Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

აღმოსავლეთ ევროპის

უნივერსიტეტი

მიღებული შეფასება:

გამსწორებლის
ხელმოწერა

ფაკულტეტი: იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა

განათლების საფეხური: მაგისტრატურა

სტუდენტის გვარი, სახელი: გამცემლიძე თამთა

სტუდენტის პირ. ნომერი: 18001071618

გამოცდის თარიღი: 04.02.2021

საგანი: შედარებითი კერძო სამართალი

პედაგოგი: მაკა კარტოზია

გამოცდის ხანგრძლივობა: 3 საათი

გამოცდის მაქსიმალური შეფასება: 30 ქულა

კომპონენტები: თეორიული საკითხი

დასაშვები მასალა: გამოიყენება კოდექსი


შედარებითი კერძო სამართალი

დასკვნითი გამოცდა

გამოიყენება საქართველოს და გერმანიის სამოქალაქო კოდექსები

1. კაზუსი - 15 ქულა

რესტორანი „მაგნოლია“ კლიენტებს შესანიშნავ კერძებთან ერთად, ღვინის დიდ არჩევანს სთავაზობს,
რომელსაც იგი კახეთში ღვინის მწარმოებელ კომპანია „ალავერდისგან“ ყიდულობს. პარტნიორებს
დიდი ხნის საქმიანი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან. ორ თვეში ერთხელ კომპანია იღებს შეკვეთებს
რესტორნისგან შესაბამისი სახეობის ღვინის მიწოდებაზე. 1 მაისს რესტორნის მენეჯერი შეკვეთის
მორიგ წერილს უგზავნის კომპანიას, სადაც თხოვს 10 ყუთი „ტვიშის“ მიწოდებას ტრადიციულად 10
რიცხვისთვის. 3 მაისს ფოსტისგან იღებს პასუხს, რომ კომპანიას წერილი ჩაბარდა. 11 მაისს რესტორანში
ქორწილია დაგეგმილი. 10 მაისს საღამოს, სამზადისში მყოფი რესტორნის მენეჯერი აღმოაჩენს, რომ
ღვინის პარტია არ მიუღია. იგი ურეკავს კომპანიას, სადაც პასუხობენ, რომ ხელმძღვანელობა შეიცვალა
და მათ აღარ სურთ ურთიერთობის გაგრძელება რესტორანთან, რადგან კონკურენტ რესტორანთან
გააფორმეს ხელშეკრულება და რომ ღვინოს არ ელოდონ, რადგანაც კომპანიას რესტორნის შეკვეთაზე
თანხმობა არ განუცხადებია, შესაბამისად, შეთანხმებაც არ ყოფილა.

რესტორნის მენეჯერი მთელი ღამის განმავლობაში ეძებს სასმელს. საბოლოოდ, მეორე დილით იგი
მოიტანს სასმელს, რომელიც რესტორანს 1000 ლარით ძვირი დაუჯდა. ქორწილში მოსული სტუმრები
სიამოვნებით მიირთმევენ ღვინოს, თუმცა მეორე დღეს აღმოჩნდება, რომ სასმელმა სტუმრების დიდი
ნაწილი მოწამლა. სასამართლო პროცესების თავიდან აცილების მიზნით, რესტორანი იძულებულია
სტუმრებს გადაუხადოს მკურნალობის ხარკები 2000 ლარის ოდენობით, აგრეთვე საქმიანი რეპუტაციის
შენარჩუნების მიზნით, არ ითხოვს ქორწილის საფასურის ნაწილის 5000 ლარის ანაზღაურებას.
რესტორანი ითხოვს კომპანიისგან 8000 ლარის გადახდას ზიანის ანაზღაურების მიზნით.

აქვს რესტორანს ღვინის კომპანიის მიმართ მოთხოვნის უფლება? კაზუსი ამოხსენით ქართული და
გერმანული სამოქალაქო კოდექსების მიხედვით

2.კაზუსი - 15 ქულა
დევიმ და გაგამ დადეს ავტომანქანის ნასყიდობის ხელშეკრულება. გაგას ორ თვეში უნდა მოეწოდებინა
დევისთვის „მერსედესი“ შეთანხმებულ ფასად 8000 ლარის ოდენობით. ხელშეკრულებაში ნათქვამი
იყო, რომ დევის მანქანა 1 მარტისთვის ჩამოყვანილი იქნებოდა. 3 მარტს გაგამ განუცხადა დევის, რომ
მომწოდებელი, რომლისგანაც უნდა შეეძინა მანქანა, უგვიანებდა, რაზეც თვითონ არ იყო
პასუხისმგებელი და დაგვიანებით მხოლოდ 10 მარტისთვის შეძლებდა მანქანის ჩამოყვანას. 11 მარტს
იმედგაცრუებულმა დევიმ დაურეკა გაგას და განუცხადა, რომ აღარ სურდა გაგასთან საქმის დაჭერა და
რომ უარს ამბობდა ხელშეკრულებაზე. გაგამ სთხოვა, მხოლოდ ორი დღე მოეთმინა, თუკი დევი არ
ჩქარობდა. დევის გული მოულბა, იფიქრა, რომ გაგასთვის დამატებითი დროის მიცემით არაფერი
შავდებოდა და დათანხმდა მისთვის კიდევ ერთი შანსის მიცემას. მართლაც, ორ დღეში მანქანა დევის
ეზოში იყო, თუმცა სულ სხვა მონაცემების, ვიდრე დევისა და გაგას ჰქონდათ შეთანხმებული.
აღშფოთებული დევი გაგას ზიანის ანაზღაურებას სთხოვს, გაგა კი, რომელმაც აღნიშნული სხვაობის
შესახებ იცოდა, მაგრამ ფიქრობდა, რომ დევის მანქანა მაინც დააკმაყოფილებდა, ხელშეკრულების
პირობაზე მიუთითა, რომლის მიხედვითაც: „გაგა პასუხს არ აგებს მანქანის ნაკლის გამო და არ
ანაზღაურებს არავითარ ზიანს“.
რისი მოთხოვნის უფლება აქვს დევის? კაზუსი ამოხსენით ქართული და გერმანული სამოქალაქო
კოდექსების მიხედვით

კაზუსიი1

რესტორანს შესაძლოა ქონდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება სსკ-ის 394-ე მუხლის
საფუძველზე.
მოცემული გარემოებებიდან ჩანს , რომ რესტორნის მხრიდან ღვინის შესყიდვა არ იყო პირველი
შემთხვევა, ანუ მხარეები იყვნენ საქმიან ურთიერთობაში და პერიოდულად ღვინის შეძენას ქონდა
ჩვეულებრივი ხასიათი. სსკ-ის 51-ე 329-ე მუხლების შესაბამისად ოფერტი არის მიღებასავალდებულო
ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას და ნამდვილად ჩაითვლება,
როდესაც იგი მეორე მხარეს მიუვა, რომელსაც აქვს მბოჭავი ძალა ოფერენტისათვის. მოცემულ
შემთხვევაში კომპანიას ოფერენტის შეთავაზება, წერილი მიუვიდა რასაც ფოსტა ადასტურებს, ამასთან
მიღება ნიშნავს, რომ წერილი მოექცა მისი გავლენის სფეროში და მას რეალური შესაძლებლობა ქონდა
გაცნობოდა მას, მიუხედავად იმისა ამ შემთხევაში გაეცნო თუ არა მნიშვნლობა არ აქვს რესტორნის
ნების გამოვლენა ნამდვილია.
რაც შეეხება აქცეპტს როგორც წესი სსკ-ის 330-ე მუხლის მიხედვით :თანმყოფი პირისათვის გაკეთებულ
ოფერტზე პასუხი მაშინვე უნდა იქნეს მიღებული. ხოლო არათანმყოფი პირისათვის გაკეთებული
ოფერტი შეიძლება მხოლოდ იმ დრომდე იქნეს მიღებული, რა დროშიც ოფერტის მიმცემს, ჩვეულებრივ,
შეუძლია დაელოდოს პასუხს. თუმცა აქ აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მხარეები იყვნენ საქმიან
ურთიერთობაში და მიწოდება არ ხორციელდებოდა პირველად. ამ შემთხვევაში სსკ ითვალისწინებს
გამონაკლისს როდესაც აქცეპტი შესაძლოა არ მიუვიდეს მეორე მხარეს და დუმილი ჩაითვალოს
აქცეპტად. აქ სწორედ ეს შემთხვევაა. სსკ-ის 335-ე მუხლის პირველი ნაწილი : თუ მეწარმე, რომელსაც
უხდება სხვა პირთა საქმიანი ოპერაციების შესრულება, მიიღებს ოფერტს ამგვარი საქმეების
შესრულებაზე იმ პირისაგან, რომელთანაც იმყოფება საქმიან კავშირში, მაშინ იგი ვალდებულია
გონივრულ ვადაში უპასუხოს ამ წინადადებას; მისი დუმილი ჩაითვლება აქცეპტად. ყოველივე
ზემოთქმულიდან გამომდინარე მხარეთა ნების გამოვლენა და გარიგება ნამდვილია. შესაბამისად
კომპანიას ქონდა ვალდებულება, რომ პროდუქცია მიეწოდებინა რესტორნისათვის.
როგორც ვხედავთ მხარეს რომელსაც ქო ნდა ვალდებულება, რომ რეატორნისატვის ღვინის მიწოდება
განეხორციელებინა , ეს ვალდებულება დაარღვია. არ შეასრულა დათქმულ დროს. ანუ სახეზეა მოვალის
მხრიდან ვადის გადაცილება ვინაიდან სსკ-ის მე-400 მუხლის მიხედვით: მოვალის მიერ
ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: შესრულებისათვის დადგენილ
დროში ვალდებულება არ შესრულდება. ხოლო ამავე კოდექსის 404-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს
უფლება აქვს მოითხოვოს ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. აქედან
გამომდინარე მივედით იმ დასკვნამდე რომ კომპანიას აქვს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება
თუმცა გასარკვევია რა რაოდენობით.
სსკ-ის 412-ე მუხლის მიხედვით: ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც
მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო
შედეგს. ამასთან სსკ-ის 414-ე მუხლის მიხედვით ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია
მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ.
მოცემულ შემთხვევაში კომპანიამ დაარღვია ვალდებულება და ღვინო რესტორანმა შეიძინა სხვა
კომპანიისაგან რაც 1000 ლარით მეტი დაუჯდა, ანუ რეალურად ვალდებულების დარღვევის გამო
უშუალო ზიანს ეს თანხა წარმოადგენს. რესტორანმა ხელშეკრულება რომელიც სხვა კომპანიასთან
დადო წარმოადგენს უშუალოდ მის ვალდებულებას, რომელიც მას ჯეროვნად უნდა შეესრულებინა
ამიტომ სამართლიანი იქნება ის ზარალი რაც რესტორანმა ამ ხელშეკრულების შეუსრულებლობიტთ
მიიღო ამ მეორე კომპანიას დაეკისროს.
რაც შეეხება გერმანულ სამართალს აქაც ანალოგიური მოწესრიგებაა 130-ე, 145-ე 147-ე, 280-ე,286.1.
286.2, 280.2 პარაგრაფების მიხედვით თუმცა აქცეპტთან დაკავშირებით ისე როგორც ცვენს კოდექსშია
მოცემული 335-ე მუხლის ანალოგი არ არსებობს, თუმცა 151-ე პარაგრაფი შეიძლება მოვიყვანოთ, მაგრამ
აქ არის ზუსტი მოწესრიგება უფრო მიზანშეწონილი იქნება თუ ვიტყვით რომ გსკ-ის 311-ე
პარაგრაფების მე-2-მე3 ნაწილებით შეიძლება გულისხმიერების ვალდებულებიდან გამომდინარე
ვთქვათ, რომ კომპანიასა და რესტორანს შორის არსებობდა ვალდებულებითი ურთიერთობა, რომელიც
კომპანიამ დაარღვია და ამით გამოწვეული ზიანი უნდა აანაზღაუროს.

კაზუსი2

დევის შესაძლოა ქონდეს მოთხოვნის უფლება სსკ-ის 477 მუხლის საფუძველზე.


როორც ვხედავთ მხარეება შორის დაიდო ავტომობილის ნასყიდობის ხელშეკრულება.
სსკ-ის 477-ე მუხლის მიხედვით: . ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს
მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი.
ხოლო მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
აღსანიშნავია, რომ მხარემ მიიღო ქონება თუმცა არა იმ ტვისებებით რაც შეთანხმებული იყო ამასთან
დაკავშირებით სსკ-ის 487-ე მუხლი ავალდებულებს მხარეს უნაკლო ნივთის გადაცემას, ხოლო 488-ე
მუხლი განსაზღვრავს ნივთობრივ ნაკლს. ამ შემთხვევაში მხარეესბი ხელშეკრულების ყველა არსებიტ
პირობაზე შეთანხმდნენ შესრულებას მაშინ იქნებოდა ჯეროვანი თუ გაგა ზუსტად იმ ავტომობილს
მიუყვანდა, რომელიც ხელშეკრულებით იყო შეთანხმებული.
რაც შეეხება ავტომობილის მიღებას და დროის ფაქტორს სსკ-ის 397-ე მუხლის მიხედვით მოვალე
პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა
მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
თუმცა ამ შემთხვევაში დევიმ დამატებითი ვადა განსაზღვრა რა დროშიც შესრულდა ვალდებულება,
ამიტომ ვადის გადაცილება არ გვაქვს, თუმცა სახეზეა ნივთობრივად ნაკლიანი ნივთი, მაგრამ როგორც
ვხედავთ ხელშეკრულებით მიღებული ნაკლიანი ნივთის გამო პასუხისმგებლობაა გამორიცხული,
მაგრამ აქ საყურადღებოა ერთი გარემოება, რომ ამ ნაკლზე , გარემოებაზე რომ ნივთი არ შეესაბამებოდა
ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს იცოდა გამყიდველმა ამიტომ მისი პასუხიმგებლობა ვერ
გამოირიცხება სსკ-ის 497 მუხლის მიხედვით. ხოლო დევის შეუძლია მოითხოვოს სსკ-ის 490 მუხლის
პირობების შესრულება ან ხელშეკრულებიდან გასვლა სსკ-ის 352-ე მუხლის მიხედვით , თუ არა სსკ-ის
492 მუხლის პირობისთ ფასის შემცირება თუ ნივთი უფრო ნაკლებფასიანია,ასევე ზიანის ანაზღაურება
სსკ-ის 494, 394-ე მუხლების მიხედვით.
გერმანული კანონმდებლობითაც ანალოგიური მოწესრიგება გვაქვს გსკ-ის 433-ე,434-ე444-ე, 439-ე,441-
ე,437-ე და 346-ე ,280-ე პარაგრაფების საფუძველზე შეუძლია ზემოაღნიშნული მოთხოვნების დაყენება.

You might also like