის საჭირო დრო
სწავლისთვის განკუთვნილ დროდ გადააქციე. თუ მანქანაში მუსიკის
ნაცვლად უბრალოდ აუდიოპროგრამებს მოუსმენ, შესაძლებელია,
შენს საქმიანობაში ერთ-ერთ განათლებულ ადამიანად იქცე.
მესამე: დაესწარი შენს საქმიანობასთან დაკავშირებულ სემინა-
რებსა და ვორქშოფებს. ცნობილია, რომ მნიშვნელოვან, ძირითად
თემაზე ჩატარებულ ერთ ან რამდენიმედღიან სემინარზე დასწრე-
ბით არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვლილა და შესაბამისად სა-
მუდამოდ შეიცვალნენ ეს ადამიანებიც.
დაბოლოს, პირველივე შესაძლებლობისთანავე, რაც ისწავლე,
პრაქტიკაში გამოიყენე. ყოველთვის, როცა რაიმე კარგ იდეას მოის-
მენ, იმოქმედე. ის ადამიანი, რომელიც ერთ იდეას მოისმენს და ამის
მიხედვით იმოქმედებს, უფრო დაფასებულია, ვიდრე ის, ვინც ასო-
ბით იდეას მოისმენს და არც ერთს არ მიაქცევს ყურადღებას.

პრაქტიკა, პრაქტიკა, პრაქტიკა

რაც მეტად გამოიყენებ ნასწავლს პრაქტიკაში, მით უფრო სწრა-


ფად გახდები ამ სფეროში დახელოვნებული და კომპეტენტური. რაც
უფრო მეტს ივარჯიშებ, მით მეტად იქნები საკუთარ თავში დარწმუ-
ნებული, მით უფრო სწრაფად დასძლევ მოცემულ სფეროში არაა-
დეკვატურობის შეგრძნებას, და მით უფრო სწრაფად დაეუფლები
მას. როგორც კი ამ უნარ-ჩვევას შენი გონების ხელსაწყოების ყუთში

160 მკითხველთა ლიგა


შეინახავ, სამუდამოდ შენი გახდება.
დღესვე, ახლავე გადაწყვიტე, რომ შენს საქმიანობაში მომუშავეთა
ზედა 10%-ს შეუერთდები. განსაზღვრე, ვინ არიან ეს ადამიანები,
რამდენს გამოიმუშავებენ და რას აკეთებენ შენგან განსხვავებულად.
გაარკვიე, რა განსაკუთრებულ ცოდნასა და უნარ ჩვევებს ფლობენ
და გადაწყვიტე, რომ მათ შენც განივითარებ. დაიმახსოვრე, რომ
ყველაფერი, რაც სხვამ გააკეთა, შესაძლებლობისა და კეთილგონიე-
რების ფარგლებში, შენც შეგიძლია გააკეთო. არავინაა შენზე ჭკვიანი
ან შენზე უკეთესი. თვითონ ის ფაქტი, რომ ის ადამიანები, რომლე-
ბიც დღეს შენ მიერ არჩეული საქმიანობის საუკეთესო წარმომად-
გენლები არიან, ერთ დროს ამ სფეროში არც კი მოღვაწეობდნენ, ეს
ფაქტი კი ამტკიცებს, რომ თუკი მიზანს დაისახავ და მის მისაღწე-
ვად საკმარისად დიდხანს და თავდაუზოგავად იშრომებ, შენც მიაღ-
წევ იმას, რასაც სხვებმა მიაღწიეს. საზღვრები არ არსებობს.

პირადი სრულყოფილების მიღწევის თორმეტნაბიჯიანი -


პროგრამა

შენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში არნახული წარმატების მიღ-


წევისთვის აუცილებელი თორმეტნაბიჯიანი პროგრამის შეჯამებას
გთავაზობთ:
1. გქონდეს სურვილი: რომელია ის უნარ-ჩვევა, რომელიც გინდა,
რომ სრულყოფილად გქონდეს განვითარებული?
2. გჯეროდეს: რა ნაბიჯებს გადადგამ განვითარებისკენ და როგორ
შეძლებ რწმენისა და თავდაჯერებულობის გაზრდას იმაში, რომ ახა-
ლი უნარ-ჩვევის კვალიფიციურად დაუფლება შეგიძლია?
3. დაწერე ფურცელზე: აწმყო დროში ნათლად და კონკრეტულად
დაწერე, როგორ გამოიყურები, როგორ გრძნობ თავს და როგორ იქ-
ცევი ახალი ძირითადი უნარ-ჩვევის დაუფლების შედეგად.

161 მკითხველთა ლიგა


4. გააანალიზე ამოსავალი წერტილი: შენს საქმიანობაში ამ კონ-
კრეტულ მომენტში, რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე?
5. განსაზღვრე, რატომ გინდა ამ მიმართულებით სრულყოფილე-
ბას მიაღწიო: ჩამოწერე ის ხუთი დადებითი მოვლენა, რომელიც
შენს ცხოვრებაში ამ კონკრეტული უნარ-ჩვევის სრულყოფის შემდეგ
განსხვავებულად იქნებოდა.
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები: განსაზღვრე, ზუსტად
როდის მიაღწევ ამ (უნარ-ჩვევის) სფეროში სრულყოფილებას; ყო-
ველდღე, ყოველკვირა და ყოველთვე გადადგმული თითოეული ნაბი-
ჯისთვის ქვევადები დააწესე.
7. განსაზღვრე დაბრკოლებები: დაადგინე, რა სახის დაბრკოლებე-
ბი გიშლის ხელს სრულყოფილების მიღწევაში. განსაკუთრებული
ყურადღება შინაგან დაბრკოლებებს მიაქციე.
8. გაარკვიე, რა დამატებითი ცოდნა ან უნარ-ჩვევის შეძენა გჭირ-
დება: განსაზღვრე, ამ ახალი უნარ-ჩვევის შესასწავლად წიგნების,
აუდიოპროგრამების, სემინარების გარდა კიდევ რა განსაკუთრებუ-
ლი რესურსები გჭირდება და სწავლის როგორი გრაფიკი გჭირდება.
19. განსაზღვრე, ვინ იქნებიან შენთვის საჭირო ადამიანები: ამ
ახალი უნარ-ჩვევის სრულყოფილად დასაუფლებლად, ვისი დახმა-
რება და ვისთან თანამშრომლობა დაგჭირდება?
10. გეგმა ჩამოაყალიბე: რაც ამ სფეროში სრულყოფილების მიღ-
წევისთვის დაგჭირდება, რაც გაგახსენდება, ყველაფრის სია ჩამოწე-
რე.
11. წარმოიდგინე: საკუთარ თავს გონების თვალით შინაგან სარკე-
ში ხედავ, თითქოს ამ სფეროში უკვე აღიარებული ექსპერტი ხარ. ეს
სავარჯიშო გონებაში კიდევ და კიდევ გაიმეორე, სანამ შენი ქვეცნო-
ბიერი ამ სურათს ბრძანებად არ აღიქვამს.
12. არასოდეს დანებდე: იმ მომენტიდან, როდესაც ამ ძირითადი

162 მკითხველთა ლიგა


უნარ-ჩვევის განვითარებას გადაწყვეტ, დაიფიცე, რომ არ დანებდე-
ბი, სანამ სხვები ამ სფეროს კარგ სპეციალისტად არ შეგაფასებენ.
თუ ამ თორმეტნაბიჯიან მეთოდს მიჰყვები და ამასთან, მუდმივად
თავდაუზოგავად იმუშავებ, სანამ შენს მიზანს არ მიაღწევ, შენთვის
მიუღწეველი არაფერი იქნება.

გახდი ექსპერტი შენს საქმიანობაში

1. დღესვე გადაწყვიტე, რომ შენ მიერ არჩეულ საქმიანობაში მოღ-


ვაწეთა უმაღლეს ფენას – ზედა ათ პროცენტს შეუერთდები. საკუ-
თარ თავს საზეიმოდ შეჰფიცე, რომ მთელი ცხოვრება საკუთარი თა-
ვის სრულყოფაზე იმუშავებ.
2. განსაზღვრე საქმიანობისთვის გადამწყვეტი მიმართულებები.
რა არის ის რაღაც, რაც აუცილებლად აბსოლუტურად სრულყოფი-
ლად უნდა გააკეთო იმისთვის, რომ ამ კუთხით წარმატებული იყო.
3. განსაზღვრე, საქმიანობის გადამწყვეტ მიმართულებებში, რო-
მელია შენი უსუსტესი წერტილი და დაიწყე „თვითნაკეთი“ პროექ-
ტის განხორციელება, რათა ამ კუთხით სრულყოფილებას მიაღწიო.
4. განსაზღვრე, რა დამატებითი ცოდნა გჭირდება იმისთვის, რომ
შენი საქმიანობის ზედა, უმაღლეს ფენაში მოექცე, და შემდეგ ამ
ცოდნის შეძენის გეგმა შეიმუშავე.
5. მთელი ცხოვრების განმავლობაში ისწავლე. იკითხე, მოუსმინე
აუდიოპროგრამებს, დაესწარი კურსებსა და სემინარებს და შემდეგ,
რაც ისწავლე, შესაძლებლობისამებრ, პრაქტიკაში გამოიყენე.

163 მკითხველთა ლიგა


11. გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება და ურთიერ-
თობები
ადამიანის პოტენციალი იმ უზარმაზარ, ვეებერთელა ოკეანეს
ჰგავს, რომელშიც ჯერ არავის შეუცურავს, ახალ, შეუსწავლელ კონ-
ტინენტს, რომელიც შესაძლებლობათა მთელი სამყაროა, ჩვენკენ
რომ მოილტვის და რაიმე დიადი მიზნისკენ მიმართვას ელოდება.
ბრაიან თრეისი

ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობების ხარისხი დიდწილად


განსაზღვრავს ადამიანის ბედნიერებასა თუ უბედურებას. შენს პი-
რად ცხოვრებაში ამ კუთხით სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან მიზნებს
შემთხვევითობას ვერ მიანდობ.
ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სხვებისადმი ურთი-
ერთობის თავისებურებებითა და დამოკიდებულებებით. ათასობით
წლის წინ, მამაკაცები ნადირობით იყვნენ დაკავებულნი, ქალები კი
მეურნეობას ეწეოდნენ და ბავშვებს უვლიდნენ.
მამაკაცები საკუთარ თვითშეფასებასა და თვითღირებულებას თა-
ვიანთი მონადირული შესაძლებლობის დემონსტრირებით განსაზ-
ღვრავდნენ, ანუ რამდენად შეეძლოთ შინ ნანადირევით დაბრუნებუ-
ლიყვნენ და ოჯახი გამოეკვებათ. ტომში მამაკაცის სტატუსი იმით
განისაზღვრებოდა, თუ რამდენად სჯობდა სხვებს.
ოცდამეერთე საუკუნეშიც ბევრი არაფერი შეცვლილა. მამაკაცე-
ბისთვის თვითღირებულების დადგენისა და თვითშეფასების ამაღ-
ლების პირველწყარო ისევ ნადირობაა – მაღალი შემოსავალი და
ოჯახის უზრუნველყოფის შესაძლებლობა. ისინი საკუთარ თავს სხვა
მამაკაცებს კვლავ ამ უნარით ადარებენ. წარმატების ისეთი სიმბო-
ლოებით აღფრთოვანდებიან, რომლებიც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ

164 მკითხველთა ლიგა


ისინი კარგი მონადირეები არიან და სხვისი უზრუნველყოფა შეუძ-
ლიათ იმით, როგორიცაა, მაგალითად, მანქანები, ტანსაცმელი, ძვი-
რადღირებული საათები, სახლები და სხვა მატერიალური ფასეუ-
ლობა.

რაც უფრო მეტად იცვლება ყველაფერი

ქალები მამაკაცებისგან განსხვავდებიან. საკუთარ წარმატებასა


და ბედნიერებას მეტწილად ურთიერთობების, განსაკუთრებით
ქმარ-შვილთან ურთიერთობების, ხარისხიდან გამომდინარე განსაზ-
ღვრავენ. მუდმივად ეძიებენ გზებს და ყველაფერს აკეთებენ, რომ
ოჯახური ცხოვრებისა და ურთიერთობების ხარისხი გააუმჯობესონ.
ქალების უმეტესობისთვის მთავარი სწორედაც რომ ურთიერთობე-
ბია.
ქალებისთვისაც და მამაკაცებისთვისაც ცხოვრებაში უმნიშვნე-
ლოვანესი ოჯახი და ბავშვებია. თუმცა მამაკაცები ხშირად იმდენად
დაკავებულები არიან საქმითა და ოჯახის უზრუნველყოფით, რომ
მისი მნიშვნელობა ავიწყდებათ, ქალებს კი – იშვიათად.
სწორედ იმიტომ, რომ ოჯახური ცხოვრება და ურთიერთობები ამ
კავშირებში ჩაბმული ყველა ადამიანის გონებრივი, ემოციური და
ფიზიკური ჯანმრთელობისათვის ასე მნიშვნელოვანია, კონკრეტუ-
ლი მიზნების დასახვა და გეგმის ჩამოყალიბება მაღალია, ვინაიდან
ადამიანის ცხოვრებაზე, მის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ მდგო-
მარეობაზე უდიდეს გავლენას ახდენს ოჯახი და ოჯახის წევრებთან
ურთიერთობები, აუცილებელია გვქონდეს კონკრეტული მიზნები და
გეგმები ოჯახთან დაკავშირებით, რადგან ეს არის გრძელვადიანი
ბედნიერების საფუძველი.

165 მკითხველთა ლიგა


შეიქმენი იდეალური ოჯახური ცხოვრება და ურთიერთო-
ბები

ნებისმიერი მიზნის დასახვისა და მიღწევისთვის ეს თორმეტნაბი-


ჯიანი გეგმა შეგიძლია ოჯახის წევრებთან და ასევე შენს ცხოვრება-
ში ყველა სხვა მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობის და რეგუ-
ლირებისა და მშვიდი ცხოვრების მოწყობისთვის გამოიყენო.

1. გქონდეს სურვილი: რა გინდა სინამდვილეში?


წარმოიდგინე, რომ შენი ოჯახური ცხოვრება და ურთიერთობები
ყოველმხრივ იდეალური რომ იყოს. როგორი იქნებოდა ის? შენი
ოჯახური ცხოვრება დღევანდლისგან რითი იქნებოდა განსხვავებუ-
ლი? წარმოიდგინე, ჯადოსნური ჯოხის დაქნევით იდეალური ოჯა-
ხური ცხოვრების სტილის შექმნა და ურთიერთობების აწყობა რომ
შეგეძლოს, როგორად წარმოგიდგენია? თუ მარტოხელა ხარ და შენ-
თვის სავსებით შესაფერის გულისსწორს ეძებ, ასეთ სავარჯიშოს
გთავაზობ: ფურცელი აიღე და ყველაფერი ჩამოწერე, რაც შენს
სრულყოფილ მეორე ნახევარში გინდა, რომ აღმოაჩინო.
წარმოიდგინე, რომ „იდეალური გულის სწორის ქარხანაში“ შეკვე-
თას გზავნი და იქიდან ზუსტად ისეთ ადამიანს გამოგიგზავნიან, რო-
გორიც ფურცელზე აღწერე. ამიტომ ყველაფერი, რაც შეიძლება, დე-
ტალურად უნდა ჩამოწერო. ნებისმიერი პოზიტიური ელემენტი,
ფაქტორი და კომპონენტი დაწერე, რაც პირადად შენს გამოცდილე-
ბაზე დაყრდნობით შენთვის შექმნილ უნაკლო პიროვნებას უნდა
ახასიათებდეს. აღწერაში ასაკი, ჯანმრთელობა, განათლება, გარეგ-
ნობა, ღირებულებები, იუმორის გრძნობა, ცხოვრებისეული გამოც-
დილება, ინტერესები და ისიც ჩართე, თუ რა მოსწონს და რა არა,
ოჯახის ისტორია, წარმომავლობა, მეგობრები, ჰობი, ბავშვებისადმი

166 მკითხველთა ლიგა


დამოკიდებულება, ფული, მოგზაურობის სიყვარული და ა.შ.

მეტი სიცხადე

როდესაც ჩემს სემინარებზე დამსწრეებს ამ სავარჯიშოს ვურჩევ,


ბევრის პასუხი ისაა, რომ ნამდვილი სიყვარულისადმი მსგავსი მიდ-
გომა ზედმეტად ცივი და მექანიკურია. მე კი ვამბობ, რომ პირიქი-
თაა. იმ ყველაფრის ჩამოწერას, რაც გინდა, რომ შენთვის იდეალურ
ადამიანს ახასიათებდეს, შენს ცხოვრებაში მეტი სიცხადე შემოაქვს.
ეს შენს ქვეცნობიერში სრულყოფილი პიროვნების სურათს აპროგ-
რამებს და შენს ზეცნობიერ ძალებს ააქტიურებს. ქაღალდზე იმის
დაკონკრეტებით, თუ რეალურად, როგორ ადამიანს ისურვებდი
გვერდით, სამყაროში ისეთ მაგნიტურ ველს ქმნი, რომელიც ამ პი-
როვნებას შენს ცხოვრებაში იზიდავს ხშირად შენთვის საკვირველი
და წარმოუდგენელი გზებითაც კი.
იყო და არა იყო რა... ერთხელ ეს სავარჯიშო მეც გავაკეთე. ყოვე-
ლივე იმის სია ჩამოვწერე, რაც მინდოდა, რომ ჩემთვის უნაკლო
ადამიანს ჰქონოდა. მოგვიანებით ადგილობრივ უნივერსიტეტოში
ჩემი სალექციო კურსის მიმდინარეობისას ახალგაზრდა ქალს შევ-
ხვდი, რომელმაც მკითხა, როგორ უნდა ეპოვა იდეალური პიროვნება
და მასაც იგივე სავარჯიშო მივეცი შესასრულებლად. ვუთხარი, ყვე-
ლა ის თვისება ჩამოეწერა, რაც უნდოდა, რომ მისთვის სრულყოფი-
ლი პერსონისთვის ყოფილიყო დამახასიათებელი და სამყარო შესა-
ბამის ადამიანს მის ცხოვრებაში შესაფერის დროს შემოიყვანდა.
რამდენიმე თვის შემდეგ მე და ეს ქალიშვილი დავსხედით და ჩვე-
ნი სიები ერთმანეთისას შევადარეთ. აღმოჩნდა, რომ თითოეული
ჩვენგანი ერთიმეორისთვის იდეალური იყო. აგერ უკვე ოცდაათ წე-
ლიწადზე მეტია, მე და ბარბარა დაქორწინებულები ვართ და ბედ-
ნიერად ვცხოვრობთ, გვყავს ოთხი ზრდასრული შვილი. მუშაობს თუ

167 მკითხველთა ლიგა


არა ეს სავარჯიშო? ჩვენს შემთხვევაში ნამდვილად იმუშავა.
ამით რისი თქმა მინდა?! ამ სავარჯიშოს გაკეთებას მხოლოდ
ფურცელი და შენგან რამდენიმე წუთის დათმობა სჭირდება. იმას
თუ გავითვალისწინებთ, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს მას შენს
ცხოვრებაზე, არის თუ არა ღირებული ინვესტიცია? რა თქმა უნდა,
არის!

შეცვალე შენი ცხოვრება

წლების შემდეგ უამრავი ადამიანი დაბრუნებულა ჩემთან იმის


სათქმელად, რომ ბედნიერ ქორწინებაში არიან მათთვის იდეალურ
ადამიანთან, ერთმანეთი უყვართ და უთქვამთ, რომ ამ სავარჯიშომ
მათი ცხოვრება მთლიანად შეცვალა. ყოფილა შემთხვევები, როდე-
საც, იდეალური ადამიანის ფურცელზე აღწერის შემდეგ, იმის ცხოვ-
რებაში, ვინც თვეებისა და წლების განმავლობაში მარტო იყო, „ის“
სამ დღეშიც კი გამოჩენილა. შენც სცადე და ნახავ. შენი მეგობრებიც
წააქეზე, რომ ეს სავარჯიშო გააკეთონ. თუ იმუშავებს, ცხოვრების
შემცვლელი სავარჯიშოებიდან შესაძლოა, ის ძირითადიც კი აღმოჩ-
ნდეს.
თუ დაქორწინებული ხარ ან ვინმეს ხვდები, წარმოიდგინე, რომ
ჯადოსნური ჯოხი გაქვს, რომელიც შეგიძლია დაიქნიო და ეს ურთი-
ერთობა ყოველმხრივ იდეალური გახადო. რით იქნებოდა განსხვავე-
ბული იმ ურთიერთობისგან, დღეს როგორიც გაქვს? რას გააკეთებდი
განსხვავებულად? ისეთს რას მოიმოქმედებდი, რასაც დღეს არ აკე-
თებ? რა არის ის, რაზეც საერთოდ უარს იტყოდი, თუ გინდა, რომ
იდეალური ურთიერთობა გქონდეს?

168 მკითხველთა ლიგა


2. ირწმუნე: მაშინ დაინახავ, როდესაც დაიჯერებ
შენი ურთიერთობები და საკუთარ თავზე რწმენა-წარმოდგენები
შენს რეალობად იქცევა. ურთიერთობებში თითოეული ადამიანის
როლის შესახებ ეს რწმენა-წარმოდგენები ღრმა ბავშვობიდან მოდის
და მათ ცხოვრების განმავლობაში შენი გამოცდილება აყალიბებს.
შესაძლოა, ისინი ფაქტებზე სულაც არ იყოს დაფუძნებული. ხშირად
შენი რწმენა-წარმოდგენები იმასთან დაკავშირებით, თუ ადამიან-
თან ურთიერთობისას, რა შეიძლება მოხდეს და რა არა, საერთოდ
არ შეესაბამება სიმართლეს. ისინი უბრალო „ფაქტებია“, რომლებიც
მიგაჩნია, რომ სიმართლეა, მაგრამ რეალურად, მას ამ ადამიანთან
არანაირი კავშირი არა აქვს.
იმისთვის, რომ ადამიანებთან ურთიერთობისას, განსაკუთრებით
კი ქორწინებაში, ბედნიერი იყო, აუცილებელია შენი რწმენა წარ-
მოდგენები ერთობლივი ცხოვრების გაუმჯობესებისკენ იყოს მიმარ-
თული. ის თითოეულისთვის კიდევ უფრო დიდი კეთილდღეობისა და
ბედნიერების საწინდარი უნდა გახდეს, თანაც შენს ღირებულებებსა
და პრინციპებთანაც თანხვედრაში უნდა იყოს.

უძველესი პრინციპები

ურთიერთობის საკითხს ათასობით წიგნი და სტატია მიეძღვნა,


მაგრამ ზოგიერთი პრინციპი, როგორც ჩანს, სამარადისოა და არა-
სოდეს ძველდება:
1. ჰარმონიული ურთიერთობის საფუძველი მეორე ადამიანის უპი-
რობოდ მიღება და მისი ინტერესების გათვალისწინებაა. ანუ, ადამი-
ანს ზუსტად ისეთად იღებთ, როგორიც არის და არ გაქვთ სურვილი
ან მცდელობა, მისი ხასიათისა და მისთვის დამახასიათებელ თავი-
სებურებებში რაიმე შეცვალოთ. უპირობოდ მიღება უდიდესი საჩუ-
ქარია, რაც ერთმა ადამიანმა მეორეს შეიძლება გაუკეთოს.

169 მკითხველთა ლიგა


2. სიყვარულზე აგებულ ურთიერთობაში მეორე ადამიანის ბედ-
ნიერებასა და კეთილდღეობაზე უფრო ფიქრობ, ვიდრე საკუთარზე.
ცოლ-ქმარი, რომელსაც ერთმანეთი და შვილები უყვარს, ერთიმეო-
რის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესანარჩუნებლად ნების-
მიერ მსხვერპლს გაიღებს.
3. ურთიერთობის სიჯანსაღის უტყუარი საზომი სიცილია რამ-
დენს და რამდენად ხშირად იცინიან ამ ურთიერთობაში მყოფი ადა-
მიანები. რადგანაც სიცილი შენი შინაგანი ბედნიერებისა და გრძნო-
ბების გარეგანი გამოხატულებაა, ის ერთადერთი საზომია, რომელ-
საც ვერ გააყალბებ.

დაეჭვდი შენს რწმენა-წარმოდგენებში

ურთიერთობაში წარმოქმნილი პრობლემებისა და სირთულეების


გადაჭრის საშუალება ხშირად საკუთარი რწმენა-წარმოდგენების,
განსაკუთრებით კი, შემზღუდველი რწმენა-წარმოდგენების კითხვის
ნიშნის ქვეშ დაყენებაა. პოზიტიური რწმენა-წარმოდგენები ცხოვრე-
ბას გიუმჯობესებენ, უარყოფითები — ბედნიერებას გინგრევენ.
თუ ურთიერთობაში ბედნიერებასა და სიხარულს ვერ განიცდი,
შესაძლოა, ამის მიზეზი სწორედ შენი იდეები და რწმენა-წარმოდგე-
ნებია, ამიტომ ისინი უნდა გამოიკვლიო, დაეჭვდე მათ მართებულო-
ბაში და გაარკვიო, რა არის მისაღები ან მიუღებელი, სწორი ან
არასწორი... ყოველთვის მზად იყავი იმის დასაშვებად, რომ ცდები.

3. ჩამოწერე მიზნები ფურცელზე, დააკონკრეტე


აწმყო დროში ნათლად და კონკრეტულად, დეტალურად აღწერე
შენთვის სრულყოფილი ცხოვრება და ცხოვრების სასურველი სტი-
ლი, ზუსტად ისე, თითქოს უკვე ყოველმხრივ უნაკლოა. შენთვის

170 მკითხველთა ლიგა


მნიშვნელოვანი ყველა ადამიანის სიაც ჩამოწერე და შემდეგ აღწე-
რე, როგორი ურთიერთობები გექნებოდა მათთან, შენი ცხოვრება
იდეალური რომ ყოფილიყო. რას იგრძნობდი ამ შემთხვევაში?
აღწერე, როგორია შენთვის საუკეთესო ცხოვრება. დილიდან საღა-
მომდე როგორი იქნებოდა ის? კვირის განმავლობაში? იანვრიდან
დეკემბრამდე? შენს ოჯახთან ერთად ცხოვრების სრულყოფილი
სტილით რომ ცხოვრობდე, რას გააკეთებდით? როგორ გაატარებდით
დროს საღამოობით ან თუნდაც შაბათ-კვირას? სად წახვიდოდით
დასასვენებლად?
წარმოიდგინე, რომ საზღვრები არ არსებობს. შენი ცხოვრება რომ
სრულყოფილი იყოს, სად იცხოვრებდი? როგორი სახლი გექნებოდა?
ოჯახის რომელი მატერიალური ნივთებით უზრუნველყოფა გენდო-
მებოდა? რომელ სკოლაში ასწავლიდი შვილებს? რომელ კოლეჯში
სწავლის შესაძლებლობას ისურვებდი მათთვის? როგორი იქნებოდა
ის ტანსაცმელი, მანქანები და სხვადასხვა ნივთი, რომლებიც გენდო-
მებოდა, რომ შენი ოჯახის წევრებს ჰქონოდათ?
ამ ყოველივეს ფურცელზე დაწერის ფაქტიც კი ზრდის მათი მიღ-
წევის ალბათობას. დაიმახსოვრე, ჯერ ის დაადგინე, რა არის სწორი
და მართებული, მერე კი შესაძლებელი, ჯერ იდეალური, მერე –
ხელმისაწვდომი. გადაწყვიტე, რა არის იდეალური მანამ, სანამ გა-
დაწყვეტ, რა არის ხელმისაწვდომი.
საუკეთესო ვარიანტი ის იქნება, თუ ოჯახთან ერთად დაჯდები და
ამ ყველაფერზე გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებთ. თითოე-
ულს ჰკითხე, თქვენი ოჯახური ცხოვრება და ურთიერთობები ყო-
ველმხრივ იდეალურად რომ ყოფილიყო, რა ენდომებოდა. მათი ყვე-
ლა მიზანი და სურვილი ჩამოწერე და ოჯახური ცხოვრების ორგანი-
ზებისთვის საორიენტაციოდ გამოიყენე.

171 მკითხველთა ლიგა


4. გააანალიზე ამოსავალი წერტილი: სად ხარ ახლა?
აუცილებელია, არსებული მდგომარეობის კეთილსინდისიერი და
საფუძვლიანი ანალიზი. ოჯახის წევრებსა და იმ ადამიანებს დაელა-
პარაკე, ვისთან ურთიერთობაც შენთვის უმნიშვნელოვანესია და გა-
არკვიე, რას ფიქრობენ და რა გავლენა აქვთ შენს ცხოვრებაში არსე-
ბულ მდგომარეობაზე.
რამდენიმე წლის წინ ჩემი სემინარის მონაწილეებისთვის ერთი
სავარჯიშოს სწავლება დავიწყე. ეს სავარჯიშო ითვალისწინებს, რომ
მათ ცხოვრების შეცვლა მხოლოდ ოთხი გზით შეეძლოთ:
1. შეეძლოთ უფრო ხშირად გაეკეთებინათ ის, რასაც უკვე აკეთებ-
დნენ.
2. შეეძლოთ უფრო იშვიათად ეკეთებინათ ის, რასაც უკვე აკეთებ-
დნენ, მაგრამ რაც არცთუ ისე კარგად მუშაობდა.
3. შეეძლოთ რაღაც სრულიად ახლის გაკეთება დაეწყოთ, რაღაც
ისეთის, რაც აქამდე არასოდეს გაუკეთებიათ.
4. შეეძლოთ საერთოდაც შეეწყვიტათ რაღაც კონკრეტულის კეთე-
ბა.
მას შემდეგ, რაც ჩემს სტუდენტებს ვკითხე, როგორ მოარგებდნენ
ამ მტკიცებულებებს თავიანთ ცხოვრებას, შევთავაზე, შინ წასულიყ-
ვნენ და საკუთარი ოჯახის წევრებისთვის შემდეგი შეკითხვები დაეს-
ვათ:
1. არის თუ არა რაღაც ისეთი, რასაც გინდათ, რომ უფრო ხშირად
ვაკეთებდე?
2. არის თუ არა რაღაც ისეთი, რასაც გინდათ, რომ უფრო იშვია-
თად ვაკეთებდე?
3. არის თუ არა რაღაც ისეთი, რასაც არ ვაკეთებ, მაგრამ გინდათ,
რომ ამის გაკეთება დავიწყო?
4. არის თუ არა რაღაც ისეთი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ გინდათ,

172 მკითხველთა ლიგა


რომ მისი გაკეთება საერთოდ შევწყვიტო?
სტუდენტები გავაფრთხილე, რომ თუ ამ კითხვების დასასმელად
სიმამაცე ეყოფოდათ, მიღებული პასუხები მათ გააკვირვებდათ და
ზოგიერთ შემთხვევაში შოკსაც მოჰგვრიდათ.
ერთ საღამოსაც გადავწყვიტე, რომ იგივე სავარჯიშო ჩემს ცოლსა
და ბავშვებზეც გამომეცადა. მათმა ნათქვამმა გამაოცა. მოქმედებას
მაშინვე შევუდექი და მათ რეკომენდაციებს მივყევი: რაღაცის უფრო
მეტი და რაღაცის ბევრად ნაკლები სიხშირით გაკეთება დავიწყე,
ისეთი რამეების გაკეთებაც დავიწყე, რაც აქამდე არ გამიკეთებია,
ხოლო რაღაცების კეთება საერთოდ შევწყვიტე. ჩემი ცხოვრება აბ-
სოლუტურად შეიცვალა. შენც სცადე და თავად ნახავ.
5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამ მიზნის მიღწევა: აქედან რა სარ-
გებელს მიიღებ?
ჩამოწერე, რას მოიგებ, შენი ოჯახური ცხოვრება ყოველმხრივ
იდეალური რომ იყოს. იმისთვის, რომ მომავალში ოჯახში ყველა
ბედნიერი და რეალიზებული იყოს, რას შეცვლიდი დღეს?
ჩამოწერე ყველა ის სარგებელი, რასაც ზოგადად მთელი ოჯახი და
კონკრეტულად ოჯახის თითოეული წევრი მიიღებს. განსაკუთრებით
მნიშვნელოვანი იმის დაწერაა, როგორ შეხედავდა ოჯახის თითოე-
ული წევრი საკუთარ თავს, ოჯახსა და მის პირად შესაძლებლობებს.
რაც უფრო მეტი მიზეზი გაქვს იდეალური ოჯახური ცხოვრების შე-
საქმნელად, მით უფრო მოტივირებული და გამბედაობით აღსავსე
იქნები, რომ ამ მიზნის მიღწევისას შეუპოვრობა გამოიჩინო და წარ-
მატება იზეიმო.
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები: როდისთვის გინდა, რომ
მიზანს მიაღწიო?
როდესაც უკვე ნათლად გაქვს წარმოდგენილი, რა გინდა და ზუს-
ტად იცი, რატომაც, ოჯახურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში თი-

173 მკითხველთა ლიგა


თოეული მიზნის მისაღწევად მკაფიო ზღვრული ვადები დააწესე. ამ
ვადებიდან ზოგიერთი მოკლე იქნება, ზოგი კი უფრო გრძელი (რაღა-
ცის მისაღწევად, შესაძლოა, თვეები და წლებიც კი დაგჭირდეს). შენი
ერთ-ერთი მიზანი დროის იმ კონკრეტული მონაკვეთზე კონცენტრი-
რებაც უნდა იყოს, რასაც ოჯახი ერთად გაატარებს. ეს შესაძლოა სა-
ღამოების ან, უბრალოდ, შაბათ-კვირის აქტივობების, ანდა მოკლე-
ვადიანი თუ გრძელვადიანი არდადეგების ერთად გატარებას მო-
იცავდეს. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს ყველაფერი საფუძვლიანად
უნდა დაიგეგმოს, თუ არადა ამ აქტივობების იქამდე გადადებას
რისკავ, როდესაც, შესაძლოა, რაღაც სასწრაფო, გადაუდებელი საქ-
მე გამოგიჩნდეს და მათი განხორციელება ვეღარ შეძლო.
როდესაც ოჯახთან ერთად დასვენებაზეა ლაპარაკი, ყოველთვის
მიგვაჩნდა, რომ უმჯობესია, მთელი წლით ადრე დაგეგმო და საფა-
სურიც წინასწარ გადაიხადო. როდესაც ოჯახური არდადეგებისთვის
თანხა უკვე მთლიანად გაქვს დაფარული, თითქმის არასოდეს უგუ-
ლებელყოფ დასვენების შესაძლებლობას. ხოლო როდესაც წინასწარ
არაფერი გაქვს დადასტურებული და გადახდილი, ყოველთვის არსე-
ბობს იმის ცდუნება, რომ დასვენება სხვა, უფრო მოსახერხებელი
დროისთვის გადადო.
თუ შენი ოჯახის მიზნები რაღაც მატერიალურს მოიცავს, როგო-
რიც, მაგალითად, შედარებით დიდ სახლში, ან უკეთეს უბანში გა-
დასვლა, ოჯახის წევრებისთვის მანქანების ან კომპიუტერების შეძე-
ნა, ანდა ბავშვებისთვის განათლების მიცემაა, ყველაფერი წინასწარ
უნდა დაგეგმო და მატერიალურადაც წინასწარ უზრუნველყო.
თუ ბავშვები გყავს, შორეულ მომავალზე უნდა დაფიქრდე და
გრძელვადიანი გეგმები დააწყო. რამდენიმე წლის წინ, როდესაც ჩემი
შვილები პატარები იყვნენ, ჩემმა ერთმა მეგობარმა, რომელსაც და-
ახლოებით ჩემი შვილების ასაკის ოთხი ბავშვი ჰყავდა, მკითხა, ჩემი

174 მკითხველთა ლიგა


პატარები უნივერსიტეტში თუ გააგრძელებდნენ სწავლას. დავარ-
წმუნე, რომ აუცილებლად ასე იქნებოდა. შემდეგ მან მკითხა, საკმა-
რისი თანხა თუ მქონდა გადადებული იმისთვის, რომ შვილებისთვის
საუკეთესო განათლების მიღება ფინანსურად უზრუნველმეყო.
მაშინ ჩემი შვილები ათი წლისებიც კი არ იყვნენ. ამიტომ მეგო-
ბარს ცოტა დარცხვენით ვუთხარი, რომ ამაზე ჯერ ნაფიქრიც არ
მქონდა. მათი განათლების უზრუნველყოფას მოგვიანებით – „როცა
მოვახერხებდი“ – ვაპირებდი.
მან გამიღიმა და დამამშვიდა, რომ მას შექმნილი ჰქონდა სრულად
დაფინანსებული „ნდობის ფონდი“, რაც იმის გარანტია იყო, რომ მო-
მავალში, რაც უნდა მომხდარიყო, მას რაც უნდა დამართოდა, მისი
შვილები უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებას მაინც შეძლებდნენ.
ეს სწორედ ის იყო, რისი გაგონებაც მჭირდებოდა. ხუთ წელიწად-
ში ჩემს ყველა შვილს ჰქონდა უნივერსიტეტისთვის გათვალისწინე-
ბული სრულად დაფინანსებული „ნდობის ფონდი“. ჩემთვის ეს ღი-
რებული გაკვეთილი იყო.
ამ საუბრის შემდეგ აღმოვაჩინე, რომ ბევრი ოჯახი, რომელმაც სა-
კუთარი შვილების განათლების უზრუნველსაყოფად ნაკლები ყუ-
რადღება გამოიჩინა, გაოცდა, როდესაც აღმოაჩინა გადასახადების
დაფარვის შემდეგ დარჩენილი თანხიდან რამდენი დაუჯდებოდათ
უნივერსიტეტი ოთხი წლის განმავლობაში.
შენს ოჯახთან ერთად ან შენი ოჯახისთვის რისი გაკეთებაც უნდა
გინდოდეს, არ გადადო. შეიმუშავე გრაფიკი, დააწესე საბოლოო
ზღვრული ვადები და მოსამზადებელი სამუშაოები რაც შეიძლება
მალე დაიწყე. მოგვიანებით ეს დიდ სტრესსა და დაძაბულობას აგა-
რიდებს და შესაძლოა შენს ცხოვრებაში მიღებულ ერთ-ერთ საუკე-
თესო გადაწყვეტილებადაც კი იქცეს.

175 მკითხველთა ლიგა


7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევს იმის-
თვის, რომ იდეალური ოჯახური ცხოვრება გქონდეს
ჯერაც რატომ არაა შენი ოჯახური ცხოვრება და ცხოვრების სტი-
ლი იდეალური? რა გაბრკოლებს, რა გიშლის ხელს სასურველი და
სრულყოფილი ცხოვრების სტილის შექმნაში?
საკუთარ თავში ჩაიხედე. არის თუ არა შენში ის იდეები, რწმენა-
წარმოდგენები, ურთიერთობის თავისებურებები, რომელიც ბედნი-
ერი, დამაკმაყოფილებელი, მხიარული ოჯახური ცხოვრების შექ-
მნისკენ მიმავალ გზაზე გეღობება და გაბრკოლებს?
ირგვლივ მიმოიხედე. არსებობს თუ არა შენ გარშემო რაღაც ისე-
თი, მაგალითად, სამსახური, ფინანსური მდგომარეობა და შესაძ-
ლებლობები, რაც ხელს გიშლის სასურველი იდეალური ოჯახური
ცხოვრების შექმნაში?
რა არის ყველაზე დიდი პრობლემა ან სირთულე, რაც იდეალური
ოჯახური ცხოვრების შექმნაში გიშლის ხელს? დაუყოვნებლივ რისი
გაკეთება შეგიძლია იმისთვის, რომ ეს სირთულე ან დაბრკოლება
გზიდან ჩამოიშორო ან ეს წინააღმდეგობა თუნდაც ოდნავ მაინც შე-
ასუსტო?
სავარაუდოდ, ყველაზე საყურადღებო შეკითხვა, რომელიც შენს
ოჯახურ ცხოვრებასა და ურთიერთობებში სიმშვიდისა და ბედნიე-
რების შესანარჩუნებლად შეგიძლია დასვა, ასეთია: „სინამდვილეში,
რა არის მნიშვნელოვანი?“ ქორწინებასა და ბავშვების აღზრდაში
პრობლემების უმეტესობა იმიტომ ჩნდება, რომ ოჯახურ ცხოვრებაში
ყველაზე მნიშვნელოვნის, საყურადღებოსა და ანგარიშგასაწევის
მიღწევის პერსპექტივა იკარგება.
ოჯახურ ურთიერთობებში გაჩენილი ემოციების ინტენსიურობისა
და ასევე პიროვნების ეგოს, ანუ სურვილის — ნებისმიერ ოჯახურ სი-
ტუაციაში მართალი იყოს – გამო, შესაძლოა, ადვილად გამოგრჩეს

176 მკითხველთა ლიგა


ის ფაქტი, რომ შენი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზანი ახლობელი
ადამიანების ბედნიერება და კეთილდღეობაა. როდესაც მათთან რა-
იმე კამათში ჩაებმები, ვერ შეთანხმდები ან რაღაც არსებითი გადაწ-
ყვეტილება გექნება მისაღები, არ დაგავიწყდეს, საკუთარ თავს ჰკით-
ხო: „რა არის აქ ძირითადი?“
8. განსაზღვრე, რისი ცოდნა ან უნარ-ჩვევები დაგჭირდება იდეა-
ლური ოჯახური ცხოვრების შესაქმნელად
დაიმახსოვრე, იმისთვის, რომ რაღაც ისეთს მიაღწიო, რისთვისაც
აქამდე არ მიგიღწევია, ისეთ ადამიანად უნდა იქცე, როგორიც აქამ-
დე არ ყოფილხარ. ხასიათის ისეთი თავისებურებები, თვისებები და
შესაძლებლობები უნდა განივითარო, რაც ალბათ აქამდე არასოდეს
გქონია.
ოჯახური ცხოვრების თითოეულ ეტაპზე რაღაც ახლის სასწავლად
და ახალი იდეების მისაღებად მზად უნდა იყო. ქორწინების განვი-
თარებასთან ერთად, თავადაც უნდა განვითარდე და გაიზარდო. შე-
ნი შვილების ზრდისა და მომწიფების კვალდაკვალ ახალი იდეებიც
უნდა მიიღო და დამოკიდებულებებიც შეიცვალო იმისთვის, რომ მათ
არ ჩამორჩე. თუმცა, ამასთანავე, არ უნდა დაკარგო საკუთარი ძირი-
თადი ღირებულებები და შვილებსაც უნდა გაუზიარო.
როდესაც ოჯახის წევრები მათთვის მნიშვნელოვან აქტივობებში
არიან ჩართულები, მოვალე ხარ, რაც შეიძლება მეტი ისწავლო
ახალ საკითხთან დაკავშირებით და მათ არ ჩამორჩე მაშინ, როდე-
საც ისინი სხვადასხვა სფეროში და სხვადასხვა მიმართულებით იზ-
რდებიან და ვითარდებიან.
როდესაც ჩვენი შვილები პატარები იყვნენ, გადავწყვიტეთ, მთელ
ოჯახს თხილამურებზე დგომა გვესწავლა. კოლორადოში, ბივერ-
გრეკში წავედით და ერთი კვირის განმავლობაში მთელი ოჯახი თხი-
ლამურებზე დგომის გაკვეთილებს ვესწრებოდით. მას შემდეგ მუდ-

177 მკითხველთა ლიგა


მივად ვიწყობთ სათხილამურო არდადეგებს. და ის პერიოდი, რასაც
ერთად ვატარებთ, ჩვენთვის ერთ-ერთი უბედნიერე სია. ბავშვის-
თვის მნიშვნელოვანია, რამდენ დროს გაატარებს მასთან მშობელი,
ეს არის მისთვის სიყვარულის გამოხატულების უმთავრესი ფორმა
და არა რაიმე მატერიალური. ამიტომ სიყვარული = დროს.
როდესაც ჩემმა გოგონამ, კეტრინმა ცხენზე ჯირითის შესწავლა
გადაწყვიტა, ბარბარამ საცხენოსნო სპორტის აქტივობების და იმ
აურაცხელი ფაქტორის შესწავლა დაიწყო, რაც ცხენების ყიდვა-გა-
ყიდვას, ცხენზე ჯდომის გაკვეთილებს, საცხენოსნო შოუებს, აღჭურ-
ვილობას, უნაგირებს, შეჯიბრებებსა და ცხენოსნობისა და ცხენით
ხტომის სხვა უამრავ ასპექტს ეხებოდა და ამ სფეროში ავტორიტე-
ტული სპეციალისტი გახდა. ამან კეტრინის საცხენოსნო კარიერაში
ბოლომდე ჩართვის საშუალება მოგვცა.
ოჯახის წევრებთან ურთიერთობების გაღრმავებისა და ხარისხის
გაუმჯობესების ერთადერთი გზა მათთვის მეტი დროის დათმობაა.
რაც უფრო მეტ დროს ატარებ ადამიანთან, განსაკუთრებით მაშინ,
როდესაც ის მისთვის მნიშვნელოვანი აქტივობებითაა დაკავებული,
მით უფრო ღრმა და ძვირფასი ხდება თქვენი ურთიერთობა. სხვა
გზა, უბრალოდ, არ არსებობს.
9. განსაზღვრე, რა დამატებითი ინტერპერსონალური თვისებების
ან უნარ-ჩვევების განვითარება გჭირდება იმისთვის, რომ სრულად
მოახერხო შესაძლებლობების რეალიზება როგორც მეუღლემ, პარ-
ტნიორმა ან მშობელმა
ჯადოსნური ჯოხის დაქნევა და იმ ადამიანად გადაქცევა რომ შე-
გეძლოს, რომელიც ოჯახის წევრებთან ურთიერთობაში იდეალურია,
როგორ დაგახასიათებდნენ? რას იტყოდნენ ადამიანები? რომ კეთი-
ლი ხარ? მომთმენი? ტოლერანტული? თანაგრძნობის უნარი გაქვს?
სიბრალული იცი და თანადგომა შეგიძლია? მეგობრული ხარ? იტ-

178 მკითხველთა ლიგა


ყოდნენ თუ არა, რომ მხარდაჭერა გამოგდის? ოჯახის წევრებს შთა-
აგონებ და მათი მოტივირება შეგიძლია? ამ თვისებებიდან, რომელია
ის გამორჩეული, რითაც გინდა, რომ გიცნობდნენ?
არისტოტელეს აზრით, რაიმე თვისების განსავითარებლად ყველა
იმ სიტუაციაში, სადაც ეს თვისება საჭიროა, ისე უნდა მოვიქცეთ,
თითქოს ის უკვე გვაქვს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, „თავი იქამდე
მოაჩვენე, სანამ სიცრუე რეალობად არ იქცევა“. თუ მუდმივად ეც-
დები საჭირო სიტუაციებში ისეთი თვისებები გამონახო, როგორიცაა
ყურადღებიანობა, მზრუნველობა, სითბო და სიკეთე, ასე ეს თვისებე-
ბი შენი ხასიათის თავისებურებად გადაიქცევა და საჭიროების შემ-
თხვევაში მათი გამომჟღავნება უკვე ავტომატურად მოხდება.
10. გეგმა შეადგინე და მის შექმნაში ოჯახის წევრები და ყველა ის
ადამიანი ჩართე, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს
გაარკვიე შენ გარშემო მყოფ ადამიანებს რა სურთ, რა სჭირდებათ
და რის გასაკეთებლად არიან მზად. საკომუნიკაციო ხაზები ღიად
დატოვე. ჰკითხე მათ რჩევა და სთხოვე, იდეები მოგაწოდონ, ყურად-
ღებით მოუსმინე, როდესაც შენთან ლაპარაკი უნდათ. ოჯახის წევ-
რების გარდა, იმ ადამიანთა წრე განსაზღვრე, ვისი დახმარებაც და
ვისთან თანამშრომლობაც დაგჭირდება იმისთვის, რომ ოჯახური
ცხოვრების იდეალური სტილი შექმნა. ხშირად ნათესავებს, მშობ-
ლებს, დებსა თუ ძმებს უდიდესი გავლენა აქვთ იმაზე, რასაც ოჯახ-
თან ერთად მიაღწიე.
ურთიერთობაში წარმატების საგზაო რუკა რომ შექმნა, იმ ყვე-
ლაფრის სია ჩამოწერე, რასაც ოჯახური ცხოვრების ან ურთიერთო-
ბების იდეალური სტილის შესაქმნელად გააკეთებ. იმ ნივთების სია
შეადგინე, რისი შეძენაც შენი ოჯახისთვის გინდა, ის ადგილები ჩა-
მოწერე, სადაც გინდა, რომ წახვიდეთ, საკითხები, რომლებიც გინდა,
რომ შეისწავლოთ და ის არდადეგები დაახასიათე, როგორიც გინდა,

179 მკითხველთა ლიგა


რომ მოიწყოთ.
სია იმის მიხედვით დაალაგე, რაც პირველ რიგში უნდა გააკეთო
და საკითხთა მნიშვნელობის გათვალისწინებით მოაწესრიგე.
11. წარმოიდგინე, რომ შენი ოჯახური ცხოვრება იდეალურია
ნათლად წარმოიდგინე შენთვის იდეალური სახლი და ცხოვრების
სტილი; როგორ ტკბები ამ შესანიშნავი ცხოვრებით შენთვის მნიშ-
ვნელოვან და ძვირფას ადამიანებთან ერთად. ეს ბედნიერი სურათი
შენს გონებაში მუდმივად ატრიალე, წარმოიდგინე, რას იგრძნობდი,
ასეთი სრულყოფილი ცხოვრებით რომ ცხოვრობდე.
მაშინ, როდესაც მიზანი უკვე მკაფიოდ გაქვს წარმოსახული, ოჯა-
ხის წევრებთანაც განიხილე, გეგმაც შეადგინე და დაუყოვნებლივ
იმოქმედე. რაღაც გააკეთე, ნებისმიერი რამ. იმის დემონსტრირების-
თვის, რომ შენთვის და შენ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის შესა-
ნიშნავი ცხოვრების შესაქმნელად თავს დადებ, რაიმე უნდა მოიმოქ-
მედო, რაღაც ისეთი, რაც ნათლად აჩვენებს, რომ ეს მიზანი თქვენი
ერთობლივი მომავლის ნაწილია.
12. არასოდეს დანებდე: ოჯახური ცხოვრების შესანიშნავი სტილის
შესაქმნელად მთავარია დაიწყო და არ გაჩერდე
გადაწყვიტე, რომ განვითარების პროცესში შენ წინაშე წამოჭრი-
ლი გარდაუვალი აღმასვლებისა და დაღმასვლების პირისპირ მდგა-
რი უკან არ დაიხევ და მანამდე იბრძოლებ, სანამ შენსა და შენ გარ-
შემო მყოფი ადამიანებისთვის ცხოვრების იდეალურ სტილს არ შექ-
მნი.
შენი ცხოვრების ყველა სფეროში გრძელვადიანი ურთიერთობების
ჩამოყალიბება და შენარჩუნება მოთმინებას, სიმტკიცესა და შორ-
სმჭვრეტელობას მოითხოვს. ეს პროცესი სირთულეებით, უკუსვლე-
ბით, გამოწვევებითა და გასაჭირითაა აღსავსე.
ამავდროულად, შესანიშნავი, მაღალი დონის ურთიერთობების

180 მკითხველთა ლიგა


აშენება და შენარჩუნება ცხოვრებაში უდიდეს შესაძლებელ და მრა-
ვალმნიშვნელოვან ბედნიერებასა და სიხარულს გვთავაზობს.

181 მკითხველთა ლიგა


გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება და ურთიერთობები

1. წარმოიდგინე, რომ შეგიძლია ჯადოსნური ჯოხი დაიქნიო და


იდეალური ოჯახური ცხოვრება შეიქმნა. რით იქნებოდა ის ამჟამინ-
დელისგან განსხვავებული?
2. გადახედე შენს ცხოვრებას და შენს ოჯახსა და სხვა ადამიანებ-
თან ერთად განცდილი უბედნიერესი მომენტები გამოკვეთე. ამ დროს
რას აკეთებდი?
3. შენი ოჯახური ცხოვრებისთვის რომელ ერთ მიზანს დაისახავ-
დი, თუკი წარმატება გარანტირებული გექნებოდა?
4. რა უნდა გააკეთო უფრო ინტენსიურად ურთიერთობების გაუმ-
ჯობესებისთვის?
5. რა უნდა გააკეთო უფრო იშვიათად ურთიერთობების გაუმჯო-
ბესებისთვის?
6. რისი გაკეთება უნდა დაიწყო, რასაც დღეს არ აკეთებ იმისთვის,
რომ შენი ურთიერთობები გააუმჯობესო?
7. რისი გაკეთება უნდა შეწყვიტო საერთოდ?

182 მკითხველთა ლიგა


12. გაიუმჯობესე ჯანმრთელობადა ჩადექი ფორმა-
ში
დედამიწაზე უსუსტეს ცოცხალ არსებასაც კი მცირედის მიღწევა
შეუძლია, თუკი მთელ ძალ-ღონეს ერთი მიზნისკენ მიმართავს, მა-
შინ, როდესაც მსოფლიოში უძლიერესმა ათას რაღაცაზე მიდებ მო-
დებით, შესაძლებელია, ნებისმიერ უმნიშვნელო წამოწყებაშიც კი
მარცხი განიცადოს.
თომას კარლაილი

შენი მიზანი ჯანმრთელობითა და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში


ყოფნით ტკბობა, ენერგიულად ყოფნა და საკუთარი თავით სიამაყე,
დღეგრძელობა და ბედნიერად, ტკივილის გარეშე ცხოვრება უნდა
იყოს.
საბედნიეროდ, 21-ე საუკუნეში საკუთარი ჯანმრთელობის მდგო-
მარეობა უმეტესად თავადვე შეგიძლია აკონტროლო. შენ მიერ ჩა-
მოყალიბებულ ცხოვრების სტილსა და მიღებულ გადაწყვეტილებებს
შენი ცხოვრების ხანგრძლივობასა და მის ხარისხზე უდიდესი გავ-
ლენის მოხდენა შეუძლია.
ამქვეყნად ცოტა რამ ხდება შემთხვევით და ეს განსაკუთრებით
შენს ჯანმრთელობასა და სხეულის სიჯანსაღეს ეხება. როგორც შენი
აქტიური ჩარევის გარეშე შესანიშნავი ფინანსური მდგომარეობის
მიღწევა და არაჩვეულებრივი ურთიერთობების აწყობაა წარმოუდ-
გენელი, ზუსტად ასევე, ყოველდღიურად, შენი მუდმივად ჩარევისა
და თანამონაწილეობის გარეშე, შეუძლებელია, სასურველი ჯან-
მრთელობითა და ფიზიკური ფორმით სიამოვნება.

183 მკითხველთა ლიგა


მოხვდი ზონაში

1990-იან წლებში ბარი სირსმა რაციონალური კვების შესახებ შე-


სანიშნავი წიგნი „ზონა“ დაწერა, რომელშიც ახსნა, თუ როგორ ჰგავს
შენი სხეული ერთგვარ საწარმოს, სადაც ნებისმიერი საკვები, რო-
მელსაც იღებ, ქარხანაში მიმდინარე წარმოების პროცესში გამოყე-
ნებული ქიმიური ნივთიერებების, ანუ ე. წ. ქიმიკატების როლს ას
რულებს. საკვების, ანუ ქიმიკატების ცვლილებით პროცესისა და, შე-
საბამისად, შედეგების შეცვლაც შეგიძლია.
„ზონა“ გასწავლის, როგორ უნდა იკვებოთ ჯანსაღად ისე, რომ
ენერგიის მაღალი დონე შეინარჩუნო და ამავდროულად წონაშიც
დაიკლო. წიგნის ბოლოს სირსი უპასუხებს მკითხველთა შეკითხვებს,
რომლებიც ცხოვრებასა და კვებასთან არის დაკავშირებული. ერთ-
ერთი კითხვა განსაკუთრებით მომეწონა. აი, ისიც: „რა მოხდება, თუ-
კი მოთმინების ძაფი გაგიწყდება, თავს ვერ შეიკავებ და ერთხელაც
გემრიელად ისადილებ, დესერტსაც დააყოლებ ან უბრალოდ, რო-
გორც დღესასწაულებზე იციან ხოლმე, ზედმეტად ბევრს შეჭამ?“
შესაძლოა, წარსულში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ისეთი
ჩვევები გქონდა, რაც შენთვის არცთუ ისე სასარგებლო იყო, მაგრამ
შეცვლის გადაწყვეტილება ყოველთვის შეგიძლია მიიღო. ახლავე
შეგიძლია, გადაწყვიტო, რომ ამ მომენტიდან სწორად გამო იკვებები,
საჭირო რაოდენობის სითხეს მიიღებ, კარგად ივარჯიშებ და გამოი-
ძინებ. ჯანსაღი ცხოვრების გზას ნებისმიერ დროს შეგიძლია დაადგე,
არჩევანი შენზეა.

პასუხისმგებლობა თავად გაკისრია

ზოგიერთი თანამედროვე ექსპერტი თვლის, რომ დაავადებათა


უმრავლესობა, რომლებიც სიცოცხლის ხანგრძლივობას ამოკლებენ,

184 მკითხველთა ლიგა


იმ მიზეზებითაა გამოწვეული, რომ არასაკმარისად ვვარჯიშობთ და
არასწორად ვიკვებებით, ან თავისი ბუნებით ფსიქოსომატურია, სა-
დაც „ფსიქო“, ანუ გონება „სომას“, ანუ სხეულს აავადებს. შესაძ-
ლოა, შენს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობაზე გავლენის მქონე
ყველა ფაქტორს ვერა, მაგრამ მათ უმეტესობას მაინც მნიშვნელოვ-
ნად აკონტროლებ.
იდეალური ჯანმრთელობისა და კარგი ფიზიკური მდგომარეობის
მისაღწევად ამოსავალია გადაწყვეტილება, რომ დაიბრუნო და გა-
ნუსაზღვრელი ვადით შეინარჩუნო ის ფორმა, რომელიც ცხოვრების
საუკეთესო პერიოდში გქონდა. მსგავსი მტკიცე და ურყევი გადაწ-
ყვეტილების მიღების გარეშე არაფერი მოხდება, მაგრამ თუ ამ გა-
დაწყვეტილებას მიიღებ და პირობას არ დაარღვევ, თითქმის ყველა-
ფერი შესაძლებელია.

თორმეტნაბიჯიანი პროგრამა

აქ იმ თორმეტ ნაბიჯს წარმოგიდგენ, რომელსაც ჯანმრთელობასა


და კარგ ფიზიკურ მდგომარეობასთან დაკავშირებული ყველა მიზ-
ნის დასახვისა და მიღწევისთვის შეგიძლია მიჰყვე.
1. გსურდეს: რამდენად ძლიერად გინდა?
საკუთარი ჯანმრთელობისა და ფიზიკური მდგომარეობის რა კონ-
დიციას გინდა, მიაღწიო? შენი ძლიერი სურვილი, არაჩვეულებრივი
ფიზიკური ფორმით ისიამოვნო, კარგი ჯანმრთელობის არსებითი პი-
რობაა. თუ ნამდვილად და ძალიან გინდა, ჯანმრთელობის აბსოლუ-
ტურად შესანიშნავი მდგომარეობის მიღწევაში ვერაფერი შეგაჩე-
რებს.
წარმოიდგინე, ყოველმხრივ იდეალური ჯანმრთელობა რომ გქონ-
დეს, რამდენი კილო იქნებოდი? რით იქნებოდა შენი სხეული დღე-

185 მკითხველთა ლიგა


ვანდლისგან განსხვავებული? შენი ცხოვრების სტილსა და ჯანმრთე-
ლობასთან დაკავშირებული რომელი ჩვევები უნდა შეცვალო, რათა
საოცრად ენერგიული იყო და კარგი ჯანმრთელობა გქონდეს?
დაკონკრეტება მნიშვნელოვანია. თუკი ბოლომდე გაიაზრებ, რო-
გორი გინდა იყო და ცხოვრების როგორ სტილს აირჩევ სიამოვნების-
თვის, მით მეტად გაგიადვილდება მიზნების რეალიზებისთვის საჭი-
რო გადაწყვეტილებების მიღება.
2. გჯეროდეს: ბოლომდე უნდა ირწმუნო, რომ ჩინებული ჯანმრთე-
ლობის მიღწევა შესაძლებელია
წარსულში რაც უნდა მოგეხერხებინა ან რა მარცხიც უნდა განგე-
ცადა, გჯეროდეს, რომ კარგი ფიზიკური მდგომარეობის მისაღებად
სხვამ რასაც მიაღწია, კეთილგონიერების ფარგლებში ამის გაკეთება
შენც შეგიძლია. რაც უნდა დიდხანს ყოფილიყავი ჭარბწონიანი ან
გამხდარი, ერთ დროს ცხოვრებაში იდეალური წონა და შესაშური
ჯანმრთელობა გქონდა. შესაძლოა, ეს ყველაფერი დიდი ხნის წინათ
იყო, მაგრამ წარსულში რაც გაგიკეთებია, მისი გამეორება მომავალ-
შიც უდავოდ შეგიძლია.
ბევრი ადამიანი ღრმადაა დარწმუნებული, რომ მათი ფიზიკური
მდგომარეობა, სიგამხდრე ან ჭარბწონიანობა მეტწილად შეუცვლე-
ლი მოცემულობაა. ასე მრავალი წელია, რაც ფიქრობენ და ვერც კი
წარმოუდგენიათ, როგორ უნდა შეიცვალონ. ხშირად ამ ყველაფერს
გენეტიკასაც კი მიაწერენ ხოლმე. გასამართლებელ საბუთს უძებნიან
იმ ფაქტს, რომ რეალურად არაფრის შეცვლის ძალა არ შესწევთ.

მოტივაცია თუ შესაძლებლობა?

უბრალოდ, წარმოიდგინე, შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში


სავსებით რომ გაჯანსაღდე, შესანიშნავ ფორმაში ჩადგე და მოწეს-
რიგდე, ვიღაც მილიონ დოლარს, ნაღდი ფულით, გთავაზობს. ამას-

186 მკითხველთა ლიგა


თან, ის ადამიანი, რომელიც ამ ყველაფერში მილიონ დოლარს გაძ-
ლევს, მზადაა, პირადი მწვრთნელების, პროფესიონალი შეფ-მზა-
რეულების, ფიტნესკლუბების აბონემენტებისა და სავარჯიშო აღ-
ჭურვილობის ხარჯებიც დაფაროს, რათა მიზნის მიღწევაში და გეხ-
მაროს. ამ პირობებისა და მილიონი დოლარის ჯილდოს გათვალის-
წინებით, შეძლებდი თუ ვერა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული
ჩვევების შეცვლასა და ფიზიკური ფორმის გაუმჯობესებისთვის და-
სახული მიზნების მიღწევას?
თუ პასუხი დადებითია, ფაქტია, შესაძლებლობის კი არა, მოტივა-
ციის უქონლობაზე გვაქვს ლაპარაკი. შენ ახლა ამბობ, რომ თუ საკ-
მარისი მოტივაცია გექნება, ალბათ ჯანმრთელობასთან დაკავშირე-
ბული ნებისმიერი ჩვევისა და ქცევის შეცვლას შეძლებდი. საკითხავი
ის კი არ არის, გაქვს თუ არა კარგ ფორმაში ჩადგომის უნარი, არა-
მედ ის, „რამდენად ძლიერი სურვილი გაქვს მისაღწევად?“

სწორი სტიმული

ერთი მეგობარი მყავდა, რომელსაც წლების განმავლობაში აწუ-


ხებდა ჭარბი წონა და ყოველთვის ჰქონდა უსაფუძვლო მიზეზი ან
თავის მართლების საშუალება, თუ რატომ ვერ იკლებდა. ერთ დღე-
საც გულის შეტევა დაემართა. როდესაც გონს მოვიდა, ექიმმა უთ-
ხრა, რომ შემდეგი ექვსი თვის განმავლობაში 50 ფუნტს მაინც თუ
არ დაიკლებდა, წლის ბოლომდეც კი ვეღარ იცოცხლებდა.
როდესაც საფრთხე ასე მიუახლოვდა, ჩემმა მეგობარმა კვების რა-
ციონი შეცვალა, არაჯანსაღი საკვების მიღება საერთოდ შეწყვიტა,
ყოველდღიური ვარჯიში დაიწყო და შემდეგი ექვსი თვის განმავლო-
ბაში ორმოცდაათ ფუნტზე მეტიც კი დაიკლო. შემდეგ აღარც მოუმა-
ტებია. სიკვდილის შესაძლებლობა საკმარისი მოტივატორი აღმოჩ-
ნდა იმისთვის, რომ უარი ეთქვა მავნე ჩვევებზე და თავის მართლე-

187 მკითხველთა ლიგა


ბაც შეეწყვიტა.
წარმატება თუ მარცხი, განსაკუთრებით ჯანმრთელობისა და ფი-
ზიკური მდგომარეობის თვალსაზრისით, მეტწილად შენივე ჩვევები-
დან გამომდინარე განისაზღვრება. ჯანმრთელ ადამიანებს სასარგებ-
ლო, ავადმყოფებს კი არაჯანსაღი ჩვევები აქვთ. როგორც სამოტივა-
ციო სპიკერმა ედ ფორმანმა თქვა: „ცუდი ჩვევების ჩამოყალიბება
ადვილია, მათთან თანაარსებობა კი რთული. სასარგებლო ჩვევები,
მართალია, ძნელად ყალიბდება, მაგრამ მათთან ერთად ცხოვრება
იოლია“.
შენს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვა-
ნი რწმენა-წარმოდგენა, რაც კი შეგიძლია განავითარო, ისაა, რომ
გაქვს ნებისყოფა, ახლავე დაიწყო რომელიმე სასარგებლო, ჯანსაღი
ჩვევის ჩამოყალიბება, რაც ჩინებული ჯანმრთელობის მდგომარეო-
ბით დატკბობასა და შესანიშნავ ფორმაში ჩადგომაში დაგეხმარება.
3. დაწერე: ჩააპროგრამე ქვეცნობიერში
გარკვევით ჩამოწერე, ფიზიკურად როგორი წარმოგიდგენია საკუ-
თარი თავი იდეალურ შემთხვევაში. დააკონკრეტე, რამდენ კილოს
გინდა, რომ იწონიდე, წელის ზომა რამდენი გინდა, რამდენ წუთს
ივარჯიშებ ყოველდღიურად და კვირის განმავლობაში და ა.შ. ყველა
ის ნიუანსი, რაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შენთვის მნიშ-
ვნელოვანია.
4. გააანალიზე შენი საწყისი მდგომარეობა
სრული სამედიცინო დიაგნოსტირება ჩაიტარე იმისთვის, რათა გა-
არკვიო, რა მდგომარეობა გაქვს დღევანდელი მონაცემებით. რამ-
დენს იწონი მოცემულ მომენტში? აღწერე, როგორია შენი ამჟამინ-
დელი ფიზიკური აქტივობა. ყველაფერი დეტალურად გაწერე: რამ-
დენს ვარჯიშობ ყოველკვირეულად? ღამეში რამდენი საათი და რამ-
დენად ღრმად გძინავს? გააანალიზე კვების რაციონი და დიეტა. ჩა-

188 მკითხველთა ლიგა


მოწერე ის საკვები, რომელსაც ყოველდღიურად მიირთმევ და ის ვი-
ტამინები და საკვები დანამატები, რომელსაც იღებ.
სანამ ფიტნესის რაიმე პროგრამას დაიწყებ, რჩევა შენს ექიმს
ჰკითხე. მიიღე სპეციალისტის კონსულტაციაც. დაელაპარაკე პირად
მწვრთნელს.
დაიმახსოვრე, მნიშვნელობა არა აქვს, საიდან მოდიხარ, მთავა-
რია, საით მიემართები.
5. გადაწყვიტე, რატომ გინდა ამის მიღწევა: ყველა ის სარგებელი
განსაზღვრე, რითაც კარგ ფიზიკურ ფორმაში ჩადგომის შემთხვევაში
ისიამოვნებ
რა სარგებელს მიიღებ, როდესაც საუკეთესო ფიზიკურ ფორმა ში
ჩადგები?
რამდენი კილო იქნები და როგორ გამოიყურები? რით იქნება შენი
ფიზიკური მდგომარეობა დღევანდლისგან განსხვავებული? როგორ
იგრძნობ თავს, როდესაც შესანიშნავ ფიზიკურ ფორმას მიაღწევ? ეს
განსაკუთრებით ეხება საკუთარი თავით სიამაყის შეგრძნებასა და
თავდაჯერებულობას. როგორი გამოჩნდები სხვა ადამიანების თვალ-
ში და რამდენად უფრო მიმზიდველი იქნები საპირისპირო სქესის
წარმომადგენლებისთვის?
ერთხელ ჩემი აუდიოპროგრამის მსმენელმა მომწერა და თავის ამ-
ბავს მომიყვა. მან მიზნების დასახვის, გაყიდვებისა და პირადი წარ-
მატების თემაზე შექმნილ ჩემს აუდიოპროგრამებს მოუსმინა და ბევ-
რი ფულიც იშოვა.
ისიც მითხრა, რომ მთელი მოზარდობის პერიოდსა და ოცდაათიან
წლებში 25 ფუნტით მეტს იწონიდა, რამაც დიდი გავლენა იქონია
მის თვითშეფასებასა და თავდაჯერებულობაზე, განსაკუთრებით კი
ქალებთან მის ურთიერთობაზე.
მოგვიანებით მან ჩემი ერთ-ერთი გადაცემიდან სამი თეთრი სა-

189 მკითხველთა ლიგა


წამლავის — თეთრი ფქვილის, თეთრი შაქრისა და თეთრი მარილის
– შესახებ შეიტყო. ჩემს მსმენელებს კვების რაციონიდან ამ სამი შე-
მადგენელი ელემენტის ამოღებას ვურჩევდი და ჩვენი ამბის გმირი
ასეც მოქცეულა. მან მითხრა, რომ ოთხმოცდაათი დღის განმავლო-
ბაში ოცდაორ ფუნტზე მეტი დაიკლო და წონა წელიწადზე მეტხანს
შეინარჩუნა. შედეგად, თავს უფრო მიმზიდველად გრძნობ და, რამაც
საკუთარი თავის რწმენა აუმაღლა და სოციალური ცხოვრება მკვეთ-
რად გაუუმჯობესა. გაოცებული იყო, რამდენად უჩვეულოდ და უკეთ
გრძნობდა თავს წონის დაკლების შემდეგ, განსაკუთრებით კი ერთი
შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო ელემენტების – შაქრის, მარილი-
სა და ფქვილის – კვების რაციონიდან ამოღების შემდეგ.
6. დააწესე საბოლოო ზღვრული ვადები: შეარჩიე კონკრეტული
დრო, როდისთვის მიაღწევ ჯანმრთელობასა და ფორმაში ჩადგომას-
თან დაკავშირებულ მიზნებს
შესაძლოა, რამდენიმე თვის ან უფრო ხანგრძლივი პერიოდის გან-
მავლობაში ცხოვრების სტილის რადიკალურად შეცვლამ მოგიწიოს,
ყველაფერი შენს საწყის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. დააწესე
გარკვეული ზღვრული ვადები, როდის დაიწყებ ახალი ქცევების გან-
ხორციელებას და როდის მიაღწევ კონკრეტულ ნიშნულს.
ახალი რეჟიმით ცხოვრების დაწყებისას მოთმინების გამოჩენა
გმართებს. ჯანმრთელობისთვის მავნე ჩვევები წლების განმავლობა-
ში ვითარდება და მათი სასარგებლო ჩვევებით შეცვლას შესაძლოა,
რამდენიმე თვეც კი დასჭირდეს. ალაგ-ალაგ შესაძლოა წაიბორძიკო.
მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად დისციპლინირებული ხარ, ხში-
რად თუ არა, ხანდახან მაინც საჭიროზე მეტს შეჭამ, მეტს დალევ ან
ნაკლებს ივარჯიშებ. მაგრამ დაიმახსოვრე, „ზონას“ მხოლოდ ერთი
ნაბიჯი, ერთი მოქმედება, ერთი სადილი გაშორებს და მასში ნების-
მიერ დროს შეგიძლია დაბრუნდე.

190 მკითხველთა ლიგა


დარწმუნდი, რომ შენი საბოლოო ზღვრული ვადები რეალისტუ-
რი, დამაჯერებელი და მიღწევადია. მაღალი ხარისხის საკვების მცი-
რე ულუფებად მირთმევით, დესერტზე უარის თქმითა და ყოველდღე
ჩვეულებრივზე ცოტა უფრო მეტხანს ვარჯიშით სრულიად თავი-
სუფლად შეიძლება დღეში ერთი უნცია დაიკლო. დღეში ერთი უნ-
ცია თვეში ორი ფუნტია. თვეში ორი ფუნტი კი წელიწადში ერთხელ
და სამუდამოდ დაკლებულ 24 ფუნტად გადაიქცევა.
წონის ნელ-ნელა დაკლებით იო-იოს ეფექტს, წონის მუდმივად
კლება-მატებას აარიდებ თავს. ნაცვლად ამისა, ჯანმრთელობისთვის
სასარგებლო ახალ ჩვევას შეიძენ, რაც იმის შესაძლებლობას მოგ-
ცემს, წონა დაიკლო და შეინარჩუნო კიდეც. ფიზიკური დატვირთვის
დონე ნელ-ნელა გაზარდე და ასე გააგრძელე.
7. განსაზღვრე, რა დაბრკოლებების გადალახვა მოგიწევს იმის-
თვის, რომ შესანიშნავ ფორმაში ჩადგე და საოცრად ენერგიული გახ-
დე
როგორც უკვე იცი, სასურველი ჯანმრთელობისა და ნანატრი ფი-
ზიკური მდგომარეობის მიღწევის შესაძლებლობის მთავარი დაბ-
რკოლება ძირითადად შიგნიდან მოდის. ეს შენს დამოკიდებულებასა
და ქცევაში, განსაკუთრებით კი შენს თვითდისციპლინაშია ჩამალუ-
ლი.
საბედნიეროდ, ჩვევების შეცვლა შესაძლებელია – ცუდ ჩვევებს გა-
დაეჩვევი და მათ კარგებით ჩაანაცვლებ. განსაკუთრებით მნიშვნე-
ლოვანია, რომ საჭიროების შემთხვევაში თვითდისციპლინის ჩვევის
განვითარება შეძლო.
როგორც ჩანს, თვითშეფასებასა და თვითდისციპლინას შორის
პირდაპირი კავშირია. როდესაც საკუთარ მიზნებს მიჰყვები და ამის
გამო საკუთარი თავის დისციპლინირებით დაკავდები, შენი თვითშე-
ფასება გაიზრდება. როდესაც თავს აიძულებ, გაჭირვებას ან ცდუნე-

191 მკითხველთა ლიგა


ბას გაუძლო და არ დანებდე, საკუთარი თავი მეტად მოგწონს და
მეტ პატივსაც სცემ. როდესაც საკუთარი თავი უწინდელზე მეტად
მოგწონს, შენი თვითშეფასება იმატებს და თვითდისციპლინირების
უნარიც იზრდება. თვითდისციპლინირების თითოეული სავარჯიშო
შენს თვითშეფასებას ზრდის, რაც, თავის მხრივ, თვით დისციპლინის
უნარის ამაღლებაში გამოიხატება. ასე ცხოვრებაში წინ წაიწევ.
8. განსაზღვრე, რა უნდა იცოდე დამატებით და კიდევ რა უნარ-
ჩვევები დაგჭირდება იმისთვის, რომ მთელი დარჩენილი ცხოვრება
შესანიშნავი ფიზიკური ფორმითა და ჯანმრთელობით ისიამოვნო
ხანდახან ჯანსაღ კვებაზე დაწერილ ერთ წიგნსაც კი შეუძლია
თვალი აგიხილოს და საკვებისადმი დამოკიდებულება სამუდამოდ
შეგაცვლევინოს. ხანდახან, ვარჯიშის ერთ პროგრამასაც კი, საიდა-
ნაც ისწავლი, თუ როგორ უნდა გაავარჯიშო სხეულის როგორც ზე-
და, ასევე ქვედა ნაწილი, როგორ უნდა შეანაცვლო ერთმანეთთან
ფიზიკური სიძლიერის, მოქნილობისა და გამძლეობისთვის განკუთ-
ვნილი ვარჯიშები, შეუძლია იმის საშუალება მოგცეს, რომ მთელი
დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შესანიშნავი ფიზიკური
ფორმითა და ჯანმრთელობით დატკბე.
რაც მეტს სწავლობ სწორ კვებასთან, დიეტასა და ვარჯიშთან და-
კავშირებით, მით უფრო ადვილი ხდება ფორმისა და ენერგიის შესა-
ნარჩუნებლად სწორი არჩევანის გაკეთება და სწორი გადაწყვეტი-
ლებების მიღება. იცოდი, რომ ყოველდღე პროტეინებით გაჯერებუ-
ლი საკვების მიღებამდე, დილით ერთი ვაშლის ჭამას შეუძლია მადა
შეგიმციროს, კუჭ-ნაწლავის სისტემა მოგიწესრიგოს და დღის გან-
მავლობაში საჭირო ანტიოქსიდანტების ნორმა მოგცეს, ამასთან, წო-
ნის დაკლებაშიც დაგეხმაროს? ძველი ანდაზა, „დღეში ერთი ვაშლი
და ექიმი აღარ დაგჭირდებათ“, მართალი აღმოჩნდა.
იცი თუ არა, რომ ჭამის დაწყებიდან ოცი წუთის შემდეგ შენი მადა

192 მკითხველთა ლიგა


ითიშება და აღარ გშია? თუ ნელა და მცირე ულუფებით მიირთმევ,
ოცი წუთის შემდეგ კი ჭამას შეწყვეტ, წონაშიც დაიკლებ, მეტი ენერ-
გიაც გექნება, ღამეც ბევრად უკეთ დაიძინებ და საჭირო საკვებ ნივ-
თიერებებსაც მიიღებ.
9. განსაზღვრე, ვისი დახმარება და ვისთან თანამშრომლობა დაგ-
ჭირდება იმისთვის, რომ შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ჩადგე და
ჯანმრთელობის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესო
თუ შენი მიზანი შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში ყოფნაა, შესაძლე-
ბელია ექიმთან, ინსტრუქტორთან, მწვრთნელთან ან ვინმე სხვასთან
კონსულტაცია დაგჭირდეს. ექსპერტებს შეუძლიათ ფიზიკურ და გო-
ნებრივ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მიზნების ბევრად უფ-
რო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარონ. ვინ არიან ეს ადამიანები?
10. ჩამოაყალიბე მოქმედების გეგმა
ყველა იმ ნაბიჯის სია ჩამოწერე, რომლის გადადგმაც შესანიშნავი
ფიზიკური ფორმის, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და კეთილ-
დღეობის მიღწევისთვის შეგიძლია, და შემდეგ ეს სია თანამიმდევ-
რულად პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე. რა უნდა გააკეთო
პირველ რიგში? რა უნდა გააკეთო ამის შემდეგ? რა არის მნიშვნე-
ლოვანი მეტად და რა ნაკლებად?
კვებისა და ვარჯიშის ყოველკვირეული და ყოველთვიური წერი-
ლობითი გეგმა შეადგინე. საკუთარ თავს შეუთანხმდი, რომ ყოველ-
დღე რამდენიმე წუთის განმავლობაში აუცილებლად ივარჯიშე,
თუნდაც ეს მხოლოდ სასეირნოდ გასვლა იყოს. ფიზიკურ ფორმასა
და წონასთან დაკავშირებით ყოველკვირეული და ყოველთვიური
მიზნები დაისახე და გეგმას მიჰყევი.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ჯანმრთელობის მდგომარეობის
თითოეულ მიზანთან გარკვეული მოქმედებისადმი თავდადება და-
აკავშირე. დააკონკრეტე, რას გააკეთებ და რას არა იმისთვის, რომ ამ

193 მკითხველთა ლიგა


მიზნებს მიაღწიო. შემდეგ საკუთარი თავი მიაჩვიე, რომ დადებული
პირობა შეასრულო.
11. წარმოიდგინე: საკუთარ თავს როგორ ადამიანადაც წარმოიდ-
გენ, ისეთად იქცევი
შენს ცხოვრებაში გარეგნული გაუმჯობესება წარმოდგენილი სუ-
რათის სრულყოფით იწყება. ნათელი, პოზიტიური და ამაღელვებე-
ლი ხედვა შეიქმენი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ სარგებლობ
შესანიშნავი ჯანმრთელობითა და უშრეტი ენერგიით სიცოცხლის
განმავლობაში.
ჟურნალიდან იმ ადამიანის ფოტო ამოჭერი, ვის სხეულსაც იდეა-
ლურად თვლი და თავადაც მსგავსი სხეული გსურს, რომ გქონდეს. ეს
ფოტო მაცივარზე მიაკარი. სურათზე ამ ადამიანის სახე საკუთრით
შეცვალე, რათა ყოველ ჯერზე, როდესაც მაცივართან მიხვალ, მასში
საკუთარი თავი დაინახო.
წარმოიდგინე, დღის განმავლობაში როგორ იკვებები მსუბუქად
და მცირე ულუფებით, როგორ ვარჯიშობ რეგულარულად, რომ კარ-
გად გამოიყურები და შესანიშნავად გრძნობ თავს. დაძინებამდე სა-
კუთარი გონება ამ სურათით გამოკვებე, რათა შენმა ქვეცნობიერმა
ის მთელი ღამის განმავლობაში გადაამუშაოს. ყოველ დილით, ად-
გომისას იფიქრე, რომ ჯანმრთელი, გამხდარი ხარ, იდეალური ფიზი-
კური ფორმა გაქვს. საკვების არჩევისას თავს ჰკითხე: „რას მიირ-
თმევდა ამ დროს ჯანმრთელი, ფორმაში მყოფი, დისციპლინირებუ-
ლი და ენერგიული ადამიანი?“
12. არასოდეს დანებდე: გადაწყვიტე, რომ ყველაფერს გაუძლებ,
სანამ ჯანმრთელობასა და ფიზიკურ ფორმასთან დაკავშირებით ყვე-
ლა მიზანს არ მიაღწევ
ცხოვრების სტილის შეცვლა წინ ორი და უკან ერთი ნაბიჯის გა-
დადგმას ნიშნავს, ეს უნდა აღიარო. მანამ უნდა გამოიჩინო სიმტკი-

194 მკითხველთა ლიგა


ცე, სანამ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული ახალი ჩვევები იმდე-
ნად არ გაგიჯდება, რომ ავტომატური გახდეს და გაადვილდეს.
თუ შენი მიზანი ნამდვილად ჯანმრთელობისა და საუკეთესო ფი-
ზიკურ ფორმაში ჩადგომის მიღწევაა, დღესვე იმოქმედე. ნებისმიერი
რამ გააკეთე, რაღაც მაინც. მსუყე სადილის ნაცვლად, სალათა მიირ-
თვი. როდესაც გწყურია, გაზიანი სასმელების ნაცვლად, წყალი და-
ლიე. საღამოს ტელევიზორის ყურების ნაცვლად, უბანში გაისეირნე.
გადაწყვიტე, რომ ჯანმრთელი და შესანიშნავ ფიზიკურ ფორმაში
მყოფი ადამიანისთვის დამახასიათებელ ჩვევებს საკუთარ ცხოვრე-
ბის სტილში ყველანაირად ჩართავ და მანამ არ დანებდები, სანამ ის
შენთვისაც ჩვეულებრივ ჩვევად არ იქცევა.

გაიუმჯობესე ჯანმრთელობა და ჩადექი ფორმაში

1. დღესვე განსაზღვრე, როგორ ფორმაში იქნებოდი და როგორ იგ-


რძნობდი თავს იმ შემთხვევაში, ყოველმხრივ იდეალური ჯანმრთე-
ლობა რომ გქონდეს?
2. განსაზღვრე, როგორია შენთვის საუკეთესო წონა და დროის
კონკრეტულ პერიოდში ამ ნიშნულის მისაღწევად გეგმა ჩამოაყალი-
ბე.
3. განსაზღვრე, როგორია შენთვის ფიზიკურად სრულყოფილი
სხეული და მიზნის მისაღწევად გეგმა დაისახე.
4. კიდევ რა უნდა გააკეთო იმისთვის, რომ იდეალური ჯანმრთე-
ლობითა და ფიზიკური ფორმით დატკბე?
5. რა უნდა გააკეთო უფრო იშვიათად იმისთვის, რომ სასურველი
სხეული მიიღო?
6. რისი გაკეთება უნდა დაიწყო იმისთვის, რომ არაჩვეულებრივ
ფორმაში ჩადგე და ჯანმრთელობის სასურველ მდგომარეობას მიაღ-
წიო?

195 მკითხველთა ლიგა


7. რისი გაკეთება უნდა შეწყვიტო საერთოდ იმისთვის, რომ სა-
სურველი სხეული და ჯანმრთელობა გქონდეს?

196 მკითხველთა ლიგა


13. გაზომე შენი პროგრესი
ადამიანისთვის, რომელიც წინ აუჩქარებლად და მიზანმიმართუ-
ლად მიიწევს, გზა უსასრულოდ არ გაიჭიმება; მისთვის, ვინც დიდი
მოთმინებით ემზადება, მიუწვდომელი ჯილდოები არ არსებობს.
ჟან დე ლა ბრუიელი

გასაოცარი გონებრივი შესაძლებლობების პატრონი ხარ, თუმცა


მის ბოლომდე გამოყენებას, როგორც წესი, ვერ ახერხებ ხოლმე. მიზ-
ნების სისტემატურად დასახვითა და მათი მიღწევის დეტალური გეგ-
მების შემუშავებით, საკუთარ თავს წლების განმავლობაში თავდა-
უზოგავი შრომისგან იხსნი და რეალურად მაინც იმავე დონის წარ-
მატებას მიაღწევ. მიზნის დასახვა საშუალებას გაძლევს აზროვნების
უნარი სხვებზე ბევრად მეტად გამოიყენო.
შენი ცნობიერება შენი ცხოვრების „სათავო ოფისია“. მისი ფუნ-
ქცია შენს გარემოში არსებულ ინფორმაციასთან გამკლავებაა, რაც
ამ ინფორმაციის იდენტიფიცირებას, გაანალიზებას, მის სხვა მონა-
ცემებთან შედარებასა და იმის გადაწყვეტას მოიცავს, თუ რა უნდა
მოიმოქმედო.
მაგრამ ის დიდი ძალა, რომელსაც შეუძლია იმაზე ბევრად მეტის
მიღწევის საშუალება მოგცეს, ვიდრე ოდესმე მიგიღწევია, სწორედაც
რომ შენს ქვეცნობიერში იმალება. შენი გონებრივი შესაძლებლობე-
ბის უმეტესობა „ზედაპირის ქვეშაა. არსებითია, რომ მათი გამოყენე-
ბა შენივე მოტივაციის, სტიმულირებისა და მიზნის მისაღწევად ის-
წავლო.

საკუთარი თავი მიზნების გამოყენებით დააპროგრამე

შენს ქვეცნობიერს ყველაზე უკეთ ნათელი მიზნების დასახვით,

197 მკითხველთა ლიგა


კონკრეტული დავალებებით, საგანგებოდ დადგენილი საზომების და-
წესებითა და მყარი საბოლოო ზღვრული ვადების დადგენით ამუშა-
ვებ. ამ ყველაფერს შენს ქვეცნობიერ კომპიუტერში რაც უფრო მეტს
ჩატვირთავ, მით უკეთესად იმუშავებს და მიზნებსაც ბევრად მალე
მიაღწევ.
როდესაც მიზნებს დაისახავ და მათი მიმართულებით დაიწყებ
სვლას, იმისთვის, რომ შენი საათობრივი და ყოველდღიური პროგ-
რესი შეაფასო, უმნიშვნელოვანესია, საკუთარ თავს შესადარებლად
გარკვეული სახის სტანდარტები ან კრიტერიუმები დაუწესო. რაც
უფრო კონკრეტული და მკაფიო იქნება ისინი, მით მეტი სიზუსტითა
და დროულად მოახერხებ წარმატების მიღწევას.
შენს ქვეცნობიერს საბოლოო ზღვრული ვადებისგან შემდგარი
„მამოძრავებელი სისტემა“ სჭირდება, რომელიც თავს ამოცანების
შესრულებისა და მიზნების მიღწევისთვის დაუწესე. გარკვეული მა-
მოძრავებელი სისტემის გარეშე, რომელიც მოქმედებას გაიძულებს,
ბევრად ადვილი ხდება, რომ მნიშვნელოვანი ამოცანების შესრულე-
ბა გააჭიანურო და სხვა დროისთვის გადადო, ან უბრალოდ, საერ-
თოდაც აღარ გააკეთო.

კარგად მუშაობის სამი გასაღები

მიზნების მიღწევის პროცესში კარგად რომ იმუშაო, ამისთვის სამი


გასაღები არსებობს: საქმისადმი ერთგულება, მისი ბოლომდე მიყვა-
ნა და საბოლოო დაგვირგვინება.

ვალდებულება

როდესაც რაიმე მიზნის მიღწევის პირობას დადებ და იცი, რომ მას


არაფრის ფასად არ დაარღვევ, თითქოსდა ამით შენი ქვეცნობიერის

198 მკითხველთა ლიგა


აქსელერატორს ადგამ ფეხს. უფრო შემოქმედებითი, მიზანდასახუ-
ლი და კონცენტრირებული ხდები, ვიდრე ოდესმე. დიდი ადამიანები
ისინი არიან, ვინც მტკიცე პირობას დებენ და რაც უნდა მოხდეს,
ფეხს არ მოიცვლიან, გზიდან არ გადაუხვევენ.

დასრულება

შრომის მაქსიმალური ინტენსიურობის მეორე კომპონენტი საქმის


დასრულების უნარია. დავალების 95% და 100%-ით შესრულებას
შორის უზარმაზარი განსხვავებაა. მართლაც რომ, ხშირად ადამია-
ნების უმრავლესობა სამუშაოს 90 ან 95 პროცენტს კარგად ასრუ-
ლებს და თავდაუზოგავადაც შრომობს, მაგრამ შემდეგ ტემპს აგდებს
და დავალების საბოლოოდ დასრულებას უსაშველოდ წელავს. ეს ის
ცდუნებაა, რომელიც უნდა დასძლიო. საკუთარი თავი მუდმივად
უნდა გაწვრთნა და აიძულო, იმუშაოს, რათა ამ ბუნებრივ მიდრეკი-
ლებას წინ აღუდგეს და საქმე ბოლომდე მიიყვანოს.

ბუნების საოცარი ნარკოტიკი

ყოველთვის, როდესაც რაიმე დავალებას შეასრულებ, შენი ტვინი


მცირე რაოდენობით ენდორფინებს გამოყოფს. მორფინის მსგავსი ეს
ბუნებრივი შენაერთი ეიფორიის შეგრძნებას გგვრის. თავს მშვიდად
და ბედნიერად გაგრძნობინებს. შენს შემოქმედებითობას სტიმულს
აძლევს და ხასიათს გიუმჯობესებს. ის „ბუნების საოცარი ნარკოტი-
კია“.
დასრულებული სამუშაო რაც მეტად მნიშვნელოვანია, შენი ტვინი
მით მეტ ენდორფინს გამოყოფს და ეს დაახლოებით იგივეა, წარმა-
ტების მიღწევის შემდეგ ჯილდო რომ მიიღო. დროთა განმავლობაში
„ენდორფინების მოზღვავების“ შედეგად განცდილ შეგრძნებაზე კარ-

199 მკითხველთა ლიგა


გი გაგებით ხდები დამოკიდებული.
მაშინაც კი, როდესაც პატარა და უმნიშვნელო დავალებას შეას-
რულებ, უფრო ბედნიერი ხარ. თუ შესრულებული დავალება ბევრად
ფართომასშტაბიანია, მაინც კმაყოფილების გრძნობა დაგეუფლება.
როდესაც დიდი მიზნისკენ მიმავალ სხვადასხვა ეტაპს გადი ხარ, ნე-
ბისმიერი მიღწევის შემთხვევაში ამ „ენდორფინების მოზღვავებას“
განიცდი. როდესაც მნიშვნელოვანი საქმის დაგვირგვინებაზე რეგუ-
ლარულად მუშაობ, მუდმივად ბედნიერი და გახარებული ხარ,

თავი გამარჯვებულად წარმოიდგინე

ყველას უნდა გამარჯვებულის ამპლუაში ყოფნა, რისთვისაც უბ-


რალოდ, გამარჯვებაა საჭირო. გამარჯვებულად კი მაშინ იგრძნობ
თავს, თუ საქმეს 100 პროცენტით შეასრულებ. როდესაც ამას ბევ-
რჯერ და განმეორებით აკეთებ, ადრე თუ გვიან დაწყებული საქმის
ბოლომდე მიყვანის ჩვევას გამოიმუშავებ. ამ უნარით კი ცხოვრება
წარმოუდგენლად გაგიუმჯობესდება.
ფსიქოლოგიაში, როგორც წესი, ყოველთვის საპირისპირო მტკიცე-
ბულება მართლდება. „დაუსრულებელი მოქმედება სტრესისა და
მღელვარების მიზეზი ხდება ხოლმე. ამ დარდისა და წუხილის უმე-
ტესობას ადამიანები იმიტომ განიცდიან, რომ მნიშვნელოვანი დავა-
ლების დასრულებას, საქმის ბოლომდე მიყვანას ან პასუხისმგებლო-
ბის აღებას ვერ მიეჩვივნენ.

მედღეხვალიეობის ტკივილი

ოდესმე გქონია ისეთი მნიშვნელოვანი დავალება, რომლის შესრუ-


ლებაც სხვა დროისთვის გადაგიდია? თუ ასეა, მაშინ იცი, რაზეც უნ-
და ვილაპარაკო. საქმის დაწყებას რაც უფრო დიდხანს გაწელავ და

200 მკითხველთა ლიგა


რაც უფრო ახლოვდება საბოლოო ზღვრული ვადები, მით უფრო
დიდ სტრესს განიცდი. ამან, შესაძლოა ღამეები არ დაგაძინოს და
შენს ხასიათზეც კი მოახდინოს გავლენა, მაგრამ როგორც კი მაგი-
დასთან დაჯდები და ამოცანის შესრულებაზე დაიწყებ მუშაობას,
მაშინვე შვებას იგრძნობ და უკეთ გახდები.
როდესაც რაიმე დადებითსა და ცხოვრების გასაუმჯობესებელს
აკეთებ, თითქოს ამისთვის ბუნება გაჯილდოებს, მაგრამ სტრესითა
და უკმაყოფილების შეგრძნებით დაგსჯის, როდესაც იმ დავალებებს
ვერ ასრულებ, რასაც იმ მიზნებისა და შედეგებისკენ მიჰყავხარ, რაც
შენთვის ასე მნიშვნელოვანია.

შედეგების დაბალანსებული ცხრილი

„შედეგების დაბალანსებული ცხრილის“ მოძრაობა თანამედროვე


მართვის სფეროში ერთ-ერთი პოპულარულია. ამ ცხრილების გამო-
ყენებით, ბიზნესში ნებისმიერ საფეხურზე მყოფ ადამიანს შეუძლია
საკუთარ თავს წარმატების ძირითადი მაჩვენებლების განსაზღვრა-
ში დაეხმაროს და შემდეგ მათი გათვალისწინებით, ყოველდღიურად
და ყოველკვირეულად, ქულები დაიწეროს.
აი, რა არის აქ მნიშვნელოვანი. შენი მუშაობის დონეს რაღაც კონ-
კრეტული ციფრის ან ქულის უბრალოდ განსაზღვრა და შემდეგ ამ
მაჩვენებლისადმი ყურადღების გამახვილებაც კი გააუმჯობესებს.
მაგალითად, შეხვედრის წინ შენთვის ვინმეს რომ ეთქვა, იმის მიხედ-
ვით შეგაფასებდნენ, თუ რამდენად კარგად მოისმენდი შეხვედრაზე
ნათქვამს, შენი უნარ-ჩვევები ამ კუთხით რამდენიმე წუთში მკვეთ-
რად განვითარდებოდა. შეხვედრას უფრო დაკვირვებითა და ყურად-
ღებით მოუსმენდი, თუ გეცოდინებოდა, რომ შენს ამ ქცევას ვინმე
დააკვირდებოდა.
იმავენაირადაა, როდესაც მიზანს, საზომ ერთეულს ან რაიმე ისეთ

201 მკითხველთა ლიგა


აქტივობას ამოირჩევ, რომელიც შენთვის მნიშვნელოვანია და მას
შენს ყოველდღიურობაში დააკვირდები და ყურადღებას მიაქცევ.
ასე შენი მუშაობის დონე ბევრად მოიმატებს.
კარიერის მანძილზე ერთ-ერთი აქტივობა, რომელიც ყველაზე მე-
ტად დაგეხმარება, შენი რომელიმე მიზნის მისაღწევ გზაზე ნების-
მიერი ძირითადი, ყოველ მიზეზგარეშე შესასრულებელი დავალე-
ბისთვის სტანდარტების, საზომი ერთეულებისა და შეფასების ცხრი-
ლების, ასევე, საბოლოო ზღვრული ვადების დაწესებაა. ამგვარად,
შენს ქვეცნობიერში მამოძრავებელ სისტემას ააქტიურებ. ეს მამოძ-
რავებელი სისტემა, თავის მხრივ, მოტივაციას გიქმნის და ქვეცნო-
ბიერის დონეზე ისე, რომ ვერც კი ხვდები, გაიძულებს, დავალების
შესრულება უფრო ადრე დაიწყო, მუშაობას ჩვეულებრივზე გვიან
მორჩე, უფრო თავდაუზოგავად იშრომო და საქმე დაასრულო.

მარყუჟის გამოკვრა

საქმისადმი ერთგულებისა და მისი დასრულების შემდეგ მესამე


გასაღები (პროცესის) საქმის დაგვირგვინებაა. „ღია“ და „დახურულ“
მარყუჟებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. სამსახურებრივ ან
პირად ცხოვრებაში რაღაც ეტაპის დასრულება აუცილებელია, რათა
თავი ბედნიერად იგრძნო და დაინახო, რომ სიტუაციას აკონტრო-
ლებ.
რაღაც ეტაპის დახურვის გარეშე დატოვება — რომელიმე საქმეს
დაუმთავრებლობა ან რაიმე მოქმედების დაუსრულებლობა — სტრე-
სის, უკმაყოფილებისა და ბიზნესში მარცხის განცდის ძირითად წყა-
როდაც კი შეიძლება იქცეს.

202 მკითხველთა ლიგა


ძირითადი უნარი

კორპორაციულ სამყაროში ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი, ალ-


ბათ, მაინც საიმედოობა და სანდოობაა. ანაზღაურებას ისე არაფერი
მოგიმატებს და ისე ვერაფერი განაპირობებს სწრაფად დაწინაურე-
ბის შესაძლებლობას, ვიდრე საქმის სწრაფად, ხარისხიანად და
დროულად შემსრულებლის რეპუტაცია.
რა მიზანიც უნდა გქონდეს, იმ ამოცანების სია ჩამოწერე, რაც მათ
ამოსახსნელად მისაღწევად) უნდა შეასრულო. თითოეულ ამოცანას
საკუთარი საბოლოო ზღვრული ვადები მიაკუთვნე და მერე ყოველ-
დღე საათობრივად იმუშავე იმისთვის, რომ ამ ვადებში ჩაეტიო. მიღ-
წეული პროგრესი ყოველდღე „გაზომე“. სადაც საჭიროა, იქ ტემპს
მოუმატე ან დაუკელი. მაგრამ დაიმახსოვრე, სამიზნეს, რომელსაც
ვერ ხედავ, ვერც მოახვედრებ. რაც უფრო მკაფიოდ გაქვს საბოლოო
ზღვრული ვადები დადგენილი და საზომი ერთეულები ჩამოყალიბე-
ბული, მით მეტს მიაღწევ და ბევრად სწრაფადაც.
საბოლოო ზღვრული ვადების გარეშე დასახული მიზანი ან მიღე-
ბული გადაწყვეტილება უბრალოდ სურვილია. მას არანაირი ძალა
არ გააჩნია. იმ ტყვიას ჰგავს, რომელშიც დენთი არ დევს. თუ საბო-
ლოო ზღვრულ ვადებს არ დააწესებ, რომლებსაც შემდეგ მთელი
თავდადებით დაიცავ, გამოვა, რომ ცხოვრებაშიც და სამსახურშიც
ფუჭად, ტყუილუბრალოდ მუშაობ და შენი შრომა ნაყოფს არ გა-
მოიღებს.
ადამიანები ხანდახან იკითხავენ, რა მოხდება, თუკი საბოლოო
ზღვრულ ვადებს დავაწესებთ, მაგრამ ამ ვადებში ვერ ჩავეტევით?
პასუხი მარტივია. ახალი ვადები დააწესე, შემდეგ კიდევ ახალი და
შემდეგ კიდევ ახალი, თუკი საჭირო იქნება. საბოლოო ზღვრული ვა-
დები შენი მხრიდან დაახლოებითი შეფასებაა იმისა, თუ სავარა-

203 მკითხველთა ლიგა


უდოდ, როდის შეძლებ ამ დავალების შესრულებას. რაც უფრო ხში-
რად დააწესებ საბოლოო ზღვრულ ვადებს და იმაზე იმუშავებ, რომ
ამ ვადებში ჩაეტიო, მით მეტად გაიწაფები იმის პროგნოზირებაში,
დაახლოებით როდის შეძლებ ამა თუ იმ ამოცანის შესრულებას. უფ-
რო და უფრო დახელოვნდები მიზნის მიღწევასა და დავალების
დროულად დამთავრებაში.

როგორ შევჭამოთ სპილო

ალბათ, გაგიგონია შეკითხვა: „როგორ შევჭამოთ სპილო?“


პასუხია: „ლუკმა-ლუკმა“.
ეს გამონათქვამი მნიშვნელოვან მიზანთან დაკავშირებითაც გა-
მოიყენება. როგორ უნდა მიაღწიო დიდ მიზანს? ნაბიჯ-ნაბიჯ, თი-
თო-თითო ამოცანის შესრულებით, თითო-თითო საზომი კრიტერიუ-
მის ნელ-ნელა, ეტაპობრივად დაკმაყოფილებით.
გრძელვადიანი მიზნები ყოველწლიურ, ყოველთვიურ, ყოველ კვი-
რეულ, ყოველდღიურ და საათობრივ მიზნებადაც კი დაყავი. მაგა-
ლითად, შენი გრძელვადიანი მიზანი ფინანსური დამოუკიდებლო-
ბაა. მის მისაღწევად ეცადე, ჯერ მისკენ მიმავალი გზა იპოვო და
შემდეგ ის ისე დაშალე და დაანაწევრე, რომ შეგეძლოს, განსაზღვრო,
როგორ გამოიყენებ მომავალი დღის თითოეულ საათს, რათა მიზნის
მიღწევის შესაძლებლობა ბევრად რეალური გახდეს.
თუ შემოსავლის გაზრდა გსურს, უნდა იცოდე, რომ ნებისმიერი
სახის შემოსავალი „დამატებითი ღირებულების“ არსებობის შედე
გია. ყველაფერს გადახედე, რასაც აკეთებ და საკუთარ თავს ჰკითხე,
როგორ შეგიძლია შენს საქმიანობას ფასი კიდევ უფრო მოუმატო,
რათა იმაზე ძვირი გახდეს, ვიდრე დღეს არის.

204 მკითხველთა ლიგა


დაადგინე, შენ მიერ შესრულებული რომელი დავალებაა -
ყველაზე ღირებული

ჰკითხე შენს ხელმძღვანელს: „რომელია ჩემი გაკეთებული საქმეე-


ბიდან ის ერთი, რომელიც სხვა ყველაფერზე გამორჩეული და ღირე-
ბულია?“ როგორიც უნდა იყოს მისი პასუხი, მოძებნე შესაძლებლო-
ბები, რომ ეს რაღაც უფრო და უფრო ხშირად გააკეთო და ამ საქმეში
კიდევ მეტად დახელოვნდე. გასაოცარია, რამდენის მიღწევა შეგიძ-
ლია, თუ შენ წინაშე მდგარ ამოცანებს პატარ-პატარა ნაწილებად
დაყოფ, საბოლოო ზღვრულ ვადებს დააწესებ და ყოველ დღე გარ-
კვეულ ნაწილს გააკეთებ. ალბათ გაგიგონია ძველი გამოთქმა:
„უზარმაზარი და ურთულესი პრობლემის ერთბაშად გადაჭრა თით-
ქმის შეუძლებელია, მაგრამ პატარ-პატარა ნაწილებად დაყო ფის
შემთხვევაში, მისი მოგვარება უკვე ადვილი ხდება“.

მუდმივი გაუმჯობესება

თუ გსურს, შენი საათობრივი ანაზღაურება და შემოსავალი გა-


იზარდოს, ეძიე გზები, მოიფიქრე საშუალებები, რომლის მიხედვი-
თაც ყველაზე მნიშვნელოვან დავალებებს დღითი დღე თავს ოდნავ
უკეთ გაართმევ. ყოველდღიურად ერთი საათი მაინც დაუთმე იმ ლი-
ტერატურის კითხვას, რომელიც შენს საქმიანობასთან არის დაკავ-
შირებული ანდა დამატებით კურსებზე ჩაეწერე. მსგავსი აქტივობები
შენს კარიერას მნიშვნელოვნად აამოძრავებს და დასახული მიზნის-
კენ მიმავალ გზაზე ისეთი მარშრუტით უზრუნველ გყოფს, რომელიც
ჩვეულებრივზე სწრაფ შედეგებს მოგიტანს. როდესაც საკუთარი თა-
ვის გაუმჯობესებას დღეში დამატებით თუ ერთ ან ორ საათს დაუთ-
მობ, შედეგებზე განსაცვიფრებელი ეფექტი გექნება.

205 მკითხველთა ლიგა


დააგროვე ხურდა და დოლარი თავისით მოგროვდება

თუ გამდიდრება გინდა, ნებისმიერი ხარჯი კითხვის ნიშნის ქვეშ


უნდა დააყენო. ყოველდღიურად 3, 5 ან 10 დოლარის შენახვა და-
ისახე მიზნად. ეს ფული შემნახველ ანგარიშზე შეიტანე და არ და-
ხარჯო. დაზოგილი თანხის რაოდენობის ზრდასთან ერთად, ფრთხი-
ლად და ყურადღებით შერჩეულ საერთო სარგებლობის ან ინდექ-
სფონდებში მის ჩადებაზე იზრუნე. ყოველდღიური, ყოველ კვირეუ-
ლი და ყოველთვიური ინვესტიცია ჩვევად აქციე და მთელი შენი
შრომითი ცხოვრების მანძილზე ასე გააგრძელე.
სულ მალე მიეჩვევი დღევანდელზე ცოტათი ნაკლები ხარჯებით
ცხოვრებას. შემოსავლის ზრდასთან ერთად ის თანხაც გაზარდე, რა-
საც ინახავ. რამდენიმე კვირაში, თვეში ან წელიწადში შესაძლოა,
ვალი საერთოდ აღარ გქონდეს, პირიქით საკმაოდ ბევრი ფუ ლიც კი
დაზოგო და ის შენთვის მუშაობას გააგრძელებს. რამდენიმე წელი-
წადში, შესაძლოა, ფინანსური დამოუკიდებლობაც კი მოიპოვო.

გახდი განათლებული ადამიანი

ყოველ საღამოს ტელევიზორის ყურების ნაცვლად თხუთმეტი წუ-


თით მაინც რომ იკითხო, შესაძლოა, წელიწადში 15 წიგნის დამთავ-
რება მოახერხო. თუ ინგლისური ლიტერატურის კლასიკოსების კით-
ხვას დღეში 15 წუთს დაუთმობ, შვიდ წელიწადში ის ასი საუკეთესო
წიგნი გექნება წაკითხული, რომელიც კი ოდესმე დაწერილა. შანსი
გაქვს, შენი თაობის ერთ-ერთი განათლებული და ერუდირებული
წარმომადგენელი გახდე. მის მიღწევა კი ყოველდღიურად ძილის წინ
თხუთმეტი წუთის განმავლობაში კითხვით შეგიძლია.

206 მკითხველთა ლიგა


გაზარდე შენი შემოსავალი

თუ გაყიდვების სფეროში მუშაობ და გინდა, შემოსავალი გაზარ-


დო, ყურადღება მიაქციე ყოველდღიურად, ყოველკვირეულად და
ყოველთვიურად რამდენ ადგილას რეკავ, რამდენ პრეზენტაციასა და
შეთავაზებას აკეთებ. ამის შემდეგ უკვე ზარების, პრეზენტაციებისა
და შეთავაზებების რაოდენობის ყოველდღიური გაზრდა დაისახე
მიზნად. მიზნად დაისახე გაყიდვების რაოდენობის ყოველკვირეული
და ყოველთვიური მატებაც. ყოველდღე საკუთარი თავი შენთვის შენ
მიერვე დაწესებული სტანდარტების მიხედვით შეაფასე.

თუ გაზომავ, ესე იგი მართავ კიდეც

შენი ცხოვრების ნებისმიერ სფეროში შენივე აქტივობები დიდი


სიფრთხილითა და ყურადღებით უნდა გააანალიზო და ის კონ კრე-
ტული მაჩვენებელი ამოარჩიო, რომელიც ამა თუ იმ სფეროში შენს
წარმატებას ყველაზე მეტად განსაზღვრავს. შემდეგ კი ყოველ დღი-
ურად მთელი ყურადღება ამ კონკრეტულ რიცხვს უნდა დაუთმო.
საქმეზე ყურადღების უბრალოდ გადატანა და ფოკუსირებაც კი საკ-
მარისია, რომ ეს საქმე, შეგნებულად იქნება თუ შეუგნებლად, ბევ-
რად უკეთ შეასრულო.
თუ გინდა, რომ მეტად ჯანმრთელი იყო, შეგიძლია ყურადღება
იმაზე გაამახვილო, დღეში რამდენ კალორიას იღებ ან რამდენი წუ-
თი ვარჯიშობ. თუ გაყიდვების სფეროში წარმატების მიღწევაა შენი
თვითმიზანი, შესაძლოა მთელი ყურადღება იმას მიაქციო, დღეში
რამდენ ადგილას რეკავ ან თვეში რამდენი, ან რა მასშტაბის გაყიდ-
ვები გაქვს. თუ გსურს, წარმატებული ურთიერთობები გქონდეს, იმა-
ზე უნდა კონცენტრირდე, შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან ყო-
ველდღიურად და ყოველთვიურად რამდენ დროს ატარებ.

207 მკითხველთა ლიგა


ალბათ გაგიგონია გამოთქმა, „რისი გაზომვაც არ შეგიძლია, იმას
ვერც მართავ“. არსებობს კიდევ ერთი, „რაც იზომება, იმართება კი-
დეც“. იმის უნარი, რომ შენს მიზნებს კონკრეტული საზომები და-
უწესო, ყველაფერი საგულდაგულოდ აღრიცხო და შენს ყოველ დღი-
ურ მუშაობას ყურადღება მიაქციო, იმაში დაგეხმარება, რომ მიზ-
ნებს ზუსტად დანიშნულ დროს, ან უფრო ადრეც კი მიაღწიო.

გაზომე შენი პროგრესი

1. განსაზღვრე, რა კონკრეტული საზომის გამოყენება შეგიძლია


შენი ცხოვრების ყველა სფეროში პროგრესისა და წარმატების შესა-
ფასებლად. შეფასების ამ მეთოდს ყოველდღიურად მიმართე.
2. განსაზღვრე, რა არის შენი საქმიანობის ყველაზე მნიშვნელოვა-
ნი ნაწილი, რომელიც შენს შემოსავალზე ახდენს გავლენას და ამ
კუთხით შენი აქტივობები ყოველდღიურად შეაფასე.
3. დააწესე იმ თანხის ყოველდღიური, ყოველკვირეული და ყო-
ველთვიური მინიმალური რაოდენობა, რასაც შეინახავ და სამომავ-
ლოდ ინვესტიციისთვის გამოიყენებ. მიეჩვიე თანხის „გადანახვას“.
4. ნებისმიერი დიდი მიზანი კონტროლირებად ნაწილებად და ყა-
ვი, შემდეგ კი თითოეულისთვის განსაზღვრულ ვადებში შესრულე-
ბაზე კონცენტრირდი.
5. საკუთარ თავთან ასეთი თამაში წამოიწყე: თითოეული მიზნის-
თვის შესაბამისი შესადარებელი სტანდარტები, საზომები, ქულათა
ცხრილები, სამიზნეები და საბოლოო ზღვრული ვადები დააწესე.
მიზნები თავიანთ თავს თვითონვე მიხედავენ.
6. გადაწყვიტე, რომ ყოველდღიურად დიდი მიზნის რაღაც მცირე
ნაწილს მაინც მიაღწევ და არც ერთი დღე არ გამოტოვო.

208 მკითხველთა ლიგა


14. მოიცილე პრობლემები
წარმატების მიღწევით დაინტერესებულმა ადამიანმა მარცხის —
როგორც აღმასვლის – ჯანსაღ, გარდაუვალ ნაწილად აღქმა უნდა
ისწავლოს.
ჯოის ბრაზერსი

ხშირად ადამიანები საკუთარ მიზანზე უარს პირველ მცდელობამ-


დეც კი ამბობენ. ამის მიზეზი კი, ძირითადად, ის დაბრკოლებები,
სირთულეები, წინააღმდეგობები და პრობლემებია, რომლებიც მა-
შინვე იჩენს ხოლმე თავს, როგორც კი მოქმედებას გადაწყვეტენ.
რეალობა ასეთია: წარუმატებლებზე ხშირად წარმატებული ადა-
მიანები მარცხდებიან. ეს უკანასკნელნი ბევრად მეტ ვარიანტს ცდი-
ან, ხშირად „კისერსაც იტეხენ“, მაგრამ თავის ხელში აყვანა და ყვე-
ლაფრის თავიდან დაწყება და იმდენჯერ ცდა შეუძლიათ, სანამ, ბო-
ლოს და ბოლოს, წარმატებას არ მიაღწევენ. წარუმატებელი ადამია-
ნები კი პირიქით, საერთოდ ოდესმე მაინც თუ ცდიან რაიმე ახალს,
როგორც წესი, რაღაც მცირედით, ელემენტარულით შემოიფარგლე-
ბიან ხოლმე, რაც კომფორტის ზონიდან გასვლას დიდად არ აიძუ-
ლებს, თუმცა მარცხის ან უბრალოდ, ნებისმიერი დაბრკოლების შემ-
თხვევაშიც კი, ძალიან მალე ნებდებიან და საბოლოოდ კვლავ იმ
ჩვეულ საქმიანობას უბრუნდებიან, რაშიც არიან დახელოვნებული
და რა სფეროშიც თავს უსაფრთხოდ გრძნობენ.

დროებითი უიღბლობა ყოველთვის წინ უძღვის წარმატე-


ბას

უნდა მოელოდე, რომ მიზნის მიღწევამდე ბევრჯერ მოგეცარება


ხელი და მრავალგზის დამარცხდები. წარუმატებლობა და დროები-

209 მკითხველთა ლიგა


თი იმედგაცრუება ისე უნდა აღიქვა, როგორც იმ საფასურის ნაწი-
ლი, რომელსაც იმ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე იხდი, რომელსაც
გარდაუვალად მიაღწევ. როგორც ერთხელ ჰენრი ფორდმა თქვა,
„მარცხი იმის შესაძლებლობას გაძლევს, რომ ხელმეორედ უფრო
ჭკვიანურად დაიწყო“.
როგორც კი გადაწყვეტ, რა არის შენი მიზანი, ჰკითხე საკუთარ
თავს: „რატომ არ ვარ უკვე დანიშნულების ადგილას?“ რა გექაჩება
უკან? რატომ არ მიგიღწევია აქამდე ამ მიზნისთვის?
ყველა ის წინააღმდეგობა განსაზღვრე, რაც შენსა და შენს მიზანს
შორის დგას. ჩამოწერე ნებისმიერი მცირე დეტალიც კი, რომელიც,
ფიქრობ, რომ გაბრკოლებს ან შენს წინსვლას უშლის ხელს.

იმაზე იფიქრე, როგორ შეიძლება პრობლემის გადაჭრა

დაიმახსოვრე, ის გახდები, რაზეც ყველაზე დიდხანს ფიქრობ. წი-


ნააღმდეგობებისა და სირთულეების კუთხით წარმატებული ადამია-
ნები განსაკუთრებულად აზროვნებენ, მათ ის აქვთ, რასაც ჩვენ
„პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებულ“ მიდგომას ვეძახით.
წარმატებული ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს პრობლემის გა-
დაწყვეტაზე ფიქრში ატარებენ, წარუმატებელნი კი, ძირითადად,
წინააღმდეგობებსა და სირთულეებზე. პრობლემის გადაჭრაზე ორი-
ენტირებულნი მუდმივად ეძებენ საშუალებებს, რითაც მათ გზა ზე
მდგარ დაბრკოლებებს გვერდს აუქცევენ, გადალახავენ ან როგორმე
აირიდებენ. სირთულეებზე კონცენტრირებული ადამიანები კი მუდ-
მივად საკუთარ პრობლემებზე ლაპარაკობენ, იმაზე, თუ ვინ ან რამ
დააბრკოლა ისინი, რამდენად უბედურები ან გაბრაზებულები არიან
და რა უიღბლობაა, რომ მათ მსგავსი პრობლემები აქვთ. გადაწყვე-
ტილებებზე ორიენტირებული კი, უბრალოდ, მარტივ კითხვას დას-
ვამს: „როგორ შეიძლება ამ პრობლემის გადაჭრა?“ ის სირთულეებ-

210 მკითხველთა ლიგა


თან გასამკლავებლად მოქმედებას არჩევს.
შენსა და ნებისმიერ იმ რაღაცას შორის, რისი მიღწევაც უნდა გინ-
დოდეს, რაიმე დაბრკოლებას ყოველთვის გადააწყდები, რაღაც
პრობლემა აუცილებლად გექნება. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად
წარმატება როგორც პრობლემის გადაჭრის უნარი, ისე განიხილება.
საკუთარი თავის მართვაც პრობლემების გადაწყვეტის ერთგვარი
უნარია. ყველა იმ ადამიანს, ვინც ცხოვრებაში რაღაც მნიშვნელო
ვანს მიაღწია, მასა და მის მიზნებს შორის მდგარი პრობლემების გა-
დაჭრის უნარი გამოუმუშავდა.

პრობლემების გადაჭრა უნარ-ჩვევაა

საბედნიეროდ, პრობლემის გადაჭრა ისეთივე უნარ-ჩვევაა, როგო-


რიც, მაგალითად, ბეჭდვა ან ველოსიპედის ტარება, რისი სწავლაც
შეგიძლია. რაც უფრო მეტად კონცენტრირდები გადაწყვეტილებებ-
ზე, პრობლემის გადაჭრის მით მეტ გზას აღმოაჩენ. რაც მეტად დახე-
ლოვნდები პრობლემების გადაჭრაში, მით უფრო სწრაფად მოაგვა-
რებ ყოველ მომდევნო პრობლემას. რაც უფრო სწრაფად და უკეთ
გადაჭრი თითოეულ პრობლემას, მით უფრო მასშტაბურ და ძვირად-
ღირებულ პრობლემებს მოიზიდავ გადასაწყვეტად და საბოლოოდ
ისეთი პრობლემები გექნება მოსაგვარებელი, რომელთაც შენთვის და
შენი გარემოცვისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური შედეგების მოტა-
ნა შეუძლია. ეს სამყარო ასეა მოწყობილი.
რეალურად, ნებისმიერი პრობლემის გადაწყვეტისა და მიზნისკენ
მიმავალ გზაზე შემხვედრი თითოეული დაბრკოლების გადალახვა
შეგიძლია, თუ საკმარისად ძლიერად გინდა, რომ ამ მიზანს მიაღ-
წიო. ახლაც, ამწუთას, შენში სრულად არის ის ცოდნა და უნარი,
რაც ყველა იმ პრობლემის გადასაჭრელად დაგჭირდება, რომელიც
შესაძლოა, ხელს გიშლიდეს წინსვლაში.

211 მკითხველთა ლიგა


შეზღუდვების თეორია

ელაიაჰუ გოლდრატმა თავის წიგნში „მიზანი“ ბოლო ათწლეუ-


ლებში აზროვნებაში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გარღვევად შეზ-
ღუდვების თეორია დაასახელა. ეს თეორია ამბობს, რომ შენსა და
იმას შორის, რისი მიღწევაც გინდა, გარკვეული წინააღმდეგობა არ-
სებობს, ანუ შემზღუდველი ფაქტორი, რომელიც განსაზღვრავს,
რამდენად სწრაფად მიხვალ დანიშნულების ადგილას.
მაგალითად, თუ ჩქაროსნულ ავტოსტრადაზე მიდიხარ და საავ-
ტომობილო მოძრაობა ყველა მანქანას ერთ ხაზში მოაქცევს, სწო-
რედ ეს საცობი ან შევიწროება გახდება ის დაბრკოლება, რომელიც
განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მიხვალ დანიშნულების ადგი-
ლას. სისწრაფე, რომლითაც ამ საცობს გაივლი, მეტწილად განაპი-
რობებს მთელი შენი მოგზაურობის საერთო სიჩქარეს.
ნებისმიერი მნიშვნელოვანი მიზნის მიღწევისას, აუცილებლად
შეგხვდება რაიმე დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო ან წინა-
აღმდეგობა, რომელიც უნდა დასძლიო. შენი ამოცანაა, სწორად გან-
საზღვრო ის და მთელი ენერგია ამ ძირითადი შემაკავებელი ძალის
შესუსტებისკენ მიმართო. ამ შემზღუდველ ფაქტორთან გამკლავების
უნარი ბევრად უფრო დაგეხმარება სწრაფად წინ წაწევაში, ვიდრე
შენ მიერ გადადგმული ნებისმიერი სხვა ნაბიჯი.

გარეგანი და შინაგანი შეზღუდვების დაპირისპირება

ჩემი 80/20-ზე წესებიდან ერთ-ერთი შენსა და შენს მიზნებს შო-


რის მდგარ შეზღუდვებსაც ერგება. წესი ამბობს, რომ შეზღუდვების
80 პროცენტი შენშივეა და მათი მხოლოდ 20 პროცენტია შენ გარშე-
მო, სხვა ადამიანებსა და სიტუაციებში დამალული. სხვანაირად რომ
ვთქვათ, ხშირად სწორედ შენ ხარ ის დიდი დაბრკოლება, რომელიც

212 მკითხველთა ლიგა


განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მიაღწევ დასახულ მიზანს.
ადამიანთა უმრავლესობისთვის ეს ძნელად მისაღები და დასაჯე-
რებელია, მაგრამ წარმატებულები ვითარებაში გარკვევითა და
პრობლემის გადასაჭრელი გზის მოძებნით უფრო არიან დაინტერე-
სებულნი, ვიდრე საკუთარი ეგოს დაცვით. მათ ის უფრო აღელვებთ,
რა არის სწორი, ვიდრე ის, თუ ვინაა მართალი.

საკუთარ თავში ჩაიხედე

ჰკითხე შენს თავს: „რა მაკავებს?“ საკუთარ თავში ღრმად ჩაიხედე


და შენი ხასიათის თავისებურებებში, პიროვნებაში ტემპერამენტის,
უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების, ჩვეულებების, განათლებისა
და გამოცდილების გათვალისწინებით ის ძირითადი შემზღუდველი
ფაქტორები განსაზღვრე, რომლებიც შესაძლოა, შენთვისვე დასახუ-
ლი მიზნის მიღწევაში გიშლის ხელს და გაკავებს. პირდაპირი კით-
ხვები დასვი, საკუთარ თავთან ბოლომდე გულახდილი უნდა იყო.
შენსა და შენს მიზანს შორის მდგარი ძირითადი დაბრკოლებები,
როგორც წესი, წარმოსახვითია. თავისი ხასიათით ისინი ფსიქოლო-
გიური და ემოციურია. შენში უფროა, ვიდრე შენ გარშემო არსებულ
სიტუაციაში. და თუ გსურს, შენთვის ყოველივე შესაძლებელს მიაღ-
წიო, მოქმედება სწორედ ამ წარმოსახვითი დაბრკოლებებიდან უნდა
დაიწყო.

წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მდგარი ორი უმთავრესი -


დაბრკოლება

შიში და ეჭვი წარმატებისკენ მიმავალ გზაზე მდგარი ორი უმთავ-


რესი დაბრკოლებაა. ადამიანებს ცდისგან, უპირველესად, მარცხის,
სიღარიბის, დანაკარგის, სირცხვილის განცდის ან უარყოფის შიში

213 მკითხველთა ლიგა


აკავებთ. სწორედ ამიტომაა, რომ ხშირად ასე ადვილად ნებდებიან.
როგორც კი მიზნის მიღწევაზე დაფიქრდებიან, შიში აიტანთ ხოლმე
და სურვილიც ისევე სწრაფად ქრება, როგორც პატარა ცეცხლი, ცივ
წყალს რომ გადაასხამენ.
მეორე გონებრივი დაბრკოლება, რომელიც შიშთან ახლოს დგას,
საკუთარ თავში, საკუთარ შესაძლებლობებში დაეჭვებაა. საკუთარ
თავს კრიტიკულად ვადარებთ სხვებს და ვფიქრობთ, რომ ისინი რო-
გორღაც ჩვენზე უკეთესები, უფრო ჭკვიანები და ბევრად კომპეტენ-
ტურები არიან. ვფიქრობთ, „მე საკმარისად კარგი არ ვარ“. გამოწვე-
ვის წინაშე მდგარნი, – მივაღწიოთ იმ დიად მიზნებს, რაც ყველაზე
მეტად გვსურს, – თავს უმნიშვნელოდ და არაადეკვატურად
ვგრძნობთ.

ნეგატიური ემოციების დავიწყება შესაძლებელია

საბედნიეროდ, შიშსა და ეჭვებთან დაკავშირებული ერთი დადები-


თი ის არის, რომ ორივე ემოცია შეძენილია. ოდესმე გინახავთ უარ-
ყოფითი ენერგიით დაბადებული ბავშვი? ამ სამყაროს ყოველ გვარი
შიშისა და ეჭვების გარეშე ვევლინებით. და რაც შეძენილია, დავიწ-
ყებაც შესაძლებელია ვარჯიშითა და მცდელობით.
შიშისა და ეჭვის პირდაპირი ანტიდოტები სიმამაცე და თავდაჯე-
რებულობაა. რაც უფრო მამაცი და თავდაჯერებული ხარ, ეჭვი მით
უფრო იშვიათად შეგაწუხებს და ნაკლებად შეგეშინდება, შედეგად
კი, ამ ნეგატიურ ემოციებს შენს საქმიანობასა და ქცევაზე უმნიშვნე-
ლო გავლენა ექნებათ.

სიმამაცისა და თავდაჯერებულობის გასაღები

სიმამაცესა და თავდაჯერებულობას ცოდნითა და უნარ-ჩვევებით

214 მკითხველთა ლიგა


გამოიმუშავებ. შიში და ეჭვები ძირითადად რაღაც საკითხში საკუ-
თარი უცოდინარობისა და არაკომპეტენტურობის შეგრძნებიდან გა-
მომდინარეობს. მიზნის მისაღწევად, რაც უფრო მეტს ისწავლი, ერ-
თი მხრივ, ნაკლებად შეგეშინდება და მეორე მხრივ, მით მეტად მო-
გემატება თავდაჯერებულობა.
იფიქრე, როგორ სწავლობდი მანქანის მართვას. ალბათ ძალიან
დაძაბული და განერვიულებული იყავი, სავარაუდოდ, ბევრ შეცდო-
მასაც უშვებდი. შესაძლოა, გიჟურადაც ატარებდი და საკუთარ თავ-
სა და სხვებსაც საფრთხეში აგდებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში
ცოდნა გაგიუმჯობესდა, მანქანის მართვის უნარ-ჩვევებს უკეთ დაე-
უფლე და თავდაჯერებულობაც მოგემატა.
დღეს შეგიძლია მანქანაში ჩაჯდე და მთელი ქვეყანა უპრობლე-
მოდ მოიარო ისე, რომ არაფერზე ინერვიულო და აღარაფრის შეგე-
შინდეს. იმდენად კარგად მართავ, რომ შეგიძლია, ეს დაუფიქრებლა-
დაც აკეთო. იგივე პრინციპები ეხება ნებისმიერ უნარ-ჩვევას, რომ-
ლის სწავლა მიზნის მისაღწევად გჭირდება.

ძლიერისა და უძლურის დაპირისპირება

პენსილვანიის უნივერსიტეტის ლექტორმა, დოქტორმა მარტინ


სელიგმანმა, როგორც მან ამას თავად უწოდა, „დასწავლილი უძლუ-
რების“ ფენომენის შესწავლაში ოცდახუთ წელიწადზე მეტი გაატა-
რა. სელიგმანმა ათასობით ადამიანთან გასაუბრებისა და მათზე
დაკვირვების შემდეგ დაასკვნა, რომ მოსახლეობის 80 პროცენტი მა-
ინც რაღაც დონეზე დასწავლილი უძლურების ფენომენით იტანჯე-
ბოდა, ზოგიერთს კი ეს მკვეთრად ჰქონდა გამოხატული.
ადამიანები, რომლებიც დასწავლილი უძლურების ფენომენით
იტანჯებიან, ფიქრობენ, რომ მიზნების მიღწევა ან საკუთარი ცხოვ-
რების გაუმჯობესება არ შეუძლიათ. დასწავლილი უძლურების ყვე-

215 მკითხველთა ლიგა


ლაზე ჩვეულებრივი გამოხატულება სიტყვებია „არ შემიძლია“. და
შემდეგ ეს ხალხი მთელ რიგ მიზეზებს ჩამოგითვლის იმის დასამტკი-
ცებლად, თუ რატომაა კონკრეტული მიზნის მიღწევა მათთვის შეუძ-
ლებელი.
„კარიერაში წინ ვერ მივიწევ, უკეთეს სამსახურს ვერ ვშოულობ,
სწავლისთვის დროის გამონახვა არ შემიძლია, საკუთარ ბიზნესს
ვერ ვაწყობ, შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ვერ ვპოულობ,
ურთიერთობების შეცვლა ან გაუმჯობესება არ შემიძლია“.
რაც უნდა იყოს, მათ ყოველთვის აქვთ თვითშემზღუდავი მიზეზი,
რომელიც მომენტალურად ამუხრუჭებს მათი შესაძლებლობების
მანქანას. ეს ნებისმიერი ახალი მიზნის დასახვისა და ნებისმიერი
ცვლილების მცდელობასა და სურვილს ახშობს. ჰენრი ფორ დის კი-
დევ ერთი ცნობილი დაკვირვება ასეთია: „თუ გჯერა, რომ რაღაცის
გაკეთება შეგიძლია ან არ შეგიძლია, ნებისმიერ შემთხვევა ში, სავა-
რაუდოდ, მართალი ხარ“.

უძლურების დავიწყება

დასწავლილი უძლურება, როგორც წესი, ბავშვობაში გამანადგუ-


რებელი კრიტიკის, მოზარდობაში მიღებული უარყოფითი გამოცდი-
ლებისა და ზრდასრულ ასაკში განცდილი მარცხის შედეგია. საკუ-
თარი თავის დაჩაგვრის ამ ტენდენციას თავი შეგიძლია პატარ-პატა-
რა მიზნების დასახვით, გეგმების შედგენითა და მათზე ყოველდღიუ-
რი მუშაობით დააღწიო. ამგვარად, კუნთების დაყენების მსგავსად,
სიმამაცესა და თავდაჯერებულობას ნელ-ნელა, ეტაპობრივად განი-
ვითარებს. როგორც კი მეტად ირწმუნებ საკუთარ შესაძლებლობებს,
უფრო დიდი მიზნების დასახვასაც შეძლებ. დროთა განმავლობაში
შენი ეჭვები გაიფანტება, შიში დაგავიწყდება, სიმამაცე და თავდა-
ჯერებულობა მოგემატება. საბოლოოდ, ამ წარმატებებით ზურგგა-

216 მკითხველთა ლიგა


მაგრებული, მალე შეუჩერებელი გახდები.

კომფორტის ზონად წოდებული ხაფანგი

კიდევ ერთი გონებრივი დაბრკოლება, რომელიც უნდა გადალახო,


ე.წ. „კომფორტის ზონაა“. ბევრი ადამიანი კმაყოფილდება არსებუ-
ლი მდგომარეობით. ისინი იმდენად ეჩვევიან კონკრეტულ სამსა-
ხურს, ურთიერთობას, ხელფასსა თუ პასუხისმგებლობის დონეს, რომ
ნებისმიერ ცვლილებას, თუნდაც ეს უკეთესობისკენ იყოს, ეწინააღ-
მდეგებიან.
კომფორტის ზონა ამბიციის, სურვილის, მიზანდასახულობისა და
მიღწევებისთვის დიდი დაბრკოლებაა. ადამიანები, რომლებიც კომ-
ფორტის ზონაში „იჭედებიან“, თუკი ეს, თავის მხრივ, დასწავლილი
უძლურების შეგრძნებას დაემატა, ძნელად თუ მიიწევენ წინ. არ და-
უშვა, ეს შენც დაგემართოს.

დიდი, გამომწვევი მიზნები დაისახე

კომფორტის ზონიდან თავის დაღწევისა და დასწავლილი უძლუ-


რებისგან გათავისუფლების გზა დიდი, გამომწვევი მიზნების და სახ-
ვაა. შემდეგ ეს მიზნები კონკრეტულ ამოცანებად უნდა დაყო, მათგან
თითოეულს საბოლოო ზღვრული ვადები დაუწესო და მათ ზე ყო-
ველდღიურად იმუშაო. როგორც გაზაფხულზე ტყდება ყინულოვანი
საფარი, ასევე დასწავლილი უძლურებისა და კომფორტის ზონის-
თვის დამახასიათებელი ლეთარგია და სიზანტე ნელ-ნელა დაგტო-
ვებს და ყველა შესაძლო მიზნის მიმართულებით უფრო და უფრო
სწრაფად დაიწყებ სვლას.

217 მკითხველთა ლიგა


შენ წინაშე მდგარი დაბრკოლებები პრიორიტეტების მი-
ხედვით დაალაგე

როდესაც შენსა და შენს მიზნებს შორის მდგარი ყველა დაბრკო-


ლების სიას ჩამოწერ, ისინი პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე.
რომელი დაბრკოლება გამოირჩევა სიდიდით? ჯადოსნური ჯოხის
დაქნევა და გზიდან მათგან ყველაზე დიდის მოცილება რომ შეგეძ-
ლოს, რომელი დაბრკოლების მოშორება დაგეხმარებოდა უფრო
სწრაფად წინსვლაში?
მართვის სფეროს კონსულტანტს, იან მიტროფს პრობლემების გა-
დაჭრასა და დაბრკოლებების გადალახვასთან დაკავშირებით საინ-
ტერესო მოსაზრება აქვს. მან თქვა, „რაც უნდა იყოს პრობლემა, სა-
ნამ მის მოგვარებას დაიწყებ, ეცადე, სხვადასხვაგვარად ჩამოაყალი-
ბო. მოერიდეთ ისეთ პრობლემას, რომელსაც მხოლოდ ერთგვარი
ფორმულირება ან გადაჭრის მხოლოდ ერთი მეთოდი აქვს“.
როდესაც შენს მიზანთან დაკავშირებით დასვამ კითხვას: „ჯერაც
რატომ არ ვარ დანიშნულების ადგილას?“ რა პასუხი გაფიქრდება?
რა გაკავებს? რა გიდგას წინ? ეს ის ეტაპია, როდესაც რეალური დაბ-
რკოლების საპოვნელად ყველა სხვა დანარჩენი უნდა გაცხრილო.
ამის გაკეთება შემდეგნაირად შეგიძლია, თითოეული წინააღმდე-
გობის განსაზღვრის შემდეგ ასეთი კითხვა დასვი: „კიდევ რა შეიძლე-
ბა იყოს პრობლემა?“

გაყიდვების ანალიზი

როდესაც კომპანიებსა და ცალკეულ პიროვნებებთან ვმუშაობ,


როგორც წესი, შემოსავლების ან მოგების გაორმაგების მიზნით ვიწ-
ყებ. შემდეგ მონაწილეებს ვთხოვ, საკუთარ თავს ასეთი კითხვა და-
უსვან: „ჯერ კიდევ რატომ არ არის ჩვენი შემოსავალი ან მოგება გა-

218 მკითხველთა ლიგა


ორმაგებული?“ განმეორებული კითხვებით ხშირად ისეთ დასკვნამდე
მივდივართ, რომელიც რეალური პასუხისგან მკვეთრად განსხვავდე-
ბა ხოლმე.
აი, „კითხვების დასმის პროცესის“ მაგალითიც:
„საკმარისს ვერ ვყიდით“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„თითოეულ მომხმარებელზე საკმარისად დიდი რაოდენობის პრო-
დუქციას ვერ ვყიდით“ – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩვენი რეკლამა საკმარის მომხმარებელს ვერ მოიზიდავს“. — კი-
დევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
როგორც ხედავ, ამ დაბრკოლებებიდან თითოეული პრობლემის გა-
დაჭრა ინდივიდუალურ მიდგომას მოითხოვს. თუ საკმარისს ვერ
ვყიდით, გამოსავალი გაყიდვების რაოდენობის გაზრდის გადაწყვე-
ტილებაა; თუ თითოეულ მომხმარებელზე ინდივიდუალური გაყიდ-
ვები არ არის საკმარისი, გაყიდვების მოცულობის გაზრდის გადაწ-
ყვეტილება უნდა მივიღოთ; თუ ჩვენი რეკლამა საკმარისი რაოდენო-
ბის მომხმარებელს ვერ მოიზიდავს, გამოსავალი რეკლა მის ხარის-
ხის რამენაირად გაუმჯობესების გადაწყვეტილება იქნება.

უფრო ღრმად ჩაეძიე

პრობლემა შეგიძლია ასეც ჩამოაყალიბო: „ჩვენი მომხმარებლები


ჩვენგან საკმარისი რაოდენობის პროდუქტს/მომსახურებას არ ყი-
დულობენ“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩვენი მომხმარებლები ჩვენგან საკმარისად ხშირად არ ყიდულო-
ბენ“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩვენი გაყიდვების აგენტები ჩვენს მომხმარებელზე საკმარისი რა-
ოდენობის პროდუქტს/მომსახურებას არ ყიდიან“. ამ განსაზღვრებამ
კადრების უკეთ შერჩევით, გაწვრთნითა და მართვით, შესაძლოა, გა-
ყიდვების პერსონალის მთლიანი შტატის განახლებამდეც კი მიგვიყ-

219 მკითხველთა ლიგა


ვანოს. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩვენი კონკურენტები თავიანთ პროდუქტებს ჩვენს მომხმარებ-
ლებზე ასაღებენ“. ეს პასუხი გაიძულებს შემდეგი კითხვა დასვა: „რა
სარგებელს ხედავს ჩვენი მომხმარებელი ჩვენი კონკურენტების პრო-
დუქციის შეძენისას? როგორ შეგვიძლია ამ სარგებლის განეიტრალე-
ბა?“ – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩვენი გაყიდვებიდან არასაკმარისი მოგება გვრჩება“. – კიდევ რა
შეიძლება იყოს პრობლემა?
„თითოეული გაყიდვა ზედმეტად ძვირი გვიჯდება“. – კიდევ რა შე-
იძლება იყოს პრობლემა? და ა.შ. პრობლემის თითოეული ახალი
განსაზღვრება გაყიდვების ან მოგების გაზრდის მიზნის მიღწევის
ახალ გზებს გვთავაზობს.

სწორად განსაზღვრულ პრობლემას შესაფერისი გადაწ-


ყვეტილება უნდა მოარგო

ბიზნესწიგნში „მაკენზის გზა“ McKinsey and Company-ის მარ-


თვის სფეროში განხორციელებული საკონსულტაციო პროექტებია
აღწერილი. წიგნში ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე მეტი დრო
და ფული უპირველესად მაშინ იფლანგება, როდესაც არასწორად
განსაზღვრული პრობლემის მცდარი გზით გადაჭრას ვცდილობთ. ეს
შენს პრობლემებსა და შენ წინაშე მდგარ დაბრკოლებებთან და კავ-
შირებითაც შეიძლება ითქვას.
როდესაც განსაზღვრავ, რა შეზღუდვების წინაშე დგახარ ან რა-
ტომ ვერ აღწევ შემოსავალთან დაკავშირებულ მიზნებს, თითოეული
განსაზღვრება სხვადასხვა გადაწყვეტილებამდე მიგიყვანს, რომელ-
თაგან ნებისმიერი შენგან განსხვავებულად აზროვნებას მოითხოვს.
სწორედ ასევე ხდება შენს პირად ცხოვრებაშიც. ის, თუ რამდენად
სწორად განსაზღვრავ შენ წინაშე მდგარ სირთულეებს ან პრობლე-

220 მკითხველთა ლიგა


მებს, იმ ნაბიჯების სისწორესა და მართებულობას განაპირობებს,
რაც ამ წინააღმდეგობების გადასალახავად ან შესასუსტებლად უნ-
და გააკეთო.

შენი შემოსავლის გაზრდა

თუ შემოსავლის გაზრდა გინდა, შეგიძლია პრობლემის შემდეგნაი-


რად ჩამოყალიბებით დაიწყო: „საკმარისს არ გამოვიმუშავებ“. – კი-
დევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩემი კომპანიისთვის იმდენი სარგებელი არ მომაქვს, რომ მას უფ-
რო მეტად ვუღირდე“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„ჩემს საქმეს საკმარისად კარგად ვერ ვართმევ თავს, რათა ისეთი
შედეგების მიღება შევძლო, რომელიც იმაზე ღირებული იქნება, რა-
საც დღეს გამოვიმუშავებ“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„სამუშაო დღის განმავლობაში დროს არასაკმარისად ეფექტიანად
ვიყენებ“. – კიდევ რა შეიძლება იყოს პრობლემა?
„საღამოს ტელევიზორის ყურებაში, შაბათ-კვირას კი გართობის-
თვის ვიყენებ. იშვიათად თუ ვკითხულობ ან ვსწავლობ რაიმე ისეთს,
რაც ჩემი საქმის უკეთ გაკეთებაში დამეხმარება“. აჰა! ნამდვილი
პრობლემაც იპოვე. ახლა უკვე ნათელი წარმოდგენა გაქვს იმაზე, თუ
რა უნდა გააკეთო განსხვავებულად იმისთვის, რომ თავდაპირველი
პრობლემა გადაჭრა, ანუ უფრო მეტი ფული გამოიმუშაო.

დაბრკოლება მიზნად აქციე

როდესაც იმ მთავარ დაბრკოლებას აღმოაჩენ, რომელიც გაფერ-


ხებს, შეცვალე მისი აღქმა და მას დადებითი ფორმულირება მიეცი.
მაგალითად, მოცემული მომენტიდან შეგიძლია თქვა: „ჩემი მიზანი
უნარ-ჩვევებისა და შესაძლებლობების მუდმივი გაუმჯობესებაა, რა-

221 მკითხველთა ლიგა


თა ჩემს საქმიანობის სფეროში იმ საუკეთესო ათ პროცენტში მოვ-
ხვდე, რომელიც ყველაზე მეტს გამოიმუშავებს“.
ამის შემდეგ ყველა ის ნაბიჯი უნდა ჩამოწერო, რომლის გადად-
გმაც შენი უნარ-ჩვევების გასაუმჯობესებლად და ცოდნის გასაღრმა-
ვებლად, დროის უკეთ გადანაწილებისა და მართვისთვის, შენი საქ-
მიანობის ეფექტიანობისა და ქმედითობის ამაღლებისთვის და ასევე
კომპანიისთვის ბევრად მეტი გაყიდვების მოსატანად შეგიძლია.
დაბოლოს, თითოეული გადასადგმელი ნაბიჯისთვის საბოლოო
ზღვრული ვადები და საზომი კრიტერიუმები დააწესე. ერთი ძირი-
თადი ამოცანა ამოარჩიე და ამ მიმართულებით დაუყოვნებლივ
იმოქმედე. ახლა, ამ მომენტიდან შენს თავზე პასუხი თვითონ უნდა
აგო. საკუთარი თავის უფროსი თავად ნარ. მიეჩვიე, ის აკეთო, რაც
დასახული მიზნის მიღწევისთვის გჭირდება.
იმ ფაქტორების, რომლებიც უკან გხევს, განსაზღვრისა და შემდეგ
ნათელი, მკაფიოდ ჩამოყალიბებული, წერილობით მოცემული მიზ-
ნის დასახვის ეს სავარჯიშო შენს ცხოვრებაში დაბრკოლებების აღ-
მოფხვრასა და მართვის სადავეების კვლავ შენთვის გადმოცემას ემ-
სახურება.
დადებულ პირობას თუ შეასრულებ, წარმატება და ნებისმიერი
დასახული მიზნის მიღწევა, ფაქტობრივად, გარანტირებული გაქვს.

ეცადე, ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრო

თუ პრობლემის შენეულად განსაზღვრის სიზუსტესთან დაკავში-


რებით რამე გაწუხებს ან კითხვა გაქვს, ვინმე ისეთთან განიხილე, ვი-
საც იცნობ და ენდობი. შენი ეგო გვერდზე გადადე. თანამოსაუბრე
წააქეზე, შენთან ბოლომდე გულწრფელი და კრიტიკული იყოს. მზად
იყავი იმის მოსასმენად, რომ რაღაც საფუძვლიანი ნაკლი გაქვს ან
მნიშვნელოვანი სისუსტე გახასიათებს, რაც, თავის მხრივ, გზას გი-

222 მკითხველთა ლიგა


ღობავს და საკუთარი შესაძლებლობების სრულად გამოვლენაში
ხელს გიშლის. საკუთარ თავთან ბოლომდე გულწრფელი უნდა იყო.
როდესაც შენი პრობლემა ან შენ წინაშე მდგარი დაბრკოლება
შენთვის ნათელია, იდეები, შესაძლებლობები და პასუხები უამრავი
წყაროდან გამოჩნდება. ისეთი რესურსების მოზიდვას დაიწყებ, რაც
პრობლემის გადაჭრაში ან სირთულის გადალახვაში დაგეხმარება,
რომელიც ან შენში, ან კიდევ შენ გარშემოა და საბოლოოდ შენი
მიზნისკენ ბევრად სწრაფად წაგიყვანს.

თითქმის ნებისმიერი პრობლემის გადაჭრა შესაძლებელია

ერთი ძველი ლექსი ამბობს: "დედამიწაზე ნებისმიერი პრობლემის


გადაჭრა შესაძლებელია, ან იქნება გამოსავალი არც კი არსებობს.
თუკი პასუხი მოიძებნება, ყველანაირად შეეცადე მის პოვნას, მაგრამ
რომც ვერ შეძლო, არა უშავს რა".
შენსა და შენს მიზანს შორის მდგარი ნებისმიერი დაბრკოლების
გადალახვა შეიძლება და თითოეულ შენს პრობლემას მოეძებნება
გადაჭრის შესაძლებლობა. შენი ვალია, მკაფიოდ ხედავდე, თუ რა
განსაზღვრავს შენთვის მიზნის მიღწევის სიჩქარეს და ეცადო, მთე-
ლი დრო და ენერგია ამ შენსა და შენს მიზანს შორის მდგარი წინა-
აღმდეგობის შესუსტებას მოახმარო. მნიშვნელოვანი დაბრკოლების
გადალახვის შემდეგ შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე თვეში უფრო
მეტი პროგრესი განიცადო და წინ წახვიდე, ვიდრე სხვა ადამიანმა
რამდენიმე წელიწადში.

გადალახე დაბრკოლებები

1. განსაზღვრე შენი ძირითადი მიზანი და დასვი შემდეგი კითხვა:


„ჯერაც რატომ არ მაქვს ეს მიზანი მიღწეული? რა მაკავებს?“ ყვე-

223 მკითხველთა ლიგა


ლაფერი ჩამოთვალე, რასაც გონებაში გაივლებ.
2. საკუთარ თავში ღრმად ჩაიხედე და თამამად შეხვდი იმ შესაძ-
ლებლობას, რომ წარმატების გზაზე შენ წინაშე მდგარი ყველაზე
დიდი დაბრკოლება შენივე შიში და ეჭვებია.
3. განსაზღვრე, რა ფაქტორები გზღუდავს, იქნება ეს შენში თუ შენ
მიღმა, ფაქტორები, რომლებიც მიზნის მისაღწევად აღებულ შენს
ტემპს განსაზღვრავს.
4. შენს ძირითად, ყველაზე მნიშვნელოვან სირთულეს ან დაბრკო-
ლებას სხვადასხვანაირი ფორმულირება მოუძებნე. იკითხე: „კიდევ
რა შეიძლება იყოს პრობლემა?“
5. პრობლემის გადაჭრის საუკეთესო ვარიანტს მიზნის სახე მიეცი,
საბოლოო ზღვრული ვადები დააწესე, მოქმედების გეგმა შეადგინე
და მის განხორციელებას შეუდექი. ყოველდღე იმუშავე, სანამ პრობ-
ლემა არ მოგვარდება ან დაბრკოლებას არ გადალახავ.

224 მკითხველთა ლიგა


15. გქონდეს ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან
ცხოვრებაზე შექმნილი შენეული წარმოდგენა, საკუთარი თავისა
და ღირებულებების შენივე გადასახედიდან შეფასება, დიდწილად
შენი გარემოცვით არის განპირობებული. გარემოსა და იმ ადამიანე-
ბის ხასიათის თავისებურებებს, რომლებთანაც ყოველდღიურად
გაქვს ურთიერთობა, მთელი შენი კარიერის გარდაქმნა, ჩამოყალი-
ბება და ფორმირება შეუძლიათ.
ორისონ სვეტ მარდენი

საბოლოოდ, ცხოვრებაშიც და ბიზნესშიც, ყველაფერი ურთიერ-


თობებამდე დადის. რასაც მიაღწევ ან ვერ მიაღწევ, როგორღაც სხვა
ადამიანებსაც დაუკავშირდება. უნარი, ჩამოაყალიბო საჭირო ხალ-
ხთან შესაბამისი ურთიერთობები ცხოვრებისა და კარიერის ნებისმი-
ერ ეტაპზე, შენთვის წარმატებისა და გამარჯვების მნიშვნელოვანი
განმსაზღვრელი ფაქტორი იქნება და მეტწილად განაპირობებს,
რამდენად სწრაფად მიაღწევ მიზნებს.
რაც უფრო ბევრს იცნობ და რაც უფრო მეტი ადამიანი გიცნობს
დადებითი კუთხით, მით უფრო წარმატებული იქნები ნებისმიერ
საქმეში. საჭირო დროს, საჭირო ადგილას მოხვედრილ ერთ ადამიანს
შეუძლია, ის კარი გაგიღოს, რომელიც მთელ შენს ცხოვრებას შეც-
ვლის და წლების განმავლობაში თავდაუზოგავი შრომისგან გიხსნის.

მარტო ვერავინ ვერაფერს გააკეთებს

მიზნის დასახვისას უმნიშვნელოვანესია იმ ადამიანების, ჯგუფე-


ბისა და ორგანიზაციების განსაზღვრა, ვისი დახმარებაც მის მიღწე-
ვაში დაგჭირდება. ვინ არიან ისინი, ვისი დახმარებაც გენდომება?
არსებობს სამი კატეგორიის ხალხი, ვისი დახმარებაც და ვისთან

225 მკითხველთა ლიგა


თანამშრომლობაც სამომავლოდ მოგეთხოვება. უპირველესად, ესენი
ის ადამიანები არიან, რომლებიც შენს ბიზნესში, შენს საქმიანობაში
ტრიალებენ, ასევე შენი ბიზნესის ან სოციალური წრის გარეთ მყოფ
ადამიანთა ჯგუფები და ორგანიზაციები და ბოლოს, ოჯახი და მე-
გობრები. თითოეულ ჯგუფთან ეფექტიანი კომუნიკაციისთვის საჭი-
როა გარკვეული სტრატეგიის შემუშავება.

შენი ძირითადი ბიზნესურთიერთობები

შენი საქმიანობით დავიწყოთ. ვინ არიან შენს პროფესიულ ცხოვ-


რებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები? რა გეგმა გაქვს, რო-
გორ უნდა განავითარო მათთან უფრო მაღალხარისხიანი ურთიერ-
თობები? ყველა ის პიროვნება ჩამოწერე, რომელიც შენს ბიზნესში
და მის გარეთ მოღვაწეობს, იქნება ეს შენი უფროსი, კოლეგა, თანამ-
შრომელი თუ ხელქვეითი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მომხმა-
რებელი, მომწოდებლები და რეალიზატორები, რომლებიც შენი პარ-
ტნიორები არიან. ამ ადამიანებიდან, ვინ არის ისეთი, ვისაც შეუძ-
ლია დაგეხმაროს, ანდა ხელი შეგიშალოს კარიერული თუ ბიზნეს-
მიზნების მიღწევაში?
ხანდახან აუდიტორიას ვეკითხები, დამსწრე საზოგადოებიდან
რამდენი მუშაობს მომსახურების სფეროში. როგორც წესი, მხოლოდ
რამდენიმე ხელი აიწევა ხოლმე. არადა, მნიშვნელობა არა აქვს, რი-
თი არიან ეს ადამიანები დაკავებულნი ან რას უწოდებენ თავიანთ
საქმიანობას, ასე თუ ისე, როგორღაც ყველა მომხმარებლის მომსა-
ხურების ბიზნესში ტრიალებს.

განსაზღვრე, ვინ არის შენი მომხმარებელი

ნებისმიერ ადამიანს შეიძლება ეწოდოს მომხმარებელი, რომელ-

226 მკითხველთა ლიგა


ზეც დამოკიდებულია შენს საქმიანობასა თუ ბიზნესში დაწინაურება
და წარმატება. მომხმარებლად შეიძლება აღიქვა ყველა, ვინც რაღა-
ცით შენზეა დამოკიდებული. ამდენად, შენ გარშემო თითქმის ყველა
გარკვეულწილად მომხმარებელია. მაგალითად, სამსახურში შენი
უფროსი შენი პირდაპირი (და უმნიშვნელოვანესი) მომხმარებელია.
ის, რომ შენი საქმიანობით უფროსი კმაყოფილი იყოს, იმაზე მეტ
გავლენას იქონიებს შენს მომავალზე, შემოსავალსა და კარიერაზე,
ვიდრე შენი ნებისმიერი სხვა უნარ-ჩვევა. თუ შენით, უფროსის გარ-
და, ყველა უკმაყოფილოა, სამსახური მაინც დაცული და გარანტი-
რებული გექნება. თუ შენს კომპანიაში და მის გარეთ ყველას ასია-
მოვნებ, მაგრამ შენი ხელმძღვანელი შენით უკმაყოფილოა, მხოლოდ
ამ ნიუანსმაც კი შესაძლოა შენს მომავალს საფრთხე შეუქმნას.

მომხმარებლის მომსახურების შენეული სტრატეგია

ერთ-ერთი საუკეთესო სტრატეგია, რომელსაც შეგიძლია მიმარ-


თო, ყოველივე იმის ჩამოწერაა, რის შესასრულებლადაც ფიქრობ,
რომ დაგიქირავეს. უპასუხე კითხვას: „რისთვის მიხდიან ხელფასს?“
და ყველაფერი დაწერე, რაც კი მოგაფიქრდება. შემდეგ ეს სია შენს
უფროსს შეუტანე და სთხოვე, მისეული პრიორიტეტების მიხედვით
დაალაგოს. რა არის მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი? რა არის მე-
ორეხარისხოვანი? მესამეხარისხოვანი? და ა.შ.
ამ მომენტიდან მიეჩვიე, რომ ყოველდღე, მთელი დღის განმავლო-
ბაში, უფროსისათვის ყველაზე მნიშვნელოვან დავალებაზე იმუშაო.
როდესაც უნდა დაგინახოს ან დაგელაპარაკოს, იმას უნდა აკეთებდე,
რაზეც მიგითითა და რაც შენთვის პრიორიტეტად აქცია. კარიერაში
ეს უფრო დაგეხმარება, ვიდრე შენ მიერ მიღებული ნებისმიერი სხვა
გადაწყვეტილება.

227 მკითხველთა ლიგა


დაწინაურებისთვის აუცილებელი ორი უმნიშვნელოვანესი
- თვისება

რამდენიმე წლის წინ ჟურნალ Success-ის მიერ გამოქვეყნებულ


კვლევაში 104 აღმასრულებელ დირექტორს იდეალური თანამშრომ-
ლის დამახასიათებელი 20 თვისება წარუდგინეს და სთხოვეს, მათ-
გან ყველაზე მნიშვნელოვანი ამოერჩიათ. აღმასრულებელი დირექ-
ტორების 86%-მა კარიერული წარმატების მიღწევისა და წინ
სვლისთვის უმნიშვნელოვანესი ორი თვისება გამოარჩია. პირველი
პრიორიტეტების განსაზღვრის, რელევანტურისა და არარელევან-
ტურის გამიჯვნის, მეორე კი საქმის მოკლე ვადებში შესრულების შე-
საძლებლობა და სწრაფად მოქმედების უნარი იყო.
კარიერაში არაფერი ისე არ დაგეხმარება, როგორც ისეთი ადამია-
ნის რეპუტაციის შექმნა, რომელიც უმნიშვნელოვანეს დავალებებს
სწრაფად და კარგად ასრულებს.

თავდაუზოგავი მუშაობა არასწორ დავალებაზე?

მაგრამ აი, ხაფანგი სადაა დაგებული. ბევრი ადამიანი სამსახურში


თავდაუზოგავად კი შრომობს, მაგრამ არ მუშაობს იმაზე, რასაც მა-
თი უფროსი ყველაზე მნიშვნელოვნად მიიჩნევს. სამწუხარო ის გახ-
ლავს, რომ თუ მხოლოდ უმნიშვნელო საქმეს აკეთებ კარგად, შესაძ-
ლოა, ამან შენს კარიერას ზიანი მიაყენოს და შენი სამსახური საფ-
რთხის ქვეშ დააყენოს.
ეცადე, გარემო პირობების შეცვლასთან ერთად, უფროსთან ღია
კომუნიკაცია შეინარჩუნო. დარწმუნდი, რომ რასაც დღეს აკეთებ,
მისთვის ჯერ კიდევ მნიშვნელოვანია და შემდეგ ეცადე, ეს რაღაც
სწრაფად და ხარისხიანად გააკეთო.

228 მკითხველთა ლიგა


შენი სხვა ძირითადი მომხმარებლები

შენი თანამშრომლები, რომლებიც ასევე დამოკიდებულნი არიან


იმაზე, თუ როგორ მუშაობ, ასევე შენი მომხმარებლები არიან. მიდი
თითოეულთან და ჰკითხე, თუ არის ისეთი რამ, რაშიც მათი დახმა-
რება შეგიძლია. ჰკითხე, რას ფიქრობენ შენს საქმიანობაზე, რისი გა-
კეთება შეგიძლია უფრო უკეთესად ან რა არის ის, რისი კეთებაც შე-
იძლება დაიწყო ან საერთოდ შეწყვიტო, – ის, რაც მათ საქმის უკეთ
შესრულებაში დაეხმარება.
ფაქტია, რომ ადამიანები საკუთარ თავსა და სამსახურებზე მთე-
ლი დღის განმავლობაში ფიქრობენ. ამდენად, ნებისმიერ დროს, რო-
დესაც მათ საქმის უკეთ შესრულებაში დახმარებას შესთავაზებ,
ისინიც შესაბამისად, მზად იქნებიან, თავადაც დაგეხმარონ, როდე-
საც ეს დაგჭირდება. არსებობს თესვა-მკისა და არა მკა-თესვის კანო-
ნი. ამ კანონს თავისი თანამიმდევრობა აქვს. რაღაც უნდა ჩადო
იმისთვის, რომ რაღაც მიიღო. რომ მოიმკა, ჯერ უნდა დათესო.
სამსახურში ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენო, რომ სხვა
ადამიანებს საქმიანობაში ხელი შეუწყო და მათთვის რაიმე სასია-
მოვნო გააკეთო. შენი მხრიდან მათი დახმარების ნებისმიერი გულ-
წრფელი მცდელობა, აუცილებლად დაგიბრუნდება, როდესაც ამას
ყველაზე ნაკლებად ელოდები. ნებისმიერ ორგანიზაციაში ყველაზე
პოპულარული ის ადამიანია, რომელიც მუდმივად მზადაა სხვათა
დასახმარებლად.
რაც უფრო მოსწონხარ ქვეშევრდომ, თანასწორ და ზემდგომ ადა-
მიანებს, მით მეტი ანაზღაურება გექნება და უფრო სწრაფად დაწი-
ნაურდები. შეიქმენი „ალტრუისტი“ და ამავდროულად, „ამბიცი-
ური“ ადამიანის რეპუტაცია!
მუდმივად ეცადე, გარშემო მყოფი ადამიანებისთვის ღირებულ

229 მკითხველთა ლიგა


რესურსს წარმოადგენდე, რათა, როდესაც ყველაზე მეტად დასჭირ-
დებათ მათ დახმარება და მხარდაჭერა, ამისთვის სწორედ შენ მოგ-
მართონ.

იყავი გუნდური მოთამაშე

ბიზნესში გრძელვადიანი წარმატების მიღწევისთვის ყველაზე


მნიშვნელოვანი გუნდური თამაშია და შენც უნდა შეძლო კარგ გუნ-
დურ მოთამაშედ ჩამოყალიბება. ამისთვის კი საჭიროა: ყველა შეხ-
ვედრაზე მომზადებული მიხვიდე; იმ ადამიანის პირდაპირ დაჯდე,
ვისაც შეხვედრა მიჰყავს და მასთან ვიზუალური კონტაქტი არ და-
კარგო; თავიდანვე ჩაერთე საკითხის განხილვაში და კითხვები დას-
ვი; სურვილი გამოთქვი, რაიმე გააკეთო და როდესაც დავალებას
მოგცემენ, იმდენად სწრაფად და ხარისხიანად შეასრულო, რომ ცხა-
დი გახდეს, მომავალშიც ვის უნდა მიმართონ მსგავსი და სხვა დავა-
ლებების შესასრულებლად.

ყველაზე მნიშვნელოვანი უნარი სანდოობაა

დადებითი, მიმზიდველი ენერგეტიკული ველი რომ შეიქმნა, ისეთი


ადამიანის რეპუტაცია უნდა გქონდეს, რომლის საქმეში ნდობაც ყვე-
ლას შეუძლია. შედეგად, უფრო მეტსა და ბევრად მნიშვნელოვან
საქმეებს განდობენ, იმ პასუხისმგებლობისა და ჯილდოების გათვა-
ლისწინებით, რაც ამ საქმის შესრულებას ახლავს თან.
გამოყავი დრო კორპორაციულ კიბეზე შენ ქვემოთ მდგომი ადა-
მიანების გასაცნობად. დაელაპარაკე და ჰკითხე მათ საქმიანობაზე.
თუ შეგიძლია, დახმარება შესთავაზე. ცოტა მეტად დაიხარჯე და
რაიმე კომპლიმენტი უთხარი, შეაქე და აღიარე, რომ დაკისრებულ
საქმეს კარგად ასრულებენ. გაოცდები, თუ რა გავლენას იქონიებს ეს

230 მკითხველთა ლიგა


შენს კარიერაზე.

ურთიერთობების აშენებაში ინვესტიცია უნდა ჩადო

ნებისმიერ ორგანიზაციაში ის, ვინც ყველაზე მეტ ადამიანს იც-


ნობს, ნაღებივით ზემოთ მოექცევა ხოლმე. დასაწყისისთვის შეიძლე-
ბა მოგეჩვენოს, რომ ურთიერთობის აწყობას დიდი დრო მიაქვს, მაგ-
რამ თვეებისა და წლების განმავლობაში ეს დრო მნიშვნელოვნად
აგინაზღაურდება.
ყველაზე წარმატებული აღმასრულებელი დირექტორები და გა-
ყიდვების სფეროს პროფესიონალები მუდმივად ურთიერთობენ ბიზ-
ნესის სხვა მიმართულების წარმომადგენლებთან და განსხვავებულ
ბიზნესჯგუფებთან. ისინი პროფესიულ და პირად, სამეგობრო წრეს
აფართოებენ. შენც სცადე იმავეს გაკეთება.
შენ გარშემო არსებულ ბიზნესორგანიზაციებს გადახედე და ერთი-
ორი ისეთი ამოარჩიე, რომელშიც ისეთი ადამიანები მუშაობენ, ვის-
თან ურთიერთობაც სამომავლოდ გამოგადგება. გაიცანი ისინი და
მათ შეხვედრებსაც დაესწარი. როდესაც გადაწყვეტ, რომ შენთვის ამ
ორგანიზაციებიდან რომელიმეს წევრობა ხელსაყრელი იქნება, შეუ-
ერთდი და ყველა შეხვედრას დაესწარი.

ურთიერთობა პროფესიულად

აი, ურთიერთობის ყველა სტრატეგიას შორის საუკეთესო! ორგა-


ნიზაციაში რომელიმე მნიშვნელოვანი კომიტეტი ამოირჩიე და მო-
ხალისედ მუშაობის სურვილი გამოთქვი. ისეთი კომიტეტი შეარჩიე,
რომლის წევრების გაცნობაც გინდა; იმდაგვარ აქტივობებში ჩართუ-
ლი კომიტეტი, რომელიც როგორც ორგანიზაციის შიგნით, ასევე მის
გარეთ მნიშვნელოვან ადამიანებთან დაგაკავშირებს.

231 მკითხველთა ლიგა


მას შემდეგ, რაც ამ კომიტეტს შეუერთდები, რამის გაკეთების
სურვილი გამოთქვი. მიუხედავად იმისა, რომ მსგავს საქმიანობაში
ხელფასს არ გადაგიხდიან, ისეთ ადამიანებთან მუშაობის საშუალე-
ბა მოგეცემა, რომლებიც შესაძლოა, მოგვიანებით კარიერულ წინ-
სვლაში დაგეხმარონ.
დღეისთვის ამერიკაში თანამდებობების უმეტესობა რეკომენდა-
ციებითა და პირადი კონტაქტების გამოყენებით ივსება. რაც უფრო
მეტ ხალხს იცნობ და უფრო მეტ ადამიანთან გიმუშავია, მით უფრო
უკეთესია, როდესაც ამის დრო მოვა, შენთვის შესაძლებლობების მე-
ტი კარი გაიღება.

იფიქრე და დაგეგმე გრძელვადიანი პერიოდის გათვალის-


წინებით

შენი კარიერა გრძელვადიან პერსპექტივაში წარმოიდგინე. მაგა-


ლითად, ადგილობრივ გაზეთებში ხშირად წაიკითხავ სტატიებს წარ-
მატებულ ადამიანებზე. ამ სტატიების მიხედვით ასი ყველაზე ძლი-
ერი „მოთამაშის“ სია შეადგინე. მათი სახელები, თანამდებობები და
საქმიანობის სფეროები ჩამოწერე.
სია უკვე გაქვს და ახლა თითოეულს წერილი მისწერე და პატარა
საჩუქარიც გაუგზავნე, მაგალითად, წიგნი ან რაღაც ისეთი, რაც
ბიზნესს არ უკავშირდება და რამაც (გაზეთებიდან მიღებული ინ-
ფორმაციით) შეიძლება ეს ადამიანი დააინტერესოს.
ყოველთვის, როცა ამ ადამიანთან კონტაქტის მიზეზს გამონახავ,
პატარა ბარათი დაუტოვე. მე ხანდახან იმ აღმასრულებელ დირექ-
ტორებს ვურეკავ ან წერილს ვწერ ხოლმე, რომლებმაც ბოლო პერი-
ოდში რაღაც ღირსშესანიშნავი გააკეთეს და ამაზე პრესაში დაიწე-
რა. ხშირად ვერ ვახერხებ მათთან დაკავშირებას, მაგრამ მაინც
მუდმივად ვცდილობ, ნიადაგში თესლი მოვახვედრო, რადგან, რაც

232 მკითხველთა ლიგა


უნდა იყოს, საბოლოოდ „რასაც დათესავ, იმას მოიმკი“. როცა იქნე-
ბა, მე მათ პირადად შევხვდები და ის დღე გაახსენდებათ, როდესაც
(ერთი კვირის, თვის ან თუნდაც წლის წინ) ღია ბარათი დავუტოვე.
როდესაც ჩემს ერთ-ერთ მნიშვნელოვან კლიენტს პირველად შევ-
ხვდი ბიზნესყრილობაზე, მას გაახსენდა, რომ სამი წლის წინ ჩემგან
წერილი მიიღო. მკითხა, თქვენ ის არ ხართ, სამი წლის წინ ამა და ამ
თემასთან დაკავშირებით წერილი რომ მომწერეთო? ამის შემდეგ გა-
იბა საუბარი, დაიგეგმა შეხვედრა და ამ ყველაფერს მის ორგანიზა-
ციასთან მრავალწლიანი თანამშრომლობა მოჰყვა.

გაეცი

ასეთი წესია, რაც მეტს გასცემ ისე, რომ სარგებელს არ ელოდები,


უკან მეტი დაგიბრუნდება, ხშირად ყველაზე წარმოუდგენელი გზე-
ბითაც კი.
სანაცნობო წრის გაფართოების არც ერთი მცდელობა არ დაიკარ-
გება. როგორც თესლს, ასევე კონტაქტებსაც აქვს გაღივების სხვა-
დასხვა პერიოდი. ზოგი მცდელობა შედეგს მომენტალურად მოი-
ტანს, ზოგი კი თვეების, შესაძლოა, წლების განმავლობაშიც კი არ
აღმოცენდეს. მოთმინებით უნდა აღიჭურვო და მზად იყო.
ჰარვარდის უნივერსიტეტის დოქტორმა დევიდ მაკელანდმა ჩვენი
საზოგადოების წარმატებული წევრებისთვის დამახასიათებელი ნი-
შან-თვისებები და თავისებურებები გამოიკვლია. აი, რა აღმოაჩინა
მან: შენი არჩევანი, თუ რომელ რეფერენტულ ჯგუფს მიაკუთვნებ
თავს, ანუ ჩვეულებისამებრ თავს ადამიანების რა კატეგორიას უკავ-
შირებ, ყველა სხვა დანარჩენ ფაქტორზე მეტად განსაზღვრავს შენს
წარმატებასა თუ წარუმატებლობას. როგორც ზიგ ზიგლერი ამბობს,
თუ არწივებთან გინდა ფრენა, ინდაურებთან ერთად ნაგავში ქექვას
თავი უნდა დაანებო.

233 მკითხველთა ლიგა


საჭირო ადამიანებს შორის იტრიალე

ისეთ ადამიანებთან გქონდეს ურთიერთობა, ვინც მოგწონს, ვისი-


თაც აღფრთოვანებული ხარ, ვისაც პატივს სცემ და ვისაც გინდა,
რომ დაემსგავსო. თავი ისეთ ადამიანებს დაუკავშირე, ვინც შენს აღ-
ტაცებას იწვევს და ვისი მეგობრებისა და ნაცნობებისთვის წარდგენა
გეამაყება. მიზნობრივ რეფერენტულ ჯგუფში ყოფნა უფრო მეტ
სარგებელს მოუტანს შენს კარიერას, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფაქ-
ტორი.

გქონდეს ურთიერთობა გამარჯვებულებთან

უამრავი მაგალითი არსებობს, როდესაც ერთი შეხედვით არაფ-


რით გამორჩეულმა ადამიანმა, რომელსაც არაფრით გამორჩეული
სამსახური ჰქონდა, ჩვეულებრივ შედეგებს აღწევდა და საშუალო
ანაზღაურებას იღებდა, როგორ შეიცვალა თანამდებობა და ფრიად
პროგრესულ, მოწინავე კომპანიაში გადავიდა სამუშაოდ. რამდენიმე
კვირაში ამ ადამიანის დამოკიდებულება საქმისადმი თავიდან ბო-
ლომდე შეიცვალა. ოპტიმისტ, დადებითად განწყობილ, შედეგებზე
კონცენტრირებულ და მიზანდასახულ ადამიანებთან მუდმივი ურ-
თიერთობით წარსულში ნომინალური შედეგების მქონე ჩვეულებრი-
ვი ადამიანი არაჩვეულებრივ კარიერას იწყებს. სწორედ ამიტომაა,
რომ შენს ცხოვრებაში ნებისმიერი მნიშვნელოვანი ცვლილება იმ
ადამიანებთანაა დაკავშირებული, ვისთან ერთადაც ცხოვრობ ან მუ-
შაობ.

მოსახვევები

შენი ცხოვრების გზაზე თითოეულ მოსახვევში ვიღაც დგას, რომე-

234 მკითხველთა ლიგა


ლიც რაღაც მიმართულებით გაგგზავნის, კარს გაგიღებს ან გიხუ-
რავს, რაღაცით მაინც დაგეხმარება. ბარონ დე როტშილდმა ერთხელ
დაწერა: „უსარგებლო ნაცნობებს ნუ გაიჩენთ“. თუ სერიოზულად
გაქვს გადაწყვეტილი, რომ შენს საქმიანობაში საუკეთესო გახდე და
ზედა ფენებში მოხვდე, იმ ადამიანებზე, ვინც არც ერთი მიმართუ-
ლებით არ მიდის, რაც უნდა კარგები იყვნენ ისინი, დროს ვერ და-
კარგავ. ამ გადასახედიდან საკუთარი თავისა და შენი მომავალი ამ-
ბიციების გათვალისწინებით, ეგოისტურად უნდა მოიქცე. მეგობრე-
ბისა და ნაცნობებისთვის მაღალი სტანდარტები უნდა დააწესო და
კომპრომისზე უარი თქვა.
კარიერის ადრეულ პერიოდში ბევრი ადამიანი არასწორ ურთიერ-
თობებს აყალიბებს და დროს უსარგებლო მეგობრობაზე ხარჯავს. ეს
ნორმალური და ბუნებრივია. შეცდომების დაშვებაში ცუდი არაფე-
რია, განსაკუთრებით მაშინ, თუ ახალგაზრდა და გამოუცდელი ხარ.
მაგრამ იმ სიტუაციაში დარჩენა, რომელიც შენი შესაძლებლობების
სრულად წარმოჩენაში ხელს გიშლის, უპატიებელია, რადგან ის ადა-
მიანები, ვისთანაც ახლა გაქვს ურთიერთობა, შენს ცხოვრებასა და
იმაზე, თუ ვინ გახდები, ბევრად მეტ გავლენას მოახდენენ, ვიდრე
სხვა ნებისმიერი ფაქტორი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ურთიერთობები

ოჯახისა და მეგობრების მხარდაჭერა ყველას გვჭირდება. სრულ-


ყოფილი ოჯახური ცხოვრების შესაქმნელად დროისა და ემოციის
ინვესტირება უმნიშვნელოვანესია. როდესაც შენი ოჯახური ცხოვ-
რება მყარი და დაცულია, თბილი ურთიერთობებით გამოირჩევა, მის
გარეთ, კარიერასა თუ საქმიანობაში ყველაფერს ბევრად უკეთ შეძ-
ლებ.
მაგრამ, თუ შენს ოჯახურ ცხოვრებაში უყურადღებობის ანდა

235 მკითხველთა ლიგა


უგულისყურობის გამო რაღაც არასწორად წარიმართება, სამსახურ-
ში შენს შედეგებს უარყოფითად უმალ დაეტყობა. ოჯახური პრობ-
ლემები ყურადღებას გიფანტავს და ენერგიას გაცლის. ხშირად, ამას
კარიერისთვის საფრთხის შექმნაც შეუძლია.

წინასწარგანზრახული უკიდურესობები

თუ საქმიანობის სფეროში წინ წასაწევად დიდხანს და თავდა-


უზოგავად უნდა იმუშაო, დარწმუნდი, რომ ოჯახის წევრებთან ამის
განხილვა და მათთვის ყოველივეს ახსნა შეიძლება. კარიერის გან-
მავლობაში ბევრი „წინასწარგანზრახული უკიდურესობის“ ატანა
მოგიწევს. ხშირად მოხდება ისე, რომ საათობით და რამდენიმე დღის
განმავლობაში ზედიზედ, შესვენების ან შვებულების გარეშე მოგი-
წევს მუშაობა იმისთვის, რომ პროექტი დაამთავრო ან რაიმე შესაძ-
ლებლობა ხელიდან არ გაუშვა.
დარწმუნდი, რომ ამ „წინასწარგანზრახულ უკიდურესობებს“ შენი
ოჯახის წევრებთან წინასწარ განიხილავ, რათა მათ იცოდნენ, რა
ხდება და ამას რისთვის აკეთებ. ეცადე, ისე მოაწყო, რომ მოგვიანე-
ბით სადმე წაიყვანო, ან მათთან ერთად დასასვენებლად წახვიდე,
ცხოვრებაში ბალანსი აუცილებელია.

გახდი ურთიერთობების ექსპერტი

როდესაც უკვე ჩამოყალიბდები, კონკრეტულად ვისი დახმარება


და ვისთან თანამშრომლობა დაგჭირდება (ცალკეული პიროვნებე-
ბის, დაჯგუფებებისა და ორგანიზაციების) იმისთვის, რომ მიზნებს
მიაღწიო, შეგიძლია, გადაწყვიტო, რომ ურთიერთობების ექსპერტი
გახდე. ადამიანებს ყოველთვის გულისხმიერად, თავაზიანად და თა-
ნაგრძნობით მოექეცი. ოქროს წესის მიხედვით იმოქმედე: ისე მოექე-

236 მკითხველთა ლიგა


ცი სხვას, როგორც გინდა, რომ შენ მოგექცნენ.
რაც მთავარია, ყველას, ვისაც შინ ან სამსახურში ხვდები, ისე მო-
ეპყარი, როგორც „მილიონერ მომხმარებელს“. ადამიანებს ისე უნდა
მოექცე, თითქოს ისინი შენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი
ადამიანები არიან. ისე, თითქოს მილიონი დოლარის ღირებულების
შენი მომსახურების ან/და პროდუქტის ყიდვა შეუძლიათ.
ყოველდღე ეძიე გზა, თუ როგორ შეიძლება სხვა ადამიანებს
ტვირთი შეუმსუბუქო, დაეხმარო, თავიანთი საქმე უკეთ გააკეთონ
და უფრო თავისუფლად იცხოვრონ. მსგავსი საქციელი მათში შენ-
დამი დადებით ემოციებს აღძრავს და გაცემული სიკეთე წლების გან-
მავლობაში ნელ-ნელა უკან დაგიბრუნდება.

ურთიერთობა გქონდეს საჭირო ადამიანებთან

1. შენს სამსახურებრივ თუ საქმიან ცხოვრებაში ყველაზე მნიშ-


ვნელოვანი ადამიანების სია ჩამოწერე, შეადგინე გეგმა, როგორ შე-
გიძლია თითოეულს რამით მაინც დაეხმარო.
2. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანების სია შეადგინე.
განსაზღვრე, როგორი ურთიერთობა გინდა, რომ ამ ადამიანებთან
გქონდეს და მსგავსი ურთიერთობის ასაწყობად, რა უნდა გააკეთო.
3. განსაზღვრე შენს საქმიანობასთან დაკავშირებული ის ჯგუფები
და ორგანიზაციები, რომელში გაწევრება შენთვის მომგებიანი იქნე-
ბა. დღესვე დარეკე და შემდეგ შეხვედრაზე ჩაეწერე.
4. ჩამოწერე გავლენიანი ადამიანების სია და დაგეგმე, რა გზით
შეიძლება ეს ადამიანები პირადად გაიცნო.
5. შენი სოციალური და ბიზნესწრეების გასაფართოებლად ნების-
მიერი შესაძლებლობა უნდა გამოიყენო. მათ წერილები, ბარათები,
ფაქსი ან/და ელექტრონული წერილები გაუგზავნე. ნებისმიერი შე-
საძლებლობისთანავე „ხიდის გადება“ სცადე.

237 მკითხველთა ლიგა


16. შეადგინე მოქმედების გეგმა
ზედმიწევნითობა ყველა წარმატებულ ადამიანს ახასიათებს. გე-
ნიალურობა ტკივილის ატანის ხელოვნებაა... თითოეული დიადი გა-
მარჯვება უმნიშვნელო დეტალებზე განსაკუთრებული ზრუნვითა და
უსაზღვრო მონდომებით მუშაობით მიიღწევა.
ელბერტ ჰუბარდი

მიზნების დასახვა და მათი მიღწევისთვის გეგმების შედგენა წარ-


მატების აუცილებელი კომპონენტია. შესაძლებლობების სრულად
წარმოჩენაში ასე სხვა არც ერთი უნარ-ჩვევა არ დაგეხმარება.
დღესდღეობით ნებისმიერი მნიშვნელოვანი მიღწევა „მრავალსა-
ფეხურიანი სამუშაოა“, რომელიც ბევრ რაღაცას მოიცავს და ერ-
თდროულად რამდენიმე ამოცანის შესრულებაზე მოითხოვს კონცენ-
ტრირებას. მსგავსი სამუშაო მნიშვნელოვანი შედეგის მისაღწევად
გარკვეული მიმართულებით გადასადგამ უამრავ ნაბიჯს მოიცავს
ხოლმე. ისეთი მარტივი რამეც კი, როგორიც რეცეპტის მიხედვით სა-
დილის მომზადებაა, მრავლისმომცველ სამუშაოდ ითვლება. შენი
უნარი, დაგეგმო და შეასრულო ასეთი სამუშაოები, სხვებთან შედა-
რებით, ბევრად მეტის მიღწევის საშუალებას მოგცემს და შენს წარ-
მატებაში გადამწყვეტ როლს შეასრულებს.
დაგეგმვის დანიშნულებაა, შენი უმთავრესი მიზანი რამდენიმე
ამოცანად დაყოფილ პროექტად გადააქციოს, რომლის მიხედვითაც,
კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას და სადაც ყოველ ამ ნაბიჯს
დასაწყისი, შუალედი და დასასრული აქვს, რომელთაგან თითოე-
ულს მკაფიოდ განსაზღვრული საბოლოო ზღვრული ვადები და ქვე-
ვადები მიენიჭება. საბედნიეროდ, ეს ის უნარია, რომელიც შეგიძლია
პრაქტიკაში ნელ-ნელა ისწავლო და გამოიმუშაო. ის შენს საქმიანო-

238 მკითხველთა ლიგა


ბის სფეროსა და ორგანიზაციაში ერთ-ერთ გავლენიან ადამიანად
გაქცევს და რაც უფრო ხშირად გამოიყენებ, მით უკეთ განგივითარ-
დება.

გეგმის დაწყობა

საბედნიეროდ, წინა თავებში შენი მიზნის ან მიზნების მისაღწე-


ვად გეგმის შექმნისთვის აუცილებელი ყველა კომპონენტი განვსაზ-
ღვრეთ და თავი მოვუყარეთ.
1. ახლა უკვე საკუთარ ღირებულებებზე დაყრდნობით, საბოლოო
იდეალური შედეგი ან/და მიზანი მკაფიოდ გაქვს განსაზღვრული,
იცი, რაც გინდა და რატომაც.
2. მიზნები წერილობით გაქვს ჩამოყალიბებული, პრიორიტეტების
მიხედვით დალაგებული და მათგან უმთავრესიც არჩეული.
3. საკუთარ პროგრესზე დასაკვირვებლად საზომი კრიტერიუმები
და სტანდარტებიც შეგიქმნია. საბოლოო ზღვრული ვადები და ქვე-
ვადებიც მიზნობრივად გაქვს განსაზღვრული.
4. ის ძირითადი დაბრკოლებები, სირთულეები და შეზღუდვებიც
იდენტიფიცირებულია, რაც შენსა და შენს მიზანს შორის დგას, ასევე
პრიორიტეტების მიხედვითაც გაქვს დალაგებული.
5. მიზნის მიღწევისთვის აუცილებელი ცოდნა და უნარ-ჩვევებიც
განსაზღვრულია.
6. ეს კომპეტენციები (ცოდნა და უნარ-ჩვევების პრიორიტეტების
მიხედვით გაქვს დალაგებული და გეგმაც კი შეიმუშავე იმისთვის,
რომ ყველაფერი ისწავლო, რაც მიზნის მისაღწევად დაგჭირდება.
7. როგორც შენი საქმიანობის სფეროში, ასევე მის გარეთ, ის პი-
როვნებები, ჯგუფები და ორგანიზაციებიც განსაზღვრულია, რომ-
ლებთან ურთიერთობა და თანამშრომლობა იმისთვის დაგჭირდება,
რომ მათი მხარდაჭერა დაიმსახურო, რათა შემდგომ ისინი შენი მიზ-

239 მკითხველთა ლიგა


ნების მიღწევაში დაგეხმარონ. ამ მიმართულებით შესაბამისი ნაბი-
ჯებიც განსაზღვრო.
მთელი ამ პროცესის განმავლობაში ჩანაწერებს აკეთებდი და
მუდმივად რაღაცას ინიშნავდი, ასე რომ, ახლა მიზნის მისაღწევად
საჭირო გეგმისთვის აუცილებელი მასალა ნელთ გაქვს.
ახლა ნამდვილად მზად ხარ იმისთვის, რომ ეს ყველაფერი მოქმე-
დების გეგმად გადააქციო.

დაგეგმვის პროცესი უმნიშვნელოვანესია

ჟურნალმა Inc.-მ ერთხელ ორმოცდაათი ახალდაარსებული კომ-


პანია, ე.წ. სტარტაპი (ახალწამოწყებული ბიზნესი, დამწყები კომპა-
ნია) გამოიკვლია. ამ კომპანიების ნახევარმა მანამ, სანამ ამუშავდე-
ბოდა, ბიზნესგეგმის განვითარებაზე რამდენიმე თვე დახარჯა, მეორე
ნახევარს კი მოქმედება გეგმის გარეშე ჰქონდა დაწყებული და ყო-
ველდღიური ბიზნესოპერაციების წარმოებისას, უბრალოდ, მიმდი-
ნარე მოვლენებზე რეაგირებდა.
ორი-სამი წლის შემდეგ მკვლევრები ამ კომპანიებს ისევ მიუბრუნ-
დნენ, რათა მათი წარმატების დონე განესაზღვრათ. საკმაოდ საინ-
ტერესო რამ აღმოაჩინეს. იმ კომპანიებმა, რომლებმაც მოღვაწეობა
ნათელი და კარგად ჩამოყალიბებული, ყურადღებით გააზრებული
და ყოველმხრივ დეტალურად გაწერილი ბიზნესგეგმებით დაიწყეს,
უფრო მეტ წარმატებას მიაღწიეს და ბევრად მეტი მოგება ნახეს,
ვიდრე იმ კომპანიებმა, რომლებმაც სპონტანურად წამოიწყეს ბიზ-
ნესი და უბრალოდ დინებას მიჰყვებოდნენ.
იმ კომპანიების უმრავლესობა, რომლებმაც უხეში გამოთვლებით
დაიწყეს მოქმედება, ანუ მათი დამფუძნებლები არ დამსხდარან და
სტრატეგიული დაგეგმარების ყველა დეტალი არ დაუმუშავებიათ, იმ
მომენტისთვის სულს ღაფავდა – მათი უმეტესობა უკვე გაკოტრებუ-

240 მკითხველთა ლიგა


ლი იყო ან საქმიანობა შეწყვეტილი ჰქონდა.
მაგრამ აი, რა იყო ყველაზე საინტერესო აღმოჩენა. მკვლევრები
ბიზნესის მფლობელებს გაესაუბრნენ და ჰკითხეს: „რამდენად ხში-
რად მიმართავთ თქვენს სტრატეგიულ გეგმას ყოველდღიური ოპე-
რაციების წარმოებისას?“
თითქმის ყველა შემთხვევაში ბიზნესის მმართველ აღმასრულე-
ბელ დირექტორებსა და კომპანიების დამფუძნებლებს სტრატეგიუ-
ლი გეგმისთვის, მასზე მუშაობის დასრულების შემდეგ, ერთხელაც კი
არ შეუხედავთ. გეგმა ჩამოყალიბებისთანავე უჯრაში ჩადეს და მო-
მავალ წლამდე, სანამ სტრატეგიული დაგეგმარების პროცესი ხე-
ლახლა არ გაიარეს, არც გადაუხედავთ.
ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენა შემდეგია: იმის მიუხედავად,
რომ გეგმას იშვიათად მიმართავდნენ, თვითონ ის ფაქტიც კი, რომ
ბიზნესის ამ მთავარ ელემენტებზე ფიქრობდნენ, მათი წარმატების-
თვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აღმოჩნდა.

დაგეგმვა შედეგს აუცილებლად გამოიღებს

გენერალ დუაიტ დ. ეიზენჰაუერს იმ დეტალური გეგმის შესახებ


ჰკითხეს, რომელიც მან მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას
ნორმანდიაში შეჭრისას გამოიყენა. გენერალმა ასე უპასუხა: „გეგმე-
ბი სრულიად გამოუსადეგარი, თავად პროცესი კი მეტად საჭირო აღ-
მოჩნდა“.
დასაწყისისთვის ბიზნესგეგმის თითოეული ძირითადი დეტალის
განხილვასა და დამუშავებაში ვარჯიში უფრო მნიშვნელოვანია,
ვიდრე ნებისმიერი სხვა ეტაპი. სწორედ ამიტომ თქვა ალეკ მა კინ-
ზიმ, დროის მართვის ექსპერტმა, რომ „ნებისმიერი მარცხის ძირი-
თადი მიზეზი გეგმის ჩამოუყალიბებლად დაწყებული მოქმედებაა“.
როგორც ძველი სამხედრო აქსიომა ამბობს, „მტერთან პირ ველ

241 მკითხველთა ლიგა


შეტაკებას ვერც ერთი გეგმა ვერ უძლებს“. როდესაც ბიზნესს დაიწ-
ყებ, სიტუაცია ისე სწრაფად შეიცვლება, რომ შენი გეგმა რამდენიმე
დღეში ან შესაძლოა, რამდენიმე საათშიც კი, უსარგებლო განდეს.
მაგრამ რეალურად ყველაზე მნიშვნელოვანი აქ თავად დაგეგმვის
პროცესია. Sun Microsystems-ის წარმომადგენელ სკოტ მაკ ნილის
თქმით, „როდესაც დამწყები ბიზნესმენი ხარ, ნებისმიერი ვარაუდი,
მოსაზრება ყოველ სამ კვირაში ერთხელ ნაგავსაყრელზე უნდა მო-
ისროლო“.

ნებისმიერი დიდი მიღწევის საფუძველი

ყველა წარმატებული ადამიანი წერილობით ჩამოყალიბებული


გეგმების მიხედვით მოქმედებს. კაცობრიობის ნებისმიერ დიდ მიღწე-
ვას, პირამიდების მშენებლობიდან დაწყებული თანამედროვე ეპო-
ქის დიდი ინდუსტრიული პროცესებით დამთავრებული, წინ უძღო-
და უდიდესი სიფრთხილით შექმნილი და კარგად გააზრებული დე-
ტალური გეგმა.
რეალურად, დაგეგმვაზე დახარჯული ყოველი წუთი გეგმის გან-
ხორციელებისას ათ წუთს მოგაგებინებს. ფიქრსა და დაგეგმვაზე და-
ხარჯული თითოეული წუთი სასურველი შედეგის მოტანასთან ერ-
თად დროს, ფულსა და ენერგიას დაგიზოგავს. სწორედ ამიტომაა
ნათქვამი, გეგმის გარეშე თავს მარცხისთვის სწირავო.

დაგეგმვა დროს დაგიზოგავდა ხარჯებს აგაცილებს

წარუმატებლობის უმთავრესი მიზეზი უგეგმოდ მოქმედებაა. ადა-


მიანები, რომლებიც ამბობენ, რომ დაგეგმვისთვის დრო არა აქვთ,
ალბათ მზად არიან, შეცდომების დაშვებისა და დროის, ფულისა და
ენერგიის დაკარგვისთვის.

242 მკითხველთა ლიგა


ნათქვამია, რომ ნებისმიერი ახალი ბიზნესის დაწყება „დროის წი-
ნააღმდეგ რბოლაა“. პირველივე დღეებიდან კომპანიის დამფუძნებ-
ლები ცდილობენ, იმაზე მეტი ფული იშოვონ, ვიდრე ეს ბიზნესში
დარჩენისთვისაა საჭირო. თუ იქამდე, სანამ დაფინანსება ეყოფათ,
ისეთ ბიზნესმოდელს მიაგნებენ, რომელიც ხარჯებზე მეტ შემოსა-
ვალს მოიტანს, ბიზნესი შესაძლოა, წარმატებულად ჩაითვალოს.
მაგრამ თუ ფული იქამდე გაუთავდებათ, ვიდრე იმას მიხვდებიან,
როგორ მიიღონ მოგება, კომპანია პიკირებით დაშვებული თვით-
მფრინავივით დაიმსხვრევა და დაიწვება.

წარმატების ფორმულა

პირადი და ბიზნესწარმატების მისაღწევად ექვსი P ფორმულა არ-


სებობს: „ჯეროვანი დაგეგმვა საქმის არასათანადოდ შესრულების
შანსს ამცირებს“.
ჯეროვან დაგეგმვას შვიდი უპირატესობა აქვს.
უპირველესად, დაგეგმვის პროცესი გაიძულებს, აზრებს თავი მო-
უყარო და ყველა ის ძირითადი პრობლემა განსაზღვრო, რომლებთან
გამკლავებაც მოგიწევს, თუ გინდა, რომ საბოლოოდ წარმატებას მი-
აღწიო.
შემდეგი იმაზე საფუძვლიანად დაფიქრებაა, თუ რა უნდა გააკეთო
მიზნის მისაღწევად. ეს საშუალებას გაძლევს, სანამ მოქმედებას და-
იწყებ, ყველაფერი კარგად აწონ-დაწონო. ამგვარად, უამრავ დროს,
დიდ ადამიანურ და ასევე ფულად რესურსს დაზოგავ.
მესამე – გეგმა, რომელიც დეტალურადაა განხილული და ყოველ-
მხრივ შესწავლილი, საშუალებას გაძლევს, ის შეცდომები და ნაკლი
აღმოაჩინო, რაც შესაძლოა, მოგვიანებით შენი ბიზნესისთვის საბე-
დისწერო და დამღუპველი აღმოჩენილიყო. ეს გაიძულებს, დასვა შე-
კითხვა: „რა იქნება, თუ?..“ მაგალითად, „რა შეიძლება მოხდეს ყვე-

243 მკითხველთა ლიგა


ლაზე უარესი, თუ ამ კონკრეტული მიმართულებით წავალთ?“
დაგეგმვის მეოთხე სარგებელი შენი გეგმის სუსტი წერტილების
აღმოჩენა და მათ გამოსასწორებლად შესაბამისი წინასწარი ზომე-
ბის მიღებაა. შესაძლოა, „საბედისწერო ნაკლი“ აღმოაჩინო, რომე-
ლიც შენს წამოწყებას მიწასთან გაასწორებდა. აღმოჩენა მხოლოდ
დაგეგმვის პროცესის გავლის შედეგადაა შესაძლებელი.
მეხუთე – დაგეგმვა საშუალებას გაძლევს, ის ძლიერი მხარეები და
შესაძლებლობები აღმოაჩინო, რომელთა გამოყენება წარმატების
მიღწევის ალბათობის გასაზრდელად შეგიძლია. ხშირად შენს ძლი-
ერ მხარეებზე წარმოდგენაც არ გაქვს და ვერც ფარულ შესაძლებ-
ლობებს ამჩნევ იქამდე, სანამ დაგეგმვას არ დაიწყებ.
დაგეგმვიდან მიღებული მეექვსე სარგებელი შენი დროის, ფულა-
დი და სხვა დანარჩენი რესურსების იმ ერთ ან ორ მიზანზე კონცენ-
ტრირების შესაძლებლობაა, რომელიც შენს წამოწყებას წარმატებას
მოუტანს. თუ კონკრეტული მიზანი არ გექნება და მასზე არ კონცენ-
ტრირდები, ენერგიას ტყუილად დახარჯავ და ვერაფერსაც ვერ მი-
აღწევ.
ჯეროვანი დაგეგმვის მიერ მოტანილი მეშვიდე სარგებელი ისაა,
რომ ის უამრავ შეცდომას აგაცილებს თავიდან, დაბნეულობასა და
გაურკვევლობაში ბევრად ნაკლებ საათს, კვირასა თუ თვეს გაატარებ
და უფრო ნაკლებ ფულსა და ენერგიას დახარჯავ.

აქედან იქ ვერ წახვალ

ხშირად გადაწყვეტილების მიმღები პირები საგულდაგულო და-


გეგმვისა და ანალიზის შედეგად ხედავენ, რომ არსებულ მდგომა-
რეობასა და მოცემულ დროში მათ ხელთ არსებული რესურსებით ამ
კონკრეტული მიზნის მიღწევა შეუძლებელია. ზოგჯერ შენს კარიე-
რაში საუკეთესო ბიზნესგარიგება სწორედ ის არის, რომელიც თავი-

244 მკითხველთა ლიგა


დანვე არ შედგა.
რამდენიმე წლის წინ ერთ მდიდარ ადამიანთან ვმუშაობდი, რო-
მელმაც ისეთი რაღაც მირჩია, ცხოვრებაში რომ არ დამავიწყდება.
საქმეში თავის გაყოფა უფრო ადვილია, ვიდრე იქიდან გამოღწევაო.
მან მასწავლა, დავფიქრებულიყავი, სანამ საქმეში ფულად და ადა-
მიანურ რესურსს ჩავდებდი.

მნიშვნელოვანი დისციპლინა

დაგეგმვა დისციპლინაცაა და ხელოვნებაც, უნარიც და ჩვევაც,


ანუ ეს ნიშნავს, რომ მის დაუფლებას განმეორებითა და პრაქტიკაში
გამოყენებით შეძლებ და იმაზე ბევრად ადვილია, ვიდრე გგონია.

ჩამოწერე თითოეული ამოცანა და მისი შესაბამისი აქტი-


ვობა

ყველაზე მარტივი ფორმით მოცემული გეგმა ყველა იმ აქტივო-


ბისგან შემდგარი სიაა, რომელიც უნდა შეასრულო კონკრეტული
მიზნის მისაღწევად. დაგეგმვის პროცესის დასაწყებად ფურცელი აი-
ღე და ყველაფერი ჩამოწერე, რაც მიზნის მისაღწევად უნდა გააკე-
თო.
როდესაც რაღაც ახალი გაგახსენდება, სიას დაუმატე. მუდმივად
დაუბრუნდი და რაიმე დამატებითი ინფორმაციის მოპოვებასთან
ერთად თითოეულ პუნქტსა და ნაბიჯს კიდევ ერთხელ თავიდან გა-
დახედე. ეს სია შენი „ოცნების სახლის“ ასაშენებელი, რაღაც იდეა-
ლისტური მიზნის ან შედეგის მისაღწევად განკუთვნილი გეგმაა.

განსაზღვრე პრიორიტეტები და თანამიმდევრობა

ახლა შენი სია პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე, ანუ რომელი

245 მკითხველთა ლიგა


ამოცანა თუ აქტივობაა უფრო მნიშვნელოვანი.
სია თანამიმდევრობითაც უნდა დაალაგო. თანამიმდევრობის გან-
საზღვრისას უნდა გადაწყვიტო, სხვაზე ადრე რომელი აქტივობა უნ-
და შესრულდეს. ხშირად ხდება, რომ, ვიდრე რომელიმე კონკრეტულ
დავალებას არ შეასრულებ, სხვას ვერ დაიწყებ. ზოგჯერ ერთი ამო-
ცანის შესრულება-შეუსრულებლობა მთელ პროცესს აბრკოლებს.

განსაზღვრე შემზღუდველი ფაქტორი

ხშირად გეგმის წარმატება-წარუმატებლობა მასში შემავალი რო-


მელიმე კონკრეტული მიზნის მიღწევაზეა დამოკიდებული. შესაძ-
ლოა ეს მიზანი ახალი ოფისის, საწყობისა თუ ფაბრიკა-ქარხნის
მშენებლობა იყოს. შესაძლოა ის პირველი დასრულებული პროდუქ-
ტისა თუ მომსახურების მიწოდება ან/და გარკვეული რაოდენობის
გაყიდვებია. ასევე შესაძლებელია ეს მიზანი მნიშვნელოვანი საქმის
შესასრულებლად წამყვანი სპეციალისტის დაქირავებაა. დაგეგმვის
პროცესი საშუალებას გაძლევს, გეგმის უკიდურესად მნიშვნელოვანი
ნაწილები განსაზღვრო და დრო და ყურადღება უფრო მეტად იმ სა-
კითხებს დაუთმო, რისი გაკეთებაც წარმატების მისაღწევადაა აუცი-
ლებელი.

დასაწყისში დამარცხებას უნდა ელოდო

თავიდან არც ერთი გეგმა სრულყოფილი არ არის. იმ გეგმების


უმეტესობა, რომლებიც ახლის მისაღწევად იქმნება, თავიდან რამ-
დენჯერმე ჩავარდება ხოლმე. ეს მოსალოდნელიცაა. უნარი, მიიღო
ეს უკუკავშირი და გეგმასა თუ მოქმედებებში ცვლილებები შეიტანო,
შენი წარმატებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია.
მუდმივად დასვი შეკითხვა: „რა მუშაობს და რა არა?“ იმას უფრო

246 მკითხველთა ლიგა


მეტი ყურადღება დაუთმე, რა არის სწორი, ვიდრე იმას, თუ ვინ არის
მართალი.
თუ შენმა გეგმამ არ იმუშავა, დამშვიდდი, ღრმად ჩაისუნთქე და
ხელახლა გადახედე.

გადაწყვეტილებაზე კონცენტრირდი

როდესაც რაღაც პრობლემა გაქვს, განიზრახე მის გადაჭრაზე


ორიენტირებული ადამიანი გახდე. იცოდე, რომ სირთულეები ამ
პროცესის ნაწილი იქნება და გადაწყვიტე, რომ მათ ეფექტიანად მო-
იგერიებ. თუ მიზნებს დროულად ვერ აღწევ, ჰკითხე საკუთარ თავს,
რაშია პრობლემა? კიდევ რა შეიძლება მაბრკოლებდეს? როგორ შე-
იძლება ამ საკითხის გადაჭრა? ახლა რისი გაკეთება შემიძლია? რა
იქნება შემდეგი ნაბიჯი?
შესაძლოა, ისე ჩანს, რომ, როგორც კი ახალი მიზნის მიღწევაზე
დაიწყებ მუშაობას, სირთულეები მაშინვე იჩენენ თავს, დაბრკოლე-
ბები გხვდება, რაღაც უკან გხევს და იქნებ დროებითი მარცხიც კი გა-
ნიცადო. ეს მოსალოდნელია. სრულებით ბუნებრივია და ნორმალუ-
რი. ახლის დაწყება და წარმატების მიღწევა უზარმაზარ ძალისხმე-
ვას მოითხოვს. მაგრამ ეს საფასური დასახული მიზნების მიღწევის-
თვის უნდა გაიღო.

იფიქრე ფურცელზე

თითოეული მოქმედების, ნაბიჯისა და პროცესისთვის სია და ქვე-


სია შეადგინე. მუდმივად გადახედე გეგმებს და პერიოდულად განა-
ახლე და გააუმჯობესე. ეს იმდენჯერ გააკეთე, ვიდრე არ სრულყოფ
მათ.
დაიმახსოვრე, დაგეგმვა უნარ-ჩვევაა და სწორედ იმიტომ, რომ

247 მკითხველთა ლიგა


უნარ-ჩვევაა, მისი სწავლა აბსოლუტურად ჩვეულებრივად შეიძლე-
ბა. შენი უნარი, იფიქრო, დაგეგმო, ჩამოაყალიბო, და მიზნისკენ
სვლისას ინიციატივა გამოიჩინო, საბოლოოდ შენი საქმიანობის სფე-
როს საუკეთესო 10%-ს შორის მოგახვედრებს, მაგრამ, ამას დრო
სჭირდება.
რთული და მრავალსაფეხურიანი მიზნის მისაღწევად საჭიროა
ფურცელზე პროექტის გეგმა დაწერო, სადაც აუცილებლად გასავ-
ლელი ყველა ეტაპი ნათლად იქნება გაწერილი. ამგვარად, მიზანსა
და მის მისაღწევად საჭირო გადასადგმელ ნაბიჯებს თვალსაჩინოდ
წარმოიდგენ. მსგავსი ქმედება, შესაძლოა, მართლაც დაგეხმაროს,
თვალი აგიხილოს და დაგეგმვის პროცესის სუსტი და ძლიერი მხა-
რეები დაგანახვოს.

პროექტის დაგეგმვის მოდელი

პროექტის დაგეგმვისას, ფურცლის ზემოთ დაწერე, თუ რამდენი


დღე, კვირა ან თვე დასჭირდება მის დასრულებას. თუ პროექტი ან
მიზანი თორმეტთვიანია, მიმდინარე თვიდან მოყოლებული ფურ-
ცელზე თორმეტ თვეს დაწერ. ეს პროექტის შესრულებისთვის საჭი-
რო ვადებზე შეგიქმნის წარმოდგენას.
მარცხენა სვეტში შესაბამისი თანამიმდევრობით ყველა იმ დავა-
ლებას ჩამოთვლი, რომელიც უნდა შესრულდეს იმისთვის, რომ სა-
ბოლოო მიზანს მიაღწიო. რისი გაკეთება უნდა დაიწყო პირველ რიგ-
ში? შემდეგ რომელი და ა.შ.
მარჯვენა ქვედა კუთხეში გასაგებად დაწერე, რა არის შენთვის
იდეალური საბოლოო შედეგი. რაც უფრო ნათლად და მკაფიოდ
გაქვს წარმოდგენილი მიზანი, მით მეტად გაგიადვილდება მისი მიღ-
წევა.
კონკრეტული ამოცანის თავიდან ბოლომდე შესრულებისთვის აუ-

248 მკითხველთა ლიგა


ცილებელი დროის საჩვენებლად შეგიძლია ჰორიზონტალური სვე-
ტები გამოიყენო. ამ დავალებებიდან რამდენიმეს ერთდროულად
შესრულება შეიძლება, ხოლო ზოგიერთის დაწყება მხოლოდ მაშინ
შეიძლება, როდესაც რაღაც წინაპირობას შეასრულებ. ამ ამოცანე-
ბიდან ზოგი მეტად და ზოგიც ნაკლებმნიშვნელოვანია. მაგრამ პრო-
ექტის დაგეგმვისთვის შექმნილი ფურცლის საშუალებით შენი მიზა-
ნი შენ წინაშე ნათლად გადაიშლება.

შეკრიბე გუნდი

დაგეგმარების პროცესში ყველა ის ადამიანი უნდა ჩართო, რომე-


ლიც მისი, თუნდაც ძალიან მცირე ნაწილის შესრულებაზეა პასუ-
ხისმგებელი. ხშირად უშვებენ შეცდომას და ჰგონიათ, რომ კონკრე-
ტულ დავალებას სწრაფად და ადვილად მოერევიან. ზოგჯერ შოკის-
მომგვრელი აღმოჩნდება ხოლმე ის ფაქტი, რომ ამ ერთი შეხედვით
მარტივი, ელემენტარული ამოცანის შესრულებას შეიძლება რამდე-
ნიმე თვეც კი დასჭირდეს. დროის ფაქტორმა, რომელიც შენი გეგმის
უმნიშვნელოვანეს ნაწილზე გარკვეულ შეზღუდვებს გიწესებს, შეიძ-
ლება მთლიანი გეგმის გადახედვა გაიძულოს.
ჩვენმა ერთ-ერთმა მმართველმა გადაწყვიტა, ჩვენი ყველა კლიენ-
ტისათვის კომპანიაში განვითარებული ახალი მიმართულების შესა-
ხებ ელექტრონული ფოსტით საინფორმაციო ბიულეტენი გაეგზავნა.
რეკლამების დიზაინერი დაიბარა და დაავალა, რომ ბიულეტენი ერთ
კვირაში მის მაგიდაზე უნდა ყოფილიყო.
მაგრამ გაოცდა, როცა გაიგო, რომ პროფესიონალურად დაწერი-
ლი, გაფორმებული და წარმოებული ბიულეტენის დაბეჭდვას ექვსი-
დან რვა კვირამდე დასჭირდებოდა და ორი ათას დოლარზე მეტი
დაჯდებოდა. პროექტი მაშინვე გააუქმეს.
როდესაც პროექტის დაგეგმვას იწყებ, ყველაზე მეტად იმაზე უნდა

249 მკითხველთა ლიგა


იფიქრო, რამდენად ზუსტად განსაზღვრავ მიზნის მიღწევისთვის სა-
ჭირო ყველა ნაბიჯს და თითოეული მათგანის გადადგმას რა დრო
დასჭირდება. გეგმების დაწყობასა და მიზნების მიღწევაში ოპტიმიზ-
მსაც თავისი დრო აქვს. დაგეგმვის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე სა-
კუთარ თავთან აბსოლუტურად გულწრფელი უნდა იყო, არასოდეს
უნდა გქონდეს ბედისა და იმის იმედი, რომ რაღაც სასწაული მოხდე-
ბა და მხოლოდ ამ ერთხელ ბუნების კანონები შენს სასარგებლოდ
შეიცვლება.

განსაზღვრე შესაძლო წინააღმდეგობები

დაგეგმვის პროცესში, როგორც წესი, სანამ სხვა რომელიმე პრობ-


ლემის მოგვარებას დაიწყებ, ერთი მთავარი დაბრკოლება უნდა გა-
დალახო. როგორც წესი, ვიდრე რომელიმე დასახულ მიზანს მიაღ-
წევ, ერთი მთავარი უნდა მიიყვანო ბოლომდე და სანამ გეგმის რო-
მელიმე სხვა ნაწილს წარმატებით დაასრულებ, ერთ გადამწყვეტ სა-
კითხთან გამკლავება უნდა მოახერხო.
მაგალითისთვის, კომპანიების უმეტესობა, როგორც წესი, საქმია-
ნობას სრულიად მომზადებული და ყოველმხრივ მოწესრიგებული
იწყებს ხოლმე, ყველაფერი წინასწარ აქვთ გათვალისწინებული და
პროფესიონალურად ჩამოყალიბებული, გარდა გაყიდვების პროცე-
სისა, რამაც, წესითა და რიგით, მოგება უნდა შემოიტანოს. ორგანი-
ზაცია სტრატეგიული დაგეგმვის პროცესში ჩაერთვება, საოფისე
ფართს იქირავებს, ავეჯს იყიდის, მომსახურების ან/და პროდუქტის
წარმოებისთვის კომპიუტერებსა და სხვა საჭირო ტექნიკას შეიძენს,
ადმინისტრაციულ-სამეურნეო და სხვა შესაბამისი ბიზნესმიმართუ-
ლებებით თანამშრომლებსაც დაიქირავებს, ანგარიშებს გახსნის და
რეკლამირებასაც დაიწყებს, მაგრამ გაყიდვების პირველხარისხოვანი
პროცესი არა აქვს აწყობილი და რამდენიმე თვეში, კვირაშიც კი, გა-

250 მკითხველთა ლიგა


ყიდვებიდან შემოსული შემოსავლის არარსებობის შედეგად, ფირმა
ნელ-ნელა შეწყვეტს საქმიანობას. მეტწილად ეს მოხდება მაშინაც,
როდესაც „დოთ-ქომების“ ბუმი „დოთ-ბომბების“ აფეთქებაში გა-
დაიზარდა.

განსაზღვრე, რა იქნება შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი


შედეგი

უმთავრესი მიზნისკენ სვლისას, თითოეული ნაბიჯის გადადგმამ,


რა გადამწყვეტი შედეგი უნდა მოგცეს იმისთვის, რომ საბოლოო მი-
ზანს მიაღწიო? როგორ შეგიძლია მათი დაგეგმვა, პრიორიტეტების
მიხედვით დალაგება და იმის უზრუნველყოფა, რომ საქმე თავის
დროზე გაკეთდეს? რა მოხდება, თუკი ყველაფერი აირევა და გეგმის
მიხედვით არ წარიმართება? რას იზამ, თუ შენი მიზნის მისაღწევ
გზაზე დამდგარმა აღმოაჩინე, რომ შენი უმთავრესი მიზნების მიღ-
წევას უფრო დიდი დრო დასჭირდება და უფრო მეტიც დაჯდება,
ვიდრე გეგონა? უკან დასახევად როგორი გეგმა გაქვს? ალბათ გაგი-
გონია ეს გამონათქვამი: „როგორც უზარმაზარ გემს ღია ზღვაში
მხოლოდ ერთი თოკი არ უნდა იჭერდეს, ასევე იდეალური ცხოვრე-
ბის მოწყობის იმედი მხოლოდ ერთ ფაქტორსა და მიზეზზე არ უნდა
იყოს დამოკიდებული“.

დაგეგმვა წარმატების მიღწევის გასაღებია

დაგეგმვა მიზნის მიღწევის პროცესს აუმჯობესებს, ბევრად აჩქა-


რებს და ამარტივებს კიდეც. რაც უფრო დახელოვნდები დაგეგმვაში,
მით მეტ იდეასა და შესაძლებლობას მოიზიდავ, რასაც შემდეგ უფ-
რო დიდი და უკეთესი მიზნების მისაღწევად გამოიყენებ.
უნარი იმისა, გადაწყვიტო, ზუსტად რა გინდა, დაწერო, გეგმა ჩა-

251 მკითხველთა ლიგა


მოაყალიბო და აამუშაო, ინდივიდუალური ეფექტურობისა და მა-
ღალპროდუქტიულობის გასაღებია. ესენი ის უნარებია, რომელთა
სწავლა და სრულყოფაც შეგიძლია. სულ მოკლე დროში შენი ცხოვ-
რების რადიკალურად შეცვლისა და ბიზნესის რეორგანიზაციის, გა-
ყიდვებისა და მოგების გაორმაგების, მიზნების მიღწევისა და ჭეშმა-
რიტი შესაძლებლობების რეალიზების შანსი გაქვს.

შექმენი მოქმედების გეგმა

1. იმ ყველაფრის სია ჩამოწერე, რისი გაკეთებაც, ფიქრობ, რომ


მიზნის მიღწევისთვის მოგიწევს. არაფერი გამოტოვო.
2. სია პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე. რომელია ყველაზე
მნიშვნელოვანი ამოცანა თუ აქტივობა? შემდეგი და ა.შ.
3. სია თანამიმდევრობის მიხედვითაც უნდა მოაწესრიგო. რომე-
ლია ის აქტივობა, რომელიც სხვაზე ადრე უნდა შესრულდეს?
4. განსაზღვრე, რამდენი დრო და თანხა დაგჭირდება მიზნის მი-
საღწევად ან ამოცანის შესასრულებლად. გაქვს წარმატებისთვის სა-
ჭირო დრო და რესურსები?
5. შენს გეგმას მუდმივად დაუბრუნდი და რეგულარულად გადახე-
დე ხოლმე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც რაღაც ახალ ინფორმა-
ციას მიიღებ ან საქმე ისე არ მიდის, როგორც გინდოდა წასულიყო.
საჭიროების შემთხვევაში, მზად იყავი ცვლილებისთვის.

252 მკითხველთა ლიგა


17. დრო გონივრულად გამოიყენე
დრო ხელიდან ქვიშასავით გვისხლტება და უკან აღარასოდეს
დაგვიბრუნდება. ისინი, ვინც დროს ჭკვიანურად გამოიყენებენ,
მდიდრული, ნაყოფიერი და სასიამოვნო ცხოვრებით დაჯილდოვდე-
ბიან.
რობინ შარმა

იმისთვის, რომ შენს მიზნებს მიაღწიო, შენს ხელთ არსებული


დრო უნდა აკონტროლო. ფსიქოლოგები თანხმდებიან, რომ „კონ
ტროლის შეგრძნება“ ბედნიერების, თავდაჯერებულობისა და ძალა-
უფლების ფლობის, ასევე, პირადი კეთილდღეობის გასაღებია. „კონ-
ტროლის შეგრძნება“ მხოლოდ მაშინ გექნება, როდესაც დროის მარ-
თვის უნარ-ჩვევებს გამოიმუშავებ.
კარგი ამბავი ისაა, რომ დროის მართვის უნარის, როგორც ყველა
სხვა უნარ-ჩვევის, გამომუშავება შესაძლებელია. მნიშვნელობა არა
აქვს, რამდენად არაორგანიზებული ან მედღეხვალიე იყავი წარ-
სულში, რამდენად გიყვარდა საქმის გადადება, ან რამდენად მარტი-
ვად გეფანტებოდა ყურადღება წვრილმანი აქტივობებით, ახლა შე-
გიძლია შეიცვალო. თუკი მიხვდები, როგორ მოახერხეს სხვებმა გა-
ურკვევლობიდან და ქაოსიდან თავის დაღწევა და ცხოვრებაში მეტი
სიცხადის შეტანა, უიმედო მდგომარეობიდან გამოსვლა და კვლავ
საქმეზე კონცენტრირება, იქნებ საქმიანობის შენს სფეროში ერთ-
ერთი ეფექტიანი და პროდუქტიული, კვალიფიციური და მიზან მი-
მართული პიროვნება გახდე.

არჩევანი და გადაწყვეტილებები

წარმოიდგინე, რომ წარმატების მომტანი მონეტა გაქვს. მისი

253 მკითხველთა ლიგა


ავერსი უნარია, საკუთარ თავს ნათელი და კონკრეტული მიზნები
დაუსახო, ხოლო იმავე მონეტის რევერსი უმნიშვნელოვანეს ამოცა-
ნებზე ყოველდღიურად და გამუდმებით, დაუღალავად მუშაობის
უნარი იქნება. ამ მომენტამდე შენი ცხოვრება სწორედ შენმა არჩე-
ვანმა და მიღებულმა გადაწყვეტილებებმა შექმნა. იმისთვის, რომ
ცხოვრება როგორმე შეცვალო, სხვა არჩევანი უნდა გააკეთო, ისეთი
გადაწყვეტილებები უნდა მიიღო, რომლებიც უფრო მეტად იქნებიან
თანხვედრაში იმასთან, თუ ვინ ხარ და რა გინდა სინამდვილეში.
დროის მართვა მიზნების განსაზღვრითა და მათი ღირებულებები-
სა და პრიორიტეტების მიხედვით დალაგებით იწყება. ნებისმიერ მო-
მენტში ნათლად უნდა გქონდეს წარმოდგენილი, დროის მოცემულ
მონაკვეთში რა არის შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი.
რაღაც მომენტში შენი მიზანი შეიძლება ბიზნესთან, კარიერასთან
ან თუნდაც ფინანსებთან, მოგვიანებით კი ოჯახთან ან ახლობლებ-
თან ურთიერთობებთან იყოს დაკავშირებული. ზოგჯერ შენი მიზანი
ფორმაში ჩადგომა და ჯანმრთელობაზე ზრუნვაა. ნებისმიერ შემ-
თხვევაში, სნაიპერივით უნდა მოიქცე – მოცემულ მომენტში ყველა-
ზე მნიშვნელოვანი უნდა ამოიღო მიზანში და იმას ესროლო, და არა
მეტყვიამფრქვევესავით, რომელიც ქაოსურად, შემთხვევითობის
პრინციპით ისვრის. ნუ ეცდები რამდენიმე საქმის ერთდროულად გა-
კეთებას.

სწორად მოქცევა

მეტაფიზიკოსსა და ფილოსოფოსს, პიტერ უსპენსკის ერთხელ ერ-


თმა სტუდენტმა ჰკითხა: „საიდან მეცოდინება, ჩემი რომელი საქცი-
ელია სწორი?“
უსპენსკიმ უპასუხა: „მითხარი, რა არის შენი მიზანი და გეტყვი,
როგორ მოიქცე სწორად“.

254 მკითხველთა ლიგა


ეს მნიშვნელოვანია. ერთადერთი საშუალება, რომლითაც შეგიძ-
ლია განსაზღვრო, თუ რა არის სწორი ან არასწორი, რა მნიშვნელო-
ვანი და რა ნაკლებმნიშვნელოვანი, რას უნდა მივანიჭოთ მეტი და
რას ნაკლები პრიორიტეტი, უპირველესად იმის განსაზღვრაა, კონ-
კრეტულ მომენტში რა არის შენი მიზანი. ამის შემდეგ მოქმედებების
კატეგორიებად დაყოფა შეგიძლია.
აქტივობა რაღაც ისეთია, რასაც შენი მიზნისკენ მიჰყავხარ, რაც
უფრო პირდაპირი გზითა და სწრაფად ივლი, მით უკეთესია. აქტი-
ვობას მიზნისკენ არ მიჰყავხარ, მაგრამ ის შენთვის მაინც მნიშვნე-
ლოვანია.

ინტელექტის როლი

გელუპის (სოციალური კვლევის ორგანიზაცია) ინტერვიუებში,


რომელიც ათასობით ადამიანის ცხოვრებასა და სამსახურში მიღ-
წეული წარმატების საფუძვლების გამორკვევას ემსახურებოდა, გა-
მოკითხულები „ინტელექტის“ მნიშვნელობას ხშირად ახსენებდნენ.
მაგრამ, როდესაც მკვლევრებმა მათგან „ინტელექტის“ განმარტება
მოითხოვეს, ფრიად საინტერესო პასუხი მიიღეს. აღმოჩნდა, რომ უმ-
რავლესობისთვის ინტელექტი ცოდნის კოეფიციენტითა და სკოლაში
მიღებული ნიშნებით არ განისაზღვრება, არამედ მას, როგორც „ქცე-
ვის მანერას“, ისე განიხილავენ.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ ჭკვიანი ადამიანივით მოიქცევი,
ჭკვიანი ხარ. სკოლაში რა ნიშნებზეც უნდა გესწავლა და რა ხარის-
ხები და ჯილდოებიც უნდა მიგეღო, თუ სულელურად მოიქცევი, გო-
ნიერად მაინც არავინ ჩაგთვლის.
და მაინც, როგორ განისაზღვრება ჭკვიანური ქცევა? ჭკვიანურია
ნებისმიერი მოქმედება, რომელსაც დასახული მიზნების მისაღწევად
აკეთებ. ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც ისეთს აკეთებ, რაც შენ ყვე-

255 მკითხველთა ლიგა


ლაზე სასურველ მიზანთან გაახლოებს, ჭკვიანურად იქცევი. მეორე
მხრივ, სულელურად იქცევი, თუ მიზნისკენ არ მიდიხარ ან კიდევ
უარესი, თუ მიზანს სულ უფრო და უფრო შორდები.
უხეშად რომ ვთქვათ, ნებისმიერი მოქმედება, რომელიც სრულყო-
ფილების მიღწევაში არ გეხმარება, სულელურია. სამყარო სავსეა
ადამიანებით, რომლებიც ყოველდღე უგუნურად იქცევიან და ვერც
კი აცნობიერებენ, ეს მათ ცხოვრებაზე როგორ უარყოფით გავლენას
ახდენს.

განსაზღვრე გრძელვადიანი მიზნები

სიცხადე დროის მართვაშიც აუცილებელია. დრო გამონახე, დაჯე-


ქი და ფურცელზე ჩამოწერე ცხოვრებაში თითოეული მიმართულე-
ბით კონკრეტულად, რისი მიღწევა გსურს. გადაწყვიტე, რა იქნება
შენი საბოლოო გრძელვადიანი მიზანი ფინანსური, ოჯახური თუ
ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით. როდესაც ნათლად
და კონკრეტულად გაქვს წარმოდგენილი, რას უმიზნებ, აწყმოს და-
უბრუნდი და ყოველი დღის თითოეული საათი და წუთი დაგეგმე,
რათა შენს განკარგულებაში არსებული დრო მაქსიმალურად გამოი-
ყენო.

სიით დაიწყე

დროის მართვის მთავარი ინსტრუმენტი სიაა, რომელიც დალაგე-


ბულია პრიორიტეტების მიხედვით და მუდმივად გამოიყენება საკუ-
თარი თავის მართვისა და თვითკონტროლისთვის. სინამდვილეში,
დროის მართვა შეუძლებელია, მხოლოდ საკუთარ თავს თუ მართავ.
სწორედ ამიტომ მოითხოვს ის თვითდისციპლინას, თვითკონტროლ-
სა და თავდაჭერილობას. დროის მართვისას, რომელმაც, თავის

256 მკითხველთა ლიგა


მხრივ შენი ცხოვრება და სამუშაოს ხარისხი უნდა გააუმჯობესოს,
აუცილებელია, საჭირო გადაწყვეტილებების მიღება და დაწყებული
საქმის ბოლომდე მიყვანა.
ცხოვრება გრძელვადიანი, საშუალო და მოკლევადიანი მიზნებისა
და პროექტების სიის გათვალისწინებით უნდა დაგეგმო. ყოველი თვე
წინასწარ უნდა გაწერო, იმ სიის მიხედვით, რომელშიც ყველა ის მი-
ზანია ჩამოწერილი, რისი მიღწევაც მოცემულ თვეში გინდა. ყოველი
მრავალამოცანიანი სამუშაოს დასასრულებლად საჭირო ნაბიჯების
სია შეადგინე, რომელსაც შემდეგ პრიორიტეტებისა და რიგითობის
მიხედვით დაალაგებ.

გამოიყენე წინასწარ დაგეგმვის მეთოდი

დღესვე დაიწყე ყოველი კვირის წინასწარ დაგეგმვა. სასურველია,


ეს სამუშაო კვირის დაწყებამდე, კონკრეტულად კვირა დღეს გააკე-
თო ხოლმე. ყოველი დღეც წინასწარ დაგეგმე და სასურველია, ესეც
წინა ღამეს გააკეთო.
როდესაც იმ ყველაფრის სიას ჩამოწერ, რაც მომდევნო დღეს უნდა
გააკეთო, შენი ქვეცნობიერი ამ სიაზე მთელი ღამე იმუშავებს. დი-
ლით კი შესაძლოა ისეთი აზრები და იდეები მოგივიდეს, რაც შენს
სიაში არსებულ რომელიმე დავალების შესრულებაში დაგეხმარება.
გეგმების ჩამოწერით ე.წ. მიზიდულობის კანონს გაააქტიურებ. შენს
ცხოვრებაში იმ ადამიანებს, შესაძლებლობებსა და რესურსებს მო-
იზიდავ, რომლებიც მიზნების მიღწევასა და დავალებების საუკეთე-
სოდ შესრულებაში დაგეხმარება.

განაცალკევე გადაუდებელი და მნიშვნელოვანი საქმეები

დროის მართვის პროცესში გადაუდებელი და უბრალოდ მნიშვნე-

257 მკითხველთა ლიგა


ლოვანი საქმეები ერთმანეთისგან უნდა განაცალკეო. გარე ფაქტო-
რები იმაზე ახდენს გავლენას, რომელი საქმე იქნება შენთვის მნიშ-
ვნელოვანი და პრიორიტეტული, ანუ გადაუდებელი. ეს საქმეები და-
უყოვნებლივ უნდა გააკეთო. დღის უმეტესი ნაწილი სწორედ მათ
მოგვარებაზე იხარჯება. გადაუდებელი საქმე ხშირად აიძულებს
ადამიანებს, შეწყვიტონ სხვა სამუშაო და მის მოგვარებაზე გადაერ-
თონ, უფროსებისა და მომხმარებლების მოთხოვნებს მოერგონ და
დააკმაყოფილონ.
რაც შეეხება მნიშვნელოვან საქმეებს, მათი შესრულება საუკეთე-
სო შემთხვევაში შენს გრძელვადიან მომავალს წაადგება. ამ დავა-
ლებებიდან ზოგიერთი შესაძლოა სწავლა, დაგეგმვა, სამომხმარებ-
ლო ბაზრის კვლევა და მოქმედების დაწყებამდე პრიორიტეტების
განსაზღვრა იყოს.
ისეთი დავალებებიც არსებობს, რომლებიც გადაუდებელია, თუმცა
უმნიშვნელო. ასეთია, მაგალითად, სატელეფონო ზარის პასუხი ან
იმ თანამშრომლისგან თავის დაღწევა, ვისაც ატყობ, რომ, ჭორაობა
უნდა. იქიდან გამომდინარე, რომ ეს ყველაფერი სამუშაო დღის გან-
მავლობაში ხდება, ადვილი შესაძლებელია, რეალურ საქმეში აგერი-
ოს. თუმცა განსხვავება ისაა, რომ მსგავსი ქმედებები შედეგებს არ
იძლევა. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ ასეთ უმნიშვნელო აქტივო-
ბაში ჩაებმები, შენს სამსახურსა და კომპანიას ამით ვერაფერს არ-
გებ.
დავალებების მეოთხე კატეგორია ისეთია, რომლებიც არც გადაუ-
დებელია და არც მნიშვნელოვანი. ასეთია, მაგალითად, სამსახურში
გაზეთის წაკითხვა ან სადილად დიდი ხნით გასვლა. მსგავსი ქმედე-
ბები შენს კარიერას ზიანის მეტს არაფერს მოუტანს, რადგან ამ
დროის გამოყენება იმ შედეგების მისაღებად შეგეძლო, რისთვისაც
ფულს გიხდიან და რაზეც შენი კარიერაა დამოკიდებული.

258 მკითხველთა ლიგა


გაითვალისწინე შედეგები

კონკრეტული დავალების ან აქტივობის ღირებულების განმსაზ-


ღვრელი უმნიშვნელოვანესი სიტყვა „შედეგია“. მნიშვნელოვანია ის
დავალება, რომლის შესრულებას ან შეუსრულებლობას სერიოზული
შედეგები მოჰყვება. რაც უფრო გრანდიოზულია ამა თუ იმ დავალე-
ბის ან აქტივობის მოსალოდნელი შედეგი, შესაბამისად, მით უფრო
მნიშვნელოვანია იგი.
დავალება, რომელსაც შედეგი, ფაქტობრივად, არ მოჰყვება, უმ-
ნიშვნელოა. ამიტომ შენი მიზანი იმ დავალებების შესრულებისთვის
მეტი დროის დათმობა უნდა იყოს, რომელსაც შენს ცხოვრებასა და
კარიერაზე უდიდესი გავლენა ექნება.

გამოიყენე 80/20-ზე წესი

როდესაც მომავალი დღისთვის შესასრულებელი დავალებების სი-


ას ჩამოწერ, მოქმედების დაწყებამდე, მას 80/20-ზე წესის გამოყენე-
ბით გადახედე.
ეს 80/20-ზე წესი ამბობს, რომ შენი აქტივობების ოცი პროცენტი,
საერთო ჯამში, ყველა აქტივობის ღირებულების ოთხმოც პროცენტს
შეადგენს. თუ ათი პუნქტისგან შემდგარი სია გაქვს, აქედან ორი და-
ნარჩენ რვაზე ბევრად მნიშვნელოვანია.
ათიდან ორ დავალებას უფრო დიდი შესაძლო შედეგები მოჰყვება,
ვიდრე დანარჩენ ოთხმოც პროცენტს.
იშვიათად 90/10-ზე წესიც გამოიყენება ხოლმე. შენი სიიდან ერთი
კონკრეტული ამოცანის შესრულებას უფრო მეტი ღირებულება შე-
იძლება ჰქონდეს, ვიდრე ერთად აღებულ ყველა დანარჩენს. მაგრამ,
სამწუხაროდ, ეს ის დავალებაა, რომლის შესრულებასაც დიდი სი-
ამოვნებით გაწელავ ხოლმე.

259 მკითხველთა ლიგა


შემოქმედებითად მედღეხვალიობა

როდესაც შენ მიერ შესასრულებელი დავალებების ოცი ყველაზე


მნიშვნელოვანი პროცენტი განსაზღვრული გაქვს, დანარჩენები შე-
გიძლია „შემოქმედებითად მედღეხვალიობას“ დაუთმო. იმის გამო,
რომ ყველაფრის ერთდროულად გაკეთებას ვერ შეძლებ, რაღაცის
სხვა დროისთვის გადადება მოგიწევს. საკითხავი ისაა, ამისთვის რო-
მელ დავალებებს აირჩევ?
პასუხი მარტივია: იმ დავალებების ოთხმოცი პროცენტის შესრუ-
ლება შეგიძლია გადადო, რომლებიც შენი მიზნებისა და სასურველი
შედეგების მიღწევაში დიდად ვერაფრით გეხმარება. შენი დრო და
ენერგია მთლიანად იმ დავალებების დასრულებას მოახმარე, რო-
მელთაც ყველაზე მეტად შეუძლიათ რამის შეცვლა.

მიმართე ABCDE მეთოდს

პრიორიტეტების განსაზღვრის კიდევ ერთი საშუალება ABCDE მე-


თოდის გამოყენებაა. ანუ, ვიდრე რომელიმე მათგანის შესრულებას
შეუდგები, დავალებების სიას უნდა გადახედო და თითოეულს გვერ-
დით ABCDE ასოები უნდა მიუწერო. მოქმედების დაწყებამდე ამ სა-
ვარჯიშოს შესრულება და შენ წინაშე მდგარ ამოცანებზე დაფიქრე-
ბა, შენს ეფექტიანობასა და პროდუქტიულობას მკვეთრად გაზრდის.
1. A კატეგორიისაა დავალება, თუ ის ძალიან მნიშვნელოვანია.
ასეთი დავალების დასრულებას ან დაუსრულებლობას სერიოზული
შედეგები მოჰყვება. ამ დავალების შესრულება-შეუსრულებლობამ
შესაძლოა შენს შედეგებსა და წარმატებაზე დიდი გავლენა მოახდი-
ნოს. A დავალება ყოველთვის პირველი, სხვა კატეგორიის დავალე-
ბის შესრულებამდე უნდა გააკეთო.
თუ ერთზე მეტი A კატეგორიის დავალება გაქვს შესასრულებელი,

260 მკითხველთა ლიგა


პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე, მაგალითად ასე: A-1, A-2, A-3,
და ა. შ. როდესაც ამასაც გააკეთებ, A-1 დავალებაზე კონცენტრირდი
და სანამ რაიმე სხვას წამოიწყებ, მთელი ენერგია ამ საქმის დაწყე-
ბისა და დასრულებისკენ მიმართე.
2. B კატეგორიის დავალება უნდა გააკეთო, მაგრამ მის დასრულე-
ბას ან დაუსრულებლობას უმნიშვნელო შედეგები მოჰყვება. მაგალი-
თად, მსგავსი კატეგორიის დავალებებია მეგობართან დარეკვა, თა-
ნამშრომლებთან ერთად სასადილოდ წასვლა ან ელექტრონული
ფოსტის შემოწმება. მათმა შესრულებამ ან შეუსრულებლობამ შე-
საძლოა მხოლოდ მცირე უსიამოვნება გამოიწვიოს, რასაც შენს
ცხოვრებაზე საკმაოდ უმნიშვნელო გავლენა ექნება.
3. C კატეგორიის დავალება ისეთია, რასაც, კარგი იქნება, თუ გა-
აკეთებ, მაგრამ შენს ცხოვრებაზე არავითარ ზეგავლენას არ მოახ-
დენს. კიდევ ერთი ჭიქა ყავის დალევა, თანამშრომელთან საუბარი,
გაზეთის წაკითხვა, ან დღის განმავლობაში საყიდლებზე წასვლა – C
კატეგორიის დავალებაა. მსგავსი დავალებების შესრულება-შეუს-
რულებლობა, შენს ცხოვრებასა თუ კარიერაზე გავლენას ვერ მოახ-
დენს.
წესი ასეთია: არასოდეს გადახვიდე B დავალების შესრულებაზე,
თუ A კატეგორიის დავალებაზე მუშაობა ჯერ არ დაგიმთავრებია.
არასოდეს დაიწყო C კატეგორიის ამოცანის შესრულება, თუ ჯერ კი-
დევ არ დაგისრულებია B კატეგორიის დავალება. დღის განმავლო-
ბაში A დავალებაზე იყავი კონცენტრირებული.
4. D კატეგორიის დავალება შეგიძლია სხვას გადააბარო, იმ თა-
ნამშრომელს, რომელსაც შენზე ნაკლები საათობრივი ანაზღაურება
აქვს, ანდა იმაზე ნაკლები, ვიდრე გინდა, რომ გამოიმუშავებდე.
წესი ასეთია: თუ რაიმე დავალების სხვისთვის გადაბარება შეგიძ-
ლია, ასეც უნდა მოიქცე, რათა A კატეგორიის დავალების შესასრუ-

261 მკითხველთა ლიგა


ლებლად, რომელიც ცხოვრებასა და კარიერაში შენს ბედნიერებასა
და წარმატებას ასე თუ ისე განსაზღვრავს, მეტი დრო დაგრჩეს.
5. E კატეგორიის დავალება შეგიძლია საერთოდაც არ შეასრულო.
ეს შესაძლოა ადრინდელი აქტივობები იყოს, რომლებიც დღეს შენი
ყველაზე მთავარი მიზნის მიღწევისთვის უკვე ნაკლებად მნიშვნე-
ლოვანია. დღის განმავლობაში განხორციელებული აქტივობების ნა-
ხევარზე მეტის ძირფესვიანად ამოგდება შეიძლება, თანაც ისე, რომ
ამას შენს ცხოვრებაზე არანაირი გავლენა არ ექნება.

გამორიცხული ალტერნატივის კანონი

არჩევანში ყოველთვის თავისუფალი ხარ. მთელი შენი ცხოვრება


აწყობილია არჩევანზე, რომელი საქმე უნდა გააკეთო და რომელი
არა. გამორიცხული ალტერნატივის კანონი ამბობს, რომ რაღაც ერ-
თის გაკეთება რაიმე სხვის გაუკეთებლობას ნიშნავს.
რომელ დავალებაზეც უნდა დაიწყო მუშაობა, შეგნებულად თუ
შეუგნებლად, რომელიმე სხვა დავალების შესრულებაზე ამბობ
უარს, რაც იმ კონკრეტულ მომენტში შეგეძლო გაგეკეთებინა. უნარი,
გონივრულად აირჩიო, რას გააკეთებ პირველ რიგში და რას შემდეგ,
და ასევე, რას საერთოდ არ გააკეთებ, მთელ შენს ცხოვრებას განსაზ-
ღვრავს.

შეარჩიე ყველაზე ღირებული დავალება

წარმატებული, მაღალშემოსავლიანი ადამიანები ხშირად წარუ-


მატებელ, დაბალანაზღაურებად ადამიანებზე ჭკვიანები არც არიან.
მათ შორის ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ წარმატებულნი
მნიშვნელოვანი დავალებების შესრულებაზე მუშაობენ, წარუმატე-
ბელნი კი წვრილმანებზე ფლანგავენ დროს. არჩევანის გაკეთებაში

262 მკითხველთა ლიგა


ყოველთვის თავისუფალი ხარ.
ყოველთვის შეგიძლია ის აირჩიო, რისი გაკეთებაც უფრო მეტად
გინდა. საბოლოოდ, შენი არჩევანი ყოველივე იმას განსაზღვრავს,
რაც მომავალში გადაგხდება.

ისწავლე თითოეულ ამოცანაზე პერსონალურად მუშაობა

დროისა და საკუთარი თავის მართვის ერთ-ერთი უძლიერესი


ტექნიკა თითოეულ ამოცანაზე პერსონალურად მუშაობაა. რას ნიშ-
ნავს ეს? როდესაც A-1 დავალებას ამოარჩევ და მასზე მუშაობას და-
იწყებ, სანამ არ დაასრულებ, მთელ ყურადღებას ამ დავალების შეს-
რულებას უთმობ. ამით საკუთარ თავს კონცენტრირებულად მუშაო-
ბას აჩვევ.
თუ გრძნობ, რომ ყურადღება გეფანტება და საქმისთვის თავის
დანებებისა და მისი სხვა დროისთვის გადადების სურვილმა შემოგი-
ტია, თავს შეუძახე და გაამხნევე სიტყვებით: „იმუშავე! იმუშავე!
იმუშავე!“ შედეგად, მოტივაცია გაგიახლდება და საქმეს ბოლომდე
მიიყვან.
თომას ედისონმა ერთხელ დაწერა: „ჩემი წარმატება ნებისმიერ
უნარ-ჩვევაზე მეტად იმის დამსახურებაა, რომ ერთ ამოცანაზე მუდ-
მივად შეუჩერებლად შემიძლია მუშაობა“. შენც უნდა სცადო ამ
პრინციპით მოქმედება.

შექმენი დროის ინტერვალები

დღე ისე დაგეგმე, რომ ოცდაათი წუთის, ერთი საათის ან საათ-ნა-


ხევრის განმავლობაში შეუწყვეტლად იმუშაო. ეს დროის ის ინტერ-
ვალებია, რომელთა განმავლობაშიც შენთვის ყველაზე მნიშვნელო-
ვანი საქმის შეფერხებისა და შესვენების გარეშე გაკეთება შეგიძლია.

263 მკითხველთა ლიგა


განუწყვეტლივ დიდხანს მუშაობის ერთ-ერთი გზა დილით ადრე
ადგომა და მნიშვნელოვან დავალებაზე, პროექტსა თუ შეთავაზება-
ზე შეუჩერებლად, შეუსვენებლად მუშაობაა. შესაძლებელია, ამის-
თვის დრო საღამოობით ან შაბათ-კვირას გამოყო, მაგრამ ფაქტია,
ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმე, რომელსაც სერიოზული შედეგები
შეიძლება ჰქონდეს, დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში
ენერგიულად და კონცენტრირებულად მუშაობას მოითხოვს.
ერლ ნაითინგეილის თქმით, კაცობრიობის ნებისმიერ დიდ მიღწე-
ვას წინ უძღოდა დროის გრძელვადიანი პერიოდი, ხშირად მრავალ-
წლიანი კონცენტრირებული ძალისხმევა.

გზიდან არ გადაუხვიო

ყოველი სამუშაო დღის დაწყებამდე საკუთარ თავს ხუთი კითხვა


უნდა დაუსვა და პასუხიც გასცე.
პირველი კითხვა ასეთია: „რატომ მიხდიან ხელფასს? კონკრეტუ-
ლად რის მისაღწევად დამიქირავეს?“ წარმოიდგინე, რომ უფროსი
გეკითხება: „რისთვის გიხდით ფულს?“ რას უპასუხებდი?
ფაქტია, რომ სამსახურში გარკვეული კონკრეტული შედეგის მისა-
ღებად აგიყვანეს, რასაც ორგანიზაციისთვის ეკონომიკური სარგებე-
ლი მოაქვს და რომ შენ მიერ მიღწეული შედეგებისა და შესრულე-
ბული საქმის ოცი პროცენტი რეალურად ოთხმოცი პროცენტით მე-
ტად ღირებულია შენი ორგანიზაციისთვის, ვიდრე ნებისმიერი სხვა
რამ, რაც უნდა გააკეთო. დანამდვილებით უნდა იცოდე, რატომ გიხ-
დიან ხელფასს და ყოველდღე დრო და ენერგია სწორედ იმ საქმის
გაკეთებას უნდა დაუთმო, რასაც შენი კომპანიისთვის მართლაც დი-
დი მნიშვნელობა აქვს.

264 მკითხველთა ლიგა


კონცენტრირდი მეტად ფასეულ,სასარგებლო აქტივობებ-
ზე

მეორე, რასაც საკუთარ თავს მთელი დღის განმავლობაში უნდა


ეკითხებოდე, ასეთია: „რა არის ჩემ მიერ განხორციელებული ის აქ-
ტივობები, რომელთაც ორგანიზაციისთვის ყველაზე მეტი სარგებე-
ლი მოაქვს?“ ეს ის აქტივობებია, რომლებიც კომპანიასა და კარიე-
რაში შენს ნიჭს, უნარ-ჩვევებს, გამოცდილებასა და შესაძლებლობას
საუკეთესო კუთხით წარმოაჩენს. რომელია ისინი?
თუ პასუხებში დარწმუნებული არ ხარ, უფროსთან მიდი და ჰკით-
ხე, რას ფიქრობს, შენ მიერ განხორციელებული აქტივობებიდან მის-
თვის რომელია ყველაზე ღირებული. პასუხი როგორიც უნდა აღმოჩ-
ნდეს, დაიფიცე, რომ ამ კონკრეტულ დავალებებზე დღე და ღამე
იმუშავებ.

განსაზღვრე შენი საქმიანობის მნიშვნელოვანი სფეროები

მესამე შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს ყოველდღე უნდა და-


უსვა, შემდეგია: „რომელია ჩემს საქმიანობაში ყველაზე მნიშვნელო-
ვანი მიმართულებები?“ როგორც ადრე ვახსენეთ, საქმიანობისთვის
ყველაზე მნიშვნელოვანი ის დავალებებია, რომელთა შესრულება
აუცილებელია სასურველი შედეგის მისაღებად. მეტწილად სწორედ
ეს დავალებები განსაზღვრავს შენს კარიერულ წარმატებასა თუ
მარცხს.
როდესაც იმ დავალებებს განსაზღვრავ, რომელთა შესრულებაც
შენი საქმიანობის წარმატებისათვის გადამწყვეტია, არა მხოლოდ
ყველანაირად უნდა ეცადო მათ უმაღლეს დონეზე შესრულებას,
არამედ იმისკენ უნდა ისწრაფოდე, რომ თითოეული ამ მიმართულე-
ბით დღითი დღე უკეთ იმუშაო. დაიმახსოვრე, ის უნარ-ჩვევა, რომე-

265 მკითხველთა ლიგა


ლიც ყველაზე ნაკლებად გაქვს განვითარებული, როგორც წესი, გან-
საზღვრავს იმას, რამდენად შეძლებ შენი სხვა უნარ-ჩვევების გამო-
ყენებას. თავს უფლება არ მისცე, ერთმა რომელიმე სისუსტემ უკან
დაგხიოს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იცი, რომ ამ სფეროში
სრულყოფილების მისაღწევად ნებისმიერი რამის სწავლა შეგიძლია.

რაღაც შეცვალე უკეთესობისკენ!

მეოთხე შეკითხვა, რომელიც საკუთარ თავს დღის განმავლობაში


უნდა დაუსვა: „რა არის ის, რისი გაკეთებაც მხოლოდ მე შემიძლია
და რაც კომპანიაში რაღაცას მართლა უკეთესობისკენ შეცვლის?“
იმისთვის, რომ მუდმივად კონცენტრირებული იყო და არჩეული
გზიდან არ გადაუხვიო, ეს ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვაა. რა
არის რაღაც ისეთი, რისი გაკეთებაც მხოლოდ შენ შეგიძლია და რაც
შენს კარიერაზე უდიდეს გავლენას მოახდენდა? თუ პასუხში დარ-
წმუნებული არ ხარ, კვლავ უფროსს ჰკითხე. ზოგჯერ აღმოჩნდება,
რომ მას ამ საკითხზე აქამდე კარგად ან საერთოდ არ უფიქრია.
მაგრამ ორივე შეთანხმდებით რაღაც ერთ ან ორ კონკრეტულ და-
ვალებაზე, რომელიც შენ უნდა შეასრულო და რომელსაც ყველა
სხვა დავალებაზე მეტად შეუძლია უდიდესი გავლენის მოხდენა კომ-
პანიაზე. მთელი შენი ენერგია ამ დავალებების სწრაფად და ხარის-
ხიანად შესრულებისკენ უნდა მიმართო. ეს შენს კარიერას ყველა
სხვა გადაწყვეტილებაზე მეტად წაადგება.

ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა

მეხუთე და შესაძლოა, ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა ასეთია:


„ყველაზე ნაყოფიერად რაში შემიძლია დრო გამოვიყენო?“ მიზნის
დასახვის, დაგეგმვისა და დროის მართვის ყველა ტექნიკა მუდმივად

266 მკითხველთა ლიგა


იმისკენაა მიმართული, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგეხ-
მაროს.
როდესაც ამ კითხვის მუდმივად დასმასა და პასუხის გაცემას მი-
ეჩვევი, ნახავ, რომ სხვებზე ორჯერ და სამჯერ მეტი მიღწევები
გაქვს, უფრო და უფრო პროდუქტიული ხდები. ბევრად ღირებული
საქმეების გაკეთებას დაიწყებ და, რაც მთავარია, სხვებზე ბევრად
უკეთეს შედეგებს მიაღწევ. მიეჩვიე დროის ნაყოფიერად გამოყენება-
ზე მუშაობას და წარმატებასაც მიაღწევ.

გახდი შედეგებზე ორიენტირებული

საბოლოოდ, პროდუქტიულობისა და წარმატების გასაღები იმ და-


ვალებების შესრულებაშია, რომლებიც შენი საქმიანობის ძირითადი
ნაწილია. უნდა შეგეძლოს იმ დავალებებისა და აქტივობების სხვის-
თვის გადაბარება, რომლებიც საქმისთვის არცთუ ისე მნიშვნელოვა-
ნია, ასევე იმ დავალებების თავიდან მოშორება უნდა ისწავლო,
რომლებიც ნაკლებ სარგებელსა და ჯილდოს მოგიტანს.
როგორც გოეთემ თქვა, ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, არასო-
დეს უნდა იყოს ნაკლებად მნიშვნელოვნის მოწყალების იმედზე.
დროის მართვის სფეროში საუკეთესო სიტყვა არის „არა“. უბრალოდ
თქვი „არა!“ უარი უთხარი ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც შენი
დროის გამოყენებას გულისხმობს.

განივითარე დროის მართვის ჩვევები

კარგი ამბავი ისაა, რომ დროის მართვა უნარ-ჩვევაა და მისი


სწავლა შესაძლებელია. წარმატების ერთ-ერთი წესი ასეთია: განი-
ვითარე კარგი ჩვევები და მათ შენში გაბატონების უფლება მიეცი.
ყოველდღიური ვარჯიშით შესაძლებელია დროის მართვის სრულ-

267 მკითხველთა ლიგა


ყოფილად შესწავლა. სამუშაო დღის დაწყებამდე შესასრულებელი
დავალებების სია ჩამოწერე. სია პრიორიტეტების მიხედვით დაალა-
გე და გადაუდებელი საქმე მნიშვნელოვნისგან გააცალკევე, 80/20-ზე
წესი გამოიყენე ან ზემოთ მოცემულ ABCDE მეთოდს მიმართე. ყვე-
ლაზე მნიშვნელოვანი დავალება ამოარჩიე და დაუყოვნებლივ დაიწ-
ყე მის შესრულებაზე მუშაობა. მიეჩვიე, რომ მიზანმიმართულად
ერთ კონკრეტულ დავალებაზე იმუშაო, სანამ ეს აქტივობა წარმატე-
ბით არ დასრულდება.
ყოველ ჯერზე, როდესაც რაღაც მნიშვნელოვან დავალებას შეას-
რულებ, ემოციების მთელ კორიანტელს, ეიფორიას, ენთუზიაზმის
შემოტევასა და თვითშეფასების მომატებას იგრძნობ. თავი უფრო
ენერგიული და ძლიერიც მოგეჩვენება. საკუთარი ნამუშევრით იამა-
ყებ და შემდეგ მნიშვნელოვანი დავალების შესრულებას უფრო
ენერგიულად და მოტივაციით აღსავსე შეუდგები.
როდესაც იგრძნობ, რომ სიზარმაცემ შემოგიტია და საქმის სხვა
დროისთვის გადადების სურვილი გიჩნდება, საკუთარ თავს გა-
უმეორე: „არა, ეს ახლა უნდა გავაკეთო! არა, ეს ახლა უნდა გავაკე-
თო! არა, ეს ახლა უნდა გავაკეთო!“ საკუთარ თავს უნდა ჩააგონო,
რომ ამის გაკეთება უკიდურესად აუცილებელია, უნდა გქონდეს იმის
შეგრძნება, რომ ამის გადადება არ შეიძლება და რომ აუცილებლად
უნდა იმოქმედო. მოქმედებისკენ მიდრეკილება გამოიმუშავე. დაიწ-
ყე, გააგრძელე და სწრაფი ტემპით, ენერგიულად იმუშავე. მიეჩვიე,
რომ ყველაზე მნიშვნელოვანი დავალება ამოარჩიო და დაუყოვნებ-
ლივ შეუდგე მასზე მუშაობას და რაც მთავარია, საქმე ბოლომდე –
დასასრულამდე მიიყვანო. დროის მართვის ეს სახელმძღვანელო მი-
თითებები შენი ცხოვრების ყველა ასპექტის კარგად ამუშავების გა-
საღებია.

268 მკითხველთა ლიგა


დრო ჭკვიანურად გამოიყენე

1. ჩამოწერე ყოველივე იმის სია, რაც გინდა, რომ შემდეგ თვეებში


ან წლებში გქონდეს, რის გაკეთებას ისურვებდი ან ვინ იქნებოდი.
სია გააანალიზე და ის პუნქტები გამოყავი, რასაც შენს ცხოვრებაზე
უდიდესი გავლენის მოხდენა შეუძლია.
2. საღამოს ყოველივე იმის სია ჩამოწერე, რაც გინდა, რომ მეორე
დღეს გააკეთო. შენს ქვეცნობიერს საშუალება მიეცი, სანამ გძინავს,
ამ სიაზე „იმუშაოს“.
3. შენი სია პრიორიტეტების მიხედვით დაალაგე, 80/20-ზე წესი
გამოიყენე და ABCDE მეთოდს მიმართე. დაწყებამდე მნიშვნელოვანი
უმნიშვნელოსგან და გადაუდებელი და ნაკლებად საჩქარო საქმეები
ერთმანეთისგან გააცალკევე.
4. შეარჩიე ის მნიშვნელოვანი დავალება, რომლის დასრულებას
ან დაუსრულებლობას შესაძლოა უდიდესი გავლენა ჰქონდეს. შემო-
ხაზე და A-1 დავალების სტატუსი მიანიჭე.
5. შენთვის ყველაზე მნიშვნელოვან დავალებაზე მუშაობა და-
უყოვნებლივ დაიწყე და თავი აიძულე, გამიზნულად ერთ დავალება-
ზე მანამ იმუშაო, სანამ 100 პროცენტით არ იქნება შესრულებული.

269 მკითხველთა ლიგა


18. შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე
ფსიქოლოგიური კანონია, რისი მიღწევაც გვინდა, გონებას ანუ
ქვეცნობიერს უნდა ჩავაგონოთ.
ორისონ სვეტ მარდენი

ზოგჯერ სემინარებზე დამსწრე საზოგადოებას ვეკითხები: „აქ


მყოფთაგან რამდენს სურს შემოსავლის გაორმაგება?“ გასაკვირი
არაა, რომ ხელს ყველა ასწევს. შემდეგ ვაგრძელებ: „თქვენთვის კარ-
გი ამბავი მაქვს. ყველა აქ მყოფი გარანტირებულად მოახერხებს შე-
მოსავლის გაორმაგებას, თუ, რა თქმა უნდა, საკმარისად დიდხანს
იცოცხლებს“.
იმ შემთხვევაში, თუ შენი შემოსავალი წელიწადში 3 ან 4 პროცენ-
ტით იზრდება, წლიურად საშუალო შემოსავლის ზრდასთან ერთად,
მის გაორმაგებას ოცდახუთ-ოცდაათ წელიწადში შეძლებ. მაგრამ ეს
ლოდინისთვის მეტისმეტად დიდი დროა!
აქედან გამომდინარე, მთავარი ის კი არ არის, გაიორმაგებ თუ არა
შემოსავალს, არამედ ის, რამდენად სწრაფად შეძლებ ამას?

გააორმაგე მიზნების მიღწევის სიჩქარე

პირადი და ფინანსური მიზნების სწრაფად მიღწევაში ბევრ რამეს


შეუძლია დაგეხმაროს. ამ თავში ერთ განსაკუთრებულ ხერხს გაგი-
ზიარებ, რომელიც იმაზე მეტ ადამიანს დაეხმარა სიღარიბიდან თა-
ვის დაღწევასა და გამდიდრებაში, ვიდრე ნებისმიერი სხვა ცნობილი
მეთოდი ერთად. ის მარტივი და სწრაფია და, რაც მთავარია, გარან-
ტირებული ეფექტი აქვს, თუ, რა თქმა უნდა, პრაქტიკაში აქტიურად
გამოიყენებ.
ისეთი გახდები, როგორიც გინდა, რომ იყო და რაზეც ყველაზე

270 მკითხველთა ლიგა


მეტს ფიქრობ. ეს არის სიმართლე, რომელიც ყველა რელიგიის, ფი-
ლოსოფიის ნებისმიერი მიმდინარეობისა თუ ფსიქოლოგიის თითოე-
ული დარგის საფუძველია. ერთხელ ჩემმა მასწავლებელმა ჯონ ბო-
ილმა ასეთი რამ თქვა: „რაზეც მუდმივად შეგიძლია ფიქრი, ის აუ-
ცილებლად გექნება“. მთავარი სწორედ ეს არის.

ოპტიმისტური აზროვნება მყარი ცოდნის წინააღმდეგ

დღეს ბევრი საუბრობს „ოპტიმისტური აზროვნების“ აუცილებ-


ლობაზე, რაც მნიშვნელოვანია, მაგრამ არა საკმარისი. უმართავი და
უკონტროლო „ოპტიმისტური აზროვნება“ შესაძლოა უსწრაფესი
ტემპით დეგრადირდეს და „ფუჭ იმედებად“ ან/და „ფუჭ სურვილე-
ბად“ გადაიქცეს.
ნაცვლად იმისა, რომ ოპტიმისტური აზროვნება შენთვის შთაგო-
ნების წყაროდ იქცეს და მეტის მიღწევის მცდელობისკენ წაგახალი-
სოს, შეიძლება ცხოვრებისადმი ზერელე დამოკიდებულებაში გადაი-
ზარდოს, შედეგად კი თავს რაც უნდა გადაგხდეს, დადებითი თუ
უარყოფითი, მოვლენისადმი ცრუოპტიმისტური დამოკიდებულება
გექნება.
იმისთვის, რომ კონცენტრირდე და მიზნებს ეფექტიანად მიაღწიო,
„ოპტიმისტური აზროვნება“ „მყარ ცოდნად“ უნდა გარდაქმნა. გუ-
ლის სიღრმეში უნდა გჯეროდეს საკუთარი თავის და იმის, რომ წარ-
მატებული იქნები და კონკრეტულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.
წინ ყოველგვარი ეჭვის გარეშე უნდა მიიწევდე. იმდენად გაბედული
და ურყევი უნდა იყოს წარმატების იმდენად უნდა გჯეროდეს, რომ
ვერაფერმა შეგაჩეროს.

271 მკითხველთა ლიგა


დააპროგრამე შენი ქვეცნობიერი

ყველაფერი, რასაც ქვეცნობიერში წარმატების ურყევი რწმენის


დასაპროგრამებლად გააკეთებ, მიზნების სწრაფად მიღწევაში და-
გეხმარება. მეთოდს, რომელსაც ახლა გაგიზიარებ, შენი ნიჭისა და
შესაძლებლობების გამრავლება შეუძლია და მნიშვნელოვნად გაზ-
რდის არსებული მდგომარეობიდან სასურველი მიზნისკენ შენი მოძ-
რაობის სიჩქარეს.
საბოლოოდ, შენს ცხოვრებაზე ის აისახება, რასაც შენს ქვეცნობი-
ერს ჩააგონებ, ეს ყველაფერი შემდგომ შენსავე ფიქრებში, იდეებსა
და შესაბამის ქცევაში გამოიხატება. გონების დაპროგრამებისას უნ-
და ეცადო, შენი მიზნები ქვეცნობიერში, რაც შეიძლება ღრმად ჩა-
ბეჭდო, რათა კარგად „ჩაჯდეს“ და ძალა მოიკრიბოს.

მიზნის სისტემატური ან შემთხვევითი დასახვა

ჩემს მიზნებზე მრავალი წლის განმავლობაში ვმუშაობდი, წელი-


წადში ერთხელ ან ორჯერ მაინც ხელახლა ჩამოვწერდი და, როცა
საშუალება მქონდა, გადავხედავდი ხოლმე. ესეც კი საკმარისი იყო
იმისთვის, რომ ჩემი ცხოვრება წარმოუდგენლად შეცვლილიყო. ხში-
რად იანვარში მთელი წლის მიზნებს ვწერდი, ხოლო, როდესაც იმავე
წლის დეკემბერში სიას თვალს გადავავლებდი, აღმოვაჩენდი, რომ
მიზნების უმეტესობა მიღწეული იყო, მათგან ყველაზე დიდები და
წარმოუდგენელიც კი.
შემდგომ ისეთი ტექნიკა ავითვისე, რომელმაც ჩემი ცხოვრება
შეცვალა. აღმოვაჩინე, რომ მიზნების წელიწადში ერთხელ დაწერას
დიდი ძალა აქვს, მაგრამ უფრო ძლიერი ის არის, რამდენად ხშირად
ჩამოწერ მათ.
ზოგიერთი ავტორი გირჩევს, რომ მიზნები თვეში ერთხელ ჩამოწე-

272 მკითხველთა ლიგა


რო, ზოგიც ამის კვირაში ერთხელ გაკეთების უპირატესობაში და-
გარწმუნებს. მე კი მიზნების ყოველდღე ჩამოწერისა და გადაწერის
ძალის მჯერა.

შენი მიზნები ყოველდღიურად ჩამოწერე

აი, ზემოთ ხსენებული ტექნიკაც. ზამბარიანი რვეული დაგჭირდე-


ბა, რომელსაც მუდამ თან ატარებ. მასში ყოველდღე ათი-თხუთმეტი
შენთვის მნიშვნელოვანი მიზანი დაწერე ისე, რომ წინა სიას არ გა-
დახედო. ეს ყოველდღიურად გააკეთე. თუ ასე მოიქცევი, შეამჩნევ,
რომ შენს ცხოვრებაში რამდენიმე შესანიშნავი რამ მოხდება.
პირველ დღეს, როდესაც მიზნების სიის ჩამოწერას დააპირებ, ჯერ
კარგად უნდა დაფიქრდე და ყველაფერი გააზრებულად გააკეთო.
ადამიანების უმრავლესობას ათი მნიშვნელოვანი მიზნის სია მთელი
ცხოვრების განმავლობაშიც კი არ შეუდგენია.
მეორე დღეს ახალი სიის გაკეთება ისე, რომ წინას არ გადახედო,
უფრო გაგიადვილდება. თუმცა შენი ათი-თხუთმეტი მიზანი, შინა-
არსითაც და პრიორიტეტების მიხედვითაც, შეიცვლება. ხანდახან
მიზანი, რომელიც წინადღეს დაწერე, მეორე დღის სიაში აღარ ფი-
გურირებს ხოლმე. შეიძლება დაგავიწყდეს კიდეც და აღარასოდეს
მიუბრუნდე, ან შესაძლოა მოგვიანებით, უფრო შესაფერის დროს
კვლავ ამოტივტივდეს.
დღიდან დღემდე წერისას მიზნები სულ უფრო მკაფიო და კონკრე-
ტული გახდება და ნელ-ნელა დაინახავ, რომ ყოველდღე ერთსა და
იმავე სიტყვებს წერ. შენი ცხოვრების ცვლილებასთან ერთად შენი
პრიორიტეტების თანამიმდევრობაც შეიცვლება. მაგრამ ოცდაათი
დღის შემდეგ აღმოაჩენ, რომ ყოველდღიურად ერთსა და იმავე მიზ-
ნებს წერ და გადაწერ.

273 მკითხველთა ლიგა


შენი ცხოვრების აღმაფრენა

დაახლოებით 30 დღის შემდეგ შენს ცხოვრებაში რაღაც შესანიშ-


ნავი მოხდება. დაიწყება მკვეთრი აღმასვლა! თავს იმ თვითმფრინა-
ვის მგზავრად იგრძნობ, ასაფრენ ზოლზე რომ მიქრის. შენი პირადი
ცხოვრება და კარიერა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება, გონება
იდეებითა და სხვადასხვა აზრით გაგინათდება. ისეთი ადამიანებისა
და რესურსების მოზიდვას დაიწყებ, რომლებიც შენი მიზნების მიღ-
წევაში დაგეხმარებიან. წინ სწრაფად წაიწევ, იმდენად სწრაფად,
რომ რაღაც მომენტში შეიძლება შეგეშინდეს კიდეც. ყველაფერი
უკეთესობისკენ შეიცვლება.
წლების განმავლობაში ოცდასამზე მეტ ქვეყანაში მიმიწვიეს სპი-
კერად, სადაც ორ მილიონზე მეტი ადამიანის წინაშე გამოვედი სიტ-
ყვით. ჩემი ათმიზნიანი სავარჯიშო სემინარების ათასობით მონაწი-
ლისთვის გამიზიარებია. სავარჯიშო, რომელსაც მათ ვაძლევდი შე-
სასრულებლად, აქ მოცემულზე ბევრად მარტივი იყო. აი, ისიც.
აუდიტორიას ვთხოვ, ის ათი მიზანი ჩამოწეროს, რისი მიღწევაც
მიმდინარე წლის განმავლობაში სურს. მერე ვთხოვ, სია თორმეტი
თვით „დაივიწყონ“ და მხოლოდ ამ პერიოდის გასვლის შემდეგ გადა-
შალონ. როდესაც ერთი წლის შემდეგ სიას გადახედავენ, თითქოს
სასწაული მომხდარა, თითქმის ყველა შემთხვევაში, ათიდან რვა მი-
ზანი მიღწეული აღმოჩნდება.
ეს სავარჯიშო მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში უამრავი ადამია-
ნისთვის სხვადასხვა ენაზე მისწავლებია. თითქმის ყოველთვის, რო-
დესაც ამ ქვეყნებსა და ქალაქებში ვბრუნდები, ხალხი ჩემთან დასა-
ლაპარაკებლად რიგში დგება იმის მოსაყოლად, თუ როგორ შე იცვა-
ლა მათი ცხოვრება მას შემდეგ, რაც ერთი ან რამდენიმე წლის წინ
თავიანთი ათი მიზანი ჩამოწერეს.

274 მკითხველთა ლიგა


მეთოდის ამუშავება

იმ სავარჯიშოს დახმარებით, რომელსაც განვიხილავთ, ისწავლი,


როგორ უნდა მიაღწიო საუკეთესო შედეგებს იმ ადამიანებზე სწრა-
ფად, რომლებიც მიზნებს მხოლოდ ერთხელ ჩამოწერენ ხოლმე. შენი
შედეგები გაორმაგდება და გასამმაგდება, ხუთჯერ და ათჯერ გაიზ-
რდება, თუ მიზნის დასახვის ჩვენ მიერ უკვე განხილული მეთოდს
გამოიყენებ და ამასთან, მიზნებს ყოველდღიურად ჩამოწერ.
იმისთვის, რომ ამ სავარჯიშოს გამოყენებით მაქსიმალური შედეგი
მიიღო, გარკვეული წესები უნდა დაიცვა. პირველ რიგში, სამი P-ს
ფორმულა უნდა გამოიყენო. შენი პირადი მიზნები აწმყო დროში და
პოზიტიური განწყობით დაწერე.

გაააქტიურე ქვეცნობიერი

შენს ქვეცნობიერს მტკიცებითი ფორმა და აწმყო დროში ჩამოყა-


ლიბებული განცხადებები ააქტიურებს. მიზანი ისე უნდა დაწერო,
თითქოს მას უკვე მიაღწიე. მაგალითად, ფრაზის „შემდეგი თორმეტი
თვის განმავლობაში 50 000 დოლარი უნდა ვიშოვი“ ნაცვლად უნდა
დაწერო „წელიწადში 50 000 დოლარს გამოვიმუშავებ“.
მიზნები მტკიცებით ფორმაშიც უნდა ჩამოაყალიბო. ნაცვლად
იმისა, რომ განაცხადო, „მოწევას თავს დავანებებ“ ან „რამდენიმე
კილოგრამს დავიკლებ“, უნდა თქვა: „მე არ ვეწევი“ ან/და „მე ამდენ
კილოგრამს ვიწონი“.
ასეთი ფორმით გაცემულ განკარგულებას შენი გონება უკეთესად
აღიქვამს.
მესამე P პირადს აღნიშნავს. აქედან მოყოლებული და მთელი
ცხოვრების განმავლობაში შენი ყველა მიზნის დაწერა „მე“-თი უნდა
დაიწყო და მერე ზმნა მოაყოლო. მთელ სამყაროში ერთადერთი

275 მკითხველთა ლიგა


ადამიანი ხარ, ვისაც შენზე „მე“-თი ლაპარაკი შეუძლია. ქვეცნობიე-
რისთვის „მე“-სგან მიღებული ბრძანება იგივეა, რომ წარმოების
ხაზმა სათავო ოფისიდან მიიღოს ბრძანება. ქვეცნობიერი მაშინვე
იწყებს მუშაობას დავალების შესასრულებლად.
მაგალითად, არ იტყვი, „ჩემი მიზანია წელიწადში 50 000 დოლა-
რი გამოვიმუშაო“, სამაგიეროდ, სათქმელს ასე ჩამოაყალიბებ: „მე
წელიწადში 50 000 დოლარს გამოვიმუშავებ“. თითოეული მიზნის
დაწერა შემდეგი ფრაზებით უნდა დაიწყო: „მე გამოვიმუშავებ“, „მე
ვიწონი“, „მე მივაღწიე“, „მე გავიმარჯვე“, „მე კარგ მანქანას ვმარ-
თავ“, „მე ასეთ და ასეთ სახლში ვცხოვრობ“, „მე ესა და ეს მთა დავ-
ლაშქრე“ და ა. შ.

მიზნებისთვის საბოლოო ზღვრული ვადები დააწესე

ყოველდღიურად დაწერილ მიზნებს ძალა რომ შემატო, მათგან


თითოეულს საბოლოო ზღვრული ვადები დაუწესე. მაგალითად, შე-
იძლება დაწერო: „31 დეკემბრამდე თვეში საშუალოდ 5000 დოლა-
რამდე გამოვიმუშავებ (და კონკრეტული წელიც მიუთითე)“.
როგორც წინა თავში განვიხილეთ, შენს გონებას უყვარს საბოლოო
ზღვრული ვადები და „მამოძრავებელი ძალა“. თუნდაც არ იცოდე,
როგორ უნდა მიაღწიო ამა თუ იმ მიზანს, შენს თავს მაინც მკაფიოდ
განსაზღვრული საბოლოო ზღვრული ვადები დაუწესე. დაიმახსოვ-
რე, ახალი ინფორმაციის მიღებასთან ერთად ამ ვადების შეცვლა
ყოველთვის შეგიძლია. თითოეულ მიზანს საბოლოო ზღვრული ვა-
დები აუცილებლად, ყოველ მიზეზგარეშე უნდა დაუწესო.

რამდენად ძლიერად გინდა ამის მიღწევა?

ათი მიზნის ყოველდღიურად ჩამოწერის სავარჯიშო ერთგვარი

276 მკითხველთა ლიგა


ტესტია, რომელიც იმას განსაზღვრავს, რამდენად ძლიერად გინდა
მათი მიღწევა. ხშირად ხდება, რომ ერთ მიზანს დაწერ და მისი ხე-
ლახლა გადაწერა გავიწყდება, მარტივად რომ ვთქვათ, იმას ნიშნავს,
რომ ამ მიზნის მიღწევა დიდად არ გინდა ან უბრალოდ, არ გჯერა,
რომ მისი მიღწევა შეგიძლია.
თუმცა, რაც უფრო მიაჩვევ თავს მიზნების ყოველდღიურად დაწე-
რასა და გადაწერას, მით უკეთ ჩამოგიყალიბდება სურვილები (ანუ
რა გსურს რეალურად) და მით მეტად ირწმუნებ, რომ ამის მიღწევა
შეგიძლია.

ენდე პროცესს

როდესაც მიზნების ჩამოწერას დაიწყებ, შესაძლოა, წარმოდგენა


არც კი გქონდეს იმაზე, თუ როგორ უნდა მიაღწიო მათ. ეს არ არის
მნიშვნელოვანი. მთავარია, ისინი ყოველდღე დაწერო და გადაწერო,
მათი ბოლომდე უნდა გჯეროდეს, თითოეულ ჯერზე ამ მიზნების გა-
დაწერისას უნდა იცოდე, რომ მათ ქვეცნობიერში სულ უფრო და
უფრო ღრმად იბეჭდავ. დადგება დრო, როდესაც მთელი არსებით
ირწმუნებ, რომ შენი მიზნები მიღწევადია.
როდესაც შენი ქვეცნობიერი შენს მიზნებს ცნობიერიდან მოწოდე-
ბულ ბრძანებებად აღიქვამს, შენს ყველა სიტყვასა და მოქმედებას
ამ მიზნებისთვის დამახასიათებელ მოტივებს მოარგებს. შენ გარშე-
მო გაჩნდებიან ის ადამიანები და შეიქმნება ის გარემოება, რომლე-
ბიც მიზნების მიღწევაში დაგეხმარებიან.

შენი გონებრივი კომპიუტერი ოცდაოთხსაათიან რეჟიმში


მუშაობს

შენი ქვეცნობიერი გიგანტური კომპიუტერია, რომელიც იმისთვის,

277 მკითხველთა ლიგა


რომ მიზნები რეალობად გადაგიქციოს, არასოდესაა გამორთული.
შეგიძლია თითქმის არაფერი გააკეთო და შენი მიზნები შენს ცხოვ-
რებაში მაინც მატერიალიზდება. ხანდახან ეს ყველაფერი მოულოდ-
ნელად მოხდება.
რამდენიმე წლის წინ ლოს-ანჯელესში ერთ ბიზნესმენს შევხვდი,
რომელსაც გიჟური იდეა ჰქონდა: უნდოდა მილიონობით დოლარის
საინვესტიციო კაპიტალის მოპოვება, რათა ჰავაიზე ატრაქციონების
გასართობი პარკი გაეხსნა. ამ პარკში მოეწყობოდა რესტორნები, გა-
მოფენები, ექსპონატები და ისინი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის
ტრადიციისა და კულტურის წარმომდგენი იქნებოდა. ის ბოლომდე
იყო დარწმუნებული, რომ მისი იდეა ბევრისთვის იქნებოდა მიმზიდ-
ველი და რომ ამ საქმეში მრავალი ქვეყნის მხარდაჭერასა და თა-
ნადგომას მიიღებდა, თუ, რა თქმა უნდა, პროექტის წამოწყებისთვის
საწყის კაპიტალს იშოვიდა.
მაშინ ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი და... მოკლედ, მას
ზრდილობიანად ვუთხარი, რომ მისი იდეა, უბრალოდ, ახირებაა. ამ
უზარმაზარი წამოწყების განხორციელების შესაძლებლობა იმდენად
რთული მეჩვენებოდა მსგავსი შესაძლებლობების მქონე ადამიანის-
გან, რომ ვიფიქრე, დროის ტყუილად ფლანგვა გამოვიდოდა. მას
იმისთვის, რომ გეგმის დაწერა და სამუშაო შემომთავაზა, მადლობა
გადავუხადე და ერთმანეთს თავაზიანად დავცილდით.
ეს 1960-იან წლებში მოხდა. მოგვიანებით გავიგე, რომ ამ პროექ-
ტით კომპანია „უოლტ დისნეი“ (Walt Disney Corporation) დაინტე-
რესდა და მთლიანად აიღო მასზე საკუთრების უფლება. პროექტს
„მომავლის საზოგადოების ექსპერიმენტული პროტოტიპი“ (EPCOT)
უწოდა და მისი აშენება ფლორიდაში, ორლანდოში მდებარე დისნე-
ის სამყაროს გვერდით დაიწყო. გასართობი პარკი წლიდან წლამდე
განვითარდა, მსოფლიოში ერთ-ერთ პოპულარულ ტურისტულ ად-

278 მკითხველთა ლიგა


გილად გადაიქცა და მილიონობით დოლარის მოგებაც მოიტანა.

სამყაროში არსებული ყველა ძალა გაააქტიურე

აი, რაშია საქმე. იმ დროს ახალგაზრდა ვიყავი და არ ვიცოდი,


რომ, როდესაც მიზანს ფურცელზე დაწერ, როგორი დიდი და შეუძ-
ლებელიც უნდა ჩანდეს ის, სამყაროში ააქტიურებ ძალებს, რომლე-
ბიც შეუძლებელს შესაძლებლად გადააქცევს. ამას მოგვიანებით
ზეცნობიერზე დაწერილ ცალკე თავში ავხსნი.
როდესაც მიზანს წერ, სკეპტიკურად ხარ განწყობილი და გეეჭვე-
ბა, რომ მისი მიღწევა შესაძლებელია. იქნებ შენს გონებაში ეს იდეა
არსებობს კიდეც, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გჯერა, რომ მის გან-
ხორციელებას შეძლებ. ეს ნორმალური და ბუნებრივია, მაგრამ ნუ
მისცემ ეჭვს უფლებას, ამ მეთოდის ყოველდღიურად გამოყენებაში
ხელი შეგიშალოს.

უბრალოდ, იმოქმედე!

იმისთვის, რომ ამ მეთოდმა იმუშაოს, შენი მხრიდან მხოლოდ ზამ-


ბარიანი რვეულია საჭირო, და შემდეგ იმ ჩვევის გამომუშავება, რომ
ამ რვეულში ყოველდღე აწმყო დროში, მტკიცებით ფორმაში ათი
მიზანი დაწერო. მხოლოდ ეს. ერთ კვირაში, ერთ თვეში ან ერთ წე-
ლიწადში უკან მოიხედავ და დაინახავ, რომ შენი ცხოვრება არაჩ-
ვეულებრივად შეიცვალა.
ამ მეთოდის მიმართ სკეპტიკურადაც რომ იყო განწყობილი, მაინც
ნუ იტყვი მასზე უარს, რადგან ცდას დღეში მხოლოდ ხუთი წუთი
სჭირდება. თანაც, კარგ ამბავს გეტყვი: ოც წელიწადზე მეტი ხნის
განმავლობაში არ შემხვედრია ადამიანი, ვისაც ჩემთვის უთქვამს,
რომ ეს მეთოდი არ მუშაობს! პირიქით. მთელი ქვეყნიდან, მსოფლი-

279 მკითხველთა ლიგა


ოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ადამიანისგან ვიღებ წერილებს,
სატელეფონო ზარებსა და ელექტრონულ ფოსტას ამ მეთოდის ეფექ-
ტურობის დასტურად. ამასთან, ისინი პირადად უწევენ ამ მეთოდს
რეკომენდაციას. ესენი ის ადამიანები არიან, რომლებმაც ამ მეთო-
დის გამოყენებით ცხოვრება წარმოუდგენლად შეცვალეს. ეს პირდა-
პირ დაუჯერებელია!

გაზარდე შენი შედეგები

ამ მეთოდის ეფექტიანობა კიდევ რამდენიმე დამატებითი ტექნი-


კის გამოყენებით შეგიძლია გაზარდო. პირველ რიგში, მას შემდეგ,
რაც მიზანს აწმყო დროსა და მტკიცებით ფორმაში დაწერ, სულ
მცირე, სამი ქმედებაც უნდა მიუწერო — უშუალოდ ამ მიზნის მი-
საღწევად ახლა, ამწუთას რისი გაკეთება შეგიძლია. რა თქმა უნდა,
ესეც აწმყო დროსა და მტკიცებით ფორმაში.
მაგალითად, შესაძლოა შენი მიზანი გარკვეული თანხის გამომუ-
შავებაა. შეგიძლია დაწერო: „შემდეგი თორმეტი თვის განმავლობაში
50 000 დოლარს გამოვიმუშავებ“ და შემდეგ უშუალოდ ამ მიზანს
ქვემოთვე მიაწერო: „(1) მე ყოველ დღეს წინასწარ ვგეგმავ, (2) მე
ყველაზე მნიშვნელოვან საქმეებზე დაუყოვნებლივ ვიწყებ მუშა-
ობას, (3) მე ყველაზე მნიშვნელოვან დავალებაზე მანამ ვმუშაობ მი-
ზანმიმართულად, სანამ არ დავასრულებ“.
რაც უნდა იყოს შენი მიზანი, მარტივად შეიძლება იმ სამი ნაბი-
ჯის მოფიქრება, რომელიც დაუყოვნებლივ შეგიძლია მის მისაღწე-
ვად გადადგა. როდესაც ამ ნაბიჯებს ჩამოწერ, ამით მათ გონებაში
ღრმად ჩაიბეჭდავ და როცა დრო მოვა, აღმოაჩენ, რომ მართლაც ისე
მოქმედებ, როგორც დაგეგმილი გქონდა, ხანდახან ეს გაუაზრებლა-
დაც კი შეიძლება გააკეთო. თითოეული გადადგმული ნაბიჯი კი კი-
დევ უფრო სწრაფად გაახლოებს შენს მიზანთან.

280 მკითხველთა ლიგა


გამოიყენე 3/5-ზე ინდექსბარათები

ყოველდღიური მიზნების დასახვის ეფექტიანობის გაზრდის კიდევ


ერთი გზა შენი მიზნების ინდექსბარათებზე გადატანაა. თითო ბა-
რათზე თითო მიზანი დიდი ასოებით დაწერე და ისინი სულ თან
გქონდეს. როცა თავისუფალი დრო გამოგიჩნდება, მიზნებს გადახე-
დე.
თითოეული ეს მიზანი აწმყო დროსა და მტკიცებით ფორმაში უნ-
და დაწერო. ერთხელ ვიღაცას უთქვამს, უმიზნო დილას უსაუზმო
დილა მირჩევნიაო. ყოველ ჯერზე, როდესაც ამ ბარათებს გადაათვა-
ლიერებ, ღრმად ჩაისუნთქე და რამდენიმე წუთით მოეშვი, შემდეგ კი
მიზნებს სათითაოდ გადახედე.
როდესაც საკუთარ თავს შენსავე მიზანს წაუკითხავ, წარმოიდგი-
ნე, რომ ის უკვე რეალობაა. მართლა წარმოიდგინე, რომ ამ მიზანს
უკვე მიაღწიე, იგრძენი მისი მიღწევის სიხარული და ისიამოვნე მისი
შეგრძნებით.
ამ ინდექსბარათების რიგრიგობით, მონაცვლეობით წაკითხვისას
იმ კონკრეტულ ნაბიჯებზე უნდა იფიქრო, რომლებსაც ამ მიზნის მი-
საღწევად გადადგამ. წარმოიდგინე, რომ ამას სინამდვილეში აკეთებ.
შემდეგ მომდევნო მიზანზე გადადი და ა. შ.
იდეალურ შემთხვევაში, შენს ინდექსბარათებს დღეში ორჯერ მა-
ინც უნდა გადახედო. არ დაგავიწყდეს, ისინი მუდამ თან უნდა გქონ-
დეს და დღის განმავლობაში გადაათვალიერო.

გონების დაპროგრამებისთვის საუკეთესო პერიოდი

მიზნების ჩამოწერისა და გადაწერისთვის, ასევე შენი ინდექსბა-


რათების წაკითხვისა და გადახედვისთვის იდეალური დრო დღის
განმავლობაში ორჯერაა: დილა, სანამ სამსახურში წახვალ და საღა-

281 მკითხველთა ლიგა


მო, ძილის წინ.
როდესაც საღამოს შენს მიზნებს ჩამოწერ და გადაწერ, ისინი შენს
ქვეცნობიერში ჩაიბეჭდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს უკანასკნელი
მათზე მთელი ღამის განმავლობაში — სანამ შენ გძინავს — იმუშა-
ვებს. ხშირად, გაღვიძების შემდეგ მიზნის მიღწევის უამრავი არაჩ-
ვეულებრივი იდეა მოგივა თავში.
როდესაც დილაობით შენს მიზნებს ჩამოწერ ან/და გადაწერ, სა-
კუთარ თავს ამით მოქმედებისთვის დადებით განწყობას უქმნი. რო-
გორც ფიზიკური ვარჯიში ახურებს დილით შენს სხეულს, ასეთივე
გავლენა აქვს გონებაზე დილაობით მიზნების გადახედვას, ანუ იმი-
სათვის ამზადებს, რომ დღის განმავლობაში მაქსიმალური დატვირ-
თვით იმუშაოს.
შენი მიზნების დილა-საღამოს დაწერისა და გადაწერის შედეგი
ისაა, რომ მათ ქვეცნობიერში უფრო ღრმად ჩაიბეჭდავ. „ოპტიმის-
ტური აზროვნებიდან“ ნელ-ნელა „მყარი ცოდნისკენ” გადაინაც-
ვლებ. ღრმად ირწმუნებ, რომ შენი მიზნები მიღწევადია და რეალუ-
რად ეს მხოლოდ დროის საკითხია და რომ ყველაფერი კარგად გექ-
ნება.

შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე

1. დღესვე შეიძინე ზამბარიანი რვეული და მასში ათი-თხუთმეტი


მიზანი ჩაწერე, რომელთა მიღწევაც უახლოეს მომავალში გინდა.
2. 3/5-ზე ინდექსბარათები გააკეთე, რომელზეც შენს მიზნებს აწ-
მყო დროსა და მტკიცებით ფორმაში დაწერ და მერე სადაც წახვალ,
ყველგან თან წაიღებ.
3. ყოველღამე, დაძინებამდე წარმოიდგინე, როგორი ცხოვრება
გექნება, როდესაც შენს მიზნებს მიაღწევ.
4. დაფიქრდი, რომელი სამი ნაბიჯის გადადგმა შეგიძლია შენი

282 მკითხველთა ლიგა


თითოეული მიზნის მისაღწევად. ყოველთვის კონკრეტულად წარმო-
იდგინე, როგორ შეგიძლია იმოქმედო.
5. მიეჩვიე შენი მიზნების ყოველდღიურად გადაწერას ისე, რომ
შენს წინა სიას არ მიუბრუნდე მანამ, სანამ ბოლომდე არ დარწმუნ-
დები, რომ შენი მიზნების მიღწევა გარდაუვალია.

283 მკითხველთა ლიგა


19. მუდამ თვალწინ გედგას შენი მიზნები
გაუფრთხილდი შენს ხედვასა და ოცნებებს, ვინაიდან ისინი შენმა
სულმა შობა და შენი მიღწევებისთვის აუცილებელი გენერალური
გეგმის საფუძველია.
ნაპოლეონ ჰილი

უშრეტ გონებრივ შესაძლებლობებს ფლობ. ბევრ ადამიანს ამ


ენერგიის შესახებ წარმოდგენაც კი არა აქვს და შესაბამისად, მას
ვერც მიზნების მიღწევისთვის იყენებს. სწორედ ამიტომ არ გამოირ-
ჩევიან შედეგებით.
როდესაც შენი ქვეცნობიერისა და ზეცნობიერის საფუძვლიანად
შესწავლას დაიწყებ და მათ მოქმედების თავისუფლებას მისცემ,
ერთ ან ორ წელიწადში იმაზე ბევრად მეტს მიაღწევ, ვიდრე ამას
სხვა ადამიანები მთელი ცხოვრების განმავლობაში ახერხებენ. შენი
მიზნისკენ იმაზე უფრო სწრაფად წაიწევ, ვიდრე ეს ახლა წარმოგიდ-
გენია.

შენი ყველაზე ძლიერი უნარი

შენი უნარ-ჩვევებიდან ვიზუალიზაცია ალბათ ყველაზე ძლიერია.


შენს ცხოვრებაში ნებისმიერი ტიპის დადებითი დინამიკა, ანუ წინ-
სვლა შენს გონებაში წარმოდგენილი სურათის სრულყოფით იწყება.
დღეს სადაც ხარ და ვინც ხარ, მეტწილად სწორედაც რომ აწმყოში
შენს გონებაში წარმოდგენილი სურათების დამსახურებაა. როდესაც
გონებაში წარმოდგენილ სურათებს შეცვლი და სხვაზე ფიქრისკენ
მიმართავ, საპასუხოდ შენი ცხოვრებაც შესაბამისად შეიცვლება.
ვიზუალიზაცია (წარმოსახვა) მიზიდულობის კანონს ააქტიურებს,
რომელიც შენს ცხოვრებაში იმ ადამიანებს, გარემოებებსა და რე-

284 მკითხველთა ლიგა


სურსებს მოიზიდავს, რომლებიც მიზნების მისაღწევად გჭირდება.
ვიზუალიზაცია ასევე შესაბამისობის კანონსაც ააქტიურებს, ანუ
როცა გონებაში წარმოდგენილ სურათებს შეცვლი, ამას შენი გარე-
სამყარო სარკისებურად აირეკლავს და ისიც შესაბამისად დაიწყებს
შეცვლას. შენი გონება ქმნის სამყაროს, რომელშიც ცხოვრობ. რაზეც
ყველაზე მეტად ფიქრობ და რასაც ყველაზე ხშირად წარმოიდგენ, ის
იქცევა შენს რეალობად.
უეინ დაიერი ამბობს, როდესაც ირწმუნებ, მაშინ დაინახავო; ჯიმ
კესკარტის თქმით, „თავს როგორ ადამიანადაც აღიქვამ, ისეთი გახ-
დები“; დენის ვეითლი კი განმარტავს, რომ გონებაში წარმოდგენილი
სურათები შენს ცხოვრებაში მოსალოდნელ მოვლენებს წინასწარ
გაჩვენებს.
ალბერტ აინშტაინმა თქვა: „წარმოსახვა ბევრად უფრო მნიშვნე-
ლოვანია, ვიდრე ფაქტები“. ნაპოლეონ ბონაპარტმა განაცხადა, რომ
ფანტაზია მსოფლიოს მართავს. ნაპოლეონ ჰილმა კი დაამატა: „შენს
გონებას რისი წარმოდგენა და დაჯერებაც შეუძლია, ამას მიაღწევს
კიდეც“.

ხედვის მნიშვნელობა

საუკუნეების განმავლობაში, ნებისმიერი ლიდერისთვის ერთი სა-


ერთო დამახასიათებელი ნიშანი ყოველთვის იყო ხედვა. ეს ნიშნავს,
რომ ამ ადამიანებს იდეალური მომავლის დანახვა და წარმოდგენა
მანამდე შეუძლიათ, სანამ ის რეალობად იქცევა. უოლტ დისნეიმ
„დისნეილენდის“ აშენებამდე წლებით ადრე დაინახა ბედნიერებით
აღსავსე, სუფთა, ოჯახური გარემოთი გამორჩეული გასართობი პარ-
კი. ასევეა შენს ცხოვრებაშიც — ნებისმიერი ღირებული რამ გონება-
ში წარმოდგენილი რაღაც გარკვეული სურათიდან იწყება.
შენი გონება მუდმივად რაღაცის წარმოსახვითაა დაკავებული.

285 მკითხველთა ლიგა


როდესაც წარსულში მომხდარ რაიმე მოვლენას იხსენებ, მომავალს
წარმოიდგენ, ან უბრალოდ ოცნებობ, ვიზუალიზაციას მიმართავ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ წარმოსახვის უნარის კონტროლი ის-
წავლო და ლაზერული სიზუსტით მიმართოთ სასურველი წერტი-
ლისკენ, ანუ იმ მიზნებისკენ, რომლებიც შენთვის უმნიშვნელოვანე-
სია და რომელთა მიღწევაც ყველაზე მეტად გინდა.

წარმოიდგინე ის წარმატება,რომლისკენაც ასე მიილტვი

წარმატებულები ისინი არიან, რომლებიც წინასწარ წარმოიდგე-


ნენ წარმატებას, რომლის მიღწევაც სურთ. ნებისმიერი გამოცდილე-
ბის მიღებამდე ადამიანი წარმატებით დამთავრებულ გამოცდილე-
ბებს იხსენებს ხოლმე. გაყიდვების სფეროს წარმატებული წარმო-
მადგენელი წარმატებით დასრულებულ პრეზენტაციებს გაიხსენებს;
წარმატებული ადვოკატი მოსამართლისა და ნაფიცი მსაჯულების
წინაშე წარმატებულ სიტყვით გამოსვლას წარმოიდგენს; წარმატე-
ბულ ექიმს ან ქირურგს უახლოეს წარსულში პაციენტების წარმატე-
ბულად მკურნალობის შემთხვევები დაუდგება თვალწინ.
თავის მხრივ, წარუმატებელი ადამიანებიც მიმართავენ ვიზუალი-
ზაციას, მაგრამ სამწუხაროდ, მათთვისვე საზიანოდ. წარუმატებელი
ადამიანები რომელიმე ახალ მოვლენამდე წინა „წარუმატებელ გა-
მოცდილებას“ იხსენებენ, აანალიზებენ და დროს მასზე ფიქრში ატა-
რებენ. ისინი იმ მომენტს უბრუნდებიან, როდესაც ბოლოს სცადეს ამ
სფეროში რაღაცის გაკეთება, მაგრამ მარცხი განიცადეს და იმას
წარმოიდგენენ, თუ როგორ განმეორდება ეს ყველაფერი. შედეგად,
როდესაც ახალი გამოცდილების მიღების დრო დგება, მათი ქვეცნო-
ბიერი წარმატების ნაცვლად მარცხის განცდაზეა დაპროგრამებული.

286 მკითხველთა ლიგა


ეცადე, მუდმივად რაღაც ამაღელვებელი და საინტერესო -
წარმოიდგინო

შენ მიერ შესრულებული ნებისმიერი დავალებისა თუ საქმის ხა-


რისხი შენს თვითშეფასებაზეა დამოკიდებული. შენი თვითშეფასება
იმ მენტალური სურათების ერთობლიობაა, რომელიმე მოვლენის
წინ რომ წარმოიდგენ ხოლმე. კარგი ამბავი ისაა, რომ, რაც უნდა
მოხდეს, შენს გონებას და აქედან გამომდინარე, მასში წარმოდგენილ
სურათებსაც მთლიანად აკონტროლებ. შესაბამისად, შეგიძლია აირ-
ჩიო, რას წარმოიდგენ – წარმატებასა და მასთან დაკავშირებულ
ამაღელვებელ განცდებს თუ ავტომატურად, მარცხს დაიყენებ
თვალწინ. არჩევანი შენზეა.
ცხოვრებაში რასაც მიაღწიე ან ვერ მიაღწიე, ყველაფერი ვიზუა-
ლიზაციის სწორად ან არასწორად გამოყენების შედეგია. უკან თუ
მიიხედავ, აღმოაჩენ, რომ თითქმის ყველაფერი დადებითი, რაც წარ-
მოიდგინე, აგიხდა. სკოლის დამთავრება წარმოიდგინე და ასეც მოხ-
და; მანქანის ყიდვა წარმოიდგინე და იყიდე; პირველი რომანტიკუ-
ლი ურთიერთობა წარმოიდგინე და შენთვის შექმნილ ადამიანსაც
შეხვდი; სამოგზაუროდ წასვლა, სამსახურის დაწყება, ბინისა თუ
უბრალოდ ტანსაცმლის ყიდვა წარმოიდგინე და ყველაფერი აგიხდა.

აკონტროლე წარმოდგენები

ვიზუალიზაციის ძალას მთელი ცხოვრების განმავლობაში მუდმი-


ვად კი მიმართავენ, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ უმრავლესობა
წარმოსახვის ძალას ქაოსურად და ალალბედზე, შემთხვევითობის
პრინციპით იყენებს, შედეგად ადამიანები საკუთარ თავს ხან ეხმარე-
ბიან და ხან აზიანებენ კიდეც.
შენი მიზანი ვიზუალიზაციის პროცესის თავიდან ბოლომდე სრუ-

287 მკითხველთა ლიგა


ლად გაკონტროლებაა, ამასთან უნდა დარწმუნდე, რომ გონება და
მის მიერ წარმოდგენილი სურათები იმაზე კონცენტრირდება, რისი
მიღებაც გინდა, ან იმ ადამიანად წარმოჩენაზე, როგორიც გინდა,
რომ იყო.

შეუცვლელი ადამიანი

ამერიკის პირველმა პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა ცხოვრება


მოკრძალებულად დაიწყო. პატარა, ღარიბულ სახლში დაიბა და,
შეზღუდული პრივილეგიები ჰქონდა, მაგრამ ამბიციური იყო და ად-
რეულ ასაკშივე გადაწყვიტა, რომ საკუთარი თავი და ხასიათის თა-
ვისებურებები თავად უნდა ჩამოეყალიბებინა, რათა ის ადამიანი
გამხდარიყო, ვისაც საზოგადოება მიიღებდა და წარმატებულ ადა-
მიანად აღიარებდა.
მასზე მნიშვნელოვანი გავლენა ერთმა წიგნმა მოახდინა, რომელ-
შიც მანერები და ქცევის 130 წესი იყო აღწერილი. ის ამ წიგნს იმდენ
ხანს კითხულობდა, ვიდრე გონებაში კარგად არ გაუჯდა. მომავალში
კი თავაზიანობისა და ქცევის ამ წესებს ადამიანებთან ურთიერთო-
ბისას იყენებდა. იმ დროისთვის, როდესაც ვაშინგტონი ამერიკის რე-
ვოლუციის გავლენიან ფიგურად იქცა, მას ყველაზე თავაზიან და
ზრდილობიან ადამიანად — ჯენტლმენად მოიხსენიებდნენ.

გამოიწრთე ხასიათი

ბენჯამენ ფრანკლინმა — ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-


ერთმა დამფუძნებელმა, გამოჩენილმა სახელმწიფო მოღვაწემ, დიპ-
ლომატმა და გამომგონებელმა, მდიდარმა და შეძლებულმა ადამიან-
მა, კარიერა ფილადელფიაში, პატარა პოლიგრაფიულ კომპანიაში
შეგირდობიდან დაიწყო. გულახდილი და კამათის მოყვარული ადა-

288 მკითხველთა ლიგა


მიანი იყო, რის გამოც ხშირად იჩენდა მტრებს, რომლებიც მუდამ
ცდილობდნენ, მისთვის ხელი შეეშალათ წინსვლაში.
თუმცა, ბენჯამენ ფრანკლინი ავტობიოგრაფიაში გვიმხელს, რომ
ახალგაზრდობაში, გარკვეულ ეტაპზე, მიხვდა, რომ ხასიათის თავი-
სებურებებს მისი წარმატებისთვის საფრთხის შექმნა შეეძლო. ამის
შემდეგ გადაწყვიტა, რომ საკუთარ თავში რამდენიმე ძირითადი
ღირსება განევითარებინა, როგორიცაა, გულწრფელობა, თავმდაბ-
ლობა, თავდაჭერილობა, სიმშვიდე, თავშეკავებულობა, დისციპლინა
და პატიოსნება, ანუ ყველაფერი ის, რასაც თვლიდა, რომ დასჭირდე-
ბოდა, თუ საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება სურ-
და.
წლების განმავლობაში, კვირიდან კვირამდე ვაშინგტონიცა და
ფრანკლინიც ვიზუალიზაციას მიმართავდნენ. ხასიათის იმ თავისე-
ბურებას ან/და იმ თვისებას წარმოიდგენდნენ, რომლის განსხეულე-
ბაც უნდოდათ. წარმოიდგენდნენ, რომ მათ ესა თუ ის თვისება უკვე
ჰქონდათ. ადამიანებთან ურთიერთობისას, როგორიც უნდა ყოფი-
ლიყო ის, „შინაგან სარკეში“ იხედებოდნენ, რათა დაენახათ, როგორ
მოქცეულიყვნენ ამ კონკრეტულ შემთხვევაში. დროთა განმავლობა-
ში, ეს სურათები იმდენად ღრმად ჩაებეჭდათ ქვეცნობიერში, რომ ეს
ქცევები და მანერები მათ თვისებად იქცა.

ის ხარ, ვინც შეგიძლია, რომ იყო

პიერო ფერუჩი თავის წიგნში „ვინც შეიძლება ვიყოთ“, გვიხსნის,


როგორ შეგვიძლია, ნებისმიერი სასურველი თვისება განვივითაროთ
და რომ მთავარია, ამაზე ვკონცენტრირდეთ და წარმოვიდგინოთ,
რომ ეს თვისება უკვე გვაქვს. რაც შეიძლება ბევრი გაიგე იმ თვისე-
ბის შესახებ, რომელიც გინდა, რომ გქონდეს, შეისწავლე ის. ხშირად
უნდა წარმოიდგინო ის სიტუაციები, სადაც ამ თვისების გამოყენება

289 მკითხველთა ლიგა


მოგიწევს.
არისტოტელე წერდა, რომ ღირსების განვითარების საუკეთესო
გზა, თუკი მოცემულ მომენტში ეს ღირსება არ გაქვს ან გაკლია, იმის
წარმოდგენა და, საჭიროების შემთხვევაში, ისე მოქცევაა, თითქოს ეს
ღირსება უკვე შენშია. საკუთარი თავი მხოლოდ დღევანდელი გადა-
სახედიდან კი არ უნდა დაინახო, ისეთ ადამიანადაც უნდა წარმო-
იდგინო, ვინც შეიძლება, რომ იყო. ნელ-ნელა, ეტაპობრივად, სწო-
რედ ამ ახალ პიროვნებად გადაიქცევი.

შეცვალე წარმოდგენილი სურათები

საკუთარი თავისა და ხასიათის თავისებურებების ჩამოყალიბება-


სა და ფორმირებას მეტწილად შენვე აკონტროლებ იმ სურათების
წარმოდგენით, რომლებსაც ყოველდღიურად, საათობრივად და წუ-
თობრივად უბრუნდები. გონებაში წარმოდგენილი სურათების
ცვლილებით აზროვნებასაც (მიმართულებასაც) იცვლი, ცვლი
გრძნობებსა და ქცევებს. იცვლება სხვა ადამიანების მიმართ შენი
დამოკიდებულებაც, თუ როგორ ექცევი მათ და როგორ გპასუხობენ
ისინი. ცვლი შენს ქმედებებსა და შესაბამისად, შედეგებსაც. იმ ადა-
მიანად გადაქცევა, რომელსაც წარმოიდგენდი, მართლა შეგიძლია.
ყველაფერი ეს ვიზუალიზაციის კონსტრუქციულად გამოყენების ნა-
წილია.

შეასრულე სრულყოფილად

პროფესიონალ ათლეტებს ვარჯიშის ერთი მეთოდი აქვთ, რომელ-


საც „გონებაში რეპეტიცია“ ჰქვია. საუკეთესო პროფესიონალი ათ-
ლეტები მანამ, სანამ კონკურსში აქტიურად ჩაერთვებიან, მოვლენე-
ბის სასურველი მიმართულებით განვითარებას წარმოიდგენენ ხოლ-

290 მკითხველთა ლიგა


მე. ყველა გამოსვლის წინ ხედავენ, თუ როგორ იხარჯებიან ბოლომ-
დე და მნიშვნელოვან შეჯიბრებამდე რამდენიმე დღითა და საათით
ადრე მუდმივად იმას წარმოიდგენენ, თუ როგორ დაასრულეს ასპა-
რეზობა წარმატებით.
მუდმივად იხსენებენ წინა საუკეთესო გამოსვლებსა და შედეგებს
და გონების კინოთეატრში ამ მოვლენებს კინოფირივით ატრიალე-
ბენ. კიდევ და კიდევ წარმოიდგენენ, თუ როგორ აღწევენ წარმატე-
ბას და შეიგრძნობენ, შესანიშნავი შესრულებით გამოწვეულ კმაყო-
ფილებასა და სიხარულს. შედეგად, მოახლოებული შეჯიბრებისთვის
წარმატებულად გამოსვლის სურვილით არიან შეპყრობილნი და ას-
პარეზობის დაწყებისას თავს უკვე გამარჯვებულად თვლიან.

ღრმად ჩაისუნთქე, მოეშვი და სასურველი შედეგი წარმო-


იდგინე

მაგალითად, მოციგურავეები პროგრამისთვის შერჩეულ მელოდი-


ას გამუდმებით უსმენენ, თვალდახუჭულნი სხედან და წარმოიდგე-
ნენ, როგორ სრიალებენ ყინულის მოედანზე. სრიალის წარმოდგენის
ერთ-ერთი უპირატესობა ისაა, რომ აქ შეუძლებელია, რაიმე შეგეშა-
ლოს ან წაიქცე. ყინულის მოედანზე გასვლამდე ისინი გონებაში ხე-
დავენ, როგორ ასრულებენ პროგრამას სრულყოფილად. იმ დროის-
თვის მათი ქვეცნობიერი უკვე გავარჯიშებულია და ყინულზე გასუ-
ლებს პროგრამას სწორად, შეუფერხებლად და ელეგანტურად შეას-
რულებინებს.
სხეულს საკუთარი გონება არ გააჩნია. ხელის ან/და ფეხის თითე-
ბის, სულ მცირე, ელემენტარული მოძრაობაც კი ცენტრალური კომ-
პიუტერიდან, ანუ ტვინიდან კონტროლდება. ტვინი ნერვულ დაბო-
ლოებებს იმპულსებს უგზავნის, რომელიც ხერხემალს მიუყვება,
მთელ სხეულში ვრცელდება, კუნთებამდე აღწევს და სხეულს ამოძ-

291 მკითხველთა ლიგა


რავებს. როდესაც ვიზუალიზაციით ხარ დაკავებული, ამ დროს რე-
ალურად შენს მთავარ კომპიუტერს წვრთნი, გონებას აპროგრამებ,
თუ როგორ გინდა, რომ შენმა სხეულმა იმოქმედოს.

ვიზუალიზაციის ოთხი ნაწილი

არსებობს ვიზუალიზაციის ოთხი ნაწილი, რომელიც შეგიძლია შე-


ისწავლო და შემდეგ პრაქტიკაშიც გამოიყენო, რათა მთელი სიცოც-
ხლის განმავლობაში ამ უზარმაზარი ძალის ყოველდღიურად შენს
სასარგებლოდ მაქსიმალურად გამოყენება უზრუნველყო.

რამდენად ხშირად?

ვიზუალიზაციის პირველი ასპექტი სიხშირეა, ანუ რამდენჯერ უნ-


და წარმოიდგინო, რომ კონკრეტულ მიზანს მიაღწიე ან რომელიმე
კერძო შემთხვევისას, ან რაიმე განსაკუთრებულ გარემოებაში არაჩ-
ვეულებრივად, შესანიშნავად იმოქმედე. რაც უფრო ხშირად დაატ-
რიალებ გონებაში საუკეთესოდ შესრულების ან/და მიღწეული შედე-
გის ნათელ და კონკრეტულ სურათს, მით სწრაფად მიიღებს მას შენი
ქვეცნობიერი და მით მალე იქცევა რეალობად.

რამდენი ხნის განმავლობაში?

ვიზუალიზაციის მეორე ელემენტი წარმოდგენილი სურათის ხან-


გრძლივობაა, ანუ კონკრეტული წარმოდგენის ყოველ ჯერზე, გონე-
ბაში დატრიალებისას, რამდენ ხანს შეგიძლია მისი გაჩერება. როდე-
საც ღრმად ჩაისუნთქავ და ბოლომდე მოეშვები, ფიქრებში სასურვე-
ლი სურათი შეგიძლია რამდენიმე წამი ან/და წუთიც კი
შეინარჩუნო. მას, რაც უფრო დიდხანს გააჩერებ, მით მეტად
ღრმად ჩაიბეჭდება შენს ქვეცნობიერში და მით უფრო სწრაფად შეს-

292 მკითხველთა ლიგა


რულდება.

რამდენად ნათელი და კონკრეტული უნდა იყოს წარმოდ-


გენილი სურათი?

ვიზუალიზაციის მესამე ასპექტი სიცხადეა. რამდენად ნათლად და


კონკრეტულად წარმოიდგენ სასურველ მიზანს ან შედეგს და რამდე-
ნად სწრაფად იქცევა ეს რეალობად, ერთმანეთთან პირდაპირაა და-
კავშირებული. ვიზუალიზაციის სწორედ ეს ნიშანი ხსნის მიზიდუ-
ლობისა და შესაბამისობის კანონებს. შენი სურვილის სიცხადე პირ-
დაპირ განსაზღვრავს, რამდენად სწრაფად მატერიალიზდება შენი
მიზანი.
აი, რა არის საინტერესო. როდესაც საკუთარ თავს ახალ მიზანს
უსახავ, ამ მიზნის გამოსახულება ან/და სურათი თავდაპირველად
ბუნდოვანი და გაურკვეველია. შეიძლება საერთოდაც არც გქონდეს
წარმოდგენა, წარმატების მიღწევის შემთხვევაში, ის როგორ სახეს
მიიღებს. მაგრამ, რაც უფრო ხშირად დაწერ და გადაწერ მას, რაც
უფრო მეტჯერ დაატრიალებ გონებაში, მით უფრო ნათელი და კონ-
კრეტული გახდება ის. საბოლოოდ კი, ზედმიწევნით დეტალურად
ჩამოყალიბდება და მოულოდნელად სწორედ ისეთად გამოჩნდება
რეალობაში, როგორადაც წარმოგედგინა.

რამდენად ინტენსიურად უნდა დაინახო?

ვიზუალიზაციის მეოთხე ასპექტი ინტენსიურობაა, ანუ რამდენად


ემოციურად (ინტენსიურად, როგორი სიძლიერით) აღიქვამ წარმოდ-
გენილ კონკრეტულ სურათს. რეალურად, ეს ვიზუალიზაციის პრო-
ცესის ყველაზე მნიშვნელოვანი და უძლიერესი ნაწილია. ხანდახან,
თუ მიზანი საკმარისად ნათლად გაქვს წარმოდგენილი და შენი ემო-

293 მკითხველთა ლიგა


ცია საკმარისად ინტენსიურია, ეს მიზანი მაშინვე აგიხდება.

ბუნება ნეიტრალურადაა განწყობილი

რა თქმა უნდა, სიხშირეს, სიცხადეს, ინტენსიურობასა და ხან-


გრძლივობას შენთვის ზიანის მოტანაც შეუძლია. როგორც თავად
ბუნება, ვიზუალიზაციის ძალაც თავისი არსებით ნეიტრალურია.
იგი ორპირ მახვილს წააგავს, რომელსაც ნებისმიერი მიმართულე-
ბით შეუძლია გაკვეთა. შეიძლება წარმატება მოგიტანოს ან მარცხის
პროვოცირება მოახდინოს. ვიზუალიზაცია ყველაფერს მოგცემს, რა-
საც ინტენსიურობითა და სიცხადით წარმოიდგენ, კარგსაც და ცუდ-
საც.
მაგალითად, წუხილი მიზნის დასახვის უარყოფითი ფორმაა. ეს
არასასურველ შედეგზე ფიქრის, მისი ვიზუალიზაციისა და შიშითა
და მღელვარებით დეტალურად წარმოდგენის პროცესია. როდესაც
წუხხარ, ვიზუალიზაციის ძალას უარყოფითად იყენებ. ცხოვრებაში
ზუსტად ის პრობლემები დაგატყდება თავს, რომელთა არიდებასაც
ცდილობდი და არ გინდოდა, რომ გქონოდა. იობი ამბობს, „რადგან
მეწია შიშის ზარი, მე რომ მზარავდა; რასაც ვუფრთხოდი, თავს და-
მატყდა!“ (ძველი აღთქმა, იობი 3:25), რაც უარყოფითი ვიზუალიზა-
ციის არასასურველ შედეგებზე მიუთითებს. ვიზუალიზაციის ძალა
დიდი სიფრთხილით უნდა გამოიყენო.

შექმენი ოცნების სახლი

როდესაც მე და ჩემი ცოლი დავქორწინდით, ძალიან ცოტა ფული


გვქონდა, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიზნესი დავიწყეთ, რაც გვქონდა,
ისიც მალე გამოგველია. მიუხედავად ამისა, როგორც ყველა სხვა
წყვილი, ჩვენც ვლაპარაკობდით „ოცნების სახლზე“. ვოცნებობდით

294 მკითხველთა ლიგა


იმ იდეალურ სახლზე, სადაც ჩვენ და ჩვენი ოჯახი ვიცხოვრებდით.
საბოლოოდ, გადავწყვიტეთ, რომ ვიზუალიზაციის ძალა ამ „ოცნების
სახლის“ შეძენისკენ მიგვემართა და ეს შესაძლებლობა გამოგვეყენე-
ბინა.
მიუხედავად იმისა, რომ იმ პერიოდში დაქირავებულ ბინაში
ვცხოვრობდით და ძალიან ცოტა ფული გვქონდა, რამდენიმე ჟურნა-
ლი გამოვიწერეთ, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით გასაყიდი ულამა-
ზესი სახლები იყო მოცემული. „უკეთეს სახლებსა და ბაღებს“, ასევე,
„არქიტექტურულ დაიჯესტს“ ვკითხულობდით. შაბათ-კვირაობით
ქალაქის მდიდრულ უბნებში დავდიოდით და იმ სახლებს ვათვალიე-
რებდით, რომლებიც მყიდველებს ელოდა. დავდიოდით ამ ულამაზე-
სი სახლების ძვირფასად მოწყობილ ოთახებში და წარმოვიდგენდით,
როგორ ვცხოვრობდით ამ გარემოში.
ბოლომდე ღრმად გვწამდა, რომ, ადრე თუ გვიან ჩვენი ეს მცდე-
ლობა შედეგს გამოიღებდა და ამიტომ ლამაზი სახლების ფოტოები-
სა და აღწერილობების ამონაჭრებისგან ალბომი გავაკეთეთ. მერე იმ
ორმოცდაორი ნივთის სია ჩამოვწერეთ, რომლის ქონას იდეალურ
სახლში ვისურვებდით.
ამავდროულად, სამსახურში დავდიოდი, ჩემს ბიზნესს ვაფართო-
ებდი. შემოსავალი მეზრდებოდა და შემნახველ ანგარიშზე თანხასაც
ხშირად ვამატებდი. ამ პროცესის დაწყებიდან ერთ წელიწადში და-
ქირავებული ბინიდან მყუდრო, ულამაზეს სახლში გადავედით საც-
ხოვრებლად, რომელიც ყველა თვალსაზრისით იდეალური გახ-
ლდათ, თუმცა გულის სიღრმეში ვიცოდით, რომ ის ჩვენი „ოცნების
სახლი“ მაინც არ იყო.

მთავარია, მოთმინება ისწავლო

წელიწად-ნახევრის შემდეგ კვლავ ახალ სახლში გადავედით, ამ-

295 მკითხველთა ლიგა


ჯერად, სან-დიეგოში. ერთი თვის განმავლობაში ვათვალიერებ დით
გასაყიდ სახლებს. ერთხელაც ერთის სანახავად წავედით,
რომელიც ბაზარზე ზუსტად ორი დღის წინ გამოიტანეს. როგორც
კი შევაბიჯეთ, მაშინვე მივხვდით, რომ ჩვენი „ოცნების სახლი“ ვიპო-
ვეთ. ერთმანეთს უსიტყვოდ გადავხედეთ.
მოლაპარაკებას — ორი, ფინანსური საკითხების მოგვარებას კი
ხუთი თვე დასჭირდა, მაგრამ ჩვენი „ოცნების სახლი“ დროულად შე-
ვიძინეთ და მას შემდეგ აქ ვცხოვრობთ. აღმოჩნდა, რომ იმ სიიდან,
რომელიც ჩვენი „ოცნების სახლის“ აღწერისას ჩამოვწერეთ, ამ
სახლს ორმოცდაორიდან ორმოცდაერთი ნივთი ჰქონდა.

იფიქრე, თითქოს უკვე გამხდარი ხარ

ადამიანთა უმრავლესობას უნდა, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში


იყოს და ამისთვის წონაში დაიკლოს. ფსიქოლოგები ამის პასუხად
გეტყვიან, რომ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ „გამ-
ხდარი ადამიანივით იფიქრებ“. ამის გასაკეთებლად ერთადერთი გზა
არსებობს: ისეთი ადამიანის ფოტო უნდა მოძებნო, რომელსაც შენ-
თვის სასურველი სხეული აქვს, და მისი თავის ადგილას შენი ფოტო
დააკრა. ეს ფოტომონტაჟი მაცივარზე გააკარი. რამდენიმე ასლიც
გააკეთე და სახლში რამდენიმე ადგილას ჩამოკიდე.
ყოველ ჯერზე, როდესაც შენს თავს ამ ფოტოზე შეხედავ და და-
ინახავ, როგორი ლამაზი სხეული გაქვს, შენი გონება ამას „შეინა-
ხავს“ და მერე ნელ-ნელა აღმოაჩენ, რომ სულ უფრო ნაკლებს ჭამ და
მეტს ვარჯიშობ. მალე რეალობა შენი სურვილის (წარმოდგენილი
სურათის) შესაბამისი გახდება.

296 მკითხველთა ლიგა


იპოვე გულის სწორი

მარტოხელები ხშირად მეკითხებიან ხოლმე, როგორ უნდა იპოვონ


გულის სწორი. პასუხად ვეკითხები, აქვთ თუ არა იმ ადამიანისთვის
დამახასიათებელი თვისებების სია და თუ აქვთ ჩამოყალიბებული
გარკვეული სურათი, როგორ გამოიყურება იგი. ყოველთვის უკვირთ
და ხანდახან შეურაცხყოფილებიც კი რჩებიან ჩემი შეკითხვით, მე-
უბნებიან, რომ „აუცილებლად იგრძნობენ, როცა მას შეხვდებიან“.
მაგრამ ეს ასე არ არის. ინდიფერენტულობას დამღუპველი შედე-
გები მოაქვს. თუკი გარკვევით არ იცი, რა გინდა, საბოლოოდ რაღაც
სხვას მიიღებ. მარტოხელა ადამიანებს ვურჩევ, დასხდნენ და მათ-
თვის იდეალური ადამიანი თავიდან ბოლომდე, რაც შეიძლება დე-
ტალურად აღწერონ, ხასიათის ყველა იმ თავისებურებითა და თვი-
სებით, რაც უნდათ, რომ იმ ადამიანს ჰქონდეს. ვეუბნები, რომ გარ-
კვევით დაწერონ ასაკი, ჩამოაყალიბონ ხასიათის თავისებურებები,
პიროვნული თვისებები, ინტერესები, ღირებულებები, წარსული, იუ-
მორის გრძნობა, ამბიციები და ა.შ.
თქვენც სცადეთ და გაოცდებით შედეგით. ჩემმა მეგობარმა, რომე-
ლიც ჩემს ერთ-ერთ სამდღიან სემინარს ესწრებოდა, პროგრამის
დასრულების შემდეგ ჩემი რეკომენდაცია დაუყოვნებლივ შეასრუ-
ლა. ათი თვის შემდეგ ერთ ქალბატონს შეხვდა, რომელიც ზუსტად
შეესაბამებოდა იმ აღწერილობას, რაც დაეწერა. მალევე დაქორწინ-
დნენ, ორი ულამაზესი შვილიც ჰყავთ და შეხვედრის დღიდან ერთად
ბედნიერად ცხოვრობენ.
თუ მარტოხელა ხარ, სცადე და გამოიყენე ეს ტექნიკა. შედეგებმა
შესაძლოა, სასიამოვნოდ გაგაკვირვოს!

297 მკითხველთა ლიგა


როგორც შინაგანად, ასევე გარეგნულად

ვიზუალიზაციის გამოყენება შენი ცხოვრების ნებისმიერი მიმარ-


თულებით გაუმჯობესებისთვის შეგიძლია. წიგნის დასაწყისში
„იდეალიზაციის“ მნიშვნელობაზე ვილაპარაკე. ის იდეალური სურა-
თის შექმნას გულისხმობს, ანუ როგორი ცხოვრება გინდა, რომ უახ-
ლოეს მომავალში გქონდეს. იდეალიზაცია უბრალოდ ვიზუალიზა-
ციის ერთ-ერთი ვერსიაა. დაიმახსოვრე, ისეთ სამიზნეს ვერ მოახ-
ვედრებ, რომელსაც ვერ ხედავ. მაგრამ თუ ნათლად და კონკრეტუ-
ლად გაქვს ჩამოყალიბებული, რა გინდა, მიაღწევ კიდეც.

ვარჯიშისთვის საუკეთესო დრო

როგორც მიზნის დასახვისას, ვიზუალიზაციისთვისაც საუკეთესო


დრო დილა და საღამოა. როდესაც საღამოობით წარმოიდგენ, თით-
ქოს მიზნებს უკვე მიაღწიე, შენი ქვეცნობიერი მათ უფრო ღრმად ჩა-
იბეჭდავს, დღის განმავლობაში კი ისეთ რამეს იტყვი და გააკეთებ,
რაც შენს მიზნებს რეალობად აქცევს.
ვიზუალიზაცია ასევე კარგია დილით, გაღვიძებისას. გონებაში ნა-
თელი სურათის ჩამოყალიბება, რისი მიღწევაც დღის განმავლობაში
გინდა, სავარაუდოდ, მეტად შეგაძლებინებს დასახული მიზნების
განხორციელებას.

ნებისმიერი წინსვლის დასაწყისი

გავიმეოროთ, შენს ცხოვრებაში ნებისმიერი სახის დადებითი დი-


ნამიკა და წინსვლა წარმოდგენილი სურათების სრულყოფით იწყე-
ბა. დღესვე დაიწყე გონების იმ სურათებით დატვირთვა, რომლებიც
ასახავენ, თუ როგორი ადამიანი გინდა, რომ იყო, როგორი ცხოვრება

298 მკითხველთა ლიგა


გინდა, რომ გქონდეს და მიზნები, რომლებსაც გინდა, მიაღწიო. ჟურ-
ნალებიდან და გაზეთებიდან ის სურათები ამოჭერი, რომლებიც შენს
მიზნებსა და სურვილებს შეესაბამება. ყველგან გააკარი და რეგულა-
რულად გადახედე. ხშირად ილაპარაკე მათზე. მუდმივად თვალწინ
გედგას.
მთელი ცხოვრების განმავლობაში პოზიტიური ხედვა უნდა გქონ-
დეს. მუდმივად წარმოიდგინე სრულყოფილად მიღწეული მიზნები
და იდეალური ცხოვრება. ეს უფრო დაგეხმარება შენი შესაძლებლო-
ბების აქსელერატორზე ფეხის დადგმაში, ვიდრე სხვა ნებისმიერი სა-
ვარჯიშო.

შენი მიზანი მუდამ თვალწინ უნდა გედგას

1. მომავალში გადაინაცვლე და წარმოიდგინე, რომ შენი ცხოვრება


ყოველმხრივ იდეალურია. რანაირი იქნება? როგორიც უნდა იყოს
პასუხი, ეს სურათი თვალწინ რეგულარულად დაიყენე.
2. იმ ნივთების სურათები გამოჭერი, რაც გინდა, რომ სამომავ-
ლოდ გქონდეს და ასევე იმ ადამიანისაც, ვისაც გინდა, რომ და ემ-
სგავსო. ამ ფოტოებს შეხედე და დაფიქრდი, რისი გაკეთება შეგიძ-
ლია იმისთვის, რომ ეს ყველაფერი რეალობად აქციო.
3. ნებისმიერი მნიშვნელოვანი მოვლენის წინ გონებაში რეპეტიცია
გაიარე. გონების თვალით დაინახე, რომ რასაც აკეთებ ან/და ცდი,
ყველაფერი საუკეთესოდ გამოგდის.
4. შენი გონება ნათელი, ამაღელვებელი და ემოციური სურათებით
ასაზრდოვე. დაიმახსოვრე, შენი წარმოსახვა მომავალი ცხოვრების
ფრაგმენტებს წინასწარ გიჩვენებს.
5. ოცნების სახლი, ოცნების ბიზნესი ან/და ოცნების კარიერა შექ-
მენი. ყველაფერი ჩამოწერე, რაც ამ სრულყოფილების მიღწევის
შემთხვევაში გექნებოდა. ყოველდღე წარმოიდგინე, რომ ეს შენი რე-

299 მკითხველთა ლიგა


ალობაა.
6. ვიზუალიზაციის პროცესი შენი ცხოვრების ნაწილად აქციე.
მუდმივად გამოყავი დრო სასურველი ცხოვრების ამაღელვებელი და
საინტერესო სურათების შესაქმნელად, დაბოლოს, ღრმად ირწმუნე,
რომ ეს სურათები რეალობად იქცევა.

300 მკითხველთა ლიგა


20. გაააქტიურე ზეცნობიერი
სუბიექტურ გონებას მთლიანად ობიექტური გონება აკონტრო-
ლებს და ყველაფერს, რასაც მას ობიექტური გონება დააკისრებს,
ბოლომდე მაქსიმალური სიზუსტით ასრულებს.
თომას ტრუვარდი

წარმოიდგინე, ახალ სახლში გადახვედი, სახლის წინა მფლობელ-


მა კი გაგიმხილა, რომ სარდაფში, სპეციალურად მოწყობილ ოთახში,
მსოფლიოში ყველაზე საოცარი და განსაკუთრებული კომპიუტერი
დგას, რომელიც შეგიძლია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად დააპ-
როგრამო ან, რაც უნდა ჰკითხო, შესაფერის დროს ზუსტ და სწორ
პასუხს გაგცემს. ყოველ ჯერზე რომ გაემართლებინა და ყველაფერზე
აბსოლუტურად უშეცდომოდ ეპასუხა?! წარმოიდგინე, როგორ შეიც-
ვლებოდა შენი ცხოვრება.
არადა, შენ რეალურად მართლაც ფლობ ასეთ კომპიუტერს, რო-
მელიც ნებისმიერ დროს შენს განკარგულებაშია და მისი გამოყენება
მაშინ შეგიძლია, როცა მოგესურვება. ეს შენი „ზეცნობიერია“, შენი
გონებაა, რომელიც კაცობრიობის არსებობის განმავლობაში დაგრო-
ვილ უდიდეს ინფორმაციასა და შესაძლებლობებს ინახავს. და შენ
მისი გამოყენება ნებისმიერ დროს შეგიძლია.
ამ წიგნში მუდმივად გიმეორებ, რომ ისეთი გახდები, როგორიც
გინდა იყო და რომ იმას მიიღებ, რაზეც ყველაზე მეტს ფიქრობ და
რაზეც მუდმივად კონცენტრირდები. დამატებით, მიზიდულობისა და
შესაბამისობის კანონი განვიხილეთ და ასევე სრული გარკვეულობი-
სა და მკაფიოობის მნიშვნელობაც – ვინ გინდა, რომ იყო, რა გსურს,
რომ გქონდეს და რა გინდა, რომ გააკეთო. ყველა შემთხვევაში ირი-
ბად ზეცნობიერის ძალაზე ვსაუბრობდი.

301 მკითხველთა ლიგა


საუკუნეების განმავლობაში დაფარული საიდუმლო

ზეცნობიერის შესახებ ადამიანებმა ათასობით და ათიათასობით


წლის განმავლობაში იცოდნენ, თუმცა ის, მეტწილად, ბრძენკაცები-
სა და მისტიკების კუთვნილი საიდუმლო იყო, მასთან წვდომა ყვე-
ლას არ ჰქონდა, დაცული იყო და ამ ცოდნას მხოლოდ ძველთაძვე-
ლი, ანტიკური სამყაროს საიდუმლო სკოლებში უზიარებდნენ ჭეშმა-
რიტ ფანატიკოსებს, ისიც მრავალი წლის განმავლობაში ერთგულად
შრომისა და სწავლის შემდეგ. მხოლოდ ბოლო რამდენიმე ასეული
წელია, რაც ზეცნობიერი გონების შესახებ ინფორმაცია შედარებით
ხელმისაწვდომი გახდა და ისიც მხოლოდ ერთეულთათვის.

ერთ გონებაში გაერთიანებული სამეული

ფსიქოთერაპიის ფუძემდებელმა ზიგმუნდ ფროიდმა 1895 წელს


პიროვნების მოდელი ჩამოაყალიბა, რომელიც სამი ქვესტრუქტუ-
რისგან შედგება და რომელთა ერთობლიობაც ნებისმიერ ადამიანს
ახასიათებს. ესენია: „იდი“, „ეგო“ და „სუპერეგო“. ფროიდის ნაშრო-
მების უდიდესი ნაწილიც აღქმის ამ სამ სხვადასხვა ელემენტზე დაყ-
რდნობითაა შექმნილი.
„ეგო“ აღწერილია, როგორც გონების „მე“, რომელიც ყოველთვის
ცნობიერია და მუდმივად ფხიზლადაა. იგი გარესამყაროს გათვა-
ლისწინებითა და მასთან ურთიერთობით მუშაობს, ეგო აანალიზებს,
იღებს გადაწყვეტილებებს და მოქმედებს. ჩვენ მას შეგნებას ვუწო-
დებთ.
ზიგმუნდ ფროიდისეული „იდი“ გონების არაცნობიერი, ირაციონა-
ლური ნაწილია, ანუ ის, რასაც ჩვენ ქვეცნობიერს ვუწოდებთ. ის გო-
ნებაში არსებული მოგონებებისა და გრძნობების უზარმაზარი საწ-
ყობია, სადაც ყველა ჩვენი ფიქრები, გადაწყვეტილებები და გამოც-

302 მკითხველთა ლიგა


დილებები ინახება. „იდი“ („იგი“) ავტომატურ რეჟიმში ფუნქციონი-
რებს და არა მხოლოდ ჩვენი სხეულის ამოძრავებაში მონაწილეობს,
არამედ იმასაც უზრუნველყოფს, რომ ჩვენი ფიქრები და გრძნობები
მუდმივ თანხვედრაში იყოს ჩვენს გამოცდილებებთან.
ის, რასაც ზიგმუნდ ფროიდმა „სუპერეგო“ („ზე-მე“) უწოდა, გონე-
ბის მესამე განზომილებაა, რომელიც რალფ უოლდოუ ემერსონმა
„ზე-მე“-დ მონათლა, ფროიდის მოსწავლემ, ალფრედ ადლერმა მას
„კოლექტიური არაცნობიერი“ დაარქვა, კარლ გუსტავ იუნგმა კი,
„ზეცნობიერი“; ნაპოლეონ ჰილმა ეგოს „უშრეტი ინტელექტის წყა-
რო“ უწოდა და გამოაცხადა, რომ ამერიკაში თითქმის ყველა წარმა-
ტებული ადამიანი იყენებდა მას მთელი კარიერის განმავლობაში.
ყველა უდიდესი მიღწევა სწორედაც რომ სუპერეგოს დამსახურება
იყო.
იტალიელი ფსიქოლოგი, რობერტო ასაჯოილი და არა მხოლოდ
ის, სუპერეგოს „ზეცნობიერ, ანუ ღვთაებრივ გონებას უწოდებს“. რაც
უნდა იყოს, რეალურად ეს სამყაროს უდიდესი ძალაა, რომელიც შე-
გიძლია ნებისმიერი მიზნის მისაღწევად მიმართო, თუკი მისი მიღწე-
ვა საკმარისად ძლიერად და საკმარისად დიდხანს გინდა.

ნებისმიერი აღმოჩენისა თუ გარღვევის წყარო

ნებისმიერ სფეროში ყველა მნიშვნელოვანი აღმოჩენა თუ გარღვე-


ვა, რაც კი კაცობრიობის არსებობის განმავლობაში მომხდარა, ზეც-
ნობიერის ამუშავების შედეგია. ყოველთვის, როდესაც შესანიშნავი
იდეა გაგჩენია, რაიმე პრობლემა ან დილემა გადაგიწყვეტია, ჩათვა-
ლე, რომ ზეცნობიერის ამოქმედება გაქვს გამოცდილი. უდიდეს სა-
მეცნიერო გარღვევებს, – დნმ-ის აღმოჩენა ან/და ელექტრობისა და
კერამიკის გაერთიანება, რამაც შედეგად სუპერელექტროგამტარობა
მოგვცა – სწორედაც რომ ზეცნობიერი საწყისი ჰქონდა.

303 მკითხველთა ლიგა


დიდი მუსიკოსები გენიალური ნაწარმოებების შესაქმნელად გა-
მუდმებით იყენებდნენ ზეცნობიერს. მოცარტს, წერის დაწყებამდე,
მთელი ოპერის წარმოდგენა შეეძლო ნოტების სახით. შემდეგ კი გო-
ნებაში ჩაბეჭდილი სურათიდან ეს ოპერა უშეცდომოდ გადაჰქონდა
ქაღალდზე და მზად იყო პირველივე ცდაზე დაეკრა საზოგადოების-
თვის.
ბეთჰოვენმა თავისი უდიდესი ნაწარმოებები სმენის დაკარ გვის
შემდეგ შექმნა. მას მათი დანახვა და მოსმენა ქაღალდზე გადმოწე-
რამდე, გონებაშივე, შეეძლო. ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი
დაავადებულია ლუგერიგის დაავადებით, იმავე ამიოტროფული
გვერდითი სკლეროზით, რის გამოც, მოძრაობის უნარი, ფაქტობრი-
ვად, დაკარგული აქვს. მას თითოეული ასოს დასაწერად დიდი ძა-
ლისხმევა და სპეციალური კომპიუტერი სჭირდება. მიუხედავად ამი-
სა, მან შეძლო და წიგნი „დროის მოკლე ისტორია“ დაწერა, რომელ-
მაც მსოფლიო აღიარება მოუტანა. მას მუშაობისას სწორედ ზეცნო-
ბიერი ეხმარება.

ყველა დროის უდიდესი გამომგონებელი

ტომას ედისონმა ამერიკის შეერთებული შტატების პატენტების


ბიუროში 1093 მოწყობილობა დააპატენტა, რომელთაგან თითქმის
ყველა მისსავე სიცოცხლეში კომერციულ პროდუქტად იქცა. მისი
გარდაცვალებისას, 1931 წელს, აშშ-ის მუშათა კლასის უდიდესი ნა-
წილი სწორედ მის მიერ შექმნილი პროდუქტების მწარმოებელ და
გამავრცელებელ ქარხნებში იყო დასაქმებული.
ტომას ედისონი მთელი კარიერის განმავლობაში იყენებდა ზეცნო-
ბიერს, რომლის შედეგადაც, ერთი შეხედვით, გადაუჭრელი პრობლე-
მების ამოხსნა შეძლო ელექტრობის, მოძრავი სურათების, ხმის ჩა-
წერისა და გადაცემის, ასევე სხვა ათასობით სფეროში — ისტორიულ

304 მკითხველთა ლიგა


გარღვევებს მიაღწია. იგი დღის განმავლობაში რეგულარულად
თვლემდა და პრობლემის არსში გასარკვევად ზეცნობიერს მიმარ-
თავდა, რამაც უამრავი გამოგონებისკენ გაუხსნა გზა.

დიადი კანონი

როდესაც ხელოვნების შთამაგონებელ ნიმუშს ნახავ, მაღალ მხატ-


ვრულ ლიტერატურულ ნაშრომს ან მშვენიერ ლექსს წაიკითხავ, მო-
უსმენ არაჩვეულებრივ მუსიკას ან შესანიშნავ, გრანდიოზულ შენო-
ბას დაინახავ, ეს ყველაფერი ზეცნობიერის ამუშავების შედეგია.
ქვეცნობიერი აქტივობის კანონი, რომელიც გონებრივი აქტივობის
აღმოჩენილი კანონებიდან ალბათ უმნიშვნელოვანესია, ასეთია: „ნე-
ბისმიერი ჩანაფიქრი, გეგმა, მიზანი ან იდეა, რომელიც მუდმივად
ტრიალებს გონებაში, ზეცნობიერმა დაუყოვნებლივ უნდა აქციოს
რეალობად“.
უბრალოდ დაფიქრდი ამაზე! ვინც გინდა, რომ იყო, რისი ქონა ან
რისი გაკეთებაც უნდა გსურდეს, ყველაფერი შესაძლებელია. თუ
სრულიად ნათლად და გარკვევით ჩამოაყალიბებ, რა გინდა და შეძ-
ლებ შენს ზეცნობიერთან მუდმივი კავშირის დამყარებას, საბოლო-
ოდ ყველაფერს მიაღწევ. შენი ზეცნობიერი ერთადერთი იმ შეზღუდ-
ვებით იბოჭება, რასაც თავადვე უწესებ შენს გონებასა და წარმოსახ-
ვის უნარს.

შესაფერისი სამუშაო პირობები

შენი ზეცნობიერი ყველაზე უკეთ მაშინ მუშაობს, როდესაც საკუ-


თარ თავში დარწმუნებული, მშვიდი და მოდუნებული ხარ. ყოველ-
თვის, როდესაც საკუთარ თავთან მარტო დარჩები, ფიქრებში გაერ-
თობი და ყველა დარდსა და წუხილს დაივიწყებ, როდესაც უბრა-

305 მკითხველთა ლიგა


ლოდ წყნარად, სიმშვიდეში იჯდები ბუნებაში და გაგიჩნდება შეგ-
რძნება, თითქოს მასთან მუსაიფობ, ამ პირობებში შენი ზეცნობიერი
გამოიღვიძებს, გააქტიურდება და ამუშავდება. როდესაც „სიჩუმით
იწყებ ტკბობას“ და შენში არსებულ წყნარ, უშფოთველ ხმას მოუს-
მენ, ეს შენი ზეცნობიერის ჩურჩულია.
შენი ინტუიცია შენი სახლის სარდაფში მდგარი სუპერკომპიუტე-
რია, რომელიც შენსა და შენს ზეცნობიერს შორის შუამავლის როლს
ასრულებს. ხანდახან ის იმდენად მკაფიოდ დაჭექს ხოლმე სიჩუმეში,
რომ ამ დროს დაბადებული იდეა ან აზრი მთელ შენს ცხოვრებას სა-
მუდამოდ ცვლის.
ბერძენ ფიზიკოსსა და მათემატიკოსს, არქიმედეს, სხეულის ამომ-
გდებ ძალასთან დაკავშირებით შთაგონება აბაზანაში ეწვია. იგი იმ-
დენად აღტაცებული იყო ამ აღმოჩენით, რომ აბაზანიდან ამოხტა
და ათენის ქუჩებში შიშველი დარბოდა შეძახილით „ევრიკა“ (მე
ამას მივხვდი). ხშირად შენც ამავეს გრძნობ, როდესაც გენიალური
იდეა გაგიჩნდება ან მიხვდები, როგორ უნდა გადაჭრა პრობლემა და
როგორ წაიწიო წინ მიზნისკენ.

შენი ზეცნობიერის გააქტიურება

შენი ქვეცნობიერისთვის სტიმული ნათლად, კონკრეტულად, წე-


რილობით ჩამოყალიბებული მიზნებია, რომელთა მიღწევაც მთელი
არსებით გინდა, ყოველთვის თვალწინ გიდგას და მუდმივად მუშაობ
მათზე. როდესაც მოეშვები და კონკრეტულ შედეგს წარმოიდგენ და
ემოციურადაც შეიგრძნობ, ამით შენს ზეცნობიერს სტიმულს აძლევ,
მის მისაღწევად საჭირო იდეები და ენერგია მოგაწოდოს.
ხანდახან შთაგონებამ შესაძლოა ისე დაგმუხტოს და აგაღელვოს,
რომ სხვაზე ვერაფერზე შეძლო ფიქრი. ამ შემთხვევაში უნდა დაჯდე
და ყველა იდეა ჩამოწერო, რომელიც თავში მოგივა. ეს ხშირად გო-

306 მკითხველთა ლიგა


ნების გათავისუფლებასა და ძილში დაგეხმარება.

არაპროგნოზირებადი მიღწევები და სინქრონულობა

ზეცნობიერის არსებობა ორ არაჩვეულებრივ მოვლენას — არაპ-


როგნოზირებად მიღწევებსა და სინქრონულობას ხსნის, რასაც მთე-
ლი ცხოვრების განმავლობაში რეგულარულად გამოცდი. რაც მეტად
გამოიყენებ ზეცნობიერს, მით უფრო ხშირად დატკბები ამ ორი ფე-
ნომენით.

ეძებე კარგი

არაპროგნოზირებადი (მოულოდნელი) მიღწევები შენთვის ბედ-


ნიერების მომტანი აღმოჩენებია მთელი ცხოვრების განმავლობაში.
როდესაც ნათელი და კონკრეტული მიზანი გაქვს, რომელიც მუდმი-
ვად თვალწინ გიდგას და მის მისაღწევად ყოველდღე მუშაობ, შენს
ცხოვრებაში ხშირად იქნება ბედნიერების მოულოდნელი მომენტები
და თითქოს აუხსნელი გამოცდილებები, რომლებიც მიზნების კიდევ
უფრო სწრაფად მიღწევაში დაგეხმარებიან.
შესაძლებელია, რომელიმე ჟურნალში ან გაზეთში რაიმე სტატიას
წააწყდე ან ვიღაცამ რაღაც ისეთი ახსენოს შენი თანდასწრებით,
რაც აქამდე არ იცოდი. შესაძლოა შემთხვევით ტელევიზორი ისეთ
პროგრამაზე გადართო, სადაც ზუსტად ის იდეა ან აზრი იქნება გა-
მოხატული, რომელიც კონკრეტული პრობლემის გადაჭრაში დაგეხ-
მარება, ან უმთავრეს შეკითხვაზე გაპოვნინებს პასუხს. ხშირად, ერ-
თი შეხედვით, მცირე ჩავარდნაც გექნება და უკან დახევამაც შეიძ-
ლება მოგიწიოს, მაგრამ საბოლოოდ აღმოჩნდება, რომ ეს ზუსტად
ის იყო, რაც იმ მომენტში გჭირდებოდა.
საინტერესოა, რომ როდესაც ცდილობ ნებისმიერ მოვლენაში და-

307 მკითხველთა ლიგა


დებითი დაინახო, პოულობ, კიდეც მას. თავად დამოკიდებულება,
რომ ელოდები, რაღაც კარგი გადაგხდება თავს, როგორც ჩანს, გარ-
კვეულ პროვოცირებას ახდენს, ეს კიდევ და კიდევ განმეორდეს. რო-
დესაც არაპროგნოზირებადი მიღწევების მაგიის დარწმუნებით და
მთელი არსებით გჯერა, მსგავსი მოვლენები შენს ცხოვრებაში კვლავ
განმეორდება, რაც ჭეშმარიტი მიზნების მიღწევაში დაგეხმარება.

მნიშვნელობით დაკავშირებული მოვლენები

მეორე ფენომენი, რომელსაც რეგულარულად შეხვდები ცხოვრე-


ბაში, სინქრონულობაა. იგი სამყაროს რკინის, ანუ მიზეზშედეგობ-
რივი კანონისგან თავისი ბუნებით, რაღაც განსაკუთრებულით გან-
სხვავდება. მიზეზშედეგობრივი კანონი ამტკიცებს, რომ სამყაროში
ყველაფერს აქვს გარკვეული საფუძველი და ყველა შედეგისთვის
ერთმნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს.
სინქრონულობის შემთხვევაში, ორ მოვლენას შორის ერთდერთი
დამაკავშირებელია მათი მნიშვნელობა, რასაც თავად ანიჭებ შენივე
მიზნების გათვალისწინებით.
აი, მაგალითად, ვთქვათ, მიზნად შემოსავლის გაორმაგება დაისა-
ხე, მაგრამ მეორე კვირას სამსახურიდან წამოხვედი ან შემცირებაში
მოჰყევი და გაგათავისუფლეს. თითქოს ისე ჩანს, რომ ეს ამბავი და-
სახულ მიზანს გაშორებს. თუმცა, მეორე დღეს მეგობართან შეიძლე-
ბა ისაუბრო რაიმე კონკრეტულ საქმეზე, რაც გაინტერესებს. უფრო
მეტიც, ამ სფეროში მუშაობაზე გიფიქრია კიდევ, უბრალოდ, არ
იცოდი, რა როგორ უნდა გაგეკეთებინა. გადაწყვიტე, ამ საკითხს ჩა-
უღრმავდე და აი, ერთ-ერთ მზარდ კომპანიასაც პოულობ, გასაუბ-
რებაზე მიდიხარ, მუშაობას იწყებ და ერთ წელიწადში იმაზე ორჯერ
მეტს გამოიმუშავებ, ვიდრე წინა სამსახურში და მუშაობაც უფრო
მეტ სიამოვნებას განიჭებს.

308 მკითხველთა ლიგა


შეამჩნევდი, რომ ამ მოვლენებს შორის პირდაპირი მიზეზშედე-
გობრივი კავშირი არ არსებობს, თითქოს დროსა და სივრცეში არიან
გაფანტულები. მაგრამ ერთი საერთოც აქვთ — დაგეხმარნენ მიზნის
მიღწევაში, რაც შემოსავლის გაორმაგება იყო.

შენი ზეცნობიერის სტიმულირების ორი გზა

შენი ზეცნობიერის სტიმულირებისა და ამოქმედებისკენ ორი გზა


არსებობს. პირველი მიზანზე ბოლომდე კონცენტრირება და მის მი-
საღწევად ინტენსიურად მუშაობაა. რასაც უნდა აკეთებდე, მასში
მთელი სული და გული ჩადე. მიზანზე იფიქრე, ილაპარაკე, დაწერე
და გადაწერე, ყოველდღიურად გადახედე. ყველაფერი გააკეთე, რაც,
შენი აზრით, მის მიღწევაში ცოტათი მაინც დაგეხმარება.
როდესაც გადაწყვეტ, რომ მიზნის მისაღწევად მზად ხარ, ხან-
გრძლივ და მიზანმიმართულ ბრძოლაში ჩაება, შენს ცხოვრებაში
უამრავი არაპროგნოზირებადი მიღწევა თუ სინქრონულობა გამოჩ-
ნდება. მოულოდნელად უამრავი ადამიანი დაგეხმარება, მიიღებ
უამრავ წინადადებასა და შემოთავაზებას. ბევრ ისეთ რამეს დაინა-
ხავ, რასაც ადრე ვერ შეამჩნევდი; ისეთი იდეები გაგიჩნდება და რა-
ღაც ისეთი მოგაფიქრდება, რაც შენს მიზანთან უფრო მიგაახლოებს.
ზეცნობიერის სტიმულირების მეორე გზა ბოლომდე მოშვება და
გონების სხვა რამით დაკავებაა. მაგალითად, როდესაც დასასვენებ-
ლად მიდიხარ, იმდენად ერთობი სხვადასხვა აქტივობით, რომ სუ-
ლაც აღარ ფიქრობ მიზნებსა თუ პრობლემებზე. როგორც ჩანს, რაც
უფრო მოეშვები და ყველა პრობლემასა და სადარდებელს დაივიწ-
ყებ, მოეშვები გონებრივად თუ ფიზიკურად, მით უფრო სწრაფად ჩა-
ირთვება შენი ზეცნობიერი და საჭირო აზრებსა და იდეებს მოგაწო-
დებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო „ნაკლებად ცდი-
ლობ“, მით სწრაფად მუშაობს შენი ზეცნობიერი.

309 მკითხველთა ლიგა


თითოეულ მიზანთან დაკავშირებით ორივე მეთოდი უნდა გამოი-
ყენო, უპირველესად, მიზანზე თავდაუზოგავად და მიზანმიმართუ-
ლად იმუშავე, შენი ენერგიის ასივე პროცენტი დახარჯე პრობლემის
გადასაჭრელად. თუ ამ ყველაფრის შემდეგაც ვერ მიაღწიე სასურ-
ველს, გონება რაიმე საფიქრალით დააკავეს საქმე გარკვეული დრო-
ით გადადე და ცოტა ხნით დაისვენე. ფიზიკურად დაიტვირთე, ივარ-
ჯიშე ან კინოში წადი. მიზანი ცოტა ხნით დაივიწყე. ამ ყველაფრის
შემდეგ, შენი ზეცნობიერი ზუსტად საჭირო დროს ამუშავდება და
ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.

ზუსტად საჭირო პასუხი

შენი ზეცნობიერი საჭირო დროს სწორედ იმ პასუხს მოგაწვდის,


რომელსაც ელოდები. აქედან გამომდინარე, როდესაც ზეცნობიერი
რაღაცას შთაგაგონებს, დაუყოვნებლივ იმოქმედე. არ გადადო! ხში-
რად ეს ინფორმაცია დროში შეზღუდული იქნება. თუ შინაგანად იგ-
რძნობ, რომ რაღაც უნდა გააკეთო, მაგალითად, სადღაც უნდა დარე-
კო, სწრაფად იმოქმედე. თუ რაღაც წინათგრძნობა გაქვს, აუცილებ-
ლად მიჰყევი მას. შესაძლოა ზეცნობიერის ნაპერწკალმა შენში სხვა
ზეცნობიერი აზრები აღძრას, რომლებიც შთაგაგონებს და დაგეხმა-
რება.

სამი განსაკუთრებული თავისებურება

ზეცნობიერ იდეას სამი განსაკუთრებული თავისებურება აქვს:


1. პირველი, ის პრობლემის ყველა ასპექტს უპასუხებს ან მიზნის
მისაღწევად ყველაფერს მოგცემს, რაც გჭირდება. გადაწყვეტილება
ყოველმხრივ სრულყოფილი იქნება.
2. მეორე, გარკვეულწილად გონების განათებას ემსგავსება, ზეც-

310 მკითხველთა ლიგა


ნობიერი შთაგონება მარტივად, ბუნებრივად მოდის და იდეალურად
ერგება მოცემულ სიტუაციას.
3. მესამე, ზეცნობიერის ამოქმედებით მიღებული გადაწყვეტილე-
ბა ბედნიერებასა და აღტაცებას მოგგვრის, გაგამხიარულებს კიდეც.
რაღაც ისეთი ბრწყინვალე მომენტი იქნება, რომელიც დიდხანს და-
გამახსოვრდება.
როდესაც უნდა გეწვიოს ზეცნობიერის ამოქმედებით მიღებული
გადაწყვეტილება, მას ყოველთვის ახლავს ენერგია, ენთუზიაზმი და
მოტივაცია, რომელიც მყისიერი მოქმედებისთვის გჭირდება. გაგიჩ-
ნდება დაუძლეველი სურვილი, გადაწყვეტილება მაშინვე მოარგო
პრობლემას. მოგინდება, რასაც აკეთებ, ყველაფერი გადადო და მოქ-
მედებას შეუდგე და მართალიც იქნები.

მთავარია ნდობა

შენი ზეცნობიერი შენი ყველაზე ძლიერი რესურსია. ის ყოველ-


თვის შენთანაა და ნებისმიერ დროს შეგიძლია მისი გამოყენება.
ზეცნობიერის „გამოძახება“ მაშინ ხდება, როდესაც ნათელი და კონ-
კრეტული მიზნები გაქვს, როდესაც ზუსტად იცი, რა გინდა, ამასთან
ენდობი შენს ზეცნობიერს და მშვიდად და თავდაჯერებულად ელო-
დები, რომ მისგან სწორი პასუხი მაშინ მოვა, როდესაც ამისთვის
მზად იქნები.
რაც მეტად დამშვიდდები, მოეშვები და მიენდობი ამ დიდ ძალას,
მით უფრო უკეთ და სწრაფად იმუშავებს იგი. ნათქვამია, ადამიანე-
ბი მაშინ ხდებიან დიადები, როდესაც შინაგანი ხმის მოსმენას იწყე-
ბენო. როდესაც ჩვევად აქცევ, ინტუიციას მოუსმინო და შინაგან
ხმას მიენდო, ალბათ შეცდომასაც აღარასოდეს დაუშვებ. როდესაც
ზეცნობიერს ჩაუღრმავდები, შენი ცხოვრება სამყაროში არსებულ
კოსმოსურ ძალასთან იქნება ჰარმონიაში. მიზნებს ზედიზედ მიაღ-

311 მკითხველთა ლიგა


წევ და ყველაფერს უფრო და უფრო სწრაფად გააკეთებ. თავს ისე
იგრძნობ, თითქოს რაღაც კოსმოსური ენერგიის წყაროს იყენებ, რო-
მელიც ბევრად მეტის მიღწევის საშუალებას გაძლევს და, რაც მთა-
ვარია, უწინდელზე შესამჩნევად ნაკლები ძალისხმევის ფასად.
გადახედე შენს ცხოვრებას და ეცადე, ის დრო გაიხსენო, როდესაც
შენმა ზეცნობიერმა იმუშავა. შესაძლოა, წარსულში ეს გამოცდილე-
ბები შემთხვევითი იყო და ალალბედზე ხდებოდა, მაგრამ მიზნების
ნათლად და მკაფიოდ ჩამოყალიბების, მათი რეგულარულად გადა-
ხედვის შემდეგ შეძლებ, რომ ზეცნობიერი ყოველდღე – მთელი
ცხოვრების განმავლობაში – შენთვის მუდმივად და გეგმურად ამუ-
შაო.

გაააქტიურე ზეცნობიერი

1. შენს ცხოვრებას გადახედე და ეცადე, ის დრო გაიხსენო, როდე-


საც შენმა ზეცნობიერმა რაღაც პრობლემა გადაგიჭრა ან მიზნის
მიღწევაში დაგეხმარა. იფიქრე პროცესზე და იმაზე, როგორ შეგიძ-
ლია ამ ყველაფრის გამეორება.
2. ამოარჩიე შენი ყველაზე მნიშვნელოვანი, უმთავრესი მიზანი და
ის კიდევ და კიდევ ნათლად წარმოიდგინე. ბოლომდე ირწმუნე, რომ
შესაბამის დროს ეს მიზანი რეალობად იქცევა.
3. მედიტაციას მიმართე და ყოველდღიურად ცოტა ხნით განმარ-
ტოვდი. ამ დროის განმავლობაში ეცადე, ტვინი არ დაძაბო, მოეშვი
და გასაქანი მიეცი ფიქრს მანამ, სანამ გონებაში სწორი პასუხი არ
ამოგიტივტივდება.
4. წესად აქციე ზეცნობიერის მიერ მოწოდებული იდეების მაშინვე
განხორციელება. ნუ შეყოვნდები. ირწმუნე, რომ თუ ამ ძალას ენდო-
ბი, ყველაფერი მხოლოდ უკეთესობისკენ წავა.
5. ეცადე, პრობლემა მიზანმიმართული კონცენტრაციით გადაჭრა,

312 მკითხველთა ლიგა


მაგრამ თუ ამან არ იმუშავა, გონება სხვა რაიმეთი დააკავე. შესაბა-
მის დროს შენივე ინტუიცია მიგანიშნებს სწორ გადაწყვეტილებაზე.
6. ზეცნობიერი შენი რწმენისა და ნდობის პირდაპირპროპორციუ-
ლად მუშაობს. მუდმივად ეცადე, ყველაფერი ზედმეტი, რაც ცხოვ-
რებაში გიშლის ხელს, თავიდან ამოიგდო და მოთმინებით აღიჭურ-
ვო, სწორი პასუხი შენთან ზუსტად საჭირო დროს მოვა.

313 მკითხველთა ლიგა


21. ნუ დანებდები
შრომისმოყვარეობისა და უნარიანობისთვის ცოტა რამ თუა შეუძ-
ლებელი. უზარმაზარი სამუშაო უხეში ძალის გამოყენებით კი არა,
რეალურად თავდაუზოგავი შრომითა და დაჟინებით, შეუპოვრობით
სრულდება.
სემიუელ ჯონსონი

შენს ცხოვრებაში მიღწეული თითოეული დიდი წარმატება შე-


უპოვრობისა და გამძლეობის გამარჯვების ზეიმი იქნება. უნარი, გა-
დაწყვიტო, რა გინდა, დასახული მიზნისკენ სვლა დაიწყო, მისკენ
მიმავალ გზაზე შემხვედრ ნებისმიერ სირთულეს გაუმკლავდე და
ყველა დაბრკოლება გადალახო, შენი წარმატების განმსაზღვრელი
ფაქტორია. სიმამაცე კი ამ სიმტკიცისა და შეუპოვრობის მეორე მხა-
რეა.
ცხოვრებაში შესაძლოა ყველაზე დიდი გამოწვევა, რომლის წინა-
შეც დადგები, შიშის დამორჩილება, მისი დაძლევა და სიმამაცის ჩა-
მოყალიბებაა. უინსტონ ჩერჩილმა ერთხელ დაწერა: „სიმამაცე სა-
მართლიანად ითვლება ადამიანის მთავარ ღირსებად, რადგან ყველა
დანარჩენი მასზეა დამოკიდებული“.

შიშის დამორჩილება და დაძლევა

შიში ყოველთვის იყო და რჩება კაცობრიობის უბოროტეს მტრად.


როდესაც ფრანკლინ დ. რუზველტმა თქვა, ერთადერთი, რისიც მარ-
თლა უნდა გვეშინოდეს, თავად შიშიაო, იგულისხმა, რომ შიში, რო-
გორც ემოცია, უფრო იწვევს მღელვარებას, შფოთვას, სტრესსა და
უბედურების განცდას, ვიდრე თავად ის რეალობა, რისიც გვგონია,
რომ გვეშინია.

314 მკითხველთა ლიგა


როდესაც სიმამაცე ჩვევად გექცევა და მყარი თვითრწმენა ჩამოგი-
ყალიბდება, შენ წინაშე მთელი სამყაროს შესაძლებლობების კარი
გაიღება. უბრალოდ, წარმოიდგინე: რაზე ოცნებას გაბედავდი, საერ-
თოდ არაფრის რომ არ გეშინოდეს?

რაც გჭირდება, ყველაფრის სწავლა შეგიძლია

საბედნიეროდ, სიმამაცის, როგორც ჩვეულების გამომუშავება და


სწავლა ისევე შეიძლება, როგორც წარმატებისთვის საჭირო ნების-
მიერი უნარ-ჩვევის. ამისთვის აუცილებელია, შიშის დამორჩილება-
სა და დაძლევაზე იმუშაო, ამავდროულად, ისე უნდა აიმაღლო თავ-
დაჯერებულობა და მოიკრიბო გამბედაობა, რომ ცხოვრებაში გარ-
დაუვალ დაღმა თუ აღმასვლებს თამამად და უშიშრად გაუმკლავდე.
ფელეტონისტი ენ ლანდერსი წერს: „ჩემთვის რომ ეთხოვათ, კა-
ცობრიობისთვის რაიმე საჭირო რჩევა მიმეცა, ის ასეთი იქნებოადა:
უსიამოვნება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად მიიღე, ხოლო როდე-
საც მას შეხვდები, თავი ასწიე, თვალი გაუსწორე და თქვი: მე შენზე
ძლიერი ვარ და შენ მე ვერ დამამარცხებ“. ასეთი დამოკიდებულება
საბოლოოდ გამარჯვებას მოგიტანს.

შიშის გამომწვევი მიზეზები და მისი დაძლევის მეთოდები

შიშის დაძლევისა და გამბედაობის მოპოვების განმსაზღვრელი


უპირველესად ყველა იმ ფაქტორის გადახედვაა, რომელიც წინასწარ
გვიქმნის განწყობას, რომ რაღაცის უნდა გვეშინოდეს.
შიში, როგორც წესი, ადამიანში ბავშვობაში ფორმირდება, რაც
ერთი ან ორივე მშობლის მხრიდან გამანადგურებელი კრიტიკის შე-
დეგია. ის ორგვარი შიშის განცდას იწვევს: პირველი მარცხის შიშია
და ამ დროს ვფიქრობთ: „არ შემიძლია, არ შემიძლია, არ შემიძლია“;

315 მკითხველთა ლიგა


მეორე კი, უარყოფის შიშია, რაც გვაიძულებს ვიფიქროთ: „მე ეს უნ-
და გავაკეთო, მე ეს უნდა გავაკეთო, მე ეს უნდა გავაკეთო“.
ამ შიშების გამო მხოლოდ იმაზე ვფიქრობთ, რომ ფული, დრო ან
ურთიერთობაში ჩადებული ემოციური ინვესტიცია არ დავკარგოთ.
იმის გამო, რომ სხვათა კრიტიკა არ დავიმსახუროთ ან სხვებს ჩვენზე
ცუდი წარმოდგენა არ შეექმნათ, ზედმეტად მგრძნობიარენი ვხდე-
ბით და ხშირად გვეშინია რაღაც ისეთის გაკეთება, რაც იმ სხვებს შე-
იძლება არ მოეწონოთ. ჩვენივე შიშები გვაბრკოლებს და ოცნებებისა
და მიზნებისკენ კონსტრუქციული ნაბიჯების გადადგმაში გვიშლის
ხელს. ვყოყმანობთ. გაუბედავები და მერყევები, მედღეხვალიეები
ვხდებით. მუდმივად ვპოულობთ თავის გასამართლებელ საბუთსა
და საქმის გადადების მიზეზს. საბოლოოდ კი, აღმოვაჩენთ, რომ უი-
მედო მდგომარეობაში — ორ ცეცხლს შუა ვართ: „უნდა გავაკეთო,
მაგრამ არ შემიძლიასა“ და „არ შემიძლია, მაგრამ უნდა გავაკეთოს“
შორის.

შიში და უმეცრება ხელჩაკიდებულები დადიან

შიში შესაძლოა უცოდინარობამაც გამოიწვიოს. როდესაც კონკრე-


ტულ საკითხზე მწირი ინფორმაცია გვაქვს, დაძაბულები ვართ,
ჩვენსავე მოქმედებების შედეგებში ეჭვი გვეპარება და გამუდმებით
ვღელავთ. არცოდნა ჩვენში ცვლილების, გაურკვევლის შიშს იწვევს
და გვაიძულებს ნებისმიერი ახლის ან უბრალოდ, რაიმე განსხვავე-
ბულის ცდისგან თავი შევიკავოთ.
მაგრამ ასევე მართლდება ზემოთ მოცემულის საპირისპირო მტკი-
ცებულებაც. რაიმე კონკრეტულ საკითხში მეტი ინფორმაციის მოპო-
ვება და გამოცდილების დაგროვება მოქმედებისთვის გამბედაობას
გვმატებს და თავდაჯერებულობასაც გვიზრდის. შენს ცხოვრებაში
არის მომენტები, როდესაც საერთოდ არაფრის გეშინია. ეს იმიტომ,

316 მკითხველთა ლიგა


რომ ამ სფეროში უკვე ექსპერტი ხარ, მაგალითად, როგორიცაა მან-
ქანის მართვა, თხილამურებზე დგომა, გაყიდვები... სწორედ შენი
ცოდნისა და მიღებული გამოცდილების გამო გჯერა, რომ, რაც უნდა
მოხდეს, ამას გაუმკლავდები. აღარაფრის გეშინია.

დაღლილობა ყველას მშიშარებად გვაქცევს

შიშს ავადმყოფობა ან დაღლილობაც იწვევს. როდესაც შეუძლოდ


ან დაღლილი ვართ, უფრო მეტად გვიპყრობს შიშისა და ეჭვის გან-
ცდა, ვიდრე მაშინ, როდესაც თავს მხნედ, ენერგიულად და ბედნიე-
რად ვგრძნობთ.
საკუთარი თავისა და შესაძლებლობებისადმი ნეგატიური და მო-
კიდებულების რადიკალურად შეცვლა ზოგჯერ უბრალოდ კარგად
გამოძინებით ან საფუძვლიანი დასვენებით შეგიძლია, რაც სრულე-
ბით საკმარისია გონებრივი და ემოციური ელემენტების ხელახლა
დასამუხტად. დასვენება და განტვირთვა შენი თავდაჯერებულობის
ზრდასა და გამბედაობის უნარის ამაღლებაზე დადებითად მოქმე-
დებს.

ყველას რაღაცის ეშინია

აი, რა არის მნიშვნელოვანი. ყველა გონიერ, ჭკვიან ადამიანს რა-


ღაცის ეშინია. ბუნებრივია, რომ ადამიანი საკუთარი თავის ფიზიკუ-
რად, ემოციურად და ფინანსურად გადარჩენაზე ზრუნავს. მამაცი ის
ადამიანი არ არის, ვისაც არაფრის ეშინია. როგორც მარკ ტვენმა
თქვა, სიმამაცე შიშის არქონა კი არა, მისთვის წინააღმდეგობის გა-
წევა და მისი დამარცხებაა.
მნიშვნელობა არა აქვს, გეშინია თუ არა. ამ გრძნობას, ადრე თუ
გვიან, მაინც ყველა გამოვცდით. მთავარია, როგორ უმკლავდები მას.

317 მკითხველთა ლიგა


მამაცი ის არის, ვინც არ ჩერდება და მიუხედავად იმისა, რომ ეში-
ნია, მაინც წინსვლას აგრძელებს. აი, კიდევ რას დავაკვირდი და რა
ვისწავლე: როდესაც შიშს კი არ გაექცევი, არამედ წინ აღუდგები და
მეტიც, სვლას მისი მიმართულებით განაგრძობ, შიშის გრძნობა გა-
გიქრება. თანაც შენი თვითშეფასებაც გაიზრდება და საკუთარ თავ-
შიც მეტად დარწმუნებული გახდები.
მაგრამ, თუ იმას, რისიც გეშინია, თავს აარიდებ და დაემალები,
შიში იქამდე გაძლიერდება, სანამ შენი ცხოვრების ყველა ასპექტს
არ დაეპატრონება. შიშის გამძაფრების შესაბამისად, შენი თვითშე-
ფასება, საკუთარი თავის რწმენა და პატივისცემაც თანდათან გაქ-
რება. მსახიობმა გლენ ფორდმა ერთხელ თქვა: „თუ იმას არასდროს
გააკეთებ, რისიც გეშინია, შიში მთელ შენს ცხოვრებას გააკონტრო-
ლებს“.

გააანალიზე შიში

როდესაც გააზრებული გაქვს შიშის გამომწვევი ყველა ფაქტორი,


შემდეგი ნაბიჯი მისი დაძლევა უნდა იყოს. ამისთვის კი შიშ(ებ)ის
განსაზღვრა, ჩამოყალიბება და გაანალიზებაა.
სუფთა ფურცლის ზედა ნაწილზე „რისი მეშინია?“ დაწერე და შე-
ნი შიშების სიის შევსება დაიწყე. ყველაფერი ჩამოწერე, მნიშვნელო-
ვანი იქნება თუ უმნიშვნელო, რაც თუნდაც მცირედით მაინც შეიძ-
ლება გაშფოთებდეს, გაწუხებდეს და გაღელვებდეს. ყველაზე მარტი-
ვიდან და ზოგადიდან დაიწყე: მარცხის ან უარყოფის, დანაკარგის
განცდის ან კრიტიკის შიშით.
ისინი, ვისაც მარცხის განცდის შიში აკონტროლებს, უდიდეს
ენერგიას ხარჯავენ შეცდომების დამალვაზე ან ცდილობენ, გამარ-
თლება მოუძებნონ საკუთარ მდგომარეობას. მათთვის შეცდომის
დაშვების შესაძლებლობაც კი აუტანელია. სხვები, რომლებიც უარ-

318 მკითხველთა ლიგა


ყოფის შიშმა მოიცვა, იმდენად მგრძნობიარენი არიან სხვათა აზრის
მიმართ, რომ დამოუკიდებლად მოქმედება საერთოდ არც შეუძლიათ
— ბოლომდე თუ არ არიან დარწმუნებულები, რომ მათ არჩევანს
ვინმე სხვაც მოიწონებს, რაიმეს გაკეთებისგან თავს იკავებენ.

შენს შიშებს პრიორიტეტები მიანიჭე

მას შემდეგ, როდესაც ყველა იმ შიშს ჩამოწერ, რომელიც, შენი


აზრით, შენს აზროვნებასა და ქცევაზე ახდენს გავლენას, ისინი
მნიშვნელობის მიხედვით დაალაგე. როგორ ფიქრობ, რომელ ან რი-
სადმი შიშს აქვს შენს აზროვნებაზე ყველაზე დიდი გავლენა და რო-
მელი გაბრკოლებს უფრო მეტად? რომელი იქნება მეორე, მესამე და
ა. შ.
შიშთან დაკავშირებით ამ სამ კითხვას უნდა უპასუხო:

1. როგორ მაფერხებს ეს შიში ცხოვრებაში?


2. რაში დამხმარებია ან რაში მეხმარება ეს შიში?
3. მისი დამარცხებით რას მივიღებ?

რამდენიმე წლის წინ ეს სავარჯიშო მეც შევასრულე და დავასკვე-


ნი, რომ ყველაზე მეტად სიღარიბის მეშინოდა. მეშინოდა, რომ არ
მექნებოდა საკმარისი ფული, ძალიან გაჭირვებული ვიქნებოდი, შე-
საძლოა, ღატაკიც. ვიცოდი, რომ ჩემი შიში სათავეს ბავშვობიდან
იღებდა. ჩემი მშობლები, რომლებიც ეკონომიკური კრიზისის პერი-
ოდში გაიზარდნენ, მუდმივად ღელავდნენ ფულზე. ოცი წლისას ეს
შიში გამიმძაფრდა, როდესაც რამდენჯერმე მქონდა ისეთი პერიოდი,
როცა საერთოდ უფულოდ დავრჩი. მოგვიანებით შიშის საფუძველი
ობიექტურად კი შევაფასე, მაგრამ ჩემში იმდენად ღრმად იყო გამ-
ჯდარი, რომ ბოლომდე მაინც არასოდეს მტოვებდა, მაშინაც კი, რო-

319 მკითხველთა ლიგა


დესაც უკვე საკმარისი ფული მქონდა.
ჩემი პასუხი პირველ შეკითხვაზე: როგორ მაფერხებს ეს შიში
ცხოვრებაში? ასეთი იყო: შიში მაიძულებდა, მენერვიულა ფულთან
დაკავშირებულ რისკებზე. მაიძულებდა, სამსახურთან დაკავშირე-
ბულ ნებისმიერ სიტუაციას განსაკუთრებული სიფრთხილით მოვკი-
დებოდი.
ჩემი პასუხი მეორე შეკითხვაზე: რაში დამხმარებია ან რაში მეხ-
მარება ეს შიში? — ასეთი იყო: იმისთვის, რომ სიღარიბის შიშს გავ-
ქცეოდი, სხვებზე მეტხანს და უფრო მეტი თავდადებით ვმუშაობდი.
უფრო ამბიციური და მიზანდასახული ვიყავი. მეტ დროს ვხარჯავდი
ინფორმაციის მოძიებასა და ფულის შოვნისა და ინვესტიციების ჩა-
დების სხვადასხვა გზის შესწავლაზე. რეალურად კი, სიღარიბის
შიშს ფინანსური დამოუკიდებლობისკენ მივყავდი.
როდესაც მესამე შეკითხვას – მისი დამარცხებით რას მივიღებ? –
ვუპასუხე, მაშინვე მივხვდი, რომ გარისკვის სურვილი გამიჩნდებო-
და; ფინანსური მიზნების მიღწევას უფრო აგრესიულად ვეცდებოდი,
შემეძლო და დავიწყებდი კიდეც საკუთარ ბიზნესს და დაძაბულიც
აღარ ვიქნებოდი, როცა დაგეგმილზე მეტს დავხარჯავდი.
ყველაზე დიდი შიშის ასე ობიექტურად გაანალიზების შემდეგ, მის
დასამარცხებლად, მუშაობის დასაწყებადაც მზად ვიყავი. ამის გაკე-
თება შენც შეგიძლია.

პრაქტიკა განამტკიცებს

შიშის აღმოფხვრისა და გაბედული მოქმედების დაწყება მამაცი


და თავდაჯერებული ადამიანების მიბაძვით შეგიძლია. ყველაფერი,
რასაც რამდენჯერმე გაიმეორებ, საბოლოოდ ახალ ჩვევად ჩამოგიყა-
ლიბდება. გამბედაობა მაშინ მოგემატება, როცა სიტუაციაში, რომე-
ლიც მსგავს ქმედებას მოითხოვს, შესაბამისად მოიქცევი.

320 მკითხველთა ლიგა


აი, იმ აქტივობის სია, რომელიც გამბედაობის ჩვევად ჩამოყალი-
ბებაში დაგეხმარება. პირველი და შესაძლოა ყველაზე მნიშვნელო-
ვანი ნაბიჯი დაწყების გაბედვაა. იმის რწმენით მოქმედების დაწყება,
რომ მიზნის მიღწევაში აუცილებლად დაგეხმარება. გაბედვა, სცადო
რაიმე ახალი და განსხვავებული, კომფორტის ზონიდან წარმატების
გარანტიის გარეშე გამოსვლაა.
ბაბსონის კოლეჯის ლექტორმა, დოქტორმა რობერტ რონსტადმა,
რომელიც წლების განმავლობაში ასწავლიდა მეწარმეობის ხელოვ-
ნებას, კვლევა ჩაატარა და აღმოაჩინა, რომ იმ ადამიანებისგან, ვინც
მისი კურსი გაიარა, მხოლოდ 10-მა პროცენტმა დაიწყო საკუთარი
ბიზნესი და მომავალში წარმატებასაც მიაღწია. მის კურსდამთავრე-
ბულებს ერთი საერთო თვისება აღმოაჩნდათ: ეს იყო სურვილი, ლა-
პარაკის ნაცვლად საქმე წამოეწყოთ.

მოქმედებისთვის საჭირო გამბედაობა

რონსტადმა ე. წ. დერეფნის პრინციპი აღმოაჩინა. როდესაც მისმა


კურსდამთავრებულებმა მიზნების მიმართულებით დაიწყეს სვლა,
რაც თითქოს დერეფანში სიარულს ჰგავდა, მათ წინაშე შესაძლებ-
ლობების სულ უფრო და უფრო მეტი კარი იღებოდა და ამ კარებს
ალბათ ვერც კი შეამჩნევდნენ, წინ-წინ რომ არ ემოძრავათ.
აღმოჩნდა, რომ სამეწარმეო კურსის ის კურსდამთავრებულები,
ვისაც ნასწავლი არაფერში გამოეყენებინათ, ჯერაც შესაფერის მო-
მენტს ელოდებოდნენ მოქმედების დაწყებამდე. მათ არ სურდათ გა-
ურკვევლობის დერეფანში სიარული მანამ, სანამ არ დარწმუნდე-
ბოდნენ, რომ წარმატებას მიაღწევდნენ.

321 მკითხველთა ლიგა


ვინც რისკავს, მომავალი მისია

მომავალი მისია, ვინც რისკავს და არა მისი, ვინც უსაფრთხოებასა


და გარანტიებს ეძებს. ცხოვრება უცნაური და ჭირვეულია იმ გაგე-
ბით, რომ, რაც მეტად ეძებ უსაფრთხოებას, მით ნაკლებად იღებ მას.
მაგრამ, რაც მეტად ეძებ შესაძლებლობებს, მით უფრო სავარაუდოა,
რომ სასურველ უსაფრთხოებასაც მიიღებ.
როცა შეგეშინდება ან აფორიაქდები და იგრძნობ, რომ სიმამაცის
გამოვლენა გჭირდება იმისთვის, რომ დაბრკოლებებსა და სირთულე-
ებს გაუძლო, ყურადღება მიზანზე გადაიტანე. გონებაში ნათელი და
კონკრეტული სურათი შექმენი, თუ როგორი ადამიანი გინდა, რომ
იყო, წარმოიდგინე, რომ ისე მუშაობ, როგორც გინდა, რომ იმუშაო.
არაფერი უჭირს, თუ გეშინია, მთავარია, ეს გრძნობა მამაცური აზ-
რებითა და საკუთარი თავის იმედით ჩაახშო.
შიშის დამორჩილება და გამბედაობა ბედნიერი, წარმატებული
ცხოვრების აუცილებელი წინა პირობაა. სიმამაცის ჩვევის გამოსა-
მუშავებლად თავდაუზოგავად თუ იმუშავებ, აუცილებლად მიაღწევ
იმას, რომ გადაწყვეტილებების მიღებისას შიში აღარ იქნება მნიშ-
ვნელოვანი ფაქტორი. საკუთარ თავს დიდ, გამომწვევ, ამაღელვებელ
მიზნებს დაუსახავ და დარწმუნებულიც იქნები, რომ მათ მიღწევას
აუცილებლად შეძლებ. ნებისმიერ სიტუაციას მშვიდად და თავდაჯე-
რებულად გაუმკლავდები. მთავარი გამბედაობაა.

ისწავლე ოსტატებისგან

რა მოხდებოდა, ჩვენი საზოგადოების ერთ-ერთ ყველაზე წარმა-


ტებულ ადამიანთან ერთად დაჯდომა რომ შეგეძლოს, რა დროსაც ის
თავისი წარმატების განმსაზღვრელი გაკვეთილების შედეგად დაგ-
როვილ გამოცდილებას გაგიზიარებდა? როგორ ფიქრობ, ეს დაგეხმა-

322 მკითხველთა ლიგა


რებოდა, რომ უფრო წარმატებული გამხდარიყავი?
რა იქნებოდა, მსოფლიოში ას ყველაზე წარმატებულ ადამიანთან
გასაუბრება და მათი წესების, ცხოვრებისეული გაკვეთილებისა და
მათი წარმატების საიდუმლოს სწავლა რომ შეგეძლოს? დაგეხმარე-
ბოდა ეს ცხოვრებაში უფრო დიდი წარმატებისთვის მიგეღწია? რა
იქნებოდა, ათას ყველაზე წარმატებულ ადამიანთან შეხვედრა და
დალაპარაკება რომ შეგეძლოს? ორი ათასთან? სამი ათასთან?

მოქმედება ყველაფერია

ამ კითხვებზე შენი პასუხი, სავარაუდოდ, ასეთი იქნება: ამ უაღ-


რესად წარმატებულ ადამიანებთან ერთად დროის გატარება, მათგან
იმის სწავლა, თუ როგორ მიაღწიეს მიზნებს, ძალიან დაგეხმარებო-
და. მაგრამ სიმართლე ისაა, რომ მათი რჩევები და გამოცდილება
არაფერში გამოგადგება, თუ ნასწავლიდან რაიმე კონკრეტული დას-
კვნა არ გამოიტანე და არ იმოქმედე.
ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად მხოლოდ წარმატებული
ადამიანების შესწავლა რომ ყოფილიყო საკმარისი, მაშინ წარმატება
გარანტირებული გექნებოდა. წიგნების მაღაზიები სავსეა ლიტერა-
ტურით, რომელიც საკუთარ თავზე მუშაობას გვასწავლის, გვთავა-
ზობს იდეებს, რომელთა გამოყენებაც წარმატების მიღწევაში შეიძ-
ლება დაგხმარებოდა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველაზე ჭკვიანური რჩე-
ვაც კი მხოლოდ მაშინ გამოგადგება, თუ საკუთარი თავის მოტივი-
რებას შეძლებ, მიზნის მიმართულებით შეუპოვრად იმოძრავე მანამ,
სანამ წარმატებას არ მიაღწევ.
როდესაც ამ წიგნში მოცემულ იდეებს წაიკითხავ, სავარაუდოდ,
ასეთი შედეგი იქნება: დიდი ალბათობით რაღაც კონკრეტული გა-
დაწყვეტილებები მიიღე იმის შესახებ, თუ საით მიდიხარ და რა უნ-
და გააკეთო უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად. ცხოვრებაში სხვა-

323 მკითხველთა ლიგა


დასხვა მიმართულებით განსხვავებული მიზნები გაგიჩნდა და გა-
დაწყვიტე, რომ მათ მისაღწევად გზას ჯიუტად მიჰყვები. შენი მო-
მავლისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი შეკითხვა, უბრალოდ, ასეთია:
გააკეთებ კი იმას, რისი გაკეთების პირობაც დადე?

თვითდისციპლინა უმნიშვნელოვანესი თვისებაა

წარმატებისთვის უმნიშვნელოვანესი თვისება თვითდისციპლინაა.


თვითდისციპლინა ნიშნავს, რომ შინაგანად გაქვს უნარი, შენივე ხა-
სიათის სიძლიერესა და ნებისყოფაზე დაყრდნობით, რაც საჭიროა
და რაც გევალება, მიუხედავად იმისა, გინდა თუ არა, მაინც გააკეთო.
გადაწყვეტილების მიღებისას გამოვლენილი ენთუზიაზმის გავლის
შემდეგ, საქმეს მაინც ბოლომდე მიჰყვე – ეს ხასიათის სიძლიერეა.
შენი მომავლისთვის გადამწყვეტი ის კი არ არის, რა ისწავლე, არა-
მედ ის, რამდენად შეგიძლია, გარკვეული საფასური გადაიხადო მა-
ნამ, სანამ მიზანს მიაღწევ.
მიზნების მისაღწევი გეგმების შესამუშავებლად, უპირველესად,
თვითდისციპლინა გჭირდება. თვითდისციპლინა გეგმების მუდმივად
გადახედვისა და ახალი ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში, მათი
განახლებისთვისაც საჭიროა იმისთვისაც, რომ შენს ხელთ არსებული
დრო უფრო ჭკვიანურად გამოიყენო და მოცემულ მომენტში შესას-
რულებელ უმნიშვნელოვანეს დავალებაზე კონცენტრირდე. ის ყო-
ველდღიურად გჭირდება საკუთარი თავის ინვესტირებისთვის, პირა-
დი და პროფესიული ზრდისა და განვითარებისთვის, ასევე იმ ცოდ-
ნის შესაძენად, რომელიც დაგეხმარება, მიღწეული წარმატებით
ტკბობა შეძლო.
თვითდისციპლინა იმისთვისაც გჭირდება, წამიერ სიამოვნებაზე
შეძლო უარის თქმა, იმისთვის, რომ ფინანსები მოაწესრიგო და ფი-
ნანსურ დამოუკიდებლობას მიაღწიო, იმისთვის, რომ მიზანსა და

324 მკითხველთა ლიგა


ოცნებებზე კონცენტრირდე და არ დაუშვა, რომ შენი შიშები ან ეჭვე-
ბი მათ შეეხოს. თვითდისციპლინა იმისთვის გჭირდება, რომ ნებისმი-
ერ დაბრკოლებასა და სირთულეს პოზიტიურად შეხვდე და ადეკვა-
ტურად უპასუხო.

შეუპოვრობა ამოქმედებული თვითდისციპლინაა

თვითდისციპლინა ყველაზე უკეთ მაშინ გამოჩნდება, როცა მიზ-


ნისკენ მიმავალ გზაზე სიარული გიჭირს, მაგრამ წინ მაინც შეუპოვ-
რად მიიწევ. ეს შეუპოვრობა ხასიათის სიმტკიცის უტყუარი მტკიცე-
ბულებაა. სწორედაც რომ შენ მიერ გამოვლენილი შეუპოვრობაა სა-
კუთარი თავის რწმენისა და წარმატების მიღწევის შესაძლებლობის
რეალური საზომი.
ყოველთვის, როცა გაჭირვებისა თუ იმედგაცრუების წინაშე ქედს
არ მოიხრი და არ დანებდები, შეუპოვრობას ავლენ – შეუპოვრობა
ჩვევად გექცევა, რითაც საკუთარ თავს სიამაყეს, წინააღმდეგობის
გაწევის უნარსა და თავდაჯერებულობას უმყარებ. უფრო ძლიერი
და გაბედული ხდები. თვითდისციპლინისა და შინაგანი სიმტკიცის
განცდას იმაღლებ.
წარმატებისთვის საჭირო რკინის თვისებას ივითარებ, თვისებას,
რომელსაც წინ მიჰყავხარ და ცხოვრებამ გზაზე რაც უნდა დაგახ-
ვედროს, ნებისმიერ დაბრკოლებას დაგაძლევინებს.

წარმატების მიღწევისთვის საჭირო საერთო თვისება

კაცობრიობის ისტორია ძლევამოსილი გამარჯვებებისა და შე-


უპოვრობის ამბავია. თითოეულ დიდ ადამიანს წარმატებამდე უამ-
რავი გამოცდისა და წინააღმდეგობის გადასვლა მოუხდა. სწორედ
სიმტკიცემ, გამძლეობამ, შეუპოვრობამ განაპირობა მათი სიდიადე.

325 მკითხველთა ლიგა


უინსტონ ჩერჩილს ბევრი მიიჩნევს მეოცე საუკუნის უდიდეს სა-
ხელმწიფო მოღვაწედ. მას სიმამაცისა და შეუპოვრობის გამო აფა-
სებდნენ. მეორე მსოფლიო ომის უმძიმეს საათებში, როდესაც გერმა-
ნული ბომბდამშენი დიდ ბრიტანეთს ბომბავდა და ინგლისი მარტო
უმკლავდებოდა მტრის თავდასხმას, სწორედაც რომ ჩერჩილის შე-
უპოვრობამ და უდრეკობამ შთააგონა მთელ ქვეყანას ბრძოლაში
ჩაბმულიყო და ერთი შეხედვით გარდაუვალი მარცხის მიუხედავად,
ებრძოლა. ერთ-ერთი გამოსვლისას ჯონ ფ. კენედიმ თქვა: „ჩერჩილ-
მა ინგლისური ენა ჯარისკაცად აქცია და ბრძოლაში გაუშვა“.
წინააღმდეგობრივი მოძრაობების ისტორიაში, მემატიანეთა მიერ
შემონახული გამოსვლებიდან ჩერჩილის ერის წინაშე 1940 წელს
წარმოთქმული სიტყვა ერთ-ერთ უდიადესად ითვლება, რომელიც
შემდეგნაირად მთავრდებოდა, „ჩვენ თეთრ დროშას არასოდეს აღ-
ვმართავთ, არავითარ შემთხვევაში არ დავმარცხდებით... ჩვენ ბო-
ლომდე უნდა გავძლოთ! ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ საფრანგეთში, ჩვენ
უნდა ვიბრძოლოთ ზღვებსა და ოკეანეებში, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
დიდი თვითრწმენითა და მზარდი ძალით ცაში. ჩვენ უნდა დავიცვათ
ჩვენი კუნძული, რადაც უნდა დაგვიჯდეს. ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ
სანაპიროებზე, ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ასაფრენ ბილიკებზე, მინ-
დვრებსა თუ ქუჩებში და არასოდეს დავნებდეთ!“
ცხოვრების ბოლო წლებში ჩერჩილი თავის ძველ სკოლაში დაპა-
ტიჟეს. მას სთხოვეს ახალგაზრდებისთვის მოეთხრო, რა იყო ცხოვ-
რებაში მისი ესოდენ დიდი წარმატების საიდუმლო. ხელჯოხზე დაყ-
რდნობილმა, ხელის კანკალით, მაგრამ ძლიერი ხმით განაცხადა:
„შემიძლია ჩემი ცხოვრებისეული გაკვეთილი ხუთ სიტყვაში ჩავა-
ტიო: არასოდეს დანებდე, არასოდეს, არავითარ შემთხვევაში“.

326 მკითხველთა ლიგა


შენი წარმატების გარანტია

შეუპოვრობა და გამძლეობა ის თვისებებია, რამაც ჩერჩილის წარ-


მატება განაპირობა და რომლის მნიშვნელობაში მიზნისკენ სვლის
პროცესში შენც დარწმუნდები. დარწმუნდები, რომ საბოლოოდ სწო-
რედ ეს თვისებებია შენი წარმატების გარანტი.
პრეზიდენტი კელვინ კულიჯი, რომელსაც იმდენად არ უყვარდა
საზოგადოების წინაშე გამოსვლები, რომ მეტსახელად „ჩუმი კელი“
შეარქვეს, ისტორიაში შემდეგი მარტივი, მაგრამ დასამახსოვრებელი
სიტყვებით შევიდა: „მიაწექი. ამ სამყაროში შეუპოვრობის ადგილს
ვერასოდეს ვერაფერი დაიკავებს. ნიჭიც კი, რადგან არა ფერია იმაზე
ჩვეულებრივი, ვიდრე ნიჭიერი, მაგრამ წარუმატებელი ადამიანების
არსებობა. წარმატებას ვერც მხოლოდ გენია შეძლებს, რადგან ამის-
თვის მხოლოდ განათლება არ არის საკმარისი, სამყარო სავსეა გა-
ნათლებული გასაცოდავებული მათხოვრებით. მხოლოდ შეუპოვრო-
ბა და მიზანდასახულობაა ყოვლისშემძლე“.

შეუპოვრობა – ეს წარმატების ნიშანია

ყველა წარმატებულ ბიზნესმენსა და მეწარმეს უსაზღვრო ნების-


ყოფა აქვს და ურყევი სიმტკიცე ახასიათებს.
1895 წელს ამერიკა საშინელ ეკონომიკურ კრიზისში აღმოჩნდა. ამ
დროს შუა დასავლეთში მცხოვრებმა ერთმა ადამიანმა ამ ძნელბე-
დობის ჟამს წიგნის დაწერა გადაწყვიტა, რათა სირთულეების წინაშე
მდგარი ერი გაემხნევებინა და შეეგულიანებინა — მიუხედავად ყვე-
ლაფრისა, არ დანებებულიყვნენ.
ამ კაცს ორისონ სუეტ მარდენი ერქვა. მან გილდიის კუთვნილი
თავლის ზემოთ ერთი ოთახი იქირავა და წიგნზე მთელი წლის გან-
მავლობაში, დღე და ღამე, თავაუღებლად მუშაობდა. შემდეგ ამ

327 მკითხველთა ლიგა


წიგნს „წინ, ფრონტისაკენ“ დაარქვა. ერთხელ, გვიან საღამოს, რო-
დესაც ბოლო გვერდის წერას მორჩა, დაღლილი და მშიერი პატარა
კაფეში ჩავიდა სასადილოდ. სანამ ის გარეთ იყო, ერთი საათის გან-
მავლობაში, გილდიის თავლას ცეცხლი გაუჩნდა და უკან დაბრუნე-
ბულ მარდენს ხელნაწერის რვაას გვერდზე მეტი განადგურებული
და დაფერფლილი დახვდა.
ყველაფრის მიუხედავად, მთელი შინაგანი ძალა და რესურსები
მოიკრიბა, ერთხელაც მიუჯდა საწერ მაგიდას და წიგნზე კიდევ ერ-
თი წელი იმუშავა. როდესაც დაასრულა, სხვადასხვა გამომცემლო-
ბას შესთავაზა, მაგრამ სამოტივაციო წიგნის დაბეჭდვით არავინ და-
ინტერესებულა მაშინ, როდესაც ქვეყანა ეკონომიკურ კრიზისში იყო.
ამის შემდეგ ის ჩიკაგოში გადავიდა და სხვა სამსახური იშოვა. ერთ
დღესაც ხელნაწერის შესახებ გამომცემელ მეგობარს მოუყვა და ეს
უკანასკნელი დაინტერესდა. შედეგად, წიგნი „წინ, ფრონტისაკენ“
გამოქვეყნდა და მალე მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოუდგენელი
წარმატება ერგო, რაზეც მისი გაყიდვების მაჩვენებელი და ტემპი
მეტყველებდა.
ნაშრომი ამერიკის წამყვანმა ბიზნესმენებმა და პოლიტიკოსებმა
იმ წიგნად აღიარეს, რომელმაც ამერიკა მეოცე საუკუნეში შეიყვანა.
მან საუკუნის განმავლობაში „იმუშავა“ – გადაწყვეტილების მიმღებ
პიროვნებებზე უდიდესი გავლენა მოახდინა და თვითგანვითარების
ჟანრში უპირველეს კლასიკურ ნაწარმოებად იქცა. წიგნს „წინ,
ფრონტისაკენ“ კითხულობდნენ ჰენრი ფორდი, ტომას ედისონი, ჰარ-
ვი ფაირსტოუნი და ჯ. პ. მორგანა. თითოეული მისით აღფრთოვანე-
ბული იყო და მიაჩნდათ, რომ მისგან დიდი სტიმულიც მიიღეს.

ორი ძირითადი თვისება

ორისონ სუეტ მარდენი თავის წიგნში ამბობს, რომ წარმატების

328 მკითხველთა ლიგა


მიღწევისთვის ადამიანს ორი ძირითადი რამ მოეთხოვება. პირველი,
საქმის დაწყებისა და მეორე მისი გაგრძელების უნარია. მან დაწერა:
„არა იმ ადამიანისთვის, რომელსაც გაცნობიერებული აქვს საკუთა-
რი სიძლიერე, არის მიზანდასახული და გულმოდგინე, აქვს ძლიერი
ნებისყოფა და არც კი იცის, როგორია დამარცხება. იმისთვის, ვინც
ყოველი დაცემის შემდეგ წამოდგება, რეზინის ბურთივით ასხლტება,
შეუპოვრობას გამოიჩენს მაშინ, როდესაც ყველა ნებდება, იმ ადა-
მიანისთვის, ვინც წინ მიიწევს მაშინ, როდესაც ყველა ფარ-ხმალს
ყრის და უკან იხევს, წარუმატებლობა ვარიანტად არ განიხილება“.
ორი ათასზე მეტი წლის წინ კონფუციმ თქვა: „ჩვენი სიდიადე იმა-
ში კი არ არის, რომ არასოდეს ვეცემით, არამედ იმაში, რომ მიწაზე
ყოველი დანარცხების შემდეგ წამოდგომას ვახერხებთ.”
ჯეიმს ჯ. კორბეტმა, რომელიც ერთ-ერთი პირველი მსოფლიო ჩემ-
პიონი იყო კრივში მძიმე წონით კატეგორიაში, თქვა: „ჩემპიონი მა-
შინ ხდები, როდესაც გაგიჭირდება, მაგრამ კიდევ ერთ რაუნდს გაუძ-
ლებ“. ამერიკელ ბეისბოლისტ იოგი ბერას კი უთქვამს, „ბოლომდე
არასოდეს არაფერია დამთავრებული“ და ასეცაა: სანამ ფეხზე მყა-
რად დგახარ და წინააღმდეგობის გაწევას განაგრძობ, მართლაც
არაფერია დასრულებული.
ალბერტ ჰუბარდმა დაწერა: „მხოლოდ მაშინ წააგებ, თუ ცდას
შეწყვეტ. ადამიანი მხოლოდ შინაგანად შეიძლება დამარცხდეს, ჩვენ
მიერ აღმართული ვერც ერთი თითქოსდა გადაულახავი ბარიერი
ვერ გვიხსნის თანდაყოლილი გაუბედაობისგან“. ვინსენტ ლომბარ-
დის (ამერიკელი ფეხბურთელი და მწვრთნელი) აზრით, მნიშვნელო-
ვანი ის კი არ არის, რომ წაიქეცი, არამედ ის, შეძლებ თუ არა წა-
მოდგომას.
ყველა ამ წარმატებულმა ადამიანმა ისწავლა, თუ რამდენად
მნიშვნელოვანია გამბედაობა დიადი მიზნების მისაღწევად. სიმამაცე

329 მკითხველთა ლიგა


ყველა წარმატებული ადამიანის დამახასიათებელი თვისებაა, ისეთი
ადამიანების, რომლებიც, გარემოებების მიუხედავად, დანებებაზე
უარს ამბობენ. ერთადერთი, რაც ბიზნესში, ფინანსების დაგროვება-
სა და საზოგადოდ, ცხოვრებაში წარმატების გარანტირებულად მიღ-
წევაში დაგეხმარება, მტკიცე ნებისყოფა და წინსვლის გაგრძელების
უნარია, უნარი, მიზნისკენ სვლა მაშინაც კი გააგრძელო, როდესაც
მთელი გულით გინდა გაჩერდე, დაისვენო ან რაღაც სხვაზე გადაერ-
თო.

შეუპოვრობა შენი საუკეთესო აქტივია

შესაძლოა, შენი საუკეთესო აქტივი სხვებზე ცოტა მეტხანს გაძ-


ლების უნარია. ჟურნალ Forbes-ის დამაარსებელმა ბ. ჩ. ფორბსმა,
რომელმაც ეკონომიკური კრიზისის შავბნელი დღეების პერიოდში
კომპანია მსხვილ გამომცემლობად აქცია, დაწერა: „ისტორია გვიჩ-
ვენებს, რომ ყველაზე სახელოვანი გამარჯვებულები, როგორც წესი,
სანამ წარმატებას იზეიმებდნენ, ხშირად დგებოდნენ ისეთი დაბრკო-
ლებების წინაშე, რომელთა გადალახვის მცდელობისას გული ხში-
რად სტკენიათ, მაგრამ მაინც გაიმარჯვეს, რადგან უარი თქვეს მარ-
ცხთან შეგუებაზე და არ მისცეს უფლება წარუმატებლობას, მათ-
თვის მიზნის მიღწევა გადაეთქმევინებინა“.
ჯონ როკფელერმა, თავისი დროის ერთ-ერთმა უმდიდრესმა ადა-
მიანმა, დაწერა: „არა მგონია წარმატების მისაღწევად შეუპოვრობა-
ზე მნიშვნელოვანი თვისება არსებობდეს. ის თითქმის ყველაფერს
გადალახავს და თვით ბუნებასაც კი მოერევა“.
კონრად ჰილტონმა, რომელმაც მსოფლიოში სასტუმროთა ერთ-
ერთი ყველაზე წარმატებული ქსელი შექმნა, ყველაფერი ტეხასში,
სისკოში პატარა სასტუმროთი დაიწყო. მან თქვა: „წარმატება, რო-
გორც ჩანს, მოქმედებასთანაა დაკავშირებული. წარმატებული ადა-

330 მკითხველთა ლიგა


მიანები გამუდმებით წინ მიიწევენ. შეცდომებს უშვებენ, მაგრამ არ
ჩერდებიან“.
ტომას ედისონს, გამომგონებლობის ისტორიაში ერთ-ერთ ყველა-
ზე ხელმოცარულ და ამავდროულად წარმატებულ ადამიანს, იმაზე
მეტი ექსპერიმენტი ჩაუვარდა, ვიდრე მეცხრამეტე და მეოცე საუკუ-
ნეებში ერთად მოღვაწე ყველა გამომგონებელს. სამაგიეროდ, მან
იმაზე მეტი მოწყობილობა სრულყო და დააპატენტა, ვიდრე მისმა
თანამედროვე ნებისმიერმა გამომგონებელმა ერთად. მან თავისი ფი-
ლოსოფია და საქმისადმი დამოკიდებულება შემდეგნაირად აღწერა:
„როდესაც მტკიცედ გადავწყვეტ, რომ შედეგი, რომლის მიღებაც მინ-
და, წვალებად ღირს, მუშაობას ვიწყებ და ცდას ცდაზე მანამ ვატა-
რებ, სანამ სასურველს არ მივაღწევ. ადამიანთა უმრავლესობა, რო-
დესაც რაღაც იდეა გაუჩნდება, მის განხორციელებაზე მხოლოდ მა-
ნამ მუშაობს, სანამ გამოუვალ მდგომარეობას არ წააწყდება. ასეთ
შემთხვევაში უმეტესობა ნებდება. მაგრამ ასეთ დროს დანებებისა და
ხელის ჩაქნევის დრო არ არის“.
ალექსანდერ გრეიამ ბელი (ტელეფონის ერთ-ერთი გამომგონებე-
ლი) შეუპოვრობაზე ასე ამბობდა: „ვერ გეტყვით, ეს ძალა რა არის,
მხოლოდ ის ვიცი, რომ ის არსებობს და მხოლოდ იმ ადამიანს ეძლე-
ვა, რომელმაც ზუსტად იცის, რა უნდა და შეუპოვრად მიიწევს წინ,
არ გაჩერდება, სანამ სასურველ შედეგს არ მიიღებს“.

დიდი პარადოქსი

ცხოვრების მნიშვნელოვანი და საინტერესო პარადოქსია, რომ, მი-


უხედავად ადამიანის მაქსიმალური მცდელობისა, არახელსაყრელი
მდგომარეობები და იმედგაცრუებები თავიდან აიცილოს, იმედგაც-
რუება და გაჭირვება მაინც რჩება ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.
მაგრამ, თუ ჭკვიანი ხარ, ყველაფერს გააკეთებ ცხოვრების ისე მო-

331 მკითხველთა ლიგა


საწყობად და იმ მიმართულებით წასაყვანად, რომ მაქსიმალურად
მოერიდო არახელსაყრელ მდგომარეობებსა და იმედგაცრუებებს. ეს
გონივრული და რაციონალურია. ყველა ჭკვიანი ადამიანი, რომელიც
მიზნების მისაღწევად წინააღმდეგობით ნაკლებად დატვირთულ
გზას მიუყვება, ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ყოველდღიურ
ცხოვრებაში მის წინაშე მდგარი შესაძლო დაბრკოლებები და სირ-
თულეები შეამციროს.
თუმცა, ჩვენი მცდელობის მიუხედავად, იმედგაცრუება და გაჭირ-
ვება ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. ბენჯამინ ფრანკლინმა თქვა,
მხოლოდ ორი გარდაუვალი რამ არსებობს, სიკვდილი და გადასახა-
დებიო, მაგრამ ჩვენი თითოეული გამოცდილება გვიჩვენებს, რომ
იმედგაცრუებაც გარდაუვალია. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენად
კარგად მოახერხებ საკუთარი თავისა და შენ მიერ განხორციელებუ-
ლი აქტივობების ორგანიზებას, მაინც ბევრჯერ გაგიცრუვდება იმე-
დი, უკან დახევაც მოგიწევს და დაბრკოლებების გადალახვაც, ცხოვ-
რებაში არაერთ გაჭირვებასა და უბედურებასაც გადაეყრები. და რაც
უფრო დიდ და გამომწვევ მიზნებს დაისახავ, მით მეტი იმედგაცრუე-
ბა გერგება და უფრო მეტ გაჭირვებასაც შეხვდები.
სწორედ ესაა პარადოქსიც. შეუძლებელია განვვითარდეთ, გავი-
ზარდოთ და ჩვენი შესაძლებლობები გამოვიყენოთ, თუ გაჭირვებას
არ გამოვცდით და მისგან არ ვისწავლით. მიუხედავად იმისა, რომ
ძალიან ვცდილობთ წარუმატებლობის თავიდან აცილებას, ცხოვრე-
ბაში ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილებს სწორედ უკუსვლისა და
დროებითი მარცხის შემდეგ ვიღებთ. აქედან გამომდინარე, რაც უნ-
და მოვინდომოთ, გაჭირვება მაინც დაუპატიჟებლად დაგვატყდება
თავს. და მაინც მის გარეშე, ისეთ ადამიანებად ვერ ვიქცევით, ვისაც
სიმაღლეების დაპყრობა და დიდი მიზნების მიღწევა შეუძლიათ.

332 მკითხველთა ლიგა


გაჭირვება გამოგვცდის

ამ პარადოქსზე ოდითგან სხვადასხვა ეპოქაში უამრავი დიდი მო-


აზროვნე ფიქრობდა, შესაბამისად დაასკვნეს კიდეც, რომ გაჭირვება
და მისი დაძლევა ის ტესტია, რომელიც უნდა ჩააბარო, რათა რაიმე
ღირებულს მიაღწიო. ბერძენმა ისტორიკოსმა ჰეროდოტემ თქვა: „გა-
ჭირვება პიროვნებაში ისეთ ძალასა და თვისებებს გამოავლენს, რაც
მისი არარსებობის შემთხვევაში ამ ადამიანშივე დარჩებოდა მიძინე-
ბული“.
როდესაც შენ წინაშე მდგარ უდიდეს გამოწვევებს უპირისპირდები
და მათ ადეკვატურად და კონსტრუქციულად პასუხობ, შენში საუკე-
თესო თვისებები, ძალა, სიმამაცე, ხასიათის სიმტკიცე და შეუპოვ-
რობა იღვიძებს.
დაბრკოლებები ყოველი ფეხის ნაბიჯზე გვხვდება. მაღალ და ნაკ-
ლებად პროდუქტიულ ადამიანებს შორის განსხვავება ის არის, რომ
პირველი კატეგორია გაჭირვებასა და სირთულეებს ზრდისთვის იყე-
ნებს, მეორენი კი სირთულეებსა და გაჭირვებას უფლებას აძლევენ,
მათი არსება მოიცვან. შედეგად, იმედგაცრუებულნი და დამწუხრე-
ბულნი რჩებიან.

აჯობე იმედგაცრუებას

ჰარვარდის უნივერსიტეტში აბრაამ ზალეზნიკის (ორგანიზაციუ-


ლი ფსიქოდინამიკისა და ლიდერობის ფსიქოდინამიკის წამყვანი
მკვლევარი და სპეციალისტი) ნაშრომმა დაამტკიცა, რომ ადამიანის
რეაქცია იმედგაცრუებაზე, როგორც წესი, უშეცდომოდ განსაზ-
ღვრავს, შეუძლია თუ არა მას, მიაღწიოს დიდ წარმატებას. თუ
იმედგაცრუების შემდეგ დასკვნების გამოტანას შეძლებ, ისწავლი
მეტს და ამ გამოცდილებით ზურგგამაგრებული გააგრძელებ წინ

333 მკითხველთა ლიგა


სვლას, მაშინ სავარაუდოა, რომ ცხოვრებაში ბევრს მიაღწევ.

წარმატებას ერთი ნაბიჯიღა გაშორებს

აი, კიდევ ერთი არაჩვეულებრივი, გასაოცარი აღმოჩენა. მაშინ,


როცა ადამიანი დიდ წარმატებას, მიზანს მიუახლოვდება, რატომ-
ღაც, როგორც წესი, მაშინ ნებდება და უკან იხევს. კაცობრიობის არ-
სებობის განმავლობაში ადამიანებს მუდმივად აოცებდათ ის ფაქტი,
რომ ყველა დიდი მიღწევა შეუპოვრობის, იმედგაცრუების დაძლევი-
სა და სიმტკიცის შედეგია, რომელსაც მაშინაც კი არ თმობ, როცა
ყველა და ყველაფერი საწინააღმდეგოს გიმტკიცებს. შეუპოვრობის
გამოჩენის ეს დასკვნითი აქტი, რასაც „შეუდრეკელობის ტესტი“
ეწოდება, როგორც ჩანს, ყველა დიდი მიღწევის საფუძველია. ჰ. როს
პერო, რომელმაც EDS Industries ათასი დოლარით დაიწყო და სამ-
მილიარდიანი იმპერია შექმნა, ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყვე-
ლაზე წარმატებული მეწარმეა. მისი თქმით, ადამიანთა უმრავლე-
სობა მაშინ ნებდება, როდესაც სადაცაა წარმატებას უნდა მიაღწი-
ოს. „ისინი ფინიშამდე ერთ იარდზე ჩერდებიან. თამაშის ბოლო
წუთს ჩაიქნევენ ხელს, მაშინ, როდესაც გოლის გატანამდე ერთი ნა-
ბიჯიღა აშორებთ“.
ჰეროდოტემ კი თქვა: „ზოგიერთი ადამიანი მაშინ ამბობს საკუთარ
ჩანაფიქრზე უარს, როდესაც მიზანს თითქმის მიაღწია. სხვები კი პი-
რიქით, გამარჯვებას ბოლო მომენტში აღწევენ ძალ-ღონის დაძაბვი-
თა და უფრო მეტად ენერგიული შეტევით“.
შეუპოვრობისა და მოქმედების გაგრძელების მაგალითებს უამრა-
ვი წარმატებული ადამიანის ცხოვრებასა და კარიერაში შეხვდები.
ფლორენს სკოვალ შინმა (წიგნების ილუსტრატორი) დაწერა: „ნე-
ბისმიერი დიდი საქმე, თითოეული მნიშვნელოვანი მიღწევა, ხედვის
შენარჩუნების შედეგად იქცა რეალობად, და ხშირად დიდ მიღწევებს

334 მკითხველთა ლიგა


წინ უძღოდა აშკარა მარცხი და გულგატეხილობა“.
ნაპოლეონ ჰილი თავის ერთ-ერთ კლასიკურ ნაწარმოებში „იფიქ-
რე და გამდიდრდი“ წერს: „სანამ ადამიანის ცხოვრებაში წარმატება
შემოაბიჯებს, შესაძლოა არაერთხელ განიცადოს დროებითი წარუ-
მატებლობა და შეიძლება ხშირადაც დამარცხდეს. როდესაც ადამი-
ანს წარუმატებლობა დააჩოქებს, ერთი შეხედვით, ყველაზე ლოგი-
კური, რაც მან შეიძლება გააკეთოს, დანებებაა. და ადამიანების უმ-
რავლესობა ხშირად სწორედ ასეც იქცევა“.
ჰარიეტ ბიჩერ სტოუ, „ბიძია ტომის ქოხის“ ავტორიც ამბობს:
„არასოდეს დანებდე, იქნებ სწორედ აქ და ახლაა მკვეთრი ცვლილე-
ბების დრო და ადგილი“.
რასაც ვერ ხედავ და რასაც სხვა ადამიანები არც კი ეჭვობენ, ის
არის, რომ არსებობს ჩუმი, მაგრამ უძლეველი ძალა, რომელიც შენს
გადასარჩენად მაშინ მოდის, როცა უიმედო მდგომარეობაში ხარ.
მწერალმა კლოდ მ. ბრისტოლმა დაწერა: „ყველა დაბრკოლების
განადგურება და ნებისმიერი წინააღმდეგობის გადალახვა მხოლოდ
მუდმივი მიზანმიმართული შრომითაა შესაძლებელი“.
მწერალმა ჯეიმს ვაითქომ რაილიმ ეს შემდეგნაირად ჩამოაყალი-
ბა: „ყველაზე მნიშვნელოვანი შეუპოვრობაა. გამბედაობა – არ მისცე
გარდაუვალ იმედგაცრუებას უფლება, ენერგია წაგართვას ან შენში
ენთუზიაზმი ჩაახშოს“.
უნარი, ყველაფრის მიუხედავად არ დანებდე და მოითმინო, გა-
მარჯვებულებს ახასიათებთ. შეუპოვრობა ის ძალაა, რომელიც გეხ-
მარება, ნებისმიერ დამარცხებას თვალი გაუსწორო, დიდი სირთუ-
ლეების წინაშეც რომ იდგე, მაინც შენსას „მიაწვე“. უცნობი ავტორის
მიერ დაწერილი ერთი ლექსი არსებობს, რომელიც ვფიქრობ, რომ
ყველამ უნდა წაიკითხოს, დაიზეპიროს და საკუთარ თავს მაშინ გა-
ახსენოს, როდესაც ცდუნების წინაშე დადგება და ყველაფრისთვის

335 მკითხველთა ლიგა


თავის დანებება მოუნდება. ლექსს „ნუ დანებდები“ ჰქვია.

ნუ დანებდები!
როდესაც რაღაც არ გამოგივა
(ხანდახან ალბათ ასეც მოხდება),
მომქანცველ გზაზე მოგეჩვენება, ფეხს ძლივს მიათრევ,
როდესაც ხურდაც არ გიჩხრიალებს,
ვალებიც გახრჩობს.
შენს გულს ღიმილი სწადია, მაგრამ შენ ოხრავ,
მთელი სამყაროს საზრუნავი თუ ზურგზე გაწევს,
სულს ვეღარ ითქვამ, გიჭირს, მაგრამ,
უბრალოდ, ერთს გთხოვ: ნუ დანებდები!
ცხოვრება მართლაც უცნაურია,
ახირებული და ჭირვეული
დროდადრო ამას ყველანი ვხედავთ, ყველანი ვამჩნევთ.
მრავალგზის მარცხი მესმის, რთულია,
მაგრამ მომთმენი ბევრსაც მოიგებს.
გთხოვ, არ დანებდე, ხელს ნუ ჩაიქნევ,
რა მოხდა, თუკი ნელა მიდიხარ?
ერთხელაც სცადე, წარმატებას მჯერა, მიაღწევ!
ნებისმიერი დამარცხებისგან რაღაცას ვსწავლობთ.
ეჭვის ღრუბლები ვერცხლისფერია, ბურუსი გაბნევს
და ვეღარ ხვდები, საწადელთან თუ რა ახლოს ხარ.
არ მიატოვო ბრძოლის ველი, ბოლომდე დარჩი,
და რომ გგონია, მორჩა, დამთავრდა, ერთხელაც სცადე,

336 მკითხველთა ლიგა


ნუ დანებდები!

ნუ დანებდები, სანამ მიზანს არ მიაღწევ

1. მიზნისკენ მიმავალ გზაზე შენ წინაშე მდგარი ყველაზე დიდი


გამოწვევა ან პრობლემა განსაზღვრე და წარმოიდგინე, რომ მონდო-
მებისა და ხასიათის სიმტკიცის გამოსაცდელადაა გამოგზავნილი.
გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები.
2. საკუთარ ცხოვრებას თვალი გადაავლე და ის შემთხვევები გაიხ-
სენე, როდესაც შეუპოვრობა შენი წარმატების გასაღები აღმოჩნდა.
ნებისმიერი სახის სირთულის წინაშე ან/და უიმედო მდგომარეობაში
აღმოჩენის შემთხვევაში, სწორედ მსგავსი გამოცდილებები გაიხსენე.
3. გადაწყვიტე, თუ ძალიან გინდა მიზნის მიღწევა, არ დანებდე და
საწადელს აისრულებ.
4. ნებისმიერ პრობლემაში, სირთულეში, დაბრკოლებასა თუ წინა-
აღმდეგობაში ეძიე დაფარული სარგებლის ან ბევრად მეტი შესაძ-
ლებლობის მარცვალი. ყოველთვის იპოვი რაღაც ისეთს, რაც დაგეხ-
მარება.
5. პირობა დადე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ორიენტირებული
იქნები მოქმედებაზე და კონცენტრირდები გადაწყვეტილების მიღე-
ბაზე. ყოველთვის იმაზე იფიქრე, ახლა რისი გაკეთება შეგიძლია ამ
პრობლემის გადასაჭრელად და მაშინვე დაიწყე ამაზე მუშაობა! არა-
სოდეს დანებდე!

337 მკითხველთა ლიგა


დასკვნა

დღესვე იმოქმედე

შენ ახლა ერთ წიგნში თავმოყრილი მიზნის დასახვისა და მისი


მიღწევის ყველაზე კომპლექსური, ყოვლისმომცველი და დაწვრილე-
ბითი სტრატეგია ისწავლე. თუ ამ პრინციპებს მიჰყვები და მოცემუ-
ლი წესების მიხედვით იმოქმედებ, რამდენიმე თვეში ან წელიწადში
იმაზე ბევრად მეტს მიაღწევ, ვიდრე ამას ადამიანების უმრავლესობა
მთელი ცხოვრების განმავლობაში ახერხებს.
იმისთვის, რომ წარმატება შენი ცხოვრების მეგზური გახდეს, გეგ-
მების, მიზნების, იდეებისა და ჩანაფიქრების განსახორციელებლად
საჭირო მოქმედებები ჩვევად უნდა გექცეს. რაც უფრო ხშირად იმოქ-
მედებ, მით მალე იზეიმებ გამარჯვებას. ცხოვრებაში ცდასა და მიღ-
წევებს შორის თითქმის ყოველთვის პირდაპირი კავშირი არსებობს.
აქ მიზნის დასახვისა და მისი მიღწევის, ასევე, სასურველი ცხოვრე-
ბის მოწყობისთვის საჭირო ოცდაერთი ნაბიჯია მოცემული.

1. ვიწყებთ: გამოამჟღავნე შესაძლებლობები — ყოველთვის გახ-


სოვდეს, რომ შენი ბუნებრივი ნიჭი უსაზღვროა. ყველაფერი, რის-
თვისაც კი ცხოვრებაში აქამდე მიგიღწევია, ჩათვალე, რომ მხოლოდ
მოსამზადებელი ეტაპი იყო მომავალი არაჩვეულებრივი მიღწევე-
ბისთვის.
2. მართე შენი ცხოვრება: იმაზე, რასაც დღეს წარმოადგენ, რასაც
ფიქრობ, ამბობ და აკეთებ, ასევე ყველაფერზე, რასაც ამ მომენტი-
დან დაწყებული გააკეთებ, თავიდან ბოლომდე მხოლოდ შენ ხარ პა-
სუხისმგებელი. უარი თქვი თავის მართლებასა და სხვების დადანა-
შაულებაზე. ნაცვლად ამისა, შენი მიზნების მიმართულებით ყოველ-

338 მკითხველთა ლიგა


დღიურად რაღაც პროგრესული ნაბიჯი გადადგი.
3. კარგად ჩამოაყალიბე ღირებულებები: შენ, როგორც პიროვნება,
სწორედაც რომ შენი ფარული ღირებულებებითა და რწმენა-წარ-
მოდგენებით განისაზღვრები. კარგად დაფიქრდი, სინამდვილეში რი-
სი გჯერა და რა გადარდებს. არ გადაუხვიო იმ გზიდან, რომელზე სი-
არულიც, თვლი, რომ შენთვის უკეთესია.
4. გააანალიზე რწმენა-წარმოდგენები: გარესამყაროსა და შენს
შესაძლებლობებთან დაკავშირებული რწმენა-წარმოდგენები ყველა
სხვა ფაქტორზე მეტად მოახდენს გავლენას შენს გრძნობებსა და
მოქმედებებზე. უნდა გჯეროდეს, რომ შენი რწმენა-წარმოდგენები
პოზიტიურია და თანხვედრაშია ყველაფერ იმასთან, რისი მიღწევაც
შესაძლებელია.
5. შექმენი საკუთარი მომავალი: წარმოიდგინე, რომ მომავალი
თვეებისა და წლების განმავლობაში არაფერში ხარ შეზღუდული და
შეგიძლია, რაც გინდა, ის გააკეთო ან რაც გინდა, გქონდეს. მომავა-
ლი ისე დაგეგმე, თითქოს სასურველი ცხოვრების შესაქმნელად ყვე-
ლანაირი რესურსი და შესაძლებლობა გაქვს.
6. განსაზღვრე ჭეშმარიტი მიზნები: გადაწყვიტე, რისი მიღწევა
გინდა. ბედნიერებისა და მაღალპროდუქტიულობისთვის სიცხადე
უმთავრესია.
7. გადაწყვიტე, რა იქნება შენი უმთავრესი მიზანი: ამ მიზნის გარ-
შემო ცხოვრება უნდა ააწყო. ერთი უმთავრესი მიზანი უნდა გქონ-
დეს, რომლის მიღწევაც სხვა მიზნების მიღწევაში ყველაზე მეტად
დაგეხმარება. გადაწყვიტე, რომელი იქნება უმთავრესი და მუდმივად
იმუშავე მის მიღწევაზე.
8. თავიდან დაიწყე: სანამ მიზნისკენ პირველ ნაბიჯს გადადგამ,
განსაკუთრებული ყურადღებითა და სიფრთხილით გააანალიზე ის.
ზუსტად განსაზღვრე, დღეს რა ვითარებაში ხარ, საკუთარ თავთან

339 მკითხველთა ლიგა


ბოლომდე გულწრფელი იყავი და რეალისტურად ჩამოაყალიბე, მო-
მავალში რისი მიღწევა გინდა.
9. დაისახე ფინანსური მიზნები და ყველას მიაღწიე: თავიდან ბო-
ლომდე გააანალიზე შენი ფინანსური ცხოვრება და განსაზღვრე,
რამდენის გამომუშავება გინდა მომავალ წლებში, ასევე, პენსიაზე
გასვლისას, რამდენი იქნება შენ მიერ დაგროვილი კაპიტალი. ამგვარ
მიზნებს შემთხვევითობას ვერ მიანდობ.
10. გახდი შენი საქმის ექსპერტი: ახლა, ამ კონკრეტულ მომენ-
ტშიც კი გაქვს შინაგანად იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ შენი
მოღვაწეობის სფეროში ერთ-ერთი საუკეთესო გახდე და წამყვან
სპეციალისტთა რიგებს შეუერთდე. ეს მიზნად დაისახე, ამ მიმართუ-
ლებით ყოველდღე იმუშავე და მანამ არ გაჩერდე, სანამ საწადელს
არ მიაღწევ.
11. გაიუმჯობესე ოჯახური ცხოვრება და პირადი ურთიერთობები:
გადაწყვიტე, რომ ოჯახსა და შენთვის მნიშვნელოვან ადამიანებთან
ერთად შესანიშნავ ცხოვრებას აიწყობ და მისით დატკბები. იდეა-
ლური ცხოვრება წარმოიდგინე და ყველაფერი გააკეთე იმისთვის,
რომ მომავალში ეს რეალობად აქციო.
12. გაიუმჯობესე ჯანმრთელობა და იყავი ფორმაში: გადაწყვეტი-
ლება მიიღე, რომ დიდხანს, ჯანმრთელად და ბედნიერად, ენერგიუ-
ლად იცხოვრებ, ასევე, ფიზიკურადაც შესანიშნავ ფორმაში იქნები.
წარმოიდგინე, სრულიად ჯანმრთელი რომ იყო, როგორ იგრძნობდი
თავს, როგორი იქნებოდი გარეგნულად? ამის მისაღწევად გეგმა და-
ისახე.
13. გაზომე პროგრესი: მიზნისკენ მიმავალ გზაზე პროგრესის გასა-
კონტროლებლად ნათელი და კონკრეტული შესადარებელი სტან-
დარტები, ნიშნულები და ორიენტირები დააწესე, ასევე, შედეგების
ცხრილიც შექმენი, ეს ყველაფერი იმის გარკვევაში დაგეხმარება, თუ

340 მკითხველთა ლიგა


რამდენად წინ წახვედი და აუცილებლობის შემთხვევაში, ცვლილე-
ბებისა და კორექტირების საშუალებასაც მოგცემს.
14. მოიშორე პრობლემები: საბოლოოდ, წარმატება მიზნისკენ მი-
მავალ გზაზე დაბრკოლებების გადალახვისა და პრობლემების გა-
დაჭრის უნარამდე ჯამდება. საბედნიეროდ, პრობლემის გადაწყვე-
ტაც ისეთი უნარია, რომელსაც სწავლითა და ვარჯიშით შეგიძლია
დაეუფლო და ამგვარად, შენს მიზნებს იმაზე სწრაფად მიაღწიო,
ვიდრე გეგონა.
15. გქონდეს ურთიერთობა საჭირო ადამიანებთან: შენს არჩევანს,
ვისთან ერთად იცხოვრებ, იმუშავებ და უბრალოდ, ურთიერთობა
გექნება, შენს წარმატებაზე დიდი გავლენა ექნება. გადაწყვიტე, რომ
მხოლოდ იმ ადამიანებთან გექნება ურთიერთობა, ვინც მოგწონს, ვი-
საც პატივს სცემ და ვისითაც აღფრთოვანებული ხარ. თუ გინდა,
რომ არწივი იყო, არწივებთან ერთად უნდა იფრინო.
16. შეადგინე მოქმედების გეგმა: ადამიანი, რომელსაც კარგად მო-
ფიქრებული, გონივრული და ჩამოყალიბებული გეგმა აქვს, ბევრად
უფრო სწრაფად და ეფექტიანად იმოქმედებს, ვიდრე გენიოსი, რო-
მელსაც მსგავსი არაფერი გააჩნია. შენი უნარი, ყველაფერი წინდა-
წინ ორგანიზებულად დაგეგმო, ყველაზე დიდი და ურთულესი მიზ-
ნების მიღწევაშიც კი დაგეხმარება.
17. დრო ჭკვიანურად გამოიყენე: ისწავლე, გამოცდილი და პრაქ-
ტიკული მართვის პრინციპების გამოყენებით როგორ გააორმაგო და
გაასამმაგო შენი პროდუქტიულობა, შრომის ინტენსიურობა და შე-
საბამისი შედეგებიც. მუშაობის დაწყებამდე ყოველთვის განსაზღვრე
პრიორიტეტები და იმაზე კონცენტრირდი, როგორ გამოიყენო შენს
ხელთ არსებული დრო.
18. შენს მიზნებს ყოველდღიურად გადახედე: – ყოველ დღიურად,
ყოველკვირეულად და ყოველთვიურად გამოყავი დრო მიზნების გა-

341 მკითხველთა ლიგა


დასახედად, შესაფასებლად და გადასაფასებლად. დარწმუნდი, რომ
ისევ იმაზე მუშაობ, რაც შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია და რომ
გზიდან არ გადაგიხვევია. მზად იყავი, შესაძლოა, ახალი ინფორმა-
ციის მიღების შემდეგ მიზნებისა და გეგმების შეცვლამ მოგიწიოს.
19. მიზანი მუდმივად თვალწინ გედგას: უნდა გახდე შენს გონება-
ში შექმნილი ფილმების რეჟისორი. წარმოსახვა წინასწარ გიჩვენებს,
რა შეიძლება მოხდეს სამომავლოდ შენს ცხოვრებაში. კიდევ და კი-
დევ „დაინახე“ შენი მიზნები ისე, თითქოს მათ უკვე მიაღწიე. წარ-
მოდგენილი ნათელი და ამაღელვებელი სურათები შენს ყველა გო-
ნებრივ ძალას გაააქტიურებს, რათა ამ უკანასკნელმა, ეს სურათები
შენს ცხოვრებაში მოიზიდოს და რეალობად აქციოს.
20. გაააქტიურე ზეცნობიერი: შენში და შენ გარშემო სამყაროში
წარმოუდგენელი ძალა არსებობს, რომელიც ყველაფერს მოგარ-
თმევს, რაც გინდა და გჭირდება. გამონახე დრო იმისთვის, რომ მიზ-
ნის მიღწევისთვის საჭირო იდეებისა და აზრების ამ არაჩვეულებრივ
წყაროს ხშირად მიმართო.
21. არ დანებდე: საბოლოოდ, შენი უნარი, სხვაზე მეტად შეუპოვა-
რი იყო და მტკიცედ იდგე, ის უპირატესობაა, რომელიც გარანტირე-
ბულად მოგიტანს წარმატებას. შეუპოვრობა ამოქმედებული თვი-
თიდსციპლინა და საკუთარი თავისადმი რწმენის ჭეშმარიტი საზო-
მია. გადაწყვიტე, რომ არასოდეს დანებდები!
აი, მიზნის დასახვისა და მისი მიღწევისთვის საჭირო ოცდაერთი
ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რაც კი ოდესმე აღმოუჩენიათ.
თუკი მათ რეგულარულად გადახედავ და პრაქტიკაშიც გამოიყენებ,
იდეალური ცხოვრების შესაძლებლობა მოგეცემა. ამ მომენტიდან
უკვე ვეღარაფერი შეგაჩერებს.

წარმატებას გისურვებ!

342 მკითხველთა ლიგა


343 მკითხველთა ლიგა

You might also like