4 კვირა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 14

სახელშეკრულებო სამართალი

კონვენცია მთლიანობაში არ წარმოადგენს საყოველთაო საერთაშორისო სამართლის


ნორმების დეკლარირებას თავად კონვენცია არ მოიაზრებს ამას. სხვადასხვა
დებულებები აშკარად ასახავს სამართის პროგრესულ განვითარებას ხოლო
პრეამბულა ადასტურებს რომ საკითხებზე რომლებიც არ არის დარეგულირებული
კონვენციის დებულებებით ვრცელდება ჩვეულებით საერთაშორისო სამართლის
ნორმები მიუხედავად ამისა მუხლების საკმაოდ დიდი ნაწილი ახდენს არსებული
სამართის დეკლარირებას ხოლო ის მუხლები რომლებიც არ ასახავს სამართალს
წარმოადგენს საყოველთაო საერთაშორისო სამათის განვითარებადი ნორმების
სავარაუდო მტკიცებულებას.

კონვენცია მიღებულ იქნა კონფერენციაზე წარმოდგენილი სახელმწიფოების ხმათა


არსსებით ურმავლებოსით და წარმოადგენს სახელშეკრულებო სამართლის
ძირითადი სფეროების მარეგულირებელ მრავალმხრივ კოდექსს. თუმცა იგი არ
ვრცელდება ა) სახელმწიფოებსა და ორგანიზაციებს ან ორ ან მეტ ორგანიზაციას
შორის ხელშეკრულებაზე ბ) სახელმწიფოს სამართალმემკვიდრეობასთან
დაკავშირებულ საკითხებზე გ) ხელშეკრულებებზე ომის გავლენაზე. კონვენციას არ
აქვს უკუქცევითი ძალა

საერთაშორისო სამართლის კომისიის წინასწარი პროექტი ხელშეკრულებას


შემდეგნაირად განმარტებდა:
ორ ან მეტ სახელმწიფოს ან საერთაშორისო სამართლის სხვა სუბიექტებს შორის
დადებული ნებისმიერი საერთაშორისო შეთანხმება რომელსაც აქვს წერილობითი
ფორმა. მიუხედავად იმისა ერთ დოკუმენტადაა იგი შედგენილი თუ ორი ან
რამდენიმე დაკავშირებული დოკუმენტის სახით და მიუხედავად მისი კონკრეტული
სახელწოდებისა და რომელიც რეგულირდება საერთაშორისო სამართლით

მითითება სამართლის სხვა სუბიექტებზე მიზნად ისახავდა მოეცვა საერთაშორისო


ორგანიზაციების წმინდა საყდრის და სხვა საერთაშორისო სუბიექტების, მათ შორის
მეამბოხეთა მიერ დადებული ხელშეკრულებები.

ვენის კონვენციაში ისევე როგორც კომისიის საბოლოო პროექტში დებულებები


შემოიფარგლება სახელმწიფოთა შორის დადებული ხელშეკრულებებით .
კონვენციის მოქმედება ამგვარად როა შეზღუდული არ ახდენს გავლენას
სახელმწიფოებსა და საერთაშორიო სამართის სხვა სუბიექტებს შორის ან
საერთაშორიოს სამართლის ამ სხვა სუბიექტებს შორის დადებული
ხელშეკრულებების იურიდიულ ძალაზე.
რთულია ერთმანეთისგან განვასხვაოთ გარიგება რომელიც წარმოადგენს
განსაზღვრულ იურიდიულ ვალდებულებას ორ სახელმწიფოს შორის და გარიგება
რომელიც მოიცავს რაღაც უფრო ნაკლებს მაგრამ დოკუმენტის ფორმა მაგალითად
ერთობლივი კომუნიკე არ არის გადაწმყვეტი. ხელშეკრულებები რომლებზეც
ვრცელდება კონვენცია იყოს რეგულირებულია საერთაშორისო სამართლით და
ამგვარად გამორიცხავს მთავრობებს შორის დადებულ სხვადასხვა სავაჭრო
შეთანხმებებს, როგორებიცაა ნასყიდობა და იჯარა რომლებიც მოქმედებს ერთი ან
რამდენიმე ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე. კონკრეტული საერთაშორისო
ორგანიზაციების უნარი დადონ ხელშეკრულებები დამოკიდებულია მათ
დამფუძნებელ დოკუმენტებზე

ხელშეკრულების დადება

ა) ფორმა

ხელშეკრულებების შეთანხმებისა და ძალაში შესვლის მეთოდოლოგია


დამოკიდებულია მხარეთა განზრახვასა და თანხმობაზე. არ არსებობს არსებითი
მოთხოვნები ფორმასთან დაკავშირებით და შესაბამისად ხელშეკრულება შესაძლოა
გაფორმებულ იქნეს წერილების გაცვლით ან კონფერენციის ოქმით. პრაქტიკაში
ხელშეკრუელბის ფორმა ნაწილობრივ რეგულირდება ჩვეულებით და შესაბამისად
ფორმები განსვავდება იმისდა მიხედვით ხელშეკრულება იდება სახელმწიფოებს
სახელმწიფოთა მეთაურებს, მთავრობებს თუ კონკრეტულ მინისტრებსა თუ
უწტებებს შორის. ვენის კონვენცია ვრცელდება მხოლოდ იმ ხელშეკრულებებზე
რომელთაც აქვთ წერილობითი ფორმა თუმცა აღნიშნული შეზღუდვა კითხვის
ნიშნის ქვეშ არ აყენებს იმ ხელშეკრულებათა იურიდიულ ძალას რომელთაც არა აქვთ
წერილობითი ფორმა

ბ) სრული უფლებამოსილებები და ხელმოწერა

თანამედროვე პრაქტიკაში მხარეთა სხვადასხვა განზრახვის გათვალისწინებით


სრული უფლებამოსილებები გულისხმობს მოლაპარაკებების წარმოების და
ხელშეკრუელბის ხელმოწერისა და ბეჭდით დამოწმების უფლებას.
მთავროათაშორისო შეთანხმებების შემთხვევაში სრული უფლებამოსილებები
აღნიშნულის დამდასტურებელი ოფიციალური დოკუმენტების და მოლაპარაკებების
მხარეთა მიერ მათი შემოწმების მიზნით ხშირად არ მოითხოვება\

მოლაპარაკების წარმატებულ შედეგს წარმოადგენს შეთანხმებული ტექსტის მიღება


და მისი აუთენტურობის დადგენა. ხელმოწერის ერთ ერთი მზიანია ტექსტის
უთენტურობის დადგენა თუმცა შესაძლებელია ტექსტის აუთენტურობის დადგენა
სხვა გზებითაც მაგალითად ტექსტის ინკორპორირება კონფერენციის დასვკნით
აქტში ან მისი პარაფირება. გარდა აუთენტურობის დადგენისა ხელმოწერას აქვს
შემდეგი იურიდიული შედეგები: როდესაც ხელმოწერა ექვემდებარება
რატიფიკაციას მიღებას ან დამტკიცებას, ხელმოწერა არ გამოხატავს
სავალდებულოობაზე თანხმობას. თუმცა ხელმოწერა უფლებას აძლევს ხელმომწერ
სახელმწიფოს მოახდინოს ხელშეკრულების რატიფიცირება მიღება ან დამტკიცება და
ქმნის ისეთი ქმედებებისგან კეთილსინდისიერად თავის შეკავების ვალდებულებას
რომლებიც მოსპობს ხელშეკრულების მიზნებს. როდესაც ხელშეკრუელბა არ
ექვემდებარება რატიფიცირებას მიღებას ან დამტკიცებას ხელმოწერა ქმნის
კეთილსინდისიერად მოქცევის იმავე ვალდებულებას და გამოხატავს
სავალდებულობაზე თანხმობას. ხელმოწერა არ წარმოშობს რატიფიცირების
ვალდებულებას. ამ ბოლო დროს ხელმოწერას არ ჰქონია ადგილი ყველა
მნიშვნელოვანი მრავალმრივი ხელშეკრულების მიღების დროს. მაგალითად ტექსტი
შესაძლოა მიღებულ ან დამტკიცებულ იქნეს გაერთიანებული ერების გენერალური
ასამბლეის მიერ რეზოლუციის სახით და წარდგენილ იქნეს წევრი
სახელმწიფოებისთვის მისაერთებლად.

გ) რატიფიცირება

რატიფიცირება მოიცავს ორ განსხვავებულ პროცედურულ აქტს: პირველი ეს არის


სახელმწიფოს სათანადო ორგანოს, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში სამეფო
ხელისუფლების, აქტი, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ რატიფიცირება
კონსტიტუციური თვალსაზრისით და მეორე საერთაშორისო პროცედურა
რომლითაც ხელშეკრულება შედის ძალაში სარატიფიკაციო დოკუმენტების
ფორმალური გაცვლის ან შესანახად გადაცემის შედეგად. რატიფიკაცია ამ
უკანასკნელი მნიშნვლეობით მნიშვნელოვანი აქტია რომელიც გულისხმობს
თანხმობას სავალდებულოობაზე თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია მხარეთა
განზრახვებზე თუ აღნიშნული არის დადგენადი ხოლო თანამედროვე პრაქტიკა
შეიცავს ნაკლებად ფორმალური შეთანხმებების ბევრ მაგალითს რომლებსაც არ
სჭირდება რატიფიკაცია და რომლებიც სავალდებულო ხდება ხელმოწერის შედეგად.
პრობლემა რომელმაც საფუძველი დაუდო დისკუსიას ეხება ხელშეკრულებათა მცირე
ნაწილს რომლებიც არ შეიცავს აშკარა დებულებას რატიფიაციის თაობაზე.
თავდაპირველად საერთაშორისო სამართლის კომისია მიიჩნევდა რომ პრინციპში
აუცილებელი იყო ხელშეკრულებების რატიფიცირება და ასახელებდა გამონაკლის
შემთხვევებს როდესაც რატიფიცირება არ იყო საჭირო მაგალთად იმ შემთხვევაში თუ
ხელშეკრულება ამბობს რომ იგი ძალაში შედის ხელმოწერისთანავე. თუმცა კომისიამ
სეცვალა თავისი შეხედულება ნაწილობრივ იმიტომ რომ ვერ ავრცელებდა
ზემოხსენებულ პრეზუმფციას ხელშეკრულების ძალაში შესვლის თაობაზე
გამარტეიბული ფორმით დადებულ ხელშეკრულებებზე

დ) შეერთება მიღება და დამტკიცება


შეერთებას ადგილი აქვს როდესაც სახელმწიფო რომელსაც ხელი არ მოუწერია სხვა
სახელმწიფოების მიერ უკვე ხელმოწერილი ხელშეკრულებისათვის ფორმალურად
აღიარებს მის დებულებებს. შეერთება შესაძლოა განხორციელდეს ხელშეკრულების
ძალაში შესვლამდე ან ძალაში შესვლის შემდეგ პირობები რომელთა არსებობის
შემთხვევაშიც შესაძლებელია შეერთება და საამისოდ აუცილებელი პროცედურა
განისაზღვრება ხელშეკრულების დებულებებით. შეერთებას შესაძლოა ჰქონდეს
ძირითადი როლი როგორც ხელშეკრულების მხარედ გახდომის ერთადერთ
საშუალებას როგორც გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ
დამტკიცებული კონვენციის შემთხვევაში რომელსაც წარედგინება წწვრ
სახელმწიფოებს შეერთების მიზნით

ე) სავალდებულოობაზე თანხმობის გამოცხადება

ხელმოწერა რატიფიცირება შეერთება მიღება და დამტკიცება არ წარმოადგენს


სავალდებულოობაზე თანხმობის გამოცხადების ამომწურავ საშუალებებს
შესაძლებელია ნებისმიერი სხვა შეთანხმებული საშუალების გამოყენება მაგალითად
ინსტუმენტების გაცვლა რომლებიც წარმოადგენს ხელშეკრულებას.

დათქმები

ვენის კონვენციაში დათქმა განსაზღვრულია როგორც ცალმხრივი განცხადება


გაკეთებული ნებისმიერი ფორმულირებით ან სათაურით სახელმწიფოს მიერ
ხელშეკრულების ხელმოწერისას რატიფიცირებისას მიღებისას დამტკიცებისას ან
მასთან მიერთებისას მისი საშუალებით იგი ადასტურებს თავის სურვილს
გამორიცხოს ან შეცვალოს ხელსეკრუელბის განსაზღვრული დებულბების
სამართლებრივი მოქმედება ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში მათ გამოყენებისას.
ყველა სახის ხელშეკრულებისთვის ადრე არსებული წესების მიხედვით დათქმები
ითვლებოდა იურიდიული ძალის მქონედ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ შესაბამისი
ხელშეკრულება შვებდა დათქმების გაკეთების უფლებას და თუ ხელშეკრულების
ყველა სხვა მხარე მიიღებდა დათქმას. ამ საფუძველზე დათქმა წარმოადგენდა
საპასუხო შეტავაზებას რომელიც მოითხოვდა ხელახალ მიღებას რომლის
არარსებობის შემთხვევაში საპირისპი შეთავაზების გამკეთებელი სახელმწიფო ვერ
გახდებოდა ხელშეკრულების მხარე.

ვენის ოკნვენცია მეტწილად მისდევს კომისიის საბოლოო პროქტს კონვენციის 19


მუხლი მიუთითებს სახელმწიფოთა ზოგად თავისუფლებაზე, ჩამოაყალიბონ დათქმა
ხელშეკრულების ხელმოწერის, რატიფიცირების, მიღების, დამტკიცებბის ან მასთან
შეერთების პროცესში და ადგენს სამ გამონაკლისს. პირველ ორ გამონაკლისს
წარმოადგენს დათქმები რომლებიც პირდაპირ არის აკრძალული და დათქმები
რომლებიც არჯდება ხელშეკრუელბის იმ დებულებებში რომლებიც უშვებს
გარკვეული სახის დათქმების გაკეთების შესაბლებლობას რითაც კრძალავს სხვა
დათქმების გაკეთებას. აკრძალული დათქმების მესამე ჯგუფს წარმოადგენს
დათქმები რომლებიც არ ჯდება ზემოხსენებულ კატეგორიებში მაგრამ რომლებივ
შეუთავსებელია ხელშეკრულების ობიექტთან და მიზანთან

მეოცე მუხლი შემდეგნაირად განსაზღვრავს თანხმობას და უარის თქმას იმ


დათმქებზე რომელთა გაკეთება პირდაპირ არ არის დაშვებული ხელშეკრუელბის
მიერ:

1. იმ შემთხვევაში, როდეასც მოლაპარაკებაში მონაწილე სახელმწიფოების


შეზუდული რაოდენობიდან და ხელშეკრულების ობიექტიდან და
მიზნებიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მის ყველა მონაწილეს შორის
ხელშეკრულების მთლიანობაში გამოყენება არსებითი პირობაა ყოველი
მონაწილი თანხმობისა მისთვის ხელშეკრულების სავალდებულოობაზე
დათქმა მოითხოვს ხელშეკრულების ყველა მონაწილის თანხმობას.
2. იმ შემთხვევაში როდესაც ხელშეკრუელბა საერთაშორისო ორგანიზაციის
დამფუძნებელი აქტია და თუკი მასში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული
დატქმა მოითხოვს ამ ორგანიზაციის კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებას
3. იმ შემთხვევებში რომლებიც ვერ ექცევა წინა პუნქტებიც მოქმედების სფეროში
და როდესაც ხელშეკრუელბით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული:
ა) სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ დათქმაზე დათანხმება იმ
სახელმწიფოს რომლემაც დათქმა ჩამოაყალიბა ხელშეკრულების მონაწილედ
ხდის ამ სახელმწიფოსთან მიმართებაში თუკი ხელშეკრულება ძალაშია ან
როდესაც იგი ძალაში შედის ამ სახელმწიფოთათვის
ბ) მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს უარი დათქმაზე ხელს არ უშლის
ხელშეკრულების ძალაში შესვლას იმ სახელმწიფოს შორის რომელლმაც
დათქმა განაცხადა და იმ სახელმწიფოს შორის რომელმაც უარი თქვა დათქმის
მიღებაზე თუკი დათქმაზე უარის მთქმელმა სახელმწიფომ გარკვევით არ
განაცხადა საწინაარმდეგო განზრახვა ამის თაობაზე
გ) აქტი რომელიც გამოხატავს სახელმწიფოს თანხმობას მისთვის
ხელშეკრულების სავალდებულოობაზე და შეიცავს დათქმას ძალაში შედის
როგორც კი სულ ცოტა ერთ-ერთი სხვა ხელშემკვრელი სახელმწიფო მიიღებს
ამ დათქმას.
4. მე-2 და მე-4 პუქნტების მიზნებისთვის და ძთუკი ხელსეკრულება სხვა რამეს
არ ითვალისწინებს დათქმა მიღებულად ითვლება სახელმწიფოს მეირ თუკი
იგი არ განაცხადებს საწინააღმდეგო პოზიციას ასეთი დათქმის თაობაზე
შეტყობინების მიღებიდან თორმეტთვიანი პერიოდის დასრულებამდე მას
შემდეგ ან იმ თარიღიდან როდესაც იგი გამოთქვამს თანხმობას მისთვის
ხელშეკრუელბის სავალდებულოობაზე იმისდა მიხედვით ამ თარიღთაგან
რომელია უფრო გვიანი
5. დათქმების აკრძალვის არარსებობა არ ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი დათქმის
გაკეთება ნებადართულია. პაქტთან და პირველ დამატებით ოქმთან
დაკავშირებით დათქმების გაკეთების საკითხი რეგულირდება საერთაშორისო
სამართლით. ვენის კონვენციის მიხედვით სახელმწიფო უფლებამოსილია
გააკეთოს დათქმა იმ შემთხვევაში როდეაც დათქმა არ არის აკრძალალი
ხელშეკრულებით ან იგი მიეკუთვნება საგანგებოდ დაშვებული დათქმების
რიცხვს იმ პირობით რომ დათქმა არ არის შეუთავსებელი ხელშეკრუელბის
ობიექტთან და მიზანთან. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებით სხვა
ხელშეკრუელბებისგან ადამიანის უფლებათა შესახებ პაქტი არ შეიცავს
კონკრეტულ მითითებას ობიექტისა და მიზნის შესახებ ტესტზე. ეს ტესტი
არეგულირებს დატქმების ინტერპრეტაციისა და დასაშვებობის საკითხს
6. დოკუმენტში რომელშიც ჩამოყალიბებულია ძალიან ბევრი სამოქალაქო და
პოლიტიკური უფლება მისი ყოველი მუხლი და მთი ურთიერთქმედება
უზრუნველყოფს პაქტის მიზნების მიღწევასაც. პაქტის ობიექტი და მიზანია
ადამიანის უფლებათა იურიდიულად სავალდებულო სტანდარტების
ჩამოალიბება კონკრეტული სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების
განსაზღვრის და ვალდებულებების ჩარჩოში მათი მოქცევის გზით რომლებიც
სავალდებულოა იმ სახელმწიფოთათვის რომლებიც განახორციელებენ პაქტის
რატიფიცირებას და ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე ეფექტური
ზედამხედველობის მექანიზმის შექმნა
7. დატქმები რომლებიც არღვევს იმპერატიულ ნორმებს არ არის შეთავსებადი
პაქტის ობიექტთან და მიზანთან მიუხედავად იმისა რომ ხელშეკრულებები
რომლებიც წარმოადგენს სახელმწიფოთა შორის ვალდებულებათა უბრალო
გაცვლას ანიჭებს მათ უფლებბას შეზღუდონ inter se საყოველთაო
საერთაშორისო სამართლის ნორმების მოქმედება. არ შეიძლება რომ პაქტის ის
დებულებები რომლებიც წარმოადგენს ჩვეულებით საერთაშორისო სამართლა
გახდეს დათქმების საგანი. ამიტომ სახელმწიფოს არ შეუძლია დათქმის
საფუძველზე დაიყოვოს დამონების, წამების პირების მიმართ სასტიკი,
არაადამიანური ან ღირსების დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის
თვითნებურად პირთა სიცოცხლის ხელყოფის, პირთა თვითნებურად
დაპატიმრების ან დაკავების აზრის სინდისის და რელიგიიის თაივუსლფების
შეზღუდვის, პირის დამნაშავედ ცნობის თუ ის ვერ დაამტკიცებს თავისი
უდანაშაულობას ორსული ქალების და ბავშვების სიკვდილით დასჯის
ეროვნული რასობრივი ან რელიგიური შუღლის გაღვივების პროპაგანდის,
ქორწინების ასაკს მიღწეული პირებისთვის ქორწინების უფლების
ჩამორთვმევის ან უმცირესობებისთვის თავიანთი კულტურით სარგებლობის,
თავიანთი რელიგიის აღიარების ან თავიანთი ენის გამოყენეების უფლების
ჩამორთმევის უფლება
ძალაში შესვლა დოკუმენტის ჩაბარება და რეგისტრაცია

ხელშეკრულების დებულებები განსაზღვრავენ თუ რა ფორმით და რა თარიღით


შედის ხელშეკრულება ძალაში. როდესაც ხელშეკრუელბა არ აკონკრეტებს თარიღს
არსებობს პრეზუმფცია, რომ ხელშეკრულება ძალაში შედის მას შემდეგ რაც ყველა
სახელმწიფო რომელიც მონაწილეობდა მოლაპარაკებებში გამოხატავს თანხმობას
ხელშეკრულების სავალდებულოობაზე.

ხელშეკრულების დადების შემდეგ წერილობითი ინსტრუმენტები რომელბიც


შეიცავს რატიფიცირების შეერთების ან სხვა გზით სავალდებულოობაზე თანხმობის
გამოცხადების ფორმალურ მტკიცებულებას და აგრეთვე დათქმები და სხვა
დეკლარაციული სახის განცხადებები შესანახად გადაეცემა დეპოზიტორს რომელიც
შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე სახელმწიფო ან საერთაშორისო ორგანიზაცია.
დეპოზიტარს აკისრია მნიშვნელოვანი ფუნქციები ფორმალურ საკითხებთან
დაკავშირებით, მათ შორის ხელშეკრულების ძალაში შესვლის დროსთან
დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება.

გაერთიანებუი ერების წესდების 102 მუხლი ამბობს


1. ყოველგვარი ხელშეკრუელბა და ყოველგვარი საერტაშორისო შეთანხმება
დადებუი ორგანიზაციის ნებისმიერი წევრის მიერ წინამდებარე წესდების
ძალაში შესვლის შემდეგ პირველივე შეასძლრბლობისას უნდა იქნეს
რეგისტრირებული სამდივნოშ და მის მეირ გამოქვეყნებული
2. არც ერთი მხარე ნებისმიერ ასეთ ხელშეკრულებაში ან საერთაშორისო
სშეთანხმებაში რომელიც არ არის რეგისტრირებული წინამდებარე მუხლის 1
პუნქტის შესაბამისად არ შეიძლება მიუთითებდეს ასეთ ხელშეკრუელბაზე ან
შეთანხმებზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არც ერთ ორგანოში.

ეს დებულება მიზნად ისახავს ხელი შეუძშალოს ფარულ დიპლომატიას და


ხელი შეწუყოს ხელშეკრულებათა ტექსტების ხელმისაწვდომობას.

ხელშეკრულების ბათილობა

ა) შიდა სამართლის დებულებები

საკითხი თუ რა მოცულობით შეიძლება ხელშეკრულებების დადების


უფლებამოსილების კონსტიტუციური შეზღუდვების საერთაშორის
ოასპარეზზე გამოყენება დავის საგანია და არც ერთ მოსაზრება არ შეიძლება
ჩაითვალოს გადაწმყვეტად. ავტორების მხარდაჭერა მოიპოვა სამმა ძირითადმა
მოსაზრებამ. პირველის თანახმად კონსტიტუციური შეზღუდვები
განსაზღვრავს იურიდულ ძალას საერთაშორისო დონეზე ამ მოსაზრების
კრიტიკა ხაზს უსვამს გაურკვევლობას ხელშეკრულებათა დადების პროცესში
რასაც გამოიწვევდა ასეთი მიდგომა, მეორე მოსაზრება პირველისგან იმით
განსხვავდება რომ მხოლოდ ცნობილ კონსტიტუციურ შეზღუდვებს აქვს ძალა
საერთაშორისო დონეზე, მესამე მოსაზრების თანახმად მიუხედავად შიდა
შეზღუდვებისა სახელმწიფოსტვის სავალდებულოა თანხმობა რომელიც
გამოხატა მისმა საერთაშორისო სამართის მიხედვით სათანადოდ
უფლებამოსილმა წარმომადგენელმა.

ვენის კონვენციის მიხედვით

1. სახელმწიფოს არა აქვს უფლება მიუთითოს იმ გარემოებაზე რომ მისი


თანხმობა მისთვის ხელშეკრუელბის სავალდებულოობაზე გამოხატული
იყო მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის ამა თ იმ დებულების
დარღვევით რომელიც შეეცევა ხელშეკრუელბის დადების კომპეტენციას
როგორც მისი თანხმობის ბათილობის საფუძველს თკი ეს დარღვევა არ იყო
აშკარა და არ ეხებოდა მისი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის
ნორმებს რომლებიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა
2. დარღვევა აშკარაა თკი იგი ობიექტურად ცხადია ნებისმიერი
სახელმწიფოსთვის რომელიც ამ საკითხში კეთლსინდისიერად და
ჩვეულებრივი პრაქტიკის შესაბამისად მოქმედებს

ბ) წარმომადგენლის უფლებამოსილების არქონა

ვენის კონვენცია ამბობს რომ თუკი წარმოამდგენლის უფლებამოსილება რომლის


საფუძველზეც მან გამოხატა სახელმწიფოს თანხმობა მისთვის კონკრეტული
ხელშეკრულების სავალდებულოობაზე სპეციალური შეზღუდვის საგანი იყო მის
მიერ ამ შეზღუდვის უგულებელყოფამ არ შეიძლება გამოიწვიოს ბათილობა, იმ
შემთხვევის გარდა როდესაც შეზღუდვის თაობაზე წინასწარ ეცნობა
ხელშეკრუელბის მონაწილე სხვა მხარეებს.
გ) სახელმწიფოს წარმომადგენლის მოსყიდვა

საერთაშორისო სამართის კომისიამ გადაწყვიტა რომ სახელმწიფოს წარმოამდგენლის


მოსყიდვის საკითხი არ იყო ისე ადეკვატურად დარეგულირებული როგორც
მოტყუების შემთხვევაში
დ) შეცდომა
ვენის კონვენციის მიხედვით

1. სახელმწიფოს უფლება აქვს მიუთითოს შეცდომაზე ხელშეკრუელბაშ როგორც


მისთვის ამ ხელშეკრუელბაზე თანხმობის ბათილობის საფუძველზე, თკი
შეცდომა ეხება ფაქტს ან სიტუაციას რომელიც ამ სახელმწიფოს ვარაუდით
არსებოდა ხელშეკრუელბის დადებისას და წარმოადგენს არსებით საფუძველს
მისთვის ამ ხელშკეურლების სავალდებულოობაზე თანხმობისთვის
2. პირველი პუნქტი არ გამოიყენება იმ შემთხვევაში თუკი მითითებულმა
სახელმწიფომ თავისი ქცევით განაპირობა ამ შეცდომის დაშვება ან თუკი
არსებობდა იმგვარი გარემოებები რომ ამ სახელმწიფოს ყურადღება უნდა
მიექცია შესაძლო შეცდომაზე

ე) მოტყუება

არსებობს რამდენიმე სასარგებლო პრეცედენტი მოტყუების შედეგის შესახებ. ვენის


კონვენცია ამბობს რომ სახელმწიფოს რომელიც იძულებული გახდა დაედო
ხელშეკრულება მოლაპარაკებაში მონაწილე სხვა სახელმწიფოს ცრუ ქმედებების
ზემოქმედებით უფლება აქვს მიუთითოს მოტყუებაზე როგორც ხელშეკრულების
სავალდებულოობაზე მისი თანხმობის ბათლობის საფუძველზე რსებით ფაქტის
მცდარი წარმოდეგნა რამაც გამოიწვია არსებითი შეცდომა რეგულირდება
შეცდომასთან დაკავშირებული დებულებით

ვ) სახლემწიფოს წარმომადგენლების იძულება

ვენის კონვენციის მიხედვით სახელმწიფოს თანხმობას მისთვის ხელშეკრულების


სავალდებულოობაზე რაც გამოხატული იყო მისი წრმომადგენლის მიმართ
იძულებითი მოქმედების ან ასეთ მუქარის შედეგად არა აქვს იურიდიული ძალა.
იძულების ცნება ვრცელდება შანტაჟით დამუქრებასა და წარმოამდგენლის ოჯახის
წევრის წინააღმდეგ მუქარაზე

ზ) სახელმწიფოს იძულება

მუქარით ან ძალის გამოყენებით დადებული ხელშეკრუელბა რაც არღვევდა


გაერთიანებული ერების წესდებას ბათილია. ცვლილება რომლის მიზანი იყო
დაედგინა რომ ძალა მოიცავდა ნებისმიერ ეკონომიკურ ან სოციალურ ზეწოლას არ
მიიღეს

ხელშეკრულებიდან გასვლა შეწყვეტა და მოქმედების შეჩრება


ა) Pacta sund servanda

ვენის კონვენცია შეიცავს გარკვეულ პრეზუმფციას ხელშეკრუელბის ნამდვილობისა


და ძალაში ყოფნის განგრძობადობის შესახებ. და ეს პრეზუმფცია დაფუძნებულია
საერთაშორისო სამართლის საყოველთაო პრინციპზე pact sunt servanda ძალაში მყოფი
ხელშეკრულება სავალდებულოა მისი მონაწილეთათვის და მათ მიერ
კეთილსინდისიერად უნდა შესრულდეს

ბ) სახელმწიფოს სამართლამემკვიდრეობა

ხელშეკრულებები შესაძლოა შეიცვალოს როდესაც ერთი სახელმწიფო მთიანად ან


ნაწილობრივ ხდება მეორე სახლემწიფოს სამართალსუბიექტობის და ტერიტორიის
სამართალმემკვიდრე. პირობები რომლის არსებობის შემთხვევაშიც პირველი
სახელმწიფოს ხელშეკრულებები ძალას ინარჩუნებს დამოკიდებულიე ბევრ
ფაქტორზე მათ შორის სამართალმემკვიდრეობის კონკრეტულ ფორმასა და
საფუძველზე და კონკრეტული ხელშეკრულების ხასიათზე. ამ სახის ცვლილებებმა
შესაძლოა გამოიწვიოს ხელშეკრულებების შეწყვეტა მუხედავად სახელმწიფოს
საამრთალმემკვიდრეობის კატეგორიისა.

გ) ომი და შეიარაღებული კონფლიქტი

მტრული ურთიერთობები არ იწვევს კონფლიქტის მხარეთა შორის არსებუი


ხელშეკრულებების ავტომატურ შეწყვეტას. ბევრი ხელშეკრულება მათ შორის
გაერითნაებული ერების წესდება არანაკლებ სავალდებულოა ომის შემთხვევაში
ხოლო მრავალმხრივი სამართლის დამდგენი ხელშეკრუელბები როგორიცაა 1949
წლის ჟენევის კონვენციები აგრძელებს მოქომედებას ომის ან შეიარაღებული
კონფლიქტის შემთხვევაში. თუმცა სახელმწიფო პრაქტიკაში ბევრი სახის
ხელშეკრულების მოქმედება ითვლება შეჩერებულად ომის დროს და საომარმა
გარემოებებმა შესაძლოა გამმოიწვიოს ხელშეკრულებათა შეწყვეტა მათი შესრულების
შეუძლებლობის ან გარემოებათა ძირეული შეცვლის გამო.

დ) ხელშეკრუელბის დებულებათა მოქმედება

ხელშეკრუელბა შესაზლოა შეიცავდეს მისი შეწყვეტის პირობებს ხოლო ორმხრივი


ხელშეკრუელბა შეიძლება ითვალისწინებფეს ხელშეკრულების დენონსირებას
მხარეების მიერ. როდესაც ხელშერკეულება არ შეიცავს დებულებას მისმი შეწყვეტის
შესახებ. დენონსირების უფლების არსებობა დამოკდიებულია მხარეთა განზრახვაზე
რომელიც შესაძლოა გამომდინარეობდეს ხელშეკრულების პირობებიდან და
შინაარსიდან მაგრან ვენის კონვენციის თანახმად მოქმედებს პრეზუმფცია რომ
ხელშეკრულება არ ექვემდებარება დენონსირებას ან გასვლას. სულ ცოტა ზოგ
შემტხვევაში მაინც დენონსირება დამოკიდებულია გონივრულ ვადაში გაკეთებულ
შეტყობინებაზე.

ე) შეწყვეტა ხელშეკრულების საფუძველზე

ხელშეკრულების შეწყვეტა ან ხელშეკრულებიდან გასვლა შესაძლოა


განხორციელდეს მხარეთა შეთანხმებით. ასეთი თანხმობა შესაძლოა იყოს
ნაგულლისხმები. კერძოდ ხელშეკრუელბა შესაძლოა ჩაითვვალოს შეწყვეტილად თ
მისი ყოველი მხარე დადებს ახალ ხელშეკრულებას რომელიც მიზნად ისახავს
დაიკავოს ადრინდელი ხელშეკრულების ადგილი ან თუ მოგვიანებით მიღებული
ხელშეკრულება არ არის შეთავსებადი ადრინდელი ხელშეკრულების
დებულებებთან. ხმარებიდან გამოსვლის თემა რომელიც ალბათ არ წარმოადგენს
სამართლებრივ ტერმინს არსებითაც შეეხება ხელშეკრულების გამოყენების შეწყვეტას
და მის ნაგულისხმებ შეწყვეტას თანხმობის საფუძველზე თუმცა შესაძლოა იგი
გავრცელდეს განსხვავებულ სიტუაციაზეც როდესაც ხდება ხელშეკრულებიდან
გამომდინარე უფლებებზე ცალმხრივად უარის თქმა უფრო მეტიც მიუხედავად
მხარეთა შორის შეთანხმებისა უძველესმა ხელშეკრულებამ შესაძლოა დაკარგოს
აზრი ხოლო მისი გამოყენება პრაქტიკაში შეუძლებელი გახდეს

ვ) არსებითი დარღვევა

აღიარებულია რომ ერთი მხარის მიერ ხელშეკრუელბის არსებით დარღვევა უფლებას


აძლევს ხელშეკრულების მეორე მხარეს ან მხაეებს გამოიყენოს დარღვევა როგორც
ხელშეკრუელბის მოქმედების შეწყვეტის ან შეჩერების ასფუძველი. დაზარალებული
მხარის ეს უფლება აღიარეუბლია როგორც სანქცია ხელშეკრულებათა შესრულების
უზრუნველსაყოფად თუმცა არსებით გაურკვვევლობით არის მოცული კონკრეტული
გარემოებები რომელთა არსებობის შემთხვევაში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ასეთი
ცალმხრივი გაუქმების უფლება.

1. ორმხრივი ხელშეკრულების ერთ ერთი მონაწილის მიერ არსებითი დარღვევა


უფლებას აძლევს სხვა მონაწილეს მიუტითოს იმ დარღვევაზე როგორც
ხელშეკრულების მთიანად ან ნაწილობრივ შეწყვეტის ან შეჩერების
საფუძველზე
2. მრავალმხრივი ხელშეკრულების არსებით დარღვევა მისი ერთ-ერთ
მონაწილის მიერ უფლებას აძლევს
ა) სხვა მონაწილეებს ერთხმად მიღებული შეთანხმების საფუძველზე შეაჩერონ
ხელშეკრულების მქომედება მთიანად ან ნაწილობრივ ან შეწყვიტონ იგი ან
მათ და იმ სახელმწიფოების მოქმედება მთლიანად ან ნაწილობრივ ან
შეწყვიტონ იგი ან მათ და იმ სახელმწიფოს შორის რომელმაც ხელშეკრულება
დაარღვია ან ყველა მონაწილეთა შორის
ბ) მონაწილეს რომელიც განსაკუთრებით დაზარალდა დარღვევის შედეგად
მიუთითოს იმ დარღვევაზე როგორც ხელშეკრულების მოქმედების მთლიანად
ან ნაწილობრივ შეჩერების საფუძველზე მასა და იმ სახელმწიფოს შორის
ურთერთობაში რომელმაც დაარღვია ხელშეკრულება
გ) ნებისმიერ სხვა მონაწილეს ხელშეკრუელბის დამრღვევი სახელმწიფოს
გარდა შეუძლია მოითხოვოს ამ დარღვევაზე მითითება როგორც
ხელშეკრულების მთლიანად ან ნაწილობრივ მოქმედების შეწყვეტის
საფუძველზე მის მიმართ თუკი ხელშეკრუელბა ატარებს ისეთ ხასიათს რომ
მისი დებულებების არსებითი დარღვევა ერთ ერთი მონაწილის მეირ
ძირფესვიანად ცვლის თითოეული მონაწილის მდგომარეობას
ხელშეკრულების ნაკის ვალდებულებათა შემდგომი შესრულების მიმართ

3. ხელშეკრულების არსებით დარრვევად ამ მუხლის მიზნებისთვის ითვლება


ა) ხელშეკრუელბაზე უარის თქმა რაც დაუშვებლად არის მიჩნეული
წინამდებარე კონვენციით
ბ) ხელშეკრულების იმ დებულბების დარღვევა რომელსაც არსებითი
მნშნელოვა ავს ხელშეკრულების ობიექტისა და მიზნების
განხორციელებისთვის
4. ზმეოხსენებული პუნქტები არ ეხება ხელშეკრულების იმ დებულებებს
რომლებიც გამოიყენება მისი დარღვევის შემთხვევაში
5. 1. 2. 2 პუქნტები არ გამოიყენება ჰუმანიტარული ხასიათს ხელშეკრულების
შემცველი იმ დებულებების მიმართ რომელიც ეხება ადამიანის პიროვნების
დაცვას განსაკუთრებით კი ამ დებულებების მიმართ რომლებიც კრძალავს იმ
პირთა მიმართ რეპრესალიების ნებისმიერ ფორმას რომლებსაც ასეთი
ხელშეკრულებბები იცავს
სახელწიფომ შეიძლება საკუთარი ქმედებებით ხელყოს არსებით დარღვევის
საფუძველზე ხელშეკრუელბის შეწყვეტის მის ხელთ არსებული უფლება.

ზ) ხელშეკრულების ზემდგომი შესრულების შეუძლებლობა

ვენის კონვენცია ამბობს რომ მონაწილეს უფლება აქვს მიუთითოს ხელშეკრულების


შესრულების შეუძლებლობაზე როგორც ხელშეკრუელბის შეწყვეტის ან
ხელშეკრულებიდან გასვლის აფუძველზე. თუ ეს შეუძლებლობა გამოწვეულია ამ
ობიექტის სამუდამო გაქრობის ან მოსპობის შედეგად რომელიც აუცილებელია
ხელშეკრულების შესასრულებლად. ნაგულისხმები სიტუაციები მოიცავს კუნძულის
წყალში ჩაძირვას, მდინარის დაშრობას ან რკინიგზის განადგურებას მიწიძვრის ან
სხვა კატასტროფის შედეგად. შეუძლებლობა არ იწვევს ავტომატურ შედეგს და
ხელშეკრულების მხარე ვალდებულია მიუთითოს ხელშეკრუელბის შეწყვეტის
საფუძველზე. ხელშეკრულების მხარეს უფლება არა აქვს მიუთითოს შესრულების
შეუძლებლობაზე, თუ ეს შეუძლებლობა გამოწვეულია ამ მხარის მიერ
ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შედეგად

თ) გარემოებათა ძირეული შეცვლა

1. არ შეიძლება დაყრდნობა იმ ძირეულ ცვლილებებზე, რომლებიც


განხორციელდა ხელშეკრულების დადებისას არსებულ გარემოებებთან
დაკავშირებით და რომლებიც არ იყო გათვალისწინებული მონაწილეების
მიერ როგორც ხელშეკრულებების შეწყვეტის ან ხელშეკრულებიდან გასვლის
საფუძველი გარდა იმ შემთხვევებისა როდესაც:
ა) ასეთ გარემოებათა არსებობა არსებით საფუძველს უქმნიდა მონაწილეთა
თანხმობას მატთვის ხელშეკრუელბის სავალდებულოობაზე და
ბ) გარემოებათა შეცვლის შედეგები ძირეულად ცვლის იმ ვალდებულებათა
მოქმედების სფეროს, რომელიც ჯერ კიდევ ექვემდებარება შესრულებას
ხელშეკრულების შესაბამისად

2. გარემოებათა ძირეულ შეცვლაზე როგორც ხელშეკრულების შეწყვეტის


შეწყვეტის ან მისგან გასვლის საფუძველზე მითითება არ დაიშვება
ა) თუკი ხელშეკრულება ადგენს ასეთ ზღვარს ან
ბ) თუკი ასეთი ძირეული შეცვლა რომელზეც უთითებს ხელშეკრუელბის მონაწილე
არის ამ მონაწილის მეირ ამ ხელშეკრულების ნებისმიერი სხვა მონაწილის წინაშე
ნაკისრი ვალდებულების ან ნებისმიერი სხვა საერთაშორისო ხელშეკრულებით
ნაკისრ ვალდებულებათა დარღვევის შედეგი

გარემოებათა ძირეული შეცვლის მაგალითი იქნებოდა შემთხვევა როდესაც


სამხედრო და პოლიტიკური ალიანსის მონაწილეს რომელიც მოიცავს სამხედრო და
სასდავერვო ინფორმაციის გაცვლა გამოცვლას. ეცვლება ხელისუფლება რაც
შეუთავსებელია ალიანსის საფუძველთან თანამედროვე ავტორთა უმრავლესობა
აღიარებს დოქტრინას rebus sic stantibus რაც ასახულია ამ დებულებაში. დოქტრინა
გულისხმობს პირობას რომ ხელშეკრუელბებიდან გამომიდნარე ვალდებულებები
წყდება თუ ადგილი ჰქონდა გარემოებათა ძირეულ შეცვლას როგორც შიდა
სახელმწიფოებრივ სისტემებში ისე საერტაშორისო სამართალში აღიარებულია რომ
ხელშეკრუელბის შეწყვეტა გარდა შესრულების შეუძლებლობისა შესაძლოა
გამართებული იყოს ისეთი ცვლილებებით რომელბიც იწვევვს ხელშეკრულების
ობიექტის მოსპობას.

ი) ახალი იმპერატიული ნორმა

ხელშეკრულება ბათილია თუ იგი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულების ძალაში


შესვლის შემდეგ წარმოქმნილ საყოველტაო სამართის იმპერატიულ ნორმას (Jus
cogens) აღნიშულს არ გააჩნია უკუქცევის ძალა ხეშეკრულების ნამდვილობასთან
დაკავშირებით.

ბათილობა შეწყვეტა და შეჩერება

ხელშეკრუელბის მოქმედების ბათილბოის შეწყვეტის და შეჩერების შესახებ ვენის


კონვენციით დადგენილი რეჟიმის გამოყენება რეგულირდება ზოგიერი ზოგადი
დებულებით იგულისხმება რომ ხელშეკრუელბა და სავალდებულოდ აღიარებაზე
თანხმობა ძალაშია და ხელშეკრუელბის ძალაში ყოფნა განგრძობადია.
ხელშეკრუელბის მხარემ უნდა გააკეთოს მითითება ბათლობის ზოგიერთ
საფუძველზე და ამდენად შესაბამისი ხელშეკრულებები არის არა ბათილი არამედ
გაბათიელბადი ასეთი საფუძვლებია კომპეტენციის არქონა შიდა სამართის
მიხედვით, წარმომადგელის უფლებამოსილების შეზღუდვა, შეცდომა, მოტყუება და
წარმომადგენლის მოსყიდვა. იგივე შეიძლება ითქვას ხელშეკრუელბის შეწყვეტის
ზოგიერთი საფუძვლის შესახებ კერძოდ არსებითი დარღვევა,ა შესრულების
შეუძლებლობა და გარემოებათა ძირეული შეცვლა. მეორე მხრივ ხელშეკრუელბა
ბათილია სახელმწიფოს იძულების და წინააღმდეგობა არსებულ ან გავითარებად
იმპერატიულ ნორმასთან.

ხელშეკრულებათა გამოყენება და ძალა

ა) გამართება შეუსრულელობის ან შესრულების შეჩერებისთვის

693

You might also like