Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 83

გარემოს ბიოტექნოლოგია: მიმოხილვა

21–ე საუკუნის დასაწყისის ორი ყველაზე მნიშვნელოვანი თემაა გარემო და


ბიოტექნოლოგიები. ბიოტექნოლოგიებს შეუძლიათ გადაწყვიტონ გარემოს ბევრი
მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორებიცაა მაგალითად, ენერგიის გაუმჯობესებული
წყაროები („მწვანე“ წყაროები, როგორებიცაა მაგ. გენეტიკურად მოდიფიცირებული
წყალმცენარეები), ტოქსიკური ნარჩენების გადამუშავება (მაგ. გენმოდიფიცირებული
ბაქტერიები, რომლებიც შლიან მდგრად ორგანულ ნივთიერებებს) და დაბინძურების
აღმოჩენის უკეთესი საშუალებები (მაგ. ტრანსგენული თევზები, რომლებიც ფერს იცვლიან
სასმელ წყალში სპეციფიკური დამაბინძურებლების არსებობის შემთხვევაში).

დღეისათვის გარემოს ბიოტექნოლოგია აერთიანებს ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის


მრავალ სამეცნიერო დისციპლინას.

განიხილავენ ბიოტექნოლოგიების ოთხ სახეს:

1. ლურჯი ბიოტექნოლოგია - ბიოლოგიური ტექნოლოგიის წყლის გამოყენება.


2. მწვანე ბიოტექნოლოგია - ადამიანის მიერ ბიოტექნოლოგიის უძველესი
გამოყენების შესახებ, ეხება მცენარეებს და ზრდას;
3. წითელი ბიოტექნოლოგია - გამოიყენება ქიმიური ნაერთების შესაქმნელად
სამედიცინო გამოყენებისთვის ან ორგანიზმის დასახმარებლად დაავადებებთან
ან დაავადებებთან ბრძოლაში;
4. თეთრი ბიოტექნოლოგია (ხშირად მწვანე ბიოტექნოლოგია - აქცენტი
გაკეთებულია ბიოლოგიურ ორგანიზმებზე, წარმოების ან მანიპულირებისთვის,
ინდუსტრიისთვის ხელსაყრელი გზით;

ბიოტექნოლოგიური ზეგავლენის შეფასება


გარემოს ამჟამინდელი თუ მომავალი პრობლემების განხილვა სისტემურ მიდგომას
საჭიროებს. გარემოში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. თუ არ დავსვამთ შეკითხვას
გარემოზე ბიოტექნოლოგიების შესაძლო გავლენის შესახებ და არ გვექნება მონაცემები, რათა
ვუპასუხოთ ამ შეკითხვას, დადგება დრო, როდესაც აღმოვჩნდებით ეკოლოგიური ან
ადამიანის ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე. ორმაგად სამწუხაროა, თუ ამ პრობლემის
აღკვეთა შესაძლებელი იქნებოდა თუნდაც მინიმალური ყურადღებით.

ბიოტექნოლოგიები ზედგამოჭრილია შეფასებების განსახორციელებლად სწორედ მათი


სირთულის, გვერდითი მოვლენების პროგნოზირების სიძნელის და მოულოდნელი
შედეგების გამო. მაგალითად, აშშ–ს სოფლის მეურნეობის ბიოტექნოლოგიების
დეპარტამენტი არეგულირებს გენმოდიფიცირებული ორგანიზმების, განსაკუთრებით კი
მცენარეების, მწერების და მიკროორგანიზმების იმპორტს, გადაადგილებას და გარემოში
პოტენციური მოხვედრის გზებს. პროცესში ასევე ჩართულია გარემოს დაცვის სააგენტო და
საკვებისა და წამლების ადმინისტრაცია, ვინაიდან გენმოდიფიცირებული ორგანიზმები
ხშირად გამოიყენებიან გარემოს, სამედიცინო და ინდუსტრიული მიდგომების დროს.
გარემოს შეფასებისას აუცილებლად განიხილება დაგეგმილი აქციის აუცილებლობა და
სავარაუდო ალტერნატივები, „არანაირი ქმედების“ შესაძლებლობის ჩათვლით. სხვა
სიტყვებით, იქნებ გარემოსთვის აჯობებს არ მოხდეს არანაირი ჩარევა ყველა სხვა
ალტერნატივასთან შედარებით? თუკი დაგეგმილი აქცია არ მოახდენს მნიშვნელოვან
გავლენას გარემოზე, ნებართვა გაიცემა, თუკი აქციის შედეგად გარემო შეიცვლება, მაშინ
სააგენტო ითხოვს გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, რაც მოიცავს გონივრული
ალტერნატივის მოძიებას.

ძალიან უმნიშვნელო ზეგავლენაც კი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ფაქტი, რომ


შედეგების უმეტესობას სასიკეთო შედეგები ექნება, არ გამორიცხავს, რომ უნდა
განიხილებოდეს ყველა შესაძლო შედეგი. ჰიპოთეტურ მაგალითში ოთხი სავარაუდო
შედეგით 97.5% სასიკეთოდ მთავრდება. ზოგჯერ შესაძლოა გამოჩნდეს მოულოდნელი
სასიკეთო შედეგი (0.2%), დანარჩენი შედეგების დიდი ნაწილი არც კარგია, არც ცუდი (2%);
თუმცა იშვიათად, შესაძლებელია მოხდეს არასასურველი გართულებები და ნეგატიური
გავლენა გარემოზე (0.3%). ასეთ შემთხვევაში, სამთავრობო სტრუქტურებმა უნდა
გადაწყვიტონ, ღირს თუ არა 0.3% ნეგატიური შედეგისთვის რისკის გაწევა.

ბიოტექნოლოგიები და ბიოინჟინერია
ტერმინი ბიოტექნოლოგია დაახლოებით ერთ საუკუნეს ითვლის. მისი შემოღება მიეწერება
უნგრელ ინჟინერს კარლ ერეკს, რომელმაც 1919 წელს წამოაყენა ჰიპოთეზა, რომ ცოცხალი
ორგანიზმების გამოყენება შეიძლებოდა სხვადასხვა ნივთიერებების საწარმოებლად. 1992
წელს ბიოლოგიური მრავალფეროვნების კონვენციამ ბიოტექნოლოგია განმარტა, როგორც
„ნებისმიერი ტექნოლოგიური ქმედება, რომელიც იყენებს ბიოლოგიურ სისტემებს, ცოცხალ
ორგანიზმებს ან მათ დერივატებს პროდუქტების და სხვა სპეციფიკური მოხმარების
პროცესების საწარმოებლად“. ეს უწინარესად მიკრობიოლოგიას გულისხმობს და ამით,
ბიოტექნოლოგია ხაზს უსვამს ცოცხალ ორგანიზმებში ქიმიური პროცესების მიმდინარეობის
ცოდნის აუცილებლობას.

პროცესზე გარემოს კვალის დასადგენად გამოიყენება სასიცოცხლო ციკლის ანალიზი (Life


Cycle Analysis - LCA). LCA ძირითადად წარმოადგენს საინჟინრო დიაგრამების
კომპიუტერული პროგრამების ნაკრებს. ამ გზით შესაძლებელია ბიოტექნოლოგიური
წარმოების ისტორიისა და მომავლის სისტემური განხილვა შესაძლო ჩადებული წილებით
და მიღებული შედეგებით. თავისთავად, ეს გულისხმობს ფიზიკური, ქიმიური და
ბიოლოგიური სისტემების ერთიან სისტემად განხილვას. ბიოტექნოლოგიებში ჩადებული
ყველა ენერგეტიკული და მატერიალური რესურსი უნდა რეალიზდებოდეს მისი
გამოსავლით, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია შესაძლებელი სისტემის რაციონალური და
ობიექტური შესწავლა.

LCA–ს სისტემური ბუნება ჩანს ფიზიკური და ბიოლოგიური პრინციპების თანხვედრით.


ეჭვგარეშეა, რომ მთავარი ბიოინჟინერიული დისციპლინებია ბიოსამედიცინო და გარემოს
ინჟინერია. ორივე პირდაპირ და ირიბად ეხება ცოცხალ ორგანიზმებს და განსაკუთრებით
ადამიანებს. თუმცა ხშირად LCA – ში შემავალი ინფორმაცია რაოდენობრივია, როგორიცაა
მაგალითად გენმოდიფიცირებული ორგანიზმების მიერ წარმოქმნილი პირდაპირი ან
არაპირდაპირი საფრთხეები
ევროპის ბიოტექნოლოგიების ფედერაციის შემუშავებული მიკროორგანიზმების
მიერ გამოწვეული რისკების კლასები
საფრთხის დონე მიკრობიული საფრთხის აღწერა
მინიმალური არ არის იდენტიფიცირებული, როგორც
ადამიანის დაავადების გამომწვევი, ან
გარემოსადმი ზიანის მომტანი აგენტი
საფრთხილოა ორგანიზმში მოხვედრისას, შეუძლია ადამიანის დაავადების გამოწვევა
ადამიანის პოპულაციის დაბალი რისკი და ამ მხრივ შესაძლოა საშიში იყოს
ლაბორატორიებში მომუშავე პირთათვის.
ნაკლებად სავარაუდოა მათი გარემოში
გავრცელება. პროფილაქტიკა
ხელმისაწვდომია და მკურნალობა ეფექტური
საშიშია ორგანიზმში მოხვედრისას, ადამიანის ლაბორატორიებში მომუშავე პირთა
პოპულაციის ზომიერი რისკი ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხის
ქვეშაა, მაგრამ შედარებით დაბალი რისკია
მთელი პოპულაციისათვის. პროფილაქტიკა
ხელმისაწვდომია და მკურნალობა ეფექტური
ადამიანის პოპულაციის მაღალი რისკი ადამიანების საშიში დაავადების გამომწვევი,
ლაბორატორიებში მომუშავე პირთათვის და
ზოგადად, ხალხისათვის სერიოზული
საფრთხე. ეფექტური პროფილაქტიკური
საშუალებები როგორც წესი, არ არსებობს და
არაა ცნობილი მკურნალობის ეფექტური
საშუალებები.
დიდი ეკოლოგიური და ადამიანის ყველაზე დიდი საფრთხე გარემოსთვის,
პოპულაციის რისკი ისევე, როგორც ადამიანებისთვის. შეუძლია
გამოიწვიოს დიდი ეკონომიკური ზარალი.
მოიცავს რამდენიმე კლასს Ep1, Ep2, Ep3
მცენარეთა პათოგენების

ევროპის ბიოტექნოლოგიების ფედერაციის შემუშავებული მცენარეთა


დაავადებების გამომწვევი მიკროორგანიზმების კლასები

ბიოტექნოლოგიების კლასები მიკრობების აღწერა კლასის შიგნით


Ep1 შეუძლიათ მცენარის დაავადების გამოწვევა, მაგრამ აქვთ
მხოლოდ ლოკალური მნიშვნელობა. ისინი პათოგენებად
განიხილებიან მხოლოდ ზოგიერთ ქვეყანაში. ხშირად
ისინი ენდემური მცენარეების პათოგენები არიან და არ
საჭიროებენ სპეციალურ ფიზიკურ პირობებს. თუმცა
შესაძლოა დასჭირდეს კარგი მიკრობიოლოგიური ტექნიკა
Ep2 ცნობილია, როგორც კულტურული და დეკორატიული
მცენარეების დაავადებების გამომწვევები. ეს პათოგენები
შეტანილია სახეობათა სიების რეგულაციებში კონკრეტულ
ქვეყანაში
Ep3 შეტანილია საკარანტინო სიებში. იმპორტი და
გადაადგილება როგორც წესი აკრძალულია.
ბიოტექნოლოგია და საზოგადოება
საზოგადოება საინჟინრო კვლევების და მათ შორის ბიოტექნოლოგიის წარმატების შესახებ
მხოლოდ მათი შედეგების მიხედვით იმსჯელებს. თუკი შემუშავდება სისტემები, რომლებიც
აუმჯობესებენ და აიოლებენ ცხოვრებას, მაშინ ინჟინერია წარმატებულად შეიძლება
ჩაითვალოს. შესაბამისად, თუ რისკები სჭარბობენ მოგებას - ეს ჩავარდნაა.

როგორც მეცნიერები, ჩვენს თავს ვეკითხებით თუ რამდენად გავითვალისწინეთ შესაძლო


ზეგავლენა ადამიანსა და ეკოლოგიაზე. ამის გაგება შესაძლებელია არა მხოლოდ იმით, თუ
როგორ წარიმართება კვლევა, არამედ იმითაც, თუ როგორ გამოიყენება ეს კვლევა.
ბიოტექნოლოგიები, ისევე, როგორც ყველა სიახლე, ბევრ კითხვას ბადებს: ხომ არ გამოიწვევს
სიახლე გარემოსადმი რისკს და ხომ არ გავრცელდება ეს რისკი მთელ საზოგადოებაზე? ხომ
არ იქნება შედეგები შეუქცევადი და ფართოდ გავრცელებადი? ანუ მოკლედ,
ბიოტექნოლოგიური კვლევა საჭიროებს ჯანსაღ, პატიოსან და ობიექტურ მიდგომას და
მომავალზე გათვლებს გარემოს მდგრადი და გაუმჯობესებადი ხარისხის ჩათვლით. ზოგჯერ
მეცნიერები იმდენად არიან დაინტერესებულნი თავიანთი კვლევის წარმატებით, რომ
ნაკლებ ყურადღებას აქცევენ მის შესაძლო ნეგატიურ შედეგებს.

ბიოტექნოლოგია და ბიოინჟინერია მეცნიერების გამოყენებით სფეროებია. საზოგადოება


მოითხოვს სწრაფ სიახლეებს საშიში თანმხლები მოვლენების გარეშე. უკანასკნელ წლებში
ჩატარდა წამყვანი მეცნიერების გამოკითხვა, რომლებსაც პასუხი უნდა გაეცათ რამდენიმე
სპეციფიურ შეკითხვაზე:

 გავლენა. რა ცვლილებებს შეიტანს ტექნოლოგია ჯანმრთელობის გაუმჯობესებაში?


 შესაბამისობა. იქნება თუ არა ცვლილებები მისაღები, ჯანსაღი და ხელმისაწვდომი
განვითარებადი ქვეყნების ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის და იქნება თუ არა ეს
ცვლილებები სოციალურად, კულტურულად და პოლიტიკურად მისაღები?
 სიმძიმე. არის თუ არა ის ჯანდაცვის პირველადი საჭიროება?
 განხორციელებადობა. შეიძლება თუ არა ტექნოლოგიის შემუშავება და დანერგვა 5–10
წლის განმავლობაში?
 ცოდნის ამაღლება. ითვლება თუ არა ტექნოლოგია ჯანდაცვაში წინგადადგმულ
ნაბიჯად ცოდნის ამაღლების სფეროში?
 არაპირდაპირი მოგება. გააუმჯობესებს თუ არა ტექნოლოგია გარემოს და ექნება თუ
არა არაპირდაპირი პოზიტიური გავლენა ჯანმრთელობაზე?

აქ ჩამოთვლილი ყველა ქმედება მოიცავს ბიოტექნოლოგიას პირდაპირ (მაგალითად


გენმოდიფიცირებული ორგანიზმების და სექვენირების გაუმჯობესებას) ან ირიბად (გარემოს
გაუმჯობესების საშუალებები). ამრიგად, ბიოინჟინრები ტექნოლოგიური პროგრესის
მოწინავე რიგებში არიან და განაგრძობენ სულ უფრო მნიშვნელოვანი როლის თამაშს
მომავალში.

ბიოტექნოლოგიური მიდგომების მიღმა


მართლაც, ბიოტექნოლოგიური მიდგომების უმეტესობა ეფექტურად ჭრის გარემოს
პრობლემებს და აგრეთვე იყენებს ცოცხალ სისტემებს საზოგადოების დაავადებების
განსაკურნავად. ცოცხალი ორგანიზმები გამოიყენებიან გარემოში მიმდინარე ცვლილებების
შესაგრძნებად და ინდიკაციისთვის (ე.წ. ბიოინდიკატორები); მათ შეუძლიათ გაასუფთავონ
ნარჩენების შესანახი ქიმიურად დაბინძურებული ადგილები (მიკრობები, რომლებიც საშიშ
ქიმიკატებს გარდაქმნიან ნაკლებად ტოქსიკურ ნაერთებად). და მაინც, გარემოს
ბიოტექნოლოგიების ყველაზე დადებითი მხარეა ის, რომ გარემოს ბიოტექნოლოგია უნდა
იყოს მთლიანად მომგებიანი, საფრთხეების გარეშე. საპირისპიროდ, მთავარი სათუო
საკითხად რჩება გარემოს დაბინძურების ზრდა ბიოტექნოლოგიების წინსვლასთან ერთად,
რაც მას საზოგადოების თვალში უარყოფით ელფერს ანიჭებს. სწორედ ამიტომაა რომ
ბიოტექნოლოგიის ყოველი ასპექტი ყურადღებით განხილვას და მეცნიერულ დადასტურებას
ითხოვს.

ტერმინოლოგია
“გარემოს” მეცნიერებისა და ინჟინერიის სხვა სამეცნიერო დისციპლინებისაგან განსხვავება
ყველაზე მნიშვნელოვან პუნქტებზეა დამოკიდებული. მაგალითად, ბიოლოგია სწავლობს
ყველაფერს რაც სიცოცხლეს ეხება. ის ქვედისციპლინებად იყოფა. გარემოს ბიოლოგია
სწავლობს ცოცხალ ორგანიზმებს მათ გარშემომყოფ არაცოცხალ სამყაროსთან ერთად.
ბიოლოგები მეტად ინტერესდებიან ცოცხალი ორგანიზმებით, ბიოინჟინრები კი ცოცხალი
ორგანიზმებით ინტერესდებიან მხოლოდ კონკრეტული პრობლემების გადასაწყვეტად. ანუ,
ბიოინჟინრები ცოცხალ ორგანიზმებს იყენებენ როგორც იარაღს, კონკრეტული მიზნის
მისაღწევად. ბიოლოგიური პროცესი მიუღებლად ითვლება, თუ ის დასახულ შედეგს არ
იძლევა. თუ ეკოსისტემის სხვა მახასიათებლებიც არ შეესაბამებიან მიღწეულ წარმატებას,
წარმატებული ბიორემედიაციაც კი შეიძლება ჩავარდნად ჩაითვალოს (გარემოში
გამოყოფილი შუალედური ქიმიური პროდუქტები, ცვლილებები მიკრობულ
პოპულაციებში, რომლებიც ზიანს აყენებენ ეკოსისტემის მრავალფეროვნებას).

გარემოს დაცვა აღნიშნული სფეროს კიდევ ერთი მიმართულებაა. გარემოს დაცვის


სამინისტროები და სააგენტოები მიზნად ისახავენ დაიცვან როგორც ადამიანის, ისე გარემოს
ჯანმრთელობა. ზოგი თვლის, რომ ეკოსისტემის დაცვა საჭიროა, თვით გარემოს
შესანარჩუნებლად, ზოგის აზრით კი ეკოსისტემა უნდა დავიცვათ, როგორც ინსტრუმენტი,
რომელიც სხვადასხვა მომსახურებას აწვდის ადამიანს. ყველა შემთხვევაში სისტემაში
ნებისმიერი ჩარევა უნდა განიხილებოდეს ეკოლოგიურ, სისტემურ პერსპექტივაში.
ეკოლოგია ხომ ბიოლოგიის ქვედისციპლინაა, რომელიც სწავლობს ორგანიზმების
ურთიერთქმედებას მათ გარემოსთან.

დაბოლოს, რამდენიმე სიტყვა უნდა ითქვას ბიოტექნოლოგიაზეც. „ბიო“ – აჩვენებს, რომ


საგანი ეხება ცოცხალ ორგანიზმებს. თუმცა როლი, რასაც ცოცხალი ორგანიზმები თამაშობენ
ამ ტექნოლოგიებში, სხვადასხვაა ბიოტექნოლოგიების სხვადასხვა სფეროებში მომუშავე
მეცნიერებისათვის.

ამრიგად, საჭიროა ერთმანეთისგან განვასხვავოთ ბიომეცნიერები, ბიოინჟინერია და


ბიოტექნოლოგია. მეცნიერება ხსნის ბუნების ფენომენებს; ინჟინერია არის მეცნიერების
გამოყენება საზოგადოებრივი პრობლემების გადასაჭრელად; ტექნოლოგია კი
გამომდინარეობს მეცნიერების და ინჟინერიის წარმატებებისაგან.
გარემოს ბიოტექნოლოგიების მეცნიერება
„მოძრაობა გარემოსათვის“ შედარებით ახალგაზრდაა. ის დაიწყო 1960–იან წლებში, როდესაც
ფიქრი ჯანსაღი გარემოს შენარჩუნებაზე გასცდა უნივერსიტეტებისა და აკადემიების
კედლებს და დაიმკვიდრა ადგილი ფართო საზოგადოებაში. გაჩნდა მცნება „მშვიდობიანი
დედამიწა“, რაც ნიშნავდა, რომ დედამიწა აუცილებელია ჩვენი ყველას სიცოცხლის
შენარჩუნებას და რომ ჰაერი, წყალი, საკვები, მიწა და ეკოსისტემები სულაც არაა
გამოულეველი. მოძრაობა გარემოსათვის იყო არა მხოლოდ თავისთავადი მოძრაობა, არამედ
პროტესტი ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. ნავთობქიმიური მრეწველობა, მილიტარიზმი და
კაპიტალიზმი სულ უფრო მეტად არაპოპულარული ხდებოდა

ნავთობქიმიური მრეწველობის აყვავება მეორე მსოფლიო ომის შემდეგ თითქოს


შეუჩერებლად მიმდინარეობდა. შეიძლება ითქვას, რომ გარემოსდაცვითი კანონმდებლობის
ნებისმიერი გაუმჯობესება და ახალი პუნქტების დამატება თითქმის ყოველთვის რაიმე
კატასტროფის შემდეგ ხდებოდა. სუფთა ჰაერის აქტის შემუშავება განაპირობა დონორაში,
პენსილვანიასა და ლონდონში მომხდარმა მოვლენებმა. საშიში ნარჩენების კანონდებლობის
შემუშავება მოხდა ნიაგარას ჩანჩქერის სიახლოვეს სიყვარულის არხის შემთხვევის შემდეგ.
ნავთობის გაჟონვის აღკვეთის რეგულაციები შემუშავდა ალასკაში ნავთობმომპოვებულ
კომპანიაში მომხდარი კატასტროფის შემდეგ; მთელი გარემოსდაცვითი კანონმდებლობა
შეიცვალა ჩერნობილის რადიაქტიული კატასტროფის შემდეგ და ა.შ.

ყველა ზემოთ ჩამოთვლილი შემთხვევა გარემოს პრობლემაა, მაგრამ ეხება ფართო


საზოგადოებასაც. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ნებისმიერ კანონმდებლობას
ბიოტექნოლოგიების ჩათვლით. საინტერესოა, რომ სწორედ საზოგადოების მოთხოვნები
უდევს საფუძვლად ახალი ნივთებისა და პროცესების განვითარებას, რის შემდეგაც
მეცნიერები, ინჟინრები, ექიმები და სხვა მომიჯნავე დარგების წარმომადგენლები ცდილობენ
აღკვეთონ ამ სიახლდეების თანმდევი უარყოფითი შედეგები. მაგალითად, საზოგადოებას
შესაძლოა ძალიან მოსწონს მარწყვზე დაბალი ფასები და მისი ხარისხი, მაგრამ უარყოფითად
განეწყობიან როგორც კი გაიგებენ, რომ პროდუქტი გენმოდიფიცირებულია. ასევე,
დაბინძურებული წყლის და დანალექების გაწმენდა შეუძლიათ გენური ინჟინერიით
მიღებულ ბაქტერიებს და სოკოებს, მაგრამ საზოგადოებას შიში იპყრობს, თუკი ეს
ორგანიზმები გასცდებიან პირვანდელ ჩარჩოებს.

მისაღები რისკი
ინჟინრებს ძალიან არ უყვართ შეკითხვები, „რამდენად ჯანსაღია „საკმაოდ ჯანსაღი“?“,
„რამდენად დაცულია „საკმაოდ დაცული“?“ გარემოს რისკების მართვისას ყოველთვის
საჭიროა ბალანსირება. როგორც წესი, გარემოს პრობლემის გადაჭრის ერთადერთი გზა არ
არსებობს. თუ რამდენად მისაღებია რისკი, დამოკიდებულია გადაწყვეტილების მიღების და
ჩატარებული ქმედებების პროცესზე, რაც დამოკიდებულია უარყოფითი თანმდევი
მოვლენების შემცირებაზე, ან ყოველ შემთხვევაში, ნეგატიური შედეგების ნაკლებ შანსზე.

რისკების გაანგარიშება დამოკიდებულია სამ პირობაზე:

 ყველა შესაძლო შედეგის გათვალისწინება შეუძლებელია და ამიტომ მათ მომავალში


დარწმუნებული ვერ ვიქნებით
 რისკის გამომწვევი ფიზიკური და ბიოლოგიური პროცესების სრულად გააზრება
შეუძლებელია, ამიტომ, ფიზიკური, ქიმიური და ბიოლოგიური ალგორითმების
მოდელირება გამოიწვევს შეცდომებს თავად მოდელში
 რისკების პროგნოზირება, მოდელის გამოყენებით, დამოკიდებულია სავარაუდო და
რთულ პროცესებზე, რომლებიც მრავალი გამოსავლის პროგნოზირების საშუალებას
იძლევა.

ბევრი საინჟინრო პროექტის წარმოებაში ჩაშვების გადაწყვეტილება, დამოკიდებულია


გარკვეულ რისკზე და უწევს მერყეობა მოგებასა და დანაკარგებს შორის. ის ქმნის
აუცილებლობას იმისა, რომ დანახარჯი და რისკი უნდა გადაიფარებოდეს რაიმე,
საზოგადოებისთვის ღირებული, პროდუქტით. როდესაც ერთმანეთს ვადარებთ მოგებასა და
დანახარჯს, ვერასდროს ვიქნებით დარწმუნებული, რომ ჩვენი სწორია.

ნულოვანი რისკი არ არსებობს. მაგალითად, რეაქტორიდან მიკრობები 99%–ის გაქცევის


აღკვეთა უფრო ადვილია, ვიდრე 99,99%–ისა. საფრთხის ტიპის მიხედვით, 99,999% შესაძლოა
არც შედიოდეს საინჟინრო რისკების სტანდარტებში. ამავდროულად, ზოგი ნივთიერება
ისეთი ტოქსიკურია და ზოგი ბიოლოგიური აგენტი იმდენად ნაკლებადაა ცნობილი, რომ
მათი გარემოში მოხვედრის პრევენცია შეუძლებელიცაა.

ადამიანებს ყოველდღიურად უწევთ რისკების მართვის გადაწყვეტილების მიღება. მათ უნდა


გადაწყვიტონ ღირს თუ არა, კონკრეტული გადაწყვეტილების მიღება. საინჟინრო
ტერმინოლოგიით, ადამიანები განიხილავენ მრავალ ცვლადს რამდენიმე შესაძლო
გამოსავლით. მაგალითად, ადამიანმა დილით გაღვიძებისას უნდა გადაწყვიტოს ღირს თუ
არა კოფეინიანი ყავის დალევა. ამ შემთხვევაში მოგება სწრაფი გამოფხიზლებაა, რისკი კი –
შესაძლო გულ–სისხლძარღვოვანი ცვლილებები მოკლე ხანში და შესაძლო გრძელვადიანი
საფრთხე კოფეინის რეგულარული მიღებისას. ანუ, გადაწყვეტილება დამოკიდებულია
ფაქტორებზე, როგორებიცაა შეგრძნება (დილით ადრე გაღვიძება და ყავის დალევა კარგი
დადებითი სტიმულია „კი“– სათქმელად), ჩვევა (უმეტესად, დილით ყავის დალევა დილის
რიტუალის ნაწილია) და გარეგანი ზეგავლენა (რეკლამა დილის კარგი ყავის დაწყების, ან
საგაზეთო სტატია ყავის გამო სისხლძარღვოვან დაავადებათა რისკების ზრდის შესახებ).
ვიღაცამ შესაძლოა გადაწყვიტოს საერთოდ არ დალიოს ყავა ან ჩაი. ამას „არანაირი ქმედების“
ალტერნატივა ჰქვია.

თუმცა „არანაირი ქმედების“ ალტერნატივა ყოველთვის როდია მომგებიანი. მაგალითად, თუ


ადამიანმა იცის, რომ ვარჯიში კარგია, მაგრამ არ აკეთებს ამას, ზრდის გულ–
სისხლძარღვოვანი ცვლილებების რისკს. თუ ადამიანი არ იღებს საკმარისი რაოდენობით
ვიტამინებსა და მინერალებს, იმუნიტეტი უქვეითდება და ა.შ. ასევე, ინჟინერმა ქმედება
უნდა განახორციელოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმედება იძლევა გარემოს პრობლემის
გადაჭრის ოპტიმალურ გზას, ამავდროულად ნაკლები ფინანსური დანახარჯით,
ნორმალური ცხოვრების რიტმის მინიმალური დარღვევით და საზოგადოებისათვის
მისაღები საშუალებებით.

თუ ინჟინრებმა უნდა გაითვალისწინონ დაგეგმილი ქმედების ყველა შესაძლო დადებითი და


უარყოფითი მხარე, მაშ რატომ ხდება ჩვენს თვალწინ გამუდმებით სხვადასხვა
კატასტროფები? რა ფაქტორებმა შეუშალა ხელი ინჟინრებს უკეთ დაგეგმვაში? ზოგჯერ ესაა
საორგანიზაციო პრობლემები და მოთხოვნები, რომელთა გამოც ინჟინრები იძულებულნი
არიან დაემორჩილონ ადმინისტრაციის მოთხოვნებს.

მეორეს მხრივ, ინჟინერს შესაძლოა დარჩა რაიმე თეთრი ლაქა სწავლის, ან კარიერის
განვითარების პერიოდში. გარემოსდაცვით და საზოგადო ჯანდაცვის გადაწყვეტილებები
ყოველთვის უნდა აქცევდნენ ყურადღებას ტოქსიკურობას და შესაძლო აფეთქების
კალკულაციას.

ბიოდეგრადაცია

დედამიწის გლობალური პირველადი პროდუქციის დიდი ნაწილი ცხოველთა


ლეშისა და ექსკრემენტების ჩათვლით, ნიადაგს უბრუნდება. პირველადი
პროდუქციის 90% დედამიწას მკვდარი მცენარეული მასის სახით უბრუნდება:
ჩამოცვენილი ფოთლები, წიწვები, დამპალი ხის შტამები, აგრარული ნარჩენები და
ა.შ. შესაბამისად, ეკოსისტემა ოთხ ფუნქციურ ქვესისტემად შეიძლება დაიყოს: 1)
პროდუქციის ქვესისტემა; 2) მოხმარების ქვესისტემა; 3) ხრწნის ქვესისტემა; 4)
აბიოტური ქვესისტემა. ხრწნის ქვესისტემა შლის და გადაამუშავებს მკვდარ
ნარჩენებს და ათავისუფლებს CO2-ს, ხოლო ნიადაგს უბრუნებს ნივთიერებებს,
რომლებიც გარდაიქმნებიან საკვებ ნივთიერებებად და ხელახლა აითვისებიან
მცენარეების მიერ. ხრწნის პროცესი ააქტიურებს ნიადაგის კვებით ქსელებს, რომლის
დროს ხდება ნივთიერებების მოდიფიცირება.

ბიოდეგრადაცია არის ნივთიერების დაშლა ბაქტერიების, სოკოების ან სხვა


ბიოლოგიური ორგანიზმების მიერ

მცენარეების ზრდა მთლიანადაა დამოკიდებული ნიადაგში მიმდინარე დაშლის


პროცესებზე, განსაკუთრებით შესამჩნევია ეს ოლიგოტროფულ ნიადაგებში, სადაც
ორგანული ნივთიერებების მეტი ნაწილი ინახება ჩამოცვენილ საფენში და ჰუმუსში
და არა მინარალურ ნიადაგში. პირველადი პროდუქციის შლის პროცესში აქტიურ
მონაწილეობას იღებენ ნიადაგის ჰეტეროტროფული ორგანიზმები. შესაბამისად, ეს
ორი ქვესისტემა - პირველადი პროდუქცია და დეგრადაცია მჭიდროდაა ერთმანეთზე
დამოკიდებული. მიუხედავად იმისა, რომ აგროეკოსისტემები შესამჩნევად ცვლიან
ნიადაგში მიმდინარე ხრწნის პროცესებს, ამ პროცესში მაინც იღებენ მონაწილეობას
სხვადასხვა სპეციფიკის მქონე ნიადაგის ორგანიზმები.

საბოლოო ხრწნა, ანუ დეკომპოზიცია დიდწილად დამოკიდებულია მიკრობთა


აქტივობაზე. მრავალუჯრედიან ცხოველებს როგორც წესი, არ აქვთ ფერმენტები,
რომლებიც განაპირობებენ საფენის სრულ ხრწნას. შესაბამისად, ტერმინს „ხრწნა“,
ძირითადად ორგანული საფენის გაქრობის აღსანიშნავად ხმარობენ.

ნიადაგის ფაუნის როლი ორგანული ნივთიერებების დინამიკასა და ნივთიერებათა


ცვლაში
უკვე ათწლეულებია, რაც მეცნიერები შეისწავლიან ნიადაგის ცხოველების როლს
ნივთიერებათა წრებრუნვაში. ჯერ კიდევ დარვინი აღნიშნავდა ჭიაყელების
მნიშვნელობას ზომიერი ტყეების ნიადაგებში მიმდინარე ხრწნისა და გადამუშავების
პროცესში. ტროპიკულ რეგიონებში იგივე ფუნქციას ტერმიტები ასრულებენ. თუმცა
ხშირ შემთხვევაში მცირე ზომის ორგანიზმები მაკროფაუნაზე გაცილებით დიდ
როლს ასრულებენ. ნიადაგის ფაუნა პირობითად იყოფა სამ ჯგუფად: მიკროფაუნა,
მეზოფაუნა და მაკროფაუნა.

მიკროფაუნა (პროტოზოები, მცირე ზომის ნემატოდები) ძირითადად წყლიან


ადგილებში ბინადრობს. მეზოფაუნა ჰაერით სავსე ნიადაგის ფორებში ბინადრობს.
ხოლო მაკროფაუნა თვითონ ქმნის საკუთარ საბინადრო გარემოს ბურღავს რა
ნიადაგს. ფუნქციურად მათ იგივე როლი აქვთ ნიადაგის ეკოსისტემებში, რაც
მეგაფაუნას - სახმელეთო ეკოსისტემებში. ნიადაგის ფაუნის კვებითი
სპეციალიზაციის მიხედვით, ნიადაგის კვებითი ქსელი სამ ქვეკატეგორიად იყოფა:
ეკოსისტემის ინჟინრები, საფენის დამშლელები და მიკრო კვებითი ქსელები.

ეკოსისტემის ინჟინრებს მიეკუთვნება ჭიაყელები, ჭიანჭველები, და ტერმიტები,


რომლებიც ცვლიან ნიადაგის ფიზიკურ სტრუქტურას, და გავლენას ახდენენ
ნივთიერებათა ცვლაზე და ენერგიის გადაცემაზე. „საფენის დამშლელი“
მიკროართროპოდები ანაწევრებენ საფენს და აადვილებენ მის მისაწვდომობას
მიკრობებისთვის. „მიკრო კვებითი ქსელები“ მოიცავენ მიკრობთა აქტივობას და
მიკრობთა პირდაპირ მტაცებლებს (ნემატოდებსა და პროტოზოებს). სამივე დონე
სხვადასხვა სივრცეში, მასშტაბსა და ზომაზე მოქმედებს.

მიკროფაუნა

საფენსა და ნიადაგში მცხოვრები პროტოზოები ორ ტიპს - სარკომასტიგოფორასა და


ცილიოფორას მიეკუთვნებიან, რომლებიც ოთხ ეკოლოგიურ ჯგუფად იყოფიან:
შოლტოსნები, ამებები, ნიჟარიანი ამებები და წამწამიანები.

1. შოლტოსნები პროტოზოებიდან ყველაზე აქტიური და მრავალრიცხოვანი ჯგუფია.


ბაქტერიებითა და მათი მტაცებლებით კვებითი სპეციალიზაციის გამო ისინი
მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ნივთიერებათა წრებრუნვაში.

2. ამებების რიცხოვნობა და აქტივობა მაღალია აგრარულ, მინდვრის და ტყიან


ნიადაგებში. იკვებებიან ბაქტერიებით, სოკოებით, წყალმცენარეებით და სხვა
წვრილი ორგანული ნივთიერებებით. სხეულის ფორმის არქონის გამო მათ
შეუძლიათ შეაღწიონ ნიადაგის უწვრილეს ფორებში და გამოიკვებონ იმ
ბაქტერიებით, რომლებიც სხვა შემთხვევაში შეუმჩნეველი დარჩებოდა.

3. ნიჟარიანი ამებები. სხვა ამებებთან შედარებით ნიჟარიანი ამებები ნაკლები


რაოდენობით გვხვდებიან გარდა ტენიანი ტყიანი ეკოსისტემებისა. ისინიც
ბაქტერიებით იკვებებიან. ზოგი ნიჟარიანი ამება გამოიყენება ნიადაგის ტიპის
ინდიკაციისათვის.

4. წამწამიანებს რთული სასიცოცხლო ციკლი და გამრავლების მექანიზმი აქვთ.


გვხვდებიან ტენიან ან სეზონურად ტენიან ნიადაგებში. რიცხოვნობა შედარებით
დაბალია. ისინი ადვილად აღწევენ ნიადაგის ხვრელებში და იკვებებიან იქ
არსებული ბაქტერიებით. ნიჟარიანი ამებების მსგავსად, წამწამიანები ითვლებიან
მჟავე ჰუმუსის ინდიკატორად.

მეზოფაუნა

ნემატოდები

ნემატოდები, ანუ მრგვალი ჭიები ყველაზე მრავალრიცხოვან მრავალუჯრედიან


ორგანიზმებს განეკუთვნებიან, რომლებიც ყველა ეკოსისტემაში გვხვდებიან.
პროტოზოების მსგავსად, ისინი უმეტესად ნიადაგის წყლით გაჯერებულ ფორებში ან
ღია წყლებში გვხვდებიან.

ნემატოდებს ცილინდრისებური სხეული აქვთ, რომელიც ბოლოში წაწვეტებულია.


მარტივად მათი აღწერა შეიძლება როგორც „მილი მილში“ - საჭმლის მომნელებელი
მილი სხეულში. საჭმლის მომნელებელი სისტემა იწყება პირით, ანუ სტილეტით,
გრძელდება საყლაპავით, შემდეგ ნაწლავით და მთავრდება ანუსით. გამრავლების
ორგანოები საკმაოდ რთული აგებულებისაა. ზოგი ნემატოდა პართენოგენეზულია,
ანუ უსქესოდ მრავლდება.

ნემატოდები მრავალფეროვანი საკვებით იკვებებიან. ზოგადად, ტროფული ჯგუფები


მოიცავენ ბაქტერიით მკვებავებს, ფუნგივორებს, მცენარეებით მკვებავებს,
მტაცებლებს და ნაირმჭამელებს. პირის აპარატის აგებულების მიხედვით
შესაძლებელია მათი კვებითი სპეციფიკის განსაზღვრა. თუმცა ზოგჯერ ეს საკმაოდ
გართულებულია. ხშირია შემთხვევები, როდესაც ლარვული ფორმა ბაქტერიებით
იკვებება, ხოლო სქესმწიფობისას მტაცებელი ხდება, ან სხვა ტროფულ ჯგუფს
მიეკუთვნება.

ზოგი სტილეტიანი ნემატოდა იკვებება ფესვებზეც, ფესვების ბუსუსებზეც და


სოკოების ჰიფებზეც. ზოგ ბაქტერიებით მკვებავ ნემატოდას შეუძია შთანთქას 10 მკმ
სიგანის ციანობაქტერია მაშინ, როცა მათი პირის ღრუს სიგანე მხოლოდ 1 მიკრონია.
ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნემატოდა რაღაცნაირად ჭყლეტს ბაქტერიულ უჯრედს.

მრავალფეროვანი კვებითი სპეციალიზაციის და ყველა ასაკის ეკოსისტემაში


არსებობის უნარის გამო ნემატოდები ხშირად გამოიყენებიან როგორც ზოგადი
ეკოლოგიური მდგომარეობის ინდიკატორები.

მიუხედავად იმისა, რომ ნემატოდები ძირითადად მცენარის ფესვებთან არიან


კონცენტრირებულნი, მათი დიდი რაოდენობის ნახვა შეიძლება აგრეთვე ხრწნად
მცენარეულ მასასთან, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ნემატოდები ეძებენ ამ „ცხელ
წერტილებს“, სადაც ორგანული მასა და ბაქტერიებია თავმოყრილი და არ არიან
პროტოზოები.

მიკროართროპოდები

პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგში გვხვდება დიდი რაოდენობით


მიკროართროპოდები (ძირითადად ტკიპები და კუდფეხები). ტყის საფენის ერთ
კვადრატულ მეტრზე ბინადრობს ასობით ათასი ინდივიდი, რომლებიც რამდენიმე
ასეულ სახეობას განეკუთვნებიან. მიკროართროპოდები განაპირობებენ ტყის
ნიადაგებში მიმდინარე დაშლის პროცესების უმეტეს წილს და დიდი წვლილი
შეაქვთ ტყის ეკოსისტემების ბიომრავალფეროვნებაში.

გარდა ამისა, მიკროართროპოდები ნიადაგის კვებითი ქსელების მნიშვნელოვანი


შემადგენელი ნაწილია. ისინი იკვებებიან სოკოს ჰიფებზე და ნემატოდებით და ამით
მიკროფაუნასა და მიკროორგანიზმებს აკავშირებენ საერთო კვებით ქსელში. თავის
მხრივ, მიკროართროპოდები წარმოადგენენ საკვებს ხოჭოებისთვის, ობობებისთვის,
ჭიანჭველებისთვის და ამით ქმნიან კავშირს მაკროფაუნასთან.

მიკროართროპოდების დასახლების სიმჭიდროვე იცვლება სეზონებისა და


ეკოსისტემების მიხედვით. ზომიერი სარტყლის ტყის ნიადაგები, სადაც მაღალია
ორგანული ჰუმუსის შემცველობა, შეიცავენ უამრავ ინდივიდს, ხოლო ტროპიკულ
ნიადაგებში, რომლებიც ირეცხება გამუდმებული წვიმების შედეგად,
მიკროართროპოდების რაოდენობა ნაკლებია.

მიკროართროპოდებს შორის რიცხოვნობით კუდფეხები (კოლემბოლები) და


ჯავშნიანი ტკიპები (Oribatida)გამოირჩევიან

კუდფეხები (Collembola).

კუდფეხების რიცხოვნობა ნიადაგებში ხშირად უტოლდება ტკიპებისას. ისინი


გვხვდებიან მთელს მსოფლიოში არქტიკიდან ტროპიკულ სარტყლამდე და
სტეპებიდან და უდაბნოებიდან ტყეებამდე. კუდფეხები მათ ეწოდათ იმის გამო, რომ
ბევრ სახეობას მუცლის ბოლო ნაწილში აქვს სპეციალური წანაზარდი, რაც მათ
ხტუნვის საშუალებას აძლევს. კოლემბოლები ძირითადად ნიადაგის ზედა ფენაში
გვხვდებიან, სადაც იკვებებიან ხრწნად მცენარეულობასთან ასოცირებული
სოკოებით.

კუდფეხები ძირითადად სოკოებით იკვებებიან, თუმცა დროდადრო იკვებებიან სხვა


ცხოველებით, მცენარეული და ცხოველური ნარჩენებით, ან ფეკალური მასებით.
მათი პირდაპირი გავლენა ნიადაგის ეკოსისტემებზე საკმაოდ მცირეა, თუმცა
კვლევებმა აჩვენა რომ ისინი ზემოქმედებენ აზოტის მინერალიზაციაზე, ნიადაგის
რესპირაციულ პროცესებზე, ორგანული ნახშირბადის გახსნაზე და მცენარეთა
ზრდაზე. სოკოებით კვების უნარი განაპირობებს კუდფეხების წვლილს ნიადაგში
მიმდინარე ხრწნისა და დაშლის პროცესებში.

ტკიპები (Acari)

ნიადაგის ტკიპები ფილოგენეზურად დაკავშირებულნი არიან ობობებთან. ისინი


ისევე, როგორც კოლემბოლები გვხვდებიან პრაქტიკულად ყველა ტიპის ნიადაგში
ყველა გეოგრაფიულ სარტყელში. არიან ძალიან მრავალრიცხოვანნი და
მრავალფეროვანნი, რაც განაპირობებს მათ კვებით სპეციფიკაციას.

ნიადაგის ტკიპებს შორის ჯავშნიანი ტკიპები (Oribatida) როგორც წესი, ფუნგივორები


ან დეტრიტივორები არიან, ან ორივე კვებითი სპეციალიზაცია ახასიათებთ.
მეზოსტიგმატები მტაცებლობენ სხვა წვრილ ფაუნაზე, ხოლო პროსტიგმატები
მრავალფეროვნანი კვებითი სპეციალიზაციით ხასიათდებიან.

ნიადაგის ტკიპებს შორის რიცხოვნობით და მრავალფეროვნებით ჯავშნიანი ტკიპები


გამოირჩევიან. ამას სამი ფაქტორი განაპირობებს: 1) ისინი ყველაზე
მრავალრიცხოვანი ართროპოდები არიან. ასეულ ათასობით ინდივიდის ნახვა
შეიძლება ტყის ნიადაგის ერთ კვადრატულ მეტრზე. 2) არასქესმწიფე ფორმები
მორფოლოგიურად ძლიერ განსხვავდება იმაგოებისგან. 3) სხვა
მიკროართროპოდებისაგან განსხვავებით, ჯავშნიანი ტკიპები საკმაოდ ნელა
მრავლდებიან, წელიწადში ერთ ან ორ თაობას იძლევიან და მდედრი მცირე
რაოდენობით კვერცხებს დებს. ამით მათ ე.წ. K-სტრატეგიის ცხოველებს
მიაკუთვნებენ. ორიბატიდებს ჯავშნისებური, სქელი ქიტინაზიიცის მქონე,
კალციუმის შემცველი გარეგანი საფარველი აქვთ.

ჯავშნიანი ტკიპები იკვებებიან სოკოებით (მიკროფიტოფაგები), ხრწნადი


მცენარეული მასით (მაკროფიტოფაგები) ან ორივეთი (პანფიტოფაგები). თვითონ
ორიბატიდები წარმოადგენენ გარკვეული ხოჭოების და ჭიანჭველების საკვებს.
ზოგჯერ ორიბატიდებით სალამანდრებიც იკვებებიან, თუმცა სქელი კუტიკულის
გამო ისინი პრაქტიკულად მიუწვდომელნი არიან მტაცებელი ტკიპებისთვის.

ჯავშნიანი ტკიპები გავლენას ახდენენ ტყის საფენი ორგანული მასის დაშლაზე და


ნივთიერებათა წრებრუნვაზე, ამიტომ მათ დიდი წვლილი შეაქვთ ორგანული მასის
ბიოდეგრადაციაში.

მაკროფაუნა

მაკროართროპოდები

დიდი ზომის მწერები, ობობები, მრავალფეხები და სხვა, მაკროართროპოდებს


მიეკუთვნება. მათი სხეულის ზომა 10მმ-დან 15 სმ-მდე მერყეობს.
მაკროართროპოდები ნიადაგის კვებითი ქსელის მნიშვნელოვანი შემადგენელი
ნაწილია. მათ შეუძლიათ პირდაპირი გავლენა მოახდინონ ნიადაგის სტრუქტურაზე.
ტერმიტები და ჭიანჭველები ნიადაგში დაძვრებიან და ქვედა ფენები ზედაპირზე
ამოაქვთ. ჭიჭინობელების ნიმფები გამოჩეკვისას ცვლიან ნიადაგის სტრუქტურას,
ხოლო ხოჭო–ფუნაგორიების ლარვები გადაამუშავებენ ბალახოვანი მასივების
ნიადაგს. ამ და სხვა მაკროართროპოდებს ჭიაყელებთან ერთად „ნიადაგის
ინჟინრებს“ უწოდებენ. ბევრი მათგანი როგორც ნიადაგის ზედაპირზე, ისე მის
სიღრმეში გვხვდება. ბევრი ნიადაგის დროებითი ბინადარია. რთული სასიცოცხლო
ციკლის გამო მათ მრავალფეროვანი კვებითი ჩვევები აქვთ. მაკროართროპოდები
ასევე გავლენას ახდენენ მიკროართროპოდების რიცხოვნობაზე. ბევრი კოლემბოლა
ობობების საკვებს წარმოადგენს. თავის მხრივ, ბევრი მაკროართროპოდა
ხერხემლიანების საკვებს წარმოადგენს და ამით ქმნიან კავშირს მეგაფაუნასთან.

მაკროართროპოდებს შორის ბევრი იკვებება მცენარეული მასით. მაგალითად,


მრავალფეხები აქტიურად მოიხმარენ ჩამოცვენილ ფოთოლს, ბალახს და მკვდარ ხეს.
ამით ისინი მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ხრწნის და დაშლის პროცესებში და
გავლენას ახდენენ ნიადაგში ნივთიერებათა ცვლაზე.

უამრავი სხვადასხვა მაკროართროპოდა სხვა ორგანიზმებთან ერთად განაპირობებს


ნიადაგის ბიომრავალფეროვნებას.

მრავალფეხები

მრავალფეხები ფართოდ გავრცელებული საპროფაგებია. ისინი ტროპიკული და


ზომიერი სარტყლის ტყეების ორგანული ნარჩენების მთავარი მომხმარებლები არიან,
სადაც მკვდარი მცენარეული მასით იკვებებიან. მათ არ აქვთ სხეულის მკვრივი
საფარველი და ამიტომ საარსებოდ ტენიანი გარემო სჭირდებათ. ზოგი ნიადაგის
სიღრმის ბინადარია. სხვები უფრო მეტად საფენში და გარდამავალ გარემოში
გვხვდებიან. უპირატესობას კალციუმით მდიდარ საფენს ანიჭებენ, თუმცა არ უყვართ
ახლადჩამოცვენილი ფოთოლი. ზოგი მრავალფეხა კოპროფაგია (ექსკრემენტებით
მკვებავი). ფიქრობენ, რომ ექსკრემენტებში არსებული ბაქტერიები მათ მცენარეული
საკვების გადამუშავებაში ეხმარება.

ფრთიანი მწერები

ბევრი ფრთიანი მწერი გვხვდება ნიადაგში და მონაწილეობს ნიადაგის კვებით


ქსელებში. ზოგი მათგანი მუდმივად ნიადაგში ბინადრობს, ზოგი კი იქ სიცოცხლის
გარკვეულ ეტაპს ატარებს. ყველა მსხვილ ფრთიანი მწერების რიგს (ხეშეშფრთიანებს,
ქერცლფრთიანებს, სიფრიფანაფრთიანებს, ორფრთიანებს) აქვს ნიადაგის ფორმა
მუხლუხოს ან ჭუპრის სახით. ზოგი მათგანი ფესვებით იკვებება, სხვები მტაცებლები
არიან ან ცვლიან ნიადაგის სტრუქტურას.

ჭიაყელები – Oligochaeta
ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ
ჭიაყელებს. მათი მნიშვნელობა გამომდინარეობს მათი როლიდან ნიადაგის
სტრუქტურის ფორმირებაში (ნაწილაკების დაცალკევება ან შეწეპება, ფორიანობის
გაზრდა) და ხრწნისა და დაშლის პროცესებში (მცენარეული ნარჩენების
ფრაგმენტაცია, ჩაფვლა და შერევა). აქედან გამომდინარეობს ჭიაყელების როლი
სოფლის მეურნეობაში, ნარჩენების მართვასა და ნიადაგის რემედიაციაში.

ჭიაყელების კვლევაში უდიდესი როლი შეასრულა ჩარლზ დარვინმა რომელიც


წერდა, რომ „ძნელია იპოვო სხვა ცხოველი, რომელსაც ისეთი როლი ექნება
შესრულებული მსოფლიო ისტორიაში, როგორც ამ საყვარელ არსებებს“. მას შემდეგ
უამრავი ნაშრომი გამოქვეყნდა, რომელიც ეძღვნებოდა ჭიაყელების როლს ნიადაგის
ფორმირებაში, ბიოდეგრადაციაში და ორგანული მასის განაწილებაში ნიადაგში.

ჭიაყელები გვხვდებიან ყველგან, თუკი ნიადაგის ტენიანობა და ტემპერატურა


ხელსაყრელია მათი არსებობისათვის წლის გარკვეულ მონაკვეთში მაინც.
მრავალრიცხოვანნი არიან ტყის და მინდვრის ნიადაგებში ზომიერ და ტროპიკულ
რეგიონებში. შედარებით ნაკლები რაოდენობით გვხვდება მყიფე ეკოსისტემებში,
როგორებიცაა მშრალი და არქტიკული ჰაბიტატები. არახელსაყრელ პირობებშიც კი,
ჭიაყელები პოულობენ მათთვის გასაძლებ გარემოს, როგორიცაა ქალაქის ბაღები ან
უდაბნოს ოაზისები. არახელსაყრელი პირობების დროს ისინი დიაპაუზაში გადადიან
და პირობების გაუმჯობესებას ელიან.

ჭიაყელების დასახლების სიმჭიდროვე მერყეობს კვ. მ–ზე 10–დან 2000 ინდივიდამდე


მაღალი მაჩვენებლებით ნოყიერ საძოვრებზე და დაბალით – მჟავე (წიწვოვანი
ტყეები) ან არიდულ ნიადაგებში. აგრარული სამუშაოები – ხშირი მოხვნა ან
ტოქსიკური ნივთიერებების შეტანა – ამცირებს ჭიაყელების რაოდენობას ან შეუძლია
სრულიად გააქროს ისინი.

მორფოლოგიის, ქცევის და კვებითი სპეციალიზაციის მიხედვით, ჭიაყელები


ეკოლოგიურ ჯგუფებად იყოფა: ეპიგეური ფორმები მოიხმარენ ნიადაგის ზედაპირზე
არსებულ საფენს ან მინერალური ნაიდაგის ზედა ფენას. პოლი–, მეზო– და
ოლიგოჰუმური სახეობები, შესაბამისად გვხვდებიან მაღალი, ზომიერი ან დაბალი
ორგანული მასის შემცველ ნიადაგებში. ხოლო ანაგეური ფორმები იკვებებიან
ნიადაგის ზედაპირზე არსებული მცენარეული მასით, ხოლო ბინადრობენ ნიადაგის
სიღრმეებში.

ჭიაყელების გავლენა ნიადაგში მიმდინარე პროცესებზე გამოიხატება მათ გავლენაში


ნიადაგზე ბურღვითი აქტივობების დროს და ექსკრემენტების (კასტების)
წარმოქმნაში. ექსკრემენტები წარმოიქმნება, როდესაც ჭიაყელები ინელებენ ნიადაგს
და ორგანულ მასას, ურევენ მათ ერთმანეთს, ამდიდრებენ მათ ნაწლავის მიერ
წარმოქმნილი მომნელებელი სეკრეტებით და გამოყოფენ მათ ექსკრემეტების სახით
ნიადაგში ან მის ზედაპირზე. ჭიაყელების მიერ ნიადაგის ბრუნვის მასშტაბი
ზომიერი სარტყლის ბალახოვან მასივში უდრის 40–70 ტონას ერთ ჰექტარზე ერთი
წლის განმავლობაში, ხოლო 500–1000 ტონას ერთ ჰექტარზე ტროპიკულ სავანაში.

ნაწლავში ფორმირების დროს ექსკრემენტებზე სახლდებიან ბაქტერიები, რომლებიც


იწყებენ ნიადაგის ორგანული ნივთიერებების მონელებას. კასტები მდიდარია
მცენარებისათვის ადვილად მისაწვდომი ნივთიერებებით და ამით ზრდიან ნიადაგის
ნოყიერებას.

ჭიაყელების ბურღვა ნიადაგში ქმნის სხვადასხვა ზომისა და ფორმის ფორებს ეს


ფორები ხელს უწყობენ ნიადაგის აერაციას, წყლის დინებას და სხვა ნივთიერებების
ტრანსპორტს.

მიუხედავად უამრავი დადებითი მხარის, ჭიაყელების აქტივობას უარყოფითი


მხარეც აქვს. ნიადაგის ზედაპირიდან ნარჩენების მოშორებით, ისინი ნიადაგს ღიად
ტოვებენ ეროზიისათვის. გაზონებზე დარჩენილი ჭიაყელების ექსკრემენტები
არაესთეტიურია, ჭიაყელები ავრცელებენ სარეველების თესლებს და პათოგენებს,
მიწით ავსებენ საირიგაციო ხვრელებს.

ნიადაგის ფაუნის საერთო როლი საფენის დაშლაში

ნიადაგის ფაუნის მნიშვნელობა საფენის დაშლაში უძველესი და კარგად ნაცნობი


საკითხია. გეოლოგიური კვლევები მიუთითებენ რომ ჯავშნიანი ტკიპები
იკვებებოდნენ ილინოისისა და აპალაჩის რეგიონის პრაქტიკულად ყველა
მცენარეული ტაქსონით, რაც აღბეჭდილია ნახშირის დეპოზიტებზე.

შედარებით ახლო წარსულში რუსი მეცნიერის, გალინა კურჩევას (1964. 1966)


კვლევებმა აჩვენა, რომ თუკი საფენს ნაფტალინით დაამუშავებდნენ, მისი ხრწნის
პროცესი გაცილებით ნელა მიმდინარეობდა. მომდევნო ათწლეულებში ტარდებოდა
ექსპერიმენტები, რომელთა მიხედვით სხვადასხვა ნივთიერებების გამოყენებით
ამცირებდნენ ნიადაგის ფაუნის ამა თუ იმ წარმომადგენლის აქტივობას და
აკვირდებოდნენ თუ რა გავლენსა ახდენდა ეს საფენის დაშლაზე. კვლევებმა აჩვენა,
რომ ბაქტერიულ, სოკოვან და ცხოველურ ორგანიზმებს თანაბარმნიშვნელოვანი
გავლენა აქვთ ორგანული მასის დაშლაში. შესაბამისად, ზოგად ბიოდეგრდადაციაზე
გავლენას ახდენს როგორც ნიადაგის ბიოტას აქტივობა, ისე თვითონ ნიადაგის
ხარისხი და კლიმატი.

რესურსების ხარისხი, კლიმატი და საფენის ხარისხი

საფენის დაშლის სიჩქარე იცვლება ეკოსისტემების გეოგრაფიული მდებარეობის,


ნიადაგის ფაუნის, სუბსტრატის ხარისხის, მიკროკლიმატის და ეკოსისტემის
მდგომარეობის მიხედვით. პრინციპში, ხრწნა და დეგრადაცია ნიადაგში არსებული
ცოცხალი ორგანიზმების მოქმედების შედეგია, რაც თავის მხრივ დამოკიდებულია
კლიმატსა და ნიადაგის თავისებურებებზე.
რესურსების ხარისხი დამოკიდებულია ნიადაგის ორგანული მასის შემცველობაზე.
ნახშირწყლები და სახამებელი ადვილად მოინელება მიკროორგანიზმების და სხვა
ცოცხალი ორგანიზმების მიერ, მაშინ, როცა ლიგნინი, ტანინი და მისი მსგავსი
ნივთიერებების მოხმარების უნარი მხოლოდ სპეციალიზებულ ორგანიზმებს (თეთრ–
წითელ სოკოებს) აქვთ. ცელულოზას მონელების მიხედვით შუალედური
მდგომარეობა უჭირავს. შესაბამისად, ორგანულ მასაში ამ ნივთიერებების
შემცველობა განაპირობებს კიდეც ხრწნის სიჩქარეს. ზომიერი სარტყლის საფენი
ადვილად დაშლადი, ისე რთულად ხრწნადი მასალის ნარევს წარმოადგენს.
ტანინებითა და ლიგნინით მდიდარი ხის მერქნის ხრწნას კი ათწლეულები და
შეიძლება ასწლეულებიც კი დასჭირდეს.

ორგანული მასის დაშლის სისწრაფის პროგნოზირება გეოგრაფიული განედის


გათვალისწინებით, საკმაოდ მარტივია. მაგალითად, უდაბნოს ეკოსისტემებში
ბიოდეგრადაციის პროცესები საკმაოდ სწრაფად მიმდინარეობს, რაზეც გავლენას
ახდენს ძირითადად ღამით აქტიური ცხოველთა სამყარო. ტროპიკულ
ეკოსისტემებში დაშლაზე გავლენას ახდენს სეზონურობა და ფაუნის დასახლების
სიმჭიდროვე.

ბიოდეგრადაციის სიჩქარე სიმაღლეების მიხედვითაც იცვლება, თუმცა აქ


პროგნოზირება უფრო ძნელია. აშშ–ს არიზონას შტატში ჩატარებულმა კვლევამ
აჩვენა, რომ დაშლა უფრო სწრაფად მიმდინარეობდა ზედა, შედარებით ცივ და
ტენიან სარტყელში. ამ შემთხვევაში მეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტენიანობას და არა
ტემპერატურას. დარღვეულ და სუქსცესიურ ეკოსისტემებში დაშლის პროცესი ასევე
შენელებულია რეგიონის საერთო მაჩვენებელთან შედარებით.

ბიოდეგრადირებადი და არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებები

ტექნოლოგიურმა პროგრესმა, ცხოვრების დაჩქარებულმა რიტმმა, მოთხოვნილებების


ზრდამ გამოიწვია ადამიანების დამოკიდებულება ისეთ ნივთიერებებზე,
როგორებიცაა პლასტიკის ბოთლები, ცელოფნის პარკები, კონსერვის ქილები და
კომპიუტერები. ეს ნივთები ჩვენს ცხოვრებას ამარტოვებენ, თუმცა ალბათ ბევრს არ
უფიქრია იმ ზიანზე, რაც ამ ნივთებს მოაქვთ გარემოსთვის.

ჩვენ მათ ნაგავში ვყრით, თუმცა ამ ნივთიერებების უმეტესობა ბუნებრივი გზით არ


იშლება. ასეთ ნივთიერებებს არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებები ეწოდება.
ყველაზე ჩვეულებრივ საოჯახო ნარჩენებს შორისაა პოლიეთილენის პარკები,
რომლებიც ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომი და ფართოდ გამოყენებადი ნივთია
დაწყებული ქუჩის მოვაჭრეებით და დამთავრებული დიდი მარკეტებით.

დღეისათვის მსოფლიოში ყოველწლიურად 100 მილიარდი ტონა პლასტიკატი


იწარმოება. ყველაზე მეტად გამოყენებული ნივთიერების მიხედვით, კაცობრიობის
განვითარებაში ცნობილია ქვის, ბრინჯაოს, რკინის და ფოლადის ხანები. ამ გაგებით,
დღეს პლასტიკის ხანაში ვცხოვრობთ. პლასტიკის ყველა ნაწარმი არაგანახლებადი
რესურსისაგან მზადდება (ნავთობი, ქვანახშირი, ბუნებრივი გაზი).

არადეგრადირებადი ნივთიერებების დაგროვების შედეგად შექმნილი სულ უფრო


მზარდი პრობლემების გამო, გაჩნდა მოთხოვნილება „მწვანე პლასტიკაზე“, რომელიც
მზადდება აგრარული და ზღვის საკვები ნარჩენებისაგან მიღებული
პოლიმერებისაგან. ასეთი ნაწარმი ბიოდეგრადირებადია, თუმცა დამზადება საკმაოდ
რთულ ტექნოლოგიებს მოითხოვს და ძვირი ჯდება. მსგავსი წარმოებები უკვე
მუშაობს აშშ-ში, კანადაში, ევროპასა და იაპონიაში.

ახალი ტქნოლოგიის მთავარი პრობლემა მისი ფასია. იმისათვის, რომ „მწვანე


პლასტიკამ“ კონკურენცია გაუწიოს სინთეურ პლასტიკას, ის ხელმისაწვდომი უნდა
იყოს, თუმცა წარმოება გაცილებით ძვირი ჯდება და ამიტომ ჯერჯერობით ფართო
გამოყენებაში ვერ ინერგება. გამოსავალი საკანონმდებლო რეგულაციებში
მდგომარეობს, რომელთა ძალით შესაძლებელია აკრძალვების დაწესება
არაბიოდეგრადირებადი ნივთიერებების გამოყენებაზე. ასევე, ჩნდება
მოთხოვნილება შესაბამის ეტიკეტირებაზე. დეგრადირებადი ნივთიერებები
შესაძლოა აღნიშნული იქნეს, როგორც „ეკოეტიკეტი“. მაგრამ ყველაზე ძნელი მაინც
ადამიანის ცნობიერების შეცვლაა, რომელიც მიჩვეულია გრძელვადიანი, ლამაზი და
იაფი პლასტიკის ნივთების მოხმარებას.

ბუნებრივი რესურსები და მათი აღდგენა

ეკოსისტემების პასუხი დარღვევებზე

ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეკოსისტემები ექვილიბრიუმში არიან, ანუ სტაბილურ გარემოს


წარმოადგენენ, სადაც სახეობები დაბალანსებულ, მტაცებელ–მსხვერპლის და კონკურენტულ
ურთიერთობებით ცხოვრობენ. ამ იდეას „ბუნებრივი ბალანსის“ პოპულარულ კონცეფციამდე
მივყავართ: ბუნებრივი სისტემები ხანგრძლივი დროის განმავლობაში ინარჩუნებენ ბალანსს,
რაც მათ სტაბილურობას ანიჭებს. თუმცა უფრო თანამედროვე წარმოდგენის მიხედვით
ეკოსისტემები დინამიური და ცვალებადი სისტემებია. დარღვევები– ცვლილებებია,
რომლებიც კლავს ან ადგილს უცვლის თანასაზოგადოების წევრებს.

ეკოლოსიური სუქსცესია

ხანძრის შემდეგ მიწიდან მცენარეები იზრდება, ახალი ხეები აღმოცენდება და ბოლოს


ტყის ძველი ნაწილები ახალი და განსხვავებული ტყით შეიცვლება. მიუხედავად ამისა, ამ
მდგომარეობის მიღწევამდე თანასაზოგადოებებმა შუალედური სტადიების მთელი სერია
გაიარეს. ერთი ბიოტური თანასაზოგადოებიდან მეორეზე გადასვლის ამ ფენომენს
ეკოლოგიური სუქსცესია ეწოდება. ეკოლოგიური სუქსცესია ხდება იმიტომ, რომ ბიოტური
თანასაზოგადოების ზრდასთან ერთად თანდათან იცვლება ფიზიკური გარემო რის
შედეგადაც ტერიტორია უფრო ხელსაყრელი ხდება სახეობების ერთი ჯგუფისათვის, ვიდრე
მეორისათვის.
სახეობების სუქსცესია უსასრულოდ არ მიმდინარეობს. განვითარების საფეხური
მიიღწევა მაშინ, როდესაც მყარდება დინამიური ბალანსი სახეობებსა და მათ ფიზიკურ
გარემოს შორის. ამ ბოლო, უკანასკნელ ეტაპს კლიმაქსური ეკოსიტემა ეწოდება, რაც ნიშნავს,
რომ სახეობათა შემადგენლობა უცვლელი რჩება დროსა და სივრცეში. ტერმინი კლიმაქსური
ეკოსისტემა ჯერ კიდევ გამოიყენება, თუმცა ბევრი ეკოლოგი თვლის, რომ ასეთი ეკოსისტემა
ბუნებაში არ არსებობს. სინამდვილეში, კლიმაქსური ეკოსისტემებიც კი იცვლებიან. ყველა
ბალანსი შედარებითია არსებულ ბიოტურ თანასაზოგადოებასა და არსებულ კლიმატურ
პირობებთან. ამიტომ, თუ კლიმატი შეიცვალა, მოხდა ახალი სახეობების ინტროდუქცია, ან
ძველის ამოღება სისტემიდან, კლიმაქსური ეკოსისტემებიც კი იცვლებიან. ამასთან,
კლიმაქსურ ეკოსისტემებში შეიძლება იყოს ადგილები, სადაც ხდება რაიმე სახის დარღვევა,
ეს კი გზას უხსნის ახალ ცვლილებებს. ეკოსისტემის ზოგი ნაწილი შეიძლება სუქსცესიის
საწყის ეტაპზე იყოს; ზოგჯერ არსებობს რამდენიმე „საბოლოო“ სტადია, სადაც ერთი და
იგივე გარემოში მომიჯნავე ეკოსისტემები განვითარების სხვადასხვა სტადიებშია.
ზოგი ბიომი, როგორიცაა პრერიები, დამოკიდებულია ხანძრებზე და რომ არა ხანძრები,
იქ სუქსცესია სხვაგვარად წარიმართებოდა. ასეთ ეკოსისტემებს ხანძრებთან ადაპტირებული
ეკოსისტემები ეწოდება და მოგვიანებით განიხილება. ამ შემთხვევაში სუქსცესია
მიმდინარეობს მანა, სანამ სუქსცესიის „საათი“ ხანძრამდე არ მიაღწევს. ქვემოთ მოყვანილია
სუქსცესიის სამი კლასიკური მაგალითი: პირველადი და მეორადი სუქსცესია ხმელეთზე და
სუქსცესია წყალში.
პირველადი სუქსცესია. თუ რაიმე ტერიტორიაზე არ არის მცენარეები და ნიადაგი,
როგორიცაა მაგალითად ვულკანის ამოფრქვევის შემდეგ ან მყინვარის უკან დახევის
შედეგად დარჩენილი ტერიტორია, სახეობების პირველი ინვაზიის და ერთი ბიოტური
კომპლექსიდან მეორეზე გადასვლის პროცესს პირველადი სუქსცესია ეწოდება. ამის
მაგალითია შიშველი კლდის ან ხრეშიანი ადგილის თანდათანობითი დასახლება, რომელიც
ბოლოს ტყედ გარდაიქმნება. შიშველი კლდე ძალიან არასტუმართმოყვარე გარემოა. აქ
თითქმის არაა ადგილები, სადაცთესლი შეიძლება აღმოცენდეს, და თუ მაინც აღმოცენდა, ის
დაიღუპება წყლის ნაკლებობის, ან ქარის და მზის მიმართ დაუცველობის გამო. მიუხედავად
ამისა, ხავსის ზოგი სახეობას შეუძლია ასეთ პირობებში არსებობა. მათი პაწაწინა სპორები
(სპეციალიზებული უჯრედები, რომლებსაც გამრავლებსი ფუნქცია აქვთ) ღვივდებიან პატარა
ნახეთქებში; ხავსს სიმშრალის გაძლებაც შეუძლია იმით, რომ მძიმარე მდგომარეობაში
გადადის. ტენის ყოველ წვეთზე ის იზრდება და თანდათან ქმნის ხალიჩას, რომელიც საცრის
როლს ასრულებს იმით, რომ იჭერს ნიადაგის ნაწილებს, რომლებიც მოაქვს ქარს ან
ჩამორეცხავს წყალი. ამრიგად თანდათან გროვდება ნიადაგის თხელი ფენა, რომელიც ერთ
ადგილას ხავსის საშუალებით ჩერდება.
ხავსისა და ნაიდაგის ხალიჩა ხელსაყრელი გარემოა უფრო დიდი მცენარეებისათვის და
ხალიჩს მიერ შეწონილი მეტი წყალი უზრუნველყოფს მათ აღმოცენებას. მოზრდილი
მცენარეები მეტ ნიადაგს წარმოქმნიან, რომელიც საკმარისი იქნება ბუჩქებისა და
ხეებისათვის. ამ პროცესში ჩამოცვენილი ფოთლები და სხვა საფენი განდევნის ხავსს და სხვა
მცირე მცენარეებს, რომლებმაც პროცესი დაიწყეს. ასე, რომ მოხდა თანდათანობითი
სუქსცდესია ხავსიდან მცირე ზომის მცენარეებამდე და ბოლოს ხეებამდე. კლიმაქსური
ეკოსისტემების ბუნება განსხვავდება რეგიონის აბიოტური ფაქტორების მიხედვით, რაც
განაპირობებულია განსხვავებული კლიმატური რეგიონების ტიპიური ბიომებით.
მეორადი სუქსცესია. როდესაც ტერიტორია გადაიწვა ხანძრით, ან მოხდა წყალდიდობა,
მცენარეებისა და ცხოველების სახეობები მიმდებარე ტერიტორიებიდან თანდათან იკავებენ
თავისუფალ ადგილს. მაგრამ ეს ხდება არა ერთბაშად, არამედ გარკვეული ეტაპების გავლით,
რასაც მეორეული სუქსცესია ეწოდება. ძირითადი განსხვავება პირველად და მეორად
სუქსცესიებს შორის არის ის, რომ მეორადი სუქსცესია უკვე არსებული ნაიდაგით იწყება.
შესაბამისად, გამოტოვებულია ნიადაგის ფორმირების ხანგრძლივი ეტაპი და სუქსცესია
განსხვავებული სახეობებით იწყება. საფეხურები მიტოვებული აგრარული მინდვრებიდან
ფოთოლმცვენ ტყეებამდე აღმოსავლეთ აშშ–ში მეორადი სუქსცესიის კლასიკური მაგალითია.
მაგალითად, მიტოვებულ მინდორზე პირველი სახლდება ბალახოვანი მცენარე Digitaria
sanguinalis. ის კარგადაა შეგუებული შიშველ ნიადაგს. თესლები გაზაფხულზე ღვივდება,
სწრაფად იზრდება და ადვილად ვრცელდება პწკალებით; მეტიც, ის ძალიან კარგად უძლებს
გვალვას. მიუხედავად მისი გამძლეობისა შიშველ ნიადაგბზე, Digitaria sanguinalis ადვილად
გადაიფარება უფრო მაღალი მცენარეებით. შესაბამისად, Digitaria sanguinalis ადგილს იკავებენ
მაღალი სარეველები და ბალახები, რომელთა განვითრებასაც წელიწადი ან მეტი
სჭირდება.შემდეგ აღმოცენდებიან ახალგაზრდა ფიჭვები, რომლებიც კარგად უძლებენ მზის
პირდაპირ სინათლეს და გაშლილი ველების სიცხეს. ისინი ჩრდილავენ პატარა, სინათლის
მოყვარულ სარეველებსა და ბალახებს და წარმოქმნიან ფიჭვნარს. ფიჭვების მახლობლად,
ჩრდილქვეშ ფოთოლმცვენი ხეები აღმოცენდება. ფიჭვები ცოტა ხანს ცოცხლობენ და მალე
იცვლებიან მუხებით, ჰიკორით, წიფლით, ნეკერჩლით და სხვა მერქნიანი მცენარეებით. ამ
ფოთოლმცვენი მცენარეების აღმონაცენები მათი მშობლების ჩრდილქვეშ ხარობენ და ქმნიან
სტაბილურ ბალანსს – ტყის კლიმაქსურ ეკოსისტემას.

წყლის სისტემების სუქსცესია. წყლის სისტემების ბუნებრივი სუქსცესია ტბებსა და


გუბურებში მიმდინარეობს. სუქსცესია ხდება იმიტომ, რომ ნიადაგის ნაწილაკები
ეროდირდებიან ნაპირებიდან, ილექებიან ტბებისა და გუბეების ფსკერზე და ნელ ნელა
ავსებენ მათ. წყლის მცენარეულობა წარმოქმნის დეტრიტს, რაც ასევე აჩქარებს წყალსატევის
ამოვსებას. ავსებასთან ერთად ხმელეთის მცენარეები მიმდებარე ეკოსისტემებიდან
სახლდებიან ეკოტონში და წყლის სახეობებს უწევთ გადაადგილება შიგნით, ტბის
შუაგულისკენ. ამავდროულად ნაპირი გადმოინაცვლებს წინ, ტბის ცენტრისკენ, სანამ
საბოლოოდ ტბა საერთოდ არ გაქრება. ამ შემთხვევაში კლიმაქსური ეკოსისტემა შეიძლება
იყოს ან ჭაობი ან ტყე. ისევე, როგორც რაიმე სახის დარღვევა იწვევს სახმელეთო
ეკოსისტემების ცვლილებას, წყლის ეკოსისტემების ისეთი დარღვევები, როგორებიცაა
გვალვა, დიდი წყალდიდობა,ან ეროზია წყლის სუქსცესიას პირვანდელ სტადიაზე აბრუნებს.

დარღვევები და გამძლეობა

იმისთვის, რომ დაიწყოს ბუნებრივი სუქსცესია, ტერიტორიის შემოგარენში უნდა


არსებობდნენ მცენარეების სპორები და თესლები და ცხოველთა პოპულაციები.
ეკოლოგიური სუქსცესიის დროს არ ხდება ახალი სახეობების წარმოშობა ან თუნდაც ძველი
სახეობების შეგუება ახალ გარემოსთან; ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია, თუ არსებულ
სახეობათაგან რომელი მოიპოვებს უპირატესობას ახალ ტერიტორიებზე ხელსაყრელი
პირობების დადგომისას. საიდან მოდიან ადრე სუქსცესიული სახეობები,
რომლებიცშემდგომში უნდა შეიცვალონ გვიანდელი ან კლიმაქსური სახეობებით? ისინი
შემოდიან გარშემომყოფი ეკოსისტემებიდან, რომლებიც ასევე სუქსცესიის ადრეულ
ეტაპებზე იმყოფებიან. ასევე, გვიანდელი ეტაპების სახეობები შემოდიან ეკოსისტემებიდან,
რომლებიც სუქსცესიის გვიანდელ ეტაპზე იმყოფებიან. ამიტომაც ნებისმერ მოცემულ
ლანდშაფტში შეიძლება არსებობდეს სუქსცესიის ყველა ეტაპზე მყოფი ეკოსისტემები. ეს
იმიტომ ხდება, რომ სხვადასხვანაირი დარღვევა ლანდშაფტში მუდმივად ქმნის თეთრ
ლაქებს. ასე, რომ სუქსცესიის სხვადასხვა ეტაპზე მყოფ ლანდშაფტში მოსალოდნელია
სახეობების უფრო დიდი მრავალფეროვნება, ვიდრე ერთ კლიმაქსურ ეკოსისტემაში; სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ ბიომრავალფეროვნება ჩქარდება დარღვევებით!
თუ გარკვეული სახეობები გაქრება, ბუნებრივი სუქსცესია შეჩერდება ან შეიცვლება. მე–11
და მე–12 საუკუნეებში ნორვეგიელებმა ისლანდიის ტყეები საწვავისთვის გაჩეხეს. ეს
პროცესი უფრო დაჩქარდა, როდესაც მე–18 - მე–19 სს–ში კოლონიზაცია სხვა ევროპელებმა
განაგრძეს. 1850 წლისთვის კუნძულზე ერთი ხეც არ დარჩა და ისლანდია გადაიქცა
მოშიშვლებულ, ტუნდრისმაგვარ ჰაბიტატად. ბუნებრივი რეგენერაცია ვერ მოხდა ცხვრების
გამუდმებული ძოვის და თესლების წყაროს არარსებობის გამო. ამჟამად მიმდინარეობს ხის
ნერგების იმპორტი (წელიწადში 4.5 მლნ. ხეს რგავენ) იმის იმედად, რომ ბუნებრივი
სუქსცესია აღდგება.
ხანძარი და სუქსცესია. ხანძარი ისეთი აბიოტური ფაქტორია, რომელიც ბიძგს აძლევს
სუქსცესიას. დაახლოებით 80 წლის წინ, ტყის მენეჯერები ხანძრის დამანგრეველ ძალას
ერთმნიშვნელოვნად უარყოფითად განიხილავდნენ. შესაბამისად მუშავდებოდა ხანძრის
პრევენციის პროგრამები, რომელთა მიზანი ხანძრის აღკვეთა იყო. აღმოჩნდა, რომ ხანძრის
აღკვეთამ სულაც არ შეუწყო ხელი ეკოსისტემების მიმდინარე სახით შენარჩუნებას.
მაგალითად, სამხრეთ აღმოსავლეთ აშშ-ს ფიჭვნარებში, ეკონომიკურად უმნიშვნელო მუხამ
და სხვა ფართოფოთლოვანმა მცენარეებმა გაცილებით ძვირფასი ფიჭვების ადგილის
დაკავება დაიწყეს. ველების ადგილას ნელ–ნელა ეკლიანი და მერქნიანი მცენარეები
განვითარდნენ, რომლებიც ხელს უშლიდნენ საქონლის ძოვებას. ოდესღაც ნათელი და ღია
ლანდშაფტების ფიჭვნარები დასავლეთ აშშ-ში, ჩაიხერგა სხვა ხეების შტამებით და
ტოტებით, რომლებიც დაბერებასთან ერთად კვდებოდნენ. მკვდარი ხის ეს მასა კარგი
თავშესაფარი აღმოჩნდა ხის მბურღავი მწერებისთვის, რომლებიც მკვდარიდან ცოცხალ
ხეებზე გადავიდნენ. კალიფორნიაში წითელი კედრის ნერგების რეგენერაცია დაიბლოკა
ფართოფოთლოვანი სახეობების აღმონაცენებით.
მეცნიერები ამჟამად აღიარებენ, რომ ხანძარი, რომელიც ხშირად ელვით იწყება,
ბუნებრივი და მნიშვნელოვანი აბიოტური ფაქტორია. ისევე, როგორც ყველა აბიოტური
ფაქტორის შემთხვევაში, სხვადასხვა სახეობა ხანძარზე სხვადასხვაგვარად რეაგირებს.
მაგალითად, ბალახისა და ფიჭვის გაღივებული თესლი უფრო ღრმადაა ჩავარდნილი
ფოთლებისა და წიწვების ქვეშ, სადაც ისინი ხანძრისგან დაცულია. საპირისპიროდ, ისეთი
ფართოფოთლოვანი სახეობების თესლები, როგორებიცაა მუხა, მიწაზე ზედაპირულად დევს
და ადვილად იწვის ხანძრის დროს. შესაბამისად, რეგიონებში, სადაც სხვადასხვა სახეობის ხე
ერთად იზრდება კონკურენციის პირობებში, პერიოდული ხანძრები არღვევენ ბალანსს
ბალახის, ფიჭვის ან წითელი კედარის სასარგებლოდ. შედარებით მშრალ ეკოსისტემებში,
სადაც ბუნებრივი ხრწნა ნელა მიმდინარეობს, ხანძარი ხელს უწყობს აგრეთვე საკვები
ნივთიერებების გამოთავისუფლებას მკვდარი ორგანული მასიდან. მცენარის ზოგი სახეობა
დამოკიდებულიც კია ხანძარზე. მაგალითად, გრეხილტანიანი ფიჭვის გირჩა არ ყრის
თესლებს სანამ ის ცეცხლით არ შეიტრუსება.
ხანძრის კლიმაქსური ეკოსისტემები. ეკოსისტემები, რომლებიც ხანძარზე არიან
დამოკიდებული, ხანძრის კლიმაქსურ ეკოსისტემებად იწოდებიან. ამ კატეგორიას ეკუთვნის
ველები და ფიჭვნარები. ამგვარ ეკოსიტემებში ხანძარი ხშირად გამოიყენება მენეჯმენტის
იარაღად. თუკი ფიჭვნარებში მიწის ზედაპირული ხანძრები ხშირია, იქ შედარებით მცირე
რაოდენობით მკვდარი ხე გროვდება. მცირე რაოდენობით საწვავის შემთხვევაში კი ხანძარი
მხოლოდ მიწის სიახლოვეს იწვის და სერიოზულ ზიანს ვერ აყენებს ვერც ფიჭვებს და ვერც
ველურ სამყაროს. ვარჯის ხანძრები ბუნებრივადაც შეიძლება დაიწყოს, ვინაიდან
რეგულარული ხანძრები ყველგან არ მიმდინარეობს. ვარჯების ხანძარი მხოლოდ ძალიან
მშრალი პირობების დროს შეიძლება მოხდეს მაშინაც კი, თუ მკვდარი ხე დიდი რაოდენობით
მოიპოვება. თუმცა, ვარჯის ხანძარიც უწყობს ხელს ტერიტორიის მკვდარი და ავადმყოფი
ხეებისგან გასუფთავებას, გამოიყოფა საკვები ნივთიერებები და იქმნება ახალი ეკოლოგიური
სტარტის წინაპირობა. დამწვარი ეკოსისტემები მეორადი სუქსცესიის დაწყებისთანავე
გარდაიქმნებიან პროდუქტიულ ველებად. ამრიგად, ვარჯის პერიოდული ხანძრები ქმნიან
სუქსცესიის სხვადასხვა ეტაპზე მყოფი მდელოებისა და ტყეების მონაცვლეობას, რომლებიც
უფრო ცვალებად, ჯანსაღ ჰაბიტატს ქმნან და გაცილებით მეტ სახეობას აძლევენ
თავშესაფარს, ვიდრე ერთგვაროვანი, ხანდაზმული წიწვოვანი ტყე. ზოგისაზრით, ტყის ჭრა
ხანძრების რაოდენობას ან მათ სიძლიერეს ამცირებს. სამწუხაროდ, იმის გამო, რომ ჭრის
დროს ძირითადად ხანძრის მიმართ მდგრადი დიდი ზომის ხეები იჭრება, და რჩება მკვდარი
ტოტები და მცირე ზომის ხეები, ტყის ჭრა ზრდის დიდი ხანძრების პოტენციალს.
გამძლეობა. ეკოსისტემის უნარი დარღვევის (ხანძრის ან წყალდიდობის) შემდეგ
დაუბრუნდეს ნორმალურ ფუნქციონირებას, გამძლეობის სახელითაა ცნობილი. ტყიანი
ეკოსისტემისათვის ხანძარი შესაძლოა დამანგრეველი ძალის დარღვევა აღმოჩნდეს.
მიუხედავად ამისა, ხანძრის დროს თავისუფლდება ნივთიერებები, რომლებიც საკვებია
ახალი მცენარეებისათვის; მოკლე დროში დამწვარი ადგილი ხელახლა დასახლდება
ხემცენარეებით და ძნელად გასარჩევი იქნება მიმდებარე ადგილებისაგან. საკვები
ნივთიერებების ცვლის, მომიჯნავე მცენარეების და ცხოველების სახეობების გავრცელებას,
მცენარეული საფარველის სწრაფ აღმოცენებას და ტყის სუქსცესიის პროცესს გამძლეობის
მექანიზმები ეწოდება. ამიტომაც, გამძლეობა ხელს უწყობს ეკოსისტემების მდგრადობას.
მიუხედავად ამისა, ეკოსისტემის განძლეობას თავისი საზღვრები აქვს. თუკი ადამიანის
ჩარევის შედეგად ტყე ლანდშაფტიდან გაქრება და ახალი აღმონაცენებით გატყიანებას ხელი
შეეშლება გადაძოვებით, დაიწყება ნიადაგის ეროზია და დარჩება დეგრადირებული
ადგილი, რომელზეც ადრინდელი ეკოსისტემიდან ცოტა რამ თუ იქნება შემორჩენილი.
ისლანდიაში ზოგი დარღვევა იმდენად ძლიერია, რომ აჭარბებს გამძლეობის ნორმალურ
მექანიზმს და ქმნის სრულიად ახალ და გაცილებით ნაკლებად პროდუქტიულ
ეკოსისტემებს. ამ ახალ ეკოსისტემებს გამძლეობის საკუთარი მექანიზმები აქვთ, რომლებმაც
შეიძლება გაუძლოს აღდგენას ორიგინალურ მდგომარეობამდე. ეკოსისტემის ათვლის
წერტილი ეწოდება სიტუაციას, რომლის დროსაც ეკოსისტემა მოძრაობს ერთი
მდგომარეობიდან მეორემდე.
შეიძლება იკითხოთ, მერე რა მოხდა, თუ ისეთი ეკოსისტემა, როგორიცაა ტყიანი
ისლანდია მოძრაობს სხვაგვარი სისტემისაკენ, როგორიცაა უტყეო ისლანდია და იქ ჩერდება.
ბოლოს და ბოლოს, ხომ არსებობენ უტყეო ცივი ადგილები? ეკოსისტემები ადამიანებს და
სხვა სახეობებს უამრავ ფასდაუდებელ სამსახურს უწევენ. ეს მოიცავს ისეთ
ფართომასშტაბიან მომსახურებას, როგორებიცაა წყალდიდობის დროს წყალმოვარდნების
შეჩერება, ნიადაგის შენარჩუნება, მიწის ტემპერატურის შენარჩუნებაც და ნახშირორჟანგის
შთანთქმა.
თუკი პლანეტის მხოლოდ ზოგი ნაწილი გარდაიქმნება ერთი ტიპის ეკოსისტემიდან
მეორედ, დიდად არაფერი დაშავდება. პრობლემას ცვლილებების სიხშირე წარმაოდგენს.
ადამიანის ფართომასშტაბიანი საქმიანობა ამცირებს ეკოსისტემების მიერ გაწეულ სამსახურს,
როგორიცებიაა წყალმოვარდნის კონტროლი, ქარის ეროზიის კონტროლი, და
ნახშირორჟანგის შენახვა. ისინი წარმოქმნიან ან ძალიან დაბალპროდუქტიულ ეკოსისტემებს,
ან ეკოსისტემებს მაღალი პირველადი პროდუქტიულობით, მაგრამ მოკლე კვებითი
ჯაჭვებით (როგორიცაა ტბა ძალიან ბევრი საკვები ნივთიერებებით).
მდგრადობა. გარემოს ათვლის წერტილები
კუნძული აპო პატარა, მარჯნის რიფებით შემოსაზღვრული კუნძულია ფილიპინებზე,
ნეგროს სანაპიროსთან და უკვე ბევრი ცვლილება განიცადა მისი მოსახლეობის
კეთილდღეობისათვის. მეთევზეები ხანგრძლივი დროის განმავლობაში წუხდნენ თევჭერის
კლების გამო, რაზეც ადგილობრივი მოსახლეობა იყო დამოკიდებული. ამ კლების მიზეზიც
იყო ისეთი ახალი და დამღუველი მეთოდების გამოყენება, როგორიცაა დინამიტით და
ციანიდური შხამებით თევზაობა. სოფლები თითქოს ჩაკეტილ წრეში აღმოჩნდნენ – მცირე
რაოდენობით თევზჭერა აიძულებდა მეთევზეებს მეტად შორს წასულიყვნენ ნაპირიდან და
თევზჭერის კიდევ უფრო დამანგრეველი მეთოდები გამოყენებინათ, რაც კიდევ უფრო
ამცირებდა მოპოვებული თევზის რაოდენობას და ა.შ.

სწორედ ამ დროს ასპარეზზე გამოჩნდა ანჯელ ალკალა, მეთევზეობის ბიოლოგი მიმდებარე


სილიმანის უნივერსიტეტიდან. ალკალამ წინადადება შემოიტანა აეკრძალათ თევზჭერა
კუნძულის სანაპირო ზოლის 10%–იდან იმ მიზნით, რომ შეექმნათ რეფუგიუმი, სადაც თევზი
გაიზრდებოდა ქვირითობის ზომამდე და მოახდენდა მიმდებარე სათევზაო ადგილების
რეპოპულაციას. სოფლელები დაეთანხმნენ ამ იდეას, დაიწყეს სანაპირო ზოლის დაცვა და
მალევე აკრძალეს თევზჭერის გამანადგურებელი მეთოდების გამოყენება მთელ კუნძულზე.
შედეგებმა სწრაფად დაადასტურეს ალკალას შორსმჭვრეტელობა: დაცულ რიფებზე იფეთქა
წყლის ცხოვრებამ და 10 წელიწადში მეთევზეები მთელი დღის ნადავლს ნაპირიდან
რამდენიმე ასეულ იარდში იჭერდნენ. აპოს კუნძულელების წაბაძვით, ფილიპინების 400–ზე
მეტ სოფელში შექმნეს საზღვაო სანქტუარიები. სოფლელებმა თევზჭერის დამანგრეველი
ციკლი რესტორაციული ციკლით შეცვალეს, რომელშიც სისტემას თვითაღდგენა და ჯანსაღ
მდგომარეობაში დაბრუნება შეუძლია. მათ მიაღწიეს ათვლის წერტილს, სიტუაციას
ადამიანის მიერ შექმნილ ეკოსისტემაში, სადაც მცირე ცვლილება დასაბამს აძლევს მთელი
სისტემის მდგომარეობის ცვლილებას.

ათვლის წერტილები მოქმედებენ, როგორც ბერკეტი, გახადოს სისტემა უფრო მეტად ან


ნაკლებად უნარიანი ფუნქციონირებდეს როგორც ეკოსისტემა. ისინი ბიძგს აძლევენ
უკუკავშირის ყულფის ქმედებას, როდესაც სისტემის დინამიკა ზემოქმედებს სისტემაზე ისე,
რომ აძლიერებს (დადებითი ყულფი) ან ასუსტებს (უარყოფითი ყულფი) სისტემის
მოქმედებას.მაგალითად, მტაცებელ–მსხვერპლის ციკლი ფუნქციონირებს როგორც
უარყოფითი უკუკავშირის ყულფები, რომლებიც ორივე პოპულაციას აკავებს რიცხობრივი
აფეთქების და შემდეგ განადგურებისგან. მტაცებლების ამოღება (მსხვერპლი სახეობების
სასარგებლოდ) ათვლის წერტილი აღმოჩნდება რომელიც დადებით უკუკავშირს გამოიწვევს
მსხერპლის რიცხოვნობის მატების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ აისახება მათი
მცენარეული საკვები რესურსის განადგურებაზე.
ეკოსისტემების გამძლეობის მექანიზმები წარმოადგენს უკუკავშირის ყულფებს, რომლებიც
განაპირობებენ მათ სიჯანსაღეს. ისინი გადაჯაჭვულნი არიან ისეთ მექანიზმებთან,
რომლებსაც შეუძლიათუბიძგონ ეკოსისტემებს დაიწყონ ახალი ციკლი, რომლებიც
ართულებს ან შეუძლებელს ხდის მათ აღდგენას პირვანდელ მდგომარეობაში.

ადამიანური ღირებულებები და ეკოსისტემის მდგრადობა.

ეკოსისტემები მილიონობით წელია არსებობდნენ, ინარჩუნებდნენ ბიოტას, ბუნებრივ


პოპულაციებს და იქ მიმდინარე პროცესებს (რომლებიც თავის მხრივ ინარჩუნებდნენ
ეკოსისტემებს). ბუნებრივი ეკოსისტემების შესწავლის ერთ ერთი მიზეზია ის, რომ ისინი
მდგრადობის მოდელს წარმოადგენენ. არსებობენ დედამიწის სპეციფიკური ეკოსისტემები,
რომლებზეც დამოკიდებულნი ვართ რესურსების მხრივ (ეკოსისტემის კაპიტალი). უქმნის
თუ არა ჩვენს მიერ ბუნებრივი და მართული ეკოსისტემების გამოყენება საფრთხეს მათ
გრძელვადიან მდგრადობას? ბევრი მეცნიერი თვლის, რომ ეს ასეა.

ენერგიის გადაცემის დანიშნულება

როგორც ვნახეთ, ენერგიის გადაცემის და ნივთიერებათა ცვლის პროცესების ინციატორი


მზეა. ადამიანები მოიხმარენ ენერგიას, რომელიც მზიდან იღებს დასაბამს და გადაეცემა
ბუნებრივ და აგრარულ ეკოსისტემებს. მაგალითად, აგრარული ეკოსისტემები ჩვენი საკვების
ძირითადი წყაროა. საკვები პროდუქტების საწარმოებლად, ადამიანებმა დედამიწის ტყიანი
და ველის ბიომების 11% აგრარულ ეკოსისტემებად გარდაქმნეს. ველები საკვებს აძლევენ
ჩვენს შინაურ ცხოველებს, რომლებიც გამწევ ძალად, ხორცის, ტყავის, მატყლის და რძის
მისაღებად გვჭირდება. ტყის ბიომი ყოველწლიურად 3.3 მილიარდ კუბურ მეტრ ხეს
გვაწვდის, რომელსაც ვიყენებთ საწვავისთვის, საშენ მასალად და ქაღალდის
წარმოებისათვის. დაბოლოს, დედამიწის ენერგიის მოხმარების 15% პირდაპირ მოდის ისეთი
მცენარეული მასალის მოხმარებაზე, როგორიცაა შეშა და ტორფი.
სახმელეთო ეკოსისტემების გლობალური ჯამური პირველადი პროდუქციის
რაოდენობა 120 პენტაგრამ (1 პენტაგრამი = 1 მილიარდ მეტრულ ტონას) მშრალ მასას უდრის
როგორც აგრარული, ისე ბუნებრივი ეკოსისტემების ჩათვლით. 1986 წელს მკვლევარებმა
გამოითვალეს, რომ ადამიანების წილი ამ პროდუქციაში სოფლის მეურნეობის, საძოვრების,
სატყეო და სხვა ადამიანები მიერ დაკავებული მიწების სახით 30%–ს აღწევს. მსგავსი
გამოთვლები აჩვენებს, რომ ადამიანები ერთი მთლიანის საკმაოდ დიდ ნაწილს მოიხმარენ.
მეტიც, იმის გამო, რომ ადამიანები ბუნებრივი და აგრარული მიწების დიდ ნაწილს
ურბანული და სუბურბანული მშენებლობებისთვის, გზების გასაყვანად, კაშხლებისა და
ფაბრიკა–ქარხნების ასაგებად და მსგავსი ტიპის სამუშაოებისათვის იყენებენ, მიწის კიდევ 8%
იკარგება. შესაბამისად, ჩვენი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, ჩვენ მოვიხმართ
დედამიწის პირველადი პროდუქციის 40%–ს. ამრიგად, ჩვენ გამოვდივართ დედამიწის
დომინანტი ბიოლოგიური ძალა მაშინ, როცა დედამიწის ბიომასის მხოლოდ 5%
წარმოვადგენთ. როგორც ეკოლოგმა სტიუარტ პიმმა მოსწრებულად აღნიშნა, „ადამიანები
ჭამენ პლანეტას! ორი მეხუთედი უკვე გამქრალია!“
ნივთიერებების წრებრუნვაში ჩართვა

ნივთიერებების აღდგენა ეკოსისტემებში ორგანული ნივთიერებების დაშლის და მათი


შემადგენელი ქიმიური ნივთიერებების გამოთავისუფლებით მიმდინარეობს – პროცესით,
რომელიც ბიოგეოქიმიური ციკლის სახელითაა ცნობილი. ეს პროცესი ჩვენგან
დამოუკიდებლად განაპირობებს ეკოსისტემების მდგრადობას. ადამიანის ჩართულობა ამ
ბუნებრივ ციკლებში საკმაოდ დიდია და სულ უფრო იზრდება. ჩვენს მიერ ბუნებრივი
ციკლების შეცვლას გრძელვადიანი შედეგები შეიძლება მოჰყვეს. მსგავსი ცვლილების ერთ
ერთი შედეგია კლიმატის ცვლილება.
კლიმატის გლობალური ცვლილება თანამედროვე საზოგადოების ერთ ერთი ყველაზე
მნიშვნელოვანი გამოწვევაა. წიაღისეული საწვავის წვამ ატმოსფეროში ნახშირორჟანგის
რაოდენობა იმდენად გაზარდა, რომ 21–ე ს–ის შუა პერიოდისთვის, ის ინდუსტრიული
რევოლუციის საწყის პერიოდთან შედარებით გაორმაგდება. მარადი მზრალობის და
საძოვარი ადგილებიდან გაშრობისა და ხრწნის დროს თავისუფლდება მეთანი. იმის გამო,
რომ ორივე, ნახშირორჟანგიცა და მეთანიც სათბურ გაზებს მიეკუთვნებიან, ატმოსფეროში
ზოგადი დათბობა მიმდინარეობს, რასაც დედამიწის კლიმატზე სხვა სახის გავლენაც
მოჰყვება. ბევრი ეკოსისტემა იცვლება და ისმის კითხვა, შეძლებენ თუ არა ისინი
ფუნქციონირებას ასეთი სწრაფი ცვლილებების დროს. ასეთი ფართომასშტაბიანი დარღვევის
მიერ შექმნილი საფრთხეა მიზეზი იმისა, რომ მსოფლიოს დიდი ერები იღებენ ზომებს
ატმოსფეროში სათბური გაზების ემისიების შესამცირებლად.

ეკოსისტემების კაპიტალის ღირებულება

რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენთვის ბუნებრივი ეკოსისტემები? განვითარებადი ქვეყნების


ღარიბი მოსახლეობისათვის ბუნებრივი ეკოსისტემების პროდუქტი მათი არსებობის და
გარკვეული ეკონომიკური შემოსავლის მიღების წყაროა, რაც მათ სიღარიბის უფსკრულისგან
იხსნის. მაგალითად, 1.6 მლრდ ადამიანი, რომელთაგან უმეტესობა დედამიწის უღარიბეს
ფენას მიეკუთვნება, ტყეზეა დამოკიდებული (შეშად, ცხოველთა საკვებად, საშენ მასალად,
ველური ხილის მისაღებად, მცენარეებისათვის, ცხოველთა საკვებად და ნანადირევის
ხორცის წყაროდ). მათ მიერ ამ რესურსის მისაწვდომობა ყოველთვის როდია
გარანტირებული. განვითარებული ქვეყნების მაცხოვრებლები სხვა გამოწვევების წინაშე
დგანან: ცოტას ფიქრობენ ბუნებრივი ეკოსისტემების ღირებულებასა და ადამიანის
გავლენაზე ბუნებრივ ეკოსისტემებზე. ამგვარ მოპყრობას კი საშიში შედეგები შეიძლება
მოჰყვეს.
ბუნებრივი სისტემებიდან მიღებული საქონელი და მომსახურება განმარტებულია,
როგორც „ეკოსისტემების კაპიტალი“. პირველი მსგავსი მცდელობის დროს 1997 წელს,
ცამეტმა ბუნებისმეტყველების მეცნიერმა და ეკონომისტმა შეიმუშავეს ანგარიში სათაურით
„მსოფლიოს ეკოსისტემების მომსახურების და ბუნების კაპიტალის ღირებულება“. მსგავსი
მცდელობის მიზეზი იყო ის, რომ ბუნებრივი ეკოსისტემების მიერ გაწეული სამსახური
თვალით ხშირად არ ჩანს (იგულისხმება საბაზრო ეკონომიკა, რომელიც ფასს ადებს ყველა
სახის ნივთს თუ სამსახურს) ან საერთოდ არ იყიდება ბაზარზე. ასეთია მაგალითად,
სუნთქვისთვის აუცილებელი სუფთა ჰაერი, ნიადაგის ფორმირება, დამაბინძურებლების
დაშლა და სხვა მსგავსი სისტემები, რომელთა შეფასება საბაზრო ეკონომიკის მიერ არ ხდება.
ჯგუფმა განსაზღვრა ეკოსისტემის საქონელისა და მომსახურების ის 17 ძირითადი
სახე, რომლებიც ჩვენთვის სასიცოცხლოდ აუცილებელი მიმართულებით ფუნქციონირებენ.
გარდა ამისა, ჯგუფმა განსაზღვრა ეკოსისტემების ფუნქციები, რომლებიც ადამიანისათვის
სასიცოცხლოდ აუცილებელია და მოიყვანა თითოეულის მაგალითი. აქცენტი გაკეთდა
იმაზე, რომ ადამიანის კეთილდღეობის განხილვა ეკოსისტემების ამ მომსახურების გარეშე
შეუძლებელია და ამ თვალსაზრისით მათი ღირებულება შეუფასებელია. მიუხედავად ამისა,
შესაძლებელია მომსახურების თითოეული ტიპის მზარდი ღირებულების გამოთვლა. ეს
ნიშნავს იმას, რომ სხვადასხვა ტიპის მომსახურებამ შეიძლება განსაზღვროს ადამიანის
კეთილდღეობა და შესაძლებელია სწორედ ამგვარი ურთიერთობის ღირებულების
გამოანგარიშება. მაგალითად, ტყის ამოღება გავლენას მოახდენს ტყის მიერ მომავალში ხის
მოწოდების უნარზე და ასევე, სხვა სამსახურის გაწევაზე, როგორიცაა ნიადაგის ფორმირება
და ჰიდროლოგიური ციკლი. ამგვარი გავლენის ეკონომიკური გავლენის გამოთვლა
შესაძლებელია. მზარდი ღირებულების გამოთვლის, ბევრი მიახლოებითი მაჩვენებლის და
სხვა მკვლევარებისაგან მიღებული მონაცემების საშუალებით მეცნიერთა ჯგუფმა შეადგინა
ყველა ტიპის ეკოსისტემის მიერ გაწეული მომსახურების წლიური გლობალური
ღირებულების ცხრილი. მათი გამოთვლების მიხედვით, ადამიანის კეთილდღეობის
წლიური გლობალური ღირებულება 41 ტრილიონ დოლარს უდრის (2004 წლის კურსით) –
და ეს მხოლოდ მიახლოებითი მაჩვენებელია. 2004 წლის მსოფლიო ეკონომიკურ
პროდუქტიულობაზე გაანგარიშებით ციფრი 55 ტრილიონ დოლარს მიუახლოვდება.

ეკოსისტემების მომსახურება და ფუნქციონირება


ეკოსისტემისმომსახურება ეკოსისტემისფუნქციონირება მაგალითი
გაზის რეგულირება ატმოსფეროს ქიმიური CO2 – O2 ბალანსი, O3
შემადგენლობის რეგულაცია ულტრაიისფერი
გამოსხივებისაგან დასაცავად, SOx
დონე
კლიმატის რეგულირება გლობალური ტემპერატურის, სათბური გაზების რეგულირება,
ნალექიანობის და სხვა დიმეთილსულფუროქსიდების
ბიოლოგიური კლიმატური წარმოქმნა, რომლებიც ხელს
პროცესების რეგულირება უშლიან ღრუბლების წარმოქმნას
გლობალურ ან ლოკალურ დონეზე
დარღვევების მოცულობა, დასველება და შტორმისგან დაცვა,
რეგულირება ეკოსისტემების პასუხის წყალდიდობის კონტროლი,
ინტეგრირება გარემოს გვალვისგან აღდგენა, გარემოს
ფლუქტუაციებთან ცვლილებებზე ჰაბიტატის
პასუხის სხვა ასპექტები,
რომლებიც ძირითადად
მცენარეულობის სტრუქტურითაა
კონტროლირებადი
წყლის რეგულირება ჰიდროლოგიური ნაკადების წყლის მიწოდება აგრარული
რეგულაცია (საირიგაციო) ან ინდუსტრიული
(დაფქვა) პროცესების ან
ტრანსპორტირებისთვის
წყლით მომარაგება წყლის შენახვა და შენარჩუნება წყლის მიწოდება
წყალგამყოფებიდან,
წყალსაცავებიდან და გრუნტის
წყლებიდან
ეროზიის კონტროლი და ნიადაგის შენარჩუნება ეკოსისტემაში ქარით, ნიაღვრით ან სხვა
სედიმენტების შეკავება პროცესებით ნიადაგის დაკარგვის
პრევენცია; სედიმენტების შენახვა
ტბებსა და ჭანჭრობებში
ნიადაგის ფორმირება ნიადაგწარმომქმნელი პროცესები კლდის გამოქარვა და ორგანული
ნივთიერებების აკუმულაცია
ნივთიერებათა ცვლა ნივთიერებების შენახვა შიდა ცვლა, აზოტის ფიქსაცია, აზოტის,
დამუშავება და შეძენა ფოსფორის ან სხვა ელემენტების
ან საკვები ნივთიერებების
ციკლები
ნარჩენების გადამუშავება მობილური ნივთიერებების აღდგენა ნარჩენების გადამუშავება,
და ზედმეტი ნივთიერებების და დაბინძურების კონტროლი,
ნაერთების მოშორება ან დაშლა დეტოქსიკაცია
დამტვერვა მცენარეების გამეტების მოძრაობა დამმტვერავების ყოფნის
აუცილებლობა მცენარეთა
პოპულაციების არსებობისათვის.
ბიოლოგიური პოპულაციების ტროფულ– საკვანძო მტაცებელი, რომელიც
კონტროლი დინამიკური რეგულაციები აკონტროლებს მსხვერპლის
სახეობას. მცენარეების ჭამის
შემცირება მტაცებლების მიერ
რეფუგიუმები ჰაბიტატი მობინადრე და დროებითი გასამრავლებელი ადგილები,
პოპულაციებისთვის ჰაბიტატი მიგრატორი
ფრინველებისათვის, რეგიონული
ჰაბიტატები ლოკალური სარეწი
სახეობებისათვის ან
გამოსაზამთრებელი ადგილები
საკვების წარმოება საკვებად გამოსადეგი პირველადი თევზის, მოსავლის, თხილეულის
პროდუქციის წარმოება და ხილის წარმოება ნადირობის,
შემგროვებლობის, ფერმერობის ან
თევზაობის საშუალებით
დაუმუშავებელი მასალა პირველადი პროდუქცია რომელიც ხის მორების, საწვავის ან ფურაჟის
დაუმუშავებელ მასალად წარმოება
გამოიყენება
გენეტიკური რესურსები უნიკალური ბიოლოგიური მასალის მედიკამენტები, მეცნიერებისთვის
და პროდუქტის წყარო აუცილებელი კომპონენტები,
მცენარეთა პათოგენების და
მოსავლის და დეკორატიული
მცენარეების მავნებლების
რეზისტენტობის გენები,
რეკრეაცია საშუალებები რეკრეაციული ეკოტურიზმი, სპორტული
ქმედებებისათვის თევზჭერა და სხვა გარე
სარეკრეაციო ქმედებები
კულტურული არაკომერციული გამოყენების ეკოსისტემების ესთეტიური,
საშუალებები სამხატვრო, საგანმანათლებლო,
სულიერი ან სამეცნიერო
ღირებულება

ეკოსისტემის ღირებულების გამოყენება გადაწყვეტილების მიღებისას. ეკოსისტემის


შემადგენელი ორგანიზმების რომელიმე ჯგუფის ანალიზის ჭეშმარიტი ღირებულება
მდგომარეობს ლოკალური გადაწყვეტილებების მისაღებად მათი გამოყენების
შესაძლებლობაში. მაგალითად, წყალჭარბი ეკოსისტემების ღირებულება არაა მხოლოდ იმ
სოიოს ღირებულება, რომლის მოყვანაც შესაძლებელი გახდება ტერიტორიის დაშრობის
შემდეგ. სინამდვილეში, წყალჭარბი ადგილები გაცილებით მნიშვნელოვან სამსახურს სწევენ,
რომელიც უნდა შედარდეს სოიოს ჰიპოთეტურ ღირებულებასთან და ამის შემდეგ
გამოითვალოს დანახარჯი და მოგება ტერიტორიის დაგეგმილი ათვისების შემთხვევაში.
მათი სიტყვებით რომ ვთქვათ, „ამ ეკოსისტემის მომსახურებას მნიშვნელოვანი წვლილი
შეაქვს ადამიანის კეთილდღეობისათვის პლანეტაზე“. ამიტომ, ეკოსისტემის კაპიტალის
წილი (ეკოსისტემები და მისი პოპულაციები ტბების და წყალჭარბი ტერიტორიების
ჩათვლით) ადექვატურად უნდა იყოს გათვალისწინებული საზოგადოებრივ– პოლიტიკური
გადაწყვეტილებების მიღებისას, რომლებიც ამ წილს ეხება. მიუხედავად ამისა, იმის გამო,
რომ ეკოსისტემის ეს მომსახურება ბაზარს სცდება და გამოსათვლელად ძნელია, ხშირად ის
იგნორირდება ან ნაკლები ღირებულება ენიჭება და შედეგად მიიღება ადამიანის მიერ
ბუნებრივი სისტემების ცვლილება, რომელთა სოციალური დანახარჯი ბევრად აჭარბებს
მოგებას. მაგალითად, ტაილანდის სანაპირო მანგრის ტყეები ხშირად გარდაიქმნება
კრევეტების ფერმებად, თუმცა ანალიზმა აჩვენა, რომ ტყეების ეკონომიკური ღირებულება
(ხის მასალად, ქვანახშირად, შტორმისგან დასაცავად და თევზჭერისათვის) 70%–ით
აჭარბებდა კრევეტების ფერმების ფასს.

ახალი ხედვა. 2002 წელს ახალმა ჯგუფმა გადახედა 1997 წლის ჯგუფის გამოთვლებს და
შეისწავლა ადამიანური საჭიროებისათვის ეკოსისტემების გამოყენების მოგება–დანახარჯის
შედეგები (მაგალითად, ჭაობის გარდაქმნა სოიოს მინდვრად). ყველა შემთხვევაში ჯამური
ბალანსი დანაკარგს წარმოადგენდა – ეს ნიშნავს, რომ დაკარგული მომსახურება ბევრად
აჭარბებდა მომგებიან მომსახურებას. ჯგუფმა გამოიკვლია ხუთი განსხვავებული ბიომი და
აღმოაჩინა, რომ ეკოსისტემის კაპიტალის მუდმივი ყოველწლიური დანაკარგი 1.2%
შეადგენს. თუ ჩავთვლით, რომ ეკოსისტემის სრული წლიური ღირებულება 41 ტრილიონი
დოლარია, წლიური დანაკარგი მხოლოდ ჰაბიტატის შეცვლის თვალსაზრისით, 250
მილიარდს შეადგენს. თუ ეს ასეა, დასვეს შეკითხვა ავტორებმა, მაშ რატომაა, რომ ჰაბიტატი
გამუდმებით იცვლება ადამიანის მიერ? მათ ივარაუდეს, რომ ჰაბიტატის გარდაქმნის მოგება
ზოგჯერ გადაჭარბებითაა შეფასებული სხვადასხვა სამთავრობო სტრუქტურების მიერ, რაც
ბაზრის ანალიზს ხელს უშლის. ამ შემთხვევაში ბაზარი არაადექვატურად აფასებს ბუნებრივი
ეკოსისტემებისგან მიღებულ მოგებას; ასევე არ შეესაბამება ეს იმ ფაქტს, რომ ბევრი მსხვილი
მოგება რეალიზებულია რეგიონული ან გლობალური მასშტაბით, ხოლო ჰაბიტატის
გარდაქმნის მოგება ლოკალურ ხასიათს ატარებს. სხვა ანალიზები, მათ შორის 2005 წელს
გამოქვეყნებული კვლევის ეროვნული საბჭოს ანგარიში, რომელიც იკვლევდა ველური
ბუნებისა და ეკოსისტემების მომსახურების ღირებულებას, იმ მოსაზრებას ემხრობიან, რომ
ჰაბიტატის გარდაქმნა ადვილად მიღწევადია თუკი მასში ჩადებული იქნება ეკოსისტემების
დაზიანების ხარჯები. კონსერვაციასთან ერთად, ჩვენს დამოკიდებულებას ბუნებრივ
სისტემებზე ლოგიკურად უნდა მივყავდეთ ამ სისტემების სწორ მენეჯმენტამდე, რაზეც
ქვემოთ ვისაუბრებთ

შესაძლებელია თუ არა ეკოსისტემების აღდგენა?

ადამიანის მიერ ეკოსისტემების განადგურების უნარი კარგადაა ცნობილი. მიუხედავად


ამისა, გარკვეულწილად მათი აღდგენის უნარიც გაგვაჩნია. მრავალ შემთხვევაში აღდგენა
წნეხის მოხსნას ნიშნავს. მაგალითად, როდესაც დაბინძურება წყდება, წყლის ხარისხი
უმჯობესდება, თევზები და მოლუსკები ნელ ნელა უბრუნდებიან ადრე დაბინძურებულ
ტბებს, მდინარეებს და ყურეებს. ასევე, ტყეები ნელ ნელა ბრუნდებიან იმ ადგილებში, სადაც
ტყე გაჩეხილი იყო. ხეების დარგვით და ადრე განადგურებული თევზებისა და ცხოველების
პოპულაციების რეინტროდუქციით ადამიანები ამ პროცესს აჩქარებენ.
მიუხედავად ამისა, ზოგ შემთხვევაში სპეციფიური ეკოსისტემები იმდენად მოიშალა,
რომ მათ აღსადგენად სხვა მიმართულების მეცნიერების ჩართვაა საჭირო. ისენი
რესტორაციის (აღდგენის) ეკოლოგები არიან. ნებისმიერი ეკოსისტემის აღდგენის
პოტენციალი ქვემოთ მოყვანილ სამ დებულებას ეფუძნება: 1) აბიოტური ფაქტორები
უცვლელად უნდა იყოს შენარჩუნებული, ან ყოველ შემთხვევაში, უნდა დაუბრუნდნენ
პირვანდელ მდგომარეობას; 2) ჯერ კიდევ უნდა არსებობდეს ეკოსისტემაში ადრე მობინადრე
სახეობის სიცოცხლისუნარიანი პოპულაცია; 3) ეკოსისტემაში არ უნდა იყოს
ინტროდუცირებული ისეთი უცხო სახეობა, რომლის ამოღება შეუძლებელი იქნება ან ხელს
შეუშლის ადგილობრივი სახეობის კვლავ დამკვიდრებას. თუ ჩამოთვლილი პირობები
დაკმაყოფილდა, გადარჩენისთვის მიღებული ღონისძიებები შესაძლებელია ეფექტური
აღმოჩნდეს ეკოსისტემის აღდგენისათვის.
სამწუხაროდ, ზოგჯერ ეკოსისტემა ძალიან ძლიერაა დარღვეული. მაგალითად,
პრერიაში ადგილობრივი ჰერბივორების მიერ ძოვება, საქონლის ან ცხვრის მიერ გადაძოვება
და რეგულარული ხანძრების აღკვეთა იწვევს ზედმეტი ხემცენარეულობის განვითარებას.
ეგზოტიკური სახეობები რეგიონში შეიძლება უხვად იყოს წარმოდგენილი და ისინი
გამუდმებით ფანტავენ თესლს ექსპერიმენტულ პრერიაში ისე, რომ იმ ადგილას პრერიის
საწყისი ბალახების ნარჩენებიც კი არ დარჩეს.
ამ საკითხებზე ეკოლოგიის მთელი მიმართულება მუშაობს. აღდგენითი ეკოლოგები
ქმდებების მთელ სერიას იყენებენ, რომელიც აღწერილია ეკოლოგიური რესტორაციის
საზოგადოების მიერ 2004 წელს გამოქვეყნებულ ეკოლოგიური აღდგენის ნიმუშში.
ძირითადი პროცესები მოიცავს ინვენტარიზაციას, სტრუქტურული და ფუნქციონალური
მაჩვენებლების გამოყენებით სასურველი ეკოსისტემის მოდელის შექმნას, განხორციელების
გეგმის შემუშავებას და მის განხორციელებას. მაგალითად, შესაძლებელია საჭირო გახდეს
მთელი მცენარეული საფარის მოშორება და ადგილობრივი მცენარეების ხელახლა დათესვა.
პრერიის შესანარჩუნებლად შეიძლება საჭირო გახდეს მისი რეგულარული გადაწვა ან დიდი
კერძო საკუთრებების არსებობის შემთხვევაში ბიზონების ინტროდუქცია. აუცილებელია
დადგინდეს განხორციელების სტანდარტები, რაც შეფასების პროცესს განაპირობებს.
დაბოლოს, აუცილებელია განხორციელების გეგმის მონიტორინგი და აღდგენილი
ეკოსისტემის გრძელვადიანი დაცვისა და შენარჩუნების სტრატეგიის შემუშავება.
რა საჭიროა ეკოსისტემების აღდგენა? აღდგენითი ეკოლოგები სტივენ აპფელბაუმი და
კიმ ჩაპმენი რამდენიმე მიზეზს ასახელებენ. პირველი, ამის გაკეთება აუცილებელია
ესთეტიური თვალსაზრისით. ბუნებრივი ეკოსისტემები ხშირად ძალიან ლამაზია და
თვალისათვის სასიამოვნო სანახაობის აღდგენა, რომელიც მრავალ ადამიანს ასიამოვნებს,
ყოველთვის კარგია. მეორე, ამის გაკეთება ადამიანისათვის მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს.
მაგალითად, აღდგენილი ჭაობის ეკოსისტემის მომსახურება ამჟამინდელ და მომავალ
თაობებს გამოადგებათ. ეკოსისტემის დეგრადაცია ართმევს ადამიანებს ეკოსისტემის
კაპიტალს, ხოლო მისი აღდგენა – კაპიტალს აბრუნებს. დაბოლოს, ეს უნდა გაკეთდეს
სახეობების და ეკოსისტემების სასარგებლოდ. შეიძლება საკამათო აღმოჩნდეს საკითხი, რომ
ბუნებას აქვს თავისი ღირებულებები, რომლებიც არაფრით არაა დაკავშირებული ადამიანის
მიერ გამოყენებასთან და რომ ადამიანები უნდა ცდილობდნენ ეკოსისტემების და სახეობების
შენარჩუნებასა და აღდგენას, რათა შენარჩუნებული იქნეს მათი ღირებულება.

მომავალი

გლობალური მასშტაბით, ადამიანის მოსახლეობის მომავალი ზრდა და ბუნებრივი


რესურსების მოხმარება ძლიერ გავლენას ახდენს ეკოსისტემების მდგრადობაზე. მომავალი
50 წლის განმავლობაში მოსალოდნელია დედამიწის მოსახლეობის 2.5 მლრდ –ით გაზრდა.
ამ გაზრდილი მოსახლეობის მოთხოვნილებები და საჭიროებები უპრეცენდენტო წნეხს
მოახდენს დედამიწის სისტემების უნარზე უზრუნველყოს ადამიანები საქონელითა და
მომსახურებით. ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით გაკეთებული კალკულაციები
მიუთითებენ რომ გავლენა აზოტისა და ფოსფორის ციკლზე გამოიწვევს ამ ნივთიერებების
წილისორჯელ ან სამჯერ გაზრდას წყალსა და ხმელეთზე. მოთხოვნილება სოფლის
მეურნეობაზე განაპირობებს 15%–ით მეტ აგრარულ მიწებს; გაორმაგდება სარწყავი მიწების
ფართობი, რაც გავლენას მოახდენს ისედაც სტრესულ მდგომარეობაში მყოფ
ჰიდროლოგიულ ციკლზე. ასეთი მზარდი მოთხოვნელებების დაკმაყოფილება შეუძლებელია
სერიოზული დათმობის გარეშე საქონლისა და მომსახურების კუთხით. მეტი აგრარული მიწა
ნიშნავს მეტ საჭმელს, მაგრამ ნაკლებ ტყეს – და შესაბამისად, ნაკლებ მნიშვნელოვან
სამსახურს, რასაც ტყე ეწევა. მეტი სარწყავი წყალი ნიშნავს, რომ მეტი მდინარე შეიცვლის
მიმართულებას და ნაკლები წყალი იქნება ხელმისაწვდომი ყოველდღიური ყოფა–
ცხოვრებისა და მდინარეების ეკოსისტემების შესანარჩუნებლად. ეს საშინელი პროგნოზები
შესაძლოა არც ასრულდეს და მით უმეტეს არაა აუცილებელი რომ მათ შეუქცევადი შედეგები
ჰქონდეთ. თუ წინდახედულობას გამოვიჩენთ და მართლაც გავაცნობიერებთ, თუ რა
შედეგებს მოვიმკით ამჟამინდელი ქმედების გაგრძელებით, სხვა ალტერნატივის მოძებნაც
შესაძლებელია. აუცილებელია გაცნობიერება იმისა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია
ადამიანის კეთილდღეობისათვის ბუნებრივი და მართვადი ეკოსისტემები, პოლიტიკოსებმა
კი უნდა უზრუნველყონ მათი მდგრადობა.
ეკოსისტემები ლანდშაფტების ელასტიური, ცოცხალი ერთეულებია, რომლებიც
ხშირად ხდება ბუნებრივი დარღვევების სამიზნე და იცვლებიან დროის განმავლობაში.
ისინი იძლევიან აგრეთვე საქონელსა და მომსახურებას, რომელიც აუმჯობესებს ადამიანის
ცხოვრების ხარისხს და ბევრ ადგილას ღარიბებს აძლევს არსებობის საშუალებას.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ვხედავთ რომ ეკოსისტემების საქონელი და მომსახურების
მნიშვნელობა მუდმივად ილახება, რის შედეგადაც, მილენიუმის ეკოსისტემის შეფასების
მიხედვით, მსოფლიოს ბევრ ადგილას ეკოსისტემების კაპიტალი დეგრადირდება და
გადაჭარბებულ ექსპლუატაციას განცდის. ადამიანების მცდელობების მდგრადი
მიმართულებით წარმართვისათვის საჭიროა ბუნებრივი გარემოს დაცვა ან მართვა ისე, რომ
მან შეინარჩუნოს ადამიანის სიცოცხლისათვის აუცილებელი საქონელი და მომსახურება.
ამასთან, საჭიროა ვისწავლოთ საკუთარი თავის მართვა. ეს ორი ასპექტი
ურთიერთკავშირშია.
ეკოსისტემების მართვა

ადამიანის გავლენას ვერც ერთი ეკოსიტემა ვერ აირიდებს. ჩვენ დამოკიდებულნი


ვართ ეკოსისტემებზე, მათ მიერ მოწოდებულ საქონელსა და მომსახურებაზე – და
ეკოსისტემების მოხმარებით ჩვენ ფაქტიურად მათ ვმართავთ. ამის კარგი მაგალითია ტყე.
მართვა შეიძლება იყოს ხანძრის აღკვეთის (ან თანამედროვე გაგებით, კონტროლირებადი
ხანძრების), ხის ჭრის ან შერჩევითი მოხმარების საგანი. მართვის მიზანია მაქსიმალურად
გაიზარდოს ტყის ჭრისგან მიღებული მოგება, ან ტყეების როგორც მდგრადი და
მრავალფეროვანი ეკოსისტემის შენარჩუნება, რომლებიც მრავალმხრივ პროდუქტს და
სამსახურს იძლევა. ეკოსისტემის კარგი მართვა ემყარება იმის გაგებას, თუ როგორ
ფუნქციონირებენ ეკოსისტემები, როგორ პასუხობენ ისინი დარღვევებს და რა საქონელისა და
მომსახურების გაწევა შეუძლიათ მათ გარშემომცხოვრები ადამიანებისთვის. 1992 წლის
შემდეგ აშშ ტყის სამსახურმა, აშშ მიწის მენეჯმენტის ბიურომ, აშშ თევზისა და ველური
სამყაროს მომსახურებამ, აშშ ეროვნული პარკების სამსახურმა და აშშ გარემოს დაცვის
სააგენტომ ოფიციალურად დაამტკიცეს ეკოსისტემების მართვა, როგორც მათი მენეჯმენტის
აუცილებელი პირობა.
ეკოსისტემის მენეჯმენტი რამდენიმე ძირითადი პრინციპისგან შედგება. პირველი, ის
ეხება როგორც მცირე, ისე მსხვილმასშტაბიან ეკოსისტემებს. მაგალითად, ტყის ჭრის გავლენა
მდინარეზე და იგივე ტყის ჭრის გავლენა მთელ წყალგამყოფზე, ორივე ეკოსისტემების
მართვას ეხება. კარგი მენეჯმენტის შედეგად შესაძლებელია შენარჩუნდეს ეკოსისტემის
ყველანაირი შესაძლო ლანდშაფტი ნაცვლად იმისა, რომ მთელ ტერიტორიაზე ერთი ტიპის
ლანდშაფტი გამეფდეს. გარდა ამისა, მენეჯერები ექსპერიმენტებით სწავლობენ და
მეტყევეობასა და ლანდშაფტების მეცნიერებიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში იყენებენ.
ასეთი „მენეჯერები“ შეიძლება იყვნენ მოხალისე მმართველები ან მეზობლობა და არა
აუცილებლად სამთავრობო სააგენტოები. ცვალებადი პირობებისადმი შეგუების
თვალსაზრისით მენეჯმენტი ყურადღებას უნდა აქცევდეს ეკოსიტემებში ადამიანის
ელემენტსაც. ეკოსისტემების ღირებული საქონელი და მომსახურება აღიარებულია და
აქტიური მონიტორინგისა და მართვის წყალობით ყველა აქციონერი (ვინც მოგებას იღებს
ეკოსიტემის სიჯანსაღით) ჩართულია რესურსების მართვაში (იხ. მართვა, „ეკოსისტემების
აქციონერები“). გარდა ამისა, მართვა მოიცავს ეკოლოგიური მდგრადობის მიზნებს.
მილენიუმის ეკოსისტემების შეფასების სამეთვალყურეო საბჭომ გამოიკვლია 1350
ექსპერტის და გამოსცა დადგენილება ექსპერტების დასკვნიდან გამომდინარე მთავარი
გზავნილებით. ყურადსაღებია ნაშრომის სათაური „ცხოვრება ჩვენი მოსაზრებების მიღმა:
ბუნების ქონება და ადამიანის კეთილდღეობა“. ამ დოკუმენტის პირველ აბზაცში
ვკითხულობთ: „ამ შეფასებას საფუძვლად გაფრთხილება უდევს. ადამიანის საქმიანობა ისეთ
კვალს ამჩნევს დედამიწის ბუნებრივ ფუნქციონირებას, რომ დედამიწის ეკოსისტემების
თვითშენარჩუნების უნარი მომავალი თაობებისთვის გარანტირებული სულაც არ არის“.
ქვემოთ მოყვანილია სამეთვალყურეო საბჭოს მთავარი გზანილები:

 ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების შესაქმნელად დედამიწის ყველა მაცხოვრებელი


დამოკიდებულია ბუნებისა და ეკოსისტემების მომსახურებაზე
 ბოლო ათწლეულებში საკვებზე, სუფთა წყალზე, ბოჭკოსა და ენერგიაზე სულ უფრო
მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ადამიანებმა უპრეცენდენტოდ
შეცვალეს ეკოსისტემები
 ამ ცვლილებების წყალობით გაუმჯობესდა მილიონობით ადამიანის ცხოვრება,
მაგრამ ამავდროულად, მათ შეასუსტეს ბუნების უნარი გასწიოს სხვა საკვანძო
სამსახურები, როგორებიცაა ჰაერისა და წყლის გაწმენდა, კატასტროფებისაგან დაცვა
და მედიკამენტების მოწოდება.
 ამ შეფასებით განსაზღვრულ პრობლემებს შორისაა მსოფლიოს თევზსარეწი
კომპანიების საშინელი მდგომარეობა; მშრალ რეგიონებში მცხოვრები 2 მლრდ
ადამიანის უნუგეშო მდგომარეობა, რომლებზეც პირდაპირ მოქმედებს
ეკოსისტემების, მათ შორის წყლით მომარაგების შემცირება; და კლიმატის
ცვლილებითა და ნივთიერებების დაბინძურებით გამოწვეული მზარდი საფრთხე
ეკოსისტემებისათვის.
 ადამიანთა აქტივობებმა დედამიწა სახეობათა გადაშენების მასიურ ტალღამდე
მიიყვანა, რითაც საფრთხე შეუქმნა საკუთარ კეთილდღეობას.
 ეკოსისტემებიდან მიღებული მომსახურების დაკარგვა მნიშვნელოვანი ბარიერია
მილენიუმის განვითარების მიზნებისათვის – შემცირდეს სიღარიბე, შიმშილი და
დაავადებები
 გარემოზე განხორციელებული წნეხი გლობალურად გაიზრდება მომავალ
დეკადებშიც მანამ, სანამ არ შეიცვლება ადამიანების ჩვევები და ქმედებები
 ბუნებრივი რესურსების კონსერვაციის მცდელობები წარმატებული იქნება თუკი
ადგილობრივ დასახლებებს მიეცემათ მათზე საკუთრების უფლება, მიიღებენ მოგებას
და ჩაერთვებიან გადაწყვეტილებების მიღებაში
 დღევანდელ ტექნოლოგიებს და ცონდასაც კი შეუძლია საგრძნობლად შეამციროს
ადამიანების გავლენა ეკოსისტემებზე. ამ ღონისძიებების მთელი ფრონტით გაშლა
შეუძლებელია ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ ეკოსისტემებს არ შეუწყვეტიათ
სამსახურის გაწევა და ამით მიუხვედრებიათ ადამიანები მათი ჭეშმარიტი
ღირებულების შესახებ
 ბუნებრივი ტერიტორიების უკეთესი დაცვა მოითხოვს მთავრობის, ბიზნესმენების და
საერთაშორისო ინსტიტუტების კოორდინირებულ ქმედებებს. ეკოსისტემების
პროდუქტიულობა დამოკიდებულია პოლიტიკურ არჩევანზე ინვესტიციების,
ვაჭრობის, სუბსიდირების, გადასახადების და რეგულაციების შესახებ

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენ მომავლის გარეშე ვცხოვრობთ. ჩვენი ამჟამინდელი
კეთილდღეობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ეკოსისტემის კაპიტალის
გაცნობიერებაზე, რომელიც ჩვენ საქონელსა და მომსახურებას გვაწვდის. შედეგად,
აგრარული მიწები ეროდირდება, თევზჭერა იკლებს, ტყეები მეჩხერდება და მიწის,
წყლისა და ჰაერის დაბინძურება იზრდება. მსგავსი სიტუაცია არამდგრადია.

ბიოლოგიური სიმდიდრე

მილენიუმის ეკოსისტემების შეფასების მიხედვით, შესწავლილი, აღწერილი და


კლასიფიცირებულია მცენარეების, ცხოველების და მიკრობების 2 მილიონ სახეობაზე მეტი,
თუმცა ბევრი მათგანი ჯერაც არაა ნაპოვნი და სისტემაში მოყვანილი. დედამიწის სახეობების
შესაძლო რაოდენობა 5–დან 30 მილიონამდე მერყეობს. ცოცხალი სახეობები ერთად
განიხილებიან როგორც ბიოტა. სწორედ ისინი აგებენ პასუხს ყველა ეკოსისტემის
სტრუქტურასა და შენარჩუნებაზე. ისინი და მათ მიერ ფორმირებული ეკოსისტემები ქმნიან
ეკოსისტემების კაპიტალის უმეტეს ნაწილს, რომელიც განაპირობებს ადამიანის სიცოცხლესა
და ეკონომიკურ აქტივობას საქონლისა და მომსახურების მიწოდებით. ამ გადასახედიდან,
თითოეულ ქვეყანაში არსებული ბიოტა წარმოადგენს ამ ქვეყნის სიმდიდრის ძირითად
ნაწილს. ცოცხალი სახეობების ეს სიმდიდრე შეადგენს დედამიწის ბიომრავალფეროვნებას.
ადამიანები ყოველთვის იყვნენ დამოკიდებულნი დედამიწის ველურ სახეობებზე
რათა მიეღოთ საკვები და მასალები. თუმცა, დაახლოებით 12 000 წლის წინ ჩვენმა წინაპრებმა
დაიწყეს ბუნებრივი ბიოტადან გარკვეული მცენარეებისა და ცხოველების არჩევა და მათი
გამრავლება. ამის შემდეგ ბუნება მნიშვნელოვნად შეიცვალა. ტყეები, ველები და სავანები
ადამიანის პოპულაციის ზრდასთან ერთად ყანებად და საძოვრებად იქცა. ველური
სახეობების ექსპლუატაციამ დროთა განმავლობაში მათი გადაშენება გამოიწვია, სხვები
ჰაბიტატის დარღვევის გამო გაქრნენ. ბიომრავალფეროვნების ცენტრის ანგარიშის მიხედვით,
1642–2001 წლებში ჩრდილოეთ ამერიკაში 631 სახეობა გადაშენდა. 2008 წლის ანგარიშის
მიხედვით კი გლობალური ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ფასი წელიწადში 4.5
ტრილიონს აღწევს. ადამიანები გამუდმებით ამცირებენ ბიოლოგიურ სიმდიდრეს ისე, რომ
არც კი აცნობიერებენ ამ ქმედების შედეგებს.
ღირებულების ორი სახე

მე–19 ს–ში მონადირეები ცხენებით დასდევდნენ ჩრდილოთ ამერიკის პრერიებში მოთარეშე


ბიზონების ჯოგებს და მათ ათასობით კლავდნენ ისე, რომ ბაზარზე გასაყიდად მათი
მხოლოდ ენები გაჰქონდათ. მოხეტიალე მტრედები, რომლებიც ერთ დროს ღრუბელივით
ფარავდნენ ზეცას, სახორცედ გაწყვიტეს, სანამ ეს სახეობა არ გადაშენდა. ბუმბულზე
მონადირეებმა თითქმის გაანადგურეს მყვირალა წეროს და სხვა სანაპირო ფრინველების
პოპულაციები რათა დაეკმაყოფილებინათ 1800–იანი წლების მოდის მოთხოვნილებები. ამ
საშინელი განადგურებით აღშფოთებულმა მე–19 საუკუნის ბუნებისმეტყველებმა განგაშის
ზარი შემოჰკრეს და აშშ–ს მოსახლეობა გააფრთხილეს დანაკარგების შესახებ. ადამიანებმა
დაიწყეს გაცნობიერება იმისა, რომ ბუნებრივი სახეობების დაცვა საჭიროა, ხოლო
ბუნებისმეტყველებმა კი დაიწყეს ბუნების დასაცავი მეთოდების შემუშავება და მათი
დასაბუთება. მთავარი იყო გაცნობიერება იმისა, რომ სახეობის გადაშენების ზღვრამდე
გაწყვეტა არ შეიძლებოდა! კი მაგრამ, რატომაც არა? როგორც მაშინდელი, ისე ამჟამინდელი
პრობლემაა ერთხელ და სამუდამოდ დადგინდეს, რომ ველურ სახეობებს აქვთ გარკვეული
ღირებულება რაც მათ დაცვას აუცილებელს ხდის. თუ შევძლებთ ამ ღირებულების
განსაზღვრას, შეგვეძლება ჩვენი მორალური ვალდებულებების გაცნობიერებაც ველურ
სახეობებთან მიმართებაში.
ინსტრუმენტული ღირებულება. ამ საკითხზე მომუშავე მეცნიერები გამოყოფენ ორი
სახის ღირებულებას. პირველია ინსტრუმენტული ღირებულება. სახეობებს, ან ცალკეულ
ინდივიდებს ინსტრუმენტული ღირებულება აქვთ თუკი მისი არსებობა ან გამოყენება არგებს
რომელიმე სხვა ერთეულს (აწვდის საკვებს, თავშესაფარს, ან შემოსავლის წყაროს). ასეთი
სახის ღირებულება როგორც წესი, ანთროპოცენტრულია. ეს ნიშნავს, რომ მოგებაში ადამიანი
რჩება. მცენარეებისა და ცხოველების ბევრ სახეობას აქვს ადამიანისთვის ინსტრუმენტული
მნიშვნელობა და მათ შენარჩუნება საჭიროა, რათა მოგება დიდი ხნის განმავლობაში
მივიღოთ.
თავისთავადი ღირებულება. ღირებულების მეორე სახეა თავისთავადი ღირებულება.
ეს ნიშნავს, რომ რაიმე თავისთვისაა ღირებული, ანუ არაა აუცილებელი ის ჩვენ გამოგვადგეს.
როგორ გავიგოთ რაიმეს თავისთავადი ღირებულება? ეს ფილოსოფიური საკითხია და
მორალური შეხედულებებიდან გამომდინარეობს. ადამიანები ხშირად კამათობენ
თავისთავადი ღირებულების შესახებ, როგორც ეს ჩანს ცხოველთა უფლებების შესახებ
არსებული ურთიერთგამომრიცხავი შეხედულებებიდან. ზოგი ამტკიცებს რომ ცხოველებს
აქვთ უფლებები და მათი დაცვა საჭიროა მაგალითად საკვებად, ბეწვად ან საექსპერიმენტოდ
გამოყენებისაგან. სხვები ფიქრობენ, რომ ცხოველები საკუთრებას წარმოადგენენ და მათ
არანაირი უფლებები არ გააჩნიათ. კიდევ სხვები კი, და ასეთები უმრავლესობას შეადგენენ,
შუალედურ მდგომარეობას იკავებენ: ისინი თანხმდებნიან, რომ ცხოველებთან მკაცრი
მოპყრობა არ შეიძლება, თუმცა არ სჯერათ, რომ ცხოველებს ადამიანის მსგავსი უფლებები
აქვთ.
ბევრ ადამიანს მიაჩნია, რომ დედამიწაზე მხოლოდ Homo sapiens-ს აქვს თავისთავადი
ღირებულება. თუ ეს ასეა, მათ გაუჭირდებათ შედარებით უმნიშვნელო სახეობების დაცვის
გამართლება. და მაინც, მიუხედავად იმისა, რომ თავისთავადი ღირებულების მქონე
სახეობების გამოყოფა ძნელია, უმეტესობა იხრება იქით, რომ დაცული იქნეს არა მარტო ის
სახეობები, რომელთა მნიშვნელობა ადამიანებისათვის დიდი არ არის, არამედ ისინიც კი,
რომლებიც რამოდენიმე ნატურალისტის და ტაქსონომისტის (ორგანიზმების კლასიფიკაციის
სპეციალისტი მეცნიერები) გარდა არავის უნახავს.
ბუნებრივი სახეობების ღირებულება შემდეგ კატეგორიებად შეიძლება დაიყოს:

 კვებითი ან სამშენებლო ღირებულება


 სამედიცინო და ფარმაცევტული ღირებულება
 სარეკრეაციო, ესთეტიკური და სამეცნიერო ღირებულება და
 ღირებულება თავისთვის (თავისთავადი ღირებულება)

საკვები და სამშენებლო მასალის წყარო

ადამიანის საკვების უმეტესობა სოფლის მეურნეობიდან მიიღება და არა ველური


პოპულაციებისგან, ასე, რომ არის მცდელობები თავის მოტყუებისა, თითქოს საკვები
ბუნებრივი ბიოტასგან დამოუკიდებელია. ბუნებაში ორივე, მცენარეებიც და ცხოველებიც
ბუნებრივი გადარჩევის კანონებს ემორჩილებიან. იმარჯვებს მხოლოდ ყველაზე მეტად
შეგუებული. შესაბამისად, ველურ პოპულაციებს უამრავი სამარჯვები აქვთ
კონკურენციისათვის, პარაზიტებისადმი მდგრადობისათვის, არახელსაყრელი
პირობებისადმი ტოლერანტობისათვის და ა.შ.
ამის საპირისპიროდ, აგრარულ ტერიტორიებზე „სასათბურე პირობებში“ გამოყვანილი
პოპულაციები თვისებებს კარგავენ, ვინაიდან მათი სელექცია ხდება პროდუქციის მისაღებად
და არა მათი ელასტიურობის შესანარჩუნებლად. მაგალითად, მაღალპროდუქტიული
მცენარე, რომელიც გვალვას ვერ უძლებს, მოირწყვება და ამით გვალვისადმი გამძლეობის
უნარი იგნორირდება. აგრეთვე, სახეობების გამრავლებისას მაქსიმალური პროდუქციის
მისაღებად, მისი გენეტიკური ვარიაციები სრულიად იგნორირდება. ამგვარ
კულტურირებულ პოპულაციებს კულტივარები (კულტურული ვარიაციები) ეწოდებათ, რაც
იმაზე მიუთითებს, რომ ეს ორიგინალური სახეობიდან სელექცირებული ხაზია მინიმალური
გენეტიკური ვარიაციით. წყლითა და სასუქებით ოპტიმალური მომარაგების პირობებში
კულტივარები დიდ მოსავალს იძლევიან იმ კლიმატურ პირობებში, რომელთანაც ისინი
შეგუებულნი არიან. თუმცა, მინიმალური გენეტიკური ვარიაციის გამო მათ არანაირი შანსი
არ აქვთ მოერგონ სხვა კლიმატურ პირობებს. მაგალითად, ხორბლის უხვმოსავლიანი ჯიშები
შეიძლება ნაკლებად მდგრადნი აღმოჩნდნენ მავნებლების ან დაავადებებისადმი.
ველური გენები. კულტივარებში ენერგიის შესანარჩუნებლად და მათთვის სხვადასხვა
კლიმატურ ზონაში გამძლეობის უნარის მისანიჭებლად, სელექციონერები მონათესავე
სახეობების ველურ სახეობებს აჯვარებენ სასურველ ჯიშებთან. ასეთი სახეობების აღმოჩენის
შემთხვევაში ხდება კულტივარებთან ჯვარედინი შეჯვარება, ან უფრო თანამედროვე
ბიოტექნოლოგიის მეთოდების გამოყენება. მაგალითად, 1970–იანებში აშშ–ს მარცვლეული
ნაცარასაგან დაიცვეს სიმინდის ველური ჯიშის გენების ჩანერგვით. საქმე იმაშია, რომ ეს
გამძლეობა მონათესავე ველური პოპულაციიდან მოდიოდა. სხვა სფერო, რომელშიც ველურ
სახეობებს ინსტრუმენტული ღირებულება გააჩნიათ, მავნებლების კონტროლია.
მდგრადობის გამაძლიერებელი გენების მიღება მხოლოდ ბუნებრივი ბიოტადან შეიძლება.
თუ ველური სახეობები დაიკარგება, საკვები მცენარეების გაუმჯობესების საშუალებაც
შემცირდება.
ახალი საკვები მცენარეები. ახალი აგრარული კულტივარების მიღების პოტენციალი
დაიკარგება იმ შემთხვევაშიც, თუ ველურ პოპულაციებს გავანადგურებთ. ბუნებაში
არსებული ასობით ათასი სახეობის მცენარეებიდან ადამიანი მხოლოდ 7 000 იყენებს,
თანამედროვე სოფლის მეურნეობა კი – 30–ს. აქედან სამი – ხორბალი, სიმინდი და ბრინჯი –
დედამიწის საკვების მოთხოვნილების 50%–ს შეადგენს. სოფლის მეურნეობის ასეთი მწირი
მრავალფეროვნება აქტუალურს ხდის პროდუქციისათვის ნაკლებად მოხერხებულ
რეგიონებს. მაგალითად, ითვლება, რომ არიდული რეგიონები მორწყვის გარეშე უნაყოფოა,
თუმცა არსებობენ ველური სახეობები, მათ შორის პარკოსანთა ოჯახიდან, რომლებიც კარგად
იზრდებიან მშრალ პირობებში.
მეცნიერები ფიქრობენ, რომ მცენარეების 30 000–მდე სახეობის კულტივაციაა
შესაძლებელი. მათ შეუძლიათ ისეთი რეგიონების პროდუქტიულობის გაზრდა, რომელთა
პირობები იდეალურისაგან შორსაა. მაგალითად, ახალი გვინეის ენდემური ფრთიანი
ლობიოს ყველა ნაწილი გამოიყენება: თესლი, პარკი, ღერო და ფოთოლი. ბევრ განვითარებად
ქვეყანაში ინტროდუცირების შემდეგ ამ პროდუქტმა საგრძნობლად გააუმჯობესა კვების
საკითხი. ბიოლოგიური მრავალფეროვნების შემცირება მომავალში მსგავს შესაძლებლობებს
ამცირებს.

ხე და სხვა საშენი მასალები.

იმის გამო, რომ სასაქონლე, სატყეო, წყლის სახეობები ბუნებიდანაა არჩეული, იგივე
არგუმენტები ამ მნიშვნელოვან საწარმოებსაც ეხება. მაგალითად, დაახლოებით 3 მლრდ
ადამიანი შეშაზეა დამოკიდებული გათბობისა და საჭმლის მოსამზადებლად. ხის პროდუქტი
მოხმარების მიხედვით მხოლოდ ნავთობსა და ბუნებრივ გაზს ჩამორჩება. ხეზე
მოთხოვნილება იმდენად სწრაფად იზრდება, რომ მეცნიერები მალე „ხის შიმშილობას“ ან
„შეშის კრიზისს“ პროგნოზირებენ. ტყიდან მიიღება ისეთი პროდუქტებიც, როგორებიცაა
კაუჩუკი, ნავთობი, თხილეული, ხილი, სანელებლები და ფისი. ყველა ეს პროდუქტი,
ველური სახეობების ღირებულებას წარმოადგენს ადამიანებისათვის. ტყე კი იმ
ეკოსისტემების მხოლოდ ერთ–ერთი მაგალითია, რომლებიც ადამიანს ველურ და ბუნებრივ
სასიცოცხლო რესურსებს აწვდიან.

გენების ბანკი

ცოცხალი ორგანიზმები შეიძლება განვიხილოოთ როგორც ბანკი, სადაც ყველა სახეობის


გენები ინახება. ამიტომ ბიოტას შეიძლება გენების ბანკიც ეწოდოს. სოფლის მეურნეობის
გამო შეშფოთებული მეცნიერები ფიქრობენ, რომ აუცილებელია კულტურული მცენარეების
მონათესავე ველური სახეობების კონსერვაცია. კიუში, ინგლისში სამეფო ბოტანიკური ბაღში
მილენიუმის თესლის ბანკი ინახება. 2007 წელს ბანკის თესლის მსოფლიოში უდიდეს
კოლექციაში მემილიარდე თესლი შეიტანეს. არსებობს აგრეთვე სვალბარდის (შპიცბერგენის)
გლობალური თესლსაცავი., რომელიც მთაში მარადი მზრალობის სიღრმეზეა ჩაშენებული
ნორვეგიის ამ შორეულ კუნძულზე. ეს თესლის ბანკი ოფიციალურად 2008 წელს გაიხსნა და
ინახავს თესლებს, რომლებიც მსოფლიოს თესლის სარეზერვო საცავია. სწორედ ასევე,
ზოოპარკები ცხოველთა გენეტიკურ ბანკს წარმოადგენს, ბევრი ზოოპარკი კონსერვაციის და
ტყვეობაში გამრავლების მიმართულებით მოქმედებს. დიდ ბრიტანეთში გაყინული
კიდობნის პროექტი ახლო მომავალში გადაშენების წინაშე მყოფი სახეობების უჯრედულ და
ქსოვილურ კულტურებს აგროვებს. მსოფლიოს ორგანიზაციების ეს ერთობლივი
მცდელობები მიმართულია გენეტიკური მრავალფეროვნების შესანახად, ჩვენ კი ვცდილობთ
სახეობების სტაბილიზაციას და ამჟამინდელი მაღალი გადაშენების სიჩქარის შენელებას.

მედიცინის წყარო

დედამიწის გენეტიკური ბანკი ასევე მნიშვნელოვანია სამედიცინო სფეროში. ათასობით


წლის განმავლობაში მადაგასკარის აბორიგენი მოსახლეობა წმინდა მცენარე ვარდისფერ
Vinca–ს ხალხურ მედიცინაში იყენებდა. ეს მადაგასკარზე მზარდი მცენარე 1960 წლამდე რომ
გადაშენებულიყო, ალბათ არავინ იდარდებდა. 1960 წელს კი მეცნიერებმა ამ მცენარიდან
გამოყვეს ორი სამედიცინო მნიშვნელობის მქონე ქიმიური ნივთიერება – ვინკრისტინი და
ვინბლასტინი. ამ ნივთიერებებმა გადატრიალება მოახდინეს საბავშვო ლეიკემიის და
ჰოჩკინსის დაავადების მკურნალობაში, რომლებიც ბავშვებში ადრე თითქმის
აბსოლუტურად ფატალურად ითვლებოდა. დღეისათვის ვინკრისტინით თერაპიის
შემთხვევაში 99% დადებითი შედეგია.
ვარდისფერი ვინკას ისტორია რამდენიმე ასეულიდან ერთ–ერთი შემთხვევაა. ჩინური
ვარსკვლავა ანისი – ხე მაგნოლიების ოჯახიდან, ვარსკვლავის ფორმის ნაყოფს იძლევა,
რომლებიდანაც შიკიმის მჟავა მიიღება. ის პრეპარატ ტამიფლუს მისაღებად გამოიყენება,
რომელიც ეფექტურია გრიპის ვირუსების წინააღმდეგ. პაკლიტაქსელი (გასაყიდი სახელით
ტაქსოლი), რომელიც ურთხმელის ქერქიდან მიიღება, გამოიყენება საკვერცხეების, ძუძუს და
მცირეუჯრედოვანი კიბოს სამკურნალოდ. გარკვეული დროის წინ მისმა მოპოვებამ სახეობის
რიცხოვნობის კლება გამოიწვია, ვინაიდან ერთი პაციენტის მკურნალობას ერთი წლის
განმავლობაში ექვსი ხე სჭირდებოდა. ახლა ეს ნივთიერება ინგლისური ურთხმელის
ფოთლებიდანაც გამოყვეს. ხოლო ბაღებში გახარებული მცენარეების ნივთიერების მისაღები
მარტივი გზაა. დღეისათვის ტაქსოლი ყველაზე გავრცელებული ანტისიმსივნური წამალია.
ასეთი ისტორიები საფუძვლად დაედო მეცნიერების ახალი დარგის ეთნობოტანიკის
შექმნას, რომელიც ეხება მცენარეებისა და ადამიანების ურთიერთობას. დღეისათვის
ანტისიმსივნური მოქმედების 3000–მდე მცენარეა ცნობილი. ფარმაცევტული კომპანიები
საველე კვლევებს აფინანსებენ აბორიგენ ტომებში სამედიცინო მნიშვნელობის მქონე
მცენარეების საძებნელად. ტროპიკებში წამლისთვის გამოსადეგი მცენარეების მოკვლევამ
გამოიწვია პარკებისა და ნაკრძალების შექმნა, სადაც დაცულია როგორც ადგილობრივი
მოსახლეობა, ისე მცენარეები, რომლებსაც ისინი სამკურნალოდ იყენებენ. მაგალითად,
სურინამში სამედიცინო კომპანიების, აშშ მთავრობის წარმომადგენლების, კონსერვაციული
და საგანმანათლებლო ჯგუფებისგან შექმნილმა კონსორციუმმა გამოყო ცენტრალური
სურინამის ნაკრძალი – 4 მილიონი აკრის (1.64 ჰა) ფართობის მქონე დაცული ტერიტორია.
ცხრილში ჩამოთვლილია კარგად ცნობილი წამლები, რომლებიც მიიღეს სახალხო
მკურნალების მიერ გამოყენებული მცენარეებისგან. ვინ იცის, კიდევ რამდენი ასეთი წამალი
ელის აღმოჩენას?

ტრადიციული მედიცინისგან მიღებული თანამედროვე წამლები


წამალი სამედიცინო გამოყენება ხალხური სახელწოდება

ასპირინი ამცირებს ტკივილს და ანთებას მდელოს დედოფალი

კოდეინი აყუჩებს ტკივილს; ამცირებს ხველას ოპიუმის ყაყაჩო

იპეკაკი იწვევს ღებინებას იპეკაკი


პილოკარპინი ამცირებს თვალბუდის წნევას ჟაბორანდის მცენარე

პსევდოეფედრინი ასუსტებს ცხვირში გაჭედვას მა–ჰუანგის ბუჩქი

ქინინი ებრძვის მალარიას ქინაქინის ხე


რეზერპინი ამცირებს სისხლის წნევას რაუვოლფია
სკოპოლამინი შველის ზღვის ავადმყოფობას ჯიმსონის მცენარე

თეოფილინი ხსნის ბრონქების გზებს ჩაი


ტუბოკურარინი ქირურგიული ოპერაციის დროს კურარეს ვაზი
ადუნებს კუნთებს
ვინბლასტინი ებრძვის ჰოჩკინსის ავადმყოფობას ვარდისფერი ვინკა

სარეკრეაციო, ესთეტიკური და სამეცნიერო ღირებულება

სახეობები ბუნებრივ ეკოსისტემებში სარეკრეაციო და ესთეტიკური ინტერესის საგანს


წარმოადგენენ თევზსაჭერი, სამონადირეო, სალაშქრო, კემპინგის, ფრინველებზე
დაკვირვების, ფოტოგრაფიის და სხვა აქტივობების თვალსაზრისით. დროდადრო აშშ
მთავრობა სარეკრეაციო გამოკითხვას აწარმოებს; ბოლო ასეთი გამოკითხვა 2000–2001
წლებში ჩატარდა. 16 წელზე უფროსი ასაკის გამოკითხულთაგან 202 მილიონი ადამიანი
ჩართული აღმოჩნდა რაიმე სახის სარეკრეაციო საქმიანობაში. აქედან ყველაზე დიდი წილი
მოდიოდა ბუნების ლანდშაფტებზე დაკვირვებაზე, რაც 125 მილიონმა ადამიანმა აღნიშნა. ეს
გამოკითხვა ეკოლოგიურ საკითხებს მოიცავდა და ადამიანები გამოთქვამდნენ ინტერესსა
და წუხილს გარემოს ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ. ეს კი ნიშნავს, რომ
ადამიანებისათვის მნიშვნელოვანია გარემოსთან კონტაქტი. მაგალითად, რესპონდენტების
82% ეთანხმებოდა იმ დებულებას, რომ „ადამიანები ძალიან აწუხებენ გარემოს“, ხოლო 80%
ეთანხმებოდა, რომ „როდესაც ადამიანები გარემოს ეხებიან, ეს უმეტესად კატასტროფული
შედეგებით მთავრდება“. სავარაუდოდ, ფართო საზოგადოების მიერ ველური სახეობებისა
და ჰაბიტატების დაცვისათვის მხარდაჭერა მათი ესთეტიკური და სარეკრეაციო
ღირებულებიდან გამომდინარეობს. უკანასკნელ დეკადაში ნადირობამ იკლო, სხვა
სარეკრეაციო აქტივობები კი კვლავაც აქტუალურია. 2006 წლის აშშ–ს თევზისა და ველური
სამყაროს სამსახურის მიერ ჩატარებული გამოკითხვით გაირკვა, რომ აშშ–ს მოქალაქე
ზრდასრული ადამიანებიდან 87.5 მილიონი მონაწილეობს ველური სამყაროს სარეკრეაციო
აქტივობებში. აქედან 30 მლნ ადამიანი თევზაობდა, 12.5 მლნ ადამიან ნადირობდა და 71.1
მლნ ადამიანი რაიმე სახის დაკვირვებებს აწარმოებდა ველურ სამყაროზე, როგორიცაა
მაგალითად, ფრინველებზე დაკვირვება. ნადირობა, თევზჭერა. ველურ სამყაროზე
დაკვირვება სამუშაო ადგილებს ქმნის 2.6 მლნ ადამიანისათვის. ეს ციფრი დაახლოებით
უტოლდება კომპიუტერების ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობას და 108 მილიარდი
დოლარის შემოსავალი შეაქვს აშშ ბიუჯეტში.
სარეკრეაციო და ესთეტიკური ღირებულებები ველური სახეობების შენარჩუნების
ფრიად მნიშვნელოვანი წყაროა, ვინაიდან ამგვარი ღირებულებებით შთაგონებული
აქტივობები კომერციულ ინტერესებსაც შეესაბამება. ეკოტურიზმი – როდესაც ადამიანები
რაიმე ადგილს სტუმრობენ ველური სახეობების ან უნიკალური ლანდშაფტების ნახვის
მიზნით –ბევრი განვითარებადი ქვეყნისათვის უცხოელების მოსაზიდ ყველაზე დიდ
საწარმოს წარმოადგენს. გამომდინარე იქიდან, რომ სარეკრეაციო დოლარების გარკვეული
პროცენტი ველურ ბუნებასთან დაკავშირებულ რაიმე აქტივობაში იხარჯება, მსგავსი
ეკოსისტემების დაზიანება ეკონომიკურ ზარალს იწვევს. ეროვნული გამოკითხვის შედეგების
მიხედვით, სარეკრეაციო, ესთეტიკური და სამეცნიერო ღირებულებები მოიცავენ
ადამიანების დიდ რაოდენობას და წარმოადგენენ დიდ ეკონომიკურ საწარმოს.
სამეცნიერო ღირებულება გამომდინარეობს ჩვენი მოთხოვნილებიდან ახლოს
გვყავდეს ცოცხალი ორგანიზმები, რათა შევისწავლოთ ბუნების ძირითადი კანონები,
ეკოსისტემების ფუნქციონირების გზები და ზოგადად, სამყაროს მუშაობის პრინციპი. ბევრი
მეცნიერია ჩართული ამ საწარმოში გარემოში მიმდინარე მოვლენებისადმი ინტერესის გამო.
ბიოტა კი გვაწვდის ბუნებას, სადაც ჩვენ კვლევებს ვატარებთ. სინამდვილეში მეცნიერები ამ
სახეობების საშუალებით გაცილებით პრაგმატული მიზნების მიღწევას ცდილობენ – ახალი
მედიკამენტების პოვნას, სოფლის მეურნეობისა და მეტყევობისათივს ღირებული გენების
დაცვას. ამგვარი საქმიანობის შედეგები უკვე განვიხილეთ ზემოთ.
გამაფრთხილებელი შენიშვნა. ველური სახეობების და ბიომრავალფეროვნების
ინსტრუმენტულმა ღირებულებამ შეიძლება გარკვეული იურიდიული პრობლემებიც
წამოჭრას რადგან დროდადრო საჭირო ხდება ხალხის საჩივრების მოსმენა და
გადაწყვეტილების მიღება. მაგალითად, თუკი ვარდისფერი Vinca კიბოსთან ბრძოლის
წარმატებული ისტორიაა, მისგან მიღებული მოგების ძალიან მცირე პროცენტი თუ
დაუბრუნდა მადაგასკარს – ძალიან ღარიბ ქვეყანას. კურკუმას (ინდური სანელებელი)
მოხმარების უფლება მსხვილმა კომპანიებმა დააპატენტეს, ვარდისფერი Vinca–ს შემთხვეავში
კი ასე არ მომხდარა და მადაგასკარის უღარიბესმა მოსახლეობამ ფული მხოლოდ მას შემდეგ
მიიღო, რაც პატენტს ძალა გაუვიდა. სამწუხაროდ, დიდი ბიომრავალფეროვნების
ადგილებში მცხოვრები აბორიგენი მოსახლეობა იშვიათად იღებს მოგებას საკუთარი
რესურსებიდან. ზუსტად ასევე, ეკოტურიზმს დიდი მოგების მოტანა შეუძლია, მაგრამ იგივე
ტურიზმი ზრდის დაბინძურებას, პირდაპირ ზიანს აყენებს ველურ სამყაროს ან სხვაგვარ
ზიანს აყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას. მაგალითად, ვეშაპების სათვალთვალო გემები
წმ. ლაურენსის მდინარეზე, ხელს უშლიან ვეშაპების კვებას. ტურისტული იახტები მექსიკის
ტბებში აფრთხობენ ფლამინგოების გუნდებს და ხელს უშლიან მათ კვებას. კარიბის ზღვის
მარჯნებს აზიანებენ მყვინთავები. ნევების ღუზები და მაღაზიების მფლობელები, რომლებიც
მარჯანს გასაყიდად მოიპოვებენ. ადგილობრივ მცხოვრებლებს ეკოტურიზმი სცენარის
ნაწილად განიხილავს, ან ისინი ღარიბებად რჩებიან მაშინ, როდესაც ტუროპერატორები
მდიდრდებიან. მიუხედავად ამისა, არსებობს მდგრადი ტურიზმიც და ადამიანები მაინც
მოგზაურობენ იმ იმედით, რომ კონსერვაციის ღინისძიებები შეთავსებადია კარგად
დაგეგმილ ტურიზმთან.
ინსტრუმენტული ღირებულების დაკარგვა. ზოგადად, ბიომრავალფეროვნების
დაკარგვას განუზომელი უარყოფითი გავლენა აქვს გარემოზე პრაქტიკული კუთხითაც.
ეკოსისტემების და ბიომრავალფეროვნების ეკონომიკის (TEEB) 2008 წლის მაისის ანგარიში
პირველი საერთაშორისო ანგარიში იყო ბიომრავალფეროვნების დაკარგვის ეკონომიკური და
ხარისხობრივი შედეგების შესახებ. მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ეკოსისტემების
მომსახურების და ბიომრავალფეროვნების დანაკარგი წელიწადში 78 მილიარდ დოლარს
შეადგენს, ხოლო მსოფლიოს უღარიბესი მოსახლეობისათვის ეს თანხა კიდევ უფრო
იზრდება. ანგარიშის მიხედვით, ბიოლოგიური მრავალფეროვნების მზარდი კარგვა შესაძლო
შემოსავალია მილიარდ ნახევარი უღარიბესი ადამიანისათვის. ვინაიდან ადამიანები,
რომლებიც ყველაზე მეტად მოიხმარენ ბუნებრივ რესურსებს სწორედ ისინი არიან, ვინც
ყველაზე მეტად ზარალდება მათი კარგვით. ბევრი მორალისტი ფიქრობს, რომ ამგვარი
შედეგი მორალურად გაუმართლებელია. როგორც ვხედავთ, დედამიწის რესურსების
ინსტრუმენტულ ღირებულებებსაც კი გააჩნიათ ეთიკური კომპონენტი.

თავისთავადი ღირებულება

ბევრი ველური სახეობის საჭიროება (ინსტრუმენტული ღირებულება) აშკარაა. მაგრამ


მხოლოდ ინსტრუმენტული ღირებულება არაა საკმარისი მათი დაცვის საჭიროების
დასამტკიცებლად. რა ქნან იმ სახეობებმა (მცენარეებისა და ცხოველების ბევრი სახეობა),
რომელთა ღირებულება არც ისე თვალსაჩინოა? ველური სახეობების დაცვის სტრატეგიაა
მათი თავისთავადი ღირებულების და არა მხოლოდ ჯერ კიდევ უცნობი ან დაუგენელი
ეკოლოგიური და ეკონომიკური ღირებულებების დადგენა. ამ თვალსაზრისით, ნებისმიერი
სახეობის გადაშენება რაღაც ძვირფასის აუნაზღაურებელი დანაკლისია.

გარემოს ეთიკის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ სახეობების ხანგრძლივვადიანი


არსებობა უკვე ნიშნავს, რომ მათ კვლავაც არსებობის უფლება აქვთ. ცოცხალ არსებებს
საკუთარი ინტერესები აქვთ და მათი თავისუფალი გადაადგილება ხშირად ადამიანების
ქმედებებით იზღუდება. აქვთ კი ადამიანებს უფლება გადააშენონ სახეობა, რომელიც
ათასობით ან მილიონობით წლის განმავლობაში არსებობდა? გარემოს ფილოსოფოსი ჰოლმს
როლსტონ მესამე ამბობდა: „სახეობის განადგურება იგივეა, რაც ფურცლების ამოხევა
წაუკითხავი წიგნიდან ადამიანის სამყოფელის შესახებ, რომელიც ადამიანებისთვის
გაუგებარ ენაზეა დაწერილი.“ ზოგი ეთანხმება ამ თვალსაზრისს და აღიარებს, რომ
ნებისმიერ ცოცხალ არსებას აქვს რაიმე ღირებულება და რომ არც ერთ ცოცხალ არსებას
(ადამიანის ჩათვლით) არ აქვს სხვაზე მეტი ღირებულება. მიუხედავად ამისა, ამ არგუმენტს
რამდენიმე სირთულე ახლავს. ასეთია მაგალითდ, პათოგენებისა და პარაზიტების
უფლებების დაცვა. უფრო გავრცელებული შეხედულებაა ის, რომ თუ ადამიანს შეუძლია
მორალურ ღირებულებებზე საუბარი, მათ ასევე აქვს პასუხისმგებლობა ბუნების წინაშე და ეს
პასუხისმგებლობა სხვა სახეობებზე ზრუნვასაც მოიცავს.

ბ ი ორე მ ე დი ა ცი ა

გარემოში შექმნილი საფრთხე, რომელიც წარმოადგენს დიდი რაოდენობით


დაგროვებული ტოქსიური ნაერთებისა და გარემოს სხვა დამაბინძურებელი ნარჩენების
პირდაპირ შედეგს, შესაძლოა აღმოიფხვრას შესაბამისი ბიოტექნოლოგიური მეთოდით,
რომელსაც ბიორემედიაცია ეწოდება. შეერთებული შტატების გარემოს დაცვის სააგენტო
(USEPA) ტერმინ ბიორემედიაციას განმარტავს, როგორც - დაგეგმილი ან სპონტანური
პრაქტიკა, რომელშიც მიკრობიოლოგიური პროცესები გამოიყენება იმისათვის, რომ
დამაბინძურებელი ნივთიერებები გარდავქმნათ მათ არატოქსიკურ ან ნაკლებადტოქსიკურ
ფორმებად და შედეგად შევამციროთ გარემოს დაბინძურება. გარემოს დამაბინძურებელი
ნივთიერებებისგან გასუფთავება ხდება შემდეგი პროცესებით:

1. მოშორება/აღმოფხვრა - პროცესი, რომელშიც ხდება დამაბინძურებელი


ნივთიერებების ფიზიკური მოცილება მათი შუამავალი დამაბინძურებლიდან
სეპარაციის გარეშე.
2. სეპარაცია - პროცესი, რომელშიც ხდება დამაბინძურებელი ნივთიერებებისგან
გასუფთავება უშუალოდ შუამავალი დამაბინძურებელი ფაქტორებიდან (ეს შეიძლება
იყოს მაგ. ნიადაგი ან წყალი)
3. დეგრადაცია - პროცესი, რომელშიც ხდება დამაბინძურებელი ნივთიერებების
განადგურება ან განეიტრალება ქიმიური ან ბიოლოგიური მეთოდებით.
4. შეკავება/იმობილიზაცია - პროცესი, რომელიც ითვალისწინებს გარემოს
დამაბინძურებელი ნივთიერებების მიგრირების იმობილიზაციას.
პირველი სამი პროცესი გულისხმობს უშუალოდ დამაბინძურებლების რაოდენობის
შემცირებას ან მათ სრულ გაქრობას, ხოლო იმობილიზაციაში კი იგულისხმება მსგავსი
ნივთიერებების მხოლოდ გავრცელების კონტროლს მათი შემცირების და აღმოფხვრის
გარეშე.

იმობილიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს ისეთი ქიმიური ნაერთების გაშვებით


გარემოში, რომლებიც იერთებენ პოლუტანტებს და ახდენენ მათ შეკავებას, ინაქტივაციას.

ბიოდეგრადაციას ახდენენ უშუალოდ ცოცხალი ორგანიზმები და სწორედ ეს


წარმოადგენს გარემოს დაცვის ბიოტექნოლოგიის მთავარ მამოძრავებელ ფაქტორს. მაგ.
ბიოტრანსფორმაცია გულისხმობს ბუნებრივი და რეკომბინანტული მიკროორგანიზმების,
ფერმენტების და მთლიანი უჯრედების გამოყენებას.

განარჩევენ სრულ და არასრულ ბიოდეგრადაციას. სრული ბიოდეგრადაციის შედეგს


წარმოადგენს პოლუტანტის დაშლას ნახშირორჟანგად, წყლად და არატოქსიკურ ნარჩენებად.
არასრული ბიოდეგრადაციისდროს კი შესაძლოა წარმოიქმნას თავდაპირველ პოლუტანტზე
გაცილებით ნაკლებად ტოქსიკური გვერდითი პროდუქტები.

ფა ქ ტორე ბ ი , რომ ლე ბ იც გ ა ვ ლე ნ ა ს ა ხ დე ნ ე ნ ბ იორე მ ე დია ცია ზე


შეიძლება განისაზღვროს ფაქტორთა ორი ჯგუფი, რომლებიც განსაზღვრავენ
ბიორემედიაციის პროცესების წარმატებას:

 დაბინძურების ბუნება და ხასიათი, რომელიც ეხება დამაბინძურებლის ქიმიურ


ბუნებას და მათ ფიზიკურ მდგომარეობას (კონცენტრაცია , აგრეგატული
მდგომარეობა: მყარი, თხევადი, აირადი გარემოს შემადგენელი კომპონენტები,
რომლების შეიცავს: ჟანგვა აღდგენითი რეაქციის პოტენციალს, ჰალოგენების
არსებობას, ბმებს ნაწილაკებს შორის და ა.შ.).
 გარემო პირობები (ტემპერატურა, PH, წყალი/ჰაერი/ნიადაგის მახასიათებლები,
მიკროორგანიზმებში ტოქსიკური ან ინჰიბიტორული ნივთიერებების არსებობა,
ენერგიის წყაროები, ტენიანობის წყაროები და ა.შ)

ბიორემედიაცია ასევე ეყრდნობა მიკროორგანიზმების ბუნებრივ შესაძლებლობებს, მათი


მეტაბოლიზმის განვითარებასა და ფერმენტების აქტივობის ოპტიმიზაციას. მთავარი
მაკონტროლებელი ფაქტორებია ჰაერის(ჟანგბადი) ხელმისაწვდომობა, ტენიანობის
შემცველობა, საკვები ნივთიერებების დონე, მატრიქსის PH და გარემოს ტემპერატურა.

ჩვეულებრივ, მაქსიმალური ეფექტურობის უზრუნველსაყოფად, ტემპერატურის იდეალური


დიაპაზონია 20-30 გრადუსი, PH 6.5-7.5 ან 5.9-9.0 (დამოკიდებულია მასში შემავალ
მიკრობულ სახეობებზე). სხვა გარემოებებს, როგორებიცაა საკვები ნივთიერებების არსებობა,
ჟანგბადი და სხვა ინჰიბიტორული დამაბინძურებლების არსებობას, დიდი მნიშვნელობა აქვს
ბიორემედიაციის წარმატებისათვის. გარკვეული გამოსწორების მეთოდის შერჩევა
გულისხმობს არაინიჟინრულ გადაწყვეტილებებს (ბუნებრივი შემცირება / შინაგანი
რემედიაცია) ან ინჟინრული, კარგი საწყისი კვლევის საფუძველზე და რისკის შეფასებით.

ამ არჩევანზე გავლენას ახდენენ მთელი რიგი ურთიერთდაკავშირებული ფაქტორები

 დამაბინძურებელი კონცენტრაცია
 დამაბინძურებელის მახასიათებლები, დაბინძურების ტიპი და მასშტაბები
 ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოზე ზემოქმედების რისკები
 ინ-სიტუ ანდა ექს - სიტუ გამოყენების შესაძლბელობები
 ტერიტორიის შემდგომი გამოყენება
 ხელმისაწვდომი რესურსი

ბიორემედიაციის ტექნოლოგიები უამრავ უპირატესობას ანიჭებს, მაშინაც კი, როდესაც


ბიორემედიაციის პროცესები დანერგილია როგორც ინ-სიტუ, ისე ექს - სიტუ
გამოყენებისთვის (EIBE 2000; Sasikumar and Papinazath 2003; Gavrilescu 2005; Gavrilescu and Chisti
2005):

 - ოპერატიული ხარჯების დაზოგვა სხვა ტექნოლოგიებთან შედარებით


 - საიტის მინიმალური დარღვევა
 - დაბალი კაპიტალური ხარჯები
 - დამაბინძურებლების განადგურება და არა პრობლემის სხვაგან გადატანა
 - სხვა ტექნოლოგიებთან ურთიერთქმედება

ეს უპირატესობები ბალანსდება გარკვეული უარყოფითი მხარეებით (Boopathy 2000;


Sasikumar and Papinazath 2003):

 - დამაბინძურებელი მახასიათებლებისა და ადგილობრივი პირობების გავლენა


პროცესის განხორციელებაზე
o - სიცოცხლისუნარიანობის გაუმჯობესების აუცილებლობა (შრომატევადი და
ძვირი)
o - საზოგადოების შეშფოთება ფართომასშტაბიანი ინ-სიტუ ტექნოლოგიების
უსაფრთხოების მიმართ

- აუცილებელია სხვა ტექნოლოგიებიც

- შეიძლება ჰქონდეს გრძელვადიანი მასშტაბები

ბიოთერაპია გამოიყენება, პირველ რიგში, ჩამდინარე წყლების გასაწმენდად, ნიადაგის


ბიორემედიაციისთვის, მყარი ნარჩენების დასამუშავებლად, გაზების
გასასუფთავებლად.
მ იკ რობ ული ბ იორე მ ე დია ციის მ ე თოდე ბ ი

in situ (ადგილობრივი) მეთოდები

 ტიპები: აქროლადი ნივთიერებების ექსტრაქცია, კომპოსტირება, ბიოვენტილაცია


ადგილობრივი ბიოდეგრადაცია.
 დადებითი მხარეები: ყველაზე ეკონომიურია, არაინვაზიურია, სასარგებლოა ნიადაგისა და
წყლისთვის.
 ხელის შემშლელი ფაქტორები: გარემოს ზემოქმედება, პროცესის ხანგრძლივი მიმდინარეობა
პროცესის მართვის სირთულე.
 გასათვალისწინებელი ფაქტორები: ადგილობრივი მიკროორგანიზმების ბიოლოგიური
აქტივობის ხარისხი, გარემოში არაორგანული ნივთიერებების საჭირო რაოდენობა,
პოლუტანტების დაქვემდებარება ბიოდეგრადაციისადმი, გეოლოგიური ფაქტორები.
ex situ მეთოდები

 ტიპები: მიწის გადამუშავება, კომპოსტირება, ბიოპილინგი


 დადებითი მხარეები: ეკონომიურია, შესაძლებელია განხორციელდეს ადგილზე
 ხელის შემშლელი ფაქტორები: შესაბამისი საჭირო სივრცე, პროცესის ხანგრძლივი
მიმდინარეობა, აბიოტური დანაკარგების კონტროლის საჭიროება, ბიოათვისებადობის
შეზღუდვები.
ბიორეაქტორები :

 ტიპები: წყალნარევი რეაქტორი, წყლიანი ჰომოგენური რეაქტორი


 დადებითი მხარეები: სწრაფი დეგრადაცია, ინოკულანტების ეფექტური გამოყენება.
 ხელის შემშლელი ფაქტორები: საჭიროა ნიადაგის ამოთხრა (ექსკავაცია), პროცესი
დაკავშირებულია დიდ ხარჯებთან

მ იკ როორგ ა ნ ი ზმ ე ბ ის მ ი ე რ წ ა რმ ა რთული პ როცე ს ე ბ ი

აერობული ბაქტერიები: (Pseudomonas, Alcaligenes, Sphingomonas, Rhodococcus, Mycobacterium)

• ახდენენ პესტიციდებისა და ნახშირწყალბადების, ალკენებისა და პოლიარომატული


ნაერთების დაშლას
• იყენებენ პოლუტანტებს როგორც ნახშირბადის და ენერგიის წყაროს. არ ხდება მეთანის
წარმოქმნა
• ანაერობულ ორგანიზმებთან შედარებით მიმდინარე პროცესები გაცილებით სწრაფია
ანაერობებული ბაქტერიები:

• ანაერობული ბაქტერიები გაცილებით იშვიათად გამოიყენება ბიორემედიაციაში


• ანაერობული ბაქტერიები გამოიყენება პოლიქლორ-ბიფენილების ბიორემედიაციაში
ქლოროფორმის დექლორირებაში
• შესაძლოა გამოიწვიოს მეთანის წარმოქმნა
ლიგნინოლიტიკური სოკოები:

• შესაძლებელს ხდის უამრავი ტოქსიკური, რთულად დაშლადი პოლუტანტის დეგრადაციას


მაგ. საწრუპი მილები, სიმინდის ტარო, ნახერხი და სხვ.
მეთილოტროფები:
• ახდენენ მეთანის უტილიზაციას ნახშირბადად და ენერგიად. მონაწილეობენ ქლორის
შემცველი სხვადასხვა ნაერთის დაშლაში.

ნ ია და გ ის ბ იორე მ ე დია ცია


ნიადაგის გასუფთავების ტექნოლოგიები ცოცხალ ორგანიზმებს იყენებენ
დამაბინძურებლების დეგრადაციისთვის, როგორც ex situ (ნიადაგის გადატანა სხვა
ზედაპირზე), ისევე in situ (უშუალოდ ნიადაგში გადატანის გარეშე) ტექნოლოგიებში.

პარამეტრები მიკრობული ნავთობის დეგრადაციის


მოქმედებისთვის საჭირო ოპტიმალური მნიშვნელობა
პირობები
ნიადაგის ტენიანობა 25-28% წყლის ტევადობის 30-90%
უნარი
ნიადაგის pH 5.5 – 8.8 6.5 – 8.0
ჟანგბადის შემცველობა აერობული, საჰაერო 10 - 40%
პორების სივრცის
მინიმალური შევსება 10%
საკვები ნივთიერებების N და p მიკრობული C:N:P = 100:10:1
შემცველობა ზრდისთვის
ტემპერატურა (°C) 15-45 20-30
დამაბინძურებლები არც ისე ტოქსიკური ნახშირწყალბადი (მშრალი
ნიადაგის წონის 5-10%)
მძიმე მეტალები სრული შემადგენლობა 700 ppm
2000 ppm
ნიადაგის ტიპი თიხის ან ტილტის დაბალი _____
შემცველობა

ნავთობის ბიორემედიაცია ჩვეულებრივ ემყარება ნიადაგის კომპოსტირების პრინციპებს, რაც


ნიშნავს ბაქტერიებისა და სოკოების მიერ მატერიის კონტროლირებად დაშლას ჰუმუსის
მსგავსს პროდუქტად. ეს პროცესი შეიძლება განხორციელდეს ex situ სისტემაში, როდესაც
დაბინძურებული ნიადაგები ერევა დამატებით ნიადაგს ან/და ბაქტერიების სუსპენზიას და
თავსდება გრუნტის ზედაპირზე ან ე.წ. სამკურნალო განყოფილებებში.

ბიოხსნარების მეთოდით დაბინძურებული ნიადაგების რემედიაციის დროს იყენებენ


დიდი მოცულობის ცისტერნებს იმისათვის, რომ მოახდინონ ნიადაგის, მიკროორგანიზმების
და ბიოდანამატების სუსპენზიების გამოყენება ტნტ-ს დეგრადაციისათვის. ბიოხსნარების
რეაქტორებს უპირატესობა ენიჭებათ იმ შემთხვევაში, თუ ტნტ-ს დეგრადაციის გარკვეული
დონის მისაღწევად აუცილებელია მორევის, აერაციის ან ნიადაგის წინასწარი დამუშავება
მაღალი ინტენსივობით. ამ მეთოდის გამოყენება უზრუნველყოფს კონტროლირებად გარემოს
ტნტ-ს დეგრადაციის ოპტიმალური დონის მისაღწევად და საშუალებას იძლევა თავიდან
ავიცილოთ მისი შემდგომი დაკავშირება გარემომცველ ნიადაგებთან. იმ ფაქტორების
განსაზღვრა, რომლებიც გავლენას ახდენენ ტოქსიკანტების დეგრადაციაზე (pH, ტემპერატურა
და საკვები ნივთიერებების რაოდენობა), ბევრად უფრო ადვილია კონტროლირებად
გარემოში.

აშშ-ში (Illinois) სამხედრო საბრძოლო იარაღების ქარხანაში ბიოხსნარის მეთოდი


გამოიცადა ასაფეთქებელი ნივთიერებებით დაბინძურებული ზონის ბიორემედიაციისათვის.
ბიოხსნარების მეთოდი იყენებს ალტერნატიულ ციკლებს აერობულ და ანაერობულ
პირობებს შორის და აღწევს ტნტ-სა და შუალედური დამაბინძურებლების 99%-ით
მოცილებას. ორ-ფაზიანმა აერობულ-ანაერობულმა დამუშავებამ აჩვენა ტნტ-ს ფაქტიურად
სრული დაშლა CO2-მდე, მარტივ ორგანულ მჟავებამდე და ნახშირბადის ფრაგმენტებამდე.

ა ქ როლა დი ნ ივ თიე რე ბ ე ბ ის ე ქ ს ტრა ქ ცია ნ ი ა და გ იდა ნ


აქროლადი ნივთიერებების ექსტრაქცია ნიადაგიდან in situ ტექნოლოგიაა, რომელიც
ამცირებს ნავთობის აქროლადი კომპონენტების კონცენტრაციას ნიადაგის მშრალ, წყლისგან
თავისუფალ ზონაში. ამ ტექნოლოგიის მიხედვით, დაბინძურების ზონის სიახლოვეს
ითხრება ჭაბურღილი, საიდანაც ნიადაგში ტუმბავენ ვაკუუმს. დამაბინძურებლების
აქროლადი შემადგენლები „აორთქლდებიან“ და თავს იყრიან ჭაბურღილის კედლებთან.
ატმოსფეროში გაშვებამდე ამ ორთქლს წმენდენ (როგორც წესი, ნახშირბადოვანი შეწოვის
გზით). ნაკლებად აქროლადი დამაბიძურებლების წმენდა ხდება ნიადაგქვეშა შრეებში
ჰაერის ნაკადის მიდინებით. განაბურღი ამ შემთხვევაში ვერტიკალური ან
ჰორიზონტალურია. იქ, სადაც წყლის ტაბელი მაღლაა, შესაძლებელია საჭირო გახდეს წყლის
საქაჩი ტუმბოები, რათა წყლის მოძრაობამ ხელი არ შეუშალოს ვაკუუმის ფუნქციონირებას.

ტექნოლოგია ეფექტურია აქროლადი ორგანული ნივთიერებების (VOCs) და ზოგი


ნახევრადაქროლადი ნივთიერების კონცენტრაციების შესამცირებლად. რემედიაცია
განსაკუთრებით ეფექტურია თუ გამოიყენება უფრო მსუბუქი (მეტად აქროლადი)
ნავთობპროდუქტების მიმართ, როგორიცაა ბენზინი. დიზელის საწვავი და ნავთი,
რომლებიც ნაკლებად აქროლადნი არიან და არააქროლადი საპოხი ზეთები ძნელად
ემორჩილებიან რემედიაციას. იმის გამო, რომ თითქმის ყველა სახის ნავთობპროდუქტი
რამდენადმე განიცდის ბიოდეგრადაციას, ამ მძიმე პროდუქტების მოშორება შესაძლებელია
ბიოვენტილაციის საშუალებით. პრობლემის მოგვარება შესაძლებელია აგრეთვე ცხელი
ჰაერის შებერვით, რითაც იზრდება ნავთობპროდუქტების აქროლადობა. თუმცა დიდი
ენერგეტიკული დანახარჯები მეთოდს ეკონომიკურად წამგებიანს ხდის.

აქროლადი ნივთიერებების ექსტრაქციას ნიადაგიდან არ იყენებენ ისეთ ადგილებში,


სადაც გრუნტის წყლების ტაბელი 3 მეტრზე ნაკლებ სიღრმეზეა. ასევე, დიდი ყურადღების
გამოჩენაა საჭირო, თუ წყლის ტაბელი 12 მ-ზე ღრმადაა, რადგან წყალი შეიძლება მოხვდეს
ვაკუუმის ჭაბურღილში და შეამციროს, ან სრულიად შეწყვიტოს ვაკუუმით გამოწვეული
აქროლადი ნივთიერებების ნაკადი.

გამოყენების პრინციპები

ამ ტექნოლოგიის დროს ვაკუუმი გამოიყენება ნიადაგის დაბინძურებული შრეების


გასაწმენდად ჭაბურღილების საშუალებით. იქმნება წნევის უარყოფითი გრადიენტი,
რომელიც იწვევს აქროლადი ნივთიერებების ორთქლის მოძრაობას ჭაბურღილებისკენ.
ამოღებული ორთქლი საჭიროებისამებრ იწმინდება და შემდეგ თავისუფლდება
ატმოსფეროში. მეთოდის ეფექტურობაზე მოქმედებს:
 ნიადაგების გამტარობა
 ნიადაგის სტრუქტურა და სტრატიფიკაცია
 ნიადაგის ტენიანობა
 გრუნტის წყლების მდებარეობის სიღრმე

რაც მეტად გამტარია ნიადაგი, მით სწრაფია მოძრაობა და მეტი აქროლადი ნივთიერების
ამოღებაა შესაძლებელი

ნიადაგის სტრუქტურა და სტრატიფიკაცია მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც


გავლენას ახდენს ნიადაგის ორთქლის მიმართულებაზე. სტრუქტურული მახასიათებლები
(შრეები, ფრაქციები) ზოგჯერ მიმართულებას უცვლიან ნაკადს და ამით მნიშვნელოვნად
ახანგრძლივებენ რემედიაციისათვის აუცილებელ დროს.

მაღალ ტენიანობას შეუძლია შეამციროს ნიადაგების გამტარობა და შესაბამისად,


ხელი შეუშალოს ჰაერის ნაკადის დინებას ჭაბურღილის კედლებისაკენ ნიადაგის ფორებს
შორის.

ბ იოვ ე ნ ტი ლა ცია
ბიოვენტილაცია რემედიაციის in situ ტექნოლოგიაა, რომელიც იყენებს ადგილობრივ
მიკროორგანიზმებს, რათა მოახდინოს ნიადაგის ნაწილაკებთან მიერთებული ორგანული
დამაბინძურებლების ბიოდეგრადაცია. ამ მეთოდისთვის არ გამოდგება წყლით გაჯერებული
ნიადაგები. ბიოვენტილაციის დროს ადგილობრივი ბაქტერიების აქტიურობა
გაძლიერებულია ჰაერის ნაკადის მიდინებით ნიადაგში (როგორც წესი, ჭაბურღილების
მეშვეობით) და საჭიროების შემთხვევაში აქტიური ნივთიერებების დამატებით.

როდესაც ბიოვენტილაციისათვის ჭაბურღილები გამოიყენება, პროცესი ემსგავსება


აქროლადი ნივთიერებების ექსტრაქციას. თუმცა, თუ ნიადაგების რემედიაცია ძირითადად
აქროლად ნივთიერებებზე მუშაობს, ბიოვენტილაციის დროს ჯერ ხდება შემადგენლების
ბიოდეგრადაცია და აქროლადობის მინიმალიზაცია.

გამოყენება

ბიოვენტილაციას ექვემდებარება ყველა აერობულად ბიოდეგრადირებადი ნივთიერება.


კერძოდ, ბიოვენტილაცია ეფექტური აღმოჩნდა ნავთობპროდუქტების ნარჩენების
რემედიაცისიათვის ბენზინის, საავიაციო საწვავის, ნავთის და დიზელის ჩათვლით.
ბიოვენტილაცია როგორც წესი, გამოიყენება საშუალო სიმძიმის პროდუქტებისათვის,
ვინაიდან მსუბუქი პროდუქტები (ბენზინი) ემორჩილებიან აქროლადი ნივთიერებების
ექსტრაქციას, ხოლო მძიმე ნივთიერებები (საპოხი ზეთები) დეგრადაციისათვის ძალიან დიდ
დროს საჭიროებენ.

ბიოვენტილაციას არ იყენებენ ისეთ ადგილებში, სადაც გრუნტის წყლების ტაბელი 3


მეტრზე ნაკლებ სიღრმეზეა. ასევე, დიდი ყურადღების გამოჩენაა საჭირო, თუ წყლის ტაბელი
12 მ-ზე ღრმადაა, რადგან წყალი შეიძლება მოხვდეს ვენტილაციის ჭაბურღილში და
შეამციროს, ან სრულიად შეწყვიტოს აქროლადი ნივთიერებების ნაკადი.

გამოყენების პრინციპები
ნიადაგი როგორც წესი, შეიცავს მრავალ მიკროორგანიზმს, როგორებიცაა ბაქტერიები,
ლურჯ-მწვანე წყალმცენარეები, სოკოები, უმარტივესები და აქტინომიცეტები. კარგად
გაფხვიერებულ ნიადაგებში, რომლებიც ყველაზე კარგად ექვემდებარებიან
ბიოვენტილაციას, ეს ორგანიზმები აერობული წესით ცხოვრობენ. ამ ორგანიზებიდან
ბაქტერიებს შეუძლიათ დიდ რაოდენობებს მიაღწიონს ჟანგბადის ნაკლებობის
შემთხვევაშიც. ნავთობპროდუქტების ნახშირწყალბადების დიდი რაოდენობით
დასაშლელად საჭიროა ბაქტერიების დიდი რაოდეობა, რომელთაც თავის მხრივ ბევრი
ჟანგბადი სჭირდებათ.

ბიოვენტილაცია მნიშვნელოვნად განსხვავდება აქროლადი ნივთიერებების


ექსტრაქციისაგან. აქ საჭიროა ჰაერის ზომიერი ნაკადი, დამაბინძურებლების ბუნებრივი
ბიოდეგრადაციის გასაძლიერებლად აქროლების გარეშე. ბიოვენტილაციის ეფექტურობის
მაკონტროლებელი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორებია:

 ნავთობპროდუქტებით დაბინძურებული ნიადაგების გამტარობა. ეს განსაზღვრავს


ჟანგბადის მიწოდების სისწრაფეს მიკროორგანიზმებისათვის
 ნავთობპროდუქტების შემადგელების ბიოდეგრადირების უნარი. ეს განსაზღვრავს
მიკროორგანიზმების მიერ მეტაბოლიზმის სიჩქარესა და ხარისხს.

ბაქტერიებს ზრდისთვის ტენიანი პირობები სჭირდებათ. თუმცა ჭარბი წყლის შემთხვევაში


ჟანგბადის რაოდენობა მცირდება, რაც ასევე აუცილებელია ბაქტერიების მეტაბოლური
პროცესებისათვის. ოპტიმალური pH დაახლოებით 7-ის ტოლია. ბიოვენტილაციისათვის
მისღები pH 6-8 შორის მერყეობს. ამ ზღვარის მიღმა ბიოვენტილაციისათვის დამატებით
აუცილებელია pH-ის რეგულაცია.

ზრდისა და ბიოდეგრადაციისათვის ბაქტერიებს გარკვეული ნივთიერებები


სჭირდებათ. ეს ნივთიერებები შეიძლება ნიადაგებშიც იყოს, თუმცა უმეტესად მათი
დამატებაა საჭირო.

ნავთობპროდუქტების ჭარბი კონცენტრაციების ან მძიმე მეტალების არსებობა


ნიადაგში შეიძლება ტოქსიკური იყოს, ან ხელი შეუშალოს ბაქტერიების ზრდასა და
გამრავლებას. ამავდროულად, ორგანული ნივთიერებების ძალიან მცირე კონცენტრაციაც
შეიძლება ხელისშემშლელი ფაქტორი აღმოჩნდეს ბაქტერიების აქტივობისათვის.

ფიტორე მ ე დია ცი ა

ფიტოექსტრაქცია ან ფიტოაკუმულაცია

• მცენარეები იგროვებენ პოლუტანტებს ფესვებში, ასევე ნიადაგზედა ყლორტებსა და


ფოთლებში
• ეფექტურია ვინაიდან ახდენს დაბალი კონცენტრაციის პოლუტანტების აკუმულაციას
ფართო არეალიდან.
• მცენარეები გამოიყენება ნიადაგიდან მეტალების მოსაცილებლად
ფიტოტრანსფორმაცია ან ფიტოდეგრადაცია


ეს არის ორგანული დამაბინძურებლებისგან წყლის და ნიადაგების გაწმენდა და მათი
გარდაქმნა ნაკლებად ტოქსიკურ და სტაბილურ ნაერთებად
ფიტოსტაბილიზაცია


მცენარეები ამცირებენ დაბინძურებული ნიადაგის მიგრაციას, გადაადგილებას.

ზოგიერთი დამაბანიძურებელი ნაერთი შეიწოვება მცენარის მიერ ისე, რომ
ყალიბდება სტაბილური კომპლექსი, რომლიდანაც პოლუტანტი უკან გარემოში
ვეღარ დაბრუნდება.
ფიტოდეგრადაცია და რიზოდეგრადაცია


იგულისხმება დამაბინძურებლების დეგრადაცია მათი რიზოსფეროში მოხვედრის
შემდეგ, რაც განპირობებულია მცენარეების მიერ გამოყოფილი ცილებისა და
ფერმენტების მოქმედებით ან ისეთი ნიადაგში მცხოვრები ორგანიზმების
ცხოველქმედებით, როგორებიცაა ბაქტერიები და სოკოები
 შეიძლება განიხილებოდეს როგორც სიმბიოტური ურთიერთობა, რომელიც
განვითარდა მცენარეებსა და მიკრობებს შორის. მცენარეები ამარაგენებ მიკრობებს
საჭირო საკვები ნივთიერებებით, ამასთანავე მიკრობები ასუფთავებენ ნიადაგს
ტოქსიკური ნაერთებისგან.
რიზოფილტრაცია

 ეს არის წყლის რემედიაციის ტექნიკა, რომელიც გულისხმობს დამაბინძურებელი


ნაერთების შეწოვას მცენარის ფესვების მიერ.
 გამოიყენება ბუნებრივ ჭარბტენიან ტერიტორიებზე, ესტუარებში დაბინძურების
შესამცირებლად,
 მცენარეები ახდენენ სელინის, ვერცხლისწყლის და ზოგიერთი ნახშირწყალბადის
ტრანსპირაციას ნიადაგიდან და მიწისქვეშა წყლებიდან.

ფიტორემედიაციის დადებითი მხარეები :

 ხდება უმეტესი ნახშირწყალბადების და ორგანული ნაერთების მინერალიზაცია


 ადგილობრივი მიკროორგანიზმები განიცდიან აკლიმატიზაციას დამაბინძურებელ
ნაერთებთან.
 უმეტეს წილად არ ხდება ტოქსიკური გვერდითი პროდუქტების წარმოქმნა
 დაკავშირებულია გაცილებით ნაკლებ ხარჯებთან ვიდრე სხვა მეთოდები
 შესაძლებელია ამ მეთოდის გამოყენება უშუალოდ იმ ტერიტორიაზე, სადაც
პრობლემა იჩენს თავს.

ფიტორემედიაციის ხელშემშლელი ფაქტორები :

 ფიტორემედიაცია ითვალისწინებს მხოლოდ იმ ნაერთებს, რომლებიც


ექვემდებარებიან ბიოდეგრადაციას.
 მძიმე მეტალებმა შესაძლებელია ხელი შეუშალოს მიკრობების ბიოლოგიურ
აქტივობას.
 დიდი რაოდენობით ორგანული დამაბინძურებლები შესაძლოა ტოქსიკური
აღმოჩნდეს მიკროორგანიზმებისთვის
 რაც უფრო დაბალია ტემპერატურა, დეგრადაციის პროცესი მით უფრო ნელა
მიმდინარეობს.
 საჭიროა მუდმივად გაკონტროლდეს პროცესის მიმდინარეობის ეფექტურობა
 ხშირ შემთხვევაში საჭიროებს გაცილებით მეტ დროს ვიდრე სხვა მეთოდები
კ ომ პ ოს ტირე ბ ა

კომპოსტირება – ეს არის საკმაოდ რთული პროცესი, რომელიც მიმდინარეობს ორგანული


ნარჩენების, მიკროორგანიზმების, ტენისა და ჟანგბადის ურთიერთ ზემოქმედების შედეგად.
ბიოლოგიური ნარჩენების ეფექტურ გადამუშავებას შეუძლია პოტენციურად პრობლემური
„ნარჩენი“ გარდაქმნას ღირებულ „პროდუქტად“: კომპოსტად. თითქმის ნებისმიერი
ორგანული ნაერთის დამუშავება შეიძლება ამ მეთოდით და საბოლოოდ გვაძლევს
ბიოლოგიურად სტაბილური ჰუმუსის მსგავს პროდუქტს, რომლის გამოყენება შეიძლება
ნიადაგის კონდიციონერად (ნივთიერება, რომელიც აუმჯობესებს ნიადაგის ხარისხს),
სასუქად, ბიოფილტრის მასალად ან საწვავად.

კომპოსტირებაში მიკროორგანიზმების სხვადასხვა წარმომადგენლები მონაწილეობენ.


ესენია ბაქტერიები, აქტინომიცეტები და სხვა სოკოები. დიდია ასევე ჭიაყელების წვლილი.
ნარჩენებში მიკროორგანიზმების დიდი რაოდენობის გამო აღარაა საჭირო დამატებით
ინოკულაცია.

კომპოსტირება ფართოდ გამოიყენება დაბინძურებული ნიადაგის აღსადგენად.


დანაწევრებული ბიოლოგიური ნარჩენები შეიძლება გარდაიქმნას ღირებულ რესურსად.
კომპოსტში ძალიან ძვირფასია ე.წ. ჰუმინის მჟავები, რომლებსაც ძალიან დიდი როლი
ეკისრებათ კომპოსტირების პროცესში და წარმოიქმნებიან კომპოსტირების ბოლო ეტაპზე,
როდესაც კომპოსტის გროვაში წარმოიქმნება ნიადაგის მიკროფლორა.

კომპოსტირების საუკეთესო მაგალითს ბუნება გვაძლევს – ტყეში ეს პროცესი


ბუნებრივად მიმდინარეობს. ყველანაირი ორგანული ნარჩენები, რომლებიც ტყეში არსებობს,
ნიადაგის მიკროორგანიზმების ზემოქმედების შედეგად ტყის ნაყოფიერ მიწად
გარდაიქმნება. კომპოსტირების დროს ორგანულ მასაში მატულობს მცენარისათვის
ადვილად შესათვისებელი საკვები ელემენტები (აზოტი, ფოსფორი, კალიუმი). ხდება
პათოგენური მიკროფლორისა და კვერცხების განადგურება, მცირდება ცელულოზისა და
პექტინების რაოდენობა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს საკვები ელემენტების
მცენარისათვის ადვილად შესათვისებელ ფორმაში გადასვლის პროცესს.

ხელოვნური კომპოსტირებისათვის გამოიყენება ის ორგანული ნარჩენები, რომლებიც


უხვად წამოიქმნება სამეურნეო პროცესების შედეგად. ესენია: შინაური ცხოველების ან
ფრინველის ნაკელი, ტორფი, ჩამდინარე წყლების ლამი, ფოთლები, ბალახი, სამზარეულოს
ორგანული ნარჩენები, ნაცარი, კვერცხის ნაჭუჭი და სხვა. კომპოსტირება და მონელება
განსხვავდება ნარჩენების მენეჯმენტის სხვა პროცესებისგან იმით, რომ მათი განხორციელება
შესაძლებელია სხვადასხვა ზომის მასშტაბებისა და სირთულის შემთხვევაში. ამიტომ ეს
აძლევს საშუალებას რეგიონებს წარმოადგინონ მრავალფეროვანი მიდგომები: პატარა და
დიდი მასშტაბის სისტემები

ნარჩენების ეფექტური გადამუშავება კომპოსტირების ან მონელების საშუალებით


შეიძლება პოტენციურად პრობლემური ნარჩენებიდან ღირებულ პროდუქტად გარდაიქმნას.
თითქმის ნებისმიერი ორგანული ნარჩენის დაშლა შეიძლება ამ მეთოდით, რის შედეგადაც
საბოლოო პროდუქტად მიიღება ბიოლოგიურად სტაბილური ნეშომპალა, რომელიც
გამოიყენება როგორც ნიადაგის კონდიციონერი, სასუქი ან საწვავი. ორგანული ნაერთების
დეგრადაციის დროს კომპოსტირება მიმდინარეობს მიკროორგანიზმებით, ბაქტერიებით,
აქტინომიცეტებით და სოკოებით

კომპოსტირება გამოყენებული იყო უმატილას სამხედრო სწავლების ადგილზე,


ორიგონაში (აშშ). უმატილას რეგიონი ბინძურდებოდა 15 წლის განმავლობაში. მუშები
იყენებდნენ წყალს და ორთქლს რომ ექსპლუატაციისათვის გამოუსადეგარი ბომბები
გაეწმინდათ ტნტ-სა (ტრინიტროტოლუოლი) და სხვა ასაფეთქებელი ნივთიერებებისაგან. ამ
«გაწმენდამ” გამოიწვია 80 მილიონ გალონზე მეტი ვარდისფერი წყლის წარმოქმნა ორ 10000
კვ. ფტ. მოცულობის წყალსაცავში. ამ ცალკეულმა ტბებმა წარმოქმნეს დაბინძურებული
ნიადაგების გიგანტური რაიონები, ტნტ-ს 4800 ppm-ზე მაღალი კონცენტრაციით.

დაბინძურებულ ნიადაგთან ბორცვოვანი კომპოსტირებისათვის შერეული იყო


კარტოფილის ნარჩენები და ნაკელი. კომპოსტაციის ოპტიმალური პირობების ხანგრძლივი
დროის განმავლობაში უზრუნველყოფისათვის, ბორცვებთან განთავსებული იყო მოძრავი
ნაგებობები. 40-დღიანი დამუშავების შემდეგ ტნტ კონცენტრაცია შემცირდა 99,7%-ით - 1574
ppm-დან 4 ppm-მდე. თვითღირებულების შემცირებამ დაფერფვლის ტრადიციულ მეთოდთან
შედარებით უმატილას რაიონისათვის შეადგინა 2,6 მილიონი დოლარი.

ა.შ.შ.-ის წყალქვეშა საზღვაო ბაზა ბანგორში (ვაშინგტონი) ბინძურდებოდა ღია წვითა


და საბრძოლო მასალების დეტონაციით 19 წლის განმავლობაში. აქაც გამოყენებული იყო
იგივე კომპოსტირების მეთოდი, რაც უმატილას რაიონში. 30 დღის შემდეგ ტნტ-ს დონეები
შემცირდა 96,7-99,43%-ით. ზოგჯერ კომპოსტირება შეიძლება პრობლემური აღმოჩნდეს,
რადგან შეუძლებელია ასაფეთქებელი ნივთიერებების ზუსტი გარდაქმნების განსაზღვრა. თუ
ტნტ ან მისი დეგრადაციის პროდუქტები დაკავშირებულია კომპოსტის ნარევთან, ისინი
შეიძლება გამოირეცხოს უკან ნიადაგში. ასევე დიდი რაოდენობით საკვები ნივთიერებების
დამატების გამო ნიადაგის მოცულობა იზრდება 5-30-ჯერ მის საწყის მოცულობასთან
შედარებით.

მ ყ ა რი ნ ა რჩ ე ნ ე ბ ის ბ იოლოგ იური და შ ლა
გარემოში ნარჩენების განმუხტვის უფრო მკაცრი სტანდარტების განხორციელება, ისევე
როგორც ჩვეულებრივი განკარგვის ან დაშლის -ვარიანტების ხარჯების ზრდა,
მოტივირებული იყო სხვადასხვა პროცესების განვითარება საქონლის წარმოების, ნარჩენების
დაშლის და განკარგვის მიზნით. ეს პროცესები შემუშავებულია ერთი ან მეტი შემდეგი
მიზნის მისაღწევად: 1. ნედლეულის გამოყენების ეფექტურობის გასაუმჯობესებლად, რითაც
რესურსების კონსერვაცია და ხარჯების შემცირება ხდება. 2. ნარჩენების ნაკადების
გადამუშავება მოცემულ დაწესებულებაში და ნარჩენების განკარგვის საჭიროების შემცირება.
3. შეამციროს რაოდენობა და მაქსიმალურად გაზარდოს პროდუქციის წარმოების დროს
წარმოქმნილი ნარჩენების ნაკადების ხარისხი. 4. ნარჩენების რეალიზებადი პროდუქტების
გარდაქმნა.

მრავალრიცხოვანი გზები, რომელთა საშუალებითაც ნარჩენებისა და


დამაბინძურებლების ტრანსფორმაცია შეიძლება განხორციელდეს, შეიძლება
კლასიფიცირდეს როგორც ქიმიური ან ბიოლოგიური. ნარჩენები წარმოადგენს გარემოს
ბიოტექნოლოგიის პოტენციური გამოყენების ერთ-ერთ ძირითად ინვესტიციას.

ბიოლოგიური ნარჩენები გამომუშავდება სხვადასხვა ანთროპოგენული აქტივობებით და


შეიძლება დახარისხდეს როგორც სასუქები, ნედლეული, ნარჩენები. მაგალითად ევროპაში,
მუნიციპალური მყარი ნარჩენების 40-60% შედგება ბიო ნარჩენებისგან, რომელთა
უმრავლესობა ცალკე შეგროვდა და გამოიყენება მრავალი მიზნით, როგორიცაა აერობული
დეგრადაცია ან კომპოსტირება, რომელსაც შეუძლია უზრუნველყოს საკვები ნივთიერებები
და ჰუმუსის ნაერთები ნიადაგის სტრუქტურის გასაუმჯობესებლად და სოფლის მეურნეობის
მიზნებისთვის. ენერგიის გამომუშავება ბიოგაზისთვის, რომელიც შეიძლება გამოყენებული
იქნას, როგორც ენერგიის წყარო. მაგ. ელექტროენერგიის და სითბო წარმოება. აღსანიშნავია,
ბიოლოგიური ნარჩენების საკვები და ჰუმუსის გადამუშავების პოტენციალი ნიადაგში,
რომელიც კომპოსტირდება, აითვისება ბიოლოგიურად დამუშავებული მასალის მეშვეობით

ბიოლოგიური ნარჩენების დაშლის მიზანია დაარღვიოს მათი მთლიანობა რომლის


შედეგადაც:

-შემცირდება გარემოს პოტენციური გვერდითი მოვლენები ან ადამიანის ჯანმრთელობის


რისკები

-ციკლში დაბრუნება ძვირფასი მინერალები ხელახლა გამოყენებისთვის

-წარმოიქმნება საჭირო საბოლოო პროდუქტი

ბიოლოგიური ნარჩენების დაშლის უპირატესობები მოიცავს: ნარჩენების სტაბილიზაციას,


ნარჩენების მოცულობის შემცირებას, ნარჩენების პათოგენების და ბიოგაზის ენერგიის
გამოყენების წარმოებას. ბიოლოგიური დაშლის საბოლოო პროდუქტები შეიძლება იყოს
მისი ხარისხის მიხედვით: რეციკლირებული, სასუქი და ნიადაგის ცვლილება ან მათი
განკარგვა.

ბიოლოგიური ნარჩენების დაშლა შეიძლება ბიოქიმიური საშუალებებით ან ადგილზე.


გააჩნია აერობულია თუ ანაერობული, დამოკიდებულია იმაზე, სჭირდება ჟანგბადი თუ არა.

1.ა ნ ა ე რობ ული მ ონ ე ლე ბ ა


ანაერობული მონელება და ორგანული დაშლა აჩქარებს ორგანული მასალის ბუნებრივ
რღვევას ჟანგბადის გარეშე ტემპერატურის, ტენიანობის, pH შენარჩუნებით, ახლოს მათ
ოპტიმალურ პირობებთან. წარმოქმნილი CH4 შეიძლება გამოყენებულ იქნას სითბოსა და
ელექტროენერგიის წამოებისთვის.

მყარი ნარჩენების ბიოლოგიური დაშლა მოიცავს:

 ბიოგენური ნარჩენების ანაერობული დაშლას ადამიანის დასახლებებიდან


 ცალკე შეგროვებადი ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კოფერმენტაციას სასოფლო-
სამეურნეო და სამრეწველო მყარი და თხევადი ნარჩენებით
 ცალკე შეგროვებული ბიოდეგრადირებადი ნარჩენების კოფერმენტაციას
მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების ობიექტებში
 დარჩენილი შერეული ნარჩენების ფრაქციის ფერმენტაციას მექანიკური
ბიოლოგიური ნარჩენების დაშლის ფარგლებში
ანაერობული პროცესები მოიხმარენ ნაკლებ ენერგიას, და ინარჩუნებს სუნს ჩვეულებრივ
ანაერობულ პროცესში. ეს ტექნიკა ასევე გამოიყენება, როდესაც წყლის ორგანული
შემცველობა მაღალია. ანაერობული მიკრობების აქტივობა შეიძლება ტექნოლოგიურად
იქნას გამოყენებული სხვადასხვა პირობებში და სხვადასხვა სახის პროცესებში, რომელთაგან
ყველა დამოკიდებულია ჟანგბადის გამორიცხვაზე

2.მ ე ქ ა ნ იკ ურ-ბ ი ოლოგ ი ური და შ ლა


ნარჩენების მექანიკურ-ბიოლოგიური დაშლა პოპულარულია ევროპაში. ბიოლოგიურ-
მექანიკური დაშლის დროს ნარჩენების მასალა გადის მექანიკური და ბიოლოგიური
ოპერაციების სერიას, რომელიც მიზნად ისახავს ნარჩენების მოცულობის შემცირებას, ასევე
სტაბილიზაციას საბოლოო განკარგვის ემისიების შესამცირებლად

ჩ ა მ დინ ა რე წ ყ ლე ბ ის ბ იოლოგ იური გ ა ს უფთა ვ ე ბ ა

მიკროორგანიზმებით ჩამდინარე წყლების მავნე ნივთიერებისგან გასუფთავება


მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჩამდინარე წყლების წარმომავლობასა და მის
შემადგენლობაზე. ჩამდინარე წყლები რამდენიმე კატეგორიად იყოფა:

 მუნიციპალური ჩამდინარე წყლები, რომელიც შეიცავს, როგორც საყოფაცხოვრებოდ,


ისე კომერციულ და ინდუსტრიული საქმიანობისთვის გამოყენებულ დაბინძურებულ
წყლებს.
 კომერციულ და ინდუსტრიული საქმიანობასთან დაკავშირებული ჩამდინარე წყლები
 სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებული ჩამდინარე წყლები

რაც შეეხება დამაბინძურებელ ნივთიერებს, ისინი შეიძლება იყოს ქიმიური, ფიზიკური ან


ბიოლოგიური წარმოშობის. წყლების დაბინძურებამ შეიძლება მნიშვნელოვანი დარტყმა
მიაყენოს წყალმცენარეების საცხოვრებელ გარემოს, სახეობათა მრავალფეროვნებას და
წყლის ხარისხს.

წყლის ხარისხის პარამეტრები ნაკლებად მრავალფეროვანია, ამიტომ ჩამდინარე


წყლების ბიოლოგიური დამუშავება დაბინძურების ხარისხს უნდა შეესაბამებოდეს.

ბიოლოგიური დამუშავების დროს მავნე არასტაბილური ორგანული ნივთიერებები


მიკროორგანიზმების მიერ სტაბილურ პროდუქტებად დაიშლება, როგორებიცაა CO2, CO,
NH3, CH4, H2S.

ჩამდინარე წყლების საწმენდი სადგურები მორგებულია იმ პროდუქტზე რომლითაც


ხდება წყლის გასუფთავება.

დაშლის ბიოლოგიური პროცესების სამი მთავარი წარმმართველი ჯგუფია აერობული,


ანაერობული და კომბინირებული პროცესები, რომელთა დროსაც აერობული და
ანაერობული პროცესები თანმიმდევრულად ან ერთდროულად მიმდინარეობს წყლის
გასუფთავების მაქსიმალური ეფექტის მისაღწევად. ჩამდინარე წყლების დასუფთავების
საბოლოო მიზნებია:
 ბიოდეგრადირებადი ორგანიკის შემცირება
 მყარი ორგანიკის შემცირება
 ფოსფორისა და აზოტის შემცველი ნივთიერებების მოშორება/შემცირება
 პათოგენური მიკროორგანიზმების და პარაზიტების განადგურება

ა ნ ა ე რობ ული ბ იოგ ა ს უფთა ვ ე ბ ა


ჩამდინარე წყლების ანაერობული დამუშავება ხშირად განიხილება როგორც წინასწარი
პროცესი, რომლის მიზანია მინიმუმამდე დაიყვანოს მოთხოვნილება ჟანგბადზე, ასევე
შეამციროს გადამუშავებული თხევადი საკანალიზაციო მასის ფორმირება. ძლიერ
კონცენტრირებული ჩამდინარე წყლები უნდა ანაერობულად გაიწმინდოს, რათა მოხდეს
ენერგიის აღდგენა ბიოგაზის სახით და დარჩეს მცირე ოდენობით ტალახი. კვლევებმა და
პრაქტიკამ აჩვენა, რომ ჩამდინარე წყლების ანაერობული გასუფთავების შედეგად
საკანალიზაციო ტალახი მცირე რაოდენობით წარმოიქმნება, მიიღწევა ეფექტური
გასუფთავება, ნაკლებია კაპიტალური ხარჯები. ასევე აღსანიშნავია ჟანგბადზე
მოთხოვნილების არ არსებობა, მეთანის წარმოება და დაბალი მოთხოვნილება საკვებ
ნივთიერებებზე
ა ხ ა ლი ტე ქ ნ ოლოგ ი ე ბ ი ა ნ ა ე რობ ული ჩ ა მ დინ ა რე წ ყ ლე ბ ის
და მ უშ ა ვ ე ბ ა შ ი .
ჩამდინარე წყლების გამწმენდი მაღალი ხარისხის ტექნოლოგიები შესაძლოა გამოყენებული
იყოს ნაკლებად კონცენტრირებული ორგანული ჩამდინარე წყლების გადასამუშავებლად.
ასეთი წყლები გამოიყოფა გამოსახდელი აპარატებიდან, ლუდსახარშებიდან, ქაღალდის
ქარხნებიდან, ნავთობ-ქიმიური ქარხნებიდან და ა.შ. მუნიციპალური ჩამდინარე წყლებიც
შესაძლოა გადამუშავდეს მაღალი დონის ანაერობული ტექნოლოგიების გამოყენებით.

ასევე არსებობს უამრავი უკვე დანერგილი ან/და განვითარებადი ტექნოლოგია სხვადასხვა


გამოყენებით, მაგალითად:

 სულფატის შემცირება მძიმე მეტალების მოცილებისა და დაბრუნებისთვის.


სულფატის დენიტრიფიკაცია ნიტრატების მოცილებისთვის.
 ბიორემედიაცია უვნებელ პროდუქტზე ტოქსიკური დამაბინძურებლების
მოსაშორებლად.

სულფატის შემცირების პროცესები.

გოგირდით მდიდარი ჩამდინარე წყლების მახასიათებლები (ტემპერატურა, PH,


მარილიანობა) განისაზღვრება მათი გარემოში გამოყოფის პროცესით. ხშირ შემთხვევაში მათ
უნდა დააკმაყოფილონ გარემოს დაცვითი რეგულაციებით დაწესებული შეზღუდვები,
ამიტომ არსებობს მზარდი ინტერესი, გაგრძელდეს სულფატის შემცირების ანაერობული
რეაქციების პროგრამა ისეთ პირობებში, როგორიც ბაქტერიების უმეტესობისათვის ზრდის
ოპტიმალური პირობებისგან ძალიან განსხვავებულია.

გოგირდით მდიდარი ჩამდინარე წყლების გასაწმენდად შესაძლებელია


ბიორეაქტორების გამოყენება. ჩამდინარე წყლების დამუშავება მეწამული, არაგოგირდოვანი
ბაქტერიების გამოყენებით, რომლებიც მაფოტოსინთეზირებელ ბაქტერიებს წარმოადგენენ,
გამოიყენება როგორც სინათლის, ისე ანაერობულ პირობებში დიდი რაოდენობით
სასარგებლო ბიომასის მისაღებად მცირე რაოდენობის ნახშირორჟანგის გამოყოფით,
რომელიც ერთ-ერთი მთავარი სათბური გაზია. ამ მეთოდის საშუალებით მიღებული
ბიოლოგიური მასალის გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო და სამრეწველო
მიზნებისთვის.

გ ა ზის ე ბ რი ნ ა კ ა დე ბ ის ბ იოლოგ იური და მ უშ ა ვ ე ბ ა


წარმოების ნარჩენი აირებში დამუშავების ბიოტექნოლოგია გამოიყენება როგორც მწვანე და
ნაკლებ ხარჯიანი გარემოს დაცვითი პროცესი. არომატული სუნის გამოშვება წარმოადგენს
სერიოზულ პრობლემას, რომელიც დაკავშირებულია ბიოლოგიური წარმოების ნარჩენების
დამუშავებასთან, რადგან ის შეიძლება იყოს შემაწუხებელი ფაქტორი ადგილობრივი
მობინადრეებისთვის, შეუძლია გამოიწვიონ საჩივრები და დაწესებულების მიუღებლობა,
რადგანაც სუნები შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე კილომეტრზე ამინდისა და
ტოპოგრაფიული პირობების მიხედვით.
გამონაბოლქვი აირები ძირითადად შედგება სპირტების, ეთერების, კეტონების და
ალდეჰიდების, ასევე ტერპენებისაგან. უმეტესი მათგანი ბიოლოგიური დეგრადაციის
პროდუქტია, სადაც მეტი წილი სპირტებზე, ესტერებზე და კეტონებზე მოდის.

ბიოლოგიური ფილტრის მოწყობილობები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი


გამოყენებადი ბიოლოგიური სისტემა, რომელიც მუშაობს ტემპერატურისა და წნევის
ნორმალურ სამუშაო პირობებში. შესაბამისად, ეს სისტემები შედარებით იაფი და
მაღალუნარიანია, ხოლო სამრეწველო ნარჩენი გაზი მაღალი დინებით და ნაკლები
დამაბინძურებელი კომპონენტებით ხასიათდება. ბიოლოგიური სამრეწველო ნარჩენი აირის
დამუშავება ბიოფილტრების გამოყენებით შეიქმნა, როგორც საიმედო და ღირებულ-
ეფექტური ტექნოლოგია დაბინძურებული აირების ნაკადების სამკურნალოდ. გარემოს
დამაბინძურებელი ნივთიერების მიკროორგანიზმებით ბიოდეგრადაცია იწვევს უვნებელი
საბოლოო პროდუქტების გამოყოფას. რადგანაც მიკრობული პოპულაციები ბიოფილტრებში
ჩვეულებრივ ძალიან მრავალფეროვანნი არიან, ამ ტიპის რეაქტივებს შეუძლიათ
ერთდროულად მოაცილონ დამაბინძურებლებს კომპლექსური ნარევები. ჩვეულებრივი
მეთოდებით იგივე პროცესს ალტერნატიული ტექნოლოგიების სერიები დაჭირდებოდა.
ბიოლოგიური საფხეკის/ბიოლოგიური ფილტრის კომბინაციები აგრეთვე ხელსაყრელი
აღმოჩნდა კომპოსტირების პროცესში გამოყოფილი არომატული გაზის დამუშავებისას.
შედეგი ცხადყოფს, რომ სუნის ძირითადი ნაწილი ბიოფილტრის შიგნით დეგრადირდა.

საკვანძო სახეობები -
ბიოინდიკატორები და ბიომარკერები

ყველა ცოცხალი ორგანიზმი უჯრედიდან ბიოსფერომდე გარკვეულწილად


ინარჩუნებს მდგრადობას და სტაბილურობას იმით, რომ გარემოში მიმდინარე
ცვლილებებთან ერთად იცვლიან მდგომარეობას. ცოცხალი სისტემების სტაბილურობის სამი
განმსაზღვრელი ფაქტორი არსებობს. პირველია მდგრადობა: ცოცხალი სისტემის უნარი
გაუძლოს გარემოში მიმდინარე ცვლილებებსა და დარღვევებს. მეორე, ესაა კონსტანტურობა:
პოპულაციის უნარი შეინარჩუნოს რიცხოვნობა ლიმიტირებული რესურსების პირობებში.
მესამე ფაქტორი კი არის ელასტიურობა: ცოცხალი სისტემის უნარი აღდგეს დარღვევის
შემდეგ, თუკი ეს დარღვევა ძალიან შორს წასული არ არის.

ეკოლოგები ხშირად ვერ თანხმდებიან, თუ როგორ განსაზღვრონ სტაბილურობა ან


მდგრადობა. აუცილებელია თუ არა თანასაზოგადოებისათვის ზემოთ ჩამოთვლილი სამივე
კომპონენტის არსებობა იმისათვის, რომ ის მდგრადად განიხილებოდეს? მაგალითად,
ტროპიკული წვიმიანი ტყეები გამოირჩევიან სახეობათა დიდი მრავალფეროვნებით,
მდგრადობით და ამით აღუდგებიან გარკვეულ დარღვევებს, თუმცა თუ ტყის დიდი
მონაკვეთი გაიჩეხა, მისი ელასტიურობა იმდენად დაბალია, რომ აღდგენა გაუჭირდება.
ტროპიკული ტყის დიდი მონაკვეთის გრძელვადიანმა დაკარგვამ კი შეიძლება
რეგიონალური კლიმატის შეცვლა გამოიწვიოს ისე, რომ ამ ტყის აღდგენისთვის შესაფერისი
პირობებიც გაქრეს.

პირიქით, ბალახოვან მასივებს გაცილებით მცირე რაოდენობის სახეობები და დაბალი


მდგრადობა აქვთ ადვილად აალების გამო. თუმცა იმის გამო, რომ მცენარეული მასის დიდი
ნაწილი მიწისქვეშა ფესვების სახით ინახება, მათ აღდგენის დიდი პოტენციალი აქვთ და
გაჩანაგება მხოლოდ ფესვთა სისტემის დაზიანებითაა შესაძლებელი.

სახეობები, რომლებიც ადრეულ ეტაპებზე მიუთითებენ გარემოში მიმდინარე


ცვლილებების შესახებ ინდიკატორ სახეობებად იწოდებიან. მაგალითად, შესაბამისი
ტემპერატურის წყალში კალმახის არსებობა ან არარსებობა კარგი ბიოლოგიური
ინდიკატორია, რადგან მიუთითებს წყალში ჟანგბადის კონცენტრაციას. ფრინველებიც კარგი
ბიოლოგიური ინდიკატორები არიან, რადგან ისინი ყველგან გვხვდებიან და სწრაფად
რეაგირებენ გარემოში მიმდინარე ცვლილებაზე, როგორიცაა ტყის დაკარგვა ან ფრაგმენტაცია
და პესტიციდების შემოტანა გარემოში. ასევე კარგი ინდიკატორები არიან პეპლები
მცენარეებზე მათი დამოკიდებულების გამო.

სახეობებს, რომლებზეც დამოკიდებულია ეკოსისტემაში სხვა სახეობების კეთილდღეობა


და შესაბამისად ეკოსისტემის მდგრადობაც, საკვანძო სახეობებს (Key species) უწოდებენ.

სწორედ მათი სიცოცხლისუნარიანობის შეფასების საფუძველზე ახდენენ


ეკოსისტემის მდგომარეობის შეფასებას. რა თქმა უნდა ძნელია ეკოსისტემის ასი და
ათასი სახეობის სიცოცხლისუნარიანობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ რამდენიმე
საკვანძო სახეობას დააკისრო, მაგრამ ჯერ-ჯერობით სხვა გამოსავალი არ არის. ასეთი
მიდგომის დასაბუთება შესაძლებელია ეკოლოგიის ერთ-ერთი უძველესი კანონის
მეშვეობით. ესაა ლიბიხის მინიმუმის კანონი. მის თანახმად ბიოლოგიური სისტემის
ცხოველმყოფელობა განისაზღვრება იმ ფაქტორით, რომლებიც გარემოში ყველაზე
ნაკლებად გვხვდება. მაგალითად, მცენარის სიცოცხლისუნარიანობა დამოკიდებულია არა
იმდენად იმ ელემენტებზე, რომლებიც მას დიდი რაოდენობით ესაჭიროება, არამედ
იმათზე, რომლებიც უმნიშვნელო რაოდენობით სჭირდება. გარემოში მინიმალური
რაოდენობით არსებული ასეთი ელემენტის გაქრობის, ან დაკლების დროს მცენარე არ
იზრდება და საბოლოო ჯამში იღუპება.

რაც უფრო მცირერიცხოვანია პოპულაცია (ე. ი. ფაქტორი არსებობს მინიმალური


რაოდენობით), ეკოსისტემის სიცოცხლისუნარიანობა მით უფრო მეტად არის
დამოკიდებული ამ პოპულაციის კეთილდღეობაზე.

საკვანძო სახეობებად ითვლებიან:

1. სახეობები, რომლებიც თავიანთი ცხოველისმყოფელობით ქმნიან სხვა


სახეობის ორგანიზმებისათვის აუცილებელ საარსებო პირობებს. ასეთი
სახეობები შესაძლებელია იყოს მრავალრიცხოვანიც. ე. ი. ფაქტორის
მინიმალურობისაგან გამონაკლისს წარმოადგენს (ასეთია მაგალითად,
მსხვერპლი სახეობები, მცენარეები, რომლებითაც იკვებებიან ცხოველები);
2. სახეობა–მუტუალისტები, რომლებიც თავიანთი ცხოველისმყოფელობით სხვა
სახეობის პოპულაციების მდგრადობას ამაღლებენ, მაგალითად, ხელს უწყობენ
გამრავლებას და განსახლებას (მუტუალიზმის დროს თითოეულ სახეობას
შეუძლია ცხოვრება, ზრდა და გამრავლება მხოლოდ მეორესთან კავშირში,
ისინი თანაცხოვრებით თანაბრად სარგებლობენ. ამის მაგალითია ზოგიერთი
ყვავილოვანი მცენარე და ხილის მჭამელი ღამურა, რომელიც წარმოადგენს ამ
ხის დამმტვერავს);
3. მტაცებლები და პარაზიტები, რომლებიც სხვა სახეობების პოპულაციების
რიცხოვნობას არეგულირებენ. მათი განადგურება საბოლოო ჯამში
ეკოსისტემის სახეობრივი მრავალფეროვნების დაცემას იწვევს;
4. სახეობები, რომლებიც ადამიანის თვალსაზრისით წარმოადგენენ სულიერ,
ესთეტიურ, რეკრეაციულ ან სამეურნეო ფასეულობას;
5. იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობები.
მოვიყვანოთ მარტივი მაგალითი. განვიხილოთ ზღვის ეკოსისტემა: იგი

მრავალრიცხოვანი თევზებით, ზღვის ზღარბებით, სხვადასხვა წყალმცენარეებით არის


დასახლებული. ზღვის წავი, ანუ კალანი, ამ ეკოსისტემაში სიცოცხლის უმეტეს ნაწილს
ატარებს. იგი მტაცებელია, იკვებება ძირითადად ზღვის ზღარბებით. ზღვის ზღარბების
ძირითადი საკვები კი წყალმცენარეებია. მრავალი წლის განმავლობაში კალანს
ანადგურებდნენ ძვირფასი ბეწვის გამო. ამის შედეგად მომრავლდა ზღვის ზღარბები,
რომლებმაც გაანადგურეს წყალმცენარეები. წყალმცენარეები კი სხვადასხვა წყლის
ცხოველებისათვის საკვებს და თავშესაფარს წარმოადგენენ. შესაბამისად, შემცირდა მათი
რაოდენობაც. ასე გამოიწვია ერთი სახეობის განადგურებამ მთელი ეკოსისტემის მოშლა
და გადაგვარება.

კონსერვაციული საქმიანობის ერთ-ერთ ძირითად მიზანს წარმოადგენს იმ


საკვანძო სახეობების შენარჩუნება, რომლებზეც ხდება კონსერვაციული საქმიანობის
ფოკუსირება, ამიტომ მათ ხშირად სამიზნე სახეობებსაც (focal species) უწოდებენ.
იდეალურ შემთხვევაში საკვანძო სახეობა რამოდენიმე კრიტერიუმს უნდა
აკმაყოფილებდეს: 1) ის მგრძნობიარე უნდა იყოს გარემოში მიმდინარე ცვლილებების
მიმართ მათი დაწყებისთანავე; 2) გავრცელებული უნდა იყოს ფართო გეოგრაფიულ
არეალზე, ანდა იყოს ადვილად მისაწვდომი; 3) უნდა გამოირჩეოდეს მგრძნობიარობით
სხვადასხვა ტიპის სტრესისადმი; 4) ნაკლებად დამოკიდებული უნდა იყოს სინჯის
ზომაზე; 5) უნდა იყოს ადვილად მოსაპოვებელი, დასამუშავებელი, გასაზომი და/ან
დასათვლელი; 6) უნდა განსხვავდებოდეს ბუნებრივ გარემოში და ანთროპოგენული
ზეწოლის შემთხვევაში; 7) უნდა იყოს ეკოლოგიურად მნიშვნელოვანი. ვინაიდან
ბუნებაში არც ერთი სახეობა მსგავს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს, საჭირო გახდა
ინდიკაციისათვის სახეობების ნაკრების გამოყენება.

საკვანძო სახეობები მოიცავს:

ქვაკუთხედ სახეობებს (Keystone species) – ესენია შედარებით იშვიათი სახეობები,


რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ეკოსისტემის ფუნქციონირებაში და
რომელთა გაქრობა მასში უარყოფით პროცესებს გამოიწვევს. სახეობებს, რომლებზედაც
დამოკიდებულია ეკოსისტემების კეთილდღეობა, ქვაკუთხედ სახეობებს უწოდებენ.
ასეთებია, მაგალითად მსხვილი მტაცებლები.
ფონური სახეობები – ესენია მრავალრიცხოვანი სახეობები, რომლებიც
მნიშვნელოვანი რესურსია სხვა სახეობებისათვის, როგორიცაა მაგალითად კურდღელი;

ეკოლოგიური ინიკატორები (Ecological indicators) – ესენია სახეობები, რომლებიც


განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან გარემოს პირობების მიმართ და რომელთა
გამოყენება შეიძლება ჰაბიტატის ხარისხის შესაფასებლად. ტერმინი ინდიკატორი
სახეობა შესაძლოა ბევრნაირად იქნეს გაგებული. ეს შეიძლება იყოს 1) სახეობა, რომლის
არსებობა მიუთითებს სხვა ისეთი სახეობების არსებობაზე, რომელთა ნაკლებობა
სახეობების მთელი კომპლექსის არყოფნას ნიშნავს; 2) ქვაკუთხედი სახეობები, რომელთა
არსებობას ან არარსებობას ეკოსისტემაში მოსდევს თუნდაც ერთი სხვა სახეობის
სასიცოცხლო ციკლის ცვლილებები; 3) სახეობები, რომელთა არსებობა ეკოსისტემაში
მიუთითებს ძლიერ ანთროპოგენულ ჩარევაზე, როგრიცაა მაგალითად, ჰაერის, ან წყლის
დაბინძურება (მათ უმეტესად დაბინძურების ინდიკატორი სახეობები ეწოდებათ)
მაგალითად ლიქენები, ნიადაგში და ხის შტამებზე თავისუფლად მცხოვრები ჯავშნიანი
ტკიპები, ზოგი თევზი (კალმახი) და წყლის უხერხემლოები, რომლებიც განსაკუთრებით
მგრძნობიარენი არიან წყლის დაბინძურების მიმართ; 4) დომინანტი სახეობები,
რომლებიც ქმნიან ამ ტერიტორიის ძირითად ბიომასას, ან რიცხოვნობას; 5) სახეობები,
რომლებიც მიუთითებენ გარემოს კონკრეტული პირობების შესახებ, მაგალითად,
ნიადაგის გარკვეულ ტიპზე; 6) მგრძნობაირე სახეობები, რომლებიც ადრეულ ეტაპზე
გრძნობენ გარემოს ცვლილებას, როგორიცაა მაგალითად გლობალური დათბობა და 7)
მენეჯმენტის ინდიკატორი სახეობები, რომლებიც ზოგ შემთხვევაში გამოიყენება
ჩატარებული კონსერვაციული საქმიანობის წარმატების შესაფასებლად. ასეთია,
მაგალითად ჭიანჭველას სახეობები, რომლებიც პირველები რეაგირებენ გარემოს
რეაბილიტაციაზე. მენეჯმენტის ინდიკატორი სახეობის მაგალითია აგრეთვე აფრიკის
ველური ძაღლი. ველური ძაღლები ძალიან მგრძნობიარენი არიან ჰაბიტატის
ფრაგმენტაციის მიმართ. ამიტომ, ადგილობრივი გამრავლების უნარის მქონე
პოპულაციები ველური ბუნების მენეჯმენტის შესანიშნავი ინდიკატორები არიან.
კერძოდ, მათი რიცხოვნობის კლება მიუთითებს ანთროპოგენულ ექსპანსიასა და
ჰაბიტატის ფრაგმენტაციაზე:

1) ველური ძაღლები ბინადრობენ ვრცელ ტერიტორიაზე და ამიტომ დაცულ


ტერიტორიაზე მობინადრე ძაღლებიც კი ხშირად აღმოჩნდებიან ხოლმე ადამიანის
სიახლოვეს, ან ნაკრძალის საზღვართან. დაცულ ტერიტორიაზე ნაპოვნი მკვდარი
გარეული ძაღლების უმეტესობა მოკლულია, მოწამლულია, გაჭყლეტილია მანქანით, ან
დაღუპულია შინაური ძაღლებისაგან გადადებული დაავადებებით;

2) ადამიანის საქმიანობა საფრთხეს უქმნის ვრცელი ნაკრძალია ტერიტორიაზე


ბინადარ გარეულ ძაღლებსაც კი.

3) 10 000 კვ. კმ-ზე პატარა ტერიტორიებზე არ მოიძებნება უსაფრთხო ადგილები,


სადაც გარეული ძაღლები არ დაზარალდებიან “კიდის ეფექტის” გამო. ამიტომ
ლანდშაფტის ფრაგმენტაციისას ფაუნიდან პირველად სწორედ ისინი ქრებიან.
1, 2, და მე-4 ტიპები განიხილება, როგორც ბიომრავალფეროვნების ინდიკატორები და 3,
5, 6 და მე-7 – როგორც აბიოტური პირობების და/ან ეკოლოგიური პროცესების
ცვლილებების ინდიკატორები.

ქოლგა სახეობები (umbrella species) – სახეობები, რომლებიც სიცოცხლისუნარობის


შესანარჩუნებლად საჭიროებენ დიდი ზომის ბუნებრივ ჰაბიტატებს. ასეთი სახეობების
დაცვა იწვევს მრავალი ისეთი სახეობის დაცვას, რომლებიც ბინადრობენ ქოლგა
სახეობის ჰაბიტატის ტერიტორიაზე და ცალ-ცალკე ნაკლებად ცნობილნი და ძნელად
დასაცავნი არიან. ქოლგა სახეობების მაგალითია მსხვილი მტაცებლები.

ფლაგმანი სახეობები (Phlagship species) – საზოგადოებისთვის მიმზიდველი


სახეობები. ასეთებს როგორც წესი ხერხემლიან ცხოველთა სახეობები მიეკუთვნება. ამის
გამო მათ ხშირად იყენებენ მოსახლეობის ყურადღების მისაპყრობად კონსერვაციული
საქმიანობისადმი. ასეთებია მაგალითად, შველი, ირემი, ჯიხვი, დათვი და ა. შ.

პრობლემური სახეობები – სახეობები, რომლებიც თავიანთი გარეგნობით ზიზღს


იწვევენ ან/და ცხოვრების ნირით პრობლემებს უქმნიან ადამიანებს (და ამის გამო
ნადგურდებიან კიდეც); მაგალითად, აფთარი, სხვადასხვა ქვეწარმავლები, ან მგელი,
რომლეიც თავს ესხმის საქონელს.

სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელებს სხვადასხვა ფლაგმანი და


პრობლემური სახეობები ჰყავთ. მაგალითად, ერთ-ერთი ექსპერიმენტის დროს
ბრიტანეთის და ტანზანიის ბავშვებს სთხოვეს ჩამოეთვალათ მათი საყვარელი
ცხოველები. აღმოჩნდა, რომ ტანზანიელებს, რომლებიც დაცული ტერიტორიების
სიახლოვეს ცხოვრობენ, უარყოფითი დამოკიდებულება აქვთ იმ ცხოველებისადმი,
რომლებიც მოწონთ ბრიტანელ ბავშვებს. ბრიტანელები აღიარებდნენ ტრადიციულ
ფლაგმან სახეობებს, როგორებიცაა ვეფხვი, ლომი და მაიმუნები, რომლებიც მათთვის
უცხო და საინტერესოა. ამის საპირისპიროდ, ტანზანიელ მოსწავლეებს ეშინიათ
მტაცებლების. ისინი მათთვის პრობლემურ სახეობებს წარმოადგენენ. მათი საყვარელი
ცხოველებია ზებრა და ჟირაფი მათი სილამაზისა და გემრიელი ხორცის გამო. მისწონთ
აგრეთვე სპილოები. მათი ეშინიათ კიდეც, მაგრამ იმდენად დიდია სპილოების
სანახავად მოსული ტურისტებისაგან მიღებული შემოსავალი, რომ ეს შიშს გადაწონის.

ფლაგმან, ქოლგა და პრობლემურ სახეობებად აღიარებენ უმეტესად იმ


ორგანიზმებს, რომლებიც რამდენიმე პირობას აკმაყოფილებენ:

1) გეოგრაფიული გავრცელება ¬– სახეობა უნდა გვხვდებოდეს კონკრეტულ


ტერიტორიაზე და ტიპური უნდა იყოს ჰაბიტატისათვის;

2) კონსერვაციული სტატუსი – ეს სახეობები როგორც წესი, რისკის ქვეშ იმყოფებიან


და კონსერვაციონისტების ყურადღებას იქცევენ;

3) ეკოლოგიური როლი ¬– მათ როგორც წესი ცენტრალური როლი უკავიათ


ეკოსისტემის ფუნქციონირებაში. ისინი განსაზღვრავენ სახეობებს შორის ურთიერთობებს
და თითქოსდა უმნიშვნელო სახეობის როლს ეკოსისტემაში;
4) ცნობადობა – სახეობა კარგად უნდა იყოს ნაცნობი ფართო საზოგადოებისათვის
და ადვილად უნდა განირჩეოდეს სხვა სახეობებისგან;

5) გარეგნული მიმზიდველობა – საკვანძო სახეობები ხშირად გამოიყენებიან


ორგანიზაციების სიმბოლოებად, გამოისახებიან ღერბებზე და ა. შ. მაგალითად, დიდი
პანდა, რომელიც WWF -ის ემბლემაა, ლომები ბრიტანეთის ღერბზე და ა. შ.

6) ქარიზმა – ეს სახეობები როგორც წესი გარეგნობით გამოირჩევიან და


ყურადღებას იქცევენ;

7) კულტურული მნიშვნელობა – სახეობების კულტურული მნიშვნელობა


გამოიხატება მათ კავშირში ფოლკლორთან, ხელოვნებასთან, ან მათ გამოყენებაში
საკვებად ან სხვადასხვა ხელსაწყოების დასამზადებლად;

8) პოზიტიური ასოციაციები – ეს სახეობები როგორც წესი იწვევენ ფართო


საზოგადოების მკვეთრად გამოხატულ პოზიტიურ ან ნეგატიურ ასოციაციებს;

9) ტრადიციული გაგება – ტრადიციული შეხედულებები სახეობის შესახებ


შესაძლოა მნიშვნელოვანი მასალა აღმოჩნდეს კონსერვაციონისტებისათვის;

10) ტრადიციული სახელები ¬– ხშირად ცხოველის ტრადიციული სახელოც ბევრს


მეტყველებს მისი გარეგნობის, ან ქცევის შესახებ.

მოვიყვანოთ საქართველოში გამოყოფილი ზოგიერთი საკვანძო სახეობის


მაგალითი.: მურა დათვი (Ursus arctos), მგელი Canis lupus), ქურციკი (Gasella subguturosa),
ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), ფოცხვერი (Lynx lynx), გიურზა (Vipera lebettina). ეს
საკვანძო სახეობები მოიცავენ ეკოსისტემის თითქმის ყველა ჰაბიტატს, მათ მიმართ
განხორციელებული ღონისძიებები ირიბად იმოქმედებენ ეკოსისტემაში გავრცელებული
სხვა სახეობების კონსერვაციასა და მდგრად გამოყენებაზე. ზოგი მათგანი საკვანძო
სახეობების რამდენიმე კატეგორიას შეიძლება მივაკუთვნოთ (ცხრ. 1). რაც უფრო მეტ
კატეგორიას მიეკუთვნება სახეობა, მით მეტად მნიშვნელოვანია იგი კონსერვაციული
თვალსაზრისით.

cxrili1

sakvanZo saxeobebis magaliTebi

დათვი (Ursus arctos) ქოლგა, ფლაგმანი, პრობლემური

მგელი (Canis lupus) ქოლგა, პრობლემური

ქურციკი (Cazella subguturosa) ქვაკუთხედი, ინდიკატორი, ფლაგმანი

ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena) ქვაკუთხედი, პრობლემური, ქოლგა

ფოცხვერი (Lynx lynx) ქვაკუთხედი, პრობლემური, ქოლგა


გიურზა (Vipera lebettina) ქვაკუთხედი, პრობლემური

ბიოსენსორები გარემოსდაცვითი მინიტორინგისთვის


ბიოსენსორების ტექნიკისა და გარემოსდაცვითი მოწყობილობების კვლევა, ისევე, როგორც
სენსორული უჯრედების განვითარების გენეტიკური ინჟინერია, ბოლო ხანებში
გაფართოვდა.

გარემოსდაცვითი ბიოსენსორები ანალიტიკური მოწყობილობებია, რომლებიც


შედგება ბიოლოგიური მგრძნობიარე ელემენტისაგან ან ბიომარკერისაგან (ფერმენტი,
ანტისხეულის რეცეპტორები ან დნმ) , რომელიც დაკავშირებულია ფიზიკურ გადამყვანთან
(ოპტიკური,ელექტროქიმიური) და ერთმანეთთან აკავშირებს გასაზომი ნივთიერების
კონცენტრაციას და გაზომვის უნარის მქონე ელექტრულ სიგნალს. (Reis and Hartmeier 1999;
Rodriguez-Mozaz et al.2004).

ზოგადად, ბიოსენსორი ფართო ტერმინია და ნიშნავს ნებისმიერ სისტემას, რომელიც


ბიოლოგიური კომპონენტების გამოყენებით გამოავლენს რაიმე ტიპის სუბსტრატის
არსებობას.

სიგნალი შესაძლოა იყოს ან ელექტრული (სურ. 16) ან საღებავის სახით, რომელიც ფერს
იცვლის. ისინი მოიცავს ბიოლოგიურ ამომცნობ ელემენტს, როგორიცაა ფერმენტი,
ანტისხეული ან უჯრედი, რომელიც გამოვლენილ მასალასთან ურთიერთქმედებს.

ბიოსენსორის აღმოჩენის ჯაჭვი ( ბიოლოგიური მგრძნობიარე ელემენტი და ელექტრული


სიგნალის გადამცემი ელემენტი). 1- სუბსტრატი; 2- მემბრანა; 3- ბიოლოგიური წარმოშობის
სისტემების (ფერმენტები, ანტისხეულები, მიკროორგანიზმები) ამომცნობი ბიოდეტექტორი;
4- სუბსტრატისა და ბიოდეტექტორის ურთიერთქმედებით მიღებული პროდუქტი; 5-
გადამყვანი ( ამოიცნობს პროდუქტს და მას გარდაქმნის ელექტრულ სიგნალად); 6-
გამაძლიერებელი; 7- სიგნალის დამუშავების წერტილი; 8- გამომავალი სიგნალის
დისფლეიერი.
ბიოსენსორები, რომლებიც შედგება ბიოლოგიური მგრძნობიარე ელემენტისა და
ელექტრული სიგნალ გადამცემი ელემენტის კომბინაციისაგან , იდეალურია გარემოს
დაბინძურების ხარისხის შესაფასებლად, რადგანაც ავლენს მაღალ შერჩევითობას,
მგრძნობიარობას, მოკლე რეაგირების დროს, პორტატულობას და ამავდროულად იაფია.

როგორც ცხრილიდან ჩანს დამაბინძურებლების გამოსავლენად მრავალფეროვანი


ბიოლოგიური რეაქციები გამოიყენება.

გამოვლენის პრინციპი გამოვლენილი


დამაბინძურებლები

 ჰიდროთერმულად მიღებული მძიმე მეტალები


ZnO ნანოტუბი და მეტალთან
მიბმული პეპტიდები

 პროტეინზე დაფუძნებული მძიმე მეტალები: (Hg2+, Cd2+,


ფიტოჩელატინი Pb2+, Cu2+, Zn2+)
 ქლოროპლასტის D1 ცილა
ჰერბიციდი
 ფერმენტების იმობილიზაცია
ელექტროპოლიმერიზაციით

მძიმე მეტალები

 ფერმენტული რეაქცია ან მიკრობული პესტიციდები,


მეტაბოლიზმი
ფენოლები

ჰალოგენიზირებული

ნახშირწყალბადები

 რეკომბინანტული ორგანული ნაერთები და


ბიოლუმინესცენტრული ბაქტერია
მძიმე მეტალები

 ფერმენტული ინჰიბირება პესტიციდები ჰერბიციდები

მძიმე მეტალები

 ფოტოსინთეზური აქტივობა ჰერბიციდები


 მოლეკულურად მდიდარი მემბრანა პესტიციდები

 იმუნოქიმია

ორგანული ნაერთები,
პესტიციდები, ჰერბიციდები

ბიოსენსორები იყენებენ, როგორც ცილაზე დაფუძნებულ (ფერმენტი, ლითონ-


დამაკავშირებელი ცილა და ანტისხეული), ისე მთლიანად უჯრედზე დაფუძნებულ
(ბუნებრივი და გმო მიკროორგანიზმები) მეთოდებს. ფაქტობრივად, ბიოსენსორები
წარმოადგენს ბიოტექნოლოგიისა და მიკროელექტრონიკის ინტეგრაციულ კომბინაციას.
ისინი გამოიყენება სინჯის ეკოლოგიური ტოქსიკურობის შესამოწმებლად. მგრძნობიარე
ელემენტი შესაძლოა იყოს ფერმენტი, ანტისხეულები, დნმ, ან მიკროორგანიზმები; ხოლო
გადამცემი შესაძლოა იყოს ელექტროქიმიური, ოპტიკური, ან აკუსტიკური.

მიკროორგანიზმები
ფერმენტები
 აინჰიბირებენ უჯრედულ სუნთქვას
 დამაბინძურებლების დამაბინძურებლებით ანტისხეულები
კატალიზური გარდაქმნა  სპეციფიქური დამაბინძურებლების მიერ
 დამაბინძურებლების შეცნობის პრომოუტერი , გენის ექსპრესიის,  დამაკავშირებელი ან
ფერმენტული აქტივობის ფერმენტების სინთეზისა და კატალიზური კლასის სპეციფიკური
მოდიფიკაცია აქტივობის შემდგომ კავშირი დამაბინძურებლის
 ფერმენტული აქტივობის  იდენტიფიცირება და ჩამოთვლა მიმართ
სპეციფიკური ინჰიბირება მიკროორგანიზმების იმუნორეცეპტორის ან
დამაბინძურებლების მიერ დნმ თანმიმდევრობის ჰიბრიდიზაციის
სენსორული მეთოდით

ბიოსენსორების გამოყენება იმავე ელემენტით განმეორებითი გაზომვების საშუალებას


იძლევა და შესაძლოა გამოყენებულ იქნას გარემოს დამაბინძურებლების ფართო სპექტრზე,
ისევე როგორც ბიოლოგიურ პროდუქტებზე. ბიოკატალიზატორი (3) სუბსტრატს
პროდუქტად გარდაქმნის. ეს რეაქცია განისაზღვრება გადამყვანის (5) მიერ , რომელიც
პროდუქტს ელექტრულ სიგნალად გარდაქმნის. გადამყვანიდან გამომავალი სიგნალის
გაძლიერება(6), დამუშავება (7) და ჩვენება (8) .

მთლიანი უჯრედის ბიოსენსორები, რომლებიც დაფუძნებულია ქლოროფილის


ფლუორესცენტობაზე ან ფერმენტის ინჰიბირებაზე ( ფოსფატაზა და ესთერაზა) , აგებულია
რეალურ დროში გამოვლენისა და ონლაინ მონიტორინგისთვის.

გენეტიკურად მოდიფიცირებული საფუარი გამოიყენებოდა, როგორც ბიოსენსორი


ენდოკრინული სისტემის დამაზიანებელი ქიმიკატების (ესტროგენი ან 17 ბეტა-
ესტრადიოლი) გამოსავლენად . მიუხედავად იმისა, რომ იგი თავდაპირველად ადამიანის
სამკურნალო თერაპიისთვის შეიქმნა, მისი გამოყენება შესაძლებელია დაბინძურების
გამოსავლენადაც.

ბიოლოგიურ ინდიკატორებად ასევე გამოიყენება მცენარეები, კერძოდ მგრძნობიარე


და რეზისტენტული თეთრი სამყურას კლონი (Trifolium repens) ( როგორც ბიომასის
შემცირების ინდიცატორი) და Centraurea jacea ( ყავისფერი სარეველა) , როგორც სახეობის
მოდელი, Brassica oleracea var. acephala-ის ფოთლები, როგორც ბიოლოგიური ნიმუში,
ხემცენარეები სახეობები (მუხა, რცხილა, არყი)

უხერხემლო ცხოველები (მწერები, კობოსნაირები) ასევე ხშირად გამოიყენება


ბიომონიტორინგისთვის

ბიოსენსორები გამოიყენება:

 ნიმუშის ტოქსიკურობის გამოსავლენად ბიოლუმინესცენციის ან


ფლუორესცენციის გამოყენებით;
 წყლის ხარისხის შესამოწმებლად;
 ატმოსფეროს ბიოლოგიური ხარისხის შესამოწმებლად;
 ნიადაგის დაბინძურების შესამოწმებლად

სოფლის მეურნეობის მავნებლებთან


ბრძოლის მეთოდები
1. მავნებლების კონტროლის აუცილებლობა
უხსოვარი დროიდან მოყოლებული ადამიანები განიცდიდნენ მავნებლების მიერ მიყენებულ
ზარალს. დღეისათვის ფერმერები, მენახირეები და სახლის მესაკუთრეები მუდმივ
ბრძოლაში არიან მწერების, მცენარეთა პათოგენების და არასასურველი მცენარეების
წინააღმდეგ, რომლებიც ადამიანების ფაქტიურად ადამიანების კონკურენტები გამოდიან
ნათესების, შინაური ცხოველების და საცხოვრებელი სახლების ათვისებაში.

ერთ ერთი ლექსიკონის მიხედვით, მავნებელი არის „ნებისმიერი ზიანის მომტანი,


გამანადგურებელი ან შემაწუხებელი ორგანიზმი“. ეს განმარტება მოიცავს ორგანიზმების
დიდ მრავალფეროვნებას, რომლებიც უშუალო შეხებაში არიან ადამიანთან ან მის სოციალურ
ან ეკონომიკურ მისწრაფებებთან: პათოგენებს, შემაწუხებელ ველურ ცხოველებს,
გამაღიზიანებელ მწერებს, ობობებს და ა.შ.

სოფლის მეურნეობის მავნებლები ის ორგანიზმები არიან, რომლებიც კულტურული


ნათესებით, ან დეკორატიული მცენარეებით ან ცხოველებით იკვებებიან. მათგან
გამოირჩევიან მწერები, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ზოგი სოკო, ვირუსი, ჭია,
ლოკოკინა, მატლი, ვირთაგვა, თაგვი და ფრინველი. სარეველები ის მცენარეები არიან,
რომლებიც სინათლესა და საკვებ ნივთიერებებს ეცილებიან სასოფლო–სამეურნეო
კულტურებს, ტყეებს და საფურაჟე ბალახეულობას. ზოგი არასასურველი მცენარე წამლავს
საქონელს ან სხვა სერიოზული ზიანის მომტანია; სხვები არასასურველ შესახედაობას
აძლევენ გაზონებსა და ბაღებს. ამ მავნებლების გაკონტროლებას სამი მთავარი მიზანი აქვს:
დავიცვათ ჩვენი საკვები, დავიცვათ ჩვენი ჯანმრთელობა და ჩვენი კომფორტი.

თანამედროვე ადამიანის კეთილდღეობა დიდწილადაა დამოკიდებული მავნებლების


კონტროლზე. მაგალითად, პესტიციდები აუცილებელი ელემენტია ადამიანის
მომაკვდინებელი ზოგი დაავადების პრევენციისათვის. ამრიგად, გარდა აგრარული
გამოყენებისა, პესტიციდები მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ისეთი დაავადებების
აღსაკვეთად როგორებიცაა მალარია და ძილის ავადმყოფობა.

მავნებლების კონტროლის მნიშვნელობა


მწერები, მცენარეთა პათოგენები და სარეველები აშშ–ს აგრარული პროდუქციის
დაახლოებით 37%–ს ანადგურებენ, რაც წლიურად 122 მლრდ. დოლარის დანაკარგს
შეადგენს მომხმარებლებისა და მწარმოებლებისათვის. მავნებლები მნიშვნელოვან ზარალს
იწვევენ სხვა ქვეყნებშიც: (1) მე-19 ს-ის ბოლოს, კარტოფილის სოკომ Phytophtora infestans
გაანადგურა მოსავლის 70% ევროპაში. (2) „სარეველა ვამპირი“ Striga hermonthica ფესვების
პარაზიტი მცენარეა, რომელიც აღმ. აფრიკას ყოველწლიურად რამდენიმე მლრდ. დოლარის
ზარალს აყენებს. (3) სამხრ. ამერიკაში ფართოდ გავრცელებულმა სოიოს ჟანგამ Phakopsora
pachyrhizi მხოლოდ 2004 წელს ბრაზილიის ეკონომიკას 2 მლრდ. დოლარის ზარალი მიაყენა.
2004 წელს ქარიშხალმა „ივანემ“ მისი სპორები სამხრ. აშშ–ში შეიტანა და ჩრდილოეთისკენ
გაავრცელა, რამაც 2007 წელს 27 მლრდ. დოლარის ზარალი გამოიწვია.

გარემოს დაცვის სააგენტოს მონაცემების მიხედვით, 2001 წელს, მავნებლების მიერ


მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად, გამოყენებული იქნა 88 მლნ. ფუნტი (404 000 ტონა)
ჰერბიციდები (ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კლავენ მცენარეებს) და პესტიციდები
(ქიმიური ნივთიერებები, რომლებიც კლავენ მავნე ცხოველებსა და მწერებს), რომელთა
საერთო ღირებულებამ 11,1 მლრდ. დოლარი შეადგინა. სააგენტოს მონაცემებით, 2001 წელს,
მთელ მსოფლიოში გამოიყენეს 5,05 მლრდ. ფუნტი (2,30 მლნ. ტონა) პესტიციდი, რომელთა
ღირებულება 32 მლრდ. დოლარს შეადგენდა. აგროტექნოლოგიების ისეთმა მეთოდებმა,
როგორებიცაა მონოკულტურების წარმოება და გენმოდიფიცირებული ჯიშების გამოყენება,
გაზარდა მოსავლიანობა, თუმცა ამასთან გაზარდა მავნებლების მიერ მიყენებული
დანაკარგის ოდენობაც – 1950 წელს 31%–დან 2000-იანი წლების 37%–მდე. ბოლო 50 წლის
განმავლობაში ჰერბიციდებისა და სხვა პესტიციდების გამოყენება მრავალჯერ გაიზარდა,
რამაც გამოიწვია ბევრი უკუჩვენება და გაზარდა მათზე დამოკიდებულება.

მავნებლების კონტროლის განსხვავებული მიდგომები


სამედიცინო სფეროში ინფექციური დაავადებების სამკურნალოდ ორი ძირითადი მიდგომა
არსებობს. ერთი მიმართულების მიხედვით პაციენტს უნდა მიეწოდოს ანტიბიოტიკების რაც
შეიძლება დიდი დოზა იმის იმედად, რომ პათოგენი ან განადგურდება, ან შეჩერდება მანამ,
სანამ დაავადება განვითარებას მოასწრებს. მეორე მიდგომის თანახმად პაციენტის იმუნური
სისტემა უნდა გაძლიერდეს ვაქცინაციის საშუალებით რასაც მოჰყვება გრძელვადიანი დაცვა
ინვაზიის წინააღმდეგ. პრაქტიკაში ორივე მიდგომა ფართოდ გამოიყენება ამა თუ იმ
დაავადების სამკურნალოდ.

იგივე მიდგომები განიხილება აგრარული მავნებლების წინააღმდეგ. ერთია ქიმიური


საშუალებები. ანტიბიოტიკებით მკურნალობის მსგავსად ქიმიური საშუალებები
განიხილებიან როგორც „ჯადოსნური ჯოხი“, რომელიც ერთი ხელის მოსმით გაანადგურებს
ან ძალიან შეამცირებს მავნებლებს. ამ მიდგომის წარმატების მიუხედავად, მისი მინუსი
მოკლევადიანი დაცვაა. მეტიც, ქიმიურ საშუალებებს ხშირად აქვს თანმდევი მოვლენები,
რომლებიც ზიანს აყენებენ სხვა ორგანიზმებს.

მეორე მიდგომაა ეკოლოგიური კონტროლი. ადამიანის იმუნური სისტემის გაძლიერების


მსგავსად, ამ მიდგომის მიზანია მაკონტროლებელი აგენტების საშუალებით გრძელვადიანი
დაცვის განვითარება, რაც მავნებლის სასიცოცხლო ციკლისა და ეკოლოგიური კავშირების
ცოდნაზეა დაფუძნებული.მსგავსი აგენტები (ცოცხალი ორგანიზმები ან ქიმიკატები) ორი
მიმართულებით მუშაობენ: ან ძლიერ სპეციფიკურნი არიან კონკრეტული მავნებლის მიმართ
ან მანიპულირებენ ეკოსისტემის სხვადასხვა ასპექტებით. ეკოლოგიური კონტროლის
მიზანია ადამიანების და კულტურული მცენარეებისა და შინაური ცხოველების დაცვა
მავნებლებისაგან და არა მავნებლების განადგურება. ამგვარად მიიღება როგორც მავნებლის
კონტროლი, ისე შენარჩუნდება ეკოსისტემის ერთიანობა.

ეს ორი მიდგომა გაერთიანებულია ერთ მიდგომაში სახელად მავნებლების ინტეგრირებული


მართვა (IPM). IPM ეწოდება მავნებლის პოპულაციის კონტროლს ყველა მოსახერხებელი
მეთოდით – ქიმიური და ეკოლოგიური – ისე, რომ მივიღოთ მავნებლის პოპულაციის
გრძელვადიანი მართვა და ამავდროლად მინიმალური ზეგავლენა იქონიოს გარემოზე. ეს
მიდგომა სულ უფრო ფართოდ გამოიყენება განსაკუთრებით იქ, სადაც პესტიციდების
გამოყენება არასასურველია ჯანმრთელობის რისკების გამო და განვითარებად ქვეყნებში,
სადაც პესტიციდები ხშირად ძვირი ფუფუნებაა.

2. ქიმიური დამუშავება: დაპირებები და პრობლემები


პესტიციდების დახარისხება იმ სახეობების მიხედვით ხდება, რომლებზეც ისინი
მოქმედებენ. არსებობენ ინსექტიციდები (მწერებისთვის), როდენტიციდები (თაგვებისა და
ვირთაგვებისათვის), ფუნგიციდები (სოკოებისთვის), ჰერბიციდები (მცენარეებისთვის)და
ა.შ. თუმცა არც ერთი ქიმიკატი არაა ზუსტად სპეციფიკური იმ ორგანიზმისთვის, რომლის
საკონტროლოდაც იქნა ის შემუშავებული; ყველა მათგანი საშიშია სხვა ორგანიზმებისათვის
ადამიანის ჩათვლით.

ქიმიური ნივთიერებების შემუშავება და მათი წარმატება


მავნებლების გასანადგურებელი ნივთიერებების ძიება მუდმივად მიმდინარეობს. პირველი
ნივთიერებები (ხშირად მათ პირველი თაობის პესტიციდებს უწოდებენ) ისეთ ტოქსიკურ
მძიმე მეტალებს შეიცავდნენ, როგორებიცაა ტყვია, დარიშხანი და ვერცხლისწყალი.
შემდგომში მეცნიერები მიხვდნენ, რომ ეს ნივთიერებები ილექებიან ნიადაგში, ხელს უშლიან
მცენარეების ზრდას და წამლავენ ადამიანებსა და ცხოველებს. გარდა ამისა, ტოქსიკური
მძიმე მეტალები სწრაფად კარგავენ ეფექტურობას, რადგან მწერები ეჩვევიან მათ და
მდგრადობას იძენენ. მაგალითად, 1900–იანი წლების დასაწყისში მეციტრუსეები მავნებელი
ფარიანების (მცირე ზომის მწერი, რომელიც მცენარის უჯრედების წვენით იკვებება) 90%
ანადგურებდნენ იმით, რომ ხეს ბრეზენტს აფარებდნენ და შიგნით მცირე ხნით ასხურებდნენ
ციანიდურ გაზს. 1930 წლისთვის ეს გაზი მავნებლების მხოლოდ 3%–ღა კლავდა.

შემდგომ საფეხურს საფუძვლად 1800–იან წლებში დაწყებული ორგანული ქიმიის აყვავება


დაედო. მე–19 საუკუნეში მეცნიერებმა ათასობით ორგანული ნივთიერება შექმნეს, თუმცა
მათი უმეტესობა თაროზე შემოდებული რჩებოდა, რადგან გამოყენება ვერ მოენახათ. 1930–
იანი წლებისთვის სოფლის მეურნეობის განვითარებასთან და პირველი თაობის
პესტიციდების ჩავარდნასთან ერთად გაჩნდა ახალი საშუალებების პოვნის აუცილებლობა.
დროთა განმავლობაში, ორგანულ ქიმიაზე დაყრდნობით შემუშავდა მეორე თაობის
პესტიციდები.

DDT –ს ისტორია. 1930–იან წლებში შვედმა ქიმიკოსმა პოლ მიულერმა სისტემური ცდები
დაიწყო ორგანულ ნივთიერებებსა და მწერებზე მათი ზეგავლენის შესასწავლად. 1938 წელს
მან აღმოაჩინა დიქლოროდიფენილტრიქლოროეთანი (DDT), ქლორირებული
ნახშირწყალბადი, რომელიც პირველად 50 წლის წინ მიიღეს. DDT–ს რამდენიმე წვეთიც კი
საკმარისი აღმოჩნდა მიულერის ლაბორატორიაში ყველა ბუზის გასანადგურებლად.

ყველას აზრით, სწორედ DDT იყო „ნატვრისთვალი“ – ქიმიური ნივთიერება, რომელიც


ძლიერ ტოქსიკური იყო მწერებისთვის და არატოქსიკური ადამიანებისა და
ცხოველებისათვის. წარმოება ძალიან იაფი ჯდებოდა. მისი წარმოების პიკისთვის – 1960–იან
წლებში ერთი ფუნტი DDT შეძენა 20 ცენტად იყო შესაძლებელი. მას გამოყენების ფართო
სპექტრი ჰქონდა, რაც ნიშნავს, რომ ეფექტური იყო ბევრი სახეობის მწერის წინააღმდეგ. ის
მდგრადიც აღმოჩნდა, რაც ნიშნავს, რომ გარემოში ადვილად არ იშლებოდა და ამრიგად
ხანგრძლივ დაცვას უზრუნველყოფდა. ეს უკანასკნელი თვისება განაპირობებდა მის
ეკონომიურობასაც როგორც გამოყენებული მასალის, ისე მუშახელის დაქირავების მხრივ,
რომელიც მის შესასხურებლად იყო საჭირო.

DDT ომში ... DDT წარმატებული აღმოჩნდა ადამიანის დაავადებების გადამტანი მწერების
წინააღმდეგაც. მაგალითად, მეორე მსოფლიო ომის დროს DDT გამოიყენებოდა ტანის ტილის
წინააღმდეგ, რომელიც ტიფის ერთ ერთი გამავრცელებელი იყო განსაკუთრებით ისეთ
მჭიდრო და ანტისანიტარიულ პირობებში, რაც საჯარისო ნაწილებში სუფევდა. ამის
შედეგად მეორე მსოფლიო ომი იყო პირველი, რომლის დროსაც ტიფით უფრო მცირე
რაოდენობით ჯარისკაცები დაიღუპნენ, ვიდრე საბრძოლო ჭრილობებით. კუნძულ საიპანზე
გაფრქვეული DDT დაეხმარა აშშ საზღვაო ქვეითებს დაემარცხებინათ დენგეს ცხელება და
იაპონელთა არმია. გაეროს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (ჯანმო)DDT–ს იყენებდა
ტროპიკებში კოღოების წინააღმდეგ და ამით დიდწილად განაპირობა მალარიის
შემთხვევების შემცირება. ეჭვგარეშეა, რომ DDT–მ მილიონობით ადამიანის სიცოცხლე იხსნა.
მართლაც, DDT–ს გამოყენების შედეგები იმდენად შთამბეჭდავი იყო, რომ 1948 წელს
მიულერს მიენიჭა ნობელის პრემია მედიცინაში.

და მშვიდობისას ... ომის შემდეგ DDT გამოყენება მკვეთრად გაიზარდა. მას ასხურებდნენ
ტყეებს, რათა აღეკვეთად დეფოლიაციის გამომწვევი ისეთი მწერების მოქმედება, როგორიცაა
ნაძვის ლაფანჭამია. მას გამუდმებით ასხურებდნენ ჭაობებზე, რათა მოესპოთ შემაწუხებელი
კოღოები. მას ასხურებდნენ სოფლად, რათა გაეკონტროლებინათ ხოჭოების პოპულაცია,
რომლებიც მურყანის ჰოლანდიურ ავადმყოფობას იწვევდნენ. DDT ფრიად აქტუალური იყო
აგრარული მავნებლების წინააღმდეგ. მისი ეფექტურობა იმდენად დიდი, იყო, რომ ბევრი
კულტურის მოსავლიანობა მკვეთრად გაიზარდა. ახლა ფერმერებს უკვე შეეძლოთ
უგულებელეყოთ კონტროლის სხვა, უფრო საწვალებელი მეთოდები, როგორებიცაა
კულტურების როტაცია და ნარჩენების განადგურება. მათ შეეძლოთ მოეყვანათ ნაკლებ
მდგრადი, მაგრამ მეტად პროდუქტიული ჯიშები. მათ შეეძლოთ კულტურების წარმოება
ისეთ თბილ და ტენიან კლიმატში, სადაც ადრე მოსავალი უთუოდ განადგურდებოდა
მავნებლების ზემოქმედების შედეგად. მოკლედ რომ ითქვას, DDT საშუალებას იძლეოდა
ეწარმოებინათ ეკონომიური და პროდუქტიული ჯიშები.

DDT–ს წარმატებამ მეცნიერებს უბიძგა შეემუშავებინათ სულ უფრო მეტი სინთეზური


ორგანული პესტიციდი. ამჟამად, აშშ გარემოს დაცვის სააგენტოს (EPA)პესტიციდების
პროგრამა არეგულირებს 18000–ზე მეტ პესტიციდურ პროდუქტს, რომელთა უმეტესობა
სინთეზურ ორგანულ პესტიციდებს მიეკუთვნება. ცხრილში მოყვანილია ზოგი პესტიციდის
დასახელება და მათი მახასიათებლები.

ზოგი პესტიციდის დახასიათება


ინსექტიციდების მაგალითები ტოქსიკურობა მდგრადობა
კლასი ძუძუმწოვრების
მიმართ
ორგანოფოსფატები პარათიონი, მალათიონი, ფორატი, მაღალი საშუალო
ქლოროპირიფოსი (კვირები)
კარბამატები კარბარილი, მეთომილი, მაღალიდან დაბალი (დღეები)
ალდიკარბი, ამინოკარბი, საშუალომდე
კარბოფურანი
ქლორირებული DDT, ტოქსაფენი, დიელდრინი, შედარებით დაბალი მაღალი (წლები)
ნახშირწყალბადები ქლორდანი, ლინდანი
პირეთროიდები პერმეთრინი, ბიფენთრინი, დაბალი დაბალი
ესფენვალერატი, დეკამეთრინი (დღეები)
ჰერბიციდების მაგალითები გავლენა მცენარეებზე
კლასი
ტრიაცინები ატრაცინი, სიმაცინი, ციანიცინი ხელს უშლის ფოტოსინთეზს,
განსაკუთრებით ფართოფოთლოვან
მცენარეებში
ფენოქსი 2–, 4–D; 2-, 4-, 5-T; ჰორმონის მსგავსად ფუნქციონირებს
მეთილქლოროფენოქსიბუტირატი მზარდ ქსოვილებში
(MCPB)
აციდამინი ალაქლორი, პროპაქლორი ხელს უშლის მომწიფებას და თესლის
აღმოცენებას
დინიტროანილინი ტრიფლურალინი, ორიზალინი კლავს ფესვისა და ამონაყარის უჯრედებს,
ხელს უშლის მომწიფებას
ტრიოკარბამატი ეთილპროპილთიოლკარბამატი ხელს უშლის მომწიფებას, განსაკუთრებით
(EPTC)ციკლოატი, ბუტილატი ბალახოვნებში
ფოსფონატი გლიფოსატი ხელს უშლის ამინომჟავების სინთეზს,
კლავს სხვადასხვა მცენარეს

ქიმიური პესტიციდების გამოყენებით გაჩენილი პრობლემები


სინთეზური ორგანული პესტიციდების გამოყენებით წამოჭრილი პრობლემები შეიძლება
შემდეგ კატეგორიებად დაიყოს:

 მავნებლების მიერ რეზისტენტობის შეძენა


 აღდგენა და მეორადი მავნებლების აფეთქება და
 თანმდევი საფრთხეები ადამიანის ჯანმრთელობისა და გარემოს სიჯანსაღისათვის

ეს პრობლემები ფართოდაა გავრცელებული და განმეორებადია, რამაც საბოლოოდ


მავნებლების კონტროლის ალტერნატიული მეთოდების ძიება გამოიწვია

მავნებლების მიერ რეზისტენტობის შეძენა. ფერმერების მუდმივი პრობლემაა, რომ


პესტიციდები დროთა განმავლობაში ეფექტურობას კარგავენ. კონტროლის იგივე ეფექტის
მისაღებად დროთა განმავლობაში საჭირო ხდება სულ უფრო მეტი რაოდენობის გამოყენება,
სულ უფრო მეტი პოტენციური პესტიციდის გამოცდა, ან ერთდროულად ორივე
ღონისძიების მიმართვა. ამ მხრივ, სინთეზური ორგანული პესტიციდები არაფრით სჯობიან
პირველი თაობის პესტიციდებს. მაგალითად, 1946 წელს 2.2 ფუნტი (1 კგ) პესტიციდი
საკმარისი იყო მარცვლეულის 60 000 ბუშელის მისაღებად. 1971 წელს იგივე რაოდენობის
მისაღებად უკვე 141 ფუნტი (64 კგ) იყო საჭირო, ხოლო მავნებლების მიერ მიყენებული
ზარალი წლიდან წლამდე იზრდებოდა.

ევოლუცია მუშაობს. რეზისტენტობა (მდგრადობა) ჩნდება იმიტომ, რომ პესტიციდები


ანადგურებენ მავნებლების მგრძნობიარე ინდივიდებს და ტოვებენ მათ, ვისაც რამენაირი
გამძლეობა ახასიათებს მავნებლების მიმართ. მწერების გამძლე სახეობები ძალიან სწრაფად
ვითარდებიან, რადგან მათ რეპროდუქციის ფენომენალური უნარი გააჩნიათ. მაგალითად
ოთახის ბუზის ერთ წყვილს შეუძლია წარმოშვას ასობით შთამომავალი, რომლებიც სულ
რაღაც ორ კვირაში მწიფდებიან და თავის მხრივ იძლევიან შთამომავლობას. შესაბამისად,
პესტიციდების განმეორებითი გამოყენება ისეთი გენეტიკური ხაზების შეჯვარებას იწვევს,
რომლებსაც მაღალი, ან აბსოლუტური გამძლეობა ახასიათებთ ამ ქიმიკატების მიმართ.
ცნობილია შემთხვევები, როდესაც პესტიციდებისადმი მდგრადობამ მავნებლის რიცხოვნობა
25000–ჯერ გაზარდა. უკანასკნელმა კვლევებმა კოღოების გამძლეობაზე პესტიციდების
მიმართ აჩვენა, რომ რეზისტენტული გენები ძალიან სწრაფად ვრცელდებიან გლობალურად.
მოკლედ რომ ითქვას, პესტიციდებისადმი რეზისტენტობა ამტკიცებს, რომ ბუნებრივი
გადარჩევა ევოლუციის მძლავრი იარაღია.

აღდგენა და მეორადი მავნებლების აფეთქება. სინთეზური ორგანული პესტიციდების


გამოყენების მეორე პრობლემა ის არის, რომ პესტიციდის გამოყენებით მავნებლოს
განადგურების შემდეგ, მისი პოპულაცია არათუ აღდგება, არამედ უფრო დიდი და მწვავე
რაოდენობით აფეთქდება. ამ ფენომენს აღდგენა ჰქვია. სიტუაციას აუარესებს ფაქტი, რომ იმ
მწერების მცირერიცხოვანი პოპულაციები, რომლებსაც ადრე ყურადღებას არავინ აქცევდა,
უეცრად ფეთქდება და ახალ პრობლემებს ქმნის. ამ ფენომენს მეორადი მავნებლის აფეთქება
ჰქვია.

კალიფორნიაში ჩატარებულ ბოლო კვლევაში ჩამოთვლილია მავნებლის 25 ყველაზე დიდი


აფეთქება, რომელთაგან თითოეულმა 1 მილიონზე მეტად აზარალა ეკონომიკა. ერთის გარდა
ყველა მოიცავდა აღდგენას, ან მეორადი მავნებლის აფეთქებას. მეტიც, მეორადი მავნებლები
ხშირად იძენდნენ რეზისტენტობას პესტიციდებისადმი, რითაც უფრო მეტ პრობლემას
ქმნიდნენ. თავდაპირველად, პესტიციდების მომხრეები არ აღიარებდნენ, რომ აღდგენას, ან
მეორადი მავნებლის აფეთქებას რაიმე საერთო ჰქონდა პესტიციდებთან. თუმცა, კარგად
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენეს რომ აღდგენა და მეორადი მავნებლების აფეთქება სწორედ
იმიტომ მოხდა, რომ მწერების სამყარო რთული კვებითი ქსელის ნაწილია.

ამგვარად, ქიმიური მიდგომა ჩავარდა სწორედ იმიტომ, რომ ის არღვევს ძირითად


ეკოლოგიურ პრინციპებს. ამ მიდგომით, ეკოსისტემა სტატიკური ერთეულია, რომელშიც
ერთი სახეობა, მავნებელი, მარტივად შეიძლება მოისპოს. სინამდვილეში, ეკოსისტემა
ურთიერთობების დინამიური სისტემაა და ქიმიური ზემოქმედება ერთ სახეობაზე
აუცილებლად დაარღვევს მას და წარმოქმნის სხვა არასასურველ შედეგებს. მცენარის
მჭამელი მწერების პოპულაციებს ხშირად აკონტროლებენ სხვა მწერები, რომლებიც
პარაზიტობენ ან ჭამენ მათ. პესტიციდებით შეწამვლა ხშირად მეტად ზემოქმედებს ბუნებრივ
მტრებზე, ვიდრე თვითონ მცენარის მჭამელ მწერებზე, რომელთა განადგურებაც იყო
განზრახული. შესაბამისად, შემცირებული ბუნებრივი მტრების პირობებში როგორც სამიზნე
მავნებელი, ისე მცენარის მჭამელი სხვა მწერები აყვავდებიან. ამიტომ, მდგრადობის
მისაღწევად, უნდა გავაცნობიეროთ, თუ როგორ მუშაობენ ეკოსისტემები და ჩვენი
ინტერვენცია მათ უნდა მოვარგოთ.

უარყოფითი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. ისევე, როგორც ყველა ტოქსიკურმა


ნივთიერებამ, პესტიციდებმაც შესაძლოა იქონიონ მწვავე ან ქრონიკული გავლენა ადამიანის
ჯანნმრთელობაზე.

მწვავე გავლენა. ამერიკის მოწამვლის ცენტრების ასოციაციის მონაცემების მიხედვით, 2007


წელს 96300 ადამიანი მოიწამლა პესტიციდებით. მათ უმეტესობას ფერმერები, ან
პესტიციდების საწარმოების მუშაკები შეადგენდნენ, რომლებსაც უშუალო შეხება ჰქონდათ
ამ ნივთიერებებთან.

პესტიციდებით მოწამვლის გლობალური დოკუმენტაცია არ არსებობს, თუმცა უკანასკნელ


წლებში ჯანმომ შეიმუშავა პესტიციდებით მწვავე მოწამვლის დიაგნოსტიკისა და
გამოვლენის სტანდარტები.დოკუმენტების მიხედვით ყოველწლიურად მწვავე მოწამვლით
39 მილიონი ადამიანი ავადდება. შემთხვევების უმეტესობა განვითარებად ქვეყნებში
აღინიშნება, სადაც რეგულაციები და ტრენინგები როგორც წესი, მოიკოჭლებს და
ინფორმაციას პესტიციდების შესახებ ხშირ შემთხვევაში ყურადღება არ ექცევა. მოწამვლის
ძირითადი მიზეზია პესტიციდების არასწორი მოხმარება, თუმცა ჰაერში მათი გაფრქვევის,
პესტიციდებიანი ნარჩენების დამარხვის ან პესტიციდებიან კონტეინერებში სასმელი წყლის
შენახვის შედეგად, ხშირად პესტიციდებთან ბავშვებს ან მთელ ოჯახებს აქვთ კონტაქტი.

ქრონიკული გავლენა. მავნებლების მიერ მოსავლის დაზიანების თავიდან ასაცილებლად


პესტიციდებს ასხურებენ მინდვრებსა და ხეხილის ბაღებში. ისინი გამოიყენება აგრეთვე
მოწეული მოსავლის დასაცავად, რომ მან ბაზრამდე დაუზიანებელი სახით მიაღწიოს.
პესტიციდების ფართო გამოყენების გამო, მომხმარებელი გამუდმებით კონაქტშია მათთან
საკვებზე დარჩენილი ნაწილაკების სახით. პესტიციდებითან შეხების უმეტესობა მწვავე
შედეგებს არ იწვევს. საზოგადო ჯანდაცვის მესვეურების შეშფოთების საგანია ის ფაქტი, რომ
პესტიციდების მინიმალურ მოხმარებასაც კი შეუძლია გამოიწვიოს ქრონიკული ზეგავლენა.
ქრონიკულ ეფექტებს შორისაა კიბოს პოტენციური განვითარება, რაც ცხოვლებზე
ჩატარებულმა ცდებმა დაადასტურა. მართლაც, 20 სახის პესტიციდისთვის გამოვლინდა
კარცინოგენული თვისებები.

სხვა ქრონიკულ შედეგებს განეკუთვნება დერმატიტები, ნევროლოგიური დარღვევები,


მშობიარობის დეფექტები და უნაყოფობა. მაგალითად, მამაკაცთა სტერილურობა პირდაპირ
კავშირშია დიბრომოქლოროპროპანთან, რომელსაც იყენებდნენ ნემატოდების წინააღმდეგ და
რომლის წარმოებაც ამჟამად აკრძალულია. ორი დარღვევა, რომელიც უკანასკნელი
კვლევების მიხედვით, პესტიციდებთანაა დაკავშირებული, არის იმუნური სისტემის
სუპრესია და ენდოკრინული სისტემის დარღვევები. ახალი ეპიდემიოლოგიური
მონაცემების მიხედვით, პესტიციდებთან გრძელვადიანი კონტაქტის შედეგად
შესაძლებელია ზოგ ადამიანში პარკინსონის დაავადების განვითარება. ინდოეთში ქარხნის
მუშების გამუდმებულმა კონტაქტმა პესტიციდებთან გამოიწვია სისხლში თეთრი
უჯრედების ნაკლებობა (თეთრი უჯრედების არსებობა აუცილებელია იმუნური
სისტემისათვის). მსგავსი შედეგები აღინიშნა სოფლის მეურნეობის მუშაკებში ყოფილ სსრკ–
ში. ლაბორატორიული კვლევები აჩვენებენ იმუნური სისიტემის სუპრესიის სხვადასხვა
ფორმას პესტიციდების სახიდან გამომდინარე.

ენდოკრინული დარღვევები. ლაბორატორიულმა ტესტებმა აჩვენა, რომ ზოგი პესტიციდი,


მათ შორის ატრაცინი და ალაქლორი (ჰერბიციდები) და DDT, ენდოსულფანი, დიაცინონი და
მეთოქსიქლორი (ინსექტიციდები) რეაქციაში შედიან რეპროდუქტიურ ჰორმონებთან. ძუძუს
კიბოს შემთხვევითობის მატება ადამიანებში და ცნობები ალიგატორებისა და სხვა
ცხოველების ანომალური სქესობრივი განვითარების შესახებ, იძლევა საშუალებას
გამოითქვას ვარაუდი, რომ ქიმიკატების უმცირესი რაოდენობაც კი საკმარისია, რომ
შეამციროს ესტროგენული (სქესობრივი ჰორმონები, რომლებიც ეფექტურები არიან დაბალი
კონცენტრაციების დროსაც კი) ჰორმონების მოქმედება. არსებობს ცნობები იმის შესახებ, რომ
ფერმერებსა და ჰერბიციდების მომსხურებლებს სპერმატოზოიდების რაოდენობა
შემცირებული აქვთ. უკანასკნელი კვლევის მიხედვით, მამაკაცს, რომელიც პესტიციდების
მცირე დოზას იღებდა, სავარაუდოდ სასმელი წყლიდან, გაცილებით მეტი ალბათობაა, რომ
ჰქონდეს დეფექტური ან მცირე რაოდენობის სპერმატოზოიდები, ვიდრე მას, ვისაც ეს
პესტიციდები არ მიუღია.

ამ ინფორმაციამ კონგრესამდეც მიაღწია, რის შედეგადაც 1996 წელს გამოცემული საკვების


ხარისხის დამცველი აქტის თანახმად, გარემოს დაცვის სააგენტოს დაევალა შეემუშავებინა
ენდოკრინული დარღვევების განმაპირობებელი ქიმიკატების შესაფასებელი პროცედურები.
გარემოს დაცვის სააგენტომ შექმნა მრჩეველთა საბჭო, რომლებმაც გადაწყვიტეს შექმნილიყო
სკრინინგის პროგრამა. 1999 წელს შემუშავდა ენდოკრინული დარღვევების სკრინინგის
პროგრამა, რომელმაც შექმნა სკრინინგისა და ტესტირების პროცედურებში გამოყენების
სხვადასხვა მეთოდიკა. შეირჩა 73 ქიმიკატი, რაც პრაქტიკულად ყველა პესტიციდს მოიცავდა
და 2009 წელს დაიწყო მათი შეფასების ორდერების გამოცემა. ქიმიკატების შერჩევა
ეფუძნებოდა მათი მოხვედრის გზებს ადამიანის ორგანიზმში (საკვების, სასმელი წყლის,
პესტიციდების სახლში გამოყენებისა და სხვა გზებით). წესით ამგვარად ყველა პესტიციდი
უნდა გამოიცადოს, თუმცა პროგრესის ამჟამინდელი ტემპის გათვალისწინებით, ამ პროცესის
დამთავრებას ათწლეულები დასჭირდება.

უარყოფითი გავლენა გარემოზე. მწერების კონტროლისთვის გამოყენებულმა საჰაერო


გაფრქვევებმა ყველაზე მკაფიოდ გამოაჩინა პესტიციდების მოხმარების უარყოფითი
შედეგები გარემოსათვის. ამ საფრთხის კარგი ილუსტრაციაა DDT–ს ისტორია, რომელიც
ფართოდ გამოიყენებოდა 1940–იან, 1950–იან წლებსა და 1960–იანი წლების დასაწყისში.

DDT, გაგრძელება. 1950–იან და 1960–იან წლებში ორნითოლოგებმა (ფრინველების


სპეციალისტებმა) შეამჩნიეს კვებითი ჯაჭვის ბოლო რგოლში მყოფი ფრინველების ბევრი
სახეობის რიცხოვნობის მკვეთრი კლება. ფრინველით მკვებავი ფრინველები, როგორებიცაა
თეთრთავა ფსოვი და ყავისფერი პელიკანი, იმდენად შემცირდნენ, რომ გადაშენების პირას
აღმოჩნდნენ. შემთხვევა გამოიკვლიეს აშშ მეთევზეობისა და ველური სამყაროს სამსახურის
კვლევით ცენტრში მერილენდში, ბალტიმორის მახლობლად. ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა,
რომ პრობლემა რეპროდუქტიულ ჩავარდნაში მდგომარეობდა: კვერცხები ბუდეში
გამოჩეკვამდე ტყდებოდნენ. აღმოჩნდა აგრეთვე, რომ კვერცხის მყიფე ნაჭუჭი დიდი
რაოდენობით შეიცავდა დიქლოროდიფენილდიქლოროეთილენს (DDE), რაც ცხოველის
სხეულში DDT–ს ნაწილობრივი დაშლის პროდუქტია. DDE რეაქციაში შედის კალციუმთან
და იწვევს ფრინველების მიერ თხელნაჭუჭიანი კვერცხების დადებას. შემდგომმა კვლევებმა
აჩვენეს, რომ ბიოაკუმულაციისა და ბიომაგნიფიკაციის გზით ფრინველებში გროვდებოდა
DDT და DDE, რომლის კონცენტრაცია სულ უფრო იმატებდა კვებითი ჯაჭვის ზედა
რგოლებში.

აკუმულაციის გამო ერთი შეხედვით მცირე, უვნებელი დოზები დროთა განმავლობაში


ტოქსიკურ ზღვარს აღწევდა. ამ ფენომენს ბიოაკუმულაცია ეწოდება და ასე უნდა გავიგოთ:
ბევრი სინთეზური ორგანული ქიმიკატი კარგად იხსნება ცხიმებში, ხოლო წყალში – ცუდად.
როდესაც ისინი გადიან ცხიმოვან უჯრედულ მემბრანაში, ხვდებიან წყლიან ხსნარებში და
შემდეგ სხეულის ცხიმოვან შრეებში. ამგვარად, პესტიციდების მსგავსი ორგანული
ქიმიკატები და მათი დაშლის პროდუქტები, რომლებიც ორგანიზმში წყალთან ან საკვებთან
ერთად ხვდება, გროვდება ორგანიზმის ცხიმოვან შრეებში, ხოლო წყალი და წყალში ხსნადი
ნარჩენები შარდთან ერთად გამოდიან გარეთ. ვინაიდან სინთეზური ნივთიერებები
ორგანიზმისთვის არაბუნებრივია, მათი სრული დაშლა შეუძლებელია. არ არსებობს მათი
გარემოში ექსკრეციის მექანიზმიც. შესაბამისად, დროთა განმავლობაში შთანთქმული
დოზები აკუმულირდებიან სხეულში და ადრე თუ გვიან ტოქსიკურ შედეგს გამოიღებენ.

კვებითი ჯაჭვით მაღლა. ბიოაკუმულაცია, რომელიც ინდივიდუალურ ორგანიზმში


მიმდინარეობს, შესაძლებელია კვებით ჯაჭვშიგადაიცეს. თითოეული ორგანიზმი საკვებით
მიღებულ დაბინძურებას აკუმულირებს. ასე, რომ ორგანიზმის დაბინძურება რამდენჯერმე
აღემატება საკვებისას. სწირედ ამიტომ, კვებითი ჯაჭვის შემდგომ საფეხურზე მდგომი
ორგანიზმი გაცილებით დაბინძურებულ საკვებს იღებს და კონცენტრაცია მის ორგანიზმში
კიდევ უფრო იზრდება. საბოლოოდ, კვებითი პირამიდის ძირში არსებული ბიომასის მთელი
დაბინძურება კებითი ჯაჭვის საფეხურებზე კონცენტრირდება სულ უფრო მცირე
რაოდენობის ბიომასაში პირამიდის მწვერვალზე. ბიოაკუმულაციის ზრდის ეს ეფექტი
ბიომაგნიფიკაციის სახელითაა ცნობილი. ბიოაკუმულაციისა და ბიომაგნიფიკაციის ერთ
ერთი ყველაზე ცუდი მხარეა ის, რომ მათ გამაფრთხილებელი სიმპტომები არ გააჩნიათ მანამ,
სანამ ორგანიზმის დაბინძურება იმდენად არ გაიზრდება, რომ პრობლემები შექმნას. სურ. 13–
9 აჩვენებს, თუ როგორ მუშაობდა DDT და მისი პროდუქტები კვებითი ჯაჭვის ზემოთ
უმაღლეს მტაცებლებამდე.

ჩუმი გაზაფხული. 1950–იან წლებში აშშ მეთევზეობისა და ველური სამყაროს სამსახურის


ბიოლოგმა და სამეცნიერო მწერალმა რაშელ კარსონმა დაიწყო ნაშრომების კითხვა DDT–სა
და სხვა პესტიციდების უკუეფექტების შესახებ გარემოზე. ქმედებისკენ კი კარსონს უბიძგა
მეგობრის წერილმა, სადაც ის აღწერდა ფრინველების სიკვდილს საკუთარ საფრინველეში მას
შემდეგ, რაც იქაურობას კოღოების საწინააღმდეგო პესტიციდი მოასხურეს. 1962 წელს
კარსონმა დაასრულა წიგნის ფორმატის დოკუმენტი აშშ–ში ინსექტიციდების უკონტროლო
გამოყენების შესახებ. ეს წიგნი, რომლის სათაურია ჩუმი გაზაფხული, აბსოლუტური
ბესტსელერი გახდა. წიგნის მთავარი გზავნილი იყო ის, რომ თუკი ინსექტიციდების
მოხმარება ამჟამინდელი ტემპებით გაგრძელდება, ერთ დღესაც დადგება გაზაფხული
ფრინველების გარეშე, რომლის შედეგები დამღუპველი იქნება კაცობრიობისათვის.

ჩუმი გაზაფხული ბიძგი გახდა დებატებისთვის, რომელიც დღემდეც გრძელდება. სოფლის


მეურნეობისა და ქიმიური ინდუსტრიის წარმომადგებლები ამბობენ, რომ წიგნი
უპასუხისმგებლო და არამეცნიერულია, რომელიც თუ მას სერიოზულად მივუდგებით,
შეაჩერებს კაცობრიობის პროგრესს. იმავდროულად, წიგნმა დიდი გარღვევა მოახდინა
ეკოლოგიურ აზროვნებაში. შეშფოთება გარემოსა და ჯანმრთელობის გრძელვადიანი
დაზიანების შესახებ, აშშ–სა და ბევრ სხვა ინდუსტრიულ ქვეყანაში 1970–იან წლებში DDT–ს
აკრძალვით დამთავრდა. გარემოში ბიოაკუმულირებისა და პოტენციურად კიბოს გამოწვევის
უნარის გამო აიკრძალა აგრეთვე სხვა ქლორირებული ნახშირწყალბადიანი პესტიციდების
(ქლორდანი, დიელდრინი, ენდრინი და ჰეპტაქლორი) წარმოებაც. DDT–ს აკრძალვის
შემდგომ წლებში ფრინველების საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების მდგომარეობა
გამოსწორდა. დღეისათვის კვლავაც მიმდინარეობს დებატები DDT–ს გამოყენების შესახებ
მალარიის წინააღმდეგ განვითარებად ქვეყნებში (იხ. მართვა. DDT მალარიას
კონტროლისათვის).

დაახლოებით 50 წლის შემდეგ, რეიჩელ კარსენის იდეებმა საფუძველი ჩაუყარეს


თანამედროვე გარემოსდაცვით მოძრაობასა და გარემოს დაცვის სააგენტოს შექმნას. მისი
ჩუმი გაზაფხული კლასიკა გახდა, ხოლო ინსექტიციდებისა და სხვა ტოქსიკური
ნივთიერებების რეგულაციების შემოღება ერთგვარი ძეგლია კარსენისთვის, რომელიც
წიგნის გამოქვეყნებიდან ორ წელიწადში სიმსივნით გარდაიცვალა.

არამდგრადი პესტიციდები: არის ეს გამოსავალი? ქლორირებული ნახშირწყალბადების


მთავარი მახასიათებელი მათი მდგრადობაა; ეს ნიშნავს, რომ მათ ბუნებრივ დაშლას დიდი
დრო სჭირდება. გარემოში დიდხანს დარჩენით ისინი ბევრ ორგანიზმს აბინძურებენ და აქვთ
ბიომაგნიფიკაციის უნარი.ეს მდგრადობა იქიდან მომდინარეობს, რომ ამგვარი ქიმიკატების
რთული სტრუქტურა ძნელი დასაშლელია ნიადაგის მიკრობებისათვის. მაგალითად, DDT–ს
ნახევარი სიცოცხლე 20 წელს უდრის.

იმის გამო, რომ მდგრადი პესტიციდები აიკრძალა, აგროქიმიური ინდუსტრია იძულებული


გახდა აკრძალული ნივთიერებები არამდგრადი პესტიციდებით შეეცვალა. სინთეზური
ორგანული ფოსფატები (მალათიონი, პარათიონი და ქლორიფოსი), ასევე კარბამატები
როგორებიცაა ალდიკარბი და კარბარილი, აქტიურად გამოიყენება ქლორირებული
ნახშირწყალბადების ნაცვლად. ეს ნივთიერებები ფერმენტ ქოლინესტერაზას ინჰიბიტორები
არიან, რომელიც აუცილებელია ცხოველების ნერვული სისტემის ნორმალური
ფუნქციონირებისათვის. მოსხურებიდან რამდენიმე კვირაში ისინი მარტივ არატოქსიკურ
ნაერთებად იშლებიან, შესაბამისად არაა საშიში მათი მიგრაცია შორ მანძილებზე გარემოში
და მოსხურების შემდეგ ადამიანებზე და ველურ სამყაროზე ზემოქმედება.

ტოქსიკურობა. მიუხედავად ამისა, გარკვეული მიზეზების გამო არც არამდგრადი


პესტიციდებია აბსოლუტურად უსაფრთხო გარემოსათვის. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ
ისინი საკმაოდ მდგრადნიარიან იმისთვის, რომ „გაჰყვნენ საკვებს ფერმერიდან
მომხმარებლამდე“.პესტიციდის გარემოზე ზემოქმედება არა მხოლოდ მისი მდგრადობაა,
არამედ მისი ტოქსიკურობაც, დოზირება და მოსხურების ადგილი. ბევრი არამდგრადი
პესტიციდი DDT–ზე ტოქსიკურია. ეს მაღალი ტოქსიკურობა, კომბინირებული
კონტროლისთვის აუცილებელ ხშირ მოსხურებასთან, სერიოზულ საფრთხეს უქმნის
სოფლის მეურნეობის მუშაკებს და პესტიციდებთან კონტაქტის მქონე სხვა პირებს.
მაგალითად, პესტიციდებით მოწამვლის 70%–ის მიზეზი ორგანოფოსფატებია. საკვების
ხარისხის კონტროლის აქტმა გარემოს დაცვის სააგენტოს მოსთხოვა შეემუშავებინა
ჯანმრთელობის ახალი სტანდარტები, რომლებიც შეეხება ბავშვების კონტაქტს ამგვარ
პესტიციდებთან. ახალი სტანდარტებიდან გადახვევას მოჰყვა პარათიონის ყველანაირი
გამოყენების აკრძალვა წარმოებაში და ქლორპირიფოსის აკრძალვა ზედაპირული
გამოყენებისა და გაზონებისათვის. ქლორპირიფოსი აღარ გამოიყენება პომიდორზე და
აკრძალულია მისი გამოყენება ყვავილობის შემდეგ ვაშლზეც. დიაცინონი ფართოდ
გამოყენებული აგრარული ინსექტიციდია; სპექტრაციდის სახელწოდებით მას ხშირად
იყენებდნენ სახლის პირობებშიც. ამჟამად ის აკრძალულია ბევრი აგრარული საქმიანობისას,
ისევე, როგორც შენობების შიგნით და შენობებს გარეთ საყოფაცხოვრებო გამოყენებისათვის.

ფრინველების დაღუპვა. არამდგრად პესტიციდებს გარემოზეც შეუძლიათ იქონიონ გავლენა.


მაგალითად, კარბოფურანს ხშირად იყენებენ იონჯასათვის, ბრინჯისა და სოიოსთვის.
მიუხედავად ამისა, 2006 წელს კოლორადოში მის მოსხურებას მზესუმზირაზე, მოჰყვა
სხვადასხვა სახეობის 2200 ფრინველის სიკვდილი. სხვა ინციდენტის დროს, 800–1200 იხვი
და ბატი დაიღუპა იონჯას მინდვრის კარბოფურანით შეწამვლის შემდეგ. ეს პესტიციდი
ტოსიკურია ადამიანისთვისაც; ჩაის კოვზის ¼–ც კი ფატალურია. ამგვარი რისკების გამო
გარემოს დაცვის სააგენტომ 2008 წელს განაცხადა, რომ აიკრძალებოდა კარბოფურანის
ნარჩენები ნებისმიერი სახის საკვებზე, რითაც საკმაოდ დააფრთხო მისი მომხმარებლები.
სააგენტოს გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზეზს, რომ პესტიციდი არაგამართლებული
რისკი იყო მცირეწლოვანი ბავშვებისათვის.
არამდგრადი პესტიციდების მიერ გამოწვეული კიდევ ერთი საფრთხეა ის, რომ მათდამი
მგრძნობიარენი არიან არა მხოლოდ მავნებელი, არამედ მწერების სასარგებლო სახეობებიც.
ძალიან მგრძნობიარენი არიან მაგალითად, ფუტკრები, რომლებიც გადამწვეტ როლს
ასრულებენ დამტვერვაში. მსგავსი ნივთიერებების გამოყენება ეკონომიკურ ზიანს აყენებს
მეფუტკრეებს და საფრთხის ქვეშ აყენებს დამტვერვას. შემოგარენის რეგულარული შეწამვლა
მალათიონით კოღოების საკონტროლოდ, ამცირებს პეპლებისა და ციცინათელების
რაოდენობას.

დაბოლოს, არამდგრადი პესტიციდები ისევე იწვევენ აღდგენას და მეორადი მავნებლის


აფეთქებას, როგორც მდგრადი პესტიციდები, მავნებლები კი რეზისტენტობას იძენენ
არამდგრადი პესტიციდებისადმი.

3. მავნებლების კონტროლის ალტერნატიული მეთოდები


ბევრი ეკოლოგიური და ბიოლოგიური ფაქტორი ახდენს გავლენას მავნებლისა და
მასპინძლის ურთიერთობაზე. ეკოლოგიური კონტროლი ცდილობს ბუნებრივი ფაქტორებით
მანიპულირებას იმისთვის, რომ მოსავალიც და ადამიანიც დაცული იყოს გარემოსა და
ადამიანის ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე. ეს ქიმიური ზემოქმედებისაგან
განსხვავებული მიდგომა დამოკიდებულია მავნებლის ურთიერთქმედების გაგებაზე
მასპინძელთან და გარემოსთან. რაც მეტი ვიცით ციკლში მონაწილე ორგანიზმების შესახებ,
მით მეტია ეკოლოგიური კონტროლის შესაძლებლობები.

მწერების ბევრ ჯგუფს აქვს ასეთი რთული სასიცოცხლო ციკლი. თითოეული სტადიის
განვითარებას გარკვეული აბიოტური ფაქტორების ერთობლიობა სჭირდება და თითოეულ
სტადიას შეიძლება ჰყავდეს თავისი პარაზიტი ან მტაცებელი. ყოველი სტადიის
დასრულებას ჰორმონების მიერ მოწოდებული სიგნალი განაპირობებს. შეჯვარება, საკვების
ძიება და ქცევის სხვა სახეები კი გარეგან ქიმიურ სიგნალებზეა დამოკიდებული. ამ
საკითხების ცოდნა გვეხმარება გავიგოთ, თუ როგორ შეიძლება მავნებლების კონტროლი
მათზე სინთეზური ქიმიური პესტიციდებით ზემოქმედების გარეშე.

მავნებლების ეკოლოგიური კონტროლის ოთხი ძირითადი კატეგორია არსებობს: (1)


კულტურული კონტროლი, (2) კონტროლი ბუნებრივი მტრებით, (3) გენეტიკური კონტროლი
და (4) ბუნებრივი ქიმიური კონტროლი. ქვემოთ მათ სათითაოდ განვიხილავთ.

კულტურული კონტროლი
კულტურული კონტროლი ერთი ან მეტი ეკოლოგიური ფაქტორის არაქიმიური ცვლილებაა
ისე, რომ გარემო მავნებლისთვის არაკომფორტული გახდეს ან ისე, რომ მან მსხვერპლამდე
ვერ მიაღწიოს. კონტროლის ეს სახე ყველა დონეზე გამოიყენება – ცალკეული მოსახლის,
ფერმერის, ან თუნდაც ხელისუფლების მიერ.

მოსავლის, ბაღებისა და გაზონების მავნებლების კონტროლი. ცალკეული მოსახლეები დიდი


რაოდენობით ჰერბიციდებს ხმარობენ საკუთარი გაზონების იერსახის შესანარჩუნებლად.
გაზონზე სარეველების აღმოცენების ძირითადი მიზეზი ბალახის ძალიან მოკლედ გაკრეჭვაა.
თუ ბალახს 8სმ სიმაღლეზე დავტოვებთ, მისი სიმჭიდროვე საკმარისი იქნება
სარეველებისგან დასაცავად. ამრიგად, ბალახის სიმაღლის კონტროლი კულტურული
კონტროლის ერთ ერთი საშუალებაა. მავნებლების კონტროლი მებაღესაც შეუძლია თუკი
ბაღში მავნებლების დასაფრთხობ მცენარეებს დარგავენ. ვარდი მიმზიდველია,
ქრიზანტემები კი მწერებს განდევნიან.

ზოგი პარაზიტი ალტერნატიულ მასპინძელს საჭიროებს და ამრიგად, მათი კონტროლი ამ


მასპინძლის აღმოფხვრითაც შეიძლება. გარდა ამისა, ცოცხალი ღობეები, მესრები და
ფანჩატურები ქმნიან თავშესაფრებს, სადაც მავნებლების ბუნებრივი მტრები (ფრინველები,
ამფიბიები, ჩოქელები და ა.შ.) სახლობენ.

მოსავალი. მოსავლის აღების შემდგომი ნარჩენები ძალიან მნიშვნელოვანია. მცენარეების


დაავადებების გამომწვევი სპორები და მწერები სასიცოცხლო ციკლის ნაწილს მოსავლის
აღების შემდეგ დარჩენილ გამხმარ ფოთლებში, ღეროებში ან სხვა ნარჩენებში ატარებენ. ამ
მასალის დაწვა ან მათი მოხვნა მინიმუმამდე დაიყვანს მავნებლის პოპულაციებს. ბაღებში
ბალახის ღეროების ან თივის გასუფთავებული მულჩი ხელს შეუშლის სარეველების
განვითარებას და დაიცავს ნიადაგს გამოშრობისა და ეროზიისგან. ნაკვეთზე წლების
განმავლობაში ერთი სახის კულტურის მოყვანა სიცოცხლეს უნარჩუნებს კონკრეტულ
მავნებელს. შესაბამისად, კულტურების როტაცია – კულტურების შეცვლა წლიდან წლამდე –
კონტროლის კარგი საშუალებაა, რადგან პირველი კულტურის მავნებელი ვერ გამოიკვებება
მეორე კულტურის მავნებლით და პირიქით. როტაცია განსაკუთრებით ეფექტურია ფესვების
ნემატოდების (მრგვალი ჭიები, რომლებიც ნიადაგში ცხოვრობენ და ფესვებზე იკვებებიან)
და სხვა ისეთი მავნებლების კონტროლისათვის, რომლებიც შორ მანძილებზე ვერ
გადაადგილდებიან.

ეკონომიურობის გასაზრდელად სოფლის მეურნეობა თანდათანობით მონოკულტურების


გზით ვითარდებოდა. გავიხსენოთ მარცვლეულის ბეღელი, ბამბის პლანტაციები და ა.შ.
როდესაც მავნებლის აფეთქება ხდება, მონოკულტურა ყველაზე ხელსაყრელია მისი სწრაფი
გამრავლებისა და გავრცელებისათვის. მავნებლის აფეთქების შეჩერება შესაძლებელია და
ბუნებრივი კონტროლი სწრაფად განხორციელდება თუკი კულტურები შერეულია და მათგან
ზოგიერთი მავნებლებისათვის გამოუსადეგარია. ბრიტანეთში ფართოდ გამოიყენება
კულტურების სხვადასხვა ჯიშების კვლებად დარგვა, კულტივირებული და
არაკულტივირებული კვლების მონაცვლეობით რომლებზეც არაა შესხურებული
პესტიციდები. ამგვარად მავნებლების ბუნებრივ მტრებს შეუძლიათ თავი
არაკულტივირებულ კვლებს შეაფარონ.

საზღვრის კონტროლი. მავნებლების კონტროლი ძალიან რთულდება, თუ ისინი შემთხვევით


ან განგებ შემოიყვანეს სხვა ქვეყნებიდან. ამიტომ აუცილებელია მათი ქვეყანაში შემოყვანის
აღკვეთა. აშშ-ში ისეთი ბიოლოგიური მასალის შეყვანა, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს
მავნებელ მწერებს ან პათოგენებს ან აკრძალულია, ან კარანტინს, ფუმიგაციას ან სხვა სახის
დამუშავებას ექვემდებარება, რაც მავნებლების გაუვნებელყოფას უზრუნველყოფს. ამის ერთ
ერთი უკანასკნელი მაგალითია აზიური გრძელცხვირა, რომელიც შეფუთულ პაკეტებს
შემოჰყვა ჩინეთიდან. ხოჭო ძლიერ აინფიცირებს ჯანსაღ ნეკერჩხალს, არყს, ალვას, და ვერხვს
და შესაძლოა მათი სიკვდილიც კი გამოიწვიოს. შესაბამისად გაჩნდა ახალი რეგულაციები,
რომ ჩინეთიდან იმპორტირებული ხის ყუთები და ავეჯი წინასწარ თერმულად ან ქიმიურად
უნდა დამუშავდეს.
ადამიანის მავნებელი მწერების კულტურული კონტროლი. ჩვენ გამუდმებით ვაწარმოებთ
კულტურულ კონტროლს სხვადასხვა დაავადებების და პარაზიტული ორგანიზმების
წინააღმდეგ. ზოგი ეს ქმედება იმდენად ბუნებრივია ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის,
რომ ვერც კი ვაცნობიერებთ. მაგალითად, საკანალიზაციო ნარჩენების გატანა და სასმელად
სუფთა წყლის გამოყენება კულტურული ქმედებებია, რომლებიც წყლიდან მიღებული
დაავადების გამომწვევი ორგანიზმებიდან გვიცავენ.თმის ვარცხნა, დაბანა და სუფთა
ტანსაცმლის ტარება გვეხმარება თავის და ტანის ტილის და რწყილებისაგან თავდაცვაში.
საწოლის თეთრეულის გამოცვლა საწოლის ბაღლინჯოსგან გვიცავს. ნაგვის გატანა და
სახლის დასუფთავება, ყველა ხვრელის ამოქოლვა, ფანჯრებზე ბადეების გაკვრა გვიცავს
ტარაკნების, რწყილების, კოღოების, თაგვების და სხვა მავნებლებისაგან. საკვების სუფთად
მომზადება კი დაავადების გავრცელებას უშლის ხელს. საკვების მაცივარში შენახვა, გაყინვა,
მოხუფვა, და გამოშრობახელს უშლის საკვების ლპობის, მოწამვლის და გაფუჭების
გამომწვევი ორგანიზმების გამრავლებას.

თუ ამ ქმედებებიდან რომელიმე ამოვარდება, როგორც ეს კატასტროფების დროს ხდება


ხოლმე, ჩნდება პარაზიტებისა და დაავადებების აფეთქების და გავრცელების საფრთხე.

კონტროლი ბუნებრივი მტრების მიერ


არსებობს ბუნებრივი მტრების ოთხი ტიპი: მტაცებლები, პარაზიტოიდები, პათოგენები და
მცენარის მჭამელები. კონტროლის ეს ტიპი მთელ მსოფლიოში გამოიყენება. აღმოსავლეთ
აშშ–ში შემოიყვანეს მცირე ზომის მტაცებელი ხოჭოები, რომლებიც გამოიყენება ცუგას ხეების
ასევე იმპორტირებული პარაზიტი ხის ჩრჩილების წინააღმდეგ. აფრიკაში ფქვილის ღრაჭიკას
აკონტროლებენ პარაზიტოიდი კრაზანები; ეს კრაზანები ასევე ეფექტურნი არიან
მუხლუხების პოპულაციების წინააღმდეგ. ცენტრალურ აფრიკაში უდაბნოს კალიის გუნდები
მთლიანად გააკონტროლა „მწვანე ძალის“ მოსხურებამ მინდვრებზე. ესაა სოკო Metarhizium
anisopliae–ს სპორების ნაზავი ზეთთან. წყლის ჰიაცინტი, რომელიც აფრიკის ბევრი ტბის
ზედაპირს ფარავს, ბრაზილიული გრძელცხვირას ინტროდუქციის შედეგად აღმოიფხვრა.
ამჟამად სარეველების 30–ზე მეტი სახეობა ლიმიტირებულია ჰაბიტატებში
ინტროდუცირებული მწერების მიერ.

ჯანსაღი მეცნიერება. კრაზანები 1, ღრაჭიკები – 0.


მცენარე კასავა (მანიოკა) სამხრეთ ამერიკული წარმოშობისაა მაგრამ მთელს ტროპიკულ
სარტყელში მოყავთ. ცენტრალურ აფრიკაში ის 200 მილიონზე მეტი ადამიანის ძირითადი
საკვები პროდუქტია, რაც იმ რეგიონის მოსახლეობის ერთ მესამედს შეადგენს. კასავა
მაღალპროდუქტიული კულტურაა და იმის გამო, რომ მის მოყვანას თანამედროვე
ტექნოლოგიები არ სჭირდება, ფერმერებისთვის მისი მოვლა დიდ სირთულეს არ
წარმოადგენს.

ფქვილის ღრაჭიკა, რომელიც აფრიკაში ადრე რეგისტრირებული არ ყოფილა, 1970–იან


წლებში იქნა ინტროდუცირებული კონგოში და იქიდან მთელ რეგიონში გავრცელდა,
გზადაგზა კი განადგურებულ მოსავალს და ასობით მშიერ ადამიანს ტოვებდა. ზაირმა და
კონგომ, რომელთაც პესტიციდების შეძენის საშუალება არ ჰქონდათ, დახმარებისთვის
ნიგერიის ტროპიკული სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ინსტიტუტს მიმართეს. ჯგუფმა
შეიმუშავა ბიოლოგიური კონტროლის პროგრამა და დაიწყო ღრაჭიკას ბუნებრივი მტრების
ძებნა.
კასავას წარმოშობის ცენტრში, პარაგვაიში, მეცნიერებმა აღმოაჩინეს ფქვილის ღრაჭიკა და
ნახეს, რომ მისი პოპულაცია კონტროლდებოდა ბუნებრივი მტაცებლების და პარაზიტების
მიერ. ინტენსიური კვლევების შედეგად მეცნიერებმა გაარკვიეს პარაზიტოიდი კრაზანა
Anagyrus lopezi, რომელიც პირველი კანდიდატი იყო ღრაჭიკას ბუნებრივი
კონტროლისათვის. მდედრი კრაზანა დაახლეობით სასვენი ნიშანი მძიმის ზომისაა. ის ეძებს
ფქვილის ღრაჭიკას, აბრუებს მას ნესტრით და ზედ დებს კვერცხებს, რომლებიც ღრაჭიკას
სხეულში იჩეკებიან და გზას იკაფავენ ზედაპირისკენ. როდესაც ღრაჭიკა–კრაზანას ეს
ურთიერთობა დადგინდა, დაიწყო კრაზანას გამრავლების კამპანია ლაბორატორიაში
გამოყვანილ ღრაჭიკებზე და მათი გაშვება ბუნებაში. წარმატება თავბრუდამხვევი აღმოჩნდა:
პაწაწინა კრაზანებმა ღრაჭიკა თთქმის მთელ აფრიკაში გააკონტროლეს. გამოთვლილია, რომ
დახარჯულმა თითოეულმა დოლარმა 149$ მოგება მოიტანა მოსავლის სახით. საუკეთესო
შედეგი კი ისაა, რომ ეს კონტროლი მუდმივია და არ საჭიროებს ძვირი და ეკოლოგიურად
მავნე პესტიციდების ხშირ გამოყენებას. აღნიშნული პროექტის წარმატების ხარჯზე
შემუშავდა ბიოლოგიური კონტროლის სხვა პროგრამები, რომელთა გამოცდაც ამჟამად
მიმდინარეობს აფრიკაში.

ადგილობრივი ჯიშების დაცვა. ბუნებრივი მტრების გამოყენების პრობლემა იმ


ორგანიზმების მოძებნაა, რომლებიც ზუსტად სამიზნე ორგანიზმს გააკონტროლებენ და
ხელს არ ახლებენ სხვა, სასურველ ორგანიზმებს. ენტომოლოგებმა დაადგინეს, რომ მცენარის
მჭამელი მწერების 50 000 სახეობას აქვს პოტენციალი გახდნენ სერიოზული მავნებლები,
თუმცა მხოლოდ მათი 1% წარმოადგენს სოფლის მეურნეობისათვის საშიშ სახეობას.
დანარჩენი 99% წარმატებით კონტროლდება ბუნებრივი მტრების მიერ. ამიტომაც ბუნებრივი
მტრების კონტროლისთვის გამოყენების პირველი წესია კონსერვაცია – არსებული
ბუნებრივი მტრების დაცვა. ეს კი ნიშნავს ქიმიური ნივთიერებების გამოყენებისგან თავის
შეკავებას, რომლებიც სამიზნე სახეობების ბუნებრივ მტრებს უფრო მეტად ანადგურებენ,
ვიდრე თვითონ სამიზნე სახეობას. ქიმიური ნივთიერებების ფართო სპექტრის გამოყენების
აკრძალვა ან შეზღუდვა ბუნებრივ მტრებს საშუალებას აძლევს აღიდგინონ რიცხოვნობა და
გააკონტროლონ მეორადი მავნებლები – ისინი სერიოზულ პრობლემებს მხოლოდ
პესტიციდების გამოყენების შემდეგ ქმნიან.

გამოუვალ შემთხვევაში უცხო სახეობების იმპორტირება. ეფექტური ბუნებრივი მტრები


ყოველთვის ადვილად ხელმისაწვდომი როდია. ბევრ შემთხვევაში ბუნებრივი მტრების
არარსებობა იმის ბრალია, რომ მავნებელი შემთხვევითაა ინტროდუცირებული მისთვის
უცხო ადგილას. ხშირად ბუნებრივი მტერი მხოლოდ მას შემდეგ იპოვეს, რაც მოხდა
ინტროდუცირებული მავნებლის წარმოშობის ადგილის და მისი მტაცებლის თუ პარაზიტის
ძებნის ეფექტური კომბინაცია. ამ დროისთვის აშშ დაცვის სააგენტომ მწერების 1000 სახეობა
გამოუშვა მავნებლების საკონტროლოდ მეტ-ნაკლებად წარმატებული შედეგებით. ამ
შემთხვევაში სასიცოცხლოდ აუცილებელია ბუნებრივი მტრის ზუსტი იდენტიფიკაცია და
კარგი გამოცდა სანამ ბუნებაში გაუშვებენ. ამას ადრე ყურადღება ყოველთვის როდი
ექცეოდა. ჩრდ. ამერიკაში ინტროდუცირებული პარაზიტოიდური კრაზანების 313
სახეობიდან 16% დამღუპველი აღმოჩნდა ადგილობრივი სახეობებისათვის. კაკტუსის
ჩრჩილი, რომელიც ასე წარმატებულია ავსტრალიაში 1956 წელს შეიყვანეს კარიბის
კუნძულებზე ოპუნციების კონტროლისათვის. სამწუხაროდ მან გზა გაიკაფა აშშ–ში და
ამჟამად „ჭამს გზას აშშ–ს დასავლეთისკენ“ როგორც ეს ერთ–ერთ ანგარიშშია მოხსენებული.
ჩრჩილი ჭამს ოპუნციების ბევრ სახეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის უდაბნოს
ეკოსისტემებს, თუმცა გარდა ამისა, ზიანს აყენებს სოფლის მეურნეობასაც, ვინაიდან
ოპუნცია მექსიკაში ერთ–ერთი აგრარული კულტურაა. ჩრჩილი ახლახან აღმოაჩინეს
იუკატანის ნახ. კუნძულზე და მექსიკის მთავრობა ცდილობს მიიღოს ზომები მის
აღმოსაფხვრელად.

გენეტიკური კონტროლი
მცენარისმჭამელი მწერების და მცენარეთა პათოგენების უმეტესობა მხოლოდ ერთ ან
რამდენიმე მონათესავე სახეობას ესხმის თავს. ეს სპეციფიურობა ეფუძნება მავნებლისა და იმ
სახეობის გენეტიკურ შეუთავსებლობას, რომელსაც მავნებელი თავს არ ესხმის. გენეტიკური
კონტროლის სტრატეგიების უმეტესობა მიმართულია მასპინძელ ორგანიზმში ისეთი
გენეტიკური შტამების შემუშავებისკენ, რომლებიც ამგვარ შეუთავსებლობას, ანუ
მავნებლებისადმი მდგრადობას უწყობენ ხელს. ეს მიდგომა ინტენსიურად გამოიყენება
სოკოვანი, ვირუსული და ბაქტერიული პათოგენების მიერ გამოწვეული მცენარეული
დაავადებების მიმართებაში. მაგალითად, 1845-1847 წლებში კარტოფილის მოსავალი
ირლანდიაში გაანადგურა კარტოფილის სიდამპლემ, რომელიც სოკოვანი პარაზიტის მიერ
იყო გამოწვეული. დაახლოებით მილიონი ადამიანი შიმშლით დაიღუპა. კიდევ ერთი
მილიონი კი ემიგრაციაში წავიდა იგივე ხვედრის გაზიარების თავიდან ასაცილებლად.
ამჟამად ამგვარი დაავადებებისგან დაცვა ისეთი ჯიშების გამოყენებით ხერხდება, რომლებიც
სიდამპლისადმი მდგრადები არიან. გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ მსოფლიო
კარტოფილის, ხორბლის, შვრიის და სხვა მარცვლეულის ამჟამინდელ მოსავალს უმეტესად
მცენარეთა გენეტიკოსების მუხლჩაუხრელი შრომას უნდა უმადლოდეს, რომელთაც
შეარჩიეს და შეაჯვარეს დაავადებებისადმი მდგრადი ჯიშები. ბრძოლა აგრონომ-
მეცნიერებსა და მცენარეთა დაავადებებს შორის არასოდეს დამთავრდება. 1950 წლამდე
შვრიას ღეროს ჟანგა შვრიის მოსავალს ანადგურებდა მანამ, სანამ სელექციონერებმა
ჟანგასადმი მდგრადი ჯიშები არ შეიმუშავეს. მიუხედავად ამისა, 2000-იანი წლების
დასაწყისში აფრიკაში გამოჩნდა სოკოს ახალი შტამი, რომელიც ამჟამად აღმოსავლეთით
აზიისკენ იკაფავს გზას და შვრიის ბევრ ჯიშს აზიანებს განვითარებად ქვეყნებში.

კონტროლი ქიმიური ბარიერების გამოყენებით.


ქიმიური ბარიერი არის ქიმიური ნივთიერება, რომელსაც გამოიმუშავებს ის მცენარე,
რომლის დაცვაც იყო განზრახული. ნივთიერება ლეთალურია ან აფრთხობს პოტენციურ
მავნებელს. მსგავსი ბარიერის გამოვლენის შემდეგ სელექციონერები სელექციასა და
შეჯვარებას იყენებენ ამ თვისების მცენარეში ჩასანერგავად. ამის ერთ ერთი მაგალითია
შვრიისა და ჰესენის ბუზის ურთიერთობა. ბუზი კვერცხებს შვრიის ფოთოლზე დებს, ლარვა
კვებისას ფოთლიდან ღეროზე ჩამოხოხდება. დასუსტებული ღერო ან კვდება, ან ქარისგან
ტყდება. ჰესენის ბუზი აშშ-ში ჰესენის ჯარისკაცების ლეიბების სატენი თივით იქნა
ინტროდუცირებული ამერიკის რევოლუციური ომის დროს. ბუზი დასავლეთით გავრცელდა
და მთელ მოსავალს ანადგურებდა მანამ, სანამ კანზასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა
შვრიის ისეთი ჯიში არ შეიმუშავეს, რომელიც მწერებისთვის ტოქსიკური შხამს
გამოიმუშავებდა. ეს ნივთიერება მატლს ფოთლებზე კვების დროს კლავს. რეზისტენტობის
გაზრდამ შეჯვარების დროს მავნებლისგან მიყენებული ზარალი 1%-მდე შეამცირა იმ
ადგილებში, სადაც მდგრადი ჯიშები წლების განმავლობაში მოყავთ.
კონტროლი ფიზიკური ბარიერების გამოყენებით.
ფიზიკური ბარიერები ის სტრუქტურებია, რომლებიც მავნებლის თავდასხმას ხელს უშლიან.
მაგალითად, ჭიჭინობელები ბამბის, იონჯას, სოიოს და კარტოფილის ცნობილი მავნებლები
არიან, თუმცა ისინი მხოლოდ იმ მცენარეებს აზიანებენ, რომლებსაც შედარებით გლუვი
ფოთლები აქვთ. ბუსუსებიანი ფოთლები როგორც ჩანს, ხაფანგივით იჭერენ არასქესმწიფე
ჭიჭინობელებს, სადაც ისინი კვდებიან კიდეც. სწორედ ამგვარად, ჯირკვლოვანი ბუსუსები,
რომლებიც წებოვან ექსუდატს გამოყოფენ, სასიკვდილოდ იჭერენ იონჯას ჭიჭინობელას
ლარვებს. მსგავსი თვისებები სელექციის შედეგად შეიძლება ჩაენერგოს ამ მხრივ სუსტ
მცენარეებს.

კონტროლი სტერილური მამრების გამოყენებით.


გენეტიკური კონტროლის კიდევ ერთი სტრატეგია გულისხმობს ბუნებრივ პოპულაციებში
ლაბორატორიაში გამრავლებული სტერილური მამრების გაშვებას. ამის პირველადი
მაგალითია ხორცის ბუზების დამარცხება. მწერი, რომელიც ოთახის ბუზის მონათესავეა და
მას ძალიან ჰგავს, კვერცხებს საქონლის და სხვა ცხოველების ღია ჭრილობებში დებს. ლარვა
სისხლითა და ლიმფით იკვებება და ჭრილობას ღიად ტოვებს. ხშირია მეორადი ინფექციების
შემთხვევები, რასაც ხშირად ცხოველის სიკვდილი მოჰყვება.

მე-20 ს-ის დასაწყისში პრობლემა იმდენად გამწვავდა, რომ მესაქონლეობის წარმოება


ტექსასიდან ფლორიდამდე თითქმის შეუძლებელი გახდა. 1940-იან წლებში სიტუაციის
შესწავლის შემდეგ აშშ სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის ენტომოლოგი ედვარდ
კნიპლინგმა ხორცის ბუზების ორი ძირითადი თვისება შენიშნა: (1) მათი პოპულაციები
არასდროსაა დიდი და (2) მდედრი მხოლოდ ერთხელ ჯვარდება, კვერცხს დებს და კვდება.
კნიპლინგი ფიქრობდა, რომ თუკი მდედრი სტერილურ მამრს შეეჯვარება, შთამომავლობა არ
წარმოიქმნება. მისი ჰიპოთეზა სწორი გამოდგა და ამჟამად სტერილური მამრები ფართოდ
გამოიყენება მავნებლის კონტროლისათვის. მბურღავების ლარვების ლაბორატორიულ
პირობებში ხორცზე გაზრდის შემდეგ ჭუპრებს მაღალი რადიაციის ქვეშ ასტერილებდნენ.
ასეთ სტერილიზებულ ჭუპრებს შემდგომში ჰაერიდან ყრიდნენ ინფიცირებულ
ტერიტორიებზე. იდეალურ შემთხვევაში ერთ მდედრზე უნდა მოდიოდეს 100 სტერილური
მამრი, რაც 99%-იან ალბათობას იძლევა იმისა, რომ ველური მდედრები ერთ ერთ
სტერილურ მამრს შეეჯვარება. ეს მიდგომა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ 1958-1959
წლებში ბუზები მთლიანად აღმოიფხვრა ფლორიდიდან და შემდგომში მათ საკონტროლოდ
შეყვანილი იქნა მექსიკასა და ცენტრალურ ამერიკაში. ამ სტერილური მწერების ტექნიკამ
მესაქონლეობის ინდუსტრია მილიარდობით დოლარის დანაკარგისგან იხსნა და
წარმატებით გამოიყენებოდა აგრეთვე მავნებლის ზოგი სხვა სახეობის წინააღმდეგ.

უკანასკნელ წლებში იგივე მიდგომა გამოიყენეს ზანზიბარის კუნძულზე ბუზ ცეცეს


წინააღმდეგ, რაც წარმატებული გამოდგა ტრიპანოსომოზის (ძილის ავადმყოფობა)
დასამარცხებლად. ამ დაავადების გამომწვევის გადამტანი სწორედ ბუზი ცეცეა. ამჟამად
მენახირეებს მესაქონლეობის გაძღოლა ცენტრალური აფრიკის ქვეყნებში უშიშრად
შეუძლიათ იმ ადგილებში, სადაც 10 მილიონი კვარდატული მილი (26 მილიონი
კვადრატული მილი) ტერიტორია ბუზ ცეცეთია დასახლებული. ამჟამად წარმატებული
გამოცდილების გაფართოებას პან აფრიკულ ცეცესა და ტრიპანოსომოზის ერადიქციის
კამპანიის სახით ცდილობენ.
ბიოტექნოლოგიების გამოყენების სტრატეგია. ბიოტექნოლოგიებმა გაზარდა გენეტიკური
კონტროლის პოტენციალი. სელექციის სტანდარტული მეთოდებისაგან განსხვავებით,
გენურმა ინჟინერიამ შესაძლებელი გახადა კულტურულ მცენარეებში მცენარეების სხვა
სახეობების, ბაქტერიის, ვირუსის გენების ინტროდუქცია. მიმდინარეობს ახალი
ტრანსგენური სახეობების სწრაფი განვითარება და გამოცდა. ამჟამად მსოფლიოში 113
მილიონი ჰა-ზე მეტი ტრანსგენური ჯიში მოყავთ. მათ შორის განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია სოიო, ბამბა, და ხორბალი. მიუხედავად ამისა, მიდგომას ბევრი პრობლემაც
ახლავს: მოსახლეობა მეტწილად ანტაგონისტურადაა განწყობილი გენმოდიფიცირებული
ორგანიზმებისადმი, განსაკუთრებით ევროპაში.

Bt კულტურები. მწერებისადმი გამძლე მცენარეების გამოყვანა შესაძლებელი გახდება


ბაქტერია Bacillus turingiensis (Bt) მიერ წარმოებული პროტეინის ჩანერგვით. ეს ცილა კლავს
მცენარის მჭამელი მწერების ლარვებს და უვნებელია ძუძუმწოვრების, ფრინველების და სხვა
მწერების უმეტესობისათვის. მეცნიერებმა ეს გენი მცენარეთა გარკვეულ სახეობებს
ჩაუნერგეს, მათ შორის ბამბას, კარტოფილს და ხორბალს. მხოლოდ ეს ტექნოლოგია
შეამცირებს ნახევრამდე ბამბის შესაწამლად გამოყენებული პესტიციდებს. ეს ის სახეობაა,
რომელიც მსოფლიოში გამოყენებული პესტიციდების 10%-ს მოიხმარს. ეს დაცვა
გამომდინარეობს ბუნებრივი პროტეინისგან, რომელსაც უკვე სამი ათწლეულია წარმატებით
იყენებენ ჩვეულებრივი მებაღეები, ორგანული მწარმოებლები და სხვა ფერმერები. Bt ბამბის
(მონსანტოს ბოლგარდის ბამბა) ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ გამოავლინა, რომ ის
ეფექტურია სამიდან ორი მავნებლის წინააღმდეგ, თუმცა ფერმერები იძულებულნი არიან
პესტიციდები იხმარონ ბამბის ფეხჯაგრიანი ხვატარის წინააღმდეგ ახალი ჯიშების
დასაცავად. ინდოეთში Bt ბამბის მწარმოებელმა ფერმერებმა აღმოაჩინეს, რომ უჩვეულოდ
მოიმატა ფქვილის ღრაჭიკას რაოდენობამ და იძულებულნი გახდნენ მათ საკონტროლოდ
პესტიციდები გამოეყენებინათ.

2007 წელს აშშ-ში ხორბლის ნათესების 49% და ბამბის ნათესების 59%-ზე Bt ჯიშები
დაითესა. ეს მწერებისათვის ერთი „პესტიციდის“ გამოყენების უზარმაზარი პოლიგონია და
საკითხი ისმის არა იმის შესახებ, გამოიმუშავებენ თუ არა მწერები მდგრადობას მათ
წინააღმდეგ, არამედ როდის მოხდება ეს. რეზისტენტობის პრობლემის გათვალისწინებით
გარემოს დაცვის სააგენტომ მარცვლეულის მწარმოებელი კომპანიები დაავალდებულა
აეხსნათ ფერმერებისთვის, რომ აუცილებელი იყო მინდვრების 20%-ზე მაინც დაეთესათ არა
Bt ჯიშები. ეს ნაკვეთები თავშესაფარი იქნება იმ მავნებლებისათვის, რომლებიც
მგრძნობიარენი არიან Bt ტოქსინისადმი და ამით მწერებს საშუალებას მისცემენ შეეჯვარონ
პოტენციურ Bt მდგრად ნათესავებს Bt ნაკვეთებიდან. ამით იმედია შესაძლებელი გახდება
მწერების პოპულაციებში გენების რეზისტენტობის გაუვნებელყოფა. ჯერ ჯერობით ეს
სტრატეგია ამართლებს.

ბუნებრივი ქიმიური კონტროლი. ჰორმონები ქიმიური ნივთიერებებია, რომლებიც


წარმოიქმნება ადამიანსა და სხვა ცხოველებში და წარმოადგენენ განვითარების პროცესებისა
და მეტაბოლური ფუნქციების მაკონტროლებელ „სიგნალებს“. გარდა ამისა, მწერები
წარმოქმნიან ფერომონებს - ქიმიურ ნივთიერებებს რომლებიც გავლენას ახდენენ იგივე
სახეობის სხვა ინდივიდების ქცევებზე.
ბუნებრივი ქიმიური კონტროლის მიზანია მწერის ჰორმონების იზოლაცია, იდენტიფიკაცია,
სინთეზი და შემდეგ მათი გამოყენება სასიცოცხლო ციკლის შესაწყვეტად. ბუნებრივი
ქიმიკატების ორი უპირატესობაა ის, რომ ისინიარატოქსიკურია და ძლიერსპეციფიურნი
არიან, მავნებლის მიმართ (არ მოქმედებენ ბუნებრივ მტრებზე). თუ ზემოქმედების ქვეშ მყოფ
მავნებელს სხვა ორგანიზმი შეჭამს ფერომონები ადვილად მოინელება.

ზრდასრული მწერები ფერომონებს საწინააღმდეგო სქესის მისაზიდად გამოყოფენ.


გამოყოფისა და იდენტიფიცირების შემდეგ ამ ფერომონების გამოყენება შესაძლებელია
ხაფანგებისათვის ან თავგზის ასაბნევად. ხაფანგებში ფერომონები მამრების ან მდედრების
ხაფანგებთან ან შხამიან საკვებთან მისატყუებლად გამოიყენება. თავგზის ასაბნევად კი
ფერომონს მთელ მინდორზე ასხურებენ იმ რაოდენობით, რომ მამრები იბნევიან, მდედრებს
ვერ პოულობენ და შესაბამისად, ვეღარ მრავლდებიან.

ბუნებრივი ქიმიკატების უზარმაზარი პოტენციალი აკონტროლონ მწერები ეკოლოგიური


ზიანის ან ზარალის მიყენების გარეშე, უკვე 30 წელია რაც ცნობილია. კვლევებით
გამოვლენილია ფერომონების დიდი რაოდენობა და ამჟამად ეს ბუნებრივი ქიმიკატები IPM-
ის ერთ ერთი მთავარი იარაღია ისეთი მწერების წინააღმდეგ, როგორებიცაა ბამბის
ფეხჯაგრიანი ხვატარი, მსხლისა და ვაშლის ნაყოფჭამია, პომიდვრის მახვილა და ტყის
ხეების შტამების მავნებელი ხოჭოები.

4. პესტიციდების გამოყენების სოციო-ეკონომიკური საკითხები


მავნებლების კონტროლის ალტერნატიული მეთოდების მზარდმა რაოდენობამ და ქიმიური
მიდგომის ჩავარდნის მრავალმა შემთხვევამ ბიძგი მისცა მოძრაობას პესტიციდების
გამოყენების წინააღმდეგ საკვები პროდუქტების წარმოებაში. ეს მოძრაობა ფერმერების
ნაწილის მიერ პესტიციდების მოხმარების კონტექსტში უნდა განიხილებოდეს.

ზეწოლა პესტიციდების გამოყენებაზე.

სახეობა მავნებელი მხოლოდ მაშინ ხდება, როდესაც პოპულაცია ზიანის მომტან ზღვრამდე
მრავლდება. ბუნებრივი კონტროლის მიზანია მავნებელი დაზიანებაზე დაბალ ზღვრამდე
შენარჩუნება და არა მისი სრული ერადიქცია. მავნებლის პოპულაციის შევიწროვებით
ბუნებრივი კონტროლი თავიდან იცილებს მნიშვნელოვან ზიანს და ინარჩუნებს ეკოსისტემის
მთლიანობას.

ამიტომ, ნებისმიერი მავნებლის განხილვისას საკითხი დგება ასე: იწვევს თუ არა ეს სახეობა
მნიშვნელოვან ზიანს? დაზიანება მნიშვნელოვანია მხოლოდ მაშინ, თუ დაზიანებით
გამოწვეული ეკონომიკური ზარალი მნიშვნელოვნად აღემატება პესტიციდის მოხმარების
საფასურს. ამას ეკონომიკური ზღვარი ეწოდება. თუ ზარალი მნიშვნელოვანი არ არის, ესე იგი
ბუნებრივი კონტროლი მუშაობს და უმჯობესია სიტუაცია ხელუხლებლად დავტოვოთ. ამ
ეტაპზე ქიმიური პესტიციდების მოსხურება დაარღვევს ბუნებრივ ბალანსს და სიტუაციას
გააუარესებს. ამასთან, ეს საკმაოდ ხარჯიანია. თუკი ზიანი მნიშვნელოვანია, დგება
პესტიციდის მოხმარების აუცილებლობა.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ მავნებლის მიერ მიყენებული ზიანი აშკარა არაა, მებაღე, ან


ფერმერი, რომელიც ფიქრობს, რომ მის ნარგაობებს საფრთხე ემუქრება, ხშირად დაზღვევით
შეწამვლას იყენებს - წინასწარ ასხურებს პესტიციდებს მავნებლის მიერ მიყენებული
ზარალის აღსაკვეთად. მაგალითად, პესტიციდებს სისტემატურად იყენებენ ევროპის ვაშლის
ბაღებში, სადაც ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხეებია ნაცარი და ქეცი - საჰაერო გზით
გამოწვეული დაავადებები, რომლებიც გავრცელების შემთხვევაში მნიშვნელოვან
ეკონომიკურ ზარალს იწვევენ. ამ დაავადებების თავიდან ასაცილებლად ფერმერები როგორც
წესი, დაზღვევით შეწამვლას მიმართავენ.

მომხმარებლები არაპირდაპირ ზეწოლას ახდენენ მწარმოებლებზე პესტიციდების


მოხმარების თვალსაზრისით. ჯაჭვი მომხმარებლიდან სუპერმარკეტამდე დამფასოებლებზე
გაივლის. როგორც წესი, ირჩევენ იმ ხილს, რომელიც საუკეთესო შესახედავია.
დაზიანებულებს კი დაბალ ფასად ყიდიან ან ყრიან. ფიფქიას მსგავსად, ჩვენ ძალაუნებურად
ყველაზე ლამაზი და საღი ვაშლი გვიზიდავს. ფერმერებმა იციან, რომ დაზიანება ნაკლებ
შემოსავალს ნიშნავს. ასე, რომ ისინი ხშირად კოსმეტიკურ შეწამვლას მიმართავენ. ეს ნიშნავს
პესტიციდების იმ მავნებლების წინააღმდეგ გამოყენებას, რომლებიც ხილის გარეგნულ
იერსახეს აზიანებენ. კოსმეტიკური შესხურება პესტიციდების მოხმარების მნიშვნელოვან
წილს შეადგენს. მას არაფერი აქვს საერთო მოსავლის რაოდენობასთან ან მათ კვებით
ღირებულებასთან და შედეგად პროდუქტზე პესტიციდების ნარჩენების მატებას იწვევს.

მავნებლების ინტეგრირებული მართვა


მავნებლების ინტეგრირებული მართვის (Integrated Pest Management - IPM) მიზანია
სინთეზური ორგანული პესტიციდების გამოყენების მინიმალიზაცია მოსავლისადმი ზიანის
მიყენების გარეშე. ეს შესაძლებელია მხოლოდ სოციოლოგიური, ეკონომიკური და
ეკოლოგიური ფაქტორების ინტეგრირებით მოსავლის დასაცავად. IPM-ის მიდგომით,
კულტურები და მათი მავნებლები დინამიური ეკოსისტემების ნაწილად განიხილებიან.მისი
არსია მავნებლების არა აღმოფხვრა, არამედ მოსავლის დაზიანების ეკონომიკურ ზღვარზე
დაბალ დონეზე შენარჩუნება. IPM-ის აღწერისას გარემოს დაცვის სააგენტო ოთხმუხლიან
მიდგომას იყენებს:

1. ქმედებათა ზღვრის დადგენა. ეკონომიკური ზღვრის გათვალისწინებით, IPM


განსაზღვრავს ზღვარს, რომლის მიღწევისას მავნებლის პოპულაცია ან გარემოს
პირობები მიუთითებენ, რომ საკონტროლო ჩარევა აუცილებელია.
2. მავნებლის მონიტორინგი და იდენტიფიკაცია. მავნებლის პოპულაციაზე
მონიტორინგს უმეტესად ადგილობრივი აგრარული სამსახურების, ან ფერმერთა
კოოპერატივების მიერ დაქირავებული პირები ან დამოუკიდებელი კონსულტანტები
აწარმოებენ. ისინიმომართულნი არიან გაარკვიონ და აკონტროლონ მავნებლების
პოპულაციები (ამისათვის ფერომონებით დამუშავებული ხაფანგები გამოიყენება) და
განსაზღვრონ აჭარბებს თუ არა პოპულაცია ეკონომიკურ ზღვარს.
3. მავნებლის აღკვეთა. კულტურული და ბიოლოგიური კონტროლს პრაქტიკა IPM-ის
საშუალებების ბირთვს წარმოადგენს. ისეთი საშუალებები, როგორებიცაა
კულტურების როტაცია, პოლიკულტურები (მონოკულტურების ნაცვლად),
კულტურების ნარჩენების განადგურება, მტაცებლების პოპულაციების შენარჩუნება,
დროული თესვა-რგვა და სასუქის შეტანა IPM-ის საფუძვლებს წარმოადგენენ. ეს
ნიშნავს, რომ ისეთი კულტურები, როგორიცაა ბამბა თავიდან ადრეულად ითესება
მავნებლების მისატყუებლად და შემდეგ ეს მავნებლები გროვდება ხელით, ან მათ
აღმოსაფხვრელად პესტიციდების მცირე დოზები გამოიყენება ისე, რომ მავნებელი
გამრავლებას ვერ ასწრებს.
4. მავნებლების კონტროლი. თუ წინამდებარე საფეხურები მიუთითებენ, რომ
მიუხედავად პრევენციული ღონისძიებებისა, აუცილებელია მავნებლების
კონტროლი, მათი პოპულაციების შესამცირებლად ტარდება გარკვეული
ღონისძიებები. ამ შემთხვევაში შესაძლებელია შერჩეული პესტიციდების გამოყენება
იმ რაოდენობით, რომ რაც შეიძლება ნაკლები ზიანი მიადგეს მავნებლების ბუნებრივ
მტრებს.

ორგანული საკვები

იმ მომხმარებლებისათვის, რომლებიც წუხან პესტიციდების შემცველობის შესახებ მათ


საკვებში, ორგანული საკვები საუკეთესო გამოსავალია. ევროპის და აშშ სუპერმარკეტებში
აღმოაჩენთ დახლებს ახალი ბოსტნეულით, ხორცით, მზა საკვებით და სხვა პროდუქტით,
რომელთაც ორგანულის იარლიყი აქვთ დაკრული. ბევრი ფერმერი ამბობს უარს
პესტიციდების, ქიმიური მინარევების, სასუქის, ანტიბიოტიკებისა და ჰორმონების
გამოყენებაზე მარცვლეულის, ბოსტნეულის და საქონლის წარმოებისთვის, რომელსაც
ორგანული საკვების სახით ყიდიან. როგორც წესი, ორგანული ფერმები მცირე ზომისაა,
მიმართავენ სოფლის მეურნეობის ტრადიციულ მეთოდებს, მოჰყავთ სხვადასხვა სახის
მოსავალი და მიბმულნი არიან ადგილობრივ ეკონომიკაზე. ორგანულად მოყვანილი
მოსავალი, როგორც წესი მცირე მასშტაბისაა, მაგრამ ძვირად ფასობს. მათი ნათესებისა და
ბაღების ნიადაგები მდიდარია და მოთხოვნილება მათ მიერ მოყვანილ პროდუქტზე სულ
უფრო იზრდება. გასულ ათწლეულში, ორგანული პროდუქტის გაყიდვებმა წელიწადში
20%-ით მოიმატა. ამჟამად, აშშ-ში ორგანულად მოყვანილი პროდუქტი 14 მლრდ.
დოლარად ფასობს, მსოფლიოში კი - 40 მლრდ.-ს აღემატება. მოთხოვნის ასეთი ზრდა
ეფუძნება ადამიანების ზრუნვას ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე. გარდა ამისა,
როგორც მომხმარებლები აღნიშნავენ, ორგანული საკვები გაცილებით გემრიელია. ეს
პროდუქტი გაცილებით ძვირია, მაგრამ უკანასკნელმა ცდებმა აჩვენა, რომ ორგანულ
საკვებზე გაცილებით მცირე რაოდენობითაა პესტიციდების ნარჩენები და თუ არის,
რაოდენობა გაცილებით მცირეა, ვიდრე ჩვეულებრივ მოყვანილ პროდუქტში. ორგანულ
საკვებზე აღმოჩენილი ნარჩენების უმეტესობა მოდის ძველი, მდგრადი პესტიციდებიდან,
რომელიც ნიადაგშია დარჩენილი. ასეთია მაგალითად DDT.

You might also like